შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 2)


13-07-2018, 21:37
ავტორი Queenofmoon
ნანახია 4 530

საავადმყოფოს ფოიეში მორბოდა მართა,მაქსიმეს პალატის წინ შეჩერდა,მინას ხელებით შეეხო და თვალებზე ცრემლი მოადგა..
-როგორ არის? იკითხა გულმოკლულმა და მაქსიმეს დედას გადახედა,რომელსაც თვალებზე დიდი ტკივილი და სევდა შეემჩნია.
-საბედნიეროდ გადარჩა.. გონს მოვიდა,თუმცა ხერხემალი ძალიან დაზიანებული აქვს..
-შეიძლება შევიდე?
-კი,რა თქმა უნდა.. შედი..
კარი ფრთხილად შეაღო და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მაქსიმეს საწოლს,სკამი ახლოს მისწია,იქვე ჩამოჯდა და მისი ხელი თავის ხელში მოაქცია..
თითები ტუჩებთან მიიტანა და ფრთხილად აკოცა,არ გაღვიძებოდა.
-მართა.. ჩაიჩურჩულმა მაქსიმემ და თვალები სუსტად გაახილა.
-ჩუმად,შენი გადაღლა არ შეიძლება..გთხოვ..
-მოხვედი... ღიმილი შეეპერა სახეზე და ეცადა ხელი მჭიდროდ მოეკიდა მისი ხელისთვის.
-ძალიან გტკივა?
-ცოტათი.. იცი..
-არ ილაპარაკო,გთხოვ..
-იცი მენატრებოდი მართა.. ძალიან მენატრებოდი და მაპატიე..მაპატიე რომ გული გატკინე ასე ძალიან..
მართას ნატიფი თითები ახლა თავად მიიტანა ტუჩებთან და ნაზად ეამბორა.
-მეც მენატრებოდი,ძალიან..მაგრამ იცოდე..რომ მაინც ცუდი ბიჭი ხარ..
თქვა მართამ და სიყვარულით სავსე მზერა მიაპყრო საყვარელ მამაკაცს,მისი სახე ხელებში მოაქცია და თითები გაუხლართა მოოქროსფერ ხუჭუჭა თმაში,იჯდა.. იჯდა და მისი ცისფერი თვალების ყურებით იჯერებდა გულს.
-მართა,მიყვარხარ..
-მაქ..მაქსიმე? მაქსიმე? გოგონამ კივილი ატეხა,მაქსიმეს პულსმა საგრძნობლად იმატა,მან კი გონება დაკარგა. ხმაურზე მაშინვე ექიმები შემოცვივდნენ და მართა ძალით გაიყვანეს.
-მაქსიმე არა! არა! მაქსიმე...
კართან ჩაიკეცა და მთელი მოთქმით დაიწყო ტირილი.
***
-ასე რატომ მიყურებ.. თქვა შეშინებულმა ანასტასიამ და მის წინ მდგომს შიშით სავსე მზერით გახედა.
სავარძლის კუთხეში მიიკუნტა გოგონა,მუხლები მოკეცა და ყველანაირად ცდილობდა მისი ახლოს ყოფნა აერიდებინა.
ბიჭმა ხელები მის გარშემო შემოაწყო და სავარძლის კუთხეებს მუშტებით მიაწვა,სახე ახლოს მიუტანა და თვალებში ჩახედა,ტასო მის ხშირ სუნთქვას ძალიან ახლოს გრძნობდა.
თვალები გოგონას წითელ ტუჩებზე გადაიტანა,ჩემდეგ ყვრიმალებზე,ცხვირზე,ისევ ტუჩებზე. წელში გასწორდა და მთლიანად დააკვირდა,ირონიით სავსე ღიმილი არ დაიშურა და დანა დაუქნია.
-ამ წუთიდან,სანამ მე არ მოვისურვებ,არ წავალ აქედან.. და შენ,ყველაფერს გააკეთებ რომ მე აქ ვერავინ მიპოვოს.
-მე რა უნდა გავაკეთო..თქვა ტასომ აკანკალებული ხმით და მხრები აიჩეჩა..
-ენას კბილი უნდა დააჭირო,ანასტასია.
-ჩემი სახელი საიდან იცი?
გოგონა შეკრთა გაოცებისგან.
-ენას კბილი უნდა დააჭირო მეთქი,გასაგებია?
-გასაგებია..
მისაღებში შუქი ჩააქრო და ფანჯარასთან ახლოს დადგა,ფარდა დანით გასწია და უბანი შეათვალიერა.
აქეთ იქით სიარულის შემდეგ,დივანზე დაჯდა და თავი საზურგეს მიადო.
ანასტასიას ტელეფონი აწკრიალდა და მაშინვე წამოხტა ადგილიდან იარაღიანი.
-ახლა რა ვქნა?
ისევ შიშით სავსე თვალებით შეხედა მას და ტელეფონს დასწვდა.
-აიღე,ოღონდ იცოდე,რამე არასწორი წამოგცდება და შენს გვამს ნაკუწებად ქცეულს იპოვიან.
-კარგი. გასაგებია. - თქვა ტასომ და ტელეფონი აიღო.
-ხო სან.. არა,არა არ მინდა,ახლა არ ამოხვიდეთ,უბრალოდ სახლში არ ვარ..კარგი,დროებით.
-მომეცი ტელეფონი!
ტელეფონი გაუწოდა და ისევ სავარძელს დაუბრუნდა ტასო.
გოგონამ თავს უფლება მისცა,ამდენი ხნის შემდეგ ხმა ამოეღო და ჩუმად ჰკითხა მას.
-ახლა რა იქნება.. რას მიპირებ?
ბიჭმა წარბშეკრულმა გახედა,ეჭვის თვალით შეხედა ტასოს და მზერა ისევ მოაშორა.
-კარგი მძევალი თუ იქნები,არაფერს,მაგრამ ვერ შეგპირდები.
ისევ სიჩუმე.
ცოტაოდენი ხნის შემდეგ,ისევ ანასტასიას ხმა ისმის.
-წყალს დავლევ...
ტასო ადგა თუარა,ისიც ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გაყვა.
წყალს მძიმედ სვამდა,როცა აანალიზებდა,რომ მის უკან უცხო,იარაღიანი ადამიანი იდგა. ჭიქა ნიჟარაში ჩადო და მოტრიალდა.
-მეც დავლევ. თქვა მკაცრად და დანით ანიშნა წყალზე.
ტასომ წყლით სავსე ჭიქა გაუწოდა,მან კი ერთ ამოსუნთვაში დალია.
-მისაღებში შედი.-შეუბღვირა და დანა ჯიბეში მოითავსა.
ანასტასია წინ წავიდა,ბიჭი კი ისევ უკან მიჰყვებოდა მას,მის სხეულს და ყოველ მოძრაობას კარგად აკვირდებოდა. ოთახის ერთ კუთხეში,ანასტასია იჯდა,მეორეში კი - იარაღიანი.
მთელი დროის განმავლობაში ერთ წერტილს მიშტერებოდა,საათები გადიოდა,უკვე თენდებოდა. ანასტასია კი თვალებდაქაჩული უყურებდა,მზერას ხშირად აპარებდა მას,მისთვის შეუმჩნევლად,ცდილობდა მისი უცხო და საინტერესო სახე,მისი პროფილი შეესწავლა,აკვირდებოდა მის ჭაობისფერ თვალებს,მუქ და ხშირ წარბებს,დიდი მონდომებით აპრეხილ ცხვირს და სქელ ტუჩებს,რომელსაც ყბასთან ახლოს,სისხლის წვეთები მიმზიდველსაც კი ხდიდა.
ცდილობდა,არ ჩასძინებოდა,მის გრძელ და ბასრ დანას მისჩერებოდა,გულში ითვლიდა და წარმოიდგენდა,რამდენი ადამიანია ამ დანით დაჭრილი ან მოკლული,ვერხლისფერი დანა კი,მაინც თავისებურად ბზინავდა და შუქს ირეკლავდა თვალისმომჭრელად.
ცდილობდა,არ ჩასძინებოდა,რადგან შიში მძვინვარებდა მის სხეულში,შიში იმისა,რომ ეს დანა მის სხეულს არასდროს მოხვედროდა.
გამთენიისას,მხოლოდ რამოდენიმე წუთით ჩასთვლიმა ტასოს,სავარძელში მჭიდროდ მოთავსებულიყო ფეხებმოკეცილი,თავი გვერდით გადაეგდო და ტუჩები გამოებერა,თმა კი სახეზე ჩამოყროდა.
ბიჭმა მას შეხედა,შემდეგ ისევ ფანჯარას მიუახლოვდა,ეზოს გადახედა და ისევ ანასტასიასთან ახლოს დადგა.
დანით,სახეზე ჩამოფარებული თმა გადაუწია და მის ლამაზ სახეს დააკვირთა ერთ ხანს,მაგრამ მალევე მოშორდა და კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა.
***
-თქვენ მაქსიმე ავალიანის დედა ბრძანდებით?
კითხულობს ექიმი და ბიჭის მშობლებს უახლოვდება.
მართა მაშინვე ფეხზე დგება,ცრემლებს ხელებით იწმენდს და ექიმს დაძაბული უსმენს.
-გილოცავთ,ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა,მალე გამოჯანმრთელდება თქვენი შვილი. ორი კვირა საავადმყოფოში იქნება მაინც,ჩვენი დაკვირვების ქვეშ,შემდეგ უკვე გაგწერთ.
-ღმერთო,დიდი მადლობა... აქვითინდა ქალი და თავისი მეუღლის მარწუხებში მოექცია,რომელსაც თვალებზე ცრემლი მოსდგომოდა,ბედნიერებისგან.
მართას სახეზე,ღიმილმა მოიფინა,აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო მჭიდროდ,ექიმი უკვე წასვლას აპირებდა,როცა მივარდა და წინ გადაუდგა.
-მისი ნახვა შეიძლება?
-დიახ,პალატაშია უკვე გადაყვანილი,შეგიძლიათ შეხვიდეთ,ოღონდ დიდ ხანს ნუ შეყოვნდებით.
-მადლობა.
ცრემლები კვლავ მოიწმინდა,თმა შეისწორა და ისევ მაქსიმეს პალატაში შევიდა.
-რა დამემართა.. ამოიკვნესა მან და მართას ხელს სუსტად შეახო მისი თითები.
-ნუ გეშინია..ოპერაცია გაგიკეთეს,კარგად იქნები და მალე გამოჯანმრთელდები..
-მართა..
-ჰო?
-არ წახვიდე რა..
-არსად არ წავალ. თქვა გოგონამ,სკამი გვერდით გასწია და მის გვერდით ფრთხილად წამოწვა,ბალიშის ნაპირას თავი დადო და მაქსიმეს ყელში მოაქცია სახე.
-მეც მიყვარხარ.
ბიჭს მის სიტყვებზე ჩაეღიმა,თავი გვერდით გადასწია ფრთხილად და შუბლზე აკოცა.
***
უკვე მეორე დღეა რაც ანასტასია საკუთარ სახლში უცხო ადამიანთან ერთადაა,ასე რომ ვთქვათ,საკუთარ სახლში მძევალია.
ემოციებისგან სრუილად გადაღლილს ეღვიძება,თვალებს სწრაფად ახელს და აქეთ იქით აცეცებს.
ნუთუ ეს სიზმარი იყო?ფიქრობს და სწრაფად ფეხზე დგება,მაგრამ იარაღიანს ამჩნევს ფანჯარასთან და სახე მაშინვე ეცვლება.
ერთ ხელში დანა უკავია,მეორეში კი - ანასტასიას ტელეფონი.
-რატომ მიყურებ?! ჰკითხა მკაცრად და ტასოს გახედა.
-ნება მომეცი ჩემს დასთან დავრეკო.
ბიჭმა ირონიულად ჩაიცინა და ყურად არ იგდო მისი თხოვნა.
-ძალიან გთხოვ,ისედაც ვეძებდი გუშინ,მეშინია თავს რამე არ აუტეხოს.. გთხოვ უბრალოდ გავიგებ სად არის.
ის ისაა,ტელეფონი უნდა მოეწოდებინა ამდენი ყოყმანის შემდეგ,როცა კარზე კაკუნი გაისმა.
დაძაბულებმა ორივემ ერთმანეთს შეხედეს,იარაღიანი მაშინვე კართან დადგა და დანა უფრო მჭიდროდ მოიმარჯვა ხელში,სათვალთვალოში გაიხედა თუარა,ვიღაც ბიჭი დაინახა და ანასტასიას ანიშნა,ახლოს მოსულიყო.
-სანდროა.. ჩაიჩურჩულა ანასტასიამ..
ბიჭმა სუნთქვას მოუხშირა,სხეული დაძაბა და ხელები თავზე შემოიწყო.
კარზე კაკუნი არ წყდებოდა.
-გავაღებ,თორემ რამეს იეჭვებს.
გულამოვარდნილი უყურებდა ბიჭი,ტასოს მიუახლოვდა,გოგონა ნელი ნაბიჯებით უკან უკან მიდიოდა და ბოლოს კედელზე აეტუზა.
იარაღიანი ხელებით კედელს მიაწვა ისე,რომ ვერცერთი მხრიდან ვერ შეეძლო გაწევა ქალს,ანასტასიასთან ახლოს მიიწია,ერთი ხელით დანა მის სახეზე ნაზად ჩამოუსვა და მის ყურთან ჩუმად ჩასჩურჩულა
-ხომ იცი,ზედმეტი მოძრაობა,რაიმე არასწორი სიტყვა და რაც დაგემართებათ?!
შეშინებულმა თავი დააქნია და მაშინვე თავი იხსნა მისგან.
ის მეორე ოთახში გავიდა,კარი ნახევრად მოხურა,ცრემლი შეიმშრალა ტასომ,თითები დაისრირა რამოდენიმეჯერ და გასაღები გადაატრიალა.
-სად ხარ ამდენ ხანს?
გაკვირვებული სანდრო სახლში შემოვიდა სწრაფად და თავისი ქურთუკი ანასტასიას გაუწოდა.
-სააბაზანოში ვიყავი,არ მესმოდა
-მარტო ხარ?
-კი,რა თქმა უნდა.
-აუ მაგრად დავიღალე..ლექციაზეც არ იყავი დღეს და შენ რო უნივერსიტეტში არ წახვედი მაგრად გამიკვირდა
-ხოო სან,მარის ვეძებდი მთელი ღამე,გამთენიისას ჩამეძინა და...
-კაი არაუშავს,დღეს გავიდეთ სადმე?
-არა რა,დღეს არ მინდა.
-რა გჭირს?! რაღაც უხასიათოდ მეჩვენები
-მე?არა რას ამბობ,უბრალოდ,გადავიღალე ხომ ხვდები.. ეს ჩემი დის პრობლემები ამომივიდა ყელში
-მართა საავადმყოფოშია,მაქსიმესთან.
-მართლა?როგორ არის?
-გადარჩა. მართა იქ არის უკვე მესამე დღეა,როგორ ჩანს შეურიგდა იმ ნა@იჭვარს.
-ხო,ვიცი მართა არ იქცევა სწორად...მაგრამ ვერაფერს ვიზავთ სან..
-ხო,ვიცი.
-ლილე რას შვრება?
-ლილე სახლშია,მეგონა გამოხვიდოდი,ერთად ვაპირებდით დღეს კლუბში წასვლას..დარწმუნებული ხარ რო არ გინდა ჩვენთან?
-...
-ტას?
-არა,არ მინდა..დავისვენებ
-კარგი,წავალ.. თუ რამეა დამირეკე კაი?
-კაი..
გოგონამ ქურთუკი გაუწოდა სანდროს და ძლიერად მიიხუტა გულზე,სანდროც სახლიდან გავიდა და ღია კარში უყურებდა,როგორ მიდიოდა მისი მეგობარი სახლიდან.
მომენტალურად,საშინელმა სურვილმა გაუღვივა თავში ანასტასიას,დრო ეხელთა და გაქცეულიყო ამ ღია კარიდან,სწრაფად მოშორებოდა ამ ადგილს,ეთქვა პოლიციისთვის რომ სახლში მძარცველია და დამთავრებულიყო ეს ყველაფერი,მაგრამ უცხოს ნაბიჯების ხმამ დაარღვია სუჩუმე.
-კარის დაკეტვას არ აპირებ?!



№1  offline წევრი .M.A.R.I.

ძალიან მომწონს კარგია❤️

 


№2 სტუმარი Mzikomziko22

Me Marta da maksimec dzalian momwons. Sakvarlebi arian ragacnairad.....ubralod Sandro rato ver Itans maqsimes Ra daushava aseti.
Shemdeg tavs velodebi dzalian male momwons dzalian kargi tavi iyo

 


№3 სტუმარი Its mee Bitchess ????❤️

Male dadee ❤️❤️Ai dzalianmagariaa ❤️❤️❤️Dges dadeb ?

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

სანდრო რატომ ვერ იტანს მაქსიმეს? მიყვარს ასეთი ისტორიები.
მომეწონა,საინტერესო გაგრძელებაა. ველი შემდეგ თავს!

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

.M.A.R.I.
ძალიან მომწონს კარგია❤️

ძალიან დიდი მადლობა,მარი <3 <3
mirandaa31
ჩახლართული ისტორიები მიყვარს. საინტერეოა.. ველოდები გაგრძელებას

Its mee Bitchess ????❤️
Male dadee ❤️❤️Ai dzalianmagariaa ❤️❤️❤️Dges dadeb ?

სტუმარი ანი
სანდრო რატომ ვერ იტანს მაქსიმეს? მიყვარს ასეთი ისტორიები.
მომეწონა,საინტერესო გაგრძელებაა. ველი შემდეგ თავს!

უღრმესი მადლობა,ჩემო კარგებო,მიხარია რომ კითხულობთ და რაც მთავარია მოგწონთ,ყველაფერს მალე გაიგებთ სანდროზეც და მაქსიმეზეც. ვეცდები მალე დავდო <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent