შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პორფირია (თავი 2. HOWARD)


31-07-2018, 22:56
ავტორი melanqoliki
ნანახია 1 137

მეორე დღე წინაზე უარესი აღმოჩნდა.ღამით გათიშულს მეძინა,ხოლო გაღვიძებისას კიდევ ერთხელ მომიხდა იმის გაცნობიერება,რომ ბებია აღარ იყო და საშინელი სევდის შეგრძნება დამეუფლა. სწრაფად მოვიწესრიგე თავი,უკვე ჩალაგებულ ჩემოდანს თვალი გადავავლე,ყველა საჭირო ნივთი ავიღე და მისაღებისკენ წავედი, სადაც დეიდა და პოლი მელოდნენ. პოლი კიბეებზე ჩამომჯდარიყო,როგორც კი ხმაური გაიგონა მაშინათვე წამოხტა და ჩემოდნის ჩატანაში დამეხმარა.დილით უფრო მშვიდი მეჩვენა. დეიდა ემას დანახვისას ძველი ფოტოალბომებიდან ნანახი დედაჩემი გამახსენდა. ორივეს ერთნაირი ჟღალი თმა და თაფლისფერი თვალები ჰქონდა,ისევე როგორც მე,რომ არა ჩვენ შორის ამხელა გაუცხოება ჩავეხუტებოდი და დიდხანს ვიქნებოდით ასე.
_ არ ისაუზმებ?_ ნაზად მომმართა და ლოყაზე მომეფერა.
_ არა,არ მშია_ ინსტინქტურად გავაქნიე თავი და პოლის მუდამ აჩეჩილ,შავ თმას მივაშტერდი.
დიდი ნაღვლიანი,ცისფერი თვალებით მომჩერებოდა,მაინც ვერ მივმხვდარიყავი რატომ არ მოდიოდა ჩემთან ერთად,ნუთუ ამ ქალთან დარჩენა უნდოდა?ქალთან რომელიც გარდაცვლილი დედაჩემის ასლი იყო...
არ ვიცოდი როგორ უნდა გამოვმშვიდობებოდი,ან რა უნდა მეთქვა. ბრაზი მერეოდა რომ ახალი სასწავლო წლის დაწყება ყველაფერ ამის შემდეგ მიხდებოდა ახალ გარემოში,სრულიად მარტოს,მაგრამ თავს ვუმეორებდი,რომ სასწავლებელი ბებიას ჰქონდა შერჩეული და მე მის სურვილს ვასრულებდი. მაშინ ვერც ვიფიქრებდი,რომ სწორედ ეს იქნებოდა მისი უკანასკნელი სურვილი.
უხერხული მდუმარებისგან მძღოლის გადაბმულმა სიგნალმა გვიხსნა,რომელიც სპეციალურად სკოლიდან გამოეგზავნათ,რომ ორი საათი,რომელიც იქამდე მისასვლელად იყო საჭირო კომფორტულად გამეტარებინა და დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ მივსულიყავი.
პოლს გამოსამშვიდობებლად ვაკოცე,დეიდამ უხერხულად შემისწორა ქუდი და მთხოვა,რომ ჩასვლისთანავე დამერეკა,ხოლო თუ დამატებით რაიმე დამჭირდებოდა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ყოველგვარი მორიდების გარეშე თამამად მიმემართა.
მის დარიგებას უხმოდ დავეთანხმე, სახლს თვალი ბოლოჯერ შევავლე და მანქანაში უკანმოუხედავად ჩავჯექი. ალბათ ოდესღაც დადგებოდა დღე,დღე,როცა მე თამამად დავბრუნდებოდი უკან და მის ოთახში შესვლასაც შევძლებდი.
იმედს ვიტოვებდი,რომ სახლისგან მოშორებით,ახალ გარემოში ნაკლებად ვიფიქრებდი მომხდარზე და სწავლის პროცესში ჩართულს ნაკლები დრო დამრჩებოდა მოსაწყენად.
სკოლამდე მისასვლელმა ორმა საათმა მოსალოდნელზე სწრაფად გაიარა,რადგან გზაში მე და მძღოლი სასიამოვნოდ ვსაუბრობდით.მისტერ გრინი ხანშიშესული მამაკაცი იყო. მისი შვილიშვილი ამ სკოლაში სწავლობდა და იმედი ჰქონდა,რომ დავმეგობრდებოდით.მან გამარკვია სკოლის შინაგანაწესში,რომელიც უცნაურად მომეჩვენა,რადგან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეებს სპეციალური ფორმა უნდა ეტარებინათ,იკრძალებოდა ყველანაირი საკომუნიკაციო საშუალება.ასევე მკაცრად იყო შეზღუდული არასასწავლო საათებში სკოლის გარეთ გასვლა,რადგან როგორც მან ამიხსნა,დაწესებულება ტყის პირას მდებარეობდა,ტყე კი საკმაოდ დიდი და საშიში იყო.ბავშვებს შინ წასვლა მხოლოდ არდადეგებზე შეეძლოთ,რომელიც წელიწადში ორჯერ,ორ კვირას გრძელდებოდა,ხოლო ქალაქში ჩასვლა მხოლოდ მეთვალყურეებთან ერთად ხდებოდა. ვერ წარმომედგინა სწავლის მაღალი ხარისხის გარდა რას შეეძლო ბებიასთვის ამ სასწავლებლის არჩევა ეიძულებინა,ის ხომ არასდროს ყოფილა მკაცრი,მაგრამ ალბათ ცოდნის ხარისხი საბოლოოდ ყველაფერს წონიდა. ვცდილობდი რაც შეიძლებოდა ნაკლები მეფიქრა გუშინდელ დღესა და იმ ყველაფერზე,რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხდებოდა. ახალ გარემოსთან შეგუება პოლის გარეშე მომიწევდა. არ მინდოდა ვინმეს ბებიას,ან მშობლების გამო შევბრალებოდი. მიზნად მქონდა დასახული ყველაფერს მარტო გავმკლავებოდი და დამოუკიდებლად შემძლებოდა ახალი ცხოვრების დაწყება.
_ აი მოვედით_ ომახიადან შესძახა მისტერ გრინმა და სვლა ტყის დასაწყისში უზარმაზარი,სამსართულიანი შენობის წინ შეაჩერა,რომელსაც შავი სკოლისემბლემიანი ჭიშკარი ნახევრად ფარავდა.ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა,როცა ჭიშკარი გაიღო და შესასვლელში შავებში გამოწყობილი,იარაღიანი მამაკაცები დავინახე,რომლებიც ტერიტორიას აკონტროლებდნენ და რაციებით განუწყვეტლივ რაღაცას გადაცემდნენ. მთელს ტერიტორიაზე მწვანე ფერი დომინირებდა. ტერიტორია მთლიანად მცენარეებში იყო ჩაფლული.ავტომანქანიდან ვაკვირდებოდი სხვადასხვა ფერისა და ჯიშის ყვავილებს,უცნაური ზომისა და ფოთლების ხეებს და საღამოს განათებებს,რომლებიც ანტიკური ხანის დეკორაციებს უფრო ჰგავდა. უზარმაზარი ეზოს გასავლელად 5 წუთი დაგვჭირდა,რომ შენობამდე მიგვეღწია.ამასობაში სადღაც გამწვანებულ ლაბირინთსაც მოვკარი თვალი,რომელშიც გრძელი შავი სილუეტი დავლანდე.
მანქანიდან გადმოსვლისას ვინატრე,რომ პოლი ჩემ გვერდით ყოფილიყო. შენობის წინ უზარმაზარ შადრევანში სამი მეტრი სიმაღლის ქანდაკება იდგა.მისი დანახვისას ტანში საშინელმა შეგრძნებამ დამიარა,მაგრამ მაინც კარგად შევათვალიერე მამრობითი სქესის არსება,რომელსაც უცნაური თითქოს ცინიკური გამომეტყველება ჰქონდა.ცალ ხელში სკოლის ემბლემიანი თასი ეჭირა,რომლიდანაც წყალი გადმოდიოდა,მეორე ხელი კი სიმეტრიულად გაშლილი ფრთებისკენ გაეშვირა,თითქოს თვითონაც აკვირვებდა სხეულზე ფრთების არსებობა.მისი ყურებისას უნაურმა შეგრძნებებმა კიდევ უფრო იმატეს,ამიტომ შევეცადე მზერა ამერიდებინა და მალე შევსულიყავი შენობაში.
ფოიეს კარი მძღოლმა გამიღო, შენობის ინტერიერი ისეთივე ძველი გასული საუკუნის ნივთებითა და ნახატებით იყო გაფორმებული,როგორც ეზოს უმეტესი ნაწილი. ცენტრალური დერეფნიდან უამრავი გასასვლელი ჩანდა,ამიტომაც მარცხენა მხარეს კედელზე ახალი მოსწავლეებისთვის პატარა გზამკვლევი ჰქონდათ გაკეთებული თავისი მინიშნებებითა და სურათებით.რომ არა კედლის ეს ნაწილი თავი ძველ ეპოქაში,შუახნის რომელიმე ბურჟუა დაწესებულებაში მეგონებოდა .
რატომღაც მეგონა,რომ ყველა მე მომაშტერდებოდა,ან ოფიციალურად გამომაცხადებდნენ და წარმადგენდნენ,როგორც ახალ მოსწავლეს,მაგრამ შევცდი.დერეფანში უამრავი ნაცრისფერფორმიანი ბავშვი ტრიალებდა,ყველას სადღაცას მიეჩქარებოდა,ზოგიც თავისთვის იჯდა კითხულობდა ან ვიღაცას ესაუბრებოდა.ამ გარემოებამ შვება მომგვარა,საბოლოო სიამოვნება კი წაბლისფერთმიანი გოგონას დანახვამ და მისმა ღიმილმა მომგვარა,სწორეს ის აღმოჩნდა მისტერ გრინის შვილიშვილი ენი.
_ ენი,ეს ელისია,შენი ოთახის მეზობელი_ მოხუცმა ერთმანეთი წარგვიდგინა და ჩემოდანი ოთახამდე მიგვატანინა.
ხალისიანი მოსალმების შემდეგ ენის გავყევი,უხარმაზარ უცნაური მასალის კიბეს მივუყვებოდი და ყველაფერს ვათვალიერებდი_ მარჯვნივ,_მიბიძგა გოგონამ
_ და მარცხნივ რა ხდება?_ ხელით მარცხენა მხარეზე ვანიშნე,რომელიც კიბის დასასრულს დიდი დერეფნით იწყებოდა.
_ მანდ ბიჭების ოთახებია,ერთმანეთის ტერიტორიაზე შესვლა გვეკრძალება_ სასიამოვნოდ ჩაიხითხიდა და ვარდისფერ ლოყაზე ფოსოები გაუჩნდა.სანამ გოგონების მხარეს გადავიდოდით მარცხენა მხრიდან სამეული გამოჩნდა,კი არ მოაბიჯებდნენ უჩვეულოდ მოქროდნენ. ყურადღებას არ მივაქცევდი,რომ არა მათი დაჟინებული მზერა,სამივეს მუშტები შეეკრა.ყველაზე მაღალი,რომელსაც დანარჩენები გვერდზე მოყვებოდნენ სულ ახლოს მოვიდა და გამწარებულმა ჩაისისინა_ელაააა_მას დანარჩენებიც აყვნენ,მხოლოდ სიმაღლით თუ გაარჩევდი. ერთნაირი ყავისფერი თმა და მუქი თვალები ჰქონდათ. მოახლოებისას ერთნაირი ტატუებიც შევამჩნიე,მთელ ყელზე მისდევდათ, თითქოს საყელურს მივამსგავსე. ისე სწრაფად გაუჩინარდნენ,რომ მეგონა მთელმა ფრაგმენტმა წამში გაიელვა. სიარული განვაგრძე,დერეფნის ბოლოს ჩვენ ოთახსაც მივადექით. მისტერ გრინს დროებით დავემშვიდობე და ირგვლივ მიმოვიხედე. მოზრდილ მთავარ ოთახს პატარა შესასვლელი ჰქონდა,სადაც ფეხსაცმლისა და თბილი ტანსაცმლისთვის განკუთვნილი თაროები დაედგათ. ოთახის მარჯვენა და მარცხენა კედლებთან ლოგინები,ტანსაცმლისა და წიგნებისთვის განკუთვნილი სათავსოები განეთავსებინათ.ოთახს საერთო სააბაზანო ჰქონდა. საკანცელარიო ნივთებით სავსე ჩანთა ჩემთვის განკუთვნილ,ცარიელ სამეცადინო მაგიდაზე დავდე და სკამზე ჩამოვჯექი. მაგიდის წინ უზარმაზარი ფანჯარა იყო,საიდანაც კარგად ჩანდა სკოლის გამწვანებული შიდა ეზო. ოთახი საკმაოდ მყუდრო მეჩვენა. ენის თავის მხარეს კედელი ფერადი პეპლებით მოერთო,საკმაოდ ნაზი ჩანდა და არც ბევრ შეკითხვებს მაძლევდა.
_ ბუნებრივი ფერია?_ თმაზე მკითხა
_ კი,დედასგან მერგო_ჩანთიდან დედაჩემის ფოტოსურათი ამოვიღე და ვაჩვენე.აღფრთოვანება ვერ დამალა_ძალიან ლამაზია,როგორ გავხარ.
მოკლედ ვუთხარი,რომ დიდი ხნის წინ,სანამ მე და ჩემი ბიძაშვილი,პოლი მშობლების დამახსოვრებას მოვასწრებდით ისინი წვეულებაზე მიმავალი მანქანით ავტოკატასტოფაში მოყვნენ და ოთხივენი დაიღუპნენ.ამბავის გამძაფრება არ მინდოდა,ამიტომ ბებიაზე არაფერი მითქვამს.ცოტა რამ თავისზეც მითხრა,დედისერთა იყო,მამას არ იცნობდა დედა კი სამი წლის ასაკში კიბოთი დაღუპვოდა,მას შემდეგ ბაბუა ზრდიდა.მესმოდა მისი, წამით მომინდა გამზრდელ ბებიაზე რაღაც მეთქვა,მაგრამ გადავიფიქრე.მიხაროდა,რომ ოთახის მეზობელი ნორმალური კი არა,ძალიან საყვარელი გოგონა აღმოჩნდა.სააბაზანოში წყლის გადასავლებად შევედი,გაკვეთილები მომდევნო დღიდან იწყებოდა.ამიტომ რაც იმ დღეს უნდა გამეკეთებინა ეს სკოლის ფორმის არჩევა,წიგნების აღება და გაკვეთილების ცხრილის გაცნობა იყო,რაშიც ენი დამეხმარებოდა. მანამდე კი სასწავლებელს კარგად დამათვალიერებინებდა,მერე კი ქალაქიდან დაბრუნებული დირექტორის ოთახში შემყვებოდა.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Yuradgeba miaqcie gramatikul formebs, mashinatve ara gtxov, mashinve da sadgac miechqarebodat da ara sadgaca, kargi stili gaqvs, ubralod am formebit nu gaafucheb, es istoria mgoni dacyebuli gqonda adre da gacyviteee, zalian mecnobaa, eseti siujetebi momcons, carmatebebiii

 


№2  offline წევრი melanqoliki

Qeti qimucadze
Yuradgeba miaqcie gramatikul formebs, mashinatve ara gtxov, mashinve da sadgac miechqarebodat da ara sadgaca, kargi stili gaqvs, ubralod am formebit nu gaafucheb, es istoria mgoni dacyebuli gqonda adre da gacyviteee, zalian mecnobaa, eseti siujetebi momcons, carmatebebiii

Aucileblad gavutvaliswineb madloba :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent