ყველაფერს ვიხსენებ 7
ცხოვრებაში , ალბათ ყველას ჰქონია შემთხვევა, როცა ყველაფრის გადაფასება გიწევს . ზოგს ხშირად , ზოგს- იშვიათ. თუმცა, ადრე თუ გვიან ყველა გებულობს, რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს ამის მიზეზი. იქნებ საუკეთესოს დათმობაც მოგიწიოს და რაც გინდა ხშირად დადგე ამ ფაქტის წინაშე , არაფერი მარტივდება . ყოველ ჯერზე ბეწვის ხიდზე გავლის შეგრძნება გაქვს . ყოველ ჯერზე ძვირფასის დაკარგვის შიში, სიკვდილის შიშიც კი ვერ შეედრება და ალბათ, სულის ამოგლეჯას უფრო ჰგავს . თუმცა, ჩვენ, ყველანი ადამიანები ვართ და არავინ შეგვეკითხება, მოგვწონს თუ არა სამყაროს სასტიკი, დაუწერელი კანონები. გაოგნებული იდგა ლაშა და ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო მომხდარსა და ფაქტების მიმდინარეობაში. გაშტერებული უყურებდა ევას სახეს და გალეულ სხეულს. წამის წინ დედის სიცოცხლის არსებობას ეფერებოდა სათუთი განძივით. ახლა კი, უნდოდა ეკითხა ევა აქ საიდან გაჩნდა, გონების მეორე მხარე მოქმედებისკენ ექაჩებოდა. არც კითხვების დასმის დრო იყო, არც-ადგილი. თავის გაქანებას გააყოლა ზედმეტი აზრები და თითქოს დედის ინსტრუქციას მიჰყვაო, მუხლზე დაეშვა. მაჯის გულს შეეპარა თითები პულსის დასათვლელად. გაკრეფილად ისმოდა გულისცემა, ნაძალადევი, მილელული ტალღასავით , ჩუმად. არც სუნთქვა იყო ძლიერი, ძლივს ირხეოდა თეთრი გულ-მკერდი. მარჯვენა იდაყვი მეტად მოხარა და მკერდზე აიკრა საფეთქლით. -დედა ქვემოთ ჩამოიყვანე ,ბუხართან, სულ გაყინულია,-შორეული ზმანებასავით ჩაესმა ლაშას ნანას ხმა და საფეხურებისკენ შებრუნდა. მკლავზე დაფენილი, ჩამოშლილი თმა ქარში დარჩენილი დამყოლი რტოსავით ირხეოდა. ქალმა ნაბიჯით გაუსწრო შვილს და იქვე დაკეცილ გადასაფარებელს წაავლო ხელი. ზედმეტ დაძაბულობას მეტად ორგანიზებული გაეხადა. გრძნობებისგან განმდგარი სხეული ბოლო ძალებს იყენებდა , რომ არ დაცემულიყო. ფრთხილად დაუშვა რბილ ზედაპირზე ლაშამ ევას სხეული და უკან დაიხია. ხელში მომარჯვებული გადასაფარებლით წამში დაფარა თალხად შემოსილი გოგონა ნანამ. დედობრივი მზრუნველობით შემოუკეცა ირგვლივ და გაშეშდა. -დედიკო,- რობოტივით გახდომოდა ხმა და სამეტყველო აპარატის მოძრაობა ,-იქნებ სასწრაფო დახმარების გამოძახებაა საჭირო,-გაიარა თუ არა საფრთხემ, ნელ- ნელა გამოიკვეთა გონების კუნჭულში მიმალული შიში. მელასავით იჩინა თავი აკანკალებულ ხმაში. -არა,- დაბნეული ჩანდა ლაშა. ისე უცებ მოხდა ყველაფერი, მოვლენემა, კი არ განვითარდა, ელვასავით გაირბინა,-სუნთქავს და გულიც უცემს. მალე მოვა გონს,-არც მას ემჩნეოდა ემოცია გამოთქმაში.ნანა კი თანდათან აიტანა ნერვიულობამ და თვალგაშტერებული შვილის წინ ტირილი აუვარდა . -ღმერთო ჩემო , ნიკო.-ერთიანად ამოიყვირა სულმაც და სხეულმაც. მამის სახელის გაგონებამ ძლივს შეაფხიზლა გაქვავებული გონება. უცებ თავიდან გადახარშა გონებამ მომხდარი. ალბათ მეათასედ გადაიტვირთა აზროვნება ბოლო ნახევარ საათში ყველაფრის ადეკვატურად აღსაქმელად და თავის ადგილას დასალაგებლად. გაყინულმა ემოციებმაც ვერ აუარეს გვერდი მშობელი დედის ცრემლებს . ხელები შემოჰხვია აცახცახებულ მხრებზე და აპირებდა იმის თქმას, რაც თავადაც ნაკლებად ეგონა. აპირებდა ეთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ვერავინ ვეღარაფერს დაუშავებს, რომ რეზო სათანადოდ დაისჯება. იცოდა ყველაზე ყალბი იქნებოდა ეს გამოსვლა, მაგრამ მაინც აპირებდა. სამართლიანობის ძებნასა და ძიებაში ჯერ მამა დაკარგა, ახლა დედასაც ვეღარ დაუთმობდა მათი ბოროტების ხრამს. -ყველაფერი კარგად იქნება დედა,-მაინც წასკდა თავზე დაბჯენილ ბაგეებს დამამშვიდებელი ბგერები. -როგორ გავუფრთხილდე ჩვენს ერთადერთ შვილს ნიკო, მარტომ როგორ დავიცვა ?რა უნდათ რომ თავი დაგვანებონ, რით ვეღარ დაძღნენ. ჩვენს ბიჭს რა ვუშველო ნიკო, თორემ ჩემს თავს არ დავეძებ.. -შშშშ,- ტირილი ლაშას რეპლიკამ და ჩახუტებამ შეაწყვეტინა . -მაგას როგორ ამბობ დედა. შენ უნდა მყავდე გესმის ? შენ ყველაზე კარგად უნდა მყავდე , რომ ფეხზე დგომა შევძლო,-საოცრად თბილი იყო ახლა იგი, დედის დაკარგვის შიშით გულგახეთქილი . დახუჭულ თვალებს მიღმა, წარმოსახვით, მიღმიერ სამყაროში შვილის სიცოცხლეს ავედრებდა ნანა გარდაცვლილი მეუღლის ხატებას. * * * დედას ოთახიდან გამოსულმა მინავლებულ ცეცხლს შეავლო თვალი , მის ფონზე ალისფრად შეფერილიყო მკრთალი სახე. გვერდიც არ უცვლია ისე იწვა ამ ხნის განმავლობაში . ჯერ კიდევ ინერციით მოძრაობდა. გონს მოსვლა უჭირდა და ბოლომდე ვერ ჩაწვდომოდა მომხდარს . ალბათ ყველაზე საშიში მდგომარეობა ემოციური გაცივებაა. ამ დროს რობოტივით იქცევი ადამიანი და უბრალო ინსტიქტებით მოქმედებ, რასაც გარემო იმპულსები გკარნახობს . ამ დროს გგონია ტვინიც გაგეყინა გულთან ერთად , თითქოს სხეულიდან გამოსულია შენი არსება და გვერდიდან უყურებ საკუთარ, მოსიარულე გვამს . ერთ ხანს უყურა ევას,პლედი შეუსწორა, მერე ხელი დაისვა შარვალზე და შეშის შემოსატანად ბაღში გავიდა. ერთი შეაჟრჟოლა ქარის წამოქროლებისას მხოლოდ და ერთმანეთზე კოხტად დაწყობილი ნაპობის წყობას ჩაუარა. ძლივს შეარხია წარბი ევამ . დაშლილი სხეულის ყველა ნაწილი ტკიოდა. ზედმეტი დაძაბულობისგან ერთიანად მოდუნებულიყო და კიდურებიც აღარ ემორჩილებოდა თითქოს. ისეთი გაკვირვება გამოეხატა სახეზე თვალის გახელილას , ცხადი იყო, გონებით სულ სხვაგან დაფრინავდა ამ ხნის განმავლობაში. ატმისფერი პერანგიც ეუცხოვა და დაკრთა შიშისგან. -ღმერთო ჩემო, აქ რა მინდა, ასე გამოწყობილს,- დამფრთხალი ბეღურასავით აბუზული ბუტბუტებდა თვალზე ცრემლები ერეოდა. გონებამ ნელ-ნელა დაულაგა მომხდარი კარდებად , ერთიანად აიკუჭა სავარძლის თავთან და მარჯვენა ხელში მკერდთან მოიბღუჯა პლედის კუთხე. ვერ ხვდებოდა მარტოობას. ახლა ხომ, წესით, გამომძიებლებით უნდა ყოფილილყო სავსე აქაურობა. ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრული. ევაც უნდა დაეკითხათ,. ახლა ხომ უდნა ეძებდნენ იმ ავაზაკს .მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი და სამართლიანობა მხოლოდ მის გონებაში არსებობდა და არაფერი ჰქონდა საერთო რეალურ ცხოვრებასთან . ალბათ ეს საქმეც დაიმალა, როგორც-სხვა დანარჩენი. არც ამაზე მოთხოვენ პასუხს ძლევამოსილ რეზოს.აბა, ვის რაში ადარდებს ერთი უნმნიშვნელო ოჯახი და მისი ცხოვრება. მთავარია, დიდმა კაცებმა მოითბონ ხელი და იზეიმონ სანამ არ დაცხრება მათი აღზევების ხანა. ადრე სჯეროდა სიკეთის, გმირების, სამართლიანობის. ახლა კი, თითქოს ისინი ისეთივე არარელურები გამხდარიყვნენ , როგორც დღეს ეჩვენება კვახად ქცეული ეტლისა და შვიდი ჯუჯის ამბავი. ნუთუ, გამუდმებით ზღაპრების გვერდით გვიწევს ცხოვრება . არადა, იმ ეტაპზე, ყოველივე ისეთი რეალურია, როგორც-პატარა ბავშვისთვის თოვლის ბაბუის არსებობა. ალბათ, ყველა იმედი ცრუვდება ბოლოს. ოღონდ, დრო უნდა გავიდეს, კარგად შეეფერთხო ყველა წინაღობას და მარტო ამის შემდეგ დაინახავ ჭეშმარიტ სახეებს, რომელთა სამფლობელო იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ალაგ-ალაგ გამკრთალი ციცინათელასავით მოსჩანს სიკეთე , სიმართლე. ამ ორად-ორ სინათლესაც არ პატიობენ სამყაროს. ჩასაფრებული ბაყაყებივით ჰყავთ მიჩენილი დამქაშები ყოველივეს მოსასპობად და გასანადგურებლად. სიჩუმეც უმძაფრებდა განცდებს და მიხვდა, აქ ვეღარ გაჩერდებოდა. თითქოს ყველა კედელი ახლოვდებოდა და ეს სამყარო შთანთქმას უპირებდა მის არსებას. გაქცევა უნდოდა, ყველასა და ყველაფრისგან. ახლა, ალბათ დაავლებდა მის ოჯახს ხელს და გადაიხვეწებოდა სადმე შორს. სახელსაც არ დაიტოვებდა, ყველაფერს, ყველაფერს შეცვლიდა და დაივიწყებდა ამ დაწყევლილ ბოროტებას. ვერც ლაშას გაუსწორებდა თვალს , არ შეეძლო ახლა მისი ნახვა. ოჰ როგორ გაწირა ცხოვრებამ, რას წარმოიდგენდა ასეთი დღეც თუ გათენდებოდა. ერთი იცოდა , რომ ახლავე უნდა წასულიყო, უკანმოუხედავად, სასწრაფოდ. დაღლილი ტერფები გადმოალაგა იატაკზე , მჭირდოთ შემოიკრო ტანზე თბილი სქოვილი და კარისკენ გაიწია. *** მკლავზე დაიწყო ლაშამ ხის ნაჭრები და უკან გამობრუნდა. ძლივს ბჟუტავდა კიბესთან ანთებული ლამპიონი. ციმციმზე ეტყობოდა დიდხანს ვერ გასტანდა და მალე გადაიწვებოდა. ცვარნაფენი, მოკირწლული ბილიკით მივიდა კარამდე. ფრთხილად გაითავისუფლა მარჯვენა ხელი და ის იყო სახელური უნდა ჩამოეწია, რომ დაბარებულივით გაიხსნა საკეტი და დაყრილი შეშის ხმაურის ფონზე დაბნეული მაიშტერდა გაფითრებულ ევას. სიმწრისგან და სირცხვილისგან ტუჩზე იკბინა და კიდევ უფრო მოუჭირა ხელები პლედს. თვალები მაგრად დაეხუჭა და გულში ლოცულობდა ეს ყველაფერი მოლანდება ყოფილიყო. ერთიანად იწვოდა სირცხვილისგან და ალმურმა უფრო უმატა მამაკაცის გაკვირვებული ხმის გაგონებისას. -ისევ გარბიხარ, ჩემგან ? -ალბათ, ორი ნაბიჯის მოშორებით მაინც იდგა ლაშა მისგან ,მაგრამ ესეც ვერ აეტანა. მოუსვენრობამ შეჭამა, ერჩივნა მოეკლა, ესაყვედურა, გაელანძღა. მის წინაშე ჩუმად დგომას ყველაფერი სჯობდა. მბჟუტავი ლამპიონი სასცენო განათებასავით ეჩვენებოდა ახლა, სპექტაკლისას რომ მთელი ბნელისაგან გამოგარჩევს, ისეთი. დატუქსული ბავშვივით იდგა თავდახრილი და ხმას არ იღებდა. ლაშას ვეღარ გაეგო რა ეთქვა. ვერც ევას საქციელს ხვდებოდა. ნათელია, თუ ზედმიწევნით არ იცოდა ყველაფერი, რაღაცას ხვდებოდა მაინც. მაშინ, რაღაში სჭირდება გაქცევა? ერთი წამოენთო სანათი და მათი ცხოვრებასავით ბნელში გაეხვა ეზო. თითქოს ნიშანს ელოდაო სხეულმა გაქცევისკენ უბიძგა ქალს , მაგრამ მკლავში წავლებულმა ხელმა გაჭიმული ზამბარასავით დააბრუნა უკან და ინერციით მიენარცხა გულმკერდს. -გამიშვი რა, გთხოვ ,-ტიროდა ევა , მაგრამ ხვდებოდა, ვერსად წავიდოდა. -რატომ?-კიდევ ერთი კითხვა დასვა ლაშამ . ამჯერად დამალვა აღარ უცდია ქალს. ნაკვერჩხლის პატარა წერტილები ელვარებდნენ ღამიფერ თვალებში . მთელი სხეულით ცდილობდა ემოციების გაკონტროლებას, იქვე რომ არ აქვითინებულიყო ხმამაღლა . მისი პრობლემების აკიდება არ უნდოდა , ისედაც დამძიმებულისთვის. იმასაც ხვდებოდა, რომ აქედან წასვლა შეუძლებელი გახდა. არ იცოდა ცხოვრების ქარი საით წაიყვანდა, მაგრამ ახლა აქ იყო და სხვა თუ არაფერი, ალბათ, ვალდებულების გამო მაინც უნდა ეპასუხა. ღრმად ამოისუნთქა და ისევ მამაკაცის გაკვირვებულ მზერას შეეჩეხა. -არ შემიძლია , არ შემიძლია. ღმერთო, აღარ შემიძლია. -შევიდეთ, -ჩუმად თქვა და პასუხს დაელოდა. ხმაამოუღებლად დაუქნია ქალმა თავი. თითქოს ელოდა კიდეც ლაშა, მაინც მოულოდნელობამ გაჰკრა გულში. ეგონა მოელანდა , მაგრამ შესასვლელისკენ გაწეულმა ქალმა დაარწმუნა მოსმენილის რეალურობაში. კარი მიიხურა და ორნი დარჩნენ პირისპირ, სიმართლისა და ტყუილების საზღვარზე. * * * ნუცა რომ გაიცნო პატარა გოგო იყო, ბაფთებით შეკრული თმის ორი კონით . სკოლაში სიხარულით მირბოდა და მიუხედავად იმისა, რომ წინა კბილები არ ჰქონდა გამუდმებით იღიმოდა. პირველი კლასიდან ერთ მერხთან ისხდნენ. ისიც კარგად ახსოვს როგორ გამოექომაგა, ბიჭებმა რომ აწყენინეს და მაშინ კიდევ უფრო ამაღლდა მის თვალში. ლამის ცხოვრების გმირად შერაცხა სიფრიფანა მეგობარი. ეგონა ვეღარავინ მოერეოდა მას მერე. პირველად ნუცას დაკარგვის მაშინ შეეშინდა, სკოლის ეზოში ყიჟინა რომ მოხვდა შუბლში და გონება დაკარგა. გულამოსკვნილი ტიროდა სანამ არ ანახეს და საკუთარი თვალით დარწმუნდა კარგად იყო. პატარა თითებით ეფერებოდა გაწითლებულ ადგილზე და თავისი ჭკუით ტკივილს უმსუბუქებდა. მუსიკაზეც მისი ხათრით დადიოდა, თორემ თვითონ სრულიადაც არ მოსწოდა. არ ყოფილა გადაწყვეტილება, რჩევა არ ეკითხათ . მუდამ სჯეროდათ და ერთმანეთის გვერდში დგომის იმედით ცოცხლობდნენ. ცხოვრებაში არაფერი დაუმალავს, ახლა კი ისე რცხვენია. ზის მარტო, გაბუტული ბავშვივით და ნატრობს მის გვერდით იყოს . რომ უთხრან ევა რამეს გიმალავსო, ალბათ არ დაიჯერებს . ხომ იცის, მოკვდება და არ დაიჯერებს . მეორეჯერ გრძნობს მისი დაკარგვის საშიშროებას. ნეტავ თუ გაუგებს ამდენ ტყუილსა და საიდუმლოს. საქმე ხომ შუბლზე პატარა სიწითლესა და კოპს აღარ ეხება. აღარც პატარები არიან, მაშინდელივით. მთელი არსება და სხეული უხმობდა სულის ნაწილს უხილავი იმპულსებით. მის გარდა ვინ იცის როგორ სჭირდება ახლა გამხნევება, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, მაგრამ მარტოა. სავარძელზე ჩამოჯდა და სუსტი თითებით კიდეებს ჩააფრინდა. კედელზე მიმაგრებული აბრის სუსტი შუქით გაანათა ლაშამ ოთახი . საუბრის დასაწყებად შესაფერის სიტყვებს ეძებდა, არ უნოდა ისედაც შეშინებული კიდევ უფრო დაეფრთხო. სამზარეულოდან სკამი გამოიტანა და ქალს პირისპირ დაუჯდა. -ბოდიშს გიხდი,-ევას სუსტმა ხმამ გაკვეთა სიჩუმე. -ევა საბოდიშო არაფერია...,- ცოტა არ იყოს ლაშაც დაბნეულიყო. არ ელოდა პირველი სიტყვა ეს თუ იქნებოდა. გამოდის ყველაფერი იცის. მაგრამ როგორ, საიდან? -არა, დამაცადე,-შუა გზაში გააწყვეტინა სიტყვა ხელის აწევით , ძლივს გაუსწორა მზერა და საუბარი გააგრძელა,- მე დაგპირდი, რომ მოგიყვებოდი ყველაფერს. აღარ შემიძლია ამ საიდუმლოს ტარება. სადარბაზოდან რომ გამოვრბოდი, ლევანის ბინაა იმ კორპუსში. ჩანთა დამრჩა იქ და წამოსაღებად მივედი. ვიღაც ქალთან ერთად იყო და მამამისზე ლაპარაკობდა. ,-თვალწინ დაუტრიალდა მომხდარი და წამით შეჩერდა. -და ყველაფერი მოისმინე,-ღრმა ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები ლაშამ. -მათ მამაჩემის მოკვლა უნდათ,-თვალცრემლიანმა ძლივს დაიმორჩილა ხმა,-ყველაფერში მართალი ყოფილხარ. ღმერთო ჩემო, როგორ მრცხვენია . ვისი მჯეროდა, ვინ მიყვარდა, ვის ენდობოდა ჩემი ოჯახი თვალდახუჭული. -შენ არ ხარ მაგაში დამნაშავე ევა. საიდან გაიგებდი, ხომ არ დაგესიზმრებოდა? მამაჩემსაც ძმად და საფიცრად ჰყავდა ეგ შენი რეზო, მაგრამ კი ხედავ რა და როგორ არის,-აღელვებულმა ჩამოისვა სახეზე ხელი და თვალი გაუსწორა ქალს. -რა უნდა ვქნათ ? -სხვა საფიქრალი არ მაქვს მე, აგერ უკვე რამდენი წელიწადი გავიდა ვინ იცის. ნეტავ მაგ კითხვაზ ეპასუხის გაცემა შემეძლოს. ჯერ კიდევ ვერ ხვდები ვისთან და რასთან გვაქვს საქმე. სიმწრისგან ყველა ძვალი მტკივა , დედაჩემსაც მოადგნენ. არ ეყო, ვერ დაიკმაყოფილა მომხვეჭელობა და გულის წადილი. დღევანდელისთვის მადლობა მინდა გითხრა, შენ რომ არა დედაჩემი... ვინ იყო ის კაცი და რას აპირებდა არ ვიცი, მაგრამ ჩათვალე რომ გადამარჩინე. ცხოვრების ბოლომდე შენი მადლიერი ვიქნები. ერთადერთი მყავს ამ ქვეყანაზე. ერთადერთი, ვისთვისაც სიცოცხლე მიღირს. -პოლიციას რატომ არ ვიძახებთ ? ნუთუ არ შეუძლიათ მცირედით მაინც დაგვეხმარონ . -პოლიციას?,- ირონიულად გაეღიმა ლაშას,- პოლიცია, კი არა, პრეზიდენტიც ვერაფერს გახდება. -კი მაგრამ, ვინ არის ასეთი. ვერავინ მოერევა?-ისეთ გულიბრყვილო კითხვებს სვამდა ევა, გეგონებოდათ ბაღში წასასვლელად ემზადებოდა და არაფერი გაეგებოდა რა წრე ტრიალებს ასეთი მოვლენების მიღმა . აბა, გლეხისა და პატიოსანი კაცის ზურგზე , ვინც კანონს ემორჩილება და ვისთვისაც სამართალდამცავი ორგანოები პრიორიტეტია , ასეთ ტვირთს ვერ ნახავ აკიდებულს. -სიკვდილი, ალბათ მხოლოდ სიკვდილი და ჯერ-ჯერობით, როგორც ვხედავთ , მგონი სიკვდილსაც თავად აკონტროლებს . -ღმერთო ჩემო, რატომ ?,- თავი მტევნებში დამალა . აბა რა გავაკეთო გამაგებინე, ვიჯდე ასე და ველოდო, როდის ამომიწყვეტს ოჯახს. შენ გინახავს ჩვენი სიხარულით სავსე დილა?-ცრემლები უკვე გაზაფხულზე გამოკვირტული ფოთლებივით ასხდნენ უპეებს,- ჩემი პატარა ხუჭუჭა ძმა. სულ ავად იყო ,რა სიმწრით გავზარდეთ და ახლა ვინ, ვიღაც პათოლოგმა მანიაკმა წყალში უნდა ჩაყაროს ყველაფერი? ერთი ხელის მოსმით უნდა,წაშალოს ჩემი ბავშვობა, მოგონებები, საყვარელი ადამიანები და მე ვიჯდე. ვიჯდე და ველოდო ამ ყველაფერს გულხელდაკრეფილი. რამე მითხარი, გთხოვ რამით დამამშვიდე,-მომლოდინე თვალები შეანათა ევამ ლაშას და გარინდული დაელოდა პასუხს. თავჩაქინდრული იჯდა, მისი აზრების გარშემო ტრიალებდა სიტყვები და ორმაგად შეზარდა უსუსურობა . რა უნდა ეთქვა, მანაც კარგად იცოდა , რომ პრობლემის რეალურად მოგვარების გარდაუვალი პირობები და გზა ამ ჟამად არ არსებობდა. მაგრამ მაინც , ალბათ იმედი ჰქონდა და ისე ებღაუჭებოდა, როგორც წყალწაღებული-ხავსს. ერთ ხანს სიჩუმე იწვა მათ შორის, მძიმე და ნესტიანი სიჩუმე. -ჩემი ტანსაცმელი სად არის?-დაბალ ხმაზე იკითხა და ოდნავ წამოიწია. ამას ყველაზე ნაკლებად ელოდა ლაშა,-უნდა წავიდე,- საბოლოოდ დაარწმუნა თავის გადაწყვეტილებაში ქალის რეპლიკამ და მზერა გაუსწორა. არც რამის თქმა უცდია, არც -გადარწმუნება.სათქმელი და გასაგები თითქოს ყველაფერი ნათელი გახდა და კიდევ მტკიცება სისულელედ მიაჩნდა. ახლა ადგომა და წასვლა მხოლოდ ერთი რამის მიმანიშნებელი იყო, საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და გაანალიზების სურვილი. საუბარს მანამდე , სანამ თავად არ დალაგდებოდა, აზრი არ ჰქონდა. ყველაზე ნაკლებად, ცხელ გულზე გადწყვეტილი, უსტრატეგიო მოქმედებები შეუწყობდა ხელს ამ საქმის ბოლომდე მიყვანას. ადრეც იცოდა და ახლა დარწმუნებული იყო, რომ ევა მოვიდოდა. სხვა გონივრული გამოსავალი არ არსებობდა. -დამელოდე,-უსიტყვოდ წამოიმართა და სიბნელეში გაუჩინარდა. ქარბუქისას მოყრილი ნამქერის მსგავსად ირეოდა აზრთა კორიალტელი ქალის თავში. უკვე ყველაფერში ეთანხმებოდა ლაშას, მაგრამ შინაგანად პროტესტი უდუღდა სხეულში. ყველასა და ყველაფრისგან გაქცევა უნდოდა სულს, სუნთქვას უხუთავდა სიბნელე და ალმოდებული ბუხარი. ეგონა შეშას შემოხვეული ენები კოჭებსა და ყელს უკოცნიდა. მისკენ მომავალს თვალი გამოაყოლა და გაკვირვებული შეაჩერდა მკლავზე გადაფენილ უცხო სამოსს. უსიტყვოდ მიუხვდა კითხვას ლაშა და თქმა დაასწრო. -შენი ტანსაცმელი სულ დახეული და ჭუჭყიანია, ახლა ჩასაცმელად არ ივარგებს. ესენი ჩაიცვი, დედასია ,-ხელი ოდნავ წინ წამოწია და სამოსს მკრთალად გადაჰკრა დაბალმა ნათებამ. უყურებდა და ხვდებოდა, ჯერაც არ გაევლო მის თვალებში ჩაბუდებულ შიშს, დაბნეულობას. ინსტიქტურად აყოლებდა თავს მოძრაობებს. ცხვირის წვერით ლამის ყვრიმალზე შეეხო მამაკაცს, როდესაც ტანსაცმლის დასაწყობად მისკენ გადაიხარა. -მე გარეთ გავალ, მანქანაში დაგელოდები. -არ მინდა, ჩემით წავალ,-ძლივს ამოილუღლუღა. -გარეთ დაგელოდები,- შეუვალი და გარკვევით ნათქვამი იყო ლაშას წინადადება. მეტს აღარ შეწინააღმდეგებია . კარის გახურვის ხმამ უფრო შეაფხიზლა. ხელი წაუწია გვერდით დაფენილ ნაჭრებს და ნელა გადაიცვა უძალო სხეულზე. ეკალმა დააყარა შეციებულ წვივებზე გარეთ გამოსვლისას. კაბის ბოლო ნელა ეხებოდა მუხლებს ,ისე, თითქოს ეფერებოდა წამოწეულ კვირისტავებს. მანქანის წყვილი ფარი აპობდა ეზოში ჩამოწოლილ სიბნელეს. წინა კარი გააღო ევამ და სავარძელზე შესრიალდა. მშვიდი თვალებით შეხედა ლაშამ გვერდით მჯდომს. ამ შუქზე გაცილებით ფერმკრთალი ჩანდა ქალის ისედაც თეთრი სახე. ალაგ- ალაგ ნაკაწრები ემჩნეოდა სხეულზე. -საით მივდივართ?-მზერასავით მშვიდი იყო მამაკაცის ხმა,-უებ ისევ დაიბნა, ამაზე არც უფიქრია. პირველი ვინ გაახსენდა ნუცა იყო. -ჩემს მეგობართან, ნუცასთან. ოღონდ ჯერ დავრეკავ,-ინსტიქტურად მოისვა ჯიბეებზე ხელი ტელეფონის სანახავად,მაგრამ ცარიელი დაუხვდა,-შენთან დამრჩა ,-ხელით მიათითა სახლის თავის ნაწილზე და გადასვლა დააპირა, როცა მამაჯაზე შემოხვეულმა თითებმა გააჩერა . -იყავი , ჩავალ და მალე დავბრუნდები ,-დღეს საოცრად მზრუნველი ეჩვენა . მართალია, გაცნობის პირველ დღეებს თუ არ ჩავთვლით, სულ ასეთი იყო, მაგრამ ახლა, უნებურად გამხდარიყო დაოსებული ქალის ერთადერთი თავშესაფარი. ლოცვებს ატანდა ევას თვალების მის ყოველ ნაბიჯსა და მოძრაობას.თვალიდან მიფარებისთანავე კი ფიქრები ოცნებებმა გაიტაცეს. წარმოიდგინა მისი ოჯახის მომავალი. ოთხივე ისევ დედას გამომცხვარ ქადებსა და ჩაის მიუჯდება . ყოველ დილით ისევ გიჟივით ჩამოსრიალდება კიბის სახელურზე და რა დროც არ უნდა გავიდეს მამას ჩაუხტება კალთაში.ისევ სიამაყით აივსება , როდესა კითხავენ მალხაზ ქარაბაკის ქალიშვილია, თუ-არა. ერეკლე რომ უნივერსიტეტს დაამთავრებს . მისი პაწაწინა თმაქოჩორა დიდი კაცი რომ გახდება. ნეტავ ისევ შემორჩება ის გიჟი ხასიათი , თუ ეღირსება დადინჯება. არა წყნარი და მისი ძმა სრულიად სხვადასხვა ცნებებია.უნებურად გაეღიმა ამის წარმოდგენისას.ლაშამ კარი შეაღო და შუქის ანთებისთანავე აყრილ ოთახს მოავლო თვალი. მარცხენა კუთხეში იყო მიფენილი ევას ნივთები, ბურგუნდისფერი მოსაცმელი და ნახევრად გახსნილი ხელჩანთა. ოთახის ცენტრში ამოყრილი ფირები მიმობნეულიყო. ბოლოს გაღებულ კარზე შეჩერდა ყურადღება.ახლა გასაგები ხდებოდა, როგორ მოახერხა ნანას დახსნა და მოსალოდნელი უბედურების თავიდან აცილება. შავ კოლოფებს ზემოდან მოქცეულს „მალხაზ ქარაბაკი“ ეწერა. ესმის მისი, ვერც კი წარმოიდგენს ისე ესმის. ღმერთმა თუ იცის ახლა როგორ უნდა გულში ჩაიკრას და მისი უკვე გამოვლილი ცხოვრება გაუზიაროს, მაგრამ ძალიან შორს არის ამისთვის .ახლა კი გარბის, დღეს, როდესაც ერთმანეთი ისე სჭირდებათ, როგორც -არასოდეს.არცერთმა იცის ეს, ვერცერთი ხვდება რაოდენ მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ერთმანეთისთვის და იმას, რომ ცხოვრება შემთხვევით არავის გვახვედრებს . ფაქტობრივად ევამ თეორულად გაიარა მამის სიკვდილი ამ ჩანაწერების მოსმენისას. მუშტი მაგრად მიარტყა სიმწრისგან კედელს ლაშამ.ხელჩანთას სახელურში წაავლო, კარი დახურა და ჩქარი ნაბიჯით გამობრუნდა უკან. ევას არც გაუგია როგორ ჩაჯდა მანქანაში, ისევ ფიქრებში გართულს მიებრუნებინა თავი ფანჯრისაკენ და უშინაარსოდ გაჰყურებდა სივრცეს. -საით მივდივართ?- ჩუმი ხმით იკითხა და ევას ყურადღების მიქცევას ფრთხილი შეხებით შეეცადა. აუღელვებლად უკარნახა ნუცას მისამართი. უჩვეულოდ მშვიდი ჩანდა ახლა იგი. უცხო თვალი მის გულში დატრიალებული ქარიშხლის მეათასედს ვერ ჩაწვდებოდა. გაუგებრობამ იცის ასეთი სიმშვიდე. საშიში სიმშვდე. გზაში ღიმილით აყოლებდა ყველაფერს თვალს და დაორთქლილ მინაზე მიდებული თითებით გონებაში ეფერებოდა თითოეულ გამოსახულებას. სულ სხვა კუთხით შეხედა ყველაფერს. ადამიანი, სანამ ბეწვის ხიდის გავლას არ შეუდგება , მანამ ვერ გრძნობს რამდენი ბედნიერების მარცვალია გაბნეული ამ ქვეყნად , ისეა თავის პრობლემებსა და საზრუნავში გართული. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. განაბული იჯდა თავის ადგილას და ცვილის თოჯინა გეგონებოდათ ,შიგადაშიგ თვალები რომ არ დაეხუჭა. წამებში შეევლა შეგრძნებები, თითქოს ამდენი წელი ზედაპირულად ცხოვრობდა და მხოლოდ ახლა ასწვდა ყოველდღიურობის სიღრმეებსო. რამოდენიმეჯერ გახედა ლაშამ ფერგადასულს. არ ცდილობდა გაეგო რას გრძბობდა, არ უცდია მის ტვინში შემძვრალიყო და ფიქრები წაეკითხა, რადგან უკვე ყველაფერი მისთვის კარგად ცნობილი გახლდათ. -აი აქ გააჩერე-ერთადერთხელ შეირხა ნაცნობი კორპუსის დანახვისას.ძრავი გაჩერდა და ყველაფერი მიყუჩდა ირგვლივ,-ძალიან დიდი მადლობა ლაშა, ბატონო ლაშა,მადლობა და ბოდში -უცებ შეასწორა და დაბნეულმა თითები მოუჭირა ჩანთის სახელურს. -მადლობას მე უნდა გეუბნებოდე, დედას გადარჩენისთვის და შენ აქეთ მებოდიშები? -სამადლობელი არაფერია, ყველა ნორმალური ადამიანი ასე მოიქცეოდა ჩემს ადგილას. ბოდიშს კიდევ იმიტომ გიხდი , რომ შენი არ მჯეროდა.-კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ აღარ აცადა. -ევა,-ისეთი თბილი იყო მამაკაცის ხმა ერთი ტონის მოსმენა ამშვიდებდა ბეღურასავით აფრთხიალებულს,-მე მესმის შენი და არ მითხოვია ახსნა-განმარტებები. საბოდიშო მით უმეტეს არაფერია. არ მიკვირს, გესმის ? არ მიკვირს, პროფესიად აქვთ მაგათ ქცეული ადამიანების ნდობის მოპოვება და გაცუცურაკება. -ხო მაგრამ.. -მაგრამ ასე მოხდა. ახლა იმიტომ არ გაძალებ ჩემთან დარჩენას და არც გულღია საუბარს, რომ ვიცი აზრი აქ აქვს. არცერთისთვის ვარგა შენი ამ მდგომარეობაში ყოფნა. ჩემთან მოსასვლელი გზა იცოდე ყოველთვის სუფთაა. ვიცი მოხვალ , მაგრამ ეცადე არ დააგვიანო. იქნებ შენ მაინც მოახერხო რამე ხელჩასაჭიდის პოვნა. იმის დარიგებას არ დაგიწყებ, რომ არ აჩქარდე და შენი პოზიციებბი შეინარჩუნო რეზოსთან ურთიერთობაში. დარწმუნებული ვარ ამას ახლაც კარგად ხვდები, იცი რა მომგებიანია შენი იქ ახლოს ყოფნა და ყველაფერზე ხელის მიწვდენა, თორემ გამოაშკარავებით მხილებითა და დასმენით რომ გვარდებოდეს ეს ყველაფერი, დამიჯერე აქამდე არ მოვიდოდა და ვერც შენ დამასწრებდი.-მშვიდად ისმენდა ყველა სიტყვას და ნელ- ნელა ალაგებდა ევა წარმოსახვით მომავალს. -მე შენთან მოვალ, აუცილებლად მოვალ, იმედია არ დამაგვიანდება,- კარი გაიღო და მანქანიდან ნელა გადავიდა. ფარების შუქზე ირეკლებოდა მისი მოძრაობა,. თითქოს ვერ გრძნობდა სიცივეს ისე აუჩქარებლად მიიწევდა წინ. ლაშა იჯდა მანქანაში და სადარბაზოს კედელში გამოჭრილ სვეტებში აკვირდებოდა უკვე კიბეებზე ამავალს. სადღაც კორპუსის შუაში გაჩერდა და კარზე დააკაკუნა. ერთი-ორი წუთი გარეთ იდგა,მერე კარი გაიღო და ევაც გაუჩინარდა. * * * კარი მაშინვე რომ არ გაიღო, მხოლოდ მაშინ გაახსენდა ,დარეკვა დაავიწყდა. მობილური ამოიღო ჩანთიდან , იფიქრა დროს მაინც დავხედავო, მაგრამ გათიშული დაუხვდა. ეზოდან ისევ მოდიოდა სინათლის ნარჩენი. იცოდა არ წავიდოდა, სანამ აქ იდგა. გული უთბებოდა ყოველ ჯერზე გახსენებისას. ერთადერთ ნათელ წერტილად მოჩანდა ბნელ აწმყოსა და დაუდგომელ მომავალში. გაუცნობიერებლად შეპარვოდა გრძნობები , თუმცა ვერც ახსნას პოულობდა და ვერც სახელს არქმევდა. ალბათ ათჯერ მაინც დარეკა ზარი და როგორც იქნა თმააბურდული გამოჩნდა ნუცა კარში. ახალ გაღვიძებულს ვერ გაერკვია რა ხდებოდა, თვალებს იფშვნეტდა და ხშირ-ხშირად ახამხამებდა. - რა ხდება ?-გაოცებულმა წამოიძახა და ინსტიქტურად დაიხედა მაჯაზე საათის გასაგებად. ევას არაფერი უთქვამს უცებ გადადგა ნაბიჯი და მაგრად ჩაეხუტა. -გთხოვ, არ მიმატოვო ნუც,-ცრემლებად თავისთავად ამოხეთქა მოზღვავებულმა ემოციებმა . სულ უფრო დააბნია მეგობრის საქციელმა ისედაც ნახევრად ძილში მყოფი. -გაგიჟდი?-თავზე ხელს უსვამდა და ცდილობდა ცოტა მაინც დაემშვიდებნა.გული კისერში ამოჯდომოდა, ისე უფეთქავდა. თავს უკვე ვეღარ იკავებდა , მთელი დღის ნაგროვები ჩანჩქერივით მოთქრიალებდა და გადმოხეთქვას ლამობდა. -ნეტავ გავგიჟდებოდე, ნეტავ არ მესმოდეს და ვერ ვხედავდე,-ნუცასთვის გაურკვეველ რეპლიკებს ისროდა და სლუკუნით ტიროდა. -წამოდი, ჩამოჯექი , იქნებ ცოტა დამშვიდდე. ჩაის დაგალევინებ, სულ მთლად გაყინულხარ- მეტი ვერაფერი მოიფიქრა. სწრაფად მოშორდა და სამზარეულოსკენ გაიქცა. ნელა მიუახლოვდა ევა ფანჯარას, წვრილი სინათლე ისევ ჯიუტად ცდილობდა მის ირგვლივ მოცმული ბნელის გაფანტვას. თითქოს გულმა უგრძნოო, სახეული გადაწია და მინას მიდებული შუბლი ახლა სიცივეს შეაგება. გარინდებული უყურებდა ლაშას. მერე რა, რომ მათ შორის რამდენიმე სართული იდგა. ნიავის ტალღებს თითქოს ჩუმი გზავნილები დაჰქონდათ აღმა-დაღმა. ერთხანს ასე უყურეს ერთმანეთს , მერე შუქი ჩაქრა და ძრავის ხმამ ისევ გაკვეთა სიმშვიდის იდილია. თვალები ნელა დახუჭა ევამ და თხელი ქუთუთოები ერთმანეთს დააჭირა. ბოლო ცრემლი მოწყდა მის წამწამს იმ ღამით. სიყვარულის სითბოთი შემოსა მხრებზე მოხვეულმა პლედმა. ერთხანს იფიქრა არაფერს ვეტყვიო, მაგრამ გული გაუსკდებოდა, კიდევ რომ დაემალა. -ნუცა ძალიან ცუდად ვარ. -რატომ არ გინდა მომიყვე ჩემო გოგო. ასეთი რა მოხდა, მეც რომ ვერ მიმხელ,-თვალები აუწყლიანდა ნუცას. -ნუც მომეფერე გთხოვ , დედა რომ მეფერებოდა ისე,-თავი კალთაში ჩაუდო და თითებით მუხლებზე მოეჭიდა. თმებზე ნაზად დაუსვა ნუცამ თითები. დარდი ჭამდა ასეთს რომ უყურებდა. სულ გაილია მის თვალ წინ. რამოდენიმე თვის წინ ძლიერი, თავდაჯერებული, ბედნიერი იყო. საყვარელ ადამიანზე დანიშნული , მასთან ცხოვრების დაკავშირებასა და ბედნიერ მომავალზე ფიქრობდა. ახლა კი, თითქოს სულ სხვა ადამიანი მოადგა კარს. -მომიყევი ევა, გული გადამიშალე,-სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა, ისედაც დამფრთხალი რომ არ გაენერვიულებინა. -ყველაფერი ტყუილი ყოფილა ნუცა,-ძლივს მოიკრიბა ძალა საუბრის დასაწყებად. -რა ყოფილა ტყუილი? -ლევანი, მისი სიყვარული, რეზო, მამაჩემისა და რეზოს მეგობრობა. -რას ამბობ? რა ტყუილი? -ძალიან სერიოზულად არის საქმე, არ მინდოდა საფრთხეში ჩამეგდე და აქამდე არ გეუბნებოდი. -რა ხდება ევა, გულს ნუ მიხეთქავ,- თავი ვეღარ შეიკავა, მხრებში ჩაავლო ხელი და წამოაჯინა,- მეხუმრები ხომ?- თვალებში უყურებდა და ცდილობდა რამეში გამოეტეხა, მაგრამ სამწუხაროდ ევა არ ტყუოდა. მის გამოხედვაშიც უთქმელად იგრძნობოდა , როგორ ტანჯავდა თავისივე ნათქვამი . -გახსოვს, მივლინებაში ლაშა ფილფანი გავიცანითქო გიყვებოდი. რეზოზე და ლევანზე რომ საშინელებები მომიყვა. მაშინ ისე გავცოფდი, ისე გავცოფდი , მეგონა თვალებს გამოვთხრიდი ,მაგრამ ყველაფერი მართალი ყოფილა. -რა ყოფილა მართალი ევა, ნუ გამაგიჟე. -რა და რეზო მკვლელია ნუცა, ცივსისხლიანი მკვლელი. ლევანი ნარკომანი. რეზომ ლაშას მამა მოკლა, ლევანს ჩემზე დაქორწინებას აიძულებს , რომ ჩემს ოჯახთან დაახლოვდეს და ახლა მამაჩემს უპირებს ისე გაქრობას, ჩემს ოცნებებს, ოჯახსა და მომავალს უპირებს ისე გაქრობას თითქოს არც არასოდეს გვიარსებია,-ხმა უკონტროლო გაუხდა, ნელ-ნელა აუწია და ბოლოს მიხვდა როგორ ამოიკივლა რამდენიმე ბგერა. -იქნებ მოგატყუეს,-გაშეშებული იჯდა ნუცა და ამის მეტი ვერაფერი მოიფიქრა ეთქვა. გაოცებისგან გაეცინა კიდეც. -ჩემი ყურით გავიგონე , ჩემი თვალით დავინახე. ვიღაც ქალთან შევუსწარი ნუცა , იმას უყვებოდა მამაჩემი მალხაზის მოკვლას აპირებსო. -მერე , აქ რატომ ვსხედვართ , პოლიციაში რატომ არ მივდივართ ,-გაოცებული ისმენდა და გააზრებას ვერ ასწრებდა ისე მიჰყვებოდა მოვლენები ერთმანეთს. -სად პოლიციაში , ყველგან მფარველი ჰყავს. ამიტომ გიმალავდი ნუცა, ამიტომ არ ვთქვი რამე. ახლაც არ ვიცი ამის მოყოლით კარგი გავაკეთე, თუ საფრთხეში ჩაგაგდე , მაგრამ აღარ შემეძლო გესმის? გულში ვეღარ ვიტევ გეფიცები, სული მეკუწება. ან როგორ მეთქვა, ყველაფერი თავზე დამემხო. კაცს, რომელსაც ცოლად მივყვები, თურმე დასაკლავ ზვარაკად მივართვი თავი.დღეს დილით ვნახე ლევანი იმ ქალთან, მერე ლაშას მანქანის წინ გადავუხტი შემთხვევით ისე ვიყავი გაბრუებული. საავადმყოფოში მიმიყვანა, თან გადამყვა და გამოვექეცი. მთელი დღეა ინსტიქტებით ვიმართები . მისი სახლის ნახევარი რომ გადმომიფორმეს იქ წავედი მთელი დღის ხეტიალის შემდეგ, ტანსაცმელიც არაფრად ვარგოდა. ფირები ვნახე შემთხვევით . ის ამაზრზენი როგორ ლაპარაკობდა მკვლელობებზე . ღმერთო, რომ მახსენდება ახლაც ტანში მცრის. ლამის ლაშას დედა მოკლეს. მე რომ იქ არ ვყოფილიყავი , არც კი ვიცი რა დატრიალდებოდა.იმ ოთახიდან გავიგონე, ვიღაც რომ შემოიპარა და უკნიდან თავში ქანდაკება ჩავარტყი. მერე მეც გული წამივიდა და არაფერი მახსოვს . ახლაც დედამისის ტასაცმელი მაცვია. ეს რა ხდება ჩემს თავს, ამას ვინ წარმოიდგენდა. მაპატიე გთხოვ ,მაპატიე, რომ შენთან არ მოვედი. არ მიმატოვო. -გაგიჟდი ჩემო გოგო?-ევას თავი ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა,-არასოდეს მიგატოვებ,ღმერთო ჩემო, ეს რა გამოგივლია. ამას მარტომ როგორ გაუძელი , ვინ იცის რა ფიქრები მოგიგროვოდა თავში. ახლა რა უნდა ვქნათ ევა . -ახლა კარგად უნდა გამოვიძინოთ , რომ ხვალ სამსახურში ისე წარვსდგეთ, როგორც-აქამდე. ბედნიერები, რომ „უპატიოსნესი“ ბატონი რევაზის თანამშრომლები ვართ.წელში გამართულებმა უნდა ვიაროთ ქუჩებში, რადგან ქალაქში უმსხვილესი კომპანიის წევრობა გვერგო. აი ასე, უნდა ავდგეთ და ვეცადოთ ჩვეული ცხოვრება გავაგრძელოთ. თითქოს არც არაფერი მომხდარა. არადა მითხარი ნუცა , როგორ მეყოს ნერვები . როგორ გავუღიმო, როცა მის ამქვეყნიდან გაქრობაზე ვოცნებობ. -შენებმა რა თქვეს? -ჩემებმა არ უნდა გაიგონ , არავითარ შემთხვევაში. ვერაფერს მოახერხებენ და რა აზრი აქვს . უნდა ვანერვიულო და უარეს საფრთხეში ჩავაგდო. თუ ყველამ გაიგო, რამეს იეჭვებს, არც ჩვენს ქორწილს დაუცდის და არც მამას მოერიდება. ერთადერთი ლაშას იმედი მაქვს. მჯერა რომ გადაგვარჩენს. ჩემი ერთადერთი იმედია ნუცა, ჩემი ერთადერთი იმედია,-ჩუმად ბუტბუტებდა გაუჩერებლად. -ღმერთმა გისმინოს ჩემო გოგო, ღმერთმა გისმინოს,- გაუცნობიერებლად ეფერებოდა თმაზე და თავად აზრებში დაკარგული მეგობრის დამშვიდებას ცდილობდა . კარგა ხანს ისხდნენ ასე. მერე, როდის-როდის, ემოციებისგან დაცლილს მიეძინა.ერთი დაიფრუტუნა ნუცამ და თავი გააქანა გამოსაფხიზლებლად. იმდენად დიდი შოკი იყო მოსმენილი რული არ მიჰკარებია თვალზე. ვერც აწმყოზე ფიქრობდა, ვერც-მომავალზე. მხოლოდ განვლილი კადრები უტრიალებდა თვალწინ და სიმწრისგან ეღიმებოდა, როგორ დაეჯახა ცხოვრების ამაოებას ამ მცირეოდენ დროში. თურმე , როგორ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დაგიდგეს. ვერ გაიგებ ხვალ რა დღე გითენდება და რა მოგიმზადა ამომავალი მზის ქვეშ მბრუნავ დედამიწაზე გამეფებულმა წუთისოფელმა. ვინ უნდა მოგიყვეს , რომ ასე ცხადად წარმოიდგინო და მზად იყო. ამის გაფიქრება კი დიდი სისულელეა. სხვის მაგივრად შენ ვერ გამოივლი, სხვსი სატკივარი შენ ვერ გეტკინება. ყველას თავის წილი განუმზადა ცხოვრებამ , ყველას თავის გასავლელი. ახლა მათი ჯერი იყო და მყარად უნდა დამდგარიყვნენ, თორემ ის მაინც სმენოდათ, რომ თუ მუხლებში ერთხელ ჩაიკეცე და ქედი მოიდრიკე , ცხოვრება ისე გადაგივლის, როგორც დიდოელი ლეკი-ნაბადს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.