შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლიანი შეცდომა (თავი მეთერთმეტე)


8-08-2018, 23:46
ავტორი sofikela
ნანახია 2 835

ნერვიულად დააბიჯებდა სანდრო გიორგაძე სამუშაო კაბინეტში, ვერაფრისთვის ახერხებდა გულის დადებას, ერთდროულად ბევრ განსხვავებულ განცდასა და ემოციას მოეყარა მასში თავი. წინა საღამოს იხსენებდა, ფრაგმენტები ერთმანეთს ცვლიდა და სახეზე ღიმილი ეფინებოდა. ხვდებოდა, რომ მსგავსი განცდა ჯერ არ ჰქონია და ეს ფაქტი აბედნიერებდა. თუმცა მისი სიხარული ბოლომდე ვერ შლიდა ფრთებს. იცოდა, სიმართლე უნდა ეთქვა სოფოსთვის, სანამ ჯერ კიდევ არ იყო გვიანი. უნდა ეთქვა, რომ ტაქსისტი კი არა, საკმაოდ წარმატებული არქიტექტორი იყო. წინ და უკან დადიოდა და სათქმელ ტექსტს ალაგებდა გონებაში. ყველა ჯერზე სხვადასხვანაირად აყალიბებდა სათქმელს. ეშინოდა, ძალიან ეშინოდა, რომ ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი ტყუილი, სასიკეთოს არაფერს მოუტანდა. თუმცა ასე გაგრძელებას ისევ სიმართლით გულისტკენა და მერე ამ იარის მოშუშება ამჯობინა და საბოლოოდ გადაწყვიტა, ამ საღამოს ეთქვა სიმართლე გოგონასთვის. დიდხანს ფიქრობდა ჯერ როგორ შეთანხმებოდა შეხვედრაზე :
- დღეს შევხვდეთ? - მიწერა მარტივად.
- დღეს ვერა, სანდრო, მაპატიე, მეგობარმა მთხოვა რაღაც საქმეზე გაყოლა და შევუთანხმდი უკვე, ვეღარ ვეტყვი უარს - წაიკითხა მონაწერი გიორგაძემ და ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი, ეს ძლივსნაპოვნი გამბედაობა თავზე დაემსხვრა და კიდევ როდის მოიკრებდა საამისო ენერგიას, აღარ იცოდა.
- კარგი, თუ არ გამოვა, რა გაეწყობა - მიწერა სწრაფად.
- გეწყინა ? - მალევე დაუბრუნა პასუხი წაბლისფერთმიანმა.
- არა, არა, რას ამბობ, უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ - გაგზავნა დაუფიქრებლად.
- რამე მოხდა?
- განსაკუთრებული არაფერი, რომ გნახავ, მერე გეტყვი.
- კარგი , სანდრო, ლექციაზე შევდივარ, შეგეხმიანები საღამოს, ეცადე, ხასიათზე მოხვიდე, ალბათ, არ გიხდება მოწყენა - დაემშვიდობა გოგონა და სანდროს სახეზე ღიმილი მოჰფინა მისმა სიტყვებმა.
საქმეს გულს ვეღარ უდებდა და გეგას დაურეკა :
- გისმენ, სანდრინიო - მისგან განსხვავებით კარგ ხასიათზე იყო გეგა.
- დღეს დავლიოთ რა, გეგუშ - უთხრა მუდარანარევი ხმით.
- დავლიოთ, სანდრო, მაგრამ ხოა მშვიდობა?
- კი, თუ ამას მშვიდობა ჰქვია.
- რა ხდება, ბიჭო, ამოთქვი - დაეძაბა ტონი მეგობარს.
- სოფოსთვის სიმართლის თქმა მინდოდა, ძლივს დავალაგე სათქმელი, მოვიკრიბე ენერგია და საღამოსთვის შეხვედრა ვთხოვე.
- მერე? კარგია ეგ, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ეგ ტყუილი.
- მერე ის, რომ არ მცალიაო - ჩაილაპარაკა იმედგაცრუებულმა.
- და მაგის გამო ხარ ასეთ ხასითზე? დღეს არ სცალია, ხვალ მოიცლის, შენ მაგაზე არ იდარდო, ჩემო ძმაო - გაამხნევა მეგობარმა.
- საღამოს სახლში დავტოვებ მანქანას და ტაქსით გამოგივლი, როგორც არასდროს, ისე მჭირდება თქვეთან ყოფნა, იქნებ, ასე მაინც აღარ ვიფიქრო იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს.
- ბიჭო, მე კიდევ პირიქით მგონია, რა არის იმაში ცუდი, რომ შენს საქმეში წარმატებული და შემდგარი პიროვნება ხარ? ჯერ შეიძლება გაოცდეს, მერე კი აუცილებლად დალაგდება ყველაფერი.
- ვითომ ? -იმედი მიეცა გიორგაძეს.
- ვითომ კი არა, ეგრე იქნება აუცილებლად, მაგ საკითხში მაინც უნდა მენდო, არ იცი? - ჩაიცინა გეგამ.
- ჰო, ჰო, შენ და შენი ისტორიები - ლაპარაკობდა და კალამს ნერვიულად ათამაშებდა ხელში სანდრო.
- მოკლედ, როგორც კი ტაქსიში ჩაჯდები, დამირეკე და მზად დაგხვდები, არ გალოდინებ პაემანზე - მეგობრის ხასიათზე მოყვანას ცდილობდა გეგა.
- ჰო, სოფო არ მომყვება პაემანზე და შენ მაინც ნუ გამიტეხ გულს - თითქოს ხასიათი გამოუკეთდა ბიჭს.
- ცხოვრების ბოლომდე მეყვარები, ჩემო სიცოცხლევ - არ ჩერდებოდა გეგა.
- ნეტავ ვინმე გვისმენდეს ახლა - სიცილს ვეღარ იკავებდა სანდრო.
- ჩემი სიყვარული შენდამი მარადიულია, რაც უნდათ , ის იფიქრონ.
- კარგი, გეგა, გეყოფა, წავედი ახლა და საღამომდე. ერთი კლიენტი პირადად უნდა მივიღო. ნუგზარის მეგობრის შვილი. სახლის აშენება უნდა და პირადად შეხვდი, დააკვალიანეო, მთხოვა.
- მიდი, მიდი, აბა, შენ იცი - დაემშვიდობა მეგობარს გეგა.
***
სანდროს უხასიათობამ მეც გამიფუჭა ხასიათი, მიზეზი არ ვიცოდი, თუმცა მაინც დავკარგე მოსვენება. თავსაც დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ ვერ ვახერხებდი მის ნახვას, თითქოს ჩემი ბრალიც იყო, მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა. არ შემეძლო უარი მეთქვა ნინასთვის, რომელიც მესტიაში იყო და მის შეყვარებულთან ერთად სამშენებლო კომპანიაში მთხოვდა გაყოლას, კაცების ამბავი ხომ იცი, ყველა დეტალს არ ჩაუღრმავდებიან და შენ უნდა იყო ჩემი წარმომადგენელიო, მაფრთხილებდა. მათ სამომავლო გეგმებში თბილისთან ახლოს სახლის აშენება შედიოდა და გადაწყვიტეს, პროფესიონალებისთვის მიენდოთ ეს საქმე.
7 საათი შესრულდა თუ არა, ნიკას ზარმა გამომარკვია ფიქრებიდან :
- სოფ, ახლა გამოვედი სამსახურიდან, გამოგივლი და ერთად მივიდეთ, აღმაშენებელზე აქვთ სათაო ოფისი.
- მიდი, ნიკა, პირდაპირ იქ და მოვალ მეც. არ მინდა დაგაგვიანო. როგორც ხდება ხოლმე, გამოსვლის წინ უნდა გამოჩნდეს რაღაც გაუთვალისწინებელი. მომწერე მერე სად იქნები ზუსტად და ამოვალ პირდაპირ - მერიდებოდა გეგმების შეცვლა რომ გვიწევდა.
- თუ მალე მორჩები, დაგელოდები და ბარემ ერთად წავიდეთ.
- არა, არა, რომ დაგაგვიანო, არ გამოვა, მიდი და მოვალ მეც, ტაქსით წამოვალ და უცებ გამოვალ აღმაშენებელზე - დავაიმედე მეგობრის შეყვარებული.
- კარგი მაშინ, მე არ მინდოდა შენი შეწუხება, თუმცა ნინას შეკვეთაა ასეთი, შენ რაღაცები გამოგრჩება და გოგოები უნდა გამოგაყოლოო, თავიდანვე გამაფრთხილა - იცინოდა ბიჭი.
- რა პრობლემაა, ნიკოლოზ, თქვენს განკარგულებაში მიგულეთ, როცა არ უნდა დაგჭირდეთ, თან, მაგ სახლში ჩვენც ხომ უნდა დავისვენოთ ხოლმე და ყველაფერი ისე უნდა გამოვიდეს, როგორც ნინას და ჩვენ გვინდა - შევაპარე ჩვენი ხშირად მათთანყოფნის იდეა.
- აბა, რა . მე მიყვარს ჩემი ცოლის დაქალები, ხომ იცი. კარგი ახლა, გავედი და ოფისში შევხვდებით - დროებით დამემშვიდობა ბიჭი.
სულ რაღაც ნახევარ საათში მეც მოვრჩი ჩემს საქმე და ნიკას მივწერე, ახლა გამოვდივარ-მეთქი, ჯერ არც მე შევსულვარ შეხვედრაზეო მიპასუხა და დამშვიდებული ჩავჯექი ტაქსიში.
- გამოგიკეთდა ხასიათი ? - მივწერე სანდროს.
- ჰო, ცოტა უკეთ ვარ - დამობრუნა პასუხი სწრაფად.
- არ მეტყვი რის გამო იყავი ცუდათ? - მართლა მაინტერესებდა მისი მდგომარეობა.
- განსაკუთრებული არაფერი, თან ტელეფონით ამაზე ლაპარაკი არ ღირს, რომ შევხვდებით, მერე მოგიყვები.
- კარგი, როგორც გინდა - თითქოს მეწყინა, რომ არ ისურვა ამ თემაზე ჩემთან საუბარი.
- შენ ჩემზე ფიქრობდი?
- გაგიკვირდება და კი - არ დავუმალე მეც.
- არ გამიკვირდება, მეც მთელი დღეა შენზე ვფიქრობ - მომწერა და გულმა გამალებით დამიწყო ცემა, აღარ ვიცოდი, ამ შეტყობინებაზე რა პასუხი მიმეწერა.
- კარგი, სანდრო, მეგობარს უნდა შევხვდე ახლა, როგორც გითხარი, ცოტა ხნით არ მეცლება და მერე მოგწერ ისევ - დავემშვიდობე, მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა ასეთ ხასიათზე მყოფს დავმშვიდობებოდი.
ნიკას კიდევ ერთხელ მივწერე, მალე მოვალ-მეთქი და ზუსტი მისამართი, სართული და ოთახამდე მისასვლელი გზა მიმასწავლა, სადაც მათი მომავალი სახლის არქიტექტორს ხვდებოდა:
„5 წუთია რაც შევედი, დეტალებზე საუბარი ჯერ არ დაგვიწყია, იციან, რომ უნდა მოხვიდე და უპრობლემოდ მოგასწავლიან“ - მომწერა ბიჭმა. ტელეფონი ჩანთაში ჩავდე, მძღოლისთვის მისაცემი ფული გავამზადე და სარკეში შევათვალიერე ჩემი თავი. სანდროს ცუდი ხასიათის თუ რაიმე მოსალოდნელის გამო უცნაურ ფორიაქს ვგრძნობდი.
მანქანიდან გადავედი და სამშენებლო კომპანიის სათაო ოფისში შევედი. ახლა გამახსენდა, რომ არქიტექტორის სახელი და გვარი არ ვიცოდი. 403-ე ოთახში მელოდებიან-მეთქი, დაცვას ვუთხარი და მანაც მშვიდად მიმაცილა დანიშნულების ადგილამდე.
დავაკაკუნე, კარი ნიკამ გამიღო. არქიტექტორი რამდენიმე წუთით გასულია და მალე დაბრუნდებაო, მითხრა. გამიხარდა, განსაკუთრებითაც არ დამიგვიანია.
- ერთ-ერთი საუკეთესოა ქალაქში, მამაჩემის მეგობარია მისი ახლობელი და როგორღაც გამონახა დრო, თორემ ასე პირად შეკვეთებს არ იღებს - მითხრა ნიკამ.
- ოჰო, ესე იგი გაგიმართლა - ვთქვი და ოთახის თვალიერება დავიწყე.
- ხო, შეიძლება ითქვას, რომ ეგრეა.
- აი, დავბრუნდი, ბატონო ნიკა, დიდი ბოდიში, რომ გალოდინეთ, მნიშვნელოვანი ზარი იყო და აუცილებლად უნდა მეპასუხა, კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით - ზურგს უკან საოცრად ნაცნობი ხმა გავიგონე და ერთიანად გავიყინე. შებრუნება არ მინდოდა, იმ რეალობის მეშინოდა, რომელიც ოთახის ბოლოში დამხვდებოდა.
- არაუშავს, რას ბრძანებთ, პირიქით, დიდი მადლობა, რომ მოახერხეთ და შეძელით ჩემი მიღება - მისით აღფრთოვანებული იყო ჩემ გვერდით მჯდომი.
- მოდით, საუბრის შენობით ფორმაზე გადავიდეთ - თანდათან მიახლოვდებოდა ნაცნობი ხმა და ვიგრძენი, როგორ გამიოფლიანდა ხელის გულები. მოგვიახლოვდა, თავის სავარძელში ჩაჯდა, პირდაპირ ჩემ წინ და შემომხედა თუ არა, გაფითრდა, შევნიშნე, როგორ დაეცვარა შუბლი ოფლით. არც მეტი, არც ნაკლები, ჩემს წინ სანდრო იდგა მთელი თავისი მშვენიერებით. თავიდან ისიც გავიფიქრე, იქნებ ტყუპის ცალი ჰყავს, ან უბრალოდ საოცრად ჰგავს-მეთქი, მაგრამ მის სახეზეც რომ ანალოგიური ემოცია დავინახე, მივხვდი, ეს ბიჭი ჩემი სანდრო იყო.
- გამარჯობათ, ბატონო სანდრო - მივესალმე უემოციოდ.
- გამარჯობა, სოფო - დამიბრუნა პასუხი დარცხვენილმა და თვალს ვერ მისწორებდა.
- თქვენ, რა, ერთმანეთს იცნობთ? - გაუკვირდა ნიკას.
- ჰო, ნიკა, ვიცნობთ - ვუპასუხე მეც.
- მართლაც და რა პატარაა ეს ქვეყანა - გამხიარულდა ჩემ გვერდით მჯდომი.
- გადავიდეთ საქმეზე? - ცდილობდა თემის შეცვლას სანდრო.
- ჰო, ჰო, აბა , რა - დაეთანხმა ნიკაც.
საუბრობდნენ დეტალებზე, ოთახების განლაგებაზე, ეზოს მოწყობასა და აუზის მდებარეობაზე. მე კი არაფერი არ მესმოდა. ჩემი გონება სხვაგან იყო. მხოლოდ მის სახეს ვხედავდი. საუბრობდა დამაჯერებელი ტონით, ეტყობოდა, რომ თავისი საქმის სპეციალისტი იყო. ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, ჩემი ტაქსისტი, რანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო ქვეყნის წამყვანი არქიტექტორი. ყველაფერზე ვფიქრობდი იმის გარდა, რის გამოც აქ ვიყავით მოსული :
- რას ფიქრობ, სოფო, კარგი გამოვა ასე ? - ნიკას სიტყვებმა დამაბრუნა რეალობაში.
- უკაცრავად, არ გისმენდი - მოვუბოდიშე მას.
- რა ხდება, შეყვარებული ხომ არ ხარ? - გაიხუმრა ბიჭმა და უნებურად სანდროს გავხედე, ჩემზე არანაკლებ ნერვიულობდა ისიც და დიდხანს ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილზე.
- თავიდან, მითხარი, აბა, რას მეკითხებოდი - ვითხარი უხერხულად.
- რას და, აი, დახედე, მეორე სართულზე გავაკეთოთ სტუდიოს ტიპის ოთახი ? თუ ზედმეტი იქნება იქ სამზარეულო?
- მგონი არ გინდა, ნიკა, მეც ვეთანხმები ნინას. ორივე სართულზე სამზარეულო რა საჭიროა? პირველზე კეთდება იმხელა, მეორეზე საჭიროებას ვეღარ ვხედავ - ჩავერთე დიალოგში მეც.
ჰო, მეც ასე ვფიქრობ - მხარი ამიბა სანდრომ.
საუბარი დიდხანს გაგრძელდა, თუმცა საერთოდ არ მაინტერესებდა, რას განიხილავდნენ. ისევ იმაზე ვფიქრობდი, რაში დასჭირდა სანდროს ჩემი ასე მოტყუება. ზოგიერთი ხომ პირიქით იქცევა? სხვისთვის თავის მოსაწონებლად, იმას იბრალებს, რაც რეალურად არ არის და სანდრო პირიქით მოიქცა, ტაქსისტად გამაცნო თავი. ხანდახან ჩემკენ მომართულ მის მზერას ვაფიქსირებდი. მზერას, რომელშიც სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობის ამოკითხვა არც ისე რთული იყო. ვგრძნობდი, რომ მასაც აწუხებდა ჩვენს თავს დამტყდარი ამბავი.
მაშინ გამოვფხიზლდი, ნიკა და სანდრო რომ წამოდგნენ და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს :
- ძალიან დიდი მადლობა და იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით - დამშვიდობებისას უთხრა სანდროს ნიკამ.
- აუცილებლად - უხალისოდ დაუბრუნა სანდრომაც პასუხი.
მეც გამომიწოდა ხელი, გამიკვირდა, არ ველოდი. არ მინდოდა, ნიკას ჩვენ შორის გაჩენილი დაძაბულობა შეემჩნია და საპასუხოდ ჩემი ხელიც შევაგებე. მომიჭირა, იგრძნო, როგორ ვკანკალებდი და თითქოს არ სურდა ჩემი გაშვება.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ, ნიკას უნდა მივეყვანე სახლამდე. მის სამსახურში რაღაცების გარკვევა არც თუ ისე კარგი ტონი იქნებოდა და მანაც თავი შეიკავა. მანქანაში ჩავჯექი თუ არა, შეტყობინება მივიღე, ვიცოდი, მისგან იქნებოდა :
- სახლთან შორიახლოს დაგელოდები, აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ.
- ახლა არა, სანდრო, ოღონდ ახლა არა - მივწერე მეც.
- გთხოვ, სოფო, ისედაც დამნაშავედ ვგრძნობ თავს და რამდენიმე დღეა მაწუხებს ეს შეგრძნება, კიდევ ნუ გამიხანგრძლივებ ამ ტკივილს - მის მონაწერში გულწრფელობა ამოვიკითხე.
- კარგი , სანდრო, მოგწერ რომ მოვალ და მითხარი, სად იქნები - დავუბრუნე პასუხი.
- სტადიონის მხარეს ვიქნები.
- სწრაფად ნუ ივლი - ჩემდა უნებურად ვუთხარი.
- კარგი, შეხვედრამდე.
ვერ ვიგრძენი, როგორ მივედით სახლამდე. საკუთარი გულისცემა მესმოდა. სხეულისა და მოძრაობის დამორჩილებას ვერ ვახერხებდი. ნიკას დავემშვიდობე, მანქანიდან გადავედი და სანდროს მივწერე, მოვედი-მეთქი. დავინახე როგორ წამოვიდა მისი მანქანა ჩემკენ. გადმოვიდა, თვალებში შემოხედვა უჭირდა, კარი გამიღო და დაჯექიო, მთხოვა.
- მე თვითონ მინდოდა მეთქვა და მართლა არ მინდოდა, ასეთ სიტუაციაში გაგეგო ეს ამბავი და არა ჩემგან - დაიწყო საუბარი და ნერვიულად თითებს ათამაშებდა საჭეზე. ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი.
იმ დღეს, შენი ზარი რომ შემოვიდა, სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი. მისამართი რომ მითხარი, ვეცადე ამეხსნა, რომ სხვაგან მოხვდი, მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი და იმდენად სწრაფად გამითიშე, ხმის ამოღებაც კი ვერ მოვახერხე. არა, თავის გამართლებას არ ვაპირებ, სიმართლის სათქმელად საკმარისზე მეტი დრო მქონდა, მაგრამ დღითიდღე უფრო ვერ ვბედავდი, ჩვენს ურთიერთობაში ბზარის გაჩენის მეშინოდა. შენი ზარის სერიოზულად მიღებას არც ვაპირებდი, მაგრამ გეგას ველაპარაკე რამდენიმე წუთით ადრე და ჩემი რუტინული ცხოვრების გამო მისაყვედურა. გაჩერებას მოვუახლოვდი თუ არა, ინსტინქტურად შევაჩერე მანქანა. იმდენად ბედნიერი ჩანდი, მეც გადმომდე ეს ემოცია. უფრო დიდი დამთხვევა, იცი, რა იყო? ზუსტად ის მისამართი რომ მითხარი, სადაც ისედაც მივდიოდი.
რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ შემაჩერა, მეორედ გამბედაობას ვეღარ მოვიკრებო მითხრა და საუბარი განაგრძო :
- ბევრი ვიფიქრე, როგორ შეიძლებოდა დაგკავშირებოდი, ჩემთან შეხვედრის სურვილი გამეჩინა შენთვის და ბოლოს ის მოვიფიქრე, რაც ისედაც იცი. თანდათან ჩამითრია ამ ტყუილმა, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში, ტყუილი მხოლოდ ეს იყო, დამიჯერე, სხვა დანარჩენი გულწრფელი იყო და ასეთი გულწრფელი სხვა არც არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. შენთან თავს განსაკუთრებულად ვგრძნობ, მსუბუქად, არ მადარდებს, რა იქნება ხვალ. გიყურებ და მხოლოდ შენით ვივსები, მხოლოდ შენგან მომავალი სითბო მავსებს. არ მინდოდა, მართლა არ მინდოდა ეს ყველაფერი ასე გაგეგო, მაგრამ მოხდა და ვეღარაფერს შევცვლით. ახლა მარტო ის მინდა, ჩემს გულწრფელობაში დაგარწმუნო. ეს ტყუილი დაგავიწყო და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი, ხომ მენდობი? - გადმომხედა და ხელი მომკიდა. ვუსმენდი და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ სიმართლეს ამბობდა. იმდენად სუფთა იყო, გულწრფელი, არ გამჭირვებია მის სიტყვებში სიმართლის ამოკითხვა. გულის სიღრმეში მიხაროდა კიდეც, ჩემ წინ რეალიზებული საკუთარ თავში დარწმუნებული და საქმეში წარმატებული ბიჭი რომ იჯდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტყუილმა შემძრა, არ შემეძლო მასზე გაბრაზებული ვყოფილიყავი, ჩემს თავს წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი :
- მჯერა, სანდრო, შენი ყველა სიტყვის მჯერა, მაგრამ მაინც ძალიან მეწყინა, რომ არ დაგიმალო - ვუთხარი და ხმა ჩამიწყდა, ვეღარ მოვახერხე სათქმელის ბოლომდე დასრულება.
- ვიცი, მართლა მესმის შენი, მაგრამ გპირდები, ეს ერთადერთი ტყუილი იქნება, რაც ჩვენ შორის იარსებებს - გადმომხედა და ისეთი მზერა მომაპყრო, ვერ გავუძელი, მივუახლოვდი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე. მისი სხეულიდან მომავალი სითბო გადმომედო და ერთიანად დამიარა ტანში ჟრუანტელმა. არ შემეძლო, მართლა არ შემეძლო მისგან შორს ყოფნა.
- უნდა წავიდე, სანდრო - ვუთხარი და შეკრთა.
- ასე წახვალ, ასე უსიტყვოდ?
- ცოტას დავისვენებ, ვიფიქრებ შენზე, გპირდები, რომ ვიფიქრებ, მაგრამ ეს დღე უნდა გავაანალიზო, მომხდარზე ვიფიქრო. ახლა იმის ძალას ვერ ვპოულობ, რომ რამე გითხრა, მაგრამ იცოდე, ყველაფერი კარგად იქნება - ვუთხარი, ლოყაზე კოცნის კვალი დავუტოვე და გადმოსვლას ვაპირებდი, ხელი რომ ჩამჭიდა, მისკენ მიმაბრუნა და გულში ჩამიკრა. მივხვდი, ყველაფერი კარგად იქნებოდა და მომავალს, უბრალოდ, არ ჰქონდა უფლება, არ ყოფილიყო უკეთესი.



№1  offline წევრი დარინა

საოცრად თბილი წყვილიაააა, ისეაი საყვარლები არიან მეც მაბედნიერებენ მათი გულწრფელობით, მინდოდა სანდროს ეთქვა სიმართლე მაგრამ არაუშავს იმედია სოფოო სწორად გაიგებს ყველაფერს, კიდევ მინდა ახალი თავი არ მეყოოო.

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან მომწონს ეს ისტორია და თავები ასე მალე რომ თავდება ცუდია... მალე მინდა გაგრძელება.. არ მყოფნის... წარმატებები თქვენ.

 


№3  offline წევრი kora

საოცრად თბილი და გადამდები სიყვარულით სავსე ისტორია. უმორჩილესად გთხოვ ბოლომდე ესეთად დატოვე. იმდენად გაჯერებულია გულწრფელობით, სიყვარულით, მეგობრობით, ადამიანობით რომ არ მოუხდება ხელოვნური დრამატიზირება. ცხადია, ეს ჩემი აზრია და შენ უკეთ იცი როგორ მოუხდება შენს ისტორიას. როგორც მკითხველი ვისურვებ ეს იყოს ზუსტად ის ისტორია რომელის წაკითხვა სულ მომინდეს, რათა სულ ვგრძნობდე როგორი სუფთა და სპეტაკია სიყვარული იქ სადაც გაგება და ბევრი ემოციაა <3 მადლობა შენ ამ საოცარი ისტორიისთვის <3
--------------------
kira.G

 


№4  offline წევრი sofikela

kora
საოცრად თბილი და გადამდები სიყვარულით სავსე ისტორია. უმორჩილესად გთხოვ ბოლომდე ესეთად დატოვე. იმდენად გაჯერებულია გულწრფელობით, სიყვარულით, მეგობრობით, ადამიანობით რომ არ მოუხდება ხელოვნური დრამატიზირება. ცხადია, ეს ჩემი აზრია და შენ უკეთ იცი როგორ მოუხდება შენს ისტორიას. როგორც მკითხველი ვისურვებ ეს იყოს ზუსტად ის ისტორია რომელის წაკითხვა სულ მომინდეს, რათა სულ ვგრძნობდე როგორი სუფთა და სპეტაკია სიყვარული იქ სადაც გაგება და ბევრი ემოციაა <3 მადლობა შენ ამ საოცარი ისტორიისთვის <3

ძალიან დიდი მადლობა !
გპირდებით, ეს წყვილი ბოლომდე შეინარჩუნებს ბუნებრივობას ! <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ანი

დღეს დადებ?????

 


№6  offline წევრი sofikela

სტუმარი ანი
დღეს დადებ?????

ვეცდები ^_^
წერის პროცესში ვარ ახლაც

 


№7  offline წევრი თამო1712

sofikela
სტუმარი ანი
დღეს დადებ?????

ვეცდები ^_^
წერის პროცესში ვარ ახლაც

Dadeb dges?

 


№8  offline წევრი sofikela

თამო1712
sofikela
სტუმარი ანი
დღეს დადებ?????

ვეცდები ^_^
წერის პროცესში ვარ ახლაც

Dadeb dges?

ახლა ავტვირთე და რამდენ ხანში დაიდება, არ ვიცი. მოდერატორის თანხმობა სჭირდება.

 


№9  offline წევრი თამო1712

sofikela
თამო1712
sofikela
სტუმარი ანი
დღეს დადებ?????

ვეცდები ^_^
წერის პროცესში ვარ ახლაც

Dadeb dges?

ახლა ავტვირთე და რამდენ ხანში დაიდება, არ ვიცი. მოდერატორის თანხმობა სჭირდება.

Kargii,madloba didi yuradgebistviss❤❤❤

 


№10  offline წევრი sofikela

თამო1712
sofikela
თამო1712
sofikela
სტუმარი ანი
დღეს დადებ?????

ვეცდები ^_^
წერის პროცესში ვარ ახლაც

Dadeb dges?

ახლა ავტვირთე და რამდენ ხანში დაიდება, არ ვიცი. მოდერატორის თანხმობა სჭირდება.

Kargii,madloba didi yuradgebistviss❤❤❤

პირიქით, მადლობა თქვენ, რომ გაინტერესებთ და მოგწონთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent