ასი წლის შემდეგ (სრულად)
ადამიანს, რომ ჰგონია,რომ ბედნიერება სამუდამოდ გაგრძელდება, სწორედ მაშინ ხდება ცხოვრებაში ის, რასაც მთელი ცხოვრება ვერ შეცვლი ... 15 წლის იყო, ყველა იცნობდა ბიჭს, რომელიც იყო მხიარული, ცელქი, მოუსვენარი,პატიოსანი და რაც მთავარია ჯელტმენი. მაგრამ..რა მოხდა?სად გაქრა ეს სიხარული,ბედნიერება და სილაღე? ბევრს რომ ჰკითხო არაფერი მოხდა, მაგრამ მისთვის ყველაფერი..იმ ერთ დღეში მოხდა ის, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა მის ცხოვრებაზე. ჯერ გავიცნოთ ის ბიჭი,ვინც ამდენი ტანჯვის მიუხედავად არ დანებდა და ცხოვრება გააგრძელა, გააგრძელა,მაგრამ არ ასვენებდა კითხვები: რატომ?რა მოხდა?რისთვის? ალექსიძე მაქსი, ქერა თმები, მუქი ლურჯი თვალები,იმდენად ლურჯი,რომ ზოგჯერ შავში გადადიოდა, მაღალი,მეტად სიმატიური იყო. თაყვანისმცემლები არ აკლდა,მაგრამ თავში არ ჰქონდა ავრდნილი ამის გამო. ... რა მოხდა იმ დღეს, როცა მისი ცხოვრება თავდაყირა დატრიალდა? ის ჯერ კიდევ პატარა იყო,15 წლის,ბიჭი,რომელმაც ისიც კი არ იცოდა თავი,როგორ ერჩინა მარტოს..მისი მშობლები ერთი გამაყრუებელი ხმის შემდეგ უსულოდ იწვნენ,ასფალტზე..ამას კი საკუთარი თვალებით უყურებდა,ხედავდა,როგორ იცლებოდნენ სისხლისგან, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა..ყურში მხოლოდ მამამისის სიტყვები ესმიდა -თავს გაუფრთხილდი შვილო,ნუ გეშინია,მარტო არასდროს იქნები,ჯელტმენი იყავი და იცოდე გოგოს პატივისცემა -ეს იყო სიტყვები, რომელიც მთელი ცხოვრება ჩაებეჭდა ტვინში. მას საუკეთესო მეგობარი ჰყავდა, ნიკა,ისიც ქერა იყო,მასთან ისე ახლოს იყო,რომ თითქმის ყოველთვის ერთად იძინებდნენ და იღვიძებდნენ. სულ ერთად იზრდებოდნენ..ნიკა 15 წლის იყო მაქსის თანატოლი, 13 წლის და ჰყავდა,რომელსაც მაქსი საკუთარ დად თვლიდა..იმ დღის შემდეგ მაქსი, ნიკას ოჯახმა მიიყვანა და თავისთან ზრდიდნენ..ისე ექცეოდნენ,როგორც საკუთარ შვილს. ... ბავშვები გაიზარდნენ სამივე უნივერსიტეტში წავიდნენ სასწავლებლად..ჯერ ბიჭები, მერე ნინიაც(ნიკას და)..ისე იცავდნენ ნინიას, ბიჭები ახლოს ვერ ეკარებოდნენ ნიკას და მაქსის შიშით..პატარა 3 ოთახიანი ბინა იყიდეს და კვლავ ერთად გააგრძელეს ცხოვრება..ყოველ დღე მიდიოდნენ უნი-ში იქიდან ერთად ბრუნდებოდნენ სახლში, დრო თუ დარჩებიდათ გასართობად მიდიოდნენ, თუმცა იქაც ნინიას დაცვას აგრძელებდნენ,არ აძლევდნენ უფლებას,რომ სულ თავის ჭკუაზე ყოფილიყო და ბოლოს ცხვირში ამოერტყა ხელი. მიეჩვიენ ახალ გარემოს და ახალ მეგობრებს. ერთ დღეს მაქსიმ უნიში დაიგვიანა,კარები ფრთხილად შეაღო,ლექტორს ბოდიში მოუხადა,თავისი ადგილისკენ წავიდა მაგრამ იქ სხვა იჯდა, მწვანეთვალება გოგო იყო,წითური,ხვეული თმები ჰქონდა,მის უკან ადგილი თავისუფალი იყო,ამიტომ უპრობლემოდ წავიდა და მის უკან დაიკავა ადგილი,ცოტა ხანში წინ მჯდომ წითურისკენ გადაიხარა და გადაუჩურჩულა -სხვა დროისთვის იცოდე შენი ადგილი -ოდნავ გაუღიმა და თვალი ჩაუკრა,არ ეცნობოდა ეს გოგო,ისედაც დიდად არ უყვარდა ხალხზე დაკვირვება,არც ეს გოგო ჰყავდა შემჩნეული აქამდე -გავითვალისწინებ, თუ თავად ისწავლი შენს ადგილს -მან უკან მდგარ სკამზე ანიშნა,რომ დაბრუნებოდა თავის ადგილს..ისიც დაუბრუნდა თავის ადგილს და ისევ ჩაესვენა სკამში..დღემ კარგად ჩაიარა,სახლში რომ მივიდნენ იმეცადინეს და სამივე ერთად სასეირნოდ სკვერში გავიდნენ..ერთ გრძელ სკამზე დასხდნენ და ლაპარაკობდნენ -აბა როგორ ჩაიარა დღემ? -ნინიამ კითხა ბიჭებს,მაგრამ მაქსი ისე იყო ჩაფიქრებული,აშკარად ვერაფერი გაიგო რა კითხა? -ჰეიი,მაქსს სად დაფრინავ?(ნინია) -ჰაა..რაა?ვერ გავიგე -სად დაფრინავ თქო? -ჩვენი რომეო,ვიღაც წითურთან დაფრინავს ფიქრებით -თქვა ნიკამ და გადაიხარხარა, ისინი ერთად იყვნენ,როცა წითურმა ადგილი წაართვა მაქსს და არც ის გამოჰპარვია მხედველობიდან როგორ უჟუჟუნებდა თვალებს წითური -რაო?რაო?რამეს მიმალავთ ბიჭებო? -რა წითურთან შენ ხო კარგად ხარ? -აბა ის თვალის ჩაკვრები რა იყო? თან როგორ გიყურებდა ვერ დაინახე? -მიყუროს მერე კი არ ვუშლი..თან პირვლად ვხედავ და თქვენ კედევ მთელი სცენარი დამიდგით აქ -ჰეიი, შენ ერთი ნახვით შეყვარების არ გჯერა ბრატ? -თვალები აუციმციმდა ნინიას -გოგო შენ ჭკვიანად იყავი თორემ, განახებ როგორ უნდა ერთი ნახვით შეყვარება -კარგი ჩუმად ვარ -ენა გამოუყო ნინიამ მაქსს ..სახლში გვიან დაბრუნდნენ დილით ფეხზე ძლივს ადგნენ,ორივე ვაჟბატონს ეზარებოდა წასვლა,მაგრამ ნინიას ერთი დაყვირება აღმოჩნდა საკმარისი,რომ ორივე ფეხზე წამოეყარნენ და უნისკენ დაიძრნენ. ის წითური კვლავ იმ ადგილზე იჯდა და წიგნებში რაღაცას კითხულობდა,როცა მაქსის ხმა გაიგო -ხომ გითხარი შენი ადგილი იცოდე თქო ლამაზო? -გოგო შეშინებული მიუბრუნდა,ოდნავ დახრილ მაქსს,რომელსაც ტუჩები ჯერ კიდევ მის ყურთან ჰქონდა მიტანილი -მეც ხომ გითხარით,თქვენი ადგილზე დარჩით თქო? მე პირადად აქაც მშვენივრად ვგრძნობ თავს და კიდევ მე სახელი მაქვს საყვარელო -ცოტაც და მაქსი აფეთქდებოდა ამ გოგოს წინ, მაგრამ მამამისის სიტყვებმა არ მისცა ამის უფლება"გოგოს პატივისცემა იცოდე"..ამასობაში ნიკაც გამოჩნდა,ეშმაკუნა თვალებით აკვირდებოდა წითურს და მაქსს და უცინოდა..მერე მათკენ დაიძრა და მაქსმა გააზრებაც ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა ნიკა მის გვერდით -ხელი ხომ არ შეგიშალეთ ჩიტებო?ხომ მართლა მე ნიკა ვარ, ეს მაქსია -მე ელენე ვარ -სასიამოვნოა შენი გაცნობა,ე-ლე მისი სახელი დამარცვლა და ისე თქვა -ჩემთვისაც -ხელს ხომ არ გიშლით შემთხვევით -ჩაეჭრა საუბარში მაქსი,რომელიც თვალებს უბრიალებდა ნიკას -არა როგორ გეკადრებათ -გუღიმა ნიკამ,თვალი ჩაუკრა და თავისი ადგილი დაიკავა. ლექციებმა კარგად ჩაიარა. ლექციების ბოლოს ნიკა მივიდა ელესთან -ჰეიი,ლამაზო არ გინდა დღეს სადმე წავიდეთ? მე,შენ,მაქსი და ნინია, ხო მართლა ნინია ჩემი დაა -რატომაც არა -მორცხვად შეხედა გოგომ ნიკას და ნაზად გაუღიმა -მაშინ შეხვედრამდე -ამასობაში მაქსიც გამოჩნდა და ეს ბოლო წინადადება რომ მოისმინა გაკვირვებულმა ჰკითხა ნიკას -რა შეხვედრამდე ბიჭო, ახლა რაღა მოიგონე -რა იყო ჩვენ ოთხი წავიდეთ კაი ხანია არსად ვყოფილვართ ეს რომ ნინიას უთხრეს სიხარულით ცაში დაფრინავდა -ვაა სარძლო უნდა გამაცნოთ -უცბად წამოსცდა ნინიას -რა სარძლო გოგო?ნორმალური ხარ? -დაუღრინა მაქსმა -კაი რა იყო ვიხუმრე -მაგ საკითხე არ მეხუმრება .. ნინიამ გრძელი კრემისფერი კაბა ჩაიცვა,ბეჭები ამოღებული ჰქონდა,მსუბუქი მაკიაჟიც და მზადაა..ელენემ წითელი მოკლე კაბა ჩაიცვა და მანაც მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა..ორივე ფერიებს ჰგავდნენ..ბიჭებს პირი დარჩათ ღია გოგოების დანახვაზე. -აბა წავედით? -წავედით კარგად გაერთნენ,გოგოებს ეცეკვებოდნენ და ცოტას სვავდნენ..ნინიამ კარგად გაუგო ელეს..დაახლოვდნენ და აიი უკვე თითქმის ყოველ დღე ერთად იყვენენ, ამიტომ ბიჭებს ხშირად უწევდათ ელეს ნახვა -რაა?აუუ რა მაგარია ეე -სახლში დაბრუნებულ მაქსსმა გოგოების საუბარს მოჰკრა ყური -ხოო გოგო,მაგრამ იმას,მგონი სხვა უყვარს -საიდან მოიტანე გოგო?ნუ მაგიჟებ -გადაიხარხარა ნინიამ -რავიი- საყვარლად დაიწყო ბუზღუნი ელემ -ოხ,,ელე,ელე,რას აღარ იტყვი ხოლმე -აბა ვის ვჭორავთო გოგოები? -ოთახში მაქსი შევიდა და წამიერმა სიჩუმემ დაისადგურა ოთახში -არავის საიდან მოიტანე ეგ -საიდან და იქიდან..აშკარად ვიღაცაზე ლაპარაკობდით -ეგ შენ არ გეხება ასე,რომ შეგიძლია მოდუნდე და გაგვეცალო აქედან -როგორც მიბრძანებთ-მაქსი ოთახიდან გავიდა და გოგოებმაც გააგრძელეს საუბარი.. მალე ნიკაც მივიდა სახლში, ელენე,რომ დაინახა გაუხარდა მაგრამ ელენე უკვე წასვლას აპირებდა -რა იყო ჩემი მოსვლა გეწყინა? -არა უკვე წასვლას ვაპირებდი -შენ ადი მაღლა მაქსიკო გიხმობს-გადაიხარხარა ნინიამ -იჰიი,გადავბჟირდი-გააჯავრა ნიკამ -შენი არ ვიცი მაგრამ მე კარგად გამეცინა ელენე წავიდა და ნიკა, მაქსის ოთახში შევიდა -აბა რაო?რა მინდაო,ჩემმა რომეომ? -ვაიმე,ნუ მასხარაობ რაა, ისედაც ვერ ვარ კარგად -რატო რა მჭირსო?გამექცა ჯულიეტაო?-სიცილს არ წყვეტდა ნიკა -თუ დასერიოზულდები და დამაცდი მოყოლას გეტყვი -გისმენ -დღეს უნიდან, რომ ვბრუნდებოდი,ავტობუსში ერთი კაცი ამოვიდა, ძალიან მეცნო მისი თვალები,ზუსტად ვიცი ის იყო..მისი თვალები არ ამომდის გონებიდან ან, როგორ შეიძლება დაივიწყო,როცა ყოველ ღამე მაგის თვალები მელანდება და მამაჩემის ხმა ჩამესმის ყურში? -დამშვიდდი მაქს, რა დარწმუნებული ხარ,რომ ეგ ის იყო -მას ისევ ისეთი გამოხედვა აქვს,ისევ ისეთი ზიზღით და აგრესიით იყურებოდა -მაქსს ხელებზე ვენები დაებერა,საფეთქლების და გულის ცემის ხმა ნიკას ესმოდა -ახლა რას აპირებ მაქს? -მისი თითოეული ნაბიჯი უნდა ვაზღვევინო,ჩემი თითოეული, თეთრად გათენებული ღამეები და ჩემი მშობლებისადმი ასე სასტიკად მოქცევა -ჯერ,დაფიქრდი და ისე იმოქმედე კარგი?თუ დახმარება გინდა მე შენს გვერდით ვარ -ისევე როგორც ბავშვობაში?-მაქსს გაეღიმა და თვალები აემღვრა -ჰოო მაქსს,ისევე,როგორც ბავშვობაში -როგორ მენატრება ეგ დრო -მეც ძალიან მენატრება მაქს -რადაც არ უნდა დამიჯდეს თავის საქციელს ვანანებ იმ ბედოვლათს -შენ მკვლელი ვერ გახდები მაქს,შენში არაა ასეთი საქცელი -და ვინ თქვა,რომ მკვლელი უნდა გავხდე? ისეთი გზებით მოვუღებ ბოლოს,ერთი კაციც კი არ იქნება მოკლული -უკვე მაშინებ, მაქს რას აპირებ? -დამშვიდდი,ყველაფერი გამომივა -ნინიას არ ვუთხრათ? -არ მინდა ინერვიულოს,ის ხომ ამდენი ხნის შემდეგ დაბრუნდა..მაგას ჰგონია შერჩება 4 წლის წინ მომხდარი? -მე შენს გვერდით ვარ ეს იცოდე და არ დაგავიწყდეს -ვიცი ნიკ ,შენ ბავშვობიდან ჩემთან ხარ მეორე დღეს მაქსი სკოლაში არ წასულა..წინა ღამეს ბევრი დალია და დილით თავი უსკდებოდა ელენე?ელენე სიცარიელეს გრძნობდა,თითქოს რაღაც აკლდა..მის უკან მდგარ სკამს თვალს არ აშორებდა და გიჟივით ეღიმებოდა,როცა თავისი და მაქსის გაცნობის დღე გაიხსენა..დიდხანს უყურებდა სკამს, მერე უცბად ვიღაცის შეხებამ გამოაფხიზლა -რა იყო ასე მოგენატრა,რომ მის სკამს თვალს ვეღარ წყვეტ? (ნინია) -მეე..ისაა..არა საიდან ეგეთი სულელური აზრები? -აღიარე,რომ მოგენატრა -ჰოო შეიძლება,ცოტათი -რაო ვის ვინ მოენატრაო? უკნიდან ნიკას ხმა ბუნდოვნად მოესმათ -შენ რა ჩვენს ლაპარაკს ისმენდი? -თუ არ გინდათ მაქსმა ყველაფერი გაიგოს, ყველაფერს მომიყვებით -ჭინკები აუთამაშდა თვალებში ნიკას -კარგი დღეს 8 საათზე ჩვენს ადგილზე მივიდეთ 4-ვე და იქ მოგიყვებით ყველაფერს -მაქსიც თუ იქ იყო,როგორ მომიყვებით? -მაგას ელენიკო მიხედავს -აბა დროებით ჯულიეტა -თავის ნათქვამზე ნიკას თვითონვე გაეცინა,რაზეც ელენეს მკაცრი მზერა მიიღო სანაცვლოდ 8 საათზე ოთხივე,პატარა სკვერში იჯდნენ..პატარა მაგიდა იყო და იმას შემოუსხდნენ -არ გინდათ სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ? (ნინია) -აუუ კიი გვინდა..ჰო გინდათ ბიჭებო? -ინტერესით მიაჩერდა ბიჭებს ელენე -გვინდა თამაში დაიწყეს ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ ელენე და მაქსი არ შეხვდნენ ერთმანეთს -აბა ელენიკო სთუმ? -სიმართლე -რამდენი ლოვე გყოლია?და ეხლა თუ გყავს ვინმე? -თითქოს ელოდებოდა ელენე მის ასეთ კითხვას და გაუხარდა -ჯერ ერთი ეგ ორი კითხვაა..მაგრამ..ერთი მყავდა -ცოტა სევდიანად თქვა და მერე გააგრძელა -ეხლა არც ერთი მყავს მერე ნიკა და მაქსი შეხვდნენ ერთმანეთს -აბა მაქს სთუმ? -მოქმედება -ჰოდა, ადექი ახლა და ელესთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნე -შენ ვინც არ გიცნობსს მაქსი და ელენე სასეირნოდ გავიდნენ, ამასობაში ნინიამ ყველაფერი მოუყვა ნიკას და ნიკაც შეჰპირდა,რომ დაეხმარებოდა დაახლოებში..ელენე და მაქსი ჩუმად სეირნობდნენ, სიჩუმე მაქსმა დაარღვია -რატომ მოიწყინე შეყვარებულზე რომ გკითხე? -არ მომიწყენია ალბათ მოგეჩვენა -ელენე ზუსტად ვიცი,როგორ ამბობს მოწყენილი ადამიანი სათქმელს -შენ ამდენი საიდან იცი? და ისევ წუთიერი სიჩუმე ჩამივარდა მათ შორის -არამგონია დაგაინტერესდეს ჩემი ამბავი -როგორ არა, შენზე მარტო ის ვიცი,რომ ცხოვრობ თბილისში,ხარ 19 წლის და ნინიას და ნიკას ძმა,სხვა რამეები მომიყევი -მე მათი ნამდვილი ძმა,რომ არ ვარ ეს იცი? -ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს დიდი მორი გადაყლაპაო -მოიცა..აანნნუ...შენნ-ენა დაება ელენეს -ჰოო ზუსტად ეგრეა, მაგრამ მათ და მის ოჯახს ისე ვუყვარვარ როგორც საკუთარი შვილი-ელემ შეატყო,როგორ აემღვრა თვალები მაქსს,მისი თავი თავის ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა -შენ ძლიერი ბიჭი ხარ..ყველაფერი კარგად იქნება -4 წლის წინ მეც ზუსტად მაგის მჯეროდა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,ახლა კი დროა ცხოვრებას თვალი გავუსწორო და სიმართლეს ჩავხედო თვალებში ელენეს ძალიან აინტერესებდა რა მოხდა 4 წლის წინ მაქსის ცხოვრებაში,ამას ნებისმიერ წამს გაიგებდა ნინიასგან,მაგრამ ეს მისგან უნდა გაეგო,პირადად ალექსიძე მაქსისგან.. სასწავლებელის ბოლო დღე იყო და ბავშვებმა დასასვენებლად გადაწყვიტეს წასვლა,ბევრი ფიქრის შემდეგ ბათუმში დასვენება გადაწყვიტეს,ბევრი თხოვნის შემდეგ ელენეც დაითანხმეს ბათუმში წასვლაზე..ასე აღმოჩნდნენ ოთხივე ერთად ერთ ლამაზ სახლში..გოგოები ერთ ოთახში შევიდნენ,ბიჭები ერთ ოთახში..საღამოს პლიაჟზე გავიდნენ..სამივემ კარგად იცოდა ცურვა, ელენე კი წყლისგან თავს შორს იჭედა..ბევრჯერ სცადა მაქსმა წყალში შეყვანა,რასაც მისი ისტერიკები მოჰყვა..ბოლოს მაქსი მას გვერდი მიუჯდა -შენ სულ ასეთი მშიშარა ხარ თუ ახლა თავს გვაჩვენებ? -სულ არა..იყო დრო როცა არ მეშინოდა არაფრის,ახლა კი ზღვის დანახვაზეც ცუდად ვხდები -მაქსს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვინ დააცადა.. ნიკამ დაუძახა ჩამოდი შემეჯიბრეო. დღის ბოლოს ბავშვები ბარში შევიდნენ, საკმაოდ დალიეს, სახლში,რომ მივიდნენ ყველა თავის საძინებლისკენ გაეშურა.. ელენეს ძილი არ ეკარებოდა,მთელი ღამე თვალწინ ედგა მისი სახე..ვისი სახე? თავის საუკეთესო მეგობარი ბიჭის, რომელიც დიდი ხნის წინ გაქრა და იმის მერე აღარც გამოჩენილა..ან როგორ გამოჩნდებოდა? როგორ ამოვიდოდა ადამიანი მიწიდან რამდენიმე ფუტის სიღრმიდან?ღამე ვერ ისვენებდა ერთ ადგილზე,ამიტომ დაბლა წყლის დასალევად ჩავიდა და ტყავის დივანზე ჩამოჯდა,მის სურათს უყურებდა და ცრემლებს ძლივს იკავებდა როცა მაქსის ხმა გაიგო -ეგ ისაა? -ისაა -მთელი გრძნობა და ემოცია ჩააქსოვა ამ ერთ პატარა სიტყვაში, მაქსმა მისი თავი თავის ხელებში მოიქცია მისკენ დაიხარა და ჩასჩურჩულა -იცი?ამ დროს ცრემლების შეკავებას არ გირჩევ..ჯობია იტირო,დაიცალო,ვიდრე მთელი ცხოვრება გტანჯავდეს შიგნიდან რაღაც -მადლობა რჩევისთვის -უთხრა ელემ და ცალი ხელით ცრემლი მოიწმინდა -რომ ტირი მერეც ლამაზი ხარ ეეე ამაზე ორივეს გაეცინათ -თან როგორ გიხდება ღიმილი -მადლობა ყველაფრისთვის -ჩემი იმედი გქონდეს ყოველთვის -შენზე არ მომიყვები რა მოხდა? ისევ სიჩუმე..მაგრამ მაინც დაიწყო,იცოდა,რომ მაინც მოუწევდა ოდესღაც მოყოლა -15 წლის..დედისერთა ვიყავი,მაგრამ იმ თავიდანვე ნიკა და ნინია იყვნენ ჩემი არაბიოლოგიური და-ძმა..მაგრამ ისე მიყვარდნენ, როგორც საკუთარი დედ-მამის შვილები..ერთ დღეს მე და ჩემი მშობლები სასეირნოდ გავედით,სახლში ვბრუნდებოდით,როცა..როცა რაღაც საშინელი ხმა გავიგე,მერე მამა,მერე დედა,მერე ის უცნობი რომლის თვალებიც ყოველ ღამე მელანდება..ვხედავდი,როგორ იცლებოდნენ სისხლისგან დედ-მამა,ამ დროს მე რას ვაკეთებდი? არაფერს უბრალოდ მთელი ხმით ვყვიროდი,რომ ვინმე დაგვხმარებოდა,მაგრამ უკვე გვიანი იყო..მერე ნიკას მშობლებმა თავისთან წამიყვანეს და ისე მზრდიდნენ,როგორც ნიკას და ნინიას,არც ერთ წამს არ მიგვრძნია მათგან სიცივე..ისე თბილად მექცეოდნენ..ახლა კი კვლავ სამივე ერთად ვართ..სამი განუყრელი მეგობარი -ვინ იყო ის არ გახსოვს? -მახსოვს,არაერთხელ შემხვედრია გზაში,თვითონ ვერ მცნობს მაგრამ მისი თვალები რაც არ უნდა მოხდეს არ დამავიწყდება -ელენე უფრო ახლოს მივიდა მაქსთან,თავი გულზე დაადო და ყურში ჩასჩურჩულა -ვამაყობ თქვენი მეგობრობით როგორ ჩაეძინათ არცერთს ახსოვს,დივანზე ერთმანეთზე ტკიპასავით იყვნენ ჩახუტებულები. ელემ იცოდა,მეორე დღეს ინანებდა, მაგრამ ახლა თავს მშვენივრად გრძნობდა მასთან..ახლა ხომ წარმოგიდგენიათ,ნიკას და ნინიას სახეები ამათ,რომ ნახავდა ასე ჩახუტებულებს -აიი თურმე სად გამომექცა ღამე ეს ქალბატონი,,არა,რომ ჰკითხო წყლის დასალევად მოდიოდა -ნინიას ყვირილის ხმამ,ყველა გააღვიძა -რა გაყვი..-მაღლიდან გადმოჰყვირა ნიკამ,მაგრამ სიტყვა გაუწყდა,როცა მაქსი ოთახში არ დახვდა,ახლა ესეც მიხვდა რა ხდებოდა და დაბლა ჩავიდა -ვაიმეე-დაფეთებული მოშორდა ელენე მაქსის მკლავებს -რა გაყვირებთ ხალხო რა იყოთ-თქვა მაქსმა თავისი ბოხი ხმით, თვალებს ძლივს ახელდა ეს ისეთი სანახაობა იყო სამივემ სიცილი ატეხეს..ახალგაღვიძებულიც როგორი საყვარელია..მთელი დღე მაქსის და ელეს ღადაობაში გაატარეს..მერე ზღვაზე გავიდნენ,როგორც ყოველთვის ელე ეხლაც არ გაეკარა წყალს,მაგრამ მაქსი მიუჯდა გვერდით..ელესაც უხაროდა მაქსის ყურადღება -ისევ არ ჩამოხვალ? -ნწ -თავი გააქნია ელემ მაქსმა ხელში აიტაცა..ელეს ეგონა,რომ ზღვაში მიჰყავდა და ბოლო ხმაზე უყვიროდა -გამიშვი,გთხოვ სუნთქვა მეკვრის -დამშვიდდი,გაახილე თვალები,ზღვაში არ შემყავხარ. თვალები,რომ გაახილა სახლის წინ იყვნენ,სახლი პლიაჟთან ახლოს იყო..ეზოში დასხდნენ და უბრალოდ შორიდან უყურებდნენ ზღვას -აქ რატომ მომიყვანე? -იმიტომ,რომ ცოტა ხანი მათ გარეშე ვიყოთ და მათ ღადაობას თავი დავაღწიო -ჰოო ეგ კარგი იდეაა-ამაზე ორივეს გაეღიმათ -შენზე არ მომიყვები? -რა მოგიყვე? -ყველაფერი -მაინც? -რომელი სიმღერა გიყვარს ყველაზე მეტად -ასი წლის შემდეგ,ცოტა ძველია,მაგრამ მე მიყვარს -კიდე მომიყევი რამე შენზე -ის,როგორი ცუდი წარსული მქონდა თუ ის როგორი მომავალი მაქვს -ორივე -ელენემაც დაიწყო თავის ისტორიის მოყოლა,არც მას უცდია რამის დამალვა-სამი სუკეთესო მეგობარი ვიყავით,ორი გოგო ერთი ბიჭი,ბიჭს ლექსო ერქვა,გოგოს ნიტა..ლექსო ისე გვიცავდა როგორც საკუთარი ძმა..თავიდანვე თაყვანისმცემლები არ მაკლდნენ,არ ვტრაბახობ,მაგრამ ასე იყო,ერთი თავზე ხელაღებული ბიჭი გადამეკიდა,ლექსო მაფრთხილებდა,რომ თავი შორს დამეჭირა მისგან,მეც მას დავუჯერე,მაგრამ ერთ დღეს სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი,შავი მანქანა მომყვებოდა უკან,ასე გრძელდებოდა 1 თვე,მერე სკოლაც დავამთავრეთ და ჩვენ სამი ზღვაზე წავედით..თან იმ ბიჭისგან მინდოდა შორს ვყოფილიყავი. ცურვა კარგად ვიცოდით სამივემ..ტყუილად არ ამბობენ ვინც ცურვა იცის ის უფრო ფრთხილად უნდა იყოსო. მე და ნიტა ვეჯიბრებოდით ერთმანეთს..წამო აბა ეხლა იქამდე გავიდეთო,თითით საკმაოდ შორს მაჩვენა მანძილი, მე ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, ამიტომ დავთანხმდი..ლექსო გვაფრთხილებდა,რომ ფრთხილად ვყოფილიყავით,იქამდე,რომ ვერ გავიდოდით ეგეც გვითხრა,მაგრამ ჩემმა სიჯიუტემ დამღუპა..იქამდე კი გავედით მაგრამ უკან,რომ ვბრუნდებოდით,ნიტას განწირული ხმა გავიგე,იხრჩობოდა,ლექსო მაშინვე ჩვენსკენ გამოიქცა ნიტა კი აიყვანა ნაპირზე მაგრამ თვითონ..უკვე გვიანი იყო ძალიან გვიანი..მე და ლექსოს გვიყვარდა ერთმანეთი,თან ისე,რომ ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით..ორივე სავადმყოფოში წაიყვანეს. ნიტა სავადმყოფოში მალე მოვიდა გონს..ლექსო კი.. ნიტა,რომ გამოიყვანა თვითონ ბევრი წყალი ჰქონდა ნაყლაპი..ვეღარ სუნთქავდა,ფილტვები წყლით ჰქონდა სავსე..სასწრაფოს დაურეკეთ,ირგვლის სულ ეს ხმები მესმოდა..ლექსომ დიდხანს ვერ შეძლო ბრძოლა..მე და ნიტა ვემუდარებოდით,რომ არ დავეტოვებინეთ მაგრამ,მან ჩვენზე არც კი იფიქრა..არ იფიქრა მის გარეშე,როგორი დაუცველი და უსუსური ვიქნებოდით..მაგრამ მან მაინც დამტოვა..მე დავარგე ჩემი პირველი სიყვარული..მან ვეღარ გაუძლო მეტს და გაქრა..ამის მერე ვერ ვიტან ზღვას,მეშინია შიგნით შესვლის -ვწუხვარ..მე ორი მშობელი ერთად დავკარგე შენ კი სიყვარული -მისკენ მიისწია და თავი მის მხრებში ჩარგო..ორივე ტიროდნენ,იმის მიუხედავად,რომ ბიჭი იყო არ მორიდებია ტირილი..ბიჭებიც ტირიან,როცა გულს ამოგლეჯენ და სადღაც შორს გადააგდებენ..ახლა ორივემ იცოდნენ ერთმანეთის შესახებ ყველაფერი.. კარგად დაისვენეს და ისევ თბილისში დაბრუნდნენ..მაქსი კვლავ აგრძელებდა მშობლების მკვლელის თვალთვალს..მდიდარი კაცი იყო. ერთ-ერთი კომპანიის მფლობელი..მაქსმაც იპოვა გამოსავალი,როგორ მოეღო ბოლო მისთვის, პოლიციამაც იცოდა ამ კაცის შესახებ,მას არაერთი მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი,და ძებნაში იყო.. მაგრამ ის დაავიწყდა,როგორი დახელოვნებული მკვლელი იყო ის მწვანე თვალება,ხო მწვანე თვალება იყო,რაღაცნაირი მწვანე თვალები ჰქონდა ცივი,და აგრესიული.. ---- უნივერსიტეტი დაამთავრეს..მაქსი ამერიკაში წავიდა..ნიკამ იურიდიულზე ჩააბარა..ნინია და ელენე ქირურგები გამოვიდნენ,საკმაოდ სერიოზულ ოპერაციებს აკეთებდნენ..მაქსი ამერიკაში იყო ტელეფონზე,რომ დაურეკეს -ბატონო ალექსიძე მაქს -გისმენთ -თქვენი მშობლების მკვლელი დაკავებულია,მას მიეცა სამუდამო პატიმრობა -მაქსს სულ ეს სიტყვები უთხრეს და ტელეფონი გაუთიშეს..უკვე 1 წელზე მეტი იყო გასული,რაც ამერიკაში წავიდა და ყოველ დღე ელოდა ამ სიტყვების მოსმენას.. ------""" -დედიკო მერე რა მოხდა? -დიდი ბიჭი,რომ გაიზრდები,მერე მოგიყვები დეე -დედა ეგრე ნუ მელაპარაკები, მე უკვე დიდი ვარ,უკვე 14 წლის ვარ,მაინტერესებს რა მოუვიდა მაქსს-და განაგრძო შვილისთვის მოყოლა წითურმა ... მაქსი საქართველოში დაბრუნდა..საქართველოში,რომ ჩამოვიდა,პირველად მშობლების საფლავზე წავიდა,წითელი ვარდები მიიტანა და ჩაიჩოქა -ძალიან მენატრებით..იცით? რამდენიმე დღის წინ თქვენი მკვლელი დაიჭირეს,ის სამუდამოდ ოთხ კედელს შორის იქნება გამოკეტილი..ყოველ ღამე მისი თვალები მახსენდებოდა და ვერ ვიძინებდი..მაშინ რა პატარა ვიყავი არა? იცი?მამა,მე სულ შენს სიტყვებზე ვფიქრობ ხოლმე "შენ მარტო არ ხარ" და "იცოდე გოგოს პატივისცემა" შენი სიტყვები,რომ არა ახლა ჩემს წითურსაც ვერ გავიცნობდი..ჰოო მაა "ჩემს წითურს"..უკვე დიდი ხანია ვიცნობ ძალისნ შევეჩვიე..არ ვიცი მას ვინ უყვარს მაგრამ არ დავაძალებ არაფერს..მინდოდა ეს შენც გცოდნოდა მაა.. -მას შენ უყვარხარ -უკნიდან წითურის ხმა,რომ გაიგო უკან შებრუნდა და სამივე იქ დახვდნენ, ისინი ყოველ დღე აკითხავდნენ მაქსის მშობლების საფლავს და აიი დღესაც იქ იყვნენ -თქვენ? -ჰო ჩვენ..მეც მიყვარხარ მაქსს -აიი ეს მესმის -თქვა ნინიამ და ცრემლები შეიმშრალა ოთხივე ერთად დაბრუნდნენ სახლში..მაქსის მონატრებულ სახლში. მერე რა მოხდა? გართობა, ძველი დღეების გახსენება მის გარეშე გატარებული დროის ანაზღაურება,ბევრი სიცილი და სიხარულის ცრემლები.. ---- -მზად ხარ? -რა თქმაუნდა-თქვა თეთრ კაბაში გამოწყობილმა ელენემ -წავიდეთ? -წავიდეთ დაბლა ჩავიდნენ მაქსი დაბლა ელოდა,ისეთი საყვარლები იყვნენ ორივე..მაქსს ქერა უკან გადავარცხნილი თმა ჰქონდა..ქორწილმა კარგად არა შესანიშნავად ჩაიარა..ყველა მათ ქორწილზე ლაპარაკობდა,უზომოდ ბედნიერები იყვნენ ან,როგორ შეიძლება არ იყო ბედნიერი ქორწილის დღეს? ქორწილიდან ოთხივე ბათუმში წავიდნენ,ისევ იმ სახლში,მაგრამ განსხვავება ის იყო,რომ ახლა მაქსი და ელენე ერთ ოთახში იყვენ ელე და ნიკა სხვადასხვა ოთახებში. -გააიიღვიძეთთ -დილაუთენია ნინიას ხმამ გააღვიძა სამივე -ეს ხო ძილსაც არ დაგაცდის რაა-ჩაიბუტბუტა ელემ,რაზეც მაქსს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა-რა გაცინებს? ნინია ძილსაც არ მაცდის,მე მეპატიება ჯერ პირველი დღეა რაც თქვენი ოჯახის წევრი ვარ-ამაზე ორივეს გაეცინათ -რაღაც არ მახსოვს ზარმაცი და ძილისგუდა ელენიკო..აქამდე თავს მაჩვენებდი? -შენ მაინც ნუ მასხარაობ-წუთიერი სიჩუმე ჩამოწვა,მერე ისევ ელემ განაგრძო-მაქს -ჰოუ -ნეტავ რა მოხდება ასი წლის შემდეგ?-ამაზე ორივეს გაეცინათ -შენს საყვარელ სიმღერას გიმღერებ -მაინც რომელს? -ასი წლის შემდეგ -ძაან მიყვარს ეგ სიმღერა -ჩემზე ძალიან?-ცალი წარბი ასწია მაქსმა -აბა ისე როგორ-ასე ხარხარებდნენ დილაუთენია მერე დაბლა ჩავიდნენ. ოთხივემ ისაუზმეს და ზღვაზე გავიდნენ -ელეე -ჰოო -ჩამოდი რაა..ჩემი ხათრით -იცი? -მაქსმა ელენე ხელში აიტაცა და ყურში ჩასჩურჩულა-უბრალოდ მომენდე,დამშვიდდი არ გაგიშვებ ელემ თვალები,რომ გაახილა უკვე წყალში იყვნენ,სულ კანკალებდა და ხელს ძლიერად უჭერდა -ეგრე შეძლება გამგუდო-უთხრა სიცილით მაქსმა და კისერზე ჩამოკიდებულ,ელეს შეშინებულ სახეზე უფრო გადაიხარხარა -შენ რა არ მენდობი? -უბრალოდ უკვე დიდი ხანია რაც ზღვაში არ შევსულვარ -მე შენს გვერდით ვარ,ასე რომ შიშის მიზეზი არ გაქვს ელენე იცინოდა და უფრო ეხუტებოდა მაქსს -რა გაცინებს? -იცი რა გამახსენდა? -მოიცა დავფიქრდე..ჰმმ..ნეტა რა გაახსენდა ამ მასხარას? -ჩვენი გაცნობის დღე..როგორ მითხარი? "სხვა დროს შენი ადგილი იცოდე" -ელემ ხმა დაიბოხა და მაქსი გააჯავრა -იმ თავიდანმე ეგეთი ჯიუტი იყავი"ეგ შენთვითონ დაიკავე შენი ადგილიო"როგორ მითხარია აბა გამახსენე ასე იხსენებდნენ ძველ დროს..მათი გაცნობის დროს, საკმაოდ ღრმა წყალში.. თბილისში მალე დაბრუნდნენ,სამსახური არ აძლევდა მეტის საშუალებას..მაქსი მუშაობდა, ელენე კი ყოველ დღე სიხარულით ელოდა მაქსის დაბრუნებას სამსახურიდან.. კარებში შესვლისთანავე კისერზე ეკიდებოდა,მაქსი ატრიალებდა და ასე მხიარულად ატაებდნენ დღეს..ბევრი,რომ არ გავაგრძელო ალბათ მიხვდით რა თბილი და მხიარული და გადარეული წყვილი იყვნენ. ... მაქსი სახლში გვიან დაბრუნდა,ელე ელოდა სიხარულს არ კარგავდა და ისევ პოზიტიურად იყო განწყობილი,ბოლოს დაიღალა და დასაძინებლად წავიდა..არ დაძინებია უბრალოდ იწვა და მლაშე სითხით ნამავდა ბალიშს..მალევე იგრძნო როგორ მიუახლოვდა მაქსი და როგორ მიუწვა გვერდით..ნაზად ეფერებოდა,რომ არ გაეღვიძებინა,ელენე კი ხმას არ იღებდა -ვიცი,რომ გღვიძავს-უჩურჩულა მაქსმა და ცალი ხელით ცრემლი მოსწმინდა,საპასუხოდ ელემ ღრმად შეისუნთქა და თვალები ერთმანეთს დააჭირა,რომ ცრემლები კვლავ არ გადმოგორებულიყო-სამსახურში უფროსმა ყველა დაგვტოვა და დიდი ხანი მომიწია გაჩერება -მაგ ზღაპრებს ჩვენ შვილს მოუყვები ყოველ ღამე -ჩვენი შვილი რა შუაშია? მართლა სამსახურში ვიყავი -მეძინება, გთხოვ გაჩუმდი -მაქსი ფეხზე წამოდგა,ელეს ცოტა გაუკვირდა-რაეჭვიანი ცოლივით იქცევი,ჩემი არ გჯერა?რა გჭირს ელე ვეღარ გცნობ -ელენეც წამოხტა ფეხზე და ხელების ქნევით დაიწყო ლაპარაკი-კიდე მე ვიქცევი ეჭვიანივით,ერთი მაინც დაგერეკა და გაგეფრთხილებინე -როგორ ბედავ გოგო ხმის აწევას..გითხარი,რომ სამსახურში ვიყავი და არ მეცალა..რა კონცერტებს მიტარებ ვერ ვხვდები -ელენე გასასვლეში იდგა და ის ის იყო სახლიდან უნდა გასულიყო მაქსის ხელმა შეაჩერა-ბოდიში ცოტა ზედმეტები მომივიდა,მაგრამ.. ელემ ვერ შეძლო წასვლა,მას სჯეროდა მაქსის,ისე უყვარდათ ერთმანეთი,რომ თვალდახუჭული ენდობოდნენ ერთმანეთს..მაქსს დამთავრებული არ ჰქონდა სიტყვა როცა ელე მიბრუნდა და მთელი ძალით მიეკრა მაქსს -არ შემიძლია წასვლა -მაგაში ეჭვიც არ მეპარება..მინდა,რომ ჩემი გჯეროდეს..არასდროს გავაკეთებ იმას რაც გულს გატკენს ეს იცოდე -მე მჯერა შენი მაქს .. მეორე დღეს ელენე ოთახში არ დახვდა,შეშინებული ჩავიდა დაბლა და მისი ძებნა დაიწყო -სადმე წასვლას თუ დავაპირებ ჯერ შენ გეტყვი-უკნიდან ელეს ხმა რომ გაიგო სახე გაუნათდა -გული გამისკდა შენ კიდევ იცინი -ასე ძალიან გეშინია ჩემი წასვლის? -აბა მერე ვის ვუმღერო "ასი წლის შემდეგ" ჩემი ფერია თუ წავიდა? -შემპირდი,რომ არსად წახვალ მაქს -არსად წავალ მე ამას გპირდები --- ნინიას და ნიკას სანახავად წავიდნენ,ბევრი დალიეს,იცეკვეს,ითამაშეს იჭორავეს -აბა თქვენსკენ როგორ მიდის საქმეები ჩიტებო?(ნინია) -სახლში მოვიწყინეთ და თქვენთან წამოვედით -თქვენ და მოწყენა?რაღაც დაუჯერებელია -ბავშვზე რატო არ ფიქრობთ ეე? აუცილებელია,რომ დავბერდები მერე დამიძახოს ძია?-საუბარში ნიკა ჩაერთო და ამაზე ყველამ გადაიხარხარა -ოჰჰ,მოუნდა ბიჭს ბიძობა -რატომაც არა..თუ ძიას ბიჭი იყო ძაან გავანებივრებ,თუ ძიას ფერია იყო სულ ხელის გულზე ვატარებ -აუ აიწყო ამან ოცნების კოშკები(მაქსი) -რატომაც არა სახლში გვიან დაბრუნდნენ,ნიკა თავს შეუძლოდ გრძნობდა,თავბრუ ეხვეოდა,თავი უსკდებოდა ეს კი ბევრი დალევის ბრალი ეგონა..ეს ტკივილები კი რამდენიმე დღე გრძელდებოდა,უკვე წამლებიც აღარ შველოდა ამიტომ ექიმთან წავიდნენ..პასუხები 1 კვირაში მზად იყო,მარტო ნიკა წავიდა პასუხების გასაგებად -მაქს საქმე სერიოზულად არის -ყველაფერს ეშველება ექიმო-მაქსი პოზიტივს ინარჩუნებდა,მაგრამ პასუხმა შოკში ჩააგდო -მაქს..თქვენ სიმსივნე გაქვთ -რაა?მხოლოდ ეს თქვა,თვალებიდან უკვე ცრემლები მოგორავდნენ-რამდენ ხანს ვიცოცხლებ? -მაგას ზუსტად ვერ გეტყვით მაგრამ ამ წამლებს თუ მიიღებთ თავის დროზე,შეძლებთ ცოტა გაიხანგრძლივო დრო.. მაქსი წამოვიდა ექიმისგან,სულ იმაზე ფიქრობდა ელენეზე ვინ იზრუნებდა,მაგრამ მაგას კითხვა უნდოდა?ნიკა ჯერ ეხლა,როგორ ზრუნავს ელეზე და მერე,როგორ იზრუნებს წარმოუდგენია. მაქსი რამდენიმე თვეში ჩავარდა. ბოლო 1 თვე ძალიან ცუდად იყო მაქსი,სავადმყოფოში იწვა..მისი გადარჩენის იმედი უკვე აღარ იყო,ძალიან დასუსტდა,ელე კი მთელი ამ დროის განმავლობადი,გვერდიდან არ მოშორებია მაქსს..მისი ხელი ეჭირა და ემუდარებოდა,რომ არ დაეტოვა,მაქსს უკვე აღარაფერი ესმოდა მაგრამ ელენე მაინც ელაპარაკებოდა -მაქს, გთხოვ მარტო არ დამტოვო,ცუდად ვარ მაქს..მჭირდები ახლა მაინც ყველაზე მეტად მჭირდები,არა მარტო მე მაქს, ყველას,შენს მეგობრებს და კიდე აი ამას მაქს ამას სჭირდები-ხელი მუცელზე დაადებინა და ეჩურჩულებოდა თან ცრემლებით უსველებდა ხელს მაგრამ ისევე,როგორც ლექსომ,მაქსმაც დატოვა ელენიკო და არა მარტო ელენიკო,ის წავიდა და დატოვა მეგობრები,სამშობლო,ცოლი და კიდე ვიღაც..ვინ? მისი დაღუპვის შემდეგ ნიკა სახლში ჩაიკეტა,გარეთ აღარ გადიოდა,ისიც კი დაავიწყდა,რომ ელენეზე ზრუნვას შეჰპირდა..მთელი ერთი თვე სახლიდან არ გავიდა. ერთი თვის მერე ნიკამ საფლავზე ასვლა გადაწყვიტა..ავიდა და ნანახმა სრულ შოკში ჩააგდო,როცა მის წინ ელენე დაინახა,რომელიც მაქსს ელეპარაკებოდა -ჰეიი, პატარავ,შენ წახვედი და დამტოვე არა მარტო შენ, მეგობრებმაც, მაგრამ შენ მათგან განსხვავებით რაღაც მაინც დამიტოვე..რაა? ეს მაშინ, სავადმყოდოშიც გითხარი მაგრამ შენ ეს არ გესმოდა ახლა კი კიდევ გეტყვი რომ ჩვენ პატარა ბიჭს ველოდებით მაქს.. შენ დანიტოვე პატარა სიცოცხლე ჩემს მუცელში და დიდი სიყვარული გულში..ჰოო მაქს მე პატარას ველოდები,რომელსაც შენნაირი მუქი ლურჯი თვალები ექნება,შენსავით ქერა და გრძელი თმა და ისიც მამიკოსავით ჯელტმენი იქნება..გახსოვს რომ გეკითხებოდი რა მოხდება 100 წლის შემდეგ თქო?ჩვენი პატარები მოუყვებიან თავიანთ პატარებს,ისინი კი თავიანთ პატარებს,ჩვენი სიყვარულის ისტორიას და ეტყვიან რომ გოგოს პატივისცემა იცოდნენ..ისევე როგორც შენ ..კიდევ ის მოხდება,რომ შენ მიმღერებ "ასი წლის შემდეგ"ს-თავის ნათქვამზე ელეს გაეღიმა-ვიცი,რომ ჩემი არ გესმის და ტყუილად ვლაპარაკობ,მაგრამ შენ,რომ გელაპარაკები თავს კარგად ვგრძნობ..რამდენი ფუტით ქვევითაც არ უნდა იყო არ აქვს მნიშვნელობა,ყოველთვის ჩემს გულში დარჩები აი,აქ მარცხნივ,პატარა გულში,რომელიც ბევრჯერ ამომგლიჯეს,მაგრამ ახლა გპირდები ჩვენი პატარასთვის ყველაფერს გავაკეთებ,რომ ის უვნებელი იყოს..მე ამას გპირდები..მე მენატრები,მაგრამ შენ ამას ვერ გრძნობ,ნეტავ აქ მყავდე,ყველაფერს გავაკეთებდი ამისთვის..შენი ღიმილი მომენატრა მაქს,შენი ჩახუტება და სითბო მაკლია..ყველას სჭირდები იცი?ჩვენს პატარასაც სჭირდები, მაგრამ შენ ახლა ეს არ გესმის..მენატები პატარავ..ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს მაქსს,ოღონდ ახლა არა, ახლა ჩვენს პატარას ვჭირდები,ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით "ასი წლის შემდეგ" -ის ძალიან იამაყებდა შენით აქ,რომ იყოს-უკნიდან ნიკას ხმა გაიგო,ის მთელ მის ლაპარაკს ისმენდა და გული ეწვოდა..ელეს,რომ უყურებდა გული ტკიოდა,დიდ ქვასთან მუხლებით იდგა და სურათს ეფერებოდა თან ლაპარაკობდა..ამ სანახაობამ ნიკას გული მოუკლა -ნიკა? -მომენატე პატარავ -მეც მომენატრეთ ყველა -ჰეიი,არ მოიწყონო შენც მომენატრე ძიას ბიჭო-დაბლა დაიხარა და მუცელთან უჩურჩულებდა-გპირდები ამიერიდან ისე ვიზრუნებ შენზე,რომ ვერავინ შეძლებს შენს დაჩაგვრას..მე დღეიდან შენი ძმაკაცი და ბიძა ვარ ძიას სიყვარულო-მუცელზე კოცნიდა თან ელეპარაკებოდა.. ნიკამ თავის სახლში წაიყვანა ელენე..ნინია ცივ ნიავს არ აკარებდა გაბერილ ელეს.. 14 აპრილი დღე როდესაც საქართველოში დაიბადა კიდევ ერთი, ალექსიძე მაქსი, ელენემ პატარას მამის სახელი დაარქვა,ის ისე ჰგავდა მაქსს,როგორც გაჭრილი ვაშლი. ნინია კვლავ აგრძელებდა პატარაზე და ელეზე ზრუნვას..უყვარდა მასთან თამაში..ეგონა დიდი მაქსი უდგა წინ და ძველი დრო ახსენდებოდა..ყველას ძალიან ენატრებოდა მაქსი..გასნაკუთრებით კი ელენეს..ზოგჯერ ოთახში,რომ შევიდოდა საათობით ან კიდევ მთელი დღე იკეტებოდა ხოლმე..ბავშვის ტირილზე ცუდათ ხდებოდა,ნინიას ბევრი ხვეწნის მერე ძლივს გამოდიოდა გარეთ,ოთახი თავდაყირა ჰქონდა..ეს ზუსტად ის იყო რასაც დეპრესია ჰქვია..ნინია არ აძლევდა მარტო დარჩენის უფლებას,ესაუბრებოდა,ცოტა ხასიათზე მოჰყავდა და მერე მაქსს ერთად ეთამაშებოდნენ.ნინიას ძალიან უყვარდა მაქსსთან თამაში ამიტომ მთელ დროს მასთან ატარებდა ხოლმე.. ელენე ცოტა უკეთ იყო,ნინიამ შეძლო მისი გამოსწორება..ნიკა კი აგრძელებდა ამ სამზე ზრუნვას..ცივ ნიავს არ აკარებდა და ბევრ რამეში ეხმარებოდა.. ------- -დეე ეს ელენე შენ ხარ? -ჩემი მაგარი ბიჭი..ვიცოდი რომ ყველაფერს გამიგებდი -ნინია დეიდა სად არის ეხლა? -ნინია დეიდა მალევე ერთ ბიჭს გაჰყვა ცოლად,კარგი ბიჭია,მდიდარია ნინია და მისი ქმარი გერმანიაში წავიდნენ..გუშინ ველაპარაკე ერთ კვირაში ჩამოვლენ და აუცილებლად გაგაცნობ -ნიკა ძია მალე ჩამოვა? -ჰოო დეე..დღეს ველაპარაკე და ხვალ მოფრინავს -ესეიგი ნიკა ძიასაც ვნახავ? -აუცილებლად დეე..ნინია თავის პატარებსაც გაგაცნობს -ვაა რა მაგარია,ნინიას ჩემი ტოლი ბავშვები ჰყავს? -ჰოო ჩემო პატარა -დეე აქამდე რატომ არ მიყვებოდი ნინიას,ნიკას და მამიკოს შესახებ? -მაშინ პატარა იყავი და ვერ გამიგებდი ახლა კი ჩემი დიდი ბიჭი ხარ..როცა ნინია გათხოვდა მე,შენ და ნიკა ძია დავრჩით..მერე ცოტა,რომ წამოიზარდე ნიკაც წავიდა ამერიკაში -რამდენი წლის ვიყავი ნიკა ძია რომ წავიდა? -5 წლის იყავი..უკვე 9 წლია რაც არ მინახავს..ძალიან ენატრები..ის პირველი იყო ვინც შენზე გაიგო,რომ უნდა დაბადებულიყავი..იცი?როგორ ზრუნავდა შენზე..როგორც საკუთარი შვილი ისე გივლიდა -ისე,როგორც მამიკოს უვლიდა ნიკას მშობლები? -ჰოო ზუსტად ეგრე -ძალიან მინდა ნიკა ძიას და ნინია დეიდას ნახვა -აუცილებლად ნახავ..მათაც და ნინიას ბავშვებსაც..ნინია დეიდა სულ მოდიოდა ხოლმე შენს სანახავად..2 წლის იყავი,რომ გათხოვდა,მაგრამ სულ მოდიოდა ხოლმე,შენ ენატრებოდი..ძაან განებივრებდა,ხშირად დაჰყავდი სასეირნოდ და გასართობად,მერე ერთ წელში წავიდნენ გერმანიაში..სულ გვირეკავდა ხოლმე. -მამიკო ძალიან გენატრება? -ტკივილამდე..დიდი ბიჭი,რომ გაიზრდები და ცოლს მოიყვან მაგას შენთვითონ მიხვდები --- მესამე დღე კარებზე კაკუნის ხმა გაისმა დილაუთენიაა..ელესაც და მაქსსაც ეძინათ,ოთახში ისე ნელა შევიდა არც ერთს არ გაღვიძებია..ელეს ოთახში შევიდა, სკამთან ჩამოჯდა თავზე ეფერებოდა და ყურში უჩურჩულებდა -ძალიან მენატრებოდით პატარავ- ელეს გაეღვიძა,რომ მიხვდა ვინც იყო გაეღიმა მერე ფეხზე წამოხტა და მთელი ინერციით ჩამოეკიდა კისერზე ნიკას -ნიკკ...ჩამოხვედიიი...როგორ მომენატრე ვერ წარმოიდგენ -ჩშშშ..ბავშვი არ გააღვიძო..სად არის?-ელემ მის ოთახში შეიყვანა -რამხელა გაიზარდა ძიას ვაჟკაცი..რაც უფრო იზრდება მით უფრო ემსგავსება მამამისს..როგორ მენატრებოდი იცი პატარავვ?-მაქსს ეფერებოდა და ფრთხილად უკოცნიდა ლოყებს,რომ არ გაღვიძებოდა..მერე დაბლა ჩავიდნენ -აბა მომიყევი როგორ მიდიოდა ამერიკის საქმეები -რავი აბა სამსახური,სახლი,გართობა, სამსახური,სახლი,და ისევ გართობა -ამდენი ხანია იქ ხარ და ვინმე კაი გოგო ვერ გაიცანი? -გავიცანი რამდენიმე თვე ვხვდებოდი,კაფეებში და კინოში დავდიოდით,მაგრამ მერე მითხრა სხვა მიყვარსო,მე თავს ხომ არ მოვიკლავდი..ახლა შენსკენ რა ხდება? -ჩემსკენაც ძველებურად..რამდენიმე დღის წინ მაქსს მოვუყევი ყველაფერი..ახლა უკვე შენც გიცნობს ნინიასაც და მამამისზეც იცის ყველაფერი -ანუ ჩემზე ყველაფერი იცის ისიც,როგორ დავრბოდი დღეში ასჯერ მაღაზიებში მაგის გულისთვის?-ამაზე ორივეს გაეცინათ -კიი ეგეც იცის -დედა საჭმელი რა გვაქვს?-კიბეებუდან მაქსის ხმა,რომ გაიგო ნიკამ,ფეხზე წამოდგა,მისკენ წავიდა და მის წინ ჩაიმუხლა -გამარჯობა პატარავ -შენ ხარ ის ნიკა ძია დედა,რომ მიყვებოდა? -მე ვარ -როგორ მინდოდა იცი შენი ნახვა? -მეც მინდოდა მაგრამ ვერ მოვდიოდი..ახლა გპირდები,რომ არსად წავალ და ისევ თქვენთან ვიქნები -მპირდები? -გპირდები-ნიკა ბავშვს იხუტებდა თავზე კოცნიდა..ბავშვიც მთელი ძალით ეხუტებოდა ნიკას. ერთმანეთს კარგად გაუგეს..ან,როგორ შეიძლება არ გაეგოთ,ნიკა ხომ მთელი 5 წელი მამასავით ჰყავდა მაქსს --- ერთი კვირის შემდეგ ნინია და მისი ოჯახიც ჩამოვიდნენ..ნიკა დახვდა აეროპორტში..ამ და-ძმის შეხვედრა ისეთი ემოციური იყო...ათი წელია რაც ერთმანეთი არ ენახათ..ნიკა თავის დიშვილებს პირვლად ეხებოდა და ეფერებიდა..ნანახი ჰყავდა ინტერნეტის მეშვეობით,მაგრამ ასე ახლოს არასდროს უნახავს.. -ძიას ფერია და ძიას ბიჭი -ნიკაა ძიაა..ორივე ერთად წავიდნენ ნიკას ჩასახუტებლად მერე სახლში დაბრუნდნენ.. -მოვდივარ-გაისმა კარებიდან ელეს ხმა,კარების გაღება და ნინიას კისერზე შემოხვევა ერთი იყო -ჩემი გოგო..როგორ მომენატრე ნიი -მეც მომენატრეთ ყველაა,განსაკუთრებით აიი ის უკან,რომ დგას და თავის დიდ, ლამაზ, მუქ ლურჯ თვალებს,რომ მიბრიალებს-მაქსისკენ წავიდა და ისევ ისე ეფერობოდა,როგორც 11 წლის წინ -ჩემი ბიჭი..რამხელა გაზრდილხარ დედიას ბიჭო -ნინია დეიდა მათთან ნინიას ბავშვები მივიდნენ გოგო(ლიზა) 9 წლის იყო,ბიჭი (ლუკასი) 10 წლის -მაქს გაიცანი..ეს ლუკასია ეს ლიზა,ესენიც შენი და-ძმა არიან -აბა ბიჭებო ახლა სამივე ერთად ხართ, ლუკას და მაქს თქვენც ისევე მოგეთხოვებათ ლიზას დაცვა,როგორც მე და მაქსსი ვიცავდით ნინიას-მაქსის ხსენებაზე ყველა დასერიოზულდა,ამდენი ხნის შემდეგ მაინც ყველას ძალიან ენატრებოდათ ის.. -ჩვენი იმედი გქონდეს ლიზა,ვერავინ შეძლებს რამე დაგიშავოს -მამასავის ჯელტმენი ბიჭია ეს(ნინია) -ესეიგი უკვე ორი დაცვა მყავს,მშვენიერია -ძალიან მიდოდა შენი გაცნობა მაქს..დედა სულ გვიყვებოდა შენზე და მეუბნებოდა,რომ მალე გნახავდით და აი ახლა უკვე აქ ვართ-(ლუკასი) -მეც ძალიან მინდოდა თქვენი გაცნობა ------ ნინია და მისი ოჯახი საქართველოში დარჩნენ,ელეს სახლთან ახლოს სახლი იყიდეს და იქ გადაცხოვრდნენ..მაქსმაც იქვე იყიდა ბინა..ელენე და მაქსს კი ხშირად აკითხავდნენ ნინიას ბავშვები,თითქმის სულ ერთად იყვნენ. კვლავ აგრძელებდნენ ლიზას დაცვას..ხშირად რჩებოდნენ ერთმანეთთან..ზუსტად ისე,როგორც ნინია, ნიკა და მაქსი ელენე კი იძინებდა მაქსზე ფიქრებით,ზოგჯერ ათენდებოდა კიდეც..ფიქრობდა იმაზე,რომ მაქსი კვლავ უმღერებდა "ასი წლის შემდეგ"ს მაგრამ ასი წლის შემდეგ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.