შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ერთხელ"


30-05-2018, 16:23
ავტორი მზისა
ნანახია 1 363

დაგიჯექ გვერდით, სურნელი მცემს გაუშლელ ვარდის,
თვალებს ვაპარებ შენს ფეხებზე ჩუმად და პარვით,
როგორ ამშვენებს კაბა მუხლზე მაგ შენს თეთრ წვივებს,
მაღალ ქუსლებზე ბასანოჩკი როგორ გამშვენებს.
ამის შემყურე ვნებააშლილს რა გამაჩერებს,
ფანტაზიები სხეულს გასცდნენ, მგონი ქალაქსაც,
სუნთქვაშეწყვეტით თვალებს სხეულს ჩუმად ვაპარებ
ნეტამც ამ დილას არასოდეს გამთენებოდა,
ამოქარგული ორქიდეა შენს გულისპირზე,
ვერ ფარავს ფორმებს, ყველა გამვლელს რომ ართმევს მზერას,
მაღალი ყელი სავსე გულმკერდს ურცხვად რომ მოსდევს
და ზედ ყელსაბამს ასე ნაზად სუნთქვას რომ ურთავს..
ნუღარ იკითხავთ როგორ ვარ და რას ვგრძნობ ამ წუთას,
საბრალო უკვე აღარ ვგავარ აქამდის ყმაწვილს,
სურვილი მკლავს და მხოლოდ ხედვაც ვეღარ მამშვიდებს
შენი თვალების, გავაღმერთე მე ერთი ნახვით.
დაბლა ხრი წამწამს, სწორედ ამ დროს ვასწრებ შეხედვას,
წარბები მერცხალს რატომ მაგრამ უცებ მაგონებს,
ვბედავ და სახეს ასე ლამაზს ცერით ვეხები,
და ამ დროს ბაგეს ისე ხსნი რომ კოცნას მანდომებ.
ვაი შენს კვდომას ჩემო თავი - გულში მაბოდებს
ახლა ამ ქალს რომ უარაფროდ უხმოდ გავუშვებ,
ორივე ხელით ჩავაფრინდი უნაკლო სახეს
და მის ტუჩებთან დავამთავრე ჩემი სიმორცხვე.
ჩვენ ვტოვებთ ტრანსპორტს, მივუყვებით სურვილის აღმართს,
მის სახლის ზღურბლთან მივაწიეთ ღამის თერთმეტზე,
ვიგრძენი ცხადად ყველა ლექსის უტყვი სიშმაგე
შექსპირს, დავინჩის, შანდორეს, პეტევს რაც კი დაუკრავთ.
ვავსებ სასმისებს ,თუმცა ვინ სვავს, რა დროს ესაა,
მისი ლავიწი საკოცნელად მეძახის, მთუთქავს,
ხელის მოხვევით ვიზიდავ ჩემსკენ ,ვიძახი "მორჩა",
ის ახელს თვალებს "აქ გამიჩერეთ" იძახის მორცხვად.


მე მაპატიეთ, აგიყოლეთ თუკი რითმებში,
მარტოხელა კაცს ფიქრი ქალზე ეპატიება,
ვიჯექი მარტო, დავუბრუნდი საკუთარ სხეულს,
გულში კი ვამბობ, ჩემი ცოლიც ასე იქნება".




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent