შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვირილების დედოფალი {სრულად}


3-08-2018, 20:56
ავტორი teengirllove
ნანახია 5 451

,,გვირილების გოგონა " (ვარიანტი 2)
(თავი 1)

იწვა და ცას შეჰყურებდა ,მერე რა რომ მარტი იყო,მერე რა ,რომ სციოდა და სახე ეყინებოდა ,არც იმის ეშინოდა თუ მოკვდებოდა ,პირიქით ასეც სურდა ..
უყურებდა ცისფერ ფონზე მოცურავე ღრუბლებს ,ულამაზესი იყო ეს ყველაფერი მისთვის ,ახლა ყველაზე მეტად უნდოდა იქ მოხვედრა , მისი ახალგაზრდული სიგიჟეები, სიცოცხლის სიყვარული,ცხოვრების ხალისი სადღაც გამქრალიყო და ცხოვრებაში პირველად მოუნდა სიკვდილი..
უკვე გრძნობდა როგორ ეყინებოდა სისხლი,როგორ ეცლებოდა ძალა ,ჯერ კიდევ ჰქონდა დრო,ჯერ კიდევ შეეძლო გადაერჩინა თავი,მაგრამ დანებება არჩია ,სიკვდილი არჩია ..ფიქრებში უკვე ღრუბლებში იყო,დედასთან ...ნელა ღრუბლებიც გაუფერულდა , ყველაფერი ერთმანეთს შეერია ,ყველაფერი ერთფეროვანი გახდა ,ბოლოს კი დაბნელდა ..

****
-შენი აზრით რა მოუვიდა?-შეშინებული შეჰყურებდა ,ხუჭუჭა ბიჭი ლოგინზე გაუნძრევლად მწოლიარე გოგონას
-სავარაუდოდ ტყეში გზა აებნა ,სიცივის გამო კი ლამის გაიყინა - მეორე მამაკაცი მიუახლოვდა ლოგინს ,თეთრი ნაჭერი შუბლზე დაადო და იქვე ჩამოჯდა
-კარგად იქნება?-კითხვები არ ელეოდა ბავშვს
-ვიმედოვნებ ,რომ კი- ამოიოხრა ,უფრო მონდომებით დააკვირდა ,ახალგაზრდა იყო, ასე 18-19 წლის ,ლამაზი ცხვირი და სქელი ტუჩები უმშვენებდა პირი-სახეს, ქერა გრძელი თმა წინ გადმოჰყროდა ,ტანს არც ისე ღარიბულად ეცვა ,პირიქით საკმაოდ კარგადაც..
-ლამაზია -ამოიოხრა ხუჭუჭამ ,ცოტახანს უყურა და შემდეგ ფეხზე წამოდგა ,კარებისაკენ წავიდა
-ჯეკო !!-შეჰყვირა მამაკაცმა -ქურთუკი მოიცვი ,გაცივდები
-არ გავცივდები ,შეშას შემოვიტან და შემოვალ
-არ გამამეორებინო,გინდა ამ გოგოს მიუწვე გვერდით?- ბიჭმა ჯერ გოგოს გადახედა ,შემდეგ ისევ კაცს
-კარგი ხო, უფ -წუწუნით გაემართა კარადისაკენ, ქურთუკი აიღო და გარეთ გავიდა..
კიდევ კარგახანს აკვირდებოდა ოთახში ,მარტო დარჩენილი კაცი ,გოგონას ..ბოლოს ამოიოხრა ,ფეხზე წამოდგა და ჯეკოს გზას გაუდგა ..
******
უძრავად იწვა ლოგინზე და ნელა ათვალიერებდა ოთახს ,ვერ მიმხვდარიყო რა მოხდა ,სად იყო ,ისიც არ ახსოვდა ვინ იყო..წამოჯდომა სცადა ,მაგრამ ძალა არ ეყო
-ფრთხილად ! -გაისმა ბოხი ხმა ..შეკრთა და თაგვივით შეშინებული თვალები მიაპყრო კუთხეში მჯდარ კაცს, რომელიც მხოლოდ ახლა შენიშნა ,ისიც დაბნეული უყურებდა ,ფრთხილად ათვალიერებდა ,შემდეგ ახლოს მივიდა და ლოგინთან ჩამოჯდა -ჯერ სუსტად ხარ ,იწექი !-მისი ტონიც ისეთივე მბრძანებლური იყო,როგორიც გამომეტყველება ,ავტომატურად შეასრულა მისი ბრძანება
-თქვენ ვინ ხართ?-ძლივს ამოიღო ხმა
-მეე..მე იოანე მქვია
-მე რა მქვია?- კაცმა დაბნეული თვალები შეანათა ,არ ჩქარობდა პასუხის გაცემას
-არ ვიცი - ბოლოს მხრები აიჩეჩა
-როგორ თუ არ იცი?-გაკვირვებულმა ჰკითხა
-ხო ,ტყეში გიპოვეთ ,ტრიალ მინდორში..უგონოდ იყავი,იყინებოდი.-წამით დააკვირდა ლურჯ სფეროებს -.მაინც ვერ ვხვდები, შენნაირი ახალგაზრდა გოგო,იქ როგორ მოხვდა ?
-არ ვიცი, არაფერი მახსოვს -მხრები აიჩეჩა გოგონამ და ისევ კაცს შეხედა
-იო -კარებში შემოვიდა ჯეკო,ჯერ ძმას შეხედა ,შემდეგ ლოგინზე წამომჯდარ გოგოს -უი,გაუღვიძია -ჩაილაპარაკა თავისთვის -გამარჯობა -გაუღიმა და უფრო ახლოს მივიდა
-გამარჯობა
-მე ჯეკო მქვია ,შენ?- კიდევ ერთხელ შეათვალიერა გოგო
-არ იცის ,არაფერი ახსოვს -მის მაგივრად გასცა პასუხი იოანემ
-ამნეზია აქვს?
-როგორც ჩანს - ხელი წევერზე ჩამოისვა ,ერთი ამოიოხრა და ფანჯარასთან მივიდა
-ახლა რა უნდა ვქნა - როგორც იქნა ხმა ამოიღო გოგონამ-სად უნდა წავიდე ,ან თქვენ ვინ ხართ,ან მე ვინ ვარ ?
-რამდენ კითხვას სვავ -ისე უპასუხა ,ფანჯრისთვის თვალი არ მოუშორებია
-არ მიაქციო ყურადღება ,ასეთი უხეშია ხანდახან -არაფრად ჩააგდო ძმის უხეშობა ჯეკომ და გოგონას მიუბრუნდა -მე შეგირჩევ სახელს ,სანამ შენსას არ გაიხსენებ,გინდა?
-რავი,კარგი -თვალები გაუბრწყინდა
-მოიცა..ციცინო?-გოგომ უხეშად გააქნია თავი -ლილი?-ამაზეც უარი თქვა -ნენე?
-არა ,არც ერთი მომწონს -გულზე დაიკრიბა ხელები
-რა წუნიაა -კბილებიდან გამოსცრა იომ
-თეკო?-არც ახლა მიაქცია ძმას ყურადღება
-არა ,რატომღაც არ მომწონს -კვლავ იუარა
-მაშინ რა?-ჩაფიქრდა
-ელიზაბეთი - წამში შემობრუნდა იოანე და პირდაპირ გოგონას მიანათა თვალები -ელიზაბეთი გერქმევა
-მაგრამ ეს..-გაოცებულმა შეხედა ჯეკომ ძმას,ამ უკანასკნელმა წამში დაუბრიალა თვალები და ისევ გოგონას მიუბრუნდა
-მოგწონს?
-კი -გახარებულმა დაუქნია თავი
-ძალიან კარგი, ახლა შეჭამ -თეფშე წვნიანი დაასხა და გაუწოდა -აჰა ,მიირთვი
-ეს ,შენ მოამზადე?-თვალები შუბლზე აუვიდა
-ხო,იოანე კარგი მზარეულია-ამაყად თქვა ჯეკომ და ღიმილით გადახედა ძმას
-ნეტა მე ვინ ვარ -ამოიოხრა და წვნიანი გასინჯა -მმ,რა გემრიელია -ტუჩები მოილოკა და უფრო გემრიელად შეუდგა ჭამას, იოანე კმაყოფილი უყურებდა გოგონას ,ოდნავ ჩაეღიმა კიდევაც
-შეგერგოს -კმაყოფილმა ჩაილაპარაკა იოანემ - ელიზა - დაამატა და ოთახი დატოვა

*****
უძრავად იჯდა ლოგინზე ,ბალიშს მიყრდნობოდა ,გულდასმით ათვალიერებდა ოთახს ..ვერ ვიტყვით ,რომ სახლი ძალიან მდიდრული და დიდი იყო,პირიქით პატარა ხის ქოხს გავდა ..ოთახში ერთი ,აგურისგან აშენებული ბუხარი, მაგიდა და ორი სკამი იდგა ,კუთხეში სავარძელიც დაედგათ ,სავარძელთან კი კედელზე გაკეთებული წიგნების თარო იყო,თუმცა მხოლოდ ერთ წიგნს თუ დაინახავდით..ხის იატაკზე წითელი ,ორნამენტებიანი ხალიჩა ეფინა ,ფანჯრებზე კი ლამაზი ,თეთრი ფერის პატარა ფარდები..ერთი სიტყვით ოთახი შუა საუკუნეების სტილში იყო მოწყობილი,არც საწოლი იყო კომფორტული,პირიქით ძალიან მაგარი მოეჩვენა ,იმდენად მაგარი ,რომ წელიც კი ეტკინა..
-გაიღვიძე?-თავი შემოყო იოანემ ,როცა მჯდომარე გოგონა დაინახა თამამად შევიდა შიგნით და სავარძელში ჩაესვენა -გშია?
-ცოტა -მორცხვად მიუგო ,თან საბანში გაეხვა -აქ ძალიან ცივა ,სად ვართ?
-ახლავე გავათბობ წვნიანს -ბოლო კითხვა დააიგნორა ,ფეხზე წამოდგა ,ქვაბი ბუხარში ჩამოკიდა და მონდომებით შეუდგა მის ანთებას ..
ზურგიდან აკვირდებოდა ,ძლიერი ,დაკუნთული სხეული ჰქონდა.
,,თუ აქ ცხოვრობს ეს გასაკვირი არც უნდა იყოს "-გაიფიქრა თავისთვის, შავი თმა ძალიან დაბალზე ჰქონდა ისევე როგორც წვერი . ახლა ცხვირს დააკვირდა ,ნამდვილად ვერ იტყოდით ცუდი ცხვირი აქვსო,პირიქით საკმაოდ მიმზიდველადაც აჯდა სახეზე ..
-აჰა , მიირთვი -ცხელი წვნიანი დაასხა თეფშზე
-მაგიდასთან მოვალ- წამოდგომა სცადა
-იყოს ,ჯერ იწექი ,სუსტად ხარ - მხარზე მოჰკიდა ხელი და ბალიშს მიაყუდა ,ხის ლანგარზე ,ცხელი თეფში მოათავსა და მუხლებზე დაუდო -შეგერგოს - ისე უთხრა არც შეუხედავს ,შეტრიალდა და ისევ სავარძელში ჩაჯდა
-გმადლობ..ის მეორე ბიჭი სად არის?-ახლაღა გაახსენდა ჯეკოს არსებობა
-ჯეკო ტყეში წავიდა ,ფიჩხების მოსატანად
-მერე რომ დაიკარგოს?
-არ დაიკარგება ..ჭამე შენ - მაშინვე შეასრულა მისი თხოვნა , შიგადაშიგ თვალს იოანესკენ აპარებდა
-გემრიელია
-მიხარია თუ მოგწონს - ოდნავ ჩაეღიმა მამაკაცს ,სიმპატიური იყო,ეს ,,გლეხური' სამოსიც ძალიან უხდებოდა,ძლიერი მკლავბეს ,სწორი ლამაზად თლილი თითები უმშვენებდა
,,ამ თითების პატრონი ,მზარეული ვერ იქნება "დაასკვნა გონებაში და მიზნად დაისახა ადრე თუ გვიან ეკითხა ამაზე..
-კითხვაზე არ მიპასუხე
-რომელზე?-გაკვირვებულმა გადმოხედა
-სად ვართ?- შეეკითხა და პასუხის მოლოდინში მიაჩერდა
-აა ხო,სვანეთში
-აი თურმე რატომ ცივა -საბანში კიდევ უფრო გაეხვა ,თან გაუკვირდა ,სვანეთის ჰავის შესახებ რომ ახსოვდა - და აქ ცხოვრობ ?
-არა ,თბილისში ..აქ რამდენიმე დღით ჩამოვედით მე და ჩემი ძმა ..ასე ვთქვათ დასასვენებლად -სასიამოვნო ხმა ჰქონდა ,ერთი წუთით მოეჩვენა რომ იცნობდა
-გასაგებია ,ნეტავ მე სად ვცხოვრობ ..-თავისთვის ჩაიდუდღუნა
-აქაური რომ იყო მეცოდინებოდი, თან ორი დღეა ფაქტიურად დაკარგული ხარ და არავის მოუკითხიხარ ქვევით..
-მაშინ აქ რა მინდოდა?-ეს უფრო თავის თავს ჰკითხა
-არ ვიცი,ეგ შენ უნდა იცოდე წესით..მაგრამ არ გახსოვს -მუხლებზე დაირტყა ხელი ,თავი ოდნავ გააქნია და ფეხზე წამოდგა -ვიმედოვნოთ ,რომ ხუთ დღეში მეხსიერება დაგიბრუნდება ,წინააღმდეგ შემთხვევაში..
-რა?-შეშინებული თვალები მიანათა
-შენი ჩვენთან წაყვანა მომიწევს - სათლს დასწვდა და კარებთან მივიდა
-თქვენთან?-გაკვირვებულმა ჰკითხა
-ხო,თბილისში
-ხო,გასაგებია -
- დღეს არ ადგე,პირის დაბანა თუ მოგინდა ან საპირფარეშოში შესვლა დამიძახე
-ბოდიში
-რისთვის?
-გეგმები რომ ჩაგიშალეთ
-მისმინე- თვალები აატრიალა და შავი სფეროები პირდაპირ მას შეანათა - მორჩი თავის დადანაშაულებას და ზედმეტ შეკითხვებს ,ნუ გეშიანია ,როგორც ჩანს შენი მოხედვა ჩემი ბედი ყოფილა,ამიტომ სანამ არ გამოჯანმრთელდები და მეხსიერებაც არ აღგიდგება მანამდე ჩვენთან ერთად იქნები - მკაცრი ,მაგრამ სასიამოვნო ხმა ჰქონდა ,ელიზას ოდნავ ჩაეღიმა კიდევაც ,შემდეგ თავი დაუქნია გავიგეო ,ამ უკანასკნელმა კი ისევ დააჯილდოვა არაფრისმთქმელი მზერით და მარტო დატოვა ოთახში.

(თავი 2)
დღეს შედარებით უკეთესად იყო, წოლაც მობეზრდა ,ამიტომ თავს უფლება მისცა ფეხზე ამდგარიყო..ფრთხილად შეახო ტერფები ცივ იატაკს ,მაშინვე დაუარა მთელს სხეულში უსიამოვნო შეგრძნებამ,რომელმაც ძვლებამდეც ჩააღწია და კანკალი გამოიწვია ,წამში შეხტა ისევ ლოგინში, საბანი მაგრად მოიხვია ტანზე ,სხვა გზა არ იყო,იოანეს მოსვლას უნდა დალოდებოდა..
ცოტახანში ისიც შევიდა ოთახში, ქუდი მოიხადა და იქვე დაკიდა ,ბუხარს შეუნთო,შემდეგ კი როგორც ყოველთვის სავარძელში ჩაესვენა ..
-შეიძლება ავდგე ? - მოესმა გოგონას ნაზი ხმა ,მაშინვე საწოლს შეხედა და საბანში გახვეული ,ქერა არსება დაინახა ,რომელსაც მხოლოდ თმა და ცისფერი თვალები უჩანდა ,პატარა ,მშიშარა კნუტს ჰგავდა
-კი ელიზა ,დღეს შეგიძლია ადგე - ღიმილი ძლივს შეიკავა ..ამ უკანასკნელს მაშინვე გაუბრწყინდა თვალები და საბანიც წამში გადაიძრო
-მაგრამ,ფეხსაცმელი? -ახლაღა გაახსენდა მათი არსებობა
-აა ხო, აი შენი ფეხსაცმელი ,კარებთან დევს -ხელით ანიშნა ,იქვე ,კარებთან დადებულ თბილ ჩექმებზე
-ხოო - ფეხი იატაკს შეახო თუ არა მაშინვე შეუბრუნდა სიცივის გრძნობა -შეგიძლია შენ მომიტანო?იატაკი ძალიან ცივია და - მაშინვე აუხსნა ,როგორც კი მის შავ სფეროებს გადააწყდა ..ბიჭმა თვალები გადაატრიალა ,ერთი ამოიხვნეშა ,ფეხზე წამოდგა და ფეხსაცმელი მიაწოდა
-კიდევ გნებავთ რამე?-ცივად ჰკითხა ,რაც ელიზას ნამდვილად არ ესიამოივნა
-არა ,გმადლობთ - თბილი ფეხსაცმელი მოირგო და წამოდგომა სცადა ,თუმცა ფეხებმა უმტყუნეს ,გადადგა თუ არა ნაბიჯი ,მაშინვე წაბარბაცდა და რომ არა იოანე ,იატაკზე გაადენდა ზღლართანს ..ამ უკანასკნელმა ,სწრაფად იმოქმედა და სანამ დაეცემოდა ,მანამდე მოხვია წელზე ხელი, ელიზა ჰაერში გაჩერდა ,თავი მოაბრუნა და ცისფერი თვალები პირდაპირ შეანათა ,დააბნია გოგოს მზერამ,თითქოს ტვინი გაეთიშა ,ამ სამყაროს გამოეთიშა, მხოლოდ მას მისჩერებოდა ,ულამაზეს სფეროებში და ხვდებოდა ,ასეთი ლამაზი თვალები არასდროს ენახა ..ალბათ კიდევ დიდხანს არ მოვიდოდა გონს ,თავად ელიზას რომ არ ევაჟკაცა ,,კარგად ვარო " უთხრა და ხელი გააშვებინა ,ამანაც თავი დაუქნია და ისევ სავარძელს დაუბრუნდა. თავი მის საზურგეს მიადო და შეუმჩნევლად აკვირდებოდა გამხდარ სხეულს ,ისე მოძრაობდა ,თითქოს მაღალი რანგის ქალბატონი იყო,ნებისმიერს დაატყვევებდა თავისი სილამაზით, მიხრა - მოხრით,წკრიალა ხმითა და საოცარი ღიმილით.. ახლაც ეს არსება ,რომელიც ოთახში დაიარებოდა და თითოეულ კუთხე კუნჭულს ათვალიერებდა ,რაღაც გრძნობას აღვიძებდა მასში, იმაზე უცნაურს და იდუმალს ,როგორიც თვითონ ელიზა იყო..
-შეიძლება გარეთ გავიდე? -ფიქრებიდან მისმა ხმამ გამოიყვანა ,მაშინვე მოეგო გონს და ავტომატურად დაუქნია თავი
-კარგი,ოღონდ მეც წამოვალ,შენ კი თბილად ჩაიცვავ
-მაგრამ ,მე ამის მეტი არაფერი მაქვს - დაბნეულმა დახედა ჩექმებს ,ჯინსის შარვალსა და
ცისფერ სვიტერს ,რომელიც ტანს ემოსა
-აი ეს მოიცვი - თვაისი ქურთუკი მიაწოდა -გაგათბობს
-მაგრამ შენ? - წარბები შეკრა -ასე გაცივდები - იოანემ თვალები მომაბეზრებლად გადაატრიალა ,გოგონასთან ძალიან ახლოს მივიდა ,იმდენად ახლოს ,რომ მისი სუნთქვა ზედ ეფრქვეოდა
-შენ ჩემზე ნუ ღელავ ,გააკეთე რასაც გეუბნები -კბილებში გამოსცრა ,ქურთუკი უხეშად მიაჩეჩა და გარეთ გავიდა .
-ღმერთო რა უხეშია - თავისთვის ჩაილაპარაკა ,ქურთუკი მოიცვა და ისიც მას გაყვა . შეცდა ,როცა იფიქრა ,რომ სახლი მხოლოდ იმ ერთი ოთახისგან შედგებოდა ,აქეთაც იყო კიდევ ერთი ,ზუსტად ისე მოწყობილი ,პატარა ოთახი,ოღონდ აქ ორი საწოლი იდგა ,ალხლა გასაგები იყო ,ძმებს სად ეძინათ..სწრაფად გაიარა ის ოთახიც ,კარაბი გამოაღო თუ არა ,მაშინვე შეიგრძნო სვანეთის ,სველი და ცივი ჰაერი, ერთიანად დაუარა მთელ სხეულში და ისეთი განცდა დაუტოვა ,თითქოს ფილტვები გაეწმინდა .. თვალი ,მოავლო არემარეს ,არანაირი სხვა ქოხები,არანაირი ხალხი, ეზოში მხოლოდ იოანე და ჯეკო იყვნენ,ხო და კიდევ ბევრი დათოვლილი ხე
-ჰეი,ელიზა ,აბა როგორ მოგწონს აქაურობა? - სიცილით გამეომართა მისკენ ჯეკო
-ძალიან ლამაზია ,ჰაერიც კარგია -თვალები დახუჭა და კიდევ უფრო ღრმად შეისუნთქა
-ხო ,მართალი ხარ..გინდა ,მაგარ რაღაცას განახებ -
-კი ,მინდა
-წამო - ხელი მოკიდა და იმ ადგილისკენ გააქანა საიდანაც ტყე იწყებოდა
-ჯეკო ! იცოდე შორს არ წახვიდეთ - დაეწიათ იოანეს მკაცრი ხმა ,თუმცა მისთვის ყურადღება არ მიუქცევით ,პირდაპირ ტყეში შევიდნენ, ჯეკო მონდომებუთ უყვებოდა იმის შესახებ რაც უნდა ეჩვენებინა ,როგორ აღმოაჩინა და ა.შ.
-აი ისიც - სიხარულით გაიშვირა ხელი, ელიზამაც მას გააყოლა თვალი და უზარმაზარი ხე დაინახა ,რომელსაც ფუღუროსავით გამოთლილი ,გულის ფორმა ჰქონდა ,ვიღაცას კი ეს ფორმა წითლად შეეღება
-რა ლამაზია - აღბრთოვანებულმა დაიძახა და მისკენ გაემართა
-მოიცა ელიზა! - ბიჭმა ძლივს მოასწრო დაყვირება ,უცებ გოგოს კივილმა რომ შეძრა ქვეყნიერება ,წამში ჰაერში აღმოჩნდა დაკიდებული,უზარმაზარ ბადეში გახვეული ,შოკიდან ვერ გამოდიოდა
-რა ჯანდაბაა,ჯეკო მიშველე! - საწყალი თვალებით შეხედა
-ეს ,მონადირეების მიერ დაგებული მახეა, მინდოდა გამეფრთხილებინე,მაგრამ ვერ მოვასწარი -თავი იმართლა
-მიშველე,გთხოოვ !
-იოს დავუძახებ -წამში მოწყდა ადგილს და ზურგიდან მიაძახა ..

-იოანე ! იოანე ! -ყვირილით დაფარა მთელი მანძილი ,სწრაფად შეიჭრა სახლში და დივანზე ჩამომჯდარ იოანეს მივარდა ,რომელიც წიგნს კითხულობდა
-რა ხდება? - წამში ფეხზე წამიჭრა, ჯეკო კი სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა - ჯეკო,თქვი რა მოხდა ,ელიზა სადაა?
-იო..ის..- ღრმად და სწრაფად სუნთქავდა -ის..მახეშია
-რა?!
-მონადირეების ,მიერ დაგებულ მახეში გაება ,ბადეში
-ჯანდაბა ! - წიგნი ხმარით დახურა და დივანზე მიაგდო - ეგ გოგო.. ჯერ არ ამდგარა და უკვე საფრთხეშია - გაბრაზებულმა გამოთქვა
-წამოდი,უნდა დავეხმაროთ - წინ გაუძღვა ჯეკო ,ესეც უკან გაჰყვა ..

როგორცკი მივიდნენ,ჰაერში გამოკიდებულ გოგონას მოჰკრა თვალი,რომელიც თოკის კლედკებს ჩასჭიდებოდა და კნუტის თვალებით იყურებოდა ,ესენი რომ დაინახა ,მაშინვე გაუფართოვდა თვალები
-იოანე ! -გახარებულმა წამოიყვირა ,ესეც მას მიუახლოვდა ,პირდაპირ ბადის წინ დადგა და გოგოანს ახედა ,წამში გადაავიწყდა გაბრაზება და მის შეშინებულ სახეს ,რომ ახედა ,სიცილი აუტყდა ,იმხელა ხმაზე იცინოდა ჩიტებიც კი დააფრთხო , ელიზაც და ჯეკოც გაშტერებულები უყურებდნენ,ხან იოანეს ,ხანაც ერთმანეთს ..
-რა გაცინებს ? -გაბრაზებულმა შეხედა
-მახეში გაბმულ თევზს გავხარ - სიცილს არ წყვეტდა ,რაც ელიზას უფრო აღიზიანებდა
-ახლავე შეწყვიტე ! -შეუღრინა, ბიჭიც წამში დასერიოზულდა -თევზს შენ გავხარ ,თუ კარგია ! მე აქ შიშისგან ვკვდები ,შენკი დამცინი ,რა ადამიანი ხარ?! -საყვედურით სავსე თვალები მიაპყრო, ერთი წუთით იოანესაც შერცხვა ,მისი საქციელის ,თუმცა არ შეიმჩნია
-შენ ხარ მახეში და კიდევ აქეთ მეტლიკინები? - ხელები გულზე დაიკრიფა და ირონიული ხმით მიმართა
-ძმაო რას აკეთებ - გაოგნებულმა შეხედა ჯეკომ
-აბა რას დამცინი,ისედაც ჩემი გასაჭირი მაქვს
-ხოდა იყავი ახლა მანდ - საერიოზული სახით უთხრა და შემობრუნდა ,მაშინვე ჩაეღიმა ,აინტერესებდა ელიზა რას იზამდა
-იო,დაეხმარე სად მიდიხარ - ჯეკომ გაბრაზებულმა შეხედა
-კარგი ,დაგეხმარები თუ ბოდიშს მომიხდი
-ბოდიშს? რისთვის ? - კიდევ უფრო გაბრაზდა
-რომ შემეპასუხე - ამაყად შეხედა
-თავს დამნაშავედ არ ვთვლი - ბადეში ,როგორც შეეძლო ისე გასწორდა და ოდნავ გაქანავდა კიდეც
-კარგი -მხრები აიჩეჩა და ამჯერად მართლა მოემზადა წასასვლელად ,ელიზამ როცა დაინახა ,რომ მართლა მიდიოდა ,უარესად ჩავარდა პანიკაში
-კარგი, ბოდიში ,იოან გთხოვ დამეხმარე - იმედიანად მიაჩერდა ,ისიც კმაყოფილი ღიმილით შემოტრიალდა ,მიუახლოვდა ბადეს და დანით გადაჭრა თოკი ,გოგონამ ერთი შეჰკივლა და მაშინვე ქვევით ჩავარდა ,იოანესაც უნდოდა ხელი შეეშველებინა ,ამის მაგივრად კი პირდაპირ ზედ დაეცა .. იმდენად მოულოდნელი იყო ,გაოგნებულები შეჰყურებნენ ერთმანეთს ,ავტომატურად მოჰკიდა იოანემ წელზე ხელები ელიზას ,იგრძნო როგორ შეკრთა გოგონა და მაშინვე ჩაეღიმა, სახეზე ეფრქვეოდა მისი სუნთქვა ,ლურჯი თვალები კი დამფრთხალი შეყურებდა ,რატომღაც მოუნდა სახეზე შეხებოდა და მისთვის ლოყები დაეწელა ,ისე როგორც პატარა ბავშვს ,მაგრამ გამოფხიზლდა ,უცნაური ფიქრებო გონებიდან გაყარა ,წელზე კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა ხელი და გვერდით გადასწია ..გაშტერებული უყურებდა ბიჭს ,მისი შეხება ეუცნაურა ,ჟრუანტელმა დაუარა ,გონს მაშინ მოვიდა გვერდით ,რომ გასწია ,თვითონ კი წამოდგა და შარვლის დაფერთხვა დაიწყო
-მაგარია ,გამოჩენის დღიდან პრობლემებს მიქმნი , ახლა ესეც არ იკმარე და ზევიდან დამახტი
-გაწეულიყავი და არ დაგეცემოდი - თვითონაც წამოდგა ფეხზე და გაბრაზებული მიაჩერდა
-რამე იტკინე ელიზა? -ამდენი ხნის შემდეგ ,პირველად ამოიღო ხმა ჯეკომ
-არაა ,არაფერი - ღიმილით უთხრა
-რას იტკენდა ,რბილად დაეცა - კბილებში გამოსცრა იოანემ
-დიახ ,რბილად დავეცი - გაბრაზებულმა უთხრა ,თან ჯერ კიდევ უსემოვნოდ ცრიდა იმ ადგილას სადაც შეეხო
-მერე მადლობა არ უნდა მითხრა? - წარბი ასწია
-არა ! - უხეშად მიაძახა და სახლისკენ გაემართა ..
-ასე რატომ ექცევი? - ჰკითხა ჯეკომ მას მერე რაც ელიზამ დატოვა
-არ ვიცი - მხრები აიჩეჩა -უბრალოდ ,მომწონს ,რომ ბრაზდება..რაღაცნაირი ბავშვურია
-ბავშვური? - სიცილი აუტყდა -ბავშვური იქნება, აბა იმ ქალებს ხომ არ დაემსგავსება ,შენს ირგვლივ, რომ ტრიალებენ
-მერე ვინ გითხრა ,რომ ის ქალები მომწონს? - ალმაცერად გადახედა უმცროს ძმას
-რავიცი,კარგად უცინი და ელაპარაკები ხოლმე - იოანემ ძმას ხუჭუჭა თმა აუჩეჩა და თვალი ჩაუკრა
-ეგ ჯელტმენობაა ძმაო, ქალს ხომ არ ვაწყენინებ ?-ნელი ნაბიჯებით დაიწყო სახლისკენ წასვლა
-ელიზას აწყენინე -ისიც მას მიჰყვა
-ელიზა ბავშვია - თავისთვის ჩაილაპარაკა იოანემ და ღიმილით დააკვირდა გოგონას ,რომელიც მძიმე ნაბიჯებით მიიწევდა წინ.

*******
-წყალი სად შეიძლება დავლიო?-თავზე წაადგა იოანეს
-მაგიდაზე ,რომ სათლია იმაში ესხმევა - არც აუხედავს ისე უთხრა
-არ არის იქ
-როგორ არა ,იქ არის ,ჩემი ხელით ავავსე - ქვევიდან ამოხედა და პირდაპირ თვალები შეანათა
-არა ,არ არის - ისევ გაიმეორა და გულზე დაიკრიფა ხელები ,ბიჭმა ერთი ამოიოხრა წელში გასწორდა და სახლიში შეუძღვა ,მაგიდასთან მივიდა და სათლს დასწვდა
-ხო, გათავებულა -თავისთვის ჩაილაპარაკა
-მეც ეგ ვთქვი - ამაყად შეხედა თვალებში
-ხო..მაშინ მიდი და აავსე - ირონიული ღიმილით გახედა
-მე?-წარბები აზიდა
-ხო რაიყო,არ გეკადრება?
-რა შუაშია ? უბრალოდ არ ვიცი სად ავავსო
-ეზოში ჭა არის და იქ
-ჭა?-თავისთვის ჩაილაპარაკა -კარგი -სათლს დასწვდა და კარებისკენ აიღო გეზი, იოანემ ერთი შეხედა სუსტ არსებას რომელსაც ქერა თმა კოსად აეწია ,სვიტერი კი მკლავებამდე აეკეცა ..ოდნავ ჩაეღიმა
-კარგი მომეცი ,შენ ვერ შეძლებ ამოღებას - ხელი გაუწოდა რათა სათლი გამოერთვა ,ელიზა ერთი შემოტრიალდა ,გაოგნებული მზერა სტყორცნა ,ხოლო ბიჭის სახეზე ირონიული ღიმილი რომ დაინახა გაბრაზდა
-სულაც არა ,თვითონაც შევძლებ
-ვითომ? -კიდევ უფრო გაებადრა სახე
-კი - უთხრა და გარეთ გავიდა კმაყოფილი იერით ..
-ძმაო,ნახე რა ვიპოვე - ღიმილით შემოვიდა ჯეკო ოთახში და გაოგნებული მიაჩერდა იოანეს ,რომელიც ჯერ კიდევ უყურებდა ფანჯრიდან ელიზას ,როგორ იღებდა ჭიდან წყალს - იოანე ,მომისმენ?! - გაბრაზებულმა უთხრა
-გისმენ ჯეკო,რა ხდება?
-ნახე ,ეს იმ ადგილას ვიპოვე სადაც ელიზა - უთხრა და ოქროსფერი კულონი გაუწოდა ,იოანე მონდომებით დააკვირდა კულონს , წარბები შეკრა და ჯერ ჯეკოს ახედა ,შემდეგ ჭასთან მდგარ ელიზას
-ეს ,ხომ საგვარეულო ყელსაბამია ,დავიჯერო ელიზა თავადური გვარის წარმომადგენელია?
-არ ვიცი, მე ჯერ პატარა ვარ ,ასეთ რაღაცეებში ვერ ვერკვევი -მხრები აიჩეჩა ჯეკომ
-რა პატარა ,15 წლის ხარ - თმები აუჩეჩა ,კიდევ რაღაც უნდა ეთქვა გოგონას კივილი რომ გაიგეს ,ძმებმა ერთმანეთს გადახედეს -ახლა რა შარში გაეხვა ?- კბილებში გამოსცრა და მისკენ წავიდა ,გოგონა თავიდან ფეხებამდე სველი იდგა ჭის წინ და თავზე სათლი ეხურა , ამის შემხედვარე ორივე ძმამა ერთი გემრიელად გადაიხარხარა ,ხოლო როცა ელიზამ სათლი მოიხსნა და გაწუწული ,განადგურებული და გამწარებული სახით შეხედა ,ორივე მომღიმარ ძმას ,იოანეს უარესად აუტყდა სიცილი,გოგოსაც მეტი რა უნდოდა ,მთელი ჯავრის მასზე ყრა გადაწყვიტა ,ბიჭს მიუახლოვდა და პირდაპირ თვალებში ჩახედა
-რა გაცინებს ?!
-შენი აზრით? - სიცილით უთხრა
-ეს სასაცილოა? მთელი სათლი წყალი ზედ დამესხა ,ტანსაცმელი მეტი არ მაქვს ,სიცივე ძვლებში ატანს ,კბილს კბილზე ძლივს ვაჭერ !
-კაი დამშვიდდი ,რაიყო,ვის არ გადასხმია წყალი თავზე - გეგონება ჯინაზეო სიცილს მაინც არ წყვეტდა ,გოგომ ერთი შეუბღციდა და გაბრაზებული მოსწყდა ადგილს,იოანეც უკან გაჰყვა სიცილ-ხარხარით..
-ახლა რა ჩავიცვა -ტირილით შევიდა სახლში,დივნისკენ აიღო გეზი დასაჯდომად,იოანეს ხმამ რომ შეაჩერა
-მოიცა ,მოიცა ! მანდ არ დაჯდე სველი ხარ - ელიზამ გეზი იცვალა და საწოლისკენ დაიძრა
-მოიცა ! მანდაც არ დაჯდე - ისევ იყვირა და გაეცინა
-რა საზიზღარი ვინმე ხარ! - კანკალით უთხრა გაბრაზებულმა
-მე სველი მაინც არ ვარ
-ხო,დამცინე ,დამცინე ,რა გენაღვლება - ხელები ტანზე მოიხვია ,იოანეს წამში დაუსერიოზულდა სახე , შავი თვალები შეანათა და ოთახი დატოვა -ხო წავიდა ,დამტოვა აქ მარტო სველი,ბუხარი მაინც დაენთო -დავისთვის ლაპარაკობდა ისევ ,რომ შემოაღო კარები
-აჰა ,ჩაიცვი - წითელი პერანგი გაუწოდა
-ეს ვისია ? - გაკვირვებულმა შეხედა ,არ ელოდა მისგან ასეთ საქციელს
-ბებიაჩემისაა..ვისი იქნება ჩემია ,გამოიცვალე არ გაცივდე
-რა ყურადღებიანი ხარ - გაეკრიჭა და პერანგი გამოართვა
-ხო,ეს კი ჯეკოს სპორტული შარვალია,ჩემი დიდი გექნებოდა და - ისიც გაუწოდა
-გმადლობ -ოდნავ გაუღიმა ,იოანემაც გაუღიმა ,შავი სფეროები გაუბრწყინდა ,შემდეგ კი ოთახიდან გავიდა მისთვის გამოცვლა რომ დაეცდია

****
-ელიზა სად არის?
-ოთახში დავტოვე ,იცვლის-გვარდით ამოუდგა ძმას
-რას იცვლის,ტანსაცმელი რომ არ აქ -გაკვირვებულმა გახედა
-ჩემი პერანგი მივეცი -ოდნავ ღიმილი შეეპარა ხმაში,ჯეკოს კი თვალები ლამის შუბლზე აუვიდა
-შენი პერანგი? მოიცა ,შენ..როდის აქედან თხოვნი შენს ტანსაცმელს ვინმეს?-ხელები გულზე დაიკრიბა და თვალები მოჭუტა
-რაიყო ელიზაზე ეჭვიანობ?
-სულაც არა ,უბრალოდ აქამდე არც ერთ გოგოს თხოვნიდი პერანგს
-ჯეკო-სიცილით გადახედა ძმას - აქამდე არც ერთ გოგოს დასჭირვებია ჩემი პერანგები
-კი აბა ,ანა გაიხსენე ,გახსოვს სულ რომ გაიწუწა? მაშინ საჭიროდ არ ჩათვალე მისთვის პერანგი გეთხოვა
-იცი რას გეტყვი? - მომაბეზრებლად აატრიალა თვალები - გაჩუმდი რა ..
-ხო მე..-რაღაცის თქმას აპირებდა კარებში ელიზას ,რომ მოკრა თვალი ,შავი სპორტული შარვალი და წითელი ,უზარმაზარი პერანგი ეცვა ,სველი თმა მხრებზე დაეყარა,პატარა ცხვირი ასწითლებოდა ,ტუჩები კი სულ გათეთრებოდა ,ერთი შემოანათა თვალები ორივეს და მორცხვად ჩამოდგა იქ
-ელიზა ,თმა სულ სველი გაქვს ,გაცივდები - მაშინვე მიეჭრა იოანე -ჯანდაბა ფეხზეც არაფერი გაცვია,სულ გაგიჟდი?
-ფეხ..სა..ცმელი სვე..ლი იყო -კანკალით უთხრა
-ჯანდაბა ! წინდები ამინც ჩაგეცვა -ხელი შუბლზე მიადო
-ისიც სვე..ლი იყო - ჩაწითლებული თვალები მიანათა ,იოანე სწრაფად დაიხარა და გოგონამ გააზრებაც ვერ მოასწრო,ისე მოკიდა ფეხებზე და წელზე ხელი ,ხელში აიტაცა და მაგრად აიკრა ტანზე
-იო რას აკეთებ - გაოგნებული შეჰყურებდა ძმის მოქმედებას
-ჯეკო,შენ აქ იყავი, ელიზას ძალიან მაღალი სიცხე აქვს ,სასწრაფოდ ქალაქის ექიმთან უნდა ჩავიყვანო
-მე ?აქ მარტო მეშინია ძმაო
-რისი გეშინია ,კაცი არა ხარ?
-კაი ხო ,მალე მოდით
-არ ინერვიულო ძმაო,კარები დაკეტე ,სახლში შედი და რამე წაიკითხე ,მე ელიზას წავიყვან
-კარგი - მოწყენილმა ამოიოხრა და ბრძანება შეასრულა..იოანეც სწრაფად გაემართა მანქანისკენ, გოგონა წინა სავარძელზე მოათავსა ,ღვედი შეუკრა ,შემდეგ მოუარა საჭესთან დაიკავა ადგილი ,ერთი გადახედა ,,გამაგრდიო" უთხრა და სწრაფად დაქოქა მანქანა ..
-დედა -ელიზას თვალები დაეხუჭა და ძილში ბოდავდა -დედასთან მინდა
-მე არ ვიცი სად არის დედაშენი ელიზა - რატომღაც საჭიროდ ჩათვალა გამოხმაურებოდა
-ის ,ის ცაშია - იოანემ გაკვირვებულმა გადახედა მძინარე გოგოს ,რომელსაც ძილშიც კი აკანკალებდა
-შენ..ის ..საიდან ახსოვს ამას ეს? -თავის თავს უფრო ჰკითხა ,ვიდრე მას
-ის მელაპარაკება ,ახლაც აქაა..თავისთან უნდა წამიყვანოს
-ელიზა! -უცებ დაიყვირა ბიჭმა - ელიზა არ გაბედო და არ გაყვე !-თავის ლაპარაკზე თვითონაც გაეცინა ,მაგრამ ძალიან ანერვიულდა ,ათასჯერ გაეგო დეიდასგან ამბები ,თუ როგორ მიჰყავთ მიცვალებულებს სიზმარში ადამიანები თავისთან..ვაი თუ ელიზა მართალია და დედამისი მკვდარია ,ძალიან არ უნდოდა მისი აზრები გამართლებულიყო
-მცხელა - გვერდი იცვალა გოგონამ
-შენ კი გცხელა ,ეს მე ვიყინები -კბილებში გამოსცრა -ოხ ელიზა ,ოხ ელიზა ,გამოჩენის დღიდან პრობლემებს მიქმნი!-წარბშეკრულმა გადახედა მძინარე გოგონას,რონელსაც ტუჩები საყვარლად გამობურცვოდა ,თმა კი სახეზე ჩამოყროდა ,ოდნავ გაეღიმა, საჩვენებელი თითი ნელა მიუახლოვა და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაუწია ,შემდეგ ისევ დააკვრიდა მის სახეს -მძინარეც რა ლამაზია ეს ოხერი -თავისთვის ჩაიბურდღუნა,ამასობაში საავადმყოფოსაც მიადგნენ..

****** (თავი 3 )

საავადმყოფოს დერეფანში იჯდა და მოუთმენლად ელოდა როდის გამოვიდოდა ექიმი..შინაგანად მაინც ღელავდა ,იმედი ქონდა საგანგაშო არაფერი იქნებოდა.მიუხედავად იმისა ,რომ ამ გოგოს მხოლოდ ოთხი დღეა რაც იცნობს ,თავს ვალდებულად გრძნობს იზრუნოს და დაიცვას ის,მასთან ჩხუბიც მოსწონს ,ძალიან ესაყვარლება როცა გაბრაზებული წარბებს უცნაურად ჭმუხნის ,ტუჩებს ბურცავს და თვალის კუთხეებს ჭუტავს..
ძალიან ბევრი ქალი ეტრფოდა შორიდან,არც არის გასაკვირი ყველას მოსწონდა მისი გარეგნიბა ,ხასიათი,გონებამახვილობა და კეთილი გული ,ამას კარგი ოჯახური მდგომარეობაც ემატებოდა.იოანე ყოველთვის შორს იჭერდა თავს მათგან,ქონდა რაღაც ურთიერთობები ,მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა,ელიზა ერთადერთი გოგო იყო ვისაც ასე დაუახლოვდა ,ვისზეც ასე ზრუნავდა და თავს ევლებოდა..
უკვე მოთმინებას კარგავდა და პალატაში შესვლას აპირებდა ექიმი ,რომ გამოვიდა ,მის წინ ასვეტებული იოანე რომ დაინახა ,ერთი აათვალიერა და კაკლუცურად გაუღიმა
-როგორ არის? - მისი ღიმილი დააიგნირა და ჩვეული სერიოზულობით ჰკითხა 
-აა ხო, კარგად არის ,სიცხემ დაუწია ,წამალს გამოგიწერთ და დაალევინეთ,უკეთესი იქნება ღამე აქ თუ დატოვებთ დავაკვირდებით,შესაძლებელია ფილტვების ანთებაც ჰქონდეს 
-ფილტვების ანთება?
-დიახ ,გაყინული წყალი გადაესხა თავზე ,როგორც თვითონ მითხრა და 
- ხო, ჭიდან იღებდა წყალს - გაეცინა და სცადა კარებში არსებული პატარა ფანჯრის მიღმა გაეხედა - შეიძლება ვნახო?
-დიახ ,რა თქმა უნდა - კვლავ გაუღიმა და გზა გაუნთავისუფლა შესასვლელად ..
ლოგინზე წამომჯდარიყო,ფანჯარის მიღმა აშტერდებოდა რაღაცას , მისი შესვლა არც გაუგია ,ძალიან ლამაზი მიეჩვენა ,ასე მშვიდად მჯდომი,შემდეგ თავი გააქნია ,უცნაური აზრების გსაფანტად და ნელა მიუახლივდა ,გოგონამ ფრთხილად მოატრიალა თავი 
-იოანე - ხმადაბლა წარმოთქვა და გაუღიმა 
- ოხ ელიზა ,ელიზაა- თავი გააქნია და იქვე ჩამოჯდა - სულ შარში როგირ უნდა ეხვეოდე -გოგონამ თვალები მოჭუტა ,ისე როგორც სჩვეოდა ,მიხვდა ახლა უკვე აფეთქდებოდა ,არც შემცდარა
-მეე?! ანუ ჩემი ბრალია არა? შენ თვითონ მთხოვე ამომეღო წყალი! - ტუჩები გამობურცა
-მერე რას გაიქეცი, გეთქვა ვერ ამოვიღებო!
-შენ ვერ უნდა მიმხვდარიყავი?!
- საიდან უნდა მცოდნონდა ასეთი მოუხერხებელი თუ იყავი?!
- მე ვარ მოუხერხებელი?- გაოცებისგან დააღო პირი,რამაც ბიჭის ჩაცინება გამოიწვია - რა გაცინებს?!
- შენს სახეზე მეცინება- სიცილს არ წყვეტდა
- ჰაჰ,რა სჭირს ჩემს სახეს შენი დასაცინი?!-უარესად გაბრაზდა 
-რავი მეცინება და 
- ხმა არ გამცე !
-რატომ?-დასერიოზულდა
-გაგებუტე - ხელები გულზე დაიკრიბა და სხვა მხარეს გაიხედა
-კაი რა ,რისთვის?
-სულ დამცინი ან მეჩხუბები ,მომბეზრდა 
-ანუ გამებუტე? - ოდნავ ჩაეღიმა
-დიახ!
-ბავშვი ხარ რა -საზურგეს მიეყრდნო და სიცილი ატეხა
- ექიმს დაუძახეთ ! - წამოიყვირა უცებ 
-რა ხდება ,რამე გტკივა ?- წამში წამოიჭრა ფეხზე 
- არა ,უნდა ვთხოვო მიგაბრძანოს აქედან ! 
- არსადაც არ მივდივარ ! -მტკიცედ თქვა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა - აქ ვიქნები მთელი ღამე
- მაშინ ჩუმად იყავი!
-მე ვიქნები,ეს შენ ხარ რომ ვერ ჩუმდები
-სულაც არა ,შენ თუ გაჩუმდები მეც გავჩუმდები!
-ვნახოთ!
-ვნახით! - საოცარი სიჩუმე ჩამოწვა ,პალატაში ორი ადამიანი იჯდა ,ორივე გაბუსხული, ორივეს ხელები გულზე დაეკრიფა და სხვადასხვა მხარეს იყურებოდნენ, ხანდახან თვალს გააპარებდნენ ერთმანეთისკენ,თუმცა მალევე არიდებდნენ..
-უფფ - მოიხრა ელიზამ და გვერდი იცვალა ,თუმცა მალევე დაუბრუნდა ძველ ადგილს,შემდეგ წამოიწია და წამოჯდა , მერე ისევ დაწვა ,ბოლოს წამოდგომა სცადა მაგრამ გადაიფიქრა,იოანე წარბაწევით უყურებდა მის მოქმედებებს ,გულში კი ეღიმებოდა 
-რა არ გასვენებს?- ვეღარ მოითმინა და კითხა ,გოგონამ ერთი უნდობლად აათვალიერა
- მომბეზრდა ასე წოლა ,აქაურობაც მონბეზრდა ,ეს სიჩუმეც მკლავს 
- შენ მთხოვე გავჩუმებულიყავი - მხრები აიჩეჩა
-ახლა ასე უნდა იყის სულ?
-რას გულისხმობ?
-მე უნდა მაბრალო ყველაფერი?
-ხო აბა ჩემს თავს ხომ არ დავაბრალებ? - ღიმილით გახედა ,ელიზამ ერთი შეუღრინა 
- ქედმაღალი,თავში ავარდნილი..
-რა?
-რადა ის ხარ..
-რა ,რა ვარ? 
- ოო,რა მნიშვნელობა აქვს ,ხარ ! -მის პასუხს ბიჭის გადახარხარება მოჰყვა
-ოხ ლიზა ,შენთან კაცი არ მოიწყენს 
-ლიზა - თავისთვის ჩაილაპარაკა - ლიზა - თვალები მაგრად მოჭუტა
-რა ხდება? - სიცილი შეწყვიტა
-ეს სახელი..ძალიან მეცნობა 
-გეცნობა? საიდან,შენ გერქვა თუ ვინმე სხვას ?
-არ მახსოვს - მხრები აიჩეჩა 
-არაუშავს გაგახსენდება - მხარზე ავტომატურად შეახო ხელი,მაგრამ მის დაბნეულ სახეს რომ გადააწყდა მალევე მოაშორა ,ოდნავ ჩაახველა და უფრო კომფორტულად მოკალათდა ..
-როგორ მიპოვე? - მოულოდნელად ჰკითხა 
-მე და ჯეკო ხშირად დავდივართ უცხო ადგილებში,ძირითადად დაუსახლებელი მხარეები გვიზიდავს ,ალბათ შეამჩნევდი .ჩვენი კოტეჯი ძალიან მაღალზეა ..ერთხელ ადრე გამეღვიძა ძალიან,რაღაც უცნაური სიზმარი ვნახე და ძილი ვეღარ შევიბრუნე
-რა ნახე?
-არ მახსოვს,მარტო წითელი კაბა და ვარდი მახსოვს-მხრები აიჩეჩა - რომ ვერ დავიძინე ავდექი,ჯეკოს ეძინა ,გადავწყვიტე გამესეირნა ,ჩემს საყვარელ ადგილას მივდიოდი თოვლში სხეული რომ შევნიშნე ,თავიდან კუნძი მეგონე -ელიზას შეკრულ წარბებზე გაეცინა -ხო რაიყო,შორს იყავი ძალიან..მერე მოგიახლოვდი,შენ აღმოჩნდი - ისევ გაეცინა 
-ნუ მაიმუნობ ,წესიერად მოყევი
-კაი ხო..მოკლედ ახლოს რომ მოვედი ,სწორ პოზაში იწექი ,სახე სულ თეთრი გქონდა ,შენი თმა ახალამოსულ გვირილებში შერეულიყო
-გვირილებში?
-ხო,მარტის თვეა ,აქ სადაც დაბალი თოვლია პატარა გვირილები ამოდის ამ დროს ..გვირილებში იწექი,სულ გაყინული,გამიკვირდა ჯერ კიდევ რომ სუნთქავდი,ხელში აგიყვანე და წამოგიყვანე ,იქ ვერ დაგტოვებდი თორემ მოკვდებოდი..
-სწორ პოზაში წოლა რას ნიშნავს ერთი?
-აი, თითქოს სპეციალურად გაწექი იქ და თავს იყინავდი,გული რომ წაგსვლოდა სხვა ფორმით დაეცემოდი
-იქნებ ვიკლავდი კიდეც - მხრები აიჩეჩა
-სისულელეა- ხელი აიქნია - ძალიან ახალგაზრდა ხარ,თანაც კარგად გაცვია,არამგონია ღარიბი იყო, რატომ უნდა გდომოდა?
-რავი- ჩაფიქრდა-თუ აქამდე მივედი ,რომ თავი მომეკლა ჯობია არ გამახსენდეს არაფერი
-კაი არ მოიწყინო რა ,ყველაფერი კარგდ იქნება- გაიღიმა ,გოგონამაც გაუღიმა ..
- კაი..როდის გამწერენ?
-ხვალ
-მომბეზრდა აქ ყოფნა 
-ჯერ საათნახევარია რაც აქ ხარ 
- მერე რა ,სახლში მინდა 
- სახლში? - წარბები აწია
-შენს..თქვენს სახლში
-ხოო..მალე წავალთ ,დაიძინე ახლა ,არ გეძინება?
-კი ,ცოტა 
-ხოდა დაიძინე-გოგომაც მაშინვე შეასრულა მისი მითითება ,საწოლში კომფორტულად მოთავსდა და ისე გადაეშვა სიზმრების სამყაროში..
***
ღამით ვიღაცის კვნესამ გამოაღვიძა,თავიდან გონს ვერ მოვიდა , მაგრამ როგორცკი მოკანკალე ელიზა დალანდა მაშინვე ფეხზე წამოიჭრა ,ჯერ მას მივარდა შუბლზე ხელი დაადო, ხურდა ,შემდეგ დერეფანში გავარდა ,ექიმი მოძებნა და პალატაში წაიყვანა..
- მაღალი სიცხე აქვს ,ისევ - დანანებით გააქნია თავი ქალმა
-წამალი მიეცით
-მივცემ ,მაგრამ..
-რა მაგრამ?
-წამალი ცოტახნით დაუწევს ,მერე ისევ რომ აუწიოს?აქ შესაბამისი პირობები არ გვაქვს ,დედაქალაქში უნდა წახვიდეთ თუ არ გამოჯანმრთელდა ,სახიფათოა ასე 
-ხო..ახლა დაუწიეთ და ხვალვე წავიყვან თბილისსში
-თქვენი რა არის ეს გოგო? - მოულოდნელად ჰკითხა ,იოანემ თვალები რამდენჯერმე დააფახურა ,უცებ ვერ გაიაზრა რა ეთქვა 
- ახლობელია..
- ხოო,ისე ღელავთ მასზე ,გეტყობათ რომ ძალიან გიყვართ და მნიშვნელოვანია თქვენთვის - ღიმილით უთხრა ,იოანესაც გაეღიმა ექიმის მონაბოდზე ,ელიზა ადარდებდა მაგრამ სიყვარულით,იმ სიყვარულით დომელსაც ექიმი ამბობდა ნამდვილად არ უყვარდა 
-იო- წამოიკნავლა გოგომ და მას გადახედა - არ დამტოვო
-კარგით მე წამალს შევუყვან და გავალ- გაოგნებულ კაცს გადახედა,ნემსი გაუკეთა და წავიდა..იოანემ სკამი მის საწოლთან ახლოს მიაჩოჩა ,ელიზას ხელი შუბლზე კიდევ ერთხელ შეახო
-მალე დაუწევს - ჩაილაპარაკა თავისთვის
-იოან- ისევ ჩაიბუტბუტა
-აქ ვარ ,აქ - ხელი ჩასჭირა ,იგრძნო ელიზამაც როგორ მოუჭირა მტევნები , ისიც იგრძნო როგორ დაუარა სხეულში სითბურმა ტალღებმა ,მაგრამ ეს გოგონას ახურებულ სხეულს დააბრლა ,ოდნავ გაეღიმა და თავი საწოლზე ჩამოდო,პირდაპირ სახეში ეფრქვეოდა მისი სუნთქვა,იმის სულ არ შეშინებია ვირუსი რომ გადასდებოდა ,კმაყოფილმა დახუჭა თვალები ,მისი პატარა ხელი კი,რომელიც თავის ტორებში ჰქონდა მოქცეული ,თავქვეშ ამოიდო..
****
-იოანე! - ბუნდოვნად ჩაესმა მისი ხმა - იოანე! - ახლა ნათლად გაიგონა და მაშინვე ჭყიტა თვალები
-ელ,რაარის ,რამე გტკივა?- წამში წამოყო თავი
-არა 
-აბა?
- მადლობელი დაგრჩები ჩემს ხელს თუ დამიბრუნებ! - წარბშეკრულმა ანიშნა მის ტორში მოქცეული ,პატარა თითებზე
-უფ,მაგისთვის გამაღვიძე?
-არა ,კიდევ იმისთვის რომ მშია ,მაგრამ ექიმი არ მოდის
-მოვა მალე ,ჯერ ძალიან ადრეა
- მაგრამ მშია - ტუჩები გამობურცა და მუცელზე მოისვა ხელი
-კაი გიყიდი რამეს - თვალები მოიფშვნიტა და ფეხზე ზმორებით წამოდგა 
-რაას? -თვალები გაუფართოვდა 
-რავი რა გინდა?
-მმ..შოკოლადი
-ჰაჰ,ამნეზია გაქვს მაგრამ საჭმელები და სასუსნავები არ გავიწყდება ხომ?
-დიახაც ..მიყიდი? - მუდარით შეხედა 
- გიყიდი ,გიყიდი..მაგრამ ეგ საჭმელი არ არის!
-ოო საჭმელი რაც გინდა ის იყოს ,მთავარია შოკოლადი მიყიდო
-გიყიდი- გაეცინა - მანამდე წავალ ჯეკოს დავხედავ,მთელი ღამე მარტო იყო
-მარტო?
-ხო
-მერე არ შეეშინდა?
-კი,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა - გაუღიმა ,მალე მოვალო უთხრა და მარტო დატოვა

***
_ხმა არ გამცე - გაბუსხულმა გადახედა ჯეკომ ძმას 
-კაი რა ,არ გამიბრაზდე 
- შენ მითხარი მალე მოვალო,მთელი ღამე არ მეძინა 
-რა კარგი მყავხარ,არც მე მეძინა და ალბათ გულმა გიგრძნო ხო? - ეშმაკური ღიმილით უთხრა 
-არა , მეშინოდა და იმიტომ ! - გაბრაზებულმა შეუღრინა
-კაი ხო,ბოდიში..ძალიან ცუდად იყო ,მთელი ღამე ბოდავდა ,ხომ არ დავტოვებდი?
-ის არის შენი ძმა თუ მე? - ხელები გულზე დაიკრიფა 
- რა თქმა უნდა შენ - ხელები მაგრად მოხვია მასზე ერთი თავით დაბალ არსებას - შენზე მეტად არავინ მიყვარს
-ამ ბოლო დროს ,ელიზას უფრო მეტ ყურადღებას უთხმობ ! 
-ნუ ხარ შენ ეჭვიანი ! 
- აღარ მომწონხარ შენ მე , ძალიან შეიცვალე 
-რას ბოდავ, როგორ შევიცვალე ?
- სულ იკრიჭები,დებილს გავხარ -გაეცინა - ადრე ,რამე თუ არ მოხდებოდა ისე არ გაიცინებდი,ახლა კი ელიზას ეჩხუბები და დებილივით იცინი თან ..ვერ გავიგე რა გჭირს 
-არაფერი,უბრალოდ ჰაერი მოქმედებს 
-შარშან ან შარშანწინ რატომ არ მოქმედებდა?- წარვაწევით ახედა
-მაშინ ღრმად არ ვისუნთქავდი - სიცილით აუჩეჩა ხუჭუჭა თმა 
-დეგენერატი ხარ - ენა გამოუყო - მშია მე
- რა ყველას გშიათ ,შენ რაღა გიყიდო?
-შოკოლადი
-აჰა ,მეორე ელიზა გამომეცხადა
-გოგოს ნუ მადარებ !
-კაი ხო, წამოდი გიყიდი ამ შოკოლადს..ჯერ ჩავალაგოთ ,დღეს თბილისში ვბრუნდებით 
-დღეს,რატომ?
-ელიზას სიცხე აქვს,აქ შესაფერისი პირობები არ არის
-ისევ ელიზას გამო,უნდა ჩავშალოთ დასვენება ?
- რას ერჩი ელიზას ,მართალია ბავშვურია ,სულ მეჩხუბება ,მეჭყანება და წუწუნებს 
-კიდევ სულ იცინის 
- ხო..მაგრამ ცუდი გოგო არ არის 
-არაფერს არ ვერჩი,უბრალოდ შენ რომ შეგცვალა არ მომწონს
-მისმინე..მე არავის შევუცვლილვარ - თვალი ჩაუკრა და კარებისკენ წავიდა 
-ხო აბა რა- თავისთვის ჩაილაპარაკა და უკან გაყვა 

****
-რა გემრიელია - ტუჩები მოილოკა და იოგურტის კოლოფი ,შოკოლადის ქაღალდის გვერდით დადო -რა ქვია ამას?
-იოგურტია ეს და ტუჩებს ეგრე ნუ ილოკავ ! - გამაფრთხილებლად გახედა გოგოს
-რატომ? - დაბნეულმა ჰკითხა
- ნუ ილოკავ და ვსიო,ეგრე აღარ იზამ!
-მითხარი რატომ და აღარ ვიზამ - გაბრაზდა 
-უბრალოდ შეასრულე!
-თუ არ მერტყვი არ შევასრულებ !- გაბუსხულმა უთხრა და კიდევ მოისვა ენა ,ამჯერად ორჯერ 
-ელიზა! - კბილებს შორის გამოსცრა - ნუ აკეთებ ეგრე 
- მაგრამ ,ჯეკოც ასე აკეთებს და შენ არაფერს ეუბნები - იქვე მჯდარ ჯეკოს გადახედა ,რომელიც მოთხუპნულ ტუჩებს ილოკავდა ,იოანეს სიცილი აუტყდა
- ჯეკოს ედრები?
-აბა მე რატომ მიშლი იმას რისი უფლებაც მას აქვს?
-მე მისი ძმა ვარ - ამაყად თქვა ჯეკომ 
-მერე რა ,ეს უსამართლობაა - ხელები გულზე დაიკრიფა - უსამართლო ხარ იოანე
-ბევრს ლაპარაკობ ! -მკაცრი სახით გადახედა
-ნერვებს მიშლი! -შეუბღვირა და ცისფერი თვალები მოჭუტა
- არაუშავს ,ადექი მივდივართ 
-სად? 
- თბილისში.. 


(თავი 4)
******

მეორე დღეს ადრე გამოემართნენ თბილისისაკენ,გზაში მხოლოდ ჯეკო ტიტინებდა ,იმდენს ლაპარაკობდა ორივე ერთად ამდენს ვერ ილაპარაკებდა ,ბევრი აცინათ ...
ელიზა ყველაფერს ათვალიერებდა ირგვლივ,თუმცა ვერაფერს იხსენებდა ,ხანდახან გრძნობდა წინა სარკიდან იოანეს დაჟინებულ მზერას ,თუმცა ყურადღებას არ აქცევდა ..
აი თბილისშიც შემოვიდნენ , ნახევარი საათის მგზავრობის შემდეგ კი მანქანა სამსართულიანი სახლის წინ გაჩერდა , ნელა გადმოვიდა და მიდამოს თვალი მოავლო, ლამაზი ეზო იყო,ისევე როგორც სახლი..
-აქ ცხოვრობთ? -გადახედა იოანეს ,რომელსაც ჩანთები გადმოჰქონდა მანქანიდან
-კი,კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს პატარა სახლში-ღიმილით გახედა გოგოს
-ეს არის პატარა სახლი? -გაკვირვებულმა აზიდა წარბები
-ხო, ადრე უფრო დიდში ვცხოვრობდით,შემდეგ აქ გადმივედით - მხრები აიჩეჩა და სახლისკენ დაიძრა ,ჯეკოც მას გაჰყვა ..
ელიზაც ნელა მიაბიჯებდა ბილიკზე ,არ იცოდა შიგნით რა სიტუაცია დახვდებოდა ,ცოტა დაძაბული იყო, იქნებ მიბრუნდეს და ახლავე წავიდეს აქედან? მაგრამ სად უნდა წასულიყო, ისიც არ იცოდა აქ რა გზით მოვიდა ..ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ზღურბლზე გადააბიჯა ..

-დეიი დავბრუნდით!! -ყვირილით შევარდა ჯეკო სახლში
-რა გაყვირებს !-ერთი შეუღრინა იოანემ ძმას
-დეიდა გენაცვალოთ თქვენ ,ასე ადრე რატომ დაბრუნდით? - კიბეებზე დაეშვა ,შავ მუხლამდე კაბაში გამოწყობილი ქალი, რომელსაც თავზე სათვალე დაეკოსა ,მსუბუქი მაკიჟი ეკეთა ,შავი თმა კი კოსად ჰქონდა კისერთან შეკრული..ხელები გაშალა ,ჯერ ერთ დისშვილს გადაეხვია ,შემდეგ მეორეს
-საქმე მქონდა და ჩამოსვლა მომიწია -ღიმილით უთხრა იოანემ და თვალებით ელიზას დაუწყო ძებნა
-დეი, ანნა სადაა? - ინტერესით იკითხა ჯეკომ
-ზევით არის ,ბანაობს ,მალე ჩამოვა
-აა..ჩვენ სტუმარი ჩამოვიყვანეთ
-ვინ სტუმარი? -წამში შეეცვალა სახე
-შემოვა ახლა და გაგაცნობ - მხიარულად შევიდა ჯეკო მისაღებში,დეიდაც მას გაჰყვა ,მხოლოდ იოანე იდგა გაუნძრევლად ,გაკვირვებული აკვირდებოდა ღია კარებიდან ,ეზოში შეშინებული თვალებით მოსიარულე გოგონას ,რაღაც მომენტში მის დაბნეულობაზე გაეცინა კიდეც ,შემდეგ სახე დაისერიოზულა და მასთან მივიდა
-ელლიზა - მხატვრულად გამოთქვა -რატომ არ შემოდიხარ?
-შემოვალ..მოვდივარ - დაბნეულმა მიმართა
-წამოდი, წამოდი დეიდაჩემს გაგაცნობ, შემდეგ ანნას ჩემს დეიდაშვილს,მერე ნიკუშაც შემოგვიერთდება
-ნიკუშა ვინ არის?-ინტერესით იკითხა
-ჩვენი გარე ბიძაშვილია
-გასაგებია..
-ასე რატომ მოზოზინებ ,სწრაფად წამოდი - ხელი მოკიდა და სახლისკენ გააქანა ,ერთიანად დაბურძგლა მთელ ტანზე ელიზას ,უცნაურმა გრძნობამ მოიცვა მისი სხეული,უფრო ანერვიულდა ,სწრაფად გაუშვა ხელი,იოანეს დაბნეული გამომეტყველება დააიგნორა და თავად შეაბიჯა სახლში..
-გამარჯობა - დიდ ოთახში მდგომ ქალს გახედა ,მანაც ცივი ,მკაცრი მზერით შეათვალიერა გოგონა ,მისი შავი თვალების დანახვისას ცოტა გააჟრჟოლა,თავი მორცხვად დახარა
-დეიდა ,გაიცანი ეს ელიზაა - გოგონაა გააცნო ქალს იოანემ -ელიზა ,ეს დეიდაჩემია ნორა ,მან გაგვზარდა ..
-გოგონა ,მომიხლოვდი - ცივი ხმით უთხრა ქალმა და დივანზე ჩამოჯდა - დაჯექი - ხელი მის გვერდით გაიშვირა ,მანაც შეასრულა მითითება ,ქალს გვერდით ჩამოუჯდა..ერთიანად დაიძაბა ,ნორაც მკაცრი სახით ათვალიერებდა ,არ იცოდა საით გაეხედა ,ამიტომ ოთახს მოავლო თვალი.. იატაკზე ლამინატი ეგო,კედლები ძალიან ღია კაკაოსფერი, აღმოსავლეთ მხარეს კედლის მაგივრად უზარმაზარი ფანჯრები იყო,რომლიდანაც მთელი ეზო მოჩანდა ,ფანჯარასთან ერთი სამკაციანი და ორი პატარა თეთრი ფერის დივანი იდგა ,დივანთან პატარა ჟურნალის მაგიდა ,იქვე გვერდით ტუმბო,რომელზეც სახლის ტელეფონი იდო, ძალიან მყუდრო და ნათელი ოთახი ჩანდა..
-სადაური ხარ ,რა გვარის ,წარმომავლობის ?-ერთიანად მიაყარა კითხვა ქალმა ,მას მერე რაც მის თვალიერებას მორჩა ,გოგონამ ერთი შეხედა და თვალები დაბნეულმა ააფახურა ,შემდეგ იოანეს გადახედა შემბრალებლური მზერით
-ხო ისა -თითქოს გამოფხიზლდაო -,იცი დეი ,ელიზას ამნეზია აქვს ,ტყეში ვიპოვეთ შემთხვევით მარტო და წამოვიყვანეთ
-ყველა მაწანწალა თქვენ უნდა შეიფაროთ?! -ცივი ხმით ჰკითხა ქალმა
-ნორკა ,კაი რა ასე რატომ ამბობ- გაბრაზებულმა გადახედა
-იო,მე მესმის რომ თქვენ გიყვართ ადამიანების დახმარება ,მაგრამ რაიცი ეს გოგო ვინ არის -იმასაც არ ერიდებოდა ,რომ ელიზა იქ იყო,გოგონა ერთიანად აწითლდა
-ჩვენ მას ვენდობით დეი - საუბარში ჩაება ჯეკო -ძალიან კარგი გოგოა,დარჩეს რა ჩვენთან -ელიზას გადახედა და თვალი ჩაუკრა ,ამ უკანასკნელმაც გაუღიმა საპასუხოდ
-დარჩეს ,ეს თქვენი სახლიცაა - ამოიოხრა ქალმა - გშია ? ელიზა - გოგონამ თავი გააქნია არაო
-კარგი,მაშინ იოანე ,აჩვენე მას თავისი ოთახი-დაავალა დიშვილს
-წამოდი ელიზა -ხელი მაჯაში ჩაავლო,რაც ნორას მზერას არ გამოპარვია .. ელიზაც უხმოდ გაყვა.

***
-აი დღეიდან ეს შენი ოთახია - მეორე სართულზე ,დერეფნის ბოლოს მდებარე კარები შეაღო იოანემ და გოგონას ნაზად გაუღიმა
-ლამაზია - ღიმილით თქვა ,თან ოთახს მოავლო თვალი ,იასამნისფერი კედლები და ამავე ფერის ღია ფარდები საოცარ კონტრასტს ქმნიდა თეთრი ფერის ავეჯდთან,ოთახში უზარმაზარი წიგნების თაროც იდგა ,მის გვერდით კი თეთრი ,ყვავილებიანი სავარძელი..გოგონა აღბრთოვანებული ათვალიერებდა ამ ყველაფერს,მაგრამ ყველაზე მეტად მაინც წიგნები მოსწონდა ,თვლი შეავლო თითოეულ წიგნს ,მათ სათაურებს და ავტორებს კითხულობდა,იოანემაც გააყოლა მის მზერას თვალი და როცა წიგნების თაროებს გადააწყდა გაეღიმა
-კითხვა გიყვარს?
-კი ძალიან
-ხოდა ,ახლა იკითხე და იყავი ,სხვა რა საქმე გაქვს -თვალი ჩაუკრა ,ელიზამ ერთი ჩაიღიმა ,შემდეგ უფრო მიუახლოვდა თავისი დაკვირვების ობიექტს და ახლოდან დაუწყო თვალიერება
-ელლიზა -ძალიან ახლოდან მოესმა კაცის ხმა ,მაშინვე შემობრუნდა ,იოანე იმდენად ახლოს იდგა მასთან ,რომ კინაღამ ცხვირით შეასკდა ,მორიდებით ახედა და პირდაპირ შავ თვალებში ჩააშტერდა ,ბიჭსაც ერთიანად დაეძაბა სხეული,სათქმელს თავი ძლივს მოუყარა - მინდოდაა..მინდოდა მეთქვა ,რომ ,მოკლედ ,დეიდას ლაპარაკს ყურადღებას ნუ მიაქცევ,მკაცრი ქალია ,მაგრამ კეთილი .. -გოგონამ თავი დაუქნია ,მაშინვე აუარა გვერდი და ღია ფანჯარასთან დადგა ჰაერის ჩასაყლაპად ,ეუცნაურა მისი ასეთი რეაქცია ,ხარბად ისუნთქავდა ჰაერს ,იოანეს მის ამ საქცელზე ერთი კარგად გაეცინა ,გოგონას დაემშვიდობა და ოთახიდან გავიდა..
მას მერე რაც თავი დაიმარტოხელა ,ერთი ამოისუნთქა და მოშვებით დაეცა საწოლზე , მგზავრობისას ძალიან დაიღალა ,ახლა რა უნდა ქნას? როგორ შეეგუება აქაურობას ? იქნებ არ გაუჭირდეს, მაგრამ ნორა ისეთი მკაცრი სახით უყურებს ნამდცილად არ იქნება მასთან შეგუება ასეთი ადვილი..კარებზე კაკუნმა გამოიყვანა ფიქრებიდან, წამოჯდა და დაელოდა როდის შემოვიდოდნენ..ზღურბლზე შუახნის ქალი გამოჩნდა ,ხელში თეთრი პირსახოცი და კიდევ რაღაც ნივთები ეკავა ,ღიმილი შემოვიდა
-გამარჯობა,მე ლილი ვარ ,ამ ოჯახის დამხმარე ქალი,შენთან ბატონმა იოანემ პირსახოცისა და ღამის პერანგის მოტანა დამავალა -ერთი გაუღიმა და ეს ყველაფერი იქვე დააწყო
-გმადლობთ ,იოანესაც მადლობა გადაუხადეთ -უცნაურად კარგი გრძნობით განიმსჭვალა ამ ქალის მიმართ
-აბა ,როგორ არის ელიზაა -კარში გამოჩნდა ჯეკოც ,თავისი ბავშვური ღიმილით
-კარგად ვარ ჯეკო,ოთახიც ლამაზია ძალიან
-მე გავალ,კიდევ რამე თუ დაგჭირდეთ დამიძახეთ-ქალი გასასვლელად მოემაზა
-აუ ლილი,ნამცხვარი გამომიცხვე რა -ყელზე ორი თითი მიიბჯინა ჯეკომ
-ჯერ არ ჩამოსულხარ და უკვე ჭამაზე ციქრობ არაა-ლოყებში ჩააფრინდა ლილი
-აუუ,მშია და რა ვქნა ,მიდი რა გთხოვ ლილიკო საბრალო თვალებით შეხედა
-კაი ხო,უფ..იცოდე ლილიკოს კიდევ დამიძახებ და გავბრაზდები -სიცილით უთხრა ქალმა და ოთახი დატოვა..ჯეკომ ჯერ მას გააყოლა მზერა ,შემდეგ ელიზას გადმოხედა და მისკენ წავიდა
-ე.ი. ოთახი მოგწონს
-კი ძალიან ,ლამაზი და მყუდროა
-მიხარია..ხო აქ იმისთვის ამოვედი,რომ მეთქვა ,სუფრა უკვე გაწყობილია შეგიძლია წამოხვიდე
-ჩამოვალ მალე ,მანამდე თუ შეიძლება წყალს გადავივლებ
-კი ,როგორ არ შეიძლება -თვალი ჩაუკრა და ოთახი დატოვა..
წყალი გადაივლო ,პირსახოცშემოცვეული გამოვიდა გარეთ ,უცებ კინაღამ რომ შეჰკივლა ,რადგან იქვე მდგარი იოანე დაინახა, ამ უკანასკნელმა ერთი მაგრად გადაყლაპა ნერწყვი ,გამჭოლი მზერით აათვალიერა და წამში აარიდა თვალი
-მეე..-კისერი მოიქექა - საჭმელად რომ არ ჩამოხვედი ამოგაკითხე,თან ტანსაცმელი მოგიტანე
-მადლობა..ვიფიქრე წყალს გადავივლებთქო და
-ხო,კაი გავალ მე ,გამოიცვალე და ჩამოდი -არ შეუხედავს ისე შებრუნდა ,უნდა გასულიყო უცებ კარებს ,რომ შეასკდა ,ელიზამ ერთი შეჰკივლა ,შემდეგ გაეცინა ,იოანესაც გაეცინა და გარეთ გავიდა..
ლამაზი იყო ახალი ტანსაცმელი,სადა და ზუსტად მისი ზომა , შავი მაღალწელიანი შარვალი ამოიცვა ,თეთრი პერანგი მკლავებთან აიკეცა ,ოდნავ ჩახსნა ზევით, თმა გაიშრო და ქვევით ჩავიდა ..
-მოდი ,ჩემს გვერდით დაჯექი - სკამი გამოსწია ჯეკომ,ისიც მორცხვად მიუახლოვდა და პირდაპირ იოანეს წინ დასკუპტა
-ჰაიით - მხიარული ძახილით შემივარდა ახალგზარდა გოგონა ,ძალიან ლამაზი იყო, შავი თმა და ამაზე ოდნავ მუქი თვალები ჰქონდა ,იოანეს ძალიან ჰგავდა - ოჰ, ძმები ჩამომსვლიან - ორივეს გადაეხვია და ელიზასთან გაჩერდა -არ უნდა გეთქვათ სტუმარი თუ გვყავს?
-ანა ,ეს ელიზაა ,ჩვენი ახლობელი ,ელიზა ეს ანაა ,ჩვენი დეიდაშვილი - სწრაფად გააცნო იოანემ გოგონებს ერთმანეთი
-რომელი ახლობელი - კბილებში გამოსცრა ნორამ - ეს გოგონა ,ბიჭებმა ტყეში იპოვეს და გადაწყვიტეს შეეფარებინათ,მანამ სანამ მეხსიერება არ დაუბრუნდება
-ამნეზია გაქვს? - შავი თვალები შეანათა ,ელიზამაც თავი დაუქნია - მაგარია - გაიცინა და იქვე ჩამოჯდა - მიხარია ,შენი გაცნობა ლიზა - სახელის გაგონებაზე ისევ უცნაური შეგრძნება დაეუფლა ,მაგრამ არაფერი შეიმჩნია ,ანას გადახედა და უბრალოდ გაუღიმა
-დღეს საყიდლებზე წავალთ -უცებ შეანათა იოანემ შავი თვალები
-რა,რა საჭიროა?-გაკვირვებულმა ჰკითხა
-ტანსაცმელი არ გაქვს ,შიშველი ხომ არ ივლი?
-ანას ძველ ტანსაცმელს მივცემთ -უცებ გადაჭრა თემა ნორამ
-არა დეი,ელიზას ახალ ტანსაცმელს ვუყიდი
-მაგრამ რა საჭიროა ფულის დახარჯვა ,თუ შეგვიძლია ანასი მივცეთ?
-მე ასე ვთქვი და ასე იქნება ,ეს თემა დაიხურება!- მკაცრად თქვა იოანემ და ხმაც არავის ამოუღია ,თვალი ელიზასკენ გააპარა რომელიც კოვზს ნერვიულად ათამაშებდა ხელში -რატომ არ ჭამ? - გოგონამ წამში შეანათა დაბნეული თვალები
-უბრალოდ არ მშია - ჩუმად ჩაილაპარაკა
-მადლობელი უნდა იყო საჭმელს რომ გთავაზობენ ! - იოანემ მკაცრი მზერა სტყორცნა დეიდამისს ,რომელიც ელიზას მიმართ ცივ დამოკიდებულებას არ მალავდა
-მადლობა - ქალს ცისფერი სფეროები მიანა ,შემდეგ ფეხზე წამოდგა და ოთახში ავიდა ,ცრემლებს ძლივს იკავებდა ,იქვე ლოგინთან ჩამოჯდა ,თავი მუხლებში ჩარგო და ჩუმად ატირდა ..
- დეიდა ,არ შეგეძლო ცოტა რბილად მოქცეოდი?- კოვზი ხმხმაღლა დაახეთქა იოანემ თეფშზე
- არა იოანე ,ეგ გოგო ძალიან თავხედია
- რა შეატყვე თავხედობის ? - საუბარში ჩაერია ანა
- ძალიან არ მომწონს ეგ გოგო
- ნორა ,ელიზა მხოლოდ ერთი საათია რაც გაიცანი და ამ ერთი საათის განმავლობაში მხოლოდ ხუთი წუთით დაელაპარაკე ,ძალიან მაინტერესებს როდის გადაწყვიტე როგორია?!
- იოანე ,შენი ტონი არ მომწონს !
- არც მე მომწონს იმ გოგოს როგორც ელაპარაკები!
- როგორც ჩანს მოახერხა უკვე შენი მოთაფვლა !
- მისმინეთ ყველამ,ელიზა ჩემი სტუმარია ,ეს კი ჩემი სახლია ,მოვითხოვ მას ზრდილობიანად მოექცეთ და არ აწყენინოთ!- ფეხზე წამოდგა და კიბეებისკენ გაემართა

******
ფრთხილად დააკაკუნა კარებზე ,პასუხს არ დალოდებია ისე შეაღო ,მაშინვე ელიზას ნამტირალევ თვალებს გადააწყდა ,ფრთხილად მიუახლოვდა და იატაკზე დასკუპებულს გვერდით მიუჯდა
-რატომ ტირი?
-არ ვტირი
-აბა რას აკეთებ?
-არაფერს - მხრები აიჩეჩა
-მტირალა ხარ -ეცადა ლააპარაკში აეყოლიებინა ,ამისთვის კი მისი ნერვების მოშლა იყო საჭირო
-არ ვარ - წარბებშეკრულმა გადახედა
-კი ხარ, სულ ტირიხარ და ტირიხარ - კვლავ აგრძელებდა მის ნერვებზე თამაშს
-რაა ,როდის დამინახე მეტიროს! - მისკენ შეტრიალდა ,წარბშეკრული მიაჩერდა ,იოანეს ერთი ჩაეცინა
-ახლა
-არ ვტიროდი!
-კი ტიროდი!
-არა!
-კი!
-არა მეთქი !
-რატომ არ დაასრულე ჭამა?
-არ მშიოდა!
-ასეთ ღორმუცელას როგორ არ გშიოდა?
-ღორმუცელა შენ ხარ -ხელები გულზე დაიკრიფა ,ბიჭმა მეტი ვეღარ მოითმინა ,ავტომატურად აწია ხელი და ლოყები დაუწელა -გამიშვი მეტკინაა! - ჭირვეული ბავშვივით წამოიკნავლა
-წამოდი გავისეირნოთ -ღიმილით უთხრა
-არ მინდა
-წამო წამო,თან ტანსაცმელიც უნდა ვიყიდოთ, ხვალ ექიმთან მიმყავხარ
-არ მინდა ტანსაცმლის ყიდვა ,არ შეწუხდე
-რატომ?
-ესეც მეყოფა ,არ დაიხარჯო - თავის ტანისამოსს დახედა
-ახლა მაბრაზედბ იცოდე, ადექი და წამოდი !
-იო,არაა საჭირო
-ლიზა ნერვებს მიშლი,დეიდას ყურადღებას ნუ მიაქცევ ,ხანდახან უხეშია
-აი თურმე ვის გავხარ -ოდნავ ჩაეღიმა
-ანუ მე უხეში ვარ?-ცალი წარბი აწია
-ცოტა - ოდნავ დამანჭა სახე
-აჰ..კაი ადექი წავედით ,დრო არ ითმენს-ფეხზე სწრაფად წამოდგა და გოგონას ხელი გაუწოდა
-იო ,ხომ გითხარი ...
-აბა ახლა ! - თითი დაუქნია - მიდი მალე ,პონჩიკს გიყიდი
-ეგ რა არის?
-გიყიდი და ნახავ - გოგონაც წამში წამოიმართა ფეხზე და ოთახი მასთან ერთად დატოვა ..
-სად მიდიხართ? - კარებთან აესვეტნენ ანა და ჯეკო
-ტანსაცმელს ვიყიდით ,შემდეგ გავისეირნებთ - ელიზას მაგივრად გასცა პასუხი იოანემ
-მეც წამოვალ რა ,მიყვარს შოპინგი - შავი თვალები შეანათა დეიდაშვილს
-კაი ხო წამოდი - ამოიოხრა და კარებში გასვლა სცადა
-მე?- ახლა ჯეკომ ახედა ძმას ,იოანემ ჯერ ელიზას გადახედა თვალების ტრიალით,ამ უკანასკნელსაც გაეცინა ,შემდეგ ისევ ჯეკოს შეხედა - კაი ხო,შენც წამოდი - ჯეკომ ტაში შემოკრა და ოთხივე ერთად წავიდნენ..

****
-ეს გოგო არ მომწონს ლილი - შეშფოთებულმა გადახედა ქალს ,რომელიც ჩაის ასხამდა
-რატომ? კარგი გოგო ჩანს
-იოანეს თავგზას ურევს - ჭიქას დასწვდა და ფრთხილად მოსვა
-საიდან მოიტანეთ ?- გაეცინა ქალს
-ვერ ხედავ როგორ უყურებს?როგორ შეიცვალა ,სულ სხვანაირია ,მის გამო მეჩხუბა კიდეც
-არ ვიცი, მე ვფიქრობ ელიზა კარგი გოგონაა,თავისი გაჭირვება აქვს
-რა გაჭირვება
-აი ამნეზია ,არაფერი ახსოვს საბრალოს ,არადა ალბათ როგორ ეძებს მისი ოჯახი - თავი გააქნია
-აა ხო ამნეზია -შავი თვალები აუციმციმდა - ეგ კარგი გამახსენე ლილი
-რას აპირებთ?
-მისი ოჯახი უნდა მოვძებნო -თვალები ააფახურა და დამხმარე ქალს ერთი გაუღიმა

****
-უფ რამდენი რამე ვიყიდეთ - მხიარულად შემოჰკრა ტაში ანამ და იქვე დაიკავა ადგილი
-მართლაც ,რა საჭირო იყო იო ამდენი?- უხერხულად შეიშმუხნა ელიზაც და ანას გვერდით დაჯდა
-იყო ! - ცივად მოუჭრა -აბა ,რას შეჭამთ?
-მე ის რაღაც მინდა დილას რომ მითხარი -ცისფერი თვალები ააფახურა და ტუჩი მოიკვნიტა ,იოანეს ერთი გააჟრჟოლა ,შემდეგ ჩაეღიმა
-პონჩიკია ეგ
-ხო ,აი ეგ მინდა
-მე ცივი ყავა მინდა და კიდევ შოკოლადის ტორტი - სიცილით თქვა ანამ
-მეც ეგ მინდა - ელიზას შოკოლადის ხსენებაზე ნერწყვი მოადგა
-რა შოკოლადის ტორტი? -დაბნეულმა ჰკითხა იოანემ , თავი დაუქნია - მერე პონჩიკი?
-აა ხო პონჩიკი - თავისთვის ჩაილაპარაკა
-ჯაკო შენ რას შეჭამ? -გოგოსთვის თვალი არ მოუშორებია ისე ჰკითხა
-ყველაფერს - უცებ წამოიძახა და ყველას სიცილი აუტყდა
-აუფ, ანა ჩვენ ეს ორი ღორმუცელა მალე გაგვაკოტრებს - სიცილით გადახედა დეიდაშვილს
-ღორმუცელა თვითონ ხარ ! - ორივემ ერთად მიაძახა
-აჰ,ანუ ასე არა? ორი ერთზე მოდიხართ ხო, ანა ჩემსკენაა - ამაყად გაიჯგიმა იოანე
-გეგონოს - ენა გამოუყო - მე ელიზასკენ ვარ
-შეენც? - თვალები ააბრიალა
-ქალური სოლიდარობა დეიდაშვილო - თვალი ჩაუკრა და ელიზას გაუღიმა
-ვჩუმდები - ხელები დანებების მიზნით ზევით ასწია
-რას ინებებთ?-მალევე მიუახლოვდა ოფიციანტი
-ესეიგი, ერთი ვიცი ყავა ,ორი შოკოლადის ნამცხვარი -შემდეგ ელიზას გადახედა - და ერთი პონჩიკი, ჯეკოსთვის კოკა-კოლა და ლობიანი მოიტანეთ, მე კი მინერალური წყალი მინდა - სწრაფად ჩამოურაკრაკა ,ქალმაც თავი დაუქნია და ადგილს გაეცალა
-აბა - მაგიდაზე აათამაშა ანამ თითები -ახლა რა ვქნათ?
-ვჭამოთ და სახლში წავიდეთ,დავისვენოთ
-არ გავისეირნოთ?
-დღეს არა ,ელიზას გუშინ მაღალი სიცხე ქონდა ,გარეთაც არ უნდა გამომეყვანა წესით
-სიცხე აღარ მაქვს !
-მერე რა ,ერთ დღეში ვირუსი არ გამოდის ორგანიზმიდან, რომ წამოგიყვანე მადლობა თქვი!
-მადლობა ! -უხეშად მიაძახა
-რატომ გქონდა სიცხე? -კითხვით მიუტრიალდა ანა
-შენ დეიდაშვილს ჰკითხე !
-წყალი გადაისხა თავზე - სიცილით უთხრა იოანემ -ჭიდან იღებდა - ანას სიცილი აუტყდა
-მართლა?
-ხო, და მერე ბოლო ხმაზე გაჰკიოდა - ისევ სიცილით გააგრძელა მოყოლა ,ელიზა ორივეს დაბღვერილი უყურებდა
-სხვათაშორის მისი ბრალი იყო - წამოიძახა ბოლოს
-ჩემი? -ხელი მისკენ მიმართა იოანემ
-დიახ ,თვითონ მთხოვე ამომეღო !
-იოო ,ეს არ გეპატიება - თვალები დაუბრიალა ანამ
-ჯიუტია ,ვუთხარი კაი მე ამოვიღებთქო მაგრამ არაო
-რომ დამეთმო დამცინებდი!
-როგორ გეკადრება!
-ნერვებს მიშლი!
-გეყოთ რა ! - წამოიძახა ჯეკომ , ამასობაში სასმელებიც მოიტანეს და ოთხივე გაჩუმდა , გემრიელად მიირთვეს შემდეგ კი სახლისკენ გაემართნენ..



თავი 5

-ანუ ყველაფერი რიგზეა ხო? - უკვე მესამედ ეკითხებოდა იოანე ექიმს
-დიახ ,უბრალოდ გაცივდა ,სხვა არაფერი ,წამლებს მისცემთ და დამთავრდება ,გაუვლის - მესამედვე პასუხობდა ,შიგადაშიგ კი მომაბეზრებლად ატრიალებდა თვალებს
-კარგით,ეგ ისედაც ცხადია - თავისთვის ჩაილილაპარაკა
-გოგონა ,რა მითხარით რა მქვიაო? - უცნაურად აკვირდებოდა
-ელიზა - დაბნეულმა უთხრა
-ელიზა ? გვარი?
-მას ამნეზია აქვს ექიმო ,ისე კარგი იქნება თუ გასინჯავთ ამმხრივაც
-რამდენი წლის ხართ, რა გიყვართ ყველაზე მეტად ,რისი გაკეთება შეგიძლიათ ,ესენი გახსოვთ?
-19 წლის ვარ, ყველაზე მეტად არ მახსოვს რა მიყვარს
-ჭამა - წამში გააწყვეტინა იოანემ ,გოგონამ ერთი შეუღრინა და ისევ ექიმს მიუბრუნდა
-რისი გაკეთება შემიძლია არც ის ,უმნიშვნელო რაღაცეები მახსოვს მარტო
-ჭიდან წყლის ამოღება შეუძლია კარგად - ისევ წამოსცდა და სიცილი აუტყდა
-გვაცადეთ თუ შეიძლება - ერთი შეუღრინა ექიმმა და ისიც წამში დასერიოზულდა
-ანუ ,ცხოვრებიდან მარტო ასაკი გახსოვთ?
-დიახ ,ხანდახან რაღაც მომენტებიც მახსენდება - წამოაყრანტალა
-მოიცა ეგ რატომ არ მითხარი? - წყენით გადახედა იომ
-არ მიმიქცევია დიდი ყურადღება
-მაგალითად რა?
-მაგალითად რაღაც ვარდისფერი ოთახი,კიდევ ქალის სახე..გუშინ უცებ ვიღაც კაცის სახე დამიდგა თვალწინ რომელიც რაღაც ბეჭედს მანახებდა -
-გასაგებია , მსუბუქი ამნეზიაა ,სავარაუდოდ მალე უნდა დაგიბრუნდეთ მეხსიერება ..კარგი იქნება თუ პოლიციაში წახვალთ და იმ ქალის პორტრეტს დაახატინებთ ,ვინც გაგახსენდათ ,იქნებ თქვენი ახლობელია ,ისინი მოძებნიან
-ვიფიქრებთ ამაზე
-კარგით, თავისუფკები ხართ ,ჩემი თხოვნა იქნება გოგონა არ გადაღალოთ
-გასაგებია ,ნახვამდის - ფეხზე წამოდგა იოანე და ექიმს წამლების ფურცელი გამოართვა ,შემდეგ მან და ელიზამ ერთად დატოვეს კაბინეტი..
მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოუღია ,სახლში მისულებს ანა და ჯეკო შეეგებათ ,მისაღებში დასხდნენ და კარგადაც მხიარულებდნენ ,ათას რამეზე საუბრობდნენ
-მე წავალ - მოულოდნელად ფეხზე წამოდგა
-სად?
-ოთახში, წყალს გადავივლებ
-აი შენი წამლები, ჭამამდე უნდა დალიო - იოანემ პარკი გაუწოდა ,შემდეგ კი თვალი გააყოლა კიბეებზე მიმავალ გოგონას
-იო! იო!
-გისმენ ჯეკო
-რაო ექიმაა ელიზაზე?
-უბრალოდ გაცივდა , მალე გამოჯანმრთელდება ,საშიში არაფერია
-ამნეზიაზე გეკითხება - წამში აუხსნა ანამ
-აა ,მსუბუქი ფორმით აქვსო ,მალე აღუდგება ნელ -ნელა - მოწყენილმა თქვა
-არ გინდა მეხსიერება დაუბრუნდეს? - წამში შეატყო ძმას დამწუხრება
-როგორ არა , რა სისულელეა - ორაზროვნად ჩაილაპარაკა
-ტყუი! არ გინდა
-რატომ არ უნდა მინდოდეს?! -ხმაში ბრაზე შეეპარა
-იმიტომ ,რომ მას რამე თუ გაახსენდა მაშინვე მის ოჯახში დაბრუნდება !
-მერე ,ეგ რა ცუდია?
-შენ არ გინდა ელიზას გაშვება იოანე ,მე ვხვდები ამას - ძმას თვალი თვალში გაუყარა
-ჯეკო მართალია იო ,მეც გატყობ როგორ სხვანაირად ექცევი ელიზას - ანამაც აუბა მხარი უმცროს დეიდაშვილს ,იოანემ წვერზე ხელი ჩამოისვა ,არ ელოდა სიმართლეს ორივე ასე პირდაპირ თუ აჯახებდა პირში
-სისულელეა ,რაებს ბოდავთ ,ელიზა ჩვეულებრივი გოგოა ,გაიხსენებს რაც გადახდა და ოჯახში დაბრუნდება ,მეკი ამის წინააღმდეგი არ ვარ ! - ფეხზე წამოიჭრა და გასასვლელისკენ წავიდა
-სად მიდიხარ?
-ოთახში ანა ,კიდევ გაქვს კითხვები?
-რატომ ბრაზდები ვერ ვხვდები,არ შეიძლება ჩვენი აზრი გამოვთქვათ?!
-არ ვბრაზდები, უბრალოდ დასვენება მინდა ! - ტონი შეარბილა და ოთახში შევიდა , ჯეკომ და ანამ ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს
-თავი დაიწვა ამ საქციელით - თავისთვის ჩაილაპარაკა ჯეკომ
-შენ შენი ქცევებით იწვავ თავს
-მე?
-ხო შენ ,ფაქტია იოანეზე ეჭვიანობ
- რას ქვია ვეჭვიანობ, შეყვარებული კი არაა - სიცილი აუვარდა
- ჯეკო!
- კარგი ხო - მხრებში გასწორდა და წინ გადმოიწია - გამიგე, ელიზა ძალიან კარგი გოგოა ,მაგრამ იოანე ჩემთვის მშობლის მაგივრობას წევდა სულ, არასდროს მის ცხოვრებაში ჩემს გარდა არავინ ყოფილა ,ცოტა მიჭირს შეგუება იმის რომ კიდევ ერთი გამოჭნდა და ჩვენს შორის დგება
- თქვენს შორის არ დგება ჯეკო, იოანეს შენ ძალიან უყვარხარ,მან გაგზარდა ,ელიზა თუ შეუყვარდა იმას არ ნიშნავს ,რომ შენ არ ეყვარები
- ვიცი ანა ,არც იმდენად პატარა ვარ მაგდენს ვერ მივხვდე ..ვიცი ,ვიცი ეგოისტური საქციელი გამომდის ,ვცდილობ ასე სულელურად არ ვიქცეოდე
- ვიცი ,გამჩნევ ,გინდა ელიზა მიიღო -ოდნავ ჩაეღიმა
- კი,ხომ იცი მშობლების გარდაცვალების დროს ძალიან ოატარა ვიყავი, თითქმის ოთხი წლის , იმხელა დაღი დამასვა ახალ ადამიან ძნელად ვიღებდი ,ეს ისეთი რთულია იყო ყვეკასგან განსხვავებული
- შენ არ ხარ განსხვავებული - ხელი ხელზე დაადო
- ვარ ანა ,ვარ და ამას მეც ვამჩნევ ,ტვინში რაღაც მაქვს დაზიანებული, ეს ისედაც ხომ იცი...ვცდილობ ნორმალურ ბიჭებს დავემსგავსო, ძალ-ღონეს არ ვიშურებ ,წამლებიც მშველისავით
- მოგვარდება ყველაფერი
- ვიცი..თან არ მინდა ელიზამ ჩემს ძმას გული ატკინოს
- არ ატკენს
- მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა ცხოვრება ჰქონდა მას ,იქნებ შეყვარებული ჰყავდა,ან გათხოვილი იყო?
- ნუ გამაგიჟე 19 წლის ასაკში რა გაათხოვებდა - სიცილი წასკდა
- რა ცოტა ხდება ეგეთი?
- არამგონია მაინც..
- ხო რავი ,მინდა იოანე ბედნიერი იყოს ,მე მივხედავ ჩემს თავს როგორმე ..- ჩაეღიმა ,ანასაც გაეღიმა
- ჯეკო,მომისმინე ..მერე რა ,რომ სხვებისგან განსხვავდები და ბავშვური ხარ, ჩვენ ყველას ასეთიც გვიყვარხარ, ნუ დაადანაშაულებ თავს ამაში, შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მთავარი ესაა
- გმადლობ - თვალები აუცრემლიანდა ,ანა მისკენ მიიწინა და მაგრად მოჰხვია ზურგზე ხელები..

*****
ცოტახანს ფანჯარაში იყურებოდა ,შემდეგ წიგნების თაროსთან მივიდა ,ერთ-ერთი წიგნი ამოარჩია ,,გვირილების დედოფალი " და კითხვა დაიწყო ,ამბავი ერთ გოგონასა და მწყემს ბიჭზე იყო, რომელთაც ერთმანეთი უყვარდებათ..
ცოტახანსში დაინტერესდა ,უფრო კომფორტულად მოთავსდა,კარზე კაკუნის ხმა რომ გაისმა ,ცოტახანში კი იოანეს თავიც გამოჩნდა
-შეიძლება?
-შემოდი - სავარძელზე შელაგებული ფეხები ჩამოსწია და წიგნი დახურა
-რას კითხულობ? - ინტერესით შეავლო ყდას თვალი
-რომანია ,,გვირილების დედოფალი "
-რა ხდება ,საინტერესოა?
-რავი კი ,ჩვენს ამბავს გავს ,მხოლოდ ერთი განსხვავებაა -მოწყენილმა ჩაილაპარაკა
-რა?
-აქ მთავარ გმირებს ერთმანეთი უყვარდებათ - თქვა და იოანეს ცისფერი თვალები მიანათა ,იოანემაც მიაგება თავისი შავი სფეროები და ყველაფერი გაჩერდა ,მხოლოდ ერთმამეთს შეჰყურებდნენ ,იმის იქით ვეღარაფერს ხედავდნენ,მზად იყვენენ ასე მჯდარიყვნენ და არ განძრეულიყვნენ..ოთახში სიჩუმე ჩამოწვა ,დაძაბულობაც კი იგრძნობოდა ,ბოლოს ისევ იოანე მოვიდა გონს და გოგონას თვალები მოაშორა,სადღაც შორს დაიწყო ყურება ,ელიზაც უხერხულად შეიშმუშნა ..არც ერთმა იცოდა რაზე დაეწყოთ საუბარი
- წამალი დალიე ? - ბოლოს ისევ იოანემ დაარღვია სიჩუმე
- კი - არ შეუხედავს ისე უთხრა
- თავს როგორ გრძნობ?
- კარგად ,არაფერი მაწუხებს
- გშია? - ღიმილით გადახედა ,ელიზასაც ჩაეცინა
- რომ გითხრა კითქო მეტყვი ღორმუცელა ხარო
- არ გეტყვი ,წამოდი ვჭამოთ - ფეხზე წამოდგა და ხელი გაიშვირა ,გოგონამაც მაგრად ჩასჭიდა თხელი თითები და უკან გაყვა ..
***
-აბა ,რას მიირთმევთ? - ღიმილით შეეგება ბავშვებს სამზარეულოში ლილი
-რავი , ჩვენ თვითონ მოვამზადებთ ლილ, შენ არ შეწუხდე - წინსაფარი აიფარა
-რას ამბობ შვილო, სამზარეულოში როდის იყო შემოდიოდი ?- გაოგნდა ქალი
-ეს პირველია ,მე და ელიზა მოვამზადებთ - თვალი ჩაუკრა იქვე ჩუმად მდგარ გოგონას
-არავითარ შემთხვევაში ! - ოთახში შემოვიდა ნორა ,ორივეს მკაცრი მზერა სტყორცნა - ლილი მომზადებს ყველასთვის!
-ჩვენ ჩვენით გვინდა მომზადება დეი
-შენ არ გევალება სამზარეულოში ტრიალი, ამ გოგონას ძაან თუ უნდა შეუძლია ლილის დაეხმაროს !
-ამას ელიზა ჰქვია , მერე მეორე მე მინდა მოვამზადო და არა ელიზას
-როდის აქედან ამზადებ ?!
-კაი რა ნორა ,რა გემართება ?!
-ძალიან არ მომწონხარ ამ ბოლო დროს იოანე
-რას ვაშავებ?
-ჰმ..ახლა აქ მაგას ვერ გავარჩევ
-კაი, აბა ლილი სადაა პროდუქტები ?- ღიმილით მიუბრუნდა ქალს
-მაცივარშია შვილო ყველაფერი
-არ მოამზადებ შენ და მორჩა ,კაცს მზარეულობა და სამზარეულოში ტრიალი არ ევალება ! - თავისას არ იშლიდა ნორა
-დეიდა!
-აღარ გავიმეორებ !
-კარგი - გაბრაზებულმა მოიხსნა წინსაფარი და იქვე დააგდო -წამოდი ! - ელიზას ხელი დაავლო და კარებისკენ წაიყვანა
-სად მიდიხართ?! - დეიდის კითხვა დააიგნორა ,გოგონა გარეთ გაიყვანა და მანქანაში ჩასვა ,თვითონ საჭესთან მოთავსდა და ღვედი შეიკრა
-სად მივდივართ? - გაკვირვებულმა ჰკითხა ელიზამ
-ნიკუშასთან - ჩაეღიმა
-თქვენი ოჯახის ახლობელი რომაა იმასთან?
-კარგი მახსოვრობა გქონია
-დიახ ..იქ რა გვინდა?
-სად?
-ნიკასთან
-იქ უნდა დაგტოვო
-რა ?- თვალები გაუფართოვდა - იქ..რატომ?
-რავი , ნორას კომენტარებს რომ აღარ უსმინო
-არ მაწუხებს - მხრები აიჩეჩა
-რავი,რავი ..
-კაი რა ,მართლა არ მაწუხებს ,არ მინდა ნიკასთან დარჩენა
-ჩემთან გირჩევნია? - ყურებამდე გაიკრიჭა
-კი - დაუფიქრებლად წამოროშა
-ანუ აღარ დაგტოვო?
-არა! -იოანეს სიცილი აუტყდა -რა გაცინებს?!
-ბავშვი ხარ
-თვითონ ხარ ! - ხელები გულზე დაიკრიფა
-ნუ ტლიკინებ თორემ დაგტოვებ ნიკასთან
-იცოდე თუ დამტოვებ ...- მუქარის მიზნით საჩვენებელი თითი აღმართა
-რაა?
-რადა...გცემ - რაც პირველი მოაფიქრდა ის თქვა ,ამას კაცის ხარხარიც მოყვა
-მცეემ? შენ მეე?
-დიახ ,ჯოხით!
-თან ჯოხით - სიცილს არ წყვეტდა
-არამგონია სასაცილო იყოს
-მე მეცინება
-ხოდა იცინე ! - მკვახედ მიახალა - მართლა რატომ მივდივართ?
-მივალთ და გაიგებ
-სანამ მივალთ მითხარი
-ნწ..
-იოანე ,რატომ მივდივართ იქ ?
-აუ რამდენი ლაპარაკი გიყვარს
-მე?
-დიახ შენ
-ხმას აღარ ამოვიღებ ,აი ნახავ !!
-მადარდე - მხრები აიჩეჩა ,გოგონამ ერთი შეუბღვირა და ფანჯრისკენ მიბრუნდა ,მთელი გზა ხმა არ გაუცია ,არც მანქანა რომ გაჩერდა მაშინ უკითხავს რამე ,ისე გადავიდა იოანესთვის ერთხელაც არ გადაუხედავს ,რა თქმა უნდა ბიჭს ეს არ სიამოვნებდა ,მაგრამ თან მოსწონდა კიდეც ..
-ვახ ,ვახ ამას ვის ვხედავ ,თავად იოანე მობრძანებულა - მხიარულად შეეგება ნიკა მეგობარს ,ხელი მოხვია და სახლისკენ შეუძღვა
-რავა ხარ ნიკოლოზ ძმა - სასაცილო ხმით მიუგო
-კარგად თავად? სად დაიკარგე ტო,ასე უნდა?
-რავიცი,საქმეები ,ისა ,ესა - მხრები აიჩეჩა ,ელიზა ორივეს თვალებგაფართოებული უყურებდა ორივეს ,ნიკა ერთი ათჯერ აათვალიერა ,სიმპატიური იყო -ღია ფერის თვალებით, დაბალზე წვერით ,შავი თმითა და საოცარი ღიმილით
-ეს გოგონა ვინაა? - ახლაღა შეამჩნია იქვე მდგარი ელიზა
-ეს ელიზაა ,ჩემი მეგობარი
-სასიამოვნოა ,ნიკა - ხელი გაუწოდა
-ელიზა - გოგონამაც გაუღიმა
-შემოდით - წინ გაუძღვა -აბა ,რამ შეგაწუხათ?
-სამზარეულო უნდა დაგვითმო
-რაა? - გაჩერდა და გაოცებულმა გადმოხედა - მთვრალი ხარ?
-არა ბიჭო, ნორამ გაჭედა იქ ,სამზარეულოში კაცი ვის გაუგიაო ისაო,ესაო ..კაროჩე რა ,ხოდა მე მინდა ელიზას ჩემი გაკეთებული კერძი გავასინჯო - გვერდულად გადმოხედა მასზე ერთი თავით დაბალ ,ქერა არსებას ,რომელიც დიდ
წითეკ ტუჩებს იკვნეტდა და გარემოს ათვალიერებდა
-კარგით ,მაშინ თქვენთვის მომინდია ჩემი სამზარეულო - ღიმილით დაჰკრა მეგობარს მხარზე ხელი,-ხო მართლა ,ანა და ჯეკო როგორ არიან?
-კარგად ,სახლში დავტოვე
-წამოგეყვანა რა ,რამდენი ხანია არც ისინი მინახავს
-მოდი სტუმრად და ნახავ მერე
-ხო გამოვივლი - სამზარეულოში შეუძღვა ,აჩვენა სად რა იყო და მარტო დატოვა ,ელიზა ისევ არ იღებდა ხმას ,იქვე შემოჯდა დახლზე ,ვაშლი აიღო და გემრიელად აგემოვნებდა ,შიგადაშიგ ტუჩებს ილოკავდა ,იოანემაც კარგად მოირგო წინსაფარი,პროდუქტები გამოალაგა და საგულდაგულოდ გარეცხა ,ელიზასკენაც აპარებდა თვალს ,მაგრამ გოგონა ზედაც არ უყურებდა ..ბოლოს ყელში ამოუვიდა ასე ყოფნა
-დიდხანს უნდა ახრამუნო ეგ ვაშლი?
-...
-დამუნჯდი?
-...
-ელიზა ნერვებს მიშლი ! - გაბრაზებულმა გახედა ,მაგრამ გოგო ზედაც არ უყურებდა
-ელიზა!
-...
-ამოიღე ხმა !
-...
დანა მაგიდაზე გაბრაზებულმა დააგდო და გოგონას პირდაპირ წინ აესვეტა ,ნერვებს უშლიდა მისი იგნორი,სიჩუმე და საერთოდ ასეთი საქციელი..
-ახლა არ ვიცი რას გიზამ ,თქვი რამე !
-თვითონ მითხარი ბევრს ლაპარაკობო ! - წარბშეკრულმა შეხედა
-მე ის არ მითქვამს საერთოდ არ ილაპარაკოთქო
-მაგრამ შენ ჩემი ლაპოარაკით შეწუხდი, ხოდა ჩუმად ვარ!
-ვერ ავიტან ასე ჩუმად რომ იყო !
-რატომ? შენ ხომ არ გადარდებს
-ჯანდაბა ! მადარდებს,თანაცა ძალიან მადარდებს ,ვერ ვიტან ასე რომ ზიხარ,ვერ ვიტან შენი ხმა რომ არ მესმის ,ვერ ვიტან ზედაც რომ არ მიყურებ ! - მოთმინება დაკარგულმა მიაყარა სხაპასხუპით და პირდაპირ მიაჩერდა ,ელიზას კი თვალები გაუფართოვდა ,გაოცებისგან პირი დააღო და ცხოვრებაში პირველად არ იცოდა რა ეთქვა
-რატომ?
-რა რატომ?
-რატომ მითხარი ეს ,რატომ გადარდებს მე სად გავიხედავ, რას ვიტყვი ან რას ვიზამ? -ა პასუხი თვითონაც არ იცოდა ,ცოტახანს ჩუმად იყო
-უბრალოდ ასეთს შეგეგუე ,მხიარულს ,ტლიკინას და ჯიუტს..-ოდნავ ჩაეღიმა, ელიზასაც ჩაეღიმა ,არ იცოდა რატომ ,მაგრამ ავტომატურად მოხვია წელზე ხელები და გულზე აიკრა ,ძალიან მაგრად მიიხუტა ,ცხვირი მის კისერში ჩარგო ,მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა ,თმაზე გადაუსვა ხელები, არ უნდოდა გაეშვა..ელიზა ჯერ გაოცდა ,არ ელოდა მისგან ასეთ საქციელს , შემდეგ თვითონაც მოხვია დაკუნთულ ბეჭებზე თხელი ხელები და მაგრად აეკრა ტანზე ..
-არასდროს შეიცვალო - ჩუმად უჩურჩულა ყურში ..
-იოანე მე..შენ..
-რაა? - ხელები შეუშვა და თვალებში ჩააჩერდა
-შენ პიტნის სუნი აგდის - ღიმილით უთხრა ,კაცს ერთი წუთით გადაურბინა სახეზე იმედგაცრუებამ ,შემდეგ ისიც გაიკრიჭა
-შენ კი გვირილების ..
-მშია
-ვამზადებ - წამში მოშორდა და მზადებას შეუდგა ..

თავი 6

-ასე მზადება სად ისწავლე? -ჭამა დაასრულა ,საზურგეს მიეყრდნო და გამობერილ ,პტარა ღიპზე დაისვა ხელი
-კურსებზე დავდიოდი - ღიმილით გადახედა
-მართლა?
-ხო,ოღონდ ნორას არ უთხრა -ტუჩებთან საჩვენებელი თითი მიიტანა ,ჩუმად იყავიო
-არ ვეტყვი..ისე რა ხარ პროფესიით?
-ფინანსისტი
-ხოომ...
-არ წავიდეთ?
-ისე აპირებ წასვლას ,რომ არ დამემშვიდობო? - სწრაფად მიუახლოვდა ნიკა და იქვე ჩამოჯდა
-როგორ გეკადერება ..
-ელიზა ,მოგეწონა იოს გაკეთებული საჭმელი?
-კი, კარგად ამზადებს -თვალი ჩუმად გააპარა გაბადრული იოანესაკენ
-მე ვასწავლე - ამაყად წამოიწია , შემდეგ სიცილი აუტყდა
-აბა კურსებზე დავდიოდიო - წარბშეკრულმა გადახედა იოანეს
-ნიკას კურსები ქვია მაგას
-მე პროფესიით კულინარი ვარ, შეფ პოვარად ვმუშაობ ერთ-ერთ რესტორანში..იო წამოიყვანე ერთხელ
-ხო მოვიყვან..ჩვენ უნდა წავიდეთ -ფეხზე წამოდგა
-მეც შემოგივლით საღამოს -
-აბა გელით ..
-კარგად - ღიმილით დაემშვიდობა გოგონა და იოანეს გაყვა ,რომელიც უკვე კარებში იდგა..

***
მანქანიდან სწრაფად გადმოვიდნენ და სიცილ-ხარხარით შევიდნენ სახლში ..კიბეებზე ასვლას აპირებდნენ ,მისაღებიდან ნირას ხმა რომ შემოესმათ
-იოანე ,მოდი დეი - პირველად ნახა ელიზამ ქალს ღიმილი ასე არ უხდებოდეს ,იოანეც ნელა მიუახლოვდა ,ქალის გვერდით ახალგაზრდა გოგო იჯდა , შავგვრემანი,შავი დიდრონი თვალებითა და სქელი ტუჩებით ,,რა ლამაზია " გულში გაიფიქრა ელიზამ და გოგოს თვალიერებას მოჰყვა -იოანე ,ეს
-ანკაა ?- ქალს სიტყვა არ დაამთავრებინა ,გოგოსთან მივიდა და გადაკოცნა
-როგორ ხარ იო? - მაგრად მოხვია მხრებზე ხელები
-კარგად შენ ?-გოგომ მხრები აიჩეჩა და თავისი ადგილი დაიკავა ,იოანეც გვერდით მიუჯდა
-თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს? -ინტერესით ჰკითხა ნორამ
-ჩვენ..ჩვენ უნივერსიტეტში ვმეგობრობდით - კეფა მოიქექა
-ვმეგობრობდით? - გაკვირვებულმა გადახედა ანკამ
-ხო..ეს ელიზაა ,გაიცანი -დაბნეულმა თქვა და ელიზას ახლოს მოსვლა სთხოვა ,ისიც ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ქალს
-სასიამოვნოა - ხელი გაუწოდა ანკამ
-ჩემთვისაც - ხელი ჩამოართვა და მალევე მოაშირა
-აბა იო, მომიყევი რა ხდება შენთან ახალი - ღიმილით გადახედა ანკამ ბიჭს ,თან ხელზე ხელი დაადო ,რაც ელიზას თვალებს არ გამოჰპარვიათ, საშინლად არ ესიამოვნა ,ერთ ადგილას ცქმუტვა დაიწყო
-რავიცი, ახალი არაფერია..ყველაფერი ძველებურად
-საერთოდ არ შეცვლილხარ იციი,ისევ ისეთი სიმპატიური ხარ ..
ალმაცერად შეხედა გოგოს ,კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა,ხელები მომუშტა ,მომღიმარ იოანეს გადახედა ,გულში ერთი კარგად შეუკურთხა და ჩუმად წავიდა ოთახისკენ ,შიგადაშიგ იოსკენ აპარებდა თვალს ,აბა თუ შეამჩნევს ,რომ მივდივარო,მაგრამ ვაჟბატონი ისე იყო ანკასთან საუბარში გართული ,არც შეუხედავს..
***
-ელიზა -კარები შემოაღო ანამ -შეიძლება?
-კი მოდი ან .. რა ხდება?
-ჩამოდი ,ყველა შენ გელოდება
-რატომ?
-ვჭამოთ..
-აა..არ მშია ან ,მადლობა
-მოიცა ,რას ქვია არ გშია , ხომ კარგად ხარ? -წამში შეეცვალა სახე
-კი ,კი კარგად ვარ ..უბრალოდ ჭამა არ მინდა
-კარგი,არ დამიმალო თუ რამეა
-არა ,არაფერია,მართლა -მსუბუქად გაუღიმა ..

***
-ელიზა? სად არის?-სასადილოში მარტო შემოსულ ანას ჰკითხა იოანემ
-არ ჩამოვიდა ,არ მშიაო
-რატომო? - წარბები შეკრა
-რავი,უბრალოდ არ მშიაო რა -მხრები აიჩეჩა ..
-არ უნდა და ნუ უნდა..არავინ ეხვეწება - ცივად თქვა ნორამ
-რას ქვია არავინ ეხვეწება ,წავალ გავარკვევ რა სჭირს -ფეხზე წამოდგა
-დაჯექი ადგილზე!
-ნორა!
-დაჯექითქო..სტუმარი გიზის გვერდით ,მიხედე მაგ გოგოს !
-ელიზაც სტუმარია !
-ჯეკო წავა და დაელაპარაკება - შავი სფეროები მიანათა ჯეკოს,ისიც მორჩილად წამოდგა და კიბეებს აუყვა ..
ფრთხილად დააკაკუნა კარებზე ,შემდეგ შეაღო
-ელიზ..წამოდი რა ,არ ჭამენ უშენოდ ისინი -წინ ჩამოუჯდა
-არ მშია ჯეკო,მართლა
-მე ვიცი შენ რაც გჭირს..
-რა? -გაკვირვებულმა გახედა
-ანკა რომ არის იქ იმიტომ არ ჩამოდიხარ..
-არა ,რა სისულელეა
-ნუ მასწავლი რა ,პატარა ვარ ,უცნაურიც ,მაგრამ არა უტვინო..
-ეგ არც მიკადრებია
-ვიცი - გაეღიმა - წამოდი ქვევით ,გემრიელად შევჭამთ, ნუ მიაქცევ ანკას და დეიდას ყურადღებას
-მაგრამ..
-იოანე უშენოდ არ ჭამს - ზერელედ უთხრა
-მართლა ? - მიმიკების დამორჩილება ვერ შეძლო ,მაინც გაებადრა სახე
-ხო..- გაეცინა - უშენოდ პირს არ აკარებს არაფერს
-ცუდია ..კარგი წამოვალ -ფეხზე წამოდგა და ქვევით გაყვა..
***
სუფრასთან გვერდიგვერდ მჯდარი იოანე და ანკა რომ დაინახა არ ესიამოვნა ,მაგრამ მაინც გაიღიმა ,ჯეკოს გვერდით ჩამოჯდა და ჭამას შეუდგა ..
-ხვეწნა გჭირდებოდა? - არ შეუხედავს ისე ჰკითხა ნორამ
-დეიდა! - გამაფრთხილებლად გადახედა იოანემ
-კაი..ჩუმად ვარ -
-ელიზა ,სადაური ხარ?- მოულოდნელად იკითხა ანკამ
-იცი მეე.. - დაბნეულმა დაახამხამა თვალები,შემდეგ იოანეს გადახედა -არ მახსოვს
-ეგ როგორ? -გაუკვირდა
-ამნეზია მაქვს - ჩუმად თქვა
-ცუდია..იმედი მაქვს მალე გაგახსენდება ყველაფერი
-იმედია ..
-ანკა ,შვილო, შენ რას შვები, სად მუშაობ?
-ერთ - ერთ ცნობილ ფირმაში ,ფინანსისტი ვარ ნორა დეიდა
-ძალიან კარგია..აი ყოჩაღ - გაუღიმა - ასეთი უნდა იყოს ახალგაზრდა ქალი - გაუღიმა ნორამ და შემდეგ ნიშნისმოგებით გადახედა ელიზას -და დაოჯახებას ,არ აპირებ? - ანკას წვენი გადასცდა ,დაბნეულმა შეხედა ქალს ,ამ კითხვას აშკარად არ მოელოდა
-იცით..ჯერ არა
-რატომ ?
-ჯერ არ შევხვედრილვარ ისეთ ადამიანს ამაზე ფიქრი ,რომ ღირდეს
-ხომ..იმედია მალე შეხვდები
-იმედია -გაიღიმა და იოანეს შეხედა ,იოანემაც გახედა ,ოდნავ ჩეღიმა..
ლამის სისხლი ააწვა თავში, როცა ანკამ კიდევ დაადო ხელი ხელზე და საუბარი გაუბა
-მე ოთახში წავალ - დპფეხზე წამოდგა ,ნორას მკაცრი და იოანეს გაკვირვებული მზერა დააიგნორა ,სწრაფად ავარდა კიბეებზე და კარი მაგრამ მიიჯახუნა
****
იქვე დადებული ბალიში უხეშად მიაგდო ერთ კუთხეში და ბოლთის ცემას მოყვა ,საშინლად აღელვებული იყო, თვალწინ სულ ის ედგა როგორ მოკიდა ანკამ ხელი იოანეს ,გამწარებისგან ხელები მოკრუნჩხა ,შემდეგ დამშვიდდა ,ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა ..სიარულისგან რომ დაიღალა ეზოში გავიდა ,სახლიდან მოშორებით წავიდა და ჰამაკში ჩაწვა ,დაღამებამდე იქ იწვა ,ცოტახანს ჩათვლიმა კიდეც ,ნერვები ეშლებოდა იოანემ ერთხელაც რომ არ მოიკითხა ,არც გაახსენდა ,ხოდა იწვება ასე გარეთ მთელი ღამე ,ცოტა კი ეშინია მაგრამ ,მთელი ეზო შემოღობილია უზარმაზარი გალავნით, ასე რომ საშიში არაფერია...
-აქ რატომ ხარ ,გაცივდები - არ მიუხედავს ,მაგრამ მიხვდა იოანე ელაპარაკებოდა
-აქ მინდოდა - უხეშად უთხრა
-ნიკა იყო მოსული და გიკითხა - წინ აესვეტა
-ვუღაცას მაინც გავახსენდი დღეს - დაიჩურჩულა
-რა?
-კარგიათქო..
-მაინც არ მითხარი ,მარტო რატომ ზიხარ
-ასე მინდათქო, მარტო ,ყველასგან შორს ..
-ელიზა რა გჭირს ?
-არაფერი..
-კი გჭირს ..
-რა გინდა იოანე? - ფეხზე წამოდგა - წადი და იმ შენს ანკას მიხედე
-ანკა? ანკა რა შუაშია
-არაფერი,დღეს ხომ ლაოარაკობდით კარგად ..ხოდა წადი მიხედე - უხეშად უთხრა და ზურგი შეაქცია ბიჭის სიცილი რომ გაიგო - რა გაცინებს?
-შენ..შენ რა ეჭვიანობ?
-მეტი საქმე არ მაქვს - ერთ ადგილას გაშრა და ხმა ძლივს ამოიღო ,იოანე ნელა მიუახლოვდა ,თან თვალებში უყურებდა
-კი, ეჭვიანობ - მისი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა
-არა ,რატომ უნდა ვიეჭვიანო !
-ტყუილი არ გამოგდის
-არ ვიტყუები ! -ომახიანად თქვა ,მაგრამ იოანეს ხელები წელზე რომ იგრძნო შეკრთა -რა..რას აკეთებ
-ჩემი პატარა ეჭვიანი ხარ შენ - კიდევ უფრო ახლოს მიუტანა სახე
-გითხარი არ ვეჭვიანობთქო !!
-ხო ,მითხარი - თვალები ტუჩებისკენ გაექცა
-მერე ?!
-მერე მე გითხარი ,რომ უნდა გაკოცო
-არ გით..მოიცა რა - გონ მოეგო ,მაგრამ უკვე გვიანი იყო,იგრძნო როგორ შეეხო იოანეს ბააგები მისას ,რბილი, თბილი და ფტკბილი ტუჩები, რომელიც ნაზად კოცნიდა ,წელზე უფრო მაგრად მოუჭირა ხელები, გულზე აიკრა და მონდომებით დაუწყო კოცნა , დრომ ფასი დაკარგა ,მიუხედავად იმის ,რომ ნიავი ქროდა ,ელიზას მაინც ცხელოდა ,გული ლამის ამოვარდნაზე ჰქონდა ..
ფრთხილად მოშორდა შავი თვალები შეანათა და ნაზად ჩამოუსვა საჩვენებელი თითი სახეზე
-იმდენი ხანია ამის გაკეთება მინდა ..
-იო..მე..
-რა შენ - ლოყაზე ნაზად აკოცა
-რა..ტო..მ - ძკივს ამოღერღა ,კიდევ უფრო დაიბნა მეორე ლოყაზეც რომ იგრძნო მისი შეხება
-რა? - ღიმილი შეეპარა ხმაში
-რაღაცას ვგრძნობ - თვალები დაღუნა და ჩუმად ჩაილაპარაკა
-რას ? -თავისდაუნებურად გაეღიმა
-არ ვიცი - გუკწრფელად უპასუხა
-მე ვიცი - ქერა თმაზე გადაუსვა ხელი ,ნელა ჩააყოლა კისერს და მაგრად მიიკრა გულზე ,თავი მის კისერში ჩარგო ,ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი - მეც .. - ჩუმად უჩურჩულა ყურში და თვალები დახუჭა..


თავი 7


-კიდევ ერთხელ გიმეორებთ, უკვე მოვიდა დრო მეხსიერება დაუბრუნდეს ,რენდგრენსაც გაჩვენებთ აგერ ,დააკვირდით - იოანე ახლოს მიიწია და ექიმის ხელში არსებულ შავ ფირს დააშტერდა
-ეგ გასაგებია ,მაგრამ მე როგორ უნდა მოვიქცე?
-არ გაანერვიულოთ, შეიძლება კოშმარებმა შეაწუხოს ,ღამით წამოიყვიროს ან გაღიზიანდეს ყველაფერზე..არ აყვეთ ,წამლებიც მიეცით
-გასაგებია ,ვეცდები ყველანაირად - ფეხზე წამოდგა და ექიმს ხელი ჩამოართვა - ნახვამდის
-კარგად ბრძანდებოდეთ ..

*****
-იოოო - ყვირილით დაახტა დილით ანა დეიდაშვილს -იოანეეე!!
-რა გინდა ,რაა? - თვალები ნელა გაახილა და წარბშეკრული მიაჩერდა
-ელიზა ცუდადაა
-რაა ! - წამში წამოხტა საწოლიდან, სწრაფად ამოიცვა შარვალი და ელიზას ოთახისკენ გავარდა ,კარზე არც დაუკაკუნებია ისე შევიდა - ელიზა ,ელიზა შემომხედე - ლოგინზე წამომჯდარ გოგონას შეხედა ,რომელსაც ფეხები მკერზე მიეწყო და ხელები ზედ შემოეხვია , იოანეს ხმაზე ოდნავ შეიშმუშნა ,თავი წამოსწია და ჩაწითლებული თვალები მიანათა
-იო - ცრემლები წამოუვიდა ,ბიჭმაც მაგრად მოხვია მკლავები, გულზე აიკრა და თავი მის კისერში ჩარგო - გამახსენდა ,ის გამახსენდა ,ამაზრზენი იყო - ასლუკუნდა
-ვინ? ვინ გაგახსენდა ?
-იის , გურამი - იოანემ ცრემლები მოწმინდა და ისევ გუკში ჩაიკრა
-ვინ არის გურამი ?
-საშინელი, საზიზღარი ადამიანია ,მეზიზღება ,ვერ ვიტან - კანკალმა აიტანა
-ელიზა ,დამშვიდდი -მეორე მხრიდან მიუჯდა ანა ,მასაც აცრემლებოდა თვალები -წყნარად იყავი
-ელიზა ვინ არის გურამი და რატომ გეზიზღება სი?
-იოანე , არ მისცე უფლება წამიყვანოს,გთხოვ, არ გაატანო ჩემი თავი
-დამშვიდდი, შენი აზრით შენს თავს ვინმეს გავატან? ფეხსაც ვერავინ მოგაცვლევინებს ძალით აქედან -კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა მკლავები ,ნელა მიუახლოვა სახე და ლოყები დაუკოცნა
-ხო ელიზა ,ვერავინ ,ვერავინ წაგიყვამს აქედან ძალით
-ანა , შენ არ იცნობ მას ,მე..მე მეშინია
-ან დაგვტოვე რა მარტო - მუდარით გადახედა იოანემ ,ანამაც თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა -ელიზა ,ეს დალიე - ექიმის გამოწერილი დამამშვიდებელი მიაწოდა ,მას მერე რაც დალია ლოგინში ჩააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა
-არ დამტოვო -ამოიკვნესა გოგონამ
-არასოდეს -ნაზად შეეხო ტუჩებზე ,შემდეგ ხელი მოხვია და გულზე აიკრა ,გოგონა ერთი შეიშმუშნა ,მისკენ გადატრიალდა ,კისერში დაუტოვა სველი კოცნა ,შემდეგ მუცელზე შემოხვია ხელი და მორფეოზის სამყაროში გადაეშვა..

იწვა და უყურებდა ,როგორ ეძინა , მის სუნთქვას უსმენდა ,თან გულზე ეკრა ..გადმობურცულ ტუჩებზე ნაზად შეეხო, ჩაეღიმა ,თვალებზე ჩამოყრილი თმა ნელა გადაუწია ..
-იო -ფრთხილად დააკაკუნა კარებზე ჯეკომ
-ხო მოდი ,ძინავს
-კარგია ,რომ დაეძინა -ჩურჩულით ჩამოჯდა იქვე - ამიხსენი წესიერად რა სჭირს
-ერთი კვირის წინ ექიმთან მყავდა ,თავზე გადავუღეთ..მსუბუქი ამნეზია აქვს , ექიმმა თქვა რომ რამდენიმე დღეში დაეწყებოდა სიზმრები მისი ცხოვრებიდან , გაახსენდება ადამიანები და მოვლენები, მითხრა რომ შესაძლოა ეს ერთ კვირაში მოხდეს ,მაგრამ შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს
-ასე რთულად რატომ გადააქვს ეს პროცესი?
-წესით ასეთი არ უნდა ყოფილიყო ,როგორც ჩანს ელიზას რთული ცხოვრება ჰქონდა
-ამიტომაც იკლავდა თავს
-რაა? რა თავს იკლავდა ,საიდან მოიტანე
-კაი რა იო, შენი აზრით იქ შემთხვევით მოხვდა? ნორმალური ადამიანი, თანაც ახალგაზრდა გოგო იქ მარტო არ წავიდოდა
-არ ვიცი..არაფერი ვიცი, ძალიან განვიცდი ასეთს რომ ვუყურებ ,ორი დღეა წესიერად არც უძინია და არც უჭამია
-ხო..კიდევ გაახსენდა ვინმე?
-იმდღეს გარდაცვლილი დედამისი და მისი ნახევარძმა ,გაგაო თუ გეგა..დღეს კი ვიღაც გურამზე იძახდა რაღაცეებს ,მეშინია მისიო
-ეგ ვინღაა?
-არ ვიცი, ისე განიცდიდა აღარც ვკითხე ,დამამშვიდებელი მივეცი
-ნეტავ ვინაა -ჩაფიქრდა -ისე ასე ცალ-ცაკე რატომ ახსენდება და არა ერთად?
-ეჰ,ადამიანის ტვინი ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გამოკვლეული,რას გაუგებ
-ხო ეგეცაა ..უი ნიკაა მოსული,ქვევით ანას ელაპარაკება
-აქამდე ვერ მითხარი? -ფეხზე წამოდგა
-მეგონა ელიზასთან გერჩივნა
-კი,მაგრამ ცოტახანს იყოს ასე ,ეძინოს ,მე ნიკას ვნახავ,საქმე მაქვს -ფეხზე წამოდგა და ოთახი ძმასთან ერთად დატოვა

****
-რავი ანუშკი ხომ იცი რამდენი საქმე მაქვს - ხელი მოხვია ნიკამ გოგოს და მაგრად აკოცა ლოყაზე -მომენატრე
-ეგ არ გამართლებს ! -ტუჩები გადმობურცა და ხელები გულზე დაიკრიფა ,ნიკას გაეღიმა ,ოთახი მოათვალიერა ,რომ დარწმუნდა არავინ იყო ახლომახლო ,გოგო თავისკენ მიიზიდა და მის ბაგეებს დაეწაფა -მაინც არ გირიგდები !
-კაი რა ან ..
-...
-ანუშკიი..
-შენ საერთოდ არ გიყვარვარ მე
-ახლა მაბრაზებ, შენს გარდა ვინ უნდა მიყვარდეს სხვა? -წელზე მოხვია ხელი -კაი რა ,მხოლოდ ერთი დღე არ გამოვჩნდი
-ეგ ერთი დღე 24 საათია ,მეკი წამიც ვერ ვძლებ უშენოდ !
-მე წამის მეოთხედიც კი -გაუღიმა,ანასაც გეღიმა ..ნიკამ თმაზე გადაუსვა ხელი და ისევ წაიწია ბაგეებისკენ ,თუმცა კოცნა ვერ მოახერხა რადგან ჩახველების ხმა გაიგო ,ელდანაკრავივით მოშორდა ,იოანეს და ჯეკოს დაბნეულმა გადახედა
-ისა ,იო ...-ფეხზე წამოხტა ანა და დეიდაშვიებს შეშინებული მიაჩერდა -ჩვენ ისა..
-რას აკეთებდით?! ,-წარბშეკრულმა გადახედა იოანემ ორივეს
-ჩვენ ,არაფერს ..
-დაგინხეთ ნიკა! -ხმა გაუმკაცრდა
-ხო ,დავინახე კოცნა რომ სცადე - მხარი აუბა ჯეკომ
-არაა ,რა სისულელეა -ორივე ერთდროულად აწითლდა სახეზე ,იოანემ და ჯეკომ ერთმანეთს გადახედეს ,შემდეგ სიცილი აუტყდათ
-რა სულელები ხართ - ნიკა და ანა დაბნეული სახეებით მისჩერებოდნენ ძმებს ,ვერ გაეგოთ რა ხდებოდა
-თქვენი აზრით ვერ ვხვდებოდით? -იქვე ჩამოჯდა ჯეკო
-ჩვენ ყველაფერი თავიდანვე ვიცოდით -გვერდით მიუჯდა იოანეც
-რას. ხვდებოდით?
-ერთმანეთი რომ გიყვართ
-არა ...ჩვენ
-ანა !! - ნიკა მაჯაში სწვდა - აღარ ღირს დამალვა ,ხო მე მიყვარს თქვენი დეიდაშვილი ,თანაც ძალიან
-თქვა ახალი ამბავი -საზურგეს მიეყრდნო ირონიული ღიმილით იო -დაჯექით
-არა ჩვენ რაღატო გვიმალავდით? -გაბრაზდა ჯეკო
-რავი..-მხრები აიჩეჩა ანამ -მომერიდა
-რისი მოგერიდა გოგო ?!
-შენი..ჯეკოსი..
-მე მინდოდა თქმა ,მაგრამ ანას ხათრით ჩუმად ვიყავი
-ხო შენ აქედანვე დაუჯერე ამას
-ეე ,იო..აბა ვის უნდა დაუჯეროს თუ არა მე ? -გაბრაზებულმა გახედა იოანეს ,რომელიც ყურებამდე იკრიჭებოდა ,ნიკას გაეცინა და მისკენ მიზიდა ,წელზე შემოჰხვია ხელი
-ამათ ნუ უსმენ , მე შენ გიჯერებ მხოლოდ
-ვიცი..-გაეღიმა - ხო მართლა ,ელიზა?
-დამამშვიდებელი მივეცი და დაეძინა..
-არ გითხრა ვინ არის გურამი?
-არა ,ისეთი გაღიზიანებული იყო აღარ ჩავაცივდი
-ელიზას რა სჭირს? -ინტერესით იკითხა ნიკამ
-ნელ-ნელა ყველაფერი ახსენდება უკვე..
-მერე ეგ კარგია
-კი კარგია ,მაგრამ ამას ისეთი რეაქციები აქვს ,ჯობდა არ გახსენებოდა არასოდეს
-რთული ცხოვრება ჰქონდა?
-როგორც ჩანს ..ნიკა კაია რომ მოხვედი, საქმე მაქვს შენთან
-გისმენ ..
-ცალკე თუ შეიძლება -იოანემ ანას და ჯეკოს გადახედა
-უყურე გვიმალავს
-ხო, მე და ჯეკოს არ გვენდობი იოანე?!
-ოო, გახვალთ თუ გაგადოთ?
-არ გავდივართ -ხელები გულზე დაიკრიფა ანამ
-მაშინ ჩვენ გავალთ ,წამო ნიკუშ - ძმაკაცს ხელი მოჰხვია და ეზოში გაიყვანა
-უყურე ამათ
-ასეთ რა საქმე აქვს ?
-არ ვიცი ან ..

****
-რა ხდება ?
-ბიჭო, შენი დახმარება მჭირდება
-გისმენ
-მოკლედ ,შეგიძლია რაღაც ინფორმაცია მომიძიო ირამდენიმე ადამიანზე?
-კი ,რა პრობლემაა ,ვეტყვი ბიძაჩემს ..
-გაიხარე..მოკლედ ინფორმაცია მჭირდება ვინმე ელენე ახვლედიანზე
-აუფ ,რა გვარიაქვს
-მაცადე ..
-კაი ხო
-ელენე ახვლედიანზე და გაგა დადიანზე .
-რაიყო დიდგვაროვნების ნუსხას ადგენ? - სიცილი აუტყდა ნიკას
-ელიზას დედა და ძმა არიან -წარბშეკრულმა ახედა
-მოიცა ანუ, ელიზა დადიანია?
-ხო
-აი მესმისს.. და მამა?
-მამაზე არაფერი ვიცი ..ამათ რო გაიგებ ,ავტომატურად ისინიც გამოჩნდებიან
-კაი ძმაო, ხვალ მეცოდინება
-ჯიგარი ხარ - მხარზე მიჰკრა ხელი, შემდეგ ისევ ოთახში დაბრუნდნენ სადაც ანა და ჯეკო ელოდნენ წარბშეკრულნი..



თავი 8
მოდით დღეს ცოტა გადავუხვიოთ თემიდან, ალბათ ყველას გაინტერესებთ ვინ არის გურამი ,გაგა ,ელენე და საერთოდ ვინ არის და რა დაემართა ელიზას ..ამიტომ დღეს თქვენს ცნობისმოყვარეობას დავაკმაყოფილებ და მოკლედ მოგიყვებით ყველაფერს იმ დღემდე,როცა ჩვენი ამბის აღერა დაიწყო..

******
ელიზაბეთ ,იგივე ლიზა დადიანი ,დაიბადა ზუგდიდში დადინების ოჯახში ,მამა იოან დადიანი ,დედა კი თავადის ქალი ელენე ახვლედიანი ..
პატარა იყო ლიზა ,როდესაც მისი ოჯახი თბილისსში გადმოვიდა საცხოვრებლად ,მათთან ერთად წამოვიდა მისი უფროსი ნახევარძმა გაგა დადიანი, მამამისის პირველი ცოლის ეკატერინე ჯაყელის ვაჟი..
ელენე ახვლედიანი ცნობილი იყო თავისი გარეგნობით,სილამაზითა და კლდემამოსილებით,იმასაც ამბობდა ხალხი გაგას და ლიზას ერთმანეთისგან არ ანსხვავებსო და მართალიც იყვენენ ,ქალს ისევე უყვარდა მეუღლის მემკვიდრე როგორც თავისი პატარა ,ახალშობილი გოგონა..
ვერ ვიტყვი რომ ელიზას და გაგას შესაშური ურთიერთობა ჰქონდათ ,პირიქით ყველა ამჩნევდა როგორი ზიზღით უყურებდა ბიჭი უმცროს დას ..
13 წლის იყო ლიზა დედა პლევმონიით (ფილტვების ანთება ) რომ გარდაეცვალა და მისთვის აქამდე ლაღი და ბედნიერი ცხოვრება უარესობისკენ წავიდა , მეორე ცოლის სიკვდილი ძალიან რთულად გადაიტანა იოან დადიანმა , დარდს ქალებში და სასმელში ახრჩობდა , ხშირი იყო მისი სტუმრობა ბარიდან ბარში, სასტუმროებსა და ყავახანებში, კაცმა მთელი თავისი ქონება გაანიავა ,მთელი თავისი ნაშრომი და დატოვა შვილები მშრალზე ..
ამას ისიც დაემატა რომ უფროსი ვაჟი ,გაგა დადიანი სახლიდან წავიდა ,ცალკე დაფუძნდა და ახალი ცხოვრება დაიწყო, მოხუცი და მთვრალი მამის მოვლა კი 16 წლის ელიზას ევალებოდა ,ფულს ბიძები უგზავნიდნენ რომ როგორმე თავი გაეტანა ,ცოტახანში მამამისიც გარდაიცვალა ,იმხელა ბინაში ცხოვრება ,მარტო შეუძლებელი გახდა ამიტომ უფროს ძმასთან გადასვლა მოუწია ...
ძმასთან ცხოვრება არც ისე ცუდი იყო,მით უმეტეს გაგა ყოველ დილას გადიოდა სახლიდან და გვიან ბრუნდებოდა ,დილაობით ფულს უტოვებდა ხოლმე რომ მთელი დღის განმავლობაში რაიმე ეჭამა ..ასე გადიოდა დრო, იზრდებოდა მარტო,დადიოდა სკოლაში,გაიჩინა რამდენიმე მეგობარი ,შემდეგ სკოლაც დაამთავრა და უნივერსიტეტში მოეწყო ფილოლოგიურზე ..
ძალიან ლამაზი იყო დადიანის ასული,გარდატეხის ასაკში მთლად გაიფურჩქნა ,დედას ძალიან გავდა ზღვასავით ლურჯი თვლებით,რომლებიც ინტერესით აკვირდებოდნენ ყველაფერს,ქერა ტალღოვანი თმით ,სწორი ცხვირითა და სავსე წითელი ტუჩებით ..ბევრს მისდიოდა მასზე სული,მამაკაცების მზერას ვერ იშორებდა , ხან ვინ გამოელაპარაკებოდა ხან ვინ, მათ შორის დიდგვაროვნებიც იყვნენ,მაგრამ ლიზა ყურადღებას არავის აქცევდა..
უფროსმა ძმამაც შეამჩნია დის ასეთი ცვლილება , თითქოს სხვა თვალით შეხედა მას ,სახლშიც უფრო ხშირად ჩერდებოდა ,ურთიერთობაც გამოუკეთდათ ,თითქოს ცხოვრებამ რაღაც აზრი მიიღო,მაგრამ კარგს ყოველთვის მოსდევს ცუდი..
ერთ საღამოს სახლში სასწავლებლიდან დაბრუნებულს სახლში სტუმარი დაუხვდა ,მაღალი ,ჭაღარაშერეული მამაკაცი,რომელიც ასაკით ასე 40-45 წლის ინებოდა ,გაგას რაღაცას ემუსაიფებოდა ,როგორცკი გოგონა დაინახა მაშინვე აათვალიერა თავიდან ფეხებამდე ,შემდეგ ფეხზე წამოიმართა და ხელი გაუწოდა
-გურამ ჩიქოვანი - თავიდანვე არ მოუვიდა ლიზას კაცი თვალში,მაგრამ ეტიკეტი მოითხოვდა სტუმარს ზრდილობიანად მოქცეოდა ,ნაზად გაუღიმა ,გამოწვდილ ხელს შეახო თავისი პატარა ,თხელი თითები,მანაც არ დააყოვნა და ტუჩები დააწება ზედ ,რაზეც უსიამოვნოს გასცრა ახალგაზრდა დადიანს ,ხელი უხეშად გამოგლიჯა
-ლიზა...-ჩაახველა -ელიზაბეთ დადიანი - მშვიდად მიუგო და ძმას კითხვებით სავსე თვალებით გადახედა
-ბატონი გურამი მამას მეგობარი იყო,სტუმრად გვეწვია-მანაც მაშინვე აუხსნა თუ ვინ იყო სტუმარი
-მართლა? უცნაურია აქამდე არ მინახიხართ - გაკვირვებულმა ახედა კაცს
-დიახ ,მართლაც უცნაურია ,არადა რომ მენახეთ აუცილებლად დამამახსოვრდებოდით - ზრდილობიანად მიუგო მამაკაცმა და თავის ადგილს დაუბრუნდა ,ლიზაც მიიწვიეს სუფრასთან..
სადილი არც ისე საინტერესო აღმოჩნდა ,ლიზაც მთლად დაიძაბა რადგან აშკარად გრძნობდა გურამის მწველ მზერას ,მის რამდენიმე კითხვას ზრდილობისთვის გასცა პასუხი და ბოდიშის მოხდით გავიდა ოთახიდან ...იმ დღის შემდეგ მოუხშირა მამაკაცმა მათთან სიარულს , გოგონას მიმართაც დიდ ინტერესს იჩენდა..უცნაური გრძნობა გაუჩნდა ამ კაცისადმი, მისი დანახვა საშინლად არ სიამოვნებდა ,ყოველ მის ღიმილსა და ხელზე ამბორზე უსიამოვნოდ ცრიდა ორგანიზმში,მისი შავი ,ჩაბნელებული,არაფრისმთქმელი თვალები საოცრად აშინებდა ,სიცილის დროს ჩაშავებულ კბილებთან ერთად სამი ოქროს კბილიც რომ გამოუჩნდებოდა თავს ძლივს იკავებდა იქვე არ არეოდა გული..
ერთ საღამოს გეგამ ლიზა სალაპარაკოდ გაიხმო..ისიც მოწესრიგდა და მისაღებისკენ გავიდა ,გეგა აშკარად ნასვამი იყო,თვალები უცნაურად ჩასწითლებოდა ,მაგიდასთან იჯდა და თითებს ნერვიულად ათამაშებდა
-გეგა - მშვიდად მიუგო გოგონამ ,მაგრამ მას არ გამოუხედავს ,თვალები გაფართოებოდა და ერთ ადგილს მიშტერებოდა - გეგა! - მეორედაც დაუძახა ,მიუახლოვდა და ფრთხილად შეახო ხელი ,კაცი შეკრთა ,დას მსუბუქად გაუღიმა და უთხრა მის წინ ჩამომჯდარიყო ,ლიზაც დაემორჩილა მის თხოვნას
-ელიზაბეთ,ახლა მშვიდად მომისმენ ,ხმას არ მოიღებ! -კატეგორიული ხმით დაიწყო,გოგონამ თავი დაუქნია ,ყოველთვის ერიდებოდა ძმის გაღიზიანებას ,რადგან იცოდა მას არ დაინდობდა ,მიუხედავად იმისა რომ ადრინდელთან შედარებით ცოტა გამოუკეთდათ მდგომარეობა,მას ისევ ეშინოდა გეგასი,მისი გაბრაზების ,რადგან როცა ბრაზდებოდა შეურაცხადი ხდებოდა ,ადამიანსაც კი მოკლავდა ..-მოკლედ ,მინდა სიხარულით გახარო ,რომ თხოვდები - გაუღიმა და მის სახეს დააკვირდა ...ლიზამ ერთი დაახამხამა თვალები,შემდეგ ხელზე იჩქმიტა იმაში დასარწმუნებლად რომ სიზმარში არ იყო
-რა? - ძლივს აღმოხდა მის ბაგეებს
-ხო,გილოცავ დაო
-რას მილოცავ ! -ფეხზე წამოდგა - შენ სულ გადაირიე?!
-მოკეტე და დაჯექი!-იმხელაზე იღრიალა ადგილზე შეხტა ,თავისდაუნებურად შეასრულა მისი ბრძანება ,ჩაწითლებულ თვალებს მზერა აარიდა
-მე არ გავთხოვდები - კატეგორიული ხმით თქვა,თავს ძლივს იკავებდა არ ეტირა
-მოგიწევს!
-ასეთი ტვირთი თუ ვარ შენთვის ,ავდგები და ისე წავალ სახლიდან -კიდევ აპირებდა რაღაცის ატქმა გეგას სიცილი რომ მისწვდა ყურს,გაკვირვებულმა შეხედა ძმას
-სად წახვალ ,საად? მამაჩემის მამასთან?
-ბიძებთან,ან ზუგდიდში დედის სახლში
-ვერსად ვერ წახვალ,ის სახლი მამამ გაყიდა ,ბიძები კი საქართველოში არ ცხოვრობენ
-ვიმუშავებ - უკანასკნელი იმედი მიეცა
-აბა ახლა ! -შეყვირა - გამუშავებ მე შენ !..
-კიმაგრამ რატომ მათხოვებ ,ვისზე ან ..
-გურამ ჩიქოვანზე - უცებ მიახალა -მამას მეგობარზე - ელიზა გაშრა ,გულმა ორმაგად დაუწყო ცემა ,სახეზე სულ გადაფითრდა ,ფეხზე წამოდგა და ფანჯარა გამოაღო
-რა? მეხუმრები ხო,გეგა მითხარი რომ ხუმრობ
-არა
-არ არის სასაცილო,საერთოდ არ არის -ხმაში ნერვიულობა დაეტყო ,გეგაც წამოდგა ფეხზე და წინ აესვეტა დას ,საშინელი ალკოჰოლის სუნი ასდიოდა
-მოკეტე ! რამდენს ლაპარაკობ, გეუბნები გათხოვდებითქო და მეტი აღარ გამამეორებინო!
-მე სრულწლოვანი ვარ ,შენ არ გაქვს უფლება მიბრძანო რა ვქნა ! - დაუყვირა და მაშინვე საშინლად აეწვა ლოყა , წამში დაუნამა სახე ცრემლებმა ,ვეღარაფერს ხედავდა ,ხელი ამწვარ ადგილას ჰქონდა მიდებული,გეგას ჩაეღიმა ,ქერა თმაში სწვდა და სახე საშინლად დამანჭა
-კიდევ ერთხელ დაძრავ სიტყვას და მოგკლავ,გესმის? ჩემი ხელით მოგკლავ
-მირჩევნია მომკლა ვიდრე იმ ბებერს გამაყოლო
-მოკეტე მეთქი ! - დაუღრიალა და ოთახისკენ წაათრია -აქედან ფეხს ვერ გამოადგამ -შიგნით შეაგდო და კარები გასაღებით ჩაუკეტა ..

გულაღმა იწვა საწოლზე ,თვალები ტკივილისგან ჰქონდა დასიებული,უკვე ორი დღე გაატარა გამოკეტილმა ,არც ტელეფონი ჰქონდა ,ფანჯრებიც ჩაერაზა ძმას ..ხელი დედის ყელსაბამზე ჰქონდა მოჭერილი,რომელსაც არასდროს იხსნიდა ,გულში ღმერთს დახმარებას სთხოვდა ..
ცოტახანში კარებში გასაღების გადატრიალების ხმა გაისმა ,ამას მისი გაღებაც მოყვა და ოთახში ვიღაც შემოვიდა.. ბრთხილად შეჰკივლა და მის საწოლთან მდგარი გურამი რომ დაინახა სწრაფად წამოხტა ,საწოლის კიდეს მოეჭიდა ..კაცს ჩაეღიმა ,ფრთხილად მიუჯდა საწოლს
-ლიზა - მშვიდად დაიწყო -ნუ გეშინია - შავი თვალებით გადახედა ,იქვე მჯდარ ,თვალებდასიებულ გოგონას ,რომელიც მთლიანად აეტანა კანკალს
-წადი!
-არა ,არ წავალ ..შენ ჩემი საცოლე ხარ -კატეგორიული ხმით უთხრა
-მე თქვენ ცოლად არ გამოგყვებით! -ზიზღით სავსე თვალები მიაპყრო
-გამომყვები ..თუ სიცოცხლე გინდა
-თქვენს გვერდით ცხოვრება ისედაც სიკვდილის ტოლფასია
-ნელ-ნელა მიეჩვევი..აი ნახავ მოგეწონები
-თქვენ ,ჩემზე 28 წლით დიდი ხართ,ფაქტიურად მამად მეკუთვნით
-მერე რა ,ადრეც ასე იყო..ძველად..
-რათ გინდათ ჩემხელა ცოლი? ცოლი რომელსაც ეზიზღებით!
-მე არა ,შენს ძმას სჭირდბაა..
-გეგას?
-ხო,ძალიან ბევრი ვალი აქვს ,საღამოიბით კაზინოშიც დადის ,მე გადავუხდი შენს სანაცვლოდ..გადავუხადე უფრო სწორად
-ანუ ,გამყიდა - ცრემლები წამოუვიდა
-ეგრე გამოდის..რას იტანჯავ შვილო თავს ,არც მაგდენად მოხუცი ვარ
-მე არ მინდა შენი ცოლობა..-კაცი ფეხზე წამოდგა ,კარებისკენ აიღო გეზი
-მოგიწევს ,გეგაზე უარესი ვარ იცოდე ! -თქვა და ოთახიდან გავიდა..

მაინც არ იშლიდა თავისას და კატეგორიულ უარს განაცხადებდა გათხოვებაზე ,გურამიც რამდენჯერმე შევიდა მასთან სალაპარაკოთ,ბოლოს მანაც გეგასავით გაარტყა სახეში ,როცა გოგომ უთხრა მეზიზღებიო ..რომ ნახა საშველი არ იყო ,სხვა რაღაც მოიფიქრა : ერთ დილას ,ადრე ,როცა გეგა შემოვიდა საჭმლის თეფშით ხელში უთხრა ,რომ თანახმა იყო ქორწილზე ,ძმამაც არ დააყოვნა და გულში ჩაიკრა ,ქორწილი ორ დღეში დანიშნეს..
-საქორწილო კაბის საყიდლად მივდივარ,ფული მომეცი - თავზე წაადგა ძმას
-ოჰო..რათ გინდა კაბა ,ისედაც არავინ მოდის სტუმარი
-ან კაბით გავთხოვდები ,ან საერთოდ არა ! -კატეგორიული ხმით უთხრა ,გეგამ ერთი ამოიოხრა და ფული გაუწოდა ,სწრაფად დაავლო ხელი ჩანთას და გარეთ გავიდა..სწორედ ასე აღმოჩნდა სვანეთში,ასე ვთქვათ იქ გაიხიზნა ..
მთელი თვე ეძებდნენ თბილისში გოგონას ,ბოლოს როგორღაც გაიგეს სადაც იყო და სვანეთისკენ აიღეს გეზი,ელიზას სახლი შემაღლებულ ადგილას ექირავებინა, ტყიდან მოდიოდა სახლში ძმა და გურამი რომ დახვდა .. ირონიული ღიმილი აქეკრა ორივეს სახეზე , ის კი კანკალმა აიტანა ,მთლად გადაფითრდა სახეზე და ისედაც სიცივეში უარესად შეამცივნა
-ესეიგი კაბაზე წახვედი ხო - ხმა გაუმკაცრდა
-გეგა მე...-აცრემლებულმა შეხედა და უკვე მეორედ მოხვდა სახეში მამაკაცის ხელი,ოღონდ ამჯერად ძმის არა..განრისხებულმა შეხედა მის წინ ატუზულ გურამს
-საზიზღარო,პატარა გველო - ხრიწიანი ხმით უთხრა - როგორ გაბედე ,ჩემი გასულელება ,როგორ! - მაჯაში ჩააფრინდა
-გამიშვი - ტკივილისგან დაიჭყანა
-ფეხი გამოადგი - გარეთ გაათრია ,მანქანაში უნდა ჩაეტენა ,თავში ქვა რომ უთავაზა ,დრო იხელთა და ტყისკენ აიღო გეზი,უკან გეგა დაედევნა ..
მირბოდა ,არ იცოდა სად , მხოლოდ მათგან თავის დაღწევა უნდოდა ,ბოლოს რაღაც ტრიალ მინდორზე აღმოჩნდა ,ირგვლივ ყველაფერი თოვლით იყო დაფარული,უნდა გაქცეულიყო ფეხი რომ აუსრიალდა და მაგრად დაარტყა ზურგი,ტკივილისგან სახე დაემანჭა ,იწვა და ცას შეჰყურებდა ,მერე რა რომ მარტი იყო,მერე რა ,რომ სციოდა და სახე ეყინებოდა ,არც იმის ეშინოდა თუ მოკვდებოდა ,პირიქით ასეც სურდა ..
უყურებდა ცისფერ ფონზე მოცურავე ღრუბლებს ,ულამაზესი იყო ეს ყველაფერი მისთვის ,ახლა ყველაზე მეტად უნდოდა იქ მოხვედრა , მისი ახალგაზრდული სიგიჟეები, სიცოცხლის სიყვარული,ცხოვრების ხალისი სადღაც გამქრალიყო და ცხოვრებაში პირველად მოუნდა სიკვდილი..
უკვე გრძნობდა როგორ ეყინებოდა სისხლი,როგორ ეცლებოდა ძალა ,ჯერ კიდევ ჰქონდა დრო,ჯერ კიდევ შეეძლო გადაერჩინა თავი,მაგრამ დანებება არჩია ,სიკვდილი არჩია ..ფიქრებში უკვე ღრუბლებში იყო,დედასთან ...ნელა ღრუბლებიც გაუფერულდა , ყველაფერი ერთმანეთს შეერია ,ყველაფერი ერთფეროვანი გახდა ,ბოლოს კი დაბნელდა ..


თავი 9

ისევ მის თავთან იწვა ,ისევ ამშვიდებდა და მის ღამის კოშმარებს ,,ნუ გეშინიათი " პასუხობდა ,ისევ ეფერებოდა ქერა ,რბილ თმაზე ,უკოცნიდა კოყებს და გულში იკრავდა .. მისი სურნელი მოსწონდა ,კანის სურნელი, აქამდე ვერ გაეგო ,რომ იძახდნენ ტანსაცმელს მისი სუნი ასდისო,რანაირად ხდებოდე ეს ,მაგრამ ახლა ელიზას სურნელს მთელი მსოფლიოს ადამიანებს შორის გამოარჩევდა , მისი ტუჩების გემოს ყველგან იგრძნობდა ,მის რბილ,სრიალა კანს თითებს შორის შეუხებლადაც გრძნობდა და იცოდა ამ ყველაფრის გარეშე უბრალოდ ვერ იცოცხლებდა..აქამდე თუ თავი ძლიერი ეგონა ,ახლა ხვდებოდა ,რამდენად იყო დამოკიდებული ამ პოატარა არსებაზე ,რომელმაც ერთ თვეში შეაყვარა თავი, იცოდა მის გარეშე სრული არარაობა იქნებოდა ,ქვეყანაზე მოსიარულე მანეკენი,რომელსაც არანაირი გრძნობა გააჩნია ..ისიც ვერ წარმოედგინა ოდესმე სხვას ამ თვალით თუ შეხედავდა ,არა ,ზუსტად იცოდა სხვა ქალი ამ ბავშვის გვერდით საერთოდ არ გამოჩნდებოდა ,ვერავინ შეედრებოდა მას და არც უნდა ეცადათ შედარებოდნენ..მზად იყო ღამეები ეთია მის ყურებაში, გულზე ახუტებული ყოლოდა მთელი ცხოვრება ,მხოლოდ ერთს ითხოვდა სანაცვლოდ -კვლავ შემოეხედა თავისი თბილი,ზღვისფერი თვალებით,კვლავ გაეღიმა მისთვის და წაჩხუბებოდა..
-იო - ოდნავ შეირხა ,მისკენ გადატრიალდა და ლურჯი თვალები შეანათა
-ხო ,რა ხდება ცუდად ხარ? -შეშფოთებული ხმით კითხა
-არა სულელო- გაუღიმა - მშია
-შენ სულ როგორ გშია -სიცილ აუტყდა და ელიზას წარბშეკრულ სახეს ,რომ დააკვირდა მაგრად აიხუტა გულზე - ჩემი ღორუკა
-მომშორდი ! - საწოლზე წამოჯდა ,აჩეჩილი თმა წინ გადმოყროდა ,ტუჩები ძილისგან დასიებოდა და გაბრაზებული უყურებდა - ღორი შენ ხარ !
-მე ღორი არ მითქვამს ,ღორუკა ვთქვი
-იგივეა..თავი დამანებე ! - ფეხზე წამოდგა და პიჟამოსამარა გავიდა სააბაზანოში
-ღმერთო რა ყველაფერზე ბრაზდება - თავისთვის ჩაილაპარაკა
-გავიგე! - იქედან გამოსძახა -ინდაურო!
-გავიგე! -სიცილით თქვა
-ვიცი!

ცხელი შახპის ქვეშ ცოტა მოდუნდა ,გაახსენდა ..ხო გაახსენდა ,ადრე თუ გვიან ეს მოსალოდნელიც იყო,ყველაფერი აღუდგა გონებაში და დალაგდა ..გურამის გახსენებაზე ტანში საშინლად სცრიდა ,ერთიანად აკანკალებდა და ზიზღის გრძნობას უჩენდა..ნეტავ ისევ ეძებენ? ალბათ არა ,იმედია არა..ღრმად ამოისუნთქა ,რომც მოსულიყვნენ იოანეს იმედი ქონდა ,იოანე დაიცავდა,არ გაუშვებდა..
პირსახოცშემოხვეული გავიდა ,იოანე ისევ იქ იწვა ,ხარბად აათვალიერა ,ძლიერად გადაყლაპა ნერწყვი და თვალი აარიდა
-შენ კიდევ აქ ხარ?-პირსახოცი უფრო შემოიჭირა ტანზე და თავდახრილი მივიდა კარადასთან
-კიდე ბრაზობ?
-არა - მხრები აიჩეჩა და კარადიდან ტანსაცმლის გამოღება დაიწყო ,უნდა მოტრიალებულიყო უკნიდან იოანე ,რომ მიეხუტა ,მაგრად მოუჭირა წელზე მკლავები,თავი მის კისერში ჩარგო და გაინაბა -ასე გამჭ....ტ - საყვარლად ამოიკვნესა
-მართლა შემომეჭყლიტები ერთხელ -საფეთქელზე დაუტოვა სველი კოცნა ,ხელები უშვა
-დღეს ის კაბა ჩაიცვი ,მე რომ გიყიდე
-რომელი,წითელი? -ღიმილი შეეპარა
-ხო,გიხდება. თმა კი გაიშალე -თითი დაცვარულ კანზე ჩამოუსვა
-რამე ხდება?
-დღეს მთლიანად ჩემი ხარ -ჩურჩულით უთხრა და როცა ლოყები შეეფარკლა გაიცინა -ჩემი მორცხვი გოგო
-არ ვარ მორცხვი..-კისერთან აკოცა და ოთახიდან გასვლა დააპირა
-ხარ,ხარ..ღორუკა - მის გაბრაზებულ სახეს რომ წააწყდა ,სწრაფად გახურა კარები
-მაიმუნი - თავისთვის ჩაილაპარაკა და წითელი კაბა გამოიღო,ეს კაბა იოანემ მაშინ უყიდა როცა აქ ჩამოვიდნენ, ყველაზე მეტად მოსწონდამ,უბრალოდ ჯერ შანსი არ ჰქონდა ჩაეცვა..

****
-რას აკეთებ? -კარები შემოაღო ანამ ,გაუღიმა და თავიდან ფეხებამდე აათვალიერა -ძალიან ლამაზი ხარ
-შენც - თმა კოსად აეკრა ,ტანს ცისფერი,მოკლე სარაფანი ეცვა -სადმე მიდიხარ?
-შენ?
-ჯერ მე გკითხე
-ნიკასთან ერთად მივდივარ ,სადღაც
-მეც..იოანესთან ერთად მივდივარ სადღაც -გაეცინა , მოკლე კაბა ქვევით დაქაჩა და დივანზე ჩამოჯდა
-ელიზა ,რაღაცას გკითხავ რა
-რაც გინდა
-თავს არ მოგაბეზრებ
-მკითხე რამდენიც გინდა - ვითომ მშვიდად ,სინამდვილეში კი ანერვიულებულმა უთხრა
-არა ,ერთი კითხვა მაქვს ..რომელიც ძირითადად ყველაფერს ეხება - გაუცინა და გვერდით მიუჯდა
-გაინტერესებს ჩემზე ყველაფერი ხო? - სევდიანმა გადახედა ,ანამ თავი დაუქნია -კარგი,მოგიყვები -ფეხები შემოალაგა ,კომფორტულად მოთავსდა და ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოუყვა ,იმხელა ემოციით ყვებოდა ,გოგოს თვალზე ცრემლიც კი მოადგა -ასე შევხვდი იოანეს ,დანარჩენი შენც იცი -დასრულებული არ ქონდა ,მაგრად რომ მოხვია ხელები და გულზე აიკრა ,თავიდან დაიბნა ,მაგრამ შემდეგ ისიც მიეხუტა
-არ გეწყინოს ,მაგრამ საშინელი ძმა გყავს ,ვერ ვიტან - მორცხვად უთხრა
-რა უნდა მეწყინოს,მეც კი ვხვდები..
-ისევ გეძებენ?!
-არ ვიცი და ძალიან ვღელავ
-ისევ მათთან დაბრუნება რო მოგიხდეს ,მერე?- შეშინებული თვალები მიაპყრო
-თავს მოვიკლავ-ფეხზე წამოდგა და ოთახში სიარულს მოყვა
-ნუ სულელობ !
-არა ,მართლა..იმ სახლში ერთი დღეც რომ მომიწიოს ყოფნა და გურამის ნახვა ,თავს მოვიკლავ,არ დავფიქრდები ისე -სრული სერიოზულობით უთხრა
-ხოდა იქ არ აღმოჩნდები...წამო ჩავიდეთ თორემ დაგვცოფეს ბიჭებმა -კარები გამოაღო და ორივე ერთად ჩავიდმენ დაბლა..

****
გოგონები თავიდან ფეხებამდე აათვალიერეს მონუსხულებმა
-ხომ გეუბნებოდი,ჩემი უფრო ლამაზია - ისე გადაუჩურჩულა ნიკამ იოანეს ,ანასთვის თვალი არ მოუშორებია
-კი ლამაზია ადამიანბში,მაგრამ ელიზა ანგელოზია
-რა გიხარიათ,მაინც მოკვდებით - უკნიდან მიაძახა ჯეკომ
-ამას რამხელა ენა გაუხდა -თავში წამოარტყა ძმას
-ეი- დაიჭყანა და გოგოებთან მივიდა -ამათ არ გაყვეთ,აგერ არ გყავართ ახოვანი ყმაწვილი? დარჩით ჩემთან -თვალი ჩაუკრა
-ეე ,ეე რაებს ეუბნები - გაბრაზდა ნიკა ,ანას ხელი დაავლო და კარისკენ გაუძღვა - წამოდი,ამ პატარა დემონს ნუ უსმენ
-ნიკა ბავშვია - სიცილით გაყვა უკან
-მაგხელა მეც ვიყავი და ..აღარაა საჭირო დაბოლოება - სიცილით გადახედა წარბშეკრულს და სახლიდან გაიყვანა ..
-სულელები..ელიზა არ წავიდეთ?
-ლიზა..ლიზა მქვია -მშვიდად შეუსწორა
-ერთი და იგივეა - ხელი აიქნია -წავიდეთ?
-კი..

***
ზოოპარკში წავიდნენ..
ბევრი იარეს ,როგორც იცით თბილისის ზოოპარკი უცხოურს ვერ შეედრება ,მაგრამ აქაც კარგად გაერთნენ, სპილოები ნახეს ,ვეფხვები,პინგვინები რომელიც ლიზას ისე მოეწონა ვიყიდოთო იძახდა ,იოანეც დათანხმდა ,მილიონერი რომ გავხდები გიყიდიო ეხუმრებოდა..ჟირაფიც მოეწონა..პატარა ბავშვივით დადიოდა ყურებამდე გაკრეჭილი ,იოსთვის მოეკიდა ხელი და მთელ ზოოპარკს ათვალიერებინებდა
-ეს ჟირაფია ,მას აქვს დიდი კისერი - სიცილით უხსნიდა
-ამას ისედაც ვხედავ ელიზა -თვალები გადაატრიალა მომაბეზრებლად
-გაჩუმდი! - შეუღრინა - მე რომ გიხსნი სულ სხვაა
-ხო კაი ,გააგრძელე - მის გაბრაზებულ სიფათზე ყოველთვის ეცინებოდა,ელიზას ესეც კმაროდა წამში გაიკრიჭა 32 კბილი გამოაჩინა და გაგრძელება დაიწყო
-მოკლედ, ეს სპილოა ,მას დიდი ყურები და ცხვირი აქვს
-ისევე როგორც შეენ - დაასრულა
-მეე? - გაბრაზებული მოუტრიალდა - მე არ მაქვს დიდი ცხვირი..არც ყურები!
-ენა და კუჭი გაქვს სამაგიეროდ
-დამპალო - ჩანთა უთავაზა - ეს ქურციკია - მიადგა შემდეგ გალიას ,ცოტახანს დააკვირდა
-აბა მასზე რას იტყვი?
-რაღაცნაირია,ვერ მოვუფიქრე ვერაფერი - ჩაიბურდღუნა და ცისფერი თვალები დააფახურა -ისე შენ გგავს - ენა გამიუყო
-მე არა? მეე? - ვითომ გაბრაზებული უახლოვდებოდა,ხელები წელზე შეუცურა და მაგრად აკოცა ლოყაზე
-დიახ შენ ..შენსავით უჟმურია
-მე არ ვარ უჟმური -წარბები შეკრა და კიდევ უფრო მოუჭირა ხელები
-ხარ!
-არ ვარ!
-ხარ!
-არა!
-დამიმტკიცე !
-დაგიმტკიცებ!
-მიდი
-მოიცა ,როგორ?
-როგორ დაა - საჩვენებელი თითი ტუჩთან მიიდო და გარემოს თვალიერებას მოჰყვა - აი ,იმ უჟმურ კაცთან მიდი და თუ გააცინებ დავიჯერებ - თავმოტვლეპილ ,ახალგაზრდა კაცხე ანიშნა ,რომელიც წარბშეკრული იჯდა სკამზე
-შანსი არაა - ხელები გაასავსავა
-გეშინია - დაასკვნა და ხელები გულზე დაიკრიფა
-მეე? რისი
-იმის რომ სანაძლეოს წააგებ..ტყუილად ცდილობ ,მაინც ვერ გააცინებ..უჟმური ხარ -ხელი აიქნია და გზის გაგრძელება დააპირა იოანემ რომ შეაჩერა
-მოიცა ,გავაცინებ ,აი ნახავ - თქვა და კაცისკენ აიღო გეზი,ნაბიჯებზე ეტყობოდა ,როგორი დაძაბული მიიწევდა წინ ,ელიზა კი სიცილით კვდებოდა წინასწარ,იოანე მამაკაცს მიუახლოვდა ,რაღაც უთხრა და გვერდით მიუჯდა ,გოგონა შორიდან უყურებდა ,კაცს მიმიკა არ შეცვლია ,იოანემ რაღაც უთხრა ,მერე კაცმაც ,მერე ისევ იოანემ ,ბოლოს მამაკაცმა თქვა რაღაც ,იოანეს თვალები გაუფართოვდა ,ფეხზე წამოდგა და ელიზასკენ გამოიქცა ,ვერ გაეგო რა ხდებოდა ,მას მამაკაციც მოყვა ,იოანე წამში დაეტაკა ,ხელი ჩაავლო მალეო უყვირა და ორივენი მოსწყდნენ ადგილს..ლიზას ვერ გაეგო სად მიდოდა ,ან რატომ მირბოდნენ ,ან ის კაცი რატომ მოსდევდათ,მაგრამ ეს სიტუაცია სახალისოდ ეჩვენა ,იოანესაც მაგრად ჩასჭიდა ხელი და ნაბიჯს აუჩქარა..
ბოლოს სადღაც შეუხვიეს , ხელი უშვა და ორივემ ,ძლიერად სუნთქვა დაიწყო,ჰაერს გამალებით ისუნთქავდნენ და მოსულიერებას ცდილობდნენ,როგორც იქნა დამშვიდდნენ ,აჩქარებული პულსიც ნორმას დაუბრუნდა ,იქვე ჩამოჯდნენ და გარემოს თვალიერებას მოყვნენ
-რატომ გამოიქეცი? ან ის რატომ მოგზდევდა? - ვეღარ მოითმინა და მაინც კითხა
-შენი ბრალია..შენ რომ კაცი დაგიჯერებს რა - გაბრაზებულმა შეხედა
-მეე? მე რა შუაში ვარ?
-შენ მთხოვე იმასთან მისვლა..მეც მივუჯექი,რაღაც ვუთხარი,მერე უცნაური კითხვა დამისვა და ბოლოს მითხრა გამასწარი აქედანო,მეც ავდექი და გამოვიქეცი - მოკლედ მოყვა
-მოიცა ,ასეთი რა უთხარი?
-მე არაფერ ,მაგრამ მას მგონი.. მგონი იმნაირი ვეგონე
-იმნაირი როგორი? - ღიმილი შეეპარა ხმაში
-ცისფერი- წარბშეკრული მიაჩერდა ახარხარებულს -რა გაცინებს?
-გეი ეგონე? - ძლივს ამოთქვა
-ხო - სერიოზულად ამოთქვა და ისევ მოხარხარეს გადახედა , ისე სასაცილოდ და საყვარლად იცინოდა ,თვითონაც გაეცინა ,თავისკენ მიიზიდა და აკოცა ...
-დედაა სირცხვილი,არ გრცხვენიათ? ხალხი ვცხოვრობთ აქ! - ფანჯრიდან გადმოსძახა ვიღაც მოხუცმა ქალმა და ახალგაზრდებს იდილია დაურღვია - თქვე არა ადამაინებო,თქვე გათახსირებულებო ! -ყვიროდა ქალი ..იოანემ და ელიზამ ერთმანეთს გადახედეს ,ორივე ერთდროულად წამოიმართა და იქაურობას გაეცალა ,თან სიცილი ახრჩობდათ
-არა რა ტიპი იყო ის ქალი - მუცელზე ხელები დაეწყო და სიცილს ვერ იკავებდა
-თქვე გათახსირებულებოო ! - გამოაჯავრა წამში - ლიზა შენთან კაცი ვერ მოიწყენს
-ხო მაგას მეუბნებოდნენ კი..
-აბა ,ახლა სად წავიდეთ? -ერთი თავით დაბალ არსებას გადახედა,ლიზა ცოტახანს ჩაფიქრდა
-მმ..მოდი დავფიქრდეთ - ჩაილაპარაკა
,-მოიცა ,გამოვიცნობ..გშია - თქვა და ღიმილმორეულმა გადახედა,გოგონამ წამში შეკრა წარბები
-როგორ მიხვდი?!
-რა მიხვედრა უნდოდა ,შენ სულ გშია
-რეგვენო !
-წამო ,წამო ,ვჭამოთ - ხელი მოკიდა ,გზიდან გადაიყვანა და ერთ-ერთ კაფეში შეიყვანა ,იქვე დასხდნენ ..
-აბა ,რას მიირთმევთ? - ღიმილით მიუახლოვდა ოფიციანტი
-მე შოკოლადის ნამცხვარს ,კიდევ შოკოლადის ნაყინს და ცივ ყავას ნაყინით..ოღონდ ნამცვარი დიიდი იყოს,ბევრი ბევრი შოკოლადით - სხაპასხუპით უთხრა
-გასაგებია - ჩაინიშნა და ახლა იოანეს მიუბრუნდა - თქვენ?
-რავი,იგივეს ყავის გამოკლებით - მხრები აიჩეჩა იოანემ და ელიზას გადახედა დაბნეულმა ,ოფიციანტმა თავი დაუქნია და იქაურობას გაეცალა - იცი,ხანდახან მეშინია..
-რისი?
-შენი..
-ჩემი? - ელიზას სისცილი წასკდა
-ხო..აი ერთ დღეს ,რომ მოგშივდეს ,საჭმელი არ გქონდეს და მე შემჭამო? - სერიოზული სახით შეხედა , თვალებგაფართოებულ გოგოს და ცოტახანში სიცილი წასკდა -კაი გეხუმრე
-რა დეგენერატი ხარ რა..მშიშარავ - წარბშეკრული მიაჩერდა
-აბა ,ბევრს ნუ ტლიკინებ ქალბატონო ! - გამაფრთხილებლად დაუქნია საჩვენებელი თითი
-ახლა მშია თორემ - თვალები მოჭუტა ..
-რამდენი ვიარეთ დღეს ,უკვე მზე ჩადის - ცას გახედა ფანჯრიდან
-ხო..
-გინდა მზის ჩასვლას ვუყუროთ?
-კი..ოღონდ ჯერ ვჭამოთ - ახალმოტანილ ნამცხვარს დასწვდა და ჭამას შეუდგა

***
-შენი საყვარელი ფერი რა არის? - ზღვის ნაპირას იჯდნენ და ცას შეჰყურებდნენ,ირგვლივ არავინ იყო, ცისფერ ფონზე ლამაზად კიაფობდა ჩამავალი მზის სხივები,იმწუთას ვერ გაიგებდი რა ფერი იყო ..გრილი ქარი ურხევდა გრძელ,ქერა თმას ,თავი ზევით აეწია და თვალები მიენაბა ,აშკარად ტკბებოდა აქაურობით..
-ცისფერი -ჰორიზონტისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უპასუხა
-ჩემიც - თქვა და გოგონას გახედა ,მისი ხელი ხელში მოიქცია -ელიზა..
-ხო - ღიმილიანი სახით გამოხედა - ძალიან მიყვარხარ ! -უთხრა და გაუღიმა,გოგონამ მიმიკები ვერ დაიმორჩილა ,თვალები ორჯერ დაახამხამა ,პირი გააღო რაღაცის სათქმელად ,მაგრამ არაფერი უთქვამს ,აცრემლიანებული თვალები შეანათა ,მისკენ ახლოს მიიჩოჩა და მაგრად მიეხუტა
-გმადლობ - ყურში უჩურჩულა ,კიდევ უფრო მაგრა მოკიდა კისერზე ხელები ,იოანემაც მოხვია წელზე ძლიერი მკლავები და გულზე აიხუტა,მისმა პასუხმა ცოტა დააბნია
-რისთვის?
-რომ გიყვარვარ - თავი მის კისერში ჩარგო,ემოციებს ვერ ფარავდა ,ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა და ბიჭის მაისურს სულ ასველებდა..მისი ხელები მოიშორა ,სახე ააწევინა და გაოგნებული დააცქირდა
-შენ რა..ტირი?- ელიზამ წამში შეიმშრალა თვალები და ისევ ჰორიზონტს გახედა
-დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ..ეს სიტყვები არავის უთქვამს -ხმაში ტკივილი დაეტყო - მხოლოდ მას ვუყვარდი ,ის რომ წავიდა სამყაროში მარტო დავრჩი
-შენ მარტო არ ხარ..მე გყავარ - მკლავები მოხვია და მაგრად აკოცა
-ვიცი ,ახლა უკვე ვიცი - თავი გულზე მიადო,თვალები დახუჭა და ცოტახანი მაინც მოსწყდა სამყაროს
-არასდროს იგრძნო თავი მარტო,სანამ ცოცხალი ვარ..ყოველთვის გახსოვდეს ,რომ მე გყავარ და ძალიან მიყვარხარ..შენ ჩემი დედოფალი ხარ ,გვირილების დედოფალი

***
უკვე კარგად დაბნელებულიყო, მანქანა გააჩერეს და ხელჩაკიდებულნი შევიდნენ სახლში,პირდაპირ ასვლას აპირებდნენ ოთახში ,მაგრამ ნორას ხმამ გააჩერათ
-ელიზა ,შვილო - ქალის ხმა უცნაურად დამტკბარიყო ..იოანემ და ლიზამ გაოცებულებმა გადახედეს ერთმანეთს
-დიახ - კარებიდან მხოლოდ ქალი ჩანდა
-შენთან სტუმრები არიან - უთხრა და წამში გამოჩნდა ჰორიზონტზე ორი მამაკაცი,რომლებიც ცივი თვალებითა და ირონიუილი ღიმილით ათვალიერებდნენ გოგონას..



თავი 10

ბრმაც კი შეამჩნევდა ,როგორ გაფითრდა ,ლურჯი თვალები ორმაგად დიდი გაუხდა,გული ისე აუჩქარდა მეც კი გავიგე ხმა ,ცოტახანიც და გული წაუვიდოდა იოანეს ხელები ,რომ არ შეეშველებინა. ღრმად გადაყლაპა ნერწყვი და თავი მოთოკა,რომ მაგრად დამდგარიყო,გაბოროტებული თვალები ავის მომასწავლებლად შეანათა ორივეს
-ლიზა ,ლიზიკო ! - მოჩვენებითი ღიმილით წამოვიდა მისკენ ,შავი თმა უკან გადაეტკიცა ,სქელი წარბები,კეხიანი ცხვირი, შავი ჩამქრალი თვალები ,ტანზე შავი კლასიკური შარვალი და ამავე ფერის პერანიგი ეცვა ,წინ ოდნავ ჩახსნილი - ეს იყო გეგა დადიანი..გაშეშებულ ელიზას,რომელსაც მაგრად ჩაებღუჯა იოანესთვის ხელები ,სწრაფად მივარდა , ხელები შემოხვია და მიიხუტა -ამდენი ხანი გეძებდი ,როგორ ვინერვიულე - მოშორდა და საკოცნელად დაიხარა ,მაგრამ ლიზამ თავი გასწია
-თქვენ ვინ ხართ? - ახლაღა ამოითო გაოცებულმა იოანემ ხმა ,კაცმა ახლა მას შეხედა ,ერთი აათვალიერა
-მე გეგა დადიანი ვარ ,ლიზას ძმა - ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა ,მაგრამ იოანემ არ ჩამოართვა ,ერთი აათვალიერა უნდობლობით სავსე მზერით ,ელიზას ცალი ხელი მაგრად ჩასჭიდა ,მეორე მხარზე შემოხვია
-წამოდი ელიზა ,ოთახში ავიდეთ - კიბეებისაკენ აიღო გეზი
-ერთი წუთით,მე სალაპარაკო მაქვს - შეაჩერა
-რამე მნიშვნელოვანია?-ირონიულად ჰკითხა
-იოანე ,შვილო,შემოდით საქმე აქვს ხალხს - იქედან გასცა ნორამ ხმა
-მაგრამ ელიზას არ უნდა მათთან საუბარი !
-ლიზა ,უნდა ვილაპარაკოთ - მკაცრად გადახედა დას
-იოანე ,დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ - იოანეს ახედა ,მანაც თავი დაუქნია და ყველანი მისაღებში შევიდნენ ..
აქ კიდევ ერთი კაცი იდგა,შუახნის ,ხელში ჯოხი ეჭირა ,ჭაღარა თმა ,დანაოჭებუილი კანი ,ბნელი თვალები და დიდი ცხვირი უმშვენებდა პირი-სახეს , სახეზე წარბს ზემოთ გრძელი შრამი ჰქონდა ,რომელსაც ეტყობიდა ,რომ ახალი იყო.. იოანემ იგრძნო ,როგორ აცახცახდა გოგონა ,იმდენად აიტანა კანკალმა მის დანახვაზე ნაბიჯი ძლივს გადადგა
-ნუ გეშინია - ჩუმად უჩურჩულა და საფეთქელთან სველი კოცნა დაუტოვა,იქვე ჩამოჯდნენ..
-მე აქ ჩემი დის წასაყვანად მოვედი - დაიწყო გეგამ
-დიახ დიახ ,წაიყვანეთ - სიხარულით დათანხმა ნორა
-ერთი წუთით , ელიზას არსადაც არ წაიყვანთ ! -იოანემ ორივეს მრისხანედ გადახედა - ის ჩემთან ცხოვრობს ,ჩემთან არის და აქედან ფეხს არ მოიცვლის!
-რას ქვია არ წავიყვანთ,შენ ვინ ხარ ამიკრძალო!
-მე მისი შეყვარებული ვარ ! -გეგამ ჯერ იოანეს გადახედა გაოცებულმ,შემდეგ ელიზას
-აი თურმე რატომ არ მიყვებოდი გურამს!
-შენ სულ გამოს*** - ფეხზე წამოხტა - ასეთი ახალგაზრდა ,ლამაზი და ჭკვიანი გოგო ამ მოხუცს უნდა შეტენო?
-ეგ არ არის შენი საქმე !
-მე არსად არ გატანთ მას ,თუ საჭირო იქნა წავიყვან აქედან ,მაგრამ თქვენ არ გაგატანთ!
-მის მაგივრად რატომ იღებ გადაწყვეტილებას ! -გეგმა იქვე აცახცახებულ გოგოს გადახედა - ელიზა ,ამოიღე ხმა ,ამოიდგი ეგ დამპალი ენა და უთხარი რომ მომყვები!- გოგონამ შეშინებული თვალები მიაპყრო ორივეს ,ფეხსე წამოდგა და გეგას წინ მდგარ იოანეს მიუახლოვდა
-მე აქ ვრჩები ! - თქვა და ძმის მოქნეული ხელი ,რომ აეცილებინა იოანეს უკან გახტა
-შე პატარა - უღრიალა - თავის დროზე უნდა მეცემე მაგრად ,რომ ამდენი ვერ გაგებედა - სიტყვა არ ქონდა დამთავრებუჯლი სახეში მუშტი,რომ მიიღო,იოანე პერანგში ჩაბღაუჭებოდა,ძირს დაეგდო და სახეში უშენდა მუშტებს ,გეგაც უწევდა წინააღმდეგობას
-ახლავე შეწყვიტეთ! - დაიღრიალა ნორამ,გურამი იოანეს მივარდა და ფეხზე წამოდყენება სცადა
-გაჩერდით ,გეგა შეწყვიტე ! - ორივეს უღრიალა ,იმხელა და ისე მტკიცე ხმა ჰქონდა მომენტალურად დაუჯერეს ,გეგა ფეხზე წამოდგა ,გახეთქილ ტუჩზე თითი გადაისვა და აქოშინებულ იოანეს ავისმომასწავლებელი მზერა სტყორცნა
-ამას არ შეგარჩენ - თითი დაუქნია
-მას აქედან მანამ ვერ გაიყვანთ სანამ არ მოუნდება ! ძალით ვერავინ წაიყვანს ! და შენ ან რომელიმე ,კიდევ ერთხელ დააკარებთ თითს ,ან თუნდაც რამე ისეთს ეტყვით -ორივეს გადახედა - ჩემი ხელით გამოგჭრით ყელს ! -კბილებს შორის გამოსცრა ,ნორაც და ელიზაც ადგილზე გაშეშდნენ,გაოგნებულები უყურებდნენ გაცეცხლებულ იოანეს ,რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ,წარბიდან სისხლი სდიოდა და ღრმად სუნთქავდა ,გოგონა ნელა მიუახლოვდა და მკლავზე ჩამოეკიდა ,თვალებში ჩახედა ,ანიშნა დამშვიდდიო
-რა თქმა უნდა ძალით ვერავინ წაიყვანს - მშვიდად დაიწყო გურამმა და ყალბად გაიღიმა
-გურამ! - გაოცებულმა შეყვირა გეგამ
-მაცადე -ხელის აწევით გააჩუმა -ჩვენ ელიზას აქედან ძალით წაყვანას არ ვაპირებთ,თვითონ აირჩევს სად დარჩება..მხოლოდ ერთს გთხოვთ -გაოგნებულ გოგონას და იოს გახედა - მასთან პირისპირ მინდა საუბარი
-არავითარ შემთხვევაში
-იოანე ხო? მისმინე ,ეს გოგო ჩემი საცოლე იყო,გინდა ასაკობრივი სხვაობა იძახე და გინდა ფიზიკური,იყო და ეს ვერ შეიცვლება..რახან საცოლეს მართმევ,იმის უფლება მაინც მომეცი პირისპირ ველაპარაკო,შემდეგ გადაწყვეტს წამოვა თუ არა
-ელიზა მარტო არ დარჩება თქვენთან ! - მტკიცედ თქვა
-ეს თვითონ გადაწყვიტოს - გაფითრებულ გოგონას გახედა ,პირდაპირ შეანათა შავი თვალები და ყველასგან შეუმჩნევლად რაღაც ანიშნა
-იოანე ,დაველაპარაკები - მისთვის თვალი არ მოუშორებია ისე თქვა ,იოანემ შეწინააღმდეგება სცადა თუმცა უშედეგოდ,გოგონა გურამს თავისი ოთახისკენ გაუძღვა ..

***
-გისმენ ! - ცდილობდა უშიშარი ტონი ჰქონოდა ,კაცს პიდაპირ შეანათა ზღვისფერი თვალები და დაელოდა რას ეტყოდა ..გურამმა ერთი მოათვალიერა ოთახი,ღიმილი სადღაც გაქრა ,ჯოხი იქვე მიაგდო და მაგრად მოუჭურა ხელი მკლავზე-გამიშვი - ტკივილისგან სახე დაემანჭა
-შე პატარა გველო,გეგონა სამუდამოდ დამემალებოდი? - ზიზღით გამოსცრა -გეგონა ასე ადვილად დამისლტებოდი ხელიდან?
-გამიშვი მტკივა
-ჯერ სად ხარ ..სიცოცხლეს გაგიმწარებ,ჩემს თავზე დაჯ*** არ გაპატიებ..შენ შენი სულელი ძმა ან შეყვარებული ხომ არ გგონივარ ,სულს ამოგგლიჯავ იცოდე ! - ხელი უშვა და თმაში შეიცურა თითები
-მე იოანესთან ვრჩები..შენ არ გამოგყვები! - ძალა მოიკრიბა და მაინც ამოიღო ხმა
-ხოდა..მაგ შენ იოანეს ტვინში რომ დავახლი ტყვიას ,მერე აღარ იჭიკჭიკებ ასე - ღიმილით შეხედა ,პირდაპირ თვალებში ..გოგონა ცოტახანს უტეხად უყურებდა ,ხმას არ იღებდა ,კაცმა დაინახა როგორ აუთრთოლდა ქვედა ტუჩი
-ვერ გაბედავ -ღონემიხდილმა თქვა
-დარწმუნებული ხარ? - პიჯაკს შიგნით შეიყო ხელი და შავი იარაღი გამოაჩინა -ერთი გასროლა,ორი კურდღელი - ჩაისისნა
-იოანეს ხელს არ დააკარებ,იცოდე მოგკლავ! - დაიღირლა და ჩასარტყმელად მოემზადა ,თუმცა დაუჭირა ხელები
-მოისვენე ,თორემ მთელი ოჯახის სიკვდილს გაყურებინებ..მე გეგა კიარ ვარ, ისე მოვკლავ ყველას ხელი არ ამიკანკალდება..შენი აზრით მამაშენი ვინ მოკლა?
-მამა? ის ,სიმთვრალეს გადაყვა-ხმააკანკალებულმა უთხრა,კაცმა ერთი გადაიხარხარა
-შე სულელო ბავშვო..ხო ეგრე თქვეს,სინამდვილეში მე მოვკალი
-შენ? არ მჯერა ,შენ მისი მეგობარი იყავი,მას ვერ მოკლავდი!-ცრემლები წამოუვიდა
-გეყოს სისულელეები,ამას შემდეგ დაწვრილებით მოგიყვები..მანამდე გადაწყვიტე რას იზამ
-რა უნდა ვქნა ?
-ან წამოხვალ და ცოლად გამომყვები ,ან უყურე როგორ იცლება სისხლისგან ,რა ქვია? იოანე ხო- გოგონას ცრემლები გადმოცვივდა ,იატაკზე დაემხო და თავი ხელებში ჩარგო
-მეზიზღები..ამას ვერ გააკეთებ
-ვნახოთ,მოკლედ მე ქვევით ჩავალ,ზუსტად ხუთ წუთში თუ არ ჩამოხვალ ,სროლის ხმა აქ ამოაღწევს - ჩაისისნა და ელიზა მარტო დატოვა ოთახში..

***
-ელიზა სად არის,რა უქენი ! -ყვირილით მივარდა კიბეებზე ჩასულს
-დამშვიდდი ყმაწვილო,არაფერი მიქნია,ვისაუბრეთ..ვთხოვე დაფიქრებულიყო ,ჩამოვა მალე - ყალბი ღიმილით აუარა გვერდი და ნორას მიუჯდა ..ყველა მოთმინებით ელოდა როდის ჩამოვიდოდა ,ბოლოს ნაბიჯების ხმაც გაისმა ..
-ელიზა! -სწრაფად მივარდა იოანე და გულში ჩაიკრა -ხომ კარგად ხარ ? მეგონა რამე დაგიშავა -მაგრად მიიხუტა ,ელიზამ თვალები დახუჭა ,უკანასკნელად შეისუნთქა საყვარელი კაცის სურნელი ,,მაპატიე " ისე დაიჩურჩულა არავის გაუგონია ,თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა ,თუმცა მისთვის შეხედვას ვერ ბედავდა
-აბა რა გადაწყვიტე ლიზა? -გურამი ფეხზე წამოდგა ,შორიდან ყველასგან შეუმჩნევლად დაანახა იარაღი ,გოგონას ლამის გული შეუწუხდა ,სახეზე ფერი აღარ ედო,ხან იარაღს გახედავდა ხან იოანეს
-ელიზა ,რა გჭირს?-იოანე მის სხეულს მოშორდა და წარბშეკრული დააკვირდა
-მე ,მივდივარ იოანე ..- თვალებში არ შეუხედავს ისე უთხრა
-რას ქვია მიდიხარ ,სად მიდიხარ? -ბიჭს მთელი სხეული დაეძაბა
-მათთან,სახლში..გურამს მივყვები -მთელი სახე სველი ჰქონდა
-ელიზა ,შენ ძალიან..ძალიან ცუდად ხუმრობ და მე საერთოდ არ მეცინება - ხელები გულზე დაიკრიფა
-მე არ ვხუმრობ იოანე..მე ...მე..-ტუჩები მოილოკა და თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს -მე მინდა ..წასვლა ..
-რა?
-ხო,მე მათთან მივდივარ !
-შენ არ გინდა მათთან წასვლა..არსადაც არ გიშვებ ,მე არ გიშვებ გესმის! - დაიღრიალა
-მაგრამ მე მინდა..- ამოიკვნესა
-თვალებში შემომხედე..შემომხედე და მითხარი რომ გინდა მასთან ! -კატეგორიული ხმა ჰქონდა ,გოგონა უტეხად დაყურებდა იატაკს -ელიზა!
-ლიზა უთხარი რომ გინდა წამოსვლა -საუბარში ჩაერია გაგა
-იოანე მე მივდივარ - გვერდის ავლა და ნაბიჯის გადადგმა დააპირა ,თუმცა ძლიერმა მკლავებმა შეაჩერეს ,მოულოდნელად ჩაიკრა გულში
-მე არსად გაგიშვებ შენ..უშენოდ ვერ ვიცოცხლებ,გთხოვ ასე ნუ იქცევი..ნუ გეშინია -ყურში უჩურჩულა ,გოგონამ გურამს შეხედა რომელიც ავისმომასწავლებლად უყურებდა ორივეს,კაცმა თვალით ანიშნა მოშორდი თორემ ვესვრიო,ლიზამაც გამბედაობა მოიკრიბა ,მთელი ძალით კრა ბიჭს ხელი
-მე არ მიყვარხარ..მე მათთან მინდა ,მე იქ მივდივარ და შენ ვერ დამიშლი! -უღრიალა ,იოანე გაოგნებული უყურებდა მას
-არ მჯერა !
-მე მივდივარ ,ხო მივდივარ -თვალები შეანათა -მე მინდა წასვლა ! -მშვიდად უთხრა თან თვალებში უყურებდა ..იო ცოტახანს ჩუმად იდგა ,შემდეგ თავი ჩახარა
-მე დაგაბრუნებ ! -ისე თქვა ,მხოლოდ გოგონას რომ გაეგო ..

***
,,მე დაგაბრუნებ " მთელი ორი დღე ეს სიტყვები უტრიალებდა თავში,თავის ძველ ოთახში საწერ მაგიდასთან მჯდარს ,თავი ხელზე დაეყრდნო და იოანეს ფოტოსურათს შეჰყურებდა
-შენ ვეღარ დამაბრუნებ - ცრემლები ღაპაღუპით ჩამოუგორდა ,კალამი მაგიდაზე დადო ,ფურცელი ოთხად მოკეცა და დამხმარე ქალს დაუძახა,ქაღალდი მას გადასცა ,უთხრა რა მისამართზე უნდა წაეღო,თვითონ ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს, დედის მედალიონს მაგრად მოსჭიდა ხელები,სწორად გაწვა ,თავი უკან გადასწია ,ხელები ისე რომ მედალიონისთვის არ მოუშორებია მუცელზე დაიწყო ..
-შენ ვეღარ დამაბრუნებ - თვალები დახუჭა ,თვალწინ მხოლოდ მისი სახე ედგა ,შავი თვალები,თვალები რომელიც ტკივილს ასხივებდნენ,იმედგაცრუებასა და უსიცოცხლობას,როცა უთხრა მივდივარო -მაპატიე -თითქოს მას ელაპარაკებოდა ,ბოლო ცრემლიც ჩამოუგორდა ,ოთახში ანთებული სანთლის ალი კი ჩაქვრა და სრულმა სიბნელემ მოიცვა ..

***
მის ოთახში,წიგნების თაროს გვერდით მდგარ დივანზე იჯდა და ოთხად დაკეცილ ქაღალდს შლიდა ,რომელიც ახლახანს მიუტანა ვიღაც ქალმა..კითხვა დაიწყო თუ არა ,მაშინვე კანკალმა აიტანა ,მთელი სხეული დაეჭიმა,სხაპასხუპით კითხულობდა
,თითქოს გული უგრძნობდა ბოლოში კარგი არაფერი დახვდებოდა ..კითხვა დაასრულა ,ცოტახანს აზრზე მოსასვლელად თვალები დახუჭა ,შემდეგ გაახილა ,ხელში მქონე ფურცელი მოკუჭა ,იქვე მიაგდო და კისრისტეხით გავარდა სახლიდან..
ვერ მიუსწრო..
დააგვიანდა ..
უკვე აღარ იყო..
აღარ სუნთქავდა..
ის წითელი კაბა ეცვა რომელიც თვითონ აჩუქა ..
თვალები დაეხუჭა ,ქერა თმა ბალიშზე გაეშალა ,წითელი ტუჩები გათეთრებოდა ,სახეც გათეთრებოდა..
სულ ცივი იყო,გაყინული,თოვლივით თეთრი..
მომენტალურად ისე დღე გაახსენდა პირველად რომ ნახა ,მაგრამ მაშინ სხვა იყო..
მაშინ სუნთქავდა..
ახლა აღარ..
დააგვიანა , მეორედ ვეღარ გადაარჩინა..
ყველაფერი სიკვდილის სუნით იყო გაჟღენთილი,ყველაფერს ავადმყოფური ფერი დასდებოდა ,ყელში რაღაც ბურთი გაჩხეროდა და ცოტა აკლდა არ აღრიალებულიყო,მთელი სხეული აუტანელი ტკივილით ეწვოდა ,რასაც ჰაერის უკმარისობა ემატებოდა და ლამის იქვე წაქცეულიყო,გრძნობდა როგორ ეჭიმებოდა სხეული,როგორ ფეთქავდა ძარღვები,გრძნობდა როგორ დუღდა შიგნიდან და აცახცახებული ,მუხლებზე დამხობილიცკი ვერ ინარჩუნებდა წონასწორობას ..
იმდენად დიდი ლოდი აწვა გულზე ,რომ უკვირდა,აქამდე როგორ არ გაუსკდა..ასეთი ტკივილი არასდროს ეგრძნო, ასე არასდროს ყოფილა ,ჯერაც ვერ გაეაზრებინა მომხდარი,ვერასდროს იფიქრებდა მსგავსი სიცარიელის განცდა თუ დაეუფლებოდა..
ეს უსასრულობას უტოლდებოდა ,მთელ სხეულში დატრიალებულ ქარიშხალს ..ერთ ადგილას გაშეშებული დაჰყურებდა ,უგონოდ მწოლ სხეულს და თვალებ არ უჯერებდა,თავი ფილმში ეგონა,იმდენად უცხო,დაუჯერებელი და შემაშფოთებელი იყო ყოველივე..
ტკიოდა ..მისი ელიზა ტკიოდა ,მისი ღიმილი ,ლურჯი თვალები,უშრეტი ენერგია ,ბავშვურად ალალი ,საოცრად კეთილი ადამიანი,მისი გული,ჰაერი,სუნთქვა ტკიოდა..
აქამდე ხასხასა ,მხიარული ფერებით გაფერადებული არსებობა ,უკუნივით შავმა შეცვალა ..
აქ აღარ იყო იმედი..
იმედი იმისა რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნებოდა ,გაცილებით ლამაზი..ეს იმედი მოკვდა..
როცა მის ცივ ხელს შეეხო,მაშინ იგრძნო რომ ის აღარ არსებობდა ,მასთან ერთად მოკვდა და დასაფლავდა..იოანე და ელიზა აღარ არსებობდა..
საშინელი ტკივილი მოდიოდა ,ფილტვებთან,მარცხენა მხრიდან ..ყრუ,ღრმა ტკივილი,ამას ვეღარ უძლებდა ,ტკივილი ძლიერდებოდა ,ზევით ამოდიოდა და ბოლოს საშინელ,შემაძრწუნებელ ღრიალს ამოყვა ..

**
-იოანე სად არის? - იკითხა შავებში გამოწყობილმა ქალმა
-ის წავიდა -პასუხობს ახალგაზრდა გოგოს ხმა
-სად წავიდა?
-მონასტერში. .მონასტერში წავიდა ,თქვა რომ აქ სიცოცხლეს ვერ გააგრძელებდა ,მას (ელიზას ) კი ეს სურდა ,ამიტომ წავიდა ..ბერად წავიდა..
-სად?
-იქ,სადაც გვირილები ხარობენ,იქ სადაც ის დაასაფლავეს..იქ სადაც ის გაიცნო
-სვანეთში - დაიჩურჩულა ქალმა
-სვანეთში -დაეთანხმა გოგონაც..

**
,,იოანე!

წავედი..ხო წავედი,ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ ვიფიქრებდი,რომ ამის გაკეთება მომიწევდა..
არც ვიცი რა გითხრა,როგორ დავიწყო ..ბოლოს წერილი რომ დავწერე პატარა ვიყავი,მაშინაც დედამ მაიძულა ..თოვლის ბაბუას ვწერდი ..
მე კარგად ვარ ,ჩემს ძველ ოთახში ვზივარ და ყველაფერს ვალაგებ გონებაში,უკვე რამდენჯერ დავფიქრდი..მივხვდი არ შემიძლია,უშენობა არ შემიძლია,შენი შავი თვალების გარეშე არ შემიძლია,უბრალოდ ვერ ვიცოცხლებ..
გონებაში სულ შენი ხმა ჩამესმის,ვოცნებობ რაც შეიძლება მალე დაგინახო..თვალები ხომ სიტყვებზე მეტს ამბობენ..
მე ქურდი ვარ იოანე..ხო ქურდი,შენი სურათი მოვიპარე ,ხო,წამოსვლამდე მოვახერხე და წამოვიღე ..ახლაც მას ვუყურებ,მინდა შეგეხო,შევიგრძნო შენი სითბო..
არ ვიცი რა დავარქვა ამ გრძნობას ,ზოგი ცხოვრებაში გამართლებას ეძახის ,ზოგიც იღბალს,მე ვფიქრობ რომ იღბლიანი ვარ..ხო იღბლიანი იმ მხრივ ,რომ შენ შეგხვდი..
მენატრები,შენი სურნელი მენატრება ,სუნი რომელიც ღრუბელივით მერტყმის,როდესაც გულში მიკრავ,დღესაც სულში მაქვს ის სურნელი შენს ჟაკეტს ,რომ ასდიოდა..აი მაშინ სულ,რომ დავსველდი და მათხოვე ,ეგ ჟაკეტიც თან მაქვს ,აქ მიდევს და გულში მაქვს ჩაკრული ,ამით ცოტა ვიმსუბუქებ ტკივილს ,მონატრებით განცდილ ტკივილს..
48 საათი გავიდა ..ამ დროის განმავლობაში არ მინახიხარ..არ დამლაპარაკებიხარ ..
ჩემო ძვირფასო,შენი დაკარგვის იმდენად მეშინია,რომ ვერ წარმოიდგენ,მაპატიე..მაპატიე,რომ ასე ,ახსნის გარეშე წავედი,მაპატიე რომ მოგატყუე..
სხვა გზა არ მქონდა ,ჩემს სიცოცხლეს შენი მირჩევნია ,შენს სიკვდილს ვერ გადავიტანდი,თავს უფლებას არ მივცემდი შენი თავი წამერთვა ამ სამყაროსთვის,ჯეკოსთვის,ანასთვის,ნორასთვის და ნიკასთვის..მათ ვერ მივცემდი უფლებას შენთვის რამე დაეშავებინათ..
არ იდარდო,ჯერ მაქვს დრო,ასე ადვილად არ მოვკვდები,ჯერ ყველაფერი უნდა ვთქვა,ყველაფერი რასაც ვგრძნობ..
გახსოვს ,ჩვენი პირველი შეხვედრა? ვაღიარებ,თვალი რომ გავახილე და დაგინახე ,უკვე ვიცოდი ,რომ ძალიან შემიყვარდებოდი..შემდეგ სულ ვჩხუბობდით,ისევ ჩემი მიზეზით,სულ შენი იყავი მართალი ,მაგრამ არ ვთმობდი, შენთან ჩხუბი მომწონდა ,შენი ანთებული თვალები,შეკრული წარბები და ძლიერად მოკუმული ტუჩები მომწონდა..მიუხედავად იმისა ,რომ არ მიცნობდი,რომ გაბრაზებდი მაინც მივლიდი,გვერდიდადან არ მშორდებოდი და სიცხიანს გულში მიკრავდი..
ეს ორი თვე საუკეთესო პერიოდი იყი ჩემს ცხოვრებაში,მილიონი გულითადი მადლობა იმისთვის,რომ ერთი ჩვეულებრივი გოგოს ცხოვრებაში ასეთი სიხარული შემოიტანე..
ახლა ამას ვწერ და თვალები ცრემლით მევსება ,გული გამალებით მიცემს ,ხელები მიკანკალებს და სუნთქვა მიჭირს ,ალბათ წამლების დოზა მოქმედებს ,ეს იმწამს გადავწყვიტე ,მანდედან რომ წამოვედი,თითქოს უკვე წინასწარ ვიცოდი,ჩემი ამბის დასასრული..
ახლა ,ყველაზე ადვილი ალბათ იმის თქმა იქნებოდა ,რომ მიყვარხარ,მაგრამ გამოგიტყდები და გეტყვი,რასაც მე ვგრძნობ ,უფრო მეტია..შენ ,,მე ხარ " ,სულ ჩემში ხარ ,ჩემი გულის ცემა ხარ,ჩემი ფიქრი და სიცოცხლე .. შენთან მე -მე ვარ,შენთან სულიერი თავისუფლება მაქვს ,შენთან ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ,რომ ბედნიერი ვარ..დროის შეგრძნება მეკარგება და არ მყოფნი !..ამიტომ მეშინია უშენობა..
ჩემს შიშად იქეცი ! შიშად და რა აუტანელია ეს შიში ! უშენობის შიში ! ..უშენოდ ვკვდები !..
უკვე სხეული მიბუჟდება ,კანი ლურჯდება და ვხვდები ,დროა დავტოვო აქაურობა..
მაპატიე ..მაპატიე ჩემი სისუსტე ..მაპატიე ,რომ ამხელა ტკივილისთვის გიმეტებ ..
ჩემი უკანასკენლი სურვილი იქნება იცოცხლო,ცხოვრება გააგრძელო და ბედნიერი იყო..
მე სულ შენთან ვიქნები,ვერ დამინახავ ,მაგრამ მიგრძნობ..
არ შეგეშინდეს ! ჩვენი სიყვარული იმდენად დიდია ,რომ უჩემოდაც იცოცხლებს ..
არ შეგეშინდეს ! რადგან მე მეშინია ..
მიყვარხარ ! გახსოვდეს ეს ..
მე ვერ გთხოვ ,რომ ყოველთვის ასე გიყვარდე ,მაგრამ გთხოვ,რომ დამიმახსოვრო ისეთი,როგორიც გიყვარვარ..
მუდამ შენი ,,გვირილების დედოფალი " ''



№1  offline მოდერი naattii

ისეთი კარგი იყო, როგორი ღიმილით ვკითხულობდი და..... მაპატიე მაგრამ პირველი შემთხვევაა ასეთ კარგ ისტორიას ასეთი უაზრო დასასრული ქონდეს. ჩემი აზრით ასე ნამდვილად არ უნდა დასრულებულიყო

 


№2  offline წევრი teengirllove

naattii
ისეთი კარგი იყო, როგორი ღიმილით ვკითხულობდი და..... მაპატიე მაგრამ პირველი შემთხვევაა ასეთ კარგ ისტორიას ასეთი უაზრო დასასრული ქონდეს. ჩემი აზრით ასე ნამდვილად არ უნდა დასრულებულიყო

ხო შეიძლება , რაღაც მხრივ გეთანხმები..მაგრამ იმდენად მქომდა თავიდანვე ეგეთი დასასრული გადაწყვეტილო,ტომ რატომ დავწერე თვითონაც არ ვიცი :((

 


№3  offline წევრი teengirllove

ლათინო
ჩემი აზრით დასასრული იყო ისეთი,რომელმაც მთლიანად შეცვალა ისტორია. ჩემთვის პირადად ასეთი დასასრული საჭირო იყო,უფრო მეტი გრძნობა,უფრო მეტი სიმძაფრე მიანიჭა და ვფიქრობ რომ საჭირო იყო. არ ვაპირებ მტკიცებას რომ ამიტომ უნდა მომკვდარიყო ლიზა ან ამიტომ არ უნდა მომკვდარიყო,უბრალოდ დასასრული მე ასეთი მომწონს. თავიდანვე ვამბობდი რომ რაღაცნაირი იყო,იმიტომ რომ თავიდანვე ვიცოდი დასასრული როგორი იქნებოდა(დაახლოებით)...რაღაცნაირობა კი იმიტომ ვუწოდე რომ საერთოდ არცერთ თავში არ ჩანდა ის რომ შესაძლოა ლიზას თავი მოეკლა. დასაწყისი დასასულისგან განსხვავებულია და პირიქით დასასული დასაწყისიგან და ეს განასასხვავებს დანარჩენი ისტორიებისგან. თავიდან ბოლომდე ვერ აგიხსნი და რაც აგიხსენი იკმარე ♥♥♥

ვიკმარე ,ვიკმარე და გადავიკმარე..გავიგე ხო, შენც გეთანხმები

 


№4  offline წევრი teengirllove

უცნაური მე
იმედია არ გეწყინება თუ გეტყვი რომ დასასრული სრულიად არ შეეფერებოდა ამ ისტორიას. იმიტომ არა რომ მაინცდამაინც ჰეფი ენდით უნდა დასრულებულიყო. არის ისტორიები რომლებსაც უხდება ცუდი დასასრული, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო. გარდა ამისა სრულ გაურკვევლიბაში დავრჩი მე პირადად არც გურამი და არც ელიზას ძმა არსად ჩანს და დანაშაულიც შერჩათ. რავიცი შენს იტორიებს ზოგადად ვკითხულობ და მომწონდა ხოლმე, მაგრამ ეს არ მომეწონა ზუსტად ამ დასასრულის გამო. წარმატებები.

ara ratom unda mewyinos ,piriqit misagebia nebismieri azri..mixaria sxva motxrobebi tu mogwonda..xon u elizas dzmaze da guramze ra unda damewera ,elizam tviton moikla tavi ,martalia imati bralic iyo magrm..tan saavadmyofoshi viyavi,iq vwerdi da vegar gavwele

 


№5  offline წევრი chadunelli

მიხარია ბანალურად რომ არ დასრულდა

 


№6  offline წევრი teengirllove

chadunelli
მიხარია ბანალურად რომ არ დასრულდა

მეც :))

 


№7 სტუმარი Qetto

აუუ გული დამწყდა :((

 


№8  offline წევრი teengirllove

Qetto
აუუ გული დამწყდა :((

:((

 


№9 სტუმარი სტუმარი სალომე

ამდენი მე არ მიტირია ბოდიში მაგრამ ასეთ მოთხრობას ასეთი დასასრული არ შეეფერება საერთოდ ძალიან ვიტირე ელიზა და იოანე ერთად რომ არ დარჩნენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent