შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

63 ნაბიჯი (1)


16-08-2018, 18:49
ავტორი Encore
ნანახია 1 455

ყველა ხმა ჩემთვის განურჩეველია. ფერები იცვლება,
ყვითელი, წითელი, ლურჯი, მწვანე…
ვცდილობ რითმს ავყვე, მაგრამ სივიწროვე არ მაძლევს საშუალებას სხეული უფრო თამამად ვარხიო. მუსიკის ხმა ყურში ჩამესმის მაღალ ტონალობაში და ამას ემატება ჩემი გულის აჩქარებული ბაგაბუგი. ვგრძნობ, როგორი შხუილით მოემართება ჩემკენ ვიღაცის მკლავი, რომელიც წესით ჩემს ბარძაყზე უნდა მოხვდეს, ან ხელზე, ან თუნდაც სახეში, მაგრამ მცდება. მოულოდნელობისგან მაინც ვხუჭავ თვალებს და ვირინდები - ეს ჩემი ინსტინქტია.
ვიღაცის ხელი მეხვევა წელზე და ჩემს მკლავებზე მაშინვე ჩნდება პატარ-პატარა ბუსები. შემდეგ მე ამ ყველაფრის იგნორირებას ვახერხებ, ცალ მტევანში მოქცეულ მათრობელა სითხეს ერთი ამოსუნთქვით ვსვამ და სველ ბაგეებს ენით ვიწმენდ. ვრძნობ, როგორ ეკიდება ჩემს ორგანიზმს გრადუსი, მაგრამ მაინც არ ვიბნევი,
ვმოძრაობ რუტინულად, ეს რუტინა კი იმდენად მკაფიოდ აღწევს ჩემში, თითქოს ერთიანად აბნელებს ყველაფერს. ვეღარც ჩემ ირგვლივ რიტმულად მოძრავ ხალხს ვხედავ და ვეღარც მუსიკის ბგერები აღწევენ ჩემამდე. მხოლოდ ძლიერ ხელს აღვიქვავ, რომელიც ურცხვად დასრიალებს ჩემს წელზე, საჯდომზე, მოღელილ მკერდზე, მხოლოდ სიამოვნებისგან ვხუჭავ ორივე თვალს და და მთლიანად ვიძირები მასში.
წამიერად მატრიალებენ ეს ძლიერი მკლავები უკან და პირდაპირ ცხვირის წვერით ვეჯახები ათლეტის მკერდს. სახე დამანჭული ვიხედები ზემოთ და ვიღაცის თვალებს ვაწყდები. რთულია განათების ფონზე თვალის ფერის გარჩევა, მაგრამ მგონი შავი თვალები აქვს...

***
ყელზე ვიღაცის ღრმა სუნთქვას ვგრძნობ, სხეულზე, რომელიც ვგონებ რომ შიშველი მაქვს, დაძარღვული მკლავები სუროსავითაა შემოხვეული და არ მაძლევს ოდნავ გამოძრავების საშუალებასაც კი. მუცლის პრესი იმდენად მაქვს დაჭიმული, რომ როცა ვცდილობ წამოვიწიო, ტკივილი ერთიანად იფანტება მეტასტაზებივით ჩემს სხეულში. თვალები სიმწრისგან დავხუჭე. ყრუ ტკივილი მუცლის ღრუში არ მაძლევს საშუალებას მოვდუნდე და ერთიანად დაჭიმული კუნთებიც მოვადუნო.
ხელებით დიდ ლოგინს ვეყრდნობი და ოდნავ ვიწევი ზევით, ისიც ძლივს. წამოვჯექი. თავზე ხელები კვნესით მივიჭირე. ნაბახუსევიც კი ჩემ წინააღმდეგ არის დღეს. საფეთქელი საჩვენებელი თითით დავიზილე და ბნელი ოთახი მოვათვალიერე.
შავი, ნაცრისფერი და თეთრი ფერები ჭარბობდა. პრინციპში, მთლიანად ამ ფერებში იყო ოთახი გაკეთებული. ლოგინის გვერდზე, ჩემს მხარეს, პატარა ტუმბო შევნიშვნე იქ კი ლამაზი საათი, რომელიც მამაკაცის იყო და რომელიც იმ მამაკაცს ეკუთვნოდა, ვისაც ჩემი უმწიკვლობა ჩავაბარე, თუმცა ჩემთვის ეს არ წარმოადგენდა დიდ სტრესს. უბრალოდ, გული იმაზე მწყდებოდა რომ საქართველოში დაბრუნებულს ეს ყველაფერი სიზმრად დამრჩება. მიუხედავად ჩემი სიმთვრალისა, მაინც ცხადად მახსოვს, როგორი სიამოვნებით დაატარებდა მამაკაცი ჩემს შიშველ სხეულზე გრძელ, ნატიფ თითებს და მეც ამ სიამოვნების მორევში მაგზავნიდა. მახსოვს ჩემი ვნებისგან გონდაკარგული თავი, რომელსაც, მიუხედავად იმისა რომ ურთიერთობა მამაკაცთან აქამდე არ ჰქონია, მაინც დიდი თავგამოდებით იბრძოდა, რომ ამ ყველაფრისგან მაქსიმალური სიამოვნება მიეღო.
შავ საათს თითებს შორის ვიქცევ და ცერა თითით მინაზე ვეფერები. მეღიმება. მამაკაცისკენ ძლივს ვტრიალდები და ერთ ფეხს წელზე ვადებ, ხოლო ხელს კისერზე ვხვევ. ვაკვირდები სახეზე. საშუალოდ სქელი, სისხლისფერი ბაგეები, სწორი ლამაზი ცხვირი და ხშირი, თუმდა შესანიშნავი წარბები. ბოლოს, ერთიანად ვრწმუნდები რომ ჩემ წინ მძინარე აპოლონი წევს. ვიბადრები. ვერ ვითმენ, მთელი სხეულით ვეკრობი სხეულზე და ტუჩებში ვნებიანად ვკოცნი. ბაგეებს აქეთ-იქით დავასრიალებ. ჯერ ნიკაპზე გადავდივარ, მერე ლოყაზე, მერე საფეთქელზე…
მორჩა, მეყოფა.
წასვლის დროა!
მესიკვდილება იქედან ადგომა, მაგრამ სხვა გზაც არაა. არ დავუშვებ მანამდე გაეღვიძოს, სანამ მე წასვლას მოვასწრებ. ფრთხილად, თითისწვერებზე აწეული ვიღებ იატაკზე მოპნეულ ჩემს ტანისამოსს, ძალიან ჩუმად ვიცვამ, აპოლონის საათს ჩანთაში გაბადრული ვაგდებ, ბოლოჯერ ვუყურებ მძინარეს და სახლიდან ვიპარები.

***
აეროპორტიდან გამოვდივარ ჩქარი ნაბიჯებით მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ შემწევს ძალა ამ ტემპით ვიარო ისეთი სიცხეა. თავზე დაკოსილ მზის სათვალეს ადგილს ვუცვლი და ახლა უკვე შემიძლია ცოტა უფრო თამამად მოვათვალიერო გარემო. მომწონს ჩემი საცხოვრებელი მოსკოვში, კი, მაგრამ საქართველოს და თბილისს მაინც არაფერი მირჩევნია. აქაური ჰაერი ყოველთვის სხვანაირი მეჩვენებოდა, უფრო მსუყე და ნოყიერი.
ცალ ხელში ჩანთას მოვაგორებ, ცალში კი უკვე ტელეფონი მიჭირავს და იმ ნომერზე ვრეკავ, რომელიც აუცილებლად მჭირდება.
- თათუ, აბა თუ გამოიცნობ… - სიტყვის დამთავრებას არ მაცდის ისე კივის, მე კი ვიბადრები წამში.
- არ არსებობს!
- რსებობს! მიდი ახლა მოემზადე, მოწესრიგდი და დატრიალდი, უზომოდ მშია, ძალიან!
- როგორ მომენატრეეეე! ავდგები ახლავე, ოღონდ შენ მოდი, ჩემო პატარა! - გადაიკისკისა ბოლო ხმაზე და მეც ამიყოლა.
- გიჟი! - ჩემთვის ჩავიბუბუნე და ტელეფონი პატარა ჩანთაში ჩავაცურე.
ტაქსს ხელი დავუქნიე და მიმართულება ვუკარნახე. უკანა სავარძელზე კარგად მოვთავსდი და თავი მინას მივადე. ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ მაინც როგორი ლამაზი და თავისებურად განსხვავებულია აქაურობა. მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ბევრი რამე უკუღმადაა და ბევრ რამეზე ძალიან ცუდი მიდგომა აქვს, მაინც მიყვარს თავისი უარყოფითი თუ დადებითი მხარეებითურთ.
20-25 წუთში უკვე დანიშნულების ადგილას ვიყავი. ფული მძღოლს გადავუხადე და სწრაფად გადავედი. ბარგის საბარგულიდან ამოღებაში საყვარელი შუა ხნის კაცი ღიმილით მომეხმარა, მეც მადლობა გადავუხადე და კორპუსში ლამის თავპირისმტვრევით შევედი. ლიფტის ღილაკს თითი მივაჭირე და თითები მოუთმნელად ავაკაკუნე ხეზე.
კარების გაღება და თათულის ჩემ სხეულზე აღმოჩენა ერთი იყო. კინაღამ უკან გადავვარდი და ძირს გავიშოტე. მაგრად მოვხვიე ერთი წლის უნახავ ბავშვობის დაქალს ხელი და მთელი ძალით მოვუჭირე. ზოგადად სენტიმენტალური არ ვარ, მაგრამ ახლა ისე ერთიანად მომაწვა თათუს მონატრება, ყველა ეს გრძნობა, რომელიც მის მიმართ გამაჩნდა თვალები ამიწყლიანდა.
- ჩემო გადარეულო, როგორ მომენატრე, ვერ აღგიწერ! - ყურში ჩამესმა მისი ხმა და ბედნიერებისგან ერთიანად გავიბერე.
- მეც, მეც უზომოდ!
- შემოდი. - როგორც იქნა მოვიფიქრეთ და სახლში ერთიანი ძალებით შევაგორეთ ჩემი უზარმაზარი ჩანთა.
- არაფერი არ შეგიცვლია. - სახლის და ოთახების დათვალიერების შემდეგ დავასკვენი და ტყავის ცივ დივანზე ოხვრით გავწექი. - ისე ცხელა, სუნთქვა მეკვრის.
- ხო, აქ ძალიან ცხელა. სამაგიეროდ მოსკოვშია სიგრილე.
- როგორ გითხრა, იქაც ცხელა, მაგრამ აქ ისეთი დახუთული ჰაერია, მაინც ვგრძნობ დიდ სხვაობას.
- გშია ხო?
- უზომოდ! - გავეკრიჭე და აბაზანაში შევედი მოსაწესრიგებლად.
უხმოდ ვივახშმეთ. ეს ის დროა, როცა ორივეს ლაპარაკისგან გადახურებული ენა ისვენებს და არცერთი ჩვენგანი სიტყვას არ ძრავს. ტრადიცია, რომელსაც ჩვენ ვაფუძნებთ, ყოველთვის სრულდება. როცა ვისადილეთ მაგიდა ავალაგეთ, სამზარეულო დავალაგეთ და ორივე დივანზე გავიშოტეთ ჩახუტებულები. ჩემი მოსკოვური ამბების მოყოლა არ დამიწყია, არც მას უკითხავს რამე, ვინაიდან ყოველდღე ვსაუბრობთ მობილურის საშუალებით, თათუმ ყველა ჩემი დღე ზეპირად იცის, გარდა ბოლო შემთხვევისა.
- არც კი იცი, რა მოხდა… - დავიწყე ჩურჩულით და თავი გულზე დავადე.
- რა?
- არა, ისეთი არაფერი, უბრალოდ რაღაცნაირი ემოციებით დამტვირთა, ისეთით, რომლებიც ჯერ არ განმიცდია. - უკან ფრთხილად დავიხიე.
- ამოღერღე ლილე. - კოპები შემიკრა მაშინვე.
- იმ კლუბში ღამე ძალიან დავთვერი და მოსახდენი მოხდა. - ვთქვი და მაშინვე ავკისკისდი მის დაბნეულ თვალებზე.
- ბატონო?!
- არ ვიცი რა დამემართა, ალბათ, ცოტა ალკოჰოლმა და ცოტა სიამოვნებამ დაფარა ყველაფერი და აზრზე არ ვარ ვისთან მქონდა პირველი ღამე.
- შენ ნორმალური ხარ?
- რა გინდა თათუ? ხო იცი, როგორ არ მაინტერესებს ეს ქორწილამდე სექსი არაწესიერებაზე მეტყველებს და მსგავსი იდიოტური ფრაზები?
- ეგ რა შუაშია, მეც ეგრე ვარ, მაგრამ ვერ ვხვდები რამ მიგიყვანა მაქამდე. ანუ ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ რატომ არ გაიცანი?
- როდის? დილით? არ ვიცი, უბრალოდ მომინდა რომ ისე დამეტოვებინა ყველაფერი, როგორც იყო.
- ვერ ვხვდები… რატომ?
- არ ვიცი. უბრალოდ ასე მინდოდა. ასე უფრო კომფორტული იქნება ჩემთვის, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მთვრალი ვიყავი, მაინც მახსოვს რა მაგარი ღამე მქონდა, ისეთი, რომელსაც დიდი ხანი ვერ დავივიწყებ, თუ დავივიწყე საერთოდ.
- კრეტინი ხარ! - გაეცინა თათუს და მხარზე ხელი მომხვია. - ანუ დამიქალდი?! - გამეკრიჭა და ცხვირი ცხვირზე სახემოჭმუხნულმა გამიხახუნა.
- მმმ, კი… რა კარგი იყო! ისეთი მამაკაცური, ისეთი სიმპათიური… დილით რომ გავიღვიძე, გეფიცები თვალები ვერ მოვწყვიტე ისეთი დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა. საათი მოვპარე! - ბოლო ხმაზე გადავიკისკისე და პირზე ხელი ავიფარე.
- რა ქენი?
- საათი მოვპარე.
- რად გინდოდა გოგო მაგის საათი?
- რაღაც ხო უნდა დამრჩენოდა იმ კაცისგან. თან ძალიან მომეწონა! - მხრები უბრალოდ ავიჩეჩე და ზურგზე მოვახტი. - აჩუ თათუუუუ! - დავიკივლე და საძინებელში შევვარდით.
- როდის უნდა დაჭკვიანდე? - წარბაწეული მეკითხება.
- 25 წელია ასეთი ვარ და შენი აზრით რამე შეიძლება ისეთი არსებობდეს, რომელიც ამას მოახერხებს?!
- ვინმე.
- რა?
- ვინმე იარსებებს, რომელიც დაგაშოშმინებს. კარგი კაცი კარგ ლოგინში! - ეშმაკურად ჩამიკრა თვალი და ბალიში სიცილით გამომიქანა.

***
საღამოს გავიღვიძეთ, უფრო სწორად ღამე, დაახლოებით 10 საათისკენ და მაშინვე წამოვაგდე თათუ. ბარში წავედით. კუთხეში მოვთავსდით, ვისკი შევუკვეთეთ და სიცილით გავიხსენეთ მთელი ბავშვობა, რომელიც ათასჯერ მაინც გვაქვს გადაზუთხული. თათუმ ძალიან ბევრი იქაური ამბავი მომიყვა, რომელზეც ასევე ძალიან ბევრი ვიცინეთ. მერე თათუს თავისმა ბიჭმა მოაკითხა, მე სახლში წამიყვანეს და თვითონ ისევ გავიდნენ სადღაც.
თავი მოვიწესრიგე, შხაპი მივიღე და ბედნიერი გადავწექი უზარმაზარ ლოგინზე. ძილის წინ დედას ველაპარაკე და დღევანდელი დღით, ემოციებით დატვირთული გადავეშვი მორფეოსის სამყაროში.

***
ტანგოს ლამაზ ჰანგებზე ვირწევი. უცნობის შავ თვალებს ვხედავ, რომელიც მთელ სხეულს მიწვავს. წელიდან თავის დაძარღვულ ხელებს ჩემს ზურგზე ასრიალებს. კმაყოფილი ვნაბავ თვალებს და თავს მხარზე ვადებ. ჩემი თითები მის მტევანს პოულობს და ნაზად იხლართება. ვხვდები, როგორ მიჩქარდება გული, სუნთქვა მეკვრის და ისევ ისე ვკოცნი საფეთქელზე, როგორც მაშინ.



მომწონს heart_eyes გააგრძელე

 


№2  offline წევრი Encore

მწვანე თვალება
მომწონს heart_eyes გააგრძელე

გმადლობ საყვარელო❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი დეფნე

ჰაჰ...... ეს რა კარგი რაღაცაა. გააგრძელე

 


№4  offline წევრი Encore

სტუმარი დეფნე
ჰაჰ...... ეს რა კარგი რაღაცაა. გააგრძელე

უცნაური მე
აი ძალიან მაგარია. ვხვდები ეს ისტორია ძალიან კარგი გამოვა, არაბანალური <3 ბელოდები გაგრძელებას..

ძალიან დიდი მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent