შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 3


4-08-2018, 11:14
ავტორი katiusha
ნანახია 3 966

წვეულება კი ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა. ისე დაბრუნდნენ უკან და-ძმა არაბული რომ თითქმის ვერავინ შეამჩნია მათი გასვლა და ვერავინ გაიგო ამ ინციდენტის შესახებ.ყველას ყურადღება ისევ უფროსი ბექაურის მიმართ იყო მიმართული და მის სიტყვით გამოსვლას ისმენდნენ,რომელიც ძირითადად სანაქებო რძლის მიმართ იყო განკუთვნილი.მალე დაასრულა სათქმელი და თითქოს ის დაძაბულობა განმუხტა რაც ღრმად იყო გამეფებული.
საერთოდ ასე იციან მაღალ საზოგადოებაში თავს ისე გაჩვენებენ თითქოს შენი კარგი უხარიათ, სინამდვილეში კი ერთი სული აქვთ რომ ფეხი დაგიცდეს ან გადაგიბრუნდეს მაშინვე მზად არიან გაგანადგურონ,გაგთელონ და გადაგიარონ....
იქნებ ამიტომაც იყო რომ მამა შვილს ყოველთვის არიგებდა ენდე მაგრამ ყოველთვის შეამოწმეო და იქნებ სწორედ ეს იყო ბექაურების კომპანიის წარმატების მიზეზი ამდენი წლის განმავლობაში.სოფო ამას ბოლომდე არ ეთანხმებოდა და ამას საყვარელი და ერთგული ადამიანების გვერდში დგომას აწერდა.ისეთის როგორებიც ახლაც გვერდში ედგნენ..
და მაინც იმდენად დიდი იყო გიგაურის გული რომ ყველას სიყვარულს იტევდა და
და ყველასთვის კარგი სურდა..

-გოგო გაიგე ირაკლი ბრუნდება ვაშალომიძე.
-ვააიმე არ არსებობს.მართალს მეუბნები?სანამ საკუთარი თჳალით არ ვნახავ ვერ დავიჯერებ თამო.
-მეც არ მჯეროდა მაგრამ რომ მითხრა განცხადება დავწერე უკვე და აღარ ვმუშაობო და თან მისმა უმცროსმა ქალიშვილმა დამიდასტურა აი მაშინ კი დავრწმუნდი.
-მოკლედ ამდენი ჯაფა შეალია ბიჭზე მუშაობას და სამი გოგო გამოუვიდა ამასობაში.გაიხუმრა გიომ.
-ვინ ვინ და მაგას შენ ნამდვილად არ უნდა ამბობდე. არ დაინდო რეზომ.
-მე ეს საკითხი ჯერ არ მომიხსნია დღია წესრიგიდან. ხომ ასეა ცოლო?მხარზე ხელი მოხვია კესოსთან საუბარში გართულ ცოლს.
-ნეტავ შენ რამე გეშველოს.სულ გაუბერე ხომ ამ ბოლო დროს?
-რამ გაგაკაპასა ქალო?
-რამ კი არა ვინ?შენ..მომინდომა სიბერეში ბიჭი.სადაცაა შვილი გაგითხოვდება და შვილიშვილს ჩაგიგორებს კალთაში.
-მოიცა ჩემს სოფოს შეყვარებული ჰყავს და მე არ ვიცი?ვინ გაბედა?ან აქამდე რატომ არ მითხარი?
-არა არ ყავს არავინ.დამშვიდდი ადამიანო.უბრალოდ პატარა აღარაა და ხომ შეიძლება ვინმე ჰყავდეს.
-კი ყველაფერი შეიძლება გიო.პრინციპში დროცაა უკვე და სჯობს იმისთვის ვიყოთ მზად რომ სამეგობროში ან პირველი რძალი შემოგვივიდეს ან სიძე.დაამშვიდა სოფომ ძმა
-ისე ნეტა ვინ იქნება პირველი?იკითხა ჩუმად მყოფმა ზეზვამ.
-წარმოდგენა არ მაქვს.მათ რომ ვუყურებ მგონია რომ საერთოდ არ ფიქრობენ ამაზე.შეხედე მათ ისევ ისეთი საყვარლები და ბავშვურები არიან.გახედა დათამ შვილებს და მათ მეგობრებს.

რაც უფრო დრო გადიოდა და რაც უფრო მეტად ხურდებოდა წვეულება მით უფრო ეტყობოდათ მოუსვინრება ბიჭებს და გოგოებს. ცალ-ცალკე შეგროვდნენ და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ.
-ბერდო რა გჭირს ბიჭო?რაღაც ჩაფიქრებული მეჩვენები.-
- ის აქ იყო დემე.მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და იგრძნო მაშინვე როგორ დაიძაბა ბექაური და მასთან ერთად დანარჩენებიც.
-და ამას ახლა უნდა გვეუბნებოდა?რატომ არ დაგვიძახე?უჩვენოდ როგორ შეხვდი?ან საერთოდ აქ როგორ შემოაღწია.
-ეგ რომ ვიცოდე ნიკუშ...ძალიან სახიფათო გახდა ის არაკაცი და მოგვიწევს ჭკუა ვასწავლოთ..ახლავე დაურეკე მიდი და წავიდეთ.აღარ ღირს გადადება.გუგა სადაა?
-აქ იყო ცოტა ხნის წინ.მოიცა დავურეკავ და ვეტყვი სადაც უნდა მოვიდეს...ჯანდაბა გამორთული აქვს.ეს სადღა წავიდა?ანერვიულდა ნიკუშა.
-მოკლედ მოგვიწევს მის გარეშე წასვლა.ახლა ფრთხილად და შეუმჩნევლად სათითაოდ გავალთ სამივე.არც გოგოებმა არ უნდა დაგვინახონ..ბრძანებასავით გაისმა დემეტრეს სიტყვები.
პირველი არაბული გავიდა,სახლში შეიარა,ჩანთა აიღო და ბიჭებს გარეთ დახვდა სახლის შესასვლელთან..რამდენიმე წუთში უკვე გზატკეცილზე მიჰქროდნენ მანქანით. შეხვედრის ადგილი დათქმული იყო...


ცალკე ნინია იყო განერვიულებული და ეს თამარს არ გამორჩენია.კარგად იცნობდა მეგობარს და იცოდა მისი ხასიათი.
-ასე თუ ნერვიულობ რომ ახლა აქედან უნდა გავიპაროთ საერთოდ არ წამოვალ. -ეგ არაფერ შუაშია.უბრალოდ ჩემმა ძმამ გამაბრაზა და ახლა რომ არ წავიდეთ და არ გადავიტანო ყურადღება რამეზე უფრო ცუდად ვიქნები.
-მერე რაღას ველოდებით.ბიჭები უკვე გაქრნენ და სავარაუდოდ უკვე კარგად ერთობიან.ჩვენ რაღას ველოდებით?
- ერთი პრობლემაა ანა.მანქანები არც ერთს არ გვყავს აქ.თქვა თამარმა და უცებ სოფოს გახედა,რომელიც ტელეფონში იყო ჩართული.-სოფო.ჩვენო საყვარელო,სად გყავს მამქანა?აქეთ იქით ამოუდგნენ ნინია და თამარი.წინ ანა გაფაუდგა.
-გარეთაა.რა ხდება.?გულიბრყვილოდ იკითხა მან.
-წავედით. ხელი უბიძგა არაბულმა და თითქმის ძალით წაათრიეს გიგაური გასასვლელისკენ.
კლუბის სუსტი განათების ფონზე მაინც კარგად ჩანდა როგორი გადაჭედილი იყო იქაურობა და თავისუფალი ადგილის შოვნა ჭირდა.მაგრამ არა მათთვის.მარტივას გაიარეს ფეისკონტროლი.ვიპ კლიენტებისთვის განკუთვნილი მაგიდა დაიკავეს და ახალგაზრდა მომტან გოგონას შეკვეთა მისცეს.
ტანსაცმელი არ გამოუცვლიათ.იმ საღამოს კაბებით შელაგდნენ კლუბში რაც ეცვათ.იმდენად ელეგანტურები იყვნენ რომ მაშინვე მიიქციეს იქ მყოფი მამაკაცების ყურადრება.ქალებისგან კი შურით სავსე მზერა. საერთოდ ღამის კლუბი ერთადერთი იყო სადაც წასვლას მშობლები ყოველთვის უკრძალავდნენ.მითუმეტეს ნასვამებს და მიტუმეტეს ძმების გარეშე.მაგრამ დაიჯერებდნენ მათ ნათქვამს?როცა ახალგაზრდა ხარ ნაკლებად ფიქრობ ამაზე.ცდილობ წესები დაარღვიო და არ ფიქრობ მოსალოდნელ შედეგზე.არც იმას თუ რამდენად დიდი შეცდომა შეიძლება მოყვეს თითიეულ დაუფიქრებელ ნაბიჯს.კმაყოფილება ეწერა ყველას სახეზე,ერთადერთი სოფო იჯდა სერიოზული სახით და ცდილობდა გოგოები დაემშვიდებინა.არასდროს არ მოსწონდა ეს სიტუაცია.ყოველთვის თავს არიდებდა.მაგრამ მეგობრების ხასიათი რომ იცოდა და აანალიზებდა რა სიგიჟეები შეეძლოთ მათ ჩაედინათ,მარტო არ დატოვა.ცდილობდა არ მოშორებოდა რომ საფრთხე აერიდებინა მათთვის.
არც აქ ყოფნა უნდოდა ამ დროს.მასზე ყოველთვის ცუდად მოქმედებდა ალკოჰოლი და ბარის დახუთული ჰაერი,სიგარეტის მძაფრი სუნი თავბრუს ახვევდა და აბრუებდა.
ჯერ მოკისკისე მეგობრებს გადახედა,მერე დარბაზს მოავლო თვალი და კარგად შეამჩნია მათკენ ხარბად მომზირალი მამაკაცების თვალები.არც ეს ესიამოვნა, მაგრამ სცადა არ შეემჩნია და ნაძალადევად გაიღიმა.მხიარულებას შეუერთდა.ამასთან თავს თითქოს ვალდებულად თვლიდა რომ მათთვის ყურადღება მიექცია მისი უფროსი ასაკის გამო.თითქოს მათ რომ რამე მოსვლოდათ ის იქნებოდა ყველაფერში დამნაშავე. ყოველთვის ეუბნებოდნენ მამიდას ჰგავხარ.მისი ასლი ხარ,შენს ასაკში ისიც ასეთი იყოო.მარტო სახელი და გვარი კი არა საუკეთესო თვისებები ჰქონდა მისგან აღებული და ამას დამატებული დიდებული მშობლების გენი.რის გამოც ის განსაკუთრებული გახლდათ.ამის გამო უხერხულობას გრძნობდა.არ სიამოვნებდა სხვისი სახელის ქვეშ ყოფნა.თვლიდა რომ უფროს სოფომდე კიდევ ბევრი აკლდა.მიუხედავად ამისა ისიც კარგად იცოდა რომ ბევრი შრომა მოუწევდა რომ ჩრდილისგან გამოსულიყო...
ალკოჰოლი რომ შეუკვეთეს გოგოებმა და მიმტანმაც სწრაფად მოაცუნცულა აი მაშინ კი ინება და ამოიღო ხმა
-კარგი რაა ბიძაშვილო.რა დროა ესაა.გპირდებით ბევრს არ დავლევთ მხოლოდ ერთი ბოთლი.
-იცოდე თამარ იმდღევანდელივით რომ გამოთვრე და სისულელეები გააკეთო ვერ გადამირჩები.ვერც შენ და ვერც დანარჩენები.
-ნუ გეშინია სოფი.მხოლოდ ერთი-ორი ჭიქა.აი შენც რომ დალიო მიხვდები როგორ მოგეშვება და ყველაფერი დაგავიწყდება.
-არა ნინოა არ მინდა და ნუ დამაძალებ,თან საჭესთან მე უნდა დავჯდე და ხომ იცი ნასვამი არ შეიძლება.
-შენ წესებს არასოდეს არღვევ?არ იცი რომ ეგ წესები იმიტომ მოიგონეს რომ ჩვენისთანა გადარეულებმა დაარღვიონ
-ეჰ გოგოებო გოგოებო.ანა შენ მაინც მომეხმარე გოგო.რაღაცით შეგეტყოს რომ მომავალი ექიმი ხარ.
-შენგან განსხვავებით მე ჯერ კიდევ ვსწავლობ და მაქვს დრო გართობაზე ვიფიქრო.ასე რომ აბა გოგოებო დღეს ვერთობით ბოლომდეე.არც ბურდულმა დაიჭირა მისი მხარე და საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ ერთი ორი ჭიქის დალევა მაინც მოუწია.მასინვე დაუარა სხეულში ალკოჰოლმა,ჯერ წამოახურა მერე კი ერთგვარი სიმსუბუქე იგრძნო.აი მესამე ჭიქა რომ დალია თავბრუ დაეხვა და გარეთ გასვლა გადაწყვიტა სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავო.დანარჩენები დარჩნენ.ერთი ორი კიდევ დალიეს და მერე საცეკვაოდ წამოიმართნენ.მაშინვე წამოვიდნენ მათკენ მამაკაცებიც,ნელ-ნელა დააშორეს ერთმანეთს და ცალ-ცალკე შერჩნენ მათ.ამჯერად ძმებისგან შორს მყოფებმა თავს უფლება მისცეს ცოტა ეცელქათ და მათ მოძრაობებს აჰყვნენ,თუმცა დისტანციას მაინც იცავდნენ.ზუსტად იცოდნენ რომ აქ მათ არავინ იცნობდა და არც ჯურნალიატები იყვნენ რომ ხვალ მედიაში დაეწერათ მათზე...

გიგაურმა ღრმად ჩაისუნთქა სუფთა,გრილი ჰაერი.თავბრუსხვევამ გაუარა.თავი კარგად რომ იგრძზო უკან დაბრუნება დააპირა.რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ის იყო კარში უნდა შესულიყო რომ ვიღაცის ძლიერ სხეულს შეასკდა.წონასწორობა ვეღარ შეიკავა და უკან გადავარდა.წამოკივლება და მისი ჰაერში ატაცება ერთი იყო.ბიჭის ხელებში მოქცეული დაბნეული იყურებდა და ვერაფერი მოეხერხებინა. ერთადერთი რაც შეამჩნია ეს იყო სიბნელის მიუხედავად ნათლად მოელვარე მწვანე თვალები.ასეთი რამ არასოდეს დამართნია და არასოდეს აღელვებულა მამაკაცის შეხებაზე და მზერაზე.წამებში ისევ ფეხზე მყარად იდგა.ბიჭმა ხელები უშვა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა
-მაპატიეთ.ბოდიშს გიხდით.ვერ დაგინახეთ.-ხმაც როგორი მომაჯადოებელი ჰქონდა.გიგაურს ტანში გასცრა.
-არაუშავს.მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და მტკივნეული იდაყვები მორიგეობით დაიზილა.საკუტარი ხმა ვერ იცნო
-ხომ არაფერი გეტკინათ?ხომ ნამდვილად კარგად ხართ? აღელვებული ლაპარაკობდა ბიჭი თან გარეთ იყურებოდა.
-ნამდვილად კარგად ვარ.ნუ ნერვიულობთ.შეგიძლიათ წახვიდეთ.მადლობთ რომ ასე შეწუხდით.
-ნახვამდის.ნაჩქარევად დაემშვიდობა ბიჭი და უკანმოუხედავად გავარდა. სოფომ მის ფართო ზურგს მოჰკრა თვალი და გულდაწვეტილმა ამოიოხრა,მერე მეგობრებთან დაბრუნდა. ისინი უკვე მაგიდასთან ისხდნენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.დაბნეული ჩამოჯდა თავის ადგილზე და ხმას ვერ იღებდა. გოგოების შეკითხვა უყურადღებოდ დატოვა და სასმელს წაეტანა.
-და კიდევ იტყვი რომ არაფერი არ გჭირს?
-არ მჭირს.დამანებეთ თავი.უბრალოდ მინდა რომ აქედან წავიდეთ.
-დაგიჯერეთ უცებ.არ ეშვებოდა თამარი.-რა მოხდა გარეთ?
-არაფერი. ცუდად ვარ და ვიფიქრე რომ ეს მიშველიდა.მაგრამ არ მშველის და მგონი დროა წავიდეთ.
-ნუ რადგან არ იშლი სხვა რა გზაა.წავიდეთ.თამარმა მიმტანს ანგარიშის მოტანა სთხოვა და როცა ყველაფერი გაასწორე გარეთ გავიდნენ.
მთელი გზა ენა არ გაუჩერებიათ,ხმამაღლა იცინოდნენ,მერე მუსიკას აჰყვნენ და კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანეს სოფო.თითქმის სახლში იყვნენ როცა დედამ დაურეკა.სწრაფად ჩაუწია მუსიკას და ტელეფონს უპასუხა.
-გისმენ დედა..წვეულებაზე ყოფნა მოგვბეზრდა და სასეირნოდ გამოვედით...არა არაფერს.რას უნდა ვაშავებდეთ.ჭკვიანად ვართ. ტელეფონი სპიკერზე ჰქონდა ჩართული და თან თამარის მიერ დაწერილ ტექსტს კარნახობდა დედას.აბა მას სად შეეძლო ტყუილის თქმა.კარგი გოგო ხარო.ანიშნა ანამ ცერა თითის შემართვით.-ახლა გოგოებს დავტოვებ სახლში და მეც წამოვალ.უკვე მამიდას სახლთან ვარ...დროებით დედა არ ინერვიულო....
როგორც კი გათიშა,მაშინვე ატეხა ყველამ სიცილი,მაგრამ გაბრაზებულმა რომ გადახედა მიხვდმენ რომ მეგობარი არ იყო ხასიათზე და ხმა აღარ ამოუღიათ სახლამდე....
-აღარასოდეს მთხოვოთ მშობლების მოტყუება.ეს უკანასკნელი იყო.
-კარგი ეს უკანასკნელი იყო.თავი დაუქნია მამიდაშვილმა და გაჩუმდა.
********

მიტოვებულ ქარხანასთან გააჩერა მანქანა დათქმულ დროს.არ შეშინებია როცა დაურეკეს და შუაღამისას აქ შეხვედრა დაუთქვეს.იცოდა იქ ვინც ელოდა და მასტან შეხვედრა კარგს არაფერს უქქდდა.მაგრამ არასოდეს ყოფილა მშიშარა მეტრეველი და არც არასოდეს დაუხევია უკან.
მთვარიანი ღამე იყო და ეს გზის გაგნებაში ეხმარებოდა.მალე მოხვდა იქ სადაც საჭირო იყო და ნათლად გაარჩია რამდენიმე მამაკაცი,კიდევ რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ალყაში მოექცა და უკვე კარგად გაარჩია რომ შეიარაღებულები იყვნენ ხელჯოხებით და იარაღით.მაგრად შეკრა მუშტი და დაელოდა მათ მოქმედებას.ახლა მხოლოდ საკუთარი მარჯვენის იმედი ჰქონდა.უშიშრად მოავლო ყველას თვალი და ერთ-ერთს დაასო თავის გააფთრებული მზერა.
-იმედია ამჯერად არ დაგიხვედრებია ძაღლები ჩემთვის.ჩაეცინა ირონოულად
-მე არ ვყოფილვარ.გაისმა საპასუხოდ.
-რა თქმა უნდა.შენ როგორ იქნებოდი.დაგიჯერე უცებ.ჩაეცინა მწვანეთვალებიანს და კიდევ უფრო ჩაუმუქდა.-შენ მე იდიოტი გგონივარ?იღრიალა უცებ და საყელოში სწვდა.დანარჩენებიც გამოცოცხლდნენ და იარაღები შემართეს.
-ხელი გაუშვი.უყვირა სავარაუდოდ დაცვის უფროსმა და მეტრეველმაც იარაღის ლულა იგრძნო კეფაზე.მოწინააღმდეგეს ხელი გაუშვა და ოდნავ მოშორდა.
-მე შენ გაგაფრთხილე გზაზე არ გადამღობებოდი.ისევ მშვიდად იდგა გაჩეჩილაძე.თუმცა იარაღის დაშვება მაინც უბრძანა.
-არ მოგცემ უფლებას ის სისაძაგლე გაავრცელო.შენი დამპალი სული ხომ მიჰყიდე ეშმაკს და ახლა გინდა სხვებიც გააუბედურო?ჭაობში ჩაითრიო?
-არ გეხება ეგ საქმე შენ მეტრეველო და გირჩევ განზე გადგე.ეს ჩემი ბიზნესია და ნუ ჩაერევი.გაფრთხილებ.დროზე მოეგე გონს სანამ მოთმინება დამელია.
-ეს თუ შენი ბიზნესია.ის ჩემი და ჩემი მეგობრების ტერიტორიაა და თუ კიდევ ვნახე იქ შენ ან შენი ბარიგები ვერ გადამირჩები.და არც ეს ფინიებიბგეყოლებიან ყოველთვის გვერდით რომ დაგიცვან.გაფრთხილებ. შეჩერდი გაჩეჩილაძე,შეჩერდი.-თითი დაუქნია გამაფრთხილებლად და მობრუნდა.წასასვლელად მოემზადა.
-ასე ადვილად ვერ წახვალ.ანგარიში გვაქვს გასასწორებელი.მოესმა უკან ხმა დასანამ მობრუნება და რეაგირება მოასწრო უკვე ორი ახმახი დაესხა ზურგიდან.წელის არეში ორი ძლიერი დარტყმა მიიღო,სუნთქვა შეეკრა,რამდენიმე წამი დასჭირდა ამოსასუნთქად და მერე კი მოიქნია თავის მარჯვენაც,
-ოხ მე შენიი.არ ეშვები ხო ასე ზურგიდან არაკაცურად თავდასხმებს.იღრიალა და მოწინააღმდეგე ერთი დარტყმით მოიშორა.გაჩეჩილაძეს მისწვდა.ისე ძლიერად ჩაარტყა სახეში რომ დაეცა და სახე სისხლმა შეუღება.
-არ დაინდოთ.იღრიალა მანაც და ისეთი ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა მტრისას.მარჯვედ იქნევდა მუშტებს.მაგრამ აბა ამდენთან რას გახდებოდა?რომ მიხვდნენ ისე ვერაფერს გახდებოდნენ ხელჯოხები ჩართეს საქმეში.ორმა ახმახმა გააკავა და გუგამ პირდაპირ სახეში ჩაარტყა ხელჯოხი.
-რა ქენი?მოკალი?-იღრიალა დაცვის უფროსმა და ხელი გაუსვა.მეტრეველი ძირს დავარდა უგონოდ.
-ამას რა მოკლავს?კატასავით ცხრა სიცოცხლე აქვს.გაეცინა გუგას და კიდევ ერთხელ ამოარტყა წიხლი დაცემულს.მერე ბრძანება გასცა წავედითო და წამებსი დატოვეს იქაურობა...
უგონოდ იწვა მეტრეველი,მისი ტელეფონი კი რეკავდა და არ ჩერდებოდა. მხოლოდ წამებით შეძლო თვალების გახელა,ძლივს აამოძრავა ხელი და ეკრანს ხელი გაუსვა.
-მიშველე ლევან.იმ ქარხანასთან ვარ სადაც შენ დაგჭრეს...ძლივს მოახერხა თქმა და ისევ გაითიშა
*********
სოფომ უკანასკნელი შტრიხები შეისწორა სარკეში,თმები ცალმხარეს ჩამოიყარა და ოთახიდან გავიდა.უკვე მანქანასი ჯდებოდა დედა რომ დაეწია და შეაჩერა.
-უკვე მიდიხარ შვილო?რამე მაინც გეჭამა.
-არ მინდა მაი.საავადმყოფოში რამეს შევჭამ. გაუღიმა დედას.
-სულ მამიდაშენს გავხარ.სახელიც მისი გაქვს.ხასიათიც და მიზანდასახულობაც.რა მოხდება რამე რომ შეჭამო?არ სეიძლება ასე სულ სხვაზე ფიქრი.
-დედაა ახლა არა კარგიი.მაგვიანდება.
-აბა რა იქნება.წუხელ რომელზე მოხვედი სახლში.?იცოდე თუ კიდევ ერთხელ წახვალ ასე სადმე დაცვის გარეშე მამაშენს ვეტყვი.
-დედააა როდის აქეთ გახდი ასეტი მკაცრი?-აბუზრუნდა სოფო და მანქანაში ჯდებოდა.მაგრამ მაიკომ ანიშნა დაცვა იქით გელოდებაო და სხვა გზა არ ჰქონდო იქით წავიდა.
-ვერ გავიგე რისთვის მიყიდეთ ეს მანქანა თუ მაინც დაცვამ უნდა მატაროს?ბუზღუნით ჩაჯდა მანქანაში....
სწრაფად გამოიცვალა ფორმა და პირდაპირ მამიდის კაბინეტიაკენ წავიდა.ექთანმა გადასცა იქ გიბარებენო.თამუნა და სოფო ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და საუბრობდნენ.თან ავადმყოფის ისტორიას განიხილავდნენ. ორივეს მიესალმა და თავისუფალი ადგილი დაიკავა.
-პრინციპში დაჯდომის დრო არ გაქვს.აი ავადმყოფის ისტორია.რენტგენის ფირები და ანალიზის პასუხები.წადი და მიხედე.ყველაფერი წინ გადაუდო თამუნამ
-მეე?მარტო?დაიბნა
-კი მარტო,დამოუკიდებლად.შენ უკვე დაასრულე სწავლა და მზად ხარ.მინდა რომ თავისუფლება მოგცე და დამოუკიდებლად მუშაობა შეძლო.რასაც საჭიროდ ჩათვლი ისე მოიქეცი.უბრალოდ პაციენტს ნუ მოკლავ..გაეცინა სოფოს.მეც დაახლოებით შენი ასაკის ვიყავი პირველი მშობიარე რომ მივიღე.
-კარგი მამიდა წავედი.არ გაგიცრუებთ იმედებს...სოფომ ყველაფერი აიღო და კაბინეტი დატოვა.
-შენ მის ასაკში იმდენი რამე გქონდა გადატანილი.გაიხსენა თამუნამ
-ეს მას არ ემუქრება.ღმერთმა დაგვიფაროს რომ ჩვენს რომელიმე გოგოს ამის გადატანა მოუწიოს.მოიღრუბლა გიგაური წარსულის გახსენებაზე.

პალატაში მძინე სუნი იდგა.პაციენტს მთლოანად ჰქონდა სახე დაბინტული და სახე არ უჩანდა ისე ჰქონდა შეშუპებული.ტანსაცმელზე სისხლები ჰქონდა შემხმარი და ერთიანად მტვერში ამოგანგლულიყო.დამხმარე ექთანს დაუძახა,მინი საოპერაციოში გადაიყვანა და საჭირო ნივთები მოატანინა.კიდევ ერთხელ შეხედა რენტგენებს.ისტორიას.ანალიზებს.მდგომარეობა შეაფასა და მოქმედების გეგმა სწრაფად დასახა გონებაში.
პაციენტს მიუახლოვდა.ფრთხილად შეეხო მხარზე.რომ დარწმუნდა პაციენტი გონზე იყო პირველი კითხვაც დაუსვა.
-ვიცი რომ ჩემი გესმით.მე თქვენი მკურნალი ექიმი ვარ სოფო.შეგიძლიათ ცოტა წამოჯდეთ რომ გაგსინჯოთ?
ნელა წამოიწია მამაკაცი.თვითონაც დაეხმარა და უკან ბალიში ჩაუდო რომ კომფორტულად ყოფილიყო.მას კი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება თავისუფლად შესძლებოდა.ფრთხილად დაიწყო ბინტის მოხსნა.ისე ფაქიზად და ისე ოსტატურად ამოძრავებდა თითს რომ ბიჭს გაუკვირდა.არადა თავიდან რომ დაინახა იფიქრა ერთი ტრიპაჩი.არაფრისმაქნისი ექიმი იქნება.სხვებს რომ უნდა დაუმტკიცოს მაგარიაო.მალე დარწმუნდა რომ ცდებოდა და გოგო თავისი საქმის პროფესიონალი იყო.ანესთეზია გაუკეთა და ნაზად დაადო ნაკერები.
-ესეც ასე.დავასრულეთ.ამჯერად ძალიან გაგიმართლად.მხოლოდ ტვინის შერყევით და რამდენიმე პატარა ჭრილობით გამოძვერით.შემდეგში ფრთხილად იყავით და შარს და ქუჩურ გარჩევებს ერიდეთ. დამრიგებლურად უთხრა გოგომ.მხოლოდ ახლა გაახილა თვალები ბიჭმა ფართოდ და მისკენ გაიხედა.რატომღაც სახე ეცნო მისი.მაგრამ გონების დაძაბვა არ უცდია.მხოლოდ ჰკითხა.-საიდან იცით რომ ვიჩხუბე.
-მე ექიმი ვარ და უამრავი ასეთი ჭრილობა მინახავს.ახლა არ მითხრათ დავეციო.ვარჩევ ეს რისგანაცაა.
-რჩევები და დარიგებები თქვენთვის შეინახეთ ექიმო.ცოტა უხეშად გამოუვიდა.
-უხეშობის გარეშე ძალიან გთხოვთ.უპასუხა სოფომ,ჭრილობაზე დოლბანდი დაადო
და ლეიკოპლასტით დაუმაგრა. გოგო მის პორდაპირ იდგა.მილიმეტრების დაშორებით და გრძნობდა როგორ აუდ-ჩაუდიოდა მკერდი გახშირებული სუნთქვისგან
-ასე მოქმედებს თქვენზე ახალგაზრდა სიმპატიური მამაკაცოს გვერდით ყოფნა ექიმო?
-ფლირტი სულაც არაა საჭირო უცნობო მამაკაცო.ასე იმფლირტი სულაც არაა საჭირო უცნობო მამაკაცო.ასე იმიტომ ვარ რომ თქვენზე ვნერვიულობ.არ მინდა რომ რამე გატკინოთ და ამიტომ ვარ დაძაბული.როგორც ექიმი თქვენზე ვღელავ.თორემ დამიჯერეთ თქვენნაირი ნარცისი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე მამაკაცების ასე ახლოს ყოფნა ჩემზე ნამდვილად არ მოქმედებს.ექთანი თქვენს პალატაში დაგაბრუნებთ.მე კი წავედი სხვა პაციენტებს უნდა მივხედო.ნახვამდის.ნაჩქარევად დაემშვიდობა და იქიდან გამოვიდა.როგორც კი კარი დახურა ღრმად ჩაისუნთქა და იმ მწვანე თვალებისგან თავის დაღწევა სცადა წუხელ რომ შეეჩეხა და ახლაც თითქოს ისინი უმზერდნენ ისევ...

ნინიას გვიან გაეღვიძა.თავი სტკიოდა გუშინდელის გამო.ძლივს წამოდგა საწოლიდან და ქვემოთ დაეშვა კიბეებზე.სამზარეულოში მინერალური ეგულებოდა.სანამ კიბეზე ბოლომდე ჩავიდოდა.მამის კაბინეტიდან მამაკაცების ხმა მოესმა და მიხვდა რომ იქ რაღაც სერიოზულზე საუბრობდნენ.რატომღაც მამაც იქ ეგონა და აღარ მიუქცევია ყურადღება,თუმცა ძმის ხმა იცნო მერე და მისი მეგობრების და ადგილზე შედგა.სულ დაავიწყდა თავის ტკივილიც.არასოდეს ყვარებია სხვისი საუბრების მოსმენა და მითუმეტეს რომ მასზე კარგად არავინ იცოდა ეს უზრდელობა იყო.
-არა,მაინც როგორ გადაგვაგდო იმ ნაბი....მა.ცეცხლს ყრიდა არაბული.
-აუცილებლად მოვა.თუ არადა ჩვენ მივალთ,რა პრობლემაა.დემეტრეს ხმა იცნო.
-არ შეიძლება ეს შერჩეს.გაბედა და შენზე იარაღი აღმართა.ეს უპატიებელი საქციელია.თან ძალიან საშიში გახდა რაც ციხიდან გამოვიდა.
-წარმოგიდგენია ნიკუშ.სახლში მოვიდა ბიჭო.ჩემს სახლში...
ვეღარ მოითმინა და პირდაპირ შეაჭრა კაბინეტში.მის დანახვაზე სამივე გაჩუმდა.
-რა ხდება ბიჭებო?რა შეკრება გაგიმართავთ?ერთმანეთის მიყოლებით გადახედა სამივეს.
-ჩვენ კარგად.შენ როგორ ხარ ნინი?არ შეიმჩნია მისი შემოსვლით გამოწვეული უხერხულობა დემეტრემ, წინ გადაუდგა.ლოყაზე აკოცა გოგონას და ხელი გადახვია რომ ბერდიასთვის რამის მოფიქრების დრო მიეცა
-ვიცი რაზეც ლაპარაკობდით და არაა საჭირო ჩემი გასულელება.ისიც კარგად ვიცი რომ იარაღის ტრიალს და ჩხუბს არ იკლებთ...
-ასეთი მიხვედრილი ვის გავხარ გოგოო.წინ ახლა ნიკუშა აესვეტა და გახუმრება სცადა.მაგრამ არ გამოუვიდა.არაბული შეუვალი იყო.
-მარტო მიხვედრილი კი არა საკმაოდ ჭკვიანი ვარ და კარგად ვიცი რა და როგორაა.ვიცი რომ საფრთხეში ხართ.გუშინ მე რომ არა ალბათ სისულელეს ჩაიდენდა ის ბიჭი.წარმოდგენა მაინც გაქვთ?გაკაპასდა გოგო.
-მოიცა შენ რა იცი ამ ამბავზე ან საიდან?
-საიდან იცის და მეტიჩარა როა იქიდან.გამოხტა გოგო და გადამეფარა.იმ იდიოტს ეხვეწებოდა არ ესროლო ან მე მესროლეო.თითქოს ეს უფრო მეტად მომცემდა შვებას.წამოენთო ბერდია
-შენ თუ ხარ ნორმალური საერთოდ?მე რომ არ ვყოფილიყავი წარმოდგენაც კი არ მინდა რა მოხდებოდა.არ დაუთმო მანაც.-ეტყობა ჯერ კიდევ ვერ გაგიანალიზებია მომხდარი.მითხარი რა დაუშავე იმ ბიჭს ისეთი რომ ასე გიმეტებდა ან მან რა დააშავა?მითხარი ბერდია.თქვენ მაინც მითხარით ბიჭებო რატომ ხართ ჩუმად?არ შემიძლია ამის მოთმენა და მშვიდად ყოფნა როცა თქვენ საფრთხე გემუქრებათ. თავი ვერ შეიკავა და ყვირილი რომ დაასრულა.სრულად რომ დაიცალა ემოციისგან ცრემლები წამოუვიდა.ბიჭებმა თავი ჩაღუნეს და ვერაფერი თქვეს,არაბულის მოქმედებას და პასუხს ელოდნენ.წამსვე გაქრა მისი რისხვა როცა დის ცრემლები დაინახა.მასზე მხოლოდ ეს მოქმედებდა.მისკენ დაიძრა.გაბრაზება სადღაც ჯანდაბაში გაუშვა და დას მოეხვია.
-არაფერი ისეთი არ ხდება რომ შენ ინერვიულო და შენს ცრემლებად ღირდეს. დამშვიდდი და დაივიწყე ის ამბავი.ყველაფერი კარგად იქნება.ხომ იცი რომ ვერავინ ვერაფერს დამიშავებს და მორჩი ამ სისულელეებს და ტირილს.თმაზე ეფერებოდა ძმა ნაზად და მის დამშვიდებას ცდილობდა.მალე გოგომ ტირილი შეწყვიტა,თუმცახმა მაინც შეშინებული ჰქონდა.
-მპირდები რომ კარგად იქნები?მარტო შენ არა.თქვენც ბიჭებო.ხომ კარგად იქნებით?
-აუუ ეს ვინაა.ასეთი მშიშარა ხარ გოგო?ან ჩვენ ასე გვიცნობ.
-დემეტრე ნუ იცინიხარ.სასაცილო სულაც არაა.ჯანდაბა იდიოტებო თავი მისკდებოდა და ახლა უარესად ამტკივდა.ჩემი სიკვდილი თუ არ გინდათ სასწრაფოდ ერთი ჭიქა მინერალურიიი,-ისე გასცა ბრძანება თითქოს რამდენიმე წამის წინ ისტერიკა არ მოაწყო.
-მოიცა შენ წუხელ დალიე?წარბის აწევით ჰკითხა უფროსმა ძმამ.
-აბა კლუბში ისე რა გამეკ...უცებ ენაზე იკბინა მაგრამ გვიანი იყო.
-ნინია არაბულოოო როგორ გაბედე იქ წასვლა?თან უჩემოდ და მითუმეტეს რომ დალიე კიდეც.
-ისინიც შენთან ერთად იყვნენ ხო?ის გადარეული აგტეხავდათ.აბა ისე როგორ გაჩერდებოდა.
-და ჩემ ტყუპსაც აიყოლიებდნენ.მერე იმ საწყალ სოფოზე სამივე ერთად რომ მიიტანდა იერიშს მიდი მერე და გაუწიე წინააღმდეგობა.თითქოს ადვილი იყოს.
-ბიჭებო დამშვიდდით.არაფერი ისეთი არ მომხდარა.უბრალოდ გავერთეთ. სიგიჟეები არ ჩაგვიდენია.სოფო მაგის უფლებას მოგვცემდა?ჩათვალეთ რომ თქვენი მარჯვენა ხელი იქ გყავდათ
-კიდევ კარგი ია მაინც არის სერიოზული.ამოისუნთქა ბერდიამ
-ერთით ერთია ძმაო.შენ ნამდვილად არ გაქვს საყვედურის უფლება.აბა ახლა წავედი.მივხედო ჩემს ნაბახუსევს.ჩაო ბიჭებოო..ხელი დაუქნია და კარებში გაუჩინარდა
-ნეტავ ამას ეშველოს.გაეღიმა არაბულს და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში

პ.ს.აი თუ ვინმეს მოგწონთ თორნიკე მეტრევწლი წარმოიდგინეთ რომ დაახლოებით ესეთ ტიპს ვგულისხმობ როგორიც ფოტოზე:)



№1  offline წევრი Rania

Vaime ramagariaaaaaaaa
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent