შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრებასაც ბედი უნდა (თავი პირველი)


4-08-2018, 18:50
ავტორი baaabs
ნანახია 1 502

არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ შეიძლება ძალიან ბანალურიც არის მაგრამ ველი შეფასებას ჩემთვის ეს პირველია!
..............................................................................

ყველაფერი მაშინ დაიწყო როდისაც მამაჩემი გარდაიცვალა, ეს იყო ჩვენი ოჯახისათვის ყველაზე დიდი ტკივილი მაშინ მე სულ პატარა ვიყავი ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს მაგრამ მახსოვს როგორი მძიმე ბავშვობა მქონდა. მამის გარეშე ძალიან გაგვიჭირდა, ის იყო ჩვენი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, როდისაც გარდაიცვალა დედას მოუწია მუშაობის დაწყება , ის დიასახლისი იყო და ესე უცბად ვერ იპოვიდა სამსახურს, ამიტომაც ბარში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა, მე მას ყოველთვის ვეუბნებოდი როდისაც გავიზრდებოდი მხარში დავუდგებოდი და აი ახლა გავიზარდე კიდეც უკვე ოცდაოთხი წლის ვარ და საკუთარი კარიერის მოწყობა მინდა მაგრამ ამ ქვეყანაში თუ პატრონი არ გყავს ვერაფერს გახდები, ამიტომაც მიმტანად ვმუშაობ კაფეში მიუხედავად იმისა რომ პროფესიით დიპლომატი გახლავართ, ნორმალური სამუშაო მაინც ვერ ვიპოვე, სად არ ვიყავი მაგრამ ყველგან ერთი და იგივე იყო დათვირთული საათები და მინიმალური ხელფასი ამიტომაც ისევ აქ ვარჩიე დარჩენა, ერთი სიტყვით ესაა ჩემი ცხოვრება, ცხოვრება რომლითაც დღეს ვცხოვრობ.
***
-სესილი მეორე მაგიდასთან მიდი და შეკვეთა აიღე .
-მეორე მაგიდა ჩემი არ არის და ვალდებულიც არ ვარ რომ სტუმარს მოვემსახურო.
-მე შენ ფულს ენის ტლიკინში არ გიხდი, და რასაც გეუბნები ის გააკეთე.
-კარგით ახლა მე კი წავალ მაგრამ ერთ დღესაც ,როდისაც მე ჩემს მიზანს მივაღზევ შენ მოხვალ და შემეხვეწები.
-იოცნებე , ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
-ამ ქალის ფილოსოფოსობა მკლავს, ჰა მივდივარ მეორე მაგიდასთან ისევ მაგრამ მე რა სარგებელი.
მაგიდასთან მივედი სტუმარს ღიმილი ვაჩუქე სახეში არც შემიხედავს პირდაპირ ვკითხე თუ რას ინებებდა.
-თქვენი კაფე როგორც ჩანს სტუმართ-მოყვარეობით გამოირჩევა.
-რას შეუკვეთავთ?
-მადამბოარი თუ შეიძლება.
-რა გნებავთ?
-მადამბოარი, რამოხდა პირველად გაიგეთ?
-აუ სანდრიკო რა გოიმობა კაფეში მომიყვანე მადამბოარი არ იციან რა არის .
-გოგონი მომისმინე მადამბოარი კი არა მადამბოვარი .
-სანდრიკო სასაცილოა ამ გაუნათლებელს რა უნდა ველაპარაკო, რა უნდა ავუხსნა ალბათ გამრავლების ტაბულაც არ იცის , გოგონი ორჯერ ორი რამდენია შემახსენე?
ამ გოგონასთვის შემეძლო თავაზიანად გამეცა პასუხი მაგრამ ადამიანს ერთფეროვნება ყოველთვის ბეზრდება, მეც მომბეზრდა ყოველდღე ერთი და იგივე ამიტომაც გოგონას წინ მდგომი წვენი ავიღე და თავზე გადავასხი ვიცოდი ამას რაც მოყვებოდა მაგრამ ვერ შევარჩენდი.
-ალექსანდრე ნახე რა გამიკეთა ამ ტუტუცმა გოგომ ჩემი ვერსაჩეს კაბა გამიფუჭა ,ეს კაბა იცი რა ღირს იმდენი შენ მთელი ცხოვრება რომ ვერ გადაიხდი.
-არაუშავს , შენ ხომ გადაიხდი. გოგონას მოკლედ მოვუჭერი წინსაფარი მოვიხსენი და ბიჭს ლამაზად მივუფინე , ბიჭი გაკვირვებული მიყურებდა და თან სიცილით სკდებოდა არვიცი ალბათ შოკში იყო , მე კი ძალიან თავდაჯერებული ვიყავი , გასასვლელში მდგომ მენეჯერს ჩეკის წიგნაკი გადავუგდე და შენობა დავტოვე ვგრძნობდი რომ უკნიდან ვეღარ დავბრუნდებოდი და ასევე იმასაც ვგრძნობდი რომ უკან ვიღაც მომყვებოდა მაგრამ არ ვიმჩნევდი მე ჩემსას მივერეკებოდი და ამაყად ვდგამდი ნაბიჯებს.
-გოგონი ორი წუთით მოიცადეთ.
-თქვენთან სალაპრაკო არაფერი მაქვს.
-კიდევ თქვენ არ გაქვთ სალაპარაკო, კაფეში მოვიდვარ ვითხოვ მიმტანს შეკვეთისათვის და მიმტანი ჩემს მეწყვილეს წვენს თავზე ასხამს, ეს როგორ გავიგო?
-როგორც გინდა, იცით რა თქვენს გამო მე სამსახური დავკარგე თუმცა თქვენ რას გიხსნით მაინც ვერ გაიგებთ, ბიჭს ცინიკურად გავუღიმე და ავტობუსის გაჩერებისაკენ წავედი.
-მოიცადე ორი წუთით , სიქაჯე არ არის აუცილებელი.
-ვინ არის ქაჯი მე? და იმიტომ ვარ ქაჯი რომ შეურაწყოფა არ ავიტანე? ერთხელ მაინც გიფიქრიათ როგორი რთულია ცხოვრება როდისაც საყვარელ ადამიანს კარგავ და ყველაფერი შენს კისერზე ეკიდება , რჩები მხოლოდ შენ ამ საშინელ სამყაროში და ცდილობ რაღაც იშოვო რომ შიმშილით არ მოკვდე, თქვენ ამ ყველაფერს ვერ გაიგებთ იმიტომ რომ ფულით გაქვთ გამოტენილი ჯიბეები და სხვა არაფერზე ფიქრობთ.
-მე რა დაგიშავე ასეთი , წადი და იმას მოთხოვე პასუხი, იმის მაგივრად რომ ბოდიშს მიხდიდე კიდევ აქეთ მეჭიმე , სულ კარგად ბრძანდებოდე.
-ხოდა კარგად ვიქნები, მოკლედ მოვუჭერი და ავტობუსში ავედი, უნდა გენახეთ რა სახე მქონდა გაცეცხლებული ვიყავი, თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი როგორ გაბედა საერთოდ კიდევ რამის თქმა ტუტუცი , უზრდებელი , იდიოტი თვალწინ სულ მისი ცინიკური სახე მედგა როგორ დამცინავად მიყურებდა, მაგრამ ამაზე უკვე აღარ ვნერვიულობდი მთავარი საფიქრალი ახლა დედაჩემი იყო, როგორ მეთქვა მისთვის რომ ყველაფერი მის კისერზე იქნებოდა ცოტაც და ალბათ უკვე ვეღარ გავუძლებ, ცოტაც და წავალ იმ ქვეყნად და მამაჩემს მოვინახულებ.ავტობუსი გაჩერდა მძღოლმა მითხრა რომ ბოლო გაჩერება იყო და ჩემი ჩასვლის დრო იყო მეც ვერ გაავანალიზე როგორ მოვხვდი ავლაბარში, ავტობუსიდან ჩავედი და ვუყურებდი ღამის თბილის ისეთი მშვენიერი და ამავდროულად ნაღვლიანი იყო თითქოს მასაც უჭრიდა როგორც მე , ვიფიქრე ფეხით გავისეირნებთქო და მტკვრის სანაპიროს გავუყევი , მივდიოდი ნელა და მივყვებოდი მტკვარს.
-რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას, ასეთ ცხორებას, ყოველ დღე მუშაობა და არაფრის მიღწევა ,ყოველ დღე ხალხის კაპრიზების მოსმენა და შენი დამცირება , ეს ყველაფერი უბრალოდ ერთ დიდ ლაბირინთს გაქვს რომელსაც დასასრული არ უჩანს ხელი მოაჯირს მოვკიდე და მასზე ავედი ჩავყურებდი ბნელ წყალს, არაფრის მთქმელს მაგრამ სევდიანს , მე კი მას კიდევ ვუმატებდი ჩემს სევდიან ცრემლებს , მარჯვენა ხელი თვალისაკენ წავიღე ცრემლების მოსაწმენდად უცბად თავბრუ დამეხვა, წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე და მტკვრისაკენ წავედი , გადავეშვებოდი კიდევაც რომ არა წელზე შემოხვეული მძიმე ხელი რომელიც თავისაკენ მექაჩებოდა, მეც ძალა არ დავატანე და ვერც გავიაზრე ისე აღმოვჩნდი უცხო მამაკაცის მკერძე მიყრდნობილი.
-სულ გაგიჟდი და გააფრინე?
-დაწყნარდით ს არ ვაპირებდი.
-ხო არ აპირებდი და მე გატავხტი ხუთი წუთის წინ მტკვარში.
-მოიცა შენ ის ბიჭი არ ხარ კაფედან, რა იყო უკან ხო არ დამყვები?
-მეტი საქმე არ მაქვს, და საერთოდ ახსნას არ ვაპირებ, რატომ გადახტი მტკვარში?
-ჯერესერთი არ გადავმხტარვარ მტკვარში და მეორეც ერთი არც მე ვაპირებ ახსნას.
-კარგი როგორ გინდა, მაგრამ შემდეგ როდისაც ს გადაწყვეტ სადმე მიყრუებული ადგილი შეარჩიე რომ არავინ დაინახოს.
-აუცლებლად გავითვალისწინებ, არც მე დავაკელი.
-წამოდი სახლამდე მიგიყვან.
-არ მინდა ფეხით მირჩევნია წასვლა.
-კარგი, მხრები აიჩეჩა , მანქანა დაქოქა და არემარეს მოსწყდა.
-შოკირებული დავრჩი არ იცის რომ გოგოები ერთი თქმით მანქანაში არავის უხტებიან და მითუმეტეს მე , მართალია კიდევ რომ შემოეთავაზებია მაინც არ ჩავჯდებოდი მაგრამ მაინც იდიოტია.
ავტობუსის გაჩერებაზე წასვლის დრო და არც თავი არ მქონდა ამიტომაც ტაქსი გავაჩერე და სახლისაკენ წავედი, როგორც ყოველთვის ტაქსისტი რაღაც ისტორიებს მიყვება თუ როგორ აქვს ორი დიპლომი და ტაქსისტობს სასაცილოა რადგან აღარ მიკვირს მე დიპლომატი ვარ და კაფეში მიმატანად ვმუშაობდი.
-გოგონი? აქ ხარ?
-უი უკაცრავად ჩავფიქრდი , რამდენი მოგართვათ?
-არა არ არის საჭირო მეც აქეთ ვცხოვრობ და სახლში მივდოდი.
-არა როგორ გეკადრებათ მითხარით რამდენი გნებავთ.
-როდისაც ვამბობ არ არის საჭიროთქო ესეიგი არ არის, მოხუცმა კაცმა თბილად გამიღიმა მანქანა დაქოქა და გაუჩინარდა, მეც შევედი სადარბაზოში და ავუყევი კიბეებს, გზაში კი მომხდარზე ვფიქრობდი რომ არა ის ხეპრე ალბათ ახლა უკვე წყლის ფსკერზე ვიქნებოდი.
-დეე მოვედი, ჯინსის ქურთუკი გავიხადე და საკიდზე ჩამოვკიდე.
-მოდი დე , რატომ დაგაგვიანდა?
-რაღაც მოხდა და მინდა რომ ვილაპარაკოდ ოღონდ დამპირდი რომ პანიკებში არ ჩავარდები.
-ვაიმე დედიკო ნუ მაშინებ რამოხდა ნორმალურად ამიხსენი.
-მოკლედ დღეს სამსახურიდან წამოვედი.
-უიმე შენ რა გითხარი გული გამისკდა.
-დედა მაცალე მოყოლა. დედამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია კარგა ხანს ვისხედით და ვლაპარკობდით მომხდარზე ყველაფერი მოვუყევი თავიდან შოკში იყო შემდეგ კი მიხვდა რომ არაფერი მჭირდა და დაწყნარდა.
-ახლა რა მოხდება?
-არვიცი მაგრამ უკვე აქ ცხოვრება შეუძლებელია, გადავწყვიტე აქიდან წავიდე ,ერთი თვის წინ საბუთები ნიუ იორკის ერთ ერთ კომპანიაში გავგზავნე ,იმედი არ მაქვს რომ რამე გამოვა მაგრამ დადებითი პასუხის შემთხვევაში წასვლა მომიწევს , ყველაფერს ისინი აანაზღაურებენ , ვიზა , სახლი ყველაფერი რაც კი შეიძლება დამჭირდეს , ცოტა ხანში როდისაც ფეხზე წამოვდგები შენც წაგიყვან, აქამდე თავს ვიკავებდი მაგრამ ახლა რა დაგვრჩენია აქ?
-არაფერი, დამწუხრებულმა თქვა დედაჩემმა.
-ხოდა სწორედ ამიტომაც, უნდა მოვშორდეთ აქაურობას, ახლა კი წავალ წყალს გადავივლებ და დასაძინებლად მოვემზადები.
-კარგი დედიკო, პირსახოცს შემოგაწოდებ.
თანხმობის ნიშნად თავი დავუხარე და სააბაზანოსაკენ ავიღე გეზი, ერთი საათის განმავლობაში ხარბად ვიღებდი ცხელ შხაპს ბოლოს კი მივხდი რომ უკვე ბოლი ამდიოდა და აბაზანიდან გამოსვლა ვიკადრე , ოთახში შევედი , ტანსაცმელი ჩავიცვი და ლეპტოპს მივუჯექი , მეილი გავხსენი და თვალები გამიფართოვდა, დიდი ინგლისურად დაწერილი წერილი იყო რომლის ბოლოსაც თანხმობის ნიშნად ხელი იყო მოწერილი და ბეჭედი დარტყმული.
-იეეს გამომივიდა , მივაღწიე ყველაფერს არის არის , სიხარულისგან ცეკვა დავიწყე , ისეთი ბედნიერი ვიყავი ხმამაღლა დავიწყე ყვირილი ამ დროს კი შეშინებული დედაჩემი შემოვარდა.
-დე ხო მშივდობაა? ხომ კარგად ხარ?
-დე ხვალ საღამოს ამერიკაში მივდივარ .
-რა? როგორ? რანაირად?
-მეც შოკში ვარ , პასუხს არც ველოდებოდი უკვე იმედიც გადაწურული მქონდა , ორი წუთის წინ უბრალოდ შევამოწმე იმეილი და რას ვხედავ დამიმტკიცეს საბუთები და მივდივარ.
-მე მარტო მტოვებ? ნაღვლიანად მომანათა თვალები.
-დე ხომ ვილაპარაკეთ უკვე ყველაფერზე,დამშვიდი ყველაფერი კარგად იქნება, ხვალ მივფრინავ საღამოს მაქამდე კიდე წავალ და ჩემი ანაბრიდან ფულს გამოვიტან ორი ათას დოლარამდე უნდა იყოს ნახევარს მე წავიღებ და ნახევარს დაგიტოვებ ,როგორც კი ნორმალურად მოვეწყობი მაშინვე წაგიყვან გპირდები და შენც დამპირდი რომ აღარ იტირებ უბრალოდ გთხოვ.
-კარგი დე როგორც შენ იტყვი ისე იქნება ყველაფერი, ახლა კი წამოდი ჩავალაგოდ ჩემოდანი.
-კარგი წავიდეთ,ღიმილით გავყევი დედაჩემს უკან .სიმართლე გითხრათ გული მწყდებოდა რომ დედას ასე ვტოვებდი მაგრამ ასე აჯობებდა , აქ მართლა არაფერი დაგვრჩენია მესმის ოჯახი გვყავდეს , ან ნათესავები მაგრამ არავინ გვყავს და რომ წავიდეთ გული არ დაგვწყდება.

***
დილით ადრე გამეღვიძა ლოგინშიც ბევრი არ ვიწრიალე მაშინვე ავდექი ყველაფერი უნდა მომესწრო , შხაპი მივიღე , ტანსაცმელი ჩავიცვი ვისაუზმე და ბანკში წავედი.
-გამარჯობათ, სესილი ფალავანდიშვილის სახელზე არის გახსნილი ანაბარი და სრული თანხის გამოტანა მსურს.
-კარგით ქალბატონო სესილი თუ შეიძლება ხელი მომიწერეთ და გამომყევით.
-კარგით, გოგონას უკან გავყვეი და საცავში შევედით.
-ქალბატონო სესილი სულ აქ სამი ათასი დოლარია სრულად გამოვიტანოთ?
-სამი ათასი არ იქნება კარგად დაითავლეთ ორი ათასი უნდა იყოს .
-არა ქალბატონო სესილი სამი ათასი დოლარია.
-იცით რაღაც შეცდომა იქნება , მე ზუსტად ვიცი რომ ორი ათასი დოლარი მქონდა ანაბარზე.
-თანხა ანაბარზეა ამიტომაც თქვენ გეკუთვნით.
-მოდით მხოლოდ ორი ათასი დოლარი მოხსენით.
-კარგით როგორც იტყვით, გოგონამ თანხა გამოიტანა მანიშნა რომ გარეთ გავსულიყავი , მეც გავედი და გარეთ ველოდებოდი , ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ თანხა მომიტანეს , მეც ბევრი აღარ ვიბოდიალე და პირდაპირ სახლში წავედი , სახლში მისვლის თანავე ბარგი უკვე ჩალაგებული დამხვდა როგორც ჩანს დედაჩემს უმოქმედია.
-დე ხომ გითხარი რომ მოვალ მეთვითონ ჩავალაგებ დანარჩენსთქო.
-რავიცი დედი ვერ მოვისვენე და ჩავალაგე , ნახე აბა იქნებ რამე გამომრჩა.
-არა ყველაფერი დევს დამშვიდდი.
-უი დე დღეს რაღაც მოგიტანეს ფოსტიდან.
-რა მომიტანეს?
-არვიცი მაგიდაზე დევს და ნახე შენ თვითონ.
-ბილეთებია და ხუთასი დოლარი.
-ვაიმე უკვე ფულიც მოგცეს?
-ძალიან დავიბენი უკვე, ჯერ იყო და ბანკში მივედი და ათასი დოლარით მეტი იყო ანაბარზე მერე კიდე სახლში ხუთასი დოლარი მხვდება, ისე ხო არ გადავიფიქრო წასვლა?
-გაგიჟდი გოგო საქმე აქამდე მიიყვანე და ბოლომდე დაამთავრე.
-კარგი დე ნუ მეჩხუბები , ვიხუმრე.
-რამდენ ხანში მიდიხარ?
-სამ საათში გავალ.
-არ შეჭამ რამეს, იცი რა გემრიელი სალათი გაგიკეთე.
-კარგი წამოდი ვჭამოთ, შემდეგ კი ცოტას დავისვენებ და გავემზადები.
***
-დე გავედით უკვე დამაგვიანდება.
-მოვდივარ დედიკო მოვდივარ.
-ისე რატომ მოდიხარ დე , დაიღლები მერე ვინ მოგყვანს?
-ტაქსით წამოვალ დე რა პრობლემაა , შენ არ ინერვიულო.
-კარგი კარგი წავიდეთ.
ნახევარ საათში აეროპორტში ვიყავით ჩემი ფრენა თხუთმეტ წუთში იყო ამიტომაც დედაჩემთან გამომშვიდობება დავიწყე.
-დე იცოდე თავს კარგად მოუარე, ჭამე წამლები დროზე მიიღე სკაიპით სულ იყავი შემოსული, ხშირად მოგწერ ხოლმე და თუ რამეა ეგრევე მომწერ, მეც ხშირად დაგირეკავ ხოლმე, როგორც კი ფეხზე დავდგები მეთვითონ ჩამოვალ და წაგიყვან.
-დედიკო დაწყნარდი თავს მოვუვლი , შევჭამ , დავლევ, დავიძინებ , წამლებსაც მივიღებ , პატარა ბავშვი ხომ არ ვარ რა გჭირს.
-რავიცი მაინც ვნერვიულობ იქნებ არ წავიდე?
-რა სისულელებს ლაპარაკობ , მიდი წადი არ დაგაგვინდეს.
დედაჩემს მაგრად ჩავეხუტე და გასასვლელისკენ წავედი , რას ვგრძნობდი? ყველაფერს ერთად ტკვილის , სიხარულს , მონატრებას არც კი ვიცოდი დედას როდის ვნახავდი მაგრამ ეს ჩვენი მომავლისათვის საჭირო იყო თვითმფრინავში ავედი ჩემი ადგილი დავიკავე და დაველოდე როდის აფრინდებოდა თვითმფრინავი და როდის დაპატარავდებოდა ყველაფერი, ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვხედავდი ჩაბნელებულ თბილისს გულში კი ჩემთვის ვფიქრობდი „ცხოვრებასაც ბედი უნდა“
***
დილით გამთენიისას გამეღვიძა, თვითმფრინავიდან ,როდისაც გადავიხედე ნიუ იორკის დიდი ცათამბრჯენები დავინახე, სიმართლე გითხრათ თავიდან არ მჯეროდა მეგონა სიზმარში ვიყავი მაგრამ შემდეგ მივხდი რომ რეალობა იყო.
-გამარჯობათ, ცოტა ხანში დავეშვებით და თუ შეიძლება უსაფრთხოების ღვედი შეიკარით.
-მადლობთ, აუცილებლად. სტუარდესას თბილად გავუღიმე და მომზადება დავიწყე, ათ წუთში თვითმფრიანვი უკვე მიწაზე იყო, ახლა უკვე ნიუ იორკის აეროპორტში ვიყავი მაგრამ ერთი პრობლემა იყო , არ ვიცოდი ვის უნდა წავეყვანე სად ან როგორ მაგრამ შემდეგ დავინახე კაცი ბანერით რომელსაც „ GEORGIA“ ეწერა მეც არ დავაყოვნე და კაცთან მივედი.
-გამარჯობათ მე საქართველოდან ჩამოვედი და თუ არ ვცდები თქვენ მე მელოდებით.
-დიახ მე კომპანიიდან მითხრეს რომ დღეს ჩამოდიოდით და უნდა დაგხვედროდით, წამობრძანდით.
კაცმა ჩემოდნები გამომართვა და მანქანაში ჩაალაგა თავიდან შემეშინდა მას ინგლისური აქცენტი არ ქონდა და თითქოს სახეზეც საიდანღაც მეცნობოდა მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ ქონდა მე უკვე აქ ვიყავი.
-მის როგორ მოგმართოდ?
-შეგიძლიათ სესილი დამიძახოთ.
-ქალბატონო სესილი მე მიბრძანეს რომ პირდაპირ კომპანიაში მიმეყვანეთ და ხომ არ გირჩევნიათ ჯერ სახლში მიგიყვანოთ?
-როგორც გიბრძანეს ისე მოიქეცი ,კაცს თბილად გავუღიმე და ისევ შენობებს დავუწყე თვალიერება. მძღოლმა დიდი გამჭირვალე შენობის წინ გააჩერა მანქანა, კარი გამიღო და თვალებით მანიშნა რომ გადმოვსულიყავი მეც არ დავაყოვნე და ამაყად გადმოვედი მანქანიდან. კომპანიაში შესვლის თანავე ყველას ყურდღება მივიპყარი რატომ არ ვიცი მარამ აშკარა იყო რომ ყველა მე მიყურებდა.
-გამარჯობათ თქვენ ალბათ საქართველოდან ჩამოხვედით და დღეს გასაუბრებაზე ხართ.
-დიახ , გოგონას თბილად გავუღიმე და მივესალმე.გოგონამაც თბილად გამიღიმა და მანიშნა რომ უკან გავყოლოდი.ლივტში შევედით გოგონამ მეთხუთმეტე სართულს მიაჭირა ხელი , ლივტში გამჭირვალე მინები იყო ჩასმული ამიტომაც მთელ ქალაქს ხედავდი , ძალიან ლამაზი იყო იქაურობა.
-მოვედით , პირდაპირ იარეთ და მარჯვენა კარზე სანამ შეხვალთ დააკაკუნეთ.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და წინ წავედი, ოთახს მივუახლოვდი, კარზე ნელა დავაკაკუნე როგორც მითხრეს და შიგნით შევედი.
-მობრძანდით,თქვენ სივს გავეცანით, ამიტომაც დაგთანხმდით, როგორც ჩანს გამო..ც.დილება არ გაქვთ.
-შოკირებული დავრჩი, არა რა აშკარად ბედი დამცინის.
-მოიცა შენ ის გოგო არ ხარ მტკვარში რომ გადახტა?
-როგორც ხედავ, შენ კი ის ხარ, მოკლედ მოვუჭერი და გასასვლელისაკენ გავემართე.
-მოიცა მოიცა სად მიდიხარ?
-საქართველოში.
-და გგონია ასე მარტივად წახვალ?
-რა დამიშლის რო?
-მე დაგიშლი ირონიულად წარმოსთქვა , ფეხზე ადგა და კარი დაკეტა.
-შენ ვერ მიბრძანებ რა გავაკეთო.
-კონტრაქტის თანახმად რომელსაც შენ დათანხმდი შემიძლია.
-მოიცა რა კონტრაქტი, მე ხელი არაფერზე მომიწერია.
-მეილზე რომ გამოგიგზავნეთ, ხელმოწერილი და ბეჭედ დარტყმული საბუთი არ წაგიკითხავს რაზე თანხმდებოდი?
-ჰმ, ამ იცი ძალიან აღტაცებული ვიყავი და ....
-იმ კონტრაქტში წერია რომ ერთი წლის განმავლობაში ჩვენთან იმუშავებ, ხელფასი ათასი დოლარი გექნება , ვიცი ეს ცოტაა მაგრამ ჯერ ჯერობით ასე იქენება, სახლსაც მოგცემთ სადაც უნდა იცხოვრო, შენი მოვალეობა შეხვედრების წარმოება და კონტრაქტების გაფომებაა სხვა ქვეყნებთან ახლა კი შეგიძლია წახვდე ხვალ კი ათ საათზე აქ მოხვალ.
-მოიცა ერთი წლის შემდეგ რა მოხდება?
-თუ მოგვეწონებით დაგტოვებთ თუ არა და საქართველოსაკენ ჰერი ჰერი, ახლა კი დაბლა ვალტერი გელოდება ის წაგიყავნს შენს სახლში.
ვაჟბატონს უხმოდ დავემორჩილე და კარისაკენ წავედი ახლა გაჭიმვის არც თავი და არც დრო მქონდა, ჩემი ბრალი იყო უნდა წამეკითხა ის კონტაქტი, ლივტში შევედი და დაბლა ჩავედი როგორც ჩანს ვალტერი ის კაცია რომელიც დამხვდა და ამ ვაჟბატონის მძღოლია , მანქანაში ჩავჯექი დაახლოებით თხუთმეტი წუთი ვიარეთ შემდეგ კი ერთ პატარა საყვარელ კოტეჯთან გააჩერა მანქანა.
-მის ეს იქნება თქვენი სახლი თუ რამე დაგჭირდებათ ჩემს ნომერს დაგიტოვებთ და ამ ნომერზე დამიკავშირდით.
-ძალიან გთხოვთ რა თქვენობით ნუ მომმართავთ სესილი დამიძახეთ.
-კარგით .... კარგი.
ვალტერს დავემშვიდობე და სახლში შევედი. სახლის მოწყობა და ნივთების ამოლაგება დავიწყე უკვე საღამო იყო როდისაც დალაგებას მოვრჩი ძალიან დაღლილი ვიყავი ამიტომაც როგორც კი თავი დავდე მაშინვე დამეძინა.
****
მეორე დილით მაღვიძარამ გამაღვიძა, საათი რვის ნახევარს უჩვენებდა ჯერ ძალიან ადრე იყო ასადგომად, ამიტომაც ცოტა ხანს კიდევ გადავწყვიტე დამეძინა მაგრამ უშედეგოდ, ბევრი ვიწრიალე საწოლში ბოლოს კი მაინც ავდექი სააბაზანოში შევედი წყალი გადავივლე ,ჩავიცვი ვისაუზმე და სახლიდან გავედი ერთი საათი მქონდა რომ დათვალიერება მომესწრო თორემ ის ხეპრე ალბათ იმდენ სამუშაოს მომცემდა მთელი დღე ვერ მოვრჩებოდი, სადარბაზოდან გამოვედი ტაქსი გავაჩერე , შიგნით მოხუცი კაცი იჯდა თავიდან რაღაც ისტორიებს მიყვებოდა ბოლოს მივხვდი რომ მთელი ცხოვრება აქ ქონდა გატარებული ამიტომაც ვთხოვე რომ თავის საყვარელ ადგილას წავეყვანე, მანაც უარი არ მითხრა და პატარა მდინარესთან გამიჩერა.
-ჩემო ლამაზო პირდაპი იარე შემდეგ პატარა ხეს დაინახავ აი იქიდან გადაიხედე და დაინახავ როგორი ლამაზია ჩვენი ქალაქი.
-ძალიან დიდი მადლობა, მძღოლს თბილად გავუღიმე ფული გავუწოდე და მდინარისაკენ წავედი.მართლაც რომ მშვენიერი ადგილი იყო მდინარე ნაზად მიედინებოდა შიგადაშიგ პატარა ლიფსიტები ამოხტებოდნენ ხოლმე , ზემოთ პეპლებიც დაფრინავდნენ მოკლედ საოცარი ადგილი იყო , დიდ ხანს გავჩერდი კიდევ მინდოდა დარჩენა მაგრამ პირველ დღეს ვერ დავაგვიანებდი ამიტომაც დაქსი გავაჩერე და კომპანიასთან მივედი, შესვლისთანავე ისევ ის გოგო დამხვდა მისაღებში , საშვი მომაწოდა და მითხრა რომ ბატონი ალექსანდრე მელოდებოდა , მეც არ დაყოვნე და მაშინვე ავედი , არ მინდოდა იმ ჯმუხის დიდ ხანს დანახვა, ლივტიდან გამოვედი პირდაპირ ვიარე და მარჯვნივ შევუხვიე კარზე ისევ ფრთხილად დავაკაკუნე და შევედი.
-ოჰ რა პუნქტუალური ყოფილხარ.
-როგორც ყოველთვის, მოკლედ მოვუჭერი და პირდაპირ საქმეზე გადავედი.
-თუ შეიძლება მითხარი რა უნდა გავაკეთო, და ჩემს საქმეს მივხედავ.
-დღეს უცხოელები ჩამოდიან რვა სააძე უნდა დახვდე , კომპანიაში წამოიყვანე , შემდეგ კი მე მოვაგვარებ.
-ძიძობა ჩემი საქმე არ არის მაგისთვის სხვებიც არსებობენ.
-მე ვარ შენი უფროსი და რასაც გეტყვი იმას გააკეთებ გასაგებია?
- გასაგებია, მაგრამ მე აქ ძიძობისთვის არ ჩამოვსულვარ იმიტომ ჩამოვედი რომ ვიმუშაო და გამოცდილება მივიღო.
-რატომ მეწინააღმდეგები? რასაც გეუბნები ის გააკეთე შენი ნერვები არ მაქვს.
-ხოდა ნუ გექნება, დავიჯერო ამხელა კომპანიაში ვერ მოიძებნება ისეთი ადამიანი რომელიც ამ საქმეს შეითავსებს , თან ახალი ჩამოსული ვარ გზებიც ნორმალურად არ ვიცი ,რაღა მე მავალებ ამ საქმეს?
-როდისაც გეუბნები რომ შენ მიდიხარ ესეიგი შენ მიდიხარ, ბიჭმა მოკლედ მოუჭრა და ოთახი დატოვა.
-უზრდელი,ტუტუცი, გაუნათლებელი არა გაუნათლებელი ვერ იქნება , ახელა კომპანიას მართვა ხომ უნდა.
-დიდ ხანს გელოდო როდის გამოხვალ ჩემი კაბინეტიდან? თავი შემოყო ბიჭმა.
-არსად გასვლას არ ვაპირებ, ეშმაკურად გავუცინე და დივანზე მოვთავსდი.
-ნუ მეთამაშები, დაისჯები.
-ჰა ჰა ჰა ძალიან სასაცილოა.
-ბოლოჯერ გეუბნები, ოთახიდან გამოდი.
-თორე რა?
-ოთახში ჩაგკეტავ და მთელი დღის გატარება აქ მოგწევს.
-ვერ გაბედავ, თან შეგეცოდები.
-მაგასაც ვნახავთ, ბიჭმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო კარები მოხურა და საკეტი გადაატრიალა.
-გარები გამიღე, დროზე.
-თორე რა?
-პოლიციას გამოვიძახებ.
-რითი ეცდები პოლიციის გამოძახებას ტელეფონი გაქვს?
-სასწრაფოდ კარები გამიღე.
-რამდენიც არ უნდა აბრახუნო , მაინც არ გაგიღებ თანაც მეთხუთმეტე სართულზე ერთადერთი კაბინეტია ასე რომ კარგად ჩემო კარგო.
-გთხოვ კარები ,ძალიან გთხოვ.დიდხანს ვყვიროდი მაგრამ არავის ესმოდა მაინც ვინ არის ეს იდიოტი ამდენის უფლებას რომ აძლევს საკუთარ თავს.უცბად თავბრუსხვევა დაბლა დავარდი, გულისრევა დამეწყო არემარე სულ ბნელი გახდა , ვეღარც ვიხედებოდი ადგომა ვცადე ფანჯრის გასაღებად ფეხზე წამოვდექი მაგრამ უშედეგოდ იატაკს ჩავეხუტე და გონება დავკარგე.
****
გონს რომ მოვედი , თავბრუსხვევის შეგრძნება ისევ მქონდა ირგვლივ მიმოვიხედე მაგრამ აქაურობა ვერ ვიცანი აშკარად კაბინეტში არ ვიყავი არც ჩემს სახლში, აბა სად ვარ?
-როგორ ხარ? კარებს მიყუდებული ბიჭი გოგონას უყურებდა და თბილად უღიმოდა.
-როგორ უნდა ვიყო, თავბუმეხვევა და თავიც მტკივა და საერთოდ აქ რას ვაკეთებ?
-რატომ არ მითხარი?
-რა უნდა მეთქვა, ის რომ ჩაკეტილ სივრცეში უჰაერობა მჭირს და ცუდად ვხდებითქო?
-თუნდაც ეგ.
-და დამიჯერებდი?
-ეგეც მართალია.
-სად ვარ, მომიტაცე? ვიცოდი რომ მანიაკი იყავი .
-ჰა ჰა იუმორის გრძნობა ქონია გოგოს.
-არ მიხუმრია მართლა ვთქვი,კიდევ ერთხელ რომ გკითხო შემდეგ მეტყვი სად ვარ?
-ჩემთან სახლში, ჩემს ოთახში, ჩემს საწოლში, დაკმაყოფილდი?
-კარგი მემგონი ჩემი წასვლის დროც მოვიდა, ლოგინიდან წამოვდექი მაგრამ თავბრუ ისევ დამეხვა.
-და ასეთ მდგომარეობაში სად მიდიხარ?
-შენი ბრალია ასეთ მდგომარეობაში რომ ვარ.
-გამოსულიყავი კაბინეტიდან და არ იქნებოდი.
-ძალიან მშია, საჭმელს მაჭმევ?
-პიცა გამოვიძახე წუთი წუთზე აქ იქნება , სააბაზანოში შევდივარ თუ რამე დამიძახე.
-კარგი, ალექსანდრეს თბილად გავუღიმე და საწოლის მეორე მხარეს ვინაცვლე, ცოტა ხანს წიგნს ვკითხულობდი შემდეგ ტელეფონში ვათვალიერებდი რაღაცეებს მაგრამ საშინლად მოვიწყინე ,თანაც ძალიან მომშივდა ის იყო სამზარეულოში უნდა შევსულიყავი რომ ზარის ხმა მომესმა და გასაღებად წავედი.
-სანდრიკო, სად იყავი აქამდე რატომ არ დამირეკე?
-ამ გამარჯობა , ალექსანდრე სააბაზანოშია.
-მოიცა მოიცა საიდანღაც მეცნობი შენი ის გომბიო არ ხარ კაფედან ვერსაჩეს კაბა რომ გამიფუჭე აქ რას აკეთებ/
-მე ... მე..
-ჩემთან არის, რა მოხდა ნატალი რამე პრობლემაა? ამ დროს ალექსანდრეს ხმა მომესმა უკნიდან , საერთო ვამბობ რომ ძალიან მაღიზიანებს მაგრამ ამ მომენტში ძალიან გამიხარდა მისი დანახვა.
-სანდრიკო, ძალიან მომენატრე იმ ღამის შემდეგ აღარ მინახიხარ .
-ჯერესერთი გითხარი სანდრიკოს ნუ მეძახი მეთქი და მეორეც ერთი ახლა შენი თავი აქ მაქვს.
-რავიცი იმ ღამეს გქონდა და ....
-მგონი ჯობია მე დაგტოვოთ.ტელეფონს და ჩანთას ხელი მოვკიდე და თავქუდ მოგლეჯილი გავიქეცი.
-მოიცა სესილი არ წახ...
-მოიცა რა მაგ გომბიოს გაეკიდები, მოდი დავრჩეთ მე და შენ ჯაკუზში ჩავწვეთ და ვისიამოვნოთ.
-ნატალი რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ჩვენს შორს არაფერი მოხდება და ერთხელ და სამუდამოდ შეიგნე ეს ახლა კი შენთის არ მცალია სესილი უნდა მოვძებნო.
ალექსანდრეს სახლიდან ისე გამოვვარდი ისიც არ ვიცოდი სად ვიყავი რა დებილი ვარ, სად გამოვრბოდი რა მინდოდა.
-სესილი მოიცადე, რატომ გამოიქეცი.
-იქ ვყოფილიყავი და თქვენს ფლირტს მეყურებინა?
-რა იყო ხო არ იეჭვიანე?
-მეტი საქმე არ მაქვს , უბრალოდ ძალიან უხერხულ მდგოარეობაში ჩავარდი.
-კარგი დაწყნარდი და წამომყევი.
-არსადაც არ გამოგყვები
-რატო გადაწყვიტე რომ არ მომყვები?
-არ მინდა იდილია დაგირღვიოთ, და საერთოდ რატომ გახდი ჩემს მიმართ ასეთი თბილი?
-ერთხელ გითხარი წამოდითქო და მეორედ აღარ შეგეხვეწები.
-მირჩევნია რომ სახლში წავიდე.
-კარგი წამოდი სახლამდე მიგაცილებ.
-არ არის საჭირო მართლა ტაქს გავაჩერებ.
-კარგი რა რას მეპრანჭები წამოდითქო.
ალექსანდრემ მანქანა გამოიყვანა , მეც უყოყმანოდ ჩავჯექი და გავემართედ ჩემი სახლისაკენ გზაში არცერთს ამოგვიღია ხმა , ერთხელ ვცადე საუბრის წამოწყება მაგრამ ტელეფონზე დაურეკეს , უკვე ჩემს სახლთან მივედი , ალესანდრეს მადლობა გადავუხადე , დავემშვიდობე და სახლისაკენ წავედი.
-სესილი ერთი წუთით მოიცადე.
-რა მოხდა? გაკვირვებული შევხედე თორნიკეს.
-ეს დღეიდან შენი ტელეფონი იქნება ყველა საჭირო ნომერი ჩაწერილია და ნიუ იორკის კარტა დევს.
-მადლობა, მოკლედ მოვუჭერი და სახლში შევედი. ისეთი დაღლილი ვიყავი არაფრის თავი არ მქონდა შხაპი მივიღე და მაშინვე საწოლში დავწექი თავიდან ფილმების ყურება დავიწყე შემდეგ კი როცა შებინდა დაძინება გადავწყვიტე მაგრამ უცბად ტელეფონმა ვიბრაცია გამოსცა , დავხედე და მესიჯი იყო მოსული სანდრიკოსგან.
-ტკბილი ძილი........ საუბრის დასასრული.
***

ყოველ ადამიანს თავისი ბედი აქვს, ყოველ ადამიანს თავისი დანიშნულება, რომლისთვისაც დაუღალავად შრომობს.როდისაც პატარა ვიყავი მახსოვს როგორ ამბობდა დედაჩემი რომ ბედი არ ჰქონდა, არაფერში უმართლებდა ყოველთვის დაჩაგრული და საცოდავი იყო მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება დღეს კი დედაჩემი ამაყად ამბობს რომ იღბლიანი ადამიანია იმისათვის რომ მე გამაჩინა, მე კი ამ ყველაფრით ძალიან ამაყი ვარ , ახლა კი ჯობია საწოლში კოტრიალს ავდგე და მოვემზადო შემდეგ კი დედას დავურეკავ , ალბათ როგორ ნერვიულობს ორი დღეა არაფერი გაუგია,მადუღარა გაზზე დავდგი და სააბაზანოში შევედი, ტანზე უცბად გადავივლე , ვისაუზმე და ლეპტოპი ჩავრთე, როგორც კი დავინახე მწვანე პატარა მოციმციმე შუქურა მაშინვე დავრეკე, ამ დროს კი თვალებ დასიაბული დედაჩემი დამხვდა.
-დე როგორ ხარ? ხო მშვიდობაა?
-კი დედიკო მაგრამ ვნერვილობდი ორი დღეა არაფერ გამიგია რამე ხო არ დაემართათქო ვფიქრობდი.
-არა დე ყველაფერი კარგად არის, სამსახურშიც დავიწყე უკვე სიარული და ამიტომაც ვერ გიკავშირდებოდი.
-რა კარგია რომ უკვე მუშაობ, როგორი ხალხია?
-სიმართლე გითხრა ძალიან კარგი თან კომპანიის მმართველი ქართველია ამიტომაც არ მიჭირს შეგუება.
-ვაიმე დედიკო რა კარგია როგორ მიხარია შენი ამბავი, ჩემი ყოჩაღი გოგო იცი როგორ მომენატრე.
-ვიცი დე მეც ძალიან მენატრები , კიდევ მინდა დალაპარაკება მაგრამ სამსახურში უნდა წავიდე შენ კიდევ წადი დაიძინე მანდ ძალიან გვიანია.
-კარგი დედი , ჭკვიანად იყავი.
ლეპტოპი დავხურე სწრაფად ჩანთა და გასაღები ავიღე და გასასვლელისაკენ წავედი , კარები ჩავკეტე და გასაოცარი სიურპრიზი დამხვდა.
-რით დავიმსახურე შენი ასეთი პატივისცემა, თუ ბოდიშის მოხდა გინდა გუშინდელზე?
-აქვე ვიყავი ვიფიქრე გავუვლითქო და ბარემ წავიყვანთქო.
-მადლობა მაგრამ ტაქსით მირჩევნია წასვლა.
-დარწმუნებული ხარ?
-სავსებით.ეშმაკურად გავუღიმე და კიბეებზე ჩამოვედი.
-მე რატომღაც ვფიქრობ რომ ჯობია მე წაგიყვანო.
-რატო გადაწყვიტე რომ შენ წამოგყვები?
-არ გამაბრაზო, თორემ გუშინდელი საღამო არაფერია იმასთან შედარებით რასაც გაგიკეთებ.
-სასაცილოა მემუქრები? ეს ყველაფერი როგორ გავიგო?
-როგორც გინდა. მანქანა დაქოქა გაზს მიაჭირა და არემარეს მოწყდა.
-იდიოტი კიდევ აქეთ მოდის და პრეტენზიები აქვს, არ იცის ქალს როგორ უნდა მოეპყრას.ტაქსი გავაჩერე და კომპანიისაკენ წავედი, როდისაც მივედი ის იდიოტი შესასვლელში დამხვდა მანქანას მიყუდებული , ვეცადე შეუმჩნევლად გამევლო მაგრამ ვერ შევძელი.
-სად მიიპარები?
-არსად , მე მელოდებოდი?
-არაა, უცხოელები უნდა მოვიდნენ და იმათ.
-აა გასაგებია კარგი წავალ მე მაშინ აღარ შეგაწუხებ.
-მოიცა მოიცა სად მიდიხარ, მე არ მითქვამს რომ უნდა წასულიყავი.
-რატომ მიბრძანებ რა გავაკეთო?
-არ დაგავიწყდეს რომ შენი უფროსი ვარ და როდისაც სამსახურში ხარ ჩემს ბრძანებებს ასრულებ.
-ოხ საიდან ამხელა ამბიცია?
ალექსანდრეს ხმა არ გაუცია თუ წავიდოდი მივხვდი რომ გაბრაზდებოდა და ყველაფერი უფრო გართულდებოდა ამიტომაც დარჩენა და ჩუმად ყოფნა ვარჩიე.
-გაითვალისწინე რომ დღეს გადაღება გვაქვს სანაპიროზე.
-რა გადაღება?
-ჩვენი კომპანიის.
-მხოლოდ ასე მოკლედ და კონკრეტულაად?
-ხო და გაითვალისწინე რომ შენც მოდიხარ.
-მე რაში გჭირდებით?არაფერში ამიტომაც არ წამოვალ
-უკაცრავად რაღაც ვერ გავიგე, როდისაც რაღაცას გეუბნები .... გიბრძანებ უხმოდი აქეთებ გასაგებია?
-იცი რა შენ სულ ისეთ რაღაცეებს მავალებ რაც ჩემი საქმე არ არის, ამხელა მანძილი იმისთვის არ გამომივლია რომ ვიღაცის ძიძა ან ასისტენტი ვყოფილიყავი, სულ არ მაინტერესებს შენი ხელშეკრულება რაც გინდა ის მიქენი თუ გინდა მთელი ჩემი ქონება წაიღე , მაგრამ მე შენთან ერთად აქ აღარ დავრჩები.
-როგორც გინდა, მხრების აჩეჩით თქვა და მანქანაში ჩაჯდა და როგორც ჩვევია არემარეს მოსწყდა.
-რა მატლიკინებდა , რამხელა ენა გაქვს სესილი ახლა უმუშევარი ხარ , სად უნდა იმუშაო როგორ გინდა დედაშენი ჩამოიყვანო, ფუ რა იდიოტი ის კი არა შენ ხარ, იმის მაგივრად რომ ფეხები უკოცნო ასეთი სამსახურისთვის კიდევ აქეთ ეჭიმები, მიდი და ეხა ეძებე სამსახური თან ათასდოლარიანი ხელფასით.ტაქსი გავაჩერე და ქალაქის ცენტრში წავედი , ტაქსი ერთ ერთ ყველაზე პრესტიჟული ბარის წინ გავაჩერე, მანქანიდან გადმოვედი და ამყად შევედი, ბართან მივედი და ბარმენს ასი გრამი ტეკილ ვთხოვე, სკამზე დავჯექი და ბარმენს ლაპარაკი დავუწყე,ის სულ არ მისმენდა მაგრამ მთავარი იყო რომ ველაპარაკებოდი.
-ტყვილა ლაყბობ, მაინც არ გისმენს.
-ვიცი,უბრალოდ ვინმე მჭრიდებოდა ვინც დამელაპარაკებოდა.
-მაგისთვის მეგობრები არსებობენ.
-არსებობენ მაგრამ არა უცხო ქვეყანაში.
-ვერ მიგიხვდი.
-ამერიკელი არ ვარ, აქ სამუშაოდ ჩამოვედი.
-სასაცილოა, კარგი აქცენტი გაქვს და ვერავინ მიხვდება რომ ჩამოსული ხარ, საიდან ეს ყველაფერი?
-საკუთარი თავისგან.
-საკმაოდ, ამაყი ხარ.
-ყველა ადამიანი ამაყია,საკუთარი თავით.
-წამოდი გავისეირნოთ, ვილაპარაკოთ, ერთმანეთი გავიცნოთ.
-კარგი წავიდეთ.ბარიდან გამოვედით , ტაქსი გავაჩერეთ და “CENTRAL PARK”-ში მივედი.
-საიდან ხარ?
-საქართველოდან, ეს პატარა ქვეყანაა რუსეთსა და თურქეთს შორის.
-საინტერესოა,რატომ წამოხვედი შენი ქვეყნიდან.
-იცი ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება არც ისეთი ადვილია,ნორმალურ სამსახურს ვერ პოულობ , გიწევს ოცდაოთხი საათი მუშაობა რომ საჭმლის ფული მაინც იშოვო, ასეთი ცხოვრება არავის მოსწონს მათ შორს მეც ამიტომაც ჩამოვედი აქ.
-არ გიჭირს ოჯახისა და მეგობრების გარეშე?
-ჩემი ოჯახი მხოლოდ ორი წევრისგან შედგება მხოლოდ მე და დედა..... მე და დედა მთელი სამყაროს წინააღმდეგ.
-ანუ შენი მშობლები გაშორებულები არიან.
-მამა პატარა რომ ვიყავი მაშინ გარდამეცვალა და ასე დავრჩით მარტო.
-უი ბოდიში არ მინდოდა მტკივნეულ თემას შევხებოდი.
-არაუშავს შენ ხომ არ იცოდი.
-რაც შემეხება მე მაიამიში დავიბადე, დედა და მამა იქ ცხოვრობენ, მე კი აქ სასწავლებლად ჩამოვედი ოთხი წლის წინ შემდეგ კარიერაც აქ ავიწყე და აქ გადმოვსახლდი.
-რას საქმიანობ?
-პიარ მენეჯერი ვარ ერთ ერთი კომპანიის.
-ძალიან კარგი, ბოდიში მაგრამ ჩემი წასვლის დროა ძალიან გვიანია.
-სულ დამავიწყდა ემილი, ემილი ჰოლი.
-სესილი შონია.
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, მოდი მე ჩემს ნომერს დაგიტოვებ და როდისაც გეცლება დამირეკე ხოლმე.
-აუცილებლად.გოგონას თბილად გავუღიმე დავემშვიდობე და ტაქსი გავაჩერე.... სახლში მისულს კართან წერილი დამხვდა ვაჟბატონისგან იყო სიმართლე გითხრათ წაკითხვას არც ვაპირებდი მაგრამ კონვერტმა მიიქცია ყურადღება, კონვერტი გავხსენი და ბრძანება იყო, ინგლისური კარგად ვიცი მაგრამ გაურკვეველი ენით ეწერა ამიტომაც ვაჟბატონის წერილი გავხსენი.
-სესილი შონია, ახლა რასაც გეტყვი ჩვენში დარჩება, ამ ბრძანების თანახად მე შემიძლია ჩამოვიყავნო დედაშენი , მხოლოდ შენი დასტურია საჭირო, სანაცვლოდ კი შენ გააგრძელებ მუშაობას ჩემს კომპანიაში, არ გაჩქარებ დაფიქრდი დადებითი პასუხის შემთხვევაში იცი სადაც უნდა მნახო.
****
მთელი ღამე ვფიქრობდი ალექსანდრეს ნათქვამზე, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა , რა თქმა უნდა დედაჩემის ჩამოყვანა მინდა მაგრამ ასეც ვერ გავრისკავ ვერ გავხდები იმ ვაჟბატონის სამასხარაო, მაგრამ ახლა დროა საკუთარი სიამაყე გვერძე გადავდო და დედაჩემზეც ვიზრუნო. ჩანთა ავიღე და კომპანიისაკენ გავემართე , არც მიკითხავს ისე ავედი მეთხუთმეტე სართულზე და კარი შევაღე.
-როგორც ვხედავ ეს თანხმობის ნიშანია.
-ახლა კარგად მომისმინე,თუ მე გავაგრძელებ აქ კომპანიაში მუშაობას შენ დამავალებ იმას რაც ჩემი მოვალეობაა რომ გავაკეთო , თუ დავინახავ რომ ისევ ძიძად ან ასისტენტად მექცევი საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ ვიცი რომ ზედმეტს ვითხოვ უბრალოდ ასე არ ჩემიძლია.
-შევთანხმდით, ალექსანდრემ ეშმაკურად ჩაიცინა და უჯრიდან საბუთები ამოიღო.
-ეს საბუთებია ,როდისაც შენ ხელს მოაწერ , ზეგ უკვე დედაშენი შენთან იქნება.
-რა დარწმუნებული უნდა ვიყო რომ არ მატყუებ.
-არც ისეთი ლაჩარი ვარ რომ მოგატყუო.ახლა კი შეგიძლია შენ კაბინეტში შეხვიდე და იმუშაო.
-ცინიკურად გავუცინე და ოთახიდან გამოვედი, გამოსვლისას კი სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა.
-ემილი?მოიცა შენ აქ რა გინდა?
-მე აქ ვმუშაობ, და როგორც ჩანს შენც.
-როგორც ჩანს, ალექსანდრესთან შედიოდი?
-მოიცა მოიცა ჩემთვის ბატონი ალექსანდრეა და შენთვის ალექსანდრე, როგორ მოახერხე?
-სიამაყითა და თავდაჯერებულობით.ახლა კი ბოდიშს გიხდი უნდა წავიდე ბევრი საქმე მაქვს.
****
საბუთების მოწესრიგებასა და დალაგებას როგორც ჩანს დიდი დრო უნდა, დილით რომ დავიწყე საღამოს ცხრაზე მოვრჩი, ძალიან დაღლილი ვიყავი, არაფრის თავი აღარ მქონდა, ყველაფერი ერთად დავაწყე და ოთახი დავტოვე, წასვლისას მინდოდა ალექსანდრესთვის მადლობა გადამეხადა, მიუხედავად ჩევნი კონფლიქტისა საბოლოოდ მაიცნ კარგად მოიქვა, კარზე ფრთხილად დავაკეკუნე და შევედი.
-შენ კიდევ აქ ხარ?
-ვერ ვიტან როდისაც რაიმე საქმე დასრულებული არ მაქვს.
-ჩემგან ხომ არ გინდა რამე?
-არა უბრალოდ..... მადლობის გადახდა მინდოდა, მიუხედავად ნუ ჩემი სითავხედისა მაინც იპოვე გზა ჩემი დაბრუნებისთვის.
ირონიულად ჩაიცინა მაგიდიდან წამოდგა , მომიახლოვდა თმა ყურზე გადამიწია და ჩუმად ჩამჩურჩულა.
-დასახულ მიზანს ყოველთვის ვაღწევ.



№1  offline წევრი ნორმი

ძალიან ძალიან მომეწნა,მალე დადე რა შემდეგი თავი.არ დააგვიანო გთხოვ
--------------------
მორფეოსი

 


№2 სტუმარი სტუმარი ანასტასია

სათაური მომწონს უკვე
ახლა ვაპირებ წაკითხვას და ერთი სული მაქვს შეგაფასო

 


№3  offline მოდერი ბელუ შეროზია

კარგი ხარ!
უაზრო შეცდომები არ გქონდა,
იყო იქ რაღაც მაგრამ მეტად უმნიშვნელო. kissing_heart
ამასთან სასიამოვნოდ გამაოცა მოცულობამ, რატომღაც აქ პირველი თავები ხშირ შემთხვევაში ძალიან პატარა იდება blush
იმედია ასე გააგრძელებ და რათქმაუნდა პუნქტუალური იქნები! heart_eyes

 


№4  offline წევრი baaabs

უღრმესი მადლობა მართლა არ ველოდი ასეთ კომენტარებს ,რაც შეეხება პუნქტუალურობასა და პირველი თავის სისქეს მაქსიმალირად შევეცდები მალე დავდო! ????❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ძალიან მომეწონა, გამართულად და საინტერესოდ წერ განსაკუთრებით მაინც ბოლო ნაწილმა დამაინტრიგა,,,, კარგი იქნება თუ არ გვალოდინებ და რაც შეიძლება მალე დადებ წარმატებები შენ!

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთი

ასეთი ბავშვური და სულელური ისტორია კარგა ხანია ამ საიტზე არ წამიკითხავს. კომენტარებმა შემაცდინა

 


№7 სტუმარი სტუმარი დეფნე

გადასარევია. მალე დადე შემდეგი თავი

 


№8 სტუმარი სტუმარი უცნობი

რატო არ გააგრძელე?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent