შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სარკე(თავი IV)


15-08-2018, 19:54
ავტორი rare
ნანახია 1 601

დილით დიდ, უფრო სწორად, უზარმაზარ, თეთრ, ქათქათა, ოთახში გამომეღვიძა. ჩემმა მზერამ წამიერად შემოატარა თვალები ოთახს. თითქმის ყველაფერი თეთრზე თეთრი იყო, ისე, როგორც ოფისსში. ჩემი დასვრილი, დასისხლიანებული და, უბრალოდ, ბინძური, ტანსაცმელი რძისფერ თეთრეულს უვარგისსაც კი ხდიდა. ეს ოთახი ისეთი მშვიდი იყო, ისეთი სასიამოვნოდ საყურებელი. ანდრეის კაფეს მსგავსად, აქაც ყოველ კუთხეში მოცულობითი, ფოთლოვანი მწვანე მცენარეები იდგა, რომელთა სახელსაც დღემდე ვერ ვიმახსოვრებდი.
ჩემი მახვილი მზერა თომასას შეეჩეხა და მოულოდნელობისგან დამნაშავე ბავშვივით მორცხვად დავხარე თვალები.
მახსოვს როგორ მივსდევდი ქუჩაში მის სილუეტს, იმის მერე გონება თითქოს ნისლში ჩაძირულიაო, ვერც კი ვიღდგენ სურათს, თუ როგორ მოხდა "ეს" და რა გზით აღმოვჩნდი იმ ადამიანის სახლში, რომლის დანახვაც კი ყველაზე დიდ უცნაურ შიშსა და მოკრძალებას აღვიძებდა ჩემში.
- თო...თომ..მა...- ამოვილუღლუღე და ამავდროულად ვიგრძენი, თუ როგორ ამტკივდა ყველა კუნთი.
-ჩშშშშ..-თვალს ვაყოლებდი მის მოძრაობას, რომელიც ოთახის კუთხიდან დაიწყო და საწოლის კიდესთან დასრულდა. ის გვერდით მომიჯდა, ნიკაპზე მისი თითები ვიგრძენი, სახე ამიწია და მითხრა, რომ სანამ უკეთ არ ვიქნებოდი არსად არ გამიშვებდა.- დამოუკიდებლად დაბანას შეძლებ? ახალი და სუფთა ტანსაცმელი აბაზანაში აწყვია..
-ვეცდები.- საკუთარ შესაძლებლობებში ყველაზე ნაკლებად დაჯერებულმა ვუპასუხე.
მასზე დაყრდნობილი აბაზანაში შევედი.
-როდესაც გაიხდი ამ რკინას მოეჭიდე და ისე შედი დასაბანად, კიდევ... ჰო, მე აქვე ვიქნები, თუ თავს სუსტად იგრძნობ დაიყვირე. ეს პირსახოცი ასაფარებლად- თომა ასეთი იყო, ის არასდროს არ ივიწყებდა თავისებურ იუმორს. ამ წუთში ყველაზე მეტად ეს ხუმრობა მაღიზიანებდა, მაგრამ მადლიერების გრძნობამ არ მომცა მისი უკადრისობის უფლება. პირველად გავიცინე მის ნათქვამზე და ე.წ "ასაფარებელი" ყოველი შემთხვევისთვის აბაზანასთან ახლოს დავდე.
ტანზე ნელ-ნელა ვიხდიდი და ვცდილობდი არ შემეხედს ჩემი სხეულისათვის, ერთ დროს უმანკოც რომ იყო. ნაკაწრები, სისხლჩაქცევები. მუცელი და სასქესო ორგანოები მთლიანად მტკიოდა.
ახლა კი უკვე ნათლად წარმომიდგებოდა თვალწინ გუშინდელი კოშმარის თითოეული დეტალი, თითქოს ხელახლა ვგრძნობდი იმ ამაზრზენ შეხებას და ვცდილობდი მაქსიმალურად მომეშორებინა სხეულიდან მისი კვალი, მისი მყრალი სუნი. თითქოს ამას იმ ღამის ისტორიიდან წაშლაც შეეძლო, მაგრამ ვერა. მან ხომ სამუდამოდ დამამახინჯა.
განბანვის რიტუალს მოვრჩი, მაგრამ იმ ღამის კვალი მაინც ვერ ჩამოვიბანე. ვერასდროს ვერ დავივიწყებდი ამას. როგორ ნათლად მახსოვს მისი სახე, მისი ამაზრხენი გამოხედვა და სადაც არ უნდა შემხვედროდა, ვფიცავ, მოვკლავდი. მეზიხღება ისიც და საერთოდ ყველა მძულს. რაც უფრო ღრმად ვაანალიზებდი მომხდარს, მით უფრო მეტად მიტანდა ისტერია და ნელ-ნელა მთელი სახლი ჩემი კივილით ივსებოდა. თომას ფეხის ხმა ვიგრძენი, ელვისებური სისწრაფით გაჩნდა სააბაზანოში, ზურგიდან პირსახოცი მომახვია და ამომიყვანა. გონება იმდენად მქონდა დაბინდული, რომ თითქოს დამავიწყდა ვინ იყო ჩემს გვერდით, დასახმარებლად ხელგამოწვდილ უფროსს ხელი ვკარი და კოჭლობით საწოლისაკენ გავიქეცი.
-მესმის შენი! მართლა მესმის!- ტანსაცმელი საწოლთან დამიწყო- ჩაიცვი და დამიძახე, ვისაუზმოთ.
პასუხის გაცემა ვერც კი მოვასწარი ისე გავიდა. დაახლოებით ნახევარი საათი არც კი გავნძრეულვარ, ვკიოდი, ვტიროდი, საკუთარ სხეულს მუშტებს ძლიერად ვურტყამდი. ბოლოს კი სასწრაფოდ მომინდა ჩემს სახლში დაბრუნება, რადგან ყველაზე უსაფრთხოდ თავს იქ ვგრძნობდი. სასწრაფოდ ჩავიცვი და იმის იმედით, რომ გასასვლელს ვიპოვიდი, კარი ფრთხილად გავაღე. მაშინვე მას შევეჩეხე, როგორც ყოველთვის.
-მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან დიდი მადლობა.- ვთქვი თუ არა გზა განვაგრძე.
-არ გიშვებ. შენ ექიმი გჭირდება, მეგობარი გჭირდება...
-მივხედავ, არ იდარდო.
- რომელია შენი მეგობარი? თითქმის მამის ტოლი ანდრეი? დაოჯახებული მამაკაცი, რომელსაც პრობლემები ისედაც თავზე საყრელად აქვს?!
და მაშინ მივხვდი, რომ ანდრეისთვის მე დროთა განმავლობაში ახლო მეგობრიდან რიგით მეზობლდ ვიქეცი, ვისთანაც უბრალოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
-მაშინ სამსახურში წავალ, ბევრი საქმე მაქვს.- მაინც არ ვიტეხდი იხტიბარს.
- არსადაც არ წახვალ. გიკრძალავ!
- შენ ეს არ შეგიძლია!- მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად მოვშორებოდი მას, მშვიდად ვყოფილიყავი და მისთვისაც მომეშორებინა ჩემი პრობლემები.
- არ დაგავიწყდეს რომ შენი ბოსი ვარ. სამუდამოდ დაგითხოვ თუ იქ წახვალ!
ულტიმატუმი! ამაზე მეტად არაფერი მეზიზღებოდა, მაგრამ როგორც მისმა მწვანე თვალებმა თითქოს ჰიპნოზის ქვეშ დამტოვა და ჩემი პრინციპების საწინააღმდეგოდ წავედი:
- კარგი. ვისაუზმოთ და მერე რა ვქნა?
-მე სამსახურში წავალ, შენ კი ოთახში დარჩები, დაისვენებ. ხვალ ექიმი მოვა და გაგსინჯავს. ამის მიხედვით გადავწყვეტ რამდენ ხანს იქნები აქ.
ის, რაც მასში ყველაზე მეტად მაღიზიანებდა და მიზიდავდა მისი ბრძანებლური ბუნება იყო. გამოხედვით გაგრძნობინებდა რა, როგორ და როდის უნდა გაგეკეთებინა ან გეთქვა. და რაც მაკვირვებდა ის იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ მინდოდა.

*

რამდენიმესაათიანი მარტო ყოფნა ჩემთვის ნამდვილად შვება იყო. ყოველ ერთ საათში თომას დამხმარე ქალი შემოვიდოდა, მომიკითხავდა და მემსახურებოდა. ვერ ვიტანდი, ამას, მიჩვეული ვიყავი, რომ ყველაფერი დამოუკიდებლად მეკეთებინა, მაგრამ თომას ასე უნდოდა. შესაბამისად, მეც.
ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ დამაძინებელი წამალი დავლიე და ორი საათი გათიშული ვიყავი.
ჯერ ხუთიც კი არ იყო, მე კი საშინლად მოვიწყინე. თავში უაზრო ფიქრები ტივტივდებოდნენ და ერთმანეთს ძირა
"თურმე როგორი ყოფილა თომა მესხის საძინებელი"
ერთი კედელი წიგნებით იყო სავსე, მე კი მათი დათვალიერება გადავწყვიტე. როდესაც წიგნს ვიღებდი შემთხვევით რაღაც ფურცლები გადმომიცვივდა. მეც ცნობისმოყვარეობამ მძლია და მათი დათვარიელება დავიწყე:

"საკნის საკმელს დაყრდნობილი თავს ვუწოდებ ეულს,
მაღლით მთვარეს კვლავ ვუყვები ისტორიებს წყეულს,
ცივი ქარი, კანს რომ კვეთავს, ზამბახს პარავს სურნელს
და მაგონებს ბავშვურ ზღაპრებს
მიწის ქვეშ რომ ტოვებს გულებს.

გზადაგზა დავსდევ, კარგოვ, შენს სუნთქვას,
ცაში გაფანტულ ღრუბლებში გეძებ,
სადაც არწივნი ქმნიან კამარას
და ვრჩებით მარტოდ, ღმერთის ამარა..
მახსოვს, კარგოვ, მე შენი ბგერები,
ისევ რომ ვეძებ სადღაც, ქარდაქარ,
ისევ ვუყვები ყრუ ღამეს შენზე,
ამ სიყრუეშიც შენ გპოვებ თანდათან..."
სასიამოვნო ლექსის კითხვამ იმდენად გამიტა
ცა, რომ ვერც კი ვიგრძენი, თუ როდის შემოვიდა ოთახში მოსამსახურე.
-როგორ ბედავ მის ნივთებში ძრომიალს?- მიღრიალა მან და სასწრაფოდ მომაშორა ლექსაც, წიგნებსაც და საძინებელსაც.
დანარჩემი საათები თომას ლოდინში, დამხმარე ქალის გვერდით გავატარე. ახლა კი ნამდვილად დამნაშავესავით შერცხვენილი დავხვდი მას.
- ეს ქუჩის ქალი შენს ნივთებში დაძვრებოდა! მაშინვე გამოვაგდე.
- მაინც რა უნდა დაეშავებინა ამ უმანკო გოგონას რომ ასე მოექეცი?
- არ ვიცი რას ეძებდა, მისთვის წყალი უნდა მიმეცა და ამ დროს შევუსწარი როგორ იქექებოდა კარადებში.
აქეთ-იქით ვატრიალებდი თავს და შორიდან, მაყურებელივით ვუსმენდი, როგორ მსჯელობდა ჩემზე ორი ადამიანი.
- წიგნის წაკითხვა მინდოდა და ლექსები ჩამოცვივდა. ლამაზი იყო და ვკითხუ....
- ვინ გგონია თავი ჩემ ლექსებს რომ კითხულობ? - მომიგო თომამ უხეშად, აგრესიით. ხმამაღალი ტონის ჩახშობას კი დაბალი, მონოტორული, ირონიული ტემბრიც ცდილობდა.- ახლავე წადი ჩემი სახლიდან და სამსახურში ისე მოიქეცი, თითქოს არაფერი მომხდარა!- კბილებში გამოსცრა მან და გარეთ გამომისტუმრა.
ასე დავრჩი თბილისში მარტო, უფულოდ და უტელეფონოდ. გზის ფეხით გავლამ მომიწია. ყოველ ნაბიჯზე თავს მახსენებდა ტკივილი და კოჭლობით მივიკვლევდი გზას.
ხალხი იმდენად უგულო არსებებად ქცეულიყო, ან ისე იყვნენ თავის საქმეებში გართულნი, რომ დახმარება ერთ ადამიანსაც კი არ შემოყთავაზებია.
კვლავ გავიარე იმ დაწყევლილ ადგილას და ყველა მოგონება აზრების ზედაპირზე ამოტივტივდა.
მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის მაფიქრებდა, თუ რამდენი სახე ჰქონდა თომას. როგორ შეეძლო მას ასეთი სათუთი რამ დაეწერა და, მეტიც, ასეთი სათუთი რამ განეცადა... ყველაზე შეუცნობელი ადამიანი იყო და ვგრძნობდი, ჩემი უდიდესი სურვილი მისი აზრების გასაღების პოვნა და ფსკერზე დაშვება იყო.



№1 სტუმარი ლიკ ლიკ

სად დაიკარგეე, გელოდები რამდენიხანი, გააგრძელე რა

 


№2  offline წევრი rare

ლიკ ლიკ
სად დაიკარგეე, გელოდები რამდენიხანი, გააგრძელე რა

სუსტად ვიყავი. ახლა, ჩვეულებრივად, მალ-მალე დაიდება????

უცნაური მე
მაინც ვერ მივხვდი.. ჯერ დაეხმარა და მერე გამოაგდო ლექსის გამო. გიჟია ეგ კაცი. არც მოუსმინა. ველოდები გაგრძელებას იმედია რამე მიზეზი აწვს ასე რომ მოექცა.

მიზეზი აქვს, კი❤❤

 


№3  offline წევრი tamuna.s

rare
ლიკ ლიკ
სად დაიკარგეე, გელოდები რამდენიხანი, გააგრძელე რა

სუსტად ვიყავი. ახლა, ჩვეულებრივად, მალ-მალე დაიდება????

უცნაური მე
მაინც ვერ მივხვდი.. ჯერ დაეხმარა და მერე გამოაგდო ლექსის გამო. გიჟია ეგ კაცი. არც მოუსმინა. ველოდები გაგრძელებას იმედია რამე მიზეზი აწვს ასე რომ მოექცა.

მიზეზი აქვს, კი❤❤


რა მიზეზიც არ უნდა ქონდეს არაფერუ ანართლებს, ამხელა კაცს ეგ არ უნდა შეშლოდა. იცის რა გადაუტანა და რამდენად ცუდად იყო, მაგან კიდე ისე გააგდო ქუჩაში, როგორც მაწანწალა ძაღლი. ეს რა საქციელია, ძაან უაზრო საქციელები აქვს ამ ტიპს, ჯერ-ჯერობით ჩემი გული ვერ მოიგო.

 


№4  offline წევრი rare

tamuna.s
rare
ლიკ ლიკ
სად დაიკარგეე, გელოდები რამდენიხანი, გააგრძელე რა

სუსტად ვიყავი. ახლა, ჩვეულებრივად, მალ-მალე დაიდება????

უცნაური მე
მაინც ვერ მივხვდი.. ჯერ დაეხმარა და მერე გამოაგდო ლექსის გამო. გიჟია ეგ კაცი. არც მოუსმინა. ველოდები გაგრძელებას იმედია რამე მიზეზი აწვს ასე რომ მოექცა.

მიზეზი აქვს, კი❤❤


რა მიზეზიც არ უნდა ქონდეს არაფერუ ანართლებს, ამხელა კაცს ეგ არ უნდა შეშლოდა. იცის რა გადაუტანა და რამდენად ცუდად იყო, მაგან კიდე ისე გააგდო ქუჩაში, როგორც მაწანწალა ძაღლი. ეს რა საქციელია, ძაან უაზრო საქციელები აქვს ამ ტიპს, ჯერ-ჯერობით ჩემი გული ვერ მოიგო.

თვით ავტორიც კი გეთანხმება რომ ძალიან ცუდად მოექცა.მაგრამ აუცილებლად მოიგებს თომა მკითხველის გულს!❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ანი

აუ, ძალიან მომწონს! თვალს ვადევნებ სულ და ასე გააგრძელე!????

 


№6  offline წევრი rare

სტუმარი ანი
აუ, ძალიან მომწონს! თვალს ვადევნებ სულ და ასე გააგრძელე!????

მადლობა❤❤

 


როგორ ველოდებოდიიი ერთი სული მქონდა როდის დადებდი და აჰაა heart_eyes

 


№8  offline წევრი rare

მწვანე თვალება
როგორ ველოდებოდიიი ერთი სული მქონდა როდის დადებდი და აჰაა heart_eyes

იმედი მაქვს ღირდა ლოდინად ^_^ ❤❤❤

 


rare
მწვანე თვალება
როგორ ველოდებოდიიი ერთი სული მქონდა როდის დადებდი და აჰაა heart_eyes

იმედი მაქვს ღირდა ლოდინად ^_^ ❤❤❤

ნამდვილად heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent