სარკე(თავი II) +18
მეორე დილაც რუტინულად დაიწყო. ანდრეის კაფეში ყავის სმით. მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო... სხვა, ვიდრე რუტინული რადგან პირველად გამახსენდა გარდაცვლილი დედის დატოვებული წერილი, რომელსაც აქამდე ან ნახევრად ვკითხულობდი ხოლმე და ბოლოს ისევ მივჩქმალავდი სადმე. გუშინ კი მთელი ღამის განმავლობაში მას ვუყურებდი და დღეს ნახევრად გამოუძინებელი ისევ ამაზე ვფიქრობდი. განსაკუთრებით კი დასაწყისი მიტრიალებდა გონებაში: „ელისაბედ, წერილი მხოლოდ მაშინ წაიკითხე, როდესაც იგრძნობ რომ ცხოვრებაში საკმარისი გაიარე, საკმარისი იმისთვის, რომ რაიმე ინანო ან უბრალოდ თავი ქალად იგრძნო.“ არ მინდოდა მეღიარებინა, მაგრამ ჩემში გუშინ მოხდა რაღაც გარდამტეხი, რამაც მაიძულა ჩემს დაღვინებაზე დავფიქრებულიყავი. არ ვიცი ეს ანდრეის დაოჯახების გამო ხდებოდა თუ თომას მწვანე თვალების, ან იქნებ ჩემი პირველი სამსახურის, რამაც თავი ამერიკულ ტელესერიალებში რომ არიან ხოლმე ისეთ საქმიან ქალად მაგრძნობინა, მაგრამ ფაქტია რომ მე სხვა ვიყავი... -ელისაბედ!- ფიქრების მორევიდან ანდრეიმ სწრაფად ამომათრია. -რა მოხდა?- ვკითხე ოდნავ გაოცებულმა. -„რა მოხდა?“..ჰაჰ... მომიყევი გუშინდელის შესახებ. -არაფერია მოსაყოლი. ანდრეიმ კი ის სახე მიიღო კითხვის თავიდან გამეორება რომ ეზარება, მაგრამ თვალებით წამში ასჯერ რომ გეკითხება, ანუ თვალები დაიწვრილა, გვერდიდან შემომხედა და ქვედა ტუჩს უკბინა. -კარგი, ცოტა მკაცრი უფროსია ცოტა გარყვნილი ასისტენტით. ქალი თითქოს უკვე მერჩის კიდეც. გუშინ თომასთვის, ბოსისთვის, უთქვამს, რომ გავაგდე ოთახიდა და ვუთხარი, რომ ის არაფერში მჭირდება. -მერე რას უპირებ? -არ ვიცი, პირველივე დღეს საყვედური მივიღე უფროსისგან. ეს არაა კარგი, ხომ იცი... -ჰომ, ერთად ყველას დედას ვუტირებთ, ხომ იცი, არაა?- ანდრეის მზერამ სხვა მხარეს გადაინაცვლა, მაგრამ მანამდე კარგად მოვასწარი მისი სახის თითოეული დეტალის კიდევ ერთხელ გადათვარიელება- თეთრზე თეთრი კანი, წაბლისფერი თმები, ოდნავ კეხიანი ცხვირი, ლამაზი ცისფერი თვალები, ოდნავ სავსე, მაგრამ მაინც გამხდარი ლოყები, მუქი ვარდისფერი ტუჩები, სქელი და ... ჰომ ცოტა მიმზიდველიც. ნეტავ მე როგორი მქონდა? მეც ასე ლამაზად მეკეცება ლოყები ღიმილისას? მეც მასსავით მიწითლდება ხოლმე ლოყები სიცივეში?- ელისაბედ, მოვალ მალე.- მხარზე მეგობრულად დამარტყა ხელი და მის მეუღლეს, მართას შეეგება. მე და მართა ბავშვობიდან ახლოს ვიყავით, ის ჩემთვის უფროსი მეგობარივით იყო. ყოველთვის მომწონდა და მელამაზებოდა მისი გრძელი შავი თმა, ამავდროულად კი მშურსა მისი ს*ქსუალური სხეულის. წარმოვიდგენდი ხოლმე როგორ ეფერებოდა ანდრეი სავსე მკ*რდზე, „რატომ ის?“- თავში დამარტყამდა უცბად საზიზღარი ფიქრი, რომელსაც იმაზე სწრაფად ვაქრობდი, ვიდრე სარკეს ჩემ წინ. ანდრეის კაფე ყოველდღე მუშაობდა, დილის შვიდი საათიდან და ყოველთვის თავისუფლად შემეძლო დილით მინიმუმ ნახევარი საათი მაინც გამეტარებინა მშვიდ და კომფორტულ გარემოში. რაც ყველაზე მეტად მომწონდა იქ არც არაფერი მირეკლავდა და ოთახები თითქმის სავსე იყო მწვანე მცენარეებით. ანდრეი ერთადერთი ადამიანია, ვინც ჩემი უცნაური შიშის შესახებ იცის და, რაც ყველაზე მეტად მიკვირს, მას ეს საკმაოდ ბუნებრივად და ლოგიკურად მიაჩნია. *** “TM” , ანუ ინიციალები სახელ-გვარისა- თომა მესხი, თბილისის ერთერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა და ის თავის რეპუტაციას დაახლოებით შვიდი წელია არც კარგავს. არ ვიცი მართლა როგორ მოვხვდი იქ, მაგრამ რომ არა ჩემი ლექტორი, რომელიც მუდმივად ამაყობდა ჩემით, მე ვერასდროს ვერ შემამჩნევდნენ. პირველ დღეს არც ისე ბევრი სამუშაო არ მქონია, დრო ძირითადად საყვედურების მოსმენასა და თომას კაბინეტში, მის წინაშე, ჩემი და ლენას დისკუსიაში გავიდა. არც ის ვიცი როგორ მოხდა რომ მე მაშინვე არ მკრეს წიხლი, მაგრამ ალბათ, ისეც ჩემი ლექტორის დამსახურებით დავრჩი მე აქ. მეორე დღე კი შედარებით რთული აღმოჩნდა. პირველივე პრობლემა საკმაოდ სერიოზული ჩანდა და მეც სწორედ ასეთ სიტუაციაში მინდოდა თავის გამოჩენა. საათები საათებს მისდევდა, თითქოს უკვე უაზროდ ვაშტერდებოდი ეკრანს და ვერც კი ვხვდებოდი, თუ სად იყო შეცდომა. ამასობაში შესვენებაც მოვიდა და ბუფეტში მარტოდმარტო ჩავედი. არც არავის ვიცნობდი რომ გავსაუბრებოდი და დიდი დროც რომ გასულიყო, როგორც ყოველთვის, ალბათ ისევ ასე ეულად მომიწევდა აქ ბოდიალი, საჭმლის კაფეტერიის კუთხეში სწრაფად ჭამა და მერე უფრო სწრაფად აქედან აორთქლება, რომ არავის შეემჩნია ჩემი მარტოსულობა. - გცალია?- ნაცნობი ხმის გაგონებისას შეშინებულმა თავი ზემოთ ავწიე და თვალწინ თომას სახე შემეჩეხა. ახლა მისი სახის დაკვირვება დავიწყე. ოცდაათი წლის იქნებოდა, ალბათ. ტუჩების კუთხეები ოდნავ დანაოჭებოდა კიდეც, მაგრამ მაინც საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. წვრილი თვალები ჰქონდა და თუ ახლოს დააკვირდებოდი, ჭაობისფერი ხედიც კი გადაგეშლებოდა. მომვლილი მუქი ჩალისფერი თმა ჰქონდა და ცოტა უხეში მოძრაობები. არ ვიცი, მე ჩემს თავზე ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ ბრინჯაოსფერი ხვეული თმა მაქვს, თაფლისფერი თვალები და არც თუ ისე ღია ფერის კანი. - ისევ რამე მოხდა? - სხვები მიპასუხებდნენ „რა თქმა უნდა, ბატონო თომა!“ - პატივს გცემთ, მაგრამ არ გაღმერთებთ. ეს არც შეიცვლება.- ვუპასუხე და მშიერმა სენდვიჩის პირველი ლუკმა მგელივით ჩავკბიჩე, რასაც თომას ჩაცინება ზუსტად ერთ წამში მოჰყვა. - იცი, დილით დაგინახე. - სად? - „მწვანე კაფეში“. იქვე ლამაზი ბაღია, იქ ხშირად ვსეირნობ ხოლმე, ოღონდ არავის უთხრა. - არ ვეტყვი, ათ წუთში მაინც არ მემახსოვრება.- ამ სიტყვებს ისევ სენდვიჩის ჭამა და ჩაცინება მოჰყვა. - დავინახე როგორ ეპრანჭებოდი.. - ეს მე არასდროს მიქნია...-ისე უხეშად ვთქვი, თითქოს კბილებში გამოვცერიო. - რამდენს მაცინებ ხოლმე, ჩვენ ხომ მუდმივად ვინმეს ვხიბლავთ, შენ ჩემსას რომ ხელფასი აიღო, მე შენსას და ყველა თამაშრომლისას, რომელსაც ჯამში კომპანიად აღგიქვამთ. ახლა კი მე გამეცინა. - ლენამ მითხრა რომ გაინტერესებს ცოლი მყავს თუ არა.- უცბად წამოვენთე, მსგავსი ფიქრიც კი არ მქონია მაგრამ მივხვდი რომ ეს ყველაფერი მისი ფანტაზიებისა და ინტრიგების ნაწილი იყო, ამიტომაც მე მხოლოდ მიმიკით მივახვედრე ჩემი რეაქცია, თქმას ვერც მოვასწრებდი ისე გადააბა სათქმელი- იცი, არ ვიცი შენ ცოლიანები გიზიდავს თუ ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვებული ქალური ჰორმონებია ერთბაშად ცდილობენ გამოქცევას, მაგრამ- ამ დროს მისი თითები ჯერ მუხლზე ვიგრძენი, გავქვავდი, მსგავსი შეგრძნება პირველად მქონდა ცხოვრებაში, სანამ გონს მოვიდოდი მან მუხლიდან ბარძაყამდე გაიყვანა გზა თითების თამაშით და როდესაც ერთდროულად ჟრუანტელი და მოღუტუნების მსგავსი შეგრძნება დამეუფლა, მივხვდი, თუ რა შეცდომა იყო ანგარიშისას გამოსასწორებელი. კიდევ კარგი დაემთხვა, თორემ არც ვიცოდი ასეთი სიტუაციიდან როგორ უნდა დამეღწია თავი. - მე... უნდა ვიმუშავო.- წამოვიყვირე მოულოდნელად და ისე რომ ჭამა ვერც კი მოვასწარი, კაბინეტისკენ ავიღე გეზი. - რა სულელია....- უკნიდან მომესმა თომას ჩალაპარაკება, მაგრამ მე არ მქონდა დრო მისთვის პასუხი გამეცა, სანამ შეცდომა ზუსტად მახსოვდა, მანამდე უნდა შემესწორებინა ის. მე ხომ აქ თანამდებობაზე ვფიქრობდი და არა მის შეცდენაზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.