შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებიდან რეალობამდე (სრულად)


5-08-2018, 23:06
ავტორი utsnobi
ნანახია 35 822

გულის ტკივილის წამალი მინდა, ოღონდ ჩვეულებრივი ტკივილის არა განსაკუთრებული შემთხვევის დროს რომ შეიძლება მიიღო ისეთი. დიდი ტკივილით გამოწვეული ტკივილის დაამება მინდა, დარდით დამძიმებული გულის გაყუჩება თუ შეგიძლიათ მიმკურნალეთ, ოღონდ უსიტყვოდ, კითხვებისა და პასუხების გარეშე, დამიამეთ გულის იარები, მპასუხობთ რომ არ არსებობს ასეთი დაავადების მკურნალობა, მედიცინა უძლურია, ჰოდა მეც ვკვდები დაავადებით რომელსაც ვერ ვშველი, ვკვდები და ამას ვერავინ ამჩნევს....
ყველაფერი კი ასე დაიწყო...
ერთ მშვენიერ დღეს, მაშინ როცა ლექციებიდან სახლში დავბრუნდი ოთახში შესულს სტუმრები დამხვდნენ, დედაჩემი კიდევ სამზარეულოში ფუსფუსებდა. დამინახა, მომიბრუნდა და მითხრა:
- მოხვედი დედი? სტუმრები გვყავს, დატრიალდი და შენი საფირმო ნამცხვარი მოამზადე-ო.
მეც უსიტყვოდ დავიწყე მზადება რადგან მიჩვეული ვიყავი დედაჩემი ხშირად იწონებდა თავს ჩემი გამომცხვარი ნამცხვრით სტუმრებთან.
ორნი იყვნენ: ერთი ადრეც მენახა, სქელი ფაშფაშა ქალი, რომელიც დედას ემეგობრებოდა, იშვიათად დადიოდა ჩვენთან მაგრამ როცა მოვიდოდა აუცილებლად რჩებოდა იმ დღეს და მეორე დღეს მიდიოდა, ამიტომ არავის უკვირდა მისი სტუმრობა, მაგრამ თან არასოდეს არავინ მოუყვანია. დღეს კი ვიღაც ახალგაზრდა ბიჭთან ერთად იყო მოსული.
როგორც ჩანს ჩემამდე რაღაცას ყვებოდნენ და ისევ იგივე თემას მიუბრუნდნენ. დიდად არ მიმიქცევია ყურადღება, უცებ ქალბატონი ლალი (ასე ერქვა სტუმარს) მომიბრუნდა და ეშმაკური ღიმილით მეუბნება:
- ანი, როგორ დამშვენებულხარ, უკვე გასათხოვი ხარ და კარგი ბიჭი უნდა გაგაცნო.
მიჩვეული ვიყავიმისგან ამ სიტყვებს ბავშვობის ასაკიდან მესმოდა ეს და უკვე მაღიზიანებდა მისი სულელური უკბილო ხუმრობა, ამიტომ პასუხის ღირსადაც კი არ ჩამითვლია, ყოველთვის მაღიზიანებდა ეს ქალი და დღემდე ვერ ვხვდები როგორ ეწყობოდა დედაჩემი, უსაზღვროდ თბილი, განათლებული,კულტურული და სათნოებით სავსე, ყოველმხრივ საპირისპირო ბუნების მქონე ადამიანს. მაღიზიანებდა მისი თამამი და ვუგარული ხუმრობები ამიტომ როცა მოდიოდა ყოველთვის ვერიდებოდი მასთან ჯდომას, ამ შემთხვევაში არ გამოვიდოდა.
ჩვენ საკმაოდ ხელგაშლილად ვცხოვრობდით, მამა კარგ სამსახურში მუშაობდა, დედა ხელოვანი იყო, ხატავდა, თიხაზე და რკინაზე შედევრებს ქმნიდა. არ გვიჭირდა, მე და ჩემი პატარა და ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ვიზრდებოდით, ერთ დღეს უეცრად მამა გულის ინფარქტით გარდაიცვალა. მე სტუდენტი ვიყავი, ჩემი და სკოლაში დადიოდა. დავრჩით ჩვენ სამნი.
დედას შეხედულად ძალიან ვგავდი, ხმის ტემბრიც კი ერთნაირი გვქონდა. სამედიცინოს მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი და გათხოვებაზე საერთოდ არ ვფიქრობდი, უამრავი კანდიდატი იყო ჩემს ირგვლივ მაგრამ არავის ვიკარებდი. ზოგადად ოჯახის შექმნა ჩემგან ძალიან შორს მესახებოდა. ყოველთვის ვფიქრობდი რომ ქორწინება არ არის ბედნიერება. ჩემს ირგვლივ იმდენ ოჯახს ვხედავდი რომლებისთვისაც ბედნიერის გარდა ყველაფერი შეიძლებოდა გეწოდებინათ, რომანებში მოთხრობილი ყველა ლამაზი სასიყვარულო ისტორიაც კი ქორწინებით მთავრდებოდა. რა არის ჩემთვის ოჯახი? - პასუხისმგებლობა, ტვირთი, დაღლა, უხელფასო და უშვებულებო სამსახური, ზღვა ვალდებულებები. სადღა დარჩა ადგილი ბედნიერებისთვის. მე დღემდე არ მინახავს რომანტიულად ბედნიერი ოჯახი, საწუხარო რეალობას თვალი გავუსწოროთ. ასე რომ არავითარი სურვილი არ მქონდა მყოლოდა ოჯახი, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით საკმაოდ შორ მომავლამდე ფიქრიც კი არ მინდოდა ამაზე. აქედან გამომდინარე ჩემთვის ვერ იქნებოდა საინტერესო ვიღაც კეთილისმსურველის გაცნობილი ბიჭი. მაღიზიანებდა ეს თემა და ერთი სული მქონდა როდის დავასრულებდი ცხობას რომ სახლიდან გავქცეულიყავი ჩემს მეგობართან. დედამ სუფრა გაშალა და სტუმრები მიიწვია, მეც ჩემი ნამცხვარი დავაწყე ვაზაზე და მაგიდის შუაში ჩავდგი. ის იყო უნდა წავსულიყავი რომ დედაჩემის ხმამ მომაბრუნა.
- სად მიდიხარ შვილო?
- გვანცა მელოდება უნდა წავიდე.
- კი მაგრამ უხერხულია სტუმრებთან, ცოტა ხნით დარჩი.
- მგონი არ მიწყენენ თუ წავალ, ასე არ არის ლალი დეიდა? აუცილებელი საქმე მაქვს, მელოდებიან.
- ანი, შვილო, ვერც კი მოვახერხე შენთვის ჩემი ბიძაშვილის შვილი - არჩილი გამეცნო. - როგორც მივხვდი არჩილი ის ბიჭი იყო, უხმოდ რომ იჯდა მთელი ეს დრო. ის წამოდგა, მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა. საშუალო სიმაღლის, თხელი, ლამაზი პირისსახის იყო, შავი ხუჭუჭა თმით და კეთილი თვალებით. ერთი შეხედვით კარგ ადამიანს გავდა მაგრამ ჩემთვის მიზანი რის გამოც ის ჩვენთან იყო საკმარისი იყო რომ არ მომწონებოდა. ხელი ჩამოვართვი, - სასიამოვნოა - მეთქი და ის იყო უნდა გავსულიყავი ოთახიდან რომ დედას ხმამ შემომაბრუნა.
- ნახევარი საათით გადადე წასვლა - ტონი ვითომ რბილი იყო, მაგრამ დედაჩემის ხმა როდის ნიშნავდა ბრძანებას ზუსტად ვიცოდი. აღარაფერი ვუპასუხე, უხმოდ მივუჯექი სუფრას.
- ანი, მესამე კურსზე ხარ ხომ? - მკითხა ლალიმ ისე, თითქოს არ იცოდა
- დიახ - ვუპასუხე.
- რაზე სწავლობთ? - მომიბრუნდა არჩილი,
- სამედიცინოზე, თქვენ? - მინდოდა უხერხულად ჩამეგდო და სპეციალურად ვკითხე რადგან, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ არ სწავლობდა, მაგრამ შევცდი.
- იურიდიულის მეოთხე კურსზე ვარ. - მიპასუხა მან
- მართლა?
- მართლა.
- ძალიან კარგი. - ამის შემდეგ ვისმინე ლალის უაზრო ლაპარაკი, აქებდა არჩილის ოჯახს. ძალიან მობეზრდა ზრდილობიანი გოგოს როლის თამაში, ბოდიში მოვიხადე და სუფრიდან ავდექი.
- უკვე მიდიხარ? - მკითხა ლალიმ
- უნდა წავიდე მელოდებიან, არ გეწყინოთ.
- იყავი დედა ცოტა ხანს კიდევ - მთხოვა დედამ
- მეტს ვეღარ დავრჩები, ხომ იცი არა?
- კარგი წადი - მითხრა გაბრაზებით. ქურთუკი მოვიცვი და ის იყო გარეთ გავედი, უკნიდან ხმა დამეწია:
- ანი, ხომ შეიძლება კიდევ გნახოთ, ოღონდ არაოფიციალურ ფორმაში - არჩილი იყო.
- აზრი არ აქვს არჩილ, თქვენ მართლა კარგი ადამიანი ჩანხართ მაგრამ მე საქმრო მყავს და ტყუილად ვერ დაგაიმედებთ. - სახე წაეშალა, აღარ იცოდა რა ეთქვა, ველოდებოდი როდის მორჩებოდა ეს მასკარადი, უცბად მომიგო:
- უკაცრავად, ნამდვილად არ ვიცოდი თორემ არ შეგაწუხებდით - პასუხს არ დალოდებია, შეტრიალდა და წავიდა.
- უჰ - ამოვისუნთქე შვებით და გზა გავაგრძელე.

............
- აბა რამ გამოგაქცია ასეთ დროს ჩემთან?- შემეგება გვანცა
- სახლში კეთილისმსურველები მყავდა - გულშეწუხებულმა ვუპასუხე
- ისევ ვინმეს გაცნობენ? - აუვარდა სიცილი გვანცას
- მომბეზრდა უკვე - ავბუზღუნდი მე
- ვარგოდა მაინც ბიჭი? - დამცინოდა გვანცა
- არც შემიხედავს წესიერად, ისე გამოვვარდი
- ამ თვეში მერამდენეა?
- რა ყველამ ჩემთვის მოიცალა ვაწუხებ ვინმეს ჩემი თავისუფლებით თუ რა უბედურებაა - გამწარებული ვწუწუნებდი
- ღელავს ხალხი არ დარჩეს ეს ანგელოზი გოგო გაუთხოვარიო - არ ჩერდებოდა გვანცა
- შენ ნუღარ მიმატებ ისედაც გულზე ვსკდები, სახლში მისვლის როგორ უნდა გეშინოდეს მორიგი საქმრო არ დამხვდესო, ერთ დღეს ვეღარ ვიქნები ზრდილობიანი და მერე ნახონ, ერთი დედაჩემი გენახა რა ბედნიერი ფუსფუსებდა
- კარგი დამშვიდდი ძალით ხომ არ მიყავხარ რამ გადაგრია
- შემეშვას ყველა რას გადამეკიდნენ
- ყავას დალევ?
- ლიქიორსაც - შევუბღვირე მე, გვანცა სიცილით გავიდა
- ხვალ ლექციები გაქვს? წავიდეთ სადმე გავერთოთ, ჩვენებსაც გავუაროთ
- ორის მერე თავისუფალი ვარ და გამომიარეთ
- ოთხ დღეში ნანას დაბადების დღეა ხომ გახსოვს
- მახსოვს და საჩუქარიც ვუყიდე უკვე, მაჯის საათი რომ მოეწონა იმ დღეს ის
- მეც ავურჩევ რამეს და ერთად მივიდეთ
...............
კარი ნანამ გაგვიღო,
- როგორც იქნა, რატომ დააგვიანეთ, ყველა თქვენ გელით
- კარგი, ნუ მოგვაყარე საყვედურები - ღიმილით უპასუხა გვანცამ
- გილოცავთ კიდევ ერთხელ -და საჩუქრები გადავეცით
- მადლობა ჩემო თბილებო, აბა სუფრისაკენ სწრაფად, გაიცანით ვინც არ იცნობთ, გვანცა და ანი.
ნანასთან გრძელი მაგიდა ახალგაზრდებით იყო სავსე, რამდენიმე უცხოც შევნიშნე, ნანას დედა, ქალბატონი ანიკო მოვიკითხე, სამზარეულოში ფუსფუსებსო ნანამ,
-ოჰ, ჩემი გოგონებიც მოსულან, - მომესმა უცებ, შემობრუნებაც ვერ მოვასწარით რომ ქალბატონი ანიკო მოგვეხვია,
- აბა ჩემო კარგებო, დასხედით მაგიდასთან, არ მოიწყინოთ, იმხიარულეთ
თამადად ჩვენი თანაკლასელი გიორგი აერჩიათ, ის მუდამ უცვლელად მიუძღვებოდა ხოლმე ჩვენს ყოველ შეხვედრას თავისი გამორჩეული ნიჭის გამო, მასთან ვერ მოიწყენდი, ჯერ ტრადიციულად მშვიდობის სადღეგრძელო შეისვა, მერე ხატოვნად დალოცეს იუბილარი, რამდენიმე ტრადიციული სადღეგრძელოს შემდეგ მეგობრობის სადღეგრძელო შემოგვთავაზა ბატონმა თამადამ
- მეგობრობის სადღეგრძელო მინდა შევსვა ჩემო კარგებო, ნამდვილი მეგობრობის, ისეთის ნდობას რომ იმსახურებს და მარტო ლხინში რომ არ გვედგომება გვერდით, შური და ბოღმა რომ ვერ გააფუჭებს ისეთის, იშვიათია ნამდვილი მეგობარი და თუ ვინმეს უფალი დააჯილდოვებს ასეთი მეგობრით უდიდესი კურთხევაა ღვთისგან. გაუმარჯოს ნამდვილ მეგობრობას.
- როგორ ლამაზად იცი ხოლმე თქმა გიო, საიდან მოგდის ასე იდეალურად გამოხატვის უნარი - აღფრთოვანება ვერ დამალა ნანას ძმამ ერეკლემ
- სიყვარულით სავსე გული დამაქვს ძმაო და ბულბულივით ვმღერი - შესცინა გიორგიმ
- ხოდა შენს სიყვარულით სავსე გულს გაუმარჯოს ჩემო გიორგი, სიცოცხლით სავსეს და მოყვარულს
სიცოცხლე უნდა სიმღერას ჰგავდეს
ღვთისადმი შენგან კრძალვით მიძღვნილი
ისე ლამაზად უნდა იცხოვრო
მზის ჩასვლას უნდა ჰგავდეს სიკვდილი -შენ გაგიმარჯოს ჩემო ძმაო, ყოველ სუფრას რომ ალამაზებ შენი ყოფნით,
- რა კარგად თქვი ერეკლე შენ გაიხარე, მზის ჩასვლას უნდა ჰგავდეს სიკვდილიო არა? კარგია კარგი
- ცოტა გადავაკეთე ხომ იცით ჩემი სიზარმაცის ამბავი ბოლომდე ვერაფერს ვიმახსოვრებ ახალი ავტორების ლექსები ძალიან მიყვარს მაგრამ სწავლა მეზარება - (იცინის)
- კარგი კია და რას დაეძებ - შესცინა გიომ
- ვინ არის ავტორი? - ჩაეძია თამთა, ნანას ბიძაშვილი
- ახალგაზრდა პოეტია, შემთხვევით წავაწყდი, მომეწონა და რაც დამამახსოვრდა მოგაწოდეთ - იცინოდა ერეკლე
- ჰოდა რადგან პოეზიამ იძალა, სად გაგონილა პოეზია სიყვარულის გარეშე,- წამოიძახა ბექამ, ერეკლეს მეგობარმა, - სიყვარული კიდე ახალი პოეზიის გარეშე, ხოდა ერთს მეც მოგაწოდებთ სიყვარულით:
შორს სადღაც ჰყვავიან ატმები,
ქარია - მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იცინი საეჭვოდ.
- აი ინტრიგა, ყოჩაღ ბექა - შეაქო ერეკლემ
- რადგან პოეზია მეფობს დღეს ჩვენთან მეც მოგაწოდებთ ირაკლი გაფრინდაშვილის ლამაზ შედევრს, - ფეხზე წამოდგა ლიკა
როცა სიტყვებს უბრუნდებათ ძალა,
როცა თვალებს აცეცებ და მალავ,
როცა გული ხელის გულებს ათბობს,
მაშინ უკვე სიყვარული გათოვს.
როცა ხვდები რომ აღარ ხარ ერთი,
როცა უფრო ახლოს მოდის ღმერთი,
როცა გული წამებს ორჯერ ასწრებს,
მაშინ უკვე სუნთქვით გითბობ ღაწვებს.
როცა სულიც მასთან ყოფნას ნატრობს,
როცა ძილი აღარ გინდა მარტოს,
როცა ხვდები, რომ შენ უკვე სხვა ხარ,
მაშინ მზად ხარ, უთხრა: „მე მიყვარხარ“
- ბრავო - წამოიყვირეს ბიჭებმა და ტაშმა იქუხა.
ლიკა დაჯდა და ღვინო მოსვა.
- კარგია კარგი, - დინჯად გადაავლო მზერა გიომ ლიკას,
- ზამთარი ვიცი იქნება მოკლე,
გაზაფხულამდე მოვა ენძელა,
იქნებ აპრილში შენც მერცხლებს მოყვე,
მე უშენობა უკვე მეძნელა. - მიულექსა ლიკას ბექამ, ყველამ ვიცოდით რომ ბექას ლიკა ბავშვობიდან უყვარდა ამიტომ გაგვეღიმა, ლიკა არხეინად იჯდა და აზრზე არ იყო რა ხდებოდა.
სიყვარულია
ბევრი მადლობა
ბევრი ბოდიში
გულაღმა წოლა
რკინის ლოგინში - თქვა ერეკლემ და გახარებული გვიყურებდა, ნახეთ რა ბიჭი ვარო.
ოთახში ხარხარი ატყდა, ყველა გულიანად იცინოდა
- შენს გამოსწორებას ვერ ვეღირსებით, გიჟი ხარ გიჟი - იცინოდა ნანა და ცრემლებს იწმენდდა
- მაინცდამაინც რკინის უნდა იყოს ეგ ლოგინი ძმაო თუ ხისაც შეიძლება თუ იცი? - ანგლობდა ლელა,
- არავითარი ხე, რკინა ფოლადია მაინც რაც უნდა იყოს, - იკრიჭებოდა ერეკლე
- გაუმარჯოს ფოლადივით მყარ სიყვარულს, ერთგულს, უანგაროს და ლამაზს, აბა ყველანი შევუერთდეთ, უსიყვარულოდ არავინ ვართ ამ ქვეყნად მყოფი მე მგონი და არავინ აიცილოს ეს სადღეგრძელო
- თოვლის ფანთელებმა დამითოვა თმები,
ვიღაცამ მაკოცა და გაქრა,
უცხო ყოფილიყო, ვანანებდი,
ის ჩემი ღმერთია და რა ვქნა. - შემოგვცინა ლექსით ნანამ.
- სიყვარულო ძალსა შენსა, ამ სადღეგრძელოს გულგრიალად ვერავინ უვლის, ამიტომაც მიყვარს ყველაზე მეტად, - აბუბუნდა გიორგი
- მე ბევრს არ ვითხოვ, მინდა სიმშვიდე, - დაიწყო გიგამ, -
მე - გულები და ეს სულს მიმშვიდებს,
გადაგეყრები - ჩვენ გავზრდით შვილებს
ნატვრას ავიხდენ და ერთს ვიშვილებთ.
ჩვენ დავბერდებით, შევივერცხლებით,
მაჯებს შეგიმკობ ლეკურ ვერცხლებით.
ბუხარი ენთოს, ხურდეს კეცები,
მერე მე წავალ, აღვიკვეცები.
ტაშმა იგრიალა. ყველა აღტაცებული შეჰყურებდა გიგას.
- გვანცა შენ რატომ ზიხარ ჩუმად, არ გეკადრება ამ სადღეგრძელოს არ თქმა, - შესძახა ერეკლემ. გვანცას მწარედ ჩაეცინა, მე და ნანამ ერთმანეთს გადავხედეთ, მარტო ჩვენ ვიცოდით რომ გვანცა და ზაზა ნაჩხუბრები იყვნენ, ოღონდ მიზეზს არ ამბობდა და არც ჩვენ ვაძალებდით, ერეკლეს თვალით ვანიშნეთ შეეშვიო მაგრამ ნასვამი იყო და ვერ გაიგო.
- აბა გელოდებით ქალბატონო არ გაგივა ამის არ თქმა, - აუტყდა გვანცას, გვანცაც ადგა, სუფრას თვალი გადაავლო, მწარედ ჩაეღიმა და ....
- ამ სადღეგრძელოს მეც ლექსად გეტყით
- ჰოდა მასე, - მიუღიმილა ერეკლემ, მე და ნანამ ერთმანეთს გადავხედეთ, არ ვიცოდით რას აპირებდა და დაძაბული ველოდით რას იტყოდა გვანცა, გვანცამაც დაიწყო...
- ჭიქას რომ ავწევ და სიყვარულის სადღეგრძელოს ვსვამ,
მე იმ მომენტში ჩემი ბიჭი გამახსენდება,
სხვაში გამცვალა და დამტოვა გაოგნებული,
ვინ ვადღეგრძელო აღარა მყავს შეყვარებული.
ამას ვამბობ და აღარ ვიცი უკვე სადა ვარ,
მივხვდი ირგვლივ ჩემი ტოლნი სუფრას არიან,
დალიე ჭიქა მომაძახეს ყველამ უეცრად,
ადღეგრძელეო შენი ბიჭი, შენი თოლია.
და გადავხედე ნაღვლიანად, სუფრას მოწყენით,
და უცებ ვუთხარ: - აღარა მყავს ხალხო თოლია,
ჩემი თოლია სხვისი გახდა, სხვაგან გაფრინდა
და ჩემი გული სამუდამოდ გაიყოლია.
სიჩუმე ჩამოვარდა, გვანცამ ჭიქა მოსვა და უხმოდ დაჯდა. ყველა მიხვდა რაც ხდებოდა და ხმის ამოღება ვერავის მოეხერხებინა. გიგამ გვანცას გადახედა, მუშტი შეჰკრა და ამოიღრინა: - ოხ მაგის - ადგა და აივანზე გავიდა. გიორგი გაჰყვა. ყველანი დავიბენით, გიგა და გვანცა მეზობლებიც იყვნენ და ჩვენი საერთო მეგობრებიც, ვიცოდი რომ გვანცას გიგა ძმასავით უყვარდა და გიგასაც ასევე, მაგრამ ამ რეაქციამ ცოტა არ იყოს შეგვაშფოთა, არ გვინდოდა გიგა შარში გარეულიყო და ამ საქმეში ჩარეულიყო. ერეკლეს ვთხოვეთ გასულიყო და დალაპარაკებოდა რომ რაიმე სისულელე არ ჩაედინა. ისიც უხმოდ გავიდა.
- როდის მოხდა ეს ყველფერი და მე რატომ არ ვიცი - იკითხა თამთამ
- არ მინდა ეგ თემა დღეს გთხოვ - მუდარით სავსე თვალებით უთხრა გვანცამ
ცოტა ხანშიბიჭები შემოვიდნენ.
- ჩემო გვანცა შენ ხარ ადამიანი ვისი დაკარგვაც მხოლოდ უტვინოს შეუძლია, ამიტომ იმან იდარდოს ვინც შენ დაგკარგავს. - უთხრა ერეკლემ და ლექსიც მიურითმა:
- არავინ არ ღირს ჯავრადა,
ქარს გაატანე დარდები...
დაჯდეს და იმან იტიროს,
ვისაც შენ დაეკარგები.
- განვიცდი შენს გამო, არ ვიცოდი ეს ყველაფერი - უთხრა გიგამ
- მე სიბრალული არ მჭირდება,
ეს ზუსტად ვიცი.
ქარებს ვარჩიე ათასწილად ქარიშხალები.
ყოველთვის ჩემით წამოვდექი,
როცა დავეცი
და დაცემულებს კიდევ ბევრჯერ დავეხმარები. - ღიმილით უპასუხა გიგას გვანცამ,- ასე რომ თემა შევცვალოთ, არ ვარ სუსტი, მგონი ყველამ იცით, სამაგიეროდ ცუდსაც კი არ ვუსურვებ ზაზას, თავის გზაზე იაროს. - თქვა ღიმილით გვანცამ. ყველას გუნება გამოგვიკეთა გვანცას პოზიტიურმა ხასიათმა.
- ადამიანი მაშინ ხარ ძლიერი, როცა სხვისი დახმარების გარეშე ფეხზე წამოდგები და თავად გაიკვლევ გზას... არ არსებობს არაფერი დაუძლეველი, სიკვდილის გარდა - ჩაილაპარაკა გიგამ.
გიორგი თავის ადგილს დაუბრუნდა ჭიქა მოიმარჯვა და ერთგულების სადღეგრძელო შემოგვთავაზა.
- ერთგულების სადღეგრძელო მინდა შევსვა ჩემო მეგობრებო, ღმერთმა გვიმრავლოს ერთგული ადამიანები და გვაშოროს მოღალატე და ორგული,
- მაშ გაუმარჯოს, ბეწვის ხიდზე გავლილ სიცოხლეს,
და ღალატისთვის გადაუხდელ სამაგიეროს. - თქვა ბექამ და გადაჰკრა.
ცოტა ხანში წამოვიშალენით, ბიჭებმა გოგონები სახლებში დაგვარიგეს და ეს დღეც დასრულდა. დიდ ხანს არ დამეძინა, ვფიქრობდი დღევანდელ დღეზე და გვანცაზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი აზრების სისწორეში, რომ არ არსებობს ერთგული სიყვარული და ყველაფერი თამაშია, გართობა და მეტი არაფერი. როდის ჩამეძინა არ მახსოვს. რომ გავიღვიძე კარგად გათენებულიყო. კვირა იყო , ლექციები არ მქონდა და ამიტომაც დედას არ გავეღვიძებინე.იცოდა როგორ მიყვარს დილის ძილი, ფრთხილად დადიოდა სამზარეულოში და ალაგებდა. გამოვედი სამზარეულოში, ჩუმად მივეპარე დედაჩემს და მხრებზე მოვეხვიე. მივხვდი როგორ გაეღიმა. მისთვის ჩვენ ვიყავით უდიდესი ბედნიერება, მე და ჩემი და, მარი. მარი სახლში არ იყო, სამეჯლისო ცეკვებზე დადიოდა და უკვე წასულიყო. მე მისი მესაიდუმლე ვიყავი და ყველაფერ იმას რასაც დედასთან ვერ ყვებოდა მე მიზიარებდა და რჩევებს მეკითხებოდა, მიუხედავად იმისა რომ ჩემზე ხუთი წლით პატარა იყო, მეც ვითვალისწინებდი მის რჩევებს და კარგად ვმეგობრობდით.
- დაჯექი და ისაუზმე - ფიქრებიდან გამომიყვანა დედის ხმამ
- ჯერ არ მშია დე
- ყოველთვის ერთი და იგივე მესმის
- ყავას დავლევ და გოგოებთან გავიქცევი
- სახლში არ უნდა გაჩერდე? საერთოდ ვეღარ გხედავ -ბუზღუნებდა დედა
- მალე მოვალ - მოვეხვიე, ვაკოცე და ოთახისკენ გავვარდი რომ ჩამეცვა - ყავა გამიკეთე რა დე
- კარგიი
უცებ დავლიე ერთი ფინჯანი ყავა და გარეთ გამოვვარდი. სადარბაზოდან რომ გავედი მოხუცი ქალბატონების სხდომას მივესალმე და ინტერესით სავსე მზერაც თან გავიყოლე. ნანას სახლს რომ მივუხალოვდი სადარბაზოსთან შავი “რენჯროვერის“ ტიპის საკმაოდ ძვირადღირებული ავტომობილი გაჩერდა და წარმოსადეგი, მაღალი, სპორტული აღნაგობის მამაკაცი გადმოვიდა. ერთი თვალი შევავლე და უკანმოუხედავად შევვარდი სადარბაზოში. სირბილით ავიარე ოთხი სართული და ყავისფერი კარის ზარის ღილაკს გაბმულად დავაჭირე. კარი ნანამ გამიღო.
- გადარეულო ზარით მივხვდი რომ შენ იყავი, მოხვედი თუ მოვარდი - იცინოდა
- უჰ მაცადე ვეღარ ვსუნთქავ, ხომ იცი კიბეებზე ნელა ვერ ამოვდივარ
- საერთოდ სად დადიხარ ნელა - აგრძელებდა სიცილს ნანა
- სად და ..... - ვეღარაფერი მოვიფიქრე და მეც სიცილი ამივარდა - დიდ ხანს ვიდგეთ შესასვლელში?
- მოდი ხო მოდი - ის იყო მისაღებში უნდა გავსულიყავით რომ უეცრად კარზე ზარმა დარეკა, - ვინმე მოგდევდა? - ეშმაკურად შემომცინა ნანამ. გაკვირვებულმა მხრები ავიჩეჩე. ნანა კარის გასაღებად მიბრუნდა და უცებ აყვირდა
- ვაიმე არ არსებობს, ვერ ვიჯერებ, საიდან, როდის ჩამოხვედი, - გაოცებამ და ცნობისმოყვარეობამ შემომაბრუნა და წეღან შესასვლელთან რომ მიმზიდველი მამაკაცი შემხვდა ის მამაკაცი დავინახე ოღონდ ამჯერად ნანა ჰყავდა ჩამოკიდებული ყელზე და კმაყოფილი იღიმებოდა.
- კარგი ნუ დამახრჩობ, მოიცა მეც დაგინახო, რამდენი წელია არ მინახიხარ, როგორ
გაზრდილხარ, გოგო ხარ უკვე, დავიჯერო აღარ იმტვრევ კისერს ხეებზე ძრომიალით? - იცინოდა კაცი. როგორც იქნა მოიცილა ნანა და ეხლაღა შემამჩნია. - სტუმარი გყოლიათ და რას იტყვის რამ გადარია ეს ხალხიო, გამარჯობა - ეხლა მე მომიბრუნდა
- გამარჯობა - ვუპასუხე მე
- ანი გაიცანი, ეს დედაჩემის ბიძაშვილია, თემო, აი ის ამერიკაში რომ ცხოვრობს, შენთანაც ვახსენე რამოდენიმეჯერ, ხომ გახსოვს - მე თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
- შემოდი დავსხდეთ, ყავას მოვადუღებ ეხლავე, ხომ დალევ - მიუბრუნდა თემოს. მანაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად
- მეც მოგეხმარები - ვთქვი და წამოვდექი
- არა იყავი, სტუმარს მარტო ხომ არ დავტოვებთ - მომაძახა ნანამ და სამზარეულოსკენ გაიქცა, ინსტიქტურად დავრჩი ჩემს ადგილზე
- თქვენ როგორც მივხვდი ნანას მეგობარი ხართ ალბათ, ხომ?
- დიახ და თანაკლასელიც
- ჰოო, პატარა ყოფილხართ. სწავლობთ?
- კი, მესამეკურსის სტუდენტი ვარ
- კარგია, ნანაც თქვენთან ერთად სწავლობს?
- არა, ნანა პედაგოგიურზე სწავლობს
- და თქვენ?
- მე სამედიცინოზე
- სამედიცინო კარგია, მაგრამ რთული და საკმაოდ ხანგრძლივი სწავლა სჭირდება
- მე არსად მეჩქარება - ჩაეღიმა. ნანამ ყავა და შოკოლადი შემოიტანა.
- გაგიჟდებიან ჩვენები რომ გნახავენ, როდის ჩამოხვედი
- ერთი კვირაა, ერთ კვირაში ისევ უკან მივფრინავ, ბილეთი უკვე დაჯავშნული მაქვს.
- ამდენი წლის მერე ძლივს ჩამოხვედი და უკვე გარბიხარ? როგორ გიშვებს თინა დეიდა მიკვირს.
- ჯერ არც კი მითქვამს, დაიწყებს წუწუნს რაც უფრო გვიან ვეტყვი მით ნაკლებ საყვედურს მოვისმენ - იცინის
- გადაირევა საწყალი, სამი წელია არ ყოფილხარ და ისევ გარბიხარ
- შვებულებით ვარ ნანა, ორი კვირა მაქვს სულ, ხომ იცი როგორი წესრიგის ხალხია იქ.
- სხვა როგორ ხარ? რა ხდება შენს პირადში? სიახლე ხომ არაფერია? - ეშმაკურად უცინოდა ნანა.
- არა არაფერი, ყველაფერი ძველებურად - ეღიმებოდა თემოს
- წავალ მე ნანა, საქმეები მაქვს - წამოვდექი მე
- სად მიდიხარ გაგიჟდი? ეხლა არ მოხვედი? რა საქმეები
- არა მართლა, ცოტა ხნით შემოგირბინე, ყავას დავლევთ-თქო, ხომ გნახე, მერე ისევ მოვალ. შენც გამოდი ჩემთან
- მგონი ხელი შეგიშალეთ და ჩემს გამო გარბიხართ - მომიბრუნდა თემო
- არა, რას ბრძანებთ, მართლა უნდა წავსულიყავი მალევე, კარგად ბრძანდებოდეთ, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა
- ჩემთვისაც ასევე - ხელი გამომიწოდა დასამშვიდობებლად, მეც გავუწოდე ხელი, რამდენიმე წამი ეკავა ჩემი ხელი, მერე უცბადვე გაუშვა და დაჯდა.ნანამ კარამდე მიმაცილა, თითით დამემუქრა და შემომღიმა. კიბეებზე დავეშვი და თან ვფიქრობდი წავსულიყავი პირდაპირ სახლში თუ სადმე გამესეირნა. გადავწყვიტე ცოტა ფეხით გამევლო და გზას გავუყევი.
...............
- ნანა ვინ არის ეს გოგო? - ისე სხვათაშორის იკითხა თემომ
- რატომ კითხულობ? - ეშმაკურად უღიმოდა ნანა
- ისე, უბრალოდ, ადრე არასოდეს მინახავს შენთან
- დანარჩენი ყველა ჩემი მეგობარი გინახავს ხომ? - უკვე სიცილს ვერ იკავებდა ნანა
- ნუ, კარგი, არ მინახავს ისე უბრალოდ გკითხე, კარგი აღარ მაინტერესებს - უკვე თემოსაც ეღიმებოდა
- არაა შენი ტოლი ეგ, პატარაა შენთვის - იცინოდა ნანა
- გინდა თქვა რომ მოხუცი ვარ? უყურე შენ როგორი წარმოდგენა აქვს ქალბატონს ჩემზე - ეხლა უკვე იცინოდა თემო
- აბა რა ხარ - განგებ აბრაზებდა ნანა
- გოგო ექვსი წელი ბევრია?
- ბევრია აბა რაა
- აბა თქვენსავით ცხვირმოუხოცელი უნდა მოგეწონოთ მაინცდამაინც?
- აჰაა - აკისკისდა ნანა - ხომ მაინც გამოგტეხე, მოგეწონა ხომ, მაგრამ შანსი არ გაქვს. - უთხრა ნიშნისმოგებით.
- რატომ გათხოვილია?
- არა
- საქმრო ყავს?
- არა
- აბა? შეყვარებული?
- არც შეყვარებული, უბრალოდ არავის იკარებს, არ ვაპირებ გათხოვებასო კატეგორიულ უარზეა, ვინ აღარ მოინდომა მასთან დაახლოვება მაგრამ არაფერი გამოუვიდათ
- მაშ არაო? - კმაყოფილს ჩაეღიმა თემოს - ძალიან კარგი
- რა ძალიან კარგი, არავის იკარებს-მეთქი ვერ გაიგე? - გაოცებულმა შეხედა ნანამ
- ხოდა ეგ მომწონს სწორედ
- რა მოგწონს მაგ არავინში შენ არ შედიხარ? - უკვე აშკარად დასცინოდა ნანა
- ვნახოთ, ვნახოთ - ეღიმებოდა თემოს
- შანსი არ გაქვს, თან ერთ კვირაში მიდიხარ - ხელი აიქნია ნანამ. თემოს აღარაფერი უთქვამს, უსიტყვოდ იღიმოდა. მერე ადგა და ნანას მიუბრუნდა:
- მე ეხლა წავალ და საღამოს ისევ გამოგივლით, შენებსაც ვნახავ
- სად მიდიხარ? - წამოხტა გაკვირვებული ნანა
- ისევ მოვალ, ოღონდ საღამოს - ამბობდა თემო თან კარისკენ მიდიოდა
- გამაგიჟებს ეს ხალხი - ჩაიბუტბუტა ნანამ და კარი მიხურა.
..........
წვიმის ხმამ გამაღვიძა, გათენებულიყო. გარეთ თავსხმა იყო, ასეთ ამინდში უნივერსიტეტში როგორ წავალ, გავიფიქრე ჩემთვის და წამოვდექი. ვიცვამდი და ვფიქრობდი წავსულიყავი თუ არა. ტელეფონის ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან, გვანცა რეკავდა.
- პრივეტ ან, როგორ ხარ?
- საშინელ განწყობაზე, ამ ამინდში გარეთ როგორ გავიდე?
- არ წახვიდე შენც დღეს რა პრობლემაა, თუმცა მოიცა უკეთესს გეტყვი ჩემთან გამოდი გავერთოთ, ნანასაც დავურეკოთ.
- შენთან თუ გამოვალ არ დავსველდები?
- უჰ კარგი ერთი დასველდები და აქ გამოიცვლი, ჩემსას ჩაგაცმევ რაიმეს.
- არ ვიცი, მეზარება
- გამო, გამო გავერთობით, არ წახვიდე დღეს
- ვნახოთ, მოვიფიქრებ
- არ უნდა მაგას ფიქრი, გამოდი კარგი ლიქიორი მაქვს დავლიოთ და ვიჭორაოთ
- კარგი ხომ ვიცი აღარ შემეშვები
- ხოდა ეგრე, გელოდები.
გვანცასთან რომ მივედი ნანა იქ დამხვდა. სუფრაზე ხილი და ლიქიორი ელაგა.
- როგორც იქნა - მომაძახა გვანცამ - სად ხარ ამდენ ხანს
- ველოდებოდი იქნებ ცოტა გადაიღოსთქო, სულ სველი ვარ, ქოლგამაც არ მიშველა
- მოდი გამოიცვალე ჩემ ოთახში
- იყოს გავშრები
- მიდი შედი ნუ გიყვარს ჭირვეულობა, გაცივდები,
- კარგი ჰო - გვანცას ოთახში გამოვიცვალე და რომ გამოვედი ნანა ეშმაკურად მიღიმოდა
- გვანც იცი რა ქნა ამ ქალბატონმა? - ნანამ გვანცას გადახედა და თვალი ჩაუკრა
- არა არ ვიცი? - აყვა გვანცაც, გაოცებული მივაჩერდი ნანას რადგან ვერ მივხვდი რაზე იყო საუბარი
- ბიჭი გადამირია, მაგის მეტზე ვეღარაფერზე ფიქრობს, - ისევ ეშმაკები უხტოდა თვალებში ნანას
- რაო ეს რაღაც ახალია აბა გამარკვიე?
- რას ბოდავ, ვინ ბიჭი, შენ სიზმარი ნახე ალბათ - ახლა მართლა გამიკვირდა მე
- იძახე შენ ბოდავო და იმას შენ აკერიხარ პირზე, უკვე დამღალა - ნიშნისმოგებით მიპასუხა გვანცამ, მართლა დავიბენი და ცოტა არ იყოს გავბრაზდი
- ან თქვი რაც ამბობ, ან შემეშვი, სისულელეებს როშავ
- გესმის გვანცა? ბიჭს თავბრუ დაახვია და იძახის ვერაფერს ვხვდებიო, გოგო - მომიბრუნდა მე - ამდენი წლის მერე ძლივს მოსული ნათესავი გამიგიჟე და კიდე იმას ამბობ ვერაფერს ვხვდებიო?
- რას ამბობ ვერაფერი გავიგე ვინ ნათესავი, აა შენ იმაზეე, - უცებ მივხვდი ვისაცგულისხმობდა და ავირიე
- აჰა ესეც მე ვარ? შეხედე როგორ გაწითლდა - გვანცას გადახედა ნანამ და თვალი ჩაუკრა
- რა სისულელეა, გავწითლდი არა ის, ვერც კი ვიფიქრებდი, და საერთოდ რა ჩემი ტოლია თავი დამანებეთ - უცებ ავყვირდი
- ჰა ჰა ჰა ესეც მე ვარ? ნახე როგორ გამწარდა - არ ჩერდებოდა ნანა
- ეხლა უკვე მართლა მაბრაზებ - ვატყობდი როგორ ვკარგავდი მოთმინებას
- რა გაბრაზებს არ მესმის არ შეიძლება მოწონებოდი? - გაკვირვებული მომჩერებოდა გვანცა
- როდის მოასწრო ნეტა? - ირონიულად გამეცინა
- ერთი ნახვა საკმარისი იყო
- გოგო რა მაგის ტოლი ვარ, ბიძია უნდა დავუძახო წესით, ან საერთოდ რაში მაინტერესებს მოვეწონე თუ არა და საერთოდ ხომ იცით ჩემი აზრი მაგ საკითხზე, რაღატომ მაწუხებთ სისულელეებით
- ჯერ ერთი ექვსი წელია სხვაობა და ეგ ბევრი სულაც არაა, - არ ჩერდებოდა ნანა - მეორეც ის რომ ვუთხარი შენი აზრი და ძალიანაც მოეწონა
- რა მოეწონა, რა უთხარი?
- არავის არ იკარებს და შანსი არ გაქვსო.
- და ეგ მოეწონა? - მართლა გამიკვირდა მე
- ჰო, სწორედ მასეთი მომწონსო
- შენსავით დარტყმული ყოფილა ეგეც, ბოლოსდაბოლოს შენი ნათესავი ტყუილა ხომ არაა
- ისე სხვათა შორის დამაახლოვეო მთხოვა და რა ვქნა? - ეშმაკურად შემოცინა ნანამ
- კიდე რა გინდაო ვერ კითხე?
- კი და შენს მეტი არაფერი უნდა - თვალი ჩაუკრა გვანცას
- მოხარშული წაბლიც ენდომება მაგას აუცილებლად - თქვა გვანცამ და სამივეს სიცილი აგვივარდა
- სხვებისგან გავურბივარ ამ გარიგებებს და ძალით საბედოებს და შენც დაიწყე? - საყვედურით ვუთხარი ნანას.
- ლამაზია? - მკითხა გვანცამ
- ეს ვერ არის, გოგო რაში მაინტერესებს მაგის სილამაზე - გავბრაზდი მე, ორივე გულიანად იცინოდა,
- ლამაზიც არის, განათლებულიც და ფულიანიც - ნიშნისმოგებით უპასუხა ნანამ
- ვაა, მაგარია მერე რა გინდა გოგო - არ ისვენებდა გვანცა
- გყავდეს მერე ჩემთან რა გინდა - შევუღრინე მე
- მე ხომ არ გავეპრანჭო ნაან? ამას მაინც არ უნდა - თვალი ჩაუკრა გვანცამ
- არ გამოვა, ამაზე უარესი ჯიუტია ის, მასე ადვილად არ შეიცვლის აზრს
- ერთ კვირაში ხომ მიდის ჰოდა შეცვლილიც იქნება და გამოცვლილიც, დაგიმთავრდებათ სალაპარაკო - ვთქვი მე
- უყურე როგორ დაუმახსოვრებია - ახარხარდა გვანცა
- თქვა და დამამახსოვრდა ისე, - ავიბენი მე - შემეშვით ეხლა თორემ მართლა მეწყინება და წავალ
- კარგი ხო, ვჩუმდები - ტუჩებზე ხელი მიიფარა გვანცამ - შევცვალოთ თემა, ამ შაბათს მცხეთა ხომ არ გადაიდება, რამდენი ხანია ვგეგმავთ აღარ შევცვალოთ რაა
- თუ ასეთი ამინდი იყო სად წავალთ - ვთქვი მე
- ერთი კვირა ხომ არ იწვიმებს გადაბმულად, თან თამთა მუშაობდა და გადაატანინა, მეორე კვირაში აღარ გამოუშვებენ
- მე უარზე არასოდეს არ ვარ სადმე წასვლაზე უბრალოდ წვიმაში მართლა არ ღირს
- ვნახოთ იქნებ იყოს ამინდი.
.......
შაბათს დილით შესანიშნავი ამინდი იდგა, მზე სასიამოვნოდ ათბობდა დედამიწას. თამთამ დამირეკა: - ჩემთან გამოდი აქედან გავდივართ - ო. შვიდკაციანი ავტომანქანა უნდა დაექირავებინა ბექას და ყველანი ვთავსდებოდით. სწრაფად გადავიცვი და თამთასკენ გავეშურე. რომ მივედი თითქმის ყველანი შეგროვილიყვნენ, იმაზე მეტი ჩანდნენ ვიდრე გათვლილი იყო, გადავთვალე ჩემს გარდა უკვე იყვნენ შვიდნი და ნანა და ერეკლეც არ ჩანდა. თამთას მივუახლოვდი და ხმადაბლა ვკითხე:
- გიორგი და გიგა ხომ არ მოდიოდნენ და გადაიფიქრეს?
- გუშინ გადაწყვიტეს წამოსვლა - მიპასუხა თამთამ
- კი მაგრამ როგორ ჩავეტევით ერთ მანქანაში?
- ერეკლეს მოყავს მეორე მანქანა, - ეს თქვა და უცებ თვალები გამიფართოვდა გაოცებისგან, მოსახვევში „რენჯროვერის“ ფირმის ავტომანქანა შემოვიდა, მოგვიახლოვდა და გაჩერდა. წინ ერეკლე იჯდა, უკანა კარიდან ნანა გადმოვიდა და შემოგვცინა. მძღოლისკენ არ გამიხედავს მაგრამ საკმაოდ მკაფიოდ ვგრძნობდი მის მზერას და საშინლად ვბრაზობდი ნანაზეც, რადგან მივხვდი რომ სპეციალურად წამოიყვანა, და ჩემს თავზეც იმიტომ რომ უხერხულობისგან აღარ ვიცოდი რა მექნა. ნანა მომიახლოვდა და ჩუმად მითხრა:
- მანქანა გვჭირდებოდა და უარი არ გვითხრა - ერთი შევბღვირე და გვანცასკენ წავედი. ნანა თამთას უყვებოდა რაღაცას და ორივე ჩემსკენ იყურებოდნენ, თან იღიმოდნენ.
- ძალიან მეშლება ნერვები, რას ჰგავს ნანას საქციელი - ვუთხარი გვანცას მაგრამ გვანცაც აშკარად კარგად ხალისობდა და გულშემატკივრობდა მათ.
- აბა ჩავსხდეთ, დროს ნუღარ დავკარგავთ, - დაიბუბუნა თავისი ბოხი ხმით გიორგიმ. პირდაპირ დაქირავებული მანქანისკენ ავიღე გეზი.
- გოგონები თემოს მანქანაში დასხედით უფრო კომფორტულად იმგზავრებთ - დაიძახა ერეკლემ
- რა კარგია, - წამოიყვირა გვანცამ და ხელკავით გამიყოლა
- მოგკლავ - ვუთხარი ჩურჩულით
- არ ღირს ჩემი მოკვლა, უფრო ერთგულ მეგობარს სად იშოვი - ხმამაღლა ყველას გასაგონად მიპასუხა გვანცამ
- ანი ერთად დავსხდეთ რა - დამიძახა ლიკამ
- ანი წინ დავსვათ, მგზავრობას ვერ იტანს - დაიყვირა ნანამ
- როდის მერე? - მართლა გამიკვირდა მე
- დღეიდან - მოკლედ მომიჭრა ნანამ
- გამარჯობა ანი, - მომესალმა თემო - როგორ ხარ?
- გმადლობთ კარგად - მოკლედ მოვუჭერი, - როდის მერე გადავედით შენობით ლაპარაკზე - გაბრაზებულმა გავიფიქრე მე და უკანა სავარძელზე მოვთავსდი, ლიკას გვერდით, მარჯვენა მხრიდან გვანცა მომიჯდა და მაღლა რომ ავიხედე სარკეში პირდაპირ თემოს თვალებს გადავაწყდი, რომელიც თბილად მიღიმოდა. ერთი შევუბღვირე და აღარც გამიხედავს მისკენ. ნანას მთელი გზა ენა არ გაუჩერებია. წინ ეჯდა თემოს და ეტიკტიკებოდა.
- რა კარგი ქენი რომ ჩამოხვედი თემო, ნეტავ მალე არ მიდიოდე, ვერ გადადებ ცოტა ხნით წასვლას?
- უკვე გადავდე ორი კვირით, შვებულება გავიხანგრძლივე - უპასუხა თემომ და გამომხედა.
- რაღა გვიჭირს - გავიფიქრე ჩემთვის
- მართლა? ვაიმე რა მაგარია, ხშირად მოვაწყოთ პიკნიკები სადმე შენს წასვლამდე, ხომ კარგი იდეაა გოგოებო
- რატომაც არა - სიამოვნებით დაეთანხმა თემო
- ჩვენც გვაწყობს - სიხარულით დაეთანხმა ყველა
- ანი შენ არ წამოხვალ? - მომიბრუნდა უცებ ნანა
- მე გამოცდები მეწყება და არ მეცლება - ვუპასუხე მე
- კარგი რაა, არ დავამთხვევთ გამოცდის დღეს და დამატებითი მეცადინეობა შენ არ გჭირდება, ყველამ იცის პირველი ხარ კურსზე
- ჰოდა სულ პირველი რომ ვიყო ამიტომაც მჭირდება მეცადინეობა
- არ ვიცი მე უარი არ მიიღება, სადაც ჩვენ იქაც შენ და მორჩა
- არ ვიცი ვნახოთ.
- არავითარი ვნახოთ, ხომ იცი ძალით წამოგიყვან და რაღას მალაპარაკებ
- ნუ ლაპარაკობ მერე, შეისვენე, - გამეცინა მე
- მივხვდი, ვჩუმდები ოღონდ დროებით - შემომცინა ნანამ და თითით დამემუქრა
როგორც იქნა მივაღწიეთ მცხეთას.
- ულამაზესი ბუნებითაა დაჯილდოვებული ჩვენი ქვეყანა, - აღფრთოვანებით უმზერდა მიდამოს თემო, - სადაც არ უნდა წახვიდე ვერსად ნახავ ასეთ მშობლიურს და თან მიუწვდომელ ხატებას, არ მეთანხმებით ანი? - უცებ მომიბრუნდა მე. მოულოდნელობისგან დავიბენი, ჩემი პასუხისთვის არ დაუცდია.
- უცხო ქვეყანაში ცხოვრების შემდეგ ასმაგად აფასებ შენი ქვეყნის მშვენიერებას - ისე გააგრძელა თემომ ვითომც ვერ შეამჩნია ჩემი დაბნევა. - მონატრებაც გიასკეცდება თითქოს. - არ ვიცოდი რა მეპასუხა, უნებლიეთ დამიჭირა დიალოგით და ვერც წასვლას ვახერხებდი, რადგან უზრდელობაში ჩამეთვლებოდა და დარჩენაც საშინლად არ მინდოდა რადგან ვიცოდი ამას გოგოები კუდს გამოაბავდნენ აუცილებლად. ბექას ხმამ მიხსნა გაჭირვებიდან, ტაძარში შესვლისთვის შეგროვებას მოითხოვდა, თემოს მოვუბოდიშე, გვეძახიან-მეთქი და სასწრაფოდ გავეცალე.
თუ ვინმეს სვეტიცხოვლის უკვდავი ტაძარი არ გინახავთ ნუ იტყვით რომ მშვენებას ეზიარეთ. რამდენჯერაც არ უნდა შევიდე ამ დიად შემოქმედებით სავსე ღვთის სახლში იმდენჯერვე მიპყრობს მოწიწების და უზომო აღტაცების შეგრძნება და მებადება ერთიდაიგივე კითხვა: - რა ხელმა და რა გონებამ შექმნა ეს ენით აუწერელი სილამაზე, როგორი უსაზღვრო ნიჭით უნდა იყოს ადამიანი დაჯილდოვებული რომ ფანტაზიის ესოდენ დიდი გამოვლინება შესძლოს. ყველა დანარჩენიც ანალოგიურად იყვნენ აღტაცებულნი და სულიერი განწყობით სავსენი. გარეთ გამოვედით და ვიდრე ჯვარზეც ავიდოდით ბიჭებმა ბუნებაში შესვენება და წახემსება შემოგვთავაზეს. ვიპოვეთ მოსახერხებელი ადგილი და სუფრა გავშალეთ. გიგამ უცებ გიტარა გამოაჩინა და ხალისიც შემოიტანა. თავისი ტკბილი ბუბუნა ხმით „კართან მოდგა შემოდგომა“ იმღერა და ყველანი აგვამღერა. შემდეგ ერთი ორი უცხოურიც იმღერა და გიტარა გვერდით გადადო. უცებ ნანა წამოხტა და გიტარა მომირბენინა:
- უარი არ თქვა რამე დავგიკარი - ო, - ვიდრე პასუხს გავცემდი ყველამ მხარი აუბა,
- დაუკარი ანი გთხოვ არ გვაწყენინო - შემომეხვივნენ გოგონები, ზედმეტი თავის გამოდება არ დამიწყია, ჩემი საყვარელი სიმღერა „საქართველო ლამაზო“ დავუკარი და ყველამ ერთად ვიმღერეთ. სიმღერა რომ დავასრულეთ უცებ გიორგი წამოხტა ჭიქით ხელში და მომიბრუნდა:
- შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა,
დაგმშვენდებოდა და ო, რარიგად დაგმშვენდებოდა.
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი
ერთი შეხედვით ვაჟკაცების გულებს დაჰკოდდი
და მზის ციანიდს დაჩრდილავდი თვალთა ციალით. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ ჭიქით შენ გაგიმარჯოს ჩემო ანი და შენთან ერთად ყველა აქ მყოფ გოგონებს დაგლოცავთ, მუდამ გაგელამაზებინოთ ჩვენი სუფრები და დროს და წლებს არასოდეს დავეშორებინოთ ერთმანეთისგან.
- გაგიმარჯოთ გოგონებო, მანდილოსნებო, მამაკაცის გულისმპყრობელებო, თქვენი ცრემლი და მწუხარება არასოდეს დაგვენახოს - თქვა გიგამ და შესვა
- რატომ გიგა ცრემლი ალამაზებს მანდილოსანს, - შეესიტყვა თემო, - მე ცრემლებს დავლოცავ, გაუმარჯოს მანდილოსნის ცრემლს ყველაზე ქმედითსა და შედეგიან არგუმენტს. იმ ცრემლებს გაუმარჯოს, გულიდან რომ მოედინებიან, თვალებამდე მოაღწევენ, გადმოსვლას არ კადრულობენ და ვაჟკაცურად ისევ გულს უბრუნდებიან- თქვა და ცოტა მოსვა. - ნუ მიწყენთ დღეს საჭესთან ვარ. - ჭიქა დადგა და შეფარვით გადმომხედა.
- რადგან ქალბატონების საკითხს შევეხეთ ისინი ხომ სიყვარულის სიმბოლოები არიან, ჰოდა მოდით სიყვარულს გაუმარჯოს, სიყვარული ხომ უცხო ლამაზ ფრინველივით არის რომელიც არც გაფრენას გვეკითხება და არც მოფრენას, მოვა, სულში შემოიჭრება დაუკითხავად და ქარბორბალს დაგიტრიალებს და მორჩა, შენ თავს აღარ ეკუთვნი, გეწყება ციებ-ცხელება და კვდები, ავად ხარ, ვეღარც ჭამ, ვეღარც სვამ, ექიმი და წამალი არ კურნავს.
- როგორ გიყვარს ეს პათეთიკური გამოსვლები - გამეცინა ბექას მონოლოგზე.
- სულაც არა, მე რეალისტი ვარ ბუნებით და რეალურად აღვწერ ყველაფერს.
- ხომ არ სჯობს არ დაავადდე ამ ყველაფრით თუ ასე უგონო თავის დაკარგვამდე მიდიხარ? - ღიმილით ავღნიშნე მე
- ეს შენი ნებით არ ხდება ჩემო ანი, ამ სენს შენდა უნებურად ეყრები.
- არა მგონია, რაც არ მინდა ვერაფერი დამემართება უნებურად - ნისნისმოგებით მივუგე მე.
- მოვა დრო და შენც სხვანაირად აჭიკჭიკდები.
- ყველა ამას მპასუხობს და უკვე მომბეზრდა ამის მოსმენა, ნეტავ იმის მეათედი იყოს რეალობაში,ჩემო ეგრეთწოდებულო რეალისტო მეგობარო,რასაც თქვენ ასე ლამაზად და ხატოვნად აღწერთ, სადღაც წავიკითხე, სიყვარული ქორწინების მერეა ძნელი მოსათხრობი თორემ იქამდე პოეზიაა_ო და სამწუხაროდ ვეთანხმები რადგან რეალობაში უამრავ ამის მაგალითს ვხედავ, სიყვარულს ქორწინება კლავს. ქალი მანამ არის სასურველი მამაკაცისთვის სანამ მიუწვდომელია, როგორც კი მისაწვდომი გახდება ინტერესს კარგავს მამაკაცის თვალში და ახლისკენ იწყებს ყურებას, ამიტომ არ მჭირდება ასეთი სიყვარული და ბედნიერება რომელსაც გარანტია არა გააჩნია და დროზეა დამოკიდებული, სჯობს საერთოდ არავინ გყავდეს ვიდრე შემდეგში საკუთარ თავს შეცდომებს ვერ პატიობდე.
- როგორ რთულად უყურებყველაფერს გოგონი, არც მასეა საქმე როგორც შენ ამბობ, თან უშეცდომოდ ცხოვრებას ვერავინ ახერხებს და იყოს სიყვარულიც ერთი დამატებითი შეცდომა, თან თუ ვერ დაგაფასებს მისი შეცდომა იქნება ასეთს რომ დაგკარგავს - არ მეშვებოდა ერეკლე
- თუ დამკარგავს და ვერ შედგება ურთიერთობა, მხოლოდ ჩემი შეცდომა იქნება ერეკლე და არა მისი, იმიტომ რომ ვერ ამოვიცანი და უღირსი შევიყვარე, სიყვარულის ღირსი არასოდეს გაგიცრუებს იმედებს.
- ჰა ჰა ანუ აღიარებ რომ შეიძლება არსებობდეს სიყვარულის ღირსი ადამიანი შენს თვალშიც ხომ? უჰ, შვებით ამოვისუნთქე მეგონა მონაზვნად წახვიდოდი ისე მსჯელობ ხოლმე. - გახარებული მომჩერებოდა გვანცა გამოგიჭირეო.
- შენ ორ სხვადასხვა რამეს ურევ ერთმანეთში გვანცა, ის რომ სიყვარული არსებობს იმას არ ნიშნავს რომ მე მჭირდება, განა როდესმე მითქვამს რომ არ არსებობს? მე ვამბობ ერთგულება ხანგრძლივად არ არსებობს და შესაბამისად სიყვარულიც მალე კვდება, ამიტომაც არ მსურს არც დროებითი სიყვარულის თამაში და არც ქორწინება, გასაგებია ეხლა?
- საკმაოდ მკაცრი განაჩენი გამოგიტანიათ საკუთარი თავისთვის. - მითხრა თემომ
- არა, სულაც არა, უბრალოდ რეალისტი ვარ და ვარდისფერი სათვალით არ ვუყურებ ცხოვრებას.
- ჩვენი ანი ასეთია ძმაო, არავის იკარებს, ყინულივით ცივია სიყვარულისთვის და უზომოდ თბილი და მოსიყვარულე მეგობრებისთვის, ვინც კი სცადა კედელი აღმართა მის წინაშე, არავის არაფერი გაუვიდა, მხოლოდ ჩვენია საკუთრივ. - ღიმილით აღნიშნა ბექამ - ამიტომაც განსაკუთრებულად გვიყვარს ყველას.
- ალბათ არ შეხვდა მასზე ჯიუტი და მისი შესაფერი ამიტომაც თუ გული გულს არ სცნობს - ო ხომ გაგიგიათ, - მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა თემომ,
- ოჰო, ეს რა მესმის - გაოცებით შეხედა თამთამ
- თემა ხომ არ შეგვეცვალა, დღეს რა პროგრამაში ვარ თუ რა ხდება
- კარგი ნუ ბრაზობ, ჩვენ შენზე ვზრუნავთ - სიყვარულით გადმომხედა ლელამ რომელიც ამდენ ხანს უხმოდ გვისმენდა.
- არ მჭირდება მაგ საკითხში ზრუნვა საერთოდ და ნუ შემაწუხეთ, აბა მიხედეთ საკუთარ სიყვარულებს, რომელი ხართ შეყვარებულთან ერთად ყველა მე რომ მომდექით აბა დამენახეთ?
- ჩვენ გენაცვალე გვყავდა უკვე და დაშორებაც მოვასწარით და ახლის ძიებაში ვართ, აი შენ კიდე არ უნდა გამოცადო ეს ყველაფერი? - მომიბრუნდა გვანცა
- აი შენგან კი მართლა არ ველოდი, კარგია მერე რომ გყავდა და აღარ არის? ამას გიხსნით ზუსტად რომ არ მსურს ესეთი ურთიერთობა როდის შეწყდება რომ არ ვიცით და მერე ტანჯული სახით კვირეები საწოლში რომ ვიქვითინო ზოგიერთებივით, არაა ეს ჩემთვის ბედნიერება რით ვერ გაიგეთ
- აბა რა არის შენთვის ბედნიერება? - მკითხა ნანამ
- ბედნიერებაა როცა შენთან მოვა გაჭირვებული ადამიანი და შეგიძლია ტკივილი შეუმსუბუქო, უმკურნალო და იზრუნო შენს პაციენტებზე, შენი ცოდნით მიაღწიო იმას რომ იმედით შემოგყურებდეს ადამიანები და შეგეძლოს ამ იმედის გამართლება, აი ეს არის ჩემთვის უდიდესი ბედნიერება და ამას აუცილებლად მივაღწევ. მე დევიზი მაქვს ან ვიქნები საუკეთესო ან საერთოდ არ ვიქნები ამ სფეროში. სიყვარულისთვის და ამგვარი ბანალურობისთვის კი დრო ნამდვილად არ მაქვს და არც მინდა ვინმემ ზედმეტად შემაწუხოს ამ საკითხით. ავიშალოთ ეხლა თორემ ჩემი ბედის ძიებაში შემოგვაღამდება და ჯვარზე ასვლას ვერ მოვასწრებთ - დავასრულე ჩემი სათქმელი.
ყველანი წამოვიშალენით და მანქანებისკენ დავიძარით. ვფიქრობდი რომ ჩემი აზრი საკმაოდ მკაფიოდ გადმოვეცი და თემოს აღარავითარი იმედი და გეგმა აღარ უნდა ჰქონოდა ჩემთან მიმართებაში. ნანა წამომეწია და მიჩურჩულა:
- რა ჰქენი გოგო, ყველანაირი იმედი მოუკალი ბიჭს?
- ასე ჯობია, თავიდანვე ეცოდინება რომ არ ღირს თავის შეწუხება, მაინც არაფერი გამოუვა.
- საერთოდ არ მოგწონს გოგო? ნახე რა ბიჭია. - არ მეშვებოდა ნანა
- ჩემი დასაწუნი რა სჭირს, უბრალოდ არავინ მინდა და მორჩა.
- ეწყინება ნამდვილად - მოიღუშა ნანა, გულიანად გამეცინა
- ვინმეს არ ეწყინოს-თქო მაგის გამო თუ ყველას იმედი მივეცი კარგი იქნება ხომ იცი
- რა საძაგელი ხარ, ყველაფერს საშენოდ შემოაბრუნებ ხოლმე - ახლა ნანასაც გაეცინა
- რა ხდება მანდ რას ჩურჩულებთ? - დაგვეწია ბექა
- გადი გადი ნუ ერევი გოგონების თემაში - შეუწყრა ნანა
- კარგი ხო, - თქვა ბექამ და გაგვეცალა. მანქანაში ჩავსხედით, თემო ღიმილით მიყურებდა სარკეში,
- რა აცინებს ნეტა - ვფიქრობდი ჩემთვის, - რას მომაჩერდა გზას უყუროს არსად გადაგვყაროს - ვბრაზობდი და მის თვალებს ვემალებოდი.
ავედით ჯვარზე.
- მოდით ფოტოები გადავიღოთ - დაიძახა ლელამ, შევგროვდით და საერთო ფოტო გადავიღეთ, შემდეგ ცალ-ცალკე ვიღებდით ფოტოებს.
- ანიი - თამთა მეძახდა, - აქეთ ამოდი ნახე რა ლამაზი ხედია - სულ ზემოთ ასულიყო, მეც ავუყევი გზას. იქ დამხვდნენ გიორგი, გვანცა და თემოც.
- მართლა რა ლამაზია, - აღმომხდა უცებ, ჩემს წინ უმშვენიერესი ხედი გადაშლილიყო.
- ფოტო გადავიღოთ - გიორგის მიაჩეჩა ფოტოაპარატი თამთამ - შენ გადაგვიღე რაა და მერე შეგცვლი
- კარგი, აბა მოემზადეთ - დაიძახა გიორგიმ. გვანცამ თემოს ხელკავი გამოდო და ფოტოს გადასაღებად მოიყვანა, მეორე მხრიდან თამთა ამოუდგა, გვანცას კიდევ მე დავუდექი გვერდით და ფოტო გადავიღეთ.
- მოიცადეთ ერთი კიდევ გადაგვიღე - დაიძახა გვანცამ, სანამ რაიმეს მოვიაზრებდი ოსტატურად გამიცვალა ადგილი და თემოს გვერდით აღმოვჩნდი, აპარატმაც გაიჩხაკუნა და გადაიღო, ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა რომ გონს მოსვლაც ვერ მოვასწარი. დაბლა ჩამოვედით ყველანი შეგროვილი დაგვხვდნენ და ჩვენ გველოდებოდნენ. თბილისისკენ დავიძარით. მანქანაში ჩასხდომის შემდეგ ვიგრძენით დაღლა და ყველანი ჩუმად ვიყავით. ნანამ იდეა შემოგვთავაზა:
- ჩემთან შევიაროთ ყავაზე გეპატიჟებით-ო
- კარგი აზრია - დაეთანხმნენ ყველანი.
- მე სახლში უნდა წავიდე - ვთქვი მე.
- რატომ? - მომიბრუნდნენ გოგონები.
- სხვა საქმე მაქვს საღამოს და ცოტა ადრე თუ მივალ არ იქნება ცუდი.
- კარგი რაა, არსად არ გიშვებ, დიდ ხანს არც ჩვენ ვიქნებით, თემო პირდაპირ სახლში წადი ჩემთან - გაჯიუტდა ნანა. თემომ შეკითხვის თვალით გამომხედა რას იტყვისო, ნანა მიხვდა და გაეცინა
- ერთი ამას უყურეთ, ანის ელოდება რომ გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს.
- ძალით ხომ არ წავიყვანთ თუ არ უნდა - უპასუხა თემომ ღიმილით, - რომ გვიჩივლოს მიტაცებენო
- ჰა ჰა არაა გასაკვირი ხომ იცი - აყვა გვანცაც
- აბა როგორ მოვიქცეთ? - მკითხა თემომ.
სახლში წამოვედი. მკითხველი ალბათ იფიქრებს, რა თავი გამოიდეო, მაგრამ იქ წასვლა ნიშნავდა რომ თემოს გარემოცვაში ყოფნა მომწონდა და უბრალოდ თავს ვიფასებდი, მე კიდევ არ მინდოდა ტყუილად იმედი გასჩენოდა მას. არ ვაპირებდი სერიოზულ ურთიერთობას არავისთან. სახლში რომ მივედი მხოლოდ მარი დამხვდა, დედა სადღაც წასულიყო, ჩემს ოთახში შევედი და წამოვწექი. გოგონებმა ფოტოები გამომიგზავნეს ინტერნეტით, გვანცას თავისი და თამთას ფოტო ჩამოეჭრა და მარტო ჩემი და თემოს ფოტო დაეტოვებინა, თან მწერდა ნახე როგორ უხდებით ერთმანეთსო, პასუხის გაცემას აზრი არ ქონდა, ვერაფერს ვაგებინებდი მაინც. კომპიუტერი გამოვრთე და მალევე ჩამეძინა. ბნელოდა რომ გავიღვიძე, საათი ორს უჩვენებდა. ავდექი, ფანჯარა გამოვაღე და გრილ ნიავს მივუშვირე სახე. ცოტა ხანს ასე ვიდექი, მერე წიგნი ავიღე და დიდ ხანს ვკითხულობდი, გამთენიისას ჩამეძინა. ჩემი დის სიცილმა და დედაჩემის ხმამ გამაღვიძა.
- არ ნახო, ეწყინება, იქნებ ძალიან პირადულია, თუ უნდა თვითონ გვეტყვის - ამბობდა დედა.
- რა არის დასამალი ვნახავ რა - არ ისვენებდა მარი. ავდექი რომ მენახა რამ გამოიწვია ეს აურზაური. კარი გავაღე და ...
- აჰა, ვერ მოისვენე სანამ არ გააღვიძე - უთხრა დედამ. მარი სამზარეულოსკენ გაიქცა და უზარმაზარი წითელი ვარდების თაიგული გამოიტანა.
- ქალბატონო ანი, ეს თქვენ მოგართვეს, მანდ ბარათიცაა მაგრამ დედამ არ მომცა უფლება წამეკითხა. - თაიგულიდან ბარათი ამოვიღე და გავშალე.

ანი
თავხედობაში ნუ ჩამომართმევთ, თქვენ თქვენი აზრი საკმაოდ მკაფიოდ გადმოეცით და მივხვდი რომ არ უნდა შეგაწუხოთ ზედმეტად ჩემი თქვენდამი ყურადღებით, თუ წინააღმდეგი არ იქნებით სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი მეგობარი, ჩათვალეთ რომ არაფერი ყოფილა (სინამდვილეში ასეცაა). თემო.
წერილი ორჯერ გადავიკითხე და ჩემს ოთახში შევბრუნდი. კმაყოფილი ვიყავი ასეთი შემობრუნებით. საკმაოდ შეგნებული ყოფილა რადგან ზედმეტად არ შემაწუხა და მშვიდად შეხვდა უარს-თქო, ვფიქრობდი. ჩავიცვი და ლექციაზე წავედი. თან გზაში ვფიქრობდი შესაძლებელი იყო თუ არა ჩვენი მეგობრობა. ლექციების შემდეგ სახლში რომ ვბრუნდებოდი გზაში გიგა შემხვდა მანქანით.
- შენთან მოვდიოდი, დალაპარაკება მინდა - მითხრა მან. - როგორ მოვიქცე აღარ ვიცი ანი, ვმეგობრობთ და ვერ ვუბედავ, შეყვარებული როცა ჰყავდა არ ვიღებდი ხმას და ყველაფერს უსიტყვოდ ვიღებდი, ახლა აღარ ჰყავს, დაშორდნენ და მაინც ვერ ვბედავ რამე ვუთხრა, ან როგორ ვუთხრა ძმა ხარ ჩემიო იძახის, არ მინდა მაგის ძმობა, არ შემიძლია, რატომ ვერ ხვდება, ეხლა გული მისკდება სხვა არ ნახოს ვინმე, მით უმეტეს გუშინ ხომ დაინახე რა თქვა. მირჩიე რამე - და თავი ჩახარა.
- როგორც მივხვდი გვანცა გყავს მხედველობაში. არ ვიცი რა გითხრა, ბავშვობიდან ერთად ხართ, ყველა ვხვდებოდით შენს გრძნობებს მისადმი და თვითონ როგორ ვერ მიხვდა მიკვირს.
- სხვაზე იყო გადართული და რას მიხვდებოდა, მაგრამ ეხლა რაც იმ არაკაცმა მიატოვა მინდა რომ ხვდებოდეს რას ვგრძნობ, ვერც ვეუბნები არ გაგიჟდეს-მეთქი, არადა აღარ შემიძლია მეტი.
- გინდა რომ მე დაველაპარაკო? შენ თვითონ რომ უთხრა მგონი აჯობებს.
- არა, ვერ ვეტყვი, მეშინია არ გაბრაზდეს და სულ არ დავკარგო, შენ დაელაპარაკე ცალკე ოღონდ არ უთხრა მე რომ გთხოვე, ისე უბრალოდ გააგებინე რომ მიყვარს და რას გეტყვის, მერე მეც დაველაპარაკები თუ არ გადაირევა, ვნახოთ როგორი რეაქცია ექნება.
- კარგი გიგა ოღონდ დღეს არა, ხვალ.
- უჰ რა გაძლებს ხვალამდე
- ხვალ უეჭველი დაველაპარაკები, დღეს ნანასთან უნდა გასულიყო და იქ მისვლა არ მინდა, ცალკე ჯობია.
- ცალკე ჯობია თუ თემოს ნახვა არ გინდა - ჩაეღიმა გიგას.
- ეგეც არის თუმცა მოგვარდა ეგ თემა და იცის რომ აღარ უნდა შემაწუხოს.
- კარგი, შენი საქმის შენ იცი, ისე არაა ცუდი ბიჭი.
- შენც არ დაიწყო ძალიან გთხოვ. მორჩეს მაგაზე ერთხელ და სამუდამოდ, წავა აწი ეგეც თავის ამერიკაში და დალაგდება ყველაფერი ძველებურად.
- კარგი, ხმას აღარ ვიღებ. -ჩემს სახლთან ჩამოვედი და სადარბაზოს ავუყევი.
...........
მეორე დღეს გვანცასთან წავედი. ვფიქრობდი როგორ შევხებოდი თემას რომლისთვისაც ვიყავი მისული, გვანცა ენას არ ჩერებდა, რაღაცას მიყვებოდა მაგრამ უცებ შემომხედა და გაკვირვებულმა მკითხა:
- რა გჭირს?
- რაა? აა არაფერი, ისე ჩავფიქრდი, რას ამბობდი?
- აბა თქვი რაზე ფიქრობდი? თუ ვისზე?
- ჰო, ვისზე, ოღონდ შენ რომ ფიქრობ იმაზე არა
- თქვი ეხლა ნუ დამღალე
- გიგაზე ვფიქრობდი.
- და რა სჭირს გიგას, რამე მოუვიდა?
- ჰო, მოუვიდა, შეყვარებულია ყურებამდე თან უკვე წლებია.
- საიდან იცი?
- რა საიდან ვიცი?
- რომ შეყვარებულია
- თვითონ მითხრა და ისედაც ყველა ამჩნევს შენს გარდა, რატომღაც დაბრმავდი
- კი მაგრამ შენ გითხრა და მე არა? ეგ ჩემთან როდის მერე არ ამბობს მასეთ რამეებს - მართლა გაკვირვებული იყო გვანცა.
- არა რა მართლა ბრმა ხარ.
- ვერაფერი გავიგე.
- რა ვერ გაიგე გოგო, წლებია უყვარხარ და ხმას ვერ იღებს, შენი სიყვარულის ამბავს უხმოდ ისმენდა და იტანჯებოდა, ეხლაც გული უსკდება როგორ მიიღებს ამ ამბავსო.
- რას ამბობ ანი?
- რაც გესმის.
- კი მაგრამ ყველაზე ახლო მეგობრად ვთვლიდი და ყველაფერს ვუყვებოდი და ეხლა რა ვქნა? - დაბნეული ბუტბუტებდა.
- ვიცი, თვითონაც მაგას დარდობდა სწორედ და მაგიტო არ გეუბნებოდა არაფერს სულ არ დავკარგოო.
- დამკარგა და ეგაა, მაგას მე ძმასავით ვუყურებდი და ეხლა სხვანაირად როგორ შევხედავ არ მესმის და არც მინდა მესმოდეს.
- უნდა დაილაპარაკოთ და მოაგვაროთ ერთმანეთში.
- საერთოდ ვერ ვფიქრობ რაზე ველაპარაკო, თავი გამისკდება ეხლა, არ გამეკაროს ცოტა ხანი.
- მთლად ესე მკაცრად ვერ ვეტყვი, ვეტყვი რომ დრო გჭირდება გონს მოსასვლელად, კარგი წავალ ეხლა და დაწყნარდი და მშვიდად იფიქრე, მეტისმეტად მკაცრად არ მოექცე ცოდოა ისიც.
- კარგი. - მითხრა და წამოვედი. გიგას დავურეკე. შენს სახლთან დაგხვდებიო მითხრა. ცოტა არ იყოს არ ვიცოდი რა მეთქვა და ისე როგორ მეთქვა რომ არ მეტკინა მისთვის. ფეხით მოვუყვებოდი ტროტუარს ჩაფიქრებული და ვერც კი შევამჩნიე გზის გადაკვეთისას მოსახვევიდან გამოვარდნილი მანქანა. მუხრუჭების ხმამ გამომაფხიზლა, დაბნეულმა შევხედე ჩემს წინ გაჩერებულ მანქანას რომელთანაც მილიმეტრები მაშორებდა და თემო შემრჩა ხელში. გიჟივით გადმოხტა და მომვარდა.
- კარგად ხარ? ხომ არაფერი იტკინე? - კითხვები მომაყარა, აღელვებისგან ძლივს სუნთქავდა.
- კარგად ვარ კი. - ვუპასუხე დაბნეულად.
- რას აკეთებდი აქ, ეხლა რომ დამერტყა ჩემ თავს როგორ ვაპატიებდი, ასე გაუხედავად გზაზე გადასვლა გაგონილა? - საყვედურებს მაყრიდა და ვატყობდი როგორ ძლივს იკავებდა ბრაზს.
- ხომ არ დაგირტყამს რაღას ნერვიულობ - გამეცინა ასე გამწარებული რომ დავინახე
- უყურე ერთი კიდეც რომ იცინის, რომ დაგჯახებოდი და რამე მოგტეხოდა?
- ნუ გეშინია არ გიჩივლებდი - უკვე ვმხიარულობდი ასეთ დღეში რომ ვხედავდი
- ღირსი ხარ კარგად მიგტყეპო, მართლა ბავშვი ხარ, ვერც კი იაზრებ რომ გადარჩი
- ოჰო, ცემითაც მემუქრები? - ირონიულად გავუღიმე
- დიახ, ჩვენ უკვე მეგობრები ვართ, ამიტომ უფლება მაქვს. წამოდი ეხლა სახლში მიგიყვან თორემ არ ხარ სანდო რომ მარტომ იარო, რა ვიცი კიდევ რას მოიწევ.
- არ არის საჭირო, ჩემით წავალ.
- ვნახეთ როგორც დადიხარ შენით, - მითხრა და პასუხს არც კი დაელოდა, ხელი ჩამავლო და მანქანაში თითქმის ძალით ჩამსვა. მოულოდნელობისგან წინააღმდეგობის გაწევაც ვერ მოვახერხე. თვითონ საჭეს მიუჯდა და კმაყოფილი სახით გადმომხედა.
- ღვედი შეიკარი, - მითხრა და გამიღიმა. უსიტყვოდ შევიკარი ღვედი. თემომ მაგნიტოფონი ჩართო და სასიამოვნო მუსიკამ გაიჟღერა. უხმოდ მივდიოდით. მუსიკის მელანქოლიურმა ხმამ ფიქრში წამიღო.
- სადმე დავსხდეთ ყავა დავლიოთ და ცოტა ვისაუბროთ.
- არა, მეჩქარება, სახლში უნდა მივიდე.
- ჩემი ხომ არ გეშინია, მხოლოდ ყავა და მერე სახლში მიგიყვან.
- არა რა სისულელეა რატომ უნდა მეშინოდეს, უბრალოდ გიგა მელოდება ჩემთან და ამიტომ.
- გიგა? - ორაზროვნად გადმომხედა - გასაგებია
- რა არის გასაგები, გიგა ჩემი მეგობარია, ძმასავით მყავს, რაღაც მთხოვა გამერკვია და გავურკვიე, ეხლა მელოდება რომ პასუხი გავაგებინო.
- კარგი, დამშვიდდი, ნუ ბრაზობ, მჯერა - ჩაეღიმა. უცებ საშინლად გავბრაზდი საკუთარ თავზე რადგან ისე გამოვიდა თითქოს თავს ვიმართლებდი მის წინაშე, ვინ არის, რა უფლებით მიწყობს დაკითხვას, ვფიქრობდი და თან თავს ვსაყვედურობდი მანქანაში რომ ჩავუჯექი. ხმა აღარ გავეცი.
- ნუ იბუტები, კარგი ჰო, მიგიყვან სახლში. - ისევ არ ვუპასუხე. სახლთან გიგას მანქანა შევნიშნე. სადარბაზოსთან ჩამოვედი, მადლობა გადავუხადე თემოს მოყვანისთვის და...
- ისევ ბრაზობ ჩემზე? - მკითხა
- არა, კარგად და კიდევ ერთხელ გმადლობთ.
- კარგად ანი. - მითრა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.
გიგას მანქანისკენ წავედი, ისიც გადმოვიდა.
- თვალებს არ ვუჯერებ, თემომ მოგიყვანა? - გაოცებული მიყურებდა გიგა
- არ დაიწყო ეხლა, შემთხვევით შემხვდა და სახლამდე მომიყვანა, გოგოებთანაც არ თქვა მაგათი თავი არ მაქვს.
- კარგი, რა ქენი ელაპარაკე?
- აქ ხომ არ ვიდგებით, წამოდი სახლში შევიდეთ
- არა რა, იქ შენები იქნებიან, მშვიდად ვერ ვილაპარაკებთ, აქ ვიყოთ, რაო რა თქვა, ძალიან გაბრაზდა?
- უფრო დაიბნა, არ ელოდა
- რა თქვა ნუ მაწვალებ
- არაფერი, ძმასავით ვუყურებო, ვერ წარმოვიდგენდიო, ყველაფერში ვენდობოდიო.
- არ შემიძლია მაგის ძმობა, ვცადე და არ გამომივიდა, გგონია არ ვცდილობდი გულიდან ამომეგდო? იმდენად ახლოს იყო და იმდენად შორებელი, წლებია ხმას არ ვიღებ და მეტს ვეღარ გავჩუმდებოდი, თვითონ გამომიტანოს განაჩენი, რასაც იტყვის იმას მივიღებ.
- ცოტა აცადე, აზრზე მოვიდეს, დაფიქრდება და გააანალიზებს ყველაფერს.
- არ დაველაპარაკო?
- ჯერ არა, ცოტა დრო მიეცი, ასე სჯობს ორივესთვის.
- კარგი , მადლობა ანი, წავალ ეხლა მე.
- წამოდი ჩემთან, დავსხდეთ, ყავას დაგალევინებ.
- არა, დღეს არა, სხვა დროს იყოს.
- კარგი, წადი მაშინ, ოღონდ ფრთხილად იარე.
- კარგად. - თქვა და წავიდა. სახლში ავედი. მარი მათემატიკის ამოცანებს ჩაჰკირკიტებდა.
- გინდა მოგეხმარო?
- კი რაა
- ნუ მიყურებ საწყალი თახვის თვალებით - გამეცინა მე
- მიყვარხარ დაიკო - მომეხვია და კოცნა დამიწყო
- რა მექრთამე ხარ, თუ რამე გჭირდება
- სულაც არა - გაიბუტა მარი
- კარგი ხო მოდი გავაკეთოთ .
............
სამი დღე ისე გავიდა არავის შევხმიანებივარ, ლექციებზე დავდიოდი და სახლში ვბრუნდებოდი. მეოთხე დღეს გვანცამ დამირეკა, საღამოს ჩემთან გამოდი საქმე მაქვსო. ვიფიქრე ალბათ გიგაზე უნდა მითხრას რამე-თქო და დავთანხმდი. ექვსი ხდებოდა რომ მივედი, სახლიდან ხმაური გამოდიოდა, გამიკვირდა მეგონა მარტო უნდოდა ჩემთან ლაპარაკი, ზარი დავრეკე, კარი გიგამ გამიღო, გაუცებულმა კითხვით სავსე თვალებით შევხედე, მერე მოგიყვებიო ჩუმად მითხრა და ოთახში შემიძღვა. ყველანი აქ იყვნენ და მათ შორის თემოც.
- ეს მგონი მართლა ჩვენთან მეგობრობას აპირებს - გავიფიქრე გულში და ჩემივე ფიქრზე გამეცინა.
- ვაა ანიც მოვიდაა, - ახმაურდნენ ყველანი.
- რა ხდება აქ? გვანცა დაბადების დღე გაქვს და დამავიწყდა? - ღიმილით ვკითხე გვანცას
- არა საყვარელო, უბრალოდ მოუარათ თავში და დამადგნენ ყველანი ერთად და შენ ხომ არ გამოგტოვებდით - შემომცინა გვანცამ.
- კი მაგრამ მასე რომ არ გითქვამს?
- მოიმიზეზებდი რამეს შენი ამბავი რომ ვიცი და არ მოხვიდოდი, ამიტომაც იდუმალი გამოძახება მოგიწყვე, ხომ კარგად გამომივიდა?
- კი ნამდვილად, რა გინდა შენ ეკონომიურზე, თეატრალურზე უნდა წასულიყავი.
- არ გამიშვებდა მამაჩემი თორემ სიამოვნებით, ჩემი შვილი სერიოზულ სპეციალობას უნდა ფლობდეს ასეა ეს, სხვანაირად არ შეეფერება ჩემს ოჯახს - ხმა დაიბოხა გვანცამ რომ მამამისისთვის მიებაძა, ყველას გაგვეცინა,
- რადგანაც ყველანი აქ ვართ, მოდით რაიმე ვითამაშოთ, ხომ უნდა გავერთოთ რაღაცით. - იდეა შემოიტანა თამთამ.
- რა ვითამაშოთ?
- სიმართლე და მოქმედება
- თანახმა ვართ - დაიძახეს ერთხმად.
- პიველი მე ვიწყებ როგორც იდეის ავტორი, მკითხეთ აბა, კითხვას დასვამს ლიკა.
- სიმართლე თუ მოქმედება? - ჰკითხა ლიკამ
- მოქმედება - დაიძახა თამთამ და ლიკამ მოდი მაკოცეო და მანაც აკოცა, ლიკას გვერდით გვანცა და ბექა იჯდა, კითხვა იმანაც გაიმეორა.
- სიმართლე, - აირჩია გვანცამ
- დრო რომ დაბრუნდეს რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში? - ჰკითხა ბექამ. გვანცა დაფიქრდა.
- არასოდეს გავიცნობდი ზაზას - თქვა უცებ. ბექამაც სიმართლე აირჩია.
- შენს ცხოვრებაში არის თუ არა ისეთი რამ რაც არ ვიცით და რა არის ეს რაღაც - ჰკითხა გიორგიმ. ბექა წამოწითლდა, ცოტა ხანს შეყოვნდა და მერე უპასუხა.
- არის, შეყვარებული ვარ გოგონაზე რომელიც ამას ვერც კი ხვდება და მე კიდე ვერ ვეუბნები. - ყველა გავჩუმდით, რადგან ყველამ ვიცოდით ვინ იყო ეს გოგო.
- და რატომ ვერ ეუბნები? - გაკვირვებულმა ჰკითხა ლიკამ. ბექა საშინლად გაწითლდა, აღარ იცოდა რა ეთქვა. - თუ არ ეტყვი როგორ გაიგებს რომ გიყვარს, ჩემი აზრით უნდა უთხრა, აბა რა აზრი აქვს გიყვარდეს თუ არ ეცოდინება - არ ეშვებოდა ლიკა.
- მეშინია რომ საერთოდ დავკარგავ - მწარედ გაეღიმა ბექას და მუდარით შემოგვხდა მიშველეთო.
- ისედაც დაკარგული არ გყავს თუ არ იცის?
- ანუ ფიქრობ რომ უნდა იცოდეს? - გამომცდელად შეუბრუნა კითხვა ლიკას
- აუცილებლად, იქნებ ისიც არ იყოს გულგრილი შენდამი და ვერ გეუბნება, მაშინ როგორ უნდა მოიქცეს თუ შენც ვერ ეტყვი ხომ ტყუილად კარგავთ ერთმანეთს შენი გაუბედავობის გამო.
- რას მეუბნები ლიკა - ფერი დაკარგა ბექამ მღელვარებისგან
- სრულ სიმართლეს, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, რას გაჩუმებულხართ ტყუილს ვამბობ? - მოგვიბრუნდა უცებ ჩვენ. აღარ ვიცოდით რა გვეთქვა, ლიკა კიდევ მიამიტი თვალებით გაოცებას ვერ მალავდა.
- კარგი გავაგრძელოთ თამაში, გვეყოფა, გიორგის ჯერია, - გაჭირვებიდან იხსნა ბექა ნანამ
- მეც სიმართლეს ვირჩევ, მომეწონა ესეთი მსვლელობა - თქვა გიორგიმ
- ყავას დალევ თუ ჩაის? - ჰკითხა ნანამ გიორგის, ყველას სიცილი აგვიტყდა.
- ისე დროული კი იყო ეგ კითხვა ხომ იცი, ყავას - უპასუხა გიორგიმ. გვანცა სამზარეულოში გაიქცა რომ ყველასთვის ყავა მოეტანა. ნანას გვერდით თემო იჯდა. თემოს გვერდით თამთა, ის უცებ წამოხტა მალე მოვალო და ოთახიდან გავიდა, მივხვდი რომ სპეციალურად გააკეთა რადგან თამთას გვერდით მე ვიჯექი. თემომაც მოქმედება აირჩია, გაოცებულმა შევხედე, მან მითხრა რომ მასთან ერთად უნდა გამესეირნა. ნანამ ტაში შემოჰკრა.
- წადით გაისეირნეთ და მალე დაბრუნდით - ო
- ეხლა უნდა გავისეირნოთ? - ვკითხე მე ცოტა არ იყოს უხერხულად.
- არ არის აუცილებელი ეხლავე წავიდეთ მაგრამ ვალში ვიტოვებ და აუცილებლად უნდა გადაიხადო - მითხრა თემომ ღიმილით. შვებით ამოვისუნთქე. ჩემი ჯერი იყო და გვერდით გიგა მეჯდა.სიმართლე ავირჩიე და გიგამ შეშინებულმა შემომხედა.
- რამ უნდა გაიძულოს საყვარელ ადამიანზე უარის თქმა? - ვკითხე მე, შვებით ამოისუნთქა.
- მხოლოდ ღალატმა - მიპასუხა გიგამ, ამ დროს გოგონებმა ყავა და ტკბილეული შემოიტანეს. გვანცამ კონიაკი და ცხელი ხაჭაპურებიც შემატა სუფრას.
- ეს საიდან გააჩინეთ ასე უცებ? - გაუხარდა გიგას
- შეკვეთა მივეცით და მოიტანეს - უპასუხა გვანცამ.
- გეყოფათ თამაში, მაგიდასთან მობრძანდით - მიგვიწვია თამთამ.
- ხვალ პიკნიკს ვაწყობთ ბუნებაში და არავინ დააკლდეს. - გასცა ბრძანება ბექამ, მიგვაქვს სამწვადე და ყველაფერი რაც სახლში მოგვეპოვება.
- კარგი აზრია, გიტარა ჩემზე იყოს. - დაიძახა გიორგიმ. ნანამ მუსიკალური ცენტრი ჩართო და ბექა ვალსის საცეკვაოდ გაიწვია. გიგამ ხელი ჩამჭიდა და დაუკითხავად გამიყვანა რომ გვეცეკვა. უარი არ მითქვამს რადგან მაინტერესებდა ისაუბრა თუ არა გვანცასთან.
- აბა, როგორაა საქმე, ისაუბრეთ? - ვკითხე ხმადაბლა და თან ვცეკვავდით.
- მაგიტომაც გამოგიყვანე, მითხრა ძმასავით გიყურებ და სხვანაირად ვერ შეგხედავ, ამიტომ თუ არ გინდა საერთოდ დამკარგო, ჩათვალე რაც ითქვა არ გამიგონია და ყველაფერი ძველებურად დავტოვოთო.
- რა უპასუხე?
- რას ვეტყოდი? იმას საერთოდ ვერ ავიტან რომ, აღარ მელაპარაკებოდეს და გამირბოდეს, საერთო მეგობრები გვყავს ბოლოსდაბოლოს და ან მე არ უნდა ვიყო ან ის, ამიტომ დავთანხმდი, ასე შორიდან მაინც მეყოლება მხედველობის არეში. თან არავინ ვიცით რას მოიტანს მომავალი, იმედს ბოლომდე ჯერ ვერ დავკარგავ.
- რა გითხრა, მართალი ხარ, ურთიერთობის ასეთი ფორმა ჯობია სულ არაფერს.
- თემო თვალს არ გაშორებს, იმედია ჩემზე არ ეჭვიანობს, - მიჩურჩულა გიგამ
- რა სისულელეა, თან გასაგებად მივახვედრე რომ ჩვენს შორის მეგობრობის მეტი ვერაფერი იქნება
- და შენ თვითონ გჯერა იმის რასაც ამბობ?
- კარგი ერთი, ასე უცებ ვერ გაგიჟდებოდა ჩემი სიყვარულით და მოწონება შეიძლება მალე გადაუვიდეს ადამიანს. - მელოდია შეწყდა და ჩვენც დავუბრუნდით ადგილებს. ცოტა ხანში ავიშალეთ. სადარბაზოში ნანამ გამაჩერა და მანქანით წაყვანა შემომთავაზა.
- არ არის საჭირო - ვუპასუხე მე.
- მაინც შენსკენ მოვდივართ, თამთა ხომ უნდა მივიყვანოთ და ნუღარ უარობ წამოდი. - თავი აღარ გამოვიდე, დავეთანხმე და მანქანისკენ წავედით. ჯერ თამთა დავტოვეთ, ერთი ქუჩის შემდეგ ჩემი ბინა იყო.
- ცოტა ხომ არ გაგვესეირნა? - შემოგვთავაზა თემომ
- გვიანია უკვე - ვთქვი მე
- გავისეირნოთ ცოტა სანაპიროსკენ - დაეთანხმა ნანა იმ წამსვე
- რა საჭიროა, დღეს ისედაც საკმაოდ გავერთეთ, ან მე დამტოვეთ და თქვენ როგორც გინდათ.
- რატომ გაურბიხარ ჩემს გარემოცვაში ყოფნას ანი? ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ მეგობრები ვართ - მკითხა თემომ
- არ გავურბივარ უბრალოდ ვფიქრობ რომ ზედმეტია დღეისთვის კიდევ სადმე წასვლა.
- ღამით მთაწმინდაზე ასულხართ? იცი რა ლამაზია იქედან გადმოხედვა?
- ეხლა მთაწმინდაზე ასვლას ფიქრობთ? - შეშფოთებულმა ვიკითხე
- რა მოხდა მერე, ძალიანაც კარგია - მიპასუხა ნანამ
- ცოტა ხნით ავიდეთ და მალევე დავბრუნდეთ, არ დაგაგვიანებ პირობას გაძლევ, თანაც უკვე საკმაოდ გავცდით შენს სახლს და აღარ ღირს უკან მიბრუნება. - ეს რომ თქვა მაშინ დავაფიქსირე რომ მართლაც საკმაოდ შორს წავსულვართ ისე რომ არც მიმიქცევია ყურადღება.
- ლაპარაკში გამართეთ და ჩემს სახლს გამაცილეთ, ეს უკვე ნებართვის თხოვნა აღარ გამოდის წასვლაზე - გავბრაზდი მე.
- თუ გეწყინა მოვბრუნდები - მანქანა დაამუხრუჭა თემომ.
- კარგი რა ანი რატო იცი ეგრე, ერთ საათში დავბრუნდეთ, არავინ შეგჭამს რა მოხდა თუ წავალთ - არ ჩუმდებოდა ნანა. უხერხულად ჩავვარდი და დავეთანხმე.
- მხოლოდ ერთი საათი,
- ძალიან კარგი, - მანქანა დაძრა თემომ. უცებ თავში შიშნარევმა აზრმა გამიელვა.
- იქნებ რა აქვს განზრახული და ნანაც ეხმარება, მე კიდევ სულელივით ამ ღამით ჩავუჯექი მანქანაში.
- ნუ გეშინია არ მოგიტაცებ - თითქოს ჩემს აზრს მიხვდაო მითხრა თემომ.
- მეგობრები არ იტაცებენ - მივუგე მეც - მეგობრობა ნდობას ნიშნავს როგორც ვიცი.
- ოო პრაქტიკულად დამამარცხე - ხმამაღლა გადაიხარხარა თემომ.
- თან რა აზრი აქვს იმის მოტაცებას ვინც არ დარჩება, ეგ ძველად იყო მოდაში, ოღონდ იტაცებდნენ შეყვარებულებს რადგან გოგონას რცხვენოდა თავისი ნებით გაყოლა და ერთგვარი შეთანხმებით გაითამაშებდნენ-ხოლმე მოტაცებას.
- რატომ, რამდენი ოჯახი შექმნილა ისეთი მოტაცებით როდესაც გოგონა თანახმა არ იყო, მაგრამ შემდეგ გამართლებულა ასეთი შექმნილი ოჯახები და სიბერესაც კი ერთად შეხმატკბილებულად შეხვედრიან - არ თმობდა პოზიციას თემო, მივხვდი რისი თქმაც უნდოდა ამიტომ უკან არც მე დავიხიე.
- ის რომ ქალს აიძულეს არასასურველ მამაკაცთან დარჩენა საერთოდ არ ნიშნავს ბედნიერებას და სიყვარულს, თუ ვინმეს ეგონა რომ ქალს რომელსაც ძალით დააბავდა ცოლქმრობის უღელით აუცილებლად შეუყვარდებოდა და ამით ყველაფერი მორჩებოდა თავს იტყუებდა უბრალოდ, ბევრი ოჯახი ვიცი სადაც ქალს მთელი ცხოვრება მოუწია არასასურველი ქმრის გვერდით ცხოვრება და თამაშობდა ვითომ უყვარდა გამოუვალი მდგომარეობის გამო, იმაზე დიდი უბედურება არ არსებობს ვიდრე იმის ცოდნა რომ არ უყვარხარ და მოვალეობის გამო გიტანს, საცოდავია ადამიანი ვისაც ასეთი ცხოვრება აურჩევია, ან რად უნდა გვერდით ისეთი ადამიანი რომელიც არასოდეს სიყვარულით არ შეხედავს.
- ძალიან მკაცრი ხარ, საკმაოდ რთული იქნება შენ ვინმემ თავი შეგაყვაროს - თქვა თემომ.
- ვიცი და საერთოდ არ მაწუხებს ეს, პირიქით ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს - გამეღიმა.
- მაგრამ რაც უფრო რთულად მისაღწევია საქმე, მით უფრო საინტერესოა ის. - ჩაილაპარაკა თავისთვის ხმადაბლა. ვითომ ვერ გავიგონე რა თქვა, ფანჯარაში დავიწყე ყურება.
- არ დაგავიწყდეს ჩემი ვალი გაქვს - მითხრა უცებ
- რა ვალი?
- გასეირნება გმართებს ჩემთან.
- ხომ მივდივართ ეხლა,
- არა, ეს არ ითვლება, ჩვენ ფეხით გავისეირნებთ მაშინ როცა გეტყვი.
- როცა მეტყვი?
- კი, იმიტომ რომ დღეს დაგითმე და მეგობრებს არ მოგწყვიტე, მოგიწევს წამოხვიდე როცა გეტყვი. - გამაკვირვა მისმა ბრძანების კილომ და არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ მხრები ავიჩეჩე. ნანა გახარებული გვიყურებდა, ფიქრობდა რომ დავუთმე,
- რა ცუდად მიცნობ - გავიფიქრე ჩემთვის. მთაწმინდაზე სასიამოვნოდ გრილოდა. ცოტა ხნით გავჩერდით, ხედით ვტკბებოდით, შემდეგ წამოვედით. თემომ მანქანა კაფესთან შეაჩერა.
- მოდი რაიმე ცივი დავლიოთ - შემოგვთავაზა
- რა კარგად მოიფიქრე - აღტაცებულმა ტაში შემოკრა ნანამ.
- მგონი დღევანდელი დღე არ დამთავრდება - ჩავილაპარაკე ჩემთვის, მაგრამ თემომ გაიგონა.
- გინდა რომ ჩქარა დამთავრდეს? ასე გაწუხებს ჩემს გარემოცვაში ყოფნა?
- ეგ რა შუაშია, უბრალოდ მართლა გვიანია უკვე, ჩემები ინერვიულებენ.
- დიდი ხნით აღარ დაგაგვიანებ, პირობას გაძლევ აქედან პირდაპირ სახლში მიგიყვან. - აღარაფერი მითქვამს, უსიტყვოდ ჩავუარე და კაფეში შევედი.
- ასეთი მოუშორებელი არაფერი მინახავს - ვფიქრობდი ჩემთვის.
- ყავას ხომ დალევთ? - გვკითხა თემომ
- დავლევთ, ნალექიანს. - უპასუხა ნანამ ისე რომ პასუხის გაცემა არ დამაცადა, ხმა აღარ გამიღია.
- იქნებ უნალექო ცივი ყავა გირჩევნია? - მომიბრუნდა თემო
- არა, ანის უშაქრო ნალექიანი ყავა, მე კიდევ შაქრით. - თემომ კითხვის თვალით შემომხედა რას იტყვისო. მე გამეცინა.
- რა აზრი აქვს რამის თქმას მაინც ისე აკეთებთ როგორც გინდათ, დღეს თქვენი ტყვე ვარ გამოდის.
- რას ამბობ, მართლა მასე ფიქრობ? - აშკარად შეწუხდა თემო
- შენთან სხვანაირად არ გამოდის და რა ვქნათ - ნიშნისმოგებით მითხრა ნანამ - ყველაფერზე ძალით უნდა დაგითანხმოს კაცმა.
- დღეს ყველაფერზე გთანხმდებით მაგრამ ...
- სულ ყველაფერზე? - ეშმაკურად შემომცინა ნანამ
- გაგიმართლა რომ ნანას ნათესავი ხარ, ეს ასე თავგამოდებულად ვინმეს მხარეს იჭერდეს პირველად ვნახე, აი შენ კი აუცილებლად მოგთხოვ პასუხს ყველაფრის გამო, ქალბატონო და მერე ვნახოთ როგორ იჭიკჭიკებ.
- ვაი, ეხლა მართლა შემეშინდა - აკისკისდა ნანა, მიმტანმა ყავა, წვენი და ხილი შემოიტანა.
- ორ დღეში ამერიკაში მივფრინავ, ბილეთი უკვე ავიღე, - თქვა და შემომხედა
- უკვე აიღე? რატომ არ მითხარი? - ჰკითხა ნანამ
- ხომ გითხარი ეხლა, თან რას შეცვლიდი - გაეღიმა თემოს, მერე დაამატა - აქედან წასვლა ასე არასოდეს გამჭირვებია.
- და როდის ჩამოხვალ კიდევ?
- არ ვიცი ნანა, ერთი წელი მაინც ვერ ჩამოვალ თუ მეტი არა.
- ანუ იკარგები შენებურად.
- დღეს მაგიტომ მინდოდა რომ გაგვესეირნა, გვესაუბრა.
- ხვალ გამოსამშვიდობებელ საღამოს მოგიწყობ, შევიკრიბოთ ყველანი ერთად.
- არ გამოვა, ხვალ ჩემებთან უნდა წავიდე, დედაჩემთან უნდა გავატარო ეს დღე, თუ გინდათ თქვენ ჩამოდით ყველანი ჩემთან და იქ მოვაწყოთ გამომშვიდობება.
- რა კარგად მოიფიქრე, ჩამოვალთ ყველას ვეტყვი, ხომ წამოხვალ ანი?
- ხვალ სემინარი მაქვს და ვერ მოვახერხებ
- ისევ შენებურად დაიწყე ხომ? რა მოხდება რომ წავიდეთ ხომ ხედავ მიდის და როდის ჩამოვა არავინ იცის - გამიბრაზდა ნანა
- მართლა არ მცალია, არ ვიტყუები, სემინარი მაქვს 10 საათზე და რა დროს დავამთავრებთ არ ვიცი.
- დაგელოდებით და როცა გამოხვალ მერე წავიდეთ.
- ვერაფერს დაგაძალებ მაგრამ თუ მოხვალ ძალიან გამახარებ - მითხრა თემომ.
- ბოლოს და ბოლოს მიდის და არაფერი დაშავდება ერთხელ კიდევ თუ ვნახავ, ამით მთავრდება მაინც ყველაფერი. - გავიფიქრე ჩემთვის.
- კარგი წამოვალ. - ვთქვი და დავინახე როგორ გაუბრწყინდა თემოს თვალები. სახლთან რომ მივედით თემომ ერთხელ კიდევ მკითხა:
- ხომ ნამდვილად მოხვალ, ხომ არ გადაიფიქრებ?
- მოვალ - ვუპასუხე და სადარბაზოსკენ წავედი.
......
- ცუდ დროს მიდიხარ, ცოტა რომ შემოვიდა კონტაქტში მაშინ გარბიხარ.
- იცის რომ მივდივარ და მაგიტომ არ გამირბის, რომ ვრჩებოდე ახლოს არ გამიკარებს.
- ეხლა როგორ იქნებით? შენ იქ ეს აქ
- სხვა გზა არ მაქვს, თუ ჩემი ბედია დამელოდება თუ არა და ბედნიერებას ვუსურვებ, ტანჯვაა ჩემთვის იმის გაფიქრება რომ სხვისი იყოს, მაგრამ დრო და მანძილი გვაშორებს და რისი იმედი უნდა მქონდეს?
- არ ვისურვებდი შენს ადგილზე ყოფნას, შენებმა იციან რაიმე?
- არა, ან რა არის სათქმელი.
- არც კი ვიცი რით განუგეშო
- ნუგეში სუსტებს სჭირდებათ, მე არ ვარ ის ადამიანი ვისაც დარდი ან პრობლემა გაანადგურებს. რეალურად ვუყურებ ცხოვრებას, ანიც ასეთია და ამიტომ შემიყვარდა, თითქოს სულმა სული იცნო, ოღონდ ერთად ყოფნა რამდენა გვიწერია ამას ცხოვრება გვაჩვენებს. იმედს არ ვკარგავ რადგან კარგად შევიცანი მისი ბუნება და ვიცი ადვილად ვერავინ წამართმევს და თუ ეს მაინც მოახერხა, აუცილებლად ღირსეული იქნება და ამ შემთხვევაში მთელი გულით ვუსურვებ ბედნიერებას.
- გამაკვირვე შენი დიდსულოვნებით თემო, ამას ბევრი ვერ შესძლებდა
- სიყვარულია ეს ჩემო ნანა, თუ გიყვარს სხვანაირად ვერ იაზროვნებ.
.......
დიდი სამზადისი იყო ლიპარტელიანების ოჯახში, სტუმრებს მოელოდნენ ქალაქიდან წყნეთის აგარაკზე მყოფი თემოს მშობლები, ორი დამხმარე ქალი ტრიალებდა სამზარეულოში, განკარგულებებს იძლეოდა ეზოში ბატონი დავითი, თემოს მამა. მოწყენილი იყო თემოს დედა, ქალბატონი თინათინი, ერთადერთ ვაჟს ისევ შორს უშვებდა და როდისღა ნახავდა არავინ იცოდა.
- დაქორწილებულიყო- მაინც ჩვენებურ გოგონაზე, იქნებ გადმოსულიყო აქეთ საცხოვრებლად და ჩვენც ამოვისუნთქებდით შვებით. - ებუზღუნებოდა ქმარს.
- დამშვიდდი ეხლა, ხომ იცი იქ უკეთ არის და რას შევცვლით ნერვიულობით.- ამშვიდებდა ქმარი.
- აბა ვუყუროთ ასე ერთმანეთს? აღარც შვილი გვინდა და აღარც შვილიშვილი? დიდია უკვე, 26 წლისაა, როდის უნდა დაქორწინდეს? ამერიკელი რომ მოიყვანოს რა ვქნა მერე, ბავშვებს გადაირჯულებს. - წუწუნებდა თინათინი
- კარგი, დამშვიდდი, სტუმრები მოვლენ სადაცაა და გახედე შენს ქალებს ყველაფერი მზად თუ აქვთ, სირცხვილი არ ვჭამოთ ამ უცხო ხალხთან. - უთხრა და გაეცალა რადგან მისთვისაც მძიმე იყო იმაზე ფიქრი რომ შვილი ისევ შორს ეყოლებოდა და ისევ გაურკვეველი ვადით.
.......
უნივერსიტეტიდან გამოსულს ორი მანქანით მელოდებონენ მეგობრები. გიგა იყო თავისი მანქანით და თემო. გიგასთან ადგილი არ იყო, თემოსთან კიდევ სპეციალურად წინა ადგილი დაეტოვებინათ. მივხვდი ნანას მოფიქრებული რომ იყო, არაფერი ვთქვი, მივედი და უსიტყვოდ დავჯექი წინა სავარძელზე. ყველას მივესალმე და დავიძარით.
- როგორ არის სემინარის საქმე? - მკითხა თემომ
- იდეალურად, - ვუპასუხე და ფანჯარაში დავიწყე ყურება. თემოს ჩაეცინა, მუსიკა ჩართო და ღიღინებდა.
- რა კარგია თბილისის სიცხეს ცოტა ხნით მაინც რომ მოვშორდებით - წამოიძახა უკანა სავარძლიდან ლიკამ. თემომ მაღაზიასთან მანქანა შეაჩერა, ხელით ანიშნა გიგას, რომ შეეჩერებინა, ცივი წვენები იყიდა, ერთი პარკით გიგას მანქანაში შეაწოდა და მეორე ჩვენთან მოიტანა. ისევ დავიძარით.
......
წყნეთში მართლაც სასიამოვნოდ გრილოდა და შვებით ამოვისუნთქეთ თბილისის სიცხისგან შეწუხებულებმა.
- მოვიდნენ, მოვიდნენ, - დაიძახა პატარა ბიჭმა, რომელიც შესასვლელ კარზე შემოსკუპულიყო.
- ეს ბავშვი ვინ არის? - იკითხა გვანცამ
- მეზობლის ბავშვია, ჩვენი ეზოს ხილის ხშირი სტუმარია. - გაეცინა თემოს - მახარობლის როლსაც ითავსებს ხოლმე როცა სტუმრებს ველოდებით.
თემოს დედა და მამა შემოგვეგებნენ. ნანამ მანქანიდან პირველმა ისკუპა და მათ მოეხვია.
- შენ მაინც რატომ დაგვივიწყე ჩემო კუდრაჭა გოგო - მიესიყვარულა თემოს მამა.
- ვსწავლობ დათა ძია და რა ვქნა, მაგრამ არდადეგებზე აუცილებლად ჩამოვალ, გპირდები.
- მობრძანდით შვილებო, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ჩემს ოჯახში - გახარებული გვეპატიჟებოდა ქალბატონი თინათინი. ჩვენც შევედით ეზოში.
- უჰ რა სამოთხეა აქ, არა ძმაო აქედან საერთოდ არ წავიდოდი, რა გინდა იმ შენს ამერიკაში დარჩი აქ და იცხოვრე ტკბილად- როხროხებდა გიორგი.
- აბა დედი დატრიალდი შენებურად, - მიესიყვარულა დედას თემო
- კი, დედი, ყველაფერი მზადაა, სუფრა აივანზე გავაშლევინე გრილად იქნებით.
- კარგია დედი კარგი
- მობრძანდით შვილებო დაბრძანდით, ყველაფერს უცებ გავამზადებთ, მანამდე ეზო დაათვალიერებინე თემო
- დაგეხმარებით თინა დეიდა, ბევრი ვართ - უთხრა ნანამ
- არა შვილო, რას ამბობთ, რად მინდა დახმარება, თქვენ დაისვენეთ ყველაფერს ჩვენ მივხედავთ.
- აუცილებლად დაგეხმარებით - უთხრა გვანცამ - უარი არ მიიღება.
- კარგი მაშინ მაგიდაზე გასატანები წამოიღეთ თქვენ - გვითხრა ქალბატონმა თინამ, ჩვენც დავიძარით სამზარეულოსკენ. თემომ თვალი გამოგვაყოლა, შემდეგ ბიჭებს ეზოსკენ გაუძღვა დასათვალიერებლად. ლამაზი სახლი ჰქონდა თემოს, გემოვნებიანად მოწყობილი, ეზო ვარდებით იყო სავსე. სამზარეულოში შევედით. გასატანად გამზადებული თეფშები ავკრიფეთ, აივანზე გამოვიტანეთ და მაგიდაზე დავალაგეთ. თემო ბედნიერი მიყურებდა და ეს ცოტათი მაბრაზებდა.
- ეზოში მწიფე ატამია, ჩავირბენ მოვკრეფ და ამოგიტანთ - გვითხრა ქალბატონმა თინამ.
- ჩვენ წავალთ თინა დეიდა და მოვკრიფავთ - უთხრა ნანამ
- კარგი შვილო, როგორც გინდათ
- გვანცა, ლიკა, წამოდით ატამი დავკრიფოთ, ანი და თამთაც ეყოფათ აქ დასახმარებლად. - გოგონები წავიდნენ. მე და თამთა მაგიდას ვშლიდით.
- როგორ გაწუხებთ შვილებო, - გვითხრა ქაბატონმა თინამ.
- რას ბრძანებთ, რა შეწუხებაა - ვუთხარით ჩვენ. თემომ კიბეებზე ამოირბინა, ხელი ჩამკიდა და მითხრა:
- წამოდი რაღაც უნდა გაჩვენო
- რას აკეთებ, - გაკვირვებულმა შევხედე მე და ვცადე ხელი გამეთავისუფლებინა - ხალხი გვიყურებს
- წამოდი არა უშავს, - მითხრა და ისე გამიყოლა უარის თქმას ყურადღება არც კი მიაქცია. კიბეები სირბილით ჩამატარა. - პირველი შენ მინდა გაჩვენო
- სულ გაგიჟდი? რატომ მაყენებ უხერხულ მდგომარეობაში - საშინლად გავბრაზდი მე და ხელი გამოვტაცე.
- ოო, როგორი ჯიუტი ხარ, სულ ძალით უნდა გაგაკეთებინო ყველაფერი - ძალით ჩამჭიდა ხელი ისევ და იძულებული გავხდი გავყოლოდი, რადგან აშკარად ყველა ჩვენ გვიყურებდა. სახლის უკან ცოტა მოშორებით დიდ კაკლის ხეზე შვლის ნუკრი იყო გამობმული და ბალახს წიწკნიდა.
- ეს რა არის - თვალები გამიბრწყინდა დანახვისას და სულ დამავიწყდა გაბრაზება. ხელი გამოვტაცე და მისკენ გავიქეცი. ნუკრი დაფრთხა და შეშინებულმა დაიწყო ხის ირგვლივ სირბილი. ვაცადე რომ დამშვიდებულიყო და ფრთხილად მივუახლოვდი, დავიჭირე და ვეფერებოდი, საწყლად თრთოდა, ეშინოდა ჩემი. თემო ბედნიერი მიყურებდა.
- საიდან გყავთ? რა საყვარელია
- მამას დაუჭერია ნადირობის დროს, მოსაკლავად ვერ გაუმეტებია და სახლში მოუყვანია.
- ძალიან ლამაზია, - აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი
- მგონი მოეწონე, აღარ გაგირბის, აი მიეცი და უფრო მოგეჩვევა - მარილის ნატეხი გამომიწოდა, გამოვართვი და ნუკრს მივაწოდე, ჯერ დასუნა, შემდეგ ფრთხილად აუსვა ენა და რომ მიხვდა კარგს მაჭმევენო ხარბად დაუწყო ლოკვა. - აბა როგორ მოგეწონა სიურპრიზი? - მკითხა თემომ.
- ძალიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შენზე გაბრაზებული არ ვარ, ეხლა ზემოთ როგორ ავიდე, ამდენი ხალხი გაოცებული მიყურებდა და რა ვთქვა?
- არაფერიც არ თქვა, განა ვალდებული ხარ ვინმეს რაიმე აუხსნა?
- რა მარტივია შენთვის ყველაფერი, მაოცებ როგორ მშვიდად ხარ, შენი აზრით არ მკითხავენ გოგონები სად წაგიყვანაო? და რომ ვეტყვი არ მეტყვიან რატომ მაინც და მაინც მარტო შენო? ხვდები რომ უხერხულ მდომარეობაში მაგდებ? ეგ არის მეგობრობა და მეტი არაფერი?
- რა არ შეიძლება მეგობარს ნუკრი ვაჩვენო? - იცინოდა თემო
- კარგად ერთობი ხო?
- ერთი დღე დამრჩა და ნუ მეჩხუბები, მომეცი ნება დავტკბე ამ დღით.
- გადამრევ რაა, შენ წახვალ და მე აქ უნდა დავრჩე, ამათ რა გაუძლებს მერე.
- გინდა რომ არ წავიდე?
- რა სისულელეა მე ეგ ვთქვი? ნუ აბრუნებ ყველაფერს საშენოდ
- არადა რომ გეთქვა არ იქნებოდა ცუდი - სინანულით თქვა თემომ. - კარგი წავიდეთ, გველოდებიან ალბათ.
კიდევ ერთხელ მოვეფერე ნუკრს და თემოს გავყევი. სახლის წინ რომ გავედით ყველანი მაგიდას მისხდომოდნენ. აივანზე ასულს თემოს დედა მომეხვია და მითხრა:
- მოდი შვილო, აი აქ დაჯექი, - და სკამზე მიმითითა. - საშინლად შემრცხვა, ყველა ღიმილით მიყურებდა და სად წავსულიყავი აღარ ვიცოდი. თემოს გავხედე და ისიც იღიმოდა. სიამოვნებით მოვკლავდი იმის გამო რომ ასეთ დღეში ჩამაგდო. მაგიდას შემოუარა და პირდაპირ ჩემს წინ დაჯდა.
- აბა ჩემო შვილებო, როგორც ოჯახის მასპინძელი, სუფრის თამადობას თემოს ვაკისრებ, და როგორც თამადას დავლოცავ.აბა შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ,როგორ გაუძღვები ამ ლამაზ სუფრას. - თქვა და დალია. თემო წამოდგა, ჭიქა აიღო, სუფრას თვალი გადაავლო და დაიწყო.
- ჩემო ახლადშეძენილო მეგობრებო, ბედნიერი ვარ რომ გაგიცანით, მიხარია რომ დღეს ჩემს ოჯახში გხედავთ ყველას. ამ ლამაზ საღამოს ყოველგვარი ტრადიციებიდან გადავუხვევ და თქვენ დაგლოცავთ უკლებლივ ყველას. ეს ერთი თვე დაუვიწყარი იქნება ჩემთვის, მომენატრებით ყველანი, გაგიმარჯოთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს, არ დაკარგოთ და არ გაანადგუროთ ის რასაც თქვენი მეგობრობა ჰქვია. - თქვა და ბოლომდე დალია. ყველანი სიამოვნებით შეუერთდნენ ამ სადღეგრძელოს. ქალბატონი თინა მაგიდასთან დაფუსფუსებდა. კერძს კერძზე ამატებდა, მაგიდაზე ტევა აღარ იყო. მოვიდა, მხრებზე მოგვეხვია მე და გვანცას და ტბილად გვითხრა.
- მიირთვით შვილებო, რატომ არაფერს ეკარებით
- ყველაფერი გემრიელად გამოიყურება - უთხრა გვანცამ
- თქვენც დაბრძანდით ჩვენთან, საკმარისზე მეტია ყველაფერი, აღარ შეწუხდეთ მეტად - ვუთხარი მე.
- დავჯდები შვილო, ხილსაც მოვიტან და მოვალ.
- აღარ არის საჭირო ნუ წვალობთ - ვუთხარი და უცებ დავაფიქსირე ნანა როგორ გამომცდელად მიყურებდა, -რა საშინელებაა, ვერაფერი ვერ უნდა ვთქვა კუდი რომ არ გამოაბან? - გავმწარდი უცებ, - რა მინდოდა რას მოვდიოდი, ღირსი ვარ ყველაფრის. - ვფიქრობდი მე. - ხმას აღარ ამოვიღებ საერთოდ.
- ამ ჭიქით მორიგი სადღეგრძელო მინდა შემოგთავაზოთ, - თემოს ხმამ გამომარკვია ფიქრიდან.
საღამომ იდეალურად ჩაიარა, ცოტა დალიეს, შემდეგ ეზოს ბოლოში კოცონი დავანთეო თემოს მამამ და იქ გადავინაცვლეთ. კოცონთან დავსხედით და თემომ გიტარა მოიტანა. მომაწოდა და დაუკარიო მთხოვა. გამოვართვი და რამდენიმე ძველი ქართული სიმღერა ვიმღერეთ. შემდეგ გიტარა გიორგის მივაწოდე მაგრამ უარი მითხრა, ბექამ ლექსებით პაექრობა შემოგვთავაზა. პირველი ექსპრომტიც თვითონ მოაყოლა.
- ხშირად რომ მხედავთ ასე დარდიმანდს
და ყველაფრისგან მოცლილს
ყველამ იცოდეთ ჩემი დარდი მაქვს
და ჩემი ჟამი ლოცვის.
- კარგი დასაწყისია - შეაქო გიგამ
- რიგის მიხედვით მივყვეთ, აბა შემდეგი შენ ხარ - მიუბრუნდა გვერდით მჯდომ თამთას.
- მიყვარხარ მეთქი გითხარი და გაგეცინა, პატარა ხარო
მითანაგრძნე- მეთქი და მე არ მიყვარხარო
სანთელს აგინთებ და შენზე ვილოცებ - მეთქი
ღმერთი კი არა ვარო
გაგაღმერთებ- მეთქი და გაგიკვირდა ასე გიყვარვარო?
- უყურე შენ ამას, როგორი დამწვარი თქვა - გაეცინა ბექას
- ყველა ჩვენს საყვარელ ლექსს ვამბობთ ასე არაა? - იკითხა დამორცხვებით თამთამ
- ასეა ასე - გამოეხმაურა გიორგი. - აბა შემდეგი
- მინდა მოგიგონო თბილი მოგონებით
და გკითხო ოდესმე თუ ვინმე გიყვარდა
არ მიყვარს ეს კითხვა, ოო, როგორ არ მიყვარს
ის კი ძალიან, ძალიან მიყვარდა.
წავიდა, წავედი, დამტოვა, დავტოვე,
ცხოვრება ჩვენი და გზები გაიყო
მერე მან ჩემსავით სხვა ვიღაც იპოვა
და ყველაფერი თავიდან დაიწყო. - დაასრულა გვანცამ და ტაშიც დაიმსახურა.
- სად პოულობს ეს გოგო ასეთ დამწვრებს - შესცინა ლიკამ.
- ვდგევარ ნაღვლიანი მტკვრის პირას მარტოდ - მოულოდნელობისგან შევცბი, ნანა ჩემს ლექსს კითხულობდა. ის აგრძელებდა...
და ეს ლოდებიც მიცქერენ კუშტად
ჩემი ნაღველის მიზეზს ნუ მკითხავთ
რადგან მაწუხებს ეს კითხვა დიდად.
მოგონებებმა დამტანჯა ძლიერ,
ნუთუ არა აქვს მას დასასრული,
უმამოდ გაზრდილს სულის სილაღე,
შემომლევია ვით გაზაფხული. - ლექსი ჩაამთავრა ნანამ და შემომცინა. უარის ნიშნად თავი გავუქნიე მაგრამ ნანას რას გააჩუმებდი.
- ხომ არ გეწყინა შენი ლექსი უნებართვოთ რომ წავიკითხე
- ეს შენი საყვარელი ლექსია? - მკითხა თემომ.
- ეს მისი დაწერილი ლექსია, მამა რომ დაეღუპა მაშინ დაწერა - უთხრა ნანამ.
- შენ როდესმე გაჩუმდები? - ვკითხე მე
- ძალიან ღრმად და ლამაზად არის ნათქვამი, კიდევ გაქვს რაიმე დაწერილი? - მკითხა თემომ
- ერთი რვეული აქვს სავსე - ისევ არ მაცადა ნანამ
- ამდენი წელია ვიცნობთ და რომელმა იცოდით რომ ლექსებს წერდა? - იკითხა გაოცებულმა გვანცამ, - ამოუცნობია ეს გოგო რაა, გგონია იცნობ კარგად და უცებ ისეთ რაღაცას აღმოაჩენ შენ თვითონ გაგიკვირდება.
- ეს ძალიან ძველია, 15 წლის ვიყავი როცა თავს ვირთობდი, ეს პერიოდი ყველას აქვს ცხოვრებაში, განსაკუთრებული არაფერი, მარტო ნანამ იცის, ისიც შემთხვევით გადააწყდა ჩემთან, არავისთან თქვა მეთქი და ინახავდა საიდუმლოდ, მაგრამ რად გინდა, ამ ბოლო დროს პირზე აღარაფერი ადგება, ენას ვერ აჩერებს, ეხლა აღარ ვწერ - ვთქვი მე
- კიდევ წაგვიკითხე რაიმე შენი ლექსებიდან - მთხოვა თემომ
- მართლა არ არის არაფერი ისეთი რომ გამოჩენად ღირდეს
- ის წაიკითხე მე რომ მიყვარს - მითხრა ნანამ
- შენ დღეს არ გაჩერდები ხომ - თვალები გადავუბრიალე მაგრამ აინუნშიც არ აგდებდა ჩემ სიბრაზეს - იცოდე მაგასაც მე მოვყვები
- რა დროს მოასწარი ზეპირად სწავლა? - გაოცებულმა ვკითხე, რადგან სულ ერთხელ მიეცა წაკითხვის საშუალება.
- რომელიც მომეწონა სურათი გადავუღე - გამიცინა
- სახლში აღარ შემოგიშვებ - დავემუქრე მე
- მოყვები თუ მოვყვე - მკითხა გამომწვევად
- მოყევი, მაინც ვეღარაფერი გაგაჩერებს ეხლა, ოღონდ ეს იქნება ბოლო დღეს, - გავაფრთხილე მთელი სერიოზულობით. ნანამ ხელი ტუჩებზე მიიფარა, მეტს არ ვიტყვიო და დაიწყო:
- ეკლესიის კარიბჭესთან იჯდა ერთი ქალი,
ქალი იყო მშვენიერი, ლამაზი, მწყაზარი,
მაყვალივით უელავდა ორი გიშრის თვალი,
თვალთაგან კი მოსდიოდა ცრემლთა ნიაღვარი.
ვკითხე: - ქალო რადა სტირი, მითხარ საწუხარი,
მან პასუხი არა გამცა, მომარიდა თვალი,
კითხვა ისევ შევუბრუნე, მყისვ წამოდგა ქალი
და წავიდა, მიმატოვა ინტერესით მკვდარი. - ტაშმა იგრიალა.
- მართლა მაგარია, რატომ ინახავ ასეთ საგანძურს გოგო, გამოაჩინე, ვინ იცის კიდევ რა გაქვს დამალული, ამის შენახვა როგორ შეიძლება - მკითხა აღფრთოვანებულმა გიგამ.
- კარგით ეხლა მართლა და მართლა გეყოფათ - ვთქვი მე
- რა გვეყოფა გოგო, რა ლამაზად დაგიწერია: და წავიდა მიმატოვა ინტერესით მკვდარი - ო, რა სჭირდა ბოლოს და ბოლოს იმ ქალს არ გვეტყვი? - ეხლა გიორგი მომადგა.
- არ ვიცი რა სჭირდა, უბრალოდ თავში რაც მოვიდა ის დავწერე და გეყოფათ ეხლა.
- გამოქვეყნებაზე არ გიფიქრია? - მკითხა თამთამ
- დამცინი? რა გამოქვეყნება, ბარათაშვილის და გალაქტიონის გვერდით დადეთ და მაგ სისულელეს აღარ შემომთავაზებთ - გამეცინა მე
- ერთი მაინც წაიკითხე შენც, - მთხოვა ბექამ
- ისევ? ეხლა ვეღარ უნდა მოგიცილოთ? მოგკლავ ნანა ეს რა გააკეთე - მართლა შევწუხდი
- მხოლოდ ერთი, რომელიც ყველაზე ძალიან მოგწონს შენ თვითონ - მთხოვა თემომ
- მიდი რაა ანი გთხოოვ - ეხლა გვანცა მომადგა
- კარგი მაგრამ ამის მეტს თუ მთხოვთ თქვენთან აღარ გავჩერდები.
- და სად წახვალ ნეტა? - მკითხა ნანამ
- სად წავალ და ქალბატონ თინას მივეხმარები სამზარეულოში სულ მარტო რომ დავტოვეთ უსინდისოდ - ვთქვი მე
- დედას ჰყავს დამხმარეები, არ იდარდო, შენ ერთი ლექსი კიდევ წაიკითხე და მე გაძლევ პირობას მეტს ვერავინ მოითხოვს. - მითხრა თემომ და გამიღიმა
- ის რაც მე მიყვარს ძალიან პატარაა - ვთქვი მე
- იყოს პატარა, - დამეთანხმნენ უცებ, მეც დავიწყე...
- მიყვარს წყვდიადში ქარის კვნესა და წვიმის წვეთი,
როდესაც ჩუმად ჩურჩულებენ ვერხვის ფოთლები,
ქარის ქვითინი გადამისვრის წარსულ ფიქრებში
და მომატარებს ტკბილ და მწარე მოგონებებში. - ვთქვი და გავჩუმდი.
- აუ ეს ყველას ჯობია -თქვა გვანცამ ჩურჩულით
- გადადით ეხლა სხვაზე, - ვთქვი მე, თემოს თვალების თბილ გამოხედვას ვეღარ ვუძლებდი.
- ვისი ჯერია? - იკითხა გიგამ
- თემო შენ თქვი - უთხრა ნანამ. თემომ შემომხედა, გამიღიმა და დაიწყო:
- აპრილის კაბას იები ჰკერენ
ცა მერცხლის ფრთებით მორთეს დილებმა...
მე დავბრუნდები, დიდი ხნის მერე,
მე მოვალ შენთან აუცილებლად.
რომ გაგახსენო ამ გულის ფეთქვა
და ამ სიტყვებით შევხსნა ცისკარი,
რის სათქმელადაც მოვედი შენთან
და მერე უკვე ვეღარ გითხარი.
- რა ლამაზია - აღფრთოვანება ვერ დამალა თამთამ.
- ვაუ თემო გამაოცე - თქვა ნანამ - რა ზუსტად გადმოეცი სათქმელი.
- კიდევ წაგვიკითხეთ რამე რაა - სთხოვა ეხლა გვანცამ. თემო ცოტა ჩაფიქრდა და გააგრძელა.
- ამგვარად ამაყს და ამგვარად ჟინიანს,
რად არ გეშინია? რად არ გეშინია?
ჩემში ველურ ცხენებს გაშლიათ ფაფარი,
ჩემში სიმკაცრეა ათასი აფთარის
და ჩემი მერნების ფაფართა ფლოქვები,
არა, არ გაბედო. წაგლეკავს, მოკვდები.
მე არც ედემი ვარ, არც ზეცა მეშვიდე,
მე გირჩევ შეშინდე, შეშინდე, შეშინდე,
მარჯვენით დაღალულს მიპყრია სადავე,
ქარმა ხან წარმტაცა, ცეცხლში მაქვს სათავე,
ისე მართალი ვარ, ვერ მაცდენს სიყალბე,
არა, არ გაბედო. არა, არ გიყვარდე.
შეშინდი, შეშინდი, რამეთუ ცხელებით,
ჩემში გრიალებენ ველური ცხენები.
- ოჰოჰ, შენ საშიში ყოფილხარ ჩემო ძმაო - უთხრა ბექამ თემოს, - ეს რა ცეცხლი ააგიზგიზე ბიჭოს.
- გაგიჟებულხარ, გაგიბერია,
მალე იმარტებს ირგვლივ იები,
ჩვენნაირები არ იცვლებიან,
არ იცვლებიან ჩვენნაირები - მიულექსა გიორგიმ.
- რა კარგად მიურითმა ხედავ? - აროხროხდა გიგა. უცებ ძახილი შემოგვესმა, თემოს დედა გვეძახდა ყავაზე ამოდითო. უმთვარო ღამე იყო, კოცონი ანათებდა ჩვენს სახეებს. წამოვიშალეთ და სახლისკენ წავედით. სიბნელეში რაღაცაზე ფეხი წამოვკარი და თემომ დამიჭირა თორემ დავეცემოდი. როდის აღმოჩნდა ჩემს გვერდით ვერ შევამჩნიე. ფრთხილად გავითავისუფლე მისი ხელებიდან თავი და მადლობა გადავუხადე.
- ცოტა ხანს დარჩი, დავილაპარაკოთ, - მითხრა თემომ, ჩვენებმა ვერც კი შეამჩნიეს ჩვენი ჩამორჩენა.
- ვიცი რაზეც უნდა ვილაპარაკოთ და არ ღირს თემო, - ვუთხარი მე, თუმცა მაინც შევჩერდი.
- პირველად მომმართე სახელით, - მითხრა მან - ხვალ მივდივარ და არ მინდა ისე წავიდე რომ არ დავილაპარაკოთ
- კარგი მაგრამ არ მოგეწონება პასუხად რასაც მოისმენ, ამიტომ ვფიქრობ დავტოვოთ ყველაფერი როგორც არის.
- მოიცა, ჯერ მათქმევინე, მე პატარა ბიჭი არ ვარ, ის რომ შემიყვარდი შენც ხვდები, დამაცადე არ გამაწყვეტინო, არაფერს გთხოვ სანაცვლოდ, ხვალ მივდივარ და გულს აქ ვტოვებ, სულ პატარა იმედი რომ მიმქონდეს თან ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა მაგრამ ვერაფერს ვიზამ, აქ რომ ვრჩებოდე ასე ადვილად შენს თავს ვერავინ დამათმობინებს სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს მაინც, მაგრამ ვერ ვრჩები, ამიტომ ვერც შენ მოგთხოვ რომ დამელოდო, რადგან არ ვიცი კიდევ რამდენ წელში დავბრუნდები უკან, მაგრამ შენი ერთი სიტყვა სამუდამოდ მომაბრუნებს აქეთ ან შენც ჩემთან ერთად იქნები იქ, როგორც აირჩევ ისე იქნება, ეხლა არაფერი მითხრა, უბრალოდ იფიქრე ჩემზე და თუ შენ გადაწყვეტ ყველაფერს მივატოვებ და უკანმოუხედავად დავბრუნდები. თუ არა და ვერც მაგის გამო შეგიჯავრებ, ჩემთან ერთად თუ უჩემოდ უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებ, რადგან ამას მართლა იმსახურებ. ეხლა წავიდეთ. - მითხრა მან, ხელი ჩამჭიდა, ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად მაკოცა. ხელი გამოვტაცე რადგან სინათლეში გავდიოდით და არ მინდოდა ვინმეს დაენახა. ჩაეცინა ჩემს საქციელზე და ჩუმად მითხრა.
- რა გამიკეთე რომ აღარ მეთმობი და წასვლა არ მინდა, როგორ დაგტოვო და როგორ გავაგრძელო უშენოდ ცხოვრება
- გაჩუმდი, გაიგონებენ - ვუპასუხე მე და ფეხს ავუჩქარე. კიბეებზე სირბილით ავიარე და ლიკას გვერდით მივუჯექი
- სად იყავი? - მკითხა ლიკამ
- არსად
- შენი ყავა გაცივდა შვილო ახალს მოგიტან - მითხრა თემოს დედამ
- არა უშავს მაინც ცივი მიყვარს - ვუპასუხე მე და ფინჯანი არ დავანებე.
- თინი გამომხედე ერთი - დაიძახა თემოს მამამ და ქალბატონი თინაც იმავე წამს გავიდა.
- გისმენ დავით, რაიმე გჭირდება?
- მოდი აქ ჩემო თინი, რაღაც გითხრა მინდა
- რა იყო ცუდად ხომ არ ხარ
- ნუ დაფეთდი კარგად ვარ, შენ ერთი ის მითხარი ამ ჩვენს შვილს ვერაფერს ატყობ? როგორი ბედნიერი თვალებით შესჩერებია იმ გოგოს, მგონი გვეშველა ხომ იცი შენ - სიხარულისგან ცქმუტავდა ამხელა კაცი.
- შენც შეამჩნიე ხომ? მერე და გოგოც რა კარგია, ღმერთო დაილოცოს შენი სახელი ოღონდ ეს ბიჭი დაგვიბრუნდებოდეს და არაფერი მინდა სხვა.
- კი მაგრამ ხვალ რომ მიდის? - იკითხა შეწუხებულმა დავითმა
- არა უშავს, დიდ ხანს ვეღარ გაძლებს და მალე დაგვიბრუნდება ჩემი ბიჭი. - ამ საუბარში იყვნენ რომ თემო მიუახლოვდათ:
- რას აკეთებთ ამ სიბნელეში მამა, დედა ხომ კარგად ხართ?
- კარგად ვართ დედა გენაცვალოს,ძალიან კარგად
- რაიმე გამოვტოვე? - იკითხა თემომ დედის ბედნიერ თვალებს რომ შეხედა
- რა კარგი გოგოა ანი შვილო, ძალიან მოგვეწონა მე და მამაშენს, უხდებით ერთმანეთს
- ერთი ამათ უყურე თურმე რაზე ფიქრობენ - გაეცინა თემოს
- იფიქრე შვილო მაგ საკითხზე, არ არის ხელიდან გასაშვები ეგ გოგო - უთხრა დავითმაც
- კი მაგრამ იმას აღარ ფიქრობთ რომ შეიძლება ანის არ უნდოდეს თქვენი შვილი? - დაღონებით უთხრა თემომ მამას
- შენ მოგწონს?
- მარტო ჩემი მოწონება რომ იყოს საკმარისი
- აბა იცი რას გეტყვი? ამ ქალბატონს რომ უყურებ იცი რამდენი ხანი მადევნინა? ხომ არ გგონია დანახვისთანავე გაგიჟდა მამაშენზე, საკმაოდ ბევრი მაწვალა მაგრამ მაგას ვატარებდი თავის ჭკუაზე ხომ იცი? გოგო რომელიც არ გაწვალებს სახლში შემოსაყვანი არაა იცოდე ეს. რაც უფრო ბევრი დევნა უნდა, მით უფრო კარგი და საყვარელია. მე მეტს არაფერს გეტყვი დანარჩენი შენ იცი. - ეს უთხრა გადაჰხვია ხელი თავის მეუღლეს და წავიდა. თემო ჩაფიქრებული უყურებდა ცას. ეძნელებოდა თბილისის მიტოვება, ოცნებით წარმოიდგინა მის ბინაში მოფუსფუსე ანი, სამსახურიდან მოსულს კარს რომ გაუღებდა და სიხარულით აევსო გული.
- არა, რაღაც უნდა მოვიმოქმედო, ასე დიდ ხანს ვერ გავძლებ - ჩაიბუტბუტა და აივნისკენ წავიდა. უკვე ძალიან გვიანი იყო. თინათინი დასაძინებელ ოთახებს აჩვენებდა სტუმრებს. პატარა ერთსაწოლიან ოთახში მომათავსეს. ის იყო გავემზადე დასაწოლად რომ კარზე ფრთხილად დაუკაკუნეს.
- რომელი ხართ?
- მე ვარ შვილო, დოქით წყალი მოგიტანე ღამით რომ დაგჭირდეს - დაუძახა თემოს დედამ. კარი გამოვაღე, დოქი გამოვართვი და მადლობა გადავუხადა.
- ძილი ნებისა შვილო
- ძილი ნებისა თინა დეიდა და ყველაფრისთვის დიდი მადლობა.
დილით ლაპარაკის ხმამ გამაღვიძა. კარგად გათენებულიყო. ავდექი, ჩავიცვი, საწოლი ოთახი მოვაწესრიგე და აივანზე გამოსვლისას თემოს შევეჩეხე.
- უკვე ადექი? რატომ ასე ადრე?
- ადრე ადგომას მიჩვეული ვარ
- კომფორტულად გეძინა ჩემს საწოლში? - ღიმილით ეკითხებოდა თემო
- შენი ოთახი დავიკავე? - დაბნეულად ვკითხე
- ხედავ შენს გამო რამხელა დათმობაზე წავედი? - ხუმრობდა თემო
- სხვები სად არიან? - თემა გადავიტანე
- ჯერ სძინავთ, წამოდი გავისეირნოთ, ხომ გახსოვს ჩემი ვალი რომ გაქვს. - ეზოდან გავედით და გზას გაუყევით. თხელი მაისური და ჯინსები მეცვა. ჯერ კიდევ ადრე იყო და საკმაოდ ციოდა. თემომ შემომხედა, სწრაფად გაიხადა ჟაკეტი და მომახურა.
- იყოს არ მინდა - ვიუარე მე
- რა არ გინდა ტუჩები გალურჯებული გაქვს, გაცივდები
- ეხლა შენ შეგცივდება, წამოდი სახლში წავიდეთ
- ცოტა კიდევ გავიაროთ და მერე დავბრუნდეთ
- კი მაგრამ სად მივდივართ ის მაინც მითხარი
- განა მნიშვნელობა აქვს სად წავალთ? მთავარია ერთად ვართ
- ისევ დაიწყე? ხომ დამპირდი?
- რას დაგპირდი?
- შენი წერილი დაგავიწყდა? წაგაკითხებ და მოგაგონებ თუ გინდა თბილისში რომ ჩავალთ
- შენახული გაქვს? - გაეხარდა თემოს
- არა უბრალოდ გადაგდება დამავიწყდა
- ცოტა რომ გამეხარდეს ვერ აიტანო - ხმაში წყენა გაერია თემოს
- უბრალოდ არ მინდა იოცნებო, შენ კარგი ადამიანი ხარ, შეხვდები ადამიანს ვისაც შეიყვარებ და ვინც მთელი გულით შეგიყვარებს.
- ოღონდ ეს ადამიანი შენ არ გინდა რომ იყო ხომ?
- ჩვენ არაფერი გამოგვივა, ეს ნამდვილად ვიცი, შენ მიდიხარ და ვინ იცის კიდევ როდის შევხვდებით, მე კიდევ ჩემი გეგმები მაქვს და მასში სიყვარული არ შედის, ყოველ შემთხვევაში სტუდენტობის წლებში, 20 წლის ასაკში როგორ შეიძლება ოჯახზე იფიქროს ნორმალურმა გოგომ, ამიტომ აზრი არ აქვს ტყუილა იმედის ქონას, ამას გადაწყვეტილად გეუბნები და აზრს არ შევიცვლი.
- ეგეც იმედია უკვე - გახარებულმა თქვა თემომ
- ვერ ვხვდები რას გულისხმობ, მგონი საერთოდ არ მისმენ
- როგორ არა, თუ შენ ჯერ არ აპირებ ოჯახის შექმნას გამოდის რომ ჩემს ჩამოსვლასაც დაელოდები.
- არა, აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს, წავიდეთ სახლში თორემ მართლა გავიყიდე, როგორ ცივა აქ. - ვთქვი და ჟაკეტი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე. ჟაკეტს თემოს სუნამოს სუნი ასდიოდა და მომწონდა ეს სურნელი, თემო კმაყოფილი მომჩერებოდა თავის ჟაკეტში შეფუთულს რომ მხედავდა. ეზოში რომ შევედით თემოს დედა გამოგვეგება.
- მოხვედით შვილებო? ყავა მზად არის ხომ მიირთმევთ
- რატომ წუხდებით თინა დეიდა
- რა შეწუხებაა შვილო, ვიდრე სხვები გაიღვიძებდნენ შემოდით სახლში ბუხარი ავანთეთ და სითბოში დასხედით. - ოთახში მართლაც სასიამოვნოდ თბილოდა. ბუხართან მივედი და ხელებს ვითბობდი. თემო ბედნიერი მიყურებდა. მხრებზე მოხურული ჟაკეტი ჩამომიცურდა, თემომ ხელი შემაშველა ისევ მომახურა, მხრებზე ხელი მომხვია და ოდნავ მიმიზიდა თავისკენ. სწრაფად გავუსხლტი და ჟაკეტი ხელში შევატოვე. ის იყო უნდა წავჩხუბებოდი რომ ოთახში ხილით სავსე ლანგრით ხელში თემოს დედა გამოჩნდა.
- ხილი მიირთვი შვილო ამ დილით დაკრეფილია
- მოვალ ეხლავე - ვთქვი და ოთახიდან გავედი. თინამ თემოს შეხედა გაკვირვებით, რა მოხდაო
- არაფერია. - თქვა თემომ და ისიც გამომყვა. ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე წამოვწექი. ჩემდა უნებურად აღმოვაჩინე რომ აღარ ვბრაზობდი. თემომ კარზე დამიკაკუნა.
- რომელი ხართ
- ანი მე ვარ გამოდი ცოტა ხნით დავილაპარაკოთ
- მარტო მინდა ყოფნა. - უცებ თემომ გვანცა შენიშნა თავისი ოთახიდა გამოდიოდა და სასწრაფოდ მოშორდა ანის ოთახს.
- დილა მშვიდობისა თემო, - მიესალმა გვანცა.
- დილა მშვიდობის, აბა როგორ გეძინა?
- ძალიან კარგად, უჰ, ცივა ამ დილით, სხვები არ ამდგარან?
- ჰელოუ, - თავი გამოყო ფანჯრიდან გიგამ, - ნელნელა ყველანი გამოვიდნენ ეზოში.
- ანის ისევ სძინავს? - იკითხა ლიკამ - ეგ ყოველთვის ყველაზე ადრე იღვიძებს და როგორ მოხდა? წავალ გავაღვიძებ.
- აქ ვარ, არ მძინავს
- მგონი მოგიხდა აქაური ჰავა აქამდე თუ გეძინა - გაეხუმრა ბექა
- ანიმ ყველას დაგასწროთ ადგომა - თქვა თინამ - აბა წამოდით საუზმე მზად არის
- წავიდეთ, ვისაუზმოთ და შემდეგ გზას დავადგეთ, თემოც ხომ მოსამზადებელია - თქვა გიორგიმ
- არსად მეჩქარება, ჩემოდანი ჩალაგებული მაქვს და ფრენა კიდევ ღამითაა
- ჰო მაგრამ დასვენება არ გაწყენს ძმაო, თან შინაურებთანაც ხომ უნდა გაატარო ცოტა დრო
- თბილისში ჩაგიყვანთ და უკან ამოვბრუნდები არ არის პრობლემა
- ტაქსით წავალთ რაღატომ უნდა გატაროთ წინ და უკან - ვთქვი მე
- არავითარი ტაქსი არ გამაგონოთ, ეგ საკითხი გადაწყვეტილია
- არა მართლა მასე აჯობებს, ანიმ სწორად აღნიშნა - ახმაურდნენ გოგონები
- არავითარ შემთხვევაში, მე მოგიყვანეთ და მე თვითონ წაგიყვანთ, მორჩა ლაპარაკი.
- კი მაგრამ რატომ ჯიუტობ, რა პრობლემაა ტაქსით წასვლა, ტყუილად რატომ უნდა იწვალო? - არ ვიშლიდა ჩემსას. თემოს გაეღიმა
- ჩემი თავიდან მოშორება ასე გეჩქარებათ?
- ეგ რა შუაშია, კარგი იყოს როგორც გინდა, უბრალოდ დროს ბევრს კარგავ გზაში როცა შეგიძლია ეს დრო ოჯახის წევრებთან ყოფნაში გამოიყენო
- ხედავთ როგორი მზრუნველი მეგობარი მყავს? - სახეგაბადრულმა გადახედა სუფრის წევრებს თემომ
- ანი ასეთია, ყველაზე ზრუნავს, სხვანაირად არ შეუძლია - თქვა გვანცამ - ჩემი ყურადღებიანი გოგო
- კარგით ეხლა გეყოფათ, სულ მე როგორ გყავართ თემაში - კიბეებზე თემოს მამა ამოვიდა ვეებერთელა კალათით ხელში.
- ეს მანქანაში ჩადე შვილო, ხილია, წაიღეთ და ისიამოვნეთ,- უთხრა ბექას,
- რა ამბავია ამდენი, სად დაკრიფეთ? - სახე გაუბრწყინდა ბექას
- ეზო სავსეა შვილო, ადრე დილით დავკრიფე რომ ახალი ხილი წაგეღოთ
- ძალიან შეგაწუხეთ, მადლობა თქვენ ასეთი გულღია მასპინძლობისთვის - უთხრა ბექამ და კალათი ჩამოართვა.
- რა შემაწუხეთ შვილო, კიდევ მოდით, არ დაგვივიწყოთ, ჩემს შვილს კიდევ როდის ვნახავ ვინ იცის, თქვენ მაინც გვესტუმრეთ ხოლმე და გაახარეთ ჩვენი კერა.
- მოვალთ ძია დავით, აუცილებლად მოვალთ
- აბა მშვიდად მივდივარ, ჩემებს საიმედო ხელში ვტოვებ.
- არ დავივიწყებთ, არ იდარდო, ვინახულებთ ხოლმე - თქვა გიგამ
- აბა ავიშალოთ ეხლა და გავუდგეთ გზას, დროა უკვე - წამოდგა ერეკლე
- სად გეჩქარებათ შვილო იყავით ჯერ ადრეა - მოგვიახლოვდა თემოს დედა
- წავალთ თინა დეიდა, მაგრამ არ დაგივიწყებთ, ამოგირბენთ ხოლმე, შემდეგ თქვენც რომ წამოხვალთ თბილისში იქაც გამოგივლით, ისე რომ არ მოგაწყენთ - უთხრა ნანამ. მანქანებში ჩავსხედით, ისევ თემოს წინ დამსვეს, გზას დავადექით, თემო დაბღვერილი იჯდა, ორივე ხელით საჭეს ჩასჭიდებოდა და ხმას არ იღებდა. გულს ნაღველი შემოსწოლოდა. გვერდით ეჯდა ის ვის გამოც აქედან წასვლა საშინლად უმძიმდა.
- ფრენა რომელზე გაქვს? - ჰკითხა თამთამ
- ღამის 10 საათზე
- რამდენ ხანში ჩაფრინდები?
- 11 საათი ვიქნებით ჰაერში. დილის ცხრაზე ვიქნები ნიუ-იორკის აეროპორტში.
- და სამსახურში როდის უნდა გახვიდე?
- ზეგ დილით
- კარგია ცოტა დასვენებას მოასწრებ, დარეკე რომ ჩაფრინდები - სთხოვა ნანამ
- დილით გაგაღვიძო? ძილის გუდა რომ ხარ? - გაეცინა თემოს
- მაშინ მომწერე და რომ გავიღვიძებ ვნახავ ან იმას დაურეკე ვინც ჩვენს შორის პირველი იღვიძებს - თვალი ჩაუკრა ნანამ.
- შენ ისევ ვერ ისვენებ ხომ? - მივუბრუნდი ნანას
- ხედავ? უცებ მიხვდა ვის ვგულისხმობდი - აკისკისდა ნანა
- აუტანელი ხარ
- არ გაინტერესებს როგორ ჩავა ამხელა გზაზე შენი მეგობარი? სულ არ იღელვებ რამე რომ მომივიდეს?
- ღმერთმა დაგიფაროს, რა უნდა მოგივიდეს გაგიჟდი? - აღელდა ნანა
- მაინც არავის ვადარდებ და რა აზრი აქვს
- რა სისულეებს ამბობ, ეგ ენა გაგიხმეს - მიაწყევლა თამთამ, გადმოიწია და უჩქმიტა, - ეს შენ მასეთი ლაპარაკისთვის.
- რა მწარე ხელი გაქვს გოგო, ეს რომ დამილურჯდეს ხომ იეჭვიანებს ჩემი სიყვარული
- არ იეჭვიანებს ნუ გეშინია - იცინოდა თამთა
- აბა როგორ მოვიქცე, დავრეკო თუ არა? - მომხედა თემომ
- დარეკე რადგან ვერ ისვენებ - მაინც არ შემეშვები და რა აზრი აქვს რას გეტყვი.
- ჰოდა ძალიან კარგი, ზოგადად ხანდახან უფრო დამჯერი უნდა იყო - თემოს მივუბრუნდი, თვალებში შევხედე და სრული სერიოზულობით ვუთხარი:
- კარგი მაშინ, ხვალიდან ყველასთან დამჯერი გოგო ვიქნები შენს გარდა, შენ მაინც მიდიხარ და ამიტომ - გაოცებულმა გამომხედა - ვინც კი დამელაპარაკება ყველას ყველაფერს დავუჯერებ - დავუმატე მე
- ამას უყურე, განზრახ მაბრაზებს, მე ეგ გითხარი გოგო? გული გინდა გამიხეთქო? შენ წადი და სხვას დავუჯერებო, მკლავს პრაქტიკულად - გამწარდა თემო
- ხომ მითხარი დამჯერი გოგო იყავიო, ჰოდა გიჯერებ რაღა გინდა - მავნებლობის ხასიათზე დავდექი მე - ხვალიდან დამჯერე გოგო ვხდები, გადაწყდა.
- შენ მგონი ვერ ხვდები რისკენ მიბიძგებ, ეხლა ბილეთს გადავცვლი და ხვალ ვნახავ როგორი დამჯერეც იქნები, - თქვა და ტელეფონს დასწვდა.
- რას აკეთებ, გაგიჟდი? - ხელებში დავეტაკე და ტელეფონი წავართვი.
- ტელეფონი მომეცი და გაჩვენებ რას ვაკეთებ. - არ ხუმრობდა თემო
- ვიხუმრე, ყველაფერი სერიოზულად უნდა მიიღო? - ვიცინოდი და ტელეფონს ხელიდან არ ვუშვებდი.
- იხუმრა გოგომ, მაგ ხუმრობას რეალობად გიქცევ და ნახავ.
- ორივე გიჟები ხართ, ზუსტად ერთნაირი ჯიუტი და გადარეული ხასიათი გაქვთ - გაკვირვებული იძახდა ნანა - მართლა გადაცვლიდი ბილეთს?
- ეჭვი გეპარება?
- არა, უკვე აღარ. - ამ დავაში ნანას სახლთან მისულიყვნენ. თემომ მანქანა ტროტუართან შეაჩერა. ნანა და ლიკა გადავიდნენ.
- ჩამოდით თქვენც ცოტა ხნით
- არა ნანა, დღეისთვის საკმარისია, დავიშალოთ
- გვანცა შენ მაინც ჩამოდი, თან საქმე მაქვს შენთან
- არა მეც უნდა წავიდე
- გოგო ჩამოდი რომ გეუბნები, საქმე მაქვს-თქო - თვალით ანიშნა ნანამ
- ნანა გეყოს - ვუთხრი მე. გვანცა მიხვდა და სიცილით ჩავიდა. - მაშინ მეც ჩამოვალ, არსად მეჩქარება.
- არა შენ წადი, გვანცას მარტო უნდა ველაპარაკო - თქვა ნანამ და კარი მიხურა. თემომ მანქანა დაძრა.
- სპეციალურად დაგვტოვეს მარტო
- მივხვდი და უკვე ძალიან შემაწუხეს ამ თავისი ვითომ ზრუნვით.
- არ გინდოდა ჩემთან მარტო დარჩენა? გაწუხებ?
- ისევ თავიდან ვიწყებთ?
- მითხარი თუ გაწუხებ და აღარ გაგეკარები . - სიცილი ამივარდა - რა გაცინებს? - გაბრაზდა თემო.
- დღეს მაინც მიდიხარ და როგორღა შემაწუხებ? - ისევ ვაგრძელებდი სიცილს.
- არ წავიდე? - იმედი გამოკრთა თემოს თვალებში
- წადი - სერიოზული ხმით ვუთხარი მე. თემომ ღრმად ამოისუნთქა და არაფერი მიპასუხა. ჩემ სახლთან მანქანიდან გადმოვედი, თემომ კარი გამიღო და გადმოსვლაში დამეხმარა. ხელში ეკავა ჩემი ხელი და არ მიშვებდა. აღარ ვიცოდი როგორ გავთავისუფლებულიყავი მისი ხელიდან. თემოს სახეზე საშინელ მღელვარებას ვხედავდი. თვალებში მიყურებდა, არ ვეთმობოდი გასაშვებად.
- მეზობლები გვიყურებენ - თემომ ცივად გამიშვა ხელი. - კარგად იყავი თემო, კეთილი მგზავრობა
- კარგად იყავი ანი - ეს თქვა, მანქანისკენ წავიდა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა. როგორღაც გული დამწყდა, მაგრამ უცებ გამოვერკვიე და....
- რა სისულელეა - ჩავილაპარაკეჩემთვის. უცებ მივხვდი რომ ისევ ისე ვიდექი გაშეშებული და სწრაფი ნაბიჯებით სადარბაზოსკენ წავედი.
...........
სამი წელი გავიდა, უმაღლესი წარჩინებით დავასმთავრე და რეზიდენტურაში გავაგრძელე სწავლა, პარალელურად საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. სამ დღეში ერთხელ ვმორიგეობდი. ცხოვრება თავისი გზით მიდიოდა. ნანა გათხოვდა და პატარა ვაჟკაცს ზრდიდა. გვანცამ და ლიკამ თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულეს და საკუთარი დიზაინით ჰქმნიდნენ შედევრებს და რეალიზაციას საზღვრებს გარეთ უკეთებდნენ, ლიკა ტანსაცმლის დიზაინს ჰქმნიდა, გვანცა ფეხსაცმლის. თამთაც გათხოვდა და პედაგოგად მუშაობდა ბავშვთა ბაღში. გიგას თავისი სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა, მრავალსართულიან კორპუსებს აშენებდა და საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა. გიგა და გვანცა ნელ-ნელა დაახლოვდნენ და უკვე მეგობრებზე მეტი გახდნენ ერთმანეთისთვის, ოღონდ ეს მხოლოდ მე ვიცოდი. ბექა და გიორგი პოლიციაში იყვნენ, ხოლო ერეკლე ბანკში. ყველანი დაკავებულები იყვნენ და ისე ხშირად ვეღარ ვხვდებოდით ერთმანეთს.
მე საავადმყოფოში ვმორიგეობდი, საავადმყოფოს შესასვლელთან სასწრაფო დახმარების ავტომანქანა გაჩერდა და ექიმებმა ხანდაზმული მამაკაცი გადმოიყვანეს საკაცით. თან აღელვებული ქალბატონი მოჰყვებოდა.
- ყველა სიმპტომით აპენდიციტია, - უთხრა სასწრაფოს ექიმმა მორიგე თერაპევტს.
- ანალიზები აუღეთ და ექოსკოპია გადაუღეთ. - მითითება გასცა მორიგე ექიმმა - მორიგე ქირურგი ვინ არის დღეს, გამოიძახეთ.
- ნიკა გაბადაძეა - უთხრა ექთანმა - ეხლავე დავუძახებ.
ქირურგმა ანალიზის პასუხებს გადახედა:
- სასწრაფოდ საოპერაციოში, აპენდიციტი გამსკდარია, ანის დაუძახეთ ასისტენტობას გამიწევს - ბრძანა ქირურგმა. საოპერაციოსკენ მიმავალს კართან ქალბატონი თინათინი დამხვდა. საშინლად ღელავდა და უცებ ვერც კი მიცნო.
- თინა დეიდა თქვენ აქ რა გინდათ?
- შვილო ვეღარ გიცანი, მეუღლეს ოპერაციას უკეთებენ, ვაიმე შენ ანი ხარ ხომ? აქ რა გინდა? შენც ვინმე გყავს აქ?
- მე აქ ვმუშაობ თინა დეიდა, არაფერზე ინერვიულოთ, შეიყვანეს უკვე?
- კი შვილო, ეხლახანს შეიყვანეს, რაღა ვქნა ასე მოულოდნელად ოპერაცია გაგონილა? თემოსთვისაც არ დამირეკავს, უცებ გახდა ცუდად და წაიქცა.
- ეხლა შევალ თქვენ აქ დაბრძანდით და ყველაფერი კარგად იქნება, არ არის საშიში აპენდიციტი.
- შენ უნდა გაუკეთო ოპერაცია? - გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა თინას.
- არა, მე დამხმარე ქირურგი ვარ, მთავარი ქირურგი, ბატონი ნიკა ძალიან მცოდნე და გამოცდილი ექიმია, ნურაფრის შეგეშინდებათ, ეხლა კი მართლა უნდა დაგტოვოთ, მელოდებიან. - საოპერაციოში შევედი. ანესთეზიოლოგი პაციენტს დასაძინებლად ამზადებდა. ბატონ დავითს მივუახლოვდი და გავუღიმე.
- აბა როგორ ხართ ძია დავით, ხომ არ გეშინიათ? მიცანით?
- შვილო შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა ანგელოზის სახით და აწი აღარაფრის მეშინია. - მითხრა აღელვებულმა დავითმა.
- აბა დავიძინოთ და თქვენი საუბარი გამოღვიძებისთვის გადადეთ. - თქვა ანესთეზიოლოგმა და ვენაში წამალი ოსტატურად შეუშვა. ოპერაცია სამ საათს გაგრძელდა. გამსკდარი აპენდიციტიდან ორგანიზმი იწამლებოდა. როგორც იქნა დასრულდა ოპერაცია, ბატონმა ნიკამ პაციენტისთვის ნაკერების დადება მეგადმომაბარა და საოპერაციოდან გავიდა.
- ექიმო როგორ არის საქმე - აღელვებული შეეგება თინათინი.
- ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თქვენი მეუღლე სტაბილურადაა, ნახევარი საათის შემდეგ პალატაში გადაიყვანენ, აღარაფერზე ინერვიულოთ.
თინას ტირილი წასკდა და სკამზე ჩაიმუხლა. ნახევარი საათის შემდეგ პაციენტი რეანიმაციის განყოფილებიდან გამოვიყვანეთ. თინა დავინახე, მასთან მივედი, მოვეხვიე და ვუთხარი:
- აღარაფერზე ინერვიულოთ, დროზე მოუსწარით, გადარჩა და კარგად იქნება. - ხელი მოვხვიე და პალატისკენ წავიყვანე. დავითს ჯერ კიდევ ეძინა, სახე გაფითრებოდა, თინა გვერდით მიუჯდა.
- ჯერ იძინებს, თქვენ აქ იყავით და მე ხშირად შემოგირბენთ, არ წავიდოდი მაგრამ დილამდე მორიგე ვარ და უნდა ვიმუშაო.
- რას ამბობ შვილო, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. - თინამ მეუღლის ხელი ხელში აიღო და გულთან მიიხუტა. ცოტა დრო გავიდა და დავითმა გაიღვიძა, მეუღლეს შეხედა და გაუღიმა.
- როგორ ხარ?
- კარგად ვარ, ნუ ნერვიულობ - დასუსტებული ხმით უთხრა დავითმა
- ძალიან შემაშინე.
- თემოს გააგებინე?
- არა, ვერ მოვახერხე, ეხლა დავრეკავ.
- არ დაურეკო, ვერ წამოვა და ინერვიულებს.
- კარგი როგორც გინდა, მაგრამ გვისაყვედურებს რომ გაიგებს
- როცა გამწერენ მერე ვუთხრათ, ანი ნახე?
- ვნახე, რა კარგი გოგოა, როგორ გულთან მიიტანა შენი ამბავი.
- საოპერაციოში რომ დამადგა თავზე მომეჩვენა მეგონა, ქირურგი გამხდარა, რა გოგო დაკარგა ჩვენმა შვილმა, ნეტა გათხოვილია?
- ასეთ გოგოს ვინ დატოვებდა.
- თემოსთან არ თქვა, გული ეტკინება.
- ვითომ კიდევ ფიქრობს ანიზე?
- არავინ რომ არ შეირთო ხომ ხედავ.
- კარგი არ ვეტყვი.
- გაიღვიძეთ? აბა როგორ ხართ? - პალატაში შევედი მოსანახულებლად და მხიარული ხმითვკითხე, უკან მთავარი ექიმი მომყვებოდა.
- კარგად ვარ, მადლობა თქვენ, რომ გადამარჩინეთ.
- ვნახოთ ჭრილობა როგორაა - თქვა ექიმმა და საბანი გადაუწია. - კარგია კარგი, - კმაყოფილმა დააქნია თავი და გავიდა.
- ხომ არ გტკივათ, გამაყუჩებელს გავაკეთებინებ, - დავითმა უარის ნიშნად თავი გადააქნია. - ორი საათი წყალი არ მისცეთ, თუ ძალიან შეწუხდება ლიმონი წაუსვით ტუჩებზე - ხალათის ჯიბიდან ლიმონი ამოვიღე და მაგიდაზე დაუდე. ეხლავე მოვალთქო დავუბარე და ცოტა ხნით გავედი. ცოტა ხანში პარკით ხელში დავბრუნდი, ჩაის ტილო, დანა,თეფში, ჭიქა და ბოთლით წყალი მაგიდაზე დავალაგე.- თუ რაიმე დაგჭირდეთ არ მოგერიდოთ დამიძახეთ და მოვალთქო, - დავუბარე და ვიდრე რაიმეს თქმას მოასწრებდნენ ისევ გავიდი
- ღმერთო შენ დალოცე ეს გოგო, რა საყვარელი და როგორი მზრუნველია, - გახარებულმა წარმოთქვა დავითმა.
- შენს შვილს ცუდი მოეწონებოდა აბა?
ღამით რამდენიმეჯერ შევუარე ავადმყოფს. გვერდით საწოლი გავაშლევინე ექთნებს რომ თინა სკამზე არ მჯდარიყო მთელი ღამე. დილით ხილით სავსე ლანგარი შევიტანე და თინას ვუთხარი.
- წადით დაისვენეთ, მორიგეობა დამიმთავრდა და ცოტა ხნით შეგცვლით, პირადი ნივთების მოტანა დაგჭირდებათ ალბათ.
- როგორ შეგაწუხო შვილო, მთელი ღამის ნათევი ხარ შენც.
- არა უშავს მიჩვეული ვარ, წადით და დაისვენეთ ცოტა, არ იჩქაროთ საღამომდე დავიცდი.
- მადლობა შვილო, ამ სიკეთეს ღმერთი გადაგიხდის. - თქვა და წავიდა. ხილი დავჭერი და დავითს მივაწოდე თეფშით.
- თემოს გაააგებინეთ?
- არა შვილო, ეხლა ვერ წამოვიდოდა და ტყუილად უნდა გაგვენერვიულებინა.
- კარგად მოქცეულხართ. შორს არის და ინერვიულებდა.
- შენ რას შვები შვილო, ექიმი გამხდარხარ, ალბათ ოჯახიც გყავს, აბა ვინ დაგტოვებდა ისე ასეთ კარგ გოგოს.
- ჯერ არ ვჩქარობ ოჯახის შექმნას, რეზიდენტურა არ დამიმთავრებია.
- ჭკვიანი გოგო ხარ, გათხოვებას ყოველთვის მოასწრებ, სწავლა კიდევ მნიშვნელოვანია.დიდი ხანია რაც აქ მუშაობ?
- ბოლო კურსზე ვიყავი სტაჟიორად დავიწყე მუშაობა, ნახევარ წლის შემდეგ შტატში ჩამსვეს, მეორე წელია რაც აქ ვარ.
- ყოჩაღ შვილო, კარგი სპეციალობა აგირჩევია, დასაფასებელი და საპასუხისმგებლო, აი ჩვენი თემო კიდევ ბავშვობიდან მათემატიკის ნიჭით გამოირჩეოდა და ამიტომაც კარგად აეწყო ბიზნესში, მაგრამ რად გინდა, საერთოდ ვეღარ ჩამოდის, - დანანებით თავი გადააქნია.
- საერთოდ არ ჩამოსულა ამ სამ წელიწადში?
- არა, ვერ ახერხებს, სულ დაკავებული ვარო, დავკარგეთ ერთადერთი შვილი, ვეხვეწებით ცოლი მაინც შეირთე, სულ მარტო არ იქნები და ჩვენც უფრო მშვიდად ვიქნებით-მეთქი, მაგრამ ვინ გისმენს.
- იქნებ ცოტა დაიძინოთ, ძილში გამოკეთდებით, - შევცვალე თემა. დავითი ჩაყუჩდა და მალევე დაეძინა. ჩანთიდან წიგნი ამოვიღე და კითხვა დავიწყე. რამდენიმე საათი ეძინა დავითს. საღამოს ოთხი იყო პალატის კარი ნანამ და თინამ შემოაღეს.
- როგორ არის - მკითხა ნანამ
- კარგად, მშვიდად სძინავს, არ გააღვიძოთ.
- შენ როგორ ხარ, რამდენი ხანია არ მინახიხარ, სულ დამეკარგე, მომენატრე
- მეც მომენატრე, რას შვება შენი ბუთხუზა ბიჭი?
- მოდი და ნახე შორიდან რომ კითხულობ
- მოვალ აუცილებლად
- წვნიანი მოვიტანე და საღამს ცოტა რომ მივცე ხომ შეიძლება? - მკითხა თინამ
- კი ოღონდ უპუროდ და მხოლოდ წვენი, დღეს სხვა არაფერი მისცეთ
- შენთვისაც წამოვიღე ცოტა რაღაცეები, მშიერი იქნები, მთელი დღეა აქ ხარ,
- არაფერი მინდა, გმადლობთ, წავალ ეხლა თუ არ გეწყინებათ
- რას ამბობ შვილო რა მეწყინება, უზომოდ მადლობელი ვარ შენი
- კარგით, დაგტოვებთ აბა და ყოჩაღად იყავით. - ვთქვი და წამოვედი. სახლში როგორც კი მივედი აბაზანა მივიღე რომ საავადმყოფოს სუნი მომეცილებინა და დასაძინებლად დავწექი. მეორე დღეს ლექციების შემდეგ მარკეტში შევიარე, ნატურალური წვენი და ხილი ვიყიდე და საავადმყოფოში წავედი. შესასვლელში ბატონ ნიკას შევხვდი.
- აქაურობას ვეღარ თმობ თუ როგორ არის საქმე? - მკითხა ნიკამ
- გუშინდელ პაციენტთან მივდივარ, მეგობრის მამაა.
- გამახსენდა, როგორ არის წამოდი ერთად ვნახოთ. - ხალათი მოვიხურე და პალატაში შევდით. თინას და დავითს თვალები გაუბრწყინდათ ჩვენს დანახვაზე.
- აბა როგორ ხარ? - ჰკითხა ნიკამ
- კარგად ვარ ექიმო, დღეს გავიარე კიდეც ცოტა.
- ძალიან კარგი, აბა შენი ჭრილობა ვნახოთ, - ბინტი ფრთხილად შემოაცალა, - ნახე როგორ ლამაზად არის ნაკერები დადებული, ეს ქალბატონი ანის დამსახურებაა, მან დაგადო ნაკერები. კარგი წავედი აბა, ანი გამომყევი ცოტა ხნით.
- მალე მოვალ - დავიბარე და ექიმს გავყევი. გარეთ გავედით.
- გისმენთ ბატონო ნიკა
- ეხლა ხომ თავისუფალი ხარ ანი, მეც თავისუფალი ვარ, წამოდი სადმე დავსხდეთ ყავა დავლიოთ და მშვიდად ვისაუბროთ.
- ხო მაგრამ...
- არავითარი მაგრამ, რამდენჯერ შემოგთავაზე და სულ უარს მეუბნები, მუდამ სადღაც გეჩქარება, ეხლა უარს აღარ მივიღებ.
- კი მაგრამ უხერხულია ახლობლის სანახავად მოვედი და არ იტყვის სად გაიქცა ისე რომ ცოტა ხნითაც არ გაჩერდაო?
- ჰოდა ადი და ნახევარ საათში ჩამოდი, აქვე დაგელოდები. - აღარ ვიცოდი რა მექნა, რამდენჯერმე ავირიდე ეს შეხვედრა, აშკარად ვგრძნობდი ნიკასგან რომ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ, მაგრამ გულს არ უნდოდა და ყველანაირად ვცდილობდი ხშირად არ მოვხვედროდი თვალში. ნიკა ძალიან სიმპატიური და განათლებული იყო, გოგონებსიც პოპულარობით სარგებლობდა და სწორედ ეგ არ მომწონდა . უარს არ იყო მიჩვეული და უკვირდა ჯიუტობა. ნიკას დამსახურება იყო რომ მე ასე მალე დავიწყე ექიმად მუშაობა, პირველი დანახვისთანავე მოვეწონე და ყველანაირად ხელს მიწყობდა რომ კლინიკაში დავრჩენილიყავი და მასთან ერთად მემუშავა, ამას მეცვხვდებოდი, მაგრამ როცა ნიკა გამახსენდებოდა რატომღაც მის გვერდით თემოს წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემდა გაუაზრებლად და საკმაოდ დიდ გასხვავებას ვხედავდი ხასიათებში, ნიკა თავის თავში დაჯერებული, ამაყი და პატივმოყვარე იყო, ყურადღებიანიც იყო და სულ ცდილობდა ჩემთვის ესიამოვნებიდა, მაგრამ როგორღაც უხეშად აკეთებდა ამას, თემო სულ სხვანაირი იყო, არა, სულაც არ ვფიქრობდი ხშირად თემოზე, მაგრამ შედარებას კი ყველასთან უკეთებდი ვინც კი ეცდებოდა ურთიერთობის გაბმას.
- აბა რაღას უცდი, გელოდები - ბრძანების კილოთი უთხრა ნიკამ.
- კარგი ჩამოვალ, - ვთქვი და პალატისკენ წავედი.
- მოხვედი შვილო? რატომ შეწუხდი, ნუ იხარჯები ისედაც დავალებული ვართ შენგან.
- არ მინდა მაგის გაგონება, როგორ ხართ აბა? დღეს უკეთესად გამოიყურებით.
- კარგად ვარ ჩემო გოგო, შენ დღეს მუშაობ?
- არა, ხვალ ვარ მორიგე, თქვენი ამბის გაგება მინდოდა და მაგიტომ შემოგირბინეთ.
- როგორ შეგაწუხეთ, მაგრამ ძალიან გაგვიმართლა რომ შენს საავადმყოფოში მოვხვდით.
- თუ გინდათ გაგიშვებთ სახლში და დავრჩები დღესაც თინა დეიდა.
- არა შვილო ვიყავი უკვე, ნანა დავტოვე აქ, მადლობა გენაცვალე.
- წავალ მაშინ და ხვალ ისევ გნახავთ, კარგად იყავით.
- კარგად ჩემო ლამაზო. - გარეთგავედი, დაბლა ნიკა მელოდებოდა.
- წავიდეთ, ჩემი მანქანა აქვე დგას, - მითხრა და პასუხს არ დაელოდა ისე გაუყვა გზას.
- მანქანა რად გვინდა?
- აბა ფეხით წავიდეთ? - გაეცინა ნიკას
- შორს წასვლა რა საჭიროა აქვე კაფეში შევიდეთ და ყავა იქ დავლიოთ.
- კარგი შევიდეთ, - დაეთანხმა ნიკა და კაფისკენ წავიდნენ. პატარა მაგიდასთან დავსხედით და შეკვეთა მივეცით.
- რამდენი ხანია ვცდილობ დაგელაპარაკო და ვერ მოვახერხე, დღესაც შემთხვევით დაგიჭირე, გამირბიხარ მგონი - გამომცდელად მითხრა ნიკამ.
- რატომ უნდა გაგირბოდეთ, უბრალოდ მუდამ არ მცალია, ხან სასწავლებელში ვარ ხან საავადმყოფოში, თქვენც ხომ იცით.
- დიდ ხანს ვილაპარაკებთ თქვენობით? მოიცილე უკვე ეს ფორმალური მიმართვა და შენობით საუბარზე გადავიდეთ.
- მაგრამ თქვენ ჩემი უფროსი ხართ და სხვანაირად არ შემიძლია.
- თუ შენი უფროსი გეუბნება ესე იგი უნდა შეძლო.ვინმე არის შენს ცხოვრებაში? - მოულოდნელად შეცვალა თემა ნიკამ.დავიბენი, რა ვუთხრა? არ არისო თუ ვეტყვი მერე ვეღარ მოვიცილებ, არისო თქვას ტყუილი გამოვა.
- აბა, არ მიპასუხებ? მაინტერესებს თავისუფალი ხარ თუ უკვე დამასწრეს - კმაყოფილს ეღიმებოდა ნიკას, რადგან ჩემი აშკარა დაბნევა კარგად ახალისებდა. - უნდა მქონდეს იმედი თუ არა, - შევხედე ირონიულად მომღიმარ ნიკას და ბოლოს მაინც ტყუილი ვარჩიე.
- დიახ, არის, მე საქმრო მყავს. - ნიკა დაიბნა, არ ელოდა საქმის ასე შემობრუნებას, მერე უცებ რაღაც გაახსენდა და ჩაეცინა.
- უნდა გამაცნო, მაინტერესებს ვინ არის ჩემი მეტოქე.
- როგორ? - ავირიემე.
- როგორ და ლამაზად, - თავხედურად კმაყოფილებით უყურებდა ნიკა, თუ მართლა არსებობს ასეთი ადამიანი უნდა გამაცნო.
- ანუ გინდათ თქვათ რომ ვიტყუები?
- მინდა. გოგონები ხშირად იყენებთ ასეთ ტყუილს ვინმეს თავიდან მოსაშორებლად, მე კიდევ მეორე წელია გიცნობ და შენს გვერდით არავინ დამინახავს, ასე რომ ეჭვი მაქვს რომ მატყუებ. - გავმწარდი, ეხლა რა ვქნა, ვინ გავაცნო? და უცებ ეს მოვიფიქრე.
- ჩემი საქმრო ამერიკაშია, ექვს თვეში ერთხელ ჩამოდის და ამიტომ ვერ ხედავ მაგრამ დანიშნულები ვართ.
- და ბეჭედი?
- ბეჭედს არ ვატარებ, საკმაოდ ძვირიანია და საავადმყოფოში ხელები თავისუფალი მჭირდება.
- კარგად გამოძვერი მაგრამ მაინც არ მჯერა შენი. თუმცა ექვსი თვე საკმაოდ ბევრია და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს - უკან არ იხევდა ნიკა.
- ეს ვის გადავეკიდე, - ესღა მაკლდა, ეხლა როგორ ვიმუშაო ამასთან ერთად, არა და სამსახური მჭირდება. - ვფიქრობდი მე
- რაზე ჩაფიქრდი?
- წავიდეთ უკვე გვიანია და სახლში მელოდებიან.
- კარგი წავიდეთ ოღონდ პირობა მომეცი რომ ხანდახან ერთად დავლევთ ყავას.
- ამის პირობას ვერ მოგცემთ რადგან არ იქნება სწორი.
- კარგი, ისევ ასე გაგიტაცებ-ხოლმე - გაეცინა ნიკას. ფეხს ავუჩქარე. - მოიცადე და სახლამდე მიგიყვან.
- არ არის საჭირო, ჩემით მივალ. - თქვა და თითქმის სირბილით გაუყევი გზას. ნიკამ დამცინავად გამაყოლა თვალი.
- ვერსად წამიხვალ ჩიტუნავ, მაინც ჩემი იქნები.
……..
ერთ კვირაში გაწერეს ბატონი დავითი. ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე დავდიოდი მის მოსანახულებლად. გვანცამ, თამთამ და დანარჩენებმაც ერთად მოიყარეს თავი და ინახულეს ავადმყოფი და მათაც ძალიან გაეხარდათ ასეთი ყურადღება. სახლში რომ მივიდნენ, დედამ თემოს დაურეკა.
- როგორ ხარ შვილო, ხომ კარგად.
- კარგად ვარ დედი, თქვენ როგორ ხართ, მამა სად არის,
- სახლშია შვილო, კარგად ვართ ჩვენც. არ გაბრაზდე დედი, რაღაცას გეტყვი. მამაშენს აპენდიციტის ოპერაცია გავუკეთეთ ერთი კვირის უკან, ეხლა კარგადაა, დღეს გამოვედით სახლში.
- კი მაგრამ რატომ არ მითხარით, ასეთი რამის დამალვა შეიძლება? - გაცხარდა თემო
- ვერ ჩამოხვიდოდი, ვიცოდით და ინერვიულებდი დედა, რას შეცვლიდი ცოდნით.
- ასეთ დროს თუ არ ჩამოვალ აბა როდისღა, უნდა გეთქვათ და აუცილებლად წამოვიდოდი.
- უცბად მოხდა შვილო, ცუდად გახდა, სასწრაფოთი წავიყვანეთ და ეგრევე საოპერაციოში შეიყვანეს, გამსკდარი ჰქონდა. მაინც ვერ მოასწრებდი ჩამოსვლას.
- მაინც უნდა დაგერეკა, ასე მარტო როგორ უნდა ყოფილიყავით, ფული მაინც არ დაგჭირდათ? - ვერ ისვენებდა თემო.
- არა შვილო გვქონდა, ახლახანს არ გადმოგვიგზავნე? მართლა მამაშენის ოპერაციას ორი ქირურგი აკეთებდა და ერთი ანი იყო, თავისი ხელით დაადო ნაკერები. რა კარგი გოგოა, როგორი საყვარელი.
- ვინ ანი? ანი? ჩემი ანი? ჩვენთან რომ მყავდა ის? - აღელვდა თემო.
- ის აბა სხვა ანის ვის ვიცნობ
- სად? ქირურგია? რას ამბობ დედა, ხომ არ შეგეშალა, მაგრამ სამედიცინოზე სწავლობდა და
- იცი როგორი ყურადღება მოგვაქცია შვილო? თან გადაგვყვა, ოპერაციის მერე სახლში გამიშვა და მთელი დღე მამაშენს ეჯდა თავთან. მერეც ყოველ დღე მოდიოდა სანახავად, ძალიან კარგი გოგოა. თან სწავლობს, თან მუშაობს, გათხოვებაზე არ ვფიქრობო, მამაშენს უთხრა.
- ანუ არ გათხოვილა - გაუხარდა თემოს.
- მერე შენი მეგობრებიც მოვიდნენ ყველანი ერთად - აგრძელებდა თინა, მაგრამ თემო უკვე აღარ უსმენდა.
- არ გათხოვილა, ექიმი გამხდარა,- ფიქრობდა თავისთვის. - ნეტავ შეიცვალა? ნეტა თუ ფიქრობს ჩემზე, მაგრამ არ იფიქრებს, ხომ ვიცნობ როგორიცაა.
- რას იტყვი დედა? - ჰკითხა თინამ
- რაა?
- არ მისმენ შვილო?
- დედა ჩამოვალ მე ამ ზაფხულს კიდევ ერთი თვით, მომენატრა სახლი და თქვენც.
- მართლა ჩამოხვალ - თვალები გაუბრწყინდა თინას, - შენ გენაცვალოს დედაშენი, როგორ გამახარე, წავალ მამაშენსაც ვეტყვი.
- წადი და საღამოს ისევ დავრეკავ და დამენახოს უთხარი.
.........

ნიკა მოსვენებას არ მაძლევდა, სულ ცდილობდა ახლოს ყოფილიყო, ხან სად მპატიჟებდა და ხან სად, თავაზიანად ვიცილებდი მიწვევას. ერთხელ ნანამ დამირეკა.
- ბავშვს სიცხე აქვს 40 გრადუსი და რა გავუკეთო, სასწრაფოს გამოვუძახო თუ წამალი დავალევინო.
- მოვალ და თან ანალგინის ნემსს წამოვიღებ, არ გინდა სასწრაფო. - 15 წუთში ნანას სახლში ვიყავი.
- აბა რა მოუვიდა ჩემ პატარას? - მივესიყვარულე ბავშვს, ჯერ ნემსი გავუკეთე, შემდეგ ფილტვებს მოვუსმინე - ფილტვები სუფთა აქვს, აბა ყელი ვნახოთ, უჰ როგორი წითელი აქვს, აი რატომ გვაქვს სიცხე, - ჩანთა გავხსენი და იქედან ყელის ტკივილის შესაშხურებელი ბოთლი ამოვიღე, - ვივარაუდე და წამოვიღე, ეხლა ჩვენ გემრიელი წვენი უნდა მივირთვათ, ხომ უყვარს უჩიკოს ტკბილი წვენი? - პატარამ თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. წამალი შევასხურე.
- რა კარგად მოქმედებ ამ ბავშვზე ვგიჟდები, ექიმების ეშინია და შენ რომ გხედავს ხმას არ იღებს.
- ეხლა ჩაეძინება, სიცხეც დაუწევს.
- გამოგაქციე ამ საღამოს მაგრამ რა ვქნა, აი შენც გახდები დედა და ნახავ როგორია შვილი თუ ავად არის.
- კარგი ერთი რას მებოდიშები, ათასჯერ გითხარი როცა დაგჭირდეს მოვალ-თქო. ლექსო სად არის?
- ლექსო აქ არის - შემოყო თავი ნანას მეუღლემ - როგორი სტუმარი გვყოლია, ისევ ჩვენი პატარას გამო აგაფორიაქეთ ხომ? აბა ისე შენ არ მოდიხარ.
- როგორ ხარ ლექსო?
- კარგად ანი შენ? კიდევ არ გათხოვილხარ გოგო? ნანა სტუმარს არაფერი მიართვი?
- მე სტუმარი არ ვარ აქ , არ გინდა არაფერი,
- მოიცა ყავა დავლიოთ, კარგი ნამცხვარი მაქვს გაკეთებული და მომიყევი შენი ამბები. - ნანამ ყავა და ნამცხვარი შემოიტანა და ლექსოს მიუბრუნდა.
- უჩიკოსთან წადი რა არ გაიღვიძოს.
- კარგი გასაგებია, გოგონებს მარტო გინდათ ჭორაობა და მაგდებთ.
- იყავი ლექსო რას უყურებ ნანას.
- არა ბატონო, ეგეთი ბოროტიც კი არ ვარ, ისაუბრეთ თქვენთვის მშვიდად, აი ერთ ნაჭერ ნამცხვარს კი წავიღებ, ჩემი გოგოს გამოცხობილზე უარს ვერ ვიტყვი. - თქვა და გავიდა.
- აბა რა ხდება შენსკენ ახალი - მომიბრუნდა ნანა.
- არაფერი, ყველაფერი ძველებურად.
- თინა დეიდამ თემოს მოუყვა შენზე, ძალიან დიდი პატივი გვცაო და უზომოდ მადლობელია შენი.
- კარგი რა ისეთი არაფერი გამიკეთებია რასაც თქვენ არ იზამდით ჩემ ადგილზე.
- ჰო მართლა, რა სიმპატიური ბიჭია ეს თქვენი მთავარი ქირურგი, ცოლიანია?
- ვაიმე ეგ აღარ გამახსენო, აღარ შემიძლია უკვე, თავი მომაბეზრა.
- რატომ, ძალიან მკაცრია?
- პირიქით ზედმეტად ყურადღებიანი
- უცოლოა? ხომ არ მოწონხარ შემთხვევით? - თვალები გაუბრწყინდა ნანას
- კი, მაგრამ სულ ტყუილად გიხარია,
- რატომ გოგო მშვენიერი ბიჭია რას უწუნებ?
- კუდში დამდევს, ხან სად მპატიჟებს, ხან სად, რომ ვერ მოვიცილე მოვტყუე საქმრო მყავს-მეთქი.
- მერე?
- მერე თუ გყავს რატომ არ გაკითხავსო.
- გინდა ვეტყვი ლექსოს და მოგაკითხავს რამდენჯერმე.
- გაგიჟდი? გიცნობთ, ხომ იყავით ჩემთან უჩიკო რომ გყავდათ გასასინჯათ.
- აბა რა ვქნათ?
- ვუთხარი ჩემი საქმრო საზღვარგარეთ არის და მალე ჩამოვათქო.
- რაა? თემოზე უთხარი? - სიხარულისგან ხტოდა ნანა
- არა, რა სისულელეა, თემო რა შუაშია, უბრალოდ იმ წუთში სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
- სახელიც ხომ არ უთხარი შემთხვევით? - არ მეშვებოდა ნანამ, თან იგუდებოდა სიცილით.
- ბავშვს გააღვიძებ, წყნარად იყავი, საერთოდ აღარ მოგიყვები არაფერს - გავბრაზდი მე
- მორჩა, ხმას აღარ გამოვიღებ, მომიყევი. შეგეშვა მერე?
- არა, მაგის ჩამოსვლამდე დრო მაქვსო, აღარ იცის როგორ მოიგოს ჩემი გული, მიგზავნის საჩუქრებს, ყვავილებს, სამსახურში თანახმაა ჩემს მაგივრადაც იმორიგეოს ოღონდ ჩემი გული მოიგოს, უჩემოდ საოპერაციოში არ შედის, ყოველთვის მე მივყავარ ასისტენტად და ლამისაა გამოვიქცე სამსახურიდან.
- უყურე შენ, სასწრაფოდ გჭირდება ვინმე ვინც მოგაკითხავს და წაგიყვანს, ანუ საქმრო
- ერთი მოვიშორო და მეორე გავიჩინო? რა სასაცილოა. სახლიდან ძლივს მოვსპე ეს საბედოები და სამსახურშიღა მაკლდა.
- გათხოვდი შვილო და აღარავინ შეგაწუხებს -ნიშნისმოგებით უთხრა ნანამ.
- ნახა გამოსავალი, წავედი ეხლა თორემ დამაღამდება
- გვანცას დაბადების დღეზე ხომ მოდიხარ? მორიგე ხომ არ ხარ?
- მოვალ, მეორე დღეს ვარ მორიგე. ჩვენები იქნებიან ხო?
- თამთა არ იქნება, სოფელში წავიდნენ, დანარჩენი ყველა, მეც უჩიკოს დედაჩემს დავუტოვებ და მოვალთ.
- კარგი ნანა კარგად აბა.
- კარგად და გამოიარე ხოლმე ნუ იკარგები.
........
გვანცას დაბადების დღეს თითქმის ყველანი შეგროვდნენ, არ ჩანდა მხოლოდ თამთა და გიგა, თამთა ვიცოდით რომ სოფელში იყო, აი გიგას არ მოსვლა კი ყველას გაგვიკვირდა. კარგად ვიხალისეთ, ვიმღერეთ, ვიცინეთ, წარსული გავიხსენეთ, ერთად დიდი ხანია არ შევკრებილიყავით და ერთმანეთი მოგვნატრებოდა, ცხოვრებამ ყველანი თავის ფერხულში ჩაგვაბა, ყველანი დაკავებულები ვიყავით და იშვიათად ვახერხებდით ერთად თავმოყრას. გვიანობამდე ვიმხიარულეთ და ის იყო დაშლას ვაპირებდით რომ კარზე ზარმა დარეკა. ყველა დავინტერესდით ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დაგვიანებული სტუმარი. გვანცამ კარი გააღო და გიგა შემოვიდა.
- არ მელოდით? გილოცავ გვანცი დაბადების დღეს. - უთხრა და გადაეხვია.
- ოჰო ესენი მგონი არ ხუმრობენ - გავიფიქრემე. ყველას გაგვეხარდა გიგას დანახვა.
- აბა ყველანი ქვევით წამოდით, გვანცას საჩუქარი იქ ელოდება - თქვა გიგამ და ჩვენს ჟრიამულით დავეშვით საფეხურებზე. ირგვლივ მიმოვიხედეთ.სადარბაზოსთან არაფერი იყო. უცებ გიგამ ჩაუსტვინა და მოსახვევიდან მანქანის ფარებმა შემოანათა. შავი ბეემვეს მარკის X-6 -ის ტიპის მანქანის ლუქი სავსე იყო ვეებერთელა ფერადი ბუშტებით. მანქანა გაჩერდა, მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და გიგას გასაღები გადასცა, გიგა გვანცას მოუბრუნდა და ხელში მანქანის გასაღები ჩაუდო.
- გილოცავ, შენია, მშვიდობაში მოიხმარე. - აღტაცებისგან აღარ ვიცოდით რა გვექნა, გვანცა სიხარულისგან ტიროდა, მერე გიგას მოეხვია და ლოყაზე ნაზად ეამბორა. გიგა ბედნიერების მეშვიდე ცაზე იყო.
- არ გაატარებ? - ჰკითხა გვანცას.
- ეხლა?
- აბა როდის - გაეცინა გიგას. გვანცა მანქანისკენ წავიდა.
- მარტო არ გაუშვა თორემ სიხარულისგან რაღაცას მოიწევს - უთხრა ბექამ გიგას. გიგა გაჰყვა, მანქანას მიუახლოვდა და ჰკითხა:
- მე არ გამასეირნებ?
- წამოდი, თქვენც მოდით ერთად გავისეირნოთ
- რამდენს გვსვამ მანდ საკითხავია - გაეცინა გიორგის - წადით თქვენ ჩვენ მაინც მივდიოდით. - გვანცამ მოტორი ჩართო და მანქანა დაძრა.
- პირველად ვნახე მასპინძელი პირველი წასულიყოს სახლიდან - იცინოდა ერეკლე. ყველანი სახლებისკენ წავედით და გვანცას ბედნიერებით ჩვენც ბედნიერად ვგრძნობდით თავს. ვიცოდი რომ მათ შორის ყინული ნელნელა ლღვებოდა და მიხაროდა.
........
სამსახურიდან ახალმოსული ვიყავი, აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე და ის იყო უნდა დავწოლილიყავი რომ ტელეფონმა დარეკა, ლიკა იყო.
- ანი, ისეთი ამბავი უნდა გითხრა, თუ დგახარ დაჯექი რომ არ დაეცე
- მითხარი ლიკა
- ჯერ დაჯექი და მერე
- საშინლად დაღლილი ვარ და დაძინებას ვაპირებდი, წუხელ მორიგე ვიყავი და ეხლა თუ არ მეტყვი ასე ყურმილით ხელში დამეძინება.
- უჰ არ დააცდი კაცს რაა, გვანცას და გიგას ამ კვირას ნიშნობა აქვთ - საზეიმო ხმით შეატყობინა ამბავი
- მოაბეს როგორც იქნა თავი?
- შენ რა იცოდი? არავინ არ იცოდა შეყვარებულები თუ იყვნენ და შენ საიდან იცი.
- აუ ლიკუ დავიძინებ რაა, გთხოვ
- კარგი ხო, წადი - თქვა და ყურმილი დადო.
საღამომდე მეძინა. რომ გავიღვიძე ექვსი სრულდებოდა, სამზარეულოში გავედი, ქეთი და მარი ყავას სვამდნენ და ხმადაბლა ლაპარაკობდნენ.
- გაიღვიძე შვილო? - მკითხა ქეთიმ, ყავას დალევ თუ ივახშმებ?
- ცოტას შევჭამ რამეს, - კარზე ზარის ხმა გაისმა - ვინმეს ველოდებით?
- არა. მიდი მარი კარი გააღე. - მარი გავიდა, კარი გააღო და უკან მობრუნდა
- შენ გკითხულობენ ანი.
- მე? ვინ არის?
- არ ვიცი, პირველად ვხედავ. - კარისკენ წავედი. კარებში ნიკა იდგა და იღიმებოდა.
- საღამო მშვიდობის ანი, როგორ ხარ?
- ბატონო ნიკა თქვენ აქ რა გინდათ?
- აქვე ვიყავი და შემოვლა გადავწყვიტე.
- გამარჯობა, მობრძანდით შვილო, ანი სტუმარს კარებში რატომ აცდევინებ?
- შემობრძანდით, -უთხარი და მისაღებ ოთახში გაუძეხი. - დაბრძანდით, - მივუთითე სავარძელზე. ნიკა დაჯდა, ფეხი ფეხზე შემოიდო, ირგვლივ მიმოიხედა და აღნიშნა:
- ლამაზი და მყუდრო ბინა გქონიათ.
- რაიმე მოხდა? - გაოცებული ვიყავი ნიკას სტუმრობით
- არა, არაფერი, უბრალოდ შენი ნახვა მომინდა. - ოთახში ქეთი შემოვიდა და ყავა და ხილი შემოიტანა. მაგიდაზე დადგა და თვითონაც დაჯდა.
- გაიცანი დედა ეს ჩემი უფროსი და კლინიკის მთავარი ქირურგია
- ძალიან სასიამოვნოა - თქვა ქეთიმ
- ჩემთვისაც, ანი ყველას ძალიან გვიყვარს კლინიკაში და მისი ოჯახის გაცნობა პატივია ჩემთვის, აი საქმრო რომ ჩამოვა იმასაც გავიცნობ და იმედია დავმეგობრდებით - ირონიით დაამატა ბოლოს
- ვისი საქმრო? საიდან ჩამოვა? - იკითხა გაკვირვებულმა ქეთიმ
- ანი დანიშნული არ არის? მე ასე მითხრეს, - სიმწრისგან აღარ ვიცოდი რა მექნა
- არა შვილო, ვინ გითხრა ეს,
- საავადმყოფოში თქვეს, რას არ მოიგონებენ ჭორიკანა ექთნები, არა უშავს, მე პირადად მოხარული ვარ რომ ვცდებოდი -და შემხედა გამომცდელად.
- თქვენ ალბათ ანის პატარა და ხართ ხომ? - ეხლა მარის მიუბრუნდა. მარიმ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. - ძალიან სასიამოვნოა - კმაყოფილი იღიმებოდა, სიჩუმე ჩამოვარდა, ნიკამ ყავა დალია და წამოდგა - ეხლა დაგტოვებთ, მადლობელი ვარ ყავისთვის და უკაცრავად რომ ასე უდროო დროს შემოგეჭერით, თუ წინააღმდეგი არ იქნებით ცოტა ხნით ანის მოგტაცებთ და ცოტას გავისეირნებთ.
- რატომ ჩქარობთ, ყოფილიყავით ცოტა ხანს - თავაზიანობის ფორმა მოიშველია გაკვირვებულმა ქეთიმ.
- სხვა დროს მოვალ აუცილებლად, ეხლა მეტს ვეღარ შევყოვნდები, გმადლობთ გულთბილი მიღებისთვის. ანი ხომ წამოხვალ, გავისეირნოთ ცოტა. - ჟაკეტი მოვიხურე და გავედით.
- რას ნიშნავს ყველაფერი ეს? - ვკითხე ნიკას როგორც კი სადარბაზოდან გავედით.
- რატომ მომატყუე საქმრო მყავსო?
- რა უფლებით მიწყობთ დაკითხვებს? რის მიღწევას ცდილობთ ამით?
- უბრალოდ არ მეგონა თუ იმდენად საიდუმლო იყო შენი ნიშნობა რომ ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ თორემ არაფერს ვიტყოდი - თავი მოისაწყლა ნიკამ
- თავს ნუ ისულელებთ, არ გიხდებათ, საშინლად ვარ გაბრაზებული, თან მაიძულეთ სასეირნოდ წამოვსულიყავი, კითხვას თავს ნუ არიდებთ, კიდევ ერთხელ გეკითხებით, რის მიღწევას ცდილობთ? - მოულოდნელად ნიკამ ხელი ჩამჭიდა, თავისკენ მიმიზიდა და ხელები შემომხვია, გავმწარდი, ვცადე თავი გამეთავისუფლებინა მაგრამ ვერ მოვახერხე.
- გამიშვით, რას აკეთებთ?
- პასუხი გინდა ხომ? შენით ვერ ხვდები რომ მიყვარხარ?
- მე არ მიყვარხარ და ერთხელ და სამუდამოდ თავი დამანებეთ
- უშენოდ რომ აღარ შემიძლია არ იცი ხომ? შენ კიდევ მეთამაშები - ნიკას სუნთქვა სახეში მცემდა და გული მიწუხდა.
- გამიშვი მეტკინა
- ვერ გაგიშვებ, მითხარი რა ვქნა რომ შენი გული მოვიგო, ჩემი უნდა გახდე გესმის? სხვისი ვერ იქნები, ვერასოდეს - და ის იყო უნდა ეკოცნა, უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე, ხელიდან გავუსხტი და სახლისკენ გავიქეცი.
- როდემდე ირბენ მაგასაც ვნახავ - თქვა გამწარებულმა ნიკამ და გზას გაუყვა. გულამოვარდნილი ავვარდი კიბეებზე, სახლთან რომ მივედი უკან მივიხედე ხომ არ მომდევსთქო და რომ ვნახე არავინ იყო ღრმად ამოვისუნთქე, ცოტა შევისვენე, აწეწილი თმები გავისწორე და სახლში შევედი. კარის ხმაზე დედამ გამომხედა.
- მოხვედი შვილო? ასე მალე?
- მოვედი დედი
- მაგ ბიჭს ხომ არ მოწონხარ შემთხვევით, რაღაც უცნაურად იქცეოდა
- არ მიხსენო ეგ თემა გთხოვ რა, არავითარი მოწონება, ჩემს ოთახში მივდივარ, ვიძინებ არ შემაწუხოთ. - ვთქვი და კარი მივიხურე.
.......
საავადმყოფოში მისულს ნიკა ჩემს კაბინეტში მელოდებოდა. რომ დამინახა წამოვარდა სკამიდან და მომვარდა. შეშინებულმა დავიხიე უკან.
- ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ, მაპატიე გთხოვ, არ ვიცი რა დამემართა გუშინ, საკუთარ თავს აღარ ვგავდი, შენმა ტყუილმა და იმან რომ არ გიყვარვარ ჭკუიდან გადამიყვანა და რას ვაკეთებდი ვეღარ ვაზროვნებდი. გთხოვ მაპატიე და აღარასოდეს შეგაწუხებ ჩემი ყურადღებით.
- საავადმყოფოდან წასვლას ვაპირებ, სხვაგან ვნახავ სამსახურს, აქ აღარ გავჩერდები, ამიტომ შენგან თავის დაცვა აღარ დამჭირდება.
- არა, არ წახვიდე გთხოვ, ამას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, სიტყვას გაძლევ აღარ გაგეკარები, ოღონდ არ წახვიდე.
- გუშინდელის მერე როგორ უნდა გენდო?
- ერთხელ მენდე, მხოლოდ ერთხელ, არ წახვიდე და რასაც მეტყვი იმას გავაკეთებ,როგორც შენ გინდა ისე მოვიქცევი.
- კარგი მაგრამ ჩემთან მეტად აღარ მოხვიდე და მხოლოდ სამსახური მინდა მაკავშირებდეს შენთან, ეხლა დამტოვე. - ვთქვი და შევბრუნდი. ნიკა უხმოდ გავიდა ოთახიდან.
.......
ივნისის პირველ კვირას გვანცას ქორწილი იყო დაგეგმილი და სულ რაღაც სამი კვირა იყო დარჩენილი, დიდი მზადება და აჟიოტაჟი გამოიწვია ქორწილის სამზადისმა, გვანცამ ვერა და ვერ აარჩია თავისი მოსაწონი კაბა და მთელი სამეგობრო ჩართული იყო ამ საქმეში. ბოლოს როგორც იქნა მოეწონა ერთერთი და სასწრაფოდ აყიდინეს კიდევ არ გადაიფიქროსო. გიგამ სრული თავისუფლება მისცა, ყველაფერი შენი შენი გემოვნებით გააკეთე, როგორც შენ გინდაო, გვანცასაც მეტი რა უნდოდა, მის ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა, თვითონ ხომ არ ისვენებდა და მეგობრებსაც თავბრუ დაახვია. ბოლოს დადგა ის ნანატრი დღე, გვანცა ულამაზეს თეთრ კაბაში ფერიას გავდა.
- აბა როგორ გამოვიყურები? - სარკის წინ ტრიალებდა ბედნიერი.
- მშვენიერი ხარ, შენი ყურებით ვტკბები - უპასუხა ლიკამ.
- აბა როგორი განცდაა? ხარ ბედნიერებისგან თავბრუდახვეული? - ჰკითხა ნანამ
- ეგ არ ვიცი და მე კი მართლა უზომოდ ბენდიერი ვარ, აღარ მეგონა თუ დათავრდებოდა ამის წინ და უკან დევნა - ვიცინოდი მე
- ეგ მართალია, არ დაგვარბებინებდა თავის ჭკუაზე? ამოგვაძრო სული - ამყვა თამთაც. გვანცა გაიბუტა.
- გინდათ თქვათ რომ გული გაგიწყალეთ და დაისვენებთ ჩემგან ხომ?
- ვგიჟდები ამის ბუტიაობაზე - წამოიძახა ლიკამ და ჩაეხუტა. - გეხუმრებიან გოგო ვერ ხვდები?
- კი აბა, საყვედურებს მაყრიან თავი მოგვაბეზრაო - ბუტბუტებდა გვანცა
- რა სასაცილოდ საყვარელი ხარ როცა იბუტები, მოდი ჩვენთან შენ სულელო, ხომ იცი რომ ყველას გვიყვარხარ და თუ გინდა კიდევ გადაიხადე იქეთ კვირაში და კიდევ ვირბენთ შენი ხათრით - იცინოდა ლელა.
- მართლა? - თვალები გაუბრწყინდა გვანცას.
- შეხედე როგორ გაეხარდა, ეს მართლა გადაიხდის ერთ ქორწილს კიდევ არ იცი რა გადარეულია? - იცინოდა ერეკლე და ბედნიერი თვალებით უყურებდა დას.
- მიდი აბა შენ იცი, დააქციე სიხარულიძეების ოჯახი - აყვა ნანა.
- წავედი მე ბიჭებთან, - თქვა ერეკლემ და გავიდა. და აი გამოჩნდა მაყრიონი, გიგა მოდიოდა უზარმაზარი ვარდების თაიგულით, მეჯვარედ ბექა მოყვებოდა, გვანცას მეჯვარე ლიკა იყო. საშინლად ღელავდა გვანცა, გიგამ გვანცა რომ დაინახა თვალები გაუბრწყინდა, მიუახლოვდა, თაიგული მიართვა, გადაეხვია და ყურში ჩასჩურჩულა:
- ულამაზესი ხარ.
- მიყვარხარ - ჩურჩულით უპასუხა გვანცამაც. გიგამ ლოყაზე აკოცა, შემდეგ შემობრუნდა და ხელჩაკიდებული გამოიყვანა სახლიდან. უკან ბექა და ლიკა მოყვებოდნენ. ახალგაზრდები ოჯახში დალოცეს, ბედნიერება და დღეგრძელობა უსურვეს და მაყრიონი ტაძრისაკენ დაიძრა. ჯვრისწერის ცერემონიალი სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა, იქედან რესტორანში გადაინაცვლეს და გაიმართა ქორწილი. უმეტესად ახალგაზრდები იყვნენ და შესაბამისად გართობა უფრო იყო ვიდრე მამაპაპური ქორწილი. ნეფე-დედოფალმა პირველი ცეკვა დაისით გახსნეს, შემდეგ მეჯვარეებმა შეასრულეს ვალსი. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, დაილია უამრავი სასმისი, თამადა ცდილობდა მხიარულება შემოეტანა სუფრაზე, როდესაც ჯერი მეგობრების სადღეგრძელოზე მიდგა, გიორგი წამოდგა, თამადას მიკროფონი ჩამოართვა და თქვა:
- მადლობას მოგახსენებთ ჩვენი დღეგრძელობისთვის. გვანცას და გიგას ბედნიერება ალბათ ოჯახის წევრების შემდეგ ყველაზე მეტად ჩვენ გაგვეხარდა, ჩვენი მეგობრობა ადრეული ასაკიდან დაიწყო და წლებია გრძელდება, დრომ ვერაფერი დააკლო, ღრმა და ერთგული მეგობრობითაა დაჯილდოვებული და იშვიათად ნახავთ ასეთ გულწრფელ ერთგულებას, მე გამიმართლა რომ ასეთ წრეში მოვხვდი, სიტყვა გამიგრძელდა, აი რა მინდოდა მეთქვა, ჩვენ მეგობრებმა ბევრი ვიფიქრეთ რა საჩუქარი გაგვეკეთებინა ახალდაქორწინებულებისათვის და ბოლოს გადავწყვიტეთ რომ სამოგზაუროდ გავუშვათ მალდივის კუნძულებზე ერთი კვირით. - ეს თქვა და გიგას საგზურები გადასცა. გვანცა სიხარულით ხტოდა, გიორგი ორივეს გადაეხვია. გვანცამ ჰაეროვანი კოცნა გამოგვიგზავნა. ხალხი აღტაცებული ტაშს გვიკრავდა.
ქორწილი დასრულდა. ახალდაქორწინებულები აეროპორტამდე გავაცილეთ და ემოციურად დატვირთულები დავბრუნდით სახლებში.
.....
აგვისტოს დასაწყისში შვებულებაში გავედი, გოგოებმა გადავწყვიტეთ ზღვაზე წავსულიყავით, ყველანი ვერ წამოვიდოდნენ, ნანას და თამთას მეუღლეებთან და ბავშვებთან ერთად ჰქონდათ დაგეგმილი დასვენება, ვერც გვანცა წამოვიდოდა რადგან გიგას არ ეცალა, ასე რომ მე, ლიკა და ლელა წავედით ბათუმში. სატუმროში მოვეწყვეთ, დავლაგდით და ის იყო ზღვაზე უნდა გავსულიყავით რომ ტელეფონმა დარეკა, ნანა იყო.
- როგორ ხართ, როგორ იმგზავრეთ?
- კარგად ნანა შენ როგორ ხარ? - ვკითხე მე
- მეც კარგად, დაგირეკეთ თქვენი ამბავი მაინტერესებდა.
- ჩემი მზრუნველი გოგოო
- სად ხართ, დაბინავდით უკვე?
- კი და ეხლა ზღვაზე გავდიოდით, კარგი იყო თქვენც რომ წამოსულიყავით.
- კარგი მიდით აბა აღარ შეგიშლით ხელს, კარგი დრო ატარეთ.
- დროებით აბა - ვთქვი და ტელეფონი გამოვრთე.
- რა უნდოდა? - მკითხა ლელამ
- არაფერი ისე მოგვიკითხა, როგორ იმგზავრეთო, წავედით?
- წავიდეთ ჰო. - სასტუმროდან გავედით, გარეთ საშინლად ცხელოდა, პლაჟი სავსე იყო დამსვენებლებით. შეზლონგები და ქოლგები ვიქირავეთ, ჩვენი ნივთები ზედ დავალაგეთ და ზღვაში შევცვივდით, ნამდვილი ნეტარება იყო. ცოტა ხანს ვიცურეთ და შემდეგ ნაპირზე წამოვწექით რომ გავშავებულიყავით. კარგა ხანს გავჩერდით პლაჟზე. გვიან ნომერში ავედით, წყალი გადავივლეთ და ბულვარში სასეირნოდ წავედით. საბილიარდოსთან ლელამ თამაში შემოგვთავაზა. უარი არ გვითქვამს. გვერდით მაგიდასთან ბიჭები თამაშობდნენ, ერთერთი გამოეყო და შემოგვიერთდითო შემოგვთავაზა, ლელა ჩვენს მაგივრადაც დაეთანხმა.
- რატომ დათანხმდი, რად გვინდოდა - ვუსაყვედურე მე.
- რა მოხდა მერე, გავერთობით.
- ისე ვერ ვერთობოდით? - არც ლიკას მოეწონა მათთან თამაშის იდეა.
- კარგით ვუთხრათ უარი თუ გინდათ
- ეხლა უხერულია
- ჰოდა რაღას მეჩხუბებით. - ბიჭები მოვიდნენ და გაგვეცნენ, ერთს ტატო ერქვა მეორეს ლევანი, მესამეს კიდევ ლუკა.
- წინდაწინ გაფრთხილებთ რომ კარგად არ ვთამაშობთ - ვთქვი მე
- არა უშავს გასწავლით - მითხრა ტატომ, ვითამაშეთ და რათქმა უნდა წავაგეთ. ბიჭებმა კაფეში ცივ კოქტეილზე დაგვპატიჟეს. აშკარად გვეპრანჭებოდნენ. შემდეგ ბულვარში ვისეირნეთ გვიანობამდე. ბოლოს ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ჩვენ-ჩვენი ნომრებისკენ წამოვედით.
- ხვალ ხომ გნახავთ? - დაგვაწია კითხვა ლუკამ
- არ ვიცი ვნახოთ - უპასუხა ლელამ
- ჯერ ხომ არ მიდიხართ?
- არა დღეს ჩამოვედით
- მაშინ გნახავთ, ტელეფონის ნომერს არ მოგვცემთ რომ არ გეძებოთ?
- არა - დავასწარი სხვებს მე.
- კარგი, თვითონ მოგძებნით, - გაეცინა ტატოს.
ექვსი დღე გვერდიდან არ მოგვშორებია ბიჭები, აშკარად ცდილობდნენ თავი მოეწონებინათ, მეშვიდე დღეს სახლში უნდა წავსულიყავით რადგან ძალიან ცხელოდა და ზღვაც მოგვწყინდა. წამოსვლიდან წინა დღეს ბიჭებმა გვთხოვეს რომ თბილისშიც შევხვედრილიყავით და ერთმანეთი არ დაგვეკარგა, ტელეფონის ნომრები არ მივეცით და თვითონ დაგვიტოვეს თავისი, იქნებ თქვენ მოგინდეთ დარეკვაო. ჩამოვედით თბილისში. სახლში შესული არ ვიყავი გვანცამ დარეკა.
- ანი, ჩამოხვედით?
- კი გვანცი, ეხლა შემოვედი სახლში.
- აუ გადმოდი ჩემსკეენ?
- დღეს ვერ გადმოვალ, საშინლად დავიღალე, ხვალ იყოს კაი?
- კარგი ხო, ხვალ გადმოდი, გოგოებსაც დავურეკავ და ცოტა გავერთოთ თორე გავრეკავ მოწყენილობისგან.
- გიგა სად გყავს?
- დილით მიდის, ღამე მოდის, მოვიწყინე მარტომ.
- კარგი ხვალ შევიკრიბოთ, მეც მომენატრეთ.

………

დილით ნანას ზარმა გამაღვიძა.
- ანი სახლში ხარ? - მკითხა
- შენც დილა მშვიდობისა - ვუპასუხე მე
- პრივეტ - გაეცინა, - სად ხარ?
- საწოლში, მეძინა და გამაღვიძე
- რა დროს ძილია გოგო, როდის მერე გძინავს ამდენი?
- რომელი საათია
- თერთმეტი დაიწყო
- მართლა რამდენი მძინებია, გუშინდელ ნამგზავრს მკვდარივით დამეძინა
- ამ დილით გვანცასთან მოდიხარ?
- შენც მოდიხარ?
- ჰო და თორმეტზე აქ იყავითო, გველოდება
- კარგი გავემზადები და წამოვალ
- მიდი დროზე - მომაძახა და ტელეფონი გათიშა. ავდექი, წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი და სახლიდან გავედი. კიბეები ჩავირბინე, სადარბაზოდან გავედი და გავშეშდი, თვალებს არ დავუჯერე, სადარბაზოს წინ შავ „რენჯროვერ“-ზე მიყრდნობილი თემო მიღიმოდა. ჩემი დაბნევა შეამჩნია და აშკარად კმაყოფილი იყო.
- როგორ ხარ ანი? - მომიახლოვდა და გადამკოცნა - აბა როგორი სიურპრიზი გამომივიდა?
- როდის ჩამოხვედი? - კიდევ ვერ ვიჯერებდი
- წუხელ ღამით, შენ როგორ დაისვენე ბათუმში? - თან ეღიმებოდა ასე გაოგნებულს რომ მხედავდა.
- როგორც ვხვდები ნანამ იცის რომ ჩამოხვედი, ხომ ასეა?
- ასეა - დამეთანხმა ის - აბა როგორ იცხოვრე ეს სამი წელი უჩემოდ?
- უშენოდ?
- ანუ ჩემს არყოფნაში-თქო იმის თქმა მინდა - დააზუსტა
- ჩვეულებრივად, მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა
- არ მოგენატრე? - მკითხა და ეშმაკურად შემომცინა
- ისევ ისეთი ხარ როგორიც მახსოვხარ, არაფერი შეცვლილა
- ჩემზე სულ არ ფიქრობდი? აი მე სულ ვფიქრობდი შენზე, ჰო მართლა, მადლობელი ვარ შენი ჩემებზე ზრუნვისთვის.
- არ ღირს სალაპარაკოდ, ჩემს ადგილზე ნებისმიერი ასე მოიქცეოდა.
- სულაც არ არის ასე, მაგრამ კარგი, რამდენ ხანს ვიდგეთ ასე, წამოდი გვანცასთან წაგიყვან
- ანუ იცი სად მივდივარ?
- ვიცი
- კარგი ინფორმატორი გყავს - გამეცინა მე. მანქანაში ჩავსხედით, თემომ მანქანა დაძრა და მთავარ გზაზე გავიდა.
- კიდევ არ მჯერა რომ აქ ხარ - წამომცდა უცებ
- ამჯერად თავიდან ადვილად ვერ მომიშორებ, - მითხრა ბედნიერი სახით - დედაჩემი შენზე ქების მეტს არაფერს აკეთებს, როგორ მოახერხე რომ ასე შეაყვარე თავი ჩემებს?
- ძალიან თბილები არიან შენი მშობლები და ცოტას აზვიადებენ, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია.
- ანუ არ მოგენატრე ხომ? - არ მეშვებოდა თემო
- სად მივდივართ? ეს გვანცას სახლის გზა არ არის
- შეხედე როგორ ოსტატურად არიდებს თავს პასუხს, ყოჩაღ - გადაიხარხარა თემომ
- მართლა გეკითხები, სად მიგყავარ?
- არსად, ისე გავისეირნოთ, სამი წელია არ მინახიხარ და დავიმსახურე მგონი, არა? - ისე ლაპარაკობდა თითქოს შეყვარებული დამტოვა და მისი ჩამოსვლით უზომოდ ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, არა, რა თქმა უნდა მისი დანახვა არ მწყენია, პირიქით გამეხარდა კიდეც, მაგრამ რასაც ის ელოდა ჩემგან იმას არ ვგრძნობდი.
- მუშაობა დაგიწყია, ვამაყობ შენით, ძალიან მაგარი გოგო ხარ, თან სწავლობ თურმე, როგორ ასწრებ ამდენს? შვებულებაში ამ თვის ბოლომდე ხარ ხომ? - სიცილი ამივარდა - რა გაცინებს?
- დარჩა რაიმე რაც არ იცი?
- მგონი არა - შემომცინა - კარგი, რა გეგმები გაქვს ეს სამი კვირა, რას აპირებ ვიდრე ისვენებ?
- როგორ ეგ არ იცი? - მიხვდა რომ დავცინოდი და თითით დამემუქრა
- გვანცას და გიგას ქორწილზე ჩამოსვლას ვაპირებდი მაგრამ არ გამომივიდა, მერე ზაფხულში ვეღარ ჩამოვიდოდი და მაშინ ორი დღით ჩამოსვლას ეხლა ჩამოსვლა ვარჩიე - არაფერი მითქვამს,
- არ მკითხავ რამდენი ხნით ჩამოვედი? საერთოდ არაფერი არ გაინტერესებს ჩემზე? ვიცი რომ არ მკითხულობდი, მხოლოდ ერთხელ გიკითხავს ჩემი ამბავი მამაჩემთან, დარწმუნებული ვარ ისიც ზრდილობის გამო.
- მართალია - დავეთანხმე მე
- რა საძაგელი ხარ და მაინც მიყვარხარ, ხედავ რა კარგი გული მაქვს? - გამეცინა
- როგორი მატყუარა ხარ
- რაა? - გაოცებულმა გამომხედა - რა მოგატყუე?
- როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი ვისაც სულ რამდენჯერმე შეხვდი და მერე სამი წელი არ გინახავს?
- ანუ შენ არ გჯერავს ჩემი შენდამი გრძნობის? - მართლა უკვირდა თემოს
- რა თქმა უნდა არა
- გადამრევ შენ, აბა კარგი მაშინ, - თქვა და გაზის პედალს ბოლომდე დააჭირა ფეხი - დაგიმტკიცებ რომ სერიოზულად ვარ განწყობილი
- რას აკეთებ, ნელა იარე - მან თითქოს ჯიბრით უფრო მოუმატა სიჩქარეს, - გთხოვ თემო ნელა ატარე, სად გარბიხარ
- სად და ჩემთან სახლში, დღეიდან შენს გარეშე ერთი დღეც აღარ გავჩერდები
- ნუ სულელობ, მანქანა შეანელე, მეშინია, დავიმტვრევით
- მაშინ მითხარი რომ გჯერა ჩემი
- ბავშვი ხომ არ ხარ როგორ იქცევი
- მითხარი
- კარგი მჯერა ოღონდ ნელა იარე - მან მანქანა შეანელა, საშინლად აღელვებული იყოს
- იცი რომ დღე არ ყოფილა ისეთი შენზე არ მეფიქროს?
- რატომ ერთხელ მაინც არ დარეკე? - დაუფიქრებლად წამომცდა საყვედური, მივხვდი და ავირიე, მაგრამ წამოცდენილ სიტყვას უკან ვეღარ დავაბრუნებდი.
- რაა? - თემომ მკვეთრად დაამუხრუჭა და გაოცებულმა შემომხედა.
- წავიდეთ ეხლა გვანცასთან, მელოდებიან - ვთხოვე მე
- რა მითხარი? - ისევ გამიმეორა კითხვა თემომ
- არაფერი ისეთი, უბრალოდ გკითხე, ხომ შეგეძლო მეგობრულად შემხმიანებოდი,ნუ გააზვიადებ - თავს ვიმართლებდი მე. უზომოდ ბედნიერი სახით მიყურებდა. მივხვდი რომ ჩემდაუნებურად დაუფიქრებლად წამოსროლილი ფრაზით იმედი გავუჩინე და საშინლად ვბრაზობდი ჩემს თავზე. რაღაცნაირად ამრია მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ და თავადაც ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა. თვალებში მიყურებდა და ხმას არ იღებდა. მერე ჩემი ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა, მაკოცა და მითხრა:
- მაპატიე. - ხელი გამოვტაცე
- წავიდეთ გვანცასთან რაა - მუდარით ვთხოვე , რადგან აღარ ვიცოდი რა მექნა და ერთი სული მქონდა მისგან თავი დამეღწია.
- კარგი, მაგრამ დამირეკე და უკან მე წამოგიყვან - მითხრა მშვიდი ტონით
- ასე თუ მატარე კი გამოგყვები - გავუცინე მე
- არა ნელა გატარებ, მაპატიე თუ შეგაშინე, ისე რას იზამდი მართლა რომ სახლში წამეყვანე?
- არ წამიყვანდი
- როგორი დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში
- ვარ, იმიტომ რომ გენდობი, ვიცი არ ხარ ის კაცი ვინც რაიმეს ძალით გამაკეთებინებს
- მაგისთვისაც მადლობელი ვარ რომ ჩემზე კარგი აზრის ყოფილხარ - გაუხარდა თემოს - მიხარია რომ მენდობი.
- რომ არ გენდობოდე მანქანაში არ ჩაგიჯდებოდი
გვანცას სახლთან ჩამოვედი, დავემშვიდობე და სადარბაზოში შევედი. კარზე ზარის დარეკვა არ დამჭირვებია, ეტყობა ფანჯარაში მითვალთვალებდნენ და რომ ავედი ღია კართან დამხვდნენ.
- როგორც ვხვდები ყველამ ყველაფერი იცით ხომ? - თავები დამიქნიეს - მერე რა გიხარიათ?
- რაო? რა გითხრა? რაზე ილაპარაკეთ? - გვერდით მომისკუპდა ნანა
- მითხრა ყველა შენი ნაბიჯი ვიცოდი ჩემი ენაგრძელი ნათესავისგანო
- მეკითხებოდა და რა მექნა - თავის მართლება დაიწყო ნანამ
- რომც არ ეკითხა მაინც არ გაჩუმდებოდი,
- არა, მართლა სულ შენს ამბავს კითხულობდა
- რატომ არ მითხარი თუ მკითხულობდა?
- გინდოდა რომ მეთქვა? - გამომცდელად მომაჩერდა ნანა
- ეგ რა შუაშია, ყველაფერს ნუ ატრიალებ საშენოდ
- ვიცოდი წამეჩხუბებოდი და მაგიტო, ერთხელაც არ გიხსენებია რაც წასულია
- რატომ უნდა მეხსენებია, სულაც არ ვფიქრობდი მასზე
- ჰოდა ნუღარ გიკვირს რომ არ გეუბნებოდი, ვეუბნებოდი იმას ვისაც აინტერესებდა
- ნეტა კიდევ რა გაქვს ნათქვამი რომ არ ვიცი ისეთი?
- ისეთი არაფერი, - თქვა და გვერდზე დაიწყო ყურება
- ვაიმე, მოგკლავ ნანა, შენთან აღარაფერი არ უნდა ვთქვა, ვინ იცის რა იბოდიალე
- კარგი, მართლა მოყევი რაზე ილაპარაკეთ რაა - ეხლა გოგონები მომადგნენ
- არაფერზე, ერთმანეთი მოვიკითხეთ და მამამისის გამო მადლობა გადამიხადა, სხვა არაფერი
- ამდენი ხანი მარტო ეგ თქვით? ორი საათია წასულები ხართ
- რა უნდა გვეთქვა, უბრალოდ გავისეირნოთო და უარი არ ვუთხარი
- აუ მაინც არ გვეტყვის დაანებეთ თავი, მათი პირადულია - თქვა თამთამ
- რა პირადული, თქვენ ხომ არაფერი გერევათ? რა გვაქვს პირადული? ისე ლაპარაკობთ გეგონება შეყვარებულები ვიყავით და მონატრებულები შევხვდით ერთმანეთს.
- სულ არ გაგეხარდა რომ დაინახე? - არ მეშვებოდა ლიკა
- გამეხარდა, როგორც გამეხარდებოდა ნებისმიერი თქვენთაგანის დანახვა ისე.
- ანუ მეგობრულად? - არ ისვენებდა ნანა
- კი, სხვას რას ელოდით? მაინც მიკვირს თქვენგან, როდესმე რაიმე მეტი იგრძენით ჩემგან მის მიმართ?
- კარგი ჰო, ისე ორი თვითაა ჩამოსული ცნობისთვის.
- რაღა გიჭირთ, გაერთობით - გამეცინა მე, გოგოებიც ამყვნენ. გვიანობამდე გავჩერდით გვანცასთან, მერე დავიშალენით, თემოსთვის რა თქმა უნდა არ დამირეკავს, ან როგორ დავრეკავდი, მისი ნომერი არ ვიცოდი, უკვე სახლში ვიყავი, თვითონ დამირეკა და მისაყვედურა.
- გელოდებოდი, რატომ არ დარეკე
- რატომ უნდა შემეწუხებინე? თან შენი ნომერიც არ მქონდა
- მე თუ გავიგე შენც ხომ შეგეძლო?
- ეგ უნდა კიდევ ნანას, ისედაც შემაწუხა ზედმეტი კითხვებით.
- ზრუნავს ჩვენზე - გაეცინა თემოს - ჩამოდი შენი სახლის წინ ვდგევარ.
- რატომ მოხვედი? ეხლა ვერ ჩამოვალ, წადი.
- არ წავალ სანამ არ გნახავ, ჩამოდი.
- ვერ ჩამოვალ, წადი, ხომ მნახე დღეს და წადი ეხლა.
- მაშინ მე ამოვალ და შენებსაც გავიცნობ.
- არ გაბედო
- მაშინ ჩამოდი
- წადი თემო, ხვალ გნახავ ეხლა არა.
- ამოვდივარ.
- მოიცა, არ ამოხვიდე, გვიანია ძალიან, გთხოვ
- შენ გადაწყვიტე, ან ამოვალ, ამ ჩამოხვალ.
- ოჰ რა ჯიუტი ხარ, რა მოგიხერხო, არაფერი გესმის, ვერ ხვდები რომ ცუდ დღეში მაგდებ?
- ვერა, დროულად გადაწყვიტე.
- კარგი დამელოდე ჩამოვალ. - ვთქვი და ტელეფონი გავთიშე. ფეხაკრეფით გავედი სახლიდან რომ ჩემებს არ შეემჩნიათ და დაბლა დავეშვი. სადარბაზოსთან მელოდებოდა.
- წამოდი მანანაში დავსხდეთ არავინ დაგვინახოს, მეზობლებს მეტი არ უნდათ, - ვუთხარი და პირველი მე წავედი მანქანისკენ, გაეცინა და უკან გამომყვა. ჩავსხედით. ვიდრე რაიმეს მეტყოდა მე დავასწარი:
- თემო, როდესმე ჩემდაუნებურად იმედი მოგეცი? რატომ არ მეშვები?
- განა ჩემზეა დამოკიდებული?
- სამი წელი ხომ იცხოვრე მშვიდად? ხომ შეგიძლია ისევ გააგრძელო და არ შემაწუხო?
- მართლა გინდა ეს?
- კი, მართლა
- სამი წელი ჩემი ნების გარეშე ვიყავი შენგან შორს, იქედან არ არის ადვილი შენს ჭკუაზე იარო, მენატრებოდი მაგრამ ვერ მოვდიოდი.
- რომ გავთხოვილიყავი რას იზამდი? ხომ შეეგუებოდი ბედს? ჰოდა ჩათვალე ვითომ გავთხოვდი და შემეშვი.
- შენს ამბებს რისთვის ვკითხულობდი შენი აზრით? რომ მცოდნოდა ვინმე გამოჩნდა შენს ცხოვრებაში გგონია დამაკავებდა სამსახური? შენ მე აქედან საკმაოდ მშვიდად გამიშვი, დამარწმუნე რომ არავის შეხედავდი და ამიტომ წავედი, ვიცოდი რომ დევიზად სწავლა გქონდა და სიყვარულისთვის არ გეცალა.
- მე ეხლაც ვსწავლობ.
- ვიცი მაგრამ ეხლა სხვაა.
- სულაც არა, თან ორ თვეში ისევ წახვალ და რამდენიმე წლით გადაიკარგები, რა აზრი აქვს რამის დაწყებას.
- შენ იცი, რომ შენი ერთი სიტყვა სამუდამოს მომაბრუნებს აქეთ.
- არ ვაპირებ შენი კარიერა დავამსხვრიო და შემდეგ მთელი ცხოვრება სანანებლად გქონდეს.
- ნუთუ გგონია რომ შენს გამო რაიმეს ვინანებ? რა ცუდად მიცნობ ანი, როგორ არ იცი რამხელა ადგილს იკავებ ჩემს ცხოვრებაში. - თქვა და ჩემი ხელი აიღო, ვცადე გამეთავისუფლებინა თავი მაგრამ უფრო მომიჭირა ხელზე.
- ნუ გამირბიხარ, საკმაოდ ვიცადეთ ორივემ, გეყოფა ჯიუტობა.
- არც კი ვიცი რა გიპასუხო, ჩემი მაინც არ გესმის ტყუილად ვლაპარაკობ ამდენს, შენსავით არც ერთი თაყვანისმცემელის მოშორება არ გამჭირვებია.
- იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი, ეს ბედია, ვერ ხვდები?
- ბედის საერთოდ არ მჯერა.
- საერთოდ არაფრის როგორ არ გჯერა, გამაგიჟებ შენ, რომ მიყვარხარ იმის მაინც ხომ გჯერა
- ვფიქრობ უფრო უარს ვერ ეგუები, ამოჩემებასავით ვარ შენთვის.
- შენ ხომ არ გავიწყდება რომ თინეიჯერი არ ვარ რომ ამოგიჩემო?- ჯერ ისევ ბავშვი ხარ და ამიტომ ფიქრობ ასე, მე შენ მიყვარხარ და ამაზე რეალურს ეხლა ვერაფერს გეტყვი, ერთი რამე ვიცი დარწმუნებით, რომ მე აქედან უშენოდ აღარსად წავალ, ან წავალთ ერთად, ან მეც აქ ვრჩები, ამიტომ არჩევანი შენზეა.
- ასე დარწმუნებით როგორ ამბობ? არ გიფიქრია რომ შეიძლება სხვა მიყვარდეს? - ხმამაღლა გადაიხარხარა
- შენი მთავარი ქირურგი ხომ არა? ბატონი ნიკა?
- თუდნაც - გავბრაზდი მე
- ეგ საკენკი შენს ბრიყვ უფროსს დაუყარე, როგორც ვიცი ერთხელ გამოგივიდა კიდეც
- ნანას სახლში აღარ შემოვუშვებ, უკვე მეტისმეტი მოსდის - საშინლად გავმწარდი, მივხვდი რა სიტყვებით მოვიშორე ისიც იცოდა და აღარ ვიცოდი სირცხვილისგან რა მექნა, ხელის წართმევა ვცადე, არ გამიშვა, პირიქით თავისკენ მიიზიდა და მაკოცა.
- ნუ ბრაზობ ნანაზე, ცუდი არაფერი გაუკეთებია
- გამიშვი, მეტისმეტი მოსდის უკვე, ამას აღარ ვაპატიებ, სიტყვის თქმის მეშინია, ყველაფერს გიყვება, - კმაყოფილი იღიმოდა, ეს ცეცხლზე ნავთს მიმატებდა - უბრალოდ თავი რომ დამეღწია პირველი რაც მომაფიქრდა ის ვთქვი, მერე მაგასთან წამომცდა და როგორც აწყობდა ისე გაიგო, არ ვიცი რას ვუზამ ჯერ ვნახო - თავს ვიმართლებდი.
- სწორად გითქვამს.
- კარგი რაა, შენზე საერთოდ არ მიფიქრია ამას რომ ვამბობდი, უბრალოდ გადამეკიდა თუ ვინმე გყავს გამაცანიო, რატომ არ გაკითხავსო და მაგიტომ მოვიფიქრე ეს სისულელე.
- მთავარია მოიცილე - თქვა კმაყოფილმა
- არ იმუშავა დიდ ხანს მაგ ტყუილმა, სახლში მოვიდა ჩვენთან
- რაა - გაფითრდა თემო, - ეგ არ უთქვამს ნანას
- არ იცოდა და მაგიტომ,
- რატომ მოვიდა, რა უნდოდა შენთან სახლში, შენ დაპატიჟე?
- მოულოდნელად მოვიდა, აქეთ ვიყავი და შემოგიარეო,
- მერე? - საშინლად დაძაბულმა მკითხა თემომ
- მერე მიუბრუნდა დედაჩემს და ანის საქმროს გაცნობაც მინდა და სახლში არ არისო? ჰკითხა, დედაჩემი დაიბნა, რა საქმრო შვილო, არ ჰყავს ანის საქმროო, მე ხომ არ მითქვამს დედაჩემისთვის არაფერი.
- მერე?
- მერე არაფერი ცოტა ხანში წავიდა.
- ერთად მუშაობთ ხომ? - მივხვდი ეჭვიანობამ შეიპყრო, ვიფიქრე ცოტას გავაბრაზებ-მეთქი და ვუპასუხე:
- კი, ერთად, ოპერაციაზე ჩემს გარეშე არ შედის. - ვხედავდი როგორ დაეკარგა ფერი, მიხაროდა რომ გავაბრაზე, სამაგიეროს ვუხდიდი თავისი ჯიუტობის გამო.
- წარმომიდგენია როგორ ცდილობს თავი მოგაწონოს - თქვა ბოღმით
- კი ცდილობს.
- სიმპათიურია? ალბათ მოგწონს კიდეც
- კი სიმპათიურიც არის და ძალიან განათლებულიც - ცეცხლზე ნავთს ვასხამდი, ცოტა ჩაფიქრდა, მერე უცებ თვალები გაუბრწყინდა
- ო შე პატარა საძაგელო, მივხვდი, სპეციალურად მაბრაზებ ხომ? უყურე როგორ კარგად გაერთო, დაგსჯი ამისთვის, დამაცადე, - და ხელზე ხელი ისე მომიჭირა რომ გამილურჯდა.
- ხელი მეტკინა - ვუთხარი სიცილით, - როგორი იყო ძალით რომ ჩამომიყვანე ამ ღამით
- უნდა გეტკინოს, - მითხრა და ოდნავ ამიშვა, - როგორ ამაგდო პატარა ბიჭივით, უყურე ამ ეშმაკუნას, კარგად გაერთე ხომ?
- კი, ძალიან - ვკისკისებდი გაუჩერებლად, უცებ ხელით მიმითრია, მეორე ხელი მძლავრად მომხვია წელზე და ტუჩებში მაკოცა.
- ესეც შენ სასჯელი - მითხრა და ხელი გამიშვა, როგორც კი გავთავისუფლდი სილა გავაწანი, მანქანიდან გადავხტი და სახლში გავიქეცი, საშინლად მიხურდა სახე, გაბრაზებულმა ავირბინე კიბეები და ჩემს ოთახში შევვარდი, ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი და ოთახში ბოლთას ვცემდი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა ხვალ, ეს რაღაც ახალი გრძნობა იყო ჩემში, თემოს დანახვაც კი არ მინდოდა. მთელი ღამე არ მიძინია, დილის პირზე როდის-როდის ჩამეძინა, შუადღემდე მეძინა, ორი ხდებოდა რომ გავიღვიძე, თავი საშინლად მტკიოდა, გაბრუებული ვიყავი და ადგომის თავი არ მქონდა, ოთახიდან გასვლა და ვინმეს ნახვა ისედაც არ მინდოდა. ტელეფონს დავხედე ოცდასამი გამოშვებული ზარი იყო, გამახსენდა რომ გუშინ ტელეფონს ხმა გამოვურთე, ოცდასამიდან ცხრამეტი თემოს ზარი იყო დანარჩენი ნანას. სიბრაზემ გადამიარა მაგრამ ჯერ არცერთის დანახვა არ მინდოდა, - ეხლა რა ვქნა? - ვფიქრობდი ჩემთვის - როგორ მოვიქცე? ან როგორ შევხედო თვალებში რომ შემხვდება? წავიდეს მაინც, მაგრამ ჯერ არ წავა, უჰ, ეს რა დღეში ვარ, პირველად არ ვიცი რა გავაკეთო. - კარზე ზარის ხმა იყო, ოღონდ ნანა არ იყოს - ვფიქრობდი სასოწარკვეთილი, გვანცა იყო, კარი დედამ გაუღო, ცოტა ხანში კარზე მომიკაკუნეს.
- ანი გღვიძავს? - დამიძახა დედამ, კარი გავაღე, გვანცამ შემომცინა
- შენ ძილისგუდა, ამდენი ხანი როგორ იძინე? - მკითხა გვანცამ, შიშისგან პირი არ გამიღია ამანაც არაფერი თქვას ნანასთან-მეთქი.
- როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირს, რა ფერი გადევს? - მკითხა და შუბლზე ხელი მიმადო - გოგო იწვი სიცხისგან, ქეთი დეიდა ანის მაღალი სიცხე აქვს - გასძახა დედას
- გაჩუმდი გთხოვ, ნუ ყვირი თავი მისკდება - დედა შემოვიდა, თერმომეტრი შემომიტანა და აქოთოთდა
- შვილო ძალიან ცხელი ხარ, წამალს მოგიტან ეხლავე, სად გაცივდი ასე,
- კარგი რა დედი, ცხელი ჩაი გამიკეთე და მიშველის მეტი არაფერი მინდა - დედა გავიდა
- ნანამ მითხრა ვურეკავ და ტელეფონს არ იღებს, წადი რამე ხომ არ სჭირსო და მართლა რა დღეში ყოფილხარ
- ნანამ არა? კიდევ რა გითხრა ნანამ
- მეტი არაფერი, ბავშვს ვერ ვტოვებ და შენ წადიო, შეწუხებული ხმით მითხრა და ეგრევე წამოვედი, ყველას ექიმი შენ ხარ და ეხლა აქეთ გჭირდება მგონი
- ვერ გაბედა ქალბატონმა იცის კარგს არაფერს ვეტყვი
- თქვენ რა იჩხუბეთ? - გაოცებული იყო გვანცა აშკარად არაფერი იცოდა
- ჯერ არა მაგრამ ვაპირებ
- რატომ რა დაგემართათ?
- ენა აქვს ძალიან გრძელი და იმიტომ. არაფერი მკითხო არ მაქვს ლაპარაკის თავი - მობილურმა დარეკა, თემო იყო, გავუთიშე, გვანცა გაოცებული მიყურებდა, ისევ დარეკა და ისევ გავთიშე.
- წადი გვანცა შენც, არაფერი გადაგდო, მაინც ვერაფერს მიშველი, დავიძინებ და ძილში გამოვალ.
- ვიქნები ცოტა ხანს - მითხრა გვანცამ
- არა, წადი, რა აზრი აქვს ჩემს ყარაულობას, დღეს არ ავდგები და გეხვეწები მნახველების თავი არ მაქვს და არავინ მოვიდეს იზრუნე გთხოვ.
- კარგი, მაგრამ ხვალ მე მაინც მოვალ კარგი?- მითხრა გვანცამ, თავი დავუქნიე და გავიდა, დედამ ჩაი შემომიტანა, თერმომეტრი გამომართვა, 39.5 მქონდა ტემპერატურა.
- სასწრაფო გამოვიძახო? - მკითხა შეშინებული თვალებით,
- არ გინდა დე, წამალს დავლევ, გამოვიძინებ და უკეთ ვიქნები, ჩემთან თუ ვინმე მოვიდეს არავინ შემოუშვა, სძინავს-თქო უთხარი, არავის თავი არ მაქვს.
- რა გჭირს დედი, რამე გაწუხებს?
- არა, არაფერი, ნუ ნერვიულობ, უბრალოდ ტემპერატურამ ამიწია, ალბათ გავცივდი.
- კარგი შვილო - მითხრა, შუბლზე ტუჩები დამადო, ნაზად მაკოცა და გავიდა. თვალები დავხუჭე და ფიქრებში წასულს ძილმა წამართვა თავი.
.......
თემო ადგილს ვეღარ პოულობდა, თავის თავს ჰკიცხავდა მოუთმენელი პატარა ბიჭივით მოვიქეციო, ეხლა საერთოდ აღარ გამეკარებაო, ვის, ვის და ანისთან ესეთი რამის გაკეთება როგორ შეიძლებოდა, ხომ ვიცოდი მისი ხასიათიო, ვინ იცის მოძალადე ვგონივარო, ანიმ რომ ტელეფონზე არ უპასუხა, უფრო შეწუხდა, ნანას დაურეკა.
- ვერაფრით ვუკავშირდები და ხომ არ იცი სად არის - ო, ის კი არ უთქვამს რატომ ვერ უკავშირდებოდა, ნანამ :
- არც მე მპასუხობს, სახლში მივალ გავარკვევ სად არის -ო,
- არა, არ მიხვიდე, სხვას გააგებინე ვინმეს - უთხრა თემომ, ნანას გაუკვირდა
- რატომ არ მივიდე?
- გაბრაზებულია შენზე, იცის რომ რაღაცეებს მიყვებოდი, ეხლა არ ღირს შენი მისვლა
- როგორც ვხვდები შენზეც გაბრაზებულია ხომ?
- კი, მაგრამ არ მკითხო რატომ, ვინმე სხვას აკითხინე ასე ვერ გავჩერდები.ნანამ გვანცას დაურეკავერ ვუკავშირდები და იქნებ წახვიდე და გაიგო რა სჭირს-ო.
- შენ რატომ არ მიდიხარ? - ჰკითხა გვანცამ
- ბავშვს ვერავის ვუტოვებ და თუ შეგიძლია წადი, ვღელავ რაიმე ხომ არ დაემართა, დილას მერე ვრეკავ და ტელეფონს არ იღებს. - გვანცა დათანხმდა.
.........
ანისგან გამოსულ გვანცას ნანა შეხვდა.
- რა ქენი, ნახე? სად არის? როგორ არის?
- შენ აქ რა გინდა, აბა ვერ მოვდივარ ბავშვს ვერ ვტოვებო?
- დედამთილი მოვიდა და იმას დავუტოვე ბავშვი,
- მაღალი სიცხით წევს საწოლში და განძრევის თავი არ აქვს, ისე შენზეა გაბრაზებული ოღონდ არ მითხრა რატომ, მარტო ის თქვა ენა აქვს ძალიან გრძელიო, შენ არ მეტყვი რა მოხდა თქვენს შორის?
- არაფერი ვიცი - მზერა აირიდა ნანამ
- გასაგებია, არც შენ მეტყვი, მითხრა არავინ შემაწუხოს მნახველების თავი არ მაქვსო
- კარგი წავიდეთ - უთხრა ნანამ და ერთად წავიდნენ. ნანამ თემოს ანის ამბავი შეატყობინა, თემო საშინლად შეწუხდა, ყველაფერს თავის თავს აბრალებდა. ოთახში ბოლთას სცემდა.
სამი დღე გარეთ არ გავსულვარ, მეოთხე დღეს სამზარეულოში ცხელ ჩაის ვსვამდი, სიცხე აღარ მქონდა, მაგრამ გარეთ გასვლას და ვინმეს ნახვას ვერიდებოდი. ზარის ხმაზე კარის გასაღებად მარი გავიდა და იქედან გახარებულმა დაიძახა.
- დაიკო ჩვენი ნანიკო მოვიდაა, - ნანას უკან უცნობი მამაკაცი რომ დაინახა ოდნავ შეცბა.
- როგორ ხარ მარი? - გადაეხვია ნანა
- კარგად, შენ? მობრძანდით - მიიპატიჟა მარიმ
- გაიცანი მარი, ეს ჩემი ნათესავია, თემო - ყურებს არ დავუჯერე, შემოსასვლელში გავედი და გაოცებული მივჩერებოდი ხომ არ მომეჩვენა-მეთქი. ავად ყოფნის გამო ფერი მქონდა დაკარგული და დასუსტებული ვიყავი, ეს თემოს მხდეველობიდან არ გამორჩენია და ძალიან შეწუხდა. სტუმრები მისაღებ ოთახში დასხდნენ, მარი გავიდა ყავას მოვამზადებო, ხმას არ ვიღებდი, ველოდებოდი რას იტყოდნენ.
- როგორ ხარ ანი? - ხმა ამოიღო თემომ.
- სარგებლობთ რომ მარტო არ ვარ სახლში და ვერაფერს გეტყვით, ამიტომაც მოხვედით აქ
- აქ იმიტომ მოვედი რომ ტელეფონზე არ მპასუხობდი და შენზე ძალიან ვნერვიულობდი.
- აქ ნუ ვილაპარაკებთ, მარტო არ ვარ.
- კარგი. - მარი შემოვიდა, ყავა, ხილი და ტკბილეული შემოიტანა და თვითონაც ჩამოჯდა.
- როგორ ხარ მარი? როგორ არის შენი სწავლის საქმეები? - ჰკითხა ნანამ
- კარგად ნანიკო, შენ როგორ ხარ? სად დაგვეკარგე? რას შვება შენი პატარა გადარეული?
- ცელქობს და არის.
კარი გაიღო და დედა შემოვიდა.
- სტუმრები გვყოლია, როგორ ხარ ნანა შვილო, მარი ჩანთები გამომართვი, სამზარეულოში გაიტანე. - მარიმ ჩანთები გაიტანა, დედა შემოვიდა და თემო გაიცნო. ნანას ოჯახი მოიკითხა და ცოტა ხანში სალაპარაკო თემაც გამოელიათ, მცირე ხნის შემდეგ ნანამ თქვა:
- წავალთ ეხლა ჩვენ ანი, გვიანია უკვე.
- იყავით შვილო რა გეჩქარებათ. - შესთავაზა დედამ
- არა ქეთი დეიდა, ისედაც დიდ ხანს გავჩერდით, ბავშვი მყავს დატოვებული, უბრალოდ ანის ნახვა მინდოდა და თემოს ვთხოვე მოვეყვანე, რადგან კარგადაა მშვიდად მივდივარ.
- ეს დღესაა კარგად თორემ გენახა ერთი ეს სამი დღე როგორ იყო, სიცხეებს ვერ ვუგდებდით, გაგვაწვალა და არც ექიმი არ მოგვაყვანინა, არ იცი როგორი ჯიუტია? - აწუწუნდა დედა.
- კარგი დედა ნუ ამუქებ - გავაწყვეტინე მე.
- ჯიუტი არის კი - ხმადაბლა ჩაილაპარაკა თემომ
- რა თქვი შვილო? - მიუბრუნდა დედა
- არაფერი ქალბატონო, ჩვენი წასვლის დროა-თქო.
- გაგაცილებთ - ვთქვი მე და კარისკენ გავუძეხი. წავიდნენ, ჩემი ოთახისკენ წავედი, დედამ შემაჩერა.
- ვინ იყო ეს ბიჭი დედი?
- არავინ - ვუპასუხე და ოთახში შევედი.
...........
- ნახე როგორი ფერმკრთალი იყო? - შეწუხებული ხმით უთხრა თემომ ნანას
- სად გაცივდა ნეტა?
- ეგ გაცივების ბრალი არაა, ნერვიულობის ბრალია - თქვა თემომ
- აღარ იტყვი რა მოხდა თქვენს შორის?
- არა, ეს მარტო ჩვენ ორს გვეხება - ნანამ დაეჭვებით შეხედა. თემო მიხვდა რომ ნანას შეიძლება არასწორად გაეგო მისი ნათქვამი და დასძინა - ყოველ შემთხვევაში ისეთი არაფერი, უბრალოდ წავკამათდით ზედმეტად. - ნანამ შვებით ამოისუნთქა
- ნუთუ რაიმე ისეთი იფიქრე რაც არ მეკადრება?
- არა, რა სისულელეა, უბრალოდ ასე გასაიდუმლოებამ გამაკვირვა.
- თუ უნდა თვითონ მოგიყვება და თუ არა ესე იგი არ არის საჭირო ითქვას. - ნანას ხმა აღარ ამოუღია ისე მივიდნენ სახლამდე.
..............
სახლიდან სპეციალურად არ გავდიოდი, არ ვიყავი მზად თემოსთან შესახვედრად, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, საყვედურების თქმა ბანალურად მეჩვენებოდა, ისედაც მისახვედრი იყო რომ თემო თვითონაც განიცდიდა ამ მდგომარეობას. ერთი კვირა გავიდა, შვებულება ორი კვირაღა იყო დარჩენილი, მაგრამ მზად ვიყავი ადრე გავსულიყავი სამსახურში ოღონდ რაღაცით დავკავებულიყავი. კლინიკაში დავრეკე და ნიკას ვთხოვეორი კვირით ადრე გამოვალ და დარჩენილ დღეებს ზამთარში გამოვიყენებთქო, ნიკა სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, უკვე მონატრებოდა ანი და სახლში მისვლას ვეღარ ბედავდა ადრინდელი შემთხვევის გამო. ორშაბათი დღე იყო, კლინიკაში წავედი სამორიგეოდ. თანამშრომლებს გაუხარდათ ჩემი დანახვა და გულთბილად მიმიღეს. ნიკამ ოთახში ლამაზი თაიგული შოკოლადის ფილა დამახვედრა, სხვა დროს გავბრაზდებოდი მაგრამ ეხლა მადლობა გადავუხადე ნიკას რითაც კიდევ ერთხელ გავაკვირვე.
- ნეტავ აზრი ხომ არ შეიცვალა ჩემზე? - ფიქრობდა გახარებული, დღემ მშვიდობიანად ჩაიარა, ღამის მორიგეობაც შედარებით მშვიდი იყო და დილით როცა შევიცვალე კართან ნიკა ელოდებოდა.
- ერთად ხომ არ გაგვევლო, ცოტა ვისაუბროთ - უთხრა ნიკამ
- არ გინდა ნიკა, გთხოვ
- პაციენტზე მინდა დაგელაპარაკო, ჩვენთან წევს, გზაში გაგაცნობდი მდგომარეობას, აბა არ მოგიყვე?
- კარგი მაშინ წავიდეთ, ვინ არის, რა სჭირს?
- სამი დღის წინ მოიყვანეს, ახალ ნაოპერაციებია, ნაღვლის ბუშტი ამოაჭრეს და სიხცეები არ იკლებს, ოცდაცხრამეტი, ორმოცი სიცხე აქვს ორი დღეა, ოპერაცია ჩვენს კლინიკაში არ გაკეთებულა, ამიტომ მდგომარეობაზე არაფერი ვიცი, პაპილომა ჰქონდა და გაჭრით გაუკეთდა ოპერაცია, ეხლა როცა შესაძლებელია გაკვეთის გარეშე რატომ გარისკეს არ ვიცი. ორი დღე კიდევ ვუყურებდა თუ სიცხემ არ დაუწია ისევგაკვეთა მოგვიწევს. რას ფიქრობ,აბა რას იტყვი?
- ანთება მიდის ორგანიზმში ეს ფაქტია, ფიქრობ რომ რაიმე შეცდომაა დაშვებული?
- აი ხედავ? ზუსტად იგივე იფიქრე შენც. მგონი გაკვეთა არ აგვცდება.
- ექოსკოპიაზე არაფერი გამოჩნდა?
- არა, ანალიზებიც არაფერს გვაძლევს ხელჩასაჭიდს.
- როდისთვის ფიქრობ ოპერაციას?
- ზეგ დილით, ასისტირებას გაწევ?
- აუცილებლად, მაინტერესებს რა იწვევს ამ გართულებას.
- კარგი მაშინ, ზეგ შენ მორიგეობა არ გიწევს მაგრამ გადაგიცვლი და მაზეგ აღარ გამოხვიდე.
- მაზეგაც გამოვალ, ზეგ მარტო ოპერაციას დავესწრები და წავალ.
- კარგი როგორც გინდა. - მითხრა და დამემშვიდობა. გზა გავაგრძელე. რამოდენიმე ნაბიჯი მქონდა გავლილი რომ წინიდან თემო გადამიდგა ავტომანქანით, იქედან გაფითრებული სახით გადმოხტა და ჩემსკენ წამოვიდა. მშვიდად ვიდექი და ველოდებოდი რას მეტყოდა, იდგა და თვალებში მიყურებდა ბრაზისგან ანთებული თვალებით.
- სამაგიეროს მიხდი? - გამოსცრა კბილებში
- ვერ გავიგე?
- რა ვერ გაიგე, პატარა ბავშვივით მსჯი თუ რა ჰქვია შენს საქციელს?
- გარკვევით მითხარი თუ რაიმეს თქმა გსურს - ვუთხარი უკმეხად.
- გუშინ ნანას შენებთან დავარეკინე რომ შენი ამბავი გაეგო, დედაშენმა კლინიკაში გავიდა, შვებულება შეწყვიტაო, ამ დილით კლინიკასთან გელოდებოდი და ვერც კი შემამჩნიე, ვიღაც დეგენერატთან ერთად საყვარლად საუბრობდი, ხელკავი გაკლდათ თორემ მშვენიერი წყვილივით მოდიოდით, ეგ არის ნიკა?
- კი ეგ არის - ვთქვი მშვიდად
- და ამას ასე მშვიდად მეუბნები? - გაგიჟდა თემო
- აბა როგორ ვთქვა, მოგატყუო ეგ არ არის-მეთქი?
- სპეციალურად აკეთებ რომ გამამწარო ხომ?
- საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს, არასოდეს არავის არ გავამწარებ არანაირი მიზეზით, გასაგებია?
- აბა რა ჰქვია იმას რაც შენ გააკეთე?
- და რა გავაკეთე?
- კიდევაც მეკითხები? - გაკვირვებული მიყურებდა
- ჰო გეკითხები, რა გავაკეთე?
- თქვენ ერთად მოდიოდით, მეტი რაღა უნდა გაგეკეთებინა?
- მერე რა რომ მოვდიოდი? არ მაქვს უფლება თანამშრომელთან ერთად გავიარო ქუჩაში თუ რა ხდება?
- იმ თანამშრომელთან რომელსაც უყვარხარ?
- თუნდაც.
- ანი, ჩემს ნერვებზე რატომ თამაშობ?
- სულაც არა, და საერთოდ ვინ მოგცა ასეთი გამოხტომის უფლება ჩემთან, სხვათა შორის მე შენზე გაბრაზებული ვარ თუ გახსოვს.
- რაზე ილაპარაკეთ, რაო, მიყვარხარო?
- ნუ თავხედობ
- შენ სეირნობდი და ტკბილად ელაპარაკებოდი ვიღაც ქლიავს და კიდე მე ვარ თავხედი?
- წესიერად ილაპარაკე
- უკვე იცავ კიდეც? ყოჩაღ
- არავის არ ვიცავ, უბრალოდ თუ ჩემთან ლაპარაკი გინდა დაფიქრდი რას და როგორ იტყვი.
- აღარ იტყვი რაზე ლაპარაკობდით?
- შენთვის საინტერესო თემაზე არა
- მაინც? იქნებ მეც მაინტერესებს? - ირონია გაურია ხმაში თემომ
- სამსახურზე, ერთ-ერთ რთულ პაციენტზე რომელსაც ზეგ ოპერაცია უნდა გავუკეთოთ, დამშვიდდი?
- ერთად უნდა გაუკეთოთ?
- კი ერთად
- რატომ მარტო ვერ ახერხებს? თუ შენ უნდა გიყუროს ისე ვერ ძლებს?
- ეხლა გავგიჟდები, შენ ჩემი ქმარი ხომ არ გგონია თავი? რის უფლებას აძლევ თავს, როგორ ბედავ - ავყვირდი მე
- ჯერ არა მაგრამ მალე ვიქნები - დარწმუნებით მითხრა მან - წამოდი მიგიყვან სახლში
- არავითარ შემთხვევაში - კატეგორიული უარი ვუთხარი.
- ნუ მაიძულებ ძალით ჩაგსვა მანქანაში, წამოდი - დამემუქრა თემო
- ამ ბოლოს გეხერხება ძალით ჩემი მართვა - ვუკბინე მე, შეცბა, არ ელოდა
- როგორ მწარედ იცი თქმა - დანანებით მითხრა
- სიმართლე მწარეა სამწუხაროდ.
- არასოდეს მაპატიებ იმ ერთ კოცნას ხომ?
- არ გქონდა უფლება ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გემოქმედა
- და ნებას მომცემდი კი ოდესმე?
- მოვრჩეთ მაგ თემას, აღარ მინდა გავიხსენო, ცუდ ხასიათზე ვდგები.
- მაშინ ჩავთვალოთ რომ არაფერი ყოფილა, წამოდი ეხლა მართლა, გთხოვ, სახლში მიგიყვან და პირობას გაძლევ ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც მეტყვი, გასეირნებასაც კი არ შემოგთავაზებ სანამ თვითონ არ მოგინდება. - მანქანაში ჩავჯექი, დავინახე როგორ გაუბრწყინდა სახე სიხარულისგან.
- შევრიგდეთ ხომ? - მკითხა მე, არაფერი ვუპასუხე. კმაყოფილი მიაქროლებდა მანქანას. სახლთან მიმიყვანა და წავიდა. მესამე დღეს სადარბაზოსთან დამხვდა, კლინიკაში წაგიყვანო, არაფერი მითქვამს, კარი გამიღო და ჩავჯექი, თვითონაც მიკვირდა ჩემი თავის, გაუაზრებლად რატომ ვემორჩილებოდი, კლინიკასთან ზედ შესასვლელ კარებთან გააჩერა მანქანა რომ ყველას დავენახეთ. არაფერი მითქვამს რა აზრი ჰქონდა მაინც იმას აკეთებდა რაც უნდოდა, თვითონ აშკარად კმაყოფილი იყო ჩემი ასეთი მორჩილებით, მანქანიდან ჩახტა, მოუარა, კარები გამიღო და გადმოსვლაში დამეხმარა, კლინიკიდან რამდენმე წყვილი თვალი მიმზერდა, მათ შორის გაფითრებული ნიკაც, თემო დამემშვიდობა და წავიდა. შენობაში შევედი, ღიმილით მომესალმნენ თანამშრომლები, ნიკამ თავი დამიკრა და თავისი კაბინეტისკენ წავიდა. ოპერაცია დაიწყო, პაციენტი გავკვეთეთ და ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, პაციენტს მუცელში დოლბანდის პატარა რგოლი ჰქონდა ჩატოვებული, ანთებითი პროცესიც ამის გამო იყო გამოწვეული, მუცლის ღრუ დავამუშავეთ და ჭრილობა დავხურეთ. ოპერაციიდან დაღლილები გამოვედით, ნიკას არაფერი უკითხავს თემოზე, თუმცა დარწმუნებული ვიყავი ეჭვით კვდებოდა, მეც არ ჩავთვალე საჭიროდ რაიმე მეთქვა, ან რა უნდა მეთქვა, თვითონაც არ ვიცოდი რა სტატუსი ჰქონდა თემოს ჩემს ცხოვრებაში. საავადმყოფოდან რომ გამოვედი თემო დამხვდა ხელში ვეებერთელა წითელი ვადების თაიგულით. გამოვართვი და მანქანისკენ წავედი.
- რატომ აკეთებ ამას? - ვკითხე როცა ჩავჯექით.
- რას?
- სპეციალურად მომაკითხე, თან ყვავილებით რომ ყველას დაენახე, რატომ?
- უბრალოდ ბოდიშის ნიშნად მოგიტანე - გამიღიმა თემომ
- და შენ გგონია ეგ დავიჯერე? ანუ ფიქრობ რომ ამ დროის განმავლობაში საერთოდ ვერ გაგიცანი?
- აბა რატომ?
- იმიტომ რომ ნიკას დაანახე.
- რა დავანახე ნიკას, ყვავილები?
- ნუ ეშმაკობ,ძალიან კარგად მიხვდი რაც ვიგულისხმე.
- ვერა, ვერ მივხვდი
- ნიკასთვის გინდოდა გეჩვენებინა, ჩვენ ერთად ვართ და არ ჩაერიოო - ჩაეცინა. - სულაც არ არის სასაცილო
- და ცუდი რა არის მაგაში, ხომ გინდოდა მოგეშორებინა, ჰოდა დაგეხმარე.
- ვისთვის ვლაპარაკობ ნეტავი
- თუ გინდა მოვალ ხვალ და ვეტყვი, ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ და შეგიძლია ანის გული მოიგო-თქო, მოვიდე? - იცინოდა თემო
- ნუ მაიმუნობ
- ხვალ თავისუფალი ხარ ხომ?
- არა, ხვალ მორიგე ვარ
- რატომ გახვედი ადრე სამსახურში?
- აღარ მინდოდა უსაქმოდ ჯდომა
- თუ ჩემზე ფიქრისთვის დრო რომ აღარ დაგრჩენოდა იმიტომ? - უცებ მივხვდი რომ მართალი იყო, ოღონდ ამას ჩემს თავს არ ვუტყდებოდი. თემოს ეღიმებოდა, როგორი თბილი ღიმილი ჰქონდა ღმერთო, თვალის უპეები უწვრილდებოდა და კეთილი თვალებით მიყურებდა. რა სისულელეს ვამბობ, გამოვფხიზლდი უცებ.
- რა მითხარი? - ვკითხე უცებ
- რაზე ჩაფიქრდი? - უცებ დავიბენი თითქოს დანაშაულზე წაესწროთ, შემდეგ უცებ მოვისაზრე
- დღევანდელ ოპერაციაზე ვფიქრობდი
- მე რას ველაპარაკები და ეს რაზე ფიქრობს - ეწყინა
- იცი დღეს პაციენტი გავკვეთეთ რომელსაც ერთი კვირის წინ სხვა კლინიკაში გაუკეთეს ოპერაცია და ანთება მიდიოდა ორგანიზმში, სიცხეებს ვერ ვუგდებდით და არ იკითხავ რა აღმოჩნდა მიზეზი?
- რა? - უხალისოდ იკითხა თემომ
- მუცელში დახვეული ბინტი იყო ჩატოვებული და ლპებოდა, დროულად მივუსწარით, კიდევ რამდენიმე დღე და პაციენტს სისხლი მოეწამლებოდა და მოკვდებოდა.
- ბინტი? კი მაგრამ როგორ?
- დაუდევარი ექიმების მიზეზით. - სახლთან მივედით, დავემშვიდობე და წამოვედი
- ანი - დამიძახა უცებ, შემოვბრუნდი, - დაგრჩა - მითხრა და თაიგული მომაწოდა, გამოვართვი და სადარბაზოში შევედი, თან ინტერესით მომზირალი მეზობლების თვალების გუნდი გავიყოლე. სახლში რომ შევედი მარი დამეტაკა.
- ვაიმე რამხელაა და რა ლამაზი იმ ექიმმა გაჩუქა?
- არა რა თქმა უნდა
- აბა ვინ?
- შემეშვი მარი
- მითხარი რაა რატო მიმალავ, მე ხომ არ გიმალავ ხოლმე
- კარგი რაა, მერე დამიწყებ ვინ არის, როგორია, სერიოზული არაფერია ჯერ.
- უყვარხარ?
- ჰო
- შენ?
- რა მე?
- შენ გიყვარს?
- არა
- არც მოგწონს? - უცებ დავფიქრდი, მომწონს თუ არა? რატომღაც ამაზე ფიქრს ყოველთვის გავურბოდი, საკუთარ თავს ვერ ვუტყდებოდი, მომწონს თემო? ამის კითხვის მეშინოდა, პასუხისთვის მზად არ ვიყავი.
- მოგწონს, შენ ის მოგწონს - აყვირდა მარი და ხტუნვა დაიწყო
- მარი, - გავუბრაზდი მე
- გამოტყდი რომ მოგწონს, სიმპათიურია?
- არ გაჩერდები?
- მითხარი და გავჩერდები
- კი, სიმპათიურია
- მაღალია?
- აღარ მომეშვები ხომ?
- მითხარი
- კი მაღალია.
- მოიცა, ის ხომ არ არის ნანასთან ერთად რომ იყო აქ? - ეჭვის თვალით შემომაცქერდა და უცებ
- ის იყო ხომ? მითხარი ხომ ის იყო
- მარი დაწყნარდი რა დღეში ხარ დედა გაიგებს
- არ არის სახლში, ის არის ხომ? მითხარი
- ჰო ის არის მაგრამ სერიოზული არაფერია, უბრალოდ მოვწონვარ და ძალიან გთხოვ დედას არაფერი უთხრა,
- ხმას არ გავიღებ ოღონდ მომიყევ ყველაფერი. ვინ არის სად ცხოვრობს და ასე შემდეგ - მივხვდი არ შემეშვებოდა და ცოტა რაღაცეები მოვუყევი, რაც საჭიროდ ჩავთვალე. ამერიკა რომ გაიგონა გადაირია სიხარულით.
- რა მაგარია, მეც ჩამოვალ თქვენთან, ამერიკას ვნახავ,
- დააწყო გოგომ გეგმები, მე აღარ მეკითხები თუ მივყვები?
- რატომ არ მოგწონს?
- მარტო მოწონებაა საქმე?
- აბა რაა? - გაკვირვებული მომაჩერდა
- ჯერ ერთი გათხოვებას არ ვაპირებ ჯერ, მეორეც კიდევ ასე უცებ არ წყდება ასეთი რამეები და მესამე გადი ეხლა და დამტოვე ჩემს ოთახში თორე ისე ხარ გახარებული ამ ღამით გამაყოლებ მე მგონი, - ვუთხარი და სულ ძალით გავუშვი ოთახიდან.
……..
დილით თემო ისევ სადარბაზოსთან მელოდებოდა.
- მგონი ჩვეულებად გექცა ჩემი ტარება - ვუთხარი მე და ვიდრე რაიმეს მეტყოდა პირდაპირ მანქანისკენ წავედი.
- მიეჩვიე რომ დღეიდან სულ მე ვიზრუნებ შენს გადაადგილებაზეც და საერთოდ ყველაფერზე რაც შენ გეხება.
- ყოველგვარი შეკითხვისა და ჩემი აზრის გაგების გარეშე დანიშნე შენი თავი ჩემზე მზრუნველ პირად ხომ? - ვკითხე მე
- კი, ასეა სწორედ, შენ ძალით თუ დაგითანხმებს ადამიანი რამეზე თორემ შენი ნებით არაფერზე არ ხარ თანახმა. პატარა ბავშვივით დაგდევ და შენგან ერთ თბილ სიტყვას ვერ ვეღირსე, როცა რაიმეზე არ მედავები და უხმოდ აკეთებ უკვე დიდ მიღწევად და ბედნიერებად მიმაჩნია, ხედავ რა დღეში ვარ შენს ხელში? - მოისაწყლა თავი
- საშინლად მეცოდები - არ დავაკელი მეც
- დამცინე ჰო, კარგად ერთობი რომ მაწვალებ.
- ნუ წვალობ მერე, ვინ გაძალებს? აი მაგალითად დღეს რატომ ადექი ასე ადრე? თვითონ ვერ წავიდოდი?
- შენი უფროსი ხომ განიცდიდა რომ არავინ გაკითხავდა, ჰოდა აწი ყოველთვის მე წაგიყვან და მოგიყვან, არ მინდა ინერვიულოს ადამიანმა.
- თვენახევარში ისევ მარტო არ მომიწევს სიარული?
- დღეიდან მარტო აღარასოდეს ივლი, პირობას გაძლევ რომ სულ ერთად ვივლით აი ასე, ხელჩაკიდებული - მითხრა და ჩემი ხელი გულში ჩაიხუტა. არ გავძალიანებულვარ. - ხვალ დილით ისევ მოვალ და მცხეთაში გავისეირნოთ.
- არა, ხვალ სახლში უნდა მივიდე და გამოვიძინო, - ვუპასუხე მე.
- მართალი ხარ, დღეს ხომ ღამის თევა გიწევს. კარგი, მაშინ დღეს ხომ ხუთშაბათია, კვირას ჩემთან წამოდი სახლში, ჩემებსაც გაეხარდებათ შენი ნახვა.
- არავითარ შემთხვევაში - ხელი გამოვტაცე უცებ. - რატომ უნდა წამოვიდე შენთან? რა სტატუსით?
- ჩემი შეყვარებულის სტატუსით, დროა უკვე.
- არა, არ არსებობს, არ მთხოვო
- კარგი მაშინ როგორც მეგობარი, ნანა და თამთაც იქნებიან. გთხოვ უარს ნუ მეტყვი, ეს დღე მინდა რომ ყველამ ერთად გავატაროთ
- რატომ გინდა ასე ძალიან, თან მაინცდამაინც კვირას.
- ისე, უბრალოდ, გამოგივლით მე, ნანა და თამთა და წამოდით
- სტუმრებიც გეყოლება ვინმე?
- არა, არავინ, მხოლოდ ჩვენ, დედაჩემი და მამაჩემი, ერთად ვივახშმოთ და მერე სადმე გავისეირნოთ.
- არ ვიცი, არ მომწონს ეგ იდეა, მოვიფიქრებ
- გთხოვ უარი არ მითხრა, ძალიან მაწყენინებ
- წინდაწინ ვერაფერს დაგპირდები,
- უნდა დამპირდე, ისე ვერ წავალ
- არ მინდა ჯერ ასე დასერიოზულება არაფრის
- ჯერ? - გაეხარდა თემოს - კარგი, არაფერს ვიტყვი, ადრეც ხომ იყავი ჩვენთან, ისე მოდი ეხლაც, თუ გინდა ყველას დავპატიჟებ რომ უხერხულად არ იგრძნო თავი.
- არ არის საჭირო შენების ამდენზე შეწუხება, კარგი, მოვალ, მაგრამ როგორც მეგობარი.
- კარგი - გაეხარდა თემოს, მანქანიდან გადმოსვლაში მიშველა, მოულოდნელად მომეხვია და ლოყაზე მაკოცა. - გაიქეცი ეხლა - მითხრა და სანამ რაიმეს ვეტყოდი მანქანაში ჩაჯდა.
- რას ვაკეთებ? - ვფიქრობდი გაბრუებული, კლინიკაში შესულს ყველა ისევ მე მიყურებდა, ვიგრძენი როგორ გამიწითლდა ღაწვები. - ახლა როგორ ვიმუშაო? ნელ-ნელა ისე შემიჩვია ვერ ვიგრძენი, ისე გამიხადა თავისად ნებართვაც არ უკითხავს - ვფიქრობდი და ვგრძნობდი რომ ეს უკვე აღარ მაბრაზებდა. მეორე დილით კლინიკიდან გამოსული თვალით თემოს მანქანას ვეძებდი, უცებ უკნიდან მომეპარა, ლოყაზე მაკოცა და მითხრა:
- დილა მშვიდობისა ჩემო გოგო, ხომ არ მეძებდი?
- რას აკეთებ ყველა ჩვენ გვიყურებს.
- გვიყუროს მერე,
- მანქანა სად გიყენია?
- აქვე გვერდით პარკირებაზე, მინდოდა ჩუმად მოგპარვოდი, რა იფიქრე რომ ვერ დამინახე?
- არაფერიც არ ვიფიქრე
- გეგონა არ მოვიდოდი?
- კარგი წავიდეთ, არ მსიამოვნებს ამდენი მაყურებელი რომ გვყავს
- შენი ქირურგი როგორ გყავს?
- გუშინ არ იყო მორიგე, ასე რომ არ ვიცი, თუ ძალიან გაინტერესებს დაველოდები, მოვა დღეს და გაგირკვევ
- არ არის საჭირო, ნუ შევაწუხებთ ასეთ მოუცლელ პიროვნებას - გაეცინა თემოს, მხრებზე ხელი მომხვია და მანქანისკენ წამიყვანა, ვცადე ხელი მომეშორებინა მაგრამ არ დამანება.
- მოისვენე ჭირვეულო ბავშვო, ნუ ფართხალებ თორემ იძულებული ვიქნები ხელში აგიყვანო და ისე მიგიყვანო მანქანამდე. - შემეშინდა მართლა არ გააკეთოს ეს მეთქი და გავჩერდი.
- რაღაც მინდა გკითხო, - ვუთხრი როცა ჩავსხედით
- გისმენ ძვირფასო
- ნუ მეძახი ასე
- რატომ?
- იმიტომ, და დამაცადე
- კარგი, მკითხე რაც გინდა
- როგორ ახერხებ რომ აკეთებ იმას რაც გინდა და წინააღმდეგობის საშუალებას არ მაძლევ. იმდენად დავიღალე შენთან დავით რომ უკვე აზრი არ აქვს, რომც გითხრა, მაინც ვერ გაგებინებ, ყველაფერს მაინც ისე აკეთებ როგორც გაწყობს.
- განა ცოტა მაწვალე? ცოტა გელოდე? მივხვდი რომ ან ჩემს ჭკუაზე უნდა მევლო ან შენთვის უნდა დამეჯერებინა, ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩემს ჭკუაზე მევლო რადგან ეგ ვარიანტი უფრო მომგებიანი იყო. -მითხრა და გამიღიმა
- აი ისევ, აზრი არ აქვს ლაპარაკს, - ვთქვი მე და მოვიღუშე
- ჩემი ბუტია გოგო, შენთვის რომ დამეჯერებინა ეხლა ერთად არ ვიქნებოდით, ყველაზე ჯიუტი ხარ ჩემს სანაცნობოში, მე კიდევ ვერ დავუშვებდი რომ დამკარგვოდი, შენი ნებით შენ ვერავინ დაგიყოლიებდა, ამიტომ ჩემებურად ვიქცეოდი და მომავალშიც ასე ვაპირებ, - მითხრა და ხელზე მაკოცა,
- ჩვენ უკვე ერთად ვართ? - გაოცებულმა ვკითხე, რადგან მე ფიქრში თავსაც არ ვუტყდებოდი რომ შეიძლებოდა ასე ყოფილიყო.
- აბა რა გეგონა თავი რომ შემაყვარე და მოსვენება რომ დამაკარგვინე. უშენოდ ყოფნას აღარ ვაპირებ, სახლში რომ გიშვებ ვიდრე მეორედ გნახავ მონატრებას ვერ ვუძლებ, პატარა ბიჭივით ადგილს ვერ ვპოულობ, რომ დაგინახავ სიცოცხლის ხალისი მიბრუნდება, შენ უკვე ჩემი ხარ და შეეჩვიე ამ აზრს, ჩვენ ვეღარაფერი დაგვაშორებს.
- შენ ხომ უნდა წახვიდე. იქ სამსახური გელოდება, ასე ადვილად დათმობ ყველაფერს რასაც წლების მანძილზე მიაღწიე?
- თუ წავალ შენც ჩემთან ერთად წამოხვალ, სხვანაირად ვერ იქნება.
- როგორ წარმოგიდგენია ეგ, მე აქ ვსწავლობ, ვმუშაობ, როგორც შენ გჭირდება კარიერა ანალოგიურად მჭირდება მეც.
- პრობლემას ვერ ვხედავ, შეგიძლია იქ გააგრძელო სწავლაც და მუშაობაც, იქ ხომ ყველაფერი გაცილებით მაღალ დონეზეა და შენი პროფესიული წინსვლისთვის უკეთესს რას ინატრებ.
- როგორ მარტივად წყვიტავ ყველაფერს.
- სწორედ ასეა, ერთად ყველაფერს შევძლებთ. საცხოვრებლად ამერიკაში დავჩეთ, წელიწადში ერთხელ ჩამოვალთ და მშობლებს ვინახულებთ, შვილებს კიდევ იქ გავზრდით სადაც მეტი პერსპექტივაა და ვიცოვრებთ ბედნიერად.
- შვილებს?
- დიახ შვილებს.
- არ მჯერა რომ ამ ყველაფერზე ვლაპარაკობთ, თავი სიზმარში მგონია, ჩემს ცხოვრებაში ძალით შემოიჭერი და არც კი მეკითხები მიყვარხარ თუ არა ისე აწყობ ოჯახის გეგმებს, რომც მკითხო მაგ კითხვაზე პასუხი ჯერ მე თვითონაც არ მაქვს და რა გიპასუხო?
- შენს გულს მოუსმინე და პასუხს ის გეტყვის, მე კიდევ ისედაც ვიცი და ამიტომ არ გეკითხები.
- როგორ ხარ დარწმუნებული იმაში რაც ჯერ მეც არ ვიცი, ასეთი თვითდაჯერებულობა მაგიჟებს, ისე სწრაფად და მოულოდნელად ხდება ყველაფერი გაბრუებული ვარ, მესიზმრება მგონია.
- დარჩი მაგ ლამაზ სიზმარში, ნუ ეცდები გამოღვიძებას, დაე ცხოვრება სიზმარივით ლამაზი გვქონდეს ჩემო პატარავ, სიყვარულით და ბედნიერებით ავავსოთ ჩვენი ცხოვრება და ერთად შევხვდეთ სიბერეს შეხმატკბილებულად. - მანქანიდან ჩავედი, თემოს სიტყვები ტვინში მიტრიალებდა, ვერ ვხვდებოდი როდის შემოიჭრა ეს ადამიანი ჩემს ტვინში და ფიქრებში, როგორ მოახერხა ჩემი გულის მიტაცება, როდესაც ერთმანეთს ვშორდებოდით სულში სიცარიელის შეგრძნება მქონდა, ყოველ დღე იმ იმედით ვიღვიძებდი რომ კიდევ ვნახავდი, ნელ-ნელა აღმოვაჩინე რომ თუ ვერ ვხედავდი მენატრებოდა, ნუთუ ეს არის სიყვარული? ვეკითხებოდი ჩემ თავს.
ერთ დღეს საავადმყოფოში მისულს შესასვლელში გოგონებმა მითხრეს ბატონი ნიკა გელოდებათ, თქვა როგორც კი მოვა ჩემთან შემოვიდესო. პირდაპირ მისი კაბინეტისკენ წავედი, მოღუშული სახით იჯდა.
- შეიძლება? - ვკითხე
- მოდი, - მითხრა და სკამზე მიმითითა, დავჯექი და ველოდებოდი რას იტყოდა, ცოტა ხანს დუმილი გაგრძელდა, მერე უცებ ჯიქურ თვალი თვალში გამიყარა და მკითხა:
- გიყვარს? - იმდენად მოულოდნელი იყო რომ უცებ ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა.
- რაა?
- გიყვარს მეთქი?
- ვინ?
- ის ტიპი, ყოველ დილით რომ გაკითხავს. - არ ვიცოდი რა მეპასუხა, ეს კითხვა ჩემთვისაც ბუნდოვანი იყო, მომწონდა თემო, მსიამოვნებდა მის გარემოცვაში ყოფნა, მაგრამ იყო თუ არა ეს სიყვარული ვერ გამეგო,
- პასუხს რატომ არ მცემ? მე ახლოს არ გამიკარე, მასთან ატარებ დღეებს, კლინიკის წინ გკოცნის ყველას თვალწინ, გეკითხები გიყვარს თუ არა-მეთქი და პასუხს არ მაძლევ, მითხარი რა ვიფიქრო. ვინ არის საერთოდ, სად გაიცანი?
- გახსოვს რომ გითხარი საზღვარგარეთ საქმრო მყავს და ჩამოვა-მეთქი? ის არის, მაშინ არ მომიტყუებიხარ, უბრალოდ ოფიციალურად დანიშნულები არ ვართ და ამიტომ ჩემებთან არაფერი მქონდა ნათქვამი, ველოდებოდი როდის ჩამოვიდოდა. - მეტი ვერაფერი მოვიფიქრე რა მეთქვა.
- ანუ მაშინ ტყუილი არ გითქვამს? - მწარედ სინანულით გადაანია თავი
- არა, არ მითქვამს.
- კარგი, შეგიძლია დაუბრუნდე საქმეს, - მითხრა და სავარძლიანად შებრუნდა, კარისკენ წავედი, უცებ დამიძახა.
- ანი, - მისკენ შევბრუნდი - ბედნიერებას გისურვებ. - მადლობა გადავუხადე და გავედი. როგორღაც შემეცოდა, თუმცა არ იყო სუსტი ადამიანი და ეწყინებოდა ვინმეს რომ შეცოდებოდა.
მივხვდი რომ დრო იყო დედაჩემისთვის მეთქვა ყველაფერი. საღამოს სახლში მისულმა დავუჯექი და დაწვრილებით მოვუყევი მთელი ამ ამბის ისტორია. მშვიდად მისმენდა და რომ დავასრულე მითხრა:
- ანი, შენ პატარა აღარ ხარ, ფაქტია რომ მოგწონს, ისიც ვიცი ამდენი ხანი შენი გულის მონადირება ვერავინ შეძლო, ამიტომ ვფიქრობ ღირსეულს შეხედავდი. სრულიად გიჭერ მხარს. როცა გადაწყვეტ მოიყვანე და წესიერად გავიცნობ, მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია აქ რომ იყო, რადგან არ მეგონა თუ სერიოზულად იყო საქმე, ეხლა კი ვფიქრობ საჭიროა ვიცოდე ვინ არის ჩემი შვილის რჩეული. - მივედი, დედას მოვეხვიე და ვაკოცე.

............
შაბათ საღამოს თემომ გამომიარა. მანქანა ჩემ ბინასთან დატოვა და ფეხით გავისეირნეთ. ხელის გადახვევა უნდოდა და არ დავანებე, ხელკავი გავუკეთე და ისე მივდიოდით, ბედნიერი სახით მიაბიჯებდა.
- ხვალ თერთმეტზე მზად იყავი გამოგივლი და ჩემთან წაგიყვან. - მომიბრუნდა უცებ.
- შენსას მაინც არ იშლი ხომ?
- ამ ერთხელ მაინც დამიჯერე წუწუნის გარეშე, რა მოხდება?
- მერიდება შენების, სხვაგან წავიდეთ სადმე გთხოვ.
- რისი გერიდება, გიჟდებიან შენზე, უზომოდ გაეხარდებათ შენი ნახვა.
- უთხარი ყველაფერი ხომ?
- რა ყველაფერი?
- აი ის.
- რა, ვერ მივხვდი?
- თემოო
- გისმენ საყვარელო - იცინოდა.
- ნუ დამცინი
- მართლა ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა, ან შეიძლება კიდეც ვუთხარი, მე ხომ არ ვიცი რას გულისხმობ.
- რატომ მიკეთებ ამას? გსიამოვნებს ჩემი შერცხვენა ხომ?
- მოიცა შემომხედე, მგონი გაწითლდი - ისევ აგრძელებდა სიცილს
- შემეშვი, სპეციალურად მიკეთებ ამას ხომ?
- და რას გიკეთებ ვერაფერს ვხვდები?
- ანუ არ მეტყვი?
- მითხარი რა გითხრა და გეტყვი.
- უთხარი ჩვენზე შენებს თუ არა.
- ჩვენზე? კერძოდ რა უნდა მეთქვა? - თავისას არ იშლიდა თემო.
- რა საძაგელი ხარ,
- ნუ იბუტები, თორემ გაკოცებ.
- რა კარგად ერთობი როცა მარცხვენ, კარგი ნუ მეტყვი არ მინდა, და საერთოდაც არსად არ მოვდივარ. - ვბუზღუნობდი მე
- კარგი დამშვიდდი არაფერი მითქვამს, თან წამოუსვლელობა არ გამოგივა, იციან რომ უნდა მიხვიდე, ძალიან გაეხარდათ და გელოდებიან.
- რატომ უთხარი წინდაწინ?
- არ უნდა მეთქვა? როგორი საპატიო ექიმი მიუდით სტუმრად ხომ უნდა იცოდნენ.
- ნუ დამცინი
- ჩემი საყვარელი პატარა გოგო, ჩემი ბუტია, მოდი ჩემთან - მითხრა და გულში ჩამიკრა, გავყუჩდი და ყურს ვუგდებდი მისი გულის ფეთქვას, მსიამოვნებდა მისი სითბო, მერე თავი გავითავისუფლე.
- გვყურებენ, სირცხვილია
- გვიყურონ, იტყვიან ნახეთ როგორი ლამაზი წყვილიაო. შენებს თუ დაელაპარაკე ჩემზე?
- არა ჯერ. - მოვატყუე უცებ
- რას ელოდები? თუ გინდა მე დაველაპარაკები
- არა, რას ამბობ, მე თვითონ
- როდის აპირებ?
- არ ვიცი ჯერ, ისიც კი არ ვიცი რა ვუთხრა
- როგორ თუ არ იცი, უთხარი ერთმანეთი გვიყვარს და მალე დავქორწინდებითო.
- როგორ პირდაპირ ასე? უკვე დაქორწინება?
- ხვალვე არა მაგრამ ძალიან შორსაც ხომ არ გადავდებთ?
- ყველაფერს ძალიან ხომ არ აჩქარებ? ჯერ იმ აზრს ვერ შევეჩვიე რომ ერთად ვართ და უცებ ქორწილზე საუბარს იწყებ, მეტისმეტად ჩქარობ თემო, ცოტა დრო გავიდეს, წესიერად გავიცნოთ ერთმანეთი, ჯერ შეყვარებულები არ ვართ და უკვე ქორწინება?
- არ ვართ? აბა რა ვართ? ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და შესაბამისად შეყვარებულები ვართ, რაც შეეხება დროს, ცოტა გვაქვს, ჩემს წასვლამდე უნდა მოვაგვაროთ ყველაფერი, და შენი საბუთებიც მოვაწესრიგოთ რომ თან წაგიყვანო.
- რაა? უკვე? არა მე ჯერ მზად არ ვარ ასეთი ცვლილებებისთვის, ერთ თვეში გინდა ყველაფერი მოასწრო?
- აბა როგორ გინდა, ისევ მარტო წავიდე და შენ აქ დაგტოვო?
- მოგიწევს, ასე უცებ ასეთ სერიოზულ ნაბიჯს ვერ გადადგამ, წადი, ასე უკეთესია, გამოსცადოს დრომ ჩვენი ურთიერთობა, თუ ნამდვილად ფასეულია ჩვენთვის არაფერი შეიცვლება და ერთმანეთს ისევ შევხვდებით. მონატრების გრძნობა უფრო აძლიერებს სიყვარულს თუ ის ნამდვილია, თან ინტერნეტით ყოველ დღე შევეხმიანებით ერთმანეთს.
- ამას სერიოზულად ამბობ? როგორ წარმოგიდგენია რომ იმ ყველაფრის მერე რასაც ასე წვალებით მივაღწიე, ავდგები და მშვიდად წავალ. მგონი ჭკუიდან გინდა გადამიყვანო, არა, შენ ალბათ მეხუმრები, ამას სერიოზულად არ მეტყოდი.
- აბსოლიტურად სერიოზული ვარ, რატომ გეპარება ეჭვი? თუ შენს გრძნობებში დარწმუნებული ხარ, არ უნდა გექმნებოდეს პრობლემა.
- სად არის გარანტია რომ სხვა არ წამართმევს შენს თავს?
- ნუთუ ასე მიცნობ? თუ ჩვენს შორის ნდობა არ იქნება შესაბამისად ოჯახის შექმნაც სისულელეა, მე გეუბნები რომ დაგელოდები, პირობას გაძლევ და მიუხედავად ამისა თუ მაინც ეჭვი გაწვალებს ეს უკვე შენი პრობლემაა.
- როგორ შეგიძლია ასეთი ცივი გონებით წყვეტდე ასეთ საკითხს, ყოველ ჯერზე ახალი სახით წარდგები ხოლმე ჩემს წინ, მაოცებს შენი სულის სიძლიერე, შენი ნებისყოფის სიმტკიცე, როგორ გაძლებ რომ წავიდე? ერთი წელი ვერ ჩამოვალ, ხვდები ეს რამდენად ბევრია?
- ვიცი, მესმის, მაგრამ ეხლა ნაჩქარევი ქორწინება არაგონივრულად მიმაჩნია, დაფიქრდი და მიხვდები რომ მართალი ვარ, ძალიანაც რომ გინდოდეს მაინც ვერ მოასწრებ ჩემს წასაყვანად საბუთების მოწესრიგებას და რატომ უნდა დავაჩქაროთ ქორწილი, წადი, ერთი წელი უცებ გაირბენს და რომ ჩამოხვალ ყველაფერი დაგეგმილად გავაკეთოთ, მეტი რა გითხრა, მე თვითონ მიკვირს ასე მალე ამ თემას რომ განვიხილავთ. - ხელი მომხვია, გულზე ისე ძლიერად მიმიკრა სუნთქვა შემეკრა, სახე ჩემს თმებში ჩარგო და ხმადაბლა მითხრა.
- როგორ დაგთმო, როგორ წავიდე, ერთი წელი უშენოდ როცა ძლივს შეგიჩვიე, ვერა, არ შემიძლია, - უფრო და უფრო მიჭერდა მკლავებს, ვგრძნობდი რასაც განიცდიდა, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი, მეც გული მეკუმშებოდა, წელიწადი კიდევ ვერ ვნახავდი და ეს განშორება ადვილი ნამდვილად აღარ იქნებოდა.
- სახლში წავიდეთ - ვთქვი ხმადაბლა, უცებ ცალი ხელი გამიშვა, მეორე წელზე შემომხვია, ნიკაპი ამიწია და ტუჩებში მაკოცა, ამჯერად არ გავძალიანებივარ. შემდეგ სახლისკენ წავედით, სადარბაზომდე მიმაცილა და ერთმანეთს დავშორდით. სახლში ავედი, ნანას დავურეკე.
- როგორ ხარ ნანა?
- კარგად ანი, ხომ მოდიხარ ხვალ?
- მოვდივარ კი, დილით გამოივლით ჩემთან ხომ?
- კი, რა ქენი რა საჩუქარი შეურჩიე? მითხარი რა /და არ ვიტყვი გთხოვ.
- რა საჩუქარზე მელაპარაკები ვერ გავიგე - დავიბენი მე
- კარგი რაა, მითხარი, მართლა არ ვეტყვი
- მართლა არ ვიცი რას მეკითხები
- როგორ არ გითხრა?
- რა უნდა ეთქვა?
- ხვალ თემოს დაბადების დღეა, არ იცოდი?
- აი თურმე რატომ აიტეხა მაინცდამაინც ხვალ ჩემი სახლში დაპატიჟება, კარგი არაფერი უთხრა, ვითომ არ ვიცი. ამჯერად მაინც შემინახე საიდუმლო
- ღირსი ვარ, დავიმსახურე, პირობას გაძლევ არაფერს ვიტყვი
- კარგი, მადლობა, დროებით აბა.
საფიქრალი გამიჩნდა, რა ვაჩუქო? ამ ღამით ვეღარაფერს ვერ ვნახავ, ისევ დილით გავალ ადრე, მაგრამ რა ვუყიდო. ფიქრში როდის ჩაეძინა არ გამიგია, რვა ხდებოდა როცა გავიღვიძე, ავდექი, სწრაფად ჩავიცვი, ალბომი გადავშალე, სათუთად შენახული ჩემი და თემოს სურათი ამოვიღე, ჩანთაში ჩავიდე, სამზარეულოში გავედი, ყავა ფეხზე მდგომმა დავლიე და ცხრა საათზე სახლიდან გავედი. მაღაზიაში მამაკაცის ლამაზი საათი ავარჩიე, ერთი ფრანგული სუნამოც შევარჩიე თემოს დედისთვის, კოლოფები შევაფუთინე, შემდეგ ანტიკვარიატის მაღაზიაში ლამაზი ძველებური სპილოს ძვლისაგან დამზადებული მოჩუქურთმებული ჩარჩო ვიყიდე სურათისთვის, ფოტო იქავე ჩავადებინე, ისიც შევფუთე და სახლში წავედი. ფოტო უჯრაში შევინახე, სასწრაფოდ გამოვიცვალე და ის იყო საჩუქრები ხელჩანთაში ჩავალაგე რომ თემომაც დარეკა, დაბლა მელოდებოდა. ხელჩანთა ავიღე და კიბეებზე დავეშვი. მანქანაში მარტო იყო.
- გოგოები არ მოდიან? - ვკითხე მე
- უკვე იქ არიან და გველოდებიან, დედას ეხმარებიან სუფრის გაშლაში. - მანქანაში ჩავჯექი, ძრავი ჩართო, უცებ მივუახლოვდი და ლოყაზე ვაკოცე, გაოცებულმა შემომხედა.
- დაბადების დღეს გილოცავ. - ვუთხარი მე, თვალები გაუბრწყინდა.
- საიდან გაიგე?
- ინფორმაციის მოძიება მარტო შენ არ გეხერხება. - ვუთხარი მე და საჩუქარი გადავეცი - ნახე აბა თუ მოგეწონება.
- საჩუქარიც მიყიდე? კი მაგრამ როდის მოასწარი?
- ამ დილით. - კოლოფს ქაღალდი შემოაცალა და თავი ახადა.
- ძალიან ლამაზია, მაგრამ ეს ხომ ძალიან ძვირი ღირს, რატომ შეწუხდი? ყველაზე დიდი საჩუქარი შენი ჩემს გვერდით ყოფნაა დღეს. - მითხრა და მომეხვია.
- მიხარია რომ მოგწონს.
- რა თქმა უნდა მომწონს, მოდი გამიკეთე. - ცალი ხელით საჭეს მართავდა, მეორე ხელი გამომიწოდა და საათი გავუკეთე. - ძალიან მიყვარხარ, - მითხრა მან. სახლთან მივედით. მეექვსე სართულზე ცხოვრობდა. ლიფტით ავედით. ზარი დარეკა, კარი თამთამ გაგვიღო.
- მოვიდნენ, - დაიძახა და თემოს მშობლები გამოგვეგებნენ. ძალიან გაუხარდათ ჩემი დანახვა და დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმიღეს. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ სამზარეულოში გავედი რომ თემოს დედისთვის საჩუქარი გადამეცა.
- თინა დეიდა, კიდევ ერთხელ გილოცავთ შვილის იუბილეს, ეს მცირედი თქვენ, იმედია მოგეწონებათ. - და სუნამო გადავეცი.
- შვილო რატომ შეწუხდი, მადლობა ჩემო საყვარელო, შენგან ისედაც დავალებული ვართ. - მითხრა და მომეხვია. შემდეგ კოლოფი გახსნა და თვალები გაუბრწყინდა. - საიდან იცოდი რომ ეს სუნამო მიყვარდა?
- არ ვიცოდი, უბრალოდ ვივარაუდე რომ მოგეწონებოდათ, მიხარია ასე თუა.
- რა თქმა უნდა ასეა, მადლობა ძვირფასო. - და ისევ მომეხვია.
- რა ხდება აქ? - თავი შემოყო თემომ.
- თემო ნახე ანიმ როგორი საჩუქარი მომიტანა, - აჩვენა თინამ
- ოო, ანი ეს დედაჩემის საყვარელი სუნამოა, შენ მისი გული სამუდამოდ დაიპყარი - გამიცინა.
- წამოდით მაგიდასთან დავსხდეთ, - მიგვიწვია თინამ. ყველანი გავედით. ბატონი დავითი თამადად ერთხმად ავირჩიეთ. მან მშვიდობის სადღეგრძელოს შემდეგ იუბილარი დალოცა. ცოტა ყველამ დავლიეთ, თემომაც კი. შემდეგ ნანამ ტორტი შემოიტანა, იუბილარს სანთლები ჩააქრობინა და საჩუქრები გადასცეს.
- ანი, შენი საჩუქარი სად არის? დარწმუნებული ვარ გექნება, აბა გამოაჩინე - მითხრა ნანამ.
- ანის საჩუქარი ხელზე მიკეთია, - თქვა თემომ და თვალი ჩამიკრა, საჩუქარი ყველას მოეწონა. სადილის შემდეგ გოგოები მაგიდის ალაგებაში ვეხმარებოდით თინას, სამზარეულოში ვიყავი, თემო შემოვიდა.
- წამოდი ჩემი ოთახი გაჩვენო, - მითხრა და ხელი ჩამკიდა.
- გამიშვი, დაგვინახავენ - ვთხოვე მე
- კარგი ხელს არ მოგკიდებ ისე წამოდი - გაეცინა და ხელი გამიშვა
- ნუ დამცინი, რა გვინდა შენს ოთახში, სირცხვილია რას იფიქრებენ.
- არ გინდა იცოდე სად მძინავს?
- არა, არ მინდა.
- წამოდი ფოტოებს დაგათვალიერებინებ
- აქ მოიტანე.
- კედელზეა ჩამოკიდებული და ყველა ჩამოვხსნა?
- თემო გთხოვ თავი შეიკავე, - ვემუდარებოდი მე
- კარგი - თქვა და ოთახში გავიდა. მეც გავედი რომ მორიგი ჭურჭელი წამომეღო, ყველანი იქ იყვნენ და მაგიდას ალაგებდნენ. თემო ყველასთან ერთად მომიბრუნდა და მითხრა:
- ანი, დაანებე მაგიდას თავი, წამოდი ფოტოებს დაგათვალიერებინებ.
- წადი შვილო, ჩვენ მივხედავთ აქაურობას - მითხრა თინამ
- ჯერ დაგეხმარებით და მერე
- არ არის საჭირო, ჩვენც ვეყოფით, ბევრი მაინც არაფერი დარჩა. - თემოს გავყევი, ოთახში შევიდა, უცებ ხელით მიმიზიდა, ჩემს უკან სწრაფად დახურა კარი და კედელზე მიმაკრა, ცალი ხელი წელზე შემომხვია, მეორეთი კედელს მიეყრდნო რომ არ გავქცეულიყავიდა სახე ჩემს სახესთან ისე ახლოს მოიტანა, რომ მისი სუნთქვა სახეში მცემდა, გულს ბაგაბუგი გაუდიოდა და მკერდი ძლიერად აუდ-ჩაუდიოდა. თვალებში მიყურებდა და ნელ-ნელა მიახლოვდებოდა. უცებ ხელის ქვემოდან გავუძვერი, გაეცინა.
- რას აკეთებ, რომელიმემ რომ შემოიხედოს?
- არავინ შემოვა,
- კარი გააღე რას იფიქრებენ.
- ცუდს არაფერს. კარგი მოდი საწოლზე ჩამოჯექი, ალბომს მოვიტან.
- არ მინდა დაჯდომა - ვუთხარი მე, ირონიულად ჩაიცინა. ალბომი გამოიღო, ხელი მომკიდა და საწოლზე ძალით დამსვა.
- მგონი ჩემი გეშინია - მითხრა და თვალებში შემომაცქერდა - რატომ?
- სულაც არა.
- არა? - თქვა და ახლოს მოიწია
- თემო, ნუ აკეთებ ასე
- ასე როგორ?
- აი ასე, ნუ მოდიხარ ასე ახლოს.
- რატომ? გაწუხებ?
- კი, საშუალებას არ მაძლევ თავისუფლად ამოვისუნთქო, დაძაბული ვარ შენს გვერდით, მუდამ ვღელავ, არ ვიცი რას მოიმოქმედებ.
- ნუ იძაბები, ჩემს გვერდით ყველაზე უსაფრთხოდ შეგიძლია იგრძნო თავი.
- შენთვის ადვილია თქმა.
- და შენთვის არა? - აშკარად ხალისობდა ჩემს აღელვებულ მდგომარეობას რომ უყურებდა.
- არ მინდა ფოტოების ნახვა, გავიდეთ რა გთხოვ.
- ანუ ჩემთან მარტო ყოფნა არ გინდა?
- სირცხვილია რას იტყვიან, გთხოვ რაა
- კარგი გავიდეთ, მოდი დღეს აქ დარჩი? აქაც ჩემს ოთახს დაგითმობ როგორც მაშინ წყნეთში, დარეკე სახლში და არ წახვიდე.
- არავითარ შემთხვევაში, რას ამბობ, ტყუილად არც ეცადო, ვერ გადამაფიქრებინებ.
- კარგი ამჯერად იყოს როგორც შენ გინდა. - ოთახიდან გავედით. გოგონებს ყველაფერი მოეწესრიგებინათ.
- არ წავიდეთ? - ვკითხე მე.
- რა გვეჩქარება? - მიპასუხა ნანამ.
- გვიანია უკვე, ჩემი წასვლის დროა, მე წავალ, თქვენ თუ გინდათ დარჩით.
- არა ჩვენც წამოვალთ. - თინას არ ვეთმობოდით, მაგრამ მაინც წამოვედით, თემომ ნანა და თამთა სახლებში დაარიგა და მერე მე მომიბრუნდა.
- იცი რა ვიფიქრე? შენებს დაელაპარაკე დღეს, მერე მეც მოვალ და ოფიციალურად შენს ხელს ვთხოვ და ნიშნობაც მოვაწყოთ, დაგნიშნავ და ისე წავალ ამერიკაში. ჩემი ოფიციალური საცოლე იქნები, კარგი?
- მაინც ვერ ისვენებ ხომ?
- ასე უფრო მშვიდად წავალ ანი, სხვანაირად არ შემიძლია, ცოტა შენც დათმე, მე ხომ დაგთანხმდი რომ ეხლა არ დავქორწინდეთ. ანუ შევთანხმდით, შენებს დაელაპარაკები და მეც ნიშანით მოვალ თუნდაც ხვალ.
- მოიცა, სად მოხვალ, დღეს უკვე გვიანია სალაპარაკოდ. ხვალ დაველაპარაკები და გეტყვი როდის მოხვიდე.
- შორს არ გადადო თორემ გაუფრთხილებლად მოვალ.
- მაინც არ დამაყენებ და რა აზრი აქვს გადადებას.
- ჰოდა ძალიან კარგი. მოდი ეხლა ჩაგეხუტები, შენს სურნელს შევიგრძნობ და მერე წადი. - მომეხვია, მისი სუნამო თავბრუს მახვევდა, მისი დაკუნთული მკლავების ქვეშ ვიკარგებოდი, ერთმანეთი არ გვეთმობოდა. - როდის დამთავრდება ეს განშორების აუტანელი წუთები, როგორ უნდა გავძლოთ ერთმანეთის გარეშე, იმის გაფიქრება რომ დიდი ხნით მომიწევს შენი დატოვება გულს საშინლად მტკენს, რა გამიკეთე, ასეთი გრძნობა არავისთან განმიცდია. - მეჩურჩულებოდა და უფრო და უფრო მაგრად მიკრავდა გულში.
სახლში ასულს საშინელი გრძნობა დამეუფლა, რომ წავიდეს და აღარ დაბრუნდეს? სხვა რომ ნახოს? ან იქნებ კიდევაც ჰყავს იქ ვინმე, ამდენი წელი სულ მარტო ხომ არ იქნებოდა? არა, აუცილებლად იქნებოდა ვინმე მის ცხოვრებაში, აბა სამი წელი სულ მარტო როგორ გაჩერდებოდა, მე მისთვის ხომ იმედი არ მიმიცია, ნამდვილად ჰყავს ვიღაც იქ, ამიტომაც არ გასჭირვებია ასე დიდ ხანს დარჩენა, ამ ფიქრმა გული მომიწურა, ვინ იცის ის ვიღაც იქ ელოდება და მე კიდევ ასე შორს ვიქნები მისგან. მთელი ერთი წელი, ის ვიღაც ადვილად არ დათმობს რადგან ეცოდინება როგორი ბუნების არის თემო. ან ვინ დათმობდა ასეთ კაცს. - ფიქრებისგან განაწამებს როდის ჩამეძინა არ მახსოვს, სიზმარი ვნახე, ვითომ ვიღაც მაღალი, ქერა, ლამაზი ამერიკელი თემოს კისერზე შემოხვეოდა და ჰკოცნიდა, თემო ხედავდა რომ ვუყურებდი და იცინოდა, სიმწრისგან გამომეღვიძა, ვერ გავრკვეულიყავი სიზმარი იყო თუ ცხადი, გათენებულიყო, გული ამოვარდნაზე მქონდა, დოქიდან წყალი დავისხი და დავლიე, ძლივს დავმშვიდდი, ტელეფონმა დარეკა, თემო იყო.
- დილა მშვიდობისა ჩემო გოგო, აბა როგორ გეძინა - მხიარული ხმა ჰონდა თემოს
- საშინლად, ცუდი სიზმარი ვნახე
- რა დაგესიზმრა?
- არ მინდა მოყოლა, ჯერ ისედაც ვერ გავრკვეულვარ სიზმარი იყო თუ ცხადი.
- კარგი არ მომიყვე, აბა რას აპირებ დღეს, დაელაპარაკები შენებს?
- დაველაპარაკები ოღონდ ჯერ შენ მინდა დაგელაპარაკო, მოხვალ?
- მგონი უჩემოდ ვეღარ სძლებ- მითხრა სიცილით.
- არ ვხუმრობ თემო, სერიოზული საქმე მაქვს.
- რაიმე მოხდა? - შეშფოთდა ისიც.
- არა, არაფერი, უბრალოდ რაღაც მაწუხებს და მინდა დავილაპარაკოთ.
- ნახევარ საათში შენს სახლთან ვიქნები - თქვა და ტელეფონი გათიშა
- გადარეული, - ჩავიბურტყუნე და ჩაცმა დავიწყე, დაბლა რომ ჩავედი თემო ბოლთას სცემდა, რომ დამინახა ჩემსკენ წამოვიდა რომ მომხვეოდა.
- აქ არ გინდა თემო გვიყურებენ - მომენტალურად გაჩერდა.
- გვიყურონ მერე, მაინც ხომ გაიგებენ
- არ მინდა ჯერ, შენი ერთი წელი არ იქნები და ზედმეტი საჭორაო არ მინდა ვინმეს მივცე.
- თავს იზღვევ, იქნებ არ ჩამოვიდესო? - გაეცინა თემოს
- შეიძლება რომ ასეც მოხდეს? - კითხვა შევუბრუნე მე. ყურადღებით დამაკვირდა და...
- შენს სიზმარში შემთხვევით მე ხომ არ ვიყავი?- დაეჭვებით მკითხა თემომ
- რა სისულელეა - ვთქვი მე და თვალი ავარიდე, სიცილი აუვარდა,
- აბა შემომხედე, - მითხრა და მისკენ მიმატრიალა.
- თემო, გეყოს - ხმამაღლა ხარხარებდა
- აბა გამოტყდი რა დაგესიზმრა,
- აღარაფერს გეტყვი, წავედი სახლში - ვთქვი და წასვლა დავაპირე, ხელში მწვდა და არ გამიშვა
- მოდი აქ შენ პატარა ბავშვო, ტყუილი რომ არ გეხერხება, რატომ ცდილობ მომატყუო? წამოდი, ჩაჯექი მანქანაში და ვისაუბროთ, გავარკვიოთ ერთი რამ დაგიფრთხო ძილი და რა იდეები გაწუხებს მაგ პატარა თავში. - მითხრა და მანქანისკენ წამიყვანა, ქალაქგარეთ გავედით.
- სად მივდივართ? - ვკითხე მე.
- სადმე ბუნებაში დავსხდეთ და ყველა დაუსმელ შეკითხვას პასუხი გავცეთ. - ხმა აღარ გამიღია სანამ ადგილზე არ მივედით. მანქანიდან პლედი გადმოიღო და მინდორზე გაშალა. დავსხედით და ხმას არც ერთი არ ვიღებდით. უცებ შებრუნდა, წამოწვა და თავი მუხლებზე დამადო. არაფერი მითქვამს. აწეწილ თმებში შევუცურე თითები და ფრთხილად ვუვარცხნიდი. თვალებში მიყურებდა. ბოლოს მობეზრდა სიჩუმე და დუმილი დაარღვია.
- მითხარი რა გაწუხებს და გათავისუფლდი.
- არაფერი - ვუპასუხე მე
- მაგრამ ხომ გინდოდა რაღაცის თქმა?
- გადავიფიქრე.
- თქვი, გელოდები, ხომ იცი მაინც არ შეგეშვები. - დავფიქრდი, არ ვიცოდი როგორ დამეწყო. ბოლოს თავი მოვუყარე სათქმელს და დავიწყე:
- ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა რომ თვითონაც ვერ მოვასწარი გარკვევა, - ვთქვი და პაუზა გავაკეთე.
- მერე? - მკითხა მოთმინება გამოლეულმა.
- მერე ის რომ შენზე თითქმის არაფერი ვიცი.
- კონკრეტულად რა გაინტერესებს?
- ყველაფერი - წამომცდა უცებ - ანუ იმის თქმა მინდოდა ის რაც არ ვიცი. - ავირიე მე. შემომხედა და რომ დაინახა ჩემი დაბნევა გაეცინა.
- გაინტერესებს ვინმე თუ იყო ჩემს ცხოვრებაში ხომ?
- ეგეც და საერთოდ შენი წარსული, შენ ხომ არაფერს მიყვები საერთოდ.
- იყო დროებითი ქალები, ბევრი იყო, მე ხომ შენ არ გიცნობდი იმ დროს, სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია, კიდევ რა გაინტერესებს - თვალები მოჭუტა და ეშმაკურად მიყურებდა.
- იქნებ იმას რასაც შენ არასერიოზულს უწოდებ იმ სხვისთვის ძალიან სერიოზული ერქვა, არ გიფიქრია ამაზე?
- არა, რადგან მე არავისთვის არ მიმიცია იმის საბაბი რომ სერიოზული ჰგონებოდა.
- იცი რა? ზოგჯერ ქალს არ სჭირდება საბაბი რომ იოცნებოს.
- არ ვიცი, მე ყოველთვის კონკრეტულ სახელს ვარქმევდი ყველა ურთიერთობას დასაწყისშივე, ამიტომ ყველა იმ ქალმა ვისთანაც რაიმე მქონია იცოდა რასთან ჰქონდა საქმე, თუ ვინმემ თავი მოიტყუა ეს მისი პრობლემაა.
- როგორი სასტიკი ხარ.
- ალბათ ვარ, მაგრამ სამაგიეროდ არავის ვატყუებ.
- და ეს ბოლო სამი წელი? - დავინახე როგორ ჩაეღიმა სიამოვნებით, მაგრამ რადგან ვთქვი ბოლომდე მინდოდა გამერკვია. სპეციალურად არაფერს ამბობდა, აინტერესებდა კითხვას როგორ დავასრულებდი, მეც აღარ მოვერიდე და პირდაპირ ვკითხე. - ამ პერიოდში იყო ვინმე შენს ცხოვრებაში?
- იყო, - მითხრა და თვალი თვალში გამიყარა.
- იყო? - გავბრაზდი მე - იყო და ასე მშვიდად მეუბნები ამას?
- აბა როგორ გითხრა? ხომ არ მოგატყუებ, მკითხე და მეც გიპასუხე.
- ასეც ვფიქრობდი. ეხლა სად არის ის, ალბათ გელოდება როდის ჩახვალ ხომ?
- კი, მელოდება. - წონასწორობას ძლივს ვიკავებდი, ესეც ჩემი სიზმარი, ვფიქრობდი ჩემთვის. - ასწიე თავი უნდა ავდგე - ვთქვი და ვცადე წამომეყენებინა, ჯიუტად იწვა და არ ინძრეოდა, მშვიდად მიყურებდა და ეს უფრო ცეცხლს მიკიდებდა. ძალით ავაწევინე თავი და გავეცალე, წამოვდექი და გზას დავადექი, არ ვიცი სად მივდიოდი, მაგრამ გაჩერებაც არ შემეძლო. გამომეკიდა და დამიჭირა.
- გამიშვი, - გავიბრძოლე მე
- სად მიდიხარ?
- სახლში.
- ფეხით?
- კი ფეხით. - ხელები მომხვია და არ მიშვებდა, გააფთრებული ვცდილობდი თავი დამეღწია მისი მკლავებიდან მაგრამ ვერაფერს ვაწყობდი, რკინის სალტეებივით მქონდა მოხვეული მისი ხელები და განძრევის საშუალებას არ მაძლევდნენ. - გამიშვი- გავუმეორე ისევ.
- ვერ გაგიშვებ, ჩემი ხარ და ჩემთან მინდა იყო.
- შენ გელოდებიან იქ და მასთან წადი.
- მელოდებიან? იქნებ მე შენთან მირჩევნია.
- რა კარგად აიწყვე ცხოვრება, იქაც დაგელოდებიან და აქაც ხომ? მშვენიერია, საერთოდ აქ მე გყავდე და იქ ის ასე ხომ არ გირჩევნია? - გადაიხარხარა.
- არ არის ცუდი აზრი.
- უკაცრავად მაგრამ მე არ ვაპირებ მაგ სპექტაკლში მონაწილეობას, ვინმე სხვა ბრიყვი ნახე. დღეიდან აღარ მინდა რაიმე მქონდეს შენთან საერთო. - ჩემდა გასაოცრად უხაროდა რომ ვბრაზობდი. მე კიდევ ეს უფრო მეტად მამწარებდა.
- შენ მე დღეს ბედნიერ კაცად მაქციე. - მითხრა მან - იმის გააზრება რომ ასე ძალიან ეჭვიანობ უზომოდ მახარებს, ამით ვრწმუნდები რომ შენც გიყვარვარ.
- ძალიან ცდები თუ გგონია რომ ორმაგი ცხოვრებით მცხოვრები კაცი მეყვარება.
- ჩემო სულელო გოგო, სპეციალურად გაგაბრაზე, შენი რეაქცია მაინტერესებდა, დამშვიდდი, არავინ მელოდება და არც არავისთან არ მქონია ერთზე მეტჯერ ურთიერთობა, იყო ქალები, ამას არ ვუარყოფ, მაგრამ მხოლოდ თითო ღამისთვის. ორჯერ არავის შევხვედრივარ, რადგან ზედმეტ ვალდებულებებს თავს ვარიდებდი. ამიტომ შეგიძლია მშვიდად იყო, შენ ჩემთვის სიწმინდე ხარ და არასოდეს დავუშვებ რომ გული გეტკინოს. ჯერ კიდევ ვერ ხვდები რამხელა ადგილი დაიკავე ჩემს გულში. - ვუსმენდი მას და გული სიხარულით მიცემდა, მას ისევ მკლავებში ვყავდი მომწყვდეული და ამიტომ ჩემს სახეს ვერ ხედავდა თორემ ადვილად აღმოაჩენდა რომ სიბრაზის ნატამალი აღარ გამაჩნდა და ბედნიერებისგან აღარ ვიცოდი რა მექნა, ამიტომაც ვმალავდი მისგან სახეს, მაგრამ დიდ ხანს რა დამაცადა. - აბა შემომხედე - მითხრა და თავი ძალით ამაწევინა, შემდეგ თვალები დამიკოცნა, ისევ ჩამეხუტა და მანქანისკენ წამიყვანა რომ სახლში წამოვსულიყავით. გზაში ხმას არ ვიღებდი, ჩუმჩუმად გამომხედავდა-ხოლმე და იღიმებოდა.
- სიზმარს მაინც არ მომიყვები? - მკითხა უცებ, უარის ნიშნად თავი გავაქნიე. გაეცინა. - კარგი როგორც გინდა.
სახლში მიმიყვანა და დამშვიდობებისას ისევ შემახსენა რომ ჩემებს დავლაპარაკებოდი. არაფერი მიპასუხია, სახლისკენ წავედი. სახლში დედა და მარი მელოდებოდნენ.
- სად იყავი შვილო? ისე გახვედი არ დამინახიხარ - მითხრა დედამ.
- დედა, მარი, საქმე მაქვს თქვენთან და ცოტა ხნით დავილაპარაკოთ. - ვთხოვე მე. დედამ საქმეს თავი მიანება და გვერდით მომიჯდა.
- რა ხდება ხომ მშვიდობაა?
- მშვიდობაა, კი, უბრალოდ რაღაც მინდა გითხრათ.
- თქვი შვილო
- გუშინ თემომ მითხრა შენებთან მინდა მოვიდე და შენი ხელი ვთხოვოო, ორ კვირაში უკან უნდა წავიდეს და წელიწადი ვერ ჩამოვა. უნდოდა დაქორწინება მოგვესწრო მაგრამ უარი ვუთხარი, ასე უცებ საბუთების გამზადებას ვერ მოვასწრებთ და ქორწილის მერე აქ ხომ არ დავრჩებოდი, ამიტომ დავინიშნოთო მითხრა და ერთ წელიწადში ჩამოვალ და ქორწილიც გადავიხადოთ და საბუთებსაც გავაკეთებ რომ წაგიყვანოო. - სათქმელი ჩავაბოლოვე და დედას შევხედე.
- თქვენ ყველაფერი გადაგიწყვიტავთ - მითხრა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ დედამ. - საცხოვრებლად ამერიკაში მიდიხართ? გამოდის შვილს ვკარგავ. - საშინლად შეწუხებული ხმით მითხრა.
- წელიწადში ერთხელ ჩამოვალთო მითხრა, მასაც მშობლები ჰყავს აქ.
- რა მაგარია, დაიკო, რა ბედნიერი ხარ - მომეხვია მარი.
- მოიცა მარიამ, - გააჩერა დედამ, - ერთი წელი ბევრია, რატომ უნდა იარო დანიშნულმა, რა იცი რა ხდება, იქნებ ხვდები სხვას რომელიც შეგიყვარდება, მერე რას აპირებ.
- არ არსებობს, მე სხვას ვეღარ შევხედავ, - ვითხარი მე და თვალი გავუსწორე.
- არ ვიცი, ეს ნიშნობის აზრი საერთოდ არ მომწონს, არა მე თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგი სულაც არ ვარ, პირიქით, მაგრამ ერთი წელი დანიშნულს ელოდებოდე, შეყვარებულები იყავით და როცა ჩამოვა, ნიშნობაც და ორწილიც ერთად გავაკეთოთ.
- დედა შენ იცი როგორ გაფასებ და შენს აზრს როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, მე ვფიქრობ რომ არც ნიშნობით არ დაშავდება რაიმე, მაგრამ თუ შენ უარს იტყვი მე წინააღმდეგობას არ გაგიწევ.
- როდის უნდა მოსვლა?
- როცა ვეტყვი მოვა მშობლებთან ერთად. რაც მალე მითუკეთესი, ორ კვირაში მიდის და უნდა ყველაფერი მოასწროს.
- კარგია რომ მშობლებიც მოყავს, გავიცნობთ ერთმანეთს, კიდევ ვერ ვიჯერებ რომ შენ სერიოზულ ნაბიჯს დათანხმდი, უნდა მოვემზადოთ, სუფრა ხომ უნდა გავშალოთ.
- როდისთვის ვუთხრა?
- დღეს ხომ სამშაბათია, პარასკევს იყოს, ყველაფერს მშვიდად გავამზადებ.
- მე რომ ვერ მოგეხმარებით? ხუთშაბათს მორიგე ვარ და პარასკევს დილით გავთავისუფლდები. მარტო მოგიწევთ წვალება.
- წადი შენ, მივხედავთ ჩვენ ყველაფერს.
თემოს დავურეკე, ვუთხარი, პარასკევს საღამოს გელოდებით მთელი ოჯახით-მეთქი.
- ელაპარაკე? - მკითხა გახარებულმა
- ველაპარაკე.
- რა გითხრა?
- მერე ვილაპარაკოთ ეხლა კლინიკაში შევედი და აქ ვერ დაგელაპარაკები, ხვალამდე აბა. - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
................
თემოს ვთხოვე ნანასთან არაფერი ეთქვა, მინდოდა ეს სიახლე ჩემგან გაეგოთ, მათი რეაქციის ნახვა მინდოდა. ლიკასთან დავრეკე, ვუთხარი გოგონებს დაურეკე ყველანი ჩემთან შეიკრიბეთ საღამოს, სერიოზული საქმე მაქვს და არც ერთი არ დააკლდეთ-თქო.
- ხომ მშვიდობაა, - შეშინებული ხმით მკითხა ლიკამ.
- მოხვალთ და გაიგებთ - ვუთხარი და ყურმილი დავდე. საღამოს ზარმა დარეკა, კარი გავაღე და ნანა, ლელა, გვანცა, თამთა და ლიკა, ყველანი ერთად იდგნენ სადარბაზოში და შეშფოთებული სახით მიყურებდნენ. გამეცინა, ასე ერთად არსად არ წასულან, სულ რომელიღაცას ველოდებოდით.
- რა ქენი, დააპანიკე ეს ხალხი? - ვკითხე ლიკას
- მშვიდობა გაქვს? ქეთი დეიდა და მარი სად არიან? ხომ კარგად ხართ? - შეშფოთებული მეკითხებოდა ლელა.
- ყველანი კარგად ვართ დამშვიდდით.
- როგორ ხართ გოგოებო? - გამოხედა დედამ
- როგორ ვიქნებით თქვენი გადარეული შვილის ხელში, გული გაგვისკდა რა სჭირსო ეს კიდევ დგას და იცინის. - უთხრა ლიკამ.
- აბა რა დაგეტაკა? - ახლა ნანა მომდგა,
- საქმე მაქვს თქვენთან და ცალცალკე ხომ არ დაგიწყებდით მოყოლას, დასხედით ეხლა, ყავა დავლიოთ და ვისაუბროთ.
- გოგო გული გაგვიხეთქე, ეგრევე წამოვედით, ბავშვები და ქმრები აღრიალებული დავტოვეთ - იცინოდა გვანცა. მარიმ ყავა და ტკბილეული მოგვიტანა და იქვე ჩამოჯდა.
- ამათ რეაქციას ვერ გამოვტოვებ - მითხრა და თვალი ჩამიკრა.
- აღარ იტყვი რა მოხდა? გული დამელია, - მითხრა თამთამ.
- პარასკევს ყველას ჩემს ნიშნობაზე გეპატიჟებით. - ვთქვი მშვიდად.
- გვაშაყირებს ნახე, - ხელი აიქნია ლელამ. გამეცინა.
- მოიცა, მგონი არ გვატყუებს, შენ რა - მომაჩერდა ნანა, თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. - არ არსებობს - აკივლდა უცებ, სამზარეულოდან დედა გამოვარდა, რომ დაინახა მშვიდობა გვქონდა ღიმილით ისევ უკან გაბრუნდა. ნანა მომვარდა და კოცნა დამიწყო, - ვაიმეეე, რა ბედნიერებაა, მოვკლავ, რატომ არაფერი მითხრააა. - გოგოები გაოგნებული გვიყურებდნენ.
- მართლა ნიშნობა გაქვს? - მკითხა ცოტა ხანში გვანცამ, - და ვისზე ინიშნები?
- შენ გოგო ჭურში გძინავს? - ჰკითხა ნანამ - რას ჰქვია ვისზე, თემოზე.
- მართლა? როგორ? როდის მოასწარით ასე დაახლოება? - დამაყარეს კითხვები.
- როდის დამტოვა მარტო? ყოველ დილით ჩემი სადარბაზოს წინ იდგა ყარაულში - გამეცინა მე. ყველანი შემომეხვივნენ, მილოცავდნენ, უზომოდ უხაროდათ და აღარ იცოდნენ რა ეთქვათ. დიდ ხანს ვისაუბრეთ, გეგმებზე მეკითხებოდნენ, მეც არაფერი დამიმალავს.
- ბიჭებს ეძახი? - მკითხა ლიკამ.
- თქვენ გააგებინეთ, მაგათ ვერ დავტოვებ.
- ჩვენგან რა გჭირდება? - მკითხა გვანცამ.
- თუ რომელიმეს თავისუფალი დრო გექნებათ დედაჩემს დაეხმარეთ, მე ვმუშაობ ხუთშაბათს და მარტო ვერ მოერევიან ყველაფერს.
- კარგი, დავეხმარებით. - მითხრეს ერთხმად. ცოტა კიდევ ვიჭორავეთ და შემდეგ წავიდნენ.
ოთხშაბათს მე და მარიმ თბილისის ყველა მოდური მაღაზია შემოვირბინეთ რომ ნიშნობისთვის კაბა მეყიდა. ძლივს შევარჩიე ჩემი მოსაწონი კაბა, ასე არასოდეს გამჭირვებია რაიმეს ყიდვა, მარი უსიტყვოდ დამდევდა, საშინლად დავღალე მაგრამ საყვედური არ უთქვამს. როგორც იქნა შევიძინე კაბაც და ფეხსაცმელიც და სახლში წავედით. ხუთშაბათს სამსახურში წავედი. ეს ორი დღე თემო არ მინახავს და საშინლად მომენატრა. გზაში ტელეფონზე დავურეკე.
- თემო როგორ ხარ? სად დაიკარგე?
- რაო პატარა მოგენატრე? - მკითხა გახარებულმა
- დიახაც, - ვუპასუხე მე - არ შეიძლება მომენატრო?
- ეს რეები მესმის, მგონი ჩემი ბედნიერებისგან მოკვლა გადაგიწყვიტავს. როგორი თამამი სიტყვებია ჩემი მორცხვი და გაუბედავი გოგოსგან.
- შენი ყურადღება მომაკლდა და ვერ ავიტანე, რატომ აღარ გამოჩნდი? ორი დღეა არ მინახიხარ.
- ჩემო მშვენიერო ხვალინდელი დღისთვის ვემზადებით, გადარბენაზე ვარ, ამიტომ ვერ მოვედი მაგრამ გამოვასწორებ.
- არ ვიცი, არ ვიცი, ერთმა ბიჭმა პირობა მომცა უჩემოდ აღარ ივლიო და მგონი დაავიწყდა.
- დანაშაულს ვაღიარებ, მაგრამ დაკარგული დროის კომპენსირებას მოვახდენ, პირობას გაძლევ.
- ისედაც მალე მიდიხარ და არ მინდა დარჩენილი დრო ერთმანეთის გარეშე გავატაროთ. - ავწუწუნდი მე
- არ მჯერა, ეს ნამდვილად ჩემი გოგოა? ამდენი რომ მაწვალა და მისგან რომ ერთი თბილი სიტყვა სანატრელი მქონდა? ანუ თავი უნდა მომენატრებინა რომ შენგან ყურადღება მიმეღო?
- კარგი ეხლა ნუ მარცხვენ თორემ აღარაფერს გეტყვი.
- ყოველთვის ასეთი იყავი, ჩემო ტკბილო, გამოხატე შენი ემოცია, გამაბედნიერე შენი სიყვარულით, მე სხვა არაფერი მინდა, უზომოდ მიყვარხარ და მინდა ვგრძნობდე რომ შენც გიყვარვარ, მითხარი რომ გიყვარვარ, ჩემთვის ხომ არ გითქვამს ეს.
- კარგი რა თემო გეყოს ეხლა.
- რატომ? მინდა გავიგონო შენი პირიდან ეს სიტყვები.
- რა საჭიროა რაიმეს თქმა, განა საქციელი არ ამტკიცებს ყველაფერს?
- ანი, გთხოვ, მაგრამ არა არ მითხრა, როცა გნახავ მაშინ მითხარი, მინდა შენს თვალებს ვხედავდე მაგ დროს.
- თემო უნდა გავთიშო, კლინიკასთან ვარ უკვე, ხვალამდე.
- დროებით ძვირფასო.
...........
პარასკევს სახლში მისულს დიდი სამზადისი დამხვდა, სამზარეულოში ჩემი გოგოები ფუსფუსებდნენ. მისაღებ ოთახში სუფრა იყო გაშლილი, უამრავი კერძი გაემზადებინათ.
- ამდენი რამ როგორ მოასწარით, ან რად გინდოდათ. - ვუთხარი დედას.
- ასეა საჭირო, ახალგაზრდებს რა გესმით.
- მოგიკლავთ თავი იმდენი გიწვალიათ.
- დღეს დეიდაშენი და ბიძაშენიც ჩამოვლენ მეუღლეებით, ერთ საათში აქ იქნებიან უკვე.
- კარგი დედი, ჩემგან რა გინდათ, რით დაგეხმაროთ.
- წადი, ცოტა გამოიძინე, დაღლილი ხარ, საღამოსთვის მოწესრიგდი.
- თქვენც წადით გოგოებო, თქვენც ხომ გინდათ მომზადება, მადლობა ჩემო ტკბილებო, საღამოს არ დააგვიანოთ. - ვუთხარი და კარამდე გავაცილე. შემდეგ ჩემს ოთახში შევედი, თემომ დამირეკა:
- რას შვება ჩემი სიყვარული?
- აბაზანაში შევდიოდი, ეხლა მოვედი სახლში.
- ხომ არ ნერვიულობს ჩემი პატარა გოგო?
- ვინ დაგაცდის ნერვიულობას, არ იცი როგორი ალიაქოთია ატეხილი, ჩემი გოგოები იყვნენ ეხლა გავაცილე.
- კარგი ჩემო სიყვარულო, წადი, ცოტა დაისვენე, საღამოს შევხვდებით.
აბაზანა მივიღე, მერე წამოვწექი, ცოტას დავისვენებ-თქო ვფიქრობდი, ჩამძინებოდა, დედამ გამაღვიძა.
- ადექი შვილო, მოვლენ ცოტა ხანში და მოწესრიგდი. - გიჟივით წამოვხტი, საათს დავხედე, ხუთის ნახევარი იყო, ექვსზე უნდა მოსულიყვნენ.
- რამდენ ხანს მძინებია, ადრე რატომ არ გამაღვიძე?
- შემეცოდე ისე ტკბილად გეძინა, მაინც ადრე იყო და ძილი არ გაწყენდა.
ავდექი, სახეზე წყალი შევისხი, ჩემი ახალი კაბა ჩავიცვი, ნაზი მაკიაჟი გავიკეთე და თმები მოვიწესრიგე. ოთახიდან გამოვედი, ნათესავები მოსულიყვნენ, მოვიკითხე, გამეხარდა მათი ნახვა, მილოცავდნენ ბედნიერებას, ჩემი მეგობრებიც გამოჩნდნენ. ყველანი ერთად მოვიდნენ, ბიჭებმა მომილოცეს და თან მტუქსავდნენ, როგორ გამოგვაპარე ასეთი მნიშვნელოვანი ამბავიო. ექვსი საათი გახდა. ვცდილობდი არ შემემჩნია, მაგრამ საშინლად ვღელავდი. შვიდის ათი წუთი იყო, კარზე ზარმა დარეკა. მეგონა გული გამიჩერდებოდა, სამზარეულოში გავედი, წყალი დავლიე და ცოტა ხნით სკამზე ჩამოვჯექი რომ არ წავქცეულიყავი. კარი დედამ გააღო, ხმაზე მივხვდი რომ მოვიდნენ, ერთმანეთი გაიცნეს და მისაღებ ოთახში შევიდნენ. გვანცა შემოვიდა.
- რა დაგემართა, ფერი არ გადევს სახეზე - მკითხა შეშფოთებულმა
- კარგად ვარ, ეხლავე გამოვალ - ვუთხარი და წყალი მოვსვი
- ასე ღელავ? - გაეცინა გვანცას
- არავის უთხრა გთხოვ, საერთოდ არ ვნერვიულობდი, უცებ გული გამიხდა ცუდად, სიცხის ბრალია ალბად.
- ჰო, აბა რა - იცინოდა გვანცა - წამოდი, თემო მოუთმენლად გელოდება. ავდექი, აბაზანაში შევედი, ყელზე და საფეთქლებზე ცივი წყალი მოვისვი, ცოტა მოვცოცხლდი და სტუმრებთან გავედი, ყველას მივესალმე, თინა მოვიდა და გადამკოცნა,
- უზომოდ ბედნიერი ვარ, ჩემთვის ყოველთვის სანატრელი სარძლო იყავი და სიხარულს სიტყვებით ვერ გადმოვცემ - მითხრა მან და მომეხვია. დავითმაც მომილოცა გაბრწყინებული სახით და გულში ჩამიკრა, თემო გაღიმებული მიყურებდა, ვგრძნობდი რომ საშინლად გავწითლდი და აღარ ვიცოდი რა მექნა, ბოლოს თემოც მომიახლოვდა, ლოყაზე მაკოცა და ყურში ჩამჩურჩულა:
- ულამაზესი ხარ.
ყველანი სუფრასთან დავსხედით, მე თემოს გვერდით მომიჩინეს ადგილი. ბიძაჩემი თამადობდა, ვიღაცა რაღაცას ხუმრობდა, იცინოდნენ, მაგრამ საერთოდ არაფერი მესმოდა მღელვარებისგან. ხელზე თემოს ხელი ვიგრძენი და შევცბი.
- ასე ძალიან რატომ ღელავ? - მკითხა მან ჩუმად. არაფერი ვუპასუხე.
- მგონი დროა გადავიდეთ მთავარ სათქმელზე - ფეხზე წამოდგა თემოს მამა. - ჩვენ ამ ოჯახში ბედნიერებამ მოგვიყვანა, ანის უკვე დიდი ხანია ვიცნობთ და ძალიან შეგვაყვარა თავი თავისი კეთილშობილი ბუნებით. მე და ჩემი მეუღლე უზომოდ ბედნიერები ვართ რომ ჩვენმა შვილმა ასეთი კარგი გოგო აირჩია ცხოვრების მეგზურად, ამ ოჯახში თხოვნით ვართ მოსული, ქალბატონო ქეთევან, გვინდა ჩვენი ვაჟისთვის თქვენი უსაყვარლესი გოგონას ხელი გთხოვოთ, და უფლის წყალობით და თქვენი ნებით გვინდა უფლება მოგვცეთ რომ ანი დავნიშნოთ. - მცირე პაუზა გააკეთა და შემდეგ გააგრძელა - ჩვენს შვილებს ერთმანეთი უყვართ, ასე არ არის? - გადმოგვხედა ჩვენ.
- დიახ - უპასუხა თემომ, დავითმა მე გადმომხედა პასუხის მოლოდინში:
- დიახ, - ვთქვი მეცდა თავი დავხარე, თემომ ხელზე ხელი მომიჭირა და ბედნიერი ღიმილით მიყურებდა.
- თქვენს პასუხზეა დამოკიდებული ამ ახალგაზრდების ბედნიერება ქალბატონო ქეთევან, აბა რას გვეტყვით?
- მე რა უნდა გითხრათ ჩემო ბატონო, ვხედავ რომ ბავშვებს ერთმანეთი უყვართ, ჩემი შვილი ასეთი ბედნიერი არასოდეს მინახავს, სხვა რა უნდა უნდოდეს დედას, მხოლოდ შვილების ბედნიერებისთვის არ ვიბრძვით განა? ღმერთს ვთხოვ მათი ბედნიერება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყოს და ჩემგან თუ რაიმეა საჭირო ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
- ანუ თანახმა ხართ?
- თანახმა ვარ - თქვა დედამ და ცრემლები წასკდა.
- ეს ბედნიერების ცრემლებია ქალბატონო ქეთევან, გაიხარეთ, მაშინ ნება მომეცით ჩემ სარძლოს პირველი ნიშანი მე გავუკეთო, დღეიდან შენ ჩემი მეორე შვილი ხარ, - მითხრა მან, მომიახლოვდა და ხელზე ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი გამიკეთა, შემდეგ თემო ადგა, ჩემი ხელი ხელში აიღო და თითზე მანაც ბაჯაღლოს რგოლი გამიკეთა, თინამ ეხლა ჩემი ჯერიაო და ჯაჭვი თავისი კულონით, საყურეები და სამაჯური ხელში ჩამიწყო, ეს ყველაფერი ბედნიერებაში მოიხმარეო, მითხრა და გადამეხვია.
- კარგი იყო ქორწილიც მოგვესწრო, მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ ჩვენი ბიჭი აღარ დაგვეკარგება, - თქვა დავითმა. საღამომ ლამაზად ჩაიარა, სტუმრები გვიან დაიშალნენ.
- ჩემებს სახლში მივიყვან და მოგაკითხავ, სადმე გავისეირნოთ - მითხრა თემომ.
- გვიანია უკვე, არ გინდა, ხვალ მოდი, საკმარისია დღეისთვის ემოციები,- ვთხოვე მე, გაეცინა,
- კარგი, მაშინ დილით მოგაკითხავ - მითხრა, ლოყაზე მაკოცა და წავიდა. ყველანი სასიამოვნოდ დაღლილები ვიყავით, შუაღამემდე ვისაუბრეთ, თემო და მისი ოჯახი ყველას ძალიან მოეწონა, გვიან დავწექი, მაგრამ დიდ ხანს არ დამეძინა, ყველაფერი რაც გადამხდა სიზმარი მეგონა და რომ არა ჩემს ხელზე არსებული ბეჭდები მართლა დავიჯერებდი რომ სიზმარი იყო.
................

დილით თემომ დამირეკა.
- დაბლა გელოდები ჩაიცვი და ჩამოდი.
- შენ ამოდი ყავა დავლიოთ და მერე წავიდეთ - შევთავაზე მე.
- ეხლა არა, საღამოს ამოვალ და შენებსაც ვნახავ.
- კარგი მაშინ, მოვდივარ. - დედა თემო მელოდება წავედი მე - გავძახე დედას.
- არ ამოვა?
- საღამოს ამოვალოო
- კარგიი - კიბეებზე დავეშვი, დამინახა, ჩემსკენ წამოვიდა, მომეხვია.
- ეხლა ხომ აღარ არის პრობლემა მეზობლებთან? - გამიცინა - წამოდი ჩქარა, სადღაც უნდა წაგიყვანო.
- სად? - ვკითხე და მანქანაში ჩავჯექი.
- სიურპრიზია. - მითხრა და ძრავი ჩართო. ქალაქგარეთ დიდ მინდორზე გადაიყვანა მანქანა, ძირს გადავიდა, ჩემი მხრიდან მოუარა, კარი გააღო და მითხრა:
- გადაძვერი საჭესთან.
- რაა? - ვკითხე გაოცებულმა.
- მიდი, გადადი, ტარებას გასწავლი.
- კი მაგრამ... - დავიბენი მე
- არავითარი მაგრამ, მანქანის ტარება უნდა ისწავლო, რომ წავალ ჩემ მანქანას დაგიტოვებ და ივლი.
- რად მინდა თემო, არ დავიტოვებ, რომ დავამტვრიო?
- მერე რაა, სხვას გიყიდი, მაგრამ არ დაამტვრევ, კარგად გასწავლი წასვლამდე, თან ავტომატურია და ადვილია.
საჭესთან გადავჯექი, დეტალურად ამიხსნა რა როგორ უნდა გამეკეთებინა, მანქანა ფრთხილად დავძარი და წრეზე დავდიოდი, შემდეგ უკან სვლით მატარებინა ნელ-ნელა. შემდეგ გზაზე გადასვლა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი, პირველი დღისთვის მართლა ადრე იყო. მაქებდა ყველაფერს ზუსტად აკეთებო, მიხაროდა რომ გამომივიდა, რატომღაც ადრე არ მიფიქრია მართვის სწავლაზე. შემდეგ საჭესთან ისევ თვითონ დაჯდა და უკან დავბრუნდით, კაფეში შევედით და ყავა და ტკბილეული შევუკვეთეთ.
- გამაკვირვე ისე მარტივად ატარე პირველივე დღეს - მითხრა მან.
- იცი როგორი დაძაბული ვიჯექი? შენ კიდევ გზაზე გინდოდა გავსულიყავი, მანქანებს როგორ უნდა ავუარო, არ არის ადვილი. თუმცა სასიამოვნო განცდაა - ვამბობდი, კმაყოფილი მიყურებდა აღელვებულს რომ მხედავდა.
- ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ, უცებ მიეჩვევი ნუ გეშინია, ეხლა ბილეთების სწავლა დაიწყე და მართვის მოწმობა აიღე ვიდრე წავალ. ტარებას კიდევ ჩემს თავზე ვიღებ, ისე გასწავლი ვერც ერთი გამომცდელი ვერ ჩაგჭრის. - მითხრა და ჩემი ხელი აიღო, მაკოცა და ბეჭედს შეხედა - ჩემი დანიშნული გოგო, მეორე ბეჭედი სად გაქვს?
- მხოლოდ ამას ვატარებ ვიდრე არ ჩამოხვალ, სხვას არაფერს, რგოლიც საკმარისია.
- ათი დღე დარჩა ჩემს წასვლამდე, როგორ უნდა გავძლოთ უერთმანეთოდ? რა მეშველება უშენოდ? - მეკითხებოდა შეწუხებული ხმით, მეც საშინლად განვიცდიდი ამას, მის მხარს მივეხუტე, ხელი გადამხვია და გულში ჩამიკრა. მინდოდა ეს წუთი არასოდეს დამთავრებულიყო.
- ძალიან გამიჭირდება უშენოდ - ვუთხარი მე და თავი მის უბეში დავმალე რომ ცრემლები არ დაენახა, მიხვდა, თავი ამიწია, თვალებში მაკოცა, თვითონაც საშინლად ღელავდა.
- ჩემო ძვირფასო - მითხრა მან - როგორ მიყვარხარ, როგორ გავძლოთ ერთი წელი? ძალიან ვნანობ რომ დაგიჯერე და ქორწილის გადადებას დავთანხმდი. საშინელი სასჯელი დავუწესეთ ერთმანეთს. ეხლა რა უნდა ვქნათ?
- შევეგუოთ, ნუღარ იტანჯები, ვერაფერს შევცვლით, ყოველ დღე დაგელოდები სამსახურიდან მოსულს და განვლილ დღეზე ვისაუბრებთ.
- იცი რომ მე როცა სამსახურიდან მოვალ მანდ ღამის სამი საათი იქნება?
- მერე რა, მე მაინც დაგელოდები ყოველ ღამით, არ დავიძინებ.
- ჩემო სიყვარულო, როგორი ტკბილი ხარ, მალამოსავით ედება გულს შენი სიტყვები.
მთელი დღე ერთად გავატარეთ, ვსაუბრობდით, ვსეირნობდით, საღამოს ისევ ტარებაზე მავარჯიშა, სახლში მისულმა ბილეთების სწავლა დავიწყე და ერთ კვირაში მართვის მოწმობა ავიღე, ჩემზე მეტად მას უხაროდა. როცა სადმე მივდიოდით თვითონ საჭესთან აღარ ჯდებოდა რომ ქალაქში სიარულს მივჩვეულიყავი. თემოს წასვლის თარიღიც მოვიდა. წინა დღეს მთელი დღე ერთად ვიყავით, შემდეგ თავისთან წამიყვანა და ჩანთის ჩალაგებაში ვეხმარებოდი, თინა და დავითი ძალიან განიცდიდნენ ჩვენს გამო, ის საღამო მათთან გავატარე,
- დარჩი ჩემთან, - მთხოვა თემომ - თავს შენს მკლავზე დავდებ და ისე დავიძინებ.
- ვერ დავრჩები, არ გეწყინოს - ვუთხარი მე. არ სწყენია, პირიქით, მომეხვია და მაკოცა.
- ასეთი მიყვარხარ. - სახლში წამიყვანა, უცებ თავში რაღაც აზრმა გამიელვა და ვუთხარი.
- შენ დარჩი ჩვენთან, არ შეიძლება? საუბარში გავათენოთ ეს ღამე, ან სულაც ნუ ვილაპარაკებთ, უბრალოდ ერთად ვისხდებით ჩახუტებულები. - ჩაეცინა.
- როგორი მიამიტი ხარ, იგივე ჩემთან არ შეიძლებოდა? განა მე სხვა რამე შემოგთავაზე? - შემრცხვა რომ მიხვდა რატომ არ დავრჩი მასთან.
- ვიცი, უბრალოდ შენების მეხათრებოდა და მაგიტომ ვთქვი უარი,
- კარგი, დავრჩები, მე გენდობი შენგან განსხვავებით - თქვა და სიცილი აუვარდა, მისკენ მიმიზიდა და ჩამეხუტა - ჩემი სულელი გოგო
- ნუ გიყვარს ჩემი შერცხვენა - ავბუზღუნდი მე, გულიანად იცინოდა. - კარგი რაა, ნუ დამცინი თორემ გაგებუტები.
- ისევ გაწითლდი? აბა შემომხედე,
- თემო გთხოვ არ გინდა - აღარ ვიცოდი სირცხვილისგან რა მექნა.
- რა არ მინდა? - ისევ აგრძელებდა სიცილს.
- მოიცა წახვალ და ვნახოთ მერე როგორ დამცინებ.
- ჩემი პატარა ბუტია ხარ, კარგი, წამოდი, ავიდეთ შენებთან.
ზარი დავრეკე, კარი დედამ გამიღო.
- სად ხარ შვილო ამდენ ხანს, გამისკდა გული - მომაყარა დედამ, მერე უცებ თემო დაინახა და - უი თემო შენც აქ ხარ? მოდი შვილო, შემოდით, ერთად თუ იყავით ვერ მითხარი, აღარ ვინერვიულებდი?
- აბა ვისთან ვიქნებოდი დედი, თემოსთან ვიყავი სახლში, მოკითხვა დამაბარეს შენთან.
- ივახშმებთ?
- არა დე არაფერი გვინდა, თემო დღეს ჩვენთან დარჩება, არ ვუშვებ სახლში, მოვიტაცე - გავუცინე თემოს,
- დარჩეს შვილო, რად უნდა ნებართვა, ეხლავე საწოლ ოთახს გავუმზადებ.
- არ გინდა დედი, დღეს დაძინებას არ ვაპირებთ, აქ ვისხდებით და ვისაუბრებთ.
- როგორც გინდათ - თქვა და გავიდა, ცოტა ხანში შემოვიდა და დიდი ვაზით დარეცხილი ხილი შემოიტანა, მაგიდაზე დადგა და მეტად აღარ შევუწუხებივართ.თემო დივანზე წამოწვა და თავი ჩემს მუხლებზე ედო, თმებზე და სახეზე ვეფერებოდი, საუბარში თავზე ისე დაგვათენდა ვერ გავიგეთ, თემო სამზარეულოში გავიყვანე, საუზმე გავამზადე და ერთად ვისაუზმეთ, შემდეგ მაგიდა ავალაგე და სახლიდან გავედით.
- თემო, მართლა არ მინდა შენი მანქანის დატოვება, არ არის საჭირო.
- რატომ?
- უხერხულია შენებთან, თან უმანქანოდაც კომფორტულად ვგრძნობ თავს, რა საჭიროა.
- ალბათ არის რომ ვამბობ, ჩემი მანქანა მაინც ტყუილა დგას ავტოფარეხში წლიდან წლამდე, მამას თავისი ჰყავს, თუ ატარებ პირიქით კარგია, დგომით უფრო ფუჭდება, ამიტომ ჩათვალე ამით კარგ საქმეს მიკეთებ და საერთოდ რატომ მალაპარაკებ ამდენს, ხომ იცი რომ აზრს ვერ შემაცვლევინებ.გუშინწინ ხელოსანთან მყავდა და თავიდან ბოლომდე შევამოწმებინე, ზეთიც შევაცვლევინე და შეგიძლია მშვიდად იარო, ამჯერად ავზსაც სავსეს გიტოვებ, დღეს აეროპორტში შენ წამიყვან და უკან მანქანით დაბრუნდები, მინდობილობა გავაკეთე შენზე რომ არავინ შეგედაოს, მანქანაში დევს და არ გადმოიღო, ვინმემ რომ გაგაჩეროს აჩვენებ და გაგიშვებენ.
- დარჩა რაიმე რაზეც არ იზრუნე?
- ვფიქრობ რომ არა, - მითხრა და გამიღიმა
- კარგი - დავთანხმდი მე.
- როგორ მიყვარს ჩემი პატარა, გაფართოებული თვალებით რომ მიყურებს და ყველაფერში რომ მეთანხმება, - მომეხვია და მაკოცა.
- თემო იცი? შენთვის რაღაც ვიყიდე, დამელოდე აქ ეხლავე მოგიტან - ვუთხარი და ჩემს ოთახში გავიქეცი, იქედან ლამაზი პარკი გამოვიტანე და მივაწოდე. - იმედია მოგეწონება.
- ჩემი მზრუნველი გოგო, - თქვა და პარკი გახსნა, იქედან ნაქსოვი ნაცრისფერი ფუმფულა ჟაკეტი ამოიღო, - ეს მე მიყიდე?
- მოგწონს? ეხლა უკვე იქ გრილა და გამოგადგება, ჩაიცვი როგორ გექნება. - ჟაკეტი ჩაიცვა, ზუსტად ჰქონდა.
- მადლობა საყვარელო, როგორ გამოიცანი ჩემი ზომა ასე ზუსტად?
- თვალის ზომით ვივარაუდე რომ კარგად გენებოდა.
- ანუ გინდა თქვა რომ კარგად შემისწავლე ხომ?
- ასეა, მშვიდობაში.
- მოდი ჩემთან, მოგეხვიო, რა სისასტიკეა ეხლა ჩვენი დაშორება მაგრამ რას ვიზამთ.
- კიდევ ერთი საჩუქარი მაქვს შენთვის და ვფიქრობ ეხლა მოგცე თუ წასვლის წინ?
- მგონი მანებივრებ, მიდი მოიტანე ხომ ვხედავ შენ ჩემზე მეტად ვერ ითმენ - მითხრა სიცილით.
- იცოდე არ მოგცემ - შევყოვნდი მე, თან თავს ვიკავებდი რომ არ გამცინებოდა.
- იცოდე გაგებუტები, - გამაჯავრა თემომ, გამეცინა და წავედი მოსატანად. შეფუთული საჩუქარი მივაწოდე და დაველოდე რეაქციას.
- აქ გავხსნა თუ წავიღო? - მკითხა გამომცდელად
- როგორც გინდა - არ შევიმჩნიე მეც
- კარგი რადგან ასე მთხოვ გავხსნი - თქვა და ქაღალდი შემოაცალა, უცებ გაოცებულმა შემომხედა, ხელში ჩვენი მცხეთაში გადაღებული ფოტო ეკავა, - ეს საიდან გაქვს, როდის გადავიღეთ?
- გახსოვს მცხეთაში ძალით რომ დაგვაყენეს გვერდიგვერდ?
- ხო მაგრამ მაშინ ხომ სხვებიც იყო
- იყო, მაგრამ ჩამოჭრეს და იმ საღამოსვე გამომიგზავნეს,
- და შენ დაბეჭდე? - სიამოვნებით გაუბრწყინდა თვალები
- მაშინ არა, შენი დაბადების დღისთვის და ჩარჩოც ვუყიდე, უნდა მეჩუქებინა მაგრამ გადავიფიქრე.
- მაშინ რატომ არ მომეცი?
- იმიტომ.
- რა ცუდი გოგო ხარ, მაშინ როცა მე ვფიქრობდი რომ სულ არ გაინტერესებდი, შენ ჩემს სურათებს მალავდი და ჩემზე ფიქრობდი.
- ჩემს თავსაც არ ვუტყდებოდი იმაში რომ შენზე მეფიქრებოდა და შენ როგორ გეტყოდი, როდესაც შენზე ფიქრში თავს გამოვიჭერდი საშინლად ვბრაზობდი.
- მართლა ბავშვი ხარ, რატომ ეწინააღმდეგებოდი საკუთარ თავს?
- არ მინდოდა ვინმე მყვარებოდა, სწავლა და კარიერა იყო ჩემი მთავარი მიზანი ცხოვრებაში, შენ კიდევ გამოჩნდი და თავგზა ამირიე.
- სიყვარული ასეთია ჩემო ანი, სიყვარულია ყველაფერს რომ გავიწყებს, ცხოვრების წესს გიცვლის, ბევრ რამეზე გათქმევინებს უარს ისე რომ შენ თვითონ გიკვირს, საკუთარ თავს ვეღარ იმორჩილებ, გონება გეწინააღმდეგება მაგრამ , გულს ვერაფერი აკავებს, ამიტომაც არის რომ სიყვარული სიგიჟეს ჰგავს, უმართავი ხდება ადამიანი ამ დროს. - თემოს სიტყვებმა ჩამაფიქრა, არ ვიცი რამდენად სწორი იყო მისი მსჯელობა, მაგრამ მთლად ბოლომდე ვერ ვეთანხმებოდი, დიახ მე მიყვარდა თემო, ეს უკვე გააზრებული მქონდა, მაგრამ ასე ბრმად და გიჟურად როგორც ის ხატავდა? არა, ჩემი გრძნობა უფრო ფაქიზი იყო, ვიდრე გიჟური, მე არ ვიყავი ბრმად შეყვარებული, ზუსტად ვიცოდი რომ იყო რაღაც რასაც მიუხედავად ჩემი მისდამი სიყვარულისა არ ვაპატიებდი.
- რამ ჩაგაფირა? - მკითხა თემომ.
- ისეთი არაფერი, შენს ნათქვამს ვაანალიზებდი უბრალოდ.
- მერე?
- რა მერე?
- რა დასკვნა გამოიტანე?
- მგონი არ მოგეწონება, შეიძლება შაგაშინოს კიდეც იმან რა აზრიც მაქვს ამ ყველაფერთან, ამიტომ სჯობს არაფერი ვთქვა - გავიღიმე მე
- შენ მაინც სცადე, არც მასე ადვილია ჩემი შეშინება - გამიცინა და თმებზე მომეფერა.
- ჩემი გრძნობები საერთოდ არ ჰგავს შენგან აღწერილ სიყვარულს.
- და როგორია შენი გრძნობები, ამიღწერე.
- მე უფრო კონსერვატორულად ვუყურებ ამ ყველაფერს და ცივი გონებით ვსაზღვრავ ამა თუ იმ ნაბიჯს, საერთოდ არ ვთვლი რომ სიგიჟე მჭირს და თავსაც ყოველგვარი გართულების გარეშე ბოლომდე ვაკონტროლებ.
- დარწმუნებული ხარ მაინც იმაში რომ გიყვარვარ? - შეშფოთებული სახით მკითხა თემომ. გამეცინა.
- განა არ შეიძლება მშვიდად გიყვარდეს, გენატრებოდეს და გიხაროდეს მასთან ყოფნა, ყოველგვარი სიგიჟეების გარეშე? თუ ბანალური ფლეშმობებით და ფეიერვერკებით უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება შეღებილი? არ მიყვარს ხმაურიანი და დადგმული სიყვარული, სხვის დასანახად აფიშირებული, სიყალბედ მიმაჩნია, არ აქვს მნიშვნელობა ძვირადღირებული საჩუქრებით ვიყო განებივრებული, სრულიად საკმარისია უბრალოდ ვახსოვდე და უმნიშვნელო, მაგრამ ძვირფასი ადამიანის ყურადღების გამომხატველი იყოს, ორიგინალური და არა ძვირიანი. ფასეულობის გამომხატველი აღფრთოვანებაც სიყალბედ მიმაჩნია, გინახავს ვინმეს რვა მარტს იები მომართვესო გახარებულს აღენიშნოს? სამაგიეროდ ოქროები ძვირფასი ნივთები უცებ ხდება საჯარო, არა და ის ვისაც საშუალება არ აქვს, მაგრამ მაინც არ ავიწყდება რომ მიზერულად მაგრამ ყურადღებისა და სიყვარულის გამოვლენის მიზნით იები მაინც მოიტანოს ასჯერ უფრო დასაფასებელია ჩემს თვალში.
- გაოცებული ვარ შენი მსჯელობით და ათასმაგად იზრდება ჩემი შენდამი სიყვარული, იშვიათია ასე მოაზროვნე ადამიანები და მიხარია რომ წილად მხვდა ბედნიერება, შენი სიყვარული მრგებოდა. ვაღიარებ რომ გამიმართლა.
- ჩვენ ორივეს გაგვიმართლა, ყველას არ აჯილდოვებს უფალი იმით რომ თავისი მეორე ნახევარი შეხვდეს, შენ რომ სხვაგვარად მოარზოვნე ყოფილიყავი ჩვენ წყვილი ვერ ვიქნებოდით, ამიტომ ბედნიერი ვარ რომ მყავხარ, დრო და მანძილი ჩვენს გრძნობებს ვერაფერას დააკლებს, მომენატრები, მაგრამ მშვიდად გიშვებ რადგან გენდობი. - თემო აღელვებული მისმენდა, შემდეგ მომეხვია, ჩამიხუტა და ჩემს თმებში სახე ჩარგული. დიდ ხანს ვიყავით ასე ჩუმად, ერთმანეთთან ყოფნით ვტკბებოდით. დრო ისე გაგვეპარა ვერ გავიგეთ, უკვე წასვლის დრო იყო, თემოსთან მივედით სახლში, თინამ მაგიდა დაგვახვედრა გაშლილი და ერთად ვისადილეთ, შემდეგ გამზადებული ჩანთები თემომ საბარგულში ჩაალაგა, დავითი და თინა თავისი მანქანით წამოვიდნენ აეროპორტში, მე და თემო თემოს მანქანით.
- მერიდება თემო, რას იტყვიან შენი მშობლები მანქანას რომ მიტოვებ, უხერხულია. კიდევ ერთხელ ვუთხარი თემოს - იქნებ სჯობდეს არ წავიყვანო, რა აუცილებელია.
- პირიქით ძალიან გაუხარდათ რომ ვუთხარი, ნურაფრის გერიდება. რამდენჯერ უნდა დავუბრუნდეთ მაგ თემას, მთავარია ფრთხილად ატარე არაფერი მოიწიო.
მივედით აეროპორტში, რეგისტრაცია დაწყებული იყო, თინას თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, ამან ჩემზე საშინლად იმოქმედა, თემოს ეხუტებოდა და კოცნიდა, დავითი ცდილობდა მღელვარება არ შეემჩნია, დადგა გამომშვიდობების დრო, თემომ ყველას გვაკოცა და გასასვლელისკენ წავიდა, მერე ერთი უკან მოიხედა, გაგვიღიმა და თვალს მიეფარა, თინა ქვითინებდა, მივედი და მოვეხვიე.
- დამშვიდდით გთხოვთ - ვემუდარებოდი, მაგრამ ტირილს მეც აღარაფერი მიკლდა. გარეთ გამოვედით და მანქანებისკენ წავედით.
- ჩვენსკენ ხომ არ წამოხვალ? - მკითხა დავითმა
- დღეს არა, ნუ მიწყენთ გთხოვთ, გვიანია უკვე, მაგრამ აუცილებლად გამოგივლით.
- არ დაგვივიწყო შვილო, ხშირად იარე ჩვენთან - მთხოვა თინამ
- მოვალ აუცილებლად მოვალ - ვუთხარი და მოვეხვიე.
- ფრთხილად იარე - მითხრა დავითმა და მანქანაში ჩაჯდა. წამოვედით, ახლა როცა მარტო დავრჩი ცრემლებს გზა მივეცი, გული მოვიოხე ტირილით და სახლში თვალებდასივებული მივედი, დედამ შემომხედა და არაფერი მითხრა, ჩემს ოთახში შევედი და კარი ჩავიკეტე.
.............
თემოს წასვლიდან ექვსი თვე გავიდა, ყოველ დღე მირეკავდა და ვსაუბრობდით განვლილი დღის შესახებ. ხშირად დავდიოდი თემოს მშობლების სახლშიც, უზომოდ უხაროდათ ჩემი მისვლა.
ლელას ოქროს დაბადების დღე ჰქონდა და ამდენი ხნის შემდეგ ისევ მოვიყარეთ თავი მეგობრებმა, თებერვალი იყო და საკმაოდ ციოდა. თამთას გავუარე მანქანით და ლელასთან მივედით. თამადად გიგა დაეყენებინათ, სასმისით ხელში დაგვხვდა და დაგვიანებული სტუმრების რანგში დაგვლოცა. მაგიდას მივუსხედით, ბევრი რამ გავიხსენეთ წარსულიდან, ჩვენი ბავშვობიდან, თემოს ამბავი მკითხეს, როგორ არის და როდის ჩამოვაო, მერე უცებ ბექამ გადმომხედა.
- აბა მოგვიყევი ეხლა როგორ მოახერხა თემომ შენი დაკერვა, მაშინ ვერ გკითხეთ რადგან ფაქტის წინაშე დაგვაყენე და ნიშნობაზე ხომ არ გკითხავდით?
- მართალია მეც მაინტერესებს - წამოიძახა ერეკლემ, გამეცინა.
- რა გაცინებს გოგო, ჩვენ უფლება გვაქვს ყველაფერი ვიცოდეთ - აჰყვა გიორგიც
- რა დაალევინე ამათ ლელა? რა სჭირთ? - ვკითხე მე
- პასუხს ნუ გაურბიხარ - მითხრა გიგამ
- და რა გინდათ რომ გითხრათ - მართლა გამიკვირდა
- ყველაფერიიი- გააგრძელა ბექამ, უცებ იდეა მომივიდა, ეშმაკურად გავუცინე და ვუთხარი:
- ლესად გეტყვით გინდათ? - ჩემს ნათქვამს აღტაცების შეძახილები მოჰყვა, ჰოდა მეც დავიწყე:
გიყვარს ის კაცი?
მიყვარს და რა ვქნა,
რატომ?
უბრალოდ კარგი კაცია.
მაშასადამე შენს თვალში იმ კაცს უბრალო ნაკლიც არ გააჩნია?
მე ნაკლს არ ვეძებ თუ მიყვარს კაცში,
ნამდვილად?
ისე მე გავიხარო.
და თუ არ გიყვარს?
მაშინ....
რა მაშინ?
ვეძებ ღირსებას რომ შევიყვარო. - ტაშით დამაჯილდოვეს, აღფრთოვანებული იყვნენ.
- ხედავ რა გოგო გვყავს? ყოჩაღ ანი, როგორ ლამაზად გვიპასუხა. - ემოციებს ვერ მალავდა ბექა.
- ამ ლექსის მერე სიყვარულს გაუმარჯოს ჩემო მეგობრებო. - თქვა გიგამ, შემდეგ გვანცას გადახედა და გააგრძელა, - მე ბედნიერი კაცი ვარ, გამიმართლა რომ გვერდით მყავს ჩემი სიყვარული, ვეალერსები შენს ლამაზ თვალებს, თვალებს თაფლისფერს, ღრმას და სევდიანს - მიულექსა გვანცას - ჩემი სიყვარულის თამადობით ყველას სიყვარულს გაუმარჯოს. - და დალია, ბექამ სასმისი აიტაცა, უცებ ლიკას შეხედა და თქვა:
- მე შენმა სიყვარულმა დამადარდიანა ერთ დროს უდარდელი ბავშვი - და გადაჰკრა, ლიკას სახეზე ფერმა გაჰკრა, ბექა შემთვრალი იყო თორემ ასე აშკარად არ მოიქცეოდა, ყოველთვის თავს იკავებდა რაიმეს თქმისგან. უხერხულობისგან ისევ გიორგიმ გამოიყვანა.
- კოცნის გიჟი ვარ,
ალერსის კინტო,
და სიყვარულის ყარაჩოღელი. გაუმარჯოს სიყვარულს - და დალია.
- გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ერთი ჭიქა დავლიო თუ შვიდი? - თქვა ერეკლემ და ატყდა ხარხარი.
- ქალთა პერსონალის სადღეგრძელო დავლიოთ, მეგობრებო, გაუმარჯოს ჩვენს მანდილოსნებს, ცხოვრებას რომ გვილამაზებენ, ნერვებს რომ მატყლივით გვიწეწავენ და მათ გარეშე ცხოვრება მაინც რომ არ შეგვიძლია - ახალი სადღეგრძელო წარმოსთქვა გიგამ.
- არ ვმალავ.....- დაიწყო ბექამ-
მიყვარს მე ერთი ქალი.
მზად ვარ ეს ტვირთი, ამ მხრებით ვზიდო,
მას არ სურს მერქვას მე მისი ქმარი,
ის...ჩემი ცოლი მინდა რომ იყოს.
- შენ ძმაო დამწვარხარ, შველა გჭირდება - უთხრა გიგამ.
- ამას რა სჭირს დღეს? - მკითხა გაბრაზებულმა ლიკამ. - ერთი გამოფხიზლდეს მაგას ვაჩვენებ ...
- დაანებე, თავისი გაჭირვება ეყოფა - ვუთხარი სიცილით.
- დეგენერატია, ვერ ხვდება სად რა თქვას - ბრაზს ვერ იკავებდა ლიკა.
- კარგი დამშვიდდი - ამ დროს გიტარა შემოიტანეს და გიორგიმ სიმებს ჩამოჰკრა, ვიმღერეთ, ვიმხიარულეთ, და გვიან დავიშალენით.
- თემოს როდის ელოდები? - მკითხა ლიკამ
- აგვისტოს დასაწყისში ჩამოვა.
- რა კარგია, გენატრება?
- ძალიან გამიჭირდა მის გარეშე.
- რაღა დარჩა ჩამოვა მალე.
- ეგ რაღა კიდევ ექვსი თვეა. თვითონაც უჭირს იქ ყოფნა. ერთი სული აქვს ჩამოსვლამდე.
- მესმის, აბა რა იქნება.
- შენ რას ფირობ ბექაზე?
- არაფერს საერთოდ, არ მიყვარს და ვერც შევიყვარებ, ლაპარაკიც არ მინდა მაგ თემაზე.
- კარგი როგორც გინდა - ვუთხარი მე, შემდეგ ლიკაც და თამთაც სახლებში დავტოვე და მეც წავედი სახლში.
.............
ცხოვრება თავისი გზით მიდიოდა, დღეები დღეებს მისდევდნენ, თვეები თვეებს და ეს დაუსრულებელი წელიწადიც მიილია, სწავლა დავასრულე და ეხლა სრულუფლებიანი ქირურგი ვიყავი რეზიდენტურის დიპლომით. თემოს ჩამოსვლას ერთი თვეღა აკლდა და უკვე დღეებს ვითვლიდით ორივენი. როგორც იქნა ეს თვეც მიიწურა, დიდი სამზადისი იყო წყნეთში, დავითის ოჯახში, ჩვენც მთელი სამეგობრო ვეხმარებოდით, თემო ჩამოდიოდა საღამოს რეისით, თინამ დილით გვერდით გამიხმო:
- ანი, წადი შენ, მოემზადე და თემოს დახვდი, ბევრი ვართ ჩვენ და ყველაფერს მოვასწრებთ
- ვიქნები და დაგეხმარებით
- არ მინდა შვილო, რატომ გაწვალო, წადი და შენებსაც უთხარი რომ ველოდები და აუცილებლად მოვიდნენ.
- ჩემებს მე მოვიყვან ოღონდ თემოსთან წასვლამდე ცოტა ადრე, ეხლა მირჩევნია დაგეხმაროთ, ასე დრო უფრო ჩქარა გავა - ვუთხარი და გავუღიმე, თვითონაც გაეცინა.
- ვეღარ ითმენ ხომ? მესმის შვილო, მეც მაგ დღეში ვარ, კარგი, როგორც გინდა.
სამი საათი იყო დედა და მარი მოვიდნენ.
- რატომ არ დამელოდეთ, მე წამოგიყვანდით?
- რაღატომ მეწვალებინე შვილო, ხომ მაინც წასასვლელი ხარ მერე ისევ. - მითხრა და თინას შვილის დაბრუნება წინდაწინ მიულოცა, მერე აივანზე დასხდნენ და საუბრობდნენ. ხუთის ნახევრარი იყო წყნეთიდან წავედი, შვიდზე თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა. ვერ გადმოგცემთ იმ ემოციას რასაც იმ წუთში განვიცდიდი, ველოდებოდი ხალხის ნაკადში როდის გამოჩნდებოდა თემო, წუთები საათებად იწელებოდა, საშინლად ვღელავდი, და აი გამოჩნდა, თვალებით მეძებდა, უცებ დამინახა და სახე გაუბრწყინდა, უზომოდ ბედნიერი ჩემსკენ ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა. მომიახლოვდა, თვალებში ჩამხედა, მერე ჩანთა ძირს დააგდო და ორივე ხელი მომხვია. ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ირგვლივ არავინ და აღარაფერი გვახსოვდა.
- ვერ ვიჯერებ რომ ეს დღე დადგა, ღმერთო როგორ მომენატრე - აღმომხდა ჩემდა უნებურად. თვალებში ჩამაცქერდა, მისკენ მიმიზიდა და მაკოცა. მერე უცებ ხელი გამიშვა, ირგვლივ მიმოიხედა.
- არავინაა, მარტო მინდოდა დაგხვედროდი, ყველანი წყნეთში გველოდებიან, სახლში დიდი სამზადისია - ვუთხარი მე, რადგან მივხვდი თვალით მშობლებს ეძებდა.
- კარგად მოგიფიქრებიათ, ეხლა შენს გარდა არავის ნახვა არ მინდოდა ჯერ - მითხრა, მხრებზე მომეხვია და გასასვლელისკენ წავედით. მანქანის გასაღები მივაწოდე. - რად მინდა? - მკითხა გაკვირვებულმა.
- საჭესთან შენ დაჯექი - ვუპასუხე მე.
- ეს მანქანა შენია, ამიტომ საჭესთანაც შენ იჯდები - მითხრა ღიმილით.
- არა თემო, როცა ერთად ვივლით შენ ატარე, თან მანქანას აღარ წავიყვან,
- რატომ?
- იმიტომ რომ სადაც წასვლა დამჭირდება შენ მატარებ - გავუცინე მე, - მარტო მაინც არ წავალ. -გაეცინა, მომეხვია და ისევ მაკოცა. - წავედით ეხლა გველოდებიან - ვთქვი მე და მანქანისკენ წავედი.
- დღეიდან არსად გაგიშვებ, ჩემთან რჩები - მითხრა მტკიცედ.
- დღეს დავრჩები, მაგრამ მერე ვეღარ.
- რატომ? ამდენი იმიტომ ვითმინეთ უერთმანეთოდ რომ აქაც არ მყავდე გვერდით?
- მთელ დღეებს ერთად გავატარებთ, ოღონს დარჩენით ჩემს სახლში დავრჩები. - გულიანად გაეცინა.
- ჩემი ჭირვეული გოგო, როგორ მენატრებოდა შენი ჯიუტობა და ბუზღუნი, კარგი იყოს როგორც გინდა მაგრამ მაშინ იძულებული ვიქნები მე დავრჩე შენთან, ყოველ დღე წყნეთიდან ხომ არ ვივლი.
- მართლა დარჩები? - ვკითხე გახარებულმა
- უყურე როგორ გაუბრწყინდა თვალები, მორჩა, გადაწყდა, ვეღარ მომიშორებ, გეყოფა უჩემოდ გატარებული დღეები.
- მე მაწყობს - ვუპასუხე მე, შემომხედა, თვალებით მომესიყვარულა.
- შვებულება დაწერე ხომ?
- კი, დღეიდან.
ლაპარაკში ისე ავედით წყნეთში არ გაგვიგია. ეზო გაჩირაღდნებული იყო. ჟრიამულით შეგვეგებნენ, თემოს ეხვეოდნენ, კითხვებს აყრიდნენ, მშობლები უზომოდ ბედნიერები გვერდიდან არ შორდებოდნენ, ბოლოს მაგიდას მივუსხედით, თემო გვერდით მომიჯდა, ვიხსენებიდით წარსულს, ვმხიარულობდით, ვიცინოდით, თემო მომიბრუნდა და ყურში ჩამჩურჩულა.
- გახსოვს პირველი აქ ჩამოსვლა?
- მაგას როგორ დავივიწყებ. - გამეღიმა მე
- როგორი ჯიუტი იყავი, რამდენი მაწვალე.
- იცი რამხელა გაიზარდა ის ნუკრი? მერე მამაშენმა ტყეში გაუშვა.
- ვიცი, ისიც ვიცი რომ ჩემებთან ხშირად დადიოდი და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ შენი. - მითხრა და ხელზე ხელი მომიჭირა - ეხლა ამდენი თვალი რომ არ გვიყურებდეს გაკოცებდი.
- არ გაბედო - ვუთხარი უცებ რადგან ვიცოდი როგორ უყვარდა სიგიჟეების ჩადენა, გაეცინა.
- კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ჩამოხვედი და ეს მოლოდინით სავსე თვეები დამთავრდა.
- დაიჯერე ჩემო ძვირფასო, აწი აღარასოდეს დავშორდებით ერთმანეთს, გვეყო უერთმანეთოდ ცხოვრება, გამოცდა ჩაბარებულია.
ბედნიერი ვიყავი, სიცოცხლე მიხაროდა, გვერდით მყავდა ადამიანი რომლის გარეშე ცხოვრება ერთი წუთითაც არ მსურდა, მეტი რა უნდა ინატრო სხვა. საღამო გვიანობამდე გაგრძელდა. როგორც იქნა დაიშალნენ და ყველანი თავის ოთახებისკენ წავიდნენ მოსასვენებლად.
- გეძინება? - მკითხა თემომ
- არა საერთოდ.
- მაშინ წამოდი ეზოს ბოლოში დავსხდეთ. - გავყევი, მთვარე ირგვლივ ყველაფერს ანათებდა და ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. მინდორზე დავსხედით, ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა, ხმას არ ვიღებდით, სიწყნარით და ერთად ყოფნით ვტკბებოდით, დიდ ხანს ვიყავით ასე, მერე თითქოს თავისთვის ლაპარაკობსო წყნარად მითხრა.
- ქორწილი ამ თვის ბოლოს გადავწყვიტე, მეტად აღარ გადავდოთ, გვეყოფა უკვე ამდენი ლოდინი, აღარ მინდა უშენოდ ვიღვიძებდე, შენი სურნელის გარეშე ვიცხოვრო და სულ მენატრებოდე. ორ თვეში უკან უნდა დავბრუნდე და უშენოდ არსად წავალ, ხვალიდან საბუთების საქმეს მივხედავ, რომ ყოველგვარი პრობლემისგან თავი დავიზღვიო. - ხმა არ გამიღია, ისედაც იცოდა რომ ყველაფერში ვეთანხმებოდი, ისევ აგრძელებდა... - ქორწილის მეორე დღეს ევროპაში გავფრინდებით და მთელ ევროპას მოვივლით, ორკვირიან ტურს დავჯავშნი, შემდეგი ორი კვირა აქ გავატაროთ მშობლებთან ერთად და მერე წავალთ ამერიკაში.
- ყველაფერი დაგიგეგმავს - გაოცებული ვიყავი
- დრო საკმარისად მქონდა ფიქრისთვის,
- ძალიან ბევრი ხარჯის გაწევა მოგიწევს, ძალიან ძვირი დაჯდება ამხელა ტური, არ არის საჭირო თემო, ერთი ქვეყანა ავიღოთ და გვეყოფა.
- ჩემი მზრუნველი გოგო, - გაეცინა თემოს - ამდენი წელი იმიტომ არ ვიმუშავე, რომ ის რაც მინდა და როგორც მინდა ცხოვრებაში ერთხელ ვერ გავაკეთო, მე კიდევ მინდა რომ შენ ყველაფერი საუკეთესო გაგიკეთო და ყველაზე ბედნიერი პატარძალი იყო.
- მე ისედაც ყველაზე ბედნიერი ვარ შენთან ერთად, ყველაფრის გარეშე.
- როგორ მიყვარხარ ჩემო პატარა, როგორი ტკბილი ხარ, მაგრამ ნება მომეცი ამჯერად ისე გავაკეთო ყველაფერი როგორც მე მინდა.
- ამჯერად? - გამეცინა მე - განა სხვა დროს სხვანაირად მომხდარა ოდესმე?
- შენ მგონი შეგცივდა - მითხრა და ხელები უფრო მჭიდროდ შემომხვია - წავიდეთ, გვიანია უკვე, ცოტა დაიძინე - თქვა და წამოდგა, მეც ავდექი, ხელი შემაშველა და სახლისაკე ნაწვედით.
- შენი ოთახი ისევ მე დავიკავე - ვუთხარი უცებ.
- შენ ჩემი გულიც დაიკავე, ჩვენი ნაცნობობის პირველი დღიდანვე, ისე მომპარე არც გიკითხავს ნებართვა. - აივანზე ავედით, თინამ გამოგვხედა.
- დედი რატომ არ გძინავს? - ჰკითხა თემომ
- ეხლა ვაპირებდი დაწოლას, შენ ჩვენს გვერდით ოთახში გაგიშალე საწოლი თემო, შენი ჩანთებიც იქ შევიტანეთ, შენს ოთახში ანი დაიძინებს.
- კარგი დედი, წადი დაისვენე. - თინა წავიდა,
- მეც წავედი,შენც არ გაწყენს დასვენება, ნამგზავრი ხარ.
- წამოდი ცოტა ხნით ჩემს ოთახში, რაღაცას გაჩვენებ თუ მოგეწონება- მითხრა უცებ თემომ.
- მაგრამ .... - შევყოვნდი მე
- საჩუქარი ჩამოგიტანე და მინდა რომ გაჩვენო, - გაეცინა თემოს - წამოდი, წამოდი ნუ გეშინია, არ შეგჭამ.
- ხვალ მაჩვენე რაა, გთხოვ ეხლა მართლა გვიანია, დავიძინებ. - გულიანად იცინოდა
- გამოუსწორებელი ხარ, ნუ დამცინი,
- კარგი, წადი დაიძინე, ოღონდ ხვალ ჩანთების ამოლაგებაში დამეხმარები, ეს იქნება შენი სასჯელი უნდობლობის გამო. - თქვა ეს, მაკოცა და წავიდა. ოთახში შევედი, მთელი დღის განცდებისგან დაღლა ერთბაშად მომეძალა და მომენტალურად დამეძინა.
დილით ადრე გამეღვიძა, საათი ექვსს უჩვენებდა, ავდექი, ჩავიცვი და კარი გამოვაღე, ჩამიჩუმი არ ისმოდა, ყველას ეძინა, ფეხაკრებით გავიარე დერეფანში, თემოს კარს მივუახლოვდი, ირგვლივ მიმოვიხედე, არავინ ჩანდა, კარი ფრთხილად შევაღე და ჩუმად შევედი, ეძინა, ხელები თავქვეშ დაელაგებინა და მშვიდად ფშვინავდა. მივეპარე, საწოლზე ისე ჩამოვჯექი არ გაუგია, ჩემი თმის კუდი ავიღე და ტუჩის ზემოთ, ცხვირთან გავუსვი, შეიშმუშნა და ისევ ძილი გააგრძელა, ისევ იგივე გავაგრძელე, უცებ თვალი გაახილა, წამოიწია, ხელი მტაცადა თავის გვერდით მომიწვინა, ორივე ხელები დამიჭირა, ზემოდან დამცქეროდა და იცინოდა.
- შენ მოუსვენარო, ხომ დაგიჭირე, ეხლა სად გამექცევი.
- ჩუმად გაიგებენ, სირცხვილია, - ვიცინოდი მეც - გამიშვი ეხლა.
- არსად არ გაგიშვებ, მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა ჩემი წვალება.
- კარგი თემო, ჩუმად, ყველას სძინავს, ადექი ჩაიცვი, გარეთ გავიდეთ, სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ.
- რატომ აქაც კარგად ვართ.
- თემო, გეყოს გამიშვი - ვცდილობდი თავი გამეთავისუფლებინა. აწეწილი თმები გამისწორა, მაკოცა და ხელი გამიშვა.
- კარგი ავდგები, გავიდეთ გარეთ. - ოთახიდან გამოვიჭყიტე, არავინ იყო, სწრაფად გამოვედი ოთახიდან და აივანზე გავედი, ცოტა ხანში თემოც გამოვიდა, ეზოდან გავედით, ხელგადახვეული გავუყევით გზას, მსიამოვნებდა მისი სუნამოს სურნელი და ბედნიერად ვგრძნობდი მის გვერდით თავს. დიდ ხანს ვისეირნეთ, ეზოში შესულებს ყველანი გაღვიძებული დაგვხვდნენ.
- გვეგონა ვეღარ მოითმინეთ და ერთად გაიპარეთ - დაგვიძახა ნანამ.
- არც ეგ არის გასაკვირი - უთხრა თემომ სიცილით.
- ჩვენ უნდა წავიდეთ - გვითხრა გიგამ.
- რა გეჩქარებათ, ჯერ ისაუზმეთ მაინც.
- საუზმის გარეშე ეზოდან ვერავინ გავა - ბრძანა დავითმა. საუზმის შემდეგ ყველანი აიშალნენ, სტუმრები გავაცილეთ და დავრჩით მარტო ჩვენ, მარი, დედაჩემი და თემოს მშობლები.
- ეხლა უკვე დავსხდეთ და მშვიდად ვისაუბროთ - თქვა თემომ, ყველანი მაგიდას მივუსხედით. - მამა, შენ უფროსი ხარ და მთავარი სიტყვა შენ გეთქმის, მაგრამ ჯერ ჩემს გეგმას გაგაცნობთ და ერთად გადავწყვიტოთ რა და როგორ.
- თქვი შვილო, გისმენ - უპასუხა დავითმა.
- მე ორ თვეში უკან უნდა წავიდე, დრო ისევ შეზღუდული მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე ქორწილი ამ თვის ბოლო შაბათს გავაკეთოთ.
- შენ გაიხარე შვილო, მაგაზე ვინ გეტყვის უარს - გაუხარდათ თინას და დავითს.
- ქორწილის მეორე დღეს ევროპაში წავალთ ორი კვირით, ბოლო ორ კვირას თქვენთან ერთად გავატარებთ, რესტორანი და სხვა ქორწილთან დაკავშირებული საკითხები შენ უნდა ჩაგაბარო დავით ბატონო, რადგან საბუთებზე ბევრი სირბილი მომიწევს და დრო ცოტაა, ამ კვირაში ანის საბუთები უნდა მოვაწესრიგო რომ ამერიკაში წავიყვანო, რესტორანს ჩვენ კი ავირჩევთ, მაგრამ დანარჩენს შენ მიხედე მამი, სხვა წვრილმან საკითხებს ნელნელა გადავწყვეტთ, ფინანსურ საკითხს რაც შეეხება მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ.
- ფინანსებზე ნუ დარდობ შენ, ერთადერთი შვილის ქორწილის ხარჯები არ გამიჭირდება მე, თქვენ მარტო ის მითხარით რა გენდომებათ, დანარჩენი ჩემზე იყოს - შეაწყვეტინა დავითმა.
- კარგი მაგაზე ნუ ვიდავებთ, აი ანის რაც დასჭირდება, ამას ჩვენ ერთად მოვაგვარებთ, ამიტომ ეგ საზრუნავი ორივე მხარეს აგცდებათ. ქორწილზე დასაპატიჟებელი ხალხის რაოდენობა თვითონ გათვალე და რამდენიც საჭიროა იმდენზე ვარ თანახმა, ჩვენი საერთო და ცალკეული მეგობრების სიას თვითონ გადმოგცემთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით ქორწილიც ერთად გავაკეთოთ, სხვა დანარჩენში არ გერევით, რასაც იტყვით და ერთმანეთში როგორც მოილაპარაკებთ ისე იყოს.
- მეჯვარედ ვინ მოგყავს შვილო? - ჰკითხა თინამ
- დიტო, სხვას ვის ვეტყვი - მერე მე მომიბრუნდა - ჩემი უახლოესი მეგობარია. ეხლა გერმანიაშია მაგრამ იცის თვის ბოლოს აქ იქნება. შენ ვის უთხარი?
- ლიკას.
- კარგი, ყველაფერი გადაწყვეტილია, თქვენგან რამდენი კაცი იქნება სია შეადგინეთ, დანარჩენი ჩემი საქმეა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქორწილის ხარჯს მთლიანად ჩემს ხარჯზე ვიღებ, არც ერთი მხარის მშობლების თანხას არ ვეხები.
- რას ამბობ შვილო, ჩვენი ხარჯი შენ არ გეხება, მასე როგორ შეიძლება - თქვა დედამ.
- არავითარ შემთხვევაში, რას ქვია არ მეხება, აზრს არ შევიცვლი, თქვენ ჩვენი მშობლები ხართ, ამ შემთხვევაში როგორც შვილი ისე გთხოვთ რომ უარი არ მითხრათ, შევწყვიტოთ ამ საკითხზე საუბარი, უბრალოდ მხარი დაგვიჭირეთ ყველა კარგ წამოწყებაში, მთავარი ესაა. - დედა ძალიან უარობდა, უხერხულობისგან აღარ იცოდა რა ექნა, მაგრამ თემომ მაინც თავისი გაიტანა. საღამოს თბილისში წამოვედით, დედა და მარი სახლში მივიყვანეთ, ჩვენ ცოტას ვისეირნებთ და მოვალთო დავუბარეთ და წამოვედით. თემომ რესტორანში წამიყვანა, ვივახშმეთ, ვისაუბრეთ და უკან რომ დავბრუნდით თავის სახლთან გააჩერა.
- აქ რა გვინდა? - ვკითხე გაოცებულმა
- წამოდი, რაღაცას გაჩვენებ და მერე სახლში წაგიყვან.
- თემო...
- წამოდი, მართლა ხომ არ გეშინია ჩემი?
- რა სისულელეა, რატომ უნდა მეშინოდეს - თემოს ეცინებოდა და სირცხვილისგან აღარ ვიცოდი რა მექნა, ასვლა არ მინდოდა და უარიც ვხვდებოდი რომ არ გამივიდოდა. მანქანიდან გადავიდა, უკანა საბარგული გააღო და იქედან პარკები გადმოიღო.
- გასაღები გამომართვი და კარი დაკეტე - მითხრა მე. სადარბაზოში შევედით და ლიფტით ავედით მეექვსე სართულზე, საკეტს გასაღები მოარგო და სახლში შევედით, პირდაპირ მისაღებ ოთახში შევიდა, პარკები მაგიდაზე დააწყო, მერე მომიბრუნდა, ჩემს შეწუხებულ სახეს რომ შეხედა უცებ ახარხარდა.
- რა გაცინებს?
- ერთი შენი თავი დაგანახა - აგრძელებდა სიცილს. - მოდი აქ, მოდი - მითხრა და მაგიდასთან მიმიყვანა, ერთერთი ცელოფნიდან ყუთი ამოიღო და მომაწოდა.
- ნახე აბა, თუ მოგეწონება. - ყუთი გამოვართვი, თავი ავხადე, ატმისფერი ლამაზად გულამოღებული კაბა იდო, ამოვიღე და გავშალე.
- ეს მე მიყიდე?
- აბა ვის? მიდი ჩაიცვი ვნახოთ როგორ გექნება.
- ეხლა?
- ეხლა აბა როდის? - იცინოდა თემო - მიდი საძინებელში ჩაიცვი, მე აქ დაგელოდები, მაგრამ მოიცა, კინაღამ დამავიწყდა, აი ესეც - თქვა და მეორე ყუთი მომცა, თავი ავხადე და კაბის ფერივე მაღალქუსლიანი ტუფლები დავინახე.
- მადლობა, ძალიან ლამაზია. - თემოს მივუახლოვდი, მოვეხვიე და ლოყაზე ვაკოცე.
- ამის მერე კიდევ შენ გეშინია ჩემი? ვფიქრობ მე უნდა მეშინოდეს, ხედავ როგორ ცდილობ რომ მაცდუნო?- იცინოდა თემო. - მიდი, გელოდები ჩაიცვი.
საძინებელში შევედი, კაბა და ტუფლები ჩავიცვი, სარკის წინ დავდექი და ჩემი თავით ვტკბებოდი, კაბა მართლა ძალიან ლამაზი იყო და ტუფლიც უხდებოდა. ოთახიდან გამოვედი, თემოსთან გავედი, კმაყოფილმა შემათვალიერა, მერე მომიახლოვდა, ხელი ჩამკიდა და სარკესთან მიმიყვანა, თმები გვერდით გადამიწია, ჯიბიდან ულამაზესი ბრილიანტის სამკაული ამოიღო და ყელზე გამიკეთა. გაოგნებული ვუყურებდი ჩემს ყელზე მოციმციმე ამ ულამაზეს ნაკეთობას, მართლა ძალიან ძვირადღირებული ნივთი იყო. თემომ მისკენ შემომაბრუნა, წელზე ხელი მომხვია და მაკოცა, მერე ოთახში შევიდა, იქედან პატარა ყუთი მოიტანა.
- თემო, ძალიან ლამაზია ეს ყელსაბამი, მაგრამ ძალიან ძვირიანი საჩუქარია, შენ ხომ იცი რომ ასეთი ნივთების გარეშეც მიყვარხარ და რატომ იხარჯები ასე?
- ესეც შენია, აბა გახსენი - ყურადღებას არ აცევდა ჩემს ნათქვამს.
- ვისთვის ვლაპარაკობ ნეტა?
- ჩემს მეუღლეს ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეს, გამომართვი, ვნახოთ აბა, თუ გამოვიცანი შენი გემოვნება. - ყუთი გამოვართვი, და გავხსენი, ფრანგული სუნამო იყო, სწორედ ის რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა, გაოცებულმა შევხედე.
- მართლა გამოიცანი, ეს საჩუქარი ყველაზე ძვირფასია - ვუთხარი და მოვეხვიე. - რით დავიმსაურე ასეთი კარგი რომ მყავხარ? ყველაზე კარგი.
- არ მჯერავს, როგორც იქნა დამაფასეს - იცინოდა თემო - ხედავ როგორ ბიჭს ეუბნებოდი უარს? რა გეშველებოდა შენზე ჯიუტი რომ არ ვყოფილიყავი? - ხუმრობით თავს მაყვედრიდა.
- ამ კაბას ქორწილის მეორე დღეს ჩავიცმევ, ძალიან მომეწონა - სიტყვა ბანზე ავუგდე - მიხდება?
- აბა დატრიალდი. - სიცილით დავტრიალდი - ძალიან ლამაზი მყავხარ და იცოდე ვეჭვიანობ.
- ვისზე - გაოცებულმა ვკითხე
- კაბაზე, იმიტომ რომ ჩემზე ადრე შეგეხო. - მითხრა და გამიღიმა, საშინლად შემრცხვა, აღარ ვიცოდი რა მეთქვა, მომიახლოვდა, ლოყებზე თითებით მომეფერა და მითხრა:
- ისევ გაწითლდი? როგორ მიყვარს ლოყები რომ დაგიწითლდება.
- და შენც ყველაფერს აკეთებ ამისთვის რომ ხშირად გამაწითლო - ავბუზღუნდი მე, კმაყოფილი იცინოდა. - წავიდეთ ეხლა გვიანია უკვე.
- კარგი, წავიდეთ - მითხრა თემომ
- ოღონდ ცოტა ხანს დამელოდე, ისევ გამოვიცვლი, ასე ხომ არ წამოვალ.
- დაგეხმარო?
- არა რა თქმა უნდა - გადაიხარხარა,
- მიდი კარგი, გელოდები
- ნუ დამცინი - მივაძახე და საძინებელში შევედი.
დედას და მარის ეძინა, ფეხაკრეფით შევედი ჩემს ოთახში, თემო არ დარჩა, ბინამდე მიმაცილა და თბილისის ბინაში დაბრუნდა, აგარაკზე წასვლა გვიანი იყო უკვე. მეორე დილით გვიანობამდე ვიძინე, ათი იყო რომ გავიღვიძე, ღამის თხელი ხალათი მოვიცვი და სამზარეულოსკენ წავედი, კარები შევაღე და სახტად დავრჩი, თემო დედასთან და მარისთან ერთად ჩაის მიირთმევდა, დამინახა,თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა და გაეღიმა, უცებ გამახსენდა რომ ჩაცმული არ ვიყავი და სასწრაფოდ მივუხურე კარები, ჩემს ოთახში გავვარდი, სარკეს რომ ჩავუარე გული შემიწუხდა, ხალათი შეკრულიც კი არ მქონდა, ეგრეთწოდებული თხელი „პიჟამა“-ს მაიკით და მოკლე შორტით ნახევრად შიშველი და გაწეწილი ვიდექი სარკის წინ. ტანსაცმელი ჩავიცვი, თმები მოვიწესრიგე და სამზარეულოში გავედი.
- დილა მშვიდობისა,
- დილა მშვიდობის - მომესალმა თემო.
- ისაუზმებ? - მკითხა დედამ
- არა, მარტო ყავა მინდა, შენ როდის მოხვედი? - მივუბრუნდი თემოს
- დილით ცხრაზე, ქორწილისთვის დარბაზის შესარჩევად მინდოდა შენი წაყვანა, მაგრამ რადგან გეძინა აღარ გაგაღვიძე.
- დედი ცოტა გესაუზმა და ყავა მერე დალიე - შემომთავაზა დედამ.
- არ მინდა დე,
- ასეთი სიჯიუტე შეიძლება? სულ ერთიდა იგივეზე ვდაობდეთ, დილით არაფერს ჭამს და ყავის მეტი არაფერი ახსოვს - მიუბრუნდა თემოს დედა, თემო ღიმილით უსმენდა. მე ყავა ფინჯანში ჩავისხი და მაგიდას მივუჯექი,
- არ დალევ? - ვკითხე თემოს, მან უარის ნიშნად თავი გააქნია. დედა მიხვდა არაფერი გამივაო და მარტო დაგვტოვა. ყავას მივირთმევდი და თემოს ვუყურებდი.
- დილით ძალიან ლამაზი ხარ - მითხრა უცებ.
- დიდ ხანს მეძინა, საერთოდ ასე გვიან არ ვდგები-ხოლმე
- ვიცი, მახსოვს ჩემს ოთახში შემოპარული მავნებელი
- ჩუმად, დედა გაიგებს.
- კარგი, ამჯერად არაფერს ვეტყვი, მაგრამ სანაცვლოდ რაღაც მინდა.
- სანაცვლოდ? რა? რა გინდა?
- მინდა რომ ჩემი გოგო დღეს ჩემთან წამოვიდეს და დარჩეს.
- დავრჩე? სად, თბილისში?
- არ შეიძლება? - ცოტა დავფიქრდი, როგორ მეთქვა უარი ისე რომ არ სწყენოდა, მერე ვუთხარი:
- წამოვალ და დავრჩები კიდეც ოღონდ წყნეთში, აქ არა.
- კარგი, იყოს წყნეთში - იცინოდა თემო, - წავიდეთ ეხლა, ვაგვიანებთ უკვე.
- დედი, ჩვენ მივდივართ, დღეს წყნეთში დავრჩები და არ ინერვიულო.
დედამ კარამდე მიგვაცილა და წამოვედით, ჯერ საპასპორტოში მივედით, საზღვარგარეთის პასპორტისთვის ფოტო გადავიღე და განაცხადი შევავსე, იქედან კაფეში შევიარეთ და პიცა მივირთვით, მერე რამდენიმე რესტორანი ვნახეთ და ბოლოს ძლივს შევარჩიეთ ერთ-ერთი ქორწილისთვის, მერე ამერიკის საელჩოში თანხა ჩავრიცხეთ და ელჩთან შემსვლელთა რიგში ჩავეწერე, ისე მოსაღამოვდა ვერც კი ვიგრძენით, წყნეთში რომ ავედით უკვე რვა საათი იყო, არ გველოდნენ და რომ დაგვინახეს გაეხარდათ.
- აღარ მეგონა თუ მოხვიდოდით, რა კარგად მოიქეცი ანიც რომ წამოიყვანე - უთხრა თინამ თემოს.
- სინამდვილეში ანიმ წამომიყვანა თქვენთან, თბილისში ვრჩებოდი და არ დამაყენა, ვეღარ სძლებს უთქვენოდ. წყნეთში წამიყვანე გინდა თუ არა, შენთან არ დავრჩები და თინიკოსთან კიო. - იცინოდა თემო
- ჰოდა ძალიან კარგი, მოდი ჩემო ლამაზო ისევ შენ თუ მომიყვან ამას თორემ ისე გადაგვეჩვია იმ თავის ამერიკაში, სახლში მოსვლა აღარ უნდა. - ხელი მომხვია და სახლში შევედით. ერთად ვივახშმეთ, ვისაუბრეთ, გეგმებს ვაწყობდით. დავითსაც დაწყებოდა ფუსფუსი და დღის განმავლობაში გაკეთებულ საქმეებს ერთმანეთს უზიარებდნენ. საძინებლის ოთახამდე თემომ მიმაცილა.
- არ გინდა ცოტა კიდევ ვისაუბროთ? - მკითხა მან
- არა, გვიანია უკვე, დავიძინოთ, ხვალ ადრე ვართ თბილისში წასასვლელი - ვუპასუხე მე.
- ცოტა დრო დარჩა და მერე ვეღარ მომიცილებ ასე მარტივად.
- ძილი ნებისა - ვუთხარი მე და კარიდან ფრთხილად მოვიცილე.
- ძილი ნებისა - მითხრა და ცხვირზე მაკოცა. ოთახში შევედი, თითქოს ეს ოთახი უკვე ჩემი გამხდარიყო, აქ მყუდროდ ვგრძნობდი თავს, ის იყო უნდა დავწოლილიყავი კარზე დააკაკუნეს, კარი გამოვაღე, თინა იყო:
- შვილო ეს გამომართვი, შენთვის ვიყიდე, აქ როცა ჩამოხვალ დაგჭირდება-ხოლმე - მითხრა და ლამაზი პარკით „პიჟამა“ მომაწოდა.
- გმადლობთ მაგრამ რატომ წუხდებით,
- არ ვწუხდები ჩემო ლამაზო, მშვიდობაში მოიხმარე - მითხრა და გავიდა.
დილით ადრე წამოვედით. გვინდოდა ტური დაგვეჯავშნა.
- აბა მითხარი როგორ გეძინა? - მკითხა უცებ
- ძალიან კარგად
- ამ დილით რატომ არ მესტუმრა პატარა მავნებელი?
- მელოდებოდი?
- არ უნდა დაგლოდებოდი?
- სწორედ მაგიტომ არ მოვედი.
- პატარა ბოროტი, როგორ მაწვალებს, დამაცადე გადაგიხდი სამაგიეროს. დღეს ისევ წყნეთში დავრჩეთ, სახლში დარეკე, არ ინერვიულებენ.
- არა, დღეს სახლში მივდივარ, და ხვალ დღის განმავლობაში ვერ გნახავ.
- რატომ? ასე სულაც არ მაწყობს, არავითარ შემთხვევაში.
- საყიდლებზე უნდა ვიაროთ მე, მარიმ და გოგოებმა, ამიტომ შენ ვერ წამოხვალ.
- მეც წამოვალ აუცილებლად, გადაწყვეტილია, თან ხომ მაინტერესებს რას ყიდულობთ.
- სწორედ მაგიტომ არ წამოხვალ, სადედოფლო კაბა უნდა შევარჩიო და შენ ვერ ნახავ ვიდრე ქორწილი არ გვენება.
- ეხლა გასაგებია, მაგრამ არ შეიძლება მე გატაროთ მაგ საყიდლებზე? თქვენი მძღოლი ვიქნები და არ მომენატრები.
- სამაგიეროდ საშინლად დაიღლები, მერე არ იწუწუნო, არ ვიცი რამდენი დრო დაგვჭირდება, შეიძლება ერთი დღე არც გვეყოს.
- კარგი, გასაგებია, არ გინდა ხელი შეგიშალო, მაშინ მანქანას დაგიტოვებ და კიდევ აი რა, - მითხრა და მანქანის უჯრიდან პლასტიკური ბარათი ამოიღო.
- ეს შენია, გამოიყენე რამდენიც დაგჭირდება და თუ საკმარისი არ იქნება კიდევ დავამატებთ. კოდია ოთხი ხუთიანი.
- არ მინდა თემო, მაქვს ფული, მართლა არ არის საჭირო.
- არის, გამომართვი და გამოიყენე, ნუ მეკამათები, ყველაფერი, რაც ქორწილისთვის დაგჭირდება იქნება ჩემი ნაყიდი, ასე ვთვლი საჭიროდ და თუ არ გინდა მაწყენინო უარი არ მითხრა, ყველაზე ლამაზი კაბა აირჩიე და ფული არ დაგენანოს.
- კარგი მადლობა, მანქანას მართლა არ დავიტოვებ, ბევრი სარბენი გაქვს და შენ უფრო გჭირდება.
- არ არის პრობლემა, მამაჩემის მანქანით ვივლი, ფეხით სიარულში ბევრ დროს დაკარგავ, მე კიდევ მინდა მალე გათავისუფლდე და ისევ დამიბრუნდე, იმედია საღამოობით მაინც გნახავ.
- საღამოს შეიძლება - გამეცინა მე.
...........
სამი დღე ვეძებეთ კაბა და ფეხსაცმელი, ზოგი მე არ მომწონდა, ზოგი გოგოებს, ბოლოს როგორც იქნა შევარჩიეთ და ვიყიდეთ, თაიგულის შეკვეთა მივეცით, ერთი სიტყვით ყველაფერი რას დედოფალს სჭირდება მოგვარებული იყო. თემოს თითქმის ვერ ვხედავდი და საშინლად ბრაზობდა, მეოთხე დღეს დილით ადრე ჯერ კიდევ მეძინა რომ მოვიდა, საძინებელში დამადგა, გვერდით ჩამომიჯდა და მძინარეს მიყურებდა, ბოლოს ვერ მოითმინა და მაკოცა, გამეღვიძა.
- მესიზმრები თუ მართლა აქ ხარ? - ვკითხე მე, გაოცებული ვუყურებდი, ვერ გამეგო მეღვიძა თუ მეძინა და ყველაფერი მესიზმრებოდა. გაეცინა, მომიახლოვდა, ისევ მაკოცა და მკითხა:
- ეხლაც სიზმარი გგონივარ?
- აქ რა გინდა? - ვკითხე და ყელამდე დავიფარე თხელი გადასაფარებელი.
- ჩემს მძინარა გოგოს მოვაკითხე, როგორ გაძელი სამი დღე უჩემოდ? სულ არ მოგენატრე?
- მომენატრე. ვინ შემოგიშვა აქ დედა სად არის?
- მარკეტში ჩავიდა, მარი ცეკვაზეა, ასე რომ სახლში მარტო ვართ. - ეშმაკურად მიღიმოდა. - აბა როგორ არის საქმე, იყიდე ყველაფერი რაც გჭირდებოდა?
- ვიყიდე.
- მე არ მაჩვენებ რასაკვირველია, ამიტომ არც გთხოვ
- არა არ გაჩვენებ
- დღეიდან აღარ დამეკარგები ხომ?
- კარგი, გადი, ჩავიცვამ და ყავა დავლიოთ. - შევცვალე თემა
- ჩაიცვი, აქ დაგელოდები რა პრობლემაა.
- თემო ...
- ბატონო,
- ნუ იცინი, გადი.
- კარგი ჰო, სამზარეულოში გელოდები - თქვა და გავიდა. სასწრაფოდ ავდექი, ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი, თვალებს არ დავუჯერე, გაზქურასთან იდგა.
- რას აკეთებ? - ვკითხე გაოცებულმა
- ჩემს სიყვარულს ყავას ვუდუღებ. - მითხრა და ყავა ფინჯანში ჩაასხა, მერე გვერდით მომიჯდა და თბილი თვალებით მიყურებდა, უცებ საშინლად მომინდა ჩავხუტებოდი, მივუბრუნდი და ხელები მოვხვიე.
- ძალიან მიყვარხარ - ვუთხარი ჩურჩულით და ლოყაზე ვაკოცე, ცოტა ხანს ასე ვიყავით ჩახუტებულები, უცებ კარის ხმა გავიგონე, დედა მოვიდა, თემოს სწრაფად მოვშორდი და ყავის ფინჯანი ავიღე, თემოს ჩაეცინა. დედა შემოვიდა და პროდუქტი შემოიტანა.
- გაიღვიძე შვილო? - მკითხა, თავი დავუქნიე, ხილი გარეცხა და ვაზით მაგიდაზე დადგა, - რას აპირებთ დღეს?
- არ ვიცი, რას ვაპირებთ? - ვკითხე თემოს.
- წყნეთში ვარ ასასვლელი, ჩემები უნდა ვნახო, საქმე აქვთ და დამირეკეს ამოდიო, ანიც მინდა წავიყვანო, თქვენც წამობრძანდით, ერთად გავატაროთ ეს დღე და ხვალ ისევ დავბრუნდეთ.
- არა შვილო, თქვენ წადით, მეც ბევრი საქმე მაქვს აქ.
- კარგი მაშინ წავალთ ჩვენ დედი - ვუთხარი მე. გარეთ გამოვედით.
- გასაღები მათხოვე, დღეს საჭესთან მე ვჯდები, უნდა მოგიტაცო ცოტა ხნით - ვუთხარი თემოს.
- მაინც სად მიპირებ წაყვანას?
- საიდუმლოა, ვერ გეტყვი, როცა მივალთ ნახავ, და კიდევ რასაც გეტყვი იმას გააკეთებ, უარს არ მივიღებ იცოდე.
- დამაინტრიგე, კარგი იყოს როგორც შენ გინდა. - მანქანა დავძარი, ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის მარკის მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზიასთან მანქანა გავაჩერე, გადმოვედი, თემოს ხელკავი გავუკეთე და მაღაზიაში შევიყვანე, თემო იღიმებოდა და არაფერს ამბობდა, პიჯაკების სექციაში შევიყვანე, რამდენიმე პიჯაკი, თეთრი პერანგი და შარვალი ავარჩიეთ, გამოსაცვლელთან იქვე ჩამოვჯექი და დაველოდე, რამდენიმე ვარიანტის ჩაცმის შემდეგ ორი ვარიანტი ავირჩიეთ. შემდეგ ფეხსაცმლის სექციიდანაც შევარჩიეთ კლასიკური ფეხსაცმელი და თანხის გადასახდელად წასვლას რომ აპირებდა შევაჩერე.
- ეს ჩემი საჩუქარია, უკვე გადავიხადე. - შემომხედა და გამიცინა.
- როდის მოასწარი გადახდა?
- წინდაწინ, ვიდრე მოგიყვანდი, სხვაგვარად ვიცოდი ნებას არ მომცემდი. - მომეხვია და მაკოცა. - ეხლა რა მეშველება, შენ ხომ წინდაწინ ნახე რას ჩავიცმევ ქორწილში? - მითხრა სიცილით. მეც გამეცინა.
- ეხლა წავიდეთ, მინდა მამაშენს ვუყიდო კარგი პერანგი საჩუქრად და შენი დახმარება მინდა რადგან ზომა არ ვიცი.
- როგორი ყურადღებიანი გოგო მყავხარ, მაგრამ ნება მომეცი ეგ მე გადავიხადო.
- არა, მე თვითონ ვიყიდი, საკუთარი ფულით, შენ თუ გინდა ცალკე უყიდე რაიმე. - ვუთხარი და პერანგების ასარჩევად წავიყვანე, შევარჩიეთ ბაცი ცისფერი კლასიკური პერანგი და მაღაზიიდან გავედით, თინასთვის წინა დღით მქონდა ნაყიდი ლამაზი კაბა, ამიტომ პირდაპირ წყნეთში წავედით, თემოს მშობლებს საჩუქრები გადავეცი, ძალიან გაეხარდათ, ის საღამო იქ გავატარეთ, მეორე დილით ისევ თბილისში დავბრუნდით.
მზადებაში დრო ისე გაგვეპარა ვერც კი გავიგეთ, დღე დღეს მისდევდა და ქორწილის თარიღიც მოახლოვდა, ზუსტად ერთი კვირა იყო დარჩენილი, დილით თემომ მომაკითხა, დედამ თემოს ნაყიდი რგოლის ბეჭედი გადასცა.
- დღეს წყნეთში უნდა ავიდეთ ჩვენები გველოდებიან, და იქ დავრჩებით, ხვალ დილით დავბრუნდებით უკან და არ იდარდოთ - უთხრა თემომ დედას.
- კარგი შვილო, მომიკითხე შენები.
- გადავცემ აუცილებლად.
წამოვედით, ბოლო წვრილმანი საყიდლებიღა იყო დარჩენილი, ყუთით შამპანური, კონიაკი და სახლისთვის ხილი ვიყიდეთ, ეს ყველაფერი წყნეთში წავიღეთ, გზაში თავსხმა წვიმა წამოვიდა, ეზოში რომ შევედით უკვე შებინდებული იყო, სახლი ჩაბნელებული იყო.
- რა ხდება სახლში არ არიან? - ვკითხე თემოს
არაფერი ვიცი. - თვითონაც აშკარად გაოცებული იყო. სახლამდე სირბილით მივედით, მაგრამ მაინც დავსველით. წინ გამისწრო, კიბეები აირბინა.
- დედა, მამა - დაიძახა, მაგრამ არავინ გამოხედა, კარი მოსინჯა და დაკეტილი იყო, გასაღები საფენის ქვეშ დაეტოვებინათ, სახლში შევედით, თემომ შუქი აანთო და მაგიდაზე ლარნაკზე მიყუდებული წერილი დავინახეთ, თემომ გახსნა და ხმამაღლა წაიკითხა;
- თემო, ჩვენ თბილისში წავედით, მამაშენის მეგობარი ავარიაში მოყვა და სასწრაფოდ გავიქეცით სანახავად, უკან დაბრუნებას აზრი აღარ აქვს დაგვაღამდება, თბილისში დავრჩებით. დედა. - ცოტა ხანს გაოგნებული ვიდექი, მერე თემოს შევხედე და ვთქვი.
- მოდი ჩვენც დავბრუნდეთ, აბა აქ რა ვაკეთოთ.
- სისულელეს ნუ ამბობ, ასეთ ამინდში რა გასაჭირია, თან სულ სველი ხარ, მოიცა ბუხარს ავანთებ. - თქვა და ისევ უკან გაბრუნდა, ეზოდან შეშა ამოიტანა, ბუხართან ჩაიმუხლა და ცეცხლის დანთება დაიწყო, ტანსაცმლიდან წყალი ჩამოსდიოდა, ირგვლივ წყლის გუბე დააყენა, არც მე ვიყავი უკეთეს დღეში. როგორც იქნა მოეკიდა სველ შეშას, მომიბრუნდა, შემომხედა და მითხრა:
- წამოდი გამოიცვალე რაიმეს მოგცემ, სულ სველი ხარ გაცივდები.
- იყოს გავშრები ცეცხლთან, არ ვარ ძალიან სველი,წადი შენ გამოიცვალე.
- ნუ ჯიუტობ ჩემ პერანგს მოგცემ და ჩაიცვი, ტანსაცმელი სანამ გაგიშრება. გავიდა და თავისი თეთრი პერანგი მომიტანა. სიცივისგან მაკანკალებდა. - მიდი გამოიცვალე, მეც გამოვიცვლი და მოვალ. - პერანგი გამოვართვი, ჩემს ოთახში გავედი და სველი ტანსაცმელი გამოვიცვალე, თემოს პერანგი თითქმის მუხლამდე მქონდა. საშინლად შემცივდა, ბუხართან გავედი, ტანსაცმელი გასაშრობად დავკიდე და მეც იქვე ცეცხლთან ახლოს დავჯექი, თემოც გამოვიდა, შემათვალიერა და ღიმილით მკითხა:
- გცივა?
- უკვე აღარ.
- თუ გინდა პლედს მოგიტან
- არა აღარ მცივა, რამ გადარია ეს ამინდი, რა უბედურებაა, იმედია ქორწილს არ გაგვიფუჭებს.
- არა ნუ დარდობ კარგი ამინდია გამოცხადებული. არ გშია? წამოდი ვნახოთ რა გვაქვს სამზარეულოში, თუ არა რამეს მოვამზადებ.
- შენ რატომ უნდა მოამზადო როცა მე ვარ, ვნახოთ რა გვაქვს, რისი მომზადება შეიძლება. - სამზარეულოში გავედით, თინას სადილი გაკეთებული დაეტოვებინა, მაგიდა გავშალეთ და სუფრას მივუსხედით, თემომ შამპანური გახსნა და ჭიქებში დაასხა.
- ცოტა დავლიოთ, შევთბებით - მითხრა და ჭიქა მომაწოდა, ცოტა მოვსვი, შუშხუნა სითხემ სხეულში თბილად დამიარა. - ჭამე რაიმე მთელი დღეა არაფერი გიჭამია, - მითხრა და ხორცის ნაჭერი გადმომიღო. გემრიელად ვივახშმეთ, ცოტა დავლიეთ და მაგიდა ავალაგეთ. ისევ მისაღებში გავედით, თემო დივანზე წამოწვა.
- რას აკეთებ? - ვკითხე მე - ეხლავე ადექი
- რატომ? - მკითხა გაკვირვებულმა.
- ასე ხომ დაგეძინება
- კარგი ავდგები - მითხრა და წამოდგა, - მაშინ რამე გავაკეთოთ.
- არაფერი არ გავაკეთოთ, არ არის საჭირო რაიმეს გაკეთება შენ უბრალოდ არ დაიძინო
- მაშინ ნუ დამაძინებ, ნუ მომცემ ამის საშუალებას - მითხრა ღიმილით, - აბა რა გავაკეთოთ, გაქვს რაიმე შემოთავაზება? - მომიახლოვდა, და მომეხვია
- არაფერი, უბრალოდ დავსხდეთ და ვისაუბროთ - ვუთხარი და თავი გავითავისუფლე. მერე დივანზე დავჯექი, თვითონაც გვერდით მომიჯდა, ხელი გადამხვია, ჩამიხუტა და მითხრა:
- მოდი ასე ვიყოთ, ჩუმად ვისხდეთ ასე ჩახუტებულები. - ხმა არ გამიცია. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ასე, ძილმა თავი წამართვა. ვიგრძენი როგორ ამიყვანა თემომ ხელში, საწოლ ოთახში გამიყვანა, დამაწვინა, საბანი დამაფარა და ოთახიდან გავიდა. დილით რომ გავიღვიძე თავი მისკდებოდა, ძლივს ავდექი, მთელ ტანში მამტვრევდა, თემო საუზმეს ამზადებდა. ვერ დამინახა რადგან ზურგით იდგა.
- დილა მშვიდობისა - ვუთხარი მე. შემობრუნდა და გამიღიმა.
- დილა მშვიდობისა ძილის გუდა, იცი რომელი საათია? ამდენ ხანს როგორ გეძინა? - მერე დამაკვირდა და - რა ფერი გადევს, შენ რა ცუდად ხარ?
- კარგად ვარ - ვუთხარი მე და დამაცემინა.
- გაცივდი ხომ? - მითხრა და შუბლზე ხელი დამადო - იწვი, მაღალი სიცხე გაქვს, ფეხზეც ძლივს დგახარ, წამოდი დაწექი, ექიმს გამოვუძახებ - მითხრა და დივანისკენ წამიყვანა, გამეცინა მის მზრუნველობაზე.
- შენ მგონი გავიწყდება რომ ექიმი თვითონ ვარ, არაფერია საგანგაშო, ცხელ ჩაის დავლევ და უკეთ გავხდები. - ვუთხარი და დივანზე ჩამოვჯექი, თემომ თბილი პლედი მომიტანა.
- წამოწექი, დაგაფარებ.
- არ მინდა თემო, ვიჯდები.
- გაიგონე რომ გეუბნები
- მაინც არ შემეშვები, ხომ ვიცი - ვთქვი და დივანზე წამოვწექი, პლედი გადამაფარა.
- მოიცა წამლებიც უნდა ჰქონდეს აქ დედას - თქვა და წამლების ყუთი გადმოიღო, ვნახოთ აბა რა გვაქვს, აი თერმომეტრი ვნახე, გაიზომე სიცხე და მერე გადავწყვიტოთ რას დალევ. - სიცხე გავიზომე, თერმომეტრი 39,7 ხაზს უჩვენებდა,
- რას შეჭამ რა მოგიტანო? - ვერ ისვენებდა თემო
- ეხლა ვერაფერს ვერ შევჭამ, სიცხიანი გემოს ვერაფერს გავუგებ, ლიმონი თუ არის ჩაის დავლევ, თუ არ არის არა უშავს - ვუთხარი მე, ლიმონიანი ჩაი მომიტანა და მგლოვიარე სახით მეჯდა თავთან, მეცინებოდა ასეთს რომ ვხედავდი.
- ნუ დამცინი, გუშინ ჩემს გვერდით რომ დამეწვინე ჩაგეხუტებოდი, გაგათბობდი და არ გაცივდებოდი, მაგრამ შვლის ნუკრივით დამფრთხალი გამირბიხარ და ეკლიანივით იჩხვლიტები ყოველ მოკარებაზე ჰოდა იყავი ეხლა ავად. - ნიშნისმოგებით მითხრა მან და შუბლზე მაკოცა. - კიდევ რა გაგიკეთო, რა არის საჭირო, თუ რამე წამალი გჭირდება მითხარი და წავალ, ვიყიდი.
- არაფერი აღარ მინდა, ცოტა დამაცადე და კარგად გავხდები. - ცოტა ხანში შემაცივა, თემომ საბანიც დამაფარა, მაგრამ ვერ გავთბი, მთელ ტანში მაკანკალებდა, სიცხე ისევ მაღლა მიწევდა. თემო აშკარად შეშინდა, მეცინებოდა მის აფორიაქებაზე, აღარ იცოდა რა ექნა, წამლების ყუთი გამოვართვი, ასპირინი ვიპოვე და ორი აბი დავლიე. როგორც სჩანს სიცხემ უფრო ამიწია და ისევ ძილმა წამართვა თავი, არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, ცხელი წვნიანის სუნმა გამაღვიძა, თემო სამზარეულოში ფუსფუსებდა, ვიგრძენი რომ მშიოდა, სიცხეს დაეკლო, მაგრამ ოფლში ვცურავდი, წამოდგომა ვცადე, თავბრუ მეხვეოდა, თემომ შემოიხედა.
- გაიღვიძე? როგორ ხარ - მითხრა და შუბლზე დამადო ხელი - სიცხემ დაგიწია.
- დიდ ხანს მეძინა?
- საკმაოდ, მაგრამ ეხლა უკეთ გამოიყურები.
- რომელი საათია?
- სამი დაიწყო
- რაა? შენ ხომ თბილისში უნდა წასულიყავი საქმეზე?
- შენი აზრით არის რაიმე შენზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის?
- შენებიც არ მოვიდნენ?
- არ მოვლენ ქორწილამდე თბილისში იქნებიან, დავრეკე და ვუთხარი რომ დღესაც აქ ვრჩებით, დედაშენიც გავაფრთხილე, ოღონდ არ მითქვამს რომ ჩემები არ არიან, ტყუილად ინერვიულებდა.
- რას იტყვიან აქ რომ ვრჩებით? უხერხულია - საშინლად შევწუხდი.
- ცუდს არაფერს დამშვიდდი - გაეღიმა - ორივეს გვიცნობენ, თან დედაჩემს ვუთხარი რომ ავად ხარ და ეხლა ვერ იმგზავრებ, მოსვლას აპირებდა და უარი ვუთხარი. - მესიამოვნა თემოს მიხვედრილობა, მაგრამ არაფერი მითვამს. - დღეს აქ დავრჩეთ და ხვალ ვნახოთ როგორ იქნები.
- თემო, უნდა ავდგე, აბაზანა უნდა მივიღო.
- მერე შეძლებ ფეხზე დგომას?
- კი, უკეთ ვარ, ჩემი ტანსაცმელი გაშრებოდა, ავიღებ და აბაზანაში შევალ.
- არ გინდა ტანსაცმელი, პიჟამა ჩაიცვი და ჩემ ხალათს მოგცემ, რომ გამოხვალ ისევ დაწექი, დღეს ფეხზე არ იდგები. - მითხრა და გამომყვა, სუფთა პირსახოცი და თავისი ხალათი მომცა, ჩემი პიჟამაც გამომიტანა საძინებლიდან, მადლობა გადავუხადე და აბაზანაში შევედი. ცხელმა წყალმა მიშველა, ცოტა მომაცოცხლა, რომ გამოვედი, მაგიდა გაშლილი დამახვედრა, ცხელი წვნიანი საოცრად არომატული იყო.
- არ ვიცოდი კერძების კეთებაც თუ იცოდი - ვუთხარი მე
- შენ დაგავიწყდა მგონი რომ ამერიკაში მარტო ვცხოვრობ უკვე წლებია, ამიტომ მარტოხელა კაცის კვალობაზე ყველაფრის სწავლა მომიწია.
- ძალიან გემრიელია.
- სწრაფად ჭამე, ცხელი მოგიხდება. - მეცინებოდა მის მზრუნველობაზე, პატარა ბავშვივით მექცეოდა. სადილის შემდეგ მაგიდის ალაგების უფლება არ მომცა, ისევ დივანზე წამოვწექი, მოვიდა და თვითონაც გვერდით მომიწვა, თავი თავის მხარზე დამადებინა და ასე ჩახუტებულებს ერთად ჩაგვეძინა, შებინდებული იყო რომ გამეღვიძა, ოთახში შუქი არ ენთო, თემო ამდგარიყო და არსად ჩანდა, ირგვლივ მიმოვიხედე, წამოვდექი, შუქი ავანთე, აივანზე გავედი, ეზო ცარიელი იყო, უცებ მანქანის ფარებმა გაანათა სიბნელე, ეზოს კართან გაჩერდა და იქედან თემო გადმოვიდა, ხელში პარკები ეჭირა და ჩემსკენ მოდიოდა.
- სად იყავი? - ვკითხე მე.
- გარეთ რატომ გამოხვედი, შედი სითბოში, დიდი ხანია გგღვიძავს?
- არა ეხლახანს გავიღვიძე, რომ ვერ დაგინახე გარეთ გამოვედი.
- ხომ არ შეგეშინდა?
- არა რა თქმა უნდა.
- თბილისში ვიყავი, რაღაცეები გიყიდე, სწრაფად ვიარე მაგრამ მაინც დამაგვიანდა.
- თბილისში? რატომ, რად გინდოდა.
- შემოდი სახლში, გამოსაცვლელი არაფერი გქონდა და შენებთან ვერ მივიდოდი ტანსაცმელი გამატანეთ-მეთქი გაგიჟდებოდნენ, ამიტომ ყიდვა ვამჯობინე. - მითხრა და პარკები მომაწოდა.
- კი მაგრამ მთელი მაღაზია წამოიღე? რა ამბავია ამდენი პარკი, აქ სამუდამოდ ვრჩებით?
- მგონი ყველაფერი ვიყიდე რაც დაგჭირდებოდა, მიდი ჩაიცვი - მითხრა და ოთახისკენ მიმითითა, კარი მივიხურე, პარკები გავხსენი, თემოს სპორტული ზედა-ქვედა ეყიდა, მეორე პარკში ჟაკეტი იდო, მესამეში პირსახოცის ხალათი, კიდევ ერთ პარკში ორი გრძელმკლავიანი თხელი ზედატანი და ჯინსის შარვალი იდო, ზომები ზუსტად ჰქონდა გათვალისწინებული რაც დიდად არ გამკვირვებია, რადგან ვიცოდი მისი მახვილი თვალის ამბავი, სპორტულები ჩავიცვი და ოთახიდან გავედი.
- შენი ზომაა, კარგად გამოვიცანი, გიხდება - მითხრა რომ დამინახა.
- მადლობა, მაგრამ რა საჭირო იყო ამდენი რამის ყიდვა ერთი დღისთვის, ხვალ ხომ მაინც უნდა წავიდეთ.
- დავრჩეთ ხვალაც, ერთად ყოფნით დავტკბეთ, ზეგ კი უეჭველი წასვლა მოგვიწევს.
- ხვალ დარჩენა უკვე ზედმეტია თემო, წავიდეთ რაა გთხოვ.
- რატომ, არ შეიძლება ერთად გავატაროთ კიდევ ერთი დღე? რა დაშავდება თუ აქ ვიქნებით ყველასგან განმარტოებული? ცუდად ხარ ჩემთან ერთად?
- არა, პირიქით, ძალიან კარგად ვარ, მაგრამ სახლში ხომ უნდა მივიდე, რას იტყვიან ჩემები, ან როგორ ვუთხრა კიდევ ვრჩები- თქო.
- შენებს მოუწევთ შეგუება რომ სახლში აღარ ეყოლები, შენ ხომ ჩემი ცოლი გახდები სულ მალე, ამიტომ არაფერს გეტყვიან, ნუ ნერვიულობ. მხოლოდ ერთ დღეს გთხოვ, აუცილებელია ავად იყო რომ ჩემთან დარჩენა შეგეძლოს?
- კარგი, დავრჩეთ ხვალაც მაგრამ ზეგ უეჭველი უნდა წავიდეთ და აღარ მთხოვო რომ გადავდო.
- კარგი, პირობას გაძლევ რომ არ გადავდებ - მითხრა გახარებულმა და შუბლზე მაკოცა. სარეცხი მანქანა ჩავრთე, ჩემი და თემოს ტანსაცმელი გავარეცხინე და გასაშრობად გავფინე, თემო მიყურებდა და ეღიმებოდა. მერე გვიანობამდე ვისხედით ბუხრის წინ და ვსაუბრობდით, დიდ ხანს არ დამეძინა რადგან თითქმის მთელი დღე მეძინა, ტემპერატურამ დამიწია და თავს კარგად ვგრძნობდი, თემოს დივანზე წამოწოლილს ჩაეძინა, მე ავიღე რაღაც წიგნი და კითხვა დავიწყე, საკმაოდ დიდ ხანს ვიკითხე.
- თემო, გაიღვიძე, საწოლში გადადი აქ ვერ მოისვენებ. - ფრთხილად შევაღვიძე თემო, თვალი გაახილა, გამიღიმა და წამოდგა.
- როგორ ჩამძინებია.
- დაიღალე და მაგიტომ.
- შენ როგორ ხარ? სიცხემ ისევ ხომ არ აგიწია?
- არა, კარგად ვარ, წადი დაწექი, მეც დავიძინებ, გვიანია უკვე.
- ისევ მარტო აპირებ ძილს?
- არ გინდა, გთხოვ - მუდარის თვალით შევხედე მე
- რა არ მინდა?
- ძილი ნებისა - ვუთხარი და ჩემს ოთახში წავედი, ის იყო დავწექი რომ თვითონაც შემოვიდა.
- დღეს ჩემთან ჩახუტებული დაიძინებ, მორჩა არ შემეკამათო, სხვანაირად ვერ მოვისვენებ და რამდენჯერმე მომიწევს ადგომა რომ შენი ტემპერატურა ვაკონტროლო. - მითხრა და გვერდით მომიწვა. შუბლზე ტუჩები დამადო. - ხედავ დაბალი სიცხე ისევ გაქვს, რომ აგიწიოს ხომ უნდა გავიგო. - ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა. არ გავჯიუტებულვარ, მისი სხეულის სითბო მსიამოვნებდა და გავიტრუნე, როდის ჩამეძინა არ მახსოვს.
დილით ადრე გამეღვიძა, ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში გავედი, თემოს ისევ ეძინა, ისე ავეპარე ვერ გაიგო, ყავა მოვადუღე, ფინჯანში ჩავასხი, აივანზე გავედი და სუფთა ჰაერზე მივირთმევდი. უკნიდან თემო მომეპარა და მაკოცა.
- გაიღვიძე? - ვკითხე მე
- გარეთ რატომ გამოხვედი, ცივა დილით, გინდა ისევ სიცხემ აგიწიოს?
- არ ამიწევს, დილის ჟანგბადი სასარგებლოა ფილტვებისთვის, თან თბილად ვარ არ მცივა, ყავას დალევ?
- იყავი თვითონ მოვიდუღებ.
- ორივესთვის მოვადუღე, წავალ მოგიტან, - ვუთხარი და სამზარეულოსკენ წავედი, თვითონაც გამომყვა, ფინჯანში ყავა დავუსხი და მივაწოდე, იქვე ჩამოვსხედით, ცალი ხელი მხარზე მომხვია და მეორეთი ყავას სვამდა.
- დღეს რითი გავერთოთ? - მკითხა უცებ.
- შენი იდეა იყო აქ დარჩენა და გასართობიც შენ მოიფიქრე - ვუპასუხე მე
- ჯერ ვნახოთ სიცხე ისევ გაქვს თუ არა - თქვა და თერმომეტრი მომიტანა.
- აღარ მექნება, ტყუილად მოგაქვს
- მიდი გაიზომე ნუ ჯიუტობ - ტემპერატურა 37.3 მქონდა - იმედია ფილტვების ანთება არ გაქვს.
- არა ნუ ნერვიულობ, დღესაც მენება დაბალი სიცხე და ხვალ უკვე კარგად ვიქნები.
- წამალს რას დალევ?
- არაფერს, დაბალ ტემპერატურაზე წამალი არ არის საჭირო, იმუნიტეტი თვითონ მუშაობს ამ დროს, მხოლოდ ლიმონიან ჩაის დავლევ ისევ.
ერთად ვისაუზმეთ, მერე თბილად ჩავიცვი და ცოტა ვისეირნეთ, უკან დაბრუნებულებმა რაღაც მელოდრამას ვუყურეთ, ეს დღეც გაილია, გვსიამოვნებდა ერთად ყოფნა, მეორე დილით თბილისში წავედით, თემომ სახლში დამტოვა და წავიდა. ბოლო წვრილმანი საქმეები იყო მოსაგვარებელი.
ქორწილის დილაც დადგა. დილით ადრე შვიდ საათზე გავიღვიძე. ლიკა წინა დღით ჩემთან დარჩა, გავაღვიძე, ჩავიცვით და თმის მოსაწესრიგებლად და მაკიაჟის გასაკეთებლად სილამაზის სალონს ვესტუმრეთ, სადაც წინდაწინ რვა საათისთვის ვიყავით ჩაწერილები. თემოს მანქანა არ დავიტოვე ამიტომ მგზავრობა ბიძაჩემის მანქანით მოგვიწია. სალონში ორი საათი დავკარგეთ. თერთმეტზე ველოდებოდით თემოს და სტუმრებს. უკან რომ დავბრუნდით ჩემი გოგოები სახლში დამხვდნენ. ნელნელა სტუმრებიც იკრიბებოდნენ რადგან ჯვრისწერა თორმეტ საათზე იყო დაგეგმილი. მე და ლიკა ჩემს ოთახში შევედით. ჩავიცვით და მოწესრიგებულები რომ გამოვედით გოგონები აღფრთოვანებას ვეღარ მალავდნენ. ვგრძნობდი რომ ნელ-ნელა მღელვარება მიპყრობდა. ჩემი თეთრი კაბა მართლაც მშვენიერი იყო. ყელს თემოს ჩამოტანილი სამკაული მიმშვენებდა. დედას ცრემლები მოერია და ემოციებისგან აღარ იცოდა რა ექნა. მალე ბიჭებიც მოვიდნენ. მილოცავდენ და ჩემს ბედნიერებას იზიარებდნენ. თემო იგვიანებდა და უკვე ადგილს ვეღარ ვპოულობდი. წუთები საათებად მეჩვენებოდა, საშინლად ვღელავდი. ყოველ წუთს საათს დავჩერებოდი, თემოს ტელეფონზე ვერ ვუკავშირდებოდი. თორმეტი ხდებოდა და არ სჩანდა. ლიკამ და გვანცამ გვერდით ოთახში გამიყვანეს, სკამზე დამსვეს და მამშვიდებდნენ.
- ნუ ნერვიულობ ასე ძალიან, ფერი აღარ გადევს სახეზე - მეუბნებოდა აფორიაქებული ლიკა
- რატომ იგვიანებენ? ხომ არაფერი მოხდა?
- დაურეკე და გაიგე - მითხრა გვანცამ
- დავრეკე და ტელეფონი მიუწვდომელია.
- კარგი, დამშვიდდი, ცუდი არაფერი იქნება, მოვლენ მალე.
- თერთმეტზე აქ უნდა ყოფილიყვნენ, უკვე თორმეტი ხდება და კიდევ არ ჩანან, თორმეტზე კიდევ ტაძარში გველიან, ნამდვილად რაღაც მოხდა - ტირილს აღარაფერი მიკლდა.
- ნანას ვკითხოთ იქნებ იცოდეს.
- არ იცის ვკითხე უკვე. - უცებ ჩოჩქოლი ატყდა, ვიღაცამ დაიძახა მოვიდნენო, გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, ფეხზე რომ ავმდგარიყავი დავეცემოდი, ამიტომ ლიკას ვთხოვე:
- გადი რა ნახე მართლა მოვიდნენ თუ არა? - ლიკა გავიდა და იმავე წამს სახეგაბრწყინებული შემოვარდა.
- მოვიდნენ, დამშვიდდი. - და ისევ გავარდა. ფეხზე წამოვდექი, წყალი მოვსვი. ის იყო უნდა გავსულიყავი რომ თემო შემოვარდა ოთახში.
- ძალიან ინერვიულე ხომ, აბა შემომხედე, ფერი არ გადევს სახეზე - მითხრა და ჩამეხუტა.
- რატომ დაგაგვიანდათ, ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული.
- ტელეფონი გუშინ წყნეთში დამრჩენია, ძლივს მოაბეს თავი გამოსვლას და გზებზეც საცობები იყო ამიტომაც დაგვაგვიანდა.
- არ შეგეძლო ვინმესგან მაინც დაგერეკა? - ვსაყვედურობდი მე.
- მართალი ხარ ჩემო გოგო, დამნაშავე ვარ და გამოვასწორებ. გავიდეთ ეხლა ხალხი გველოდება. - ოთახიდან გავედით, თემომ თავისი მეგობარი და ქორწილის ხელის მომკიდე დიტო გაგვაცნო. დიტო, მაღალი, სიმპათიური და დახვეწილი მანერების მქონე ბიჭი იყო და ყველას ძალიან მოგვეწონა.
ჯვრისწერის ცერემონიალმა ლამაზად ჩაიარა და რესტორანში გადავინაცვლეთ. მკითხველი რომ არ დავღალო ყველა წვრილმანით გეტყვით რომ ქორწილი დიდებული სანახავი იყო.
- მგონი ჩვენს დიტოს ლიკა მოსწონს - ჩამჩურჩულა თემომ და თვალით დიტოსკენ მიმითითა. მათ გავხედე: დიტოს ლიკა მოეწონა და ყველანაირად ცდილობდა მისი გული მოეგო. ვფიქრობ არც ლიკა იყო გულგრილი დიტოსადმი.
- საინტერესოა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები - ვუპასუხე თემოს ღიმილით.
- დიტო არ არის დასაწუნი ბიჭი.
- მაგას იმისთვის ხომ არ მეუბნები რომ ლიკასთან ვთქვა - გამეცინა მე.
- რატომაც არა - თემოსაც გაეცინა ჩემს მიხვედრილობაზე.
- მგონი ნანაში აგერიე
- შენ მე ვერასოდეს ვერავისში ამერევი - მითხრა თემომ და მაკოცა. უცებ ბექას თვალებს გადავაწყდი, საშინლად გაფითრებული იდგა მოშორებით და ლიკას და დიტოს ცეკვას უმზერდა. გული მეტკინა, რამდენი წელია ლიკას უიმედოდ ელოდებოდა, მივხვდი რომ ეჭვიანობის პიკზე იყო. გიგას დავუძახე და ვთხოვე ბექა მარტო არ დაეტოვებინა. ქორწილის დღემ მშვიდობიანად ჩაიარა. მეორე დღეს მშობლებმა და სამეგობრომ აეროპორტში გაგვაცილეს და ევროპაში გავემგზავრეთ.


ჩემი წიგნი აქ მთავრდება. არ ვიცი რამდენად საინტერესოდ გადმოვეცი ჩემი ისტორია. საბოლოოდ ჩვენ ამერიკაში დავმკვიდრდით. ორი წლის შემდეგ ქალიშვილი შეგვეძინა და მინდა ვაღიარო რომ თემო საუკეთესო მამა და მეუღლე გახლდათ. წელიწადში ერთხელ ვსტუმრობდით მშობლებს და მეგობრებს საქართველოში. ერთი წლის შემდეგ ლიკა და დიტოც დაქორწინდნენ და საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდნენ. ჩვენ ხშირად ვსტუმრობდით მათაც. ცხოვრება თავისი გზით მიედინებოდა და მე ბედნიერი ვიყავი ჩემი პატარა ოჯახით. ჩემი ისტორიის დასასრულს კი მხოლოდ ერთს ვიტყვი: - ბედნიერია ადამიანი ვინც თავის ნამდვილ მეორე ნახევარს იპოვის და მასთან ერთად გააგრძელებს სვლას ცხოვრების ურთულეს ბილიკებზე.



№1  offline წევრი დარინა

ძალიან თბილი ტკბილი და გემრიელი ისტორიაა იყოოოო, მიყვარს ბედნიერი დასასრულებიიი მთელი ისტორია ღიმილი არ მომშორებია სახიდან, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შენს ისტორიებს, წარმატებები და ველოდები კიდევ ასეთ გემრიელობას.

 


№2  offline წევრი იზუკა

ძალიან ტკბილი ისტორია იყო..

 


№3 სტუმარი Mako

Zalian sayvareli istoria iyo.velodebi axal istorias.carmatebebi

 


№4 სტუმარი სტუმარი lia

rogori gemrieli wasakitxia

bednieri var zalian,rom shennairi axalgazrdebi arseboben.imedi maqvs ar gaherdebi da raime amdagvars axlo momavalshi kidev shemogvtavazeb.
mikvarxar zalian.velodebi siaxles❤❤❤

pirveli isyoriaa da ase kargi?
dido momavali gelodeba win.agxdenodes
kvelaferi rac gaqvs hafiqrebuli

 


№5  offline მოდერი naattii

რა კარგი იყოო ❤

 


№6  offline წევრი თამოთამო25

კარგი იყო , თბილი და ტკბილი ისტორია ❤❤❤❤

 


№7  offline წევრი utsnobi

დარინა
ძალიან თბილი ტკბილი და გემრიელი ისტორიაა იყოოოო, მიყვარს ბედნიერი დასასრულებიიი მთელი ისტორია ღიმილი არ მომშორებია სახიდან, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შენს ისტორიებს, წარმატებები და ველოდები კიდევ ასეთ გემრიელობას.

ეხლა ვნახე თქვენიკომენტარი,უღრმესი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი აზრი და ძალიან გამახარა თქვენმა კომენტარმა

იზუკა
ძალიან ტკბილი ისტორია იყო..

ძალიან დიდი მადლობაა

Mako
Zalian sayvareli istoria iyo.velodebi axal istorias.carmatebebi

უღრმესი მადლობა თბილი სიტყვებისთვის

სტუმარი lia
rogori gemrieli wasakitxia

bednieri var zalian,rom shennairi axalgazrdebi arseboben.imedi maqvs ar gaherdebi da raime amdagvars axlo momavalshi kidev shemogvtavazeb.
mikvarxar zalian.velodebi siaxles❤❤❤

pirveli isyoriaa da ase kargi?
dido momavali gelodeba win.agxdenodes
kvelaferi rac gaqvs hafiqrebuli

უღრმესი მადლობა, უზომოდ მიხარია რომ მოგეწონათ, გმადლობთ ამდენი სითბოსთვის და კეთილი სიტყვებისთვის.

naattii
რა კარგი იყოო ❤

გმადლობთ

თამოთამო25
კარგი იყო , თბილი და ტკბილი ისტორია ❤❤❤❤

ძალიან დიდი მადლობაა

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიკო

ღმერთოო ძლივს ჩავედი ბოლოში მაგრამ ღირდა ძალიან მომეწონაააა ეს ისტორია ბევრის მასწავლებელია გმადლობ რომ დაწერე და გამამხიარულე ????????????

 


№9  offline წევრი utsnobi

სტუმარი მარიკო
ღმერთოო ძლივს ჩავედი ბოლოში მაგრამ ღირდა ძალიან მომეწონაააა ეს ისტორია ბევრის მასწავლებელია გმადლობ რომ დაწერე და გამამხიარულე ????????????

მადლობა ჩემო კარგო მიხარია რომ მოგეწონათ

 


№10  offline წევრი izabella

უსაზღვროდ დადებითად დავიმუხტე, გავბედნიერდი.
მეგობრობის დიდი მაგალითი იყო ნაჩვენები, ერთგულების და ერთმანეთის გრძნობების უდიდესი პატივისცემა ჩანდა.
ანი ხომ ძალიან კარგი გოგოა და თემო საერთოდ ადამიანის ეტალონია. ასეთი კაცები თუ მართლა არსებობენ ძნელი დასაჯერებელია)) კიდევ ბევრი კარგი რამის თქმა მინდა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი ისეთი აღფრთოვანებული ვარ, ეს რა იყო ღმერთო.
წარმატებები და კიდევ ბევრი ასეთი სიხარული და დადებითი განწყობა მოგეტანოთ თქვენი მკითხველისთვის ❤❤❤

 


№11  offline წევრი utsnobi

izabella
უსაზღვროდ დადებითად დავიმუხტე, გავბედნიერდი.
მეგობრობის დიდი მაგალითი იყო ნაჩვენები, ერთგულების და ერთმანეთის გრძნობების უდიდესი პატივისცემა ჩანდა.
ანი ხომ ძალიან კარგი გოგოა და თემო საერთოდ ადამიანის ეტალონია. ასეთი კაცები თუ მართლა არსებობენ ძნელი დასაჯერებელია)) კიდევ ბევრი კარგი რამის თქმა მინდა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი ისეთი აღფრთოვანებული ვარ, ეს რა იყო ღმერთო.
წარმატებები და კიდევ ბევრი ასეთი სიხარული და დადებითი განწყობა მოგეტანოთ თქვენი მკითხველისთვის ❤❤❤

უზომოდ ბედნიერი ვარ, მადლობელი ვარ ასეთ თბილი სიტყვებისთვის, ეს ჩემთვის სტიმულის მომცემია,მიხარია რომ მოგეწონათ.

 


№12 სტუმარი სტუმარი ნატალია

ძალიან ლამაზი ისტორიაა, სიწმინდის და სისპეტაკის ეტალონები არიან ანიც და თემოც❤ აქ ბევრ რამეს ვკითხულობ მაგრამ ასეთი სუფთა ისტორია ჯერ არ წამიკითხავს ❤❤ ბრავოოო

 


№13  offline წევრი utsnobi

სტუმარი ნატალია
ძალიან ლამაზი ისტორიაა, სიწმინდის და სისპეტაკის ეტალონები არიან ანიც და თემოც❤ აქ ბევრ რამეს ვკითხულობ მაგრამ ასეთი სუფთა ისტორია ჯერ არ წამიკითხავს ❤❤ ბრავოოო

დიდი მადლობა ძალიან მიხარია რომ მოგწონთ.

 


№14  offline წევრი tamari1999

ძალიან მომეწონა^^ იცი ცოტა ვერ გავუგე თავიდან ანის :დ მეც სამედიცინოზე მინდოდა სწავლა მაგრამ იმის გამო გადავიფიქრე რომ მინდოდა ოჯახი მქონოდა. თუმცა სამედიცინოს გახრით ნამდვილად წავედი მაგრამ არა ქირურგი ან რაიმე მსგავსი :დდდ ნუ ცოტა სხვადასხვა შეხედულება გვაქვს და ალბათ მაგიტომ. მე ნამდვილად მჯერა ქორწინების, ამ გრძნობის, და ამ ყველაფრის :დ მაგრამ ძალიან მომეწონა.. და მიხარია ანიმ რომ აზრი შეიცვალა. უფრო სწორად კი თემომ შეაცვლევინა :დ თემოზე ცოტა ისეთი წარმოდგენა მქონდა ანუ დაუკითხავად რომ იქცეოდა და თავის ჭკუაზე. მაგას ვგულისხმობ. მე არ მომწონს ასეთი პიროვნება ზოგადად. მაგრამ საერთო ჯამში რომ დავფიქრდეთ საჭირო იყო ეს ყველაფერი ააეთი დასასრულისთვის. და ყველაფერი იდეალურად გიწერია. ნამდვილია ეს ისტორია? ეს მაინტერესებს მხოლოდ❤

 


№15  offline წევრი utsnobi

tamari1999
ძალიან მომეწონა^^ იცი ცოტა ვერ გავუგე თავიდან ანის :დ მეც სამედიცინოზე მინდოდა სწავლა მაგრამ იმის გამო გადავიფიქრე რომ მინდოდა ოჯახი მქონოდა. თუმცა სამედიცინოს გახრით ნამდვილად წავედი მაგრამ არა ქირურგი ან რაიმე მსგავსი :დდდ ნუ ცოტა სხვადასხვა შეხედულება გვაქვს და ალბათ მაგიტომ. მე ნამდვილად მჯერა ქორწინების, ამ გრძნობის, და ამ ყველაფრის :დ მაგრამ ძალიან მომეწონა.. და მიხარია ანიმ რომ აზრი შეიცვალა. უფრო სწორად კი თემომ შეაცვლევინა :დ თემოზე ცოტა ისეთი წარმოდგენა მქონდა ანუ დაუკითხავად რომ იქცეოდა და თავის ჭკუაზე. მაგას ვგულისხმობ. მე არ მომწონს ასეთი პიროვნება ზოგადად. მაგრამ საერთო ჯამში რომ დავფიქრდეთ საჭირო იყო ეს ყველაფერი ააეთი დასასრულისთვის. და ყველაფერი იდეალურად გიწერია. ნამდვილია ეს ისტორია? ეს მაინტერესებს მხოლოდ❤

გმადლობთ რომ მომწერეთ. არის რაღაც ნამდვილიდან და რაღაც დოზით ოცნებაც. მიხარია რომ მოგწონთ

 


№16 სტუმარი სტუმარი anamaria

ძალიან მომეწონა ძალიან კარგი იყო ემოციებით ვარ დამუხტული ერთი ული მქონდა როდის წავიკითხავდი ანიც და თემოც კარგები იყვნენ

 


№17 სტუმარი აბლაბუდა

ძალიან საყვარლობა და ლამაზობა იყო -:*

 


№18  offline წევრი utsnobi

სტუმარი anamaria
ძალიან მომეწონა ძალიან კარგი იყო ემოციებით ვარ დამუხტული ერთი ული მქონდა როდის წავიკითხავდი ანიც და თემოც კარგები იყვნენ

ძალიან დიდი მადლობა

აბლაბუდა
ძალიან საყვარლობა და ლამაზობა იყო -:*

უღრმესი მადლობა

სტუმარი anamaria
ძალიან მომეწონა ძალიან კარგი იყო ემოციებით ვარ დამუხტული ერთი ული მქონდა როდის წავიკითხავდი ანიც და თემოც კარგები იყვნენ

უღრმესი მადლობა მიხარია რომ მოგეწონათ

 


№19 სტუმარი მზესუმზირისფერი

საოცრად ტკბილი და თბილი ისტორიაა, რაღაცნაირი წასაკითხია ბედნიერებით აგავსებს, კითხვის პროცესში ღიმილი ვერ მოვიშორე სახიდან, პერსონაჟები არიან საოცრებები ასეთი ადამიანები იშვიათობაა. მიხარია რომ წავიკითხე, ძალიან მომწონს თქვენი წერის სტილი, დიდი იმედი მაქვს გაგვანებივრებთ ხოლმე მსგავსი თბილი ისტორიებით ????

 


№20  offline წევრი utsnobi

მზესუმზირისფერი
საოცრად ტკბილი და თბილი ისტორიაა, რაღაცნაირი წასაკითხია ბედნიერებით აგავსებს, კითხვის პროცესში ღიმილი ვერ მოვიშორე სახიდან, პერსონაჟები არიან საოცრებები ასეთი ადამიანები იშვიათობაა. მიხარია რომ წავიკითხე, ძალიან მომწონს თქვენი წერის სტილი, დიდი იმედი მაქვს გაგვანებივრებთ ხოლმე მსგავსი თბილი ისტორიებით ????

გმადლობთ რომ მოგეწონათ.ჩემთვის ბევრს ნიშნავს თქვენი სიტყვები

dakarguli
ძალიან სასიამოვნო და ტკბილი ისტორია იყო... ისე ძალიან მომეწონა, თან იმდენი ხანია აღარ მიმიღია სიამოვნება ისტორიის კითხვით... ყოჩაღ
იმედია კიდევ მექნება ბედნიერება რომ წავიკითხო შენი ისტორიები ❤

მადლობა თბილი სიტყვებისთვის.

 


№21  offline წევრი ნან

ra kargi wasakitxi iyo da hop :/ sxvanair dasasruls velodi :( magram mainc kargi iyo :)

 


№22  offline წევრი utsnobi

ნან
ra kargi wasakitxi iyo da hop :/ sxvanair dasasruls velodi :( magram mainc kargi iyo :)

მადლობაა

 


№23  offline წევრი winter girl

კითხვის დაწყების მომენტიდა ერთი სული მქონდა როდის მოვრჩებოდი და კომენტარს დავწერდი.არაჩვეულებრივი ხარ!ამ ისტორიის კითხვა ერთი დიდი სიამოვნებაა.ძალიან მომეწონა ლექსებით რომ გაქვს დახუნძლული.თანაც ზუსტად შესაბამისი მომენტისთვის შესაბამისი შინაარსის ლექსი გაქვს შეხამებული.დარწმუნებული ვარ ბევრი შრომა დაგჭირდა თუმცა ნამდვილად ღირდა.სადღეგრძელოებმა,ლექსებმა,მეგობრების შეკრებებმა უფრო ქართულის იერი მისცა მოთხრობას და კიდევ უფრო სასიამოვნო წასაკითხი გახადა.რატომღაც ისტორიებში უფრო მეტად სისუფთავით გადმოცემულ გრძნობებს ვაფასებ,ჩემთვის ზუსტად ამგვარი სიყვარულია ნამდვილი და დასაფასებელი.სწორედ ასეთი სუფთა გრძნობებით იყო სავსე ეს ისტორია და ამიტომ უფრო დაგაფასე როგორც ავტორი.ერთი სიტყვით,ბევრი რომ არ გამიგრძელდეს,უბრალოდ ყოჩაღ და წარმატებები!
პ.ს ბექა შემეცოდა და მაინტერესებს რა ბედი ეწია.

 


№24  offline წევრი utsnobi

winter girl
კითხვის დაწყების მომენტიდა ერთი სული მქონდა როდის მოვრჩებოდი და კომენტარს დავწერდი.არაჩვეულებრივი ხარ!ამ ისტორიის კითხვა ერთი დიდი სიამოვნებაა.ძალიან მომეწონა ლექსებით რომ გაქვს დახუნძლული.თანაც ზუსტად შესაბამისი მომენტისთვის შესაბამისი შინაარსის ლექსი გაქვს შეხამებული.დარწმუნებული ვარ ბევრი შრომა დაგჭირდა თუმცა ნამდვილად ღირდა.სადღეგრძელოებმა,ლექსებმა,მეგობრების შეკრებებმა უფრო ქართულის იერი მისცა მოთხრობას და კიდევ უფრო სასიამოვნო წასაკითხი გახადა.რატომღაც ისტორიებში უფრო მეტად სისუფთავით გადმოცემულ გრძნობებს ვაფასებ,ჩემთვის ზუსტად ამგვარი სიყვარულია ნამდვილი და დასაფასებელი.სწორედ ასეთი სუფთა გრძნობებით იყო სავსე ეს ისტორია და ამიტომ უფრო დაგაფასე როგორც ავტორი.ერთი სიტყვით,ბევრი რომ არ გამიგრძელდეს,უბრალოდ ყოჩაღ და წარმატებები!
პ.ს ბექა შემეცოდა და მაინტერესებს რა ბედი ეწია.

უღრმესი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის, მიხარია რომ მოგეწონათ, გმადლობთ კიდევ ერთხელ

dakarguli
ძალიან სასიამოვნო და ტკბილი ისტორია იყო... ისე ძალიან მომეწონა, თან იმდენი ხანია აღარ მიმიღია სიამოვნება ისტორიის კითხვით... ყოჩაღ
იმედია კიდევ მექნება ბედნიერება რომ წავიკითხო შენი ისტორიები ❤

უღრმესი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონათ

 


№25 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან ძალიან მომეწონა ისეთი ტკბილი და გემრიელი წასაკითხია თან ისეთი წფელი და სუფთა სიყვარულია გადმოცემული მეგობრების გინდა თუ წყვილის სანატრელია ასეთი სიყვარული რეალური ცხოვრებაში ისე მომეწონა მინდა სულ ვიკითხო, ერთი რამ მაინტერესებს ბექაზე, მარტო ბექა რომ დარჩა მარტო შემეცოდა ზოგჯერ ნამდვილ სიყვარულს არ აფასებენ მადლობა მწერალს♥️????????

 


№26  offline წევრი utsnobi

[quote=სტუმარი ნესტანი]ძალიან ძალიან მომეწონა ისეთი ტკბილი და გემრიელი წასაკითხია თან ისეთი წფელი და სუფთა სიყვარულია გადმოცემული მეგობრების გინდა თუ წყვილის სანატრელია ასეთი სიყვარული რეალური ცხოვრებაში ისე მომეწონა მინდა სულ ვიკითხო, ერთი რამ მაინტერესებს ბექაზე, მარტო ბექა რომ დარჩა მარტო შემეცოდა ზოგჯერ ნამდვილ სიყვარულს არ აფასებენ მადლობა მწერალს♥️????????[/quot
მიხარია რომ მოგწონთ, მადლობა თბილი სიტყვებისთვის

 


№27 სტუმარი ნაესტანი

ისევ ეს ნაწარმოები შემთხვევით შემხვდა გამიხარდა ისე მიყვარს და მომწონს საინტერესო და დახვეწილია ასეთი სუფთა სიყვარული სანატრელია მართლა მიყვარს თქვენი ნაწარმოები მადლობა წარმატებები♥️♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent