შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 15)


2-08-2018, 23:05
ავტორი Queenofmoon
ნანახია 4 215

- ხელი გაუშვი,გაუშვი!!
- სანდროო!!! სანდრო ფრთხილად!!!
კივილი,გასროლის ხმა,პოლიციისა და სასწრაფოს სირენა ერთმანეთში არეულიყო,სისხლს აქა-იქ შეეღება მიწა,მართას სანდროს თავი ედო კალთაში,იქვე ანასტასია იდგა მუხლებზე მის გვერდით,რომელიც ამშვიდებდა,ექიმები სწარფად მოვიდნენ და საკაცეზე დააწვინეს მამაკაცები,ყველა სასწრაფოს მანქანას გაჰყვა,ანასტასიამ ძალა გამოცლილი მართა მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოს გზას გაუდგნენ.
- სანდრო,სანდრო... გთხოვ გაახილე თვალები რა..
თითები სახეზე შემოხვია და ცრემლები სანდროს უხეშ და ხშირ წვერში იკარგებოდა.
- დამშვიდდი და ნუ ტირი,გთხოვ,შენთვის არ შეიძლება.. ამოიოხრა კაცმა და მის თითებს ეამბორა.
- მართა გავიდეთ,წამოდი..ანასტასია ექაჩებოდა მკლავზე,თუმცა ფეხს ვერ ათრევდა იქიდან ქალი,სანამ ექიმები არ შემოვიდნენ და ძალით არ გაიყვანეს.
- კარგად იქნება?
- დიახ.. რამოდენიმე ნაკაწრი აქვს ტყვიისგან,ნუ გეშინიათ,დღესვე გავწერთ,ახლა უბრალოდ დამამშვიდებელი და გამაყუჩებელი აქვს მიღებული.
- კიდევ კარგი.. მადლობა ღმერთს..
თავზე ხელები შემოიწყო და ფოიეში თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა,თვალებით ანასტასიას ძებნა დაიწყო,საავადმყოფოს პირველი სართული მოიარა,თუმცა ვერსად ნახა.
ანასტასია პალატაში შევიდა,იქვე მწოლიარე მაქსიმეს დახედა,რომელიც არც მაშინ იკლებდა ირონიას და ცალყბად იღიმოდა.
- როგორ გაბედე?! როგორ ესროლე?!
- ჩემი ანგელოზი მოსულა.. მოგენატრე? მოდი ჩემთან..
ხელი საწოლზე დაარტყა რამოდენიმეჯერ და ქალი მზერით გაბურღა.
- მაქსიმე მორჩი!! შენს არაკაცობას საზღვარი არ აქვს!
- კაი რა პანიკა ატეხეთ,ხომ ხედავ ნაკაწრი აქვს უბრალოდ,ნაზი ბიჭია ხო ხედავ,ერთ ნაკაწრზე სასწრაფომ გამოაქანა.
- კი,იმას ნაკაწრი აქვს,შენმა იარაღმა მხოლოდ მაშინ იმოქმედა,როცა სახე კარგად შეგილამაზა მისმა ხელებმა,გიხდება იცი?
- ამის მერე კიდევ თუ მოვა ტყვიას შუბლში გავარტყავ.
- მაქსიკო მაქსიკო,ვერ გიშველის ვერც დათა,ვერც ხელისუფლების ხელში ჩაგდება,დანაშაული თვალსა და ხელს შუა გემატება..და კანონის მოქმედება ალბათ გეცოდინება,თუ არა და დაგიწერ და კედელზე აიკარი.
- როგორ მევასება ადვოკატი ნაშები,ტუჩების მოძრაობით კოცნა გაუგზავნა და თვალი ჩაუკრა.
- ეხლა კარგად მომისმინე,მადლობა თქვი სანდრო რომ ცოცხალია,აღარ გაბედო და მას აღარ გაეკარო,თორემ მართლა ვერავინ ვერ გიშველის,თვით მამა ზეციერიც.
გასაგებია?!
მისი პასუხისთვის არც მოუსმენია,შეტრიალდა და კარი გააღო თუარა მართა შეეჩეხა,რომელიც დაძაბული უყურებდა დაქალს,ანასტასია უჩვეულოდ შეიშმუშნა და ხელი წაავლო.
- წამოდი წავიდეთ.
- სად იყავი? ეს... ღმერთო,ეს იმ ნაბიჭ*რის პალატაა? მანდ არის მაქსიმე არა? ქალმა მაშინვე წამოიყვირა,გაკავების მიუხედავად მაინც შეიჭრა პალატაში და ბოლო ხმაზე ყვიროდა,როცა ექიმები შემოცვივდნენ და ცდილობდნენ მის გაყვანას.
- მეზიზღები! მეზიზღებიი! არაკაცოო! უნამუსო!!
ბოლო ხმაზე ყვიროდა,ტიროდა,ექიმებს ორივე მხრიდან ეჭირათ მისი ხელები და ფეხებს უკვე ჰაერში აქნევდა.
- დამსვით! უნდა მოვკლაა! დამსვით!
კიოდა ბოლო ხმაზე,პალატაში ექთნები დარჩნენ,ერთერთმა მთავარმა ექიმმა მართა თავის კაბინეტში შეიყვანა,ანასტასიაც თან გაყვა,ჭიქა წყალი და დამამშვიდებელი მისცეს და სველი ნაჭრით მოუწმინდეს სახე.
- ორსულად არის..
თქვა ანასტასიამ და პირზე ხელი აიფარა.
- როგორ შეიძლება ასე ნერვიულობა,შვილი გინდა მოკლა?
- რაა?
თვალები უდანაშაულოდ აატრიალა ექიმისკენ და ჭიქა ლამის ხელიდან გაუვარდა.
- მომისმინე,შენი ნერვიულობა არ შეიძლება,ასე ბავშვს ავნებ,მას ჟანგბადი აღარ მიეწოდება და ცოდო არ არის?!
- ვიცი ექიმო,ვცდილობ..
- არ ცდილობ,თუ შენი შვილი გიყვარს,თავი აკონტროლე.
წამალი უკვე იმოქმედებდა,უკეთ ხარ?
- თითქოს მეძინება..
- ძალიან კარგი.. სახლში წაიყვანეთ, თქვა ექიმმა, ტასოს ანიშნა და კარი გაუღო.
- დიდი მადლობა,ტასომ მადლიერებით სავსე მზერით გახედა ექიმს და კაბინეტიდან გაიყვანა.
- წამოდი,წავიდეთ.
- სანდრო? დაველოდოთ ტასოგეხვეწები რა..
- კარგი კარგი,დაველოდოთ.. მოდი,თავი დამადე.
ანასტასია სკამზე ჩამოჯდა,მართას თავი კალთაში მოთავსა და ფეხები მიყოლებულ სკამებზე მოათავსებინა,თმაზე ხელით მიეფერა და როგორც პატარა ბავშვს,ისე უღიმოდა.
- ყველაფერი კარგად იქნება,მართა.
უჩურჩულა მეგობარს,რომელსაც უკვე თვალები მიელულა,ანასტასიამ კი ის ფრაზა წარმოთქვა მის დამამშვიდებლად,რომლის თვითონაც არ სჯეროდა და იცოდა,არაფერიც არ იყო კარგად და შეიძლება არც მერე ყოფილიყო.
დემეტრე გაახსენდა და მაშინვე გულის რაღაც ნაწილი საშინლად აეწვა,ტელეფონს დახედა და ისევ ჩანთაში დააბრუნა,ფოიეს შესასვლელისკენ გაიხედა,საიდანაც დათა მოდიოდა სწრაფი ნაბიჯებით,მართა გოგონაც რეაქციაზე გამოფხიზლდა,თვალები მოიფშვნიდა და კალთიდან თავი ასწია.
- სად არის მაქსიმე? იკითხა ანერვიულებულმა დათამ,რომელსაც თავზე ხელები შემოეწყო და ძლივს სუნთქავდა.
- იქ, თითით ანიშნა ანასტასიამ და კაციც სწრაფად გაიქცა პალატისკენ.
- ტასო.. ჩუმად ჩასჩურჩულა ანასტასიას მართამ,რომელსაც ტკივილნარევი ღიმილი მოფენოდა სახეზე
- რა იყო?
- ვიცი,მაქსიმე დათას მეგობარია და ეს ძალიან ცუდია,მაგრამ დათას ეტყობა,რომ სულ სხვანაირია.. მაგაზე არ ინერვიულო,კარგი? ისინი არ გვანან ერთმანეთს.
- ჰო,არ გვანან. მოკლედ მოუჭრა პასუხი და ფეხზე წამოდგა.

_____________


- ვიდრე საქორწინო რეგისტრაციის აქტს საბოლოოდ გავაფორმებდეთ,ნება მომეცით არ დავარღვევ ტრადიციას და კიდევ ერთხელ გკითხავთ დამსწრე საზოგადოებასთან ერთად,არის თუ არა თქვენი გადაწყვეტილება ერთობლივი და თანახმა ხართ თუ არა,შექმნათ ოჯახი,ბატონო დავით,გისმენთ
- თანახმა ვარ.
- ქალბატონო ანასტასია?
- ანასტასია?
- თანახმა ვარ.
- გთხოვ ხელმოწერით დაადასტუროთ თქვენი თანხმობა.
3 კვირით ადრე.
______________


- ტასოო,ტასოო გაიღვიძეეეე,ტასო!
- ვაიმე მარიამ რა გაწიკვინებს? ხომ იცი გუშინ დაღლილი მოვედი პროცესიდან გადი დამასვენე დამაძინე!
- ჩქარაა! ადექი სტუმარი გვყავსსს ადექიიიი
საბანი თავიდან გადაიძრო და თვალები დაახამხამა.
- ვინ სტუმარი?
საწოლზე წამოდგა,ჩუსტებში ფეხები შეაცურა და ხალათი ქამრით მჭიდროდ შემოიკრა.
- მიპასუხებ მარიამ?!
- კაი,მოიცა ღია კარში დავდგები,უცებ რომ არ ჩამარტყა და მოხევა მოვასწრო.
- მოდი აქ,ნუ ცანცარებ! ვინ არის მითხარი!
- დემეტრე.
- რააა??!! აქ რა უნდა?!
- გელოდება მისაღებში,აუ მიდი თმა დაივარცხნე და დროზე გამოდი!
- ამ დილაადრიან აქ რა უნდა?!
გული საშინლად აუჩქარდა და სარკეში თავი შეათვალიერა.
- ალბათ შენი მეჯვარეობა უნდა და აინტერესებს კვადრატის ფორმის ბრილიანტი გირჩევნია თუ მრგვალი?
- სულ გააფრინე?
- აბა მეღადავები? საიდან უნდა ვიცოდე რა უნდა! ჩქარა გადი ეხლა გელოდება.
- გეფიცები ერთ დღეს ყველას დაგხოცავთ!
თითი დაუქნია მარიამს,რომელიც თავის საწოლზე წამოგორდა და ხარხარებდა.
- რა ხდება?!
ხელები გადააჯვარედინა და ყველანაირად ეცადა,სერიოზული ყოფილიყო.
- ჩემი ბარბის თოჯინა,მაშინვე თვალები აუციმციმდა მის დანახვაზე. - მაპატიე გაგაღვიძე.. წინ გადმოდგა რამოდენიმე ნაბიჯი თუმცა ანასტასიამ ხელი გააწევინა და შეაჩერა.
- შენ მგონი არ გესმის,გუშინ გარკვევით გელაპარაკე,მორჩა ყველაფერი, მ ო რ ჩ ა !
მე მივყვები დათას ცოლად,აქ დამთავრდა ყველაფერი.
- ჩაიცვი,მივდივართ.
- რაა?! დემეტრე,წადი. ნუ მაიძულებ უხეში ვიყო.
- იცოდე,ჩაიცმევ და წამოხვალ
- თუ არა?
- თუ არა,იცი ჩემი ძლიერი ხელების შესახებ რაღაც-რაღაცეები.. არა? თანაც,მოტოციკლზე რომ დაჯდები,ყველაფერი გამოგიჩნდება,მერე მომიწევს ყველას სახე ავახიო და დედა მოვუ*ყნა,ვინც შემოგხედავს.
მალე მალე.. გელოდები.
- რა დავაშავე?!!
- გელოდები.
- უხხხ!!!!
საძინებლის კარები ხმაურიანად დაკეტა და წინ მარიამი აესვეტა,რომელსაც ღიმილი ყურებამდე ასდიოდა.
- მიდიხართ?
- მოიცა,შენ? შენ... შენ და დემეტრემ მოაწყვეთ ხო ეს ყველაფერი?
- ჯერ ერთი.. მე დემეტრეს მეგობარი ვარ და მეგობრები ერთმანეთის საიდუმლოს არ ამხელენ,გაანძრიე ეგ შენი ლამაზი ტრა*ი და დათას ნუ დაემსგავსე უჟმურობაში,გადი შენი ბიჭი გელოდება.
კართან გასულს,ანასტასიამ შუა თითი მიუშვირა,მარიამმა კი ორივე ხელით გამოსწია შუა თითები და სასაცილოდ დაიჯღანა.
რამოდენიმე წუთში ჩაცმული გამოვიდა,დემეტრეს წინ დადგა დოინჯით და თვალები აატრიალა.
- აჰა,წავედით.
- სახლში აღარ დააბრუნოოო რაა.. გამოსძახა მარიამმა დემეტრეს და ორივეს ჩაეცინა,ანასტასიას გარდა.
- მაგას თვითონ გადაწყვეტს,თქვა დემეტრემ და კარი მოხურა.
- დაჯექი.
- დემეტრე რა გინდა? რატომ ართულებ ყველაფერს?
- დაჯექი! ჩაფხუტი თავზე ჩამოაფარა და გვერდზე რამოდენიმეჯერ მოარტყა ხელი. - კარგია,ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და მოტოციკლს შემოაჯდა.
- სად მივდივართ მეტყვი?
- როცა მივალთ,მაშინ გაიგებ,ხელები მჭიდროდ შემომხვიე წელზე პატარავ,დღეს სწრაფად უნდა ვიაროთ.
თვალები აატრიალა,წელზე ხელები შემოხვია,მაგრამ როცა ბიჭი ადგილს მართლაც მთელი სისწრაფით მოსწყდა,მაშინვე მოუჭირა ხელები წელზე და თვალები დახუჭა.
გზას როცა გადახედა და დაინახა თბილისს უკვე მოშორდნენ,მაშინვე ტანში სიცივემ დაუარა,გზაში რამდენჯერ ჰკითხა დემეტრეს სად მიდიოდნენ,თუმცა ის ხმას მაინც არ იღებდა,მამაკაცის ზურგს მიადო თავი და მხოლოდ წამით შეიგრძნო ბედნიერება მის გვერდით.
- მოვედით. თქვა დემეტრემ და მოტოციკლეტით შეუხვია ხის პატარა სახლთან.
ანასტასია სწრაფად გადმოვიდა,ჩაფხუტი მაშინვე მოიძრო და ტერიტორიის შესწავლას შეუდგა.
- სად ვართ? ან აქ რა გვინდა დემეტრე?
- სახლში მერე შევალთ,ხელი მომეცი.
სახლის უკან ხელჩაჭიდებულს მთელი სისწრაფით მიჰყავდა ანასტასია,შენობას მოშორდნენ თუარა,მათ წინ სრული სამოთხე გადაიშალა.
ტბა,რომელიც სავსე იყო გედებით,ტბის გარშემო არსებული ათასფერი ყვავილებით,რამოდენიმე ჰამაკით ოდნავ მოშორებით,რომლებიც ხეზე მიბმულიყო.
- ღმერთო,რა ლამაზია.. თქვა ანასტასიამ და ტბის ნაპირს მიუახლოვდა,სადაც თეთრი,ქათქათა რამოდენიმე გედი დაცურავდა ლამაზად მის გარშემო.
- მოგწონს?
- ძალიან.. ძალიან მომწონს... ასეთი ადგილი ჯერ არ მაქვს ნანახი..
- ნახავ,თუ პრეზიდენტს გაყვები ცოლად.. ყველა ადგილს ნახავ ანასტასია..
- დემეტრე,არ გინდა
- ყველა სილამაზეს ნახავს შენი ლამაზი თვალები,ყველაფერი გექნება..ის,რასაც მე ვერასდროს შემოგთავაზებ,ვერც ბრილიანტებს,ვერც ჰავაის კუნძულებს,ვერც ძვირიან კაბებს.. მე მხოლოდ სიყვარულის ჩუქება შემიძლია შენთვის,ეს კი არ არის საკმარისი,მე უნდა გაგიშვა..
თვალის კუთხიდან ჩამოგორდა პატარა მარგალიტივით ცრემლი,რომელიც მამაკაცსაც ვერ შეემჩნია,სისველე კანზე იგრძნო თუარა,მაშინვე შეტრიალდა და ხელით მოიწმინდა.
აწყლიანებული თვალებით შეხედა კაცს ანასტასიამ,კაცი,რომელიც სიგიჟემდე უყვარდა,ენის აუღწერლად უყვარდა და გრძნობდა რომ თვალსა და ხელს შუა ეცლებოდა სიყვარული და ბედნიერება ხელიდან.
- იდიოტი ვარ.. იდიოტი... იდიოტი ვარ,იმიტომ... იმიტომ,რომ მიყვარხარ დემეტრე!
ძლივს აღმოხდა სიტყვები და მაშინვე ტირილი აუვარდა,დემეტრეს ძლიერი ხელები რომ არა,იქვე ჩაიკეცებოდა ძალა ისე გამოეცალა.
გულზე მიიკრო და მისი ცხელი ტუჩები მიაწება შუბლზე,რომელიც მალამოსავით მოსდებოდა და დაემშვიდებინა.
- მიყვარხარ,ანასტასია.
მაპატიე,მაპატიე რომ შენს ცხოვრებაში გამოვჩნდი,მაპატიე ჩემი სიყვარული პატარავ..
- გაჩუმდი.. გაჩუმდი..
- აქ ამიტომ არ მომიყვანიხარ.. აქ იმიტომ მოვედით,რომ არ მინდა ჩემი თავი მხოლოდ კრიმინალს გახსენებდეს,დანაშაულს და ყველა იმ საშინელებას,რაც აქამდე იყო..
- შენი თავი ვერასდროს გამახსენებდა ცუდს,დემე.
ათრთოლებული ხელი მის უხეშ წვერთან შერწმულ ნაზ კანს შეახო,რომელსაც ეს უკანასკნელი თვალები დაეხუჭა და ტუჩები ქალის ნაზი თითებისკენ წაიღო.
- მინდა რომ ბედნიერი იყო,დამპირდი რომ იქნები..
- დემე.. თვალებიდან ცრემლები წასკდა და ტუჩებზე სიმწრით იკბინა,არ უშვებდა თითქოს ბაგეებს გახსნილიყვნენ და ის სიტყვები ეთქვა,რომელიც მას სურდა.
- დალევ რამეს? ცერა თითები თვალებიდან წამოსული ცრემლების ნაკადი შეაჩერა და სახე შეუმშრალა.
- კი. სწრაფად დაუქნია თავი და მკლავზე მოექაჩა.
- გამომართვი,ღვინით სავსე ჭიქა გაუწოდა ანასტასიას და იქვე ჩამოჯდა,ქალიც გვერდით მიუჯდა და ანერვიულებულმა ჭიქა ბოლომდე მოიყუდა,რასაც დემეტრეს რეაქცია არ გამოპარვია და ჩაეცინა.
- ასე სწრაფად დათვრები,რას აკეთებ?
- კიდევ დამისხი.
- როგორც ინებებთ.
ბოთლი გადმოსწია ჭიქისკენ და ავსებისთანავე მაშინვე დასწვდა ქალის გაყინული თითები სასმელს.
- ანასტასია,ძალიან ბევრია..
- იყოს,ასეთ დროს ფხიზელი არ შემიძლია ვიყო. მინდა რომ ძალიან,ძალიან დავთვრე.
- უკვე თვალები გიჟუჟუნებს.
- რა ბებიაჩემივით ლაპარაკობ,ახარხარდა ქალი.
- ვგიჟდები შენს სიცილზე.
- შენთან რაც უფრო მეტ ხანს ვარ,მით უფრო მიჭის უარი ვთქვა შენზე.
- ამიტომ არ მნახულობდი?
- ჰო.. ამიტომ..
- სასმელი მოგეკიდა ჩემო ბარბის თოჯინა?
- კი,სასმელი მომეკიდა და ახლა ჩემი სიმთვრალით არ მინდა ვისარგებლო.
- ეგ პირიქით,მე უნდა მეთქვა მგონი,არა?
ორივეს გაეცინა და ერთმანეთის თვალებს უყურებდნენ დანანებით სავსეს.
- დემე
- ამის დედაც... ასე ნუ მეძახი.
- როგორ,ასე? დემეე.. სახესთან ახლოს ჩასჩურჩულა და მისი სახელი რამოდენიმჯერ გაიმეორა..
- უხხ... ამოიოხრა კაცმა და თვალები ძლიერად დახუჭა.
- დემე...
- ეს უკვე ბოლო იყო.
ყბაზე ხელი ძლიერად მოუჭირა და მის ტუჩებს დაახცრა.
მაისური ერთი ხელის მოსმით ამოაძრო სახელოებიდან,სველი კოცნებით კისრიდან მკერდამდე ჩაუყვა,კბილებით წაეტანა მკერდის კირტებს,მოქნილი თითებით კი საშოს დაუყვა წრიული მოძრაობით,ქალის თითები მის ზურგს ჩაცხრომოდა ფრჩხილებით.
- მაგიჟებ.. ამოიოხრა კაცმა მის გახსნილ ბაგეებზე და ისევ ძალდატანებით დაუკოცნა ტუჩები,ენა მის ენას შეახო და ისე კოცნიდა თითქოს სულს აცლიდა.
სწრაფად დააგდო ზურგზე,ქალსაც ფეხები მონდომებით შემოეხვია მის წელზე და მის მოძრაობებს აყოლოდა.
მისი სხეული ბოლომდე შეევსო სასიამოვნო შეგრძნებას,კვნესას ვერ იკავებდა და თითქოს კედლები ჩამონგრეულიყო ორი ადამიანის გამოცემული ხმამაღალი ჰანგებით.
- მინდა რომ მხოლოდ ჩემი იყო...ამოიოხრა კაცმა, ჯერ კიდევ ქალის სხეულში მყოფმა,რომელსაც ტუჩები ვერ მოეცილებინა მისი მკერდისთვის.
- ეხლა ჩემი ჯერია!
გაკვირვებულმა კაცმა,რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაეანალიზებინა რას ამბობდა ქალი,სანამ არ მოშორდა მის სხეულს და ხელი ჰკრა დემეტრეს,რომელიც ზურგზე აღმოჩნდა,ის კი ზევიდან დააცხრა.
ხელები ანასტასიას თეძოებზე გაადანაცვლა,მან კი ასე უფრო ძლიერად შეიგრძნო მამაკაცის ასო მის სხეულში.
ჟინით ავსებულ თვალებს ერთმანეთს მოუშორებლად აპყრობდნენ,თითქოს ერთმანეთის ფიქრების მოსმენაც შეეძლოთ,ერთმანეთის აზრების განდობა,წაკითხვა..
ძალა გამოცლილს,კაცის სხეულზე მიესვენა თავისი სხეული,სახე მის ყელში მოექცია და ღრმად სუნთქავდა.
- ჩემო გემრიელო.. ამოიჩურჩულა კაცმა და ტუჩები მიადო საფეთქელზე.
- შენზე ფიქრებში,მილიონჯერ მაინც მოვფერებივარ ჩემს თავს..
თვალებში ალმოდებულმა დახედა საყვარელ ქალს და უფრო მეტად და მეტად იკრობდა გულზე.

ჩემო ტკბილებო,მაპატიეთ ვერ ვდებდი ახალ თავს და ცოტა შემაგვიანდა ჯანმრთელობის პრობლემების გამო<3 იმედია მოგეწონებათ



№1 სტუმარი სნი

უჰჰჰჰ ცეცხლი იყო.. აი პირდაპირ პაჟააააარ..... დათას გაყვა ცოლად?! კაიი რა კაი უფფფფფფ.. -_-

 


№2 სტუმარი სტუმარი nata

magaria momcons!!!

 


№3  offline მოდერი Queenofmoon

სნი
უჰჰჰჰ ცეცხლი იყო.. აი პირდაპირ პაჟააააარ..... დათას გაყვა ცოლად?! კაიი რა კაი უფფფფფფ.. -_-

Nameless Girl
აუ რახდება.დათასთან რა ჯანდაბა უნდა.მალე დადე რა შემდეგი თავი,უფრო დიდი????????

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას<3:) ვცდილობ,რომ დიდი თავი გამოვიდეს ხოლმე,რამდენიც მაქვს დრო იმდენს ვწერ..:((
უცნაური მე
ამ ყველაფრის შემდეგ დათას აღარ უნდა გაყვეს ცოლად..

მესმის თქვენი,მაგრამ ჯერ კიდევ წინ არის რაღაც-რაღაცები,რაც უნდა მოხდეს. <3 :)
სტუმარი nata
magaria momcons!!!

ძალიან დიდი მადლობა <3 <3

 


№4 სტუმარი სტუმარი Mziko

Auuu.... Momewona dzalian es tavi..... Tumca mabrazeb avtoro..... Ar unda gayves datas colad ...Kai raaaaa

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი Mziko
Auuu.... Momewona dzalian es tavi..... Tumca mabrazeb avtoro..... Ar unda gayves datas colad ...Kai raaaaa

ბოდიში,მეტს აღარ ვიზამ.. :(( :დდდდ
რა ვქნა,ვერ შევცვლი მოთხრობას იმის გამო რომ შეიძლება რაიმე არ მოეწონოს მკითხველს.. ასე ხომ საერთოდ აზრი დაეკარგება..:(( მაგრამ მოვლენებსაც ნუ გავუსწრებთ,წინ კიდევ ბევრი რამ მოხდება. <3

 


№6 სტუმარი სტუმარი nata

dges dadeb?

 


№7 სტუმარი უფჰბჯჯგფ

დღეს არ დადებ??

 


№8 სტუმარი სტუმარი ნათია

მალე დადებ?ძნელია შუა გზაზე გაჩერება და მთელი დღე მოთხრობის გმირებზე ნერვიუღობა. მომწონს დათა მაგრამ პოლიტიკა ყველას სვრის მასთან ანასტასია ბედნიერი ვერ იქნება, ხოლო აი დემეე სულ სხვაა გაფორიაქებს და გულის ღრმა კუნჭულში გიფათურებს ხელს და აცოცხლებს ყველა დაფარულ და დავიწყებულ გრძნობებს. მიყვარს ეს წყვილი და რა ვქნა????? მადლობა რომ წერ❤????????

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

იმედი მაქვს დღეს ახალ თავს ვიხილავთ.

 


№10  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი ნათია
მალე დადებ?ძნელია შუა გზაზე გაჩერება და მთელი დღე მოთხრობის გმირებზე ნერვიუღობა. მომწონს დათა მაგრამ პოლიტიკა ყველას სვრის მასთან ანასტასია ბედნიერი ვერ იქნება, ხოლო აი დემეე სულ სხვაა გაფორიაქებს და გულის ღრმა კუნჭულში გიფათურებს ხელს და აცოცხლებს ყველა დაფარულ და დავიწყებულ გრძნობებს. მიყვარს ეს წყვილი და რა ვქნა????? მადლობა რომ წერ❤????????

ძალიან დიდი მადლობა <3 მადლობა შენ,რომ კითხულობ <3 <3 გპირდებით დღეს დავდებ ახალ თავს <3 სახლში არ ვარ და გვიან დავდებ აუცილებლად <3

სტუმარი nata
dges dadeb?

სტუმარი მარი
იმედი მაქვს დღეს ახალ თავს ვიხილავთ.

სტუმარი მარი
იმედი მაქვს დღეს ახალ თავს ვიხილავთ.

დღეს გვიან დავდებ ახალ თავს <3 მაპატიეთ დაგვიანებისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent