უნებლიე შეცდომა (1 თავი)
დაძაბული მიკაკუნებდა დერეფანში და გენერალური დირექტორის მდივანს თვალებით ეძებდა. მისი პირველი სამუშაო დღე იყო, პირველი სამუშაო და ნერვიულობისგან სახეზე უკვე გათეთრებულიყო, ლამის ორი საათი არჩია რა ჩაეცვა და ბოლოს თანაშემწის ტიპიური ფორმა თეთრი საროჩკა და შავი კაბა მოირგო, ახლა კი ისეთი შეგრძნება ქონდა, რომ პირველი ღილი ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. -გამარჯობათ, მე ნათია გიორგაძე ვარ, თქვენთან გამომიშვეს. -გასაგებია, აქ დაიცადე, უფროს ვკითხავ თავად გაგესაუბრება თუ მე მანდობს შენს აყვანა-გაშვებას_ცივად გაუღიმა ქალმა და კაბინეტისკენ წაცუქცუქდა. დერეფნის ბოლო კარი შეაღო და რამდენიმე წუთში სახე ალეწილი გამოვარდა და სუნთქვის დარეგულირებას ამაოდ ცდილობდა. -რას ელოდები? გელოდება_წამში დაუცაცხანა ისედაც შეშინებულ გოგოს და კაბინეტიკენ უბიძგა. ლამის ბრინჯივით მოფანტულმა მიაკაკუნა კარზე და შიგნით შესული იმდენად არ ელოდა ასე ახლოს დადებულ სკამს ლამის გაიშხლათა ისე წამოდო ფეხი. კაცის ამოხვნეშამ წამში მოიყვანა გონს და მაშინვე გაიჯგიმა -გამარჯობა ბოსს, თუმცა ჯერ ბოსი არ ხართ, ამისათვის უნდა ამიყვანოთ რაც ძალიან გამიხარდება, ნუ თუ არ ამიყვანთ ნამდვილად ცუდი იქნება და ბოსიც ვეღარ იქნებით, ისე უფროსოს დაძახება ხომ არ გირჩევნიათ ბოსს? ბევრი ვარიანტია, ბოსი, უფროსი, ბატონი_ფიქრებში გადაშვებული თითებზე ითვლიდა ვარაუდებს და სულ არ აქცევდა სავარძელში ჩამჯდარ კაცს ყურადღებას გოგოს ლაპარაკისგან მობეზრებულს ნიკაპი ხელზე რომ დაეყრდო. -დაჯექი_ცივად გაისმა კაცის ხმა და ახლა კი ინება გახედვა გოგომ. სიმპატიური იყო, თუმცა მისი ტოლი ნამდვილად არა, 35 წლამდე იქნებოდა, თუმცა დიდად არ ეტყობოდა, მაღალი იყო, სპორტული აღნაგობის, მაგრამ არა ნავარჯიშები კუბიკებით. -მაპატიეთ ბევრს ვლაპარაკობ_ნერვიულად გაეღიმა ნათიას და დაძაბული გაემართა მითითებული სკამისკენ, თითონაც ვერაფრით მიხვდა როგორ მოახერხა, მაგრამ უკვე სკამთან მისულმა ისე ძლიერად გაკრა კოჭის ძვალი სკამის ფეხს, ტკივილისგან ამოძახილი ვერ დაახშო. -თუ სამსახურში აგიყვანთ, რაც უკვე სათუოა, მაღლებით არ დამენახოთ_ცივად გადაწვა კაცი სავარძლის საზურგეზე და არც დაუნახავს ტკივილისგან შეჭმუხნილი სახით როგორ დაუქნია თავი ნათიამ. -რა დონეზე ფლობთ გერმანულს? -საკმაოდ კარგად, იცით როგორც კი სკოლა დავამთავრე, გერმანიაში გავემგზავრე, გეცოდინებათ ბავშვების მოვლის პროგრამა ოპერობა რომ ქვია, ხოდა 2 წელი იქ ვიცხოვრე ვისწავლე, შემდეგ უნივერსიტეტიდან ნახევარი წელი იქ გავიარე და საკმაოდ კმაყოფილი ვარ ჩემი გერმანულით_ღიმილით მოიკეცა ფეხები და ხელებიც ერთმანეთსი გადახლართა. -ღმერთო რა დამღლელი იქნები, სახლში როგორ გიძლებენ?არ მჭირდებოდეს გერმანულის მცოდნე კინწისკვრით გისვრიდი აქედან_ღრმად ამოისუნთქვა თვალ დახუჭულმა კაცმა და გოგოს შეცბუნებულ სახეზე წინ გადმოიწია -მოკლედ, ჩვენ კომპანიას სამშენებლო მასალები შემოაქვს არქიტექტურული კომპანიებისთვის დაკვეთით, მინდა გერმანელებთან მუშაობაც ვცადოთ, შენ ჩემი ასისტენტის ასისტენტი იქნები, ანუ ის სამსახურის ასისტენტია, შენ კი აქაც და სამსახურის გარეთაც იქნები, შეთავსებით თარჯიმანი თუ გერმანელებთან საქმე გამოვიდა. თუ თანახმა ხარ დანარჩენს მალენა აგიხსნის თორემ მე უკვე ტვინი მატკინე, ხო და კიდევ ერთი, მზად უნდა იყო დროის ნებისმიერ მონაკვეთში მუშაობისთვის, იქნება ეს შუადღის ორი თუ ღამის ოთხი, გასაგებია? -დიახ ბოს_თავი დაუქნია შეშინებულმა და კარებისკენ გადმოდგა ნაბიჯი. -ხო და კიდევ ერთი, ეცადე ცანცარს შეეშვა_უკვე ფურცლებისკენ დახრილმა ამოილაპარაკა კაცმა და აღარც მიუქცევია გოგოსთვის ყურადღება. ასეთ დაძაბულ პირველ დღეს არ ელოდა, სამჯერ წაიქცა, ორჯერ ყავა გადაიქცა, მალენას, რომელიც პირველი და უფროსი თანაშემწე იყო, არ აცადა მოვალეობების ახსნა და ყოველ სიტყვაზე ეჩრებოდა და შედეგად მის კივილს იღებდა. ლამის ატირებული მიადგა ლიფტს და ფეხების ტკივილით შეწუხებული წამებს ითვლიდა როდის შეძლებდა სახლში მათ მოცილებას. ოცნების ასრულებამდე წამები დარჩენოდა და გამწარებული აბრახუნებდა კარზე, რომ დედას სწრაფად გაეღო. -ხო მშვიდობაა შვილო გამისკდა გული. -კაი რა მანჩო, ერთი სული მქონდა ესენი მომეცილებინა_წამში გათავისუფლდა მტანჯველი ფეხსაცმელებისგან და სამზარეულოში სუნს შეყვა -არ არსებობს დე, პიცა დამიცხვეე? -არ უნდა ავღნიშნოთ შენი პირველი დღე? მიუხედავად იმისა, რომ ათზე დაბრუნდი, სულ ასე გვიანობამდე დარჩები? მეშინია დედა ასე შუაღამეს რომ მოგიწევს სიარული, ათასი უბედურება ხდება. -არაუშავს დე, გამოცდილების გარეშე ძლივს ამიყვანეს და მჭირდება, სხვანაირად არ ხერხდება ხომ ხედავ. დავიძინებ მე თორე ვეღარ ვლაპარაკობ_კიდევ ერთი ნაჭერი შესანსლა და ხელების დასაბანად წავიდა. -შენ და ვერ ლაპარაკობ არ შეიძლება დედა, დაასვენე ხო ენა ხვალ ისევ რომ ამოქმედდეს_სიცილით გაიქნია თავი მანანამ და ხარხარი აუტყდა 2 წუთში ამოკვნესებული ჯანდაბა რომ გაიგონა. -კიდევ ფეხი მიარტყი? -ლოგინის ბრალია. -არა დე, ვინც მრგვალის ნაცვლად ოთხკუთხედი ლოგინი მოიგონა იმისი_სიცილით განაგრძო მანჩომ თეფშების რეცხვა. ღამის პირველი იქნებოდა ტელეფონის ზუზუნმა წამში რომ გამოაფხიზლა ნათია, იმდენად გაუკვირდა ასე გვიან ვინ მირეკავსო მაშინვე ცუდი იფიქრა. -გისმენთ? -სწრაფად ჩართე კომპიუტერი, დილით გერმანელებს პასუხი მოუწერიათ და ბედოვლათ მალენას ახლა გაახსენდა შეემოწმებინა სიახლეები, მაქსიმუმ დილის 8ზე უნდა მედოს მაგიდაზე ნათარგმნი. -ბოს, ნორმალურ ადამიანებს ღამის პირველზე ძინავთ და სწორედ 8ზე იღვიძებენ. -ხოდა მოემზადე არანორმალურობისთვის_ცივად შეეპასუხა კაცი და მაშინვე გაუთიშა. -თუ სამსახური არა, ეს კაცი ნამდვილად შემიირავს_გაჭირვებით წამოიზლაზნა ლოგინიდან და თვალების ზელვით ჩართო კომპიუტერი. დილის რვა საათზე უკვე სამსახურში შედიოდა ორი ყავის ქაღალდის ჭიქით და ცდილობდა მთქნარებას არ დანებებოდა. მხოლოდ სამი საათი ეძინა და ფეხზე ძლივს იდგა. კაბინეტზე დაკაკუნებისას არც დაუცდია მაშინვე შეაღო და თვალი წამით შეავლო როგორც ყოველთვის მამაკცის მოქუფრულ სახეს. -არც თქვენ გაწყენთ ეს ბოს_ყავის ჭიქა მაგიდაზე დაუდო უფროს და მთქნარებით ჩაჯდა სავარძელში -ისე უფროსო ასეთი რეჟიმი თუ გაქვთ სულ, სისხლის ნაცვლად ვენებში ყავა უნდა გქონდეთ_ხმაურით მოსვა თავისი კუთვნილი სითხე და ყურადღება არ მიაქცია როგორ ხმაურით დააგდო კალამი კაცმა მაგიდაზე. -ნათარგმნი სად არის? -უკვე ორი საათია თქვენს ელექტრონულ ფოსტაშია. -სამსახურის ... -ასევე სამსახურის მისამართზეც, მალენას მისამართზეც, ქართული და გერმანული, ანუ ორივე ვარიანტი აგერ ბატონო ამობეჭდილი _მაგიდაზე დაუდო ხმაურით ფურცლები -და, თუ ინტერნეტი გაითიშა, ან ფურცლებზე ყავა გადაგესხათ, ან რავიცი კიდევ ათასი რამ, აგერ ბატონო ორივე ვერსია ფლეშკაზეც_გამარჯვებული ღიმილით დაუდო ბარათიც ფურცლების გვერდით და გაღიმებულმა ისევ ხმაურით მოსვა ყავა და თან უფროსისთვი არ მოუშორებია მზერა. -ბევრს ლაპარაკობ_ბუზღუნით დაწვდა კაცი ფურცლებს და თვალი აარიდა ფეხი-ფეხზე გადადებულ, წინ მჯდომ გოგოს. ბოლომდე წაკითხვა არ დასცალდა ბატონ გოგის მალენასთან დამაკავშირებელი ტელეფონის ღილაკი რომ აციმციმდა და ხელის დაჭერის შემდეგ გაისმა კიდევაც ოთახში ქალის შეშინებული ხმა:-ბატონო გოგი, გამომძიებელი დაჩი თაბაგარია მოსული და თქვენთან შეხვედრას ითხოვს. -შემოუშვი_გაკვირვებული წამოდგა კაცი სავარძლიდან და მოუთმენლად დაელოდა უცხო სტუმარს. --------------------------------------------------- დიდხანს ვერ გავძელი და დაბრუნება გადავწყვიტე, ჩემი დაჩიკო ისე მომენატრა ხანდახან შემოგვივლის ხოლმე, ახლა კი ვნახოთ ახალ გმირებს როგორ შეგაყვარებთ. დიდი მადლობა ვინც მელოდებოდით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.