შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 2


29-07-2018, 18:16
ავტორი katiusha
ნანახია 4 119

ბარში ორი ახალგაზრდა ოცდაშვიდ წლამდე ასაკის მამაკაცი მისჯდომოდა ვიპ კლიენტებისთვის განკუთვნილ მაგიდას.მშვიდად სვავდნენ ვისკს და საუბრობდნენ.აშკარად დაძაბული დიალოგი ჰქონდათ მათი სახეების გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდით.
ერთი -უფრო მაღალი მუქი წაბლისფერთმიანი.რომელსაც ასევე მუქი მწვანე თვალები ჰქონდა ძალიან გაბრაზებული ჩანდა და საუბრისას ნერვულად კრავდა მუშტებს.მეორე-შავგვრემანი,ღამის სიბნელესავით რომ ჩაშავებოდა თვალები მის დამშვიდებას ცდილობდა.
-რაო მამაშენმა?როგორ დაასრულეთ ის საქმე?
-მანქანა ჩამომართვა რამდენიმე დღე ფეხით სიარული მომიწევს თუ გონს არ მოვეგე და მუშაობა არ დავიწყე.ისევ მოიყუდა ჭიქა.-და თუ მაინც არ მოეგები გონს სახლიდანაც გაგიშვებო.დაამატა მერე.
-ვააა ესეგი ამჯერად მარტივად ვერ გამოვძვრებით.ჩემზეც გაბრაზებულია?
-შენზეც და მგონი საერთოდ ჩვენ არაფერ შუაში ვართ,ის ვიღაცაზე ან რაღაცაზე იყო გაბრაზებული და ჩემზე იყარა ჯავრი
-არა მგონია.უბრალოდ ჩვენც ზედმეტი მოგვივიდა.
-რა მომივიდა ზედმეტი დუდიკ რაა?შენ მაინც ხომ იცი რომ ჩემი ბრალი არ იყო?არა არ შევარჩენ იმ არაკაც გაჩეჩილაძეს ამ ამბავს.მაგას რა ჰგონია რომ მამიკოს ფულები უშველის და გამექცევა?ვერანაირი დაცვა ვერ დაიცავს ჩემი შურისძიებისგან.გამოსცრა კბილებში
-იქნებ საერთოდ შევევშვათ ამ ამბავს?შეაპარა მეგობარმა
-შენგელია შენ იმ დღეს რამე ხომ არ მოგხვდა თავში?რა უნდა შევევშვა.მე თორნიკე მეტრეველი ასე ადვილად დავნებდე?არა,არა და არა.
-მაშინ იქნებ ცოტა ხანს მოიცადო,სიტუაცია ჩაწყნარდეს და მერე მივხედოთ.მაგასთან ასე ღიად დაჯახება არ ღირს.ხომ დარწმუნდი უკვე?
-ხომ არ შეგეშინდა?რას მეუბნები თუ ხვდები მაინც?როგორ გავჩერდე ბიჭო?ჩამიშვა იმ ნაბიჭ....ა პოლიციაში ჩაგვიშვა და თავზე დაგვაყენა ძაღლები.უფრო სწორად თავის მოსაქმებულის ჩემთვის შემოტენვას ცდილობდა. ვეღარ მალავდა ბრაზს მეტრეველი რომ გაიხსენა რამდენიმე დღის უკანდელი ამბავი.
-ხომ მოგვარდა ყველაფერი?კიდევ კარგი ის გამომძიებელი მამაშენის მეგობარი აღმოჩნდა.
-ვგიჟდები როცა ვააანალიზებ რომ იმ იდიოტმა ასე ადვილად შეგვიტყუა ხაფანგში და ასე მარტივად გამაბა.
-ახლა ნუ გაგიჟდები.ცოტა ხანს შეეშვი დასხვა უფრო მნიშვნელოვან რაღაცეებს მიხედე.მაგალითად მამაშენთან ურთიერთობის დალაგებას და სამსახურს.აი ცოტა დრო რომ გავა მერე დავარტყათ კარგი?
-კარგი.ცოტა დამშვიდდა მეტრეველი.-არადა როგორ მინდოდა ახლავე მომეგვარებინა ეს ყველაფერი.მაგრამ უნდა მოვიცადო და სამსახური მოვძებნო.მამაჩემი ვიცი შემსრულებელია თავის დანაპირების და დამტოვებს ასე.
-ახლა რაღაცას გეტყვი და უარი არ მითხრა.
-ანუ უნდა გითხრა.უკვე ვიცი რასაც....
-ჯანდაბა მოკეტე მეტრეველო და ერთხელ მაინც მომეცი უფლება დაგეხმარო.ხმას აუწია დუდამ და თვალები დაუქაჩა ძმაკაცს.-მოკლედ ხომ იცი ახალ ბარს ვხსნი და მენეჯერი მჭირდება.ისეთი კაცი ვისაც ვენდობი და იქაურობას გააკონტროლებს.ყველაფერს მოკლედ.
-დაივიწყე ეგ საქმე არ გამოვა.გაგებაში არ ვარ...
-ძალიან კარგად ხარ.იმდენი ხანი აბა რისთვია ისწავლე უნივერსიტეტში და რა ჯანდაბად გინდა ის დიპლომი?მე დაგეხმარები,ცოტა ხანს აქ ივლი და ყველაფერს შეისწავლი.თუ რამეში გაიჭედები დამირეკავ და აგიხსნი..
-არ მომეშვები ხო?
-არაა.
-კარგი,ჯანდაბას ხოო იყოს.ოღონდ ხელფასს ისე გადამიხდი რასაც დავიმსახურებ და არანაირი პრივილეგიები..
-ვააახ ეს ვინაა ტოო.მომეცი უფლება მე თვიტონ გადავწყვიტო ვის როგორ უნდა დავეხმარო და რა დონეზე გავუზარდო ხელფასი.საერთოდ არაფერ შუაშია აქ მეგობრობა.დამიჯერე არ ავურევ ერთმანეთში.
-მაშინ ჩემს მომავალ სამსახურს და პარტნიორობას გაუმარჯოს.ჭიქა ასწია თორნიკემ და ამჯერად ბოლომდე გამოცალა.
-გეყოფა,ბევრს სვამ.გამოსტაცა ბოთლი დუდამ და შეუბღვირა.-ახლა გავალ საქმეები მაქვს და ჩემს მოსვლამდე არაფერი მიქარო.ჰო ამას მე წავიღებ.ჭკვიანად გაუმეორა კიდევ ერთხელ და ფეხზე წამოდგა.ბარში შემოსულ სტუმრებს გახედა და მათკენ წავიდა.დატოვა მარტო არეულ ფიქრებთან ნამთვრალევი მეტრეველი.....

-ჩემო მშვენიერო ქალბატონო.როგორ მომენატრეე..ხელები მაგრად შემოხვია ცოლს და გულში ჩაიკრა.
-მეც მომენატრე რეზო..მიეხუტა ისიც და გაყუჩდა ქმრის მკლავებში.ყოველთვის ისე გრძნობდა თავს თითქოს ისევ ახალდაქორწინებულები იყვნენ.
-მოიცა რეზის აღარ მეძახი?-ცოტა უკან გასწია ქალი და თითქოს ნაწყენმა შეხედა.
-დიდი ხანია პატარა ბიჭი აღარ ხარ,გაეცინა სოფოს.-თმაც შეგეფერა თეთრად.ნაოჭები გაგიჩნდა სახეზე,ცოტა გასუქდი კიდეც....სოფო თითებს დაატარებდა ქმრის სხეულზე და მაცდურად უღიმოდა.
-ესეგი აღარ მოგწონვარ ასეთი?
-არა პირიქით.ახლაც ისევე მიზიდავ როგორც მაშინ და ისევ ისე მიყვარხარ თითქოს გუშინ გავიცანით ერთმანეთი და თითქოს გუშინ იყო სერენადა რომ გიმღერე.გაევინა სოფოს.
-არადა უკვე ოცდახუთი წელი გავიდა...დანანებით თქვა რეზომ.-და ახლაც არ მასვენებენ ქალები რომ იცოდე.უფრო ცოლის გასაბრაზებლად და საეჭვიანოდ ამბობდა ამას,თორემ სხვა ქალისკენ გამხედავი რომ არ იყო თვითონ კი არა სოფომაც კარგად იცოდა.
-არ ვიეჭვიანებ,აღარ ვიეჭვიანებ იმიტომ რომ ვიცი სხვას შანსი არ აქვს და წინააღმდეგობას ვერ გამიწევს.
-მიხარია რომ ამ აზრს შეეგუე იმიტომ რომ შენ ხარ ერთადერთი ქალი ჩემს ცხოვრებაში...არა უფრო სწორად ახლა უკვე თამარი გეცილება ჩემი სიყვარულის გაზიარებაში.მაგრამ ორივეს სხვადასხვა ადგილი გაქვთ ჩემს გულში....
-ჩემთვის ყველაფერი საკმარისია რაც გამაჩნია,შენ ხარ ჩემი მთავარი ბედნიერება,წავიდეთ ახლა თორემ დავაგვიანებთ,სტუმრებმა უკვე დაიწყეს მოსვლა.და უხერხულია მასპინძლები რომ არ დახვდნენ..
რეზომ ცოლის ხელი მკლავზე დაიდო და ოთახიდან გავიდნენ...
რატომ იყო მნიშვნელოვანი ეს დღე და რას წარმოადგენდა მათთვის?ეს იყო ის დღე როცა რეზომ წლების წინ ოფიციალურად სთხოვა ხელი და მისგან თანხმობა მიიღო..ეს იყო დღე რომელიც უამრავ რამეს იტევდა ერთდროულად -ბედნიერებას.სიხარულს.მათი სიყვარულის გაოფიციალურებას და ასევე დღე რომელსაც ამდენი წელია უკვე ყველაფრია მიუხედავად მაინც ტკივილით იხსენებენ ქალბატონი თამარის გარდაცვალების.ეს იყო დღე როცა განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიდნენ.მაგრამ ხმამაღლა არავინ არაფერს არამბობდა...
არავინ იცოდა ამდენი წლის განმავლობაში რას გრძნობდა დემეტრე ბექაური რომელსაც მაშინ მთავარი საყრდენი გამოეცალა ხელიდან და მარტო დარჩა.ყველა ხვდებოდა რა მტკივნეული იყო მისთვის,მაგრამ მაინც მხნედ ეჭირა თავი...
არც სხვებისთვის ყოფილა ადვილი ეს წლები და არც ის აღმოჩნდა მარტივი რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც შეენარჩუნებინათ ის ურთიერთობები როგორიც წლებია წინ ჰქონდათ.მათ გარშემო მითუმეტეს ბევრი იყო ბოროტის და ცუდის მსურველი.ხალხი ჭრელია.განსაკუთრებით მწვავედ მდიდარ ადამიანების ცხოვრებაში ყოფენ ცხვირს რას არ მიგონებენ.არც მედია ყოფილა მშვიდად და მთელი ეს წლები სულ უკან დასდევდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ...
და მაინც იყო ყველაფერი.იყო ბევრი კარგი და დასახსოვრებელი.მნიშვნელოვანი დღეები-ოცდახუთი დაბადების დღე მათი.მათი შჳილების და საყვარელი მეგობრების.ამდენივე ერთად გატარებული შობა -ახალი წელი.წელიწადის სხვადასხვა დროები.იყო ტკივილიც და მეტად მძიმედ გადასატანი მაროს და გიგაურის მშობლების გარდაცვალება...სულში გაჩენილი სიცარიელე მათ გარეშე..
და მაინც მოვიდნენ ერთად.ბევრი ადამიანი წავიდა და მოვიდა,ბევრმა ინდომა მათ გვერდით ყოფნა მაგრამ საბოლოოდ ყველა უბრალო ნაცნობებად დარჩა,დანარჩენები კი უფრო მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს. მათი სული და დამაკავშორებელი რგოლი კი სოფო იყო- უფროსი გიგაური...

ქმართან ერთად გავიდა.ეზოში სპეციალურად მოწყობილი მაგიდები და გაფორმება იყო.ნაზ,მშვიდ მელოდიას უკრავდნენ მუსიკოსები დაბალ ხმაზე.სტუმრები ნაწილ-ნაწილ შეკრებილიყვნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ.ვინ იცის რას განიხილავდნენ და რას საუბრობდნენ ერთმანეთში?იქვე ახლოს დაინახეს ერთად შეკრებილი მეგობრები-ასაკში შესულები,ცოტა მობერებულები,მამაკაცები ტიპიური საქმიანი იერით და ჭაღარა შერეული თმებით.ქალებისთვის დროს ვერაფერი დაეკლოთ ისევ ისე ელეგანტურად გამოიყურებოდნენ და აშკარად ეტყობოდატ როგორი მამაკაცები ყავდათ გვერდით.იმ ყვავილებს ჰგავდნენ მებაღე რომ განსაკუთრებით უვლია და უფრთხილდება.რომ მერე საუკეთესო იყოს საუკეთესოთა შორის.
ცოტა გვერდით იდგნენ მათი შვილები და მეგობრებთან ერთად და ერთ დიდ ხმაურიან ჯგუფს ქმნიდნენ,სოფომ მათ გადახედა და სიამაყე იგრძნო.მშობლების ღირსეულ მემკვიდრეებს თავს ევლებოდნენ მაღალი საზოგადოების სხვა ცნობილი ახალგაზრდები,მაგრამ ესენი ხედავდნენ ერთმანეთის გარდა ვინმეს?ეს იყო ერთი გრძელი მტკიცე ჯაჭვით შეკრული ცსამეგობრო და ძნელად თუ გაარღვებდა ვინმე.იქნებ ამიტომ ვერ შეამჩნიეს მათგან რამდენიმე მეტრში მდგომი შავებში ჩაცმული წვერებიანი მამაკაცი.გაავებული თვალებით რომ შესცქეროდა მათ.და ხელსაყრელ დროს ელოდა.რა ჰქონდა ჩაფიქრებული არავინ არ იცოდა.
ყველას სათითაოდ ესალმებოდა ბექაურეების წყვილი და თბილი ღიმილით აჯილდოვებდა.ბოლოს მივიდა მეგობრებთან და იქ გაჩერდნენ.სწორედ აქ იდგა როცა დემეტრე უფროსმა დაიკავა სცენა და სიტყვა ითხოვა.ყველამ მას მიაპყრო ყურადღება და ამიტომ ვერ შენიშნეს როგორ დაიძრა უცნობი ახალგაზრდების ჯგუფისკენ.იარაღი ჩუმად ამოიღო და ყველაზე უკან მდგომ ბერდიას ზურგიდან მიადო წელზე.
-შეუმჩნევლად გამომყევი შე ნაბიჭ...ო.უჩურჩულა ყურში.ბიჭს დასცხა და სიმწრის ღიმილმა გაუპო სახე.ფრთხილად და შეუმჩნევლად გადადგა უკან ნაბიჯი და სიბნელეში გაუჩინარდა ახალგაზრდასთან ერთად
სწორედ ამ დროს სახლიდამ ნინია გამოდიოდა და სასმელი მოჰქონდა.უცნაურად დაბნეული ძმა რომ შეამჩნია უცნობთან ერტად ჩუმად აედევნა და მაშინ დაეწია როცა გარეთ გავიდნენ და ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.
-მიცანი ხო?-იარაღი შემართა ბიჭმა და მას დაუმიზნა.
-გამოგიშვეს?-
--გეგონა ჩემნაირ უდანაშაულოს იქ დიდხამს გააჩერებდნენ?სიმართლე გაარკვიეს და გამომიშვეს.თუმცა ახლა ისევ მომიწევს დაბრუნება და ვიცი არ ვინანებ.ამჯერად ნამდვილად ვიქნები მკვლელი.ზიზღით წარმოსთქმა უცნობმა.
თვითონ ვერ მიხვდა საიდან იპოვა საკუთარ თავში ძალა ან საიდან მიეცა ასეთი გამბედაობა,მაგრამ ძმა რომ ასეთ დღეში დაინახა სწრაფად გაჩნდა მათთან და გაუაზრებლად ჩაუდგა შუაში.
-არ ისროლოთ გთხოვთ.არ ისროლოთ.შეევედრა გოგო
-აქ რას აკეთებ?გაიწიე და წადი სახლში.მისი გაწევა სცადა ზეზვამ
-შენ მოკეტე.სხვა დროს მოგთხოვ პასუხს.უპასუხა და ისევ დაბნეულ უცნობს მიუბრუნდა.-გთხოვთ.მას არაფერი დაუშავოთ,იარაღი დაუშვით და ისე გავარკვიოთ ყველაფერი.ასე არ შეიძლება.იარაღით ვერაფერს მოვაგვარებთ.
-შენ საერთოდ ვინ ხარ?ქალების ზურგს უკან იმალები არაკაცო,?
-არ მოგცემ უფლებას ჩემ ძმას შეურაწყოფა მიაყენო ან რამე დაუშავო.მოგიწევს ჯერ მე მესროლო მაშინ.იარაღის ლულას ხელი მოჰკიდა და შუბლზე მიიდო ლულა.-მიდი მე მესროლეე.
-რას აკეთებ შენ ხომ არ გაგიჟდი?მისი გაწევა სცადა ბერდიამ მაგრამ გოგო მტკიცედ იდგა.
-ჯანდაბა,შენს დას უმადლოდე გადარჩენას არაბულო.იარაღი ჩამოსწია.გოგოს ხელი ჰკრა,ბიჭს მიაჯახა და სანამ ისინი ბორძიკობდნენ და ფეხზე მყარად დადგებოდნენ მანამდე მოახტა მოტოციკლს და სიბნელეში გაუჩინარდა...
-უნამუსო ხარ.ნამდვილი ხეპრე და ხისთავიანი.მაშინვე აკივლდა ნინია როგორც კი მიხვდა რომ საშიშროებამ გადაიარა,ხელი გაუშალა და მაგრად შემოარტყა ლოყაში
-რას აკეთებ ეე?ამისთვის გადამარჩინე, რომ შენ მოგეკალი?
-ახლა რაში გაეხვიე შე არანორმალურო?ხვდები მაინც რა სიტუაცია იყო?ვერ მშვიდდებოდა გოგო.
-ეგ შენ არ გეხება და მეორედ აღარ ჩაერიო.
-მეტის ღირსი ვარ რაა.მეტის.ამას ვიმსახურებ ხო?ხმა არ გამცე საერთოდ.ცრემლი მოადგა გოგოს და ისე გაეცალა ძმას აღარაფერი უთქვამს...

იმედია მოგწონთ....



№1  offline წევრი დარინა

ისეთი ხახლართულია სიტუაია უკვე დავიბენიი, თორნიკეს დავადგი თვალიიი.

 


№2  offline წევრი katiusha

დარინა
ისეთი ხახლართულია სიტუაია უკვე დავიბენიი, თორნიკეს დავადგი თვალიიი.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

რომელი ისტორიის გაგრძელებაა?ვერა და ვერ გავიხსენე.შეგიძლიათ მითხრათ

სადღაც შორს, მთებში ამ ისტორიის გაგრძელებაა ხომ?ყველა თავი არ დევს მე-7თავიდან იწყება და შეგიძლიათ სხვა ნაწილი ხელახლა დადოთ?ან სად მოვიძიო რომ წავიკითხო?
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი Rania

Zalian magariaaa
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent