შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 19)


10-08-2018, 01:21
ავტორი Queenofmoon
ნანახია 3 610

- ღმერთო, არ არსებობს..ის.. ის არის..
შავგვრემანს გაოცებისგან პირი ღია დარჩენოდა,ტელეფონი,რომელიც ყურთან ჰქონდა მიტანილი,არც კი ახსოვდა.
ყველა ერთიანად გაშეშდა,მხოლოდ ქერამ შეანჯღრია ხელით და ტელეფონი სტაცა ხელიდან.
- თქვენს უფროსს გადაეცით,საპატიო სტუმარი გყავს თქო,თვალი ჩაუკრა ბიჭმა მის წინ მომღიმარ შავგვრემანს,რომელმაც უკვე რამოდენიმე ღილაკს დააჭირა და მისი ბრძანება გაიმეორა.
- ბატონი დათა სხდომაზეა,სხვა დროს მობრძანდით..ძლივს ამოღერღა გოგონამ,როცა დემეტრემ იარაღი ჯიბიდან ამოიღო და არტერიაზე მიაბჯინა.- ჩშშ,თითი ტუჩებთან მიიტანა და ყველას გადახედა,რომლებიც უკვე პანიკას მოეცვა და შავგვრემნის თვალებიდან ცრემლები იყრებოდა უმოწყალოდ.
- შენი უფროსის კაბინეტამდე თუ მიმიყვან შენი ლამაზი ფეხებით,დიდად დამავალებ.
თვალები ქვევიდან ზემოთ ააყოლა და ტუჩის კუთხე ჩატეხა,გოგონა სატელეფონო მხარეს გამოეცალა და წინ ქუსლების კაკუნით გაუძღვა.
- კართან დადექი,მე თვითონ შევალ.
იარაღით ანიშნა გაწეულიყო,ისიც მის ნებას დაჰყვა,მამაკაცმა იარაღი შარვლის უკანა მხარეს მოითავსა და კარები ნელნელა შეაღო.
- რა ვთქვი ეხლა არავის მივიღებ მეთქი?! იღრიალა კაცმა და სავარძლით შემოსრიალდა,რომელმაც მზერა პირდაპირ დემეტრეს გაუყარა თვალებში.
დემეტრემ წარბები აზიდა და აქეთ-იქით მიმოიხედა,ძალით გაოცებული სახე მიიღო,თითქოს იქ გასაკვირი არაფერიც არ ყოფილიყო.
- აპპ აპ.. ნაბიჯი გადადგა და იარაღი დათას დაუმიზნა,რომელმაც ტელეფონი მოიმარჯვა დაცვასთან დასარეკად. - ეგეთებს არ ვიყოთ. თქვა მამაკაცმა,მის მაგიდას ხელებით დაეყრდნო და მზერით გაბურღა.
- აქ რა გინდა შე სი*ო?!როგორ მოხვედი ოფისამდე?!
- შენს დაცვას ვარჯიში აკლია,პრეზიდენტი იჩითები ბოლო ბოლო,არ გრცხვენია ვიღაც ცინგლიანი ბავშვები რო დგანან გარეთ?
- გაა*ვი აქედან,გაიგე?!
- ეხლა კარგად მომისმინე შე ნაბ**რო,ანასტასიას შეეშვი და ნუ სპეკულირებ მაგ ქალით,ვინ ჩემი *** ხარ რომ ემუქრები და რაღაცეებს უკრძალავ?!
იარაღი მისი შუბლისკენ წაიღო და სახესთან აუქნია.
- ეგ იარაღი დაუშვი,თორემ ერთ ადგილას გაგიკეთებ...
ფეხზე წამოდგა დათა და მის წინ აესვეტა. - მეორე,ჩემი ცოლია და როგორც მინდა,ისე მოვექცევი,შენი ტრ**ის საქმე არ არის!!
- მე შენ გაფრთხილებ,შეეშვი ანასტასიას,თორემ მაგრად ინანებ
- შენ,მე მემუქრები? ხოარ დაგავიწყდა ვინ დგას შენ წინ?!
- შენ ხომ არ გავიწყდება რო საყვარელი ქალის გამო ყველაფერზე წამსვლელი კაცი დგას შენს წინ?!
- ოჰ,სიკვდილსაც დანებდები არა?!
- სიკვდილი რა მოსატანია,მაგრამ იცოდე,მე თუ მოვკვდები,ისე არ იქნება შენც არ გაგიყოლო,ანასტასიას შენნაირ ახ*ართან არ დავტოვებ
- ტვილდიანოო ტვილდიანო.. როგორ მაცინებ,არაფრის ტრ*აკი არ გაქვს და ცარიელი სიტყვები ხარ..
- აი შუბლს რომ გაგიხვრეტ,მერე იქნება ცარიელი სიტყვები... მე უბრალოდ ანასტასიას არ გავიმეტებ ამისთვის,მაგრამ თუ გაძალიანდები მოგკლავ,იცი შენ რაც შემიძლია,არა?
- ანასტასია ჩემი გახდება,ჩემი ცოლი იქნება და ამას აქედანვე შეეგუე,გაა*ვი აქედან,კიდევ ერთხელ გიმეორებ
კბილები ერთმანეთს ძლიერად დააბჯინა ტვილდიანმა,ყველანაირად ცდილობდა,მის წინ მდგომი კაცი,რომელიც მთელი არსებით ეზიზღებოდა,იქვე არ ჩაეცხრილა და მხოლოდ საყვარელი ქალის მუდარა უტრიალებდა გონებაში,არ დაეშავებინა მისთვის არაფერი.
დათა კი თვალს არ აშორებდა მის თვალებს,ნაგლად უყურებდა და თვალსაც არ ახამხამებდა,ალბათ ისიც ხვდებოდა,დემეტრე მას არ დაუშავებდა არაფერს და მაგდენს ვერ გაბედავდა,ეს კი გამბედაობას მატებდა და უფრო მეტად აგულიანებდა,თუმცა ოდნავმა შიშის ნაპერწკალმა მაინც გაიჭრა გულში რაღაც ადგილი,რომელიც წიწკნიდა და არ ასვენებდა,სუნთქვას უძნელებდა და ჟანგბადის მიწოდების ძალას ართმევდა.
მაინც,რა არის იმედი,ადამიანს,როგორ ამპარტავანს ხდის,არ აქვს მნიშვნელობა ეს იმედი რამდენად დიდია ან პატარა,მისი არსებობა ღუპავს ყველაფერს.
- ანასტასია შენი ცოლი არ იქნება დათა,ამას მე გპირდები.
ჯობია,უსისხლოდ მოვაგვაროთ ყველაფერი,არამგონია სიკვდილზე წამსვლელი იყო,მითუმეტეს ისეთი ცხოვრება გელის წინ,როგორიც შენნაირ ფულის ბო*ებს ელოდებათ.
შეხვედრამდე.
ხელი აიქნია და კარები გაიხურა,სადაც კედელს ატუზული თანამშრომლები იდგნენ გაშეშებულები,ყბა უკანკალებდათ და მხოლოდ თვალებს ქაჩავდნენ,თითქოს სხეულის ყველა მგრძნობელობა დაეკარგათ შიშისგან.
დათა კი იდგა ერთ ადგილას გაყინული,ცოფებს ყრიდა და იმუქრებოდა,ტვინი ათასი ბინძური გეგმით ევსებოდა,როგორ მოეშორებინა დემეტრე ტვილდიანი.
- დამაცადე,ჯერ კიდევ არ იცი მე რა შემიძლია. თქვა მამაკაცმა სავარძელს მიუბრუნდა ანერვიულებული,ტელეფონის სენსრორი გადასწია ნერვიულად და ნომერი აკრიფა,რამოდენიმე ზარის გასვლის შემდეგ,მეორე ხაზიდან ხანში შესული მამაკაცის ხმა გაისმა.
- გისმენ,დათა.
- მამა,ერთი კაცი უნდა მოვიშორო.. სასწრაფოდ.
_____
- საიდან გაიგო ეს ყველაფერი ვერ ვხვდები,გესმის?!
ჭურჭელი თაროზე დაალაგა და მის წინ მსხდომ დაქალებს მიუბრუნდა.
- კაი რა,იქნებ უბრალოდ მიხვდა?!
- გოგო,რას მიხვდებოდა,გაგიჟდი?!
- რას აპირებ? იკითხა მართამ, გვერდით ამოუდგა ფანჯრასთან მდგომ ანასტასიას და ხელები მოხვია.
- რასაც აქამდე ვაპირებდი,დემეტრეს სიცოცხლე ბეწვზე კიდია.. არ დავუშვებ რამე დაუშავონ..
- მე ვუთხარი ყველაფერი..
თქვა მარიამმა და სამზარეულოს კარები ფრთხილად მოხურა.
- რაა?! როგორ გაბედე?! როგორ გაბედე მარიამ?!
- არ მინდოდა არასწორი ნაბიჯი გადაგედგა.. მინდა რომ ერთად იყოთ შენ და დემე.
სწრაფი ნაბიჯი გადადგა დისკენ და სილა გააწნა,თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა და ბოლო ხმაზე უღრიალა.
- საქმე სერიოზულადაა!! დემეტრე ამის გამო შეიძლება მოკვდეს!! გადი აქედან!
მარიამმა სახეზე ხელები აიფარა,სირბილით გავიდა სამზარეულოდან,ჩანთა აიღო და სახლიდან გავარდა.
- კარგი რა,ტასოო არ შეიძლება ასე.. დაწყნარდი..
- როგორ გაბედა.. არა როგორ გაბედა,ჰა?!
დემეტრეს უნდა დავურეკო... სად არის..
- არ დაურეკო,არ გაბედო,გაგიჟდი?! კიდევ ეგ გინდა?! დათა მოგკლავს რომ გაიგოს.
- შენი მობილურით დამარეკინე,ჩქარა..
- გადის ზარი,მაგრამ არ იღებს..
- ოღონდ ახლა არა... თქვა მართამ და ხელი წელისკენ წაიღო.
- რა მოხდა? ჭიქა სწრაფად დადო ლილემ და წამოდგომაში შეეშველა.
- მგონი მშობიარობა დამეწყო..
- რაა? ტასოს ტელეფონი ხელიდან გაუვარდა..
- ვაიმეე,ძალიან.. ძალიან ამტკივდა.. ტასო,მეშინია.
- ნუ გეშინია,ნუ გეშინია,ეხლავე დავურეკავ სანდროს.. ადექი,მანქანით წაგიყვან საავადმყოფომდე.
- არაა,დაურეკეთ,ჯერ სანდროს დაურეკეთ
- მართა,დამიჯერე ადექი,მერე უფრო გაგიჭირდება ჩქარა.
- ვაი... ააა... სქესი არ ვიცი... ლილე,სახელი რა დავარქვაა?
- ვაიმე მართა რაებზე ფიქრობ,ფრთხილად გადადგი ფეხი.
- ტასოოო,ჩქარა იარე გთხოოვ..
- ტასო დაუჩქარე.
- გაგიჟდით?! ისედაც სწრაფად დავდივარ! ლილე,სანდრო არ იღებს,დაურეკე.
სამშობიაროსთან ლილე მანქანიდან გამოვარდა,ექიმები გარეთ გამოიყვანა,სწრაფად ეტლი მოაგორეს და მართა ჩააწვინეს,რომელიც ბოლო ხმაზე კიოდა.
- მშობიარობას თუ გოგონას ქმარი დაესწრება,კარგი იქნება.. ძალიან ემოციური ჩანს.
თქვა ექიმმა,რომელიც სიარულს აჩქარებდა და ქოშინით მიუყვებოდა საოპერაციოს.
- სად არის სანდრო,სად?! იკითხა დაძაბულმა და თავზე ხელები შემოილაგა...
- ძლივს.. წამოიყვირა ლილემ,ფოიეში სანდრო მოჩანდა,რომელიც მთელი სისწრაფით მორბოდა და ჰალსტუხს იხსნიდა.
- გილოცავთ,სრუილად ჯანმრთელი ბიჭი შეგეძინათ.. თუმცა,მშობიარობა ძალიან გაურთულდა პაციენტს..
თქვა ექიმმა და თავი დახარა.
- როგორ არის მართა? როგორ არის?
იღრიალა სანდრომ და ექიმს თეთრ პერანგზე სწვდა.
- სამწუხაროდ,ძალიან მძიმედ.. მინდა რომ უბრალოდ იცოდეთ,გადარჩენის შანსი ძალიან ცოტაა..
- ფუ თქვენი!!! შემიშვით,შემიშვით მართასთან!!
- სანდრო,სანდრო დამშვიდდი..
გვერდიდან ლილე და ანასტასია ამოუდგნენ და ვერ აკავებდნენ.
- ანასტასია ახვლედიანი,რომელია? თქვა საოპერაციოდან გამოსულმა ექთანმა და ფურცლებს დახედა.
- მე.. ძლივს აღმოხდა სიტყვა,ცრემლები ადგებოდა ყელზე და გასაქანს არ აძლევდა.
- პაციენტს თქვენი ნახვა სურს.
სანდრომ ანასტასიას გახედა,ექიმს,რომელსაც პერანგზე ჰქონდა ჩაბღაუჭებული ხელები,ნელნელა გაუშვა და კედელთან ჩაეშვა.
ანასტასიამ ცრემლები შეიმშრალა და ექთანს გაყვა უკან.
- ტასო..
- მართა,ჩემო საყვარელო.. მისი ხელი თავის ხელებში მოაქცია და დაუკოცნა.
- იცი,ბიჭი მეყოლა.. წინ პატარა ოქროს კულულები აქვს.. მაქსიმეს გავს ძალიან..
- ერთი სული მაქვს,როდის ვნახავ.
- დამპირდი,რომ ყურადღებას მიაქცევ..
- მართა,ერთად გავზრდით მას,გპირდები.
- იცი,არ მინდოდა სიკვდილი,მეშინია..მინდოდა,ჩემს პატარა ბედნიერების ნაყოფთან გამეტარებინა ცოტა დრო მაინც,მაგრამ ბედნიერი ვარ,რადგან ჩემი ბიჭი ვნახე,ჩემი პატარა..მთავარია,ის ჯანმრთელია..
- მართა,გთხოვ... ცრემლები მდინარესავით ჩამოუდიოდა თვალებიდან და მართას მშვიდ სახეს უყურებდა.
- ეხლა,სანდროს დაუძახე..
- ეხლავე.. თავი დაუქნია,შუბლზე კიდევ ერთხელ აკოცა და ხელი გაუშვა,ძირს მსხდომ ლილეს და სანდროს გადახედა,რომლებსაც ფერი არ ედოთ სახეზე,სანდროს ანიშნა ანასტასიამ,რომ შესულიყო მასთან.
- ვერ შევალ.. მე ვერ შევალ...
თქვა სანდრომ და სახეზე ხელები აიფარა.
- სანდრო,შენთან ლაპარაკი უნდა,გთხოვ.. მისი ხმა შეიძლება ვეღარ გავიგოთ კიდევ.. მის სურვილზე უარს ნუ იტყვი..
- არა.. არა.. არ მინდა.. არ შემიძლია..
აწითლებული თვალები შეანათა ანასტასიას,ფეხზე წამოხტა და მთელი სისწრაფით გავარდა საავადმყოფოდან.
რამოდენიმე წამში,ანასტასიას ტელეფონი აწკრიალდა.
- ანასტასია,დათა ვარ. სწრაფად გელოდები,ჩემს ოფისში.
- დათა,ეხლა ვერ მოვალ,საავადმყოფოში ვარ,მართა...
- არ მაინტერესებს!!! მოდი!!!
იღრიალა და ტელეფონი გათიშა.
- დათა იყო..
- კი,დათა იყო..
- არ ვიცი ამდენს როგორ გავუძლო.. თავი დაქალის კალთაში ჩარგო და მთელი ძალით მოთქვამდა.
- ტასო,დაწყნარდი.. წადი დათასთან და მალევე მოდი.. აქ დაგელოდები.
- კარგი ლილე,მალე მოვალ.
ოფისის კარი დაცვამ შეაღო,ანასტასიას უკან გაყვა და დათას კაბინეტამდე მიაცილა.
- ეხლა რაღა მოხდა..სწრაფად მითხარი დათა,ისედაც ცუდად ვარ.. თქვა ტასომ და სავარძელში ჩაეშვა უსიცოცხლოდ,მის წინ მამაკაცი შემოტრიალდა და ბრაზით ანთებული თვალები შეანათა.
- ისევ ხვდები შენს ყოფილ საყვარელს?!
- რაა?!
- მოტყუება არ გაბედო,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!
- დათა!! არ ვხვდები არავის და არ გატყუებ!
- აბა ჩემთან რატომ მოა*ვა დღეს?!
- რაა? აქ იყო?!
- ააა,არ იცი არა?!
- დათა არ ვიცი!!საიდან უნდა ვიცოდე?! მას მე არ ვხვდები და იმ დღის შემდეგ არ მინახავს!! მორჩა!!
- უბრალოდ მინდა იცოდე,რაიმე არასწორი ნაბიჯი ანასტასია..იცოდე,სიცოცხლეს გამოვალსალმებ..
- დათა,ჩვენი შეთანხმება არის ისევ ძალაში,თუ არა?!
მე შენ მოგყვები ცოლად,შენ კი მას არაფერს უშავებ.
- კი,კი..რა თქმა უნდა,ასეა ძვირფასო.
ირონიულად ჩაიღიმა და თავი გააქნია უკმაყოფილოდ.
- ხო და მორჩა ამაზე ლაპარაკი.
სავარძლიდან წამოდგა,კარი გააღო თუარა წინ მაქსიმე აესვეტა,რომელიც სადაცაა უნდა შესულიყო,ფაილებით ხელში გატენილი იდგა და იდიოტივით იღიმოდა.
- ოხ.. ტასო? როგორ ხარ?
- გილოცავ,მაქსიმე.. ბიჭი შეგეძინა.
მაქსიმეს წამიერად ფაილები ხელიდან გაუსხლტა და ანასტასიას ცივ თვალებს გაუსწორა მზერა,ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ფაილები ისევ აიღო.
- შენ რა შვილი გყავს ბიჭო? უცებ დათა წამოიჭრა და მაქსიმეს წინ დაუდგა.
- უი,არ აქვს მოყოლილი შენს ძმადნაფიცს? რა იყო მაქსიმე,ჩემზე კარგად იჭორავე და შენს პირადს დახურულს ტოვებ?
- ანასტასია! დაიღრინა დათამ და ყბები დაჭიმა.
- მაქსიმემ,ჩემი დაქალი დააორსულა,მერე მიაგდო..ბავშვს არ აღიარებს.
დღეს მართამ იმშობიარა.. ახლა კი სიკვდილს ებრძვის,რთულად გადაიტანა მისმა ორგანიზმმა..
- მართა?მეგონა ის სანდროსგან იყო ფეხმძიმედ.
- ჰო დათა,მართა.. თვალებზე ცრემლი მოადგა და კედელს მიეყუდა.
- ტასო,ცუდად ხარ?! გინდა წაგიყვან?
- არ მჭირდება! ხელი გასწია ქალმა ცივად,ღია კარში გავიდა და იქაურობას მოშორდა.




ჩემო თბილებო,ესეც დაპირებული ახალი თავი.
იმედია მოგეწონებათ.
ველი თქვენს შეფასებებს.



№1 სტუმარი სტუმარი lika

vaimeeeeeeew ramagariiiko ertisulimaq shemdeg tavs rodis dasdebb????

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

უსამართლობაა მართას სიკვდილი. ძალიან შემეცოდება . დათას კი ისე გამოვყავარ მდგომარეობიდან რომ დიდი სიამოვნებით წავახრჩობდი. სულმა სული იგრძნოი და ორი ნაძირალაც ერთად არის ( დათა და მაქსი) .კარგია დიდხანს არ გვალოდინო ❤❤❤

 


№3  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი lika
vaimeeeeeeew ramagariiiko ertisulimaq shemdeg tavs rodis dasdebb????

დიდი მადლობააა,შემდეგ თავს ხვალ დავდებ kissing_heart kissing_heart heart_eyes
სტუმარი ნათია
უსამართლობაა მართას სიკვდილი. ძალიან შემეცოდება . დათას კი ისე გამოვყავარ მდგომარეობიდან რომ დიდი სიამოვნებით წავახრჩობდი. სულმა სული იგრძნოი და ორი ნაძირალაც ერთად არის ( დათა და მაქსი) .კარგია დიდხანს არ გვალოდინო ❤❤❤

ჩემი ერთგული მკითხველიი,აი შენი კომენტარიც ვიხილე და უკვე მიხარია heart_eyes
დიდი მადლობა,ვეცდები შემდეგი თავი ხვალ დავდო kissing_heart kissing_heart

 


№4  offline წევრი teengirllove

არ მოკლა მართა თორემ მე მოგკლავ შენ :((( ახლა დამაიტრიგე უკვე ,მალე დადე შემდეგი და ეს იდიოტი მაქსიმე მოიყვანე აზრზე..ხოდა კიდევ , ეს დათა ძაან მამიკოს ბიჭია რა ,ნერვებს მიშლის მომაშორე

 


№5 სტუმარი მკითხველი

ბოლო ორი თავი ეხლა წავიკითხე და ვისიამოვნე კიდეც. ( აქამდე ვერ მოვახერხე).
ყველაფერი კარგია რა მეთქმის იმის გარდა, რომ მართას სიტყვები მეტკინა, თუმცა შენ ქმნი და შენვე უნდა გადაწყვიტო როგორ იქნება ყველაფერი.
გელოდები ახალი თავით.

 


№6 სტუმარი nino

shemdeg tavs rodis ddeb ? umagresi ikoo????????????????????????????????????

 


№7  offline მოდერი Queenofmoon

teengirllove
არ მოკლა მართა თორემ მე მოგკლავ შენ :((( ახლა დამაიტრიგე უკვე ,მალე დადე შემდეგი და ეს იდიოტი მაქსიმე მოიყვანე აზრზე..ხოდა კიდევ , ეს დათა ძაან მამიკოს ბიჭია რა ,ნერვებს მიშლის მომაშორე

ვნახოთ ვნახოოოთ^_^<3 ჭკუას ვასწავლი დათასაც და მაქსიმესაც,შესაფერისი მომენტია საჭირო:დდდდდდ შემდეგ თავს დავდებ დღეს გვიან <3
მკითხველი
ბოლო ორი თავი ეხლა წავიკითხე და ვისიამოვნე კიდეც. ( აქამდე ვერ მოვახერხე).
ყველაფერი კარგია რა მეთქმის იმის გარდა, რომ მართას სიტყვები მეტკინა, თუმცა შენ ქმნი და შენვე უნდა გადაწყვიტო როგორ იქნება ყველაფერი.
გელოდები ახალი თავით.

დიდი მადლობა ჩემო კარგო<3
nino
shemdeg tavs rodis ddeb ? umagresi ikoo????????????????????????????????????

მადლობა დიდიიი <3 <3 დღეს გვიან ავტვირთავ ახალ თავს და იმედია მალევე დადებენ <3

 


№8 სტუმარი nino

shemdeg tavs rodis dadeb❤aii dzaan magaria umagresiaa????????

 


№9  offline მოდერი Queenofmoon

nino
shemdeg tavs rodis dadeb❤aii dzaan magaria umagresiaa????????

მადლობა დიდი ჩემო კარგო:* დღეს დავდებ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent