მაგალითად, როგორც მე (თავი I)
შელამაზებულ-გაფანტასტიკებული ავტობიოგრაფია კარენინა მოგიყვებათ თავის ისტორიას, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის გაფრთხილება იყოს ან მაგალითი თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მომავალში. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაფიქსირდეთ კკომენტარებში. ისტორია ეხება 2014 წლიდან დღემდე განვლილ გზას, ბავშვური ასაკიდან ზრდასრულობადე და სრულიად შეცვლილ ადამიანს. -------------- მერვე კლასი, დრო ,როცა იწყებ გაპრანჭვას, მეტ ყურადღებას აქცევ შენს გარშემო მყოფ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს. გაზაფხული 2014 წლის 12 მაისი. -რაღაც უნდა გითხრა.- ვუთხარი ელენეს სახლიდან ცეკვაზე მიმავალს ავტობუსში. -რა მოხდა? - თმაზე თამაშით მითხრა. -ერთი ბიჭი მომწონს, ჩემზე პატარაა. - თავი არ ამიწევია მისი კალთიდან, ასე უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს. -ხოო (იცინის), მეც მომწონს ჩემზე პატარა, ჩემი სკოლელია მეექვსე კლასშია, თუმცა ორი წელი არც ისე ბევრია არა?! ვინაა მომიყევი - ემოციებით მეუბნება. -ჩემი სკოლელია ერთი წლით პატარაა, იცი როგორი საყვარელია? რო ვხედავ ვწითლდები, მიყურებს ხოლმე, თუმცა არამგონია მოვწონდე - სახის მანჭვით ვეუბნები. -ძლივს ვიღაც მოგეწონა ცხოვრებაში პირველად - ტაში შემოჰკრა და იმხელაზე შეხტა თავი მეტკინა. წამოვიწიე, თმა გავისწორე და ისეთი სახე მივიღე თითქოს მთელი მსოფლიოს ვალებით ვიხრჩობოდე. -იცი რა? ვეცდები არ შევიმჩნიო რო დავინახავ სხვაგან გავატრიალებ თავს - მთიულურის ჩაკვრების დროს გადავძახე ჩემს გვერდით მდგომ ელენეს. - ეცდები არ შეიმჩნიო კი არა, პირიქით სულ წინ უნდა უტრიალებდე, რომ შეგამჩნიოს. -ქოშინით მეუბნება და თან სახიდან ღიმილი არ შორდება. -მოიცა, გაჩუმდი, ზაზა მოდ.. - რამდენჯერ გაგაფრთხილოთ ცეკვის დროს არანაირი საუბარი, კევის ცოხნა და ღრეჯა - გაცოფებული გვეუბნება ცეკვის მასწავლებელი. და რა თქმა უნდა, მე და ელენემ ერთმანეთს გადავხედეთ თუ არა სიცილი წაგვსკდა. უკან არც მიგვიხედავს, არც გამოგვიცვლია ავიღეთ ჩანთები და გამოვიქეცით. - უჰ, მაინც მეზარებოდა დღეს ვარჯიში კარგია რომ გამოვედით.- ხელებს ვშლი და სუფთა ჰაერს ვისუნთქავ, თან მეცინება -სახლში ჯერ არ გველოდებიან, 6 საათია, წამო მოვწიოთ ერთხელ მაინც ხო უნდა გასინჯო იქნებ მოგწონს. - ხელს მხვევს მხარზე, კაი ლოთი ძმაკაცივით და თან იცინის. -ნუ მაფუჭებ შენ ( ვიცინი), ოუხ, კარგი წამოდი რაც არის არის - ხელს ძლივს ვხვევ მხარზე და ვკოცნი. ჰო, აი ასე. მე ალექსანდრა ვარ, 14 წლის, არც თუ თავისუფალი, მოსიარულე კომპლექსების ბუდე, გადამლაშებული საჭმელივით ემოციური და თოვლის ბაბუასავით კეთილი. მყავს ერთადერთი და განუმეორებელი დაქალი, ელენე. ჩვენ დაბადებიდან ერთად მოვდივართ, გავჩნდით ერთსა და იმავე საავადმყოფოში, ერთ უბანში ვცხოვრობთ, ორი კორპუსის დაშორებით. ბაღშიც ერთად ვიყავით. - დახუჭეე თვალები მოდის - ვუთხარი ჩურჩულით და გავისუსეთ ორივე. - ვერაჩკა ძინავს უკვე ყველას. - ბაღის აღმზრდელმა შეგვამოწმა, კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ბავშვებით სავსე ოთახს, კარი გაიხურა და გავიდა. - ვსო გავიდა გაახილე თვალები სანდრა. - მოციმციმე ეშმაკური თვალებით მეუბნება 4 წლის ელენე, რომელიც საწოლზე ზის აჩეჩილი თმით და საღამურებით. ასე ვაკეთებდით სულ, არასდროს ვიძინებდით შუადღისას, ნუ არ გვიყვარდა შუადღის ძილი და რა გვექნა, სანამ მთელ ბაღს ეძინა ჩვენ ვჭორაობდით და ვმაიმუნობდით. არასდროს გვიტირია ბაღში სულ ვიღრიჯებოდით, ბაღის ერთ ფოტოს ვერ ნახავთ, სადაც სერიოზული სახე გვაქვს, ყველა ფოტოში ხელები გვაქვს ჩაკიდული და ვიცინით. ბაღი რომ დავამთავრეთ სკოლაში მე მოშორებით შევედი, ასე გაიყო ჩვენი გზა. თუმცა ნურას უკაცრავად, მაინც მოვიფიქრეთ გზა თუ როგორ ვყოფილიყავით ერთად დღის მეორე ნახევარში. შევედით ქართულ ცეკვებზე, სკოლის შემდეგ კვირაში 5 დღეს ცეკვაზე ვატარებდით. 2014 წლის 15 მაისი ცეკვიდან ადრე მოგვიწია წამოსვლა - რაღაც სიგიჟე მოვიფიქრე და აააუცილებლად უნდა წამომყვე - ხელზე მექაჩება ელენე და იღრიჯება საფირმო ღეჯვით. - სიგარეტს და რაღაც უბედურებებს აღარ გავეკარები, წინაზე რა მოგვივიდა დავხოხავდით ავტობუსში, არა და არა მასეთ რაღაცეებს არ გავეკარები - თავის ქნევით ვუპსუხე უარის ნიშნად. - არა რა სიგარეტი, გახსოვს რო გიყვებოდი ბიჭი მომწონს ორი წლით პატარაა ჩემზე-მეთქი - ჰო მერე? - მაგ ბიჭს სკოლაში სულ თვალში ვეჩხირები, ცოტა მორცხვია მგონი, გამარჯობის დონეზე გავიცანი და დავიმეგობრე ფეისბუქშიც, ჰოდა ბევრი რო აღარ ვილაპარაკო მინდა რომ მაგის სახლი მოვძებნო და უნდა წამომყვე, ჩვენი უბნელია ახლოს ცხოვრობს ჩვენთან - სახლი არ იცი, სადარბაზო არ იცი, კორპუსი არ იცი, საერთოდ არაფერი ვიცით და რანაირად აპირებ მოძებნას, ან რომ მოძებნი დაუძახებ თუ რატო მიგყავარ - მოვიფიქრე, მაჩვენე ფოტო და ტანსაცმლით მოვძებნოთ სარეცხი ხო ექნებათ გაფენილი. - კორპუსებში დიდიხნის ბოდიალის შემდეგ ასეთი საოცარი იდეა მომივიდა - შეხედე ის ზოლიანი მაისური არაა? მეორე ფოტოში რომ ეცვა, უეჭველი აქ ცხოვრობს - ვეუბნები გადაღლილი - მოიცა ამ ბავშვს ვკითხოთ. - მეუბნება ელენე იმედიანი თვალებით - ჰეი შენ, გუკას ხო არ იცნობ აქ ცხოვრობს სადღაც ახლოს, მეექვსე კლასელია - გუკა? - ფუმფულა ბავშვმა ხელი ლოყაზე მიიდო და დაიწყო ფიქრი- ა, კი გუკა ვიცი სადაც ცხოვრობს- რამდენიმე წამის შემდეგ გვითხრა მშვიდად - ჩვენ მისი მეგობრები ვართ სიურპრიზს ვუმზადებთ და იქნებ გვაჩვენო სად ცხოვრობს და დაუძახო რომ ჩამოვიდეს- თხოვნით მიმართა ელენემ - და მაგით მე რა სარგებელს ვნახავ? - შენ ხინკლებს და ტკბილეულს გიყიდით - გამოვედი ასპარეზზე მე. -გოგო ეხლა რომ ჩამოვიდეს რას ვაპირებთ? - ვაიმე გაიხედე ესაა- მეუბნება ელენე აღტაცებით და თან ცდილობს ემოციები დამალოს რაღა დაგიალოთ და დავინახე თუ არა გუკა მაშინვე მომეწონა, ძალიან სიმპატიური ბიჭი იყო, კარგი აღნაგობით, ნაკვთებით და ჩაცმის სტილით - გამარჯობა, როგორ ხარ? აქეთ ვიყავით და გამოგიარე, მოვიკითხავთქო - დაიბნა ელენე და აწითლდა - გამარჯობა, კარგად - თვალს არ მაშორებს ისე ელაპარაკება ელენეს, ცოტახანში ხელს მიწვდის- მე გუკა - ჰო ეს ალექსანდრაა ჩემი დაქალი, წავალთ ჩვენ- ელენემ დაბნეულობისგან სისულელეების თქმა კარგია რომ ვერ მოასწრო და მალევე წამოვედით საღამოს ლეპტოპთან ვიჯექი სიმღერებს ვუსმენდი და რატომღაც გუკაზე ფიქრმა წამიღო, ვიცოდი რო არ უნდა მეფიქრა მარა მაინც მეფიქრებოდა, მიიქცია თავისი გარეგნობით ჩემი ყურადღება, უცებ რექუესთი მომდის ფეისბუქზე, ვხსნი და გამოიცანით ვინ არის, გუკა გეგეშიძე. -ოოპაა,- აღმომხდა სიხარულისგან ცოტახანი გადავედი ვათვალიერე ფოტოები, პოსტები და მელევე დავამატე. მაშინვე მომწერა, გავიდა ერთი, ორი, ხუთი საათი და საბოლოოდ დაგვათენდა. ასე გავიდა ერთი კვირა მე კიდევ მეგონა უგონოდ ვიყავი შეყვარებული, ცხოვრებში პირველად გამომიტყდა ბიჭი რომ ძალიან მოვწონდი და ამასაც ვერ ვეუბნებოდი საუკეთესო მეგობარს. ვიცოდი რომ ელენეს მოსწონდა და არ იყო სწორი საქციელი ჩემი მხრიდან რომ სხვანაირად შევხედე ამ ბიჭს, თუმცა დანაშაული ნამდვილად არ იყო ამ ბიჭის შეყვარება. ორი კვირის შემდეგ დავიწყეთ ბავშვური შეხვედრები 15 წუთიანი ნახვები, რომელიც მხოლოდ ერთმანეთის ყურებით შემოიფარგლებოდა, არც კი ვსეირნოდით რომ ვინმე ნაცნობს არ ვენახეთ ვინც ელენეს მიუტანდა ამბავს, ამასობაში ელენესთან ვთვალთმაქცობდი, რომ ჩემი სკოლელი მიყვარდა სიგიჟემდე და ამავდროულად ვისმენდი, მაშინ უკვე, ჩემს შეყვარებულზე ელენეს სიმპათიებს. წარმოდგენაც კი არავის შეუძლია როგორი ძნელია ცხოვრებაში პირველად გამოცადო ის ემოციები, რომელიც სიყვარულს მოაქვს და ვერ უზიარებდე შენს საუკეთესო მეგობარს. - გუკა მგონი ჯობია ელენეს ვუთხრათ ან დავშორდეთ ასე ვეღარ გავაგრძელებ, მართლა.- თვალცრემლიანმა ვუთხარი გუკას ერთ-ერთ შეხვედრაზე - არა რა უნდა უთხრა გაგიჟდება ხო იცი - მაშინ წავედი მე - საად მიდიხარ მოიცადე მოვბრუნდი თუ არა თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა,მე ხო ყველაფერზე მეტირება, გამოდის რომ დავშორდი გუკას, თანაც არ მასვენებს შიგნიდან რაღაც. ამოვიღე მობილური და კანკალით დავურეკე ელენეს. 15 წუთში მისი კორპუსის წინ ტირილით მივედი, გადამეხვია, მამშვიდებდა. საბოლოოდ ყველაფერი მოვუყევი, შოკში იყო, საერთოდ ვერ იფიქრებდა რომ ერთი თვის განმავლობაში მე და გუკა ერთმანეთს ვხვდებოდით და არავინ არაფერი იცოდა. ასე გავაფუჭე საუკეთესო მეგობართან ურთიერთობა პირველი სიყვარულის გამო, იმის მერე ბევრჯერ ცადა გუკამ ჩემთან დაკავშირება მაგრამ ყველანაირად მიუწვდომელი ვიყავი. დავკარგე საუკეთესო მეგობარი, რომელსაც ყველაფერს ვუზიარებდი და მიზიარებდა, და ასევე პირველი შეყვარებული და ჰომ, აი ქედან იწყება ჩემი სასიყვარულო ისტორიები, რომელიც ასაკთან ერთად უფრო თამამი ხდება. “ მაგალითად, როგორც მე“ არ გაიფუჭოთ ურთიერთობა საუკეთესო მეგობართან ბიჭის გამო. გაგრძელება იქნება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.