შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გატაცებული" (თავი 2)


14-08-2018, 21:26
ავტორი qetti22
ნანახია 2 130

    ირგვლივ საშინელი სიცივეა. თვალების გახელის თავი არ მაქვს. ყველაფერი მტკივა და მცივა. ბოლოს დიდი ძალისხმევის შემდეგ თვალებს ოდნავ ვახელ. ბნელა. ბნელა და ცივა. საშინელი ნესტის სუნია. ალბათ, სარდაფში ვარ. ირგვლივ ვიხედები და ვრწმუნდები, რომ მართლაც სარდაფში ვარ. სარდაფი ძალიან პატარაა. იმდენად პატარა, რომ ხელის ერთი გაწვდენაც საკმარისია, რომ დიდ რკინის კარებს შევეხო. მასთან მისვლა და იმის შემოწმება, ღიაა თუ არა, სისულელეა, რადგან აუცილებლად ჩაკეტილი იქნება. ცოტახანი ვფიქრდები და ვიხსენებ, როგორ გამიტაცეს ღამით. იმის გააზრება, რომ ჩემი გეგმა ჩაიშალა და ჩემს ოჯახთან ვერასდროს დავბრუნდები, მზარავს. ისევ ვხუჭავ თვალებს. თავი მტკივა. ვიყინები. ვცდილობ, ხელებით ჩემი სხეული გავათბო, მაგრამ სულ გათოშილი ვარ. ტანზე მხოლოდ მოკლემკლავიანი მაისური და ჯინსები მაცვია. ჯიბეებში ხელს ვიცურებ, იმ იმედით, რომ ტელეფონს ვიპოვი, მაგრამ იმედები მიცრუვდება. ცოტახანი ვცდილობ დავისვენო, შემდეგ კი, ჩემს თავს ვაიძულებ, ფეხზე ნელა წამოვდგე. გამომდის კიდეც. ჩემს თავს ვაქებ და კარებთან მივდივარ. ვაყურადებ, მაგრამ ჩამიჩუმიც არ ისმის. კედელს ვეყრდნობი წონასწორობის შესანარჩუნებლად, რადგან ფეხები საშინლად მიკანკალებს.
   ვიხსენებ, როგორ გამოვემშვიდობე წინა დღით, ჩემს ოჯახს და თვალები ცრემლებით მევსება. ჯერ კიდევ გუშინ, მეგონა, რომ გადავრჩი და მათ კიდევ ვნახავდი, მაგრამ დღეს ყველა იმედი გადამეწურა. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ვეღარასდროს ვნახავ. მტირალი დედაჩემის და ჩემი დის გახსენებაზე, მეც ცრემლები მდის. ნეტავ, რამდენ ხანს გასტანს ჩემი სიცოცხლე? რამდენიმე დღეს თუ რამდენიმე საათს? ნეტავ, მტანჯველი სიკვდილით მომკლავენ თუ სწრაფად დაასდულებენ ჩემს სიცოცხლეს? ვხვდები, რომ პანიკებში ვვარდები და თავს ვაიძულებ, ფიქრი შევწყვიტო. კუთხეში ვჯდები და თვალებს ვხუჭავ. დაღლილი, მალევე ვითენთები და ძილი მითრევს. თვალწინ დედაჩემი და ჩემი პატარა დაიკო მიდგება, რომელიც მათთან მისვლას მთხოვს, მაგრამ არ შემიძლია, ვერ ვმოძრაობ. მთლიანად სისხლიანი ვარ. ჩემი ტანი სულ ჭრილობებით არის დაფარული. ტკაც. რაღაც ხმას ვიგებ და უეცრად მეღვიძება. ვხვდები, რომ სიზმარი იყო და ვწყნარდები, მაგრამ სისხლიანი ჩემი თავის გახსენებისას ცუდად ვხდები. ტკაც. ხმა კარების მეორე მხრიდანაა. კიდევ ერთ გატკაცუნებაზე კარები იღება. ბნელა და წესივრად ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ვიღაც შემოდის. ფეხზე სწრაფად ვდგები და კედელს ვეკვრი. მკლავზე ხელს სწრაფად მავლებს და მიმათრევს. ვგრძნობ, რომ ძალიან ძლიერია, რადგან მთელი მაჯა მტკივა. მიუხედავად ამ ტკივილისა, ხმას არ ვიღებ და ჩუმად მივყვები. გაქცევის მცდელობას აზრი არ აქვს, რადგან მას ვერ დავუსხლტები. თანაც ძალიან ბნელა და რომც მინდოდეს, აქედან ვერ გავაგნებ. სულ დერეფნებია. უკვე იმდენი დერეფანი გავიარეთ  რომ თავგზა ამებნა. მშვიდად მივდივართ. ვატყობ არც ის ჩქარობს, მაგრამ ყურადღებას წამითაც არ ადუნებს. ბოლოს, კიდევ ერთი დერეფნის შემდეგ, კარებს აღებს და კიბეებზე ავყავარ. გარშემო ყველაფერი ნათდება. ირგვლივ ვიხედები. ძალიან მდიდრული სახლის, ერთ დიდ დარბაზში ვარ.ყველაფერი განათებულია, ისე, როგორც ლამაზ სასახლეებში. კედლებზე, უამრავი სურათები და ნახატები კიდია. ავეჯი ძველმოდური, მაგრამ ძალიან ლამაზია. თავი ისევ სიზმარში მგონია და მავიწყდება, რომ გატაცებული ვარ. ბოლოს, ბიჭი სწრაფად მიმათრევს მეორე ოთახისკენ. ისიც ასეთივე მდიდრულია, ყელაფერი ძალიან გემოვნებით არის შერჩეული. შემდეგ, უფრო სწრაფად მიმათრევს და კიდევ ერთ ოთახში გავყავარ, რომელიც მისაღებს ჰგავს. ცენტრში რამდენიმე ძვირფასი, ხავერდგადაკრული დივანი დგას, მათ შუაში კი მაგიდა. ოთახის ერთ კედელზე ბუხარია. მის მოპირდაპირედ დიდი კარებია, ალბათ მთავარი შემოსასვლელია. ისევ წინ მივდივართ და გრძელ დერეფანში ვხვდებით. მალევე გავდივართ დერეფანს, ერთ-ერთი ოთახის კარებს აღებს და შიგნით შევყავარ. ოთახიც ისეთივე მდიდრულია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, უბრალოდ ეს პატარაა.
  - ეს შენი ოთახია. სააბაზანო იქით არის - მითითებს ერთ კარებზე - კარადებში სუფთა ტანსაცმელია და შეგიძლია გამოიყენო. გაქცევაზე არც იფიქრო, და ჭკვიანად იყავი, ბატონი მალე მოგაკითხავს. - საშინლად ცივი ხმა ჰქონდა. სახეზე კი ვერანაირ ემოციას ამოიკითხავდით. როგორც კი დაასრულა ლაპარაკი, ოთახი დატოვა. ბატონი... ნეტავ, ვინ არის ბატონი? ალბათ ვინც მე გამიტაცა. როგორც ბიჭმა თქვა, მალე მოვა და ვნახავ. მხოლოდ ისღა დამრჩენია  ველოდო.
    ლოგინზე ჩამოვჯექი და ოთახს თვალი მოვავლე. ჩვეულებრივი ოთახი იყო, მაგრამ ჩემს ძველ ოთახზე უფრო დიდი, ლამაზი და მდიდრული. ძველი ოთახის გახსენებაზე ცრემლები მომადგა, მაგრამ მანამ მოვიწმინდე, სანამ წამოვიდოდა. ავდექი და სააბაზანოში შევედი. პირი ცივი წყლით მოვიბანე და შემდეგ ოთახში დავბრუნდი. მიუხედავად ბინძური ტანსაცმელისა, ხელი არაფრისთვის მიხლია, მხოლოდ ლოგინის ერთ კუთხეში ვიჯექი და ვიცდიდი ისევ როდის გაიღებოდა კარები.
    დიდ ხანს ლოდინი არ დამჭირვებია. კარები გაიღო და შიგნით მაღალი ბიჭი შემოვიდა. ნუთუ, ეს არის ბატონი? ასეთი ახალგაზრდა? ბიჭი ძალიან მომხიბვლელი და სიმპათიური იყო. მოკლე, შავი თმები ჰქონდა. ოდნავ ეტყობოდა ახალი ამოსული წვერი. თვალები ჭაობივით მწვანე, ისეთი როგორიც მამაჩემს ჰქონდა. მისი სილამაზით მონუსხული, წამით მივაშტერდი, მაგრამ გამახსენდა, რომ აქ მის გამო ვიყავი და მაშინვე მოვიშორე ჩემი სულელური ფიქრები. შევამჩნიე, როგორ ამათვალიერა. ვცდილობდი თვალებში მეყურა, რადგან დარწმუნებულიყო, რომ მისი არ მეშინოდა. ასეც იყო, არ მადარდებდა რას მიზავდა. რამდენიმე წამს ორივე ჩუმად ვიდექით, შემდეგ ლაპარაკი მან დაიწყო.
  - აბა, ამელია მეტროპოლის, თავს როგორ გრძნობ? - საშინლად ბოხი და რბილი ხმა ჰქონდა. ეს ხმა ჩემში ცუდ ემოციებს აღძრავდა. პასუხი არ გამიცია, ისევ უძრავად ვიდექი. - როგორ ჩანს ლაპარაკი არ გინდა.
  - რას მიპირებ? მომკლავ, თუ ჯერ მაწამებ? - ყველანაირი ემოციის გარეშე ვუთხარი და საკუთარი თავის გამიკვირდა, რადგან გულის სიღრმეში, ერთი სული მქონდა, როდის ვიტირებდი.
  - ოჰ, ასე ნუ ჩქარობ. შენს მოკვლას არ ვაპირებ, მანიაკი კი არ ვარ - თქვა და გაიცინა.
  - ვითომ? - მთელი ირონიით ვიკითხე. შევატყე, როგორ დაეტყო გაღიზიანება, მაგრამ მალევე დამშვიდდა. ვიცოდი, რომ ცეცხლს ვეთამაშებოდი, მაგრამ ახლა ეს არ მადარდებდა.
  - შენი გეგმა საინტერესო იყო, ქალაქიდან გაპარვა შენს დაბადების დღეზე, მაგრამ მე შენზე ჭკვიანი ვარ, საყვარელო. - სარკასტულად მითხრა და ლოგინზე ჩამოჯდა. - არ გინდა დაჯდე, საყვარელო? - ეს ტიპი საშინლად მარიზიანებდა. მინდოდა, ნათქვამი "საყვარელოსთვის" თავზე რაიმე გადამემტვრია, მაგრამ ნერვები მოვთოკე და ჩუმად დავრჩი.
  - მაინტერესებს რას მიპირებ! - პირდაპირ ვუთხარი. წამით შეყოვნდა.
- ასე ძალიან გაინტერესებს? - ხუმრობის ხასიათზე იყო. როცა ისევ არაფერი ვუპასუხე, განაგრძო - მაგას მოგვიანებით გაიგებ ლამაზო, ახლა კი დაისვენე. და კიდევ, დღეს ერთად ვივახშმებთ, შენი უკეთ გაცნობა მინდა. - მითხრა და ისევ მარტო დამტოვა. არცერთ კითხვაზე არ გამცა პასუხი და ეს მაცოფებდა. კარებთან მივედი, იმის შესამოწმებლად ღია იყო თუ არა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩაკეტილი იყო. ფანჯარას კი გისოსები ეკეთა. მინდოდა მაგრად მეყვირა და აქაურობა დამელეწა, შემდეგ კი გაუჩერებლად მეტირა, მაგრამ ჩემს თავს ასე დაცემის უფლებას ვერ მივცემდი. არ უნდა დავნებებულიყავი. ეს მე სულიერად გამანადგურებდა. ახლა მხოლოდ სიმშვიდე უნდა შემენარჩუნებინა და დავლოდებოდი, რას გამიკეთებდა ეს მაინიაკი, მაგრამ ვიცოდი, რომ კარგი არაფერი მოხდებოდა.
 
ესეც დაპირებული ახალი თავი❤️მადლობა რომ კითხულობთ და მოგწონთ❤️დაგვიანებისთვის ბოდიში ❤️ ახალი თავი აიტვირთება პარასკევს ❤️



№1 სტუმარი სტუმარი lia

sainteresod daiwke,kargi istoria hans.

tavebi gaadide.

 


№2  offline წევრი qetti22

სტუმარი lia
sainteresod daiwke,kargi istoria hans.

tavebi gaadide.

მადლობა რომ კითხულობ ^^ნელნელა აუცილებლად გავზრდი თავებს ❤️❤️

 


№3 სტუმარი sofo

აუუ თავები გააზარდე რა,მომწონს ძალიან

 


№4  offline წევრი qetti22

sofo
აუუ თავები გააზარდე რა,მომწონს ძალიან

თავები აუცილებლად გაიზრდება ❤️❤️❤️ძალიან მიხარია რომ მოგწონს ^^ <3

 


№5  offline წევრი naniko mindia

Veli moutmenlat kargi istoria ❤️❤️❤️❤️❤️
Warmatebebi ❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№6  offline წევრი qetti22

naniko mindia
Veli moutmenlat kargi istoria ❤️❤️❤️❤️❤️
Warmatebebi ❤️❤️❤️

მადლობა ❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი keti27

საინტერესოა, წარმატებები.

 


№8  offline წევრი qetti22

keti27
საინტერესოა, წარმატებები.

მადლობა ❤️

 


№9 სტუმარი Girl

ძალიან მომეწონა.საინტერესო და "ჩამთრევია".მოუთმენლად ველი ახალ თავს.❤❤

 


№10  offline წევრი qetti22

Girl
ძალიან მომეწონა.საინტერესო და "ჩამთრევია".მოუთმენლად ველი ახალ თავს.❤❤

მიხარია რომ კითხულობ და მოგწონს <3

 


№11 სტუმარი რუსუდანi

ძალიან მომეწონა.იმედია გააგრძელებ.უძალიანმაგრესად მაინტერესებს.❤

 


№12  offline წევრი khatia khatia

კაია დზაან heart_eyes stuck_out_tongue_winking_eye მალე დადე რა joy joy
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№13  offline წევრი qetti22

რუსუდანi
ძალიან მომეწონა.იმედია გააგრძელებ.უძალიანმაგრესად მაინტერესებს.❤

რათქმაუნდა აუცილებლად გაგრძელდება ❤️❤️მადლობა რომ კითხულობ და მოგწონს ❤️❤️

khatia khatia
კაია დზაან heart_eyes stuck_out_tongue_winking_eye მალე დადე რა joy joy

დღეს დაიდება მესამე თავი ❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი ანუშ

ამელია მეტროპოლისი პრიმცესას დღიურებიდან მოპარე ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent