შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანდრო (მეორე თავი)


6-08-2018, 03:18
ავტორი ttatusi
ნანახია 1 545

სანდრო
კინოთეატრიდან 10 საათისთვის გამოვედით, მობილურზე რამდენიმე დედაჩემისა და მამაჩემის გამოტოვებული ზარი დამხვდა.
-აუუ მაიას და ვახოს ურეკია.დავმანჭე სახე.
-ხო იცოდნენ რო აქ ვიყავით, არ ინერვიულებდნენ.
-ეგ ხო, ალბათ სხვა რამე მოხდა.წამო მალე წავიდეთ რა და ვცდილობდი დედასთვის დამერეკა,სამწუხაროდ არ მპასუხობდა და მოწყენილმა გავხედე ქეთის. თბილისში ამ დროსითვის მაინც საცობებია,ძლივს მივაღწიეთ ჩემს ბინასთან,ქეთის დავემშვიდობე და კორპუსში შევედი. იქვე ვიღაც იდგა და საკმაოდ დაძაბული საუბარი ჰქონდა მობილურზე. რომ გავიარე ამათვალიერა და საუბარი გააგრძელა.ჰმ ასეთებს ბევრს გადააწყდები ღამით.მე-5 სართულზე ვცხოვრობ,თან ლიფტი არ არის, სანამ ავიდოდი დრო მქონდა მეფიქრა რა შეიძლება მომხდარიყო.თემას გადავუხვევ და გეტყვით ,რომ ქეთი ახლოს ცხოვრობს ნახევარი კილომეტრი თუ იქნება ჩვენს კორპუსებს შორის მანძილი.ჩემს სანატრელ მეხუთე სართულს რომ მივაღწიე კარებთან შევჩერდი გასაღების მოსაძებნად, სახლიდან კი ხმაურის ხმა გამოდიოდა, კარი შევაღე და თან მაიას დავუძახე.
-დედაა მოვედიი. შესასვლელი გავიარე და მისაღებთან რომ მივედი შევჩერდი, სუფრა გაეშალათ და მაგიდასთან უცხო სახეებთან ერთად მოაკალათებულიყვნენ. ასეთ სიტუაციებში ვიბნევი ვერ ვხვვდები რა უნდა გავაკეთო.ჩემა შესვლამ ყველას ყურადღება მიიქცია.
-გგამარჯობათ. ძივს ამოვღერღე და აქეთ იქით დავიწყე თვალების ცეცება იქნებდა ნაცნობები ყოფილიყვნენ.სამწუხაროდ მხოლოდ ჩემ მშობლებს ვიცნობდი.
-მოდი მა გაიცანი ეს ჩემი ახალი თანამშრომელია, თან უკვე დავმეგობრდით.ოჯახთან ერთად დავპატიჟე.. ვახომ დიდი სიამაყით წარმადგინა. სხვა გზა არ დამრჩენოდა ვიღიმოდი იდიოტივით.
-აი აქ დაჯექი.გამიღიმა უცნობმა ქალბატონმა და მის გვერდით ცარიელს სკამზე მიმითითა ხელი.მეც დავთანხმდი ცოტა არ იყოს მშიოდა.როგორც აღმოჩნდა ამ უცნობ ქალს ნინო ერქვა, ესეც დაახლოებით დედაჩემის ტოლი იქნებოდა ან უფრო დიდიც. უცნობ კაცს კი ირაკლი.კარაგი ადამიანები ჩანდნენ, სახალისო ამბებს იხსენებდნენ და მეც გულდასმით ვუსმენდი.გზადაგზა ნინო თმებზე მეფერებოდა.
-ელენე მინდა გითხრა რომ ძალიან კარგი თმა გაქვს,მეც ვისურვებდი ამ სიგრძე და თან ესე მოვლილი მქონდეს. ნინომ საყვარლად გამიღიმა.ქერა თმა მქონდა და თითქმის წელამდე, მოკლე თმას ვერ ვატარებდი,ზედმეტად თხელი თმა მაქვს და მირჩევნია სულ გრძელი მქონდეს.
-განსაკუთრებულად არ ვექცევი,თუმცა ყურადღბას ვაქცევ რამდენად კარგ საშუალებებს გამოვიყენებ დაბანისას.მხლოდ ესე.მეც გავუღიმე და cola მოვსვი.
-ნინო საყვარელო სანდრო სად წავიდა ამდენი ხნით?
-ესე იცის მობილურზე თუ დაიწყო ლაპარაკი დიდხანს აგრძელებს.და უკმაყოფილოდ გადახედა ნინომ დედაჩემს.ჰმმ ნეტა სანდრო ვინაა?გავიფანტე ფიქრებში.ხან რას მოვედე ხან რას.გონს მაშნ მოვეგე როდესაც შეტყობინება მომივიდა მობილურზე.
-,, გოგო საფულე დაგრჩა მანქნაში და სახლში ამოვიტანე არ იჯავროო’’ - ელენე
-,,ოხ, კიდევ კარგი რო მითხარი თორე ცუდად ვიყავი :დ არც კი გამიგია საფულის დაკარგვა’’
-,,აბა რაზე ფიქრობ ერთი ის გამაგებიე? აუ ისე თუ გამოხვალ ჩემ სიმპატიურს მეორე სართულელს გაგაცნობ’’ -ელენე
-,,შენთვითონ იცნობ? მე როგორ გამაცნობ ნუ მაცინებ სტუმრები მყავს და სირცხვილია :დ ‘’
-,,ხოდა იყავი მაგ შენ სტუმრებთან,გამოდი გამოდი არ გაუშვა შანსი’’-ელენე
-,,კაი მაცა ვიზავ რამეს <3 ‘’ და დედაჩემის ხმაც გავიგე.
-ელენე დე გადადე მობილური. ხომ იცი რომ სუფრასთან მობილურს არ ვიყენებთ?.
-აუ კაიხო რა იყო . ფეხზე წამოვდექი და მაიას ვანიშნე თვალით ჩემს ოთახშ გამოსულიყო.
-დედა ქეთისთან საფულე დამრჩა და გავალ რა გამოვიტან.თვალებში ვუყურებდი და ველოდებოდი მის პასუხს.
-ელენე მომისმინე რომელი საათია კარგად შეხედე.12 საათზე ნორმალური გოგო გარეთ არ დადის. ხვალ მოიტანე მაგისთვის რატო ამაყენე უხერხულია.
-აუ გთხოვ მნიშვნელოვანი რაღაც მიდევს, გთხოვ ხუთი წუთი მინდა გავალ გამოვალ უცებ.
-კაი მიდი ოღონ მალე მოდი ვიცი მე შენი ხუთი წუთი.
ოთახიდან გამოვედით დედიკო მაგიდასთან მივიდა და სწორედ ამ დროს შეიცხადა ნინომ-
-სანდრო სად ხარ ამდენ ხანს?
-აუ კაროჩე რა. წუთები და წამები მითვალე კიდევ რა..უკმაყოფილო ბარიტონი გაისმა.თავი მივატრიალე და ვიღაც უცნობი,მაღალი,საკმაოდ სიმპატიური ბიჭი შემრჩა ხელში.პირველად რაც მის გარეგნობაში შევამჩნიე მისი მწვანე თვალები იყო.
-მოდი დე მოდი გაიცანი ეს ვახოს შვილია ელენე რომ გიყვებოდნენ.ნინომ თავაზიანად გამიღიმა მეც და სანდროსაც.ცოტა გაუგებარი იყო ჩემთვის ვინები უყვებოდნენ?ჰმ
-გიყვებოდნენ?ვინ? გაოცებით შევხედე ნინოს
-ვახო და მაია სანამ შენ მოხვიდოდი შენზე რამდენიმე სიტყვა გვითხრეს.რამოხდა? კითხვა დამიბრუნა ნინომ. რა უნდა თითქოს თვაზიანია მაგრამ ჭკვიანია, უხერხულობა რომ ამერიდებია, სხვა თემაზე ადავიტანე ყურადღება.
-კარგით, მე წავედი, მერე გავაგრძელოთ საუბარი.კმაყოფილმა გავიღიმე და შესასვლელში გავედი, სარკეში ჩემი თავი ავათვალიერე,მუხლს ზემოთ კაბა მეცვა,ბრეტელზე მაიკა და ჩემი საამაყო თმა უკან გადავიყარე გავისწორე და შემოვტრიალდი რომ გადამეთვალიერებინა სტუმრები.
-მოიცა მარტო უნდა გახვიდე გარეთ ამ დროს? ისევ სანდროს ბოხი და თან საკმაოდ სასიამოვნო ხმა შემომესმა.
-უაკცრავად?თქვენ ?
-ხო მე ჯობია წამოგყვე არა?
-კი ელენე ჯობია სანდროც გამოგყვეს თან ქეთისთან ხო არ ჩერდები და ლოდინიც არ მოუწევს.დედაჩემს ჰგონია რომ ამით კარგი რამე გააკეთა და მარტო სიარულს ამაცილა.სიმართლე გითხრათ სულაც არ მინდოდა რომ წამომყოლოდა.რა თურამე მე მარტო ვერ დავიცავდი თავს?ან რავი რა უფფფ
-დედაა? რა? მარტოდაც ბევრჯერ გავსულვარ. არ მინდა თან შეწუხება.მგონი კარგად გამომივიდა ბოლსო ნათქვამი.მაგრამ საქმეში ვახო ჩაერია, რა თქმა უნდა, ვახო თუ იტყოდა დამთავრდა გადაწყვეტილია.ამიტომაც კიბეებს ერთად ჩავუყევით მე და ბატონი სანდრო.ძირს რომ ჩავედით. საუბარი მე დავიწყე.
-მგონი სახლში რომ ვბრუნდებოდი აქ შენი იდექი ხო?
-ვა კარგი მეხსიერება გაქვს ხო? ცინიკურად გამიღიმა.დავაი რა, შენნაირებს თბილისშ რა გამოლევს, წადი და სხვა გააცილე, ამას გულშ ვფიქრობდი მაგრამ რეალურად აღარც კი შემიხედავს თავი დავხარე და გაბრაზებულმა ავუჩქარე ნაბიჯს.
-რა იყო ელ ენ ე ? გაბრაზდი?
ოხ ნეტა გოგო არ ვიყო, შევუტრიალდებოდი და ვცემდი, თან ჩემი სახელი ისე დამრცვლა ნერვები ბოლო დონეზე მქონდა.კიდევ ველოდებოდი როდის გამომიწვევდა და ერთიანად მივალანძღავდი ან ისევ გულში გავწიწმატდებოდი.რეალურად კი ისევ არაფერი მითქვამს და ქეთის სახლისკენ მივიჩქარი.
-კაი რა იყო ტო. მეგონა ნელა ივლიდი და გრილი ჰაერით დავტკბებოდი თორე არც ვიფიქრებდი გამოყოლას,
-აუ რაგავაკეთო?შეგიძლია შენ ნელა იარო და მე წავალ რა ჩემს საქმეზე ხო?. სამწუხაროდ მხოლოდ ეს იყო რისი თქმაც შემეძლო. არადა მეტად მინდოდა ბრაზის აღმოფხვრა.
-რა გააკეთო? რავი ორნი ვართ ეს უკვე თემაა შეიძლება რამის მოფიქრება. კმაყოფილი ხმით მოაყოლა.რატო გამომაყოლეთ ეს არსება?მარტო უფრო კარგად ვივლიდი არა?.
-მარტო ის გესმის რაც გინდა. მოკლედ მოვუჭერი. და ველოდებოდი შემდეგ გამოწვევას.
-კაი მეც მაქვს გული და მეც მწყინს როგორ მელაპარაკები? საერთოდ რამდენი წლის ხარ?
-ჰმმ. დავიჭყანე და ისე გავხედე უკან. დავიჯერო ეგ დედაჩემა არ გითხრა სანამ მე მოვიდოდი?
-შეიძლება მითხრა მაგრამ... და თავზე ხელი გადაისვა. შენთვითონ რომ მითხრა რა მოხდება?
-თითქმის მივედით, მოდი შენ აქ დამელოდე. ქეთი მესამეზე ცხოვრობს, მე სრაფად ავალ და ჩამოვალ, კარგი? და მაცდურად გავუღიმე
-შენი ღიმილის და გრილი ნიავის ხათრით. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. მე კი კორპუსში შევედი.მოკლედ ეს კმაყოფილი ადამიანი ნერვებს მიშლიდა .



ესეც მეორე თავი, რას ფიქრობთ? აუ კარგი იქნება თუ საკუთარ აზრს გამოხატავთ.გავაგრძელო?ველოდები კომენტარებს <3



№1  offline წევრი სამხარა ძეეე

კაიაა...ოღონდ ცოტა მეტი ინფორმაცია მოაყოლე...ძირითადად დიალოგებია. სხვა მხრივ წარმატებები:)

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

მშვენიერია არ მესმის რატომ არ უნდა გააგრძელო???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent