შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟური დღეები (თავი 6)


11-08-2018, 15:25
ნანახია 2 460

თავი 6
რამდენიმე საათი გაუნძრევლად ჯდომისგან, უკვე ფეხები მქონდა დაბუჟებული. როგორ ვერ ვიტან მგზავრობას! ვიფიქრე, ნიკასთან საუბარში გავიყანდი დროს, მაგრამ გამოსვლიდან ნახევარ საათში მკვდარივით ჩაეძინე, მე კი ნერვებმოშლილიმა ლამისაა მართლა მოვკლა. სამი საათი გავიდა, რაც ავტობუსში ვარ. კიდევ ერთი იმდენი და დანიშნულების ადგილას ვიქნები. ჩემგან მარცხნივ წაბლისფერითმიანი გოგო ზის , რომელსაც ყურსასმენები უკეთია და უაზროდ ეღიმება. მგონი ის ერთადერთი, რომელიც ახლა ამ ავტობუსში იღიმის. რადგან შედარებით წინ ვზივარ, თვალებს მძღოლისკენ ვაპარებ. ჭაღარა შეპარული თმები და გრძელი ულვაშები აქვს. ისეთი სახით ზის, აშკარად არ უყვარს თავისი სამსახური. ამჯერად კი ნიკასკენ ვაპარებ მზერას, რომელიც საყვარლად ფშვინავს. არ იმსახურებს ეს ბიჭი ჩემგან წვალებას, ვერ შევიყვარებ მას. ვხვდები, რომ ტკენს ეს ურთიერთობა და ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ მაზოხისტურად აგრძელებს ამ ყველაფერს და არც არასდროს შეწყვეტს , თუ მე არ მივცემ ბიძგს. მორჩა სანამ მარტვილიდან წამოვალთ, მანამ დავასრულებ ამ უაზრო ურთიერთობას! ფიქრებიდან ჩემი ტელეფონის ხმას გამოვყავარ. ოჰ! ჩვენი მარტვილელები რეკავენ.
-გისმენ ლუკა!
-ლიზ სად ხართ? - შევამჩნიე მისი აფორიაქებული ტონი და სხეულში გამცრა.
-გზაში ვართ ლუკა, რა ხდება?
-ლანა!
-რა...რა ლანა? - თველები ცრემლებით ამევსო, თითქოს გულზე შიშველი ხელები მომიჭირესო.
-ცუდად არის...მოკლედ მოდი და ნახავ!
-რას...რას ნიშნავს ცუდად არის? -ვგრძნობდი, როგორ ვვარდებოდი პანიკაში, ახლა ისე მინდოდა ლანა ჩამხუტებოდა დავემშვიდებინე, როგორც არასდროს.
-აუ კაროჩე...მოხვალ და ნახავ, ძალიან ნუ ინერვიულებ სერიოზული არაფერია! - თითქოს ამ სიტყვებით ცოტა გულზე მომეშვა, მაგრამ მაინც ვგრძნობდი იქ მჩხვლეტვარე ტკივილს.
-ლუკ...-ვერაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი ისე გათიშა ტელეფონი. - ღმერთო... მას, რომ რამე დაემართოს....მას, რომ რამე დაემართოს-ამოდ ვცდილობდი ცრემლების ჩახშობას, ნიკას გავხედე, მინდოდა გაეღვიძა, მინდოდა დავემშვიდებინე, მინდოდა ვინმეს მაინც ეთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ლანა კარგად იქნებოდა, რომ ეს უბრალოდ ლუკას ხუმრობა იყო, მაგრამ არსაიდან არ ისმოდა დამამშვიდებელი სიტყვები. მალევე შეტყობინება მომწერა ლუკამ, სადაც მათი ზუსტი ადგილმდებარეობა ეწერა. იმდენჯერ გადავიკითხე, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, შუაღამეს, რომ გაგეღვიძებინეთ, არც დავფიქრდებოდი ისე გეტყოდით მისამართს. ტელეფონი დაუდევრად მივაგდე სავარძელზე და ღრმად ამოვიღვნეშე.
მეორე სამი საათი გავიდა, ისე, რომ ყველა წამსა და წუთს ვითვლიდი, ვგრძნობდი პულსის აჩქარებას. ფანჯრიდან გადავიხედე და გზაზე დადგმულ ბანერზე ამოვიკითხე „ქ.ჯავრი“ აქ გავაჩერებინებ, აქედან კი ტაქსით წავალ!
-აქ გამიჩერეთ! - მძღოლს მივვარდი და დაველოდე, როდის გააჩერებდა. ფული მივუგდე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და გიჟივით ჩამოვედი იქედან. ირგვლივ გავიხედე, ბლომად დადიოდა მანქანები, მეც მოპირდაპიე ქუჩაში მდგარ „ოპელს“ ვეცი, რომელსაც ტაქსის ნიშანი ქონდა.
-გამარჯობა, მარტვილში ამიყვან? - მოუთმენლად შევხედე შუახნის ტაქსისტს.
-რა თქმა უნდა. -სწრაფად ჩავჯექი უკან, მძღოლმაც მალევე დაძრა მანქანა.
-რამდენ ხანში მივალთ?
-ასე ერთ საათში! - სარკიდან გადმომხედა მძღოლმა, მაგრამ მე მისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება, ნერვიულად ვათამაშებდი ფეხს ერთ ადგილას. ფრჩხილებიც კი დავიჭამე.
-გლახათ რეთო? - რაღაც მკითხა მძღოლმა, მე კი დაბნეულად გავაცეცე თვალები.
-უკაცრავად ვერ გავიგე! - უხერხულად შევიშმუშნე და მძღოლს გავხედე.
-მეგრეული არ გესმით? გკითხეთ, ცუდად ხომ არ ხარ.
-არა, აქაური არ ვარ! კარგად ვარ ნუ დარდობთ.
-საიდან ბრძანდებით? - თბილად გაიღიმა კაცმა და წამიერად გადმომხედა, შემდეგ კი ისევ გზისკენ იბრუნა თავი.
-თბილისიდან,აქ დასასვენებლად ჩამოვედი!
-ძალიან კარგი! შეგიძლია უფრო ზუსტად მითხრა, სად მიგიყვანო? - მძღოლს ლუკას მონაწერი მისამართი ვუთხარი და სახლის ნომერიც, როგორც ლანასგან ვიცოდი ოჯახში იყვნენ, საკმაოდ დიდი სახლი იყო და დიასახლისი ოთახებს აქირავებდა. მძღოლმა კიდევ ერთხელ გამამეორებინა სახლის ნომერი და აღფრთოვანებული მომიბრუნდა.
-ეს ჩემი სახლის მისამართია! ანუ თქვენ ხართ ის ვიზეც ბატონი ლუკა მიყვებოდა რამდენიმე დღეში ჩამოვაო? - ინსტიქტურად დავუქნიე თავი, ამ დამთხვევით გაოცებულმა. შეიძლება მან ლანას შესახებ იცის!
-უკაცრავად მათთან ერთად გოგონა იყო, ლანა!
-დიახ, ძალიან კარგი გოგოა!
-დღეს დამირეკს და მითხრე, რომ მას რაღაც დაემართა! არაფერი იცით? - ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და იმედიანად გადავხედე ჩემს საქსისტსა და იმ სახლის მამასხლისს, რომელშიც ვიქნებოდი.
-როგორ? არა დღეს დილით სახლიდან, რომ გამოვედი ყველა კარგად იყო! -არანაკლებ შეშფოებული ჩანდა ეს კაციც.
-კარგი, კარგი, მივალთ და ვნახავთ! - ნერვულად ჩამოვისვი სახეზე ხელი და ფანჯრიდან გავიხედე. ამის შემდეგ გზაში ხმა აღარ ამოგვიღია, მე კი ულამაზესი მთების ყურებით ვიყავი გართული. დრო ისევ გაიწელა, ასე მეგონა იმაზე მეტ ხანს ვიჯექი აქ, ვიდრე იმ ავტობუსში.
-მოვედით! - ამ სიტყვების გაგონების თანავე გადმოვხტი მანქნიდან და ჭიშკარს ვეცი გასაღებად.
-უკანა ეზოში იქნებიან ალბათ! - მიმითითა მამასახლისმა და მეც იქითკენ გავიქეცი. შესახვევთან კი წელზემოთ შიშველ სხეულს შევასკდი.
-შენ რაღაც ძალიან გსიამოვნებს ჩემს სხეულზე აკვრა! - დამცინავად მითხრა ალექსმა და მეც სწრაფად მოვშორდი.
-ლანა სად არის? როგორ არის? რა დაემართა? - კითხვები მივაყარა მან კი თვალები გადაატრიალა.
-წამოდი აქეთ არის! - უკან გავყევი და დიდი ხისკენ წავედი, სადაც ბავშვები იყვნენ, როგორც კი ჰამაკში მწოლიარე ლანა დავლანდე, სირბილით წავედი მისკენ.
-ლანა, რა დაგემართა? - თვალებიდან ცრემლები წამომივიდა და ძლიერად მივიკარი გულზე საყვარელი ადამიანი. თავზე დავუწყე გამუდმებით კოცნა და თან რაღაცეებს ვბუტბუტებდი, როცა ტყუპების ფხუკუნმა გამაჩერა. მათკენ მივიხედე, ვაჩე და მიშო სიცილის შეკავებას ცდილობდნენ, ლუკას კი დამნაშავესავით ჩაეხარა თავი.
-კარგად ვარ ლიზ, არაფერი მჭირს! - წაშლილი სახით მივბრუნდი ისევ ლანასკენ.
-თქვენ რა...თქვენ მე ის...მომატყუეთ? -შეურაცხადი სახით დავსვი ეს კითხვა და ცრემლები მუჭით მოვიშორე.
-აუ ძეტკა, ჩემი ბრალი არაა, შენ თავს ვფიცავარ! - ფეხზე წამოდა ლუკა და მომიახლოვდა. - სიმართლე თუ მოქმედებას ვთამაშობდით და... -წამით გულზე მომეშვა და ძვალ-რბილში გამჯდარი შიში, ბრაზმა შეცვალა.
-ნორმალურები ხართ? იცით, რამდენჯერ მოვკვდი აქ მოსვლამდე? - გამწარებულმა მოვავლე თვალი ხუთეულს. - ვისი იდეა იყო ეს? -მომაკვდინებლად ჟღერდა ჩემი ხმა, მაგრამ ამავდროულად უდიდეს შვებას ვგრძნობდი.
-აუ ახლა უნდა მცემო? - საწყლად შემომხედა ვაჩემ თვალებში.
-აჰა! ანუ შენ? - ნელი ნაბიჯებით წავედი მისკენ, თავად ის კი უკან უკან მიდიოდა.
-აუ ძმობას გაფიცებ, მაპატიე და ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ ტო! - თითები ყურზე მოიკიდე, როგორც ინდოელები აკეთებდნენ და ღიმილი ვერ შევიკავი. მოგვიანებით გადავუხდიდი მას სამაგიეროს, ახლა მხოლოდ დამშვიდება მინდოდა.
-კარგი, ჯერ-ჯერობით შეგიძლია სიცოცხლით დატკბე! - თითი დავუქნი, მანაც შვებით მიიდო ხელი გულზე და გაუბედავად მომიახლოვდა.
-შენი შეყვარებული არ წამოვიდა?
-ჩემი შეყვარებული...- გულმოდგინედ დავზვერე გარემო, მერე კი მოვკვდი. დიახ, სწორად გაიგეთ! - ვაიმე! -ისე ხმამახლა და ისეთი ხმით ვიყვირე მეც კი შემეშინდა.
-რა იყო გოგო? - შეშფოთებული ხმით მკითხა ბიძაშვილმა და ჰამაკიდან გადმოვიდა.
-მე...მე...ავტობუსში და...მრჩა! - უმისამართოდ გავიშვირე ხელი და ლამის ადგილზე ჩავიკეცე.
-რა დაგრჩა ავტობუსში, ტელეფონი? - ლუკა მომიახლოვდა და ლოყაზე მიჩქმიტა, მე კი ჯიბეები მოვიქექე.
-ტელე...ფონიც - ამოვიკნავლე და გაჭირვებით გავუსწორე მზერა.
-კიდევ რა დაგრჩა ტო?
-რა არა... ვინ! - ყველა გაჩუმდა, გაშტერებული მომაჩერდნენა თვალებში. თვით ბატონი ალექსანდრეც კი გაკვირვებული მიყურებდა. მე კი ახლა ეშმაკსაც მივყიდდი სულს, რომ ნიკასავით ჩაძინებული ვყოფილიყავი ავტობუსში და გამღვიძებოდა.
ახლა გავიღვიძებ...
ახლა მაინც გავიღვიძებ...
უეჭველი გავიღვიძებ...
უბრალოდ ღრმად მძინავს და მალე გავიღვიძებ...
აი ახლა...
ახლა... ღმერთო! არა! ნიკა ავტობუსში დამრჩა ჩაძინებული! თვალები ცრემლებით ამევსო, როცა გამახსენდა, ჩემს გვერდით მშვიდად მძინარე ნიკა...შეშფოთებული მე... როგორ თავპირის მტვრევით ჩამოვედი იქიდან...როგორ გავაჩერე ტაქსი...როგორ მოვედი აქ... ბავშვების არაადამიანური ხარხარი...მოიცა! ეს მოგონება არაა! თვალებგაფართოებულმა გადავხედე ჩაკეცილ ტყუპებს, ჰამაკზე სიცილისგან გადაწოლილ ლუკას, შოკში მყოფ ლანას და საშინლად, საშინლად დამცინავი სახით მდგარ ალექსანდრეს.
-შენ...შენ რა...ნიკა იქ შენ...რააა? - შოკში მყოფი ლანაც მალევე გამოფხიზლდა და ისეთი ჭიხვინი დაიწყო, ლუკასა და ტყუპების ხარხარსაც გადაფარავდა. მე კი იქვე ხის ძირში მივესვენე წაშლილი, გაფითრებული სახით და თვალებსაც არ ვახამხამედბი. არ ვიცი რამდენ ხანს ვუცდიდი მათ დამშვიდებას, შეიძლება ხუთი წუთი...ათი წუთი...თიუთხმეტი წუთი, მაგრამ ფაქტია, რომ ოდნავ დამშვიდნენ და მეც მოვყევი ლუღლუღს.
-ის ავტობუსი...მესტიამდე მიდის...მას ეძინა, თქვენ, რომ მითხარით ლანა ცუდად არისო საშინლად ვინერვიულე და არავნ არ მახსოვდა ამ ქვეყნად ლანას გარდა! - გაფითრებული ვიმართლებდი თავს და ხელებს ჰაერში ვიქნევდი, რასაც სიცილის ახალი ტალღა მოყვა, რამდენიმე წუთი ისევ ვაცადე და შემდეგ ისე ხმამაღლა დავიყვირე, ვეჭვობ მთელმა სამეგრელომ გაიგო. -გაჩერდიით! სულ თქვენი ბრალი და კიდევ ხარხარებთ?! - გამწარებული წამოვვარდი ფეხზე და ჯიქურად მივაშტერდი თვალებში ტყუპებსა და ლუკას. - ეგ სულელური თამაში, რომ არა, ახლა ნიკა აქ იქნებოდა! არ მაინტერესებს, როგორ მოახერხებთ, მაგრამ ხვალ ამ დროს, ნიკა თუ აქ არ იქნება სულს გაგაფრთხობინებთ სათითაოდ! წამებით მოგკლავთ და ძაღლებს მივუგდებ თქვენს თავს! არა! ძაღლებს კი არა, ღორებს! -აბა ვინმეს ამოეღო ამ დროს ხმა! თუმდაც ერთი სიტყვა, რომ ეთქვათ დამცინავი შემსრულებელი ვიყავი ყველაფრის.
-კარგი, კარგი! დამშვიდდი მოვიყვანთ! -გვერდით ლანა ამომდიდგა და ბიჭებს თვალები დაუბრიალა, თითქოს თვითონ არ იცინოდა რამდენიმე წამის წინ გამწარებული.
-ვახ ჩემი! -მიწაზე დაჯდა ლუკა და სახეზე მოისვა ხელი. ტყუპები გაწითლებულები იყვნენ, ეტყობოდათ, რომ სასწაული ძალით იკავებდნენ სიცილს, მაკრამ ისეთი მკვლელი თვალებით შევხედე სწრაფად დასერიოზულდნენ.
-დავურეკოთ ტო და დაბრუნდება ტაქსით ან რამით. -მიშომ წამოაყენა იდეა.
-ხო დავურეკოთ! - გახარებული შემოვკარი ტაში, მაგრამ წამიერი იყო, ეს ბედნიერება. -რით...რით დავურეკოთ?
-რა კითხვებით მოძრაობ ტო? რით დავურეკავთ? - ხელები წინ გამოწია ვაჩემ, ეტყობოდა, რომ მთელი გრძნობით საუბრობდა. -ტელეფონით დავურეკავთ, შენ არ გაქ, ჩვენ გვაქ! -ყოჩაღ ტყუპო! ნეტა საიდან მოიტანს მის ნომერს?
-არ მაქვს მისი ნომერი!
-რა? - ამ დროის განმავლობაში პირველად გააღო პირი ალექსანდრებ, ეტყობა ვეღარ შეიკავა ემოციები.- შეყვარებულის ნომერი არ იცი?
-ტელეფონში მეწერა! ტელეფონი კი ავტობუსში დამრჩა! - სატირლად დავბრიცე ტუჩემი, შემდეგ კი გონება გამინათდა. - ჩემს ტელეფონზე დავრეკოთ!
-დაიცა დავრეკავ! - ლანამ ამოაძვრინა ჯიბიდან თავისი აიფონი . ვერ მოვითმინე და ხელიდან ავართვი ტელეფონი. მიდი რა გადი! - მობილური ტელეფონი გამორთულია და ჯანდაბა შენ! გამწარებულმა წავისისინე და ხელახლა დავრეკე. - არაა, რა არაა! - მიწაზე დავაბაკუნე ფეხები ჭირვეული ბავშვივით. -ახლა რა ვქნა? იმ დეგენერატს ისევ ძინავს ალბათ! ვერც გაიგებს ისე ჩავა სვანეთში! ჯანდაბა! - ბოლთას ვცემდი და ყველაფერ საშინელებას წარმოვიდგენდი თუ რა შეიძლება მომხდარიყო. - მისამართი მაინც იცოდეს, კაცო?! ან რომელიმეს ნომერი!
-კარგი, დამშვიდდი! პატარა ბავშვი ხომ არ არის? - მკერდზე მიმიკრა მიშობ და ჩემს დამშვიდებას შეუდგა. - სადმე დატენის შენს ტელეფონს და დარეკავს ტო! - რაც უფრო მეტ დამამშვიდებელ სიტყვებს მეუბნებოდა, მით უფრო მიჩუყდებოდა გული და საბოლოოდ მაგრად ავზლუქუნდი კიდევაც.
-შეეშვი შე კრეტინო! - ლუკამ მომაშორა შეწხებული მიშკა და თავი ამაწევინა. -მისმინე ნუ ტირი ეხლა...სუ! დამშვდდი, კარგი გოგო ხარ შენ, სუუ მეთქი! - ეს“ სუუ“რა უბედურებაა მეტყვით? გულმოდგინედ მწმენდდა ცრემლებს, მე კი ახალი ნაკადი მომდიოდა.
-გაჩერდი! - დაირგვინა ალექსის ხმამ და ინსტიქტურად შევწყვიტე სლოკინი, შემდეგ კი დამფრთხალმა ავხედე. - შენს ზლუქუნს ვუსმინოთ თუ მოვიფიქროთ, როგორ დავუკავშირდეთ?
-მოვიფიქროთ როგორ დავუკავშირდეთ! - ჩემდაუნებურად გავეცი პასუხი, მას კი ტუჩის კუთხე ჩაუტყდა.
-ხოდა დამშვიდდი და ნუ ტირი! - თავი დავუქნიე და მუჭით მოვიშორე ცრემლები. რატომ ვემორჩილებოდი ამ ადამიანს? ალბათ, იმიტომ, რომ როგორც წეღან გითხარით ეშმაკსაც მივყიდდი სულს და აი ცოცხალი მაგალითიც!
-მართლა და მართლა კანიბალები ხომ არ ცხოვრობენ მანდ ტო? დარეკავს შენი ტელეფონით და მოვა მერე! - ცოტა დამამშვიდე ბიჭების სიტყვებმა.
-მშია! - სრულიად მოულოდნელად დავაბრეხვე და მათი გაოცებული მზერაც დავიმსახურე. - რა იყო, არ მიჭამია დღეს საერთოდ! - წარბები შევკარი.
-აუ, რა საყვარელი ხარ ტო! - ხარხარით ჩამეხუტა ლუკა და ლოყაზე მაკოცა. - წამო ვჭამოთ! იცი რა მაგარ საჭმელს ამზადებს მზია?
-მზია ვინაა?
-ჩვენი დიასახლისი! - ნელი ნაბიჯებით წავედით სახლისკენ.

*****
უკვე საღამო იყო, ლუკამ დარეკა და გვითხრა, რომ კარგად იყო და ხვალ საღამოსთვის აქ იქნებოდა, ისიც შოკში იყო რა თქმა უნდა. გვითხრა რომ დანარჩენს შემდეგ მოგვიყვებოდა. მე კი გახარებული დავფარფატებდი. კანიონზეც ვიყავით წასული, იქ ისეთი სილამაზე და სიგრილე იყო, რომ ნამდვილი სამოთხე გეგონებოდათ, მითუმეტეს, რომ ზაფხულია და საშინლად ცხელა. კანიონში კი გეგონებოდათ, რომ მზის სხივები ვერ აღწევს და იქაურობას მწვანე მცენარეები ანათებს. იქ ყოფნა და უბრალოდ სუნთქვაც კი ერთი სიამოვნება იყო, რომ არაფერი ვთქვათ იქაური სილამზით ტკბობაზე. ნავით, რომ გავცურეთ ამ ქვეყნად ყველაფერ დამავიწყდა ისე მსიამოვნება იქ ყოფნა. იმ ოჯახში სადაც ვიყავით სამი ადამიანი ცხოვრობდა. ცოლ-ქმარი მზია და ჯამბული და მათი ქალიშვილი ნუცა. ნუცა ძალიან ლამაზი, ცოტა მორცხვი, მაგარამ კარგად, რომ შეგეჩვეოდა, ძალიან მხიარული იყო. სამედიცინოზე სწავლობდა, მეორე კურსი დახურა თურმე. ახლა ყველანი სიდიდისდა მიხედვით ვიჯექით მდივანზე და ქალბატონი მზიას მიერ მომზადებულ ელარჯს ველოდებოდით.
-აი ბავშვებო, მოდით და ვჭამოთ. -სუფრასთან მიგვიპატიჟა მან და ჩვენც დავიძარით იქითკენ.
-აუ ნახე ტოო, როგორ იწელება! - აღფრთოვანებული ჩანდა ვაჩე და სანამდეც შეეძლო იქამდე წელავდა ჩანგლით, საჭმელს. ყველას გაგვეცინა მის ბავშვურობაზე, ალექსი კი რა თქმა უნდა, მხოლოდ იღიმოდა, მაგრამ ისე უხდებოდა ის ღიმილი, რომ...მმ რას ვამბობდი? ხო! ელარჯს ვჭამდით!
-ძალიან გემრიელია! - ვერ დავმალე ემოციები, მართლაც ოქროს ხელები ქონდა მზია დეიდას.
-შეგერგოთ ბავშვებო! - საკმარისად, რომ გავივსეთ კუჭი ყველანი გარეთ გავედით, იმ დიდ ხესთან. ამჯერად ლანას მე დავასწარი ჰამაკზე წამოწოლა, თვითონ კი ბუზღუნით დაჯდა მინდორზე.
-აბა, რა ვქნათ ახლა? -მოუთმენლად იკითხა მიშომ.
-აუ რა გამახსენდა! ლიზას ერთი სურვილი ქონდა წაგებული! - თვალები გამიფართოვდა ვაჩეს სიტყვებზე.
-რა სურვილი? კარგად ხარ?
-აი, აუზში, რომ შევეჯიბრეთ იმ დღეს რა! ხო წააგე?
-ხო, მაგრამ ვადა გაუვიდა მაგ სურვილს! - გავკაპასდი. დაწრმუნებული ვარ რამე სასწაულს მეტყოდა.
-ეე მასე არ შეიძლება დევოშკა! -თვალები დამიბრიალა ტყუპმა. -წააგე, წაგებულს კი ჩაბარება უნდა!
-აუ, კაი რა! - სხვა გზა არ მქონდა, უნდა დავთანხმებოდი, თორემ მთელი საღამო შემიჭამდა ტვინს.
-მმ ფეისბუქზე დაწერე, როგორ დაკარგე დღეს შეყვარებული! - აფხუკუნდა მესხიშვილი. მე კი ფერები გადამივიდა სახეზე. მარტო ჩემზე ხო არ იყო საქმე? ნიკასაც ეწყინებოდა.
-აუ ორ სურვილს შეგისრულებ, ოღონდ ეგ არა რა. - საწყლად ავაფახულე თვალები და მეტი ეფექტისთვის ტუჩებიც დავბრიცე, ვაჩემ კი გველურად ჩაიცინა.
-მაშინ ყველას სათითაოდ შეგვისრულე ერთი სურვილი! - თვალები გამიფართოვდა და შეშინებულმა გადავხედე იქ მყოფებს. ბატონ სერიოზულობასაც დააინტერესა, როგორც ჩანს ვაჩეს წინადადაბამ, ისე ცქვიტა ყურები.
-აუ რა...- ძლივს შევიკავი თავი, რომ რამე უცენზურა სიტყვა არ მეთქვა მესხიშვილისთვის. -კარგი!
-ხოდა მშვენიერი! - ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და წარბები ამითამაშა. - ჩემი ერთი სურვილია, რომ...მმ სამი სურვილი შემისრულო!
-ეე ეგრე არ შეიძლება! - სასწრაფო წესით გავაპროტესტე.
-კარგი ხო! სხვას გეტყვი.- ისეთი სახით ვუთხარი ეგ სიტყვები, რომ მიხვდა შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა. - მაშინ სიმინდს მოიპარავ ხვალ საღამოს და შევწვათ აქ. - თვალები გადავატრიალე, მეგონა რამე უკეთესს მოიფიქრებდა.
-კარგი! - მხრები ავიჩეჩე მან კი წარბები აწკიპა მაღლა. -რა?
-ასე ადვილად დათანხმდი? - ეჭვით ამათვალიე-ჩამათვალიერა.
-რა უნდა მაგას რო? -ზედმეტად მეადვილებოდა ეს დავალება და რა მექნა?
-კარგი იყოს მასე! ჰე ახლა თქვენც უთხარით თქვენი სურვილები!
-გვიმღერე! - წამოიყვირა ლანამ და ლუკას ამოეფარა, რადგა იცოდა, რომ უეჭველი ვესროდი რამეს ან თუ ძალიან გამიჭირდებოდა „ვინმესაც“.
-მღერი ტო? - ჩამეკითხა ლუკა, რომელიც ერთობ აფორიაქებული იყო, ლანას სიახლოვით.
-არა! - სწრაფად უარვყავი.
-როგორ არა! - ხითხითით წამოყო თავი ლანამ ლუკას ზურგიდან. ოო როგრო სიამოვნებით მოვკლავდი ახლა. ჩემი გამოსაშვები საღამოს მერე არ მიმღერია, თუ არ ჩავთვლიდი იმას, რომ აბაზანაში ვაწყობდი ზოგჯერ კონცერტებს. ვერ ვიტანდი სახალხოდ სიმღერას, იმ წვეულების დროსაც არ ვიცი, როგორ დამითანხმეს.
-აბა ეხა! სურვილი უნდა შეასრულო! - ყალბი სიმკაცრით დამიბრიალა თვალები მიშკამ.
-გიტარას მოგიტანთ! - წამოიყვირა ნუცამ. ღმერთო ჩემო! მთელი საღამო ხმა არ ამოუღია და ახლა ამოიდგა ენა? რომ არ ამდგარიყო და წასულიყო, ალბათ მოვკლავდი.
-ვინმე უკრავს? -ინტერესით ვიკითხე. აბა მე არ ვიცოდი დაკვრა და!
-ალექსი!
-ო ბოჟე მოი! - თვალები გამიფართოვდა. ეს უჟმური გიტარაზე უკრავს?
-რა იყო, რა გიკვირს? - თავი წამოყო ალექსანდრემაც.
-რა ვიცი, არ მეგონა ასეთი მოხერხებული თუ იყავი. -ირონიულად გავიღიმე და მასაც ჩაეცინა, თუმცა რატომ ვერ გეტყვით.
-შენსავით დაბდურა არ ვარ და შეყვარებულიც არ მრჩება ავტობუსში! - მაზოლზე დამაჭირა ფეხი და მომაკეტინა. აი, რატომ იღიმოდა!
-მე.. ის იქ
-შენ, ის იქ! -თვალები გადაატრიალა. - ჩემთან საუბრისას სულ ერთი და იგივეს რატომ იძახი? -ის დღე გამახსენა, როცა მისი სახლიდან გამოვდიოდი და მან შემაჩერა.
-ნიკას ამბავი, ჩემი ბრალი არ იყო! - ლამის ავტირდი. ალბათ, მომავალში სულ ამას შემახსენებდა ჩემთან კამათისას.
-აი გიტარა მოვიტანე! -სიტუაზია განმუხტა ნუცას დაბრუნებამ.
-ალექსის მიეცი ეგ!
-აბა რას იმღერებთ ქალბატონო? - ქვევიდან ამომხედა და ისე გამიღიმა, რომ ადგილზე გავიყინე, ჩემს რეაქციაზე კი ისევ ჩაეცინა.
-ირმა არავიაშვილის ქრიზანთემებს. - არ ვიცი სიტყვებს თავი, როგორ მოვაბი, მაგრამ ფაქტია, რომ ვთქვი და როდესაც მან დაკვრა დაიწყო, მე კი სიმღერა, ჩემს გამოგონილ სამყაროში გადავეშვი. ვმღეროდი მთელი გრძნობით და აქ მყოფებს ვერ ვამჩნევდი. ალბათ სწორედ ეს დამეხმარა მოდუნებაში. სიმღერას, რომ მოვჩი მოუთმენლად შევხედე ყველას, თუმცა ხმას არ იღებდნენ. - რა იყო, ასე საშინლად ვიმღერე?
-ხუმრობ ტო? - ინსტიქტურად გავაქნია თავი. – „საკაიფოდ“ იმღერე ტო!
-ამ ხმას გვიმალავდი გოგო? - ძმას აყვა მიშო და გაიცინა.
-აი ალექსანდრესაც არ დაუკარგოთ ახლა ნიჭი! - ახითხითდა ლუკა და მხარზე ხელი დაკრა მას. სანაცვლოდ თვალების ბრიალი, რომ მიიღო სწრაფად გამოწია ხელი და გვერდით გაჩოჩდა.
-ძალიან კარგად მღერი! - თვალები აუციმციმდა ნუცას და თბილად გამიღიმა.
-მადლობა ნუციკო!
მალევე დავიშალეთ, სხვებმა თავიანთი სურვილები სხვა დროისთვის შეინახეს. მე და ლანა ერთ ოთახში ვიყავით და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე აკრულებს დილამდე არაფერი გაგვიგია.
ნეტა ნიკა რას აკეთებდა ამ დროს?


ესეც მეექსვე თავი! ძალიან მიხარია, რომ ოდნავ მაინც მოგწონთ ჩემი ნაჯღაბნი! თითოეული თქვენგანის კომენტარი და შეფასებები დიდი სტიმულია ჩემთვის. უზომო მადლობელი ვარ თქვენი, გვერდით დგომისთვის!
პ.ს ნიკა მოაშორეო და აჰა მოვაშორე! :დდდ მართალია ცოტა ხნით, მაგარამ ჯერ-ჯერობით იკმარეთ ეს! :დ
პ.ს.ს. მიყვარხართ მე თქვენ!



№1  offline წევრი Nini_

როგორც იქნაააააააა!!!!!! ცოტა მეტი რააა ალექსი და ლიზა რაა♥️♥️

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

Vici ukve tavi mogabezre magram didi tavi dade ra shemdegi Nika Ras gishavebt? Aleqss rom nervebi eshleba nikaze me eg momwons

 


№3 სტუმარი ანანო გარსიძე

ააუ ძალიან მაგარია მომწონს ძააან მალე დადე შემდეგი ????????????

 


№4 სტუმარი სტუმარი ანამარია

კარგი იყო მალე დადე რა შემდეგი თავი მოუთმენლად ველოდები kissing_heart kissing_heart

 


№5  offline მოდერი ბელუ შეროზია

Nini_
როგორც იქნაააააააა!!!!!! ცოტა მეტი რააა ალექსი და ლიზა რაა♥️♥️


ვეცდები heart_eyes მადლობი დიდი!

სტუმარი მარიკო
Vici ukve tavi mogabezre magram didi tavi dade ra shemdegi Nika Ras gishavebt? Aleqss rom nervebi eshleba nikaze me eg momwons


რას ამბობ? შენ თავს ვერასდროს მომაბეზრებ kissing_heart ეს მე გიხი ბოდიშს რომ უფრო დიდი თავების დადებას ვერ ვახერხებ.

ანანო გარსიძე
ააუ ძალიან მაგარია მომწონს ძააან მალე დადე შემდეგი ????????????


დავდებ დღეს! მიხარია, რომ მოგწონს.

სტუმარი ანამარია
კარგი იყო მალე დადე რა შემდეგი თავი მოუთმენლად ველოდები kissing_heart kissing_heart


დავდებ უცილებლად kissing_heart

 


№6  offline მოდერი ბელუ შეროზია

meocnebe avadmyopi
ცუდად ვარ
რა დაბდურაა ღმერთო რამდენი ვიცინე
გუშინ რომ დაიდო მაინ მაშინ გავთიშე კომპიუტერი და რამდენი ვინერვიულე
აი ძალიან მაგარი იყო



უზომოდ მიხარია რომ გაგაცინე heart_eyes joy მართლაც, რომ დაბდურაა ჩვენი ლიზიკო :დდ არ ინერვიულა არავითარ შემთხვევაში :D <3

 


№7  offline წევრი Nini_

Dges ar deb?

 


№8  offline მოდერი ბელუ შეროზია

Nini_
Dges ar deb?


მაპატიეთ მე მოსაკლავს confounded გუშიინ არც ისე სასიამოვნო რაღაც შემემთხვა და ვერ მოვახერხე დაწერა.

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიკო

კაი არაუშავს და დღეს დადებ?

 


№10  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი მარიკო
კაი არაუშავს და დღეს დადებ?


საღამოს დავდებ აუცილებლად, რომც მოვკვდე :დ

 


№11 სტუმარი რუსუდანi

ძალიან მომწონს.არაჩვეულებრივია..."შეყვარებული დამრჩაზე"ბევრი ვიცინე.კარგია ფანტასტიურია...ალექსანდრესა და ლიზას შორის განსაკუთრებული და საოცარი ქიმიაა.ასე გააგრძლე❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent