მძიმე გზა (მესამე ნაწილი) ოცდამეერთე თავი (33)
-დამუხტეთ კიდევ დეფიბრილატორი_გამწარებული ყვიროდა სანდრო და ამაოდ ცდილობდა,რომ ნია გული აემუშავებინა.სათვალავი აერია უკვე იმდენჯერ სცადა ,თუმცა პულსი არ იყო.ხელით სცადა,რომ გულის მასაჟი გაეკეთებინა,მაგრამ ესეც უშედეგო აღმოჩნდა. -სანდრო,სანდრო გეყოფა_ეძახდა დათო სასოწარკვეთილი ხმით და სიმწრისგან ქვედა ტუჩს ძლიერად აჭერდა კბილს. თუმცა სანდრო დანებებას არ აპირებდა. -საკმარისია_გვერდზე გაწია დათომ შვილი. ცრემლებისგან ჩაწითლებული თვალებით და სასოწარკვეთილი სახით უყურებდნენ ნიას და სწორ ხაზს მონიტორზე.სანდროს სიბრაზისგან ხელები უკანკალებდა,ბრაზობდა საკუთარ თავზე,რომ ნიას ვერაფერი უშველა.იატაკზე დაჯდა და ხელები სახეზე აიფარა. -არ შეიძლება,ეს უსამართლობა,ვერ ვუშველე_ყვიროდა გამწარებული -სანდრო,შვილო დამშვიდდი... ვეღარაფერს გავაკეთებდით_ცდილობდა მის გამხნევებას,თუმცა თვითონაც საშინელ დღეში იყო.შიშით სავსე თვალებით დაჰყურებდა ახალგაზრდა გოგონას სხეულს,რომლის გული უკვე აღარ ძგერდა.თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.როგორ უნდოდა ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო. -ვერ გავუშვებ_ფეხზე წამოდგა სანდრო და ნიასკენ გაიქცა. დაჟინებით ითხოვდა,რომ დეფიბრილატორი ისევ დაემუხტა.დათოც ამაოდ ცდილობდა,რომ შეეჩერებინა.მისი გაჩერება უნდოდა,რადგან იცოდა,რომ აზრი აღარ ჰქონდა და სანდროს კიდევ უფრო ეტკინებოდა გული. -კიდევ დამუხტეთ_დაიყვირა სანდრომ-ჩქარა მოულოდნელად საზარლად მომკივანი გაბმული სიგნალი შეცვალა თანაბარმა ხმამ.დათომ ნელ-ნელა გააპარა თვალი მონიტორისკენ. -არის_სიხარულისგან ტიროდა სანდრო-არის,გულის ცემა აღდგა_ამბობდა გახარებული -დაუჯერებელია_გახარებული და გაკვირვებული იყო დათო გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.დარწმუნდნენ,რომ მდგომარეობა სტაბილური იყო და დერეფანში გამოვიდნენ. ჯერ კიდევ დაჭიმული ჰქონდათ მთელი სხეული ნერვიულობისგან ორივეს. -პირი გამიშრა_თქვა სანდრომ და წყლის აპარატისკენ წავიდა წყალი მოსვა და სკამზე ჩამოჯდა,თავი კედელს მიაყრდნო.ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა თუ რა მოხდა.თავი სიზმარში ეგონა. -სანდრო,ყველაფერი კარგადაა,ნია შენ გადაარჩინე_მხარზე ხელი დაადო დათომ -შემეშინდა,ახლაც მეშინია.არ ვიცი რა იქნებოდა ის რომ... -ჰო..._თქვა დათომ-მეც ძალიან შემეშინდა,მაგრამ მთავარია,რომ ცოცხალია,შენი წყალობით კარგად იქნება. დერეფანში გიორგი,ცოტნე და მია გამოჩდნენ.სამივე აღელვებული და შეშინებული იყო.როგორც კი დათომ დაურეკა მაშინვე წაოვიდნენ. დათომ დაინახა თუ არა ისინი მაშინვე წამოდგა და მათკენ წავიდა. -დათო,ჩემი და როგორაა_იკითხა აცრემლებულმა მიამ -დამშვიდდით_თქვა დათომ-ახლა კარგადაა,კარგად იქნება. -სად არის?_იკითხა ცოტნემ -შეიძლება ვნახოთ?_ჰკითხა გიორგიმ -რეანიმაციულ განყოფილებაშია,მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია.მალე გონს მოვა და ცოტა ხანში შეძლებთ ნახვას_ამბობდა დათო გახარებული და ისევ ცოტა ხნის წინ მომხდარზე ფიქრობდა.გახარებული იყო,რომ მათთვის ცუდი აბის თქმა არ მოუწია. -კი მაგრამ რა მოხდა იცით?რა დაემართა?_ჰკითხა გიორგიმ -დერეფანში ვიპოვეთ უგონოდ_უთხრა დათომ-თავზე დაცემისგან მიღებული ტრავმა ჰქონდა და გული გაუჩერდა,მაგრამ სანდრომ შეძლო და გადაარჩინა. გიორგი სანდროსკენ წავიდა და მას მაგრად მოეხვია. -სანდრო,არც კი ვიცი რა ვთქვა.დიდი მადლობა,რომ და გადამირჩინე_ცრემლებს ვერარ იკავებდა მია -ვერ დავუშვებდი,რომ წასულიყო_თვითონაც ცრემლები მოერია სანდროს და ნიას ხელი მოხვია მათკენ ექთანი წამოვიდა. -ნია გონს მოვიდა_თქვა გახარებულმა ექთანმა -მართლა_თვალები გაუბრწყინდა გიორგის სიხარულისგან -დათო,შეიძლება ვნახოთ?_თხოვა მიამ -კარგი,შედით,მაგრამ ცოტა ხნით.შეეცადეთ არ დაღალოთ_ნება დართო დათომ. მია ცოტნესთან და გიორგისთან ერთად შევიდა რეანიმაციულ განყოფილებაში.სამივე შიშით უყურებდა ნიას,რომელიც ჯერ კიდევ სუსტად იყო.სახეზე ძალიან ფერმკრთალი იყო და ტუჩებიც ოდნავ გალურჯებული,თმცა მათ დანახვაზე გაეღიმა.არ მოეწონა ასეთი შეშინებული თვალებით რომ უყურებდნენ და ცდილობდა სისუსტე არ შეემჩნია. გიორგი მიუახლოვდა,ნიას ხელზე მოეფერა და აკოცა. -ნია_ხელზე მოეფერა დას მია. -მია ,კარგი რა.ნუ ტირი_ცდილობდა დის დამშვიდებას-პანაშვიდზე ხარ? ჯერ არ ვარ მიცვალებული -ნუ ამბობ მიცვალებულს და პანაშვიდს _უთხრა ცოტნემ,სახეზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და ლოყაზე ფრთხილად აკოცა დას. -კარგი_გაეღიმა ნიას-გთხოვთ რა,ასე ნუ მიყურებთ.კარგად ვიქნები _თქვა მან -ვიცი.მაგრამ შეგვეშინდა ძალიან_უპასუხა გიორგიმ,ისე რომ მისი ხელი არ გაუშვია. -საშიში აღარაფერია_თქვა ნიამ -ნია,კი მაგრამ რა მოხდა?_ჰკითხა მიამ -მერე მოგიყვებით კარგი?_უპასუხა ნიამ -კარგი,დაისვენე.ახლა მთავარი შენი ჯანმრთელობაა_თვაზე მოეფერა დას ცოტნე-ჩვენ გავალთ,სანამ დათო გაგვყრის_გაეღიმა ცოტნეს -აჰა,კარგი.ჰო მართლა.თუ შეგიძლიათ,რომ სანდროს დაუძახოთ_თხოვა ნიამ -სანდროს?_ჰკითხა გიორგიმ -ჰო,რაღაც მინდა ვუთხრა -კარგი ,აქვეა.შენ გამოფხიზლებას ელოდა_უპასუხა მიამ-ახლავე დავუძახებ. -სანდრო,მიას შენი ნახვა უნდა_უთხრა მიამ,როგორც კი ოთახიდან გამოვიდნენ. -კარგი,ახლავე შევალ_უპასუხა სანდრომ და ნიასთან შევიდა. -როგორ ხარ?_ჰკითხა მას -არამიშავს_უპასუხა ნიამ -სანდრო -ჰო,გისმენ_მიუხალოვდა გოგონას და ისეთი სახით უყურებდა,თითქოს მოჩვენება ელაპარაკებოდა.კიდევ სიზმარში ეგონა თავი,როდესაც მის ხმას უსმენდა. -მადლობა,რომ გადამარჩინე._უთხრა ნიამ -ნია,მადლობა რომ დაბრუნდი.არ შემეძლო შენი გაშვება.დიდხანს უნდა იცოცხლო_უთხრა სანდრომ და ხელზე ნაზად მოეფერა გოგონას -სანდრო,სესილიზე ვნერვიულობ -სესილიზე?რატომ,რა მოხდა? -ამ დღეში მისი დის გამო ვარ.ის ირინკა თუ ვიღაც ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღების გამო საავადმყოფოში მოიყვანეს.კვდებოდა,თუმცა გადავარჩინეთ,მაგრამ მერე..._შეჩერდა ნია,რადგან სუნთქვა უჭირდა. სანდრო მიეხმარა,რომ ჟანგბადის ნიღაბი გაეკეთებინა და თავისუფლად ესუნთქა.ნია ბალიშს მიეყრდნო,თავბრუ ძალიან ეხვეოდა. -ნია_ჩაესმა სანდროს ხმა -კარგად ვარ,ცოტათი გამიჭირდა სუნთქვა უბრალოდ_უპასუხა ნიამ -თავს ნუ დაიღლი ,მერე მომიყევი -არა,ის გოგო არაადეკვატურად იქცეოდა,ხელი მკრა და თავი დავარტყი,შემდეგ კი გაიქცა -რა?_წამოიყვირა სანდრომ -დამშვიდდი გთხოვ. -კი ,მაგრამ ასე რატომ მოიქცა?შენ რას გერჩოდა?_ჰკითხა სანდრომ -სანდრო,გეტყვი,მაგრამ ჯერ არავის უთხრა,განსაკუთრებით ცოტნეს და გიორგის.სესილი და ცოტნე ერთად არიან და არ მინდა ჩემ გამო ურთიერთობა გაუფუჭდეთ_თქვა ნიამ -კარგი,არ ვეტყვი.მაგრამ ასეთი რა მოხდა? ნიამ ყველაფერი უთხრა სანდროს,რაც მოხდა.მოუყვა,როგორ დაუჯერა გულუბრყვილოდ სესილიმ დას და მერე რა შედეგიც მოყვა ამას. -რა სულელურად მოიქცა სესილი_თქვა გაბრაზებულმა-ჭკუა რატომ ვერ ისწავლა ამ გოგომ.მისი იდიოტი დის გამო კინაღამ ხელებში ჩამაკვდი_სიბრაზისგან კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს სანდრომ -კარგი რა,სესილიმ რა იცოდა.გთხოვ არ გაუბრაზდეთ და არ დაადანაშაულოთ_უთხრა ნიამ-უბრალოდ მინდა დარწმუნდეთ,რომ კარგადაა,ახლახან გაიკეთა ოპერაცია და ირინკა მისი და ლევანის სახლში წაიყვანა.ალბათ ახლა მარტოა.მეშინია ის გიჟი არ მივიდეს და რამე არ დაუშაოს -კარგი,დამშვიდდი.სესილის არაფერი მოუვა_უთხრა სანდრომ და ნიას და თვალები გაუსწორა. -დამპირდი,რომ არ გაუბრაზდები_ისევ თხოვა ნიამ -კარგი_უპასუხა სანდრომ-ახლა დაისვენე. კარგი? -კარგი_უპასუხა გოგონამ და ბალიშს მიეყრდნო ... -პოლიციაში დარეკეთ_უთხრა დათომ იქვე მდგომ ექთანს,როდესაც სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ნახა,თუ როგორ მოექცა ირინკა ნიას. -ალქაჯი,სამუდამოდ ჩავაგდებდი ციხეში_ზიზღით თქვა სანდრომ -მე სესილიზე უფრო გავბრაზდი_თქვა დათომ-ასეთი შეცდომა როგორ დაუშვა,რა დაემართა -არ ვიცი,არ ვიცი_თქვა სანდრომ და კედელს მიეყრდნო-ნია სესილიზე ნერვიულობს,ეშინია ირინკამ რამე არ დაუშაოს -ახლა რომ სესილი ვნახო,ალბათ ძალიან ვაწყენინებ_თქვა დათომ-სანდრო,შენ იცი სესილი შვილივით მივიღეთ და ძალიან გვიყვარს,მაგრამ ძალიან ვბრაზდები,რომ ჭკუა ვერ ისწავლა.რამდენი ცუდის გადატანა მოუწია მისი დის გამო და მაინც იმას ენდო ბოლოს -დიდი შეცდომა დაუშვა_თქვა სანდრომ-დედა რომ გაიგებს ძალიან ეტკინება გული. -ჰო,არც კი ვიცი სოფიას როგორ ვუთხრა.ოხ სესილი_თავი გააქნია დათომ -მამა,გავიდეთ გარეთ ცოტა ხნით._შესთავაზა სანდრომ-ჰაერს ჩავისუნთქავთ.მძიმე ღამე იყო -ჰო,გავიდეთ-დაეთანხმა შვილს მამაკაცი-მგონია,რომ აქ ვიხუთები. ... დათო და სანდრო საავადმყოფოს ეზოში ისხდნენ,როდესაც მათკენ მომავალი სესილი დაინახეს.გოგონა ძალიან აღელვებული იყო. -სანდრო,შეგიძლია ამიხსნა ჩემი და რატომ დაიჭირეს?_იკითხა ხმამაღლა -ტონი შეარჩიე_წარბები შეკრა დათომ და გოგონას მკაცრად შეხედა -პოლიციამ არაფერი მითხრა,მხოლოდ ის მითხრეს,რომ საავადმყოფომ დარეკა,მეტი არაფერი.უნდა ამიხსნათ.რას ერჩით ჩემ დას_ყვიროდა ის. -მართლა გინდა აგიხსნა?_ჰკითხა სანდრომ,ფეხზე წამოდგა და მკლავზე ხელი მაგრად მოკიდა,რომ შენობაში შეეყვა -გამიშვი მტკივა_ცრემლიანი თვალებით ახედა მამაკაცს -რა ხდება?_მიუახლოვდა მათ ცოტნე ,რომელიც გიორგისთან და მიასთან ერთად ახლახანს გამოვიდა შენობიდან და მათ თვალი მოკრა სესილი ცოტნესკენ გაიქცა და მას მოეხვია. -რა დაგემართა?რა მოხდა?_ჰკითხა ცოტნემ -ჩემი და დაიჭირეს_უპასუხა სესილიმ-პოლიციამ მხოლოდ ის მითხრა,რომ საავადმყოფოდან დარეკეს.მინდა ამიხსნათ რას ერჩით ჩემ დას _მიუბრუნდა ისევ სანდროს და დათოს -სესილი,ზედმეტი მოგდის_ხმამაღლა უთხრა სანდრომ -მოიცა,შენი და დაიჭირეს?საავადმყოფო რა შუაშია?_იკითხა ცოტნემ -ნიასთან ხომ არ არის კავშირში ეს ამბავი?_გახედა სანდროს გიორგიმ სანდრომ მას სახე აარიდა.ნიას დაპირდა,რომ არაფერს იტყოდა,მაგრამ ახლა აზრი აღარ ჰქონდა დამალვას. და მათ ყველაფერი მოუყვა. სესილი გაოგნებული უსმენდა მას. -იტყუები._დაიყვირა მან-რატომ გააკეთებდა ამას ჩემი და,ირინკა ნარკომანი არაა -წამოდი და შენი თვალით ნახე_უთხრა დათომ,რომელიც აქამდე ჩუმად იყო-სათვალთვალო კამერებმა ყველაფერი ჩაიწერეს. შენობაში შევიდნენ.ჩანაწერი ყველამ ნახა.გიორგი,ცოტნე და მია საშინელმა სიბრაზემ შეიპყრო.