შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შრამიანი (თავი 6)


15-08-2018, 18:11
ავტორი ქეთათო4
ნანახია 2 501

ჩაშავებული თვალებით მიშტერებოდა შავ ღრუბლებს, რომელიც სადაცაა გასკდებოდა და ღრიალით გადმოეშვებოდნენ წვიმის მსხვილი წვეთები.
შავი ფინჯანი ეჭირა ხელში და ჩაის აგემოვნებდა, ტელეფონმა რომ დარეკა და სიმშვიდე დაურღვია, სულ ცოტახანს ეგონა ბერო იქნებოდა მაგრამ როცა ანთებულ ეკრანზე უცხო ნომერი ამოიკითხა მიხვდა რაღაც რიგზე ვერ იყო
-ალო! სულ ოდნავ უკანკალებდა ხმა მაგრამ თავს ბოლომდე არწმუნებდა, რომ ცუდი არაფერი ხდებოდა
-ბატონი ბეროს ახლობელი ბრძანდებით?
სახელის გაგონებაზე ტკივილი მოაწვა გულზე და იქვე ჩაიკეცა, მიხვდა რაღაც რიგზე ვერ იყო და ზუსტად ამიტომ აგვიანებდა პასუხს.
ახლა, რომ შესძლებოდა ძალიან შორს გაიქცეოდა და უკან მოიტოვებდა ყველაფერს, რაც კი მის არსებას ანადგურებდა.
-დიახ. ნერვიულობისგან ყველა ძარღვი დაჭიმული ჰქონდა და მხოლოდ იმას ევედრებოდა ღმერთს ბერო კარგად ყოფილიყო
-სავადმყოფოშია! და გაწყდა ყველაფერი, რაც კი ნენესა და სიმარტოვეს შორის იყო გაბმული, დაჭრილ მხეცს დაემსგავსა, რომელიც ბოლომდე იბრძვის იცოცხლოს და მიწას მოშორდეს, რომელზეც გართხმულია და სისხლოს გუბეში ცურავს.
ბეროს სახე წარმოიდგინა და ყველა მისი მიმიკა, რაც კი ოდესმე ნენეს თვალს შეუმჩნევია. მერე მისი ბოხი ხმა, რომელიც ყოველ დილას ტელეფონში ჩაესმოდა, ხო ზუსტად ამ ტელეფონში რომლიდანაც ახლა მის ცუდად ყოფნას აგებინებენ.
-მოვალ, ძალიან მალე მოვალ! ძლივსღა ამოღერღა სიტყვები პირიდან და იქვე მიგდებულ შავ მოსაცმელს დასწვდა.
სიგიჟეა ასე გიყვარდეს ადამიანი და უბრალოდ საკუთარ თავს ვერ ერეოდე.
გიჟივით მირბოდა წვიმაში და მხოლოდ ერთი სახელი ტრიალებდა მის გონებაში.
ვერ გრძნობდა სიცივეს, ვერც სისველეს უბრალოდ გარბოდა და ზუსტად იცოდა დაიბრუნებდა, აუცილებლად დაიბრუნებდა ბეროს.
სავადმყოფოს კარი ხელის კანკალით შეაღო და უსიამუვნო სუნს შეერია მისი წვიმანარევი სუნამოს სურნელი.
ცოლ-ქმარს გახედა მუხლებზე მდგარნი, რომ ევედრებოდნენ უფალს შვილის კარგად ყოფნას და ამან ორმაგად დაამძიმა გასვიანის გული.
მიდიოდა მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდნენ, სადაცაა ჩაიკეცებოდა, რომ არა იქვე მდგარი მაგარი სხეული.
ბოლომდე დაეყრდნო მის მძლავრ ხელს და ახლა იმასაც ვეღარ აანალიზებდა, რომ სრულიად "უცხო" მამაკაცზე ბოლომდე იყო მინდობილი.
-ფრთხილად! ნაცნობი ბოხი ხმა, რომ გაიგონა მაშინვე აუთრთოლდა ძარღვები და მამაკაცს ახედა
-ნენე! ბეროს ხმამ უკვე მეორედ გაიჟღერა და ნენემდეც მალევე მიაღწია.
-ჯანდაბა მელანდები? ამოისლუკუნა და მაშინვე ჩააფრინდა მის განიერ მხრებს
-აქ რა გინდა?
-დამირეკეს ბერო, გეფიცები გავგიჟდი! კაცის ყელში ჩურჩულებდა და ბეროს სურნელით ჟღენთავდა საკუთარ ფილტვებს.
გარეთ ჭექა-ქუხილის ხმა აყრუებდა ყველაფერს და წვიმის ხმას წამით ფარავდა.
ხელს არ უშვებდა თითქოს სადმე გაიქცეოდა
-ჩენთან წავიდეთ კარგი? ჩაშავებული თვალებით ახედა მამაკაცს და მის შავ სფეროებში ჩაიკარგა. პასუხი უკვე კარგად იცოდა მაგრამ სასწაულად უნდოდა მოესმინა ის ხმა რომელზეც გიჟდებოდა
-კარგი. სულ ოდნავ დააშორა ბაგეები ერთმანეთს ნოზაძემ და მალევე დაიკავა მძღოლის ადგილი.
მშვიდად მართავდა საჭეს მაგრამ მის კისერზე გამუდმებით დახტუნავდა დაჭიმული ძარღვი.
ცდილობდა თავი შეეკავებინა და ნენესთვის არ ეღრიალა, რომ ისევ მის გამო ჩაიგდო თავი საცოდავ მდგომარეობაში
-ბერო არ მეტყვი რა მოხდა? ქალის უიმედო თვალებს, რომ გადააწყდა მიხვდა დასამალი აღარაფერი იყო
-ნარკოტიკის ზედმეტი დოზა მივიღე! იმდენად მშვიდი ჩანდა ნოზაძე, რომ ვერანაირი ემოცია ამოიკითხა გასვიანმა.
შიგნიდან ჩაიფშვნა ყველაფერი და გარეთ მაშინ გამოხეთქა მანქანა, რომ გააჩერა და სანაპიროზე გადავიდა
-ჯანდაბა ბერო მელაპარაკე, მიდი მითხარი რას ფიქრობ ნურაფერს იგროვებ გულში
-ამის დედაც ნენე, რა გინდა? გამანადგურე! შემომხედე, რას ვგავარ.
ბოლო წამამდე მჯეროდა, რომ მოვკვდებოდი და დავისვენებდით მაგრამ არა ყველაფერი თავიდან იწყება.
-რაას გაურბიხარ?
-შენ გაგირბივარ გესმის? ყოველთვის როცა უკან მოგსდევ და ვცდილობ ხელი ჩაგჭიდო უგზო-უკვლოდ მიშვებ და მხოლოდ იმიტომ, რომ დედა მოტ*ნული პრინციპები ვერ დაივიწყე!
-ბერო მშვენივრად იცი, რომ ყველაფერი მასე არაა
-ცხოვრების დედას შევე*ი გესმის? მოდი დავასრულოთ ნენე. უბრალოდ გავუშვათ ერთმანეთი და მორჩა
-ასე მარტივად?
-ხო ნენე ასე მარტივად გამიშვი შენც!
-იყოს ისე როგორც შენ გინდა!
ყველაფერი დავასრულოთ!
დაუმშვიდობებლად აქცია ზურგი და სანაპიროს გაუყვა.
მიდიოდა და ყოველ ნაბიჯზე საკუთარ გულს ადგამდა ფეხს.
------
ძალიან რთულია, ძალიან გესმით? ორი თვე, ზუსტად ორი თვეა რაც გავიგე, რომ ბერო ნოზაძეს ცოლი ყავს, ეკატერინე მახვილაძე.
სახელი გეცნობათ?
------
კომპანიის შესასვლელში ქალის ღიმილიანი სახე შენიშნა და შავი ქუსლიანის კაკუნით მივიდა მასთან.
-მოგესალმებით! თბილად მიესალმა და პასუხს დაელოდა
-ლუკასთან ვარ! მისი ეს ბერძნული აქცენტი იმდენად შესანიშნავი იყო წამით გაუშტერდა მელინას თვალი მასზე.
-აქეთ მობრძანდით! მოწიწებით ეპყრობოდა ქალს, მის ყოველ მიხვრა-მოხვრას თვალს ადევნებდა.
-ახლა უკვე ჩემით წავალ! ოდნავ გაუღიმა და შავად შეღებილ კარში გაუჩინარდა.
კომპანიაში არეულობა იყო, თითქოს ვიღაცას ელოდნენ და ყველა ფაცი-ფუცობდა.
რას ვერ იტანდა ბატონი ლუკა? არეულობას! პასუხიც მარტივია შენობის წინ გაჩერებული ავტომობილიდან სიმკაცრით გაჟღენთილი სახე მოჩანდა.
შემოსასვლელთან მიეგებნენ და წუთით ყველამ შეიკრა სუნთქვა
-ტენდერი მოვიგეთ! უემოციო სახით თქვა და წამსვე ატყდა ყიჟინა
-მადლობა ყველას! სულ ოდნავ შეაპარა ღიმილი და კაბინეტისკენ აიღო გეზი.
კარის შეღებისთანავე არ გამორჩენია დივანზე მოკალათებული ქალი და მისი გამჭოლი მზერა. უსალმოდ ჩაუარა გვერდი და კუთვნილი ადგილი დაიკავა.
-ნენე გასვიანი! თვალებში უყურებდა მამაკაცს
-ლუკა გელოვანი! მამაკაციც არ სწყვეტდა თვალს მის მწვანეებს.
-ბატონო ლუკა სამსახურის თაობაზე ვარ. თავდაჯერებულ ტონს ჭკუიდან გადაჰყავდა ლუკა და სულ ცოტახნით გამოეთიშა სამყაროს.
-ბატონო ლუკა! ხელი აუფრიალა ნენემ
-კი ვიცი პაატამ დამირეკა. მდივნის მოვალეობას შეასრულებ!
-მაგრამ მე მითხრეს...
-არ ვიცი შენ რა გითხრეს, მაგრამ მე გეუბნები დღეიდან ამ ჰოლდინგის უფროსის მდივანი ხარ!
კაცის ბრაზნარევმა ხმამ მოიყვანა აზრზე და სულ ოდნავ დააშორა ბაგეები ერთმანეთს.

--------
უიმეე გადავიკითხე და დედა ინდური სერიალი უფრო დალაგებულია ვიდრე ჩემი მოთხრობა
მოკლედ შემიფასეთ და ყველას ბოდიში, რომ ასეთი არეულია მუზა სულ 5 წუთი მოვიდა და თავიდან კარგია მერე არც დამეკითხა ისე წავიდა და კი გამოვიდა აჯაფსანდალი :დ
მომენატრეთ და ძალიან მიყვარხართ!



№1  offline წევრი ნორმი

მაინც არ მეყო.დიდი თავი მინდოდა.ძალიან მომეწონა.
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი ნენეე

როგორ მომენატრნენ, რომ იცოდე❤ ველოდები სვანუკიას❤
--------------------
ნენე გასვიანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent