შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში (თავი 10)


3-08-2018, 20:38
ავტორი n-strovet
ნანახია 1 619

ნიკას გამოემშვიდობა და სახლისკენ დაიძრა. შინაგანად მოუსვენრად გრძნობდა თავს, რაღც აწუხებდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა “სიცხის ბრალია” გაიფიქრა და კონდიციონერი ჩართო მანქანაში. სახლში მისვლამდე ნინელის დაურეკა თუმცა ყურმილს არავინ იღებდა, რამდენჯერმე სცადა, მაგრამ უშედეგოდ. მესიჯის გაგზავნა გადაწვიტა, მანქანა იქვე მარკეტთან გააჩერა და ტელეფონი ხელში აიღო, “როგორც კი ესემეს წაიკითხავ ეგრევე დამირეკე, ვღელავ შენზე” მესიჯი გაგზავნა, საფულე აიღო და მანქანიდაან გადმოვიდა. მარკეტში შევიდა რამდენიმე სახის ოჯახური ნაყინი იყიდა კიდევ ჩიფსები და ფორთოხლის ნატურალური წვენი. სალაროში ფული გადაიხადა და მანქანაში ლაღად ჩაჯდა. მანქანა დაქოქა და იქევ გზას გაუყვა. ტელეფონზე ესემესი მოუვიდა, ნინელი ეგონა და სწრაფად გახსნა თუმცა ხელში ნიკას ესემესი შერჩა “მომენატრე, საღამოს არ შემხვდები?”
“არ ვიცი, შეიძლება შეგხვდე, შეგატყობინებ “
“შენ არ მოგენატრე?”
“უფრო შენი თვალები მომენატრა” გაიცინა და ავტოფარეხშიც ასე სიცილით შეაყენა მანქანა.
“მე კი შენი ყველაფერი, განსაკუთრებით დარცხვენილი თვალები და ღაწვები, რომელიც წითლად იფარკლება” ესემესის წაკითხვისას გადაიკისკისა და ასე მხიარულად შევიდა სახლში. პროდუქტები სამზარეულოში დახლზე დადო და ზემოდ ავიდა, იფიქრა ჯერ წყალს გადავივლებ და შემდეგ შევჭამო. კიბები სწრაფად აირბინა ოთახში უნდა შესულიყო კაბინეტინა ხმაური, რომ შემოესმა “მამა სახლშია?” გაიფიქრა და სწრაფი ნაბიჯებით გაიარა ჰოლი. კაბინეტს მიუახლოვდა, იქედან კი თეას ჩუმი საუბარი გაიგონა, როგორც ჩანს ცდილობდა არავის გაეგო. ლილიანი ფეხისწვერებზე დადგა და ნელ-ნელა მიუახლოვდა კარებს”რას აკეთბს მამას კაბინეტში?, რამდენს ბედავს აქ, რომ შედის” სმენა, რაც შეეძლო დაძაბა და საუბრის მოესმენა დაიწყო.
-ვიცი, მაგრამ ეხლა ნამდვილად არ მცალია….ელზაზე უნდა გავარკვიო რაღაც რაღაცეები და შემდეგ შეგხვდები...ვიცი, ისევ უნდა ვიარო ფსიქოლოგთან თორემ ის გოგო ჩამოვიდა და ჩემი დაწყნარებული ნერვებიც წამში გაანადგურა, შენ ვერ წარმოიდგენ, რამდენს ვუთმენ. ეხლა კიდევ შეიცვალა და მოსვა მამამისმა თორემ მთლად გიჟი იყო….დიახაც დათომ ასწავლა ვინ არის აქ პირველი, დათოს ხათრით თორემ დიდი ხნის წინ ვანახებდი, როგორ უნდა მომექცეს ამდენ დამცირებებს, რომ ვიტანდი ეს დაავიწყდა შეიძლება, მაგრამ მე არა….კარგი შენ მომიყევი, რა ქნა თიკომ დაცილდა ქმარს?-ეს უკვე აღარ აინტერესებდა ლილიანს, გაბღვერილი დაბრუნდა თავის ოთახში. ყველაფერი უტრიალებდა თავში რაც თეამ თქვა და ადგილს ვერ პოულობდა
-ესეიგი ასე არა ქალბატონო თეა, მე შენ გასწავლი ჭკუას, ცხვრის ტყავში გამოწყობილო ძუკნავ-ბოლთას სცემდა ბალიშებს დაწვდა და კედელს მიახეთქა-მოაკლდა ჩემი ხელი, არაუშავს ავანაზღაურებ-თავი დააქნია და აწეწილ თმებს სარკეში მოავლო თვალი-ჯერ შხაპი უნდა მივიღო-ამოიხვნეშა, სასურველი ნივთები ხელში მოიქცია და აბაზანაში შეცვიდა. დაახლოებით ორი საათი ინებირვა ქალბატონმა, პირსახოც შემოხვეული გამოვიდა კარადიდან წითელი თეთრკოპლებიანი კაბა-ხალათი გამოიღო და ჩაიქცვა. თმები ჩაიბრწნა, წინ კი რამდენიმე ღერი თმა ჩამოიყარა. ტუჩის ბალზამი წაისვა და თავი შეათვალიერა სარკეში.
-კარგია-კმაყოფილმა გაიღიმა და ქვემოთ ჩავიდა. ღიღინით შევიდა სამზარეულოში, დახლზე დადებულ პროდიქტების პარკში ჩაძვრა თუმცა იქ წვენი აღარ დახვდა-სად წავიდა?-მაცირის კარი გამოაღო თუმცა არც იქ არ დახვდა
-ამას ეძებ?-უკნიდან მოესმა ლევანის ხმა. ლილიანიც მისკენ შებრუნდა და გაკრეჭილ ლევანს, რომელსაც ცალ ხელში ნახევრად ავსებული ჭიქა, ცალში კი წვენი ეჭირა წარბებშეკრულმა შეხედა
-იქნებ ჯერ დამეკითხო-აგდებული მზერით შეხედა. და აი ისიც, დაბრუნდა ეს ნამდვილად ძველი ლილიანი იყო.ლევანს წამედი დაჭირდა ამის გასააზრებლად და უფრო გაუფართოვდა ღიმილი სახეზე.
-მომინდა და რა მექნა? ვიცოდი, ჩემზე იზრუნებდი და წამოიღებდი ნაყინსაც-პარკში ჩაძვრა და საოჯახო ნაყინს ხელი დაავლო-არ გინდა?
-არა ჭამე, ყველა შენ გქონდეს-გაიბუზა გვერდის ავლა სცადა, მაგრამ ლევანიმ არ გაუშვა.
-ვიცი, გაბრაზებული ხარ და მაპატიე არ უნდა მოგცეოდი ასე ცუდად, იმის მაგივრად, რომ მადლობა გადამეხადა გაგიბრაზდი-ხელბი გაითავისუფლა და ლილიანს მაჯებში ჩასჭიდა ხელი-მაპატიე რა-თალებში ჩახედა, პირველად გაუსწორა მისი ნისლისფერი თვალები ლილიანის ჭაობისფერ თვალებს. მისი თვალები სულ სხვანაირი იყო, არ გავდა ძველი ლევანის თვალებს ის ძალიან გრუბი და ცივი იყო, ეხლა კი, საკმაოდ დიდ სხივებს გაუნათებია და გაელღვო ის ყინული რაც მასში იყო. -კარგი შეცდომა უნდა გამოვასწორო-ამოიხვნეშა და ცალი ხელი ნიკაბზე მიიდო-იქნება ბოულინგზე წავიდეთ?
-სად?-თვალები დაკვესა-შენთან ერთად არსად არ წამოვალ-ხელი გაითავისუფლა, გადაიჯვარედინა და ცხვირი აიბზუა
-გთხოვ, მარტო არ წავიდეთ მე, შენ, ნინელი და ბიჭბი რას იტყვი-მაცდურად აათამაშა წარბები-ჰე, გავერთობით თან ნინელისა და სანდროს ერთმანეთ შევახვედრებთ, სიკეთესაც გავაკეთებთ
-ეგ კარგი აზრია-კაირიჭა
-ერთი პირობით-საჩვენებელი თითი ზემოდ აწია-ნიკა არ დამანახო იქ, მხოლოდ იმ შემთხვევაში წაგიყვან
-ნიკა ჩემი შეყვარებულია, ამიტომ ისიც წამოვა-წარბები შეკრა და ფეხები დააბაკუნა იატაკზე.
-შეყვარებული?-თვალები გააფართოვა და ხელები მომუშტა. თქვენ, რომ მის გულში ჩაგეხედათ ნამდვილად გაოცდებოდით. ეს ბიჭი, როგორ კარგად თამაშებს, რომ არ იმჩნევს იმ ბრაზ და ტკივილს რასაც ეხლა განიცდიდა. მოდი მე გეტყვით ეხლა რას განიცდის... რაც არ უნდა ვუარყოთ ყველა ჩვენგანში არის მესაკუთრეობის გრძნობა, უბრალოდ ზოგი თავიდანვე ხვდება ამას, ზოგი კი რაიმე ან ვინმე ახვედრებს ამ ყველაფერს, ესე იყო ლევანიც, ნუ ის თავიდანვე მესაკუთრე ეგოისტი იყო და ეხლა მითუმეტეს. ეს ხომ უბრალო სიყვარული არ იყო, ეს იყო წრფელი და კამაკამა სიყვარული, როგორც ლევანი ამბობს (თავისთვის ჩემად გულში) მან ლილიანი დაუკითხავად მიისაკუთრა და ეხლა მიხვდა, რომ ვიღაც ართმევს მის თავს, თან ის ვიღაც ნიკაა, ის ბიჭი, რომელიც ლევანისთან საკმაოდ დიდი ხანია შუღლი აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ეხლა არ აინტერესებს. ლევანს ის ტკივა, რომ ლილიანის გულში მისი ადგილი სხვამ დაიკავა და მას მიუძღვნის საკუთარ თავს. ვერასოდეს მიეკარება და ჩაეხუტება, ვერ აკოცებს და ვერ ეტყვის თუ როგორ უყვარს. ამ ყველაფერს სხვა გააკეთებს, სხვა გააბედნიერებს მას და აგრძნობინებს ამ ქვეყნიურ ბედნიერებას. იგრძნო, როგორ გამოტოვა გულმა რამდენიმე დარტყმა. უნდოდა მთელ ხმაზე დაეყვირა და სულიერი ტკივილი ხორციელ ტკივილად ექცია, ის უფრო ადვილი იყო, წამში იფიქრა კიდევაც “ჯანდაბა მამასთვის მიცემულ პირობას!, ლილიანს ხელს ჩავკიდებ და გავიქცევი” მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ წამიერი გაფიქრება იყო. ხვდებოდა, რომ ლილიანს ვერ გააბედნიერებდა და უფრო მეტ ტკივილს მოუტანდა, როდესაც სიმართლეს გაიგებდა, მაგრამ მისი მეორე მე სულ სხვა რამეს გაისძახოდა.-ანუ...თქვენ სიყვარული აუხსენით ერთმანეთს?-ნერწვი მძიმედ გადაყლაპა და ცდილობდა მის ხმაში ბზარი დაემალა,
-ვიცოდი, რომ არ გაგიხარდებოდა, მაგრამ ესეთი რეაქცია? შენი ხმა...-არეულად დაიწყო საუბარი, უფრო ბუტბუტებდა თავისთვის.
-ხო რა ჩემი საუბარი?-მის თვალებში სითხე ჩამდგარიყო და ის სხივები რაც რამდენიმე წამის წინ ხედავდა ლილიანი, გამქრალიყო-იცი რა მინდა?-თვალები მოჭუტა და დააშტერდა
-რ..ა?-ნერწვი მძიმედ გადაყლაპა და ოდნავ უკან დაიხა
-ეხლა იცი რა მინდა?-ისევ გაუმეორე შეკითხვა და მანაც გადადგა მისკენ ერთი ნაბიჯი-მინდა ეხლა სწრაფად მოემზადო და წავიდეთ-მოცილდა და გვერდი აუარა. კიბეებზე ნელ-ნელა ასვლა დაიწყო-დიდხანს არ დაგელოდები, შრვალი ჩაიცვი-ბოლო ბრძანებაც გასცა და განაგრძნო გზა ოთახისკენ. როგორც კი ოთახში შევიდა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, აბაზანაში შევიდა ონკანი მოუშვა და სახეზე წყალი შეისხა-სულელი ხარ-გაიცინა და მუჭი დაარტყა ნიჟარას-შენი აზრით შეძლებ მის გაბედნიერებას?-სარკეში ჩააშტერდა მის თავს-მითხარი!-დაიყვირა-როგორ იფიქრე, რომ შეგიყვარებდა შენნაირ...უბადრუკს, რას მისცემ შენ მას?-უფრო ახლოს მისწია სარკესკენ თავი და თვალები გააფართოვა. გვერდიდან, რომ შეგეხედავთ ნამდვილად იფირებდით, რომ გაგიჟდაო-ერთი უბადრუკი კაცი ხარ, მხოლოდ შურისძიებაზე ფიქრობ, არ იცი არც გრძნობების გამოხატვა და არც ბედნიერბის მინიჭება ადამიანისთვის. და ლილიანის გაბედნიერებას რითინ აპირებ? თქვი!, რით აპირებ იმ გოგოს გაბედნიერებას ვის გამოც იტირე კიდევაც, რას იზამ? ბედნიერ ოჯახს შექმნი იმ ადამიანის შვილთან ერთად ვინც მამა მოგიკლა? ჯანდაბა!-იღრიალა და მუჭი დაარტყა სარკეს-ამის დედაც! ჯანდაბა!-ისევ დაიღრიალა და ისევ დაარტყა, ოღონდ ეხლა უფრო ძლიერად. აისახა კიდევაც ლევან კილასონიას ტკივილი სარკეზე, იმ ადგილას სადაც დაარტყა ჩარღმავებული და გაბზარული იყო, ორივე ხელი ნიჟარას დააყრდნო და თავი ჩაღუნა. ცდილობდა დამშვიდებულიყო, რამდენიმე წუთი გაგრძელდა ესე. შემდეგ თავი ამოყო და გაბზარულ სარკეში ჩაიხედა -ესღა მაკლდა-ამჯერად ამოიჩურჩულა. შეხვეულ ხელს დახედა, რომელზეც რამდენიმე სარკსი ნამსხვრევი იყო ბინტში შესული და გადატყავებულ ხელიდან ისევ სისხლი სდიოდა. უჯრიდან მაკრატელი ამოიღო, ბინტი გახსნა წყლის ჭავლი გადაივლო და პირსახოცით ნელ-ნელა დაიწყო გამშრალება-ვიცი, რომ ყველანაირ სამედიცინო წესებს ვარღვევ, მაგრამ ნამდვილად ვერ ავუხსნი ლილიანს ამ ყველაფერს-ისევ გადაიხვია ხელი და სააბაზანოდან გავიდა.
…..
ლილიანმა ლევანის “რჩევა” გაითვალისწინა, ჯინსის ღია შარვალი , შავი ზედა და კეტები ჩაიცვა. თმები გაიშალა და შავი კეპი დაიხურა. ტელეფონი მოიმარჯვა და ნინელის დაურეკა, მაგრამ ისევ არ იღებდა. ოთახიდან უნდა გასულიყო, როდესაც გაჩერდა, “საღამოს აგრილდება, მოსაცმელს წავიღებ” გაიფიქრა და ჯინსის მოსაცმელს დაწვდა. კიბეებზე ჩავიდა და ისევ დაურეკა ნინელის.
-სად არის ეს გოგო მთელი დღე?-ისევ დარეკა და დაახლოებით მეოთხე ზარზე აიღო, მაგრამ მისი ხმა ძალიან შეცვლილი იყო, თავიდან იფიქრა კიდევაც ნინელი არ არის და შემეშალა ნომერიო-ნინელი შენ ხარ?
-კი, რატომ რეკავდი?-ჩამხჩალი ხმით გადმოსძახა ტელეფონს იქეთ
-იტირე?-თვალები გააფართოვა-რა გჭირს, მეტყვი საერთო? ან რამდენჯერ დაგირეკე ესემესიც კი მოგწერე, შენკი ერთი მესიჯი დაგენალა უბროლოდ, რომ მოგეწერა კარგად ვარო. ეხლავე ადგები მოწესრიგდები და წამოვალ გასაგებია?-ეს ყველაფერი ისე მიაყარა ნინელის ხმის ამოღება არ აცადა.
-სად უნდა წამოვიდე?, კარგი რა-ამოიწუწუნა
-მე გამოგივლი და წაგიყვან სადაც მივდივარ, ერთი ვერ ჩაგიგდე ხელში, მაგრამ არაუშავს მოვიცლი შენთვის. მოემზადე და არ მალოდინო, ვთიშავ ეხლა-უცებ გათიშა და კიბეებისკენ გაიხედა-ლევან დავობდი ჩამოდი რა…-დაიყვირა და ტელეფონზე ესემესი მოუვიდა.
“ნუ ყვირი, ჩამოვალ ორ წუთში”
ლევანიც მალევე ჩამოვიდა. ლილიანმა დაიჯინა, რომ მისი მანქანით წასულიყო. გზაში თითქმის სულ ლილიანი ლაპარაკობდა ლევანი კი ჩუმად იყო და უყურებდა. მის თითვეულ ნაქვთს იმახსოვრებდა და შიგადაშიგ ეღიმებოდა კიდევაც. ლილიანისგან გაიგო, რომე დათო ლევანს დაბადების დღისთვის მანქანის ჩუქებას აპირებდა, თავი უხერხულადაც კი იგრძნო და კატეგორიულად განიცხადა, რომ მისგან არანაირ საჩუქარს არ მიიღერბდა, მითუმეტეს ესეთ ძვირიანს. ნინელის გაუარა წამში მიიპყრო მისმა ფერდაკარგულმა სახემ და საკმაოდ დასუსტებულმა სხეულმა ლილიანის და ლევანის ყურადღება. ლიიანმა, რამდენჯერმე კითხა გზაში თუ რა ჭირდა, მაგრამ ნინელი არაფელს არ ეუბნებოდა. ლევანი აკვირდებოდა და ხვდებოდა ეს ის ნინელი არ იყო, ეს არ იყო მხიარული გოგო, რომელიც ლევანმა გაიცნო. ის ნინელი მთელ მანქანას დაიმხობდა თავზე და ყველაფერზე იღადავებდა, მას კი უბრალოდ საქარე მინაზე ჰქონდა თავი მიყრდნობილი და ფიქრებში იყო წასული. ბოულინგის დარბაზში, როდესაც დათა და სანდრო დაინახა სახე შეევლა და ლილიანის ხელი, რომ არა იქვე წაიქცეოდა. სანდროს ღიმილმა გადაურბინა და ხელი დაუქნია მათთან, რომ მისულიყო, დათა კი უბრალოდ გაკვირვებული უყურებდა.
-ხელი არ გამიშვა-ამოიჩურჩულა და თვალებში სითხე ჩაუდგა
-რა გჭერს-დამფრთხალმა შეხედა და ნინელის ხელს დავისი დაადო.
-გთხოვ...მართლა წავიქცევი, შენ თუ ხელს გამიშვებ-ხმის კანკალით უთხრა და თითები უფრო მოუჭირა
-ფერი საერთოდ დაკარგე, რა ჯანდაბა დაგემართა ამ თვე-ნახევარში?
-გთხოვ, უბრალოდ გამიყვანე აქედან და წყალი მიყიდე -სუნთქვა აჩქარებულმა წარმოთქვა.
-კარგი შეძლებ სიარულს?
-კი-თავი დაუქნია სწრაფად
-გოგოებო რა შვებით-ლევანი მიუახლოვდა მათ- ხომ კარგად არის?-ნინელიზე მიანიშნა
-კი უბრალოდ...ამმ...ალერგია აქვს და ესე ემართება-სწწრაფად იცრუა-გავალთ და მოვალთ, წყალს ვუყიდი კარგი?
-მე ვიყიდი წავალ-წასასვლელად დაიძრა, მაგრამ ლილიანის ხმამ გააჩერა
-არ არის საჭირო, მოვალთ მალე
-კარგი, მე ბიჭებთან ვიქნები-მათკენ გაიშვირა თითი, ლილიანმაც თავი დაუქნია და გაიყვანა იქედან. წყალი უყიდა და იქვე ჰაერზე ჩამოაჯინა.
-სახეზე ხომ არ შეისხამ წყალს?
-არა-თავი გააქნია-უკვე კარგად ვარ
-დრო არ მოვიდა?-მის წინ დაიმუხლა და ქვემოდან ახედა
-ვიცი, რომ გაინტერესებს უბრალოდ ახლა ვერაფელს გეტყვი-წყალი მოსვა-შევხვდეთ და ვისაუბროთ, მაგრამ აქ არაფელი მკითხო. ბიჭებს ეტვი, რომ სულ ასე მემართება ამ პერიოდში, რადგან ალერგია მაქვს და არ უნდა გაუკვირდეთ კარგი? ეჭვი არ უნდა გაუჩდეთ.
-კარგი-თავი დაუქნია და მის გვერდით დაიკავა ადგილი. დაახლოებით ხუთ წუთში დაბრუდნენ ბიჭებთან. ლილიანმა ის უთხრა რაც გარედ დაგეგმეს, იქ ლევანმა თავისი მეგობარი ჯაბა გააცნო და უთხრა, რომ წყვილებში ითამაშებდნენ. თავიდან ნინელი და სანდრო ერთად უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რომ მიხვდა ლევანთან ერთად მოუწევდა თამაში თავად დააწყვილა. სანდრო და ლილიანი, ლევანი და ჯაბა და ნინელი და დათა დიდად არც ერთს არ ესიამოვნა განსაკუთრებით ნინელის, მაგრამ ვერაფელი ვერ თქვა. დაიწყეს თამაში, თავიდან ლევანის და ჯაბას გუნდი ლიდერობდა, მაგრამ ბოლოს ლილიანმა და სანდრომ აჯობებს. დათა წუწუნებდა, რომ მეწყვილე არ ყავდა კარგი და ამის გამო იყო მესამე ადგილას თუმცა ნინელისთვის სულერთი იყო, ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა სახლში. რამდენჯერმე გადაუჩურჩულა ლილიანს, მაგრამ პასუხი ერთი იყო”მალე წავალთ”. როგორც იქნა დადგა წასვლის დროც ეგეც იმიტომ, რომ ნინელი შეუძლოდ გახდა და ლილიანმაც წამში დაშალა სასტავი.
………………….
სახლში მისისვლისას დაღლილი პირდაპირ ოთახისკენ წავიდა, შხაპი მალევე მიიღო და საწოლში შეწვა. ეძინებოდა, მაგრამ ვერ დაიძინა. ნინელიზე ფიქრობდა და ყველა ფაქტებს რაც გააჩნდა ერთმანეთს უკავშირებდა თუმცა რა ჰქონდა? არც არაფერი, ვერ გაეგო რა იყო მისი ესე შეცვლის მიზეზი. საწოლზე დაფრთხალი წამოჯდა ფეხები მოკეცა
-იქნებ ავად არის? -ლოყაზე ხელი იტკიცა და თვალები გააფართოვა-რა ვიფიქრო არღარ ვიცი-თავი გააქნია და ისევ საწოლში ჩაწვა, თავში სხვა უამრავი ფიქრები უტრიალებდა. დაახლოებით გამთენიას ჩაეძინა და მეორე დღეს შუადღისას გამოეღვიძა, უამრავი გამოტოვებული ზარი დახვდა ნიკასგან. ლაპარაკი საშინლად ეზარებოდა მიწერა, რომ კარგად იყო და ეძინა, როდესაც მოიცლიდა კი დაელაპარაკებოდა. მთელი დღე სახლში გაატარა და ელზასთან ერთად ფუსფურებდა სამზარეულოში. ზოგჯერ ნიკა უშლიდა ხელს მასთან ლაპარაკში გართულს, რომ დაეწვებოდა საჭმელი და დატუქსავდა პატარა ბავშვივით. შემდეგ გადაიკისკისებდა და ისევ განაგრძობდა “მსოფლიო ამბების” მო-მოხილვას. საღამოს სასეირნოდ გავიდა და ნიკაც გამოიყვანა თან კადეგორიულად გააფრთხილა, რომ ფეხით ყოფილიყო და გაპროტესტებას არ ექვემდებარებოდა თუმდაც იმიტომო, რომ სამსახურიდან დარლილი იყო წამოსული. მანაც ფეხით მივიდა იმ ადგილას სადაც ლილიანმა დაიბარა და მის დანახვისას ყველანაირი დაღლილობა მოეხსნა, კინოში შეთავაზა წასვლა თუმცა ქალბატონმა იუარა. ისიც დანებდა და თითქმის დაცარიელებულ ქალაქში დაიწყეს სეირნობა.
-კარგია ზაფხულში აქ! თითქმის ყველა გასულია ქალაქიდან.-აქეთ-იქრთ გაიხედა და ლილიანს მომღიმარმა შეხედა.
-გუშინ ლევანმა ბოულნგის სათამაშოდ დამპატიჟა-შუა სეირნობის დროს ძლივს უთხრა, რის თქმასაც მთელი ის დრო წამობდა. არ უნდოდა მათ შორის რაიმე საიდუმლო ყოფილიყო. იცოდა, რომ არ ესიამოვნებოდა ეს ფაქტი, მაგრამ იმაზე უფრო გაბრაზდებოდა, რომ არ ეთქვა და დაემალა.
-მარტო შენ და ის-სვლა შეანელა ბოლოს კი გაჩერდა
-არა, მისი ძმკაცები და ნინელი, რომ გეუბნები აუცილებლად გაგაცნობთქო აი ის..ფოტოები ხომ გაქვს ნანახი ჩემი და მისი?
-კი-თავი დაუქნია და ამოიხვნეშა-უბრალოდ არ მინდა ლევანისთან ხშირად იყო, მინდა რაც შეიძლება დისტანცია დაიცვა.
-მარტო არ ვყოფილვართ მისი მეგობრებიც იყო-თქო-იქვე ჩამოხდა ნიკას ხელები თავისაში მოიქცია და თვალებში ჩახედა-მისი მეგობრები კარგები არიან...მართლა
-ვიცი-გაიცინა, მისკენ მიიზიდა და ჩაიხუტა-ვიცნობ მათ, ორივენი კარგები არიან დათაც და სანდროც ისინი ჩემი ყოფილი ძმაკაცები იყვნენ-მისი თმის სურნელი ღრმად შეისუნთქა და თავზე აკოცა
-მეგობრები? ნიკა -დაუბღვირა
-რა მოხდა ანგელოზო?-გაიცინა და თმებზე ფერება დაუწყო
-ხომ ხედავ მე არაფელს გიმალავ და ვეჭვობ კიდევაც, რომ გუშინდელი ჩემი გასეირნება შენ უკვე იცოდი, ამიტომ არ გქონდა არანაირი რეაქცია. შენ კი არაფელს მიყვები
-მართალი ხარ, უსამართლობაა მხოლოდ შენ ხომ არ მეტყვი არა? იცი მეც გუშინ მეგიბრებთან ერთად ვიყავით და ბილიარდი ვითამაშეთ ცოტა ვისკი დავლიეთ და ბევრი ვისაუბრეთ, გაგაცნობ ჩემებსაც-თმებს შეეშვა და სახეზე გადავიდა. ლილიანისგან კი ჯლუგუნი მიიღო.
-მე მაგაზე არ გეკითხები-თავი გაითავისუფლა და მოშორებით დადგა.
-წამოდი-თავი დანანებით გააქნია და ხელი ჩაკიდა, აშკარა იყო, რომ ხმის ტონი შეცვლილი ჰქონდა და საკმაოდ მაგრად უჭერდა ხელზე თითებს. ბევრი იარარეს სწრაფი ნაბიჯებით დადიოდა ნიკა, ლილიანს ფეხები ეტკინა, მაგრამ არაფერი თქვა, აზრი არ ჰქონდა რაღაც დაემართა წამიერად ამ ბიჭს. ნეტავ რა იყო, ესეთი ასე რადიკალურ ცვლილებას, რომ განიცდიდა ლევანის ხსენებისას. ცალი ხელი ლილიანზე ჰქონდა ჩაკიდებული ცალი კი კიბეში ედო ნახევრად. თავი ოდნავ ძირს დაეხარა მზერას კი მის თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს უსწორებდა. სასაფლაოს შესასვლელ ჭიშკართან შეჩერდა, ლილიანს ცოტა შეეშინდა, თან შებინდებულიც იყო-ნუ გეშინია-მხოლოდ ეხლა ამოიღო ხმა. რადგან მისი რეაქცია არ გამოპარვია და არც ლილიანს არ გამოპარვია დახშული ხმა, რომელშიც ტკივილის სხივები მქთალად, მაგრამ მაინც ჩანდა. ნელ-ნელა აუყვა ოდნავ აღმართ ასასვლეს, ლილიაზე ხელი წამითაც არ გაუშვია, ბოლოს დანიშნულების ადგილას მიაღწია კიდევაც. სასაფლაო ფერფლისფერ მარმამარილოთინ იყო შემოსაზღვრული. მასში შესასვლელი ჭიშკარი გახსნა, თვითონ შევიდა შემდეგ კი ლილიანს მოქაჩა ხელზე-შემოდი-ისიც დაყვა მის ნებას. მძიმედ გადადგა პირველი ორი ნაბიჯი შემდეგ კი უბრალოდ, ვერ შეძლო ნაბიჯის გადაგა. მის წინ შავ მარმარილოს ქვაზე დაახლოებით თვრამეტიდან ოც წლამდე წლამდე გოგო იყო გამოსახული, მასაც მისი საყვარელი ფერის, ზღვის ფერი თვალები ჰქონდა და ის თბილი ღიმილი, რაც ნიკას დათამაშებდა, როდესაც ლილიანს უყურებდა. თბილი და უმანკო მზერით შესცქეროდა გოგონა ლილიანს თვალებში. თავიდან ბოლომდე შეათვალიერა ქვაზე გამოსახული გოგონა და ნახატის ქვემოთ სახლიც ამოიკითხა “ლიკა ჭავჭავაძე” პირი რაღაცის სათქმელად დააღო, მაგრამ ვერ შეძლო ნიკასკენ გაიხედა და დაინახა ენით აღუწერელი ტკივილი მის სახეზე. იქვე ჩამოჯდა ლილიანს შეხედა და გაუღიმა-ეს ჩემი დაა-საფლავის ქვას გაუსწორა მზერა, ხელები მუხლებს დააყრდნო. ლილიანიც უხმოდ მივიდა მასთან, მის გვერდით დაჯდა და დაელოდა, როდის გაუზიარებდა მის ტკივილს- ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც გამომიტყდა, რომ შეყვარებული იყო. თავიდან გავბრაზდი, შემდეგ კი გამეცინა, ჯერ კიდევ ჩვიდმეტი წლის იყო...ბავსვი იყო და შეუძლებელი იქნებოდა მას სერიოზულად ვინმე შეყვარებოდა. პირადად ლევანის არ ვიცნობდი, მაგრამ საერთო ძმაკაცები გვყავდა, სანდრო და დათა. ისინე ჩემთვის ძმები იყვნენ, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ბიჭი ვინც ლიკას უყვარდა ლევანის ბიძაშვილი იყო, ის ლიკაზე სამი წლით იყო დიდი. ასე თუ ისე სრულწლოვანი იყო, მე მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ღრმად არ შეეტოპა. ეს უფრო გაფრთხილაბა იყო ვიდრე რჩევა, რადგან ვხედვდი, როგორ უყვარდა ჩემს დას, როგორ ტიროდადა ათენებდა ღამეები მის გამო. მეც მომინდა გამეცნო და გამერკვია რა ურთიერთობა და საერთოდ, რა გეგმები ჰქონდა, ჩემი დის მიმართ. დავიწყე იმ ბიჭის ძირ ფესვიანად შესწავლა, გავიგე, რომ ლუკა კილასონია ერთ-ერთი გასული ტიპი იყო, არ ვიცი კაი ბიჭი იყო თუ ქურდობა უნდოდა, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს მიუღებელი იყო, აქვე დავამატებ რომ ასე, რომ თქვათ არისტოკრატის ოჯახში ვიზრდებოდი. მამა ჭავჭავაძე ხოლო დედა დადიანი მყავს და ამართლებდენ კიდევაც თავიანთ წარმომავლობას. ქუჩასთან არანაირი შეხება არ გვქონია და ჩვენთვის ეს მიუღებელზე მიუღებელი იყო. შევხვდი და დაველაპარაკე, მან მითხრა “მიყვარს რა” მე საშინლად გავცოფდი, რადგან ეს ჩემთვის აგდებულ სიტყვაზე მეტი იყო. ხმამაღალი შეკამათება მოგვივიდა და დავემუქრე თუ ჩემს დას არ შეეშვებოდა სანანებლად გავუხდიდი საქმეს. თურმე მისი “მიყვარს რა” უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე სხვა მრავალფარდოვანი სიტყვებით ნათქვამი “მიყვარხარ.” მამაჩემაც ყველაფერი გაიგო და საშინლად გაბრაზდა, განა ვის არ ყოლია შეყვარებული უბრალოდ, ესენი სერიოზულად ფიქრობდნენ და ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ არც ლუკას ოჯახი არ იყო თანახმა და ესე, რომ ვთქვათ ჩემი და “დაიწუნეს”. ამ დროს ლევანიც ჩაერთო საქმეში, ის სიყვარულის მხარეს დადგა,(როგორც თავად გაიძახოდა “მე სიყვარულის მხარეს ვარ”) ჩვენ რამდენჯერმე ვიკამათეთ თუმცა სერიოზულად არა. ის გაიძახოდა, რომ ერთად უნდა ყოფილიყვნენ, მე კი დაშორების მომხრე ვიყავი. ცეცხლზე ნავთის დასხმას გავდა, როდესაც გაიქცნენ ერთად ლიკა და ლუკა. ცაკე მათ ოჯახი, ცალკე კი ჩემი ეძებდა. ვერ ვიტყვი, რომ გაჭირვებული ოჯახი ჰქონდათ, საშვალო არც ღარიბები და არც ძან მდიდრები. კარვშირები მათაც ქონდათ, მაგრამ მამას, რომ ჰქონდა ისე უნდოდა. მალევე იპოვეს და დააცილეს ერთმანეთს. მე ლუკა ვცემე იმის გამო, რომ ესეთი დაუფიქრებელი სვლა გააკეთა და თავზე გადამიარეს. ჩემი და გამუდმებით ტიროდა, არაფერს არ ჭამდა. გაიძახოდა, რომ როდეაც სრულწლოვანი გახდებოდა თავის ბედს თავად განაგებდა და ჩვენ ამას ვერ დავუსლიდით. არ იყო ლუკუნა ისეთი გოგო, რომ მუქარას შეასრულებდა, მაგრამ მაინც შემეშინდა, რადგან თავის თავს არ გავდა და შეეძლო ეს გაეკეთებიდა. თან იმაზე ვბრახზდებოდი, რომ ჩემი და სათანადოდ არ უვარდა და მას ყოველთვის აგდებულად მოიხსენიებდა. მინდოდა მონეკლა ამის გამო, მაგრამ მხოლოდ სამჯერ შევძელი მისი ცემა. ერთხელი კი ისე, როგორც ჩემ გულს უნდოდა და ესე, რომ ვთქვათ სიკვდილზე დავდე. მან ხელი არ შემომიბრუნა, მითხრა, რომ მომავალ ცოლისძმას ხელს არ დაარტყამდა. ამან უფრო გამამწარა და უარესად დავუწყე, მუშტების ქნევა. ალბად მას სიამოვნებდა კიდევაც, რადგან მის ყოველ სიტყვაში უფრო მეტ ირონიას ვხედავდი. ცდილობდა, რომ გავემწარებინე. მამაჩემმა ეს ყველაფერი, რომ გაიგო დამტუქსა და მითხრა, რომ ეს ჩვენ არ შეგვეფერებოდა. შემდეგ ლევანთან მომივიდა ჩხუბი, ლუკა ესე სასიკვდილოდ, რომ ვცემე და ერთი ორი მასაც მივარტყი თუმცა მეც არ დავჩენილვარ სუფთად, ლუკასგან განსხვავებით მან ხელი შემომიბრუნა. აქედან გაღრმავდა ჩვენი ზიზღი და სიძულვილად გადაიქცა. შემდეგ ჩაცხრა ეს ამბები, არც ჩემი და იყო გაღიზიანებული, არც ხვდებოდა. გვითხრა, რომ მართლები ვიყავით და ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა მასთან, რადგან არ უყვარდა. ჩვენც ჩავწყნარდით და ცხოვრება გავაგრძელეთ ისე, როგორც ადრე ვცხოვრობდით, ყველანაირი ჩხუბის და აყალმაყალის გარეშე. ყოველ დღე ჩემი და რაღაც წიგნის მსგავს რვეულს ავსებდა ვიფიქრე, რომ დღიური იყო და ჩავლილ დღზე წერდა. დადგა მისი დაბადების დღე ულამაზესი იყო, პირდაპირ მნიშვნელობით ანგელოზი. ყველას თბილად და მზრუნველად გვიყურებდა მე დედას და მამას ბევრი გვკოცნა და ჩაგვეხუტა. უამრავი ფოტოები გადაიღო ჩვენთან, განსაკუთრებით ჩემთან და სხვა მის საყვარელ ადამიანებთან ერთდ. ყოველ მეორე სიტყვაში მიმეორებდა თუ როგორ ვუყარდი. მთხოვა, რომ ვიდეოს გადასაღებად პატარა კუთხე მომეწყო, რომ ვკითხე რამ მოაფიქრა ეს ყველაფერი, მითხრა, რომ ბლოგერობას აპირებდა მეც დავთახმდი. საუკეთესო ხარისხის და ფირმის გადამღები ვუყიდე და როგორაც უნდოდა ის მოვრთე, ის კუთხე სადაც ვიდეოს გადაიღებდა. რამდენჯერმე ვუთხარი ეჩვენებინა თავისი გადაღებული ვიდეოები, მაგრამ მითხრა, რომ ჯერ მზად არ იყო მეც აღარ დავაძალე. ამასობაშიც უნივერსიტეტი დამეწყო და მთლიანად გადავერთე მასზე. ერთ დღესაც ჩემს ტელეფონზე ზარი განხორციელდა, უცნობი ნომერი იყო. მალევე ვუპასუხე ხელში კი ლუკა შემრჩა. მითხრა, რომ საუბარი უნდოდა ჩემთან აშკარად მოწეულში იყო, მე კი საშინლად გავბრაზდი იმდენად თავხედი, როგორ შეიძლება ყოფილიყო, რომ კაიფში მყოფი მელაპარაკებოდა ჩემ დაზე და მიხსიდა თუ როგორ უყვარდა. მითხრა, რომ შეიცვლებოდა მის გამო კიდევ რაღაცეებზე ვისაუბრეთ არა საუბარი არ ერქვა, იმ ყველაფერს. სამწუხაროდ ვერ შევხვდთ ერთმანეთს შეხვედრაზე მომიწია წასვლა მამას კი ვერ ვეტყოდი. არ მინდოდა მისი ანერვიულება. ვერც ჩემ დას ვერ ვუთხარი ვერაფერი, მას არ უთქვამს, რომ ერთად იყვნენ და ვერ გავუბრაზდებოდი დამირეკა ლუკამ და ვეჭვობ, რომ ისევ გიყვართ ერთმანეთი-თქო. არ მინდოდა მისი თავი გამეხსენებია მისთვის. ერთ დღესაც ლიკუნა სახლიდა გავიდა, ცეკვაზე მიდიოდა, დაცვაც გავაყოლე. ცეკვის გაკვეთილზე მიიყვანა და იქვე დაუცადა ლიკუნა თურმე შესულა, მაგრამ უკანა კარიდან გამოსულა. ლუკასთან ერთად გაიპარა, ჩემი ვარაუდი გამართლდა. ეს ყველაფერ თურმე გეგმის ნაწილი ყოფილა, რათა ჩვენ ყურადღებანა მოგვედუნებინა. საღამოს სახლში, რომ არ მოვიდა რა თქმა უნდა ავნერვიულდით, დაცვამ შეგვატყობინა, რომ ცეკვაზე არც ყოფილა და გაპარულა. ეგრევე ყველაფერს მივხვდი და მამასაც გავაგებინი. არ იყო სწორი საქციელი ჩემი ოჯახიდან, ამას ახლაც ვამბობ და ვიტყვი კიდევაც, როდესაც დაცევბთან ერთად სახლში მიუარდა ლუკას მშობლებს და ლუკას მამა, თენგო აცემინა. საშინელი სცენა იყო, არ მინდა გახსენება. მათაც არ იცოდნენ სად იყვნენ, ისინიც ჩვენსავით განადგურებული იყო. მე სანდრო დათა და ჩემი სხვა ძმაკაცები ვეძებდით თუმცა უშედეგოთ, როგორც ჩანს რამდენიმე თვიანმა გეგმამ გააამართლა. იცოდნენ სად მოვძებნიდით და ტაქტიკა შეომუშავეს. ლევანი მშვიდად იყო, არაფელს ამბობდა. მე ამაზე გაბრაზზდი და კამათი მომივიდა მასთან, მე ვუმტკიცებდი, რომ მათი ერთად ყოფნა შეუძლებელი იყო და ეს სულელური ბავშვური გატაცება იყო. მან კი მითხრა, მათ უყვართ ერთმანეთი და თუ ისეა, როგორც ფიქრობო თავად დაშორდებიან, არარის ძალადობა საჭიროო, მაგრამ ვერ ვხვდებოდა, არ იცოდა ჩემი დის გული, როგორი იყო. სიმართლე გითხრა ბოლომდე ჩემ დას მეც არ ვიცნობდი, შეუცნობელი იყო. რაც უფრო ჩაუღმავდებოდი სულ სვანაირი იყო. ამოუცნობი იყო, ერთი სიტყვით, ვიცოდი, რომ გული ეტკინებოდა. ადრე თუ გვიან ატკედა თან ძალიან, შეიძლება არ ეღალატა ,კერპად ექცია, მაგრამ მისი რეპუტაცია ატკენდა გულს. ქუჩას კარგი არაფელი მოქავს, სულ ნაჩხუბარი და დაჭრილი, რომ დაინახავდა შენი აზრით რა მოუვიდოდა? მითუმეტეს სისხლის ეშინოდა ვერ გადაიტანდა, ის ძალიან სუსტი და ნაზი იყო. მოკლედ...გაირკვა, რომ ლევანიმ იცოდა მათი ადგილ სამყოფელი და მეტიც ის დაეხმარა გაპარვაში. მან მიიღო მონაწილეობა გეგმის დასახვაში. როდესაც ჩვენ გავიგეთ მათი ადგილ სამყოფელი და დავიძარით, ლევანმა გააფრთილა ამის შესახებ და ისინიც გაქცეულან. იმ დროს მოხვდანენ ავარიაში, ორივენი არა, უფროსწორედ სამივენი იქვე გარდაიცვალა. იქ დამთავრდა ჩემი დის, დიშვილის და ლუკას სიცოცხლე, ხო ორსულად იყო...თურმე...ისე უყვარდა თავისი უმანკოებაც კი ჩააბარა და როგორც თავში გითხარი, მისი “მიყვარს რა” იმაზე მეტი ყოფილა, ვიდრე მე მეგონა. ამიტომ ვერ ვიტან ლევანს, ჩვენ ერთმანეთს ბევრი რამ ვაწყენინეთ და ვკადრეთ. მას დავაბრალე ჩემი დის სიკვდილი, მან კი მე გადმომაბრალა. არა მარტო მე კი არა, ჩემ ოჯას, მამაჩემს დედაჩემს, ლუკას დედ მამას და ყველას ვინც მათი სიყვარულის წინააღმდეგი იყო. ვიდეო დამიტოვა სამახსოვროდ, უფროსწორედ ვიდეოები, რომ მეუნებოდა დრო მოვა და განახაბო. აი მაშინ დადგა დრო, როდესაც მისმა მონატრებამ შემიპყრო. ოჯახის თვითვეული წევრისთვის ქონდა ვიდეო გადაღებული და გვიხნიდა თუ როგორ ვუყვარდით და რას ვნიშნავდით მისთვის. ის ჩანაწერები კი, ჩემთვის იყო, რჩევები მომცა თუ როგორ უნდა მოვქცულიყავი, როდესაც შემიყვარდებოდა. იმ დღიურს ჩემი სახელი დააქვა, იქ წერდა იმას რასაც ვერ მეუბნებოდა.-ლილიანისკენ გაიხედა, მისი ზღვის ფერი თვალები არაფლის მეტყველი გამხდარიყო გარდა ტკივილისა, მასში მხოლოდ უსაზღვრო ტკივილს ამოიკითხავდით. თვალებში სითხე ჩამდგარი ცდილობდა არ ეტირა, განა ცხვენოდა? არა უბრალოდ არ უნდოდა ატირებულიყო, იცოდა, მერე ვერ გაჩერდებოდა და გული უფრო ეტკინებოდა-აქ მე მარტო ვერ მოვდივარ, მამას ინსულტი დაემართა, დედა კი მხოლოდ აღდგომას მოდის. განა არ უნდოდა, უბრალოდ არ შეუძლია მერე ვეღარ ტოვებს.-სასაფლაოს ქვას გახედა-ეს მისი ბოლო დაბადების დღის ფოტოა, გვითხრა, რომ ყველაზე მეტად ეს მოწონდა იმ ფოტოებიდან-თავი დაღუნა და თვალებზე თითები მიიჭირა-ეხლა იცი ყველაფერი, არავინ მომიშვია ესე ახლოს ჩემს გულთან. მხოლოდ შენ ხარ ის ვინც გული გადავუშალე ,არ მინდოდა შენი დამძიმება, მაგრამ…
-ვერ გეტყვი მესმის შენი ტკივილი-თქო, რადგან ვერც წარმოვიდგენ რას გრძნობ ეხლა, მაგრამ უნდა გამაგრდე, შენი დის გამო უნდა გააკეთო ყველაფერი. ვიცი, ჯერ კიდევ ღიაა შენი ჭრილობები, რადგან ეს არ არის დიდი ხნის ამბავი დროს, რომ გაექარწყლა-მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა-მე შენთან ვარ
-ნეტავ დროს მართლა გამკურნება შეეძლოს და არა შეგუება -ფეხზე წამოდგა მის საფლავთან დაიხარა და საფლავის ქვას ფერება დაუწყო. რამდენჯერმე აკოცა შემდეგ ადგა, მაგრამ კვალი დარჩა, მისი სისუსტე...სუსტი წერტილი დატოვა….ცრემლი.
ლილიაბს ხელი ჩაკიდა და მასთან ჩახუტებული დატოვა იქაურობა. ორივენი ჩუმად გაუყვნენ გზას, ვერ ბედავდა ხმის ამოღებას, ეშინოდა თითქოს ამით რამე არასწორ ნაბიჯს გადადგამდა. უბრალოდ რაც იმ წამს შეეძლო ის გააკეთა, მაგრად მოეხვია.
……
იმ ღამეს ბევრი არც იფიქრია ისე დაიძინა, როგორც ჩანს ემოციებმა ძალიან გადაღალა. თუმცა ნიკას სახე მაინც თვალწინ ედგა და ის ამბავი, რაც მან მოუყვა. დილით პირველი ნიკას დაურეკა და შეეცადა რაც შეძლებოდა მხიარული ყოფილიყო, მაგრამ ნიკა აშკაარად კარგ ხასიათზე იყო. თითქოს გუშინდელი დღე არც ყოფილიყო. უცებ გაიფიქრა კიდევაც “ხომ არ დამესიზმრაო”, როგორც ჩანს ის გულნატკენი სუსტი ბიჭი იქვე დატოვა, ლილიანმაც არაფელი უთხრა, დღის ეგმები გააცნო და ქვემოთ ჩავიდა. დათო იმ დღეს ისვენებდა ლოყაზე მაგრად აკოცა და ჩაეხუტა
-მომენატრე -კიდევ რამდენიმე კოცნით დაასაჩუქრა დათო და თავის ადგილზე დასკუპტა
-კარგ ხასიათზე ხარ, მომწონს-გაუღიმა და ხელზე აკოცა-მეც მომენატრე, იმდენი საქმე მქონდა შენთვის ვერც მოვიცალე, მაპატიე
-არაუშავს-ხელი ჩაიქნია და იმ წამს შემოსულ თეას ცხვირი აუბზუა “ორპირი გველი” ჩაიდუდღუნა და სალეთი გადმოიღო
-დილამშვიდობის-თეამ და ლევანმა ორივემ ერთდროულად თქვეს და მიუსხდნენ კიდევაც მაგიდას. ლილიანმა სწრაფად მიირთვა სადილი და სუფრა დატოვა. დათო გააფრთხილა, რომ ნინელისთან მიდიოდა და საღამოს დაბრუნდებოდა. მანაც თანხმობა განუცხადა. ლევანისგან უყურადღებობა არ ესიამოვნა თუმცა ეხლა მისთვის არ ეცალა. ნინელის დაურეკა თუმცა, როგორც ამ დროს ჩვევია ისევ არ აიღო. გადაწყვიტა სახლში დადგომოდა იქ დედამისი დახვდა. ქალს გაუკვირდა და უთხრა, რომ შენთან წამოვიდაო, ლილიანმაც არ დაიბნა და სწრაფად მოიფიქრა ტყუილი.
-მე დილით ადრე გავედი და მეგონა არ წამოვიდოდა, არაუშავს, როგორც ჩანს სახლში მელოდება და ელზას ეჭორავება. აღარ ვალოდინებ მაშინ და წავალ.-სწრაფად მიაყარა და კიბეებზე დაეშვა.მთელი დღე ურეკავდა და ეძებდა ნინელის თუმცა ვერსად ვერ ნახა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ტელეფონი საერთოდ გათიშა ქალბატონმა. სრულიად შემთხვევით ჩაიარა ბაგა-ბაღში, მის ეზოში კი საქანელაზე დამჯდარი ნინელი დაინახა. ხელში თეთრი კონვერტი ეჭერა და მზერა ერთ წერტილზე დაეშტერებინა. სწრაფად დააპარკინგა მანქანა და ნინელისთან გაგიჟებული მივარდა-რამდენი მანერვიულე-მოეხვია და შეათვალიერა, დაშავებული ხომ არ იყო
-შენ აქ რა გინდა?-გაუკვირდა და ცრემლები მოიწმინდა.
-იქნებ გამაფრთხილო დედაშენს რასაც ეუბნები, რომ მე უხერხულში არ ჩავარდე.
-ჩემთან იყავი?-თვალები დაქაჩა
-კი-თავი დაუქნია-წამოდი და მომიყევი რა ჯანდაბა გჭირს.- ფეხზე წამოაყენა და იქვე კაფეში დახსდნენ. წვენი და ყავა შეუკვეთა ნინელითვის, მაგრამ იუიარა და უთხრა, რომ მხოლოდ მინერალურ წყალს დალევნდა, თეთრ კონვერტს კი ხელიდან არ იცილებდა.-ეგ რა არის?-თვალებით ანიშნა კონვეტზე.
-მალე მოიტანენ წყალს?-მიმტანისკენ გადაიტანა მზერა-აი მოაქვთ-მიმტანმა წვენი და მინერალური წყალი მაგიდაზე დაუდვა, გადაამოწმა სხვა ხომ არაფელი უნდოდა, ლილიანმაც უიარით გაისტუმრა და ისევ ნინელის შეხედა.
-მეტყვი რა არის ეგ?
-სისხლის ანალიზი-წყალი მოსვა და კონვერტი ჩანთაში ჩადო
-რათ გინდოდა ანალიზის აღება?-გაუკვირდა და აწიკვინდა-ხომ გითხარი, ცუდად ხართქო? რატომ არ მიჯერებ ხომ შეგიძ…
-ორსულად ვარ !
..........
იმედია მოგეწონებათ და გამიზიარებთ შთაბეჭდილებებს



№1  offline წევრი skida

ძალიან კარგად გადმოსცემ ემოციებს იმედია სულ ასეთ თავებს დაწერ
წარმატებები!

 


№2  offline წევრი n-strovet

skida
ძალიან კარგად გადმოსცემ ემოციებს იმედია სულ ასეთ თავებს დაწერ
წარმატებები!

მადლობა heart_eyes kissing_heart

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვხვდებოდი რომ ეგ იყო მისი პრობლემა, მაგრამ ახლა საინტერესოა ვისგან.გული მატკინა ნიკას ისტორიამ.ლევანიც მეცოდება, მაგრამ რატომ მგონია რომ დათო არაფერ შუაშია?
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი n-strovet

La-Na
ვხვდებოდი რომ ეგ იყო მისი პრობლემა, მაგრამ ახლა საინტერესოა ვისგან.გული მატკინა ნიკას ისტორიამ.ლევანიც მეცოდება, მაგრამ რატომ მგონია რომ დათო არაფერ შუაშია?

heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent