გიჟური დღეები (თავი 1)
ფართხაფურთხით მივაბიჯებდი ტროტუარზე და თან გულში იმ შავ კატას ვწყევლიდი სახლიდან გამოსვლისას, რომ გადამირბინა წინ და მის თვალიერებაში გართულს, ის „ერთი ცალი“ ტაქსიც გამექცა, რომელმაც დილის 05:00-ზე სასწაულით გამოიარა. ვწყევლიდი ყვლა იმ წყევლით, რომლებიც ჩემი მეზობელი ლაურასაგან გამიგია, ძირითადად მისი ლოთი ქმარის მისამართით. ნახევრად მძინარე არეულ ნაბიჯებს არ ვიმჩნევ და ხელახლა ვიმეორებ დღევანდელი დღის გრაფიკს. ერთი საათი გზაში მეკარგება, ამიტომ ექვს საათზე სათბურში ვიქნებოდი და ზუსტად 10:00სთ-მდე ყველაფერი უნდა მომემზადებინა, რომ შეკვეთის ჩაბარებას უპრობლმოდ ჩაევლო. 18 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე ყვავილების სათბური გამეხსნა და რა თქმა უნდა, ჩემა საყვარელმა მამიკომ, გიორგი ხარხიანმა, მის საყვარელ ქალიშვილს უარი არ უთხრა და ყველანაირად შეუწყო ხელი. დედაჩემს კი დიდად არ ხიბლავდა ეს აზრი, რადგან ეგონა, რომ მალევე მომბეზრდებოდა, თუმცა უკვე 3 წელია, რაც ერთგულად ვემსახურები ამ საქმეს. ხვნეშით ავდივარ კიბეზე და სათბურის კარებს ვაღებ, იმ წუთს კი სახეზე მეფრქვევა ყვავილების ერთმანეთში არეული სასიამოვნო სურნელი და მეც უძილობისგან მოღუშული სახე, წამში მებადრება. აქ ჩემს უსაყვარლეს ადამიანებთან, ეკასთან და ბაჩოსთან ერთად ვმუშაობ, მათაც ძალიან უყვართ ყვავილები, ჩემზე მეტადაც კი. აი მე მხოლოდ ყვავილებისადმი სიყვარულის გამო არ წამომიწყია ეს საქმე, უბრალოდ მინდოდა რამე ახალი გამეკეთებინა. ******** 2 საათში ეკა და ბაჩოც მოდიან და საქმეში ერთვებიან. ორქიდეებსა და 30 ქოთან შერეულ ყვავილებს ვამზადებთ. ვერ ვიტყვი, რომ დიდი შეკვეთაა, მაგრამ იმის გამო, რომ გუშინ ვიზარმაცეთ ამ დილაუთენია გვიწევს ფაციფუცი. ლამის ხტუნვა დავიწყე სიხარულისგან, როცა საქმეს მოვრჩით. ბაჩოს და ეკას დავემშვიდობე და დავუბარე რომ ჩემს უმისოდ მოეგვარებინათ სხვა დანარჩენი და ქალაქისკენ ავიღე გეზი, რომ ბანკში შემევლო და ჩემს ანაბარზე შემეტანა ის თანხა, რომელიც წინა შეკვეთისას ავიღე. 10 წუთში ყვითელ მანქანას ვაჩერებ და ორმოციოდე წლის ტაქსისტს ვკარნახობ სად უნდა მიმიყვანოს. მეორე 10 წუთი არ არის გასული, რომ უეცრად მანქანა ოდნავ ინჯღრევა და ჩერდება. მძხოლი ხმადაბლა იკურთხება და კარებს აღებს. -რა ხდება? -ვკითხულობ ინტერესით. -ბორბალი დაეშვა შვილო , მაგრამ ნუ დარდობ 15 წუთში გამოვცვლი-ღიმილით მაიმედებს ის და მეც თავს ვუქნევ შემდეგ კი მანქანიდან გადავდივარ. გაფაციცებით ვაკვირდები მის მოქმედებას. ცოტა ხანში ჩემი ტელეფონი იწყებს ზუზუნს და მეც გაჭირვებით ვაძრობ ჯინსის შარვალიდან. -ვა, ლანაჩკა ?- ცოტა არ იყოს, გაკვირვებული ვარ ბიძაშვილის ზარით, რომელიც წესით გერმანიაში უნდა იმყოფებოდეს, მაგრამ რატომღაც აქაური ნომერით მირეკავს. -ლიზაზუ, როგორ მომენატრე გოგო! - არა რა, ამ გოგოს ვერ ვასწავლე ტელფონით ხმადაბლა საუბარი. -შენ, შეიწირავ ჩემს სმენას რა! -უკმაყოფილა ვაწკლაპუნებ ტუჩებს, შემდეგ კი მახსენდება, რომ ქართული ნომრით მირეკავს და აჟიტირებული ვაგრძელებ.-ჩამოხვედი უკვე? -კი, კი ჩამოვედი! ჩემებმაც არ იციან ჯერ-ისევ ყვირის ის, მაგარამ იმისთვის რომ ყურადღება მივაქციო ამას, ზედმეტად გახარებული ვარ. -არ გრცხვენია ლანაჩკა? როგორ არ უნდა გეთქვა რომ ჩამოდიოდი?! -ოო, არ გაჭედო ახლა, თან უეცარ ჩამოსვლას მეტი ეფექტი აქვს! - ხითხითებს ის-ხო რა მინდოდა, რომ მეთქვა, შეგიძლია მომაკითხო ? -რა იყო, ლანაჩკა გზები დაგავიწყდა და იმიტომ მირეკავ, რომ სახლში მიგიყვანო? -უბრალოდ მინდოდა ერთად წავსულიყავით სახლში, საღამოს კი ყველანი შენებთან წავიდოდით.-მაცდურად ჟღერს მისი იდეა, მაგრამ ვერ ავურევ დღის განრიგს. -ჰმ...ლან ძალიან კი მომენატრე, მაგრამ რამდენიმე საათის საქმე მაქვს-ვაპარებ გაჭირვებით და სანამ იერიშზე გადავა, კვლავ ვაგრძელებ- შენ წადი სახლში და მეც მანდ მოვალ მერე, არ გაბრაზდე და აბა გაკოცე-სწრაფად ვუთიშავ ტელეფონს და ჯიბეში ვიჩურთავ. -თავამთავრე! შეგვიძლია წავიდეთ-მეუბნება მძღოლი და ისევ მიღიმის, მეც სწრაფად ვიკავებ ადგილს. დღეს ნიკასაც შევპირდი, რომ ვნახავდი. ჩემი და ნიკას ურთიერთობას დიდი ხანი არ არის, რაც სახელი დაერქვა . მე ის 1 წლის წინ გავიცანი. ვერ გეტყვით, რომ დანახვის თანავე გადავირიე მასზე და ყურებამდე შემიყვარდა, რადგან ასე არ არის. დიდი „დაკერვა-ხვეწნა-მუდარის“ შემდეგ გადავწყვიტე მიმეცა მისთვის შანსი. ნიკაც ჩემსავით მომავალი ფსიქოლოგია, მაგრამ ხასიათით რადიკალურად განსხვავებული. არ არის ჩემსავით შეშლილი, ხშირად დაუფიქრებელი, ჯიუტი და მომენტებში აუტანელი ხასიათის მქონე. ჩემი ტელეფონი ისევ ზუზუნებ, ამჯერად ნიკას შეტყობინებას ვაწყდები. „ლიზ, შეგიძლია პირდაპი ჩვენს კაფეში მოხვიდე?“ „ნიკა ხომ გითხარი, რომ ფული უნდა შემეტანა ანაბარზე? ბანკში შევივლი და მოვალ მერე“ „მერე არ მეცლება ლიზ. მოკლედ მოდი და გეტყვი რა“- რა ჭირი ეტაკა ნეტა. „კარგი“-მივწერე ბოლოს და მძღოლს კაფის მისამართი ვუკარნახე. ******** კაფეში შესვლისთანავე იქაურობას ვათვალიერებ და როგორც კი წაბლისფერთმიან, ყავისფერთვალება ბიჭს ვხედავ, ღიმილით მივდივარ მისკენ. -ლიზუ მოხვედი?-სწრაფად დგება ნიკოლოზი. ლოყაზე მაკრობს ტუჩებს და მეხუტება. -ხო, მოვედი- რა საჭიროა შუა ზაფხულში ამდენი ხვევნა კოცნა აი, მითხარით?- კაი ნიკ, დავსხდეთ ეხლა-სკამზე ვუთითებ და ისიც ჯდება. -აბა რას მეუბნებოდი, რაო რატომ არ მეცლებაო?-ვიწყებ მე. -მშობლებთან მივდივარ ბათუმში 2 დღით. წვენი შევუკვეთო ხო? _ხელს წევს და ოფიციანტს ეძაღის. გოგონაც მალევე გვიახლოვდება ღიმილით: -რას ინებებთ? -2 ფორთოხლის წვენი და ნამცხვარი.-ნიკა პასუხობს და ქერაც თავს გვიკრავს და მალევე გვეცლება. -ასე მოულედნელად რატომ გადაწყვიტე წასვლა, ხომ ყველაფერი რიგზეა? -კი, უბრალოდ უკვე ბევრს წუწუნებს ნანი, რომ ვეღარ ვნახულობ და. - იცინის - რაიყო რა მოღუშული ხარ? -დილის ხუთი საათიდან ფეხზე ვარ და რა გიკვირს-აღშფოთებით ვპასუხობ და იმ წუთას მოტანილ წვენს ვწრუპავ. -ნეტა ვისი ბრალია?-ეშმაკურად მიღიმის და ჩემს გუშინდელ სიზარმაცეს მახსენებს. ეს ბიჭი რაღაც ამ ბოლო დროს ხშირად არის დაკავებული ჩემი სინდისის შეწუხებით. -დღეს ლანა ჩამოვიდა -თემის გადასატანად ვეუბნები და ფანჯრიდან გარემოს ვათვალიერებ. მართალია ლანას პირადად არ იცნობს, მაგრამ ჩემგან ნახსენები იცის ვინ არის. -ვაა რა კაია! გამაცნობ ხო? -კი ნიკ გაგაცნობ, მაგრამ ჯერ ნელ-ნელა უნდა შევაპარო შენი არსებობა, დარწმუნებული ვარ გაგიჟდება, რომ ამდენხანს ვუმალავდი.-უკმაყოფილა ვატრიალებ ტუჩებს და ლანას დემონურ სახეს წარმოვიდგენ იმის გაგებისას, რომ შეყვარებულს ვუმალავდი! - რა იყო, ასეთი ფიცხია? _ნამხცხვარს მიირთმევს და საყვარლად აცმაცუნებს ტუჩებმს. მეცინება. -არა, არ არის. -მეც მას ვბაძავ და ჩანგალს ვასობ ტკბილეულს. ნახევარი საათის შემდეგ კაფიდან გავდივართ და პარკისკენ ვიღებს გეზს. მიყვარს იქაური სიმწვანე და შედარებით სუფთა ჰაერი. -მოდი იმ ხის ქვეშ დავჯდეთ- ხელს ვავლებ ნიკას და დიდი მუხისკენ მიმყავს, რომლის ქვეშაც ფეხმორთხმით ვჯდებით და ღიმილით ვათვალიერებთ იქ მყოფ ხალხს. -აუ ნიკა ნახე, ბამბის ნაყინს ყიდიან იქეთ-ტაში შემოვკარი და გახარებული მაისურზე დავქაჩე ახარხარებულ ნიკას, რომელიც სავარაუდოდ ჩემს რექციაზე იცინოდა. - რა იყო ნიკოლოზ? -ვუსერიოზულდები წამსვე და ისიც ჩერდება. - წავალ და მე თვითონ ვიყიდი! - წარბებშეჭმუხნული ვდგები ფეხზე და მოხუცი კაცისკენ მივდივარ. დახლს ვუახლოვდები სადაც ბავშვები დგანან რიგში. 2 წუთში ვიღაც მიდგება გვერდით, იმის მოლოდინში რომ ნიკა იქნება მისკენ ვიხედები, მაგრამ ბოლოს ერთობ სიმპათიური უცნობი მრჩება ხელში, რომელსაც ქერა თმა შუბლზე დაყრია და მწვანე თვალებით შემომციცინებს. უნებურად მეღიმება და ისიც იგივეს იმეორებს. -გამარჯობა! - მხიარულად მესალმება უცნობი. -გაგიმარჯოს! - მეც ვპასუხობ გამხიარულებული. -შენ ჩემსავით მწვანე თვალები გაქვს! - მეკრიჭება აღფრთოვანებული. -კი ასეა. - ვეთანხმები მას. -აი, იმენა შავი თმის ნაცვლად ქერა, რომ გქონდეს ხალხს ტყუპები ვეგონებოდით. -მხიარულ ნოტაზე აგრძელებს ქერა. - მე ლუკა! -მმ მე ლიზა! - აი ხედავ ჩვენი სახელებიც როგორ ირითმება? ლუკა და ლიზა! -ხითხითებს კვლავ. მომწონს ეს ბიჭი! -შეიძლება წინა ცხოვრებაში მართლაც და-ძმა ვიყავით. -ხო, აი ჩვენი რიგიც მოვიდა - მახსენებს და წინ ვიწევით. -სამი ბამბის ნაყინი თუ შეიძლება- ამბობს და ელოდება. რამდენიმე წუთში სამივეს იღებს და ერთს მე მიწვდის. -მოდი ეს ჩემგან! -ოუ, მადლობა! - უყოყმანოდ ვართმევ. -კარგი ძეტკა მე წავედი. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა - ისევ მიცინის. მოსიარულე პოზიტივია ეს ბიჭი. -კარგად, იმედია ისევ შევხვდებით! -აუცილებლად შევხვდებით! - ლოყაზე მჩქმეტს და მიდის. მეც მას ვაყოლებ მზერას , შემდეგ უკან ვბრუნდები და ლამის ცხვირით ვეჯახები თვალებჩაწითლებულ ნიკას. -ვინ ჯანდაბა იყო? - ხელს უხეშად მავლებს მკლავზე და გვერდზე გავყავარ. -შენ ნორმალური ხარ? - თვალებგაფართოებული ვაკვირდები ცხოველად გარდაქმნილ ნიკას და წამით ეჭვიც კი მეპარება მის ვინაობაში. -ვინ იყო მეთქი, გოგო!! -ისე ყვირის, რომ წამით ვკრთები და აწითლებული ვათვალიერებ ჩვენს შემყურე ხალხს. -არავინ არ იყო, რა გჭირს ? უბრალოდ რიგში ვიდეგით ერთად! - ვცდილობ დავამშვიდო, მაგრამ რად გინდა? -შენ ხომ არ უბერავ გოგო? მე სულელი ვარ? - სულელი ხარ, რა ხარ აბა? გულში ვფიქრობ, მაგრამ დროებითი სამყოფელია ამ სიტყვებისთვის ეგ ადგილი ვატყობ. -ჩემს წინ, რომ კერავ ვიღაცას არ გრცხვენია მაინც? - ისევ ღრიალებს, აი აქ კი ტვინში განგაში ირთვება . ყველაზე მეტად მამაკაცში ორი რამ მაღეზიანებს; სილაჩრე და უაზრო ეჭვიანობა! -წამოდი!! - ჩუმად, მაგრამ მტკიცედ ვამბობ და ახლა მე მივათრევ. ისეთ ადგილას ვჩერდები, სადაც ხალხი არ არის. რამდენიმე წამი უხმოდ ვუყურებ მას, შემდეგ კი შხუილით კვეთს ჩემი მოქნეული მარჯვენა ჰაერს და ხმაურით ასკდება ნიკას ლოყას. - არავის! არავის არ აქვს უფლება, ჩემთან ხმას აუწიოს! თავი ვინ გგონია?! ვინ ჯანდაბა ხარ, რომ ხალხის წინ მიყვირი?! - ხმას ვერ ვაკონტროლებ და ტონს ვუწევ. საფეთქელთან ვგრძნობ მფეთქავ რაღაცას და ასე მგონია ახლა არა და ახლა გავსკდები სიბრაზისგან. ნიკა ჯერ გაოგნებული მიყურებს გაცეცხლებულს, შემდეგ კი აპილპილებული, ჩემხელა ნაბიჯებით ტოვებს ბრძოლის ველს. რამდენიმე წუთი სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობ და იქვე ხეს ვეყრდნობი. ოდნავ დაწყნარებული ვტოვებ პარკს და ფეხით მივალაჯებ ჩაფიქრებული, უმისამართოდ. არა, რა უნდოდა? რას დამაგლიჯა ნერვები! ჯიბეში ვიწყობ ხელებს და ტკიცინა ქაღალდებს ვგრძნობ ხელის გულზე. ჯანდაბა! უკვე სამი საათია და ბანკიც გატენილი იქნება ხალხით. უკმაყოფილოდ ვჭმუხნი სახეს და ნაბიჯს ვაჩქარებ. ნახევარ საათში კი უკვე „საქართველოს ბანკის“ წინ ვდგავარ და დამფრთხალი ვადევნებ თვალს შიგნით მყოფი ხალხის რაოდენობას. ვისღა ახსოვს შენი ნიკა, რომ წარმოვიდგენ, რამდენ ხანს მომიწევს აქ ლოდინი? ჯანდაბა! ის ისაა შესვლას ვაპირებ, რომ ლანა რეკავს. -ლიზა, სად ჯანდაბაში ხარ ?! - როგორც ყოველთვის, ის ისევ ჩამყვირის ტელეფონში. - უკვე 2 საათიც გავიდა და ოთხიც! -ხი, ვიცი ლანა, მაგრამ კპირდები მალე მანდ ვიქნები და ძალიანაც რომ მოინდომო წუთითაც ვერ მომიშორებ! -აუ კაი რა! - ბუზღუნებს უკმაყოფილო და ტელეფონს მითიშავს. იმ დეგენერატის გამო ახლა ლანას შემორიგებაც მომიწევს, რაც საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. ისევ ვუყურებ შენობას და ვყოყმანობ შევიდე თუ ლანას მოსასიყდად, ჯერ რამე ვიყიდო და მერე დავბრუნდე აქ? თან ხალხიც იკლებს ამასობაში. 1 საათიან უაზრო ლოდინს ხომ ჯობია? 20 წუთში კი ხელნაკეთი ნივთების მაღაზიაში შევდივარ და ყურადღებით ვათვალიერებ ყველაფერს. ლანა ყოველთვის გიჟდებოდა მსგავს ნივთებზე და მის წინ ბრილიანტის ბეჭედი და უბრალო ხელნაკეთი სამაჯური, რომ დაგედო, არც დაფიქრდებოდა ისე აირჩევდა სამაჯურს. ჩემს ყურადღებას კი სხვადასხვა ინიციალებით მორთული ბრჭყვიალა სამაჯურები იქცევს. ლიკა, ნენე, მარიამი, ნიკა, აქ უამრავი სახელებია, მაგრამ ჯერ-ჯერობითრა „ლანას“ ვერ ვხედავ. 5 წუთი კიდევ ვათვალიერებ და ჰოპა! ლანაც ვიპოვე! ხელს ვავლებ თეთრ ბრჭყვიალა სამაჯურს, რომლის შუაში წითლად, ლამაზი ასოებით არის გამოყვანილი ლანას სახელი. კიდევ რამოდენიმე ნივთს ვყიდულობ და გახარებული გამოვდივარ იქიდან. &&&&&& 1 საათი, 5 წუთი და 47 წამია, რაც ბანკის შენობაში ვარ და სადაცაა საბოლოდ გაწყდება მოთმინების ძაფი. ამწუთას კი ის მინარჩუნებს სიმშვიდეს , რომ მხოლოდ 2 ადამიანი დგას ჩემს წინ. ვგრძნობ, როგორ მიდგება უკან ვიღაც, მაგრამ არ ვიხედები. 10 წუთში კი ჩემს წინ მდგომი 2 ადამიანიც ამთავრებს საქმეს და მეც, გახარებული ის ისაა წინ ვიწევი, რომ ვიღაც უხეშად მკრავს მხარს და ჩემს წინ დგება მე კი ეჭვი მეპარება ნამდვილად ვიდექი თუ არა იქ. -უკაცრავად, გოგონი. თანხის გამოტანა მინდა ანგარიშიდან - ლამის თვალები გადმომცვივდა ბუდიდან, როცა მისი უდარდელი ხმა მისწვდა ჩემს ყურთა სმენას, თითქოს წამის წინ ლამის ზედ არ გადამიარა. 2 წამში კი ხმამაღალი სტვენა პობს ჰაერს. დიახ, ეს მე ვიყავი! -მე აქ ვინმეს ჩრდილი ვარ, თუ რა უბედურება? - ჩვენკენ მომართული მზერა წამით კი მაწითლებს, მაგრამ მაინც ჯიქურად მივშტერები ვარ ერთი თავით მაღალ, 25-30-ოდე წლის მამაკაცს, რომელიც კიდევ აქეთ მიყურებს წარბებშეჭმუხნული! -უბრალოდ მეჩქარება გოგონი! - ვითომც არაფერიო ისე მაქცევს ზურგს და მე სადაცაა დავაგლიჯო ეგ თმები. - და შენ ჩემს ზურგზე ამოიკითხე, რომ მოცლილი ვარ? - ხმას ვუწევ აპილპილებული და სადაცაა სრულიად დავკარგავ კონტროლს! -ჩუმად! უბრალოდ 2 წუთი მჭირდება!- ცოტა არ იყოს, მაშინებს მისი მზერა, რომელშიც აშკარად არ იკითხება კეთილი განძრახვა, მაგრამ მე, როგორც აღიარებული თვითმკვლელი, კვლავ შეტევაზე გადავდივარ. - მე საუკუნეები მჭირდებოდა? რა ზრდილობაა თქვენი ეს საქციელი? - გაკაპასებული ვუბრუნებ ენას, არა რა, კიდევ აქეთ რომ მიბრიალებს თვალებს ხედავთ?? კიდევ რამდენიმე წუთი გრძელდება ჩვენი ომი, შემდეგ კი დაცვა „მიგვათრევს“ ორივეს გარეთ. დაგეშილი მგელივით მიყურებს უცნობი და ვნატრობ მიწამ ჩამიტანოს. -ჯანდაბა!! - ისე ღრიალებს, რომ შიშისგან განზე ვხტები. -ჯანდაბა და ჯარღანა შენ! - გაუაზრებლად სცდება ჩემს ბაგეებს არანაკლებ მაღალი ტონით ნათქვამი სიტყვები და ჩემსკენ, რომ ბრუნდება, მაშინ კი ნამდვილად ვნატრობ მიწამ ჩამიტანოს. ქორივით მადგას თავზე და გაცეცხლებულ, ყავისფერ თვალებს მიბრიალებს , მე კი ასე მგონია შიშისგან ნელ-ნელა ვპატარავდები. ჯანდაბა, იმ კატასაც და ნიკასაც!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.