შრამიანი (თავი 5)
ყველაზე დიდი გამოწვევა მიიღო გასვიანმა და ახლა თავადაც ხვდებოდა ყველაფერი რა რთულად იქნებოდა. კიდევ ერთი დილა დაიწყო ბეროთი და ამან უარესად გააღიზიანა ნენე. ცდილობდა და ბოლომდე ხარჯავდა ენერგიას მისი ორგანიზმიდიან ამოეფატრა ბერო ნოზაძე და იმ ადგილას მარილი მოეყარა. გულში საშინელი ტკივილი იგრძნო და სხეული შეუხტა, როცა წარმოიდგინა რომ საკუთარ თავს ომი გამოუცხადა თანაც ისეთი სადაც წაგებული თავად რჩებოდა. ბეროს გარეშე ცხოვრება როცა ისწავლა მაშინ გამოეცხადა ეს შავთვალა "დემონი" და ყველაფერი აურია. ახლა ხელახლა იწყებდა ცხოვრების დალაგებას და ბეროს უნაკლო პროფილს უყურებდა. -ღმერთო შემიძლია ასე ვიყო და გიყურო საათობით! ღმერთკაცი ხარ ბერო! ამოიჩურჩულა და შიშველ მხარზე მიაწება ტუჩები. -შემიძლია მთელი სხეული დაგისახიჩრო და ამით უდიდესი სიამივნება მივიღო. ჯანდაბას შენი თავი და საერთოდ ჩემიც უგონოდ შემიყვარდი ბერო. ხოდა ახლა ზუსტად ვიცი, რომ შენში თითოეული სისხლის წვეთი ჩემგამო მოძრაობს და იცოდე, თუნდაც ერთმა უჯრედმა რომ გამყიდოს და სხვა გაითავისოს არ გაცოცხლებ. ნეტავ იცოდე რამდენად ბევრი ხარ ჩემში და როგორ ვცდილობ ყოველდღე მოგიშორო ჩემი არსებიდან, მაგრამ ყველაფერი უკუღმა მიტრიალდება და უფრო ღრმად შემოდიხარ ჩემს სულში. ხო იცი ბერო როგორ სიყვარულს ვერ ვიტან? მშრალს. ხო ზუსტად მშრალს, ლამის ერთმანეთი გალოკონ და ეს გონიათ სიყვარული მე კიდევ ხომ იცი მასე გახუნებული სიყვარულით არასდროს შემიყვარდებოდი. გული მერევა ახლაც და მერეც ამერევა, სულ ამერევა მსგავს სიყვარულზე. ბერო როგორ უგონოდ შეგიყვარა ჩემმა სულმა ნეტავ ხვდებოდე, მაგრამ ამას მეც ვერ ვხვდები. არაბუნებრივია გეფიცები. კაცს ეჩურჩულებოდა და მის ყელს არ აშორებდა მხურვალე ტუჩებს. ჯიუტად აგრძელებდა ძილს და ამით უფრო მეტად ამძაფრებდა გრძნობას, რომელსაც ნენე განიცდიდა. სამზარეულოში იდგა ჩაით სავსე ფინჯანი ეჭირა და ახალ ამბებს ადევნებდა თვალს უცბად, რომ ნაცნობ სახეს წააწყდა და მაშინვე გაადიდა მოცემული ინფორმაცია -"გურამ გასვიანის შვილი იძებნება" აიპადი ხელიდან გაუვარდა და კანკალი აუვარდა. ვერ აანალიზებდა რატომ ან რისთვის ეძებდნენ მას. ცრემლებმა მალევე გაიკვლიეს გზა მის ლოყებზე და ერთმანეთის მიყოლებით დაიღვარნენ იატაკზე. -რატომ არ მანებებ თავს? ფინჯანი კედელს გაუქანა და მაგიდასთან ჩაიკეცა. ხელს გამუდმებით მუხლზე ისვამდა, სადაც მოზრდილი შრამი ეტყობოდა. -ამისთვის ჩამოხვედი? სამზარეულოში შემოსულ ბეროს ზედ არ უყურებდა -რა ხდება? -და რისთვის ბერო? განა ღირდა ამდენი იმედი იმ ყველაფრისთვის? მე შენ გენდე შენ კი რა გააკეთე? თამაზმა გამოგგზავნა? -ნენე მომისმინე არავის გამოვუგზავნივარ მე ჩემი ნებით ვარ აქ -ამის დედაც თვალებში მიყურებ და მატყუებ. შეგეძლო გეთქვა აქ რისთვისაც იყავი ბერო -ჯანდაბა ვერაფერს ვხვდები! ხელი ნერვიულად გადაისვა თავზე და ნენეს დახედა -წადი! -ამ ცხოვრების ყველაფერი მოვ**ან ნენე უშენოდ ვერ ვიცოცხლებ და ვიღაც სი*ებს უნდა გამოვეგზავნე, რომ წამოვსულიყავი? ჯანდაბა ჩემი ისევ არ გჯერა, როგოდც მაშინ არ გჯეროდა ახლაც ასევეა. მე შენ უღმერთოდ მიყვარხარ და ეს ვერ შეიგნე, მაგრამ მხოლოდ შეგნება არა გათავისებაც უნდა. იფიქრე, რომ იმ *ლეების გამო ვარ აქ -თამაზი ბიძაშენია ბერო -ხოდა იმის დედა მოვტ*ან! იღრიალა ნოზაძემ -ასე არ შეიძლება ნენე მსჯი იმ არაკაცის გამო? ხოო ნოზაძეა და რა ვქნა? ხო ნენე მამაჩემი ძმაა ამის დედაც. სახე მოისრისა ბერომ და ფეხზე წამოდგა -სანამ ჩემში ბოლომდე არ დარწმუნდები მანამდე უბრალოდ არ მოხვიდე. სიტყვები ძლივს გადააბა და მალევე გაიხურა სახლის კარი. საკეტის ხმამ კიდევ ერთი ისარი შეურჭო ნენეს გულს და ბოლომდე გამოიღო მასში არსებული ყველა გრძნობა. იატაკზე იჯდა და ხმას არ იღებდა ახალ იმედებს ელოდებოდა რომელსაც ჩაებღაუჭებოდა. არ ჰქონდა ძალა, ბოლომდე განადგურებული მისჩერებოდა შავ ფილებს,ძალიან ძალიან ცივ ფილებს... ღამის ოთხი საათი იყო სახლში, რომ დაბრუნდა არაფრის თავი არ ჰქონდა მაგრამ თავს აიძულა საშხაპეში შესულიყო და ყველაფერი ერთიანად ჩამოერეცხა. ბრაზი ახრჩობდა იმდენად, რომ მზად იყო მოეკლა ყველა, ისევ თამაზის გამო კარგავდა საყვარელ ქალს. თავს ვერ პატიობდა მაშინ ასე მშვიდად, რომ გამოუშვა ნენე. -ამის დედაც ნენე როდის დამიჯერებ? ცხელი წყლის ქვეშ იდგა და ჩაწითლებულ თვალებს ვერაფერს უხერხებდა -ჯანდაბა ძალიან მინდა! გარეთ დატოვებული შარვლის ჯიბიდან თეთრი ფხვნილით სავსე პაკეტი ამოიღო და ისევ კაბინაში შეიკეტა. -მკლავ ნენე გეფიცები მკლავ! ესღა თქვა და თეთრი ფხვნილი გაამეფა საკუთარ ორგანიზმზე. ჯიუტად მიშტერებოდა ერთ წერტილს და თვალები უკვე ძალიან იმჩნევდნენ წითელს. ---- პატარაა ხო ძალიან? ვიცი მაგრამ ქალაქგარეთ ვარ და ინტერნეტი იმდენად "მენატრება" რომ როგორცკი შანსი მქონდა ესევე დავიწყე წერა და თან იმას ვლოცულობდი არ გამორთულიყო! შემიფასეთ რა თქვენი აქტიურობა მართლა მჭირდება და ისიც ვიცი, რომ ბევრი შეცდომაა.. ძალიან ძალიან ბევრი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.