ბრაზისგან მუშტები ისე მაგრად ჰქონდათ შეკრული,ლამის ძარღვები დაიწყვიტეს. -დამპალი კახპა_დაიყვირა მიამ-უნდა მოვკლა.რომელ განყოფილებაშია,მივალ და მოვკლავ_თქვა და ოთახიდან გავრდა. ცოტნე და გიორგი მას დაედევნენ,რომ ცოტათი მაინც დაეწყნარებინათ. სესილის მთელი სხეული უკანკალებდა.ცრემლები ახრჩობდა,როდესა გაიაზრა რამხელა სისულელე ჩაიდინა.იატაკზე ჩაიკეცა და ატირდა.ყველაფერი გაახსენდა,თავისი სიტყვები ჩაესმოდა ყურში,ირინკას გამო ნიას რაც უთხრა. დათოს მისი დამშიდება უნდოდა,მაგრამ გადაიფიქრა,ჯერ კიდევ ბრაზობდა და ოთახიდან გავიდა.მასთან მხოლოდ სანდრო დარჩა. -წამოდი_ნაზად მოკიდა ხელი გოგონას.ფეხზე წამოაყენა და ცარიელ პალატაში შეიყვანა. -დაჯექი_უთხრა და საწოლზე დააჯინა.შემდეგ მაგიდიდან ხელსახოცი აიღო და მიაწოდა,რომ სახე მოეწმინდა. -ნია,როგორაა?_იკითხა ნამტირალევი ხმით -გული ჰქონდა გაჩერებული და მძმედ იყო,მაგრამ ახლა სტაბილურადაა,გონზეც მოვიდა ცოტა ხნის წინ_უპასუხა სანდრომ -მართლა?_გაუხარდა სესილის-ალბათ ჩემი ნახვა არც მოუნდება.წარმომიდგენია როგორ ვძულვარ.არა მარტო მას,ყველას.ახლა ყველას ვძულვარ და ღირსიც ვარ_სახეზე ხელები აიფარა და აიტრდა სანდრომ ხელი მოხვია და მისკენ მიიზიდა. -სულელი ხარ,მაგრამ მაინც მიყვარხარ.თანაც ნია შენზე გაბრაზებული არაა.შენზე ღელავდა.ეგონდა ირინკა რამეს დაგიშავებდა და მთხოვა მომეძებნე -სერიოზულად?_გაკვირვებით შეხედა სანდროს -ჰო_უაპსუხა მამაკაცმა და ცრემლი თავისი ხელით მოწმინდა. -ნიას ნახვა მინდა,შეიძლება?_ჰკითხა სესილიმ -წამოდი_ხელი მოკიდა გოგონას_ცოტა ხნით შეგიყვან -სანდრო,დიდი მადლობა_უთხრა გახარებულმა და მას გაყვა. ... -მოდი სესი_ღიმილით უთხრა ნიამ კართან მდგარ გოგონას,რომელიც შეშინებული უყურებდა მას. სესილი მიუახლოვდა და საწოლის გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა.უჭირდა საუბრის დაწყება.კვლავ შეშინებული უყურებდა ნიას,რომელიც ძალიან ფერმკრთალი იყო და სისუსტისგან თვალების კარგად გახელა უჭირდა,თუმცა ჩვეულებისამებრ სიყვარულით უღიმოდა სესილის. -ნია მაპატიე გთხოვ_თქვა აკანკალებული ხმით და ნიას ხელზე დაადო ხელი -ჩათვალე,რომ არაფერი მომხდარა,დაივიწყე.საპატიებელი არაფერია_უპასუხა ნიამ და მაშინვე გაიკეთა ჟანგბადის ნიღაბი,რადგან ერთი სიტყვის თქმაც კი ართმევდა ძალას.ხვდებოდა,რომ მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა,მაგრამ ცდილობდა ძალა მაინც მოეკრიბა. -შენ რომ ...არა ვერ გადავიტანდი.ჩემ გამო,ჩემი სულელური საქციელის გამო კინაღამ... -კარგი,დამშვიდდი.მე ცოცხალი ვარ.კარგად იქნება ყველაფერი და საკუთარ თავს ნუ იდანაშაულებ კარგი?_უთხრა ნიამ და მისი ხელი დაიჭირა.-იცოდე ,რომ ძალიან მიყვარხარ -მეც ძალიან მიყვარხარ_უთხრა სესილიმ და ლოყაზე აკოცა -ძალიან ნუ გადაღლი_ცივად უთხრა სესილის ცოტნემ,რომელიც ის ის იყო მისი დის სანახავდ შემოვიდა სესილი ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა,ისე რომ ცოტნესთვის არც შეუხედავს. -ცოტნე,ცუდად იქცევი_უსაყვედურა დამ -მისი სულელური საქციელის გამო ნახე რა დაგემართა_თქვა გაბრაზებულმა -კარგი რა,გეყოფა.ნუ ადანაშაულებ იმ გოგოს.რა მისი ბრალია,რომ ალქაჯი და ყავს. -უნდა ეფიქრა,ცოტა უნდა ეაზროვნა_თქვა ცოტნემ -გეყოფა,მასზე ნუ გადატეხავთ ყველანი ჯოხს.არ მინდა სესილის აწყენინოთ_აღელდა ნია და სუნთქვა გაუხშირდა -ნია _შეეშინდა ცოტნეს გოგონა გონებას კარგავდა,სუნთქვა კი თითქმის აღარ შეეძლო შეშინებული ცოტნე პალატიდან გამოვარდა და დათოს დაუძახა. დათო მაშინვე შემოვიდა სანდროს თან ერთად და დროზე მიუსწრო ნიას,კიდევ ერთხელ გულის გაჩერებას გადაარჩინა. შეშინებული ცოტნე გარედან ადევნებდა თვალს ყველაფერს. -როგორაა?_ჰკითხა მან დათოს,როდესაც პალატიდან გამოვიდა -ცოტნე...მდგომარეობა მძიმეა,დაავადება პროგრესირებს და ... -რა დაავადება?_იკითხა გიორგიმ.ვეერ შეამჩნიეს,რომ დათოს უკან იდგა. მის დანახვაზე გაჩყმდნენ.გიორგი კი მათ დაჟინებით უყურებდა,უნდოდა ყველაფერი გაეგო. -ჯობს ვუთხრათ_თქვა ცოტნემ -რა?_ჰკითხა გიორგიმ ცოტნემ და დათომ ყველაფერი უთხრეს ნიას ავადმყოფობის შესახებ.გიორგის თავი საშინელ სიზმარში ეგონა.ნიას მისთვის არაფერი უთქვამს და ახლა მოულოდნელად გაიგო,რომ შეიძლება ის მალე დაკარგოს. -კი მაგრამ_თქვა მან სასოწარკვეთილი ხმით-არ შეიძლებ ოპერაციის გაკეთება?რამე გზა უნდა არსებობდეს,რომ გადარჩეს -ადრე რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა_უპასუხა დათომ-თუმცა უშედეგო აღმოჩნდა,ახლა კი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა,მხოლოდ წამლებით ინარჩუნებს სიცოცხლეს -არ შეიძლება,რომ ეს მართალი იყოს_თქვა და გამეტებით მიიჭირა ხელი სახეზე გიორგიმ ცოტნე მის გვერდით ჩამოჯდა და მხარზე ხელი დაადო. სესილი კედელთან მოფარებულში იდგა და მათი საუბარი ესმოდა.თავი ვეღარ შეიკავა და მწარედ ატირდა. -სესილი_მისკენ წავიდა სანდრო გოგონამ სახე აარიდა.ცოტნე,გიორგი და დათო მას უყურებდნენ.ეშინოდა მათკენ გახედვისგრძნობდა,რომ მხოლოდ სიძულვილით სავსე სახეებს დაინახავდა.მხოლოდ სანდროსგან არ გრძნობდა მსგავს დამოკიდებულებას. ცოტნე ჩუმად იჯდა და ცდილობდა სესილისკენ არ გაეხედა,თუმცა უჭირდა მისდამი ცივი დამოკიდებულების შენარჩუნება,თანაც ნიამაც თხოვა,რომ სესილი არ დაედანაშაულებინათ. -მოდი_სესილისკენ წავიდა ცოტნე და გოგონა გულში ჩაიკრა.სესილიმ მაგრად მოხვია ხელები.ახლა უკვე თბილმა მოპყრობამ აუჩუყა გული და ცრემლებს ვეღარ იკავებდა. -კარგი,კარგი ნუ ტირი ,გთხოვ_ხელით უმშრალებდა თვალებს გოგონას და სახეზე ნაზად ეფერებოდა -მაპატიეთ გთხოვთ_ძლივს მოახერხა,რომ ეთქვა.აღელვებისგან საუბარი უჭირდა.-სულელურად მოვიქეცი,რომ ირინკას ვენდე.ჩემ თავს ვერ ვპატიობ,რომ ნია ჩემ გამო აღმოჩნდა ამ დღეში_ამბობდა ის და კიდევ უფრო მაგრად ეხუტებოდა ცოტნეს. -კარგი_თქვა დათომ და ფეხზე წამოდგა.სესილის მიუახლოვდა და თმაზე მოეფერა-დამშვიდდი.შენზე არ ვართ გაბრაზებულები.ჩვენც ზედმეტი მოგვივიდა.ახლა დამშვიდდი.მალე სოფია მოვა და შემდეგ სახლში წაყევი.კარგი? -ჰო,დათო მართალია_უთხრა ცოტნემ-უნდა დაისვენო.შენთვისაც ძნელი ღამე იყო -კარგი_უპასუხა სესილიმ და დერეფნის ბოლოსკენ გაიხედა,რადგან სოფიას და სალომეს ხმა მოესმა,რომლებიც ანდრიასთან ერთად მათკენ მოდიოდნენ -როგორ არის ნია?_ჰკითხა სოფიამ ქმარს -მძიმე ღამე იყო_უპასუხა დათომ-მაგრამ გადარჩა.უკეთაა,ახლა ძინავს -კარგია_შვებით ამოისუნთქა ქალმა და ქმარს მოეხვია -დათო.დაღლილი ჩანხარ._თქვა სალომემ-მე ვიქნები შენ მაგივრად.მთელი ღამე არ გიძინია_შესთავაზა მან -სალო,დიდი მადლობა ,მაგრამ არაუშავს,ვიქნები.სახლში მაინც ვერ გავჩერდები -ცოტა ხნით მაინც დაისვენე და მერე მოდი.ასე ვერ იმუშავებ_უთხრა ანდრიამაც -სანდრო,შენც წადი_თქვა სალომემ-შენც აქ იყავი მთელი ღამე-ხომ იცით ნიას არ მოვშორდები,მშვიდად იყავით -რა თქმა უნდა ვიცი_უპასუხა სანდრომ-კარგი ცოტა ხნით წავალთ,მაგრამ რამდენიმე საათში დავბრუნდებით -თუ რამე შეიცვლება აუცილებლად დაგვირეკე_უთხრა დათომ-სესილი,შენც წამოდი. -ჰო,დათოს გაყევი საყვარელო,დაღლილი ჩანხარ_სახეზე ნაზად მოეფერა სოფია გოგონას. ... -კარგი რა მამა,მართლა კარგად ვარ.აი ხომ მხედავ_ეუბნებოდა ნია მამამისს და ფეხზე წამოდგა,რომ კამერაში კარგად დაენახა თორნიკეს . -ძალიან ვინერვიულე.რეისი გადაიდო და წუხელ ვეღარ გამოვფრინდი_ეუბნებოდა თორნიკე-მარისაც საერთოდ არ უძინია,დილით ძლივს დაეძინა -აუ,მართლა კარგი რა_გაეცინა ნიას-ტყუილად ნუ წამოხვალთ და საქმეს ნუ მოწყდებით,დედასაც უთხარი,რომ კარგად ვარ,დღეს სახლში დავბრუნდები,თანაც თვის ბოლოს გნახავთ კონცერტზე. -კარგი,კარგი_თავი გააქნია თორნიკემ-თავს მიხედე,ზედმეტად ნუ დაიღლები.იცოდე რომ დათოსთან ხშირად ვსაუბრობ და ყველაფერი ვიცი -გპირდები,რომ თავს მივხედავ_მამას გაუღიმა ნიამ -მომენატრე ძალიან შვილო -მეც მამა,შენც და დედაც.დედას მოკითხვა გადაეცი ჩემგან როცა გაიღვიძებს და უთხარი ,რომ ტყუილად ნუ ინერვიულებს.აბა ახლა წავედი_ხელი დაუქნია მამას -კარგი ნია,დროებით.საღამოს კიდევ დაგირეკავ. ნიამ ტელეფონი გათიშა. -შემოდით_დაიძახა ნიამ,როდესაც კარზე კაკუნი გაიგო პალატაში ლუკა და მია შემოვიდნენ. -როგორ მიხარია,რომ უკეთ ხარ_უთხრა ლუკამ და მაგრად მოეხვია -მე კიდევ შენი ნახვა მიხარია,ხუჭუჭა_გაუღიმა ნიამ და თმაზე მოეფერა ბიჭს -როგორც კი გამაგებინა მამაჩემმა მაშინვე წამოვედი,ბათუმში ვიყავი.ძალიან ვინერვიულე_უთხრა ლუკამ -სანერვიულო არაფერია,იმიტომ რომ კარგად ვარ._უთხრა ნიამ-თანაც დღეს სახლში ვბრუნდები,გიოს ველოდები და წავალ. წინადადება დასრულებული არ ჰქონდა,რომ გიორგი შემოვიდა.ნია წამოდგა და მოეხვია.გიო მიას და ლუკასაც მიესალმა -კარგად ხარ?_ჰკითხა ნიას და აკოცა -ჰო,ცოტა ხნის წინ ექიმმა გამსინჯა,დათო და სალომეც იყვნენდა შეიძლება ,რომ სახლში წავიდე_თქვა გახარებულმა-მეტიც რეპეტიციებსაც გავაგრძელებთ,ხომ არ დაგავიწყდა,რომ თვის ბოლომდე სულ რამდენიმე დღე დარჩა -არა,მაგრამ..._თქვა გიორგიმ-იქნებ არ ღირს,არ მინდა დაიღალო. -ჰო,გიოს ვეთანხმები_თქვა ლუკამაც -არ დავიღლები.არ მინდა,რომ ამ შანსზე უარი ვთქვათ._უპასუხა მათ ნიამ -მე უბრალოდ მინდა,რომ კარგად იყო_უთხრა გიორგიმ გოგონას და მოეხვია. -კარგად იქნება ყველაფერი_ახედა ნიამ მამაკაცს და სახეზე ნაზად შეახო ხელი.-ახლა წავიდეთ კარგი?_თქვა მან-აღარ შემიძლია საავადმყოფოში ყოფნა -ნეტავ ექიმი მაინც არ იყო_გაეცინა მიას -როგორც პაციენტს არ შემიძლია _განუმარტა დას და თვითონაც გაეცინა. -მიდიხარ?_ჰკითხა სანდრომ,როდესაც პალატიდან გამოვიდნენ -ჰო,უკვე შეიძლება_უპასუხა ნიამ -მიხარია,რომ უკეთ ხარ_უთხრა სანდრომ -შენ გადამარჩინე,არც კი ვიცი თუ შეიძლება როგორმე მადლობა გადაგიხადო_უთხრა ნიამ და სანდროს მოეხვია -არის გზა,რომ მადლობა გადამიხადო_უპასუხა სანდრომ-თავს უნდა მიხედო და წამალი რეგულარულად მიიღო. ნიას გაეღიმა.სანდრო ხელზე მოეფერა გოგონას. -წავედით?_იკითხა გიორგიმ და ნიას მკლავზე ფრთხილად მოკიდა ხელი. -დროებით სანდრო_დაემშვიდობა მამაკაცს და დანარჩენებთან ერთად წავიდა. ... -დათო,გცალია?_იკითხა სალომემ -შემოდი სალო_უპასუხა მამაკაცმა და ფეხზე წამოდგა,რომ სალომეს მისალმებოდა.-დაჯექი_უთხრა ქალს და სკამი შესთავაზა -მადლობა_უპასუხა მან და ჩამოჯდა-დათო,რაღაც მინდა გითხრა -მოხდა რამე?აღელვებული ხარ. -ჰო_უპასუხა ქალმა-არც კი ვიცი საიდან დავიწყო -სალო,მაშინებ_თქვა დათომ-რა მოხდა? ქალმა კონვერტი გაუწოდა. -ეს რა არის? -გახსენი_უპასუხა სალომემ დათომ კონვერტი გახსნა და ფურცელი ამოიღო. -დნმ-ის ტესტი -ჰო_თქვა ქალმა-დადებითი პასუხით დათო ფურცელს დაჰყურებდა და თვალებს არ უჯერებდა. -ეს როგორ?_თქვა გაკვირვებულმა-სესილი როგორაა ჩემი შვილი? -არ ვიცი დათო,არ ვიცი_ფეხზე წამოდგა ქალი,რადგან ძალიან ღელავდა-თვითონაც ვერაფერი გამიგია დათო ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იყო.ხმას ვერ იღებდა.სალომეს შეეშინდა ცუდად არ გამხდარიყო და წყალი მიაწოდა.მამაკაცმა ცოტა წყალი მოსვა და ჭიქა მაგიდაზე დადო. -ის ქალი უნდა ვნახო_თქვა დათომ და წამოდგა -ვინ? -თავს რომ მზარეულად ასაღებდა და ჩვენთან მუშაობა დაიწყო.იმას ეცოდინება ყველაფერი და მისი მოკვლა რომც დამჭირდეს ყველაფერს ვათქმევინებ_სიბრაზისგან მუშტებშეკრული ამბობდა. -დამშვიდდი,სისულელეს ნუ ჩაიდენ_ეუბნებოდა სალომე-მარტო არ წახვიდე.ანდრიას დავურეკავ_უთხრა სალომემ და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. ... ანდრიას შუამდგომლობის შედეგ დათო,როგორც იქნა შეუშვეს საკანში.ქალი მის წინ დაჯდა და დამცინავად უყურებდა მამაკაცს. როცა გაიგო თუ რატომ იყო მოსული კიდევ უფრო ირონიული გამომეტყველება მიიღო.ახარებდა,რომ დათო სასოწარკვეთილი იდგა მის წინაშე და სულაც არ აპირებდა კითხვებზე გაეცა პასუხი. დათოს სიბრაზე მოერია,ვეღარ მოითმინდა და ქალს ყელში წვდა,ანდრია რომ არა შემოაკვდებოდა.როგორღაც შეძლო დათოს დამშვიდება. ქალს ცოტათი შეეშინდა და გადაწყვიტა მისთვის ყველაფერი მოეყოლა. როგორც მისი ნაამბობიდან გაარკვია სოფიას და მისი შვილი არ დაღუპულა,იმ დროს,როდესაც სოფიამ იმშობიარა ის ექთნად მუშოაბდა და ცოცხალი ბავშვი მკვდარით შეუცვალეს,გოგონა კი გაყიდეს.სწორედ კვალის ასარევად მოუყვანეს სოფიას მკვდარი ბიჭი. მანქანამდე ისე მივიდნენ,რომ დათოს ხმა არ ამოუღია.შოკირებული,გონებაარეული იყო ამ ამბის გამო. -სოფიას უნდა ველაპარაკო_თქვა დათომ -კარგი,მაგრამ ჯერ შენ თვითონ უნდა დამშვიდდე_უთხრა ანდრიამ და მანქანაში ჩაჯდა -ჰო,ასეთ დღეში რომ მნახოს სოფიამ კიდევ უფრო ინერვიულებს.გეფიცები,შენ რომ არა იმ ქალს მოვკლავდი_თქვა დათომ და გამეტებით დააჭირა ქვედა ტუჩს კბილი. -არ ვიცი,სოფიას როგორ ვეტყვი ამ ყველაფერს.ჯერ მე თვითონ უნდა გავიზარო ყველაფერი.შვილი,რომელსაც ვგლოვობდი,თურმე ცოცხალია და ჩემ თვალწინ ცხოვრობს.სოფია წლების განმავლობაში დარდობდა და ცოცხალ შვილს გლოვობდა.მწარედ ვაზღვევინებ მაგათ. -აუცილებლად დაისჯებიან_თქვა ანდრიამ და მამაკაცს მხარზე დაადო ხელი-ყველანი დაისჯებიან,სესილის მშობლებიც,იმ ქალს კი სასჯელს დაუმატებენ. -ცუდია,რომ ის ალქაჯი ნონა მკვდარია_ზიზღით ჩაილაპარაკა-ყველაფრის თავი ის იყო და იმ არაქალის გამო 23 წელი გავატარე შვილის გარეშე. -დამშვიდდი გთხოვ._თქვა ანდრიამ-იცი რას ვფიქრობ?-თქვა მან-ცოტა მოიცადე,შენც დაწყნარდები და მერე მშვიდად დაელაპარაკები სოფიასაც და სესილისაც -მართალი ხარ_უთხრა დათომ-თანაც ახლა იმდენი რამ მოხდა.ნიას ამბავი,სესილის ვითომ და დაიჭირეს. -ჰო,სესილისაც ჭირდება ცოტა დრო,რომ გონზე მოვიდეს,თანაც ხომ გახსოვს რამდენიმე დღეში კონცერტზე მიდის და არ ღირს მისი ანერვიულება. -ჰო_დაეთანხმა დათო-კონცერტის შემდეგ დაველაპარაკები ორივეს._თქვა და ღრმად ჩაისუნთქა-არ ვიცი ძალა თუ მეყოფა -რა თქმა უნდა გეყოფა._თქვა ანდრიამ-მომისმინე,ახლა მთავარი ისაა,რომ შენი და სოფიას შვილი არ გარდაცვლილა ,თანაც მგონია,რომ სესილისაც არ ეწყინება დიდად,რომ ის ხალხი მისი ნამდვილი მშობლები არ არიან.ხომ ვიცით რამდენი ცუდი გადაიტანა მათ გამო. ... -ნია,გძინავს?_ოთახის კარი ოდნავ შეაღო ცოტნემ -მოდი _ გაუღიმა ძმას ნოე გოგონას მიუახლოვდა და გვერდით მიუწვა.ნიამ ბავშვს ხელები მოხვია და თავზე აკოცა. -რა კარგია სახლში რომ ხარ_უთხრა ბავშვმა-შემეშინდა.არ მინდა უშენოდ ყოფნა. -ჩემო პატარა_უთხრა ნიამ ბავშვს და ლოყაზე აკოცა-ნუ გეშინია,არასდროს მიგატოვებ -მპირდები?_ჰკითხა ბავშვმა და მის თმაზე თამაში განაგრძო. -აბა რა_უპასუხა ნიამ და კიდევ ერთხელ აკოცა -გიორგის რომ გაყვები ცოლად და წახვალ?_მოწყენილი ხმით თქვა ბიჭმა -ვაიმე,რა სულელი მყავხარ_გაეცინა ნიას და პატარა ცხვირზე მოეფერა ბავშვს-არსადაც არ მივდივარ.ხომ ჩვენ ოთხი სულ ერთად ვიქნებით. ნიამ სიყვარულით სავსე თვალებით დახედა მასზე მიხუტებულ პატარა ძმას და თმაზე მოეფერა.ბავშვს მალე ჩაეძინა.ნია ღიმილით უყურებდა მძინარე ბავშვს და ლოყაზე ნაზად ეფერებოდა. საწოლიდან ფრთხილად წამოდგა და ნოეს საბანი დააფარა,თვითონ კი სამზარეულოში შევიდა წყლის დასალევად,სწორედ ამ დროს მოესმა კარზე ზარის ხმა და შემოსასვლელისკენ წავიდა. -სანდრო?_გაუკვირდა მისი დანახვა -საღამო მშვიდობისა ნია_მიესალმა გოგონას და გადაკოცნა -საღამო მშვიდობისა,მოდი შემოდი_შემოიპატიჟა სახლში და კარი დახურა. -ბოდიში,რომ ასე გვიან გაწუხებ_უთხრა მამაკაცმა-პირდაპირ საავადმყოფოდან მოვდივარ,მინდოდა მენახე -რას ამბობ,რა ბოდიში_უპასუხა ნიამ-პირიქით,მადლობა ყურადღებისთვის.-ყავას ხომ დალევ? -აჰა,სიამოვნებით_უპასუხა მამაკაცმა -თან გემრიელი ნამცხვარი მაქვს,დღეს გამოვაცხვე -რა კარგია,შენი გამომცხვარი ნამცხვარი მომენატრა_უთხრა სანდრომ ნიას გაეღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა. -მარტო ხარ?_ჰკითხა სანდრომ ნიას,როდესაც ყავით სავსე ფინჯანი გამოართვა. -არა,ნოეა სახლში ,ცოტა ხნის წინ ჩაეძინა.ცოტნე სესილისთან ერთად გავიდა და მია ლუკასთან ერთად_უპასუხა ნიამ -ისე,მიას და ლუკას ერთად ვერ წარმოვიდგენდი_გაეღიმა სანდროს -ჰო,მეც_უპასუხა გოგონამ-ერთმანეთი რომ გაიცნეს პატარები იყვნენ და თან სულ ჩხუბოობდნენ. -ჰო.ძლივს ვაშველებდი ხოლმე ერთად რომ იყვნენ_გაეცინა სანდროს-კარგი დრო იყო არა?ზოგჯერ ისე მენატრება_ამბობდა მოგონებებში ჩაძირული. -ჰო,კარგი დრო იყო. -ნეტავ არ დასრულებულიყო_სევდიანად თქვა მამაკაცმა და ნიას გახედა ნიამ სახე აარიდა.ხვდებოდა საითკენაც მიყავდა საუბარი და არ უნდოდა ამ თემაზე საუბრის გაგრძელება. -სანდრო,საავადმყოფოში რა ხდება?_სცადა თემის შეცვლა -არაფერი ისეთი,ჩვეულებრივ ყველაფერი. -ერთი სული მაქვს მუშაობას როდის გავაგრძელებ.საოპერაციოში ყოფნა მენატრება. -ნია,მხოლოდ რამდენიმე დღე გავიდა_ჩაეცინა სანდროს -ჰო ვიცი,ვიცი მაგრამ მაინც ვეღარ ვითმენ... საუბარი კარზე ზარის ხმამ შეაწყვეტინათ.ნია კარის გასაღებად წავიდა. -გიო_წამოიძახა გახარებულმა და მამაკაცს მოეხვია. -მომენატრე_უთხრა გიორგიმ და აკოცა. -მოდი_უთხრა ნიამ და მისაღებ ოთახში შეიყვანა გიორგის სანდროს დანახვაზე ღიმილი სახეზე შეეყინა.წარბშეკრული უყურებდა მათ.ნაძალადევად მიესალმა მამაკაცს და დივანზე ჩამოჯდა მათ გვერდით. ______________________________________________________________________________ იმედი მაქვს მოგეწონებათ.მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დროს მითმობს.ბოდიში რომ დავაგვიანე,სამწუხაროდ უფრო ადრე ვერ მოვახერხე ატვირთვა.სულ 3 თავი დარჩა და დამთავრდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.