შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექტუმ სემპრა I თავი (ჰარი პოტერის ფანფიკი)


4-08-2018, 21:44
ავტორი Katherine Linton
ნანახია 2 077

ჰოგვორტსის ბრძოლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. სკოლა დაცარიელდა, ნანგრევებით მოცული ეზო ყველას იმ ავბედით დღეს ახსენებდა. დიახ მათ გაიმარჯვეს, ჰოგვორტსი დაიბრუნეს და ვოლდემორტი მოიშრეს სამუდამოდ. მათ ყველამ ერთად შეძლეს ეს. თუმცა სიხარული არავის გამოუცდია. უკვე ერთი კვირა გლოვა იყო გამოცხადებული. მოსწავლეთა ნაწილი მშობლებმა სკოლიდან წაიყვანეს დროებით რომ ეს ტრაგედია, მეგობრების დაღუპვა უფრო მარტივ გარემოში გადაეტანათ. მაგრამ ის ვისაც წასასვლელი არ ჰქონდა იძულებული იყო ყოველ დღე ნაომარის შემყურე გაეეხსენებინა ყველაფერი და ყველა ვინც ომს შეეწირა.
ასეთები იყვნენ ჰერმიონი და ჰარი. ვიზლებისგან არაფერი ისმოდა. არც ბუ გამოუგზავნით მეგობრებთან. პროფესორი მაკგონაგელი , ახლა უკვე დირექტორი თავისი კაბინეტიდან არ გამოდიოდა და დამბლდორის პორტრეტთან საუბარში პოულობდა ნუგეშს.
-პოტეეეეეერ!....
გაისმა უკუნ სიბნელეში
ჰარიმ დაბნეულმა მიმოიხედა და ჯოხი მოიმარჯვა. მან იცნო ეს ხმა.
-პოტეეეეერ!....
-რა გინდა? შენ ხომ მოკვდი? დამანებე თავი!
-მოვკვდი... დიახ პოტერ, მაგრამ მაინც მე გავიმარჯვე...
-არა! ჩვენ გავიმარჯვეთ!
-თქვენ? შენ იმ უბედურებს გულისხმობ სული რომ გავაფრთხობინე? ჰაჰაჰაჰა
საზიზღარმა სიცილმა აავსო ოთახი და ექოდ გაისმა. მისი ხმა ისეთი რეალური იყო. ჰარის შუბლი ასტკივდა. სიცილის ხმა გაძლიერდა და ტკივილმა მისი ტავი სრულად მოიცვა.
მან ყვირილით გაიღვიძა ოფლით სრულიად სველ საწოლში. ცოტა ხანი ვერაფერს აკეთებდა მხოლოდ ელოდა საშინელ თავის ტკივილს გაევლო. მალევე მიხვდა რომ ტკივილისგან ცრემლებიც კი მოსდიოდა. თუმცა არ იცოდა ეს სულიერი ტკივილი იყო თუ ფიზიკური.
ცოტა ხანში მოწესრიგდა, ტკივილმაც გაუარა, ტანსაცმელი ჩაიცვა და ეზოში გავიდა. ეზოში სადაც ერთდროს აღტაცებით შემოაბიჯა და მას მერე ბევრი მოგონება შეინახა ამ სივრცემ სადაც ახლა მხოლოდ სამარისებური სიჩუმე და ნანგრევებიღა დარჩა. სიჩუმე რომელიც ყველა დაღუპულის სულს გლოვობდა. სიჩუმე რომელიც მას ასე ძალიან შესძულდა. რადგან სწორედ ასეთ სიჩუმეში ჩაესმოდა საზიზღარი ხმა.
მხარზე შეხება იგრძნო და ოდნავ შეკრთა.
-ნუ გეშინია... მე ვარ.
მშვიდად ანუგეშა ჰერმიონმა. ტირილისგან თვალებდასიებული და გადაღლილი ის სულ არ გავდა ჰერმიონ გრეინჯერს.
-ისევ კოშმარი ნახე?
-ისევ... ყოველ დღე ასე ვიღვიძებ... ზოგჯერ... ზოგჯერ მგონია რომ მართლა მან გაიმარჯვა.
თქვა და მძიმედ ამოისუნთქა.
-ეს ასე არ არის
დაიჩურჩულა ჰერმიონმა მეგობრის გასამხნევებლად თუმცა თვითონაც ჰარის მსგავსად ფიქრობდა.
-მგონი დროა დაელაპარაკო.
ცოტა ხანში დუმილი ისევ ჰერმიონმა დაარღვია.
-არ შემიძლია...
-რატომ? ის ყოველთვის გირჩევდა... მან იცის რა უნდა ქნა
-ეცოდინებოდა ცოცხალი რომ იყოს. ახლა ის ჩარჩოში გამომწყვდეული მოგონებაა.
თქვა მკაცრად ჰარიმ.
-მე მაინც მგონია...
დაიჩურჩულა კვლავ
-რა ვუთხრა? რა უნდა ვუპასუხო თუ მეტყვის რომ ეს ჩემი ბრალია?
-შენ არაფერ შუაში ხარ! ეს აღარასოდეს თქვა და გაიფიქრო !!!
ცრემლიანი თვალებით თითქმის უყვირა ჰარის და შემდეგ ჩაეხუტა. ჰარიმ თავი მოაჩვენა თითქოს დაიჯერა მისი.
-კარგი... წადი დაჭრილებთან. მათ სჭირდები. მე დირექტორთან ავალ
ჰერმიონმა ჰარის ლოყაზე აკოცა და სევდიანად გაუღიმა, შემდეგ კი მოშორდა და საავადმყოფოსკენ გაეშურა სადაც ის და რამდენიმე მოსწავლე პროფესორებს ეხმარებოდნენ დაჭრილთა განკურნებაში.
ჰარი გაუბედავად მიაბიჯებდა კიბეებზე. ახლა კიბეები იშვიათად მოძრაობდნენ თითქოს განძრევის ეშინიათო ამიტომ შელოცვის გამოყენება უწევდა მათ ასამოძრავებლად. როგორც იქნა მივიდა დამბლდორის, ახლა უკვე მაკგონაგელის კაბინეტთან. დიდხანს ფიქრობდა, შესვლას ვერ წყვეტდა. ორჯერ უკან წასასვლელადაც შებრუნდა. საბოლოოდ გადაწყვიტა ბოლო მოეღო ამ გაურკვევლობისათვის და კარზე დააკაკუნა.
-შემოდი ჰარი! თბილად მიუგო დამბლდორმა ოთახიდან.
ჰარიმ კარი შეაღო. შავებში გამოწყობილი პროფესორი მაკგონაგელი დამბლდორის პორტრეტთან იდგა.
-გამარჯობა ჰარი.
მიესალმა იგი და მერე დამბლდორს ახედა.
-მინერვა შეგიძლია დაგვტოვო? თავაზიანად სთხოვა ალბუსმა პროფესორს და მანაც უსიტყვოდ დატოვა კაბინეტი, პირველად ბრძოლის შემდეგ.
-როგორ ხართ პროფესორო?
-ამის საკითხავად მოხვედი ჰარი?
-თქვენ მანდ არ უნდა იყოთ! ისე გვაკლიხართ ახლა...
ჩაილაპარაკა ჰარიმ.
-არაერთხელ მითქვამს ჩემო ბიჭო, მე ჩემი დრო ამოვწურე ჰოგვორტსში და რაც შემეძლო გავაკეთე. დარწმუნებული ვარ მოიძებნება ის ვინც ყველაფრის დაბრუნებას და გამთელებას შეძლებს. ის იმედი რომელიც ჰოგვორტსის ბინადართა გატეხილ გულებს შეაერთებს და ამ უსახურ კედლებს ისევ შეავსებს მოსწავლეთა და პროფესორთა საიდუმლოებებით და კიდევ ხვრენით.
დამბლდორს ჩაეცინა და ჰარისაც.
-მე სიზმარს ვხედავ... სადაც ის მეუბნება რომ მე დავმარცხდი. მეც ასე მგონია. ნახეთ დაღუპულ ახალგაზრდა ჯადოქართა პორტრეტებისთვის კედლებიც კი არ გვეყოფა. მე კი ცოცხალი ვარ... მე ბიჭი რომელიც კიდევ ერთხელ გადარჩა...
-ხოდა შენ უნდა იყო ის ვინც ამ ყველაფერს გამოასწორებს. მე შენ არაფერში გადანაშაულებ ჰარი, რადგან ცუდი არაფერი ჩაგიდენია, მაგრამ წარმოიდგინე შენ თუ დანებდები ეს ადგილი სამუდამოდ ასე დარჩება. მინერვა მარტო ვერაფერს გახდება. დაეხმარეთ. აღადგინეთ ჰოგვორტსი და მოიწვიეთ მოსწავლეები. ახლა დაღუპულთა სულებს მხოლოდ ეს თუ დაამშვიდებს. იმის ცოდნა რომ ისინი ტყუილად არ დაღუპულან... და შენც ჩემო ბიჭო. შენც გაგივლის ეს გრძნობა და კოშმარები. ახლა კი წადი და შეკრიბე დამბლდორის რაზმი.
მოხუცმა გაუღიმა ჰარის.
ჰარი ცოტა ხანი დუმდა, შემდეგ თითქოს რაღაც გადაწყვიტა და პროფესორს ახედა.
-მადლობა პროფესორო. გაუღიმა და კაბინეტი დატოვა.
მან სირბილით ჩააკითხა ჰერმიონს საავადმყოფოში და პროფესორი მაკგონაგელიც იქ დახვდა.
-პროფესორო კარგია რომ აქ ხართ! სასწრაფოდ აქაურობას უნდა მივხედოთ. მალე სასწავლო სეზონი მოვა.
მინერვა ცოტა დაიბნა, თუმცა მერე გაეღიმა და შესძახა:
-ყველა მოსწავლე გამოცხადდეს ეზოში ათ წუთში!
და დატოვა ოთახი, თუმცა ჰარის რომ ჩაუარა ჩაუჩურჩულა:
-სწორედ ამას ველოდით შენგან პოტერ.
ჰოგვორტსში დარჩენილი ყველა მოსწავლე ეზოში გამოვიდა. ბოლოჯერ გამოიგლოვეს ნაომარი, სასაკლაო და დაიწყეს ყველაფრის აღდგენა ჯადოქრობის მეშვეობით. ეზო გასუფთავდა და გალამაზდა. ახალი სიცოცხლე შეიძინა. ბევრი ხეები და ფერადი ყვავილები გაჩნდა. ასევე შეაკეთეს კიბეები და ოთახები. ყველაფერი მზად იყო სასწავლო სეზონისთვის.
ის აღტაცებული მიუბრუნდა ჰერმიონს
-დამბლდრმა რაზმის შეკრება მთხოვა. ვიცი ბევრნი დაიღუპნენ, ბევრი ჩამოგვშორდა, მაგრამ მისი სიტყვები უფრო გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი. ჩემი რაზმი ხომ თქვენ ხართ, მეგობრები. დროა ვიზლებს ვესტუმროთ. მაკგონაგელს მე ვეტყვი.
მინერვამ ჰარის თანხმობა მისცა წასვლაზე. ის და ჰერმიონი ეზოში გამოვიდნენ და შესასვლელში ნაცნობი სილუეტი დაინახეს.
-ეს... მალფოია?
-აქ რა უნდა?
ჰარიმ ჯოხი მოიმარჯვა
-მოიცა იქნებ უბრალოდ საუბარი უნდა.
-დრაკოს?
ჰარი ნელი ნაბიჯით წავიდა მისკენ, ჰერმიონი უკან მიყვა.
-მალფოი...
დრაკო არ ინძრეოდა, არც რამე უთქვამს.
რამდენიმე ნაბიჯის დისტანციაზე შენიშნეს მისი სისხლში ამოსვრილი ხელები და ტანისამოსი.
ჰარიმ ჯოხი მისკენ გაიშვირა.
-ვისი სისხლია ეს?!
დაუყვირა მან.
-გიმეორებ ვისი სისხლია-თქო?!
-მამაჩემის...



ფანფიკები უკეთ გამომდის და მგონი უკეთესი საკითხავიცაა. ვნახოთ როგორ მოგეწონებათ <3



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

უმ გამახარა სათაურმა relaxed
ძალიან კარგია!
სიამოვნებით წავიკითხავ ბოლომდე. kissing_heart

 


№2  offline წევრი Katherine Linton

ბელუ შეროზია
უმ გამახარა სათაურმა relaxed
ძალიან კარგია!
სიამოვნებით წავიკითხავ ბოლომდე. kissing_heart


მადლობა <3 შევეცდები რომ ასე გაგახაროთ ყველა თავმა <3

 


№3  offline წევრი elene2619

ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა ????❤️ საოცარ განწყობაზე დამაყენე ❤️პოტერჰედი ვარ მოუხედავად ჩემი ასაკისა შეყვარებული ვარ ამ ნაწარმოებზე ❤️ ალბათ 10 ჯერ მაინც მაქვს წაკითხული თითო თავი და არც დამითვლია რამდენჯერ ნანახი ❤️მადლობა შენ რომ თითქოს სხვა მხრივ მაჩვენებ ამ წიგნს და ყოველთვის მაინტერესებდა რა მოხდა ვოლდემორის სიკვდილის შემდეგ . კი გამოვიდა "ჰარო პოტერი და დაწყევლილი ბავშვი" მაგრამ შენეული ვრსიაც მომწონს მე და რა თქმა უნდა მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️❤️

 


№4  offline წევრი Katherine Linton

elene2619
ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა ????❤️ საოცარ განწყობაზე დამაყენე ❤️პოტერჰედი ვარ მოუხედავად ჩემი ასაკისა შეყვარებული ვარ ამ ნაწარმოებზე ❤️ ალბათ 10 ჯერ მაინც მაქვს წაკითხული თითო თავი და არც დამითვლია რამდენჯერ ნანახი ❤️მადლობა შენ რომ თითქოს სხვა მხრივ მაჩვენებ ამ წიგნს და ყოველთვის მაინტერესებდა რა მოხდა ვოლდემორის სიკვდილის შემდეგ . კი გამოვიდა "ჰარო პოტერი და დაწყევლილი ბავშვი" მაგრამ შენეული ვრსიაც მომწონს მე და რა თქმა უნდა მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️❤️



მადლობა დიდი თბილი სიტყვებისთვის <3 ყველაზე მეტად თქვენი კომენტარების კითხვა მახარებს და სტიმულს მაძლევს ვწერო უკეთესი თავები <3 იმედია მოგეწონებათ გაგრძელება და მთლიანად მოთხრობა <3

 


№5  offline წევრი Lover-Girl

გამიკვირდა ამ საიტზე მსგავსი ისტორია რომ ვნახე? და თან ძალიან გამიხარდა.. მომეწონა შენი.წერის სტილი და ის თუ როგორ მხატვრულად გადმოსცემ ყველაფერს.. უბრალოდ, ერთი "შენიშვნა" მაქვს.. უისლია სწორი ფორმა, და არა ვიზლი.. იმედია მალე დადებ ახალ თავს.. ♥

 


№6  offline წევრი Katherine Linton

Lover-Girl
გამიკვირდა ამ საიტზე მსგავსი ისტორია რომ ვნახე? და თან ძალიან გამიხარდა.. მომეწონა შენი.წერის სტილი და ის თუ როგორ მხატვრულად გადმოსცემ ყველაფერს.. უბრალოდ, ერთი "შენიშვნა" მაქვს.. უისლია სწორი ფორმა, და არა ვიზლი.. იმედია მალე დადებ ახალ თავს.. ♥



მადლობა <3 შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებ შენიშვნას ) <3

 


№7  offline წევრი ეირინ

ძალიან გამახარე, ვგიჟდები ჰარი პოტერზე არც კი ვიცი რამდენჯერ ვარ ნაყურები და არასდროს მომბეზრდება❤საინტერესო ჩანს და იმედი მაქვს შუა გზაში არ მიატოვებ და ბოლომდე დაასრულებ❤წარმატებები და ველოდები ახალ თავს❤❤❤

 


№8  offline წევრი Katherine Linton

ჰაიკო
კარგია მართლა. აქ მგონი არავინ დებს ფანფიქებს სხვა ხო? საინტერესო მიმდინარეობაა. ისე, "კანონმორჩილი მოქალაქის" ან "ზეციური სამეფოს" ფანფიქს წავიკითხავდი დიდი სიამოვნებით.



მიხარია რომ მოგწონთ <3 არ ვიცი მგონი ადრე დებდნენ ახლა იშვიათად

ეირინ
ძალიან გამახარე, ვგიჟდები ჰარი პოტერზე არც კი ვიცი რამდენჯერ ვარ ნაყურები და არასდროს მომბეზრდება❤საინტერესო ჩანს და იმედი მაქვს შუა გზაში არ მიატოვებ და ბოლომდე დაასრულებ❤წარმატებები და ველოდები ახალ თავს❤❤❤



გმადლობთ <3 არ მივატოვებ გპირდებით ) <3

 


№9 სტუმარი Beatrice

ძალიან საინტერესოა! ერთი შენიშვნა მაქვს: უისლები* და არა ვიზლები.

 


№10  offline წევრი .M.A.R.I.

ეიი ძალიან გამეხარდა ფანფიკი რო წავიკითხე <3 კარგია დზნ <3

 


№11 სტუმარი ქეთი რამიშვილი

როდის გამოვა მერვე ნაწილი?????

ვკვდები ისე მაინტერესებს დრაკო და ჰერმიონი ძალიან საყვარლები არიან არ გაბედო და რონთან არ შეარიგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent