*სისხლიანი პაემანი* (თავი 16)
ჟინით ავსებულ თვალებს ერთმანეთს მოუშორებლად აპყრობდნენ,თითქოს ერთმანეთის ფიქრების მოსმენაც შეეძლოთ,ერთმანეთის აზრების განდობა,წაკითხვა.. ძალა გამოცლილს,კაცის სხეულზე მიესვენა თავისი სხეული,სახე მის ყელში მოექცია და ღრმად სუნთქავდა. - ჩემო გემრიელო.. ამოიჩურჩულა კაცმა და ტუჩები მიადო საფეთქელზე. - შენზე ფიქრებში,მილიონჯერ მაინც მოვფერებივარ ჩემს თავს დემე.. თვალებში ალმოდებულმა დახედა საყვარელ ქალს და უფრო მეტად და მეტად იკრობდა გულზე. ასე ერთმანეთის გულისცემის მოსმენით იჯერებდნენ თავს,თითქოს პულსი გაერთიანებულიყო,ორივე ზუსტად ერთნაირად სცემდა,ორივე ერთად ჩქარდებოდა და ნელდებოდა,თითქოს ერთის სხეულში მოქცეულიყო. გიშრისფერ თმაში ხლართავდა თითებს დემეტრე,სინანულით უყურებდა ქალს,რომელიც მისი აღარ ერქმეოდა,აღარ იქნებოდა და ვერ უძლებდა იმ განცდას,რომ მას დაკარგავდა,მას სხვა კაცის ხელები შეეხებოდა,სხვა ეტყოდა,როგორ უყვარდა,სხვა დაუძახებდა მის ლამაზ სახელს,ანასტასიას,მის ღიმილს ვეღარ დაიმსახურებდა.. წამიერად თვალები იარაღისკენ გააპარა,რომელიც იქვე ახლოს ეგულებოდა,სახე ხელებით მოისრისა და ისევ ქალს დაუწყო ყურება. თმა მუჭში მოაქცია და სახესთან ახლოს მიეტანა,ღრმად სუნთქავდა მის სურნელს,ტასო მის რეაქციებზე გამოფხიზლდა და თვალებში ჩახედა. - ჩამეძინა.. - ჰო,ვიცი. წავიდეთ? - არა.. ვიყოთ დღეს.. - მართლა გინდა აქ ყოფნა? - კი,მინდა. - კარგი პატარავ,ვიყოთ. - მომიყევი შენზე რამე.. მხოლოდ ის ვიცი რომ დემეტრე ტვილდიანი ხარ და ძალიან ცუდი ბიჭი. - ცუდი? ტასოს ჩაეცინა და ცხვირზე წაავლო თითები. - უარყოფა არ გაბედო. - კარგი.. დანებების ნიშნად ხელები ასწია და ქალის ტუჩებს დაეწაფა. - რა მოგიყვე? - ყველაფერი.. ყველაფერი მინდა ვიცოდე. - ანასტასია,არ ღირს მოსაყოლად. - დემე,გთხოვ - კარგი. - სად არიან შენი მშობლები? - მამაჩემი თბილისში ცხოვრობს,თუმცა მასთან შეხება არ მაქვს წლებია,მას შემდეგ რაც სახლიდან წამოვედი. - რატომ წამოხვედი? - იმიტომ,რომ ერთადერთი ნაბი*ვარია... მაგის დედას შევ*ცი. ბიზნესი აქვს,უკანონოდ შემოაქვს ნარკოტიკები და ყიდის.. ხომ გესმის.. - ერთხელ,როცა პოლიციამ ეჭვი აიღო მასზე,ხელები ჩემზე გაისვარა, მე დამაბრალა ყველაფერი.. მაგის გამო,ორი წელი ციხეში ვიყავი.. სამაგიეროს გადახდა მინდოდა,მინდოდა ისეთი რამ გამეკეთებინა მაგ ახ*არი კაცისთვის,რომ მაგრად ჩაე*ვარა თავისივე საქმეში. ცოტახანში,კრიმინალის სტატუსიც ავიკარი.. სიგარეტი ნერვიულად ამოიღო და ღრმა ნაფაზები ჩაარტყა. - კარგი,დამშვიდდი დემე.. გულზე მიეკრო და ხელი ხელზე ძლიერად ჩასჭიდა.. - მამაშენზე ნუღარ მომიყვები.. და დედა? სად არის ის? - ის დიდი ხანია აღარ არის.. თავი მოიკლა..პატარა ვიყავი,სადღაც ათი წლის..სააბაზანოში შევედი,როცა დავინახე როგორ იწვა სისხლის გუბეში.. თვალები ძლიერად დახუჭა და თითებით მოისრისა. - მაპატიე დემე,არ მინდოდა ეს ყველაფერი გაგეხსენებინა.. მაპატიე. - არაუშავს,შენ არ ინერვიულო ჩემო ანგელოზო,მოდი ჩამეხუტე.. თანაც მხოლოდ ეს არ არის,რაც ჩემზე უნდა იცოდე. - აბა? - ცოდა გადაიწიე.. ტასოც გადაიწია და ხელი საწოლის ქვეშ შეაცურა,შავი პრიალა გიტარა ამოიღო და სიმები ააწკრიალა. - არ არსებობს.. გაეცინა ტასოს და საკრავს თითებით შეეხო,რომელსაც ოდნავ მტვერი დადებოდა. - ოღონდ ეს ძალიან ადრე იყო,არც მახსოვს წესიერად. - ამით პატარა გოგოებს კერავდი? - არა. - კიი,კიი.. აღიარე. - არავისთვის დამიკრავს,ანასტასია. - ჩემთვის დაუკრავ? - გინდა? - მინდა! საწოლზე კომფორტულად წამოჯდა და გიტარა ხელში მოიმარჯვა,სიმებს თითები გამოსცრა რამოდენიმეჯერ,ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოექცია,თითქოს ნერვიულობდა და ხელებიც კი აკანკალებოდა,ცოტა ხანში კი,ლამაზი მელოდია გაისმა მის ოდნავ ბოხ ხმასთან ერთად. - Whispered something in your ear It was a perverted thing to say But I said it anyway Made you smile and look away.. Nothing's gonna hurt you baby.. As long as you're with me you'll be just fine... Nothing's gonna hurt you baby Nothing's gonna take you from my side... დაკვრა დაასრულა და სიყვარულით სავსე მზერით ავსებულ ანასტასიას მიუახლოვდა,ტუჩებთან ბოლო ფრაზა კიდევ ერთხელ წაუმღერა - Nothing's gonna take you from my side,მაშინვე გვერდით გადადო გიტარა და მის ტუჩებს დააცხრა ვნებიანად. - დემე,მიყვარხარ.. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.. ნერწყვი ხმაურიანად ჩაყლაპა და მისი თვალებიდან გადმოსული ცრემლები დემეტრეს კანს მიედო. - მეც მიყვარხარ,ჩემო თოჯინა.. ტკივილამდე მიყვარხარ. - უკვე თენდება,იცი? - ვიცი.. - არ მინდა რომ ეს დღე დამთავრდეს.. მინდა რომ აქ გავიყინოთ,დრო გაიყინოს და სულ ასე ვიყოთ..დემე - ჰო? - დაქორწინებაზე უარს ვამბობ,შენთან მინდა,შენთან ერთად მინდა დარჩენილი ცხოვრება გავატარო,არ მაინტერესებს ის ფუფუნება,ის სიმდიდრე.. შენთან ერთად მინდა ვიყო,გესმის? - დარწმუნებული ხარ? - ისე,როგორც არასდროს. ________ - იმ დღეს,ყველაზე ბედნიერი ვიყავი,მეგონა დედამიწა ჩვენს გარშემო ტრიალებდა,მთვარე ჩვენთვის ჩადიოდა და მზე ამოდიოდა,ყველაფერი,ყველაფერი ჩემი საკუთრება მეგონა.. დემეს გვერდით თავს ცოცხლად ვგრძნობდი,ყველაზე ბედნიერ ქალად.. - რა მოხდა იმ დღეს,როცა სახლში დაბრუნდი? ჩაეკითხა ფსიქოლოგი და კალამი ხელში აათამაშა. - მეგონა რომ არაფერიც არ მომხდარა..თურმე ვცდებოდი.. სახლში რომ შევედი,მარიამი დამხვდა აცრემლიანებული... ძალიან შემეშინდა.. მერე.. შესასვლელისკენ გავიხედე,სავარძელში დათა იჯდა,სახე ალეწილი,ძალიან ძალიან შემეშინდა,მისი არასდროს შემშინებია,მაგრამ ისე მიყურებდა,მეგონა მომკლავდა. - რამე გაიგო? - ყველაფერი. - საიდან? - ჯერ ჟურნალისტებიგან.. მერე.. მერე არაკაცი მაქსიმესგან,რომელმაც უთხრა,რომ წლების წინ ის მე ციხისგან ვიხსენი.. - დათამ რა გითხრა? თვალებიდან ცრემლები წასკდა და სახეზე ხელები აიფარა. _________ - დათა? ქალს სახეზე ფერი წასვლოდა დათას დანახვისას,რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა,ყბა ისე დაეჭიმა,თითქოს სადაცაა იფეთქებსო,ტასოს ფეხებში ძალა ისე გამოეცალა,ლამის იქვე წაიქცა,მიმხვდარიყო უკვე ყველაფერს, ვერ ხვებოდა,საიდან გაიგო მან,თუმცა მაგიდას როცა დახედა,მაშინვე მიხვდა. ელვასავით პრიალებდა ჟურნალის გარეკანი,სადაც დემეტრესა და ანასტასიას სურათი ყოფილიყო ყდაზე,როგორ ისხდნენ ერთად მოტოციკლზე,წარწერით: "პოტენციური პრეზიდენტის საცოლეს კიდევ მეორე საქმრო ჰყავს?მომავალი პირველი ლედი და თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი სკანდალში ეხვევა,ჩვენ არაგგვგონია მოტოციკლზე შემჯდარი უცხო კაცთან ერთად,თავის საქმროსთან მიდიოდეს,თუმცა უკვე არც ისე უცხოსთან". - როგორ გაბედე? ცდილობდა ხმისთვის არ აეწია,თითქოს თავისთვის ჩაუჩურჩლა და მუშტი გააერთიანა თავის ხელთან,ტასო მის ყოველ რეაქციას და მოქმედებას აკირდებოდა შეშინებული. - ყველაფერს აგიხსნი. - როგორ გაბედე? იღრიალა კაცმა და მაგიდიდან ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გადაყარა,ტასოს მიუახლოვდა და ყელში სწვდა. - თქვი,თქვი დროზე!!! - დათა გთხოვ,ვერ ვსუნთქავ.. - დედას შევე*ი!!!! დაიღრიალა და ხელი გაუშვა,ანასტასიას ისევ მიუტრიალდა,რომელიც სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა და თვალებგაფართოებული უყურებდა,თითქოს მის წინ მტაცებელ ცხოველს ხედავსო. - მასთან იწექი?!! - დათა.. - მასთან იწექი?!! ხმას უფრო მეტად აუწია და როცა თანხმობის ნიშნად ქალმა თავი დააქნია, მაშინვე სილა მწარედ გააწნა და სახეზე ხელები აიფარა ტასომ. სავარძელს მიუახლოვდა,ორივე ხელით მიეყრდნო და ანასტასიას თვალებს გაუსწორა მზერა. - დაემშვიდოდე შენს სიყვარულს,გაიგე?! დღესვე მოვკლავ,სულს ამოვხდი იმ ნაბიჭ*არს,გაიგე?!!!! - არა არა დათა არა გემუდარები ეგ არ გააკეთო დათა ხელი აიქნია კაცმა და მაშინვე გასასვლელისკენ აიღო გეზი,ტასო მის ფეხებთან დაემხო და მუხლდაჩოქილი ემუდარებოდა,მისთვის ხელი არ ეხლო. - ახ... ასე ძალიან გიყვარს ის *ლე? - გემუდარები... გემუდარები არაფერი დაუშავო.. გთხოვ დათა.. გთხოვ,რასაც გინდა იმას გავაკეთებ.. გთხოვ.. კაცი იდგა ერთხანს,ჩაფიქრებული... ტასო კი მის ფეხებს ჩაბღაუჭებოდა და მოთქმით ტიროდა,ემუდარებოდა არაფერი დაეშავებინა დემეტრესთვის. - რასაც მინდა,იმას გააკეთებ არა? მის წინ დამხობილ ქალს დახედა და ფეხი ზიზღით გამოსწია მისი ხელებისგან. - ხო.. - ძალიან კარგი,მიდი ტელეფონი აიღე,ახლავე. ტელეფონი ხელის კანკალით აიღო და დემეტრეს ნომერი აკრიფა. ცოტახანში კარზე კაკუნი გაისმა,ანასტასიამ თმა ჩამოიწია სახის ერთ მხარეს,რადგან დათას დარტყმისგან შესამჩნევად აწითლებოდა,ცრემლები შეიმშრალა,თავი ასწია და კარი გააღო,წინ მომღიმარი დემეტრე დახვდა,რომელიც საკოცნელად გამოიწია მაგრამ ტასომ უკან დაიხია. - საქმე მაქვს. თქვა სერიოზული ტონით და მიუთითა სკამისკენ,დამჯდარიყო. - ეხლა რაღა მოხდა? ღრმად ამოისუნთქა დემეტრემ და ქალს შეხედა,რომელიც არაბუნებრივად იქცეოდა და მზერას არ უსწორებდა. - რაღაცას გეტყვი,ოღონდ არ იყვირო,არ გაბრაზდე. - ანასტასია რა მოხდა?! - დათა მიყვარს,დათას მივყვები ცოლად. - რაა გოგო?! - ხო,შენთან ერთად გატარებული დროის შემდეგ მივხვდი,რომ დათა მიყვარდა,გადავწყვიტე რომ მას გავყვე ცოლად. - იტყუები,ბო*იშვილი ვიყო იტყუები!!! - შენ გგონია ეგრე. არ მიყვარხარ დემეტრე,მხოლოდ დათა მიყვარს და ყოველთვის ის მეყვარება. ეხლა წადი. კარებისკენ დაიძრა და გააღო,ხელით ანიშნა გასულიყო. დემეტრეს აშკარად ეტყობოდა,ვერ გარკვეულიყო ქალის სიტყვებში,ვერ დაეჯერებინა ის რაც ახლახანს საყვარელმა ქალმა უთხრა,გული თითქოს ამოგლეჯვოდა და მისი რაღაც ნაწილი არ აძლევდა საშუალებას,ეს ყველაფერი დაეჯერებინა. - ეხლა გამოვ*ლევდები,რეებს მეუბნები ტო?გუშინ მითხარი,რომ არ მიყვებოდი იმ ს***ს ცოლად,იმიტომ რომ მე გიყვარდი, დღეს მიხვდი,რომ აღარ გიყვარვარ?! - ხოო!! - ანასტასია,ჩემს თავს გაფიცებ,მითხარი რა ხდება? ქალის სახე ხელებში მოაქცია და თვალებში ჩახედა,ტასომ მისი ხელები სწრაფად მოიშორა და უკან დაიწია. - დემეტრე წადი!!! წადი!! წადი გემუდარები წადი! იღრიალა და ყველანაირად ეცადა ემოციებისგან მოწოლილი ცრემლები ბოლომდე გადაეყლაპა და თვალებიდან არ გამოეშვა. გარეთ გავიდა თუ არა ხმაურიანად დაკეტა კარი,ტასო კედელს ზურგით მიეყრდნო და ქვითინი აუვარდა. ოთახიდან გამოსული დათა კი ტაშს უკრავდა და ირონიით სავსე მზერით უყურებდა ქალს. - ყოჩაღ,ტასო... შენ თურმე მსახიობობაც შეგძლებია ადვოკატობასთან ერთად,არა? - არაფერი დაუშავო,გესმის დათა?! გესმის?! - შენ მე ვერ მიმითითებ რა გავაკეთო და რა არა! მეზიზღები,მეზიზღები რომ გიყურებ! - ხომ გინდოდა მეთქვა ეს ყველაფერი,ხომ გინდოდა?! მეტი რა გინდა დათა? რა გინდა? - ქორწილისთვის კაბა აარჩიე,ძვირფასო მეუღლევ. როგორც იქნა დავბრუნდი ახალი თავით,დამიფიქსირეთ თქვენი აზრი,მოგწონთ თუ არ მოგწონთ.. მოკლედ,გელით . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.