ცის არტ ყელა (ნაწილი 16)
პალატის კარი გაღება-დაკეტვას არ წყვეტდა.. უამრავი ხმა ირეოდა, სუნთქვა და ემოცია, ვერაფერს ვხედავდი, ვერავის ვხედავდი, მხოლოდ ხმები, რომლებშიც ნაცობ ხმებს ვეძებდი, რომ ჩაავჭიდებოდი და არ გამეშვა.. - პაციენტი ნ. ჯავახიშვილი კვლავ რჩება კომატოზურ მდგომარეობაში. გაისმა უცხო კაცის ხმა. ჩემში გაიარა ამ ფრაზამ და ყველაფერი არია. კომაში ვარ, მაგრამ ყველაფერი მესმის.. ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს, როცა სხეული პარალიზებულია, მაგრამ გონებაში უამრავი კადრი და ხმაა.. ფიქრებმა შემიპყრეს, ცუდმა ფიქრებმა, შიშებმა, ოხ როგორ მძულს.. მთლიანად გჭამს, გარს გეკვრის და გასაქანს არ გაძლევს. მახსოვს როგორ მეშინოდა სისხლის, ხელს რომ გავიჭრიდი და სისხლის სულ თითოოროლა წვეთს დავინახავდი ცრემლად ვიღვრებოდი, მეგონა ჩემში მოარული სისხლის ბოლო წვეთები იყო და მოვკვდებოდი.. ახლა ვხვდები, რომ სისხლის კი არა სიკვდილის მეშინოდა.. ადამიანს ყველა ასაკში აშინებს სიკვდილი, მაშინაც კი როცა მისი მნიშვნელობაც არ იცის. ისევ კარის გაღების ხმა. მძიმე ნაბიჯები, ალბათ ვინმე ნაცნობია და ტკივილისგან დამძიმებული მოაბიჯებს ჩემი საწოლისკენ, რომელზეც უძრავად დევს სხეული, მიცვალებულს ჰგავს, მნახველი კი ჭირისუფალს, სასაცილოა, პანაშვიდის რეპეტიციაა თითქოს. - სად დავუშვი შეცდომა. ქალის ხმა იყო, ნაცნობი ქალის, ცრრემლგარეული, ისტერიკანარევი, დედაჩემის ხმა. - არ უნდა მიმეტოვებინე, ჩემი პატარა გოგო ისე უცებ გავზარდე, ისე ეგოისტურად მოგექეცი, რომ ახლა ვისჯები, ფიქრობდი რომ არ მიყვარდი, ფიქრობდი რომ ახალმა ოჯახმა გადაფარა ჩემი პირველი სიხარული ნინია, ჩეემი სულის პირველი ყვავილი, შენს სურათებს ვეფერებოდი, როცა შენი მონატრება სულს მიხუთავდა.. შენ რომ დამტოვო ვერ ვიცოცხლებ დედი, ნეტა მანამდე მეთქვა ეს ყველაფერი, ნეტა გცოდნოდა როგორ მიყვარხარ.. გახსოვს დედი პატარა რომ იყავი და ვტიროდი გვერდზე მომიჯდებოდი და შენც ტირილს იწყებდი, მეუბნებოდი დედი მარტო არც ტირილისას დაგტოვებო.. ახლაც ვტირი, ახლაც მინდა ჩემთან იყო, ასე უძრავად არა დედი, ასე არ მინდოდა.. - უნდა გავუძლოთ სოფო.. გადაიტანს, ამასაც გადაიტანს.. პირველად მესმოდა ვერკას ასეთი არამყარი ფრაზები, თითქოს ძალიან უნდოდა საკუთარი ნათქვამის დაჯერება, მაგრამ შიში ჭამდა.. - იცი უკვე მეასედ გადავქექე ყვავილების მაღაზია, შენთვის საქორწინო თაიგულს ვარჩევ, ვერ გადავწყვიტე ნაზ ფერებში იყოს თუ პირიქით. ადექი!! კაბასაც მე ხომ არ შეგირჩევ არა?! სულ გაზარმაცდი ნინია, თვალი გაახილე, მითხარი მაინც როგორი გინდა, მერე ისტერიკა რომ არ დაიმართო.. ათასჯერ წარმოვიდგინე შენი და ვაკოს ქორწილი, შენ ჩემი გიჟი გოგო, თეთრ ნაზ, გრძელ, ოდნავ გაშლილ კაბაში, მსუბუქი მაკიაჟით და ჩემი შერჩეული თაიგულით, რომელიც აუცილებლად მე უნდა დავიჭირო სროლისას, ვაკო?! ეს სულელი ბიჭი, რომელსაც გოგოზე სერიოზულად ვერც კი დაელაპარაკებოდი, სმოკინგით, საგანგებოდ დავარცხნილი თმითა და აშლილი ფიქრრებით.. გახსოვს ბაღში სულ ერთად გვსჯიდნენ, ახლა რატომ მიმატოვე?! მე რატომ არ ვარ შენს გვერდზე, ასე არ შეიძლება ნინია! ასეთი დაქალობის არ მწამს, ერთი არ უნდა რჩებოდეს ორში.. ვეღარც ჩემმა გიჟმა ვერკამ შეძლო გაძლება.. ცრემლებმა, რომელიც ამდენხანს ახრჩობდა, გზა იპოვეს და მისი სახე ერთიანად დაიპატრონეს.. მის ხმაში ბზარები გაჩნდა, სუნთქვა გაუხშირდა და შიგადაშიგ სლუკუნის ხმა მესმოდა.. მერე სწრაფი ნაბიჯების, კარი დაიხურა და ისევ უძრავად დავრჩი ოთახში, რომელიც არ ვიცი როგორი იყო, მაგრამ ათასჯერ მაინც წარმომედგინა. რახდება სიკვდილის შემდეგ არ ვიცი, მაგრამ ალბათ ამაზე უკეთესია, ახლა სიკვდილ-სიცოცხლეს შორის გადებული უამრავი ადამიანის ემოციით ვითელები, მაგრამ ჩემს ემოციებს ვერ გამოვხატავ.. სიბნელე ჩემს თვალებში და ხმაური ყურებში, ქაოსი თავში და უძრავად გადებული სხეული.. კარი გაიღო, მძიმედ მოაბიჯებს სხეული, სუნთქვა უჭირს, ჯდება, ხმას არიღებს, წუთები გადის, მაგრამ სიჩუმის გარდა არაფერს ატანს დროს. შავი ვარდია, სიჩუმემ გასცა, სუნთქვამ და გულისცემამ გასცა.. - ვაკო. პასუხი არ მიბრუნდება.. - შავო ვარდო არც ამაზე მპასუხობს, არც ჩემი ტუჩები იძვრის და არც საკუთარი ხმა მესმის, არც ვაკოს ესმის.. - ნინია გაისმა პალატაში და სიჩუმე გაარღვია, ერთიანად მიმოიფანტა ეს სიტყვა ჰაერში.. - ვაკო.. ყველაფერზე ვპასუხობდი, ნეტავ გაეგო, ნეტა სცოდნოდა რომ ვუსმენ, ვპასუხობ კითხვებზე ასე რომ უღრღნის გულს. - ყოველ წამს ვხუჭავ თვალებს, ჩვენს ქორწილს წარმოვიდგენ, შენ თეთრ კაბაში, ნელ-ნელა მოაბიჯებ ჩემსკენ, ანგელოზს გავხარ, გიყურებ, ათასჯერ მაინც გავატარე მზერა შენში, არ ყოფნი თვალებს, არ ყოფნი გულს.. დედასთან ვიყავი, საფლავის ქვას ველაპარაკებოდი, შენზე ვუყვებოდი, ჩვენზე, იქ ერთი ადგილია, ჩემთვის, როცა სულიერად ვკვდები ყოველთვის მივდივარ ჩემს ადგილზე, ქვა არ მაქვს, მაგრამ გულზე მაწევს მძიმე ლოდი, ცხოვრებამ დამიმზადა. ჩემი ბრალია, ახლა მე უნდა ვიწვე მანდ, შენი სიკვდილი ჩემი ბოლო ამოსუნთქვა იქნება, შენს მერე ჩემი სუნთქვა შეწყდება. თავი ჩემს ხელს დაადო, ვიგრძენი როგორ იკვალავდა გზას ჩემს ხელზე მისი ცრემლები, მდინარეებად იყოფოდა.. სიყვარული ტიროდა. მერე?! მერე ჩემს სახეზე ვიგრძენი ცრემლების დინება.. - ვაკო, ვაკო, შემომხედე, ვტირი, ვგრძნობ, ვარსებობ.. გავყვიროდი, მაგრამ ვერაფრით ვაგებინებდი. ჩემი განწირული ფრაზები ჩემში დაირებოდა, სხეულში იფანტებოდა და ვერ იკვლევდა გამოსაქცევ გზას.. ნელ-ნელა გონება გაითიშა, უფრო და უფრო შემცირდა ხმები, ვეღარაფერს ვხედავდი და აღარაფეერი მესმოდა.. გონებამაც დახუჭა თვალები, ყურები და უძრავ სხეულში უძრავმა სულმა გაიბატონა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.