შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟური დღეები (თავი 3)


7-08-2018, 23:10
ნანახია 2 791

-ხოო? - ღიმილი არ შორდებოდა ალექსანდრე სახიდან, მე კი ისევ მჟავე სიფათით ვიჯექი, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი უიღბლო იყო?
-მე მაგალითად, თავიდანვე საფრანგეთის ფანი ვიყავი. - ჩვენი განხილვის თემას უბრუნდება ვაჩე.
-მე კი, არც ერთ მათგანის, მესმის, რომ ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია, მაგრამ მე რაგბს ვამჯობინებ. - ვცდილობ საუბარში ჩავერთო და ასე ყურადღებაც გადავიტანო.
-კაი ტო, სად ფეხბურთი და სად რაგბი, არ გადამრიო! - აღშფოთებული მიბრუნდება მიშო.
- არ გესმით რა! - ხელს ვიქნევ. - ფეხბურთში ვერასდროს ვერ მიაღწევენ იმდენს ქართველები, რამდენსაც რაგბში, როდესაც შენს ქვეყანას გულშემატკივრობ, მეტი ემოციები მოაქვს თამაშს და მეტად ხარ ჩართული.
-იცი რა ? ფეხბურთს, რომ უყურებ, მითუმეტეს მსოფლიო ჩემპიონატს, როცა რომელიმე გუნდი ნამდვილად გიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა შენი ქვეყანა იქნება თუ არა, მაინც იგივე ემოციებია. -პოზიციას არ თმობდა მიშო.
-იგივე ემოციებიო! - ღრმად ვსუნთქავ. -ერთი შენ როდის გულშემატკივრობდი ამხელა მაშტაბის შეჯიბრში ჩვენი ფეხბურთის გუნდს? რა იცი, რა ემოციები მოაქვს ?
-რაგბი არის ხარების თამაში! - ოო აქ კი ვწითლდები სიბრაზისგან.
-მაშინ ფეხბურთი ძაღლების ყოფილა!
-რაგბში ერთმანეთის გაჭ....ტით არიან მარტო დაკავებული!
-ფეხბურთში კი მარტო კალორიების წვით! მთელი ოთხმოცდაათი წუთი დარბიან ორი გოლის გულისთვის!
-რაგბი...რაგბი... -უბნევა მიშიკო და მეც გამარჯვებას ვზეიმობ.
-ხო... რა რაგბი ?
-რადა...სულელური თამაშია. - მეთანხმებით, რომ ზედმეტად სუსტი პასუხი იყო?
-რას იტყვით ჩვენ ხომ არ წავიდეთ ? - ჩემი და მიშოს მიმართულებით ამბობს მეორე ტყუპი და იცინის.
-მაინც რაგბი ჯობია! - ბოლო სიტყვებს დღუდღუნით ვამბობ და ნაყინს შევექცევი.
-კარგი! აბა მოყევით რომელიმემ, როგორ გაიცანით ერთმანეთი იქ გერმანიაში. -ლანა და ლუკას მიმართულებით ვიხედები და დანარჩენებიც მოსასმენად ემზადებიან.
-მოკლედ როგორ იყო. - მოსახერხებელ პოზაში ჯდება და ერთ მზერას გვავლებ იმის შესამოწმებლად, რომ ნამდვილად ვუსმენთ - ბარში ვიყავი რა, გასართობად, კუთხეში ვიჯექით მე და ჩემი მეგობრები. ანას შემოსვლაც არ გამომპარვია ცოტა ხანში, - ანაო? როდის მერე გახდა ლანა, ანა ? - მაგრამ რად გინდა ? მას ერთხელაც კი არ გამოუხედავს ჩემთვის. რამდენიმე წუთში იმ ადგილისკენ, რომ ვიხედები სადაც ის იჯდა, მხოლოდ ცარიელ სკამს ვხედავ. ნუ კარგი რას ვიზამთ და ვდგები, შემდეგ კი საპირფარეშოსკენ მივდივარ, თურმე ეს შენი ლანა იქვე, კუთხეში ყოფილა ჩასაფრებული და უეცრად ისეთი მუშტი მხია, რომ ჩანჩქერივით წამოვიდა სისხლი ცხვირიდან! აი გეუბნებით, თვალთ დამიბნელდა რამდენიმე წამი. -ხარხარებს ის- თან მერე იქით, რომ მომიწია მისი დაწყნარება მაგაზე ხო გავგიჟდი. დამტვრეული გერმანულით მიხდიდა სავარაუდოდ ბოდიშებს, მაგრამ მაგას გერმანულის მეტი ყველაფერი ერქვა, შეშინებული ისე ბურდღუნებდა. - რამდენიმე წამი კი სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, ისეთი, რომ ბუზის ხმასაც კი გაიგებდი. ოო აი შემდეგ, კი მე და ტყუპებმა ისეთი ხარხარი ავტეხეთ, რომ ყველა მზერა ჩვენკენ იყო,მომართული. ლანა ხომ გაწითლდა და გადალურჯა, ჯერ ამაზე ვერ ვიკავებდი სიცილს, მერე კი იმას წარმოვიდგენდი, თუ როგორ დაარტყა ლუკას და ლამისაა სკამიდან გადმოვარდნილიყავი! მისტერ სერიოზულობა ალექსანდრე კი, მხოლოდ ოდნავ იღიმოდა, ლანა დაბღვერილი გვიცდიდა, როდის მოვრჩებოდით ჭიღვინს, ლუკა კი „რაღაცნაირი“ ღიმილით უყურებდა ლანას. ვხვდებოდი, რომ რაღაცის თქმა უნდოდა ბიძაშვილს, მაგრამ ისიც ხვდებოდა, რომ ჩვენს დაწყნარებამდე აზრი არ ქონდა რამის თქმას.
-რანაირად დაგარტყა ტოო? - მუცელზე ხელებს იჭერს ვაჩე.
-გეყოთ! -დაიგრგვინა ლანას ხმამ და ჩვენც ოდნავ მივწყნარდით. - უბრალოდ იმ ღამით ქუჩაში ვიღაც ამედევნა, თავის დასაღწევად კი ბარში შევედი, ის წყეულიც უკან შემომყვა, შემდეგ საპირფარეშოში შევედი და გამოსვლისას ნაბიჯები გავიგონე, მე ის ტიპი მეგონა და კუთხეში მივიმალე. შემდეგ...შემდეგ კი არც შემიხედავს ვინ იყო, ისე მოვიქნიე მუშტი. - ლამის ატირდა ლანა, მე კი გული მიმეწურა. ჯანდაბა! რა იდიოტი ხარ, ელიზაბეტ! არც ერთი აღარ იღიმოდა, ტყუპებს კი დამნაშავეებივით ჩაეხარათ თავი.
-გეწყინა ანა ? - ლოყაზე ადებს ლუკა ხელს და თავს აწევინებს. - კარგი რა ტოო! რა იყო ახლა აქ საწყენი?
-მე..მე მართლა არ მინდოდა მაშინ! - ობოლ ცრემლს აგდებს ლანა და მის გულუპრყვილობაზე გამეცინებოდა სხვა სიტუაციაში.
-აუ კაი ტოო! დაწყნარდი. ვიხუმრე თორემ შენი მუშტი რას დამაკლებდა ამ რკინის კაცს ? - თბილად უღიმის ქირია ჩემს ბიძაშვილს და ლოყაზე კოცნის, მე კი სადაცაა დავდნები მათ შემხედვარე. ლანაც იშორებს ცრემლებს და გვიღიმის.
-ბოდიში ბავშვებო! თქვენგან არ მწყენია არაფერი, მეც იგივეს ვიზამდი თქვენს ადგილას ამის მოსმენისას, უბრალოდ ჩემი იდიოტური საქციელის გამო მოვიღუშე.- ჩემ გვერდით არ ზის, თორემ მაგრად ჩავუკოცნიდი ორივე ლოყას. ამის მერე კი იტყვის, რომ ლუკას, როგორც მეგობარს ისე უყურებს! სიჩუმეს ვიღაცის ფხუკუნი არღვევს, ეს ვიღაც კი მე ვარ. ყველა ჩემკენ იხედება. აი რა ვქნა მითხარით ? ყოველთვის მაშინ მემართება ასე, როცა სერიოზული სიტუაცია იქმნება, რაღაც სისულელის გამო!
-ბოდიში! - კვლავ ნაყინი მიმაქვს პირში. მაგიდაზე დადებული ტელეფონი ზუზუნებს, მეც ვიღებ და როგორც კი ნიკას შეტყობინებას ვხედავ სახე მეჭმუხნება. <დამირეკე> ნორმალურია ახლა ეს ? თვითონ რა ჭირად არ მირეკავს ნეტა. ჰაჰ მეტის-მეტად ჭკვიანია ეს ბიჭი, რატომ დამირეკავს ბილაინიდან მაგთიზე , მაგრამ მის გამო ვიჩხუბეთ და მე არ ვაპირებ მისი ბოდიშემის მოსმენისას გავკოტრდე!
-ვინ არის ლიზ ? - არც კი შემიმჩნევია ამ ფიქრებში ისე მქონია თვალი გაშტერებული ტელეფონისთვის.
-ამ...არავინ ლანაჩკა. -ვუღიმი . -აბა აქ ვიხსდეთ ასე უბრალოდ თუ რამე გავაკეთოთ?
-მოდი, ქუჩაში გავიდეთ და შარი ავუბათ ვინმეს! - სარკასტული ხმით მაწვდის ბატონი სერიოზულობა იდეას. ვაიგნორებ და ბიჭებს გავყურებ მომლოდინედ.
-ასეთ იდეა მაქვს - ხმამაღლა იწყებს ლუკა. - ყველამ ის მომენტი გავიხსენოთ ჩვენი ცხოვრებიდან, რომელიც ყველაზე , სასაცილო და გიჟური იყო, ან თუმდაც უხერხული . -ხითხითებს ის და ლანას გაჰყურებს.
-ხო რა! ჩვენც ხოდზე მოვალთ ცოტა. - აჟიტირებული ეთანხმება ვაჩე. მეც ვფიქრობ სახალისო იქნება.
-კარგი! აბა ვინ იწყებს? -ხმამაღლა შესძახა მიშომ.
-აი, ბოთლი დავატრიალოთ და ვისზეც გაჩერდება იმან დაიწყოს. - ამბობს ლანა და ჩვენც მაგიდის ცენტრალურ ნაწილს ვათავისუფლებთ. პირველი მიშოზე ჩერდება ბოთლი და ჩვენც შეძახილებით ვხვდებით ამ ფაქტს.
-კარგი, ეხლა მოგიყვებით, როგორ ჩამეშალა პირველი პაემანი. გამოსაშვებ კლასში ვიყავი მაშინ რა, ხოდა ერთი პარალელკლასელი გოგო მიყვარდა. რა არ გავაკეთე მისი ყურადღების მისაქცევად, ჯერიყოდა საკლასო ოთახი ავუვსე ყვევილებით, მერე მასთან მარტო, რომ დავრჩენილიყავი სახლისკენ მივყვებოდი ყოველდღე და ვეუბნებოდი მეც აქეთ ვცხოვრობ მეთქი, მერე კი უკან მიწევდა ისევ გაბრუნება და ორმაგი ზის გავლა, შემდეგ მისი სახლის წინ, ვარდის ფურცლებით გული დავუხატე, მისი ძმისგან კი მომხვტა ერთი-ორი მუშტი, მაგრამ მაგას შევუშინდებოდი? გოგოზე ვაბოდებდი! ბევრი ვიწვალე, თუ ცოტა დავითანხმე ეს გოგო სკოლის მერე შეხვედრაზე, მეც გამოვიპრანჭე, ყვავილები ვიყიდე და დაჟე ისიც კი დავწერე, როგორ ამეხსნა სიყვარული! - ყველა გასუსულები ვუსმენდით მიშოს, რომელიც მთელი მონდომებით ყვებოდა, ყველა გარდა მისტერ სერიოზულობისა, რომელიც ტელეფონს ჩაჰკიკრიტებოდა. ამან შეტყობინებების წერაც იცის? ყოჩაღ! - ვსხედვართ ახლა კაფეში და ვსაუბრობთ. ის-ისაა უნდა ვუთხრა ჩემი გრძნობების შესახებ, რომ ვიღაც რაღაცას მასხამს სახეზე, შემდეგ კი ჯერ მარჯვენა ლოყაზე ვგრძნობ სიმწარეს, მერე კი მარცხენაზე. ვიღაც გოგო მადგას თავზე და მიყვირის: „ მე დამპატიჟე პაემანზე და ეხლა ამ გოგოსთან ერთად მოხვედიო?“ კიდევ ათასი საშინელება მითხრა და უკანასკნელ არაკაცად გამომიყვანა ტიპაჟმა! ეს ჩემი ნინუცაც ერთს მილაწუნებს და მტოვებს იმ კაპას გოგოსთან. ბოლოს ვაჩეს ვუყვები ამას და აღმოჩნდა, რომ ამ იდიოტსაც იმავე დღეს დაუნიშნავს პაემანი, იმავე კაფეში და იმ გოგოსაც მე ვეგონე ვაჩე!
-აუ მერე რა მოხდა? -ახარხარებული ვუყურებ დაღონებულ მიშოს და მოფხუკუნე ვაჩესკენ ვიხედები.
-რა მოხდა ჩემო კარგო და ცოტახანში ყველაზე მეტად ვინც მეზიზღებოდა , იმ ბიჭმა ამახია ჩემი ნინუცა, მე კი ლამის მთელი წელი დეპრესიაში ვიყავი. სიამაყის გამოც ვერ ვახერხებდი მასთან მისვლას და ყველაფრის ახსნას.
-საწყალო! - ლოყებს ვუწელავ საყვარლად ტუჩებგაბუშტულ ტყუპს და ვიცინი.
-კარგი, მოდი ისევ დავატრიალოთ! - ამ ჯერად ჩემზე ჩერდება ბოთლი და თვალებს ვატრიალებ, ბოლო რომ ვყოფილიყავი რამეს გავიხსენებდი, მაგრამ ახლა რა ვთქვა.
-ამ...რადგან მიშომ სკოლის წლები გაიხსენა მეც იგივეს ვიზამ. მათემათიკის მასწავლებელი გვყავდა ძაან კაპასი ვინმე, ხოდა ერთხელ უსამართლოდ მომცა შენიშვნა და კლასის საყაყანო გამხადა. იმ დღეს კი ბოლო გაკვეთილი სპორტი გვქონდა. მასწავლებელი არ არის და ჩვენც ჩვენს გემოზე დავდივართ. ოთახში რაღაც დაგვესხა, აღარ მახსოვს რა და გამოსაწმენდი ხდება იქაურობა. დამლაგებელს ვართმევ ტილოს და იატაკის საწმენდ ჯოხს, შემდეგ წყაროზე ჩავდივარ, ტილოს ვრეცღავ რაღაცა და უკვე კიბეებზე ავდივარ. ამ დროს კი უკან ჩემი მათემათიკის მასწავლებელი არ მომყვება? მეც როგორც კი ბოლო საფეხურზე ავდივარ, მომენტალურად ვბრუნდები უკან და ეს შენი, იატაკის საწმენდი ჯოხი პირდაპი თავში ხვდება მასწავლებელს. - ღიმილით ვამბობ ამ მომენტს, მაშინ მართლა ღირსი იყო ეგ კაცი! - მერე იყო, მშობლების დაბარება, ამბე, საქმე და მეც იმ არგუმენტით ვძვრები ამ საქმიდან, რომ შემთხვევით მომივიდა და უკან მომავალი მასწავლებელი არ დამინახავს. - ვფრუტუნებ ბოლოს.
-კაი ტოო. მასწავლებელს იატაკის საწმენდი რანაირად ჩაარტყი? - თვალებგაფართოებული მიყურებს ალბათ, ძალიან პატიოსანი ლუკა და იცინის. ტყუპები და ლანაც ხარხარებენ.
-აუ, იმენა ჯიგარი ხარ რა! -ზურგზე ხელებს მიტყაპუნებს ვაჩე. უეცრად ჩანგალი ვარდება და ასაღებად სწრაფავ ვიხრები და რაღაცას ვასკდები თავით, შუმლი მეჭმუხნება ტკივილისგან და თავის ზელვით ვსწორდები.
-ნორმალური ხარ? - ალექსის მოგუდული ხმა მესმის და მისკენ ვიყურები. მოიცა მე მაჯავრებს, თუ რატომ იზელს ჩემსავით თავს? ჯანდაბა, მე მას შევასკდი თავით?!
-მე რა შუაში ვარ? - წარბებს ვკრავ და გაკვირვებული ვუყურებ.
-ჩემს ჩანგალს მე თვითონ ავიღებდი როგორმე! - გამწარებული აკვესებს თვალებს, ჩანგალს იღებს და უხეშად აგდებს მაგიდაზე. -უტვინო გოგოვ! -ჩვენს კამათს ბავშვები უხმოდ უსმენენ მე კი თვალები მიწყლიანდება. არა, არ ვიტირებ! მის წინაშე ამას არ ვიზამ! მზერას ვარიდებ და ფანჯრიდან ვიყურები. მე ვნატრობდი, რომ მას თავით დავჯახებოდი? ბავშვების წინ უტვინო როგორ მიწოდა?!
-ამ...ნაყინები კიდევ შევუკვეთოთ? - უხერხულ სიჩუმეს არღვევს ლუკა და იღიმის, მაგრამ ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს ახლა ნაყინი.
ნახევარი საათი კიდევ ვრჩებით , მე ალექსისგან რამდენიმე წაკბენას ვიღებ, შემდეგ კი ვიშლებით და ყველანი ჩვენს გზაზე მივდივართ.
-დეე! - სახლში შესვლის თანავე ვყვირივარ, როგორც მჩვევია ხოლმე.
-მოხვედი დე?! - ელენე სამზარეულოდან გამოდის და ღიმილით მეგებება.
-მოვედი, მამა არ არის ?- მისაღებში შევდივარ და მდივანს ვეხეთქები.
-ხუთი საათია, ჯერ მამას რა უნდა აქ. -გიორგი არქიტექტორია და საკმაოდ წარმატებულიც, დედაჩემი კი პროფესიით დიზაინერი, მაგრამ ამ ჯერად ის მხოლოდ დიასახლისად მუშაობს.
-დღეს სათბურში საერთოდ არ ვყოფილვარ. - ჩემთვის ვამბობ და ტელეფონს ვიღებ, სასურველ ნომერს, რომ ვპოულობ ვრეკავ და ველოდები, როდის მიპასუხებს ეკაკო.
-ოჰ! თვით ლიზა ხარხიანი! - სარკასტულად ამბობს ის, მე კი თვალებს ვატრიალებ.
-რამე ახალი შეკვეთა მოგვცეს?
-არა, მაგრამ გუშინდელი შეკვეთის ფული არ ჩაურიცხავთ.
-როდის უნდა გადმოერიცხათ? -წარბებს ვკრავ.
-დღეს დილით, ალბათ გადაავიწყდათ - ეს ამბავი არ მომწონს, ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან საქმეს.
-დაუკავშირდი და მოაგვარე!
-ვცადე, მაგრამ არ პასუხობენ. - წარბებს მაღლა ვწკიპავ, მართალია დიდი შეკვეთა არ იყო და თურამედა, არ გადაიხადეს არ გავკოტრდები, მაგრამ ეს პრინციპის საკითხია და არავის ვაპატიებ ჩემს გადაგდებას. სულ რომ სახლში მივარდნა მომიწიოს ასეც მოვიქცევი!
-კარგი, ეკუ! კიდევ სცადე და თუ დილამდე ვერ დაუკავშირი, მათი მისამართი მომწერე.
-კარგი, დროებით! -ტელეფონს გვერდზე ვაგდებ და თვალებს ვხუჭავ. დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ, თუ არ ჩავთვლით ალექსანდრეს გამოჩენას და მის რეპლიკებს. ძალიან მომეწონა ტყუპები, ისიც გამიხარდა, რომ ლუკა იყო, ის ბიჭი, რომელიც ლანამ გაიცნო გერმანიაში. ოხ, ლანა ჯაფარიძე რა ბიჭი ჩაიგდო ხელში! ეჭვგარეშეა, რომ მათ ორივეს მოსწონთ ერთმანეთი.
-დე მე ოთახში ავალ და ვახშმობის დროს დამიძახე! - ვუბარებ ელენეს და ზლაზვნით ავდივარ კიბეებზე. ამ სახლში ყველაზე მეტად ეს ოთახი მამშვიდებს. ვერ ვიტყვი, რომ ცისფერზე ვგიჟდები, მაგრამ რატომღაც ავეჯიც ცისფერი ვაყიდინე. ამ ოთახში სხვა ფერს მხოლოდ მაშინ დაინახავდი თუ კარგად დააკვირდებოდი. საწოლზე პირაღმა ვწვები და ჭერს ვაკვირდები, უფრო სწორედ ჭერზე დაკიდებულ ვარსკვლავებს, რომლებიც ღამით ანათებს ხოლმე. ერთი სიამოვნება იყო, ამ ოთახში ყოფნა, როცა მზე ასპარეზს უთმობდა მთვარეს, ეს ყველაფერი რომ გავაკეთე რამდენიმე კვირა, მხოლოდ შუაღამით ვიძინებდი ჩემი ვარსკვლავების ცქერით გართული.
კომპიუტერის მაგიდასთან მივდივარ და ბზრიალა სკამზე ვჯდები, შემდეგ კი რვეულს ვიღებ და ჩემი ხელები დაუკითხავად იწყებენ წერას.
„რა ცოტა ყოფნის ამ გულს,
ერთი ჩახუტებით თბება,
ერთი ცივი მზერა აკრთობს,
ხოლო უარყოფით კვდება!“ - მეღიმება, მართლაც ხომ ასეა? ხო, ზუსტად ასეა! ჩემი სენტიმენტალურობა წამით მაოცებს, იშვიათად ვიყავი სიყვარულზე ფიქრით გართული. არ ვჩქარობდი მის მოძებნს, რადგან მიმაჩნია, რომ ასე თავისუფლებას დავკარგავ, ჩემთვის კი ეს უკანასკნელი ყველაფერია. ვერ ვსუნთქავ, როცა ვიღაც ზედმეტად მაკონტროლებს, ან ვიღაცისთვის გამუდმებით მიწევს ანგარიშის ჩაბარება. ნიკა ? არც კი ვიცი მას რატომ დავთანხმდი იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობისთვის სახელი დაერქმია, შებოჭილი ვიყავი მასთან, მაგრამ ამის შესაცვლელად არაფერს ვაკეთებდი.
„adjaranet.com”-ზე შევდივარ და უკვე მერამდენედ ვიწყებ „თინეიჯერი მგელის“ ხელახლა ყურებას ვერ გეტყვით. სიმართლე გითხრათ უმეტესად „Tr Hoechlin”-ის გამო ვუყურებ ამ ფილმს, იმდენად მომწონს ეს შავგრემანი, შავთვალება ბიჭი!
რამდენიმე სერიის ყურებას ვასწრებ, შემდეგ კი დედა მეძახის სავახშმოდ და მეც ქვემოთ ჩავდივარ. გიორგის ლოყაზე ვკოცნი და მის გვერდით ვსკუპდები.
-როგორ ხარ მა ?
-დაღლილი ლიზუ, დაღლილი! - ოხრავს და გემრიელად ჩეექცევა ხაჭაბურს, მეც მას ვბაძავ. როგორც კი ვახშამს ვამთავრებთ დედას ვეხმარები დალაგებაში, ცოტახანში კი საძინებელში ავდივარ. კარადიდან პისახოცსა და სხვა საჭირო ნივთებს ვიღებ და სააბაზანოში შევდივარ. ასე მგონია შხაპი მთელი დღის დაღლას მიხსნის და ნასიამოვნები გამოვდივარ იქიდან. გრძელ მაისურს ვიღებ, რომელსაც სპანჯბობი ახატია და სარკის წინ ვდგები. ჩემი მწვანე თვალები ჩაწითლებული მქონდა წყლის გამო, შევეცადე თმა ხელით დამევარცხნა, რომელიც საკმაოდ აბურდული იყო. დაბანის შემდეგ ყოველთვის ასეა, ჩემი თმა ისეთი ხუჭუჭა ხდება, რომ ვერც ერთი სავარცხელი ვერ დავარცხნის. მართალია ლამაზად დგება ხოლმე, მაგრამ მეორე დღეს მესამე მსოფლიო ომი მაქვს მასთან გამართული, რომ ოდნავ მაინც დავვარცხნო.
******
დილით ლანას ნაცვლად მისი გერმანიიდან ჩამოტანილი, ანგელოზის სხეულში მყოფი სატანა ანუ მაღვიძარა მიფრთხობს ძილს. თვალებს ვიფშვნეტ, ერთი გემრიელად ვიზმორები საწოლში და ნელა ვდგები. აბაზანაში ხელ-პირს ვიბან, შემდეგ თხელ, ყვავილებიან სარაფანს ვიცმევ, თმას კი შეძლებისდაგვარად ვისწორებ.
ქვემოთ ჩასულს მამა სამსახურში წასული მხვდება, დედა კი სამზარეულოში მოფუსფუსე. ამ უკანასკნელს სიმღერა ჩაურთავს და ცეკვა-ცეკვით ალაგებს იქაურობას, ნანახისგან კი თვალები მიფართოვდება.
-დე, კარგად ხარ ? -თვალებმოჭუტული ვუყურებ მას.
-გაიღვიძე დე? - ჩემს კითხვას აიგნორებს და ლოყაზე მკოცნის. - აი ბლინები შეგიწვი და მიირთვი! -მაგიდაზე თეფშით ბლინებს მიდებს და მეც მაღალ სკამზე ვჯდები.
-ლიზუ დღეს არ დააგვიანო გაიგე ?
-რატომ ? - პირგამოტენილი ვეუბნები და წყალს ვსვამ.
-მამაშენის ახალი თანამშრომელი და მისი ოჯახი მოდის სტუმრად! - ოუჰ, თუ ასეა რასაკვირველია არ დავიგვიანებ და სულ ფრენა ფრენით მოვალ.
-რატომ ? -ისევ იგივე კითხვას ვსვამ.
-გიორგის და ჯაბას, მის ახალ თანამშრომელს, ერთად მოუწევთ ექსვი თვე რომელიღაც პროექტზე მუშაობა და უკეთ გასაცნობად გვეწვევიან. - სადაა აქ ლოგიკა? რა გამოდის, რომ ვისთანაც მამას მოუწევს მუშაობა, ის ადამიანი მთელი მისი ოჯახობით უნდა გავიცნოთ?
- მარტო ის ჯაბა და მისი ცოლი იქნებიან ?
-არა, მათი ვაჟიშვილიც იქნება! - მშვენიერია, კიდევ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ საღამოს არ უნდა მოვიდე.
-კარგი დე, მე წავედი -სწრაფად ვდგები ფეხზე. -ჯერ ლანას ვნახავ შემდეგ კი სათბურში შევივლი.
-კარგი დე დროებით! - ჩემს ზურგჩანთას ვიღებ და სახლიდან გამოვდივარ. ტაქსის ვაჩერებ და ბიძიას სახლის მისამართს ვკარნახობ. ოც წუთში უკვე ადგილზე ვარ, მძღოლს ფულს ვუწვდი და მანქანიდან ჩამოვდივარ.
-მოდი ძვირფასო, შემოდი. - კარში ლალი ბიცოლა მეგებება ჩვეული ღიმილით და მკოცნის.
-ლანას სძინავს?
-კი ზემოთაა, ადი და გააღვიძე - ოპა! ეშმაკურად მეღიმება და მისი გაღვიძების რამდენიმე იდეა მივლის თავში. ზევით ასვლამზე სამზარეულოში შევდივარ და ორი ქვაბის თავსახურით გამოვდივარ იქიდან. ფეხაკრეფით შევდივარ ოთახში და ნელა ვუახლოვდები საწოლს, მერე კი ძალიან სწრაფად ვხტები ზედ და ქვაბის თავსახურებს ერთმანეთს ვურახუნებ.
-ომი დაიწყო! განგაშია, განგაში! - მთელ ხმაზე ვღრიალებ და ლანაც ყვირილით ხტება მაღლა, ამას კი ისე სწრაფად აკეთებს, რომ საბანში ფეხი ეხლართება და პირდაპირ იატაკზე ახდენს ზღართანს, ჩემი ხარხარი კი თუ ამ ქუჩაში ვინმეს ეძინა დარწმუნებული ვარ ყველას აღვიძებს. საწოლში ვიკეცები და ვცდილობ სიცილისგან ჰაერის უკმარისობა ჩავიხშო. უცებ რაღაც მძიმე მხვდება თავში და მეც წამიერად ვჩერდები. წარბაწეული ვაკვირდები ბალიშით შეიარაღებულ ლანა ჯაფარიძეს, ორ წუთში კი ბალიშებით ომი იწყება.
სიცილ-ხარხარით ჩამოვდივართ კიბეებზე, თან თმიდან დარჩენილ ბუმბულს ვიშორებთ. უკვე მუცლის კუნთები მტკივა და ღრმად ვსუნთქავ დასამშვიდებლად.
-მომნატრებია ეს ყველაფერი. - ღიმილით ამბობს ლანა და მეც მეცინება.
-ხო ლანუკა მეც ძალიან მომენატრა და სწორედ ამიტომ ავიღე ჰაერში დღეს შენი ოთახი! -ხარხარით ვპასუხობ და სამზარეულოში გავდივართ წყლის დასალევად.
ლანასთან რამდენიმე საათი ვრჩები და ამ დროის განმავლობაში ყველაფერზე ვსაუბრობთ, მათ შორის ლუკაზეც, მაგრამ ის ისევ არ აღიარებს ჩემთან სიმართლეს. ლანადან გამოსული კი სათბურში მივდივარ, სადაც ეკა და ბაჩო მხვდება.
-სალამი! - ორივეს ვეხვევი და ხელთათმანებს ვირგებ.
-სალამი ლიზაზუ! - ისინიც მესალმებიან.
-ეკა გუშინ დარეკე იმ კლიენტთან?
-კი დავრეკე, დავრეკე! რაღაც პრობლემა შექმნიათ და დამპირდნენ, რომ ხვალ გადმორიცხავდნენ თანხას.
-კარგია. მოდი ახლა ეს ყვავილები გადავრგოთ ქოთნებში! - იქ საღამომდე ვრჩები და საერთოდ არ ვჩქარობ სახლში მისვლას, მაგრამ დედაჩემი მირეკავს და ვხვდები, რომ მაინც მომიწევს ვახშამზე დასწრება.
-გისმენ დე! - მობეზრებულად ვპასუხობ და თვალებს ვატრიალებ.
-ლიზა რას გავს შენი საქციელი ? ხომ თქვი არ დავიგვიანებო ? -საყვედურ ნარევი ტონით ჩამძახის ტელეფონში.
-სათბურში საქმე გამომიჩნდა დე.
-იცოდე ახლავე მოდი სახლში, სირცხვილია!
-მაგრამ დე...
-არავითარი მაგრამ ლიზა ხარხიანო! -მაწყვეტინებს კატეგორიული ხმით და ტელეფონს თიშავს. სხვა რა გზა მაქვს? სახლისკენ ვიღებ გეზს და ყველაზე მოსაწყენი ვახშამისთვის სულიერად ვემზადები.


მეგობრემო ესეც მესამე თავი! გამიხარდება თუ მოგეწონებათ. თითოეული მკითხველი და მათი შეფასებები ძალიან ძვირფასია ჩემთვის. აი ღამით ვწვები და ჩაძინებამდე დებილივით ვიღიმი თქვენი კომენტარები, რომ მახსენდება
მიყვარხართ ყველა!

პ.ს ლექსი ჩემია :დ



№1 სტუმარი სტუმარი ანა

საინტერესო ისტორიაა.. ველოდები გაგრძელებას..

 


№2  offline მოდერი ბელუ შეროზია

უცნაური მე
კარგი თავი იყო, სულ გაღიმებულმა ჩავიკითხე მეც. ძალიან პუნქტუალური ხარ, მინიმალური შეცდომა გაქვს და სასიამოვნოდ იკითხება, მოცულობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. სახალისო და პოზიტივით სავსე ისტორიაა. ველოდები გაგრძელებას.


უცნაურო heart_eyes ისევ სასწაულად გამახარე!
მიხარია, რომ გაგაღიმე და მომავალში ვეცდები ძალიან, რომ გაგაცინო კიდევაც! kissing_heart თქვენ ხართ ჩემი პოზიტივი! kissing_closed_eyes

სტუმარი ანა
საინტერესო ისტორიაა.. ველოდები გაგრძელებას..


მადლობა. კპირდები დიდხან არ გალოდინებ! <3

 


№3  offline წევრი Nini_

კარგია კარგია კარგიააა!!!! გელოდები ახალი თავიით♥️

 


№4  offline მოდერი ბელუ შეროზია

meocnebe avadmyopi
ძალიან კარგია
ლამისაა შემიყვარდეს ეს ისტორია
თინეიჯერი მგელი რომ ახსენე მანდ უმიზეზოდ მეღიმებოდა
და კიდე ხო მგონი ბიჭის გვარი შეგეშალა რადგან ამას მწვანე თვალები აქვს
რაც შეეხება ისტორიას დახვეწილი და ცოტა შეცდომებითაა
სასიამოვნო წასაკითხი და მხიარული kissing_heart kissing_heart



დაძილიან მიხარია ჩემი კარგო, თუ ასე მოგწონს kissing_heart
გვარი შემეშალა?
უი გვარი არა, მაგრამ თვალის ფერი კი ნამდვილად შემშლია :დ არადა რატომღაც შავთვალებად მახსოვდა :)

Nini_
კარგია კარგია კარგიააა!!!! გელოდები ახალი თავიით♥️


მადლობა, მადლობა და მადლობა! heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიკო

ლექსიც კარგია და თავიც ვიწინასწარმეტყველებ რაც მოცდება ის ვაჟიშვილი ალექსი იქნება ხო ასეა?? ძალიან მახარებს შენი დამოკიდებულება ჩვენდამი ძალიან კარგი ადამიანი ხარ ბელუ შეიძლება გავიგო რამდენი წლის ხარ?

 


№6  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი მარიკო
ლექსიც კარგია და თავიც ვიწინასწარმეტყველებ რაც მოცდება ის ვაჟიშვილი ალექსი იქნება ხო ასეა?? ძალიან მახარებს შენი დამოკიდებულება ჩვენდამი ძალიან კარგი ადამიანი ხარ ბელუ შეიძლება გავიგო რამდენი წლის ხარ?


არ ვიცი, ვერ გეტყვი ალექსი იქნება თუ არა. :დ
რას ამბობ, განა მე რას ვაკეთებ ? პირიქით თქვენ ხართ ძალიან კარგები!
ჩემს ასაკს კი რაც შეეხება, იმაზე პატარა ვარ ვიდრე წარმოგიდგენიათ :დდ
სულ რაღაც 14 "ზამთრის" ვარ. joy
უღრმესი მადლობა ჩემo კარგო ასეთი თბილი კომენტარისთვის! kissing_heart
უზომოდ გამახარე!

 


№7  offline მოდერი ბელუ შეროზია

ჰაიკო
კარგია, გრამატიკა და სასვენი ნიშნები გამოგისწორებია, თავის მოცულობაც გაგიზრდია, კარგია რომ ითვალისწინებ მკითხველების კრიტიკას და შენიშვნებს. კარგი ისტორიაა. წარმატებები.


ჰაიკო! heart_eyes დიდი მადლობა! სიმართლე გითხრა არ მეგონა ისევ თუ წაიკითხავდი. შენ ხომ სხვა ჟანრი გიყვარს?
კი ყველანაირად ვეცადე გამომესწორებინა და მიხარია ეს თუ მოვახერხე.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა!

 


№8  offline მოდერი ბელუ შეროზია

ჰაიკო
ბელუ შეროზია
ჰაიკო
კარგია, გრამატიკა და სასვენი ნიშნები გამოგისწორებია, თავის მოცულობაც გაგიზრდია, კარგია რომ ითვალისწინებ მკითხველების კრიტიკას და შენიშვნებს. კარგი ისტორიაა. წარმატებები.


ჰაიკო! heart_eyes დიდი მადლობა! სიმართლე გითხრა არ მეგონა ისევ თუ წაიკითხავდი. შენ ხომ სხვა ჟანრი გიყვარს?
კი ყველანაირად ვეცადე გამომესწორებინა და მიხარია ეს თუ მოვახერხე.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა!


ჟანრი რა შუაშია, რაც მომწონს იმას ვკითხულობ საერთოდ, ჟანრს არ აქვს მნიშვნელობა. ეცადე ხარისხი არ დააგდო.


უმ ხო რა ვიცი რა შუაშია :დდ ვეცდები ყველანაირად არ გავაფუჭო <3

 


№9  offline წევრი Nini_

დღეს ხომ დადებ?

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიკო

მინდა გითხრა რომ ბევრ მოთხრობას ასეთ კარგ მოთხრობას არ აქვს ესეთი ბევრი კომენტარები იმსახურებ და იმიტომ გაფასებთ

 


№11  offline მოდერი ბელუ შეროზია

Nini_
დღეს ხომ დადებ?


უკვე ავტვირთე smile ალბათ, რომელიმე ადმინი ნახავს მალე.

სტუმარი მარიკო
მინდა გითხრა რომ ბევრ მოთხრობას ასეთ კარგ მოთხრობას არ აქვს ესეთი ბევრი კომენტარები იმსახურებ და იმიტომ გაფასებთ


ჩემო კარგო heart_eyes
მეც ძალიან გაფასებთ თითოეულ თქვენგანს!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent