არჩევანი (თავი 6)
-მართალია ალექსი სიმპათიურია,მაგრამ მე ისე არასოდეს დავეცემი რომ ალექსი შეწუხდეს ჩემი ყურადღებით,შეიძლება მომწონდეს კიდეც,მაგრამ ეს მხოლოდ ჩემში იქნება და შენ ერთი საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ძალიან ეჭვიანი გოგო ხარ,მითხარი რატომ ნერვიულობ?თუ ალექსის მართლა უყვარხარ არ მიგატოვებს არც ჩემს გამო და არც არავის.მაგრამ როგორც სჩანს არც ძალიან ყვარებიხარ,რადგან თუ უყვარხარ და შენც გიყვარს,ეჭვი არ უნდა არსებობდეს. -შენ კი უიღბლო ხარ,მეცოდები საცოდავო მუდამ ხარბი და ეგოისტი იქნები,ილოცე რომ მე დამემგვანო. -მართალი ხარ,უნდა ვილოცო მაგრამ არა იმიტომ რომ შენ გგავდე,არამედ იმიტომ რომ არასდროს გავხდე შენნაირი გულქვა და ბოროტი ადამიანი. ამ დროს კი ალექსიც ჩაერთო საუბარში. -გეყოთ,კმარა!თავი შეიკავეთ,მგონი ცივილიზებული ხალხი ვართ.გთხოვ რადა,წავიდეთ. უსიტყვოდ დაემორჩილა რადა ალექსს...ელენეს მზერა,რომელიც ერთდროულად ბოღმით და შურით იყო სავსე,ცივად გაიყინა ბედნიერი წყვილის წასვლისას.ერთ წერტილს მიშტერებოდა ელენე,და პირველად განიცდიდა რომ არარაობა იყო! რომ წამოვედით ალექსმმა მითხრა: -რა დაგემართა? მე ხმას არ ვიღებდი ,მან კი ისევ გამიმეორა: -რა დაგემართა-თქო რადაა? -ალექსს. -რა ალექს . -მას შენ უყვარხარ... -ვუყვარვარრ? -ჰო. -რადა,მომისმინე შენ განათლებული და ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ,გთხოვ ეჭვიან და სულელ გოგოს ნუ დაემსგავსები,რომელიც შეპყრობილია შიშით რომ ნებისმიერ წამს რაღაცას ან ვიღაცას დაკარგავს.მე შენ მიყვარხარ და მთავარი ეს არის. -ჰო მაგრამ... -არაფერი მაგრამ,ეს საქმე დავხურეთ. ალექსმა გამიღიმა იმ ღიმილით,რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა და ამ წუთებში,მთელი ჩემი არსება მეთანხმებოდა...რომ მე მას სიგიჟემდე ვუყვარვარ! ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- პატარა თავია მაგრამ,იმედია მოგეწონებათ .❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.