შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცქნაფა თავი 14


14-08-2018, 10:37
ავტორი moodchanger
ნანახია 1 665

- სამსჯავრო , ყველაზე მეტად ეს შეეფერება იმ გარემოებას და სიტუაციას რაც იმ თეთრ კედლებში ხდებოდა, წამლის სუნის გარდა არაფერს იტევდა ეს გამაყრუებელი სიჩუმით სავსე ოთახი , შესამჩნევი იყო მაგიდაზე საკმაოდ მოწესრიგებული ფურცლები , წამლებისთვის უაზრო ფასდაკლებები რომლებიც თავმომწონედ იდო მაგიდის ცენტრში , ორად ორი სკამი და ერთი მოგრძო საწოლი თავისი უაზრო მიერთებებით , ექიმი საკმაოდ ახალგაზრდა , დახვეწილი მწვანე თვალება გოგონა გახლდათ , ირგვლივ როგორც წესი დიპლომები უნდა ყოფილიყო კედლებზე , მაგარამ არა ბატონო უბრალოდ მკერდთან დამაგრებული ბეიჯით შეიძლება მივმხვდარიყავითრომ ექიმ სესილის უნდა გავსაუბრებოდით
- გამარჯობათ , დაბრძანდით სასაუბრო ბევრი გვაქვს - ბიჭებს ხელით მიუთითა სკამისკენ და თვითონ კალამი აიღო
- უბრალოდ გვითხარით რომ კარგადაა - ყველა ემოცია ჩანდა მის ხმის ტემბრში
- დამშვიდდით , არ დავიწყებ იმის მტკიცებას რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება მათი ჯამრთელობისთვის . გოგონა რომელიც საჭესთან იჯდა საკმაოდ მძიმედაა , ხოლო მეორე გოგონას მდგომარეობა ტავი დახარა კომაში გვყავს , შაქარი აქვს, იცოდით ამის შესახებ ?
- კომა?! 13 წლიდან ინსულინზეა , მაშინ პირველადაც კომაში იყო და მაგიტომ დასჭირდათ ინსულინის გაკეთება
- შაქრის გამოა კომაში ? სხვა რამე ხომ არა ? - დიალოგში ჩაერთო ერეკლე რომელსაც ხმა არ ამოურია მთელი ამხნის მანძილზე
- შაქარს ერ ვურეგულირებთ , მცირე სისხლდენა აქვს მაგრამ მოგვარებადი მთავარია კომიდან გამოვიყვანოთ , ვიცი ცუდი ჟესტიას ჩემი მხრიდან მაგრამ უნდა გითხრათ რომ ამ კონკრეტული შემთხვევისთვის მეორე გოგონას მდგომარეობა უფრო მეფიქრება , როგორც გავარკვიეთ ოჯახი არ ყავს ,მხოლოდ დედა რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს , ხერხემალი აქვს დაზიანებული , მისი ნახვა შესაძლებელია შეგიძლიათ შეხვიდეთ , ხოლო მერეო გოგონას ჯერ ვერ ნახავთ ,სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდება
- ემა უნდა ვნახო , რადაც არ უნდა დამიჯდეს უნდა ვნახო - ერეკლე უკვე ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა , კისრის ძარღვები დასკდომამდე ჰქონდა დაბერილი , ყბის კუნთს უმოწყალოდ ათამაშებდა
- მასთან უნდა შევიდა , მგონი გასაგებად აგიხსენით რომ ,, უნდა ‘’ შევიდე, დანარჩენი არ მაინტერესბს
- ზედმეტის უფლებას ნუ მისცემთ თავს, ძალიან გთხოვთ ემოციები მოთოკეთ , შეგიძლიათ მეორე პაციენტი მოინახულოთ , ემასთან ჯერ ვერ შეგიშვებთ
- ერეკლე ძმურად დამშვიდი , ხო იცი კარგად იქნება - საოცარი სიმშიდით დაჯილდოებული სანდროც ჩაერთო საუბარში
- არ ვიცი სანდრო , უკვე აღარაფერი აღარ ვიცი , იმის გარდა რომ ემა უნდა ნახო ვიცი მელოდებ , ვიცი ჩემ მისვლას ელოდებაა რომ თვალები გაახილოს ასე რთულად გასაგებია ? -მხოლოდ სანდროს მიშტერებოდა თვალებში ისე თითქოს მხოლოდ სანდროზე იყო დამოკიდებული მისი რეანიმაციაში შესვლა .
- ვიცი ეკე , ვიცი რომ გიჭირს და საერთოდ ყველას გვიჭირს , მაგრამ
- იმ გოგოს ნახვა სად შეიძლება - გიორგის გამომეტყველება არ შეცვლია ისსე მიმართა ექიმს
- ოთახის ბოლოში მარჯენა მხარეს ექთანი დაგეხმარებათ - სესილი ექიმი საკმაოდ გაანერვიულა ერეკლეს ურჩობამ
- უნდა ვნახო , წამომყევი მიმართა ერეკლეს და ოახიდან გავიდნენ
- მე გიხდით ბოდიშს , უბრალოდ ძალიან განერვიულებულები არიან - ჩვენი სანდრო ჩვეული სანდომიანი მზერით მიუბრუნდა თიტქმის მის თანატოლ სესილის
- საბოდიშო არაფერია, მე მესმის მათი , მაგრამა რა იმდენადაც რომ გავიგო და შევეგუო შეურაწყოფას , გავიდეთ პაციენტებს უნდა დავხედო .
ოთახიდან გაცეცხლებული გავრენ გიორგი დაერეკლე თითქოს აპირებდა იმ გოგოსთვის საკადრისი პასუხი მიეზღო , თითქოს მხოლოდ ის იყო დამნაშავე ყოველივე ამაში , ერეკლე მიუხვდა ჩანაფიქრს და დაუფიქრებლად გაჰყვა უკან არ უნდოდა რამე შეცდომა დაეშვა, რამე ისეთი გაეკეთებინა რასაც მერე იდარდებდა .
ოთახში შევიდა თუ არა დაინახა უსუსური არსება , რომელიც საწოლს საწყლად მიჯაჭვოდა და უაზრო , წრიპინა აპარატებზე იყო მიერთებული , ერთი ფიქრი შეჩერდა უკან დაბრუნება დააპირა ,მაგრამ ერეკლემ უბიძგა და საწოლს მიუახლოვდნენ, ფიქრობდენენ რომ გოგონას ეძინებოდა , ან გათიშული იქნებოდა ან რაიმე მსგავსი , მაგრამ საწოლის მიახლოება და მის ნაცრისფერ თვალებში ჩაძირვა ერთი იყო , გიორგი ადგილზე გაიყინა , როცა დაინახა უსუსური არსება როგორ თხოვდა შველას, როგორ უნდოდა მოეხსნა ყველა მილი , რომელიც შეერთებული ჰქონდა, მის თვალები თხოვდენ , გაეთიშა ეს უმოწყალოდ მოწრიპინე აპარატი რადგან უკვე რამდენიმე საათია ტვინს ურევს , თვალები თხოვდენ ეპატიებია მისი დანაშაული , ყველაფერს იტევდა ეს ორი ნაცრისფერი , სითხით დაფარული სფერო , გიორგიმ სადღაც მოუსვლელში მოისროლა გოგოს მიმართ გაჩენილი გაბრაზება მიუახლოვდა , ხელზე რომელსაც არაფრის ფერი ჰქონდა , რომელზეც მხოლოდ უამრავი ნაკაწრის კვალი ჩანდა, ხელზე რომელსაც ნატიფი თითები ისევე ამშვენებდა და უხდებოდა როგორც როიალს კლავიშები , მისი ხელი დაადო , და გოგონას უიმედოდ მყოფ სიფრიფანა არსებას , უდიდესი იმედი ჩაუსახა
- ჩვენ შენთან ვართ , კარგად იქნები ,მთავარია გაუძლო შენც და ემამაც . წრიპინმა , უმოწყალო წრიპინმა იმატა ისე თითქოს გული სადაც იყო გაუსკდებოდა იქ მწოლიარეს ,ერეკლე გარეთ გავარდა ექიმის დასაძახებლად , მხოლოდ 5 გრამი ბლანტი სითხე და მისსმა უაზროდ მოციმციმე თვალებმა , რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შველას , დახმარებას ითხოვდნენ სიმშვიდე მოიპოვეს , ხოლო აპარატებმა ისევ იმ რიტმით იწყეს წრიპინი რა რიტმითაც აქამდე ხმაურობდენ
- აქედან გავიდეთ უკვე ვეღარ ვსუნთქავ - გიორგიმ იმაზე მეტად განიცადა გოგოს მდგომარეობა ვიდრე წარმოიდგენდა
- დერეფანში სესილი ექიმი დახვდათ ბიჭებს - ერეკლე რომელი ხართ ?
- მე ვარ , ემამ გაიღვიძა და მიკითხა ხომ ? -უნდა გენახათ რა კმაყოფილის და გამარჯვებულის თვალებით მიაჩერდა ექიმს ,
- ერეკლეს კითხულობს და გთხოვთ წაომომყევით
- ხომ გეუბნებოდი შე,,ჩემა ყველაფერი კარგად იქნებათქო
- მადლობა ღმერთო მადლობა , ამოისუნთქა გიორგიმ და ძმებს გადაეხვია

გამიხარდა იმ უმოწყალო ძილს თავი დავაღწიეთქო , რომ გითხრათ მოგატყუებთ და ზედმეტად ბედნიერის იმიჯს შევიქმნი , ამიტომ გეტყვით რომ ყველაზე მეტად არ მინდოდა გამოფხიზლება, ისევ ინსულინიან სამყაროში დაბრუნება, არ მინდოდა ბერვი შესაძლო პრობლემის გაგება, მაგ : იმის რომ დედაჩემი ჩემ ამბავს თუ გაიგებდა შეიძლება ,,პრინცესას ‘’ რამე დამართნოდა , მაგ: ის რომ შეიძლება ერეკლესთვის ვერ მიმესწრო და სამუდამოდ დამეკარგა, არც იმის რომ შეიძლება 2 დღის წინ გაცნობილი ადამინი ,რომელმაც მიმახვედრა რომ საუკეთესო მეგობრები ბევრს კი არადა ძალიან ბევრს ნიშნავს , შეიძლება რამე სჭირდეს, შეიძლება თავს იდანაშაულებდეს რომ მის გამო მოხდა ეს ყველაფერი , არ მინდოდა თვალის გახელა არც იმის გამო რომ ეს აყროლებული წამლების სუნი ისედაც წლებია ყელში მაქ - უი ცუდ ხასიათზე ვარ , მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვახელ თვალებს , ერთმანეთს ვაშორებ უმოწყალოდ მიწებებულ ქუთუთოებს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არც დედა მახსენდება, არც მამა არც გიო , მხოლოდ ის ერთადერთი , ჩემი ფერადი რომელიც დარწმუნებული ვარ ამ თეთრს უკვე გახუნებულ კედლებს რომლებსაც გამჯდარი აქვთ წამლის , უხასიათობის , შეწყალების, და ყველაფერი საშინელის სული გამიფერადებს და სტიმულს მომცემს, ამიხსნის რომ დედაჩემი და ჩემი პატარა პრინცესა კარგადაა, გიოც დამშვიდდა, თვითონაც არსად აღარ წავა და აქ ჩემს გვერდით დარჩება, ანისაც არაფერი სჭირს და ისევ მისი კლოუნობით მოახერხებს და ამ უმოწყალოდ გამომშრალ პირს სიცილისგან სიცოცხლეს დაუბრუნებს, მხოლოდ ორჯერ შევძელი მისი სახელის დაძახება, ვიცოდი , რომ ეს საკმარისი იქნებოდა , თვალები ისევ მივნაბე და დაველოდე უბრალოდ დაველოდე
კარის ხმა მშვენივრადაც გავიგე , მაგარამ თვალები არ გავახილე , დიახ ,, არ ‘’ გავახილე , განა მოტყუება მნდოდა, უბრალოდ მინდოდა ისევ აეწვა ჩემთვის ნესტოები მის სურნელს , მინდოდა ჩემი უკვე მიძინებული პეპლები მის თალებს კიარა მის სურნელს გაეღიძებინა და აეწრიალებინა , მომიახლოვდა თუარა ვიგრძენი რომ ის იყო ვიგრძენი და გამეღმა
- არასდროს გამოგდის ტყუილი , პირველად როცა მომატყუე მაშინაც ასე ახამხამებდი ამ უგრძეს წამწამებს, შენ რომ რამე დაგმართნოდა ტო ჩემ თავს ვერასდროს ვაპატიებდი , ახლა გგონია ვიტირებ და აქ მოთქმას დაგიწყებ ? არა უბრალოდ დაგიკოცნი მაგ ტუჩებს სადაცაა რომ დასკდებიან ისე უნდათ ჩემი კოცნა, დაგიკოცნი მაგ თვალებს რომელიც ისევე აციმციმდა როგორც აქამდე, არ გაგიბრაზდები იმის გამო რომ კინაღამ დამღუპე , არ გაგიბრაზდები წინა დღეების გამო , მხოლოდ იმიტომ რომ ვიცი ტო ჩემი ხარ და მე მეკუთნი , ახლა იცი რას ვუზამ მაგ თვალებს, ამ ძარღვს რომელიც ყელზე გულის რითმებს არი აყოლილი საკოცნელად მიხმობს , ვაახ ჩემი ასე როგორ შემიყვარდი ცქნაფ , როდის მოასწარი ამხელა გრძნობის გაღვივება ჩემში ? - თვალიდან ცრემლი უმოწყალოდ გადმოგორდა და ვიკადრე თვალების გახელა
- მეც მიყვარხარ ფერადო , და არასდროს , არასდროს აღარ ვაპირებ შენ გარეშე ერთი წამითაც გაჩერებას, რაც შეეხება ჩემ თვალებს , ძარღვებს და ამ უმოწყალოდ გამოშრალ ტუჩებს , უმოწყალოდ მოენატრე
- ჩემი გოგო ხარ , იტოკში ჩემი ხარ რა . ჩემკენ გამოიწია და მთელი არსებით მომეხივი, მაგარამ ვინ რას გაცლის რააა, უცებ პალატაში ჩემები შემოვიდნენ, რატომღაც ერეკლეს იქ ყოფნა არავის გაკვირვებია, ყველას დანახვა იმდენად გამიხარდა , ემოციისგან ცრემლები უმოწყალოდ წამსკდა , შევნიშნე როგორ უთავაზეს სანდროს გვერდში გიორგიმ და ერეკლემ , სანდრო კი ძლივს თოკავდა თავს ,რომ ბოლო ხმაზე არ ეხარხარა, დედა რომ დამშვიდდა თითქოს მეც ამოვისუნთქ, მაგრამ ანი ?
- ანი სად არის ? - ინსტიქტურად ბიჭებს გავხედე - გიო ? მითხარი სად არის ? -როგორაა?
- კარგი კარგი დაწყნარდი , ცოცხალია , ცოტა რთულადაა ,მაგრამ კარგად იქნება - შენთავს ვფიცავარ მის გვერდით ვართ ყველა , მთელი არსებით შევიგრძენი ჩემი ძმის სიტყვები .
- ის სულ მარტოა გიო
- ვიცი ვიცი , უკვე ყველაფერი ვიცი , მაგრამ მარტო იყო და წარსულს ჩაბარდა უკვე ჩვენ ვყავართ და ჩვენ ხომ ყველაფერს შევძლებთ ემუ , ჩემო სიფრიფანა როგორ შემაშინეთ
- ნახე? იყავი მასთან ?
- კი ვნახე , მე და ერეკლემ სანამ შენ გაიღვიძებდი .
- მერე რაო , გითხრა რამე ?
- თქმით ვერაფერი , მაგრამ აი მე კი ბევრი მექნება სათქმელი
- რატომ? შენ რა აპირებ რომ ეჩხუბო? -თვალები გაოცებისგან ლამის გადმომცვივდა
- კი უნდა ვეჩხუბო აქამდე სად მემალებოდა , აუცილებელი იყო ძვლებში დამტვრეული დამნახებოდა და ისე ჩამვარდნოდა გულში ? ემა მისი თვალები უბრალოდ perfect , სასაცილოდ მაჩვენა ორი თითი და ოთახიდან გასვლა დააპირა, -გავალ მე მასთან , შენ შენი რომეოც მოგხედავს
- რააა? სიცილი მინდოდა და ვერ ვიცინოდი დაბეჟილი ადგილები იმდენად მტკიოდა სასაცილოდ ვიჭყანებოდი ,-ნუთუ მოეწონა , ხომ ვამბობდი არა მოეწონებათ ერთმანეთითქო , ნეტა კარგად იყოს ,
- კარგად იქნება ემუ , ისეთი მაგარი ექიმი ყავს დარწმუნებული ვარ კარგად იქნება, გავალ სესო ექიმს ვნახავ
- რა გჭირს შ..ჩემა ასეთი კარგახანია არ მინახიხარ, ეს სესო საიდან მოიტანე -გაოცებულმა იკითხა ერეკლემ რომელსაც უკვე ჩემი ხელი ეჭირა
- სესილის მოფერებითი სახელია თვალი ჩაგვიკრა და ოთახი დატოვა
- აქ ძაან თემები იჩითება შენთავს ვფიცავარ , მგონი ეს ვირები მოგავასწრებენ ქორწილს და აი იქ კი ნაღდში გავჭედავ
- ვერაფერსაც ვერ მოგავსწრებენ , მთავარია ფეხზე დავდგე, ფეხი მტკივა ძალიან -ამოვიკრუსუნე სახეს უშნო ფორმებით მოვრთე
- ქორწილამდე მოგირჩება ცქნაფ .
ჩემო საყვარლებო ვიცი დიდი ხანია მელოდებით , კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში შეცდომებისთვის , რომელსაც ერთიანად გავასწორებ როცა სრულად ავტვირთავ, მიყვარხართ და მიხარიხართ <3



№1 სტუმარი sofo

ძალიან მომწონსსსსს <3 დიდი თავები დაადე რა არმყოფნის

 


№2 სტუმარი your fan ❤

ძალიან კარგია , მალე დადე შემდეგი ❤

 


№3 სტუმარი ლიკ ლიკ

რამდენიხანი გელოდებიი, ასე რატო აგვიანებ არადა ძალიან მომწონს

 


№4 სტუმარი სტუმარი ლილუ

ოჰოოო ,კარგია , მგონი ვუახლოვდებით დასასრულს , რომელიც აუცილებლად უნდა იყოს კარგი
ჩვენი ცქნაფების ქორწილში მინდა ვხედავდე ანის და გიოს და ჩემ სანდროს და სესოს ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი აფფჰ

მუღამს მიკარგავ რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent