შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგალითად, როგორც მე (თავი II)


13-08-2018, 10:59
ავტორი კარენინა
ნანახია 797

2012 წლის 28 სექტებერი.
მე და ელენე ჯერ კიდევ არ შევრიგებულვართ, ცეკვაზე ვხედავთ ერთმანეთს, თუმცა არც კი მესალმება და ეს ყველაფერი მე ძალიან მტანჯავს, როდესაც ვხედავ მას როგორ ზის მარტო და მეც რო წარმოვიდგენ ჩემს თავს, ეს ჩვენ არ ვართ და არ შეგვეფერება, დაბადებიდან ერთად მოვდივართ და ასე არ უნდა ხდებოდეს.

-არ მინდა არც სიყვარული და საერთოდ არაფერი ( ვეჩხუბები ჩემს თავს გასახდელში)
ზუსთად ამ დროს შემოდის ელენე და ვჩუმდები, ვიცვლით ორივე და ვაპარებთ თვალებს ერთმანეთისკენ, თან ჩუმად გვეცინება მაგრამ არ ვტყდებით არც ერთი.

2012 წლის 29 სექტემბერი, დილა, დრო- 09:12
- დიახ ( ვპასუხობ ტელეფონს, ვიღაც დაფარული ნომრით რეკავს)
- ჩამოდი, შენს სადარბაზოში ვარ, გელოდები
სახე გამინათდა, ვერც კი წარმოიდგენთ როგორი სიხარული ვიგრძენი მაშინ, როდესაც მობილურში ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის ხმა გავიგე.
ლიფტის კარი გაიღო თუ არა თავპირისმტვრევით გავიქეცი ელენესკენ და ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ზუსტად ეს ჩახუტება იყო ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი, თბილი, სინანულით, პატიებით და სიყვარულით სავსე. ნელ-ნელა მოვშორდით ერთმანეთს და როცა ორივემ ერთმანეთის ცრემლიანი თვალები დავინახეთ, ავფხუკუნდით.
- ეს გამომართვი
- რა არის ეს? ( მაწვდის ფურცელს)
- უბრალოდ ნახე, როცა ცუდად ვიყავი მაშინ დავწერე, დიდიხანია მოცემა მინდა მაგრამ ვერ ვბედავდი
ფურცელზე დიდი ტექსტი ეწერა სადაც მეუბებოდა რომ ძალიან ვუყვარვარ და ვერავინ და ვერაფერი ჩადგება ჩვენს შორის, უკან კი ჩვენი საყვარელი სიმღერის ტექსტი იყო.

2018 წლის 12 თებერვალი
ვზივარ და ზუსტად იმ ფურცელს დავჰყურებ, რომელიც ელენემ მომცა 2012 წელს შესარიგებლად, ჯერ მეცინება მერე კი ნელ-ნელა ლოყებზე სისველეს ვგრძნობ. დიახ, ეს იმ 15 წლის დაგროვილი მოგონებების ცრემლებია, რომლებსაც ორივე პატარა კონებად ვაგროვებდით ამდენი წლის განმავლობაში.


შერიგების შემდეგ ყველაფერი ისევ ძველებურად იყო, ერთადერთი რაც შეიცვალა ჩვენი მეგობრობის სიძლიერე იყო, უფრო გაძლიერდა და გამყარდა.
ამასობაში ელენემ შეყვარებული გაიჩინა, ლევანი. ჰოომ, გავიცანი თუ არა მაშინვე არ მომეწონა ეს ბიჭი, აშკარად რაღაც ისე ვერ იყო. მე კიდევ მარტოობაში სულ გავრეკე და სოციალურ ქსელში ბიჭების გაცნობა დავიწყე, თუმცა გუკას შემდეგ არავის შევხვედრივარ.

2012 წლის 15 ოქტომბერი
- ელენე ვიღაც გავიცანი
- ვინ?
- ნუ ვიღაც არა, უფრო ვიღაცები ( თვალები გადაავატრიალე და თავი გავაბრუნე)
ზუსტად „ ვიღაცებით“ მივიპყრე ელენეს ყურადღება
-ვინ ვიღაცები?
-ნუ ბიჭები (ტუჩს ვიკვნეტ ვიცი რომ ომი მელოდება)
-უიჰ, რასამბობ?! ( ირონიულად მიღიმის), მე მეგონა უცხოპლანეტელებზე ამბობდი.
- ფეისბუქში გავიცანი გივიკო და ლაშა
-ვინ გივიკო და ვინ ლაშა, საბოლოოდ იტყვი?
-გოგო ანუ მომწონს ორივე, მაგრამ უფრო გივიკო, არა განა ლაშა ცუდი ბიჭია, უბრალოდ ნუ აი გივიკო, აი გივიკო, გივიკო (იმხელაზე გამეღიმა სიტყვებს ვეღარ ვამბობდი, გავინაბე და წავედი ოცნებებში)
- რა გივიკო ერთი რა გივიკო ( მაჯავრებს, ენას იჩლიფავს და დამცინის)
- ელენე, სერიოზულად, გივიკოს ისეთი ღიმილი აქვს, აი ყველაფერი დაგავიწყდება, შავი თმა, სწორი ცხვირი, ლოყებზე ნაჩვრეტები ღიმილის დროს, და ბოლოს მისი თეთრი კბილები ისე ერწყმის მუქ ვარდისფერ ტუჩებს, ვა-ი-მე, მგონი მართლა გავრეკე ძალიან მომწონს, სკაიპით ველაპარაკები ხოლმე, და რომ მიღიმის იქვე ვდნები ძალიან მინდა შეხვედ..
-მოიცა, მოიცა რა შეხვედრა, რამდენიხანია რაც იცნობ (მაწყვეტინებს ელენე და დაკითხვას მიწყობს)
-ორი თვეა, მწერს და სკაიპით ვლაპარაკობთ ხოლმე, მგონი დროა არა? სულ შეხვედრას მთხოვს და აი რა დაშავდება რომ შევხვდე
-რა? ორი თვე? რაამბავია გოგო აქამდე რას აკეთებდი, უნდა შეხვდე აბა რა უნდა ქნა ( და ამას ისეთი სერიოზული სახით მეუბნება ვერც კი წარმოიდგენთ ცოტაც და გამაგდებს სახლიდან რომ გივიკო ვნახო. მეკიდე ვკვდები სიცილით, ჯერ მეჩხუბა რა დროს ნახვააო და როცა დეტალებში გაერკვა ახლა იმაზე მეჩხუბება აქამდე სად იყავიო)

-მოვალ სახლთან
- არ მინდა სახლთან, ჭორიკანა მეზობლები მყავს, ჩემს უბანში მოდი უბრალოდ, კორპუსისგან მოშორებით გნახავ
-კარგი მისამართი მითხარი ზუსტი და 15 წუთში ვიქნები
- მარწყვის ქუჩა N18, დიდი ყვითელი ლამპიონია და იქ მოდი


ზუსტად 15 წუთში, დიდ ლამპიონთან დავინახე, ჯიბეებში ჰქონდა ხელები, რომ დამინახა გამიღიმა, აი ისე მთელი გულით, რომ გიღიმის ვიღაც.
- გამარჯობა ( ისე დავიბენი ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა, თან არც ვიცოდი ზოგადად როგორ უნდა მოვქცეულიყავი ასეთ სიტუაციაში)
- ძალიან ლაამაზი ხარ (ზემოდან დამყურებს გაბადრული, თბილი სახით)
- მადლობა, შენც ( და ენაზე ვიკბინე, აი რა შენც სანდრა? რა შენც?), სიმპატიური (დავამატე ბლუყუნით)
- სადმე დავსხდეთ
- არა, მალე უნდა წავიდე დიდხანს ვერ გავჩერდები, არ იცის დედაჩემმა რომ გარეთ ვარ, დაქალთან ვგონივარ და რომ შემამოწმოს არ მინდა გამომიჭიროს
- 15 წუთიც ვერ გაჩერდები? ცოტახნით გიყურებ
გავჩუმდი ან რა უნდა მეთქვა, გაბრუებულ მდგომარეობაში, მეც ზუსტად იგივე მინდოდა, ახლოდან თვალებიც საოცარი ჰქონდა, შავი, საოცარი შავი ფერი, რომელშიც ყველაფერი იკითხებოდა.
ალექსანდრა ეშმაკია, შეხედავს თუ არა ადამიანს თვალებში, მაშინვე ვხვდები როგორია და რასგრძნობს ჩემს მიმართ.
- ვიცი შეიძლება ადრე ან არც არის ადრე, მაგრამ მინდა რომ გითხრა
შევანათე ჩემი ცისფერი თვალები და თავი დავუქნიე
-ძალიან მომწონხ..
- აი შენც აქ ყოფილხარ ( გამოხტა კორპუსის კუთხიდან ელენე)
- შენ აქ რა გინდა ( გაკვირვებულმა ვკითხე)
- გამარჯობა, მე ელენე ვარ (ხელი გაუწოდა გივიკოს და თავი წარუდგინა), ხო არ არის საჭირო ვიცი, შენ გივიკო ხარ
ხელი ჩავარტყი ელენეს, გავწითლდი, ქვევიდან ავხედე გივიკოს, ახლა თვალები უფრო გაბრწყინებული ჰქონდა და ისეთი სითბოთი მავსებდა რამდენიმე წამით ელენეს იქ არსებობა დამავიწყდა.


- გოგო მახინჯია, არ არის ისეთი კარგი როგორც აღწერდი( მეუბნება ელენე, თან ხტუნვით მომყვება გვერდით სახლისკენ)
გავჩუმდი, ან რაღა უნდა მეთქვა, გულში რაღაც ჩამწყდა. ძალიან, ძალიან მეწყინა, ერთადერთი რაც ცუდი ჰქონდა გივიკოს წარბები იყო, სწორი ხშირი წარბი ჰქონდა, რომელიც მუქი თმის გამო შუაში მკვეთრად ჩანდა, თუმცა ეგ დიდი პრობლემა არ იყო, გამოსწორებადი იყო.
- მე შენს ადგილას აღარ მივწერდი მაგ ბიჭს, მოდი საერთოდ დავბლოკოთ ( ხელი წაიღო ელენემ გივიკოს პროფილისკენ, დასაბლოკად)
- მოიცა, მოიცა ( გავაწევინე ხელი), ელენე ( რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ ამოვთქვი), ძალიან მომწონს მართლა
- არ არის ეგ შენი შესაფერისი, ცუდი წარბები აქვს, დაგცინებ მაგ ბიჭთან რომ იყო.
- ერთხელ შევხვდები და დავშორდები
- კარგი მაგრამ მალე მოაგვარე ეგ პრობლემა

იმ ღამეს არ მეძინა, ვიწექი და ცრემლები მომდიოდა, დაშორება არმინდოდა აგრამ ვიცოდი ისე ელენე არ მომასვენებდა.

2016 წელი
-დაშორების შემდეგ რამდენჯერმე ვიყავი ლამპიონთან მოსული, გელოდებოდი, იქნებ ჩამოიაროს-მეთქი
- არ მინდოდა დაშორება
-ვიცი, ყველაფერს მივხვდი, ისიც ვიცი რომ შენი ბრალი არ არის
-საიდან გაგახსენდი?
- ვფიქრობდი და უცებ გამახსენდა რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს გოგო სახელად ალექსანდრა
-არსებობს?
-ნუ არსებობდა ან შეიძლება მასეც ითქვას.

დიდხანს არ გაგვიგრძელებია მიმოწერა, მე აღარაფერი მიგრძვნია სინანულის მეტი, ვინანე რომ დავშორდი, ვინანე რომ სხვას დავუჯერე და არა ჩემს გრძნობებს, უნდა გენახათ, როგორი გაზრდილი და დახვეწილი იყო,
-------------------
ერთი თხოვნა მაქვს, ვინც კითხულობთ და მოგწონთ, იქნებ დააფისიროთ ხოლმე თქვენი აზრი ალექსანდრაზე და ელენეზე, სწორად იქცევიან? ან თქვენ როგორ მოიქცეოდით მათ ადგილას. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში ხდებოდა.



№1  offline წევრი keti27

კარგი ისტორიაა,გააგრძელე <3 რაც შეეხება პერსონაჟებს ალექსანდრა ძალიან გულუბრყვილო და მიმნდობია,თითქოს საკუთარი აზრი არ გააჩნია და მეგობარს უსმენს და უჯერებს,ელენე კი რაღაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს არც არის ალექსანდრას მეგობარი,რადგან ნამდვილი მეგობარი ასეთ რამეს არ გეტყვის და არ გაგაკეთებინებს.. ადამიანის გარეგნობით შეფასებაც მეორე პრობლემაა... :) წარმატებები. heart_eyes

 


№2  offline წევრი ნეპტუნიელი

რომ გითხრა გადავირიე ისე მომწონს მეთქი მოგატყუებ. ცუდი არ არის და იქიდან გამომდინარე რომ პირველია ბევრი რამ დასახვეწია. წარმატებები შენ ! ????

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

ალექსანდრას ადგილას რომ ვიყო არ დავთმობდი არც გუკას და არც გივიკოს

 


№4  offline წევრი khatia khatia

ალჩემი აზრით ელენეს ძალიან ზედმეტი მოუვიდა.მაგრამმ მე თუ მკითხავთ ელენე რაღაცნაერად მართალიც არის არ უნდა რომ თავის ერთადერთი დაქალიი ვიღაც წარბებ გაფუჩქნულს დაუთმოს. joy joy joy joy კარგიიი მოთხრობაა heart_eyes heart_eyes ისე ალექსანდრა მეცოდება კიდეც frowning frowning

მთლიანობაში კარგი იყოო joy heart_eyes

კიდევ ექნება ახალიი თავი ან თავები ???
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent