შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დე'და"(სრულად)


14-08-2018, 20:55
ავტორი თა თა
ნანახია 3 887

23 წლის იყო..ქერა გრძელი თმა ჰქონდა,თაფლისფერი თვალები,სწორი კურნოსა ცხვირი,მაღალი და სუსტი..ულამაზესი იყო..თაყვანისმცემლები არ აკლდნენ,მაგრამ არავის იკარებდა ახლოს..არავის უსმენდა,არც მშობლებს,არც მეგობრებს..რომ ვთქვა მეგობრები ჰყავდა თქო შეიძლება მოგატყუოთ..თავის თავთან იყო ჩაკეტილი,მარტო ყოფნა ერჩივნა..მისი ყველაზე მეტად ღამეს ესმოდა..ხოო,ზუსტად ღამეს როცა თავის თავთან მარტო რჩებოდა..მშობლებს ეშინოდათ,ეშინოდათ იმის გაფიქრების,რომ ერთ დღეს გოგონას შეეძლო რამე დაეშავებინა თავისთვის..
გოგონას საუკეთესო მეგობარი მამა იყო. ის უსმენდა და ყველაფერს უგებდა გოგონას.
რა მოხდა? რატომ არის გოგონა ასეთ მდგომარეობაში?
-----
გოგონა სულ ჩაიკეტა..საჭმელსაც ძალით აჭმევდნენ, ბევრი წინააღმდეგიბის მიუხედავად დასაბანდაც ძალით შეჰყავდათ.. სასეირნოდ აღარ დადიოდა,რაც მისი ჰობი იყო, ყოველ დილით სეირნობა..რატომ სძულს ახლა ყველა და ყველაფერი?რატომ არ დადის ახლა სასეირნოდ? რატომ სძულს ახლა ის ქუჩები სადაც აქამდე სიხარულით დაფრინავდა ხოლმე?რატომ არ გასულა ამდენი ხანი სახლიდან?
---
-მე წავედი -ამდენი ხნის შემდეგ მხოლოდ ეს ვთქვი
-სოფი?სად მიდიხარ-გაუკვირდა დედას წლებია ოთახიდან არ გამოვსულვარ სახლიდან ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი
-მალე მოვალ -ისევ ურეაქციოდ ვთქვი,ჩემს თავს აღარ ვგავდი
-დეე ხო კარგად ხარ?
-მშვენივრად -დედა პირდაღებული მიყურებდა
მის საფლავზე წავედი, ბოლოს იქ მის დასაფლავებაზე ვიყავი, მტკიოდა, სული,გული,ყველაფერი მტკიოდა..გული ისე მიცემდა სადაცაა ამოვარდებოდა..მუხლებზე დავეცი და მის სურათს ვუყურებდი..როგორი უმანკო,სუფთა იყო..მრცხვენოდა, ჩემი თავი მძულდა ამდენი ხნის მერე, ძლივს მივედი მასთან
-გამარჯობა. ბოდიში,რომ ამდენი ხნის მერე პირვლად მივედი, იცი? ძალიან ცუდად ვიყავი და ვარ. ის,როგორ არის? არ ვიცი ალბად კარგად. ბოდიში,რომ პირობა ვერ შეგისრულე,რომ მას საუკეთესოდ მოვუვლიდი. მომენატრე იცი? ამიტომ აქ მოვედი. როგორ მინდა ახლა შენი ხმის გაგონება,შენი შეხება,შენი თვალების და ლამაზი ღიმილის დანახვა -სურათს ვეფერებოდი და მიწას ცრემლებით ვასველებდი, ამინდიც შესაფერისი იყო. ალბად ისიც ჩემსავით ტიროდა,ბოლოს შევნიშნე ქვაზე დაწერილი:
"მე არ მოვმკვდარვარ, გარდავიცვალე
და სანამ ვცოცხლობ, არ დავდუმდები!
მივდივარ, მაგრამ აუცილებლად,
აუცილებლად დაგიბრუნდებით!"
-მალე დაბრუნდი მენატრები პატარავ, შენ თუვარა გპირდები მე მოვალ შენთან..მხოლოდ ეს ვთქვი და წამოვედი..
მერე სასეირნოდ წავედი. რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ,აქ გავიცანი ისიც. მიყვარს ეს ადგილი. სიმშვიდე,სილამაზე, არც ბევრი ხალხია..ვიჯექი და ვუყურებდი ძველ ნაცნობ ბუნებას სადაც მას შევხვდი პირვლად,ჩემს პირველ სიყვარულს.
ვფიქრობდი წარსულზე ან იქნებ მასზე,მის ღიმილზე,მის თვალებზე.
ფიქრებიდან ვიღაცის ხმამ გამომარკვია,ბოხი, მაგრამ თბილი ხმა ჰქონდა
-რა ლამაზია არა?
-ძალიან -ისე ვუპასუხე არც შემიხედავს ჩემს გვერდით მჯდარ ბიჭზე
-როცა ვინმესთან საუბარი მინდა აქ მოვდივარ,ჩემს თავს ვესაუბრები და ბუნებას,ვიცი,რომ აქ ჩემს ლაპარაკს ვერავინ გაიგებს..ჩემი საყვარელი ადილია
-ჩემიც -ისევ ისე ვუპასუხე
-რა გქვია? -ოდნავ გამეღიმა და ახლა გავხედე გვერდით მჯდარ ბიჭს..ყავისფერი თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა..ისეთი ცისფერი მას,რომ შეხედავდი ყველა და ყველაფერს დაგავიწყებდა
-სოფი
-ლამაზი სახელია..მე ტიტე
მოვალეობის მოხდის მიზნით გავუღიმე
-აქ ახლოს ცხოვრობ?
-ახლოს,ძალიან ახლოს -პასუხები დაზეპირებული გეგონებოდა ისე ვპასუხობდი
-მეც აქვე ვცხოვრობ..ანუ შეიძლება კიდევ შევხვდეთ
-არაფერი მიპასუხია,უბრალოდ გავუღიმე და ის ადგილი დავტოვე
---
ტიტეს ძალიან მოეწონა სოფი..ვინ თქვა ერთი ნახვით შეყვარება არ არსებობსო?დანახვისთანავე გულში ჩაუვარდა ეს გოგო..
სოფი კითხვებს მოკლედ პასუხობდა მაგრამ მაინც შეძლო,სოფისთან საერთო ენის გამონახვა..
სოფი ადრე სულ ამ ადგილზე დადიოდა ხოლმე,ეს ადგილი წარსულთან აკავშირებს. უყვარს ეს ადგილი.
----
-მოვედი
-სად იყავი დედა,ძალიან ვინერვიულეთ
-დედა გეყოს,პატარა აღარ ვარ
-სოფი გთხოვ ეგრე ნუ მელაპარაკები
-აბა რა გავაკეთო დედა, პატარა ბავშვივით უაზროდ ვერ გაგიღიმებ და ვერ გელაქუცები,არ მიყვარს აფერისტები
-სოფი -ოთახში შევარდი, საწოლზე მოწყვეტით დავეშვი,ვიხსენებდი ყველაფერს,რაც მომხდარა,რაც გადამხდა
მეორე დღეს მაინც არ გავსულვარ ოთახიდან..ერთი კვირის მერე კვლავ მომინდა იმ ადგილზე მისვლა,საკუთარ თავთან მარტო ყოფნა..მივედი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდ ა იყო ტიტეც იქ დამხვდა,ალბად ისიც ყოველ დღე აქ დადის,ვინ იცის მასაც რამდენი აქვს გადატანილი,ვფიქრობდი ჩემთვის.არავისთან ვიყავი გახსნილი და მითუმეტეს ამ ერთი კვირის გაცნობილ ბიჭთან.
---
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სოფი მეორე დღეს,მესამე,მეოთხე,მეხუთე დღეს და თითქმის ყოველ დღე იმ ადგილზე დადიოდა სასეირნოდ..რასაკვირველია ტიტეც არ არღვევდა თავის წესს,ისიც ყოველ დღე დადიოდა იმ ადგულზე. ის მხოლოდ იმიტომ დადიოდა ამ ადგილზე,რომ სოფის ნახავდა..ეს ადგილი იქცა მათი შეხვედრის ადგილად. სოფი ყურადღებას არ აქცევდა ტიტეს ასეთ ყურადღებას. ის მხოლოდ მასზე ფიქრობდა,ვისთვისაც დადიოდა ამ ადგილზე. უყვარდა ეს ადგილი და უყვარდა ის ვისთვისაც უყვარდა ეს ადგილი.
მოსწონდა ტიტეს ასეთი მზრუნველობა,მაგრამ იცოდა სად იყო ზღვარი. რა დაშავდებოდა მას თუ შეიყვარებდა? ზოგის აზრით არაფერი, მაგრამ მისთვის,ბევრი რამე..
----
-დედა მე წავედი -უემოციოდ ვთქვი,მაგრამ რაღაც მაინც სხვანაირად, მას ამდენი დროის შემდეგ დედა პირვლად დავუძახე
-სოფი სად მიდიხარ?
-მალე მოვალ -ჩემი პასუხი სულ ეს იყო, არასდროს ვამბობდი იმას სად მივდიოდი
-ფრთხილად იყავი დეე კაი?
-დედაა -ჩემებურად შევუღრინე დედას და სახლიდან გავედი, ისევ იმ ადგილზე წავედი..მიყვარდა ეს ადგილი,ამ ადგილზე იღვიძებდნენ ჩემში ძველი გრძნობები,ძველი ემოციები,მახსოვს როგორი ბედნიერი ვიყავი ერთ დროს ამ ადგილზე. ახლა? ახლა როგორი ვარ? ადამიანს აღარ ვგავარ, ჩემს თაფლიფერ თვალებში,ტკივილის,იმედგაცრუების,სევდის,მონატრების მეტს ვერაფერს წაიკითხავდით,ვუყურებდი ერთ ადგილს და ჩაფიქრებული ვიყავი,როგორც ყოველთვის ფიქრები ახლაც არ მტოვებდნენ მარტოს
-გამარჯობა -ეს ნაცნობი ხმა უკვე ნერვებს მიშლის. აღარ მინდ ამ ხმის გაგონება. რატომ? რატომ მოქმედებს ასე ძალიან ჩემზე მისი ხმა? ალბად ფიქრებში მიშლის ხელს..კარგი რა სოფი ვის ატყუებ
-ძველებურად
-არ გინდა ყავაზე დაგპატიჟო?
-მადლობა მაგრ...
-უარი არ მიიღება
დავსთანხმდი შემოთავაზებაზე,ღმერთო რამდენი ხანია ყავაზე არ ვყოფილვარ ბიჭთან ერთად.
სახლში მაცილებდა,ხმას არც ერთი ვიღებდით,სიჩუმე როგორც ყოველთვის მან დაარღვია
-შეიძლება ვიმეგობროთ?
-ვნახოთ
-შენნაირ მეგობარზე უარს არავინ იტყოდა
-მადლობა,მადლობა ყავისთვის -ვცადე საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა. სახლში ავედი,ჩემს ოთახში ავედი და ვცდილობდი ძველი სოფი არ გამეღვიძებინა ჩემში. სიმართლე გითხრათ მომბეზრდა,ძველი სოფის როლი,მოწყენილი,ჩაკეტილი, ყოველ ღამე ცრემლებით დასველება. საწოლზე წამოვწექი და გადავეშვი ფიქრების მორევში, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ისევ თავიდან ვიხსენებდი ყველაფერს. რომ ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო,ტყუილია გესმით? მე არ მჯერა,რომ ამდენი დროის მიუხედავად, 5 წლის მერე ის დამავიწყდება და სხვა დაიკავებს ჩემს გულში ადგილს. არ მჯერა,რომ საყვარელი ადამიანის ადგილს გულში სხვა ჩაანაცვლევს..ეს სისულელეა,ყველაზე დიდი სისულელე. მაგრამ ტიტეს,რომ ვუყურებ,მის თვალებს, რომ ვუყურებ სულ ყველაფერი მავიწყდება .
ყოველ დღე მივდიოდი იმ ადგილზე, თითქოს დავძლიე, ჩემში ძველ სოფის ვაჯობე,და დავანახე,რომ არ ვიყავი სუსტი.. მივედი და როგორც ყოველთვის ისევ იმ ადგილზე დავჯექი, ვუყურებდი ბუნებას და ვტკბებოდი ამ სანახაობით, მაგრამ რაღაც მაინც მაკლდა,რაღაც თუ ვიღაც? ალბათ ვიღაც. ყოველდღე ვნახულობდი ტიტეს,უფროსწორად ის მნახულობდა, მაგრამ ახლა ის არ მოვიდა. რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, მე მაკლდა მისი ყურადღება, მივეჩვიე მას, მასთან,რომ ვიყავი არ მაძლევდა უფლებას მომეწყინა, ის ხომ ჩემი "მეგობარი" იყო
-არასდროს წავალ ისე,რომ არ გაგაფრთხილო -რაო? ამ ხმამ სულ გამთიშა, ის ისევ აქ იყო, ჩემს გვერდით,ტიტე კვლავ ჩემს გვერდით დაჯდა
-მიხარია შენი ნახვა -გულწრფეკად ვთქვი
-მეც ძალიან
ასე მიდიოდა ჩვენი საუბარი ყოველდღე.
----
მშობლები ნერვიულობდნენ,არ უნდოდათ სოფის ცხოვრება ისევ არეულიყო. სოფი ძალიან მიეჩვია ტიტეს,ეს უფრო აშინებდათ სოფის მშობლებს,ასე მალე მოხდა ყველაფერი,ასე მალე განვითარდა მოვლენები, არ უნდოდათ მერე ისეთი რამე მომხდარიყო რაც ისევ ატკენდა სოფის გულს და კვლავ ჩაკეტავდა თავის თავთან მარტოს, მაგრამ სოფი,რომ იტყოდა რამეს, აზრი არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას, ის მაინც თავისას გაიტანდა, აიი ასეთი იყო სოფი
---
-დეე მე წავედი
-სოფიი
-ჰოო
-რამე ხდება და მიმალავ?
-რა უნდა ხდებოდეს დეე?
-ამ ბოლოს ვეღარ გცნობ?
-დამშვიდდი დედა, ყველაფერი კარგადაა
-ვიცი მაგრამ...
-დეე რა მაგრამ, ის პატარა ბავშვი აღარ ვარ,5 წლის წინ,რომ ვიყავი
-დეე არ დაგავიწყდეს ალექსანდრე კაი?
-დეე ის შენი პატარა,მე არ ვარ მისი ღირსი
-ხო მაგრამ ის შენი შვ...
-გაჩუმდი,გთხოვ არ გინდა -ვხვდებოდი, რომ ხმას ავუწიე
-შვილო მართალი ხარ,უკვე დიდი გოგო ხარ,მაგრამ დედაშენიც მართალია,ის არ უნდა დაივიწყო
-მე არ მავიწყდება ის მამა
-კარგი მაა,მაგრამ სანამ რამეს გადაწყვეტ კარგად დაფიქრდი
-ჩემი საუკეთესო მამიკო -როგორც თავიდან ავღნიშნეთ ყველაზე მეტად მამა მიყვარდა, მას ესმოდა ყველაფერი რასაც ველაპარაკებოდი
-შენი შავი თვალები ყველაფერს ამბობენ მაა
-ვერ მივხვდი
-თვალები გიციმციმებს,ასე არასდროს ყოფილხარ,რა ხდება მეტყვი?-საკმაოდ სიმატიურ მამაკაცს გაეღიმა და ჩემს პასუხს დაელოდა. რა უნდა მეპასუხა? ის,რომ ბიჭს ვხვდები,რომელსიც მეგობარია? თუ, სიმართლე რას ვგრძნობ მის მიმართ? ჯობია სიმართლე ვუთხრა
-ჰოო მაა ხდება
-რა ჰქვია?
-ტიტე -მისი სახელი ისე ვთქვი, მთელი ემოცია ჩავაქსოვე ამ ერთ პატარა სახელში. ვხვდებოდი,რომ გულგრილი არ ვიყავი მის მიმართ, რაც უფრო ცუდად მხდიდა
-შვილო ჭკვიანად იყავი კაი?
-კაი მაა
ტიტესთან წავედი..
-აიი მეც მოვედი
-ტყუილად არ ამბობენ გოგოები ყველგან აგვიანებენო
-ოჰჰ,დიდი-დიდი 10 წუთი დავაგიანე,მერე რა მოხდა
-ულამაზესი ხარ -ტიტემ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა
-მადლობა
ვისხედით და ვლაპარაკობდით,ვიცინოდით,ვერთობოდით..პირვლად ვიყავი ასე ბედნიერი ამდენი ხნის შემდეგ
-ტიტე
-ჰოო
-შენზე მომიყევი რამე
-რა მოგიყვე?
-ყველაფერი -მართლა მაინტერესებდა მასზე
-ვარ 24 წლის -ორივეს გაგვეცინა თავის ბიოგრაფიის მოყოლა რომ დაიწყო -15 წლის ტყუპი დები მყავს -ცოტა ხანი გაჩერდა,ღრმად ჩაისუნთქა,ცოტა დაიძაბა, ეს მეც არ გამომპარვია მხედველობიდან,მივხვდი,რომ ყველაფერი კარგად არც იმას ჰქონდა -მყავდა ერთი ძმა ან შეიძლება ჯერ არც მყოლია,მაგრამ უნდა მყოლოდა
-ეგ როგორ გავიგო? -ცოტა დაიბენი
-
-არ მომიყვები?
-დიდი ისტორიაა..აუცილებლად მოგიყვები,როცაა ამის დრო მოვა..ჩემი საყვარელი ადგილია სადაც შენ გაგიცანი..იმ დღიდან სულ მაგ ადგილზე მივდივარ,ვიცი,რომ ხეების გარდა ვერავინ გაიგებს ჩემს ხმას..მერე შენ გაგიცანი,მაშინ მივხვდი,რომ ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები ვისთვისაც ცხოვრება ღირს
-ოდესმე შენთვის მითქვია,რომ მიყვარხარ?
-არასდროს,მაგრამ,მაგას თქმა არც უნდა..თვალები ამბობენ ყველაფერს
-მიყვარხარ -არ ვიცი ეს რატომ ვთქვი,ალბად სიმართლე იყო და ამის აღიარება არ მინდოდა
-ვინმეს,რომ ეკითხა ერთი ნახვით შეყვარების გჯერავსო? ვეტყოდი,რომ არა..მაგრამ ახლა,რომ მკითხონ ვეტყვი,რომ იმ ერთმა ნახვამ შეცვალა ჩემი ცხოვრება
-ტიტე
-გისმენ
-გამაცნობ ტყუპებს?
-აუცილებლად
ერთმანეთზე ვიყავით ტკიპასავით ჩახუტებულები და ვლაპარაკობდით უამრავ თემაზე
...მესამე დღეს ტიტემ, ტყუპეთან მიმიყვანა გასაცნობად
-ჩემი დები უნდა გაიცნო თუ კონცერტზე მოდიხარ? -სიცილით მკითხა ტიტემ
-რომ არ მოვეწონო?
-მათ ყველა უყვართ ვინც მე მიყვარს ასე,რომ მაგაზე არ ინერვიულო
-კაი წავიდეთ
.. 5 სართულიან ბინასთან მივედით..კარებზე დააკაკუნა..კარი ქერა გოგომ გააღო,რაღაც უცნაური თვალები ჰქონდა,სასწაულად ლამაზი იყო..მოდელი გეგონებოდა. ისიც ვიფიქრე ეს სამივე ტყუპები ხომ არ არიან თქო ისე ჰგავდნენ ერთმანეთს.
-სოფი გაიცანი ეს ლიზია, ეს ანნა. გოგოებო ეს სოფია
-გამარჯობათ ბავშვებო
-გამარჯობა -ნაზად გაიღიმა ლიზამ, ანნა თითქოს მოწყენილი იყო,ხმას არ იღებდა მხოლოდ კითხვეზე პასუხობდა ეგეც მოკლედ
-როგორც ჩანს მშობლებთან ერთად არ ცხოვრობთ -ვთქვი და შევნიშნე სამივეს ყურადღება ჩემსკენ იყო მომართული
-სოფი ისს..
-გასაგებია -მივხვდი,რომ დაღუპული ჰყავდა, ახლა მივხვდი რატომ მოდიოდა იმ ადგილზე ტიტე.
-რამდენი ხანია რაც ერთმანეთს იცნობთ სოფი? -სოფიმ სცადა სხვა თემაზე გადაეტანა საუბარი
-1 თვეზე მეტია
-სად გაიცანით ერთმანეთი..ჩემი ძმა არაფერს მიყვება ხოლმე
-ჩვენს საყვარელ ადგილზე
-ვაა რა ადგილია ეგეთი?
-ადგილი,რომელთანაც უამრავი მოგონება მაკავშირებს
-წამიყვან მაგ ადგილზე
-შეიძლება
მე და ლიზი ვსაუბრობდით. ტიტე კი ხვდებოდა,რომ ანნა ხასიათზე არ იყო,მაგრამ არც არაფერი უთქვავს. ბოლოს სახლში გამაცილა და ისევ თავის სახლში დაბრუნდა
----
გოგოები ოთახში იყვნენ შესულები, ლიზის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა..საწოლზე პატარა ბავშვივით დახტოდა და ყვიროდა
-ჩვენი ძმა შეყვარებულია..
-ამოისუნთქე ცოტა
-ანნა შენ რა არ გიხარია
-რა უნდა მიხაროდეს გოგო?
-რა და ტიტეს ბედნიერება
-მისი ბედნიერება მიხარია,მაგრამ არ გიფიქრია იმაზე,ის რომ ჩვენზე ძალიან შეუყვარდეს? სოფი კარგი გოგოა,მაგრამ მეშინია
-ნუ გეშინია..თქვენ თავს ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს-ოთახში ტიტეს ხმა,რომ გაიგო, უცბად გაჩუმდა,თავი დახარა,მისკენ წავიდა,ტკიპასავით მიეკრა,ტუჩები მის ყურთან მიიტანა და ჩასჩურჩულა
-შემპირდი,რომ არასდროს დაგვტოვებ მარტო
-გპირდებით, აიი ნახავ სოფის მალე გაუგებთ. არაა ცუდი გოგო..ისიც ისე მიიღეთ,როგორ მეგობარი ან და. ყველაფერში გაგიგებთ
-ხშირად მოიყვანე ხოლმე რაა -სთხოვა ლიზიმ
-აუცილებლად

მეორე დღეს,ანნა თავს ცუდად გრძნობდა. სკოლაში წასვლის თავიც არ ჰქონდა.
----
ტელეფონი მირეკავდა, უცხო ზარი იყო, მაგრამ ვუპასუხე. არ ვიცი საიდან ჰქონდა ჩემი ნომერი
-სოფი
-ტიტე?
-შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
-ხო მშვიდობა?რა ხდება?
-ანნა ცუდად არის და მოხვალ?
-ეხლავე მოვალ
ტიტეს სახლში მალე მივედი.
-სიცხე აქვს..ძალიან მეჩქარება შეგიძლია ცოტა ხანი დარჩე მასთან?
-არაა პრობლემა,ჩემი იმედი გქონდეს
ანნას ოთახში შევედი ეძინა..მის გვერძე ჩამოვჯექი თავზე ვეფერებოდი, არ ვიცი იმ დროს რა ვიგრძენი, პირვლად ჩამაბარეს ბავშვი
-როცა გძინავს მაშინაც რა საყვარელი ხარ, წამლებს დალევ და მალე გამოკეთდები,პატარავ
-სოფი? -ლიზამ თვალები ნელა გაახილა, მე,რომ დამინახა გაუკვირდა
-ხოო,ტიტემ დამირეკა და მითხრა,რომ გჭირდებოდით და მოვედი
-არ იყო საჭირო სოფი
-იყო..ახლა წამლები დალიე კარგი?
-კარგი - ოთახიდან უნდა გავსულიყავი ანნამ რომ გამაჩერა
-სოფი
-რა მოხდა?
-დარჩი..არ წახვიდე კაი?
-კარგი პატრავ აქ ვარ-ისევ მის გვერძე დავჯექი
-ცუდად,რომ ვიყავი დედა სულ ასე იჯდა ჩემს გვერდით და ჩემი ხელი ეჭირა ხოლმე
-გპირდები არსად წავალ,როცა მოგინდება მელაპარაკე,მოგისმენ,თუ დახმარება დაგჭირდება დაგეხმარები პატარავ
-შენ ყველაზე კარგი სოფი ხარ მსოფლიოში
-შენ კი ყველაზე საყვარელი გოგო
-შეყვარებული გყოლია ოდესმე?
-წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა,მერე მლაშე სითხე,რომელიც დაუკითხავად ჩამოგორდნენ,ჩემს ნაზ და თხელ ლოყებზე-ანნა მე..
-გპირდები,რომ ყოველთვის მოგისმენ,როცა მოგინდება
-ძალიან მიყვარდა, იმასაც ვუყვარდი..მპირდებოდა,რომ არასდროს დამტოვებდა, ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. მის შემდეგ ვეღარ ვენდობი ვერავის. ის შემპირდა მაგრამ...
-მანაც ისე დაგტოვა,როგორც დედამ და მამამ
-ძალიან მენატრება, მისი წასვლის შემდეგ სახლში ჩავიკეტე,რობოტივით დავდიოდი სახლში.მიყვარდა ღამე,მარტო მას ესმოდა ჩემი. არ ვიცი მერე რა მოხდა, უბრალოდ გარეთ გასვლა მომინდა. იმ ადგილზე წასვლა მომინდა სადაც გავიცანი..იქ რომ მივედი, შენი ძმა დამიჯდა გვერძე და იქ გავიცანი ტიტეც..ზუსტად იმ ადგილზე გავიცანი პირველი და მეორე სიყვარული.
-მომიყვები პირველი სიყვარული,როგორ გაიცანი?
მიჭირდა,ძალიან მიჭირდა მასზე საუბარი, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ მაინც მომიწევდა, რეალობაზე თვალის გასწორება
-ბავშვობიდან ეგ ადგილი მიყვარდა, მინდოდა იქ შესვლა და უბრალოდ ბუნებაზე დაკვირვება. ავიხდინე ეს ოცნება. 16 წლის ვიყავი პირვლად რომ შევედი იმ ბუნებაში,ძალიან ლამაზი იყო, წინ არ ვიყურებოდი, ყურსასმენები გავიკეთე და აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს. მერე ვიღაც დამეჯახა. რომ ავხედე თვალები შუბლზე ამივიდა,ისეთი საყვარელი იყო..მაგრამ მალე მოვეგე გონს და ყვირილი დავუწყე, თვალები სად გქონდა თქო. იმანაც არ დამაკლო და ისიც მეჩხუბა..გზა გავაგრძელე, მაგრამ სულ ის მელანდებოდა ყველგან, კუპრივით შავი თმები და მწვანე თვალები ჰქონდა..ვიცოდი,რომ იმის მერე ვეღარ ვნახავდი ამიტომ, ფიქრები წამში გავაქარწ..... მაგრამ ასე არ აღმოჩნდა..ჩემი ნაცნობის ქორწილში ვიყავი, ის რომ დავინახე, მეგონა მელანდება თქო, მაგრამ,რომ გამიღიმა მერე ხელი დამიქნია და ბოლოს საცეკვაოდ გამიყვანა მივხვდი,რომ რეალობა იყო,მისი ხელი წელზე, რომ მომეხვია ცოტაც და ფეხები მომეკეცებოდა.."ჰეი ლამაზო ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს" მიჩურჩულა ყურში "რა დამთხვევაა" ვუპასუხე მეც.."მე ალექსანდრე" ,"მე სოფი", "ლამაზი სახელია",მადლობა" ასე მიდიოდა ჩვენი საუბარი მერე მუსიკაც დამთავრდა..იმ დღის მერე ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს..18 წლის ვიყავი ხელი,რომ მთხოვა,მეც გავყევი.. ქორწილიდან დუბაიში წავედით ერთი თვე იქ ვიყავით მერე ისევ აქ დავბრუნდით..ძალიან ცუდად იყო ბოლო რამდენიმე კვირა,ექიმები,წამლები, სავადმყოფოები, მეტ დროს სავადმყოფოში ვატარებდით..ბოლოს ვეღარ გაუძლო და დამტოვა,მპირდებოდა არ დაგტოვებო მაგრამ წავიდა..მან რაღაც დამიტოვა ან იქნებ ვიღაც?
-მოიცა. რაა?შენ რა?შვილი გყავს?
-ჰოო, ანნა,ბავშვი ჩემი ბავშვი. ბავშვს თავისი და ვგონივარ..მის ტირილზე ცუდად ვხდებოდი,ვერ ვუძლებდი მისი ტირილის ხმას, ოთახიდან არ გამოვდიოდი, ბავშვი გაჩნდა მაგრამ არ მაინტერესებდა. მაშინ 19 წლის ვიყავი და დედობისთვის მზად არ ვიყავი,თან ალექსანდრეს გარეშე ძალიან მიჭირდა. დედა ზრდიდა ბავშვს..ეხლა 4 წლისაა..მივეჩვიე იმას,რომ მე მისი და ვარ
-ყველაფერი კარგად იქნება სოფ, ჩემი ძმა გაგიგებს
-იმედი მაქვს
-შეიძლება ბავშვი ვნახო ხოლმე?
-რათქმაუნდა
ამასობაში ტიტეც მოვიდა
-აბა როგორ არიან,ჩემი გოგოები?
-კარგად ვართ
-რა იყო რა სახე გაქვს? შენ რა იტირე?
-მე ვიტირე? არა საიდან მოიტანე -ისეთი სახით გავხედე ანნას,თითქოს ცოტა ხნის წინ არც ერთი ვტიროდით
-ეს ცრემლები არ გიხდება-მერე ჩემსკენ დაიხარა და ყურში მიჩურჩულა -მერე მომიყვები რა მოხდა
გვიანობამდე გავჩერდი ტიტესთან,ლიზიც მოვიდა სახლში..ოთხივე ვლაპარაკობდით და ვერთობოდით. ზოგჯერ ძალით ვიღიმებოდით მე და ანნა,მაგრამ მაინც კარგი საღამო იყო. როგორც ყოველთვის ტიტემ გამაცილა სახლში
-დღეს ხასიათზე არ ხარ?
-ნწ
-ხო მშვიდობაა?
-ტიტე,იცი? მე..
-რა იყო,ანნასთან ყოფნამ ცუდად იმოქმედა შენზე?
-ანნა,რომ არა შენ ამას ვერასდროს გაიგებდი
-რა მოხდა მეტყვი?
-დიდი ამბავია..აქ ვერ მოგიყვები..მერე იყოს კარგი?
-როგორც გინდა
სახლში ავედი. არ ვიცოდი რას ვაკეთებდი,პირდაპირ ბავშვის ოთახის კარებისკენ წავედი ,კარები ფრთხილად შევაღე,პატარა ალექსანდრეს ეძინა,ის ისე ჰგავდა მამამისს. გვერძე დავუჯექი, თავზე ვეფერებოდი და ნაზად ვკოცნიდი,არ მინდოდა გამეღვიძებინა
-პატარავ, დიდი დრო გავიდა უკვე არა? მე ძალიან მენატრება,შენ კი საერთოდ ვერ სცნობ მას..ვფიქრობდი დიდი ბიჭი,რომ გაიზრდები მაშინ გეტყოდი ყველაფერს,მაგრამ არ შემიძლია,ნეტავ ოდესმე თუ მაპატიებ,ჩემს საქციელს? ვინ იცის,როგორ გინდოდა დედის მოფერება და ყურადღება,მაგრამ დედაშენს შენთვის არ ეცალა,ახლა კი ნანობს,ხოო დედიკო ვნანობ,რომ ყურადღებას არ გაქცევდი,იცი ერთმა დღემ შემცვალა,ტიტე,რომ არა ახლა,ისევ ჩემს ოთახში ვიქნებოდი ჩაკეტილი,და ვერც ასეთ სილამაზეს ვუყურებდი ჩემს წინ რომ წევს და სძინავს.. დეე,პირვლად გხედავ ასე საყვარლად,რომ გეძინოს..დეე შენ ჩემი ჩვილი ხარ იცი? ნეტავ თუ გავბედავ ოდესმე ამის თქმას,როცა გეღვიძება? ალბად გეტყვი, მაგრამ ჯერ ვერა. მეშინია,რომ არ მაპატიო. მაპატიე კარგი?-ბავშვმა თვალები გაახილა, მის წინ მე,რომ დამინახა გაუხარდა
-დაიკო
-ჩემო პატარა
-აქ რას აკეთებ?
-გიყურებდი თუ როგორ საოცრად გეძინა
-დაიძინებ ჩემთან ერთად?
-ჰოო დე..-დედიკო უნდა მეთქვა მაგრამ მერე გამახსენდა,რომ მე მისთვის მხოლოდ და ვიყავი.-კარგი პატარავ
მასთან დავწექი,სანამ დაიძინებდა ვეფერებოდი,მერე ორივეს დაგვეძინა..
----
დილით სოფის დედა შევიდა ბავშვის ოთახში,და სანახაობამ შოკში ჩააგდო.. ერთმანეთზე იყვნენ მიკრულნი..გაუხარდა,პირვლად ნახა დედა-შვილი ერთად..მერე ბავშვსაც გაეღვიძა,მის გვერძე სოფი,რომ დაინახა გაეხარდა,სოფიმ პირვლად მიაქცია ბავშვს ყურადღება,პირვლად იყო ასე ახლოს შვილთან
-სოფიკო,სოფია,მე უკვე გავიღვიძე დაიკო -სახეზე ხელს უსმევდა და ეთამაშებოდა
-დაიკომაც გაიღვიძა-უცბად გაახილა თვალები სოფიმ
ასე მხიარულად დაიწყო დილა,მერე ორივე ერთად გავიდნენ და ისაუზმეს,დედამისი პირდაღებული უყურებდა, დედა-შვილს
-ჰეიი,პატარავ არ გინდა გავისეირნოთ?
-აუუ კიი
-წამო ჩაიცვი და წავიდეთ
სოფიმ ბავშვს ჩააცვა დ ისევ დაბლა ჩავიდნენ
-დეე ჩვენ გავალთ და მალე მოვალთ
-სად მიდიხართ სოფი?
-სასეირნოდ დეე
ქალი გაკვირვებული იდგა და უყურებდა 100%-ით შეცვლილ სოფის..იფიქრა ბავშვს რამე არ დაუშავოსო,მაგრამ მერე გაახსენდა დილით,როგორ საყვარლად ეძინათ
-კაი დეე
სახლიდან გავიდნენ..თავის საყვარელ ადგილზე მიიყვანა თვითონ დაჯდა და უყურებდა,როგორ ერთობოდა მის წინ თავისი შვილი..
-სოფი,მოდი მეთამაშე
-მოვედიი
-აბა თუ დამიჭერ
-არა ვერ დაგიჭერ შენ ჩემი სწრაფი და მაგარი ბიჭი ხარ
-სოფი,გუშინ რას მელაპარაკებოდი ღამე?
-ყველაფერი გაიგე?
-მხოლოდ ის პატიებას,რომ მთხოვდი..რამე დააშავე
-ბევრი რამ დავაშავე ჩემო პატარა
-არაუშავს სოფი..სოფი
-რა იყო პატარავ
-ის ძია ვინ არის თვალს,რომ არ გვაშორებს?
-აბა ვინ?
-აი ის-ბავშვმა თითი იქვე ხის წინ მდგარ ტიტესკენ გაიშვირა
-ის ჩემი მეგობარია
-გამაცნობ?
-ახლა არა
-მაშინ მე გავიცნობ -ეს ბავშვი გააგიჟებდა სოფის,ასე პატარა იყო და რამდენი რამე იცოდა
-გამარჯობა-ბავშვი ტიტეს წინ მივიდა და მიესალმა
-გამარჯობა პატარავ
-მე ალექსანდრე მქვია
-მე ტიტე
-გამარჯობა ტიტე
-როგორ ხარ სოფი?
-კარგად,შენ
-მეც..ეს ბავშვი?
-ისს..ჩემი ძმაა -ჩაილაპარაკა ჩუმად მაგრამ გასაგებად
-გასაგებია, ძალიან გგავს
-ჰოო, არამგონია
-დაიკო წამო ვითამაშოთ
-ნაყინები გიყვარს პატარავ?
-აუუ კიი ძაან
-წამო ვჭამოთ,მერე ჩემთან წავიდეთ,კარგი?
-
-სოფი? მისმენ?-სოფი ფიქრებში იყო გართული პირვლად უყურებდა შვილს ასე ბედნიერს
-რაა? რამე მითხარი?
-ჩემთან წავიდეთ თქო?
-ააა,კაი წავიდეთ
სეირნობის მერე ტიტესთან წავიდნენ..კარები ანნამ გაუღო..ტიტე სახლში შევიდა და ბავშვიც გაჰყვა..სოფი და ანნა კარებთან შეჩერდნენ ცოტა ხანი
-სოფი..ეს ისაა?
-ჰოო ესაა..ჩემი პატარა
-ძაან საყვარელია
-აქამდე უნდა მივმხვდარიყავი მაგას მაგრამ უკვე გვიანია
-გვიანი არაფერია, წამო ეხლა შევიდეთ
სახლში შევიდნენ, ტიტემ და ალექსანდრემ ერთმანეთს კარგად გაუგეს, გოგოები სამზარეულოში გავიდნენ
-სოფი,როდის უნდა უთხრა ტიტეს?
-არ ვიცი
-გოგოებოო,წვენი გამომიყოლეთ რაა-ოთახიდან გამოსძახა ტიტემ,თუმცა არცერთს ეცალა მის მისატანად,ამიტომ ისევ თვითონ,გადაწყვიტა მისვლა
-ჯობია უკვე უთხრა მერე გვიანი,რომ არ იყოს
-გვიანი არაფერია
-ეს იქნება სოფი
-რომ ვერ გამიგოს?რომ მიმატოვოს?გული გამისკდება გესმის?ისედაც ცუდად ვარ,ვუყურებ,როგორ თამაშობს ჩემს წინ ბავშვი,რომელსაც მისი და ვგონივარ
-სოფი არსად არ წავალ,არ მიგატოვებ,ოღონდ ყველაფერი მომიყევი-ოთახში ტიტეს ხმა,რომ გაიგო,ენა ჩაეყლაპა ძალა ეცლებოდა,მაგრამ ტიტეს მკლავებმა გადაარჩინეს.
-ჰეიი,კარგად ხარ?
-არც ისე..სახლში წამიყვანე კარგი? ხვალ გნახავ და ყველაფერს მოგიყვები
ბედნიერი და სიცოცხლით სავსე ალექსანდრე სახლში გახარებული შევიდა
-ჩვენ მოვედითთ
-სად იყავით დეე?
-სოფიმ,თავის მეგობართან წამიყვანა
-ვისთან?
-რავი ტიტე ერქვა
ქალი მიხვდა ვიზეც იყო საუბარი,ბედნიერი იყო იმით,რომ თავის შვილს, შვილი გაახსენდა,რომ ჰყავდა..მეორე დღეს ტიტე სოფის სახლთან იდგა,სოფიც ჩავიდა და უთხრა რომ იმ ბუნებში მიეყვანა..ისიც მივიდა
-ტიტე,ვიცი გვიანია ამის თქმა და დიდი ხნის წინ უნდა მეთქვა,მაგრამ მეშინოდა ახლაც მეშინია,იმის მეშინია,რომ დაგკარგავ,არ მინდა,რომ რასაც მპირდებოდი ფუჭი იყოს
-გპირდები არ მიგატოვებ პატარავ
-გთხოვ,ნუ მპირდები იმას რასაც ვერ შეასრულებ
-მე ამას გპირდები სოფი
მან დაიწყო მოყოლა
-16 წლის ვიყავი ამ ადგილზე შემთხვევით დავეჯახე ერთ ბიჭს, მერე ის ბიჭი ისევ ვნახე ახლობლის ქორწილში,მეცეკვებოდა,იქ გავიცანი უკეთესად,მერე დავმეგობრდით,იმ დღის შემდეგ ხშირად ვნახულობდით,ჩვენი ურთიერთობა,მეგობრობაზე მეტი იყო,ძალიან შემიყვარდა,18 წლის ვიყავი ხელი მთხოვა და მეც გავთხოვდი,რამდენიმე თვის შემდეგ,ცუდად გახდა,ექიმები კობოს დიაგნოზს სვავდნენ,მაგრამ რა აზრი აქვს ახლა ამას,ის სავადმყოფიში დააწვინეს,ერთი დღეც არ ვტოვებდი მარტო,მის გვერძე ვიჯექი და ვემუდარებოდი,რომ არ დავეტოვებინე,მაგრამ არ მისმენდა,ის წავიდა,ის მე მპირდებოდა,რომ არ მიმატოვებდა მაგრამ წავიდა. მან აქ დამიტოვა ვიღაც და წავიდა..მან ჩემი პატარა დამიტოვა,რომელმაც დღემდე არ იცის ვინაა მისი ნამდვილი დედა..ის ძალინ ჰგავდა მამამისს,არ შემეძლო მისთვის მეყურებინა. ოთახში ჩავიკეთე და გარეთ არ გავდიოდი. არ მაინტერესებდა ის ფაქტი,რომ შვილს ვსჭირდებოდი..ის დედამ გაზარდა,მას დედაჩემი ჰგონია დედამისი,მე კი მისი და ვგონივარ..მან არ იცის დედის სითბო,როგორია..ყველაზე საშინელი დედა ვარ მსოფლიოში გესმის? ორი დღის წინ თქვენგან,რომ წამოვედი,ვეღარ გავუძელი და მის ოთახში შევედი,მონატრებულ შვილს ველაპარაკებოდი,ვეფერებოდი,და სახეს ვუკოცნიდი. მას არ ესმოდა. მერე გაეღვიძა და მთხოვა,მასთან დამეძინა..ამდენი ხნის მერე პირვლად განვიცადე ის გრძნობა რასაც დედობა ჰქვია..ახლა შენ ყველაფერი იცი,შეგიძლია წახვიდე მაგრამ "არ დამივიწყო"
-ანუ ისს შენი შვილია?
-მან თავი დაუქნია საპასუხოდ
-შენ დედა ხარ?
-ჰოო დედა ვარ
ის მისკენ წავიდა,და მთელი ძალით ჩაეხუტა,სოფიმ არ იცოდა ეს რატომ გააკეთა,მაგრამ ისიც მთელი ძალით ეხუტებოდა
-ანუ არ მიბრაზდები?
-ბევრი მოიშორებდა ბავშვს,შენც შეგეძლო ბავშვის მოშორება,მაგრამ ეს არ გააკეთე, ბავშვი გიყვარდა,მაგრამ არ შეგეძლო მისი დანახვა და შეხება..შენ არ ხარ დედა ცუდი დედა. შენ არც გიფიქრია ბავშვის მოკვლა,გესმის?
-მასთან ლაპარაკის მეშინია,არ ვიცი,როგორ ვუთხრა ეს ყველაფერი
-შენ ყველაფერს შეძლებ,დამიჯერე
-მადლობა,რომ მომისმინე
-ყოველთვის მზად ვარ მოგისმინო
-გთხოვ რაც არუნდა მოხდეს "არ დამივიწყო"
-გპირდები
სახლში წავიდნენ..ტიტე სოფიას სახლში გაჰყვა. ანუ მან მისი მშობლებიც გაიცნო..ალექსანდრეს ჩააცვეს და სასეირნოდ გაიყვანეს,მერე ტიტესთან წავიდნენ..ანნას ძალიან შეუყვარდა სოფია და არანაკლებ პატარა ალექსანდრე..ალექსანდრე მათთან თავს კარგად გრძნობდა, აქამდე გაღიმებულს ვერ ნახავდი ახლა უსაზღვროდ ბედნიერია,ალბათ ხვდება,რომ დედამისი იქვე სადღაც ახლოს ჰყავს,რომელსაც ძალიან უყვარს შვილი
---
დიდი დროგავიდა
ალექსანდრე სკოლაში მისასვლელად ემზადებოდა..ტიტეს და სოფის ურთიერთობა უფრო გაიზარდა,ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი, 2 წლის განმავლობაში ისე დაუახოვდა სოფის თითქმის დაავიწყდა წარსული,მაგრამ ბავშვს,რომ უყურებდა ყველაფერი ახსენდებოდა,ახსენდებოდა და მასში იღვიძებდა ძველი სოფი.. ყოველდღე ცდილობდა წარსული დაევიწყებინა,უნდოდა მთლიანად დავიწყენოდა წარსული მაგრამ ვერ ივიწყებდა..ბოლომდე მაინც ვერ შეძლო წარსულისგან მიყენებული ტკივილების დამარცხება. თავის ოთახში ჩაიკეტა და ისევ თავიდან იხსენებდა ყველაფერს,რაც მის ცხოვრებაში მომხდარა..რაც სტკიოდა რაც უხაროდა,ორივეზე ტიროდა,არ უყვარდა ტირილი,მაგრამ ყველაზე კარგად ეს გამოსდიოდა,არ უყვარდა რადგან, ტირილის დროს სუსტი იყო,თან მას არ მოეწონებოდა,რომ ეტირა.
დღემდე არ იცის რა მოხდა მაშინ მაგრამ ერთის თქმა დაზუსტებით შეეძლო "ეს უკვე წარსულია, მე კი ვალდებული ვარ ცხოვრება გავაგრძელო,თუნდაც მხოლოდ იმიტომ,რომ ეს მას ენდომებოდა",მან გადაწყვიტა რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა,სიცოცხლე გაეგრძელრბინა,მხოლოდ დიდი და პატარა ალექსანდრესთვის,ორი ალექსანდრსთვის,ღირდა ცხოვრების გაგრძელება.
--
ალექსანდრეს სკოლის პირველი დღე იყო,მე უნდა მომემზადებინა ბავშვი სკოლისთვის..პატარა ბანტს ვეძებდი,რომ ალექსანდრესთვის გამეკეთებინა,ბანტი პატარა ყუთში ვიპოვე..ეს ბანტი ალექსანდრესთან ერთად ვიყიდე და ვთქვით,რომ ჩვენს პატარას გავუკეთებდით,როცა სკოლაში მივიდოდა..ბანტის დანახვაზე,წასრულმა გაიღვიძა,ცრემლებმაც დაიწყეს ჩამოგორება,ხელები ავიფარე სახეზე,ტირილის ხმა,რომ არავის გაეგო,არ მინდოდა შვილს ასეთ მდგომარეობაში ვენახე..საწოლის კუთხესთან ჩავიკეცე და სიმწრით ავტირდი..გული მტკიოდა,ვხდებოდი,რომ ძველი სოფი იღვიძებდა,მაგრამ ამჯერად გადაწყვეტილი მქონდა,რომ არ დანებებულიყო ბავშვის გულისთვის მაინც..მერე სურათი დავინახე იმ ყუთში,ჩემი ქორწილის სურათი იყო..ახლა არაფერი მაინტერესებდა არც ის,რომ ჩემი ტირილის ხმა მთელ სახლში ისმოდა..ოთახში ალექსანდრე,რომ შემოვიდა სურათი უცბად დავმალე
-დაიკო რატომ ტირი?
-არაუშავს პატარავ,დაიკო მალე კარგად იქნება
-რა გჭირს?
-არაფერი,ყველაფერი კარგადაა
-ტიტემ გაგაბრაზა?
-არა საყვარელო,დიდი ბიჭი,რომ გაიზრდები მერე მოგიყვები
-დაიკო იმ ყუთში რა არის?პირვლად ვხედავ-ბავშვმა ხელი ყუთისკენ წაიღო მე უცბად გამოვგლიჯე ხელიდან
-არაფერი ისეთი..ჩემი ძველი ყუთია
-კარგი მე მზად ვარ და წავიდეთ
-ეს ბანტი გაიკეთე პატარავ
-რა ლამაზია..შენ მიყიდე?
-ჰო..ძალიან ადრე-მლაშე სითხე კვლავ იკვლევდა გზას ლოყაზე
-კარგად ხარ?
-ჩემი პატარა ბიჭი,ყველაფერი კარგად არის
სული მტკიოდა,წინ მდგარ ბავშვს,რომ ვუყურებდი, რომელიც საშინლად ჰგავდა მამამისს. იმაზე ფიქრი,რომ ერთ დროს ეს ბავშვი სულ არ მახსოვდა და ზედაც არ ვუყურებდი გულს მიკლავდა..ბავშვი სკოლაში მე და ლიზამ მივიყვანეთ. სკოლაში,ყველას დედამისი ვეგონე და ეს ასეც იყო მაგრამ,ალექსანდრესთვის ხომ მე მხოლოდ და ვარ..სკოლიდან მე და სოფი სასეირნოდ წავედით
-სოფი
-ჰო
-წამიყვან იმ ადგილზე ტიტე,რომ გაიცანი?
-წაგიყვან
ლიზი წავიყვანე იმ ადგილზე
-ვაუუ რა ლამაზი ადგილია
-ხოო ძალიან. ლიზი მალე წავიდეთ კარგი?
-ჯერ ხომ ახლა მოვედით?
-გთხოვ აქ თავს ცუდად ვგრძნობ
-სოფი კარგად ხარ?
-არც ისე
-მომიყვები რა ხდება?
-არ ღირს
-გთხოვ
-კარგი ხოო
მაინც მომიწევდა ოდესეაც მოყოლა,ამიტომ ისევ დავიწყე ისტორიის მოყოლა, უკვე მესამედ ვყვებოდი ამ ისტორიას,ყოველ ჯერზე მტკიოდა,უიმისობა,თითქოს რაღაც მჭამდა შიგნიდან,თითქოს გულს მგლეჯდნენ და სადღაც შორს ისვრიდნენ..ისტორიის მოყოლას,რომ მოვრჩი ლიზი პირდაღებული მიყურებდა
-მოიცაა რაა?ესეიგი ეს ბავშვი შენი შვილია? დაიცა რა თქვი ანუ შენ შვილი გყავს?
-ასეა ლიზი..ძალიან მტკივა..მენატრება და ვერაფერს ვაკეთებ, მხოლოდ ბავშვისთვის ვარ ასე ძლიერი..ის რომ არა ახლა მეც ჩემს ქმართან ვიქნებიდი..თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი ბავშვს,მაგრამ მერე მივხვდი რა საშინელი დედა ვიყავი და მივხვდი,რომ მას ვსჭირდებოდი..ახლა კი ვიცი,რომ არავის და არაფერს მივცემ უფლებას მას რამე დაუშავოს
-შენ ყველაზე ძლიერი გოგო ხარ სოფი
-ზოგჯერ შეიძლება ვერ გავიმარვოთ მაგრამ ერთ დღესაც აუცილებლად ვიტყვით: მე ეს შევძელი. ეს არ დაივიწყო ლიზი
-შენ ეს შეძელი სოფი,შეძელი,რომ რეალობაზე თვალი გაგესწორებინა,და შეძელი,რომ შვილისთვის კვლავ ჩაგეხედა თვალებში,შეძელი და გადალახე წარსულის ტკივილები,შენ მართლა ძლიერი ხარ სოფი
-ხშირად ისევ იღვიძებს წარსული,მაგრამ ჩემს თავს ვეუბნები,რომ ჩემს პატარას ვსჭირდები,ის ხომ ჩემი და ალექსანდრეს შვილია
-ნეტავ მეც თუ ვიპოვი ვინმეს ვისაც ისე ვეყვარები,როგორც თქვენ გიყვარდათ ერთმანეთი
-რათქმაუნდა იპოვი პატარავ..მე შენზე ერთი წლით დიდი ვიყავი როცა ეს ბეჭედი გამიკეთეს-ყელზე ჩამოკიდებული ბეჭედი ვაჩვენე -ეს ბეჭედი,რომ არა ახლა არც პატარა ალექსანდრე იქნებოდა და არც დიდი ალექსანდრესაგან დატოვებული ჭრილობები გულში
-შეიძლება ლაპარაკი,რომ მომინდება სულ შენ გელაპარაკო ხოლმე?
-რა დროც არ უნდა იყოს ყოველთვის მზად ვიქნები პატარავ
-საუკეთესო სოფი ხარ
-შენ ყველაზე საყვარელი ლიზი
ამასობაში ალექსანდრეს სკოლიდან გამოყვანის დრო დადგა..ლიზი სახლში მივიყვანე და ბავშვი წამოვიყვანე
-როგორ ჩაიარა დღემ პატარავ?
-ძალიან მაგარი იყო
-გინდა სადმე გავისეირნოთ?
-კიი მინდა
ბავშვი ისევ იმ ბუნებაში მივიყვანე. ისევ ვტკბებოდი იმ სანახაობით,როგორ თამაშობდა ჩემი პატარა ჩემს წინ. მინდოდა,რომ ყველაფერი მეთქვა მაგრამ..
----
მეორე დღეს სოფი ტიტესთან წავიდა,ბავშვი მშობლებს დაუტოვა..ალექსანდრეს არ ასვენებდა კითხვა: რატომ იტირა სოფიმ წინა დღეს? ან რა იყო იმ ყუთში? სოფის ოთახში შევიდა,აინტერესებდა რა იყო ის ყუთი,ძალიან ლამაზი ყუთი იყო..თან სოფის ის ყუთი ეჭირა ხელში,რომ ტიროდა. მიხვდა,რომ რაღაც კარგად ვერ იყო..ყუთის ძებნა დაიწყო და ბევრი ძებნის შემდეგ იპოვა..ყუთი გახსნა და რა ნახა? რა თუ ვინ?სურათი
სურათი ხელში აიღო,დიდი ხანი უყურებდა..მერე სარკესთან მივიდა..თავის თავს დიდხანს აკვირდებოდა და რაღაცას ამჩნევდა..რას? რას ამჩნევდა ეს ბავშვი მასსა და სურათზე მყოფ ბიჭს შორის? ერთნაირ თმებს? ერთნაირ ცხვირს?ერთნაირ ტუჩებს?ერთნაირ ღიმილს?ერთნაირ თვალებს? იქნებ ყველაფერს ერთად? ნეტავ ვინ არის ეს კაცი?რატომ მგავს ასე ძალიან? რატომ აცვია დაიკოს თეთრი კაბა? კითხვები არ ასვენებდა პატარას..დიდი ხანი უყურებდა ხან სურათს ხან თავის თავს. მერე უცბად იგრძნო,რომ ძალა ეცლებოდა,თვალებში უბნელდებოდა..იქნებ მიხვდა სულ რაღაც 6 წლის ბავშვი,რაშიც იყო საქმე?იქნებ მთელმა მის ცხოვრებამ ჩაურბინა თვალწინ?ოთახში სოფის დედა შევიდა,რადგან ბევრი ძახილის მიუხედავად ბავშვი არ ჩამოდიოდა,ავიდა და რას ხედავს..იატაკზე პატარა ალექსანდრე წევს,არ ინძრევა,ხმას არ იღებს
-ალექს..გაახილე თვალები გთხოვ,პატარავ რა ვუთხრა სოფის..ალექსანდრე გთხოვ..
ქალმა სასწრაფოში დარეკა,ბავშვი სავადმყოფოში გადაიყვანეს..ქალმა სოფის სავადმყოფოდან დაურეკა,რადგან ბავშვი გონზე არ მოდიოდა
-სოფი
-რა მოხდა დედა რა ხმა გაქვს
-სოფი..ალექ..ქსანდრე
-დედა მიპასუხე რა მოხდა,რამე მოუვიდა?
-სოფი ის..
-დედაა...
-სოფი სავადმყოფოში ვართ..ოთახში ავედი და უგონოდ დამხვდა,მალე მოდი გთხოვ...
-დედა ახლავე მოვალ
----
სავადმყოფოში წავედი,ტიტე,ლიზა და ანნაც გამომყვნენ..პალატაში,რომ შევედი და ბავში დავინახე გული მომიკვდა,ახლა ვინანე,პირვლად ვინანე ცხოვრებაში ის,რომ მას არ ვაქცევდი ყურადღებას,და ბავშვს დედის სითბოს ვაკლებდი. ბავშვი არც დედაჩემის ლაპარაკმა და მუდარამ გააღვიძა და არც ექიმების ბევრმა მცდელობამ,ექიმები ამბობდნენ ჯერ პატარაა და გული არ გაუსკდესო
-ალექსანდრე,ჩემო პატრა,გთხოვ გაახილე თვალები,დედიკო ამას ვეღარ გადაიტანს,მოვკვდები ახლა თუ არ გაიღვიძებ გესმის? მან ისედაც ბევრს გაუძლო,ამის თავი აღარ აქვს ჩემო ცხოვრება,ვიცი არ გაფასებდი,შენს ხმაზეც კი ცუდად ვხდებოდი,რამდენჯერ მოსულხარ ჩემთან და გითქვავს დაიკო მოდი ვითამაშოთო,მე კი ყვირილს გიწყებდი გაეთრიე აქდან თქო..გთხოვ,ისედაც ცუდად ვარ ამას,რომ ვიხსენებ,ახლა ვნანობ პატარავ, ვინ იცის როგორ გინდოდა იმ დროს ჩემთან თამაში და ლაპარაკი,მაგრამ მე ურჩხული ვარ მე არ ვარ საუკეთესო დედა. მაგრამ მე შენ სიცოცხლე გაჩუქე არცერთი წამი არ მიფიქრია შენი მოშორება..შენ ხომ ჩემი და ალექსანდრეს პატარა ხარ..ძალიან გთხოვ,გემუდარები გაახილე თვალები -ცრემლები ხელებს უნამავდა პატარა ალექსანდრეს.. ბოლოს ავდექი პალატიდან უნდა გავსულიყავი,უკნიდან ბავშვის ხმა რომ გავიგე
-სოფი
-ალექსანდრე
-არ წახვიდე სოფი გთხოვ
-ალექსანდრე კარგად ხარ?
-კიი სოფი
-აბა სოფის რატომ მეძახი? -მან პირვლად დამიძახა სოფი ის სულ დაიკოს მეძახდა, გაკვირვებული ვიყავი,რატომ მეძახდა სოფის
-გთხოვ რაღაცას განახებ და სიმართლე მითხარი
-აუცილებლად პატარავ?
-სიმართლეს მეტყვი?
-რათქმაუნდა
-ბავშვმა ჯიბიდან პატარა სურათი ამოიღო,სადაც მე და ალექსანდრე ვიყავით
-ეს კაცი ვინ არის?
-შენ ეს სურათი საიდან გაქვს?
-გთხოვ მიპასუხე. რატომ მგავს ასე ძალიან?ვინაა ეს კაცი?
-ალექსანდრე დიდი ხნის წინ უნდა მეთქვა ეს მაგრამ არ ვიცოდი,გამიგებდი თუ არა..მეშინოდა,მეგონა არასდროს მაპატიებდი,შეიძლება ეს ასეც იყოს მაგრამ გთხოვ,როცა სიმართლეს გაიგებ "არ დამივიწყო",არ დაივიწყო შენი დედიკო კარგი? დიდი ბიჭი ხარ და ალბად ყველაფერს გამიგებ
-შენ წეღან დედიკო დამიძახე?
-სიმწრისცრემლები მსცვიოდა,რა ძნელია არა პატარა,სულ რაღაც 6 წლის ბავშვს აუხსნა,რომ დედამისი ხარ..დავიწყე ისტორიის მოყოლა იმ იმედით,რომ ბავშვი სიმართლეს გაიგებდა. ლაპარაკის დასრულებამდე ალექსანდრე იჯდა და მისმენდა, ისიც მოვუყევი,რატომ ვხდებოდი ცუდად მის ხმაზე,როცა ტიროდა,რატომ მიკლავდა გულს მისი ხმა. ყველაფერი,აბსოლიტურად ყველაფერი,მამამისის გაცნობის დღიდან მისი დაბადებით დამთავრებული..რას გრძნობდა ამ დროს ალექსანდრე? ბავშვი იჯდა და მისმენდა..ის დიდ იმედგაცრუებას,ტკივილს,მარტოობას გრძნობდა, გულს უკლავდა ბავშვს იმის დანახვა,როგორ ტიროდა მის წინ დედამისი, რას იზავდა ამ დროს პატარა? უყვირებდა,ეჩხუბებოდა,და გულს უფრო ატკენდა დედამისს თუ მივიდოდა და ჩაეხუტებოდა? არ იცოდა რა ექნა..გოგო რომელიც მთელი 6 წელი დაიკო ეგონა დედიკო აღმოჩნდა მისთვის..ბავშვი ხმას არ იღებდა,მლაშე სითხე უსველებდა სახეს..ველოდებოდი, ბავშვის რეაქციას,ის კი იჯდა და ხმას არ იღებდა,ბოლოს როგორღაც მოაბა თავი და ორი,მხოლოდ ორი სიტყვა მითხრა
-გთხოვ წადი
მოვკვდი,იმ წამს მომიკლა გული მისმა სიტყვებმა..ყვირილი მინდოდა,ისეთი ყვირილი მთელ მსოფლიოს,რომ გაეგო ჩემი სულის წიოკის ხმა
-წადი სოფი გთხოვ,დრო მომეცი,ახლა წადი სოფი,წადი -ყურში სულ ეს სიტყვები მესმოდა
-"არ დამივიწყო" პატარავ-მხოლოდ ეს ვთქვი და პალატიდან გავედი.
-მან გაახილა თვალები-უემოციოდ ვთქვი,ვხვდებოდი რომ ძალა აღარ მქონდა და ნებისმიერ წამს მზად ვიყავი დამარცხებისთვის-ახლა კი გთხოვ წამიყვანე აქედან ტიტე
-სოფიი კარგად ხარ?
-სოფი დედიკო მიპასუხე
-ცოტა ხნით მარტო მინდა დარჩენა
-ის ჩემთან იქნება-გადაუჩურჩულა ტიტემ დედაჩემს და სავადმყოფო ოთხივემ ერთად დავტოვეთ...
მე ტიტემ თავის სახლში მიმიყვანა, გოგოების ოთახში ვცხოვრობდი. მე და ტიტეს გვიყვარდა ერთმანეთი მაგრამ არც ერთხელ მიგვრძვნია მისგან რამე ზედმეტი საქციელი. ძალიან მიჭირდა,მინდოდა..რა მინდოდა? ტკივილი,ის ტკივილი მეგრძნო რაც 7 წლის წინ ჩემმა ქმარმა იგრძნო..არ მასვენებდა თვითმკვლელობაზე ფიქრი..ან რაღა დამრჩენოდა აქ? ქმარი წავიდა,შვილს,რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა,ვეზიზღებოდი. ვიცოდი,რომ ჩემი ამ საქციელით მას ვატკენდი გულს ვისაც სიგიჟემდე ვუყვარდი,მაგრამ ჩემი გული მეტს ვეღარ გაუძლებდა, ვცდილობდი ძველი სოფი არ გავმხდარიყავი,მაგრამ ვერ შევძელელი
-სოფი გთხოვ გამოდი გარეთ,საჭმელი ჭამე
-არ მშია
-სოფი შენი საქციელით სხვასაც აყენებ ზიანს,გამოდი მალეე
-ცოტა ხანი მარტო დამტოვეთ
-სოფი უკვე 2 თვეა მაგას გაიძახი გეყოს
ასეთი დიალოგი მიდიოდა ჩემსა და ტყუპებს შორის, ვერც ერთს გამოვყავდი ოთახიდან, კვლავ ჩავიკეტე. ამდენი ხნის შემდეგ კვლავ,გაიღვიძა ჩემში ძველმა სოფიმ. მენატრებდა,ტკივილამდე მენატრებოდა ჩემი პატარა. საკუთარი თავი მძულდა,ყველაფერი ჩემი ბრალი იყო,მხოლოდ ჩემი..
ერთ დღეს გადავწყვიტე ოთახიდან გამოსვლა და სკოლაში წასვლა, უბრალოდ შორიდან ყურება მინდოდა, ამით დავმშვიდდებოდი,რომ კარგად იყო. 2 თვის მერე პირვლად მივედი სკოლაში შვილის სანახავად. ისე გადიოდა დრო მის ყურებაში,ვერც ვგრძნობდი დროის სვლას. მის სანახავად მეორე დღესაც წავედი, უბრალოდ თავს ვიმშვიდებდი,რომ ის კარგად იყო..
ყოველ დღე დავდიოდი სკოლაში,შორიდან ვუყურებდი ჩემს შვილს. ნებისმიერ წამს მზად ვიყავი მისულიყო და დამეცვა. ვუყურებდი და გულში დიდი,უზარმაზარ ლოდს ვერ ვიცილებდი..

დიდი დრო გავიდა ალბად 2 თვე..ის ტკივილი არ მქონდა მოშუშებული,რაც ალექსანდრემ მომაყენა,რომ ახალი, ჭრილობები დაემატა. ისევ გადავეშვი თავით, სევდის მორევში. გაინტერესებთ ახლა რა მოხდა?
ისევ ისე ტიტესთან ვცხოვრობდი,გოგოები არ მიშვებდნენ,მეუბნებოდნენ,რომ ეს ჩემი სახლიც იყო და შემეძლო სულ მათთან დავრჩენილიყავი,ტყუპები ჩემი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. დილა იყო ტიტეს ოთახის კარები ოდნავ ღია ჰქონდა დარჩენილი, მასთან მინდოდა შესვლა, კარები ოდნავ შევაღე და დავინახე,რომ ჩანთაში ტანსაცმელებს ალაგებდა
-ტი-ტე?
-გისმენ სოფი
-სადმე მიდიხარ?
-ჰოო სოფი,მალე დავბრუნდები
-სად მიდიხარ
-გერმანიაში
-რატო ტიტე?
-საქმეები გამომიჩდა და მომიწია,რომ წავიდე, მალე დავბრუნდები.მესიჯებს მოგწერ ხოლმე და დაგირეკავთ
-ტიტე,ასე მალე როგორ გამოგიჩნდა საქმე
-სოფი რა გჭირს,დამშვიდდი, მალე ჩამოვალ თქო ხო გითხარი
-ტიტე მე..
-ჩშშშ. უბრალოდ დამელოდეთ
-"არ დამივიწყო"
-არასდროს პატარავ
-ტყუპები?
-მათ იციან უკვე ყველაფერი. უბრალოდ მათ მიხედე კარგი?

აი ასე უბრალოდ ადგა და წავიდა,თავიდან სულ მწერდა წერილებს და მირეკავდა,მერე მხოლოდ წერილებს მწერდა ხოლმე,მენატრებოდა მისი ხმა,მაგრამ მე ხომ იმისთვის დავიბადე,რომ სულ უნდა ვიტანჯო. ბოლოს აღარც მესიჯებს მწერდა. ტყუპები სულ გვერდში მედგნენ, მე მას შევპირდი რომ მათზე ვიზრუნებდი,მე კი რასაც ვამბობ აუცილებლად ვასრულებ
-რატომმ,ის ხომ მპირდებოდა,ასე რატომ მომექცა რატომ? -ვღრიალებდი ბოლო ხმაზე
-სოფი,გთხოვ დამშვიდდი,კარგი? ნახავ ის ისევ დაბრუნდება, აი ნახავ
-ლიზი მაგ ზღაპრებს 16 წლის ვიყავი როცა ვიჯერებდი, ახლა 25 წლის ვარ გესმის?
-არა ეს არაა ზღაპარი,მე ვიცნობ ჩემს ძმას,ის ასეთი არაა
-მეზიზღება,ნუთუ კიდევ ღირს ცხოვრება. მე ხომ არავის ვუყვარვარ,სულ,სულ არავის. პირველმა მიმატოვა, შვილს მეზიზღები მეორემ სიყვარულმაც კი გამიმეტა მარტოობისთვის, აქ რაღას ვაკეთებ რას? რა დამრჩენია აქ? მიპასუხეთ რაა?
-სოფი დამშვიდდი კარგი? შენ ჩვენ გვიყვარხარ, პატარასაც უყვარხარ,უბრალოდ დრო სჭირდება, წამო ხვალ მივიდეთ მასთან ვნახოთ კარგი?
-რატომ? იმიტომ,რომ ისევ მეტკინოს, ისევ მოვკვდე? მოვკვდები გესმის? არ ვარ ეგეთი ძლიერი გოგო,რომელიც წლების წინ ვიყავი
-ჩემი სოფი, მე და ანნას გვჭირდები სოფი,შენს ბიჭს სჭირდები სოფი
-მე აღარავის ვსჭირდები -მხოლოდ ეს ვთქვი და ავდექი, არ ვიცოდი სად მივდიოდი, უბრალოდ ავდექი და სახლიდან გავედი. წარმომიდგენია გოგოები რა მდგობარეობაში დავტოვე. ვინ იცის რა აღარ იფიქრეს,მაგრამ მე მაინც წავედი სად მივდიოდი არ ვიცოდი, მხოლოდ წითელი შუქი მახსოვს, ვიცოდი,რომ უნდა გავჩერებულიყავი მაგრამ არა, გავითიშე. წითელი შუქი, თეთრმა თვალის მომჭრელმა სინათლემ ჩაანაცვლა,მერე მანქანის მუხრუჭის ხმა, ხალხის დაფეთებული სახეები
-----სოფის დედა
ტელეფონზე,დამირეკეს და მითხრეს,რომ სასწრაფოდ სავადმყოფოში მივსულიყავი,სოფის ნომერი იყო. შემეშინდა რა აღარ ვიფიქრე,ალექსანდრეც თან გავიყოლე და დავრიგე,რომ სოფი არ გაებრაზებინა თუ ოდესმე გაახელდა თვალებს. პატარამ თქვა,რომ დედამისის ნახვა უნდოდა და შემპირდა,რომ აღარ გააბრაზებდა მას და აპატიებდა ყველაფერს. სავადმყოფოში მივედით, ტყუპებიც იქ დამხვდენენ,
-რა მოხდა? რა მოუვიდა ჩემს გოგოს -ძალა გამოცლილმა ძლივს გასაგებად ვთქვი
-მას მანქანა დაეჯახა
-ცუდად ვარ,მიშველეთ ვინმემ -ჩემს გვერძე მდგარ ალექსანდრეს ხელს ძლიერად ვუჭერდი და ვცდილობდი გონება არ დამეკარგა -შემიშვით ის უნდა ვნახო
-ქალბატონო არ შეიძლება იქ შესვლა
-რას ქვია არ შეიძლება, შემიშვითთ.. -ვხაოდი ბოლო ხმაზე მაგრამ სადღა მქონდა ხმა
-დამშვიდდით, როცა კარგად გახდება შეძლებთ იქ შესვლას
-მე ეხლა მინდა მისი ნახვა -ალექსანდრეს ხმა,რომ გავიგე ადგილზე გავშრი, ის დედამისი ნახვას ითხოვდა
-პატარავ შენ ვინ ხარ მისი?
-ის ჩემი დედიკოა და მისი ნახვა მინდა, ის ხომ კარგად იქნება?
-ექიმის ამღვრეული თვალები ყველაფერს ამბობდნენ -ვნახოთ პატარავ, მე ყველაფერს გავაკეთებ
-გთხოვთ, მანახეთ დედიკო -ბავშვის ხმაზე უფრო ცუდად ვხდებოდი, ეხვეწებოდა,რომ იქ შეეშვათ
-კარგი,მაგრამ იცოდე ცოტა ხანი
-მადლობა ექიმო
-----
ალექსანდრე პალატაში შევიდა, ეშინოდა დედამისის დანახვის მაგრამ მაინც მივიდა მასთან ახლოს, ხედავდა კარდიოგრამის ხაზები, ნელა მოძრაობდნენ ან ზოგრჯერ საერთოდ ჩერდებიდნენ. მის გვერძე ჩამოჯდა, თავისი პატარა თითები დედამისის თითებში ახლართა, უყურებდა და გული ეწოდა. ტიროდა, გულიც კი ტიროდა, პატარა ალექსანდრე დედის წინ პირვლად ატირდა
-დედიკო, ჩემო დედიკო, შენ ამას ხომ არასდროს გააკეთებ?მარტო ხომ არ დამტოვებ?მამასავით ხომ არ წახვალ?ბოდიში დედი მაშინ რომ გეჩხუბე,ვნანობ დედიკო. გთხოვ გაახილე თვალები, მენატრებოდი მაგრამ ბებოს ვერ ვეუბნეოდი. ყოველ ღამე ვიძინებდი იმ იმედით,რომ დილით შენ გვერძე გავიღვიძებდი. სკოლაში იმ იმედით მივდიოდი,რომ ერთხელ მაინც მოხვიდოდი და მნახავდი,როგორც სხვა დედები ისე. დედიკო მომენატრე. გპირდები აღარასდროს გიყვირებ, მაგრამ ახლა გაახილე თვალები. მიყვარხარ "დე-და". -ბავშვი იყო მაგრამ მიხვდა,რომ ხაზებმა მოუსწრაფეს ფეთქვას, სწორი ხაზი იკლაკნებოდა, სოფის თვალთან ცრემლიც დაინახა -მე მჯერა შენი "დე-და"
-პატარავ თქვენი გასვლის დროა
-მე მასთან დავრჩები
-ვწუხვარ პატარავ
-ის კარგად იქნება ხომ?
-რათქმაუნდა
ბავშვი პალატიდან გავიდა იმ იმედით,რომ დედამისი კარგად გახდებოდა. ანნასთან მივიდა,თავი კალთაში ჩაუდო. ანნაც ეფერებოდა და ამშვიდებდა ალექსანდრეს
-ყველაფერი კარგად იქნება პატარავ. აი ნახავ
-ტიტე ძია რატომ არ მოვიდა?
-ის აქ არ არის მალე,ჩამოვა დავურეკეთ და თქვა,რომ ხვალვე გამოფრინდება
ბავშვს ანნას კალთაში ისე დაეძინა,ვერაფერი გაიგო,ანნა ეფერებოდა,ნაზად უკოცნიდა თავს და ამშვიდებდა. ექიმის დანახვაზე ოთხივე ერთად მივარდებოდნენ,როგორ არისო,მაგრამ პასუხი ერთი და იგივე იყო, მდგომარეობა სტაბილურია.
უკვე ერთი კვირა გავიდა რაც სოფი ამ მდგომარეობაშია,ექიმები უკვე დანამდვილებით ამბობენ,რომ იმედები გადაწურულია და აზრი აღარ აქვს.
----
თეთრი უზარმაზარი შუქი დავინახე, მივხვდი,რომ ვიღაც შემეხო,გვერდით,რომ უნდა გამეხედა ყვირილის ხმები გავიგე, სოფი,სოფი,სოფი მე შენს გვერდით ვარ გაახილე თვალები,სოფი. გვერდით მაინც გავიხედე და ალექსანდრე დავინახე ჩემი ქმარი. როგორ მომენატრა,ისვ ისეთი იყო,როგორიც 7 წლის წინ. ეს ხმები მაინც მესმოდა: სწრაფად ელექტრო შოკი მომაწოდეთ, გოგონა იღუპება. დაუჩქარეთ, იქიდან სხვა ხმები ისმოდა,სოფიი,ჩემო პატარა,სოფიი, დედიკო. ეს რა იყო? ვისი ხმა იყო მე სად ვარ? დედიკოს ვის ეძახინ ან ვინაა ეს? -მათი ხმა ცხოველის ღრიალს ჰგავდა გაახილე თვალები პატარავ შენ ამას შეძლებ, ესეც რა ნაცნობი ხმაა, არ მინდა აქ ყოფნა გამიშვით, მაგრამ არა ეს ხმები ისევ მაღიზიანებდნენ....
ჯერ ერთ თვალს ვახელ მერე მეორეს, თეთრხალათიანი ექიმები,თეთრი კედლები და ის დავინახე,მის თვალებს ყველგან ვიცნობ სადაც არ უნდა იყოს.
-სად ვარ? -გაკვირვებულმა ვიკითხე და ინტერესიანი მზერა ვსტყორცნე ექიმებს,რომლებიც აშკარად გადაღლილები ჩანდნენ
-ჩშშშ..უბრალოდ მოდუნდით,ყველაფერს მერე აგიხსნით
-კი მაგრამ..
-სავადმყოფოში ხარ -არა ეს ხმა ცუდად მხდიდა,ვინმემ მომაშორეთ ეს არსება
-შენ? აქ? რა გინდა?-ძლივს გასაგონად ამოვილუღლუღე
-ვერ გაიგე? დამშვიდდიო ექიმმა რა გითხრა?
-წადი -კბილებში გამოვცერი,თან ვცდილობდი სიმშვიდე არ დამეკარგა
-ასე ადვილად ვერ მომიშორებ თავიდან პატარავ -არა ახლავე მომაცილეთ ეს ბიჭი აქედან,თორემ მოვკვდები
-რა გინდა,აქ იმიტომ მოხვდედი,რომ ისევ გული მატკინო?
-გთხოვ ეგრე ნუ ამბობ
-არაფრის ახსნას გთხოვ ხომ ხედავ,უბრალოდ წადი
-ასე ძალიან გინდა ჩემი თავიდან მოშორება?
-მე ხომ არ გაძალებ აქ დარჩენას,წადი და თვალით აღარ დამენახო
მართლა გავიდა,მაგრამ პალატიდან, ის გავიდა და ალექსანდრე შემოვიდა,ვაიმე ბავშვი,ამას აქ რა უნდა ვინ მოიყვანა აქ? უამრავი კითხვა მქონდა პასუხი კი არცერთი. ბავშვი მიახლოვდებოდა,მერე ჩემს გვერდით დაჯდა,ღმერთო,როგორ მომენატრა,მომენატრა მისი მოფერება,მისი თვალები,პატარა ხელები,არა ეს სიზმარია,მხოლოდ სიზმარი -მეუბნებოდა მეორე მე
-ალექსანდრე?
-დედიკო
-ჩემო პატარა
-მეშინოდა იცი?
-რისი გეშინოდა პატარავ?
-შენი დაკარგვის
-არა დედი,მე შენ არასდროს დაგტოვებდი მარტო
-მაპატიე კარგი მაშინ,რომ გეჩხუბე
-შენც მაპატიე დედიკოს საქციელი,ბოდიში რომ ყურადღებას არ გაქცევდი ხოლმე. ვიცი ყველაზე ცუდი დედა ვარ მსოფლიოში მაგრამ,მაპატიე კარგი?
-მე დიდი ხნის წინ გაპატიე ეგ დედა
-ჩემი პატარა დიდი ბიჭი
-მე ხომ უკვე დიდი ვარ დედა
-რათქმაუნდა შენ ჩემი დედი ბიჭი ხარ
-რაღაცას გთხოვ
-მთხოვე პატარავ
-გთხოვ,როგორც შვილი და არა როგორც ძმა,რომ რაც არ უნდა მოხდეს არ დამივიწყო დედა
-არასდროს დაგივიწყებ პატარავ,შენ სულ ჩემთან იქნები და აღარასდროს მიგატოვებ,გპირდები
ალექსანდრე უფრო ახლოს მოისწია ჩემსკენ და მეხუტებოდა,მე ვერ ვმოძრაობდი,აშკარად თაბაშირში ვიყავი ჩასმული. მალე ოთახში ყველა შემოვიდნენ,მაგრამ ტიტე ვერ დავინახე.
-ჩემი სოფი,როგორ მომენატრე იცი?
-ვიცი ანნა ვიცი, მეც მომენატრეთ
-ძალიან შეგვაშინე სოფი
-ჩემი ლიზიკო,მოდი ჩემთან
-დედა ტიტე ძია,რატომ არ მოდის?
-არ ვიცი პატარავ,ალბად საქმეები აქვს -ვიცრუე,არ მინდოდა ბავშვისთვის სიმართლის თქმა ან რა უნდა მეთქვა ის,რომ დავშორდი? არა ამას ვერ ვეტყოდი
***
მალე სავადმყოფოდან გამწერეს. ტიტეს სახლში ვეღარ გავჩერდებოდი,რადგან ტიტე ჩამოვიდა,მის დანხვაზე ცუდად ვხდებიდი,ამოტომ ისევ მშობლებთან დავბრუნდი და ჩემს პატარა ბიჭთან გამყავდა ხოლმე დრო,რომ ისევ არ ჩავკეტილიყავი ჩემს თავთან
-იქნებ იკადრო და ერთხელ მაინც მიპასუხო ზარზე -მესიჯი მოვიდა,ამას არც უნდა ბევრი ფიქრი თუ ვინ იქნებოდა,რათქმა უნდა ტიტე. პასუხად არაფერი მიმიწერია. დაღამდა ძილი არაფრით გამეკარა, ამიტომ ეზოში გადავწყვიტე ჩასვლა,ცივი ჰაერი საოცრად მესიამოვნა სახეზე. ვიჯექი ეზოში გრძელ სკამზე და მაგიდას ხელებით ვეყრდნობოდი,ვფიქრობდი ყველაფერზე,კარგზეც ცუდზეც. ვფიქრობდი როგორ და რატომ მივედი ამ მდგომარეობამდე. ისიც ვიფიქრე,რომ იმისთვის დავიბადე,რომ მუდამ პრობლემებს შევხვდე და სირთულეები ავიტანო თქო. კითხვები არ მასვენებდა მაგრამ,არც პასუხები ჩანდა არსაიდან. ჩემს თავს ვეჩხუბებოდი,რომ ასე ადვილად ვენდობი ყველას. რა მოხდებოდა ახლა ალექსანდრე რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო? სამივე ერთად ვიქნებოდით,მე ის და ბავშვი. მაგრამ ასე არაა,მინდა არ მინდა რეალობას თვალი უნდა გავუსწორო. დავიღალე იცით? დავიღალე ასეთი სოფის,როლის თამაშით, ყოველ ღამე ბალიშს ვასველებდი ცრემლებით, მაგრამ ახლა ცრემლიც გამქრალიყო, ტირილის თავიც არ მქონდა, ცხოვრებამ დამღალა ეს ბევრჯერ მიფიქრია მაგრამ ალექსანდრეს ვერ მივატოვებდი, მე ხომ სოფი ვარ,გოგო რომელიც სიტყვას ყოველთვის ასრულებს
-სოფი,შენ არ გძინავს? -მამას ხმა,რომ გავიგე სწრაფად ავსწიე თავი მაგიდიდან
-არა მაა,ვერ დავიძინე
-შეიძლება? -სკამზე მანიშნა,დავჯდეო?
-რათქმაუნდა
-არ გინდა ვილაპარაკოთ?
-რაზე ვილაპარაკოთ?
-შენზე მამი
-რა ვთქვა მაა,ის როგორი უბედური ვარ? მხოლოდ ალექსანდრე მაკავებს,თრემ მეც დიდ ალექსანდრესთან ვიქნებოდი ახლა
-ასე ნუ ამბობ პატარავ,გთხოვ ჩემზე და დედაზე არ ფიქრობ?
-რათქმაუნდა,მაგრამ ალექსანდრე ყველაზე დაუცველია ამ ქვეყნად, ამიტომ ვამბობ,რომ მისი გულითსთვის თქო
-მამა ცხოვრებაში უამრავ პრობლემებს შეხვდები,ეს ბუნებრივიცაა არ გეგონოს,რომ თავიდან აირიდებ ყველა პრობლემას, ადამიანი რაც უფრო იზრდება მით უფრო ემატება პრობლემები ცხოვრებაში. მაგრამ მთავარი ისაა რამდენად ძლიერი ხარ ამ პრობლემების გადასაჭრელად,ასე ადვილად ხელის ჩაქნევა არ შეიძლება სოფი. იცი გაიზრდები და მიხვდები,რომ ეს პრობლემები,რომ არა ვერ გაძლიერდებოდი, ვერ გახდებოდი ის მაგარი გოგო რაც ხარ. ამას შენს შვილსაც მოუყვები როცა გაიზრდება, შენ მართლაც სჭირდები მას გესმის?
-მამა მე აღარ ვარ ისეთი ძლიერი,როგორიც ვიყავი, ალექსანდრემ,ჩემმა სიყვარულმა, ჩემი ნახევარი სიცოცხლე წამართვა და თან წაიყოლა. ამდენი დრო გავიდა მაგრამ ის ტკივილები ისევ მაქვს რაც მან დამიტოვა.
-ჩემო პატარა სულელო გოგო. ტკივილის გაყუჩება წარსულის დავიწყება კი არ არის,არამედ ის რომ გახსოვს მომავალი
-შენ ყოველთვის საუკეთესო მამიკო იქნები ჩემთვის,შენი რჩევები რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა მაა
-მე ყოველთვის მზად ვიქნები შენთან სასაუბროდ
ოთახში დავბრუნდი,ჩემს პატარა ალექსანდრეს მივუწექი გვერძე და თავზე ვეფერებოდი. სულ მამას სიტყვები მიტრიალებდა, ის რაც სულ ბოლოს მითხრა. ის მართალია მე ვალდებული ვარ ცხოვრება გავაგრძელო ნათელ ფერებში, აღარ მინდა ძველი სოფის როლი,ახალი სოფი უნდა გავხდე.
დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა,აშკარად უძილობა მოქმედებდა ასე ძალიან. ბავშვს ისე საყვარლად ეძინა სანამ კოცნით გული არ ვიჯერე არ შევეშვი. ტელეფონზე მგონი 20 ზარი იყო მესიჯებს,ხომ ვინ დათვლის. ნუ რაღა თქმა უნდა ესეც ტიტე იყო. "გთხოვ შემხვდიო" მწერდა და მისამართიც მომწერა. მივედი არ ვიცოდი ეს რატომ გავაკეთე მაგრამ მივედი, მე აღარ მიყვარდა ის მაგრამ,ჩემს მეორე მეს რამეს გამოაპარებ. მის დანახვაზე ისევ ისე დამიარა ჟრუნტელმა პირვლად,რომ დავინახე
-გამარჯობა
-აბა რა საქმე გაქვს? -პირდაპირ საქმეზე გადავედი
-ვიცი,რომ გბრაზებული ხარ
-ახალი ამბავი, პირდაირ საქმეზე გადადი,შორიდან ნუ უვლი
-არ ვიცი დამიჯერებ თუ არა მაგრამ შენი ნებაა, უბრალოდ მართლა ძალიან მენატრებოდი,ჰოო ვეღარ გწერდი და ვეღარ გირეკავდი ხოლმე,იმიტომ რომ სამსახურში უამრავი საქმე მქონდა. მართლა არ შემეძლო დარეკვა
-იცი რას გეტყვი? ეგ ზღაპრები შენს შვილს მოუყევი ხოლმე როცა გეყოლება
-აუცილებლად მოვუყვები,მაგრამ შენთან ერთად
-ეგ მხოლოდ ოცნებებში
-მე კი პირიქით მგონია,სოფი რატომ არ მიჯერებ? რატომ არ გესმის ჩემი?
-და რატომ უნდა დაგიჯერო? ერთი მიზეზი მაინც მითხარი რატომ?
-იმიტომ რომ მიყვარხარ -რაო მიყვარხარო,მეც მიყვარდი იცი?
-ახალი ამბავი,ეგ უკვე ვიციდი. შეგიძლია რამე ახალი ზღაპარი მოიგონი,რომელსაც შენს შვილს მოუყვები ძილის წინ -ცინიკურად ლაპარაკს არ ვწყვეტდი
-ცოლად გამომყვები?-ის ჩემს ფეხებთან ჩაიმუხლა,ულამაზესი ბეჭედი ეჭირა ხელში, ძალიან ძველი იყო და ძალიან ლამაზი, ალბად დედამისმა დაუტოვა
-ტიტეე..მმეე..-ენა გადამეყლაპა არ ვიციდი რა მჭირდა
-სოფი ცოლად გამიმყვები?
-ბოდიში მაგრამ უნდა დავფიქრე ტიტე,ერთ დროს პატარა ბავშვივით მივიღე გადაწყვეტილება, და აღარ მინდა იგივე გავიმეორო..
იქაურობა და ჩამუხლული ტიტე ისე დავტოვე,პასუხის თქმაც კი არ დავაცადე, სახლში შევარდი და რასაც ჰქვია მოწყვეტის დავეშვი საწოლზე
-დედიკო კარგად ხარ? -შეშინებული ხმით მკითხა ალექსანდრემ
-კარგად ვარ პატარავ -არ მინდოდა ჩემი მღელვარება შეემჩნია
-სად იყავი?
-მეგობარი ვნახე დეე
-ტიტესთან იყავი არა?
-ჩემი ბიჭი. უკვე ისე გაიზარდე ყველაფერს ასე ადვილად ხვდები
-დეე
-ჰო
-ტიტე ძია ისევ გიყვარს?
-არ ვიცი ჩემო პატარა
-მამაზე ძალიან გიყვარს?
-იცი? მე სულ,მთელი ცხოვრება მამიკოს სოფია ვიქნები,შენთვის დედიკო, დანარჩენი ხალხისთვის კი სოფი
-შენ სულ მამას სოფია იქნები და ჩემი დედიკო
-ჰოო ჩემო პატარა
საჭმელი ვჭამეთ,ავალაგეთ მაგიდა და ამასობაში დაღამდა. სულ ტიტე მედგა თვალწინ, მე ხომ ის გულის სიღრმეში მიყვარდა,მაგრამ არა ეს ჩემი სიამაყე მღუპავდა. ბევრი ვიფიქრე ბოლოს ტელეფონი ავიღე ხელში, არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, უბრალოდ დავიწყე წერილის წერა:

"თანახმა ხარ მომიყვანო ცოლად?
სიყვარულში არ იცოდე ზღვარი,
ერთი ლუკმა მისთვის გაყო ორად
ჭირშიც ლხინშიც იყო ჩემი ქმარი.

რომ გიყვარდეს ქუჩა, სადაც დადის,
უკოცნიდე თვალებს, ცრემლით ნაბანს,
პატიობდე რასაც,გულით სჩადის
ყოველ ღამით უსწორებდე საბანს.

თანახმა ხარ უერთგულო სხვასთან?
იყო მამა ყველა მისი შვილის,
ყოველ ღამე იძინებდე მასთან,
თუ არა და გეშინოდეს ძილის?

თანახმა ხარ აპატიო წყენა?
რომ ყოველთვის შენ არახარ სწორი..
რომ სისხლისგან დაგეცალოს ვენა..
რომ უბრალო გიყვარს შენი ცოლი?"

მის პასუხს დიდ ხანს ველოდი მაგრამ არა და არ ჩანდა. ბოლოს დამეძინა,ტელეფონზე ჩახუტებულს დამეძინა. დილით,რომ გავიღვიძე ალექსანდრე გვერდით მიწვა,ისე ტბილად ეძინა... მერე გუშინდელი ღამე გამახსენდა,ამიტომ სწრაფად დავხედე ტელეფონის ეკრანს, ერთი მესიჯი იყო მოსული, ეს რომ დავინახე გული ლამის საგულედან გადმოვარდა. იქ ეწერა:

"თანახმა ვარ მოგიყვანო ცოლად,
სიყვარულში არ ვიცოდე ზღვარი,
ერთი ლუკმა შენთვის გავყო ორად,
ჭირშიც,ლხინშიც ვიყო შენი ქმარი."

არ ვიცი ამ დროს რა ვიგრძენი, მივხვდი რომ ისევ უზომოდ მიყვარდა. სასწრაფოდ მასთან გავარდი. სახლში წერილი დავტოვე,რომ ტიტესთან ვიყავი და მალე დავბრუნდებოდი. მასთან რომ მივედი ლამის კარები ჩამოვიღე, კარები ტიტემ გამიღო, ალბად იციდა მე,რომ ვიქნებოდი და ყურებამდე გაღიმებული დამხვდა, აბა რა სხვა რომელი იდიოტი დაადგებოდა დილის 7 საათზე თავზე ადამიანს
-ტიტეე
-ჩშშ.. -ის ჩემსკენ წამოიწია და თავისი ბაგეები ჩემსას შეახო. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, კანზე ბუსუსებმა დამაყარა. მთელი ძალით ვეხუტებოდი, თითქოს სადმე წასვლისგან ვიცავდი
-ეგრე გამგუდავ პატარავ -ირონიულად მითხრა ტიტემ და კვლავ დააგემოვნა ჩემი ტუჩები
-მთელი ცხოვრება მოგიწევს, ჩემი ატანა, ხომ არ დაგავიწყდა?
-კიი დამავიწყდა, და ამას მალე კვლავ გავიხსენებ იუსტიციის სახლში -სიცილით მითხრა და კვლავ ჩამიკრა გულში

***ქორწილიდან რამდენიმე თვის შემდეგ
-გაიღვიძე პატარავ,სკოლაში გაგვიანდება
-აუუ დედა მეზარება რაა
-მალე ადექი,ბევრს ნუ მალაპარაკებ
-აუუ კარგი
-დღეს ტიტე წაგიყვანს სკოლაში
-მშვენიერია
-ადექი ალექსს..გვაგვიანდება -ოთახიდან გამოსძახა ტიტემ
-ეხლავეე
ტიტემ ალექსანდრე სკოლაში წაიყვანა სახლში კი დიდი თაიგულით დაბრუნდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა
-მიყვარხარ ჩემო ცხოვრება
-ახალი ამბავი, ეგ უკვე ვიცი რამე ახალი მითხარი
-მალე მამა გახდები
-რ-აა? მმეეე? მოიცაა ან..ნნუ შეენ
-ხოო ტიტე ორსულად ვარ, მალე მამა გახდები
-ჩემი ფერია
-ოოო.. უკვე უთხარი? -წუწუნით გამოვიდა მეორე ოთახიდან ლიზი
-ვეღარ მოვითმინე და..
-აუუ კაი რა სოფიი -აყვა ანნაც წუწუნში
-მაგას ახლა რა აზრი აქვს, მთავარია მამა ვხდები გესმით?
-ჩვენ მამიდა -ერთ ხმად თქვეს ტყუპებმა

-----
დ ა ს ა ს რ უ ლ ი
სახელზე ბევრი ვიფიქრე, სულ სხვა სათაური უნდა დამეწერა მაგრამ ეს ვამჯობინე. "დე'და" -ანუ ამ ერთ სიტყვაში ვთქვი დედაც და დაც..
ახლა თვენი აზრი მაინტეესებს.. მადლობა ყურადღებისთვის



№1  offline წევრი იზუკა

ძალიან კარგი იყოდა ემოციური )) მაგრამ მაინც ვერ გავიგე ტიტე ასე გაუფრთხილებლად რატომ წავიდა..ცოტა გული კი დამწყდა ამაზე მაგრამ მთავარია ბოლო ❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინა

რატომღაც მეგონა ტიტე დიდი ალექსანდრეს ძმა იყო (ბაღში რომ პირველად შეხვდნენ, იქ ითქვა, რომ ძმა ჰყავდა დაღუპული) და გერმანიაშიც იმიტომ წავიდა, რომ ეს ამბავი გაიგო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent