აგვისტოს 7დღე სრულად
5აგვისტო... როგორც იქნა ყველამ დავასრულეთ სწავლა.საბოლოოდ მივასიკვდილეთ გამოცდები.ოფიციალურად გავხდით მეხუთე კურსელები.ზოგი სამსახურიდან გავენთავისუფლეთ,ავიკარით გუდა-ნაბადი და მეგობრის დაჩაზე გავემგზავრეთ სოფელში. ხმაურით ავიკელით სამარშუტო ტაქსი ამდენმა გადარეულმა ერთად და იქ მჯდომი მგზავრებიც ავიყოლიეთ. -თქვენ გაიხარეთ შვილებო.-დაგვლოცა ერთმა მოხუცმა ქალმა,როცა გიტარაზე დაკვრა და სიმღერა დავასრულეთ. -ასეთი ახალგაზრდები და ასეთი სიცოცხლით სავსეები რომ ხართ, უფალმა არ მოგიშალოთ ეს ღიმილი.-აჰყვა გვერდით მჯდომი მოხუცი კაცი. -ვისთან მიდიხართ შვილო?- -მაისურაძეებთან.-უპასუხა ნინომ.-ლევანის მეგობრები ვართ. -როგორი კარგი ბიჭიც თვითონაა ისეთი კარგები ხართ თქვენც. გაიხარეთ,გამრავლდით..კიდევ ერთხელ დაგვლოცა ქალმა. -ხომ არ შეგაწუხებთ კიდევ რომ ვიმღეროთ?-იკითხა ქეთიმ -არა შვილო,არა.ისე ვართ მონატრებულები ჩვენ ახალგაზრდებს და ხალხმრავლობას რომ ასეთ დროს სიხარულის მეტს არაფერს არ ვგრძნობთ. -მაშინ ვიმღერებთ,-ქეთიმ გიტარას თავის თითები ჩამოჰკრა,თან მე გადმომძახა ამყევიო.მეც გავუღიმე და პირველი ხმა მივეცი აქედან. „-ჩემო სიამაყევ,ჩემო სანატრელო, ჩემი საქართველო აქ არის...““ საღამოს უკვე იქ ვიყავით.მძღოლმა სასურველ ადგილზე მიგვიყვანა და ჩამოგვსვა სოფლის ცენტრში,მაღაზიის წინ. იქვე უსაქმურებს და ჯაფისგან გადაღლილების ბირჟა იყო.საუბრობდნენ.განიხილავდნენ სხვადასხვა ამბებს,მსოფლიო პოლიტიკის,ქვეყნის თუ სოფლისას.ჩვენს დანახვაზე ყველამ ერთად გამოიხედა.აინტერესებდათ ვინ ვიყავით.სანამ რამეს გვკითხავდნენ ლევანიც გამოჩნდა და ჩვენსკენ ხელებგაშლილი წამოვიდა გაბადრული სახით... -ჩემი გადარეულები,ჩემი ლამაზები,ჩემი ანგელოზები.როგორც იქნა აქ ხართ.-ყველას ჩამოგვიარა,ჩაგვეხუტა და მოგვესიყვარულა. -ჩემი ლევანჩო.ჩემი სიმპატიურიი,-ავუჩეჩე თმები და მეც მოვხვიე ხელი წელზე. -წავედით ეხლა.გველოდებიან.სუფრა გაშლილია.-ჩვენს ბარგს დაავლო ხელი,ზურგზე მოიგდო და გაგვიძღვა სახლისკენ.. მის სახლში უკვე გველოდნენ.წლებია მეგობრები ვართ.უფრო სწორად ბავშვობიდან ერთად მოვდივართ მე-სალომე,ლევანი,ირმა და კატო.ქეთი და თიკო მოგვიანებით გავიცანით და შესანიშნავი ექვსეული შედგა. იმ ღამით გვიანობამდე ვქეიფობდით.უზარმაზარ ორსართულიან სახლში მეორე სართული ჩვენ დავიკავეთ,ქვემოთ მისი ოჯახის წევრები-მშობლები,ორი ძმა მეუღლეებით და მათი შვილებით განთავსდნენ... აივანზე გავშალეთ სუფრა.დედამისი გვიანობამდე ჩჳენთან იყო.მერე თითქის ძალით გავუშვით დასაძინებლად.ჩვენების ნაწილიც დაწვა,დავრჩით მხოლოდ მე,ქეთი, ლევანი,კატო,ლევანის ბიძაშვილები-მიშო და კოსტა.მუსიკა აღარ ჩაგვირთავს,მხოლოდ გიტარას ვუკრავდით და სადრეგრძელოს სიმღერას ვანაცვლებდით.მზემ რომ ამოსვლა დაიწყო მაშინ ვინებეთ დაძინება... 6 აგვისტო დილა ზოგისთვის ადრე დაიწყო,ზოგისთვის თერთმეტ საათზე.უძილოებს და ნაბახუსევზე მყოფებს თავები გვტკიოდა.ლევანის დედას სუფრა უკვე მზად ჰქონდა და მხოლოდ ჩვენ გველოდა.ყველა რომ მოვგროვდით მივუსხედით და ისევ ისე დავიწყეთ გართობა.თამადა კოსტა იყო.დიდებულ სადრეგრძელოებს ამბობდა ზოგს ლექსად,ზოგს ისე და იუმორსაც არ აკლებდა.ვმხიარულობდით,ვმღეროდით და ვცეკვავდით -ჩაგისკდეთ მუცლები,რა ამბავია დილიდანვე დალევა.-ბუზღუნებდა თიკო,რომელიც სასმელს ვერ იტანდა და აქ ჯდომაც მობეზრდა -ვიღაცას არ მოსწონს ჩვენი გართობა?-გაეპასუხა კოსტა -გართობა კი,მაგრამ ამდენი დალევა რა ამბავია,სახლში დასაჯდომად ჩამოვედით? -ქეიფს ვიწყებთ დილიდან...წაუმღერა კოსტამ და ქეთოს ანიშნა დაუკარიო.მართალია მუსიკალური სმენა დიდად არ ჰქონდა,მაგრან ბოლომდე იმღერა და სულ არ მიაქცია ყურადღება ჩვენს სიცილს. -მოკლედ ახლა გოგოები კოფეს მოადუღებენ და მერე წავიდეთ სადმე,დავათვალიეროთ აქაურობა.-ხუმრობით თქვა ლევანიმ.-ჰეე მიდი,-მსუბუქად მიბიძგა ხელი და მივხვდი რომ უარის თქმა არ გამოვიდოდა.. შუადღეს ავიბარგეთ,შესაბამისად გამოვეწყვეთ და მდინარეზე წავედით.სასიამოვნო წყალი იყო.მაშინვე გადავეშვით ცივ მდინარეში.ცურვით რო ვიჯერეთ გული,არც წუწაობა და ერთმანეთის წყალში ჩაყურყმელავება დაგვიწყებია. იქაური ახალგაზრდებიც ბლომად იყვნენ.ისინი ავიყოლიეთ და მდინარის პირას წრეში ბურთი გავაჩაღეთ. დიდი ხანი ახსოვდა სოფელს ასეთი ხმაური,ჟრიამული და მხიარულება...მინდორში მომუშავე მოხუცები ამას რომ ხედავდნენ გულში გვლოცავდნენ ახალგაზრდებს და სახიდან გულწრფელ ღიმილს ვერ იშორებდნენ... ორიოდე სიტყვით გეტყვით სად ვიყავით... შიდა ქართლი საქართველოს გული.ფრონეს ხეობა,ცხინვალიდან რამდენიმე კილომეტრი. ჩვენი დედულეთი,რაღაცნაირად თბილი,სხვანაირი,დამახასიათებელი კილო და ის ტკივილი რაც დღეს სოფლების უმეტესობას ახასიათებდა -ახალგაზრდებისგან დაცლილი,ქალაქში უკეთესი ცხოვრების საძიებლად რომ არიან წასულები,მხოლოდ ზაფხულში და რამდენიმე მნიშვნელოვან დღესასწაულზე იხსენებენ მშობლიურ კერას და მარტოდ დარჩენილ მოხუც მშობლებს,ბებიებსა და პაპებს.(აქ ასე მოიხსენებენ) ულამაზეს ადგილად ვთვლი აქაურობას.გადმოცემით ძნელია,უნდა ნახო,უნდა იგრძნო აქაური სუფთა ჰაერი,საოცარი სიმშვიდე,ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.სხვადასვა ხეხილით მდიდარი პატარ-პატარა მთები-თხილი,ტყემალი,ტყის შინდი,მაყვალი და მარწყვი.მის უკან უზარმაზარი ტყეები,სადაც ისეთი ხშირი ხეებია,რომ მზის სხივები ნაკლებად აღწევს.კამკამა მდინარე ფრონე,თევზით მდიდარი და ისეთი სუფთა რომ თითოეულ ქვას,კენჭს გაარჩევ მასში.უფრო ღრმა ადგილებში კი ქარავნებად მოცურავე თევზებს. უხვადაა საძოვრები და სახნავ-სათესი მიწები,რომელსაც მოსახლეობა ამუშავებს და საკმაოდ ნაყოფიერ მოსავალს იძლევა. უხვადაა სხვადასხვა სალოცავები,საუკუნეების უკანდელი.ნასახლარებიც შეიმჩნევა. უხვადაა და ხალხში ღრმადაა გამჯდარი ერთმანეთის სიყვარული,შუადღეს მინდვრიდან დაბრუნებულები დასასვენებლად რომ ერთმანეთსეძახიან,კეთილი გულით ახვედრებენ გაშლილ სუფრას,შავ ღვინოს და კეთილ გულს... ******** მდინარიდან გვიან დავბრუნდით,მართლა კარგად გავერთეთ,თუმცა შიმშილმა თავისი ქნა და საღამოს ისევ სუფრას ვუსხედით. უფროსებში რაღაც შეშფოთება შევამჩნიეთ,მაგრამ ყურადღება არ მიგვიქცევია. ახლაგაზრდულ ჟინს წინ ვერაფერი უდგებოდა ისევ მუსიკა მაღალ ხმაზე,ისევ სასმელი და ისევ სიმღერა. საღამოს იარაღის გასროლის ხმა გაისმა ცხინვალის მხარეს,მაგრამ ამას იმდენად ვიყავით მიჩვეულები ყურადღება არ მიგვიქცევია.მათ მორიგ ვარჯიშს მივაწერეთ. -გეყოთ ქეიფი და მხიარულება.-კარში ლევანის მამა იდგა.კაცის ხმაში შიში და ტკივილი ერთად ვიგრძენით.წამში დადუმდა მუსიკა,წამში დავდუმდით ჩვენც.. -რა ხდება მამა? -ომი იწყება მგონი...მოემზადეთ,აქედან მიდიხართ.. მეხის გავარდნა იყო მისი სიტყვები.კერ კიდევ ვერ წარმოგვედგინა თუ მდგომარეობა აქამდე მივიდოდა.ვერ წარმოვიდგენდით ჩვენი თაობა ომს თუ ნახავდა.. წამში გამონელდა სასმელი... კიდევ რამდენიმე წამში ოთახში აუალაგებელი სუფრა და მბჟუტავი სანთელი დარჩა,ლევანის დედამ რომ აანთო და ღმერთს მშვიდობას სთხოვდა... ტრანსპორტი არ იყო.მხოლოდ ერთი ძველებური მანქანა იდგა ეზოში.ყველამ იქ მოვიყარეთ თავი.ერთმანეთს გადავხედეთ.აშკარად ვერ ჩავეტეოდით. -ჩვენ ფეხით წამოვალთ.-ვთქვი და ყველა მიხვდა ეს რასაც ნიშნავდა. ყველა ჩასხდა.რაც ჩაეტია საბარგულში საჭირო ნივთები ჩააწყვეს და წამოვიდნენ.არავინ იცოდა დაბრუნდებოდნენ თუ არა უკან და ეღირსებოდათ ისევ საკუთარ სახლ-კარში დაძინება. მზე ჩავიდა.ბინდი ჩამოწვა.დაბნელდა გარეთ და დაბნელდა ჩვენს გულებშიც.სახლში სინათლე ჩავაქრეთ.ეზოში ჩამოვჯექით დიდი კაკლის ხის ქვეშ.ვდუმდით და ვერაფერს ვამბობდით.სიტყვები აქ უძლური იყო. მასპინძელი აქეთ-იქით დადიოდა.მერე სახლში შევიდა,საგულდაგულოდ დამალული იარაღი გამოიტანა და წინ დაგვიდა. -დილით ადრიანად გავალთ.ვისაც გინდათ დაიძინეთ.ძალები დაზოგეთ,ფეხით დიდი გზა გვაქვს გასავლელი. -აქ ვიქნებით ჩვენც,-ვთქვი და ზურგჩანთა ფეხებთან დავიდე. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა,იმიტომ რომ დროის შეგრძნება დავკარგეთ.ჯერ მდუმარედ ვისხედით,მერე კი ნელ-ნელავავლაპარაკდით.ბავშვობის და აქ გადამხდარი ამბების გახსენება დავიწყეთ,რასაც ხმადაბალი სიცილი მოჰყვა. 7აგვისტო... უკვე შუაღამე იყო.ჩვენ ისევ გარეთ ვიჯექით.გასახსენებელიც გამოგველია და თითქოს ხალისიც გაგვიქრა.სახლი შემაღლებულ ადგილზე იდგა,სოფლის განაპირას.მალე სოფელში მომავალი მანქანები დავინახეთ,ფეხზე წამოვდექით და ჭიშკართან მივიჭერით.ქართული ჯარი სოფელს იკავებდა და ცხინვალისკენ მიიწევდა.იმედი მოგვეცა.იმედი იმის რომ თავს დავაღწევდით აქაურობას და იქნებ საბოლოოდ დაგვეღწია თავი რუსული აგრესიის და ოკუპაციისგან. ენით აუღწერელი და გადმოსაცემად რთული გრძნობები დაგვეუფლა. ველოდით რაღაც საოცარს,გამარჯვებას.იმედის სხივი გაჩენილიყო იმისა რომ შეიძლებოდა ამხელა მტრის წინააღმდეგ გამარჯვება მოგვეპოვებინა... -მშვიდობით დაბრუნდით შვილებო.მოგვესმა გვერდით სახლიდან და სწორედ ის მოხუცი ქალი დავინახეთ ჩვენთან ერთად რომ იმგზავრა.-გაუმრავლდით დედებს და უვნებლები დაბრუნდით.ლოცულობდა ქალი გულმხურვალედ. ქვემოდან დაძახების ხმა მოისმა და მალე კოსტა და მიშო გამოჩნდნენ. -ჩვენები გავამგზავრეთ.თქვენ რომ არ გამოჩნდით მივხვდით რომ არ წასულხართ. -ვერ წავედით მიშო,ადგილი არ იყო.დილით წავალთ. -ჩვენც თქვენთან ვიქნებით,მერე ერთად წავიდეთ. -მოდი კოსტა,მოდი.-რკინის ჭიშკარი გახსნა ლევანმა და შემოუშვა. ისევ ერთად შევიკრიბეთ,სახლიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით.ამჯერად უფრო მეტი.თიკო და კატო ისე იყვნენ შეშინებულები ხმას ვერ იღებდნენ.არც იმჩნევდნენ,თორემ აშკარად ეტყობოდათ რომ ნერვული შეტევის ზღვარზე იყვნენ... დაახლოებით ერთ საათში ცხინვალის მხარეს მიმავალი გზაზე კიდევ უფრო გაიზარდა მანქანების კოლონა და ჩაბნელებული და უვარსკვლავებო ცა განათდა.დაბომბვა დაიწყო.თიკომ შეჰკივლა და გვერდით მჯდომ კოსტას ისე ჩაეკრა რომ ვერ გაანალიზა ვინ იყო.დაბნეულმა ბიჭმა ხელები შემოხვია და დამშვიდება დაუწყო. -ეს უბრალოდ ბომბი იყო,პატარა ბომბი,ჩვენი ჯარისკაცები არიან,ნუ გეშინია.-ჩურჩულებდა ბიჭი. -მეშინია,წავიდეთ აქედან.წავიდეთ.-ტიროდა ის. -დაამშვიდეთ და მზე რომ ამოვა წავიდეთ.გოგოებო სახლში შედით,საჭმელი და წყალი ჩაალაგეთ,წინ დიდი გზა გვაქვს.ახლა ჩვენთვის არავის სცალია. მაშინვე წამოვდექით მე,ირმა და ლევანი,დავალება შევასრულეთ.ორ ზურგჩანთაში გავანაწილეთ ყველაფერი და უკან დავბრუნდით. რაც დრო გადიოდა უფრო მატულობდა ხმაური.უფრო მეტად გადაწითლდა ცა,ახმაურდა გარემო.აწკრიალდა ტელეფონები.თუმცა არავია მოგვსვლია აზრად რომ გვეპასუხა... ოდნავ რომ ინათა წამოვდექით და წასასვლელად მოვემზადეთ.მასპინძელმა ტკივილით და ცრემლიანი თვალებით გადახედა მამა-პაპისეულს სახლ-კარს,უკანასკნელად მოავლო თვალი ეზოს და ჭიშკარი გააღო.როგორც კი პირველი ნაბიჯი გადადგა,მაშინვე ავედევნეთ დანარჩენებიც.მეზობელ ქალს გადასძახა და ისიც გამოვიდა ეზოში. -გელოდები თამარა.არ მოდიხარ? -ოთხმოც წელს მიტანებული ვარ,ერთადერთი შვილი და ქმარი მიწას მივაბარე,რძალი და შვილიშვილები სამშვიდობოს მყავს და სად წავიდე? ამ სიბერეში როგორ მივატოვო აქაურობა.?ან ვინ იცის გადავრჩები რო გზაში? -ცრემლიანი თვალებით თქვა ქალმა-წადით.მშვიდად წადი.მე მივხედავ აქაურობას.დააიმედა კაცი.იქამდე იდგა თამარა გარეთ სანამ თვალს არ მივეფარეთ,მერე უცნაური ხმა გაისმა,რაღაცამ დაიქუხა და ყველამ კარგად გავარჩიეთ როგორ აქცია ბომბმა ნანგრევებად სახლი. ორი სახლი გასწორდა მიწასთან -ლევანის და თამარას.არავინ იცოდა ცოცხალი იყო თუ არა ის.გარეთ დარჩა თუ სახლში შებრუნდა. -არააა.-იღრიალა კაცმა და იქით გაქცევა სცადა,მაგრამ ბიჭებმა შეაჩერეს. -მორჩა მამა,აქ აღარაფერი დაგვრჩა.გვბომბავენ,უკან ვერ დავბრუნდებით. -მდინარესთან ჩავიდეთ ლევან.მას გავუყვეთ,გზაზე მათ სამიზნეებად ვიქცევით. -თქვა მიშომ და თითქმის ძალით წამოიყვანეს კაცი იქიდან. ინატიქტურად მივყვებოდით ჩვენც... აქეთ -იქით ვიყურებოდი შეშინებული და მაგრად მეკიდა თიკოსთვის ხელი.მინდოდა ეგრძნო რომ ერთად ყველაფერს გავუძლებდით. ტელეფონები გაითიშა.სრულად დავკარგეთ კავშირი სამყაროსთან.ომი ძალას იკრებდა და ხურდებოდა.რუსების მიერ ჩამოყრილი ბომბებიც მატულობდა.თვითმფრინავებიც გამოჩნდნენ,რომლებიც დაზვერვას აწარმოებდნენ.მათ ხმაზე ვიმალებოდით ბუჩქებში და ხეებს შორის,რომ არ გამოვჩენილიყავით.რომ გადაიფრენდნენ გზას ვაგრძელებდით.ასე შორს ვერ წავედით.მხოლოდ ის სოფელი გავიარეთ და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გავედით.სამალავი მოვძებნეთ,შევისვენეთ,ცოტა შევნაყრდით და დასასვენებლად მოვეწყვეთ.ბიჭებმა მდინარეში იბანავეს.გაგრილდნენ.გოგოებმა მხოლოდ ფეხები დავისველეთ და სახე დავიბანეთ... წარმოდგენა არ გვქონდა რა ხდებოდა ან რა ბედი ეწეოდა საქართველოს.ერთი ვიცოდით,აქედან უნდა გაგვეღწია.უნდა გადავრჩენილიყავით. ჩამობნელდა..მთვარე საკმაოდ ანათებდა იმისთვის რომ გზა გაგვეგრძელებინა... 8აგვისტო... თურმე შუა ომია უკვე.ამას მაშინ მივხვდით მიწასთან გასწორებულ და განადგურებულ სოფელს რომ მივადექით.ქართული სოფელი იყო,სადაც ოსური მოსახლეობაც საკმაოდ ცხოვრობდა...საშინელი სანახავი იყო აქაურობა....ჯერ კიდევ ბოლი ასდიოდა ყველაფერს...ახალი დაბომბილი იყო.ოღონდ რა მოხდა და ვის მიერ ეს ჩვენთვის გაურკვეველი იყო.. ერთი...ორი....სამი... ვითვლი დანგრეულ სახლებს... ერთი..ორი..სამი ვითვლი და ვაბიჯებ გვამებს...მერე სათვალავი ამერია..საშინელი სამახაობა.კოშმარი,რომლისგანაც თავის დაღწევა მსურს და არ გამოდის.. დაზაფრული მომყვებიან უკან გოგოები.ალბათ მათაც არ სჯერათ ჩემსავით ნანახი. იმდენად გვინდოდა ამ საშინელებას სწრაფად გავცლოდით რომ ვერ გავიაზრეთ როგორ მივადექით მეორე სოფელს...უშიშრად მივიწევდით აქაც. ისევ იგივე სურათი...ვხედავ გვამებს,დანგრეულ სახლებს.უპატრონოდ მიშვებულ შინაურ ცხოველებს,საცოდავად მორბენალ ძაღლებს... გვამებში კაცები,ქალებო,ბავშვები ერთმანეთშია არეული...ერთმანეთშია არეული ეროვნებაც... ოდესღაც რომ ერთად,ერთმანეთის გვერდით ტკბილად ცხოვრობდნენ ქართველები და ოსები.მეცოდებოდა ყველა,განსაკუთრებით ეს მშვიდობიანი მოსახლეობა,რომლებმაც ყველაზე ძვირი გადაიხადეს-საკუთარი სიცოცხლე.... რამდენიმე ცოცხალ ადამიანს შევხვდით-მოხუცებს,რომლებიც არ ტოვებდნენ დაბომბვას გადარჩენილ სახლებს.. -სად წამოვიდეთ შვილო.ან გადავურჩებით კი ამხელა გზას?ან ეს საკუთარი ხელით ნაშენები სახლ-კარი ვის იმედად დავტოვოთო.-ეს პასუხი ჰქონდა ყველას ჩვენს თხოვნაზე... ერთი...ორი...სამი... ჯარისკაცების გვამები შევამჩნიე.რატომ ვითვლიდი მეც არ ვიცი.. ათი..თერთმეტი...თორმეტი.. უცებ ერთ-ერთი გაინძრა და დაიკვნესა.თვალებს არ დავუჯერე.მასთან მივვარდი და ვიყვირე. -აქეთ მოდით,ის ცოცხალია. მასთან ჩავიმუხლე,თავი ავაწევინე,ცალი ხელი თავქვეშ ამოვუდე და წყალი დავალევინე.დანარჩენებიც გარს შემოგვეხვივნენ. -როგორ ხართ?-ვკითხე -აქ რა გინდათ?რატომ არ წახვედით?-მძიმედ საუბრობდა ის -ამის დრო არაა,შეძლებთ სიარულს?-ჰკითხა კოსტამ -აქედან წადით,დამტოვეთ.ისინი მოვლენ,არ დაგინდობენ -ვინ ისინი?რა მოხდა აქ? -ერთი ჯგუფია.ყაჩაღობენ და ხალხს ხოცავენ.ყველაფერი მიაქვთ,ქალებს აუპ..უცებ ლაპარაკი შეწყვიტა და ხველა აუტყდა. -წყალი დალიეთ...ისევ მივაწოდე. -რას აკეთებ?ამდენი წყალი არ გვაქვს?ხელი დამიჭირა გზაში შემოერთებული კიდევ ერთი ჯგუფის წინამძროლმა -არ მაინტერესებს,ეს ხალხი აქ შენი და შენნაირების გადასარჩენად წამოვიდნენ,ჩემი,შენი და ჩვენნაირების მშვიდად ყოფნას შესწირეს თავი და შენ მათ წყალს აყვედრი?-გააფთრებულმა შევხედე და ხელიდან წყალი გამოვტაცე. ჯარისკაცმა დაიკვნეს და ფორმის შეხსნა მთხოვა.გოგოებიც მეხმარებოდნენ.ხელები სისხლით დამესვარა.მუცელში და ფეხში იყო დაჭრილი.თავიც გატეხილი ჰქონდა.მოკლედ არც ისე კარგ მდგომარეობაში იყო. -უნდა წავიდეთ,აქ კარგი სამიზნე ვართ.არ ჩერდებოდა კაცი. -ვისაც გინდათ წადით,მე ამ ჯარისკაცთან ვრჩები,-ვთქვი ხმამაღლა. ისინი წავიდნენ...ვიცოდი რომ ჩემები არ მიმატოვებდნენ და ასეც მოხდა. -უნდა გავკერო,თიკო დამეხმარე...საგანგებოდ წამოღებულ პირველადი დახმარების ყუთში ნემსი და ძაფი მოვიძიე და მოვემზადე -არ შემიძლია.მხოლოდ თეორიულად მაქვს ნანახი.უკან დაიხია მან -შენ მომავალი ექიმი ხარ.ეს უნდა შეძლო. -შენ მოქმედი ექთანი ხარ და უჩემოდ შეძელი რააა. საბოლოოდ ირმას დაელია მოთმინება,თიკო კატოს დს ქეთის ჩააბარა და ის მომეხმარა.დანარჩენები საყარაულოდ იდგნენ.. ჯარისკაცი გმირულად იტანდა ტკივილს.ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა ანესთეზიია გარეშე რა მტკივნეული იყო.რასაც ბინტი ეყო ის ჭრილობები ბინტით შევუხვიე,რასაც არა და მაისურებით და ბიჭების პერანგებით -ჩვენი პერანგები გაქვს ვალად ძმაა.ეხუმრებოდა კოსტა.ის და ლევანი აქეთ-იქით ამოუდგნენ და მოჰქონდათ,აბა ის თავის ფეხით ვერ მოდიოდა. დაღუპული კარისკაცების გვამებიდან რაღაცას აგროვებინებდა მიშოს.მერე მივხვდი რაც იყო.მათი იდენტიფიცირებისთვის რომ გამოიყენებდა ის ჟეტონები იყო. მათ უკან მივდევდით და თან გოგოებს ვაწყნარებდი.თვითონაც არ ვიცოდი ამხელა ძალა თუ მქონდა.მგონი ეს ძალა ყველა ადამიანშია,უბრალოდ პოვნა უნდა შევძლოთ. საღამოს კიდევ ერთ სოფელს მივადექით.აქ სახლები ჯერ კიდევ იდგა,მაგრამ დაცლილი იყო.გვეშინოდა არავინ დაგვხვედროდა ვისაც გავურბოდით.მხოლოდ ჩვენ დავრჩით.გზაში რომ შეგვხვდა იმ ხალხმაც მიგვატოვა.... ჯარისკაცს დახმარება და ჭრილობის დამუშავება სჭირდებოდა.პირველივე სახლს მივადექით.ოდნავ ანათებდა სინათლე იქიდან.ჩუმად დაიძახა ლევანის მამამ და მერე კარში მოხუცი პაპა გამოჩნდა.ჯერ შეშინდა,მერე რომ გაიგო ვინ ვიყავით,სიხარულით გაგვიღო სახლის კარი.სამი პატარა ოთახი და ერთიც სამზარეულო იყო.მაშინვე „დატრიალდა“.ყველაფერი გამოალაგა საჭმელი რაც ჰქონდა,დასალევიც არ დაავიწყდა.ჯარისკაცი ოთახში მოვათავსეთ.მისთვის სუფთა ზეწარი,თბილი წყალი და წამალი მოვთხოვე თუ ჰქონდა.მისდა ბედად აღმოაჩნდა,სუსტი ანტიბიოტიკი იყო,მაგრამ ესეც უშველიდა. ამჯერად იყოჩაღა თიკომ და დაუმუშავა ჭრილობა.მე დამასვენა, -წადი ორი ლუკმა შეჭამე და მერე ამასაც აჭამე. -მადლობა თიკო.მალე მოვალ.მივაძახე ბიჭს და სუფრასთან გავედი. 9აგვისტო... შუაღამე.ყველას სძინავს.ჯარისკაცსაც.მართალია ჭრილობა სტკივა და აწუხებს მაგრამ,გადასარჩენად შანსი მოემატა. -რატომ არ გძინავს?-მკითხა ლევანმა,გარეთ იჯდა და ეწეოდა -ვერ ვიძინებ. -წადი დაიძინე.მე გიყარაულებთ. -ლევან გადავრჩებით? -არ ვიცი სალო,მართლა არ ვიცი.გესმის რა ახლოს ისმის ხმა?შეიძლება დაგვეწიონ.-შეშინებული ჩანდა -მაშინ დილით ადრე წავიდეთ...როგორც კი ინათებს. -ხოდა წადი დაიძინე,ძალები უნდა აღიდგინო... -არ მეძინება,შენთან ვიქნები...მხარზე ჩამივადე მეგობარს თავი.. როგორც კი ინათა ყველა გავაღვიძეთ.მოხუცმა საჭმელი და წყალი გამოგვატანა,წამოსვლაზე უარი გვითხრა. კატომ მისი სახლის კედელზე წააწერა „ჩვენ დავბრუნდებით “ დავემშვიდობეთ და წამოვედით...იმაზე სწრაფად მოვდიოდით ვიდრე გუშინ.ჯარისკაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა.მაგრამ ეს მიჩვენებითი იყო,თუალე საავადმყოფოში არ მოხვდებოდა ინფექცია შეეჭრებოდა და სეფსისი განუვითარდებოდა.... ამდენი დღე ერთად მოვდიოდით და უცნაური ის იყო რომ მუდამ მოლაქლაქეები სალაპარაკოდ სიტყვებს ვერ ვპოულობდით. გავიარეთ დაუსახლებელი ადგილები.მივუახლოვდით კიდევ ერთ სოფელს და როგორც კი ფეხი შევდგით სამმა ნიღბიანმა გზა გადაგვიღობა.იარაღები შემართეს და გაჩერება გვიბრძანეს... -ვინ ხართ და სად მიდიხარ?-იკითხა ერთ-ერთმა,ცენტრში რომელიც იდგა. სავარაუდოდ უფროსი იყო.აქცენტი ჰქონდა. -ქართველები ვართ.წინ იდგა ლევანის მამა და მან გასცა პასუხი საპასუხოდ სიცილი გაისმა -ნაბიჭ...ი,მოღალატე ქართველები... -ოხ მე შენი დედა...იყვირა კოსტამ,-ვისზე ამბობთ მოღალატეებს?-მიშომ შეაჩერა თორემ რა მოხდებოდა არავინ არ იცის -ადგილზე დარჩი,თორემ ტყვიას მიიღებ შუბლში.მანდ რა გაქვთ?მომეცით ჩანთები.. იარაღის ლულით მიაჩოჩა თავისკენ,მერე კარისკაცისკენ წავიდა,ლევანის რომ ეჭირა და ფეხზე ძლივს იდგა. -ძაღლი,მაინც არ მოკვდა.არაუშავს ჩემიანებმა რაც დაგაკლეს მე დავასრულებ, იარაღის კონდახი მოუქნია და სახეში ჩაარტყა.დაეცა და დაიკვნესა. -რას აკეთებ,-დავეკიდე იარაღზე როცა მისკენ გაიშვირა და გვერიდთ გავაწევინე.ამ ძიძგილაობაში სანამ დანარჩენები გონს მოვიდნენ გასროლის ხმა გაისმა და წამში სამივე თავდამსხმელი ძირს ეყარა.ერთი ლევანის მამამ ისროლა ,დანარჩენი ორი კი ჯარისკაცმა.ისიც კი არ ვიცოდი რომ იარაღი ჰქონდა... სწრაფად გავეცალეთ იქაურობას.შეიძლებოდა დანარჩენები ახლოს ყოფილიყვნენ.ამიტომდინარისკენ წავედით და ნაპირს გავუყევით ისევ... 10აგვისტო საშინლად ვართ გადაღლილები.ამდენი სიარული აღარ შეგვიძლია,ფეხები დაგვისივდა.დაუბანლები ვართ.გვშია,საჭმელი თითქმის აღარ გვაქვს.ჯარისკაცს ჭრილობაში ინფექცია ეჭრება და მალე მისი საქმე ცუდად წავა. სხვა გზა არ გვქონდა.საღამოს სოფელი დავინახეთ და შევედით. აქ გაგვიმართლა.რამდენიმე მოხუცი დავინახეთ.დაღუპულ თანასოფლელებს და ჯარისკაცებს მარხავდნენ.ნიავმა გახრწნილი გვამების სუნი მოიტანა.უსიამოვნოდ დავიჯღანეთ.ეჰ ვინ იცის რამდენი კარისკაცის სახელი დაიკარგება ასე და რამდენს დაერქმევა „უცნობი ჯარისკაცის საფლავი“. მოხუცებმა დახმარება აღმოგვიჩინეს.საჭმელი და წყალი გამოგვატანეს და სწრაფად წამოვედით. მოსაღამოვდა.ჯარისკაცმა სიარული ვეღარ შეძლო და პატარა ბორცვზე შევჩერდით.ჭრილობა თიკომ დაამუშავა.ყველანი ჩუმად ვიჯექით.მდუმარება გამხდარიყო ჩვენი თანამგზავრი... დაბნელდა.ისევ გაჩნდნენ ცაზე ვარსკვლავები. -იქ სინათლე ჩანს,შეხედეთ.ჩვენები არიან.ჩვენი კარისკაცები. მოვედით.გადავრჩით.-იყვირა უცებ კატომ. ყველამ იქით გავიხედეთ.მართალი იყო.თუ გზას გავაგრძელებდით რამდენიმე საათში იქ ვიქნებოდით. არ მახსოვს როგორ მივედით იქამდე.დაჭრილ ჯარისკაცს ალბათ მივარბებინიბდით. მათაც დაგვიანახეს და ჩვენსკენ წამოვიდნენ.ალყაში მოგვაქციეს.რომ გაიგეს ვინ ვიყავით მაშინვე აღმოგვიჩინეს დახმარება.მანქანებში ჩაგვსვეს და წამოგვიყვანეს.ჯარისკაცი საავადმყოფოში წაიყვანეს..ცოტა გული დამწყდა.ის ჩემი პირველი დამოუკიდებელი პაციენტი იყო.ნეტავ თუ გადარჩებოდა.? გული მწყდებოდა და მეფიქრებოდა იმ მოხუცებზე იქ რომ დავტოვეთ.ნეტავ თუ გადარჩებოდნენ?ნეტავ თუ დავბრუნდებოდით ოდესმე უკან?სახლისკენ მიმავალ გზაზე უამრავი კითხვა მებადებოდა და ყველა პასუხგაუცემელი იყო.... დილით ყველა სახლებში დაგვაბრუნეს.მშობლები გაგიჟებულები დამხვდნენ. ალბათ უკვე ცოცხლებში აღარ მთვლიდნენ და წარმოიდგინეთ რა ამბავი მოჰყვებოდა ჩემს დაბრუნებას? გონს მოსვლა მეც მიჭირდა და ალბათ ეს დღეები სამუდამოდ დარჩებოდა ჩემს მეხსიერებაში. ერთი კვირა დამჭირდა ამ ყველაფრის დასავიწყებლად.დროებით და არა სამუდამოდ.შემდეგ სავადმყოფოში დავბრუნდი.ვიცოდი რომ ახლა მათ ვჭორდებოდი და როგორ დავრჩებოდი სახლში? მეფიქრებოდა ჯარისკაცზე. მის შესახებ არაფერი ვიცოდი.სახელიც კი არ მიკითხავს მთელი იმ დღეების განმავლობაში. .რამდენიმე კვირის შემდეგ მიმღებში გამომიძახეს გკითხულობენო,სწრაფად ჩავედი -ვინ გამომიძახა?-ვკითხე რეგისტრატორს. -მე,მომესმ ზურგს უკან და სწრაფად მოვტრიალდი.ის იყო-ჩემი ჯარისკაცი.ცალი ხელით ყავარჯენს ეყრდნობოდა.მეორეში ვარდების თაიგული ეჭირა. -ლეიტენანტი გეგა ნაცვლიშვილი.-მომიახლოვდა და წარმიდგინა თავი. მის უკან თიკო იდგა და ეშმაკურად იცინოდა.მაშინვე მივხვდი მისი ნამოქმედარი იყო ყველაფერი..... ომი დასრულდა.ამ ომსაც,ისევე როგორც დანარჩენებს ვთვლი რომ გამარჯვებული არ ჰყავს.ჰყავს მხოლოდ დამარცხებლები.დამარცხებულები იმ ჯარისკაცების და იმ მშვიდობიანი მოსახლეობის სახით,მან რომ შეიწირა და მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება ეს.დანაკარგი ყველას აქვს. შესაცოდია,იმ ტრის ჯარისკაცის დედაც,ცოლიც და ოჯახის წევრიც,ომში რომ გააცილა შვილი,ქმარი და მამა და უკან აღარ დაბრუნდა.... რამდენიმე თვის შემდეგ,როცა უკვე დანიშნულები ვიყავით მე და გეგა,იმ სოფლებში ჩავედით და ხალხი მოვინახულეთ.ზოგი დაბრუნებულიყო უკან და სოფლები შევსებულიყო.დაგვხვდა ცარიელი სოფლებიც. ყველაზე მეტად იმ მოხუცის ნახვა გვინდოდა რომელმაც სახლის კარი გაგვიღო, ომს გადარჩენილიყო.ცივ ზამთარს ვერა და ახლახანს გარდაცვლილიყო.მის საფლავზე სანთელი ავანთეთ და ბიჭებმა შესანდობარი დალიეს.მისიც და ომში დაღუპული ვაჟკაცებისაც... უკან რომ ვბრუნდებოდით თვალი მოვკარით წარწერას მისი სახლის კედელზე. „ჩვენ დავბრუნდებით“ეწერა ისევ ისე-უცვლელად,მკვეთრად და იმედიანად.. იმედს გვიტოვებდა იმისას რომ ოდესმე ისევ ვიხილავდით ერთიან საქართველოს.... პ.ს. ჩვენს ქორწილს კოსტამ და თიკომ მიაყოლეს თავისი ქორწილი. ამ ომმა ერთი ერთი კარგი რამ გააკეთა მხოლოდ -დასაბამი დაუდო კიდევ ორი ლამაზი ოჯახის შექმნას... და ვინ იცის კიდევ რამდენს... ესეც ჩემი პატარა ჩანახატი იმ ომზე რაც საკუთარი თვალით ვნახე :( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.