შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში (თავი 9)


29-07-2018, 15:28
ავტორი n-strovet
ნანახია 1 672

-მეტს აღარ დალევ-ალკოჰოლიანი ჭიქა გამოაცალა სანდრომ ხელიდან და ფეხზე გაჭირვებით წამოაგდო-მივდივართ-ფული გადაიხადა და ბარიდან გაიყვანა, ლევანიც დამორჩილდა და გაყვა. მანქანის გასაღები მას გადასცა თვითონ კი სანდროს გვერდით მოთავსდა და საქარე მინდა ჩამოწია-ჩემთან დარჩები თუ წაგიყვანო სახლში?-მისკენ არც გაუხედავს, მანქანა დაქოქა და გზას გაუყვა.
-არა, სადმე ისეთ ადგილას წამიყვანე სადაც შევძლებ, რომ სიჩუმეს ვუსმინო-მისკენ გაიხედა-ვერ შევძლებ სახლში წასვლას-უფრო თავისთვის ამოიბურტყუნა და გზას შეხედა.
-არ მეტყვი რა ხდება?-შეპარვით კითხა-ვხედავ, რომ გიჭირს.
-ისეთ ადგილას წამიყვანე, სადაც შევძლებ ყველაფერს გავექცე-თითქოს კითხვისგან თავის დაძვრენას ცდილობდა. სანდრომ არაფერი უხთხრა, უკვე მოფიქრებული ჰქონდა სადაც წაიყვანდა. ისეთი ადგილი სჭირდებოდა სადაც მოსახლეობა არ იქნებოდა. არც თუ ისე დიდიხნის წინ აღმოჩენილ ადგილას წაიყვანა. მთელი გზა ლევანს თვალები დახუჭული ჰქონდა, მომენტებში გადახედავდა ხოლმე სანდრო, რომ მისი მდგომარეობა შეემოწმებინა. თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ იქედანაც სჩანდა მისი ტკივილი, უბრალოდ ვერ ხვდებოდა ესე რამ მიიყვანა ლევანი ან როგორ გამორჩა ეს ყველაფერი? დანიშნულების ადგილზე მალევე მივიდა, მანქანა იქვე გააჩერა ,ღვედი შეიხსნა, მაგრამ ლევანისკენ არ გაუხედავს არც ხმა არ გაუღია. საჭეზე ხელები დააწყო და თავი შიგნით ჩარგო.
-მეც მოგვიანებით გადმოვალ-ბოხი და დახშული ხმით უთხრა, მაგრამ ისევ არ


გაუხედავს ლევანის მხარეს . ლევანმაც უხმოდ გადავიდა და გზას გაუყვა. ალბად ესეთი ადგილი სხვა დროს საშიშდ მოეჩვენებოდა და არც ისურვებდა იქ გაჩერებას, ირგვლივ არცერთი მოსახლე , ტიალი მინდორი, რომლის გზაც ტყეს მიუყვებოდა. გრილი სიო შეიგრძნო. ხელები მომუჭა, უცებ თვალები გაახილა და მთელ ხმაზე იღრიალა, მუხლებით ძირს დავარდა, ბალახებს ჩაეჭიდა და ისევ აღრიალდა. მერე რა, რომ გაუკვეველი ბგერებით ღრიალებდა? მასში იმხელა ტკივილი ჩანდა, იმხელა მწუხარება, რომ ვერც დაფარავდით. სანდრო ,ამ დროს თვალებ გაფართოებული უყურებდა, იცოდა, რომ რაღაც აწუხებდა და ეს არიყო ალკოჰოლის ბრალი, არც ისე ბევრი არ ჰქონდა დალეული, რომ თავი ვერ გაეკონტროლებინა. უბრალოდ უყურებდა და ვერ ცნობდა, ეს ის ლევანი არ იყო...ამ ლევანც რაღაც ჭამდა შიგნიდან გულს ურღნიდა. ვერც მანქანიდან გადმოსვლა ვერ შეძლო, იმდენად შოკში იყო, მხოლოდ ლევანს უყურებდა, რომელიც ტკივილიდან გათავისუფლებას ცდილობდა. ცოტახნის შემდეგ ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ეს ის სიჩუმე არ იყო, რაც რამდენიმე წუთის წინ იყო დასადგურებული. ეს სიჩუმე ძალიან მაღალი იყო, ისეთი, რომ ადამიანის სმენის დახშობაც შეეძლო, არც სიო იყო ისეთი ფაფუკი და მგრძნობიარე, თითქოს დამძიმებულიყო, საშინლად ცივი და უხეში გამხდარიყო. თავის თავს ეკითხბოდა “რა მჭირს?” თითქოც გარემოც მის წინააღმდეგ მიდიოდა. უნდოდა ლევანი თავის ტკივილთან დარჩენილიყო და ბოლომდე გადმოენთხია, ის რასაც გრძნობდა. ისევ ხელებში ჩარგო თავი ,მაგრამ თვალებს ვერ ხუჭავდა, წამში ლევანის სცენა უდგებოდა თუმცა რათ უნდოდა თვალების დახუჭვა? ისედაც წინ ედგა ის სცენა, რაც მის წინ მოხდა. ვერ გეტყვით რა დრო გავიდა ალბად ნახევარი საათი ან მეტი?...არ ვიცი...ლევანი უხმოდ და სუნთქვა შეკრული გადმოვიდა მანქანიდან, ლევანი ისევ იმ პოზაში იყო, და ღრმად სუნთქავდა.
-მგონი დრო მოვიდა -მის უკან დადგა და თვალი მოარიდა. არ შეეძლო მისი ესეთ მდომარეობაში ყურება, ყველაფერ გასცემდა, ოღონდ ეს ყველაფერი არ ენახა, არც მას და არც ლევანს. იგრძნო, როგორ აეწვა ცხვირის ნესტოები და თვალები დაებინდა….ჯანდაბა! ვინ თქვა, რომ ბიჭები არ ტირიანო? თქვენ რა მართლა ესე გგონიათ?...არა! ყველაფერი პირიქითაა...მათ არ შეუძლიათ ტკივილს ისე შეეჭიდნონ, როგორც ქალებს….შეიძლება არ ანახებს საყვარელ ქალს მისი ტკივილი და ქვასავით მაგრად დგანა, მაგრამ ეს ესე არ არის, ისინი საკუთარ თავში იბრძვიან, რომ საკუთარი ტკივილი დამალონ და არ ანახონ მისთვის საყავერ ქალს ან დედას მათი ტკივლი. კაცებიც ტირიან, ზოგჯერ უცრემლოდ ,მაგრამ მაინც...ისინი ტიარიან, მათაც ტკივათ.
-შემიყვარდა..ის შემიყვარდა ვინც არ უნდა შემყვარებოდა-ამოიჩურჩულა-ჯანდაბა!- დაიღრიალა, ბალახს ჩააფრინდა და ამოგლეჯვა დაუწყო- შემიყვარდა, ჯანდაბა ჩემს თავს, ჯანდაბა ამ სიყვარულს, მე ისე შემიყვარდა ისე, რომ ვერც გავიაზრე, რატომ ის? მანდამაინც ის…-თითქოს პანიკური შეტევა დაემართაო, სანდრო სწრაფად მივარდა და გააჩერა თუმცა ლევანს არც ფართხალი და არც ღრიალი არ შეუწვეტია. ხომ გაგიგონიათ დაჭრილი ვეფხვივით ღრიალებსო...აი ზუსტად ეგრე იყო, გულში იყო დაჭრლი ,მისი გული ტყვიას ორად გაეხლიჩა.-შემიყვარდა!
-ვიზე...ვიზე ამბობ? ლილიანი..ის არის?-იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ სანამ გაიცნობდა ლილიანს, ლევანის მონაყოლით შემდეგ კი ლილიანის გაცნობის შემდეგ ვარაუდობდა, რომ ერთმანეთის მიმართ არც და-ძმური და არც მეგობრული სიყვარილი ექნებოდათ და ეს სულ სხვა რამ იყო, მაინც გაუჭირდა იმის წარმოთქმა კი არა, გააზრებაც, რომ ის გოგო რომელზეც ლევანი ესეთ დღეში ჩავარდა, ლილიანი იყო.-როგორ ის ხომ...ის ლილიანია, ლევან-მოცილდა და გაოგნებულმა შეხედა-დედაშენი...მამამისი..ხვდები?-ფეხზე ჭამოიჭრა და აქეთ-იქეთ დაიწყო სიარული.
-ნეტავ მარტო ეგ იყოს პრობლემა-ამოიბურტუნა და ფეხზე წამოდგა, თუმცა თავი ისევ დახრილი ჰქონდა.
-სხვა რა პრობლემა არის...ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის -დაუღრიალა და შეანჯღრია-გამოფხიზლდი, რა დღეში ხარ, ხვდები მაინც? შენ თავს გვერდიდან, რომ შეგეხედა არ ვიცი...არც შეგეცოდებოდა...გამოფხიზლდი . ვიმედოვნებ, რომ უბრადლოდ მთვრალი ხარ გასაგებია?-ნიკაპზე დაავლო ხელი და სახე ააწევინა-შემომხედე!-დაუყვირა თუმცა ლევანმა არ შეხედა, თვალები დახუჭა და სხვა მიმართულებით გაიხედა-ლევან!
-ხომ იცი, რომ მთვრალი არ ვარ..სამი ჭიქა...მხოლოდ სამი ჭიქა დავლიე-ხელი ნიკაპიდან მოიშორა და ზურგი აქცია.
-მერე რა..იქნებ მაგ სამ ჭიქამაც დაგათრო? იქნებ…-კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, როდესაც ლევანის ორმა სიტყვამ გააწყვეტინა
-ჯაშუში ვარ!-შეუძლებელია გადმოვცეთ რა იგრნო იმ დროს სანდრომ, ეს ენით აღუწერელია. თავიდან ვერ გაიაზრა, მერე იყო გაკვირვება, შემდეგ კი...არვიცი რა დავარქვა ამას რაც შემდეგ განიცადა მან. თუმცა არ უნდოდა დაჯერება, ამას ვერაფლით დაიჯერებდა.
-რა? მოიცა...რა თქვი?-თავი გააქნია და გაოგნებული მიაშტერდა ლევანს, რომელიც ჯერ კიდევ ზურგით იდგა-ფარული კამეერაა? მახეში მამბავთ თუ რა ხდება? ამოიღე ხმა შეწყვიტე ეგ თამაში, გამაბი ხედავ, დავიჯერე ეხლა კი დაბრუნდი ის რაც ნამდვილად ხარ-ბოლო იმედს ეჭიდებოდა, თუმცა თვითონაც არაჩვეულებრივად იცოდა, რომ რასაც გაიძახოდა სისულელე იყო-გავები გესმის?, მახეში გამაბი შესანიშნავად ითამაშე, ეხლა კიდევ შეწყვიტე.
-ჯაშუში ვარ, სანდრო ჯაშუში-მისკენ შებრუნდა და მხოლოდ ეხლა ჩახედა სანდრომ მის ჩაწითლებულ თვალებს, რომელსაც ლევანი ესე გულმოდგინედ მალავდა მისგან-მე დამიქირავეს, რომ დათო გავანადგურო-მზერა მოარიდა ვერ შეძლო მეტი...რცხვენოდა მისი, რცხვენოდა-იმ კაცის შვილი ვინც ცხოვრება დამინგრია, ვინც დამაობლა და დედა დააქვრივა, იმ კაცის შვილი შემიყვარდა, გესმის ეს რა არის?..ვინც მთელი არსებით მეზიზღება იმის შვილი...ჯანდაბა, მე მის მტერს შევეკარი რათა ერთად გავანადგუროთ დათო. არ მანაღვლებდა მოკვდებოდა თუ იცოცხლებდა, მთავარია დასჯილიყო, მაგრამ ახლა..ის ლილიანის მამაა, როგორ გავიმეტო ჩემი საყვარელი ქალი, როგორ გავიმეტო ტკივილისთვის? სანდრო მითხარი გთხოვ...-თვალები მუჭით ამოისრისა და სივრცეს გახედა
-ეს..რას ამბობ ხვდევბი?-საყელოში წვდა და შეანჯღრია-ხვდები ეხლა რას თქვი? საერთოდ იაზრებ, რას ჩადიხარ და ამბობ მგონი ჩემი გაგიჟება გინდა და გამოგდის კიდევაც, ამ ყველაფერს ლევანი არ გააკეთებდა, შეუძლებელია...გესმის? შემომხედე..ჯანდაბა! ამის დედაც! შემომხედე-უფრო მაგრად შეანჯღრია, მაგრამ ლევანიმ არ შეხედა-შეხედვის ღირსადაც აღარ მთვლი?..აა თუ გრცხვენია შენი ჩადენილი?...მართალია უნდა შეგრცხვეს, რადგან ესე დაეცი. ეგრე არარაობად ,როგორ იქეცი?-ხელი გაუშვა და კრა-მოგწონს შენი თავი ამ ამპულაში?
-მართალი ხარ, ლევანი, რომელიც თქვენთან ერთად ერთობა და მხიარულობს ამ ყველაფერს არ გააკეთებდა. აბა იმ ლევანს კითხე, რომელსაც მამის დაკარგვის ტკივილი ჯერ კიდევ არ განელებია, რომელიც ეხლაც თვალ წინ უდგას დედის ტირილი, გათენებული ღამეები და მის გმირზე ფხვიერი მიწის დაყრა. მიდი კითხე იმ ლევანის, რას გრძნობს, რატომ არ ეკითხები?...ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ეს ყველაფერი გადაიტანა. დედა, რომელსაც ტირილი აღარ შეეძლო და უბრალოდ სასახლესთან დამხობილი უგონოდ იყო, ბებო, რომელც თავში ხელებს ირტყამდა, სახეს იპოტდა, თმებს იგლეჯდა და მაინც არ უმსუბუქდებოდა შვილის დაკარგვის ტკივილი. მიდი შეხედა ამ ყველაფერს. სანდრო, როგორია გვერდიდადნ ხომ ყველაფერი მსუბუქად და უდარდელად ჩანს. დედა, რომელიც შვილი მოუკვდა, ქალი რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა დაქვრიდა და 5 წლის ბიჭი ,რომელსაც თვალები აწყლიანებოდა, ცხვირი აწითლებოდა და მამამისის ნაყიდ სათამაშოს ხელიდან არ იცილებს. ის ხუთი წლის ბიჭი კუთხეში დგას და მამას გლოვობს. ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდება, სად წავიდა და რატომ წევს იმ ხის ყუთში. იცი რას ვგრძნობდი იმ დროს? არა!, არ იცი არავინ არ იცი, რას ვგრძნობდი. ტკივილს და შურისძიებას, ერთი სული მქონდა ,როდის გავიზრდებოდი და შურს ვიძიებდი. მამაჩემის მკვლელს საკადრისად დავსჯიდი, უკვე გეგმები მქონდა გონებაში დაწყობილი. გადიოდა დრო ვიზრდებოდი და ჩემი გონებაც ვითარდებოდა .ჩემი გეგმები იცვლებოდა, იხვეწებოდა და უფრო სასტიკი ხდებოდა. ის კაცი მთელი ძალით მძულდა და თითებზე ვითვლიდი იმ დრეებს დაჩოქილი, როგორ მთხოვდა პატიებას. შემდეგ კი ან შუბლს გავუხვრეტდი ან გისოსებს მიღმა გავუშვებდი, მაგრამ აირია. მე მისი შვილი შემიყვარდა!. მტანჯავს, მკლავს და მანადგურებს ის ფაქტი, რომ მისი შვილი მე უგონოდ შემიყვარდა. არჩევანის გაკეთბა მიწევს და ვერ ვაკეთებ. მამაზე მიცემულ პირობას ეს ერთიციდა გოგო მარღვევინებს, ამდენი ხნის შემდეგ, ჩემი გული ძგერს ისე, როგორც პატარაობაში მხენდ და ლაღად, ამავდროულად ძლიერად. მან ის ტკივილი გამინელა, რომლის განელებაც დედამ ვერ შეძო. თუმცა ისევ მახსენდება მამას დამახინჯებული სახე და სხეული, რომელმაც შემთხვევით დავინახე და ისევ ბრაზი მიდგება. ისევ მინდა დათოს დახჩობა და განადგურება. ხვდები რა დღეში ვარ?...
-ნუ ცდილობ, მაგ ფაქტებით თავის გამართლებას, ვერანაირი ტკივილი ვერ გაგამართლებს შურისძიება...ხვდები რას აკეთებ? რამდენ ადამიანს ღუპავ ამით, შენ გგონია ეგ გამართლებს? მერე შენი თავი, ისევ მშვიდად გააგრძელებ ცხოვრებას?
-მშვიდად არასდროს არ მიცხოვრია -თავი გააქნია და ტყისკენ წავიდა
-სად მიდიხარ-უკან გაყვა სანდროს-სად გარბიხარ? მოდი ვილაპარაკოთ, იმას რაც ამდენი წლის განმავლობაში მალავდი და გეგმავდი ავხადოთ ფარდა, ბოლომდე გავშალოთ კარტები და დავასრულოთ დამალობანას თამაში, გესმის ?-ლევანი ხესთან მივიდა და მთელი ძალით დასცხო მუჭები-რას აკეთებ?-გაჩერება სცადა, მაგრამ ლევანიმ მოიცილა.
-მესმის ყველაფერი, მესმის და ამიტომ ვერ ვაკეთებ ვერაფელს. ვიცი, რომ ვთქვა...ხმამაღლა, რომ ვთქვა შემიყვარდა-თქო ვიცი..ვიცი არ აცოცხლებს მასაც, გაანადგურებს არ დაინდობს. მე ეს ვიცი, მაგრამ ვერც ვმალავ-მთელი ძალით ურტყამდა ხეს მუშტებს არ ანაღვლებდა, რომ დატყაული ჰქონდა ხელები და სისხლმაც კი იჩქება. თქვენ გგონიათ ეს ტკივილი, რაიმე იყო იმ ტკივილთან რაც ეს განიცდიდა?
-შეწყვიტე- ხელი კრა და ხის წიინ დადგა-ვერ ხედავ შენს ხელებს?
-შენ გგონია ეს მტკივა?-ხელი აწია და ანიშნა-ვერც კი წარმოიდგენ რა სიამოვნებას მანიჭებს ეს ყველაფერი, ეს ტკივილი სიამოვნებას მგვრი
-მაშინ, როდესაც შენ იმ დგომარეობაში დაგინახე მანქანიდან ვერ გადმოვედი. ალბარდ არც...მინდოდა ბოლომდე დახარჯულიყავი. ვიცოდი, რომ ამის მიზეზი ქალი იყო და გამიკვირდა, იცი..მართლა გამიკვირდა. ვერასდროს წარმომედგინა, რომ შენ ამ დღეში ჩვარდებოდი და მივხვდი შენი საუბრიდან გამომდინარე, რომ ლილიანი არ არის ის გოგო, რომელიც დროებით გიყვარს . ის შენი მეორე ნაწილია, რომელიც გჭირდება, ისაა ვინც შენ გასაზრდოებს, ვისაც დაეყრდნობი. ის გოგოა, რომელიც შენ გჭირდება ბედნიერებისთვის ხვდები? დაივიწყე ეგ სისულელე. გამოიყენე შანსი და იბრძოლე იმ ქალისთვის, რომელსაც შენი გადარჩენა შეუძლია. ყველას ესე არ უმართლებს წრფელი სიყვარული კარგია, მაგრამ მან დიდი ტკივილი იცის. ხომ იცი, როგორც ჩვენი ხევიბერი იტყოდა “კაცი ტანჯვისთვის არის გაჩენილიო”, მაგრამ ამ ტანჯვაშიც არის ბედნიერების მარცვალი. მოიშორე ყველა ის შურისძიების ეგმა რაც გიტრიალებს. დააშორე დედაშენი და დათო ერთმანეც და ლილიანს ჩაკიდე ხელი.
-როდესაც ლილიანთან ვარ მინდა ყველაფერი დავივიწყო, მაგრამ შემდეგ გამოჩნდება დათო და მისი “უმანკო” სახე, რომელის შიგნიდაც სიმახინჯეა და ყველაფერი თავიდან იწყება, ყველა ის გრძნობა და ტკივი ნახლდება.
-ვერ ვიჯერებ, რომ შენ ამის გაკეთება შეგიძლია-თავი გააქნია და ამოიხვნეშა.
-დათას არ უთხრა...კარგი?
-მას ვერ ვეტყვი, ხომ იცი გაგიჟდება ჩემზე საშინელი რეაქცია ექნება-ჩაიცინა როდესაც მისი რეაქცია მიახლოებით წარმოიდგინა
-ვიცი, არც შენ მინდოდა გამერიე, მაგრამ როდესაც ხელში ის დავიჭირე რითინაც დათოს მიწასთან გავასწორებდი ვერ ვიგრძენი ის სიხარული..ალბად ლილიანია ამის მიზეზი, ალბათ კი არა ესეა
-ხედავ? ლილიანის გამო შეგიძლია, რომ დაივიწყო-იმედის თვალებით შეხედა
-მაგრამ მამას პირობა მივეცი!-გვერდი აუარა და მანქანისკენ დაიძრა. სანდროსაც არაფელი აღარ უთქვამს. მეტი დღეისთვის საკმარისი იყო, ესე უცებ ვერ შეაცვლევინებდა აზრს(შეაცვლევინებდა კი საერთოდ?) უფსკრულისკენ მიექანებოდა. უნდა ეშველა. არ იცოდა, როგორ ,მაგრამ რაღაცას აუცილებლად მოიფიქრებდა. საჭესთან უხმოდ დაჯდა ლევანს ერთჯერადი სალფეთქი გაუწოდა, რომ სისხლი როგორმე შეეკავებინა.
-ეხლა ეს დაიდე და აფთიაქში საჭირო ნივთებ ვიყიდი
-არ არის საჭირო, თავად მივხედავ. ახლა სახლში წამიყვანე.
-კი მაგრამ…
-სახლში წამიყვანე! არ არის საჭირო.- სანდროც აღარ შეწინააღმდეგა. უხმოდ გაუყვა გზას შიგადაშიგ კი ლევანს გადახედავდა, რომელსაც სალფეთქი ხელზე ედო, თვალები კი დახურული ჰქონდა.-მანქანა შენ წაიყბანე-როგორც კი სახლთან გაჩერდა თვალები ჭყიტა. ლევანმა და მომდევნო ბრძანება გასცა-დაივიწყე ყველაფერი რაც ნახე. აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ვერ გავიაზრე რა ვთქვი და რა გავაკეთე. ჩათვალე, რომ დაგესიზმრა-ეს ყველაფეი ისე უთრა მისკენ არც გაუხედავს, მანქანიდან გადავიდა და დინჯათ გაუყვა გზას. ეზოში შესულს ლილიანი ჰამაკში ჩაძინებული დახვდა”ღმერთო ამ დროს რას აკეთებს აქ?”გაიფიქრა და მისკე წავიდა. ხელში უნდა აეყვანა, როდესაც ლილიანმა თვალები ჭყიტა
-შემაშინე-თვალებ გაფართოებულმა შეხედა-ეხლა მოხვედი?
-მაპატიე, არ მინდოდა. მეთქი აქ კომფორტულად არ იქნებათქო
-ხელზე რა გჭირს?-შეიცხადა-ღმერთო მთლად გადატყავებული გაქვს-ფეხზე წამოიჭრა და მისი ხელი დაიჭირა-იჩხუბე?
-წადი დაიძინე-ხელის გათავისუფლება სცადა, მაგრამ ლილიანმა მეორე შეაშველა.
-წამოდი-სახლში შეიყვანა მისაღებში დააჯინა-აქ დამელოდე-მკაცრად გაფრთხილა და ოთახიდან გავარდა ხელში კი სააფთიაქო ყუთით დაბრუნდა-მომეცი ხელი
-ჩემზე ზრუნავ?..როდიდან?-გაუკვირდა და გვერდულად ჩაიცინა
-მომავალი ექიმი ვარ...შესაბამისად დაშავებულ პაციენტს, როდესაც დავინახავ ესეთი რეაქცია მექნება-მისი ხელი დაიკავა-რა საშინლად გაქვს, თავი არ შეგეცოდა?
-შეეშვი-ხელი გამოგლიჯა და ლილიანის გაოგნებული რეაქციაც დაიმსახურა-არმჭირდება შენი დახმარება, თავადაც შევძლებ შეგიძლია წახვიდე-გამოწდილი ხელი, რომელიც ლილიანს ჰაერში ჰქონდა გაშეშებული, ხელი კრა-წადი!
-ეგრე, როგორ დაგტოვო?
-წადი მეთქი არ გესმის? არ მჭირდება უნიჭო სტუდენტის დახმარება, თავადაც შევძლებ
-როგორი აუტანელი ხარ-ზიზღით წარმოთქვა სიტყვები და თავის ოთახში ავარდა. გაბრაზებულმა ლევანიმ კი მთელი ძალით კრა მაგიდას ფეხი
-ჯანდაბა!
……
დილით, როდესაც გაიღვიძა პირველი ლილიანის ოთახში შეიჭრა თუმცა იქ არავინ დახვდა “ესე ადრე სად არის?” გაიფიქრა და ქვემოთ დაეშვა სადაც თეას ქოთქოთი ისმოდა, დათო კი ელზას უხსნიდა თუ რა საბუთებს ვერ პოულობდა და თითქმის ყელაფერი თავდაყირა დაეყენებიანა.
-დილამშვიდობის-ნაძალადები ღიმილით გაუღიმა და ირგვლივ მოავლო მზერა ლილიანი, რომ დაენახა.
-დილამშვიდობის დე-თეა მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა-ეს რა არის?-სწრაფად გადაიტანა ბინტით შეხვეულ ხელზე-მეორეც ესე გაქვს-ხელში აიღო ასევე ბინტით შეხვეული მეორე ხელი.
-არაფერია, კრივში დავშავდი. ბიჭებმა ძველი დრო გავიხსენეთდა…
-მერამდენედ უნდა გითხრა, რომ ფრთხილად უნდა იყო?
-დედა გთხოვ-მავედრებელი მზერაესროლა და გვერდი აუარა-წავედი
-თქვენ რა იყოთ ამ დილიდან რა საქმეებზე დადიხართ?-ხუმრობით გადახედა ლევანს და იმ წამს გამოსულ ელზას, რომელსაც დათოს საბუთები ეკავა თვალი გააყოლა
-ვინ ჩვენ?
-შენ და ლილიანი ისიც დილა ადრიან გავიდა სადღაც
-გასაგებია წავედი.
……
ლიიანი ამ დროს ნიკასთან ერთად იყო და ცდილობდა, როგორმე მისი გადწყვეტილების შესახებ ეთქვა. პირველად იყო ამ სიტუაციაში და არც იცოდა საუბარი, როგორ დაეწყო. თითებს ერთმანეთში ხლართავდა და ნიკას მზერას არც უსწორებდა.
-იქნებ შეწყვიტო თითების წვალება?-სიცილით უთხრა და ხელები ჩასჭიდა-აქ რატომ დამიბარე? კაფეში მაინც წავსულიყავით.
-ეს ამიერიდან ჩვენი შეხვედრის ადგილი იქნება-გადახედა მწვანედ მობიბინე ბაღს სადაც უამრავი ყვავილები და ხეები იყო აყვავებული. დასასვენებლად განკუთვნილი სკამები კი ერთმანეთთისგან საკმაოდ მოშორებით იყო, მათ შორის მანძილი კი უზარმაზარი ოთკუთხედი რუხი ქვის ქოთნები ფარავდა, სადაც ულამაზესი ფერადი ყვავილები იყო ამოსული.
-ჩვენი?-თვალები გაუფართოვდა
-დიახ-თავი დაუქნია-მართალი იყავი, მეც იმავეს ვგრძნობ შენს მიმართ რასაც შენ ჩემს მიმართ. არ ვიცი, როგორ გითხრა. არც მე ვარ მიჩვეული ამ ყველაფერ, ალბად ესაა სიყვარული რასაც შენს მიმართ ვგრძნობ. არ მინდა სიტყვა ძუნწი ვიყო, მაგრამ არ გამომდის ეს ყველაფერი. ვერ გადმოვცემ რასაც ვგრძნობ არ შემიძლია-დამნაშავეს თვალებით ახედა სახე გაბადრულ ნიკას
-შენგან მხოლოდ ერთი სიტყვა მჭირდება-მისი სახე ლილიანის სახესთან ახლოს მიიტანა ისე, რომ მისი ცხვირი ლილიანისას ეხებოდა-მხოლოდ ერთი სიტყვა..ლილიან!
-მიყვარხარ-დაიჩურჩულა და მალევე იგრძნო ნიკას თბილი ტუჩები მის ტუჩებზე. თვალები ჭყიტა თუმცა შემდეგ ისევ დახუჭა. რას გრძნობდა ვერ გეტყვით ,მგონი არაფერს, გარდა ტბბილი ტუჩებისა, რომელიც საკმაოდ სქელი და დიდი ზომის იყო ნუთუ ესეთი უგრძნობია ეს გოგო? ან კარგად მალავს ემოციებს, რომ ადვილად შესამჩნევი არ იყოს. ხო მგონი ეს არის მიზეზი. ნელ-ნელა მოცილდა ნიკა მის წითელ ბაგეებს, რომელიც მეწამური წითელი გამხდარიყო და კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, როდესაც ლილიანს აწითლებულ ლოყებს მოკრა თვალი-საზიზღარო-ამოიბურტყუნა და სახე ნიკას კისერში ჩარგო.
-მიყვარხარ-ხელები მოხვია და მთელი ძალით აიკრო ლილიანი სხეულზე.
....
გუშინ დავდე მაგრამ რაღაც შეცდომების გამო წაიშალა და დღეს მომიწია ხელთავიდან ატვირთვა იმედია მოგეწონებათ და გამიზიარებთ შთაბეჭდილებებს



№1  offline მოდერი Someone wandering

აიი არაფერი უგრძვნია ნიკას რომ აკოცაა.
არ გადამრიოოო იცოდე მის მკლავებში არ მოქციო

 


№2  offline წევრი n-strovet

Someone wandering
აიი არაფერი უგრძვნია ნიკას რომ აკოცაა.
არ გადამრიოოო იცოდე მის მკლავებში არ მოქციო

Someone wandering
აიი არაფერი უგრძვნია ნიკას რომ აკოცაა.
არ გადამრიოოო იცოდე მის მკლავებში არ მოქციო

joy joy joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent