შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცასა და მიწას შორის


12-05-2016, 22:11
ავტორი nasia
ნანახია 1 883

კუბო ღია ფერის იყო.თეთრი,ქათქათა თეთრი,არც ხისფერი და არც წაბლისფერი.მიცვალებული გოგონა ლამაზად იწვა და თითქოს ძილს მისცემოდაო.არ უყვარდა ყვავილები,ამიტომ იქ მიმსვლელ არცერთ ადამიანს ყვავილი არ მიჰქონდა.ტანზე თეთრი სარაფანი ეცვა და ხელში ლამაზი გვირილების ეჭირა.სახეზე ისეთი ვარდისფერი იყო,რომ ვერც კი გაარჩევდი ცოცხალი ადამიანისგან,დიდი წამწამები,წითელი თუჩები და გაშლილი თმა,რომელსაც ასევე გვირილების გვირგვინი ამშვენებდა.
ოთახის კიდეებზე სკამები იყო ჩამწკრივებული,ზოგან დივანიც იდგა.ზედ ნათესავები,მეზობლები და ახლობლები დასტიროდნენ ამ მშვენიერ არსებას.ნელ-ნელა მეგობრებითაც ივსებოა ხოლმე ოთახი და მისამძიმრების შემდეგ ისევ ტოვებდნენ ოთახს,თავის ვალს იხდიხნენ.
იყო ისეთი ხალხი,ვინც ჭორაობდა და არსებულ თუ არარსებულ ფაქტებსა და ამბებს განიხილავდნენ.თუმცა გოგოს ეს არ აწუხებდა,მშვიდათ იჯდა ფაფუკ ღრუბელზე მოკალათებული და ზევიდან დასცქეოდა სანახაობას.
დარდობდა ოჯახის წევრებზე,მაგრამ ახლა ხომ უკვე გვიანი იყო,ვერც ის და ვერც ისინი,დროს უკან ვერ დააბრუნებდნენ.ალბატ ყველაფერი ისე უნდა მომხდარიყო როგორც ახლაა,შენს ბედის ვარსკვალვს ხომ ვერ შეცვლი.
სხვანაირი გოგო იყო ნანა,სძულდა უაზრო ღრეობები და ქელეხები.ამის გამო წინასწარ ანდერძიც კი ჰქონდა დაწერილი,სადაც კატეგორიულად მოითხოვდა,რომ არავის მიეტანა ყვავილები,კაბა და გვირილები ყოფილიყო,არ გადაეხადათ ქელეხი,არ ეტირათ მაღალ ხმაზე.
ანდერძი აღსრულდა,ნანა ბედნიერი იყო ზეცაში,და მის გრძნობებს შეძლებისდაგვარად გზავნიდა დედამიწაზე,რათა ოჯახი ცოტათი მაინც ენუგეშებინა.
ძნელი იყო მისნაირ კეთილ,მხიარულ,ოპტიმისტ და მშვენიერ არსებასთან გამოთხოვება.მაგრამ არა შეუძლებელი....
მისმა დაკრძალვამ ხმაურით ჩაიარა.სასაფლაოდან დაბრუნებას არავინ ჩქარობდა,არ ემეტებოდათ ნანა მიწისთვის...
და მაინც რა მოხდა?
ნანას ზამთარი სძულდა,ერთ ყინვიან დღეს კი უბედურება დატრიალდა.თითქოს გრძნობდა კიდეც წინასწარ ამ ყველაფერს,მაგრამ ბოლომდე მაინც არ უნდოდა დაჯერება.
მანქანამ იქვე მოკლა.ადგილზე გარდაიცვალა ნანა.
სიცოცხლეში ბევრი რამ ვერ მოასწრო:პატიების თხოვნა ყველა მეგობრისა თუ ახლობლისთვის,ცოდვების მონანიება და თქმა საყვარელი ოჯახისღვის,რომ ასე ძლიერ უყვარდა ისინი.
ჰო,ნანა ასეთი იყო.არასდროს გამოხატავდა გრძნობებს,ყოველთვის გულში იკლავდა ყველაფერს და დადიოდა ასე დარდით დახუნძლული.
ვერავინ უგებდა მას,ან არც ჰქონდათ მისი მოსმენის სურვილი,მძიმე ტანჯვითა და ტკივილით სავსე ცხოვრების შემდეგ სიმშვიდე ჰპოვა.
იცით. რა საოცრად გრძნობდა თავს ღრუბლებში? დაფრინავდა,მოიარა მთელი დედამიწა,ნახა სამოთხის ბაღი და იქიდან გამოსვლა აღარც სურდა.ყვავილებითა და მშვენერებით მოფენილი არემარე გულს ულამაზებდა.
მხოლოდ ერთ რამეზე წყდებოდა გული,მეტი სიყვარულის გაცემა ვერ მოასწრო,უნდოდა ეს გრძნობა ყველასთვის მიეფრქვია და სიყვარულის ზენიტში მყოფი ისევ ღრუბლებიდან იცქირებოდა.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 


№2  offline წევრი nasia

kakulia
ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

Madlobaa, sizmarshi vnaxe chemi tavi ase da imdenad momicva emociebma es rom ar gamomexata albat gaskdeboda guli ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent