*სისხლიანი პაემანი* (თავი 14)
ძალიან დიდი მადლობა თქვენ,ჩემს მკითხველებს,რომლებსაც მოგწონთ ეს ისტორია და ყოველი თავის დადების შემდეგ მიზიარებთ თქვენს აზრს,ძალიან ძალიან კარგები და თბილები ხართ თქვენ,მადლობა სტიმულის მოცემისთვის და იმისთვის,რომ კითხულობთ.. ეს თავი არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ,თან ცოტა შეცდომებიცაა და მაპატიეთ. <3 ---------- მთელი ღამე ტელეფონს არ პასუხობდა დემეტრე,ანასტასიამ რამდენჯერ არ სცადა,თუმცა მან მაინც უპასუხოდ დატოვა,ათასი შეტყობინება გაეგზავნა,სთხოვდა დათასთვის არ დეშავებინა არაფერი,ცრემლებისგან შეშუპებული თვალებით გამთენიისას ჩაეძინა,რამოდენიმე საათში კი ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. დაფეთებული სწრაფად დასწვდა და ნომერს დახედა. - გისმენთ?? - ტასო მე ვარ,რა ხმა გაქვს? - დათა.. მეძინა უბრალოდ,ცუდი სიზმარი ვნახე. - მაპატიე გაღვიძესბითვის. - დათა საქმე მაქვს,გცალია ? - კი,ოფისში ვარ,მოხდა რამე? - კარგი,მოვალ. ცხელი დუშის ქვეშ დადგა და მთელი არსებით გადაშვებულიყო წყლისგან გამოწვეული სიამოვნების ტალღებში,წყალი ყოველთვის ამშვიდებდა,თითქოს მისი ნაწილი ყოფილიყო და წინა ცხოვრებაში განსაკუთრებული შეხება ჰქონოდა მასთან..ამის გაფიქრებაზე გაეღიმა,ხალათი შემოიცვა და მოწესრიგებას შეუდგა. კლასიკური,მოკლე ქვედაბოლო და თეთრი კოფტა კოხტად მოსდგომოდა ტანზე,რომელიც მის გამოყვანილ წელს და აბზეკილ მკვრივ საჯდომს მეტად რომ გამოკვეთდა. კოფტა კი,რომელიც სასვე მკერდთან დაჟინებით უჭერდა,ერთი ღილით შეეხსნა,გრძელი თმა წელამდე ჩაეშვა ტალღებად და წითელი პომადა გადაესვა,როგორც ყოველთვის,შავ თვალებს,შავი ჩრდილები შეუხამა თვალის ქუთუთოებზე,რომლებიც წინა ღამის ტირილისგან და უძილობისგან ოდნავ დასიებოდა,თუმცა ეს მაინც ვერაფერს აკლებდა მის სილამაზეს და ეშხს,პირიქით,მეტ სექსუალურობასაც კი სძენდა. ოფისს მიუახლოვდა თუარა,მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა,ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა და ცალი ფეხის ბაკუნი დაიწყო,თითქოს სადაცაა გასკდებაო,ვინმე იფიქრებდა. მდივანს გადასცა,რომ ახვლედიანი ელოდებოდა,დათა მაშინვე ღია კარში დაინახა რომელიც ხელით ანიშნებდა შესულიყო,რამოდენიმე მამაკცთან და ორ ქალთან ერთად იჯდა ოვალურ მაგიდასთან,ათასი ფურცლებით და ჟურნალებით რომ გატენილიყო,დათას წინ კი რამოდენიმე მიკროფონი დადებოდა და ოპერატორი გულდასმით უყურებდა კამერას სათვალთვალოში. - ცუდ დროს მოვედი? - არა,ჟურნალისტები არიან,რამოდენიმე კითხვა ჰქონდათ და მიდიან უკვე. - კარგი,ეს შენი კოალიციაა? ცალი თვალით ანიშნა მაგიდასთან მსხდომ პირებზე ანასტასიამ,რომლებსაც სასაცილოდ სერიოზული იერი ჰქონოდათ,თითქოს უკვე ქვეყნის ბედს წყვეტდნენ. - არა,სულ ეს არ არის..აჰა..აი ისიც..ხელი გაიშვირა კარისკენ,სადაც ახალგაზრდა,ქერა მამაკაცი შემოვიდა სმოკინგში გამოწყობილი პატარა ჩანთით ხელში. - ეს ჩემი კოალიციის პირველი პირია,ყველაფერში მეხმარება. - ვინ არის? - მაქსიმე,გადასძახა დათამ მამაკაცს,რომელიც ორივესკენ წამოიწია ღიმილით და ანასტასია იქვე გაშრა,ფერი შეეცვალა და დათას მკლავს ჩაებღაუჭა თითქოს უნდა წაქცეულიყო. - ეს არის შენი კოალიციის ერთ-ერთი წევრი? ჩასჩურჩულა ქალმა და მათკენ მომავალ მაქსიმეს თვალი გაუსწორა. - ის არის,მამამისი აფინანსებს ჩვენს კოალიციას მამაჩემთან ერთად,ასე რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ის თავის კუთვნილ ადგილს მიიღებს ნებისმიერ ადგილას. - ეშველება ქვეყანას... ირონიით სავსე მზერით თქვა ანასტასიამ და მაქსიმს ნაძალადევად გაუღიმა,რომელიც მიესალმა და ხელი წინ გაუწოდა სექსისტ ნაბიჭ*ვარს. - გამარჯობა,თქვა და ისევ იგივე მზერით აათვალიერა ფეხებიდან ანასტასია,ტუჩები კბილებს შორის მოაქცია და დათას მიუბრუნდა. - რა ლამაზი მანდილოსანი გიმშვენებს გვერდს,მეგობარო? - აბა რა,ჩემი საცოლეა ანასტასია - თქვა მამაკაცმა და ძლიერი დაკუნთული ხელი წვრილ წელზე შემოხვია ქალს. სიტყვა საცოლეზე,დათას მკლავს ჩასჭიდებოდა მისი სიფრიფანა ხელები და მეტად მიკრობოდა მის სხეულს. - ბატონო დათა,გთხოვთ მობრძანდეთ,ორიოდე სიტყვით მოგვახსენეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე. წითურმა ჟურნალისტმა არ დააყოვნა,თმა თითებით გადაივარცხნა და თვალები აუციმციმდა დათას ყურებისას. ჟურნალისტები გარს შემოეხვივნენ,კამერებმაც არ დააყოვნეს და სამივეს ერთ კადრში აფიქსირებდნენ,ანასტასიას სახეზე ხელი აიფარა და მამაკაცს გაუშვა,თუმცა დათამ მაინც მისკენ შეატრიალა და თვალებით ანიშნა არ წასულიყო. - ყველას შეკითხვას ვუპასუხებ,დამშვიდდით.. თვალი ჩაუკრა დათამ ქალებს,ანასტასიამ კი მომაბეზრებლად გადაატრიალა თვალები. - ჩემი სამომავლო გეგმები მოგეხსენებათ ცნობილია,ვიწყებ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას,ზურგს გვიმაგრებს ჩვენი კოალიცია,რომელიც შემდგარია უნიჭიერესი ადამიანებით.. - რას აპირებთ გაპრეზიდენტების შემთხვევაში? - ამას დღეს პირდაპირ ეთერში მოგახსენებთ. - ძალიან კარგი,რამეს ხომ არ დაამატებდით? - დიახ,რა თქმა უნდა,მალე ჩემი და ქალბატონი ანასტასტასია ახვლედიანის ქორწილი გაიმართება. მიკროფონი ამჯერად ჟურნალისტმა ანასტასიას სახეს მიუშვირა,რომელსაც ნაძალადევი ღიმილით გაეპო ტუჩები და კომენტარი არ დაუტოვა. - ბატონო დათა,დღეს საღამოს გადაცემაში გიწვევთ,საშუალება გექნებათ ისაუბროთ თქვენს ოპონენტებთან ერთად,იმ გეგმებზე,რომლებიც გაპრეზიდენტების შემთხვევაში იქნება არსებული. ანასტასიამ თავი გაითავისუფლა,მამაკაცს და ჟურნალისტებს მოშორდა და ღია ფანჯარას მიუახლოვდა,სადაც სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა შეიძლებოდა. უკნიდან მაქსიმე მიუახლოვდა,რომელიც ისე ახლოს იდგა,მისი სუნთქვაც კი იგრძნო ქალმა. - რა გინდა?! - რას ვიფიქრებდი,აქ თუ გნახავდი? ჩაიღიმა ბიჭმა და ვისკი გადაჰკრა. - ჰო,სამწუხაროდ ძალიან პატარაა თბილისი. ანასტასიამ ზიზღით სავსე თვალებით აათვალიერა და შეტრიალდა,მაქსიმე მკლავზე ჩაებღაუჭა და უკან შემოაბრუნა. - ხედავ?რამდენი დრო გავიდა,მაინც შევხვდით ერთმანეთს,მგონი ბედია არა? - ნეტავ იცოდე,რა საცოდავი ხარ. - შენ ძაან ს*ქსუალური,რა ვიდზე ხარ ტასოო?მაგარი ნ*შა გაიჩითე ამ ზმანით. ქვედა ტუჩი ენით გაილოკა და ცერა თითი გადაიტარა გამომწვევად. ანასტასიამ მისი ხელისგან გათავისუფლდა,მისკენ ახლოს მიიწია და ყურში ჩასჩურჩულა. - გგონია ორსული ქალის მიგდება შეგრჩება? შენ გგონია ასე იოლად გამოძვრები?! ცოტაც დამაცადე,მაგრად დაგერხევა. - უუჰ,როგორ შემეშინდა? ისე როცა იმუქრები,იმენა მაგრად მ*დგება. - ნუთუ? იმედია მაშინაც აგ*დგება,ალიმენტი რომ დაგეკისრება მაქსიკო. - აქ რა ხდება? დათა მიუახლოვდა დაძაბულ ანასტასიას და მაქსიმეს,რომლებიც თვალებით ჭამდნენ ერთმანეთს და მათი დამოკიდებულება უკვე შესამჩნევი იყო ერთმანეთის მიმართ. - მეგონა მშვიდად ვისაუბრებდით აქ,უნდა გეთქვა ოფისში ასეთი ამბები თუ გქონდა დღეს,სხვა დროს ვილაპარაკოთ. პიდჟაკი შეუსწორა ანასტასიამ და ქუსლების კაკუნით დატოვა ოთახი. გზაში ისევ დემეტრესთან დაკავშირებას ცდილობდა თუმცა ამაოდ. რამოდენიმე წუთში დემეტრემ თავად დარეკა,სწრაფად ამოიღო ტელეფონი,მომენტალურად ხელიდან გაუვარდა ნომრის დანახვისას,გზას ასცდა და საჭე ისე დაატრიალა,წამის მეასედში ასცდა მანქანას რომ შესკდომოდა. გული ხელზე მიიდო,პირი გააღო და ღრმად სუნთქვა დაიწყო,მანქანიდან გიჟივით გამოვარდა მძღოლი,რომელიც დაჟინებით ითხოვდა საავადმყოფოში წაეყვანა. - გმადლობთ,არ მინდა,მართლა კარგად ვარ. ჩაწეული ფანჯრიდან შესძახა ანასტასიამ,რომელსაც ტელეფონი სულ დავიწყებოდა. - კარგით,ყურადღებით იარეთ,წარმატებები. - თქვენც. მადლობა. მუხრუჭს ხელი წაავლო,მეორე ხელით ისევ ტელეფონი აიღო და დემეტრეს გადაურეკა. - მეღადავები ტო? - ძლივს,ინებე ტელეფონის აღება? - წეღან ხომ დაგირეკე,რა გინდა მითხარი მალე. - სად ხარ შენ?! მთელი ღამე გირეკავდი,გწერდი!! სულ გამოშტერდი?! - ანასტასია რა გინდა?! - ეხლა სახლში მივდივარ და იქ გელოდები! საქმე მაქვს! - ეხლა ვერ მოვალ. - დემეტრე,გელოდები! დღეს აუცილებლად მოდი. ყურმილი გათიშა,როცა გადაურეკა,უკვე ტელეფონი გამორთული ჰქონდა. საჭეს ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა და იღრიალა,მხოლოდ მაშინ შეინარჩუნა სიმშვიდე,როცა გვერდით მყოფი მანქანიდან ორი ადამიანი თვალებ გაფართოებული უყურებდა. *** - ტასო,რა გჭირს? გაკვრივებული მარიამი უყურებდა დას,რომელიც აქეთ იქით დარბოდა გიჟივით და ყოველ წამში საათის ისრებს აკვირდებოდა. - არაფერი,წადი შენ,იმეცადინე. - როგორ მელაპარაკები? - მაპატიე... გულზე მიიკრო მარიამი და ცრემლები წამოსცვივდა. - ტელევიზორში გნახეთ დღეს,შენ და დათა.. და მაქსიმეც. - მართლა?უკვე იყო? - კი. - ნეტავ მართამ თუ ნახა.. პირზე ხელი აიფარა და ისევ მარიამს გახედა. - ალბათ ნახავდა. მხრები აიჩეჩა გოგონამ. ტასოს ტელეფონი კვლავ აწკრიალდა,დახედა თუარა სახე დამანჭა და დივანზე მოსასროლად გაამზადა,თუმცა გადაიფიქრა. - ვინ არის? - რუსუდანია. - დედა რეკავს?? გაუფართოვდა გოგონას თვალები. - ჰო,ალბათ მაგანაც გაიგო ახალი ამბავი. - დემეტრემ ეგ რომ გაიგოს... ჩაილაპარაკა მარიამმა და ენაზე იკბინა. - მიდი,უპასუხე. რუსუდანის თავი ეხლა ნამდვილად არ მაქვს.. - რა ვუთხრა? - პროცესზეა და სახლში დარჩა ტელეფონი თქო. - კარგი. კარზე კაკუნი გაისმა თუარა,მთელი სისწრაფით გავარდა ქალი მისაღებში და გასაღებები ერთი მეორის მიყოლებით გადაატრიალა. - მოდი. ანიშნა დემეტრეს სამზარეულოსკენ. დემეტრეს ტყავის ქურთუკი მჭიდროდ ჰქონდა მოხვეული,კაპიშონი ისე გადმოეფარა,სახეც არ უჩანდა ნორმალურად. - გაიხადე,თქვა ანასტასიამ და ხელი გაუწოდა ქურთუკის გამოსართმევად,მაგრამ მზერა წამებში შეეცვალა მისი დანახვისას. - დემეტრე? შემომხედე? შემომხედე! იღრიალა ქალმა,თუმცა მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია მამაკაცს. ანასტასია მასთან ახლოს მივიდა და მთელი ძალით და ღონით ააწევინა სახე. - ღმერთო... ჩუმად წამოიკივლა,დემეტრეს სახე მის ხელებში მოაქცია და მუხლებზე დადგა. - როდის მოასწარი?!შეშინებულმა შეხედა თვალებში,ეს რა არის? რა მოხდა?! - არ არის ეგ შენი საქმე,თქვა მკაცრად და ხელი აუქნია. ესეიგი,მომავალ პრეზიდენტს მიყვები ცოლად?! - დემეტრე.. მე.. - დავბრიდავ.. ბოზ*იშვილი ვიყო ჩემი ხელით ჩავაძაღლებ მაგ ახვარს,შენს თავს ვერავინ წამართმევს,გესმის?! - რას ბოდავ?! დემეტრე,ხელს არავის არ ახლებ და მეორედ ეგ არ გაიმეორო! - მაგასაც ნახავ. ფეხზე წამოდგომა სცადა,როცა ოდნავ მოიკუნტა მუცელში,ტასომ მაშინვე თავისი ხელები შეაშველა და სკამზე დასვა. - იჯექი! სპირტს და ბამბას ხელი დასტაცა და მის კანს ფრთხილად შეახო,სადაც ჯერ კიდევ ღია ჭრილობები ჰქონდა,თვალთან კი უზარმაზარი სილურჯეები. - ვიცი,მწარეა,მოითმინე. ბიჭმა თვალები მის თვალებს გაუსწორა წამიერად,მის ხშირ და გრძელ წამწამებს შორის რომ მოქცეულიყო შავი თვალები და ისევ ბავშვურად რომ უციმციმებდა. - კაი,აღარ მინდა რა.. ამოიბურდღუნა და სახე გასწია. - გინდა! ნუ მეწინააღმდეგები. მოვრჩები ამას და საქმეზე გადავალ.- ვსიო.. მოვრჩი,ეხლა მითხარი სად იყავი მთელი ღამე,სახეზე რა გჭირს,ვისთან იჩხუბე! - დაკითხვაზე ვარ? - უარესზე! ისევ არ ამოიღო ხმა,ანასტასიას კი მოთმინების ფიალა ევსებოდა და სულ წითლდებოდა. - დათასთან წახვედი არა?! - უხ მაგის.. შეიკურთხა და ისევ სიბრაზით აევსო სახე. - მიპასუხე!!! - ხო!! წავედი!! წავედი და იმ დედამოტ*ნულის დაცვამ... არ მიშვებდნენ და.. ამის მერე მეცოდინება სად უნდა ვნახო ეგ სირ*ი - გთხოვ არ წახვიდე დათასთან..გემუდარები დემეტრე.. გთხოვ.. ცრემლები წამოსცვივდა ანასტასიას და მუხლებზე მდგარი კაცის ხელებს იჭერდა და მუდარით სავსე თვალებით უყურებდა. - მე შენ შეგპირდი ანასტასია,ვერცერთი კაცი ვერ იქნება შენს გვერდით თქო,მაგას ავასრულებ. - დემეტრე,შენ რომ მას მიუახლოვდე ციხე არ აგცდება! არ აგცდება გესმის?! მე ამას ვერ გადავიტან! შენ.. შენ... ხელები მკლავებზე შემოხვია და სწრაფად ააყენა,თითები ყბაში ჩაავლო და გამობერილ ტუჩებს გემო გაუსინჯა.. - ჩემო გემრიელო... - დემეტრე,ასე არ შეიძლება.. გამიშვი ხელი.. თვალებგანაბული ვერ იშორებდა კაცის მხურვალე ტუჩებს მის კანზე,სხეულით მასზე იყო მიკრობილი,გონება კი რასაც ავალებდა,იმას ამბობდა. სველი კოცნის ბილიკების ჩაუყვა არტერიიდან ლავიწის ძვლამდე,უკვე ზუსტად იცოდა რა აგიჟებდა საყვარელ ქალს ყველაზე მეტად,ხელში აიყვანა და სამზარეულოს დახლზე შემოსვა კვლავინდებურად,თავი უკან გადასწია ანასტასიამ და სიამოვნების ელექტრო ტალღამ დაუარა მთელ სხეულს,რომელსაც ერთ ადილას მოეყარა თავი და ასწვოდა,როცა კაცის ხელები მის მკ*რდზე მოქცეულიყო. - გაჩერდი,გთხოვ.. ჩურჩულებდა ანასტასია და თვალებს გახელის საშუალებას არ აძლევდა. სამზარეულოს კარი ფრთხილად გაიღო,სადაც მარიამი იდგა თვალგაფართოებული,რომელსაც პირი ღია დარჩენოდა და გონს როცა მოვიდა,ძლივს ამოღერღა სიტყვები. - უი,მაპატიეთ.. ჩაეცინა და კარი სწაფად მოხურა,ანასტასია დახლიდან ჩამოხტა,ტანსაცმელი შეისწორა და მისაღებში გავარდა. - მარიამ,მოიცადე - მაპატიე,არ მეგონა დემეტრე თუ აქ იყო.. მართა მოვიდა.. თითით ანიშნა მისაღებისკენ,სადაც მართა იჯდა და თვალებიდან ცრემლები სცვიოდა. - კარგი,წადი დემეტრე გააცილე,მართასთან მივალ.. არ მინდა ის დაინახოს. - კარგი. თვალი ჩაუკრა მარიამმა და სამზარეულოში გავიდა. - მართა,რა გჭირს? სახეზე თითები მოუსვა და გვერდით ჩამოუჯდა. - ტასო,მიშველე გთხოვ.. - რა მოხდა მითხარი? - დღეს მაქსიმემ დამირეკა.. - მერე?! - შენ და შენს დაქალს არაფერი გამოგივათო,მე მაგ ბავშვს შვილად არ ვაღიარებ ო... მერე,მერე... სანდრო.. - რა? რა სანდრო? - სანდრომ გაიგო ყველაფერი,მაქსიმესთან წავიდა,ტასო წავიდეთ რა გთხოვ.. არ მინდა რამე დაუშავდეს სანდროს,გთხოვ... - კარგი, რა თქმა უნდა,ეხლავე ავიღებ მანქანის გასაღებს,გთხოვ დამშვიდდი,შენი ასეთი ნერვიულობა არ შეიძლება,ასე შენს შვილს საფრთხეს უქმნი,დამშვიდდი კარგი? - კარგი.. ცრემლები ხელის გულებით მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.