შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბედური შემთხვევა? (თავი 4)


7-08-2018, 16:24
ავტორი keti27
ნანახია 1 488

წინა თავში:
-ნიკა,აქედან წამიყვანე,გთხოვ-შეევედრა სასოწარკვეთილი და გონება დაკარგა.ნიკას მკლავებში ჩაიკეცა.ნიკამ მაშინვე გარეთ გაიყვანა და გასვლისას ანას თვალით ანიშნა,რომ ყველაფერი რიგზე არ იყო და ბექა მოეძებნა,თვითონ კი ნია გარეთ გაიყვანა და თავის მანქანაში ჩასვა.წყალი აპკურა გონზე რომ მოსულიყო.ნიამ თვალი გაახილა თუ არა ხელზე მოეჭიდა ნიკას-წავიდეთ გთხოვ-ემოციები ვეღარ შეიკავა და ტირილი წასკდა.
ნიკას ძალიან არ სიამოვნებდა ნიას ასეთ მდგომარეობაში ხილვა.უნდოდა შიგნით შესულიყო და ბექასთვის ჭკუა ესწავლებინა,მაგრამ ნიას დაემორჩილა.ნასვამი იყო,მაგრამ ბევრი არ ჰქონდა დალეული.ნიას თხოვნით საჭესთან დაჯდა და მანქანა დაძრა. გზაში ნია გაუჩერებლად ტიროდა,ნიკა კი მის დაწყნარებას ცდილობდა.
-ნია რა მოგივიდა?-მოკრძალებით შეეკითხა-აქ რას აკეთებდი?
-მე.მეც არ ვიცი-თვალებზე ხელებს ისრესავდა ცრემლები რომ მოეწმინდა.-სახლში არ მიმიყვანო გთხოვ,ასეთ მდგომარეობაში სახლში ვერ მივალ.სანაპიროზე წავიდეთ ან სადმე,სადაც გინდა ოღონდ სახლისგან და ყველასგან შორს.
-კარგი ნია,როგორც მეტყვი-ნიკას ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამს.მიხვდა,რომ ახლა ამის დრო არ იყო და როცა საჭირო იქნებოდა ნია თავად მოუყვებოდა ყველაფერს.
____________________
4 თავი
მანქანა სანაპიროზე გააჩერეს.ნია მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი,ახლა ნამდვილად სჭირდებოდა ეს.თვალები ტირილისგან დასიებული ჰქონდა და ცრემლები ზღვასავით მოედინებოდა მისი თვალებიდან.ნიკაც გადმოვიდა და მანქანიდან წყალი გადმოიღო.
-დალიე, დამშვიდდები.
-მადლობა-მადლიერებით სავსე თვალებით გამოართვა ბოთლი.ეს მადლობა არ იყო მხოლოდ წყლისთვის გადახდილი,ეს იყო იმ ყველაფრისთვის,რასაც ნიკა მისთვის აკეთებდა.
ხელები უკანკალებდა და ძლივს დალია ორი ყლუპი .
-მე,-მოყოლა დაიწყო- შეტყობინება მივიღე ლიზასგან.
-რა შეტყობინება?როდის?-გაკვირვებული კითხულობდა ნიკა.
-ყველაფერს მოგიყვები-ლაპარაკი უმძიმდა მაგრამ მაინც განაგრძო-მითხრა,რომ არასწორად იქცეოდა ჩემს მიმართ და ბოდიში მომიხადა.პატიების ნიშნად თავისთან დამპატიჟა.მითხრა,რომ თავს ცუდად გრძნობდა ამ ყველაფრის გამო და ჩემთან საუბარი უნდოდა.მითხრა პირდაპირ მის ოთახში ავსულიყავი.-ლაპარაკი რომ დაასრულა მძიმედ ამოიოხრა.
-რა ეშმაკი გოგო ყოფილა,-ნიკას ბრაზი დაეტყო.
-ხო-ჩაილაპარაკა ნიამ.
-შენ? ზემოთ ..? ნუთუ.. ბექამ?-ნიკას კითხვა უნდოდა იმაზე თუ რა ნახა,მაგრამ ბოლომდე ვერ უბედავდა.
ნიამ ჩაიცინა-ჰოო,სწორედ ის ვნახე რაც გაიფიქრე.
ეს სიმწრის სიცილი იყო.კვლავ ცრემლები წამოსცვივდა-მე..დავშორდები..ვერ ვაპატიებ ამას.
ნიკა მის დამშვიდებას ცდილობდა.ნიას ბოლო სიტყვებმა გულში იმედის ნაპერწკალი ჩაუსახეს,მაგრამ არა,ვერ ისარგებლებდა ნიას განწირულობით.ამას უბრალოდ ვერც თავის თავს და ვერც ნიას გაუკეთებდა,რადგან მისი საქციელი არაკაცობა იქნებოდა და მეტი არაფერი.ასე ფიქრობდა ნიკა ნიას რომ იხუტებდა გულში ოღონდ,როგორც მეგობარს.ის იმ კატეგორიის ბიჭებს მიეკუთვნებოდა თავშეკავებულობის უნარი რომ აქვთ და გოგოს ბედნიერებას საკუთარისაზე წინ,რომ აყენებენ.
-ნია,არ იტირო გთხოვ-ცრემლები მოსწმინდა და მაგრად ჩაიკრა გულში-ახლა ცხელ გულზე შეიძლება არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.კარგად დაფიქრდი და ყველაფერი აწონე.ლიზასაც ეს უნდა და თავისას ნუ გაატანინებ-ნიას ამშვიდებდა,მაგრამ გულის სიღრმეში სძულდა ბექა თავისი საქციელის გამო.სძულდა და მის ღირსად არ თვლიდა ნიას.
-მე,არ შემიძლია ღალატის პატიება. არა,არ შემიძლია-კვლავ ტიროდა.
ცოტახანი ორივე გაჩუმდა.ახლა კარგი წამალი იყო ნიასთვის ეს სიჩუმე. ცოტა დამშვიდდა და ნიკას ჰკითხა-შენ იქ რას აკეთებდით? ბავშვები რატომ იყვნენ იქ?
-მე..-სიტყვებს თავი მოუყარა-ლიზას არ უთქვამს შენთვის?
-არაფერი,მხოლოდ ის რაც მოგიყევი-დაღონებულმა თავი ჩახარა.
-სკოლის დამთავრების აღსანიშნავად წვეულება მოაწყო და თქვა,რომ ყველას დაპატიჟებდა.
-ჩემ გარდა-სწრაფად დაამატა და ჩაიცინა ნიამ.
-მე არ ვიცოდი შენ თუ არ გეტყოდა,თორემ ფეხს არ მივადგამდი,ბოდიში.
-შენ რა შუაში ხარ.არაფერი არ მწყენია არც შენგან და არც ანასგან.საბოდიშო არაფერია.
-შენ ძალიან ძლიერი გოგო ხარ ნია.
-ჰაჰ, ვითომ?-გაეცინა ნიას.
-კი,შენში სწორედ ეს სიძლიერე მიყვარს-ბევრი წამოსცდა,მაგრამ ნია ვერ მიხვდა და როგორც მეგობრის ნათქვამი ისე მიიღო.
-მე კი ეს ერთგულება მიყვარს შენში,არასდროს მარტოს რომ არ მტოვებ-თვითნებურად წამოსცდა ნიასაც.
რამდენიმე წუთი სიჩუმე იყო.ხმა არცერთს არ ამოუღია და საბოლოოდ ისევ ნიამ დაარღვია დუმილი.
-მე ხვალ ოფიციალურად დავშორდები ბექას.
-მაინც დაფიქრდი კარგად.
-უკვე ვიფიქრე და აზრს აღარ შევიცვლი. აღარ მიყვარს.
-ცხელ გულზე საუბრობ.
-არა,ყველანაირი გრძნობა გამიქრა მის მიმართ.ყავდეს ლიზა ხელს აღარ შევუშლი.მე უბრალოდ მართლა ვეღარ ვიქნები მასთან.
-მე,ნაწილობრივ მესმის შენი.
-ხვალ დაველაპარაკები.
-მაგრამ გამოსაშვებზე ხომ მასთან ერთად მიდიოდი?
-აღარ წავალ. ან ახალ მეწყვილეს ვიშოვნი,ან მარტო მოვალ ან სულ აღარ წამოვალ გამოსაშვებზე.მაინც მაგარი სისულელე მგონია ეს ყველაფერი.
-სკოლის გამოსაშვები არ უნდა გამოტოვო იმ ორის გამო.
-კარგი ნიკა,მაშინ ვნახავ მეწყვილეს.მაგრამ როგორც ვიცი ყველა ბიჭს მეწყვილე ყავს...-ცოტახანს ჩაფიქრდა და თვალები გაუნათდა-შენ?იქნები ჩემი მეწყვილე?თუ დავიგვიანე და უკვე სხვასთან ერთად მიდიხარ..
-მე...მე არავისთან ერთად არ მივდივარ. ერთად წავიდეთ.სიამოვნებით ვიქნები შენი მეწყვილე გამოსაშვებზე.-სიხარულით თვალები უბრწყინავდა ნიკას.
-კარგია,მაშინ შევთანხმდით.-ნიამაც ღიმილით უთხრა-ახლა უკვე კარგად ვარ,მადლობა შენ ამისთვის.შეგიძლია სახლში წამიყვანო?
--კი,ჩაჯექი.-მანქანის კარები გაუღო,ჩაჯდნენ და გზას გაუდგნენ.
__________
მეორე დღეს ნია თავის ოთახში ჩაკეტილი ფიქრობდა რა ფორმით ეთქვა დაშორების ამბავი ბექასთვის.სიმართლე,რომ ვთქვათ ბექას დანახვა,მით უფრო მასთან შეხვედრა არ უნდოდა,ამიტომ გადაწყვიტა ყველაფერი ‘ფეისბუქზე’ მიმოწერით დაესრულებინა.თავისი ლეპტოპი აიღო,ჩართო,შევიდა ‘ფეისბუქზე’ ,კონტაქტებში მოძებნა ბექა და ბევრი არც უფიქრია ისე მიწერა;
-გშორდები.
-რა? მომისმინე ვილაპარაკოთ,ესე ვერ დამშორდები.
-სალაპარაკო არაფერია.
-ვერ დამშორდები ასე უბრალოდ.
-უბრალოდ? მშვენივრად იცი რის გამოც გშორდები და ნუ ცდილობ თავის მართლებას.მართლა არანაირი სურვილი არ მაქვს შენთან საუბრის.
-ნია,უნდა ვილაპარაკოთ,შემხვდები დღეს.
-შენ ვერაფერს ვერ გადაწყვეტ,მე გითხარი,რომ არ შეგხვდები და მორჩა.
-ცუდად იქცევი.აი ნახავ,ცოტახანში ინანებ,რომ დამშორდი.
-შორიდან მიყურე,როგორ ვინანებ 
-წადი შენი.
ნია მიხვდა,რომ პოლემიკაში შესვლას აზრი არ ქონდა,დაასრულა მიმოწერა დახურა ლეპტიპი და ისე გრძნობდა თავს,თითქოს გულიდან რაღაც ლოდი ჩამოიცილა.
__________
გამოსაშვების დღე 5 ივნისი.
წვეულებაზე მთელი კლასი მივიდა ორი ბავშვის გარდა.ბექა ლიზასთან ერთად იყო მოსული.ლიზას სახეზე სრული კმაყოფილება ემჩნეოდა,ბექა კი ცდილობდა თავი ამაყად წარმოეჩინა.ნია ნიკასთან ერთად იყო .ლამაზი გრძელი კაბა ეცვა,სახეზეც მსუბუქი მაკიაჟი ქონდა,მაგრამ ულამაზესი იყო.ბექა თვალს არ აშორებდა,თან ბრაზს ვერ მალავდა ნიკასთან რომ იყო,ცოტას ეჭვიანობდა კიდეც. ანა სხვა კლასელთან ერთად იყო მოსული გამოსაშვებზე და ნიასა და ნიკას შორიდან უმზერდა,ახლოს მისვლას ვერ ბედავდა,არ შეეძლო.
-ნახე რა -რო არც სრცხვენია. ლიზასთან ერთადაა მოსული,თითქოს არაფერი მომხდარა-ნიკას ჩასჩურჩულა.
-კარგი დაივიწყე,ჩათვალე აქ არ არიან.ნუ უყურებ და განწყობას ნუ იფუჭებ,მაგრამ თუ აქ ყოფნა არ გსიამოვნებს შეგიძლია მოვტყდეთ,მაინც ვერავინ შეამჩნევს,ხომ ხედავ რამდენნი არიან.
-არა რა სისულელეა,ეხლა არ მოვედით,თან ჩემ გამო გამოსაშვებს ხომ არ გამოტოვებ.უბრალოდ გული მწყდება რა არასწორ ადამიანთან გავატარე ჩემი ცხოვრების სამი წელი.
ნიკას არაფერი უთქვამს,ჩუმათ იდგა.ცოტახანში ბექა მოვიდა მათთან.
-ნია,ვხედავ მალე გიპოვია ჩემი შემცვლელი..-ლიზას ცინიზმი გადაედო და ნიას თვალებით ჭამდა.
-წესიერად-ნიკა გაიწია დასარტყმელად,მაგრამ ნიამ შეაჩერა.
-რაო,უკვე გქონდათ?-ცინიზმს არ იშორებდა.
-მე შენ-თავი ვეღარ შეიკავა ნიკამ და სახეში მუშტი აფეთა-ეს არის შენი პატივისცემა ნიას მიმართ?სულ ეს არის? ასე ცდილობ მის შერიგებას? თუ სულ დაივიწყე ყველაფერი? ნია შენნააირი მოღალატე არ არის,გასაგებია? მასზე გადაკრული ნათქვამი არ გავიგონო,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
ბექამ ცოტახანს ხმა ვერ ამოიღო.ცხვირიდან სისხლს იწმენდდა.მასთან ლიზა მოვარდა დასახმარებლად.ჩოჩქოლი ატყდა,მაგრამ მალე ჩაცხრა ყველაფერი.
-მე შენ უკვე დაგშორდი და ჩემს მიმართ პრეტენზიები ვეღარ გექნება გასაგებია?-ნიამ,როგორც იქნა ძალა მოიკრიბა და ხმა ამოიღო-ამის მერე ვისთანაც მინდა და რაც მინდა ის მექნება,ამას შენ ვერ გააკონტროლებ-გამწარებული აღარ ფილტრავდა სიტყვებს და ყველაფერი,რაც პირზე მოადგა ამოუშვა-და თუ ასე ძალიან გაინტერესებს ჰო,ჩვენ ერთად ვართ,მე და ნიკას ერთმანეთი გვიყვარს.ხედავ რა ადვილია შენი დავიწყება?
ნიკას თვალები გაუფართოვდა,ვერ გააანალიზა ნიას სიტყვები-როგორ თუ ერთად ვართ?ეს ნამდვილად ბექას გასამწარებლად თქვა.-თავში ათასმა აზრმა დაიწყო ტრიალი.
-ჩვენ-ნიკა გაოცებული უყურებდა ნიას.ნიას თვალები ეუბნეოდნენ,რომ თამაშში უნდა აჰყოლოდა და მანაც განაგრძო-ერთად ვართ.-და ნიას ხელი მოხვია.
ბექამ ხმა ვეღარ ამოიღო.დამარცხებული და უარყოფილი უხმოდ გაბრუნდა უკან,გვერდით კი ლიზა მიჰყვებოდა.
მათი წასვლის შემდეგ ნიამ ნიკას თვალებით ანიშნა გარეთ გასულიყვნენ.
-ბოდიში,რომ შენი სიყვარული დავიბრალე.ვერ გავაკონტროლე თავი,უბრალოდ მინდოდა თავისი ადგილი დაენახა და ჭკუა ესწავლა.ძალიან მრცხვენია-თავდახრილი ლაპარაკობდა .
-მესმის შენი,საპატიებელი არაფერია. უბრალოდ მე ..მართლა მიყვარხარ.
გაოგნებულმა ნიამ თავი ასწია და ნიკას თვალებს დაუწყო ძებნა,რომლებიც განგებ სხვაგან იყვნენ მიმართულნი.
ნიკასაც თავისდაუნებურად წამოსცდა.5 წლის სიყვარული ვეღარ დამალა და ამოხეთქა ერთ დღესაც.შესაძლოა ეს ყველაზე შეუფერებელი დღე იყო,მაგრამ გულს ვერ უბრძანებ..გულმა კი სწორედ ახლა უბრძანა ყველაფერი გაემხილა ნიასთვის.
-გიყვარვარ?-გაკვირვებული ნია ეკითხებოდა,თან თითქოს რაღაცას თვითონაც გრძნობდა მის მიმართ,უბრალოდ მეგობრულში ერეოდა და ვერ გაერკვია ეს სიყვარული იყო თუ სხვა რამ.
ნიკამ თავი ნიასკენ მოატრიალა და წამით მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.-მიყვარხარ.
ნია ხმას ვეღარ იღებდა.თითქოს შერცხვა.ისევ ნიკამ განაგრძო-მე არ გთხოვ საპასუხო სიყვარულს,შეგიძლია არაფერი მითხრა.მე უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა,რომ შენ მარტო არ ხარ და თუ შენ ასე უკეთესად იგრძნობ თავს,როგორც მეგობარი სულ შენთან მიგულე-სიტყვებს თავი ძლივს მოუყარა და სწრაფად მოშორდა იქაურობას.

__________________
-ნ...ი...ა-ენის ბორძიკით ნახევრად მძინარემ წამოიძახა.
-ნიკა,შვილო აქ ხარ?ექიმო,ექიმო ჩქარა მოდით.მგონი გონს მოდის.
-ნია,მაპატიე გთხოვ-კვლავ განაგრძობდა,თუმცა თვალები დახუჭული ჰქონდა და ალბათ მის წარმოსახვაში ისევ ის საზარელი სურათი იდგა.
-ნიკა,შვილო-განწირული დედა შვილს მივარდა.მისი ხელი დაიჭირა და უსასრულოდ კოცნიდა-შენ ეს შეძელი შვილო,შენ სიკვდილი დაამარცხე და კომიდან გამოხვედი.
ნიკა ნელ-ნელა გონზე მოდიოდა,მალე მასთან ექიმები მივიდნენ გასინჯეს და დედამისს უთხრეს,რომ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.გახარებული დედა მაშინვე სალოცავ კუთხესთან მივიდა ლოცვები წაიკითხა და ღმერთს მადლობა შესწირა შვილის გადარჩენისათვის.
-სად ვარ?-თვალები გაახილა და უცხო გარემოში მყოფი,აქეთ-იქით ატრიალებდა. მოათვალიერა პალატა და დედამისის სილუეტიც დაიჭირა კადრში.ვერ გაეგო სად იყო და დედა რატომ ედგა თავზე.
-დედა-ლაპარაკის თავი არ ჰქონდა და ძლივს ამოიღო ხმა-სად ვართ?
-შვილო,ჩვენ საავადმყოფოში ვართ-ქალმა ახსნა დაიწყო-რა მოხდა არ გახსოვს?
-მე კარგად არ მახსოვს.ნიასთან ერთად ვიყავი,სად არის ნია?-გაკვირვებულმა იკითხა.
-შვილო რა მოგივიდათ არ გახსოვს?-ქალს ვერ გაეგო მოეყოლა თუ არა -თქვენ რაღაც შეგემთხვათ.-წაილუღლუღა ქალმა.
-რა?ნია როგორ არის?სად არის?რა შეგვემთხვა?არ მახსოვს რა მოხდა დედა..არაფერი არ მახსოვს.აქ რატომ ვარ?-ტირილი წასკდა ნიკას და შეეცადა გახსენებოდა რამე მაინც მაგრამ უშედეგოდ.
-შვილო თქვენ ავარიაში მოყევით.-ქალმა ძლივს თქვა.
ნიკას თავში აზრებმა დაიწყო ტრიალი.თითქოს რაღაც კადრები ამოუტივტივდებოდა და ქრებოდა,შემდეგ ახალი აზრები ჩნდებოდა.მაგრამ ჰო,გაიხსენა ავარია.გაიხსენა შეტაკება,გაიხსენა ნიას სახე,როგორი იწვა სავარძელზე უსიცოცხლო და გული დაეწვა. ნიას სიტყვები გაახსენდა,როგორი შესთხოვდა შენელებას.ყველაფერი ამოუტივტივდა თავში და მწარე ჩხვლეტა იგრძნო გულში.
-არა,არ შეიძლება.ნია არა ოღონდ ნია არა-ბოლო ხმაზე ბღაოდა-დედა,მითხარი რომ ნია კარგად არის და არაფერი მოსვლია,მითხარი გთხოვ.-განწირული შესთხოვდა დედას მისთვის სასურველი ამბის გაგებას,მაგრამ დედას თვალები სხვა რამეზე მეტყველებდნენ.უთქმელად ხვდებოდა ნიკა ნიას ამბავს,მაგრამ არ სურდა დაჯერება.
ქალი ვერაფერს ამბობდა.თან არ სურდა მოეტყუებინა შვილი,ვერც სიმართლეს ეუბნებოდა,ამიტომ გაჩუმებული იდგა და ცრემლები სცვიოდა თვალებიდან.

___________________
ძააააალიან დიდი ხანია რაც არ დამიდია და ამისთვის ბოდიში <3 ეროვნულების ქულებზე ვიყავი ეს დღეები ორიენტირებული და მოთხრობა ვეღარ გავაგრძელე <3 მაგრამ ამიერიდან ვეცდები აღარ გალოდინოთ და ხშირად დავდო <3 ველოდები თქვენს აქტიურობას <3



№1  offline წევრი keti27

სალანდერი
ღმერთმანი '________'
ლექსიკა სასწრაფოდ დასახვეწია.
რა ისრესავდა, რა ჩუმათ, რა ჩაჯდნენ, კარგი რაა.
ენ რაოდენობით არის მსგავსები.
გამოასწორე.
წარმატებები.


მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ. <3

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

პირველ რიგში ბოდიში არაა საჭირო ეროვნულის ქულებზე ყველა ნერვიულობს გამიხარდა რომ დადე ძალიან რთულად მიდის ყველაფერი მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს გთხოვ დიდი დადე რა

 


№3  offline წევრი keti27

სტუმარი მარიკო
პირველ რიგში ბოდიში არაა საჭირო ეროვნულის ქულებზე ყველა ნერვიულობს გამიხარდა რომ დადე ძალიან რთულად მიდის ყველაფერი მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს გთხოვ დიდი დადე რა

მიხარია,რომ მომყვები და არ ტოვებ ახალ თავებს heart_eyes წინ დიდი გეგმები მაქვს და იმედია ყველაფერს ისე განვახორციელებ,როგორც ჩავიფიქრე blush ვეცდები შემდეგი თავი უფრო დიდი გამოვიდეს relieved blush

 


№4  offline წევრი qetti22

მალე დადე შემდეგი თავი heart_eyes ძალიაან კარგია heart_eyes

 


№5  offline წევრი keti27

qetti22
მალე დადე შემდეგი თავი heart_eyes ძალიაან კარგია heart_eyes


დღეს დაიდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent