შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“გამოღვიძება”


26-10-2017, 23:56
ავტორი Еле На
ნანახია 1 753

თვალები დამძიმებული და დასიებული მაქვს,მინდა გავახილო, თუმცა ვგრძნობ,რომ ჩემგან თითქმის აღარაფერი დარჩა და ნელ-ნელა ვიმსხვრევი,მაგრამ სანამ განადგურების ბოლო ფაზაში გადავალ ვცდილობ გავარკვიო ჩემს ირგვლივ მიმოფანტული ნისლის მიზეზი...კვამლი,ცეცხლი და ქაოსი
შემდეგ ყვირილი... ვშიშობ,რომ ის არის და ვკანკალებ...მიჭირს სიტყვების გარჩევა თუმცა გარკვევით მესმის
-ის მოკვდა
და მეც ნაწილებად ვიშლები.
********************************************
თვალებს ვახელ,სიმსუბუქეს და სინაზეს ვგრძნობ,თითქოს ხელმეორედ ვიბადები და შეძლებისდაგვარად საკუთარი თავის დათვალიერებას ვიწყებ,სარკეში ვიხედები და არაფერი შეცვლილა ისევ გრძელი, თეთრი კაბა მაცვია,მაგრამ ვჩერდები უფრო ახლოს მივიწევ სარკესთან და ახლაღა ვაკვირდები მკერდთან დამჩნეულ წითელ ლაქებს,გაკვირვებული შევცქერი და ისევ პირვანდელ ადგილს ვუბრუნდები,ვუყურებ და ვხედავ ჩემ გაწეწილ თმას და გახეთქილ ტუჩს , რომელიც ყოველთვის ასე ძალიან მომწონდა,თუმცა ახლა რაღაც მეუცხოვება,უშნოდ ვიშმუშნები და ვცდილობ აზრზე მოვიდე,
ხმა მესმის,ვიღაც მეძახის ვიხედები და მოკრძალებულად ჩაცმულ მოხუც ქალბატონს ვხედავ,ჩემი დანახვისას სახე ეცვლება,მწუხარებას და ტკივილს ვგრძნობ,სევდიანი თვალებით მიყურებს და თავისთვის გაურკვევლად ბურტყუნებს,შემდეგ ხელს მკიდებს და დიდ ოთახში შევყავარ.......აქეთ იქით ვიყურები და მხოლოდ ახლა ვხვდები,რომ მე.......
ტირილს ვიწყებ და ყველაფერი მეუფერულება,ვგრძნობ,როგორ მიდის ჩემგან ყველა ორგანო და უსაშველოდ ცარიელი ვრჩები,მუხლებზე ვემხობი და ბოლო ხმაზე ყვირილს ვიწყებ, მინდა ყველაფერი შემოვიხიო და ისედაც განადგურებული საკუთარი თავი უარესად გავანადგურო,შემდეგ ვგრძნობ,როგორ უხეშად მეხება ვიღაც და მთელი ძალით სახეში მირტყავს, სიჩუმე..............
********************************************
თვალებს ვახელ,აღარ ვყვირი,მაგრამ მეშინია,მას ჩემი ხელი უჭირავს და ნერვიულად მიყურებს,ვიბნევი მიჭირს რამის გააზრება ის კი იღიმის და მეუბნება:
-საყვარელო,ისევ ცუდი სიზმარი ნახე?



№1  offline წევრი skida

გამისკდა გული

 


№2  offline წევრი Еле На

skida
გამისკდა გული

რატო? :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent