შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟური დღეები (თავი 2)


6-08-2018, 22:21
ნანახია 2 941

-ჯანდაბა და ჯარღანა შენ! - გაუაზრებლად სცდება ჩემს ბაგეებს არანაკლებ მაღალი ტონით ნათქვამი სიტყვები და ჩემსკენ რომ ბრუნდება, მაშინ კი ნამდვილად ვნატრობ მიწამ ჩამიტანოს. ქორივით მადგას თავზე და გაცეცხლებულ, ყავისფერ თვალებს მიბრიალებს , მე კი ასე მგონია შიშისგან ნელ-ნელა ვპატარავდები.
-ნუ მიყურებ! - არა, რომ მკითხოს ვინმემ საიდან გაქვს ლაპარაკის თავიო კი ვერ ვუპასუხებ. უცნობმა ხელი ჩამავლო მაჯაში, სადაც ნიკას თითები ლურჯად დამტყობოდა და სახე მომეჭმუხნა ტკივილისგან.
-ორი წუთი ვერ მოიცდიდი? - ისეთი წითელი აქვს სახე, სააღდგომო კვერცხი მიმიქარავს და ალბათ წყალი, რომ მქონდეს გავასხამდი კიდევაც და საბოლოოდ დავისამარებდი თავს, მაგრამ მადლობა ღმერთს არ მაქვს.
-მე...მე... შენ ვერ მოიცდიდი? - რომ ვერაფერი მოვიფიქრე კონდრ-შეტევაზე გადავედი. ყოველთვის ასე ხდება, როცა პასუხი არ მაქვს.
-ჯანმრთელი ხარ?
-კი ! - ინსტიქტურად ვპასუხობ ერთობ დარწმუნებული - ყოველ ექვს თვეში ერთხელ, დედაჩემს დავყავარ კლინიკაში და რაც კი, რამე ანალიზი არსებობს ყველაფერს მაკეთებინებს. ორი დღის წინაც ვიყავით და ექიმმა მითხრა, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ! -მთელი მონდომებით ვსაუბრობდი და ხელებს ჰაერში ვიქნევდი. უფრო სწორად მხოლოდ ერთ ხელს. უცნობი კი ისე მიყურებდა ამ დროის განმავლობაში, რომ მიუხედავად ექიმის სიტყვებისა, მაინც შემეპარა ეჭვი ჩემს კარგად ყოფნაში.
-შენ...შენ - ისეთი გამწარებულია, სიტყვებსაც ვერ უბამს თავს. არა რა დღეში აქვს ამ ხალხს ნერვები! ის ისაა პირს აღებს რაღაცის სათქმელად, რომ ტელეფონი ურეკავს.
-გისმენთ ! - ჩემზე გამწარებული ისეთი ხმით პასუხობს, რომ წამით მეცოდება ის ვიღაც.
-არ მაცადეს! - მტაცებლურ მზერას მავლებს, ხელს კი ისევ არ მიშვებს და შეგრძნება მეუფლება, რომ მალე სისხლი გამოჟონავს იქიდან.
-კარგი. - დაახლოებით ერთი წუთის დუმილის შემდეგ , პასუხობს შედარებით დაშოშმინებული. ტელეფონს თიშავს და ხელსაც ნელა მიშვებს. ჩემი სახე კი დეფორმირდება ტკივილისგან. უცნობის თვალებში დაბნეულობას ვხედავ ჩემ სილურჯეს, რომ ამჩნევს. ჰაჰ! მისი ნახელავი გონია! მშვენიერია, ახლა ალბათ ბოდიშს მომიხდის. მონანიების მოლოდინში კი თავს ამაყად ვწევ და ჩემს წინ მდგომს ვუყურებ. ის ერთ ალმაცერა მზერას მავლებს და უკანმოუხედავად მიაბოტებ საპირისპირო მიმართულებით.
-ბოდიში ? - გულუბრყვილოდ ვუსვამ სივრცეს კითხვას, მაგრამ ის, როგორც ყოველთვის მაიგნორებს.

******
ფეხების თრევით შევდივარ სახლის ეზოში და ლამისაა ჩავიკეცო, მაგრამ ეს დაღლილობა ვერ ჯოკრავს ჩემი აღქმის უნარს და უმალ ვამჩნევ ბიცოლაჩემის მიერ, ახლად დარგულ, ფერად ყვავილებს . ალბათ მიხვდებოდით, რომ ბიცოლა გიჟდება მცენარეებზე და იმდენი , ლამაზი ბუჩქები , ყვავილები და უამრავი ხილის ხე აქვს დარგული, რომ აქაურობა უღრანი ტყე გეგონებათ, ოღონდ მოვლილი. ეს ყველაფერი ძირითადად უკანა ეზოში, წინა მხარე კი იმდენად გადატვირთული არ არის, მაგრამ მაინც საკმაოზე მეტი ყვავილებია. საბოლოო ჯამში კი აქაურობა სამოთხეს ქმნის. თეთრი, ორ სართულიანი სახლის კარზე ვრეკავ ზარს და ხელებდაკრეფილი ველოდები, ჩემს მოლოდინში მყოფი ლანა, როდის გამიღებს კარს.
-მოხვედი შვილო? - არაფერიც! კარში ღიმილით მეგებება ლალი ბიცოლა და არა ლანა. ალბათ, გაბრაზებული მისახებში ზის თვითონ.
-კი მოვედი! - მხიარულად ვპასუხობ და ვეხუტები . მმმ... მას როგორც ყოველთვის ლიმნის სურნელი ასდის, ისევე ,როგორც ლანას.
- შემოდი ძვირფასო! ლანა მისაღებშია. - აჰა ხომ ვამბობდი? ხელმარცხნივ ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს და მისაღებში შევდივარ. აქაურობასაც ეტყობა ლალის ხელი, ყველა კუთხეში ლარნაკებით დევს ვარდები და ყვითელი ქრიზანთემები. ოთახში საკმაო სივრცეა, ირგვლივ ყველაფერი კრემის ფერია, რაც ძალიან მშვიდ გარემოს ქმნის. იქვე ასევე კრემისფერ, ფუმფულა სვარძელზე ფეხმორთხმით მჯდარი ლანა მხვდება, რომელიც მტრული მზერით მაკვირდება.
-ლანუკაა! - ვყვირი და ხელებგაშლილი მივდივარ მისკენ. რა თქმა უნდა, ისიც ვერ ითმენს და ხელებს მჭიდროდ მხვევს. როგორ მომნატრებია ეს წურბელა!
-არ გრცხვენია ? - როგორც კი გულს ვიჯერებთ ერთმანეთის სურნელით, უმალ შეტევაზე გადმოდის ლანუკა - სამი თვე გავიდა, რაც არ გინახივარ, შენ კი საერთოდ არ ჩქარობდი აქ მოსვლას.
-მაპატია რა ჩემო სიცოცხლე. - ყელზე ვიჭერ თითებს, როგორც ბავშვობაში ვაკეთებდი მის შემოსარიგებლად. - ნახე მე რა მოგიტანე! - ისე ვეუბნები, როგორც პატარა ბავშვს, რომელისთვისაც საჩუქარი გაქვს.
-რა ? - წარბებს წკიპავს მაღლა და ინტერესით მაკვირდება. მე კი სწრაფად ამომაქვს ზურგჩანთიდან ჩემი საჩუქარი და მას ვაწვდი. ჰმ, მგონი მოსწონს! სახეზე ვაკვირდება ლანას, რომელიც სამაჯურს უყურებს. კი აშკარად მოსწონს!
- კარგი ხო გპატიობ! - ღიმილშეპარული მეუბნება და სამაჯურს იკეთებს. იმ წუთას კი ლანგრით ხელში შემოდის ლალი და ჩვენს წინ, პატარა სარკის მაგიდაზე დებს ცივ წვენსა და მარწყვის ნამცხვარს. მმმ...როგორ მიყვარს. - ეს მიირთვით ბავშვებო. მე სამზარეულოში გავალ, რაღაცებს კიდევ მოვამზადებ და როგორც კი ზურა (ბიძაჩემი) მოვა, წავიდეთ!
-გაიხარე დედაჩემო! - კარგი, ძმაკაცივით უტყაპუნებ სზურგზე ლანა დედამისს ხელს და წვენს იღებს.
- დედა გენაცვალოს! - ხმაურით კოცნის შვილს , შემდეგ კი ნარნარით გადის მისაღებიდან.
- ჰე აბა მომიყევი, რამდენი ბიჭი დაკერე გერმანიაში ? - წარბებს ვათამაშებ და მთელი ტანით ვბრუნდები ლანასკენ, რომელიც მთელი ნეტარებით სვამს წვენს.
-არც ერთი!
- ეხ რა ბოთე ხარ, ლანუკა! – იმედგაცრუებული ვაქნევ თავს.
-მმ...იცი ვიღაც უნდა გაგაცნო! - ოჰო საინტერესოა!
-ვინ უნდა გამაცნო ლანუ ? - თეფშით ვიღებ ნამცხვარს და გემრიელად შევექცევი.
- იქ გავიცანი ერთი ადამიანი. სხვათაშორის ქართველია, დღესაც ერთად ჩამოვედით, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან მხიარული და მეგობრული! - ოჰ „ძალიან“ უციმციმებს ამას თვალები.
- ბიჭი/გოგო, რომელი?
-ბიჭი. - ბიჭიო! თქვენც ხვდებით რაღაცას ხო ?
-რაო ლანუკა, ხომ არ მოგვწონსო ეგ ბიჭი, ჰა ? - მეც მიბრჭყვიალებს თვალები მის შემხედვარე. არა აშკარაა, რომ ნამდვილად მოინუსხა იმ ბიჭით.
-რა ? მე...ის...აა?...არა, კაცო...ანუ კი, მაგრამ ისე კიარა...ანუ როგორც მეგობარი...თორემ ისე არა..არა! - ჰე მიდით და გაიგეთ ახლა მისი წინადადებიდან რამე, თუ მაგასაც წინადადება ჰქვია. წარბაწეული ვაკვირდები ბრინჯივით დაბნეულს. ლანა ჯაფარიძე, რამეს გამომაპარებს თვით ლიზა ხარხიანს ? არამც და არამც! ჩაცინებით ვპასუხობ ჩემი მოტყუების მცდელობას, რომელიც ისევ მცდელობად რჩება.
-ხოო ? - თავს სწრაფად მიქნევს ის და ასევე სწრაფად მიაქვს წვენი პირთან. - კარგი, როდის უნდა გამაცნო? - ვინტერესდები.
- ხვალ, მაკ-დონალსში ვაპირებთ წასვლას და ბარემ გაგაცნობ! - გაბადრული მპასუხობს, ბიძაშვილი. სამზარეულოდან რაღაცის დავარდნის და მსხვრევის ხმა ისმის და დაფეთებულები იქით ვწევთ თავს.
-არაფერია ბავშვებო, კარგად ვარ! - ყვირის სამზარეულოდან ბიცოლა , გვეცინება და ამ დროს კარზე ზარის ხმაც ისმის.
-მამიკო იქნება! - სირბილით გადის ლანა მისაღებიდან, სავარაუდოდ კარის გასახებად. ორ წუთში კი ერთმანეთზე გადაფსკვნილი მამა-შვილი შემოდის.
-გამარჯობა ბიძია! - ვდგები და ლოყაზე ხმაურით ვკოცნი და ისიც მესალმება. ხელის მოხვევას ვერ ახერხებს, რადგან ლანას აქვს დაბმული. ბიძაჩემი ? ოო ბიძაჩემი ყველაზე ჯიგარი კაცია. ნუ ზუსტად ჩემი ხასიათი აქვს და სხვანაირად, როგორ იქნება ? არა, უფრო სწორედ მე მაქვს მისი ხასიათი!
-იცოდე იქ აღარ გაგიშვებ ლანა! - გამაფრთხილებლად უქნევს ხელს მონატრებულ შვილს და თავზე კოცნის, იმ წუთს კი ბიცოლა შემოდის ოთახში წინსაფარის მოხსნით დაკავებული.
-მოხვედი ზურა? - თბილად იღიმის ის. - ახლავე გამოვიცვლი მერე კი შენს დასთან წავიდეთ.
-ხო დროზე ოღონდ. - ზურას სასტიკად არ უყვვარს, როცა ალოდინებენ, ისევე როგორც მე.
-ახლავე, ახლავე. სულ როგორ უნდა მაჩქარებდე შენ! - ქოთქოთით ადის ის კობეებზე. ზურას კი ეცინება.
თხუთმეტ წუთში , ჩემი სახლისკენ მიმავალ გზას ვადგავართ. მე და ლანა უკანა სავრძელზე ვზივართ, ბიცოლა კი წინ.
-ნუ დამაწიწკნე გოგო თმები! - მოჯლუნგს ვკრავ ბიძაშვილს, რომელიც ჩემი ლოკონების “გაწელვით“ არის დაკავებული.
-აუ მეც მინდა, ასეთი. - ლანუკას ქერა და სწორი თმა აქვს, მას კი ყოველთვის შავი და ხვეული უნდოდა, ისეთივე როგორიც მე მაქვს. დიახ, ვამაყობ ჩემი წელამდე, შავი თმით!
-შეიღებე მერე და ლოკონებიც გაიკეთე - ზუსტად იგივეს ვუმეორებ, რაც მილიონჯერ მაქვს ნათქვამი.
-არ მინდა, მე გაკეთებული! - ახლა მას სწორედ ისეთი სახე აქვს, როგორიც პირველ კლასელ ბავშვს აქვს, როცა „ენძელა და იას“ ყვება და ბოლო სტრიქონს „მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევიას“ ამბობს.
-რა ვქნა, ჯადოსნური ელექ აღარ მაქვს, თორემ დაგეხმარებოდი. - მობეზრებულად ვატრიალებ ტუჩებს და გზას გავყურებ.
-უი, ლანა! - ჩემკენ ბრუნდება ბიცოლა და მეც ინტერესით შევყურებ მას. -დედაშენმა ის სახის კრემი გამოიწერა, რომელზეც მეუბნებოდა, არ იცი ? - კითხულობს და ბიძაჩემისკენ ვაპარებ მზერას, რომელიც თვალებს ატრიალებს, ამას კი ჩემი ფხუკუნი მოყვება. მას ყოველთვის, ზუსტად ასეთი რეაქცია აქვს ლალის და დედაჩემის ძირითად განსახილველ თემაზე. ისინი ძალიან ზრუნავენ თავიანთ კანზე და ვთვლი ასეც უნდა იყოს. ეს არ არის გასაპრანჭი საშვალება, ვფიქრობ საჭიროა ქალმა მუდმივად მოუაროს თავის სახის კანს, რომ ნაადრევად არ დაეტყოს სიბერის ნიშნები.
-არ ვიცი, გუშინ კი მოუტანა კურიერმა რაღაც, მაგრამ კრემი იყო, თუ არა ვერ გეტყვი. - ლანას ვადებ თავს და თვალებს ვხუჭავ. რატომღაც უცნობი მიდგება თვალწინ და დღევანდელი შემთხვევა მახსენდება. მეღიმება. რატომ ? რატომ მეღიმება? თავს ვაქნევ ფიქრების გასაფანტად და წუთებს ვითვლი, როდის მივალთ სახლში. ცოტა ხანში კი ასეც ხდება და მანქანა ნელა ჩერდება. პირველი ლანა ხტება გარეთ და მეც მას ვბაძავ.
-მამიდა! - ყვირილით „ახტება“ ლანა დედაჩემს და ისიც სიცილით ხვევს ხელს.
-როგორ მომენატრე ჩემო გიჟო გოგო! - გამალებით კოცნის დედაჩემი ძმიშვილს. იმ წამს კი მამაჩემიც გამოდის ეზოში და ბევრი ხვევნა-კოცნის შემდეგ, ყველა ერთად მისაღებში ვსხედვართ.
-გაგიჭირდა იქ, ლანა ? - მამაჩემი ეკითხება ლანუკას. მე გიორგის გვერდით ვზივარ, ლანა კი ზურას გვერდით. დედა და ბიცოლა სამზარეულოში გავიდნენ მაგიდის გასაწყობად და დარწმუნებული ვარ, იმას განიხილავენ თუ, რომელი კრემია უფრო ეფექტური.
-პირველი ორი კვირა კი, მაგრამ მერე შევეჩვიე. - ღიმილით პასუხობს ის და ზურას მხარს ეყრდნობა.
ცოტახანში სავახშმოდ ვსხდებით და დაახლოებით ერთ საათში კი ისინიც მიდიან. დედას და მამას ტკბილ ძილს ვუსურვებ და ოთახში ავდივარ. სახლში ერთადერთ, ცისფერ კარებს ვაღებ და შევდივარ. შიგნითაც კედლები ცისფრად არის შეღებილი, ერთი კედელი კი ფერადი ქაღალდისგან გაკეთებული ვარკვლავებით და ყვავილებით არის ნახევრად დაფარული. ტანსაცმელს ვიხდი და დაუდევრად ვყრი სავარძელზე, თვალები დამძიმებული მაქვს ისე მეძინება და ხუთ წუთში უკვე მორფეოსის სამყაროში ვარ!

*****
სიზმარში ვიღაც მანჯღრევს, თუმცა არა ეს სიზმარი არაა! მალევე ჩემი ნახევრად მძინარე ტვინი, ლანას ხმას აღიქვამს .
-ადექი რა, ლიზა გთხოვ! - ისევ მანჯღრევს ის და უკვე აღარ ვიცი მერამდენედ მინდება მისი მოკვლა.
-მმმ...დამანებე - ხელეს ვაქნევ თითქოს ადამიანის კი არა, ბუზის მოშორებას ვცდილობ.
-აუ კაი რა! ქირია უნდა გამეცნო დღეს შენთვის დაგავიწყდა ? - ქირია ? ვინ არის ეგ თქვენ ხომ არ გახსოვთ? არა ხო? ხო არც მე. მალე ამ კითხვას ხმამაღლა ვაჟღერებ ისე, რომ თვალებს არ ვახელ.
-აი გერმანიაში გავიცანი-თქო, რომ გითხარი ის ბიჭი! - აჰ აი თურმე! საინტერესო იქნება ეს შეხვედრა ჩემთვის, ამიტომ თვალების გახელას ვკადრულობ და ლანას გვერდით ვწევ, რომელიც ჩემზე არის გადამხობილი.
-ამ დილაუთენია? - სათვალავი ამერია,ჩემი ძილისგან დაბოხებული ხმა მერამდენედ მაფრთხობს.
-თორმეტი საათია! - მიბღვერს ის.
-კარგი ხო, ჩადი და ჩამოვალ. - ოთახიდან ვაგდებ და მალევე ვწესრიგდები. გახეხილი, მაღალწელიანი ჯინსის შორტის, ლურჯი მოკლე მაისურისა და ასევე ლურჯი კედებით გამოწყობილი ჩავდივარ ქვვით და პირდაპირ სამზარეულოში შევდივარ , საიდანაც ლანას და დედაჩემის ხმა ისმის.
-ოჰ, გაიღვიძე ქალბატონო?
-გავიღვიძე დე, ლანა არ წავიდეთ?
-ჯერ ისაუზმე! - ლანა სანამ პირს გააღებს, მანამ ელენე ასწრებს პასუხს.
-მაკ-დონალსში მივდივართ დე და მეუბნები, რომ აქ ვისაუზმო ? -თვალებს ვატრიალებ.
-აა, კარგი მაშინ წადით და არ დააგვიანოთ.
სახლიდან გავდივართ მე და ლანუკა და ტაქსის გამოსვლას ველოდებით. ეს უკანასკნელიც არ აყოვნებს და ოც ჭუთში მაკდონალსის წინ ვდგავართ. ლანა კი უცნაურად აჟიტირებული მიდგას გვერდით.
-ისეთი სახე გაქვს თითქოს ომში წასული, დიდოხნის უნახავი ქმარი უნდა ნახო! - ფაქტს აღვნიშნავ, ლანაც არ აყოვნებს რეაქციას, უფრო სწორად ლანას ლოყები, რომელიც წითლდება.
-ნუ ბოდავ და წამოდი! - თვალებს მიბრიალებს და შენობაში შევყავარ. შესვლისთანავე სასიამოვნოდ ელამუნება ჩემ სახეს, ცივი ჰაერი და წამით თვალებს ვხუჭავ, შემდეგ კი ირგვლივ ვიხედებით. დარბაზის ბოლოს მწვანეთვალება ლუკას ვხედავ, იმ ბიჭს პარკში, რომ გავიცანი და სიხარულით სახე მებადრება. ის ისაა გვერდით ლანასკენ ვბრუნდები, იმის სათქმელად, რომ მეგობარს უნდა მივესალმო, მაგრამ სადაა ლანა ? ის ჩემს გვერდით აღარ დგას. ღმერთო! ჩემი ბიძაშვილი იმ მაგიდას უახლოვდება, სადაც ლუკა და ზურგით მჯდომი ორი ბიჭი ზის! ვაკვირდები, როგორ გადაკოცნა მწვანეთვალება, შემდეგ კი იქ მყოფ ბიჭებს ესალმება, მე კი გაშტერებული ჯერ კიდევ შემოსასვლელთან ვდგავარ. ლუკა ის ქირიაა? ჩემს თავს ვეკითხები.
-ლიზა, მოდი ! - ლანუკა მეძახის და მეც მათ ვუახლოვდები. ვხედავ ლუკაც, როგორი გაოცებულია და სანამ ლანა „გააცნობს“ ჩემს თავს, ის მესალმება.
-ლიზა ? -ხელს მავლებს, ერთს მატრიალებს და იმაში დარწმუნებული, რომ ლიზა ვარ, მეხუტება. ლანა კი დაბნეული გვიყურებს. -როგორ ხარ ?
-მშვენივრად ლუკა , შენ ? - თბილად ვუღიმი ბიჭს.
-ჰეი! - ჩვენს წინ ხელებს აქნევს ლანა. - ჩვენც აქ ვართ! -გაბუსხული გვიყურებს.
-მოიცადე, ანუ შენ ხარ ლანას მამიდაშვილი? - თვალებგაფართოებული მეკითხება ბიჭი და მეც თავს ვუქნევ.
-საიდან იცნობთ ერთმანეთს ? - კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით შემოგვყურებს ორივეს.
-შენი ჩამოსვლის დღეს, პარკში გავიცანით ერთმანეთი.
-მოიცა მე სახლში გელოდი შენ კი პარკში დასეირნობდი? - ეჭვიანი შეყვარებულივით მიყურებს, ლანა, რომელიც პაემნის დღეს გადააგდეს! ჯანდაბა! ახლა რა ვუთხრა?
-აა..არა მე - მეტის თქმას ვერ ვასწრებ, რომ იქვე მდგომი ორი ბიჭიდან ერთ-ერთ ახველებს და ამით მათ არსებობას გვახსენებს.
-გოგოებო გაიცანით, ეს ვაჩეა , ეს კი მიშო ! - ახლა ვამჩნევ, რომ ორივე წაბლისფერ თმიანი და ცისფერთვალებაა. ტყუპები! - ბიჭებო ლანა და ლიზა.
-გამარჯობა! -ერთდროულად ამბობენ ტყუპები და ხუთივეს გვეცინება.
ათ წუთში კი კარგი ნაცნობებივით ვსაუბრობთ, და გაცხარებით განვიხილავთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს.
-გამარჯობა! - ზურგს უკან ნაცნობი, მაგრამ მაინც უცნობი ხმა მესმის და გული თითქოს რამოდენიმე დარტყმას ტოვებს!
-ეე სად ხარ, ალექს ამდენ ხანს ტო ? - ლუკა ფეხზე დგება ღიმილით , მე კი არაფრის დიდებით არ მინდა შევბრუნდე და დავინახო, მაგრამ ის ზუსტად ჩემს წინ ჯდება და წარბაწეული მათვალიერებს. მე კი მეტად საჭირ-ბოროტო კითხვას ვუსვამ ჩემს თავს თუ რატომ გავჩნდი საერთოდ?!
-ალექს ეს ლანაა, ეს კი ლიზა - ლანას თავს უქნევს მისალმების ნიშნად, შემდეგ კი ჩემზე აჩერებს თავის ყავისფერებს. მე კი საცაა ჩემივე ნერწყვი დამახრჩობს!
-გოგოებო თქვენს წინ, უკვე სრულადაა წარმოდგენილი ჩვენი ოთხეული! - მხიარულად ამბობს ლუკა.
-ჰმმ, მე მას ვიცნობ! - ო ღმერთო! ჩემსკენ უთითებს თან დამცინავ ღიმილსაც არ იშურებს.
-ვაა საიდან ? - კითხულობს მეორეზე ოდნავ მაღალი ტყუპი, რომელსაც თუ არ მერევა მიშო ქვია. მე კი თვალებს ვხუჭავ იმის მოლოდინში, რომ უცნობი ალექსი მაგრად გამომლანძღავს, არა და თქვენ ხართ მოწმე, რომ მაშინ მართალი მე ვიყავი და არა ის !
-ჰმმ გუშინ გავიცანი და ერთობ სასიამოვნო საუბარი გვქონდა. - სრულიად საპირისპიროს ამბობს ის და მეც, მაშინვე გაკვირვებული ვჭყიტავ თვალებს.
-ვაა, რა დამთხვევაა, მეც გუშინ გავიცანი ლიზაზუ! - იცინის ლუკა.
-ხოო? -ღიმილი არ შორდება უნცობს სახიდან, უცნობს კი არადა ალექსს, მე კი ისევ მჟავე სიფათით ვზივარ მაგიდასთან და ხმას არ ვიღებ. როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი უიღბლო იყოს?!



##########
მეგობრებო! ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამახარეთ წინა თავში დატოვებული კომენტარებით. მართლა არ ველოდი, რომ ვინმეს მაინც მოეწონებოდა, მაგრამ ხომ გაგიგიათ ცდა ბედის მონახევრეაო? მეც ვცადე და ძალიან მიხარია, რომ ეს გავაკეთე!
თავის მოცულობას რაც შეეხება, გეფიცებით მართლა ვერ მოვასწარი მეტი. ამ წუთას დავასრულე წერა და ისე დავიღალე დღეს, რომ საცაა უგონოდ გავითიშები. გამიხარდება თუ კვლავ გამიზიარებთ თქვენს აზრს!



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

ოუ ვკითხულობ და რამოდენიმე იდიოტურ შეცდომას ვხედავ :დდ ბოდიში ბავშვებო და იმედია მიხვდებით იმ ადგილებში რაც წერია :დდ

 


№2  offline მოდერი ბელუ შეროზია

უცნაური მე
სულ ცოტა შეცდომები არის, მაგრამ სერიოზული არაფერი. მიცულობაც მშვენიერია რას ერჩი? კარგია, კარგი ბელუ.


ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! heart_eyes heart_eyes
უზომოდ მიხარია თუ მოგეწონა!

 


№3  offline მოდერი ბელუ შეროზია

meocnebe avadmyopi
ძალიან კარგია ველოდებოდი ზუსტად ასეთ გამვითარებას როცა თქვა ვიღაც ბიჭი უნდა გაგაცნოო,თუმცა მერე ტყუპებიდან არც ერთი რომ არ იყო გამიკვირადა ბოლოს ხომ გამოჩნდა
ძალიან მაგარია და მიხარია რომ არ აგვიანებ ნუ ჯერ მაინც kissing_closed_eyes kissing_closed_eyes


უღრმესი მადლობა კარგო! heart_eyes
კპირდები, არც მომავალში დავაგვიანებ და სულ რომ ორი სიტყვის დაწერა მომიწიოს,მაინც დავდებ!
მაგრამ რა თქმა უნდა მთელი ჩემი ძალისხმევით ვეცდები, რომ არც დავაგვიანო და მოცულობაც კარგი იყოს.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შეფასებისთვის!

 


№4 სტუმარი 1234

აქ ძალიან ხშირად ვკითხულობ, მაგრამ კომენტარებს იშვიათად ვწერ თუმცა მივხვდი შენთვის ეს რამხელა მოტივაციაა და ისევ გიწერ, აღსანიშნავია შენი დამოკიდებულება მკითხველის მიმართ! როგორი თავაზიანი, მადლიერი, აჟიტირებული ხაარ. ვფიქრობ პოზიტიური ადამიანი უნდა იყო და ეს ეტყობა ამ ისტორიას. რამდენიმე უპატიებელი შეცდომა გქონდა და გამოასწორე, არ დავასახელებ, თავად მიხვდები. :დდ

 


№5  offline წევრი Nini_

მე ძალიან მომეწონა გააგრძელე და არ შეწყვიტო რაა♥️♥️

 


№6 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძაააან მაგარი იყოო მალე დადე რა

 


№7  offline მოდერი ბელუ შეროზია

1234
აქ ძალიან ხშირად ვკითხულობ, მაგრამ კომენტარებს იშვიათად ვწერ თუმცა მივხვდი შენთვის ეს რამხელა მოტივაციაა და ისევ გიწერ, აღსანიშნავია შენი დამოკიდებულება მკითხველის მიმართ! როგორი თავაზიანი, მადლიერი, აჟიტირებული ხაარ. ვფიქრობ პოზიტიური ადამიანი უნდა იყო და ეს ეტყობა ამ ისტორიას. რამდენიმე უპატიებელი შეცდომა გქონდა და გამოასწორე, არ დავასახელებ, თავად მიხვდები. :დდ


დარწმუნებული ვარ მქონდა შეცდომა. თვალები მეხუჭებოდა წერისას, ისეთი დაღლილი ვიყავი.
ძალიან დიდი მადლობა, რომ არ დაიზარეთ და კვლავ დააფიქსირეთ თქვენი აზრი. დიახ, ეს ჩემი პირველი ისტორიაა და ჩემთვის მკითხველის ყოლა და მათი შეფასებების მოსმენა პატარა ბავშვივით მახარებს, რომელსაც ტკბილეული აჩუქეს :დდ
შეცდომებს, რაც შეეხება ვეცდები გამოვასწორო.

Nini_
მე ძალიან მომეწონა გააგრძელე და არ შეწყვიტო რაა♥️♥️


თქვენი სიტყვა ჩემთვის კანონია heart_eyes რა თქმა უნდა არ შევწყვეტ.
მადლობა!

სტუმარი ლიკა
ძაააან მაგარი იყოო მალე დადე რა


მადლობა! აუცილებლად დავდებ დღეს საღამოს kissing_heart

 


№8 სტუმარი სტუმარი anamaria

კარგი იყო კარგი კი არა შესანიშნავი .წარმატებები

 


№9  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი anamaria
კარგი იყო კარგი კი არა შესანიშნავი .წარმატებები


აუ scream დიდი მადლობა!
სიმართლე გითხრა ეს თავი არ მომწონს confounded ბევრი შეცდომა მაქვს, მაგრამ ამის და მიუხედავად მაინც რომ მოგეწონათ ძალიან მიხარია!

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიკო

ღმერთოოო მოვკვდი სიცილით აიი ძალიან ძალიან ძალიან მაგარია ოღონდ გთხოვ დიდი თავები დადე ხოლმე კაიი?

 


№11  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი მარიკო
ღმერთოოო მოვკვდი სიცილით აიი ძალიან ძალიან ძალიან მაგარია ოღონდ გთხოვ დიდი თავები დადე ხოლმე კაიი?


ძალიან მიხარია ! scream
დღეს ვეცდები, რომ უფრო დიდი თავი დავდო.

 


№12  offline წევრი Nini_

არა და ველოდებოდი დღეს ახალ თავს :/

 


№13 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent