შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სარკე(თავი III) 18+


8-08-2018, 22:41
ავტორი rare
ნანახია 2 097

ალბათ ჩემი ცხოვრება ძველ რიტმში განაგრძობდა წამების თვლას, რომ არა ჩემი გულისცემისა და ფიქრების არეული მელოდია.
ეს რა ბოდიალი იყო?
ნუ, ზოგჯერ მეც ვარ სენტიმენტებით სავსე, მაგრამ მთავარი ის კი არაა როგორი გრძნობით ვსაუბრობ ან ვფიქრობ, არამედ ის, თუ საიდან მოდის ეს ემოცია.
შესაძლოა, თავადაც კარგად ვიცი მისი სადავეები ვისი თითებითაა შებოჭილი, მაგრამ ამის აღიარების ისევე მეშინია, როგორც სარკის. მოდი, ერთი წამით მაინც ვეცადო ყველაფერს თვალი გავუსწორო და ვაღიარო, ეს ორი რამ ხომ ერთი და იგივეა, წინა წინადადება ერთგვარი ტოლფასი განტოლებაა, რომელსაც ამოხსნა არც ჭირდება და, რეალულად მისგან პასუხიც კი არ მიიღება. სარკე იმავე მიზეზით მიბნელებდა გონებას, რის გამოც ემოციების წყაროს შეცნობა მაშინებდა.
დილას კაფეში ვიწყებდი, საიდანაც ანდრეისა და მისი მეუღლის სიახლოვით შეწუხებული სამსახურისში მივრბდოდი... სამსახურში, სადაც ყოველდღე ახალი თავგადასავალი იწყებოდა და არა და არ სრულდებოდა, დაძაბულობა ლენასთან, ირონია თომასთან და გაუცხოება დანარჩენი თანამშრომლებისაგან. ოფისიდან დათრგუნული სახლში ვცდილობდი სიმშვიდის პოვნას, სიმყუდროვე კი არსად არ ჩანდა. კვლავ ანდრეის შევძახებდი, მაგრამ მართა მალევე მივიდოდა მასთან, წელზე ხელებს დაულაგებდა და სანამ ძველი მეგობარი სწრაფად მომახლიდა: „ელი, ხვალ ვიჭორაოთ“, მანამდე ვიგრძნობდი თავს მესამე ზედმეტად და ფარდებს ჩამოვწევდი. მე კი ისევ მარტო ვრჩებოდი ჩემს არეულ ფიქრებთან.
ფანჯარასთან ჯდომა მიყვარდა... ძალიან მიყვარდა. უბრალოდ ვიჯექი და ვათვალიერებდი გავმვლელებს. ვუყურებდი მათ სახეებსა და ვფიქრობდი, თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება დაღად დასმული ფარგლებისა და შიშების გარეშე. როგორია ნამდვილი ქალი, რას გრძნობს, როდესაც არ იცის რა ჩაიცვას ან სექსის მერე ხუთ წუთში ტოვებს კაცი. რას გრძნობს, როდესაც საათობით უყურებს საკუთარ გამოსახულებას სარკეში და გამონაყარებით დაკომპლექსებული აღარც კი იცი რა ქნა, რომ ლამაზად გამოიყურებოდე.
უკვე შუაღამე ხდებოდა და საათის ისრები თორმეტს ურტყამდნენ. ტანსაცმელი სრულიად გავიხადე და თვითდაჯერებულობის ასამაღლებლად ჩემი სხეულიტ ტკბობა გადავწყვიტე. ჯერ ჩემი მკერდი მოვისინჯე თითებით. სასიამოვნოდ რბილი იყო და ხელისგულებს სრულიად ავსებდნენ. მოძრაობა ქვემოთ გავაგრძელე და ჩემს წელზე ჩამოვაცურე მტევნები. ჩემი მუცელი თავიდან მიკავდა საკუთარ სექსუალობაში რწმენა, საშინლად წვრილი და ბრტყელი იყო, არაბუნებრივი მკერდთან შედარებით და, ასევე, ნორმალურ ადამიანთან. ჩემი სხეულის დათვალიერებას ისევ გავაგრძელებდი ერთ იდეას რომ არ შემოეტია გონებაში.
ტანისამოსი ისევ ჩავიცვი, შუქი ჩავაქვრე და სახეტიალოდ გავეშურე.
ადრე, როდესაც დეპრესია შემომიტევდა ხოლმე ყოველთვის მშველოდა სეირნობა. არა, ახლა, მართალია, მსგავსი პრობლემა არ მქონდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ერთადერთი, რაც ჩემს ემოციებს იდეალურად გააფორმებდა ღამის თბილისში, საყვარელ ქუჩაზე ხეტიალი იყო, როდესაც ქუჩები ნახევრად ცარიელია, სასიამოვნოდ ცივა და ძველმოდური შენობები მოყვითალოდ ანათებენ.
რადგან მობილური ტელეფონი არ მქონდა, უფრო სწორად მქონდა, მაგრამ ის მხოლოდ დარეკვის ფუნქციას ასრულებდა( რისთვისაც შეიქმნა ის), გარშემომყოფების მსგავსად არ მქონდა ჩაწერილი მუსიკალური ალბომები და ყურსასმენებით ვმოძრაობდი ქუჩაში. ერთადერთი, რისთვისაც სიარული ასე ძლიერად მიყვარდა, ღამის სიყრუით ტკბობა იყო.
ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი ხეტიალი იყო, შემთხვევით ჩემი და თომას ზურგები ერთმანეთს რომ არ შეჯახებოდნენ.
-ელისაბედ!- არანაირი „გამარჯობა“, არანაირი „უკაცრავად“, არანაირი „უიჰ!“, მხოლოდ „ელისაბედ“.
-თომა...უფრო სწორად, ბატონო თომა... ვერ შეგნიშნეთ...
-რა თქმა უნდა, ზურგით დამეჯახე, ვერ შემნიშნავდი.- ერთადერთი კი ის მაინტერესებდა, როდემდე უნდა გაემხიარულებინა და ექირქილა ასე ჩემთან დიალოგისას.
-ისე დამეჯახე.. უმმ. ფილმებში რომაა ხოლმე...- არ ვიცი რატომ ვუთხარი ასე, ან ეს ფიქრი როდის მოვიდა ჩემს გონებაში, მაგრამ მალევე შემრცხვა ამ საქციელის.
-ჩემი ბრალი არაა, თუ ჩემი დანახვისას რომანტიკული ფილმები გახსენდება.- ღიმილნარევი სახით მიპასუხა თომამ.
-ღამე მშვიდობის!- მისი ირონიული სახის, განსაკუთრებით ჩემი სიტყვების შემდეგ, აღარ მინდოდა. ასე ვთქვათ, მოკლედ გადავუჭერი და გავეცალე.
რამდენიმე ნაბიჯი მქონდა გადადგმული, როდესაც ფეხსაცმლის ძირების ხმა, ანდაც, ნაბიჯების, ჩქარი ნაბიჯების ხმა გავიგე და ეს ხმა უფრო და უფრო ახლოვდებოდა. არც კი დავფიქრებულვარ ისე აღიქვა ჩემმა გონებამ უცნობის მოახლოვება თომას ნაბიჯებად. მე არც კი გამიხედავს უკან, რადგან მასთან სამსახურს გარეთ საუბრის სურვილი არ მქონდა და სწორედ აქ შევცდი...
უცნობმა ერთი ხელი წელზე შემომხვია, მეორე კი პირზე მწარედ მომაბჯინა. თეძოების მოწოლით ჩემი სიარულის მიმართულება შეცვალა და კედელს მიმაბჯინა.
- უკვე ღამის ორი დაიწყო, აქ მაინც ვერავინ გიპოვის.
და ამ დროს პირველად ვინანე, რომ თომას საუბარი არ გავუბი და უხეშად მოვიშორე.
- იცი?- სახე მომიახლოვა და ბინძური პირი ლოყაზე მომაკრო, თან კბილებს შორის ცრიდა,- ვგიჟდები ამ ადგილზე....- ჩამჩურჩულა და ხელი წამებში ჩემი კაბის ქვეშ აღმოჩნდა, თითები საცვალს ჯერ ნაზად შეახო, შემდეგ კი უხეშად მოუჭირა მუჭი.
ნეტავ როგორმე მომეშორებინა და უკანასკნელი შანსი გამოვიყენე, ჯერ სატყუარად მოვდუნდი, შემდეგ თითზე მწარედ ვუკბინე და გავიქეცი. შორიდან თვალი თომას მოვკარი, მისი სილუეტი ორასი მეტრის მოშორებით გაქრა და ის ერთ-ერთ სადღეღამისო მარკეტში შევიდა. ნეტავ დაცვა არ ჰყავს? მისი ხალხი აქვე არაა? იქნებ დამინახონ. ძლიერი ემოციების ქვეშ ვიყავი. ნერვიულობისგან ოფლი მასხამდა, რომელსაც ცრემლები ერწყმებოდნენ. „აი, შენი ხეტიალიც!“- პარალელურად მკიცხავდა ქვეცნობიერი. მუხლები მეკვეთებოდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი, მაქსიმალური სისწრაფით გავქცეულიყავი.
დამეწია.
მაინც დამეწია.
როგორც ჩანს ჩემი ძალა და სისწრაფე აღარ იყო საკმარისი და მისი მსხვერპლი იმ ღამეს მე გავხდი.
ის სანადიროდ გამოვიდა და მეც საკუთაარი თავი ჩავუგდე ხელში.
ერთდროულად უცნობის, ელისაბედისა და სამყაროს მიმართ უსაზღვრო ზიზღი ვიგრძენი. უენერგიოდ და ძალაგამოცლილი ვხვდებოდი მის ყოველ შეხებას, მით უმეტეს როდესაც მეორედ დამიჭირა, ისე ძლიერად მიმახეთქა, რომ თავი გამიტეხა და სისხლიც მომდიოდა. აღარც ვიცოდი საით მიდიოდა მეტი ყურადღება, თავის აუტანელი ტკივილისაკენ თუ ჩემში მყოფ უცხო სხეულზე, რომელსაც ვერ ვეწინააღმდეგებოდი.
რამდენიმე წუთის მერე, რომელიც ჯოჯოხეთურ უსასრულობად მომეჩვენა, მისი სიმძიმისგნ გავთავისუფლდი, ძირს დავარდნილი ჩემი მობილური ტელეფონი ჯიბეში ჩაიგდო, უკანასკნელად მკრა ხელი, რომ გაკიდება ვერც მეცადა და გაიქცა.
ათიოდე წუთის შემდეგ ოდნავი ძალა მოვიკრიბე და ჯერ კიდევ ძირს დაგდებული, საკუთარ მუჭებს დაყრდნობილი, რიგითი ბნელი მიტოვებული კუთხიდან ქუჩაში გამოვხოხდი.
ჩემს წინ არსებულ გამოსახულებასაც ვეღარ ვხედავდი. ყველაფერი, რაც აქამდე უამრავჯერ მქონდა ნანახი, ჩემთვის გაუცხოებული იყო. არც კი ვიცი რამდენ ხანს ვეგდე ცივ მიწაზე, ტანსაცმელშემოხეული და გაყინული, დასისხლიანებული და სიცივისგან და შიშისგან გალურჯებული.
- მორჩა, დამშვიდდი, მივდივართ!- მოულოდნელად ვიღაც მომიახლოვდა და ჩემს ხელში აყვანას ცდილობდა.
პარალიზებული ვიყავი და არ შემეძლო მისთვის რაიმე მეთქვა, ვერც კი აღვიქვამდი ვინ ცდილობდა ასე გულმოდგინებით ჩემთან მოახლოებას. მე მისიც მეშინოდა. მე მაშინ მთელი სამყარო მაშინებდა. უდარდელად მორბენალი კატა და ჭრიჭინის გამაყრუებელი ხმაც მაშინებდა, ერთ დროს მისით ტკბობა რომ შემეძლო. მაშინებდა ყველას მოახლოვება და ყველას შეხება. სისხლს მიყინავდა ის ნიავიც, ჩემს კანზე გადავლას რომ ცდილობდა და, ალბათ, ჰაერიც, გარს რომ მერტყმოდა.
ძალა რომ მქონოდა არ მივცემდი მას, ვის სახესაც ვერ ვარჩევდი, ჩემს ხელში აყვანისა და წაღების უფლებას. შეუჩერებელმა კანკალმა ამიტანა, რომელსაც ეს ადამიანი ტანზე ხელების მჭიდრო მოხვევით ცდილობდა.
- ჩემი ნუ გეშინია,- ჩამჩურჩულა მან,- მართლა სულ კი არ დაგცინი.
და მანამდე გავითიშე, სანამ გავაცნობიერებდი, თუ ვის მკლავებს ვიყავი დაკიდული.



№1  offline ადმინი შამანი

რომ წარმოვიდგინე ზიზღისგან გამცრა. ძალიან,ძალიან ცუდი რაღაც მოხდა ამ თავში, ველოდები გაგრძელებას.მთლიანობაში ისტორია ძალიან საინტერესო ჩანს..
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2 სტუმარი ლიკ ლიკ

აუუ კარგი რააა,

 


№3  offline წევრი rare

შამანი
რომ წარმოვიდგინე ზიზღისგან გამცრა. ძალიან,ძალიან ცუდი რაღაც მოხდა ამ თავში, ველოდები გაგრძელებას.მთლიანობაში ისტორია ძალიან საინტერესო ჩანს..

მადლობა❤ მალე დაიდება

ლიკ ლიკ
აუუ კარგი რააა,

??

 


№4  offline მოდერი Queenofmoon

საინტერესოა,კარგად და გამართულად წერ ნამდვილად,რაც ძალიან მომწონს.
ველი შემდეგ თავს

 


№5  offline წევრი rare

Queenofmoon
საინტერესოა,კარგად და გამართულად წერ ნამდვილად,რაც ძალიან მომწონს.
ველი შემდეგ თავს

მალე, მალე.❤????????

 


№6 სტუმარი ლიკ ლიკ

rare
შამანი
რომ წარმოვიდგინე ზიზღისგან გამცრა. ძალიან,ძალიან ცუდი რაღაც მოხდა ამ თავში, ველოდები გაგრძელებას.მთლიანობაში ისტორია ძალიან საინტერესო ჩანს..

მადლობა❤ მალე დაიდება

ლიკ ლიკ
აუუ კარგი რააა,

??

არ მინდოდა ესე დამართნოდაა,

 


№7  offline წევრი mariam m.k

chemi azrit am istorias esec mouxdeba nu dawerialia isedac kargia ramdenadac damtgrunveli. Momwons sheni weris stili

 


№8  offline წევრი rare

ლიკ ლიკ
rare
შამანი
რომ წარმოვიდგინე ზიზღისგან გამცრა. ძალიან,ძალიან ცუდი რაღაც მოხდა ამ თავში, ველოდები გაგრძელებას.მთლიანობაში ისტორია ძალიან საინტერესო ჩანს..

მადლობა❤ მალე დაიდება

ლიკ ლიკ
აუუ კარგი რააა,

??

არ მინდოდა ესე დამართნოდაა,

სხვანაირად ვერ დაიწყებოდა ელისაბედის გარდაქმნა :/

mariam m.k
chemi azrit am istorias esec mouxdeba nu dawerialia isedac kargia ramdenadac damtgrunveli. Momwons sheni weris stili

❤❤❤????

Queenofmoon
საინტერესოა,კარგად და გამართულად წერ ნამდვილად,რაც ძალიან მომწონს.
ველი შემდეგ თავს

მალე იქნება შემდეგი❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent