შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუდმივ ხმაურში... 3 თავი


27-07-2018, 14:30
ავტორი naattii
ნანახია 3 009

ოფლისგან დაცვარულები გადაწვნენ საწოლზე და ერთად ცდილობდნენ სუნთქვის დარეგულირებას.
-რას მიშვები ასეთს ადგომის თავიც რომ აღარ მაქვს ხოლმე.
-გმადლობთ კომპლიმენტისთვის, შენც იხვეწები_სიცილი აუტყდა გიგის.
-დამპალო_სიცილით წამოარტყა ბალიში ბიჭს და ნელა წამოიზლაზნა. წამით დაფიქრდა გიგი რა სხვანაირი იყო გოგო, როცა იცინოდა.
-დღესაც მუშაობ?
-ყოველდღე ვმუშაობ და მაშინ ვიღებ დასვენების დღეს როცა მომინდება, მირჩევნია მუდმივ ხმაურში ვიყო. და არ მკითხო რატომ დღეს შეკითხვების რაოდენობა ამოგეწურა_ამჯერადაც სიცილით უპასუხა გიგის მოქნეულ ბალიშს და სააბაზანოში შეიმალა. გამოსულს ბიჭი უკვე ჩაცმული დახვდა.
-მაპატიე, ვიცი დასვენება გინდოდა, მაგრამ ბიჭებმა დამირეკეს ერთ საათში მოვალთო და...
-აააა, ანუ ეს თქვენი საერთო სახლია?
-ნუ, რაღაც მაგდაგვარი.
-კარგი, ნინისთან წავალ.დროებით.
-არა ქალბატონო ასე იოლად ვერ გამოძვრები, მხურვალე დამშვიდობებას ველი_მკლავში წვდა გიგი და მისკენ მოქაჩა, გემრიელი კოცნაც მიიღო და შედეგად ისევ საწოლში აღმოჩნდნენ.

-ოდნავ მაინც არ მოგწონს გოგო? ნუ გადამრევ_ჩვეულ ამპლუაში იყო ნინი.
-რომ არ მომწონდეს ლოგინში არ ჩავუგორდებოდი, თუმცა არაფერი დაამატო, იცი ამის იქეთ რომ არაფერი იქნება. ვერ ვიტან სიყვარულის არსებობის მტკიცებას რომ მიწყებენ ესეც იცი.
-რომ შეგიყვარდება განახებ თუარ არსებობს.
-კარგი რა_მობეზრებულმა აიქნია ხელი მიმიმ
-იმედია თავს მაინც იცავ წესიერად.
-დამშვიდდი და ჩაიცვი სამსახურში დაგვაგვიანდება, ლაშა ალბათ უკვე იქაა.
-ხო, ხო ახლავე, ამ ბოლო დროს სულ დაბნეული ვარ.
-სიმპატიურია იმედია.
-ვინ?_წამში გამოხედა კარადაში შემძვრალმა.
-დაბნევის მიზეზი.
-ვინ მიზეზი? რა მიზეზი?
-არ გინდა რა ნინი, შენ თუ მიცნობ ბავშვობიდან, მეც გიცნობ.
წამიც არ გასულა ტირილი რომ აუტყდა ნინის და იქვე ჩაიკეცა, დაბნეული წამოხტა მიმი ფეხზე და მაშინვე მოეხვია მეგობარს.
-ღმერთო ნინი, რა მოხდა?
-გავები მიმი, ამის დედაც მაგრად გავები.
-კი მაგრამ რა მოხდა?
-ნიკუშა შემიყვარდა_ტირილს ამოაყოლა ხმა და მიმის კისერში ჩამალა თავი მისი გაოცებული სახე რომ არ დაენახა.
-ჩვენი ლე... ლე....
-ხოოო, ხოო ჩვენი ხელოვნების ისტორიის ლექტორი, ჯანდაბა როგორ გავებიიი, უკვე მელანდება კიდევაც იცი? გუშინ მე და ლაშა ბურგერებზე წავედით და ლაშას ხმის ნაცვლად მისი ხმა მესმოდა. მემგონი ჭკუიდან გადავდივარ.
ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მიმიმ ხმა ვერ ამოიღო და უბრალოდ მიიხუტა მეგობარი რომ დაემშვიდებინა.

ერთი საათის მისულები იქნებოდნენ კლუბში მიმიმ ფეხზე ვიბრაცია რომ იგრძნო:
-გისმენ გიგი.
-მიმი გთხოვ, აი ძალიან გთხოვ დღეს გამოიყენე შენი უფლება და თავი გაითავისუფლე რა.
-რა ხდება?_იმდენად გააკვირვა ბიჭი თხოვნამ მაშინვე მოიხსნა აფარებული ფორმა და უფროსისკაბინეტისკენ წავიდა.
-უბრალოდ გარეთ გელოდები.
უპრობლემოდ გაეთავისუფლა, თუნდაც იმიტომ, რომ ორი წლის მანძილზე ეს მისი მესამე თავისუფალი დღე იყო. ნერვიულად დადიოდა გიგი მანქანის გვერდით და ცალი ხელით თმას იბურდავდა. სიცილით მიუახლოვდა მიმი
-რა დღეში ხარ ადამიანო.
-რა დროს სიცილია ვკვდები ნერვიულობით.
-აბა, აქ ვარ რას ვაკეთებთ?
-იცი რატო დაგირეკე?
-აბა ჰე, გამანათლე_ღვედის შესაკრავად მიბრუნდა მიმი.
-სხვა იმდენს მიძახებდა რა მოხდა რა გჭირსო სულ ამომაცლიდა, შენ კი ვიცოდი დაიკიდებდი და უბრალოდ გამომყვებოდი, ამიტომ გამახსენდი პირველ რიგში შენ.
-პრობლემები გაქ?
-შეიძლება ასეც ითქვას.
-მოდი საჭესთან დამსვი და მე განახებ როგორია რეალური პრობლემა.
გაკვირვებულმა მიმოიხედა გიგიმ დაწარბებ აწეულმა გადახედა გოგოს.
-უნდა მომკლა?
-გადმოდი, ბევრს ლაპარაკობ_გაეცინა მიმის და იოლად შეაღო სასაფლაოს ჭიშკარი.
-ეს მათეა, 18 წლის გარდაიცვალა, ბოლო ორი წელი ლეიკემიას ებრძოდა, სულ იწვა და ორი წელი მზეს მხოლოდ ფანჯრიდან ხედავდა, ეს ნინია_საფლავებს შორის დადიოდა მიმი და გარდაცვლილებს აცნობდა გაოგნებულ ბიჭს_ სისხლის გათეთრება ქონდა და ისეთი ტკივილებით გარდაიცვალა 25 წლის ასაკში, რომ ბოლოს მორფიც ვეღარ უყურებდა, აი ეს კი 16 წლის მიაა, მანქანა დაიჯახა და ისეთ მდგომარეობაში იყო, სარცერთი ძვალი ქონია მთელი და დნმის ანალიზით მოახერხეს ამოცნობა, ისინი აქ, მარტოდმარტო წვანან ამ გაყინულ საფლავში და ჭიები უჭამენ სხეულის თითოეულ უჯრედს. ახლა კი, შენს პრობლემას დაუბრუნდი და მითხარი ისევ თუ განიცდი.
-ამის დედაც მიმი_გზის პირას გაკეთებულ სკამზე ჩამოჯდა გიგი და თავი ხელებში ჩარგო -რომელ პრობლემაზე მეკითხები, მამაჩემს რომ ვეჩხუბე? რატომ გვავიწყდება გადამწყვეტ მომენტებში, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა რომ ცოცხლები ვართ და ჯამრთელად დავდივართ. ღმერთო, რა პატარები არიან. შენ საიდან იცი მათი ისტორიები?
-როცა გამიჭირდა მეც ასე მომიყვანეს გონს.
-წამო რა კუს ტბაზე წავიდეთ_ჩუმად ჩაიჩურჩულა გიგიმ და ხელი მოკიდა გოგოს.
სადაც ყველაზე მიყრუებული ადგილი იპივეს იქ გააფინეს მანქანიდან ამოღებული ადიელა და წამოწვნენ.
-ვიცი რომანტიკოსი გოგოსავეთ ვიტყვი, მაგრამ მიყვარს როცა ასეთ სუფთა ცაზე ამდენი ვარსკვლავი ჩანს.
-არ დაითვალო თორემ მეჭეჭიანს აღარ დაგიწვები_სიცილით გადმოვარდა მიმი ბიჭს მიყრდნობილი და გიგიმაც კარგად კრა ხელი ვითომ გაბრაზებულმა.
-ხოდა დარჩება შენი აღგზნებული პატარა გოგო თავისი ბიჭის გარეშე და ნახავ როგორია უკაცობა.
-ააააჰ, შენ მე გული მატკინე_პირზე ხელი აიფარა ვითომ დასერიოზულებულმა მიმიმ და ორ წამში მათი სიცილი მთელი ტბის ტერიტორიას.

-----------------------------------------------------
მაპატიეთ ცოტა არეული თავია უცებ მომიწია დაწერა და არც მე მომწონს, აუცილებლად გამოვასწორებ <3



№1  offline მოდერი naattii

mirandaa31
ცუდი არიყო.. უფრო დიდ და უფრო ნაყოფიერ თავს ველოდები <3

აუცილებლად ❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

მომეწონა შენი ახალი ისტორია.ძალიან კარგია.

ბევრ რამეს მალავს მიმი და ნელ-ნელა იტყვის ალბათ.
--------------------
ლანა

 


№3  offline მოდერი naattii

დიდი მადლობა ❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

ვკითხულობ და ვკითხულობ :D :D.ამას თითქმის არაასდროს ვწერ, მაგრამ ეცადე დიდი თავები დადო. როგორ ავხსნა...ასეთი ერთ მოქმედებიანი თავები შენს ისტორიას აკნინებს. მართლა :*

 


№5  offline მოდერი naattii

grafo
ვკითხულობ და ვკითხულობ :D :D.ამას თითქმის არაასდროს ვწერ, მაგრამ ეცადე დიდი თავები დადო. როგორ ავხსნა...ასეთი ერთ მოქმედებიანი თავები შენს ისტორიას აკნინებს. მართლა :*

ვიცი და არც მე მიყვარს, უბრალოდ დრო არ მქონდა და გამოვასწორებ ❤

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

ნათია ძალიან კარგი იყო საყვარელო გააგრძელე მალეე.ყველა ისტორია მომწონს შენი დაწერილი რაც წამიკითხია .უმაგრესი ხარ❤????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent