შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქუჩაში ერთხელ (სრულად)


18-08-2018, 22:25
ავტორი ki si
ნანახია 5 993

-იდიოტო დედაშენს იმედია კიდევ ყავს სხვა შვილიც,-გაჰკიოდა თათია ბოლო ხმაზე და შუა ქუჩაში წელში მოხრილი ცდილობდა სუნთქვის აღდგენას
-მწვანე ჩემთვის ანთია და არა შენთვის ინდაურო,-დაუღრიალა ლურჯი მერსედესიდან ბიჭმა და ანიშნა გზიდან გადადიო
-ასე არა? მე არ ვიყო თათია წერეთელი თუ სამაგიერო არ გადაგიხადო,-დაიკივლა ისევ გოგონამ და ბარდიულზე გადავიდა.
-შეშლილი ამოთქვა ბიჭმა და გზა განაგრძო
. -გოგო სადახარ ამდენხანს ლამის პირველ დღეს დავაგვიანოთ,-გადაკოცნა დაქალი ლიკამ
-ვიღაც გამოშტერებულმა ლამის მანქანით გამიტანა
-სად ქალო?
-აქვე
-კაი შევიდეთ დამშვიდდი ცოტა ასე ქაჯებივით ხო არ შევვარდებით ლექციაზე თან პირველი დღეა. თათია და ლიკა აუდიტორიისკენ დაიძრნენ და თათიამ იმ წამსვე დაივიწყა მომხდარი
. -მაპატიეთ დამაგვიანდა,-მოესმა თათიას და თავი სასწრაფოდ ასწია
-რა სიმპათოურია თათ ეს ჩემია,-მხარი გაკრა ლიკამ დაქალს
-ამას თუ დაუწყებ ფლირტაობას მეტროს რელსებში ჩაგაგდებ,-გამოსცრა თათიამ კბილებს შორის
-რატო იცნობ?
-კი დილას გავიცანი მანქანით მეჯახებოდა და მერე ინდაური დამიძახა.
-მობრძანდით მაგრამ აღარ განმეორდეს,-თქვა ლექტორმა
-იმედია აღარ განმეორდება ვიღაც გიჟი გზაზე გადმომიხტა და ლამის დავარტყი,-თქვა ბიჭმა
-ახლა კი გიჟი დაგიძახა,-სიცილი ვერ შეიკავა ლიკამ
-ესე იგი ომი უნდა? მიიღებს,-სათვალე ცხვირზე გაისწორა თათიამ და ბლოკნოტს ჩახედა. მთელი ლექცია ფიქრობდა თათია როგორ გასწორებოდა ამ თავხედს რომელმაც გიჟი ინდაური დაუძახა ბოლოს ფურცელი ამოხია ბლოკნოტიდან და თავში გაუქანა. ბიჭმა მოიხედა მაგრამ თათიამ თავის დახრა მოასწორო.
..
-გიჟო მოდი ჩემთან,-დაიყვირა ნიკამ და მისკენ გაქცეული თათია ხელში აიტაცა
-საშინლად მომენატრე,-მხარზე წამოარტყა მეზობელს და ერთად შევიდნენ ლიფტში
-შენ აქ რა გინდა ეს უკვე მეტისმეტია დამდევ?-ნიკა გაოცებული უყურებდა მეგობარს და უფრო ძლიერად იჭერდა მის ხელს რომ უცნობისთვის არ დაერტყა -მე დღეიდან აქ ვიცხოვრებ ეს შენ დამდევ,-თქვა უემოციოდ ბიჭმა
-ამას ახლა გავლახავ,-მიუბრუნდა თათია ნიკას
-კაი ჩემო სიცოცხლე დაწყნარდი,-ლიფტი როგორცკი გაჩერდა ნიკამ გოგონას დაავლო ხელი და თავის სართულზე გაათრია თათიას გაკეთებულ ცივ ყავას შეექცეოდა ნიკა და თან მის ამბავს ისმენდა.
-კაი დაანებე წარმოიდგინე რომ არ არსებობს,-ელვისებურად იპოვა გამოსავალი ნიკამ და ბალიშიც მოხვდა თავში.
-საბაა დავბრუნდი მეე,-დაიკივლა სახლში შესულმა თათიამ და სავარძელზე
-თუ არ შეწუხდები მაგიდიდან ფეხები ჩამოიღე სტუმარი გვყავს
-მე რატო არ მითხ...-ხმა ჩაუარდა თათიას როცა უცნობი ბიჭი დაინახა სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი
-გიგა ეს თათიაა ჩემი და, შეეცდება მაგრამ არ შეგეშინდეს როგორც ყეფს ისე არ იკბინება. თათია ეს გიგაა ჩვენთან იცხოვრებს სანამ ბინას იშოვის ჩემი მეგობარია რეგიონიდან
-მეკაიფები საბა მაგას ჩემი..
-ვიცნობ საბა ერთ კურსზე ვართ,-არ დააცადა დამთავრება გიგამ
-ძალიან კარგი. თათია გიგა კარგი ბიჭია დიდიხანია
-მაინც რამდენი ხანი იმ სახლში რომ მოიყვანე სადაც შენი საბრალო და დაუცველი და ცხოვრობს არ გეშინია მაინც?-სარკასტულად თქვა თათიამ
-მამასთან რომ გევლო ხოლმე შენც დარწმუნებული იქნებოდი რომ კარგი ადამიანია
-კიდე კაი არ დავდიოდი,-არ არსებული ოფლი მოიწმინდა თათიამ შუბლიდან.
-მისმინე შე ალქაჯო,-თითი ცხვირის წინ აუქნია საბამ,-ახლა მე და გიგა სავარჯიშოდ მივდივართ ჭკვიანად იყავი და იმეცადინე ან რაც გაქ საქმე მალე მოვალთ
-მე კლუბში მივდივარ ნიკასთან და ლიკასთან ერთად
-ჩემ ფეხებს მიდიხარ,-გაეკრიჭა საბა და მიუახლივდა,-თათია წერეთელო შენთვის ჯობია სახლში დამხვდე რო მოვალ თორე გაგაბუნძულებ აქედან
-უსამართლობაა ნაშვილები ბავშვი უფრო რო გიყვარს,-ხელით ანიშნა კართან მდგარ გიგაზე
-თათია არ გამაბრაზო,-წარბები ასწია საბამ
-ეგრე ადამიანის შეშინება თუ გინდა ცალი წარბი უნდა ასწიო,-ამოიბუზღუნა თათიამ და ოთახისკენ წავიდა.
...
-ეს სუ ასე უბერავს?-იკითხა დაბნეულმა გიგამ -ძაღლივითაა თუ დაგინახა რო გეშინია მაგის ხრიკების, არ მოგეშვება და ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევს მკაცრად უნდა მოექცე და არ დაანებო თავის ჭკუაზე მოქცევა
. -შემეცოდე ძმაო,-მხარზე მოუთათუნა გიგამ
-სამაგიეროდ ახლა შენზე გადმოერთვება და მე შემეშვება,-თქვა საბამ და გაიქცა
-მოიცა რაა?-დაბნეული გიგა უკან გაეკიდა,-საბა ახლავე მითხარი რას გულისხმობდი.
...
-ძმის ჭირი! ის ბიჭი მკლავდა და ამან სახლში მომითრია რა უნდა უქნა ახლა მაგას?-ბოლო ხმაზე ყვიროდა თათია და თან თმას იმშრალებდა
-თათიაა!-მოესმა ქვემოდან
-ბოდიში ანრიი,-ხელი დაუქნია აივანზე ბიჭებთან ერთად მჯდარ ქვედა მეზობელ
-ცოტა ხმადაბლა შეიგინე ბავშვები ვართ აქ.
-გაუღიმა ანრიმ -აუ ჩამოვალ რა შენთან მეც
-რა გინდა გოგო აქ,-შეუბღვირეს ერთხმად ნიკამ და ანრიმ
-ჩამოდი თათ ჩამოდი,-ტუჩის კუთხე ჩაუტყდა თათიასთვის უცხო ბიჭს. რა ქონდა სადარდებელი როცა მისი ბიჭები იქ იყვნენ. თმა დაუვარცხნელად შეიკრა და სარაფანი გადაიცვა.
-ფეხსაცმელი ვერ იპოვე?-უკმაყოფილოდ აათვალიერა ანრიმ
-ნუ მიყვირი ერთი,-ლოყები გაუწელა თათიამ და ტერფებზე დაადგა
-რა გინდა? -ფეხები გამეყინა,-საცოდავად ახედა ბიჭს
-აიღე ჰო ვააჰ,-ოთახის ჩუსტები გაიხადა ანრიმ
-რიკოო
-ახლა რაღა გინდა
-პერანგიც რა მცივა ახლა ვიბანავე
-კიბო ხარ შენ,-სახე ჩამოიხოკა ანრიმ და კარადიდან თათიას საყვარელი წითელი კუბოკრული პერანგი მოიტანა -გოგო ეგ პერანგი შენს კაბაზე გრძელი როა ხვდები მაგდენს?-მოგკლავო ანიშნა ნიკამ
-ანრი მაღალი ბიჭია,-დაიძვრინა თავი თათიამ და ბიჭებს შორის ჩამოჯდა
-მიყურე ახლა,-მიუბრუნდა ანრის, რომელიც ლუდს სვამდა,-მშია მომიტან ახალ თეფშს თუ შენი გამოვიყენო?
-მოგიტან ხო მაცადე ერთი წამი. სანამ ანრიმ თათიას თეფში მოუტანა თათიამ გაკრეჭილმა შეხედა ბიჭებს, რომლებიც პირღია შეჰყურებდნენ რადგან ლუდი აამოუსუნთქავად შთანთქა. მოკლედ იმ საღამოს თათიამ იმდენი ილაპარაკა სანამ ნიკამ ხელი არ დაავლო და სახლში არ აათრია
-გაგაბრუათ ხო,-უკმაყოფილოდ იკითხა საბამ და ნიკა გაატარა
-ღამე მშვიდობის ჩემო ალქაჯო,-დაემშვიდობა გაბუტულ მეგობარს ნიკა და გაბერილ ლოყაზე აკოცა.

..
-თათია ადექი დაგაგვიანდება,-სცადა დის საწოლიდან აგდება საბამ
-გაეთრიე ჩემი ოთახიდან თორე თმით გითრევ,-გააფრთხილა თათიამ ძმა
-მე ახლა მაღაზიაში ჩავალ და მზად დამხვდი რო ამოვალ თორე თმითთრევის მასტერ კლასს ჩაგიტარებ მე შენ. თათიმ ფანჯარას რომ გახედა და წვიმა დაინახა არ ესიამოვნა თუმცა იცოდა ახლა თუ არ ადგებოდა საბა მხარზე აიკიდებდა და პიჟამოთი წაათრევდა უნივერსეტიტში.
-ავადმყოფოო,-სახლი თათიას ღრიალმა გააყრუა მერე კი თვალებზე ხელაფარებული გამოვარდა სააბაზანოდან
-რა გაკივლებს ინდაურო,-უკან აედევნა გიგა საცვლების ამარა
-კარი უნდა ჩაკეტო ხოლმე -შენ ვის რას ეუბნები ტრუსებით დარბიხარ მთელს სახლში,-ანიშნა თავის პიჟამოზე
-ეს ჩემი სახლია
-სადაც მოიცა როგორ თქვი ,,უცხო ბიჭი გყავს სტუმრად, რომელიც კაცმა არ იცის რას წარმოადგენს.“
-ეგ არ მახსოვდა რა კარგად მითქვამს,-ენა გამოუყო თათიამ და სააბაზანოში შეასწრო
-ეს ცირკი მაგისთვის მოაწყვე არა?-კარზე ძლიერად დააბრახუნა გიგამ
-ზუსტად ლუზერო,-გამოსძახა თათიამ. -რატო ზიხარ აქ ასე შე*ემა?-პროდუქტები მაგიდაზე დააწყო საბამ
-შენ დას ველოდები,-გიგა ყველაფერს მოუყვა მეგობარს
-მაცადე გამოვაგდებ ახლავე
-კაი მოეშვი
-რა მოვეშვა შენ ჯიბრზეა ახლა იქ ჩაკეტილი და თუ არ გამოათრიე არ გამოვა
-თათია მალე სამსახურში მაგვიანდება -აქ ვარ,-კარი გამოაღო გიგას მაისურში გამოწყობილმა გოგონამ
-რა გაცვია?
-ეს ბოთე რო გამოვაგდე ჩემები არ მქონდა და რამექნა,-მხრები აიჩეჩა და როგორცკი ოთახში შევიდა გიგას მაისური გამოისროლა
-შემომაკვდება და მერე მოიქცეს ქაჯივით,-თქვა საბამ და ახლა თვითონ შეასწრო გიგიას სააბაზანოში
-ეს ოჯახი გადამრევს,-გიგამ მაისური გადაიცვა. მომდევნო ორი კვირა თათია სანიმუშოდ იქცეოდა იმდენად რომ საბამ იფიქრა ექიმთან წავიყვან ხომ არაფერი სჭირსო. -მოვედი მე,-დაიწივლა თათიამ და დაღლილი დივანზე მიესვენა

. ..
-კაი რა გიგა რატო უნდა იქირავო ბინა ჩვენთან ცუდად ცხოვრობ? თან თათიასაც ოინები ამოეწურა,-გიგა და საბა ხმაურიანად შემოვიდნენ სახლში მაგრამ თათიას ისე ღრმად ეძინა არაფერი გაუგია.
-სახლში ყოფილა,-გაუკვირდა თათიას ადრიანად მოსვლა გიგას
-ალბათ დღლილია თუ არ გეზარება რამე მიაფარე და რო მოვალ შევიყვან ოთახში ახლა უნდა გავიქცე მეჩქარება,-პიჯაკი მოიცვა და ისევ გავიდა საბა. გიგა ოთახში შევიდა პლედის გაოსატანად მაგრამ მერე დივანზე მოკუჭული გოგონა შეეცოდა და ხელში მსუბუქად აიტაცა
. -საბა არ წახვიდე რა,-ამოთქვა თვალების გაუხელად თათიამ,-დღეს მაკოს დაბადების დღეა არ დაგვიწყებია უბრალოდ არ გეცალა ხომ ასეა?-გიგამ გოგონას ტანის სამოსი ხელით მოსინჯა -მემგონი სველი ტანსაცმელი შეაშრა ამ ალქაჯს,-შუბლი მოუსინჯა ბიჭმა,-სიცხე აქვს. ახლა რომ მოკვდეს კოშმარებში გამომეცხადება და არ მომასვენებს
. -თათია ადექიი,-დაიღრიალა გოგონას ყურთან
-რა გაღრიალებს ომი დაიწყო,-წამოხტა თათია -არა ჯერ. სიცხე გაქვს
-მერე გიგა სიცხიანებს უვლიან კი არ უყვირიან და გულს უხეთქავენ
-მერე მე სიცხიანების მოვლა რო არ ვიცი მაგიტომაც გაგაღვიძე
-გადი კაცო გადი,-თვალები გადაატრიალა გოგონამ
-ბოდიში შენი ფილტვებისთვის დაწვის საშუალება უნდა მიმეცა.-გაბრაზებული გავიდა გიგა ოთახიდან.
..
-როგორაა?-შუბლშეჭმუხნული დახვდა დილით საბას გიგა
-სიცხე აქ ვერსად ვერ წავა. აუ გიგა კი გაწუხებ, მაგრამ დარჩი რა დღეს ამასთან გთხოვ. ლიკას გამოცდა აქ იმ ორთან რო დავტოვო აზრი არ აქ აუცილებლად უნდა გავიდე მე.
-კი საბა რა პრობლემაა დავრჩები მე
-აუ ჯიგარი ხარ,-მხარზე მოუთათუნა საბამ ძმაკაცს. დიდიხანი იბოდიალა გიგამ სახლში. ხან ეწეოდა, ხანაც ფილმებს უყურებდა საბედნიეროდ თათია ოთახში იყო და პრობლემებს არ ქმნიდა.
-წავედი მე,-გამოაცხადა ქალბატონმა უკვე შებინდებისას და გამოპრანჭული გამობრწყინდა ოთახიდან.
-სად მიბრძანდებით ქალბატონო თათია?-დაინტერესდა გიგა
-ნიკას დაბადების დღეზე, ეს ფერი მიხდება?
-არვიცი. რა ფერია საერთოდ ეგ?-თვალები დაბრიცა ბიჭმა
-მწვანეა დალტონიკო -თუ იცოდი დალტონიკი რო ვარ რას მეკითხებოდი,-გაიბუსა გიგა
-მოიცა მართლა?
-ჰო
-აუ რა მაგარია,-დაუსტვინა თათიამ და კარისკენ წავიდა
-ვერსად ვერ წახვალ დროზე ოთახში,-დაიქუხა გიგამ -შენ ვისი ბებია ხარ?
-შენი ბებია ვარ და ვერსადაც ვერ წახვალ თქო,-ფეხი დააბაკუნა გიგამ. ვის ეშინია ამის ტინგიცისო გაიფიქრა თათიამ და კარისკენ გაემართა, მაგრამ გიგამ მიასწრო და კარს აესვეტა

-გამატარე!
-არა,-გოგონას წაბაძვით წარბი ასწია გიგამ
-ნუ მაბრაზებ გიგუცი
-არა შენ ნუ მაბრაზებ. ორი საათის წინ სიცხისგან იწვოდი და ახლა არსაცად არ წახვალ დაწვა დროზე
-არა!-ცეცხლზე ნავთს უსხამდა გოგონა.
-კარგი,-მხარზე გაიდო გოგონა და ოთახში საწოლზე დაახეთქა
-ვირო,-დაიკივლა თათიამ მაგრამ გიგამ მის ნასროლ ბალიშს გაასწრო.
..
სამი დღის შემდეგ გიგა თავის გოგოსთან ერთად იჯდა მისაღებში, როცა ზურგზე ჩანთამოგდებული თათია გამოვიდა ოთახიდან და კარისკენ წავიდა
-საით?
-იკითხა გიგამ
-ნიკას და ანრის ძმაკაცებთან ერთად სოფელში,-დაისისნა გოგონამ
-საბამ იცის?
-დიახ! იცის.
-დავურეკავ და ვკითხავ მაცადე,-საქმიანი სახით წამოდგა ვაჟბატონი
-რა დრამებს მიწყობ ჰა?-თათია კარისკენ წავიდა
-გამატარე,-დაიკივლა როცა გიგა ისევ გადაეღობა გზაზე
-ოთახში ახლავე
-შენ ჩემი ძმა არ ხარ
-მადლობა ღმერთს,-თქვა გიგამ და ოთახოს კარამდე მიაცილა ტყვე
-სადაა?-გიასმა მისაღებში ნიკას ხმა
-აქვარ ნიკა მიშველე,-დაიყვირა გოგონამ
-შენ გამო*ირდი ჰო?-ჰკითხა კართან მდგარ დაძარღვულ გიგას ნიკამ და თათია თან წაიყოლა.
..
-არა ვინაა ეგ დრამებს რო მიმართავს?-ჩაჰკივლა თათიამ საბას ტელეფონში
-კაი დაველაპარაკები
-ჰო და შეაგნებინე რომ სკოლის მოსწავლე არ ვარ
-დიდად არ განსხვავდები ჭკუით ისე -საბა,-ნეტა ვის უბრიალებ თვალებს თათია მაინც ვერ გხედავს.

..
-მეგონა ისევ არ იცოდი რომ მიდოდია,-იმართლა თავი გიგამ
-ვაფასებ გიგა მაგრამ ასე მკაცრიც ვერ ვიქნები მის მიმართ
-გასაგებია აღარ ჩავერივი მის ცხოვრებაში,-თქვა გიგამ და სკამიდან წელი აითრია.
..
თათიას საწოლზე წამოკოტრიაბული ნიკა ელოდა როდოს გაიღვიძებდა გოგონა
-ბევრი დავლიე ხო,-ამოიკვნესა თათიამ
-ჭური ხარ თათი ჭური რასაც ჩვენ ვსვამთ ყურში ისხამ შენ იმდენს

-ამას კომპლიმენტად მივიღებ
-ადექი ახლა იბანავე და კბილები გაიხეხე თორე ყარხარ და ესეც შენ,-საღეჭი რეზინის შეკვრა დააბერტყა საწოლზე ნიკამ
-მეზიზღები
-მეც მიყვარხარ,-კოცნა გაუგზავნა გასვლის წინ ნიკამ.
..
-დილა მშვიდობის,-კარი შემოაღო გიგამ
-აქ რა გინდა შენ?-შეიკივლა პირსახოც შემოხვეულმა თათიამ
-მე და საბამ ჩამოგაკითხეთ,-მხრები აიჩეჩა გიგამ და საწოლზე გადაწვა
-მისმინე ფარშევანგო,-თითი აიქნია თათიამ
-ისე,-ტუჩები დაბრიცა და აათვალიერა გიგამ,-ხელების ქნევას პირსახოცი დაგეჭირა,-თავის სხეულზე ანიშნა ბიჭმა
-ოღონდ ეს არა,-თვალები გაუფართოვდა და შებრუნდა, რომ სხეული დაეფარა
-კარგია რომ შემოვედი,-თათიამ გიგას სუნთქვა ყელზე რომ იგრძნო ერთიანად აწითლდა და დაიძარღვა
-გარყვნილი ხარ სხვა თვალებს მაინც დახუჭავდა
-კაი ხო გავალ
-მეზიზღები,-აღმოხდა თათიას და საწოლზე გადაწვა.
..
ერთ დღეს გვარიანად ნაჩხუბარი თათია დაგიგა საბამ სავახშმოდ დასვა თვითონ კი ახალ გოგოს უნდა შევხვდეო და სასწრაფოდ გავარდა გამოპრანჭული. თათიას ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა ადამიანის ხელებს რომ ხედავდა სიამოვნებისგან აჟრჟოლებდა. თვითონაც არასოდეს იცოდა რატომ ხდებოდა ასე უბრალიდ უყვარდა ხელების ყურება ახლაც გიგას ხელს დაჰყურებდა, რომელიც მაგიდაზე იდო და რომელსაც კარგად ამობურცული ვენები ეტყობოდა
-რა სჭირს ჩემს ხელს?-იკითხა გიგამ თან ისე ბრაზობდა თათიაზე შეხესვის ღირსადაც არ ჩათვალა
-არაფერიც არ ჭირს,-გიგას გამხდარი ხელები ჰქონდა, ფალანფებს შოროს სახსრები შესამჩნევად გამობურცვიდა სხვათაშორის ფრჩხილებიც ლამაზი და მოვლილი ჰქონდა რასაც ასე აფასებდა თათია.
-აბა რას მიშტერებიხარ
-ისე,-მხრები აიჩეჩა თათიამ და ამღერებული მობილური ამოიღო ჯიბიდან
-ჰო ნიკო,-გამოეხმაურა ყურმილს მიღმა მეგობარს
-...
-აუ დღეს?-სახე მოეღმინჯა გოგონას
-...
-აუ ნიკა ვიბანავე, მცივა და მეზარება თან ვჭამ მე უკვე მარტო წადით და მერე მომიყევით
-...
-კაი რა ნუ გაა*რაკე არ მინდა უფ
-...
-გადავიტანე როგორმე შენ გაბუტვას,-მობილური გათიშა და გაბრაზებულმა დაახეთქა მაგიდაზე.
-რა გჭირს დღეს რა ხასიათზე ხარ?
-არაფერი არ მჭირს დაღლილი ვარ -თათია ეს სანდროს ეხება?-სახე დაღმინჯა გიგამ

-შენ რა იცი სანდროს შესახებ?
-საბამ მომიყვა -რატო ჭორაობთ ჩემზე?
-არ ვჭორაობთ უბრალოდ დამაინტერესა და მომიყვა
-რა მოგიყვა?
-რომ შენი შეყვარებული იყო და მერე დაშორდით.
-საბა ყველაზე დიდი ჭორიკანაა მემგონი
-ნუ გაუბრაზდები ბევრს აკეთებს შენთვის.

-არ ვუბრაზდები ზოგჯერ თავი მისი შვილი მგონია
-სანდრო რატომ დაბრუნდა?
-როგორც თქვა საქმე ცუდად წაუვიდა,-დაჰიპნოზებულივით ლაპარაკობდა თათია
-რა საქმე? -არ ვიცი. კაი წავალ მე დავწვები
-რა დროს დაწოლაა გოგო ექვსი საათია
-მაშინ კინოს ჩავრთავ ან რამე ღამე მშვიდობის
-ღამე მშვიდობის,-მხრები აიჩეჩა გიგამ. მერე თვითონაც ღიღინით შევიდა თავის ოთახში. ცოტახანს სოციალურ ქსელში იყო მაგრამ მალევე მობეზრდა. ფანჯარასთან მივიდა გამოაღო და სიგარეტს მოუკიდა. გარეთ წვიმდა. უეცრად ირძნო როგორ შეეხუთა სული და მჭიდრო მაისურის ყელი ხელით ჩამოიწია. გარეთ კოკისპირულად წვიმდა და ელავდა. რამდნჯერმე დაიგრუხუნა კიდევაც და მერე მეხი გავარდა. სამი ღერი ზედიზედ ჩაწვა საფერფლეში გიგამ და მერე გასაცლელად გაიტანა. თავისდა უნებურად გახედა თათიას ოთახის კარს, პირქუში ეჩვენა სახლი. იცოდა საბა გვიანობამდე არ მოვიდოდა ამიტომ თათიას კარზე ფრთხილად დააკაკუნა
-რაიყო?-მოესმა გოგონას ჩამქრალი ხმა და გულმაც რეჩხი უყო
. -არ შემომიშვებ? -არ მინდა არავის ნახვა
-მე არავინ ვარ შენთვის?-გაგულისდა ბიჭი
-ოოფ წადი რა,-აღარც მალავდა რომ ტიროდა გოგონა
-თათია გააღე რა რაგჭირს?
-შემოდი,-სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ საწოლში დაბრუნდა და ისევ ჩაემხო გოგონა
-ჰეი რა გჭირს თათია?-ფრთხილად აიყვანა გიგამ და გულზე მიიკრა. საოცარი ემოცია იგრძნო, თითქოს გული ყელში ამოუჯდა სასურველი ქალის შეხებისგან
-არაფერი დავიღალე უბრალოდ,-ამოისლუკუნა გოგონამ და კიდევ უფრო მიეკრა ბიჭის სხეულს
-რამე მნიშვნელოვანი რომ იყოს ხომ მეტყოდი არა თათია?-ბიჭის ხმაში ვედრება იგრნობოდა
-ჰო
-მაინც რატო ტირი ახლა,-არ ეშვებოდა გიგა. -მომაწევინე რაა,-თქვა რამდენიმე წუთიანი დუნილის შემდეგ გოგონამ
-საბა რომ შემოვიდეს და სუნი იგრძნოს მოგვკლავს
-აუ გავანიავებ მიდი შემოიტანე და კარიც ჩაკეტე რა,-ისევ შეევედრა გოგონა
-კაი მოვალ,-გიგა ოთახიდან გავიდა შემოსასვლელი კარი გადაკეტა და ოთახიდან სიგარეტის კოლოფი გამოიტანა -მადლობა,-თქვა გოგონამ და ნაფაზი დაარტყა
-არაფრის,-ზუსტად გაიმეორა მისი მოქმედება გიგამ
-არ ყოფილა ცუდი,-სიჩუმე თათიამ დაარღვია და უკანასკნელად გამოუშვა ტუჩებიდან კვამლი
-თათია აღარ მეტყვი რა ხდება ოთხი თვეა თითქმის რაც აქ ვცხოვრობ და ასეთ დღეში პირველად გხედავ
-მე უბრალოდ,-ისევ ცრემლებმა სძლია გოგონას,-როდესაც სანდრო დავინახე ძველი დრო გამახსენდა როცა ბედნიერი ვიყავი. მაშინ მშობლებიც მყავდა, და-ძმაც და სანდროც ახლა კი ცარიელი და უყველაფრო ვარ ეს შიგნიდან მჭამს თითქოს, თითქოს.. არა არვიცი ეს რას უნდა შევადარო
-ვწუხვარ შენ გამო,-თქვა დანანებით გიგამ და თათიას საწოლზე მოკალათდა.
-მადლობა
-რისთვის?
-მე დღეს მარილიანი ჩაი დაგალევინე მერე შენს კარაქიან პირს ცარცი დავაყარე და მაინც ასეთი კეთილი ხარ ჩემ მიმართ
-შენ უბრალოდ ბავშვი ხარ, რომელიც ყურადღების მიქცევას თავისი მეთოდებით ცდილობს
-ერთ წამში გამომააშკარავე არა?
-იმ წამსვე შუა ქუჩაში რომ გაჰკიოდი
-მართლა შემეშინდა თანაც ჩემი და..-სიტყვა გაუწყდა გოგონას
-ვიცი ჰო. მაგრამ შენ ჩემს გზაზე გადმოხვედი
-ძალით გავაკეთე
-მინდოდა ქუჩაში ალიაქმინდოდა ქუჩაში ალიაქოთი მომეწყო.
-გიჟი ხარ
-ფარშევანგო
-ინდაურო,-ხელი მოხვია გიგამ გოგონას და თავი მის კისერში ჩამალა. საშინელი სიმძიმის შეგრძნებამ გააღვუძა დილას თათია თავი წამოსწია და მის მკერდზე საყვარლად მოკალათებულ გიგას მუჯლუგუნი უთავაზა
-რაიყო გოგო ვინ აღვიძებს ასე ადამინს ჰა,-თვალები მოიფშვნიტა გიგამ
-აბა ლამის გონება დავკარგე უჰაერობისგან, რა პოზაში გეძინა -მე ძაან კარგად მეძინა შენ იკითხე თორე,-ენა გამოუყო გიგამ
-მოიცა შენ აქ გეძინა საბამ არ დააკაკუნა?
-არაფერი გამიგია არც დაურეკავს,-გვერდიგვერდ დადებულ ორ მობილურს გადახედა გიგამ
-გასაღები არასდროს არ მიაქ ხოა ნეტა კარგად? -მაცადე დავრეკო,-სასწრაფოდ აკრიბა გიგამ მეგობრის ნომერი.
-სადახარ შე*ემა?
-...
-ა, არაფერი ვინერვიულეთ სახლში რო არ დაგვხვდი
-....
-კაი საბა კაი
-სადაა?
-რა შენი საქმეა?
-გიგა თქვი ახლა დროზე?-გაიბუტა თათია
-ოოჰ რა ტვინის ბურღი ხარ, არაა საშენო
-ანუ იმ გოგოსთან ყველაფერი გამოვიდა გასაგებია
-თათია
-რა?
-კაი დაიკიდე. მიდი მოემზადე და გავიდეთ რა დროზე ვაგვიანებთ
-კაი.
თათიას თავიდან არ ამოსდიოდა როგორ აუკრძალა გიგამ ჯერ დაბადების დღეზე მერე კი სოფლად წასვლა და შურისძიების გეგმას აწყობდა
-ჰო პატარავ შურისძიება ის კერძია, რომელსაც ცივად მიირთმევენ,- ჩაიფხუკუნა თათიამ და მობილური აიღო
. ..
დილას გოგონა სააბაზანოს კართან ელოდა გიგას
-ამჯერად რა ჩაიფიქრე?-აათვალიერა ბიჭმა
-არაფერი ეს მოგიტანე დაზავების ნიშნად,-შეფუთული რაღაც გაუწოდა
-რა აწერია?-დაინტერესდა გიგა და მაისური გაშალა
-„იყავი მეგობრული, იყავი ხალისოანი, ხშირად გაიღიმე და ცხოვრება უფრო მხიარული იქნება“-დაწვრილეთ უთარგმნა გოგონამ ფრანგულად დაწერილი ტექსტი
-და რა ფერია?-წარბი აზიდა გიგამ
-შავი,-გაიკრიჭა თათია
-მე რო არაფერი მაქვს
-უნივერსიტეტში წამიყვანე და გავსწორდებით,-თვალი ჩაიკრა გოგონამ.
..
აუდიტორიაში შესულმა გიგამ იფიქრა ყველა იმიტომ მომშტერებია თათიასთან ერთად რომ შემოვედიო. მერე გოგონას გადახედა და გაუღიმა. თათიამაც მხარზე მოუთათუნა და თავისი ადგილისკენ წავიდა.
-გოგო მართალი აწერია თუ უჩალიჩებ შენ?
-რავიცი, რავიცი
-ჩაიქირქილა თათაიმ და ლიკა ასე დატოვა გაურკვევლობაში. სად არ იყო გიგა მთელი დღე და თითქმის ყველა ისევე პირდაღებული მისჩერებოდა, როგორც უნივერსიტეტში. ბოლოს დაღლილი დაბრუნდა შინ და საბას ალეწილ სახეს გადააწყდა. თათიას ლეპტოპი ედო მუხლებზე და კომედი შოუს გახმოვანებით „თავდაყირას! უყურებდა.
-რა გაცვია შე*ემა?-საბას ხმაზე მიიხედა გოგონამ და ოთახში გაიძურწა
-თათაიმ მაჩუქა დავზავდეთო,-მხრები აიჩეჩა გიგამ
-უფ, კიდე კაი,-შუბლიდან არარსებული ოფლი მოიწმინდა საბამ.
-რა მაწერია ძმობას გაფიცებ ყველა პირღია მიყირებდა დღეს.
-ბევრ ადგილას იყავი?-თანაგრნობით ჰკითხა საბამ
-უფ სად არ ვიყავი. ფეხზე ძლივს ვდგავარ სამსახურს ვეძებდი მაგრამ არავინ ამიყვანა,-ამის გაგონებაზე კარზე ყურმიდებულ თათიას ისეთი სიცილი აუტყდა რომ მთელს სახლში ისმოდა.
-დაჯექი,-სკამზე ანიშნა საბამ. გიგა დაემორჩილა და წყალი დაისხა.
-მოკლედ. ვარდისფერი ცისარტყელიანი მაიკა გაცვია და „მე გეი ვერ და ყოველ ღამე (ზოგჯერ დღისითაც) მარტორქების ქვეყნის პრინცზე ვოცნებობო“ გაწერია.-თავი ვეღარ შეიკავა და გადაიხარხარა საბამ.
-თათია დაგაკლავ იცოდე,-აღმოხდა გიგას და მისური ისე გადაიხადა თითქოს ამით რამეს უშველიდა.

-გიიგა შე არგასაზრდელო გაახილე თვალები,-დაახტა ღამით თათია თავზე ბიჭს. საბა უკვე ერთი თვეა რაც თავის აწ უკვე შეყვათებულთან რჩებოდა ყოველ ღამე და თათიას მთელი ოინბაზობა გიგასთვის იყო მიძღვნილი
. -რა გამზრდის აწი გოგო მე. რაგინდა,-რის ვაივაგლახით წამოსწია თავი ბიჭმა
-აუ მარწყვი მინდა ან მსხალი,-ტუჩები ააწკლაპუნა თათიამ
-შენ ნორმალური ხარ გოგო? ღამის სამი საათია სად გიშოვო ახლა მარწყვი და მსხალ ... მოიცა,-გველნაკრავივით წამოხტა გიგა,-ორსულად ხარ?
-ჰო გიგა ორსულად ვარ ვერ შეამჩნიე სამი თვის ვარ უკვე. ბიჭი გვეყოლება,-გაინაზა თათია
-ვის გეყოლებათ
-გულს მტკენ,-სახეზე ხელები აიფარა გოგონამ,-კარგი რადგან შენ არ გინდა მე მარტო გავზრდი ჩვენს შვილს. მარტოხელა დედა ვიქნები,-არარსებული ცრემლები მოიწმინდა გოგონამ
-ვერახარ შენ,-თავი გააქნია გიგამ და ისევ საწოლში შეძვრა შეციებული,-წადი დაწექი მომშორდი
-აუუ არ მეძინება ვაჰ
-მერე უყურე კინოს, ან წაიკითხე რამე, ან ითამაშე. შემეშვი მე მეძინება
-ფუ რა ცუდი ხარ რა საბა ზღაპრებს მიყვებოდა ხოლმე რო არ მეძინეობდა
-აუ თათია ხვალ უნივერსიტეტიდან სამსახურში უნდა წავიდე და იქ რო ჩამომეძინოს გამომაგდებენ
-კაი ჰო,-ოთახიდან გაიძურწა გოგონა
-გიჟია რა,-საბანი გაისწორა გიგამ და ისევ დახუჭა თვალები. მაგრამ ვერ მოისვენა და მაინც დააკაკუნა თათიას კარზე
-ბუა თუ ხარ ჯერ გიგა წაიყვანე ეგ იქცევა ცუდად
-შემოვდივარ,-კარი შეაღო გიგამ
-შენ გეძინებოდა ჰო?
-ჰო მეძინება მარა აქ დავიძინებ მიიწიე,-თათია მიიწია და გაყინული ტერფები გიგას დაალაგა
-ფანჯრიდან გქონდა გადაყოფილი თუ რა უბედურებაა,-აწუწუნდა გიგა
-ოფ ნუ წუწუნებ რა ნატას ხო აქ მზესავით მწველი ტერფები,-ცხვირი აიბზუა და ზურგი აქცია გოგონამ
-ტერფები არვიცი მარა მკერდი კიაქ კაი,-თავქვეშ ხელები ამოიწყო გიგამ და ჭერს ახედა
-გეძინებოდა შენ,-ამოიხრა თათიამ
-ჩემი ცხოვრების აზრი გამახსენე და რაღა დამაძინებს
-ოო რა აუტანელი ხარ რა. დაიძინე თუ იძინებ,-საბანი კარგად ამოკეცა თათიამ და თვალები დახუჭა. იგრძნო როგორ აცურდა ბიჭის ხელი მის წელზე და მისი სხეული როგორ აეკრო გიგასას მჭიდროდ
-რას აკეთებ,-დაიძაბა გოგონა
-ხო გცივა და გათბობ,-თქვა უკვე ბურანში მყოფმა გიგამ
-ფარშევანგი,-თვალები დახუჭა თათიამ და გაუაზრებლად თვითონაც ჩაეძინა.
..
ზაფხულის არდადეგებზ საბამ და მისმა შეყვარებულმა ანასტასიამ გიგასთან და ნატასთან ერთად გიგას სოფელში გადაწყვიტეს წასვლა.
-მე არ მოვდივარ,-კიოდა თათია და საწოლის თავს ეჭიდებოდა ცალ ფეხში საბა მეორეში კი ტასო ექაჩებოდა და ცდილობდნენ წამოეყენებინათ
-კაი ჰო წამოეთრიე ოღონდ თბილისში ნუ ჩაიხრჩობი და ვინც გინდა წამოიყვანე,-უკმაყოფილო სახით შემოვიდა გიგა
-ეგაა,-ხელები გაუშვა საწოლის თავს თათიამ და საბა და ტასო იატაკზე აღმოჩნდა. თათიამ ნიკას, ანრის და ლიკას დაურეკა მაგრამ ლიკა შეყვარებულთან ერთად გაძვრა სადღაც ამიტომ ბიჭები წაათრია მხოლოდ.
-აუ რა კარგიაა,-თქვა ნატამ როგორცკი ფეხი მიწაზე დაადგა და ბუნებას თვალი მოავლო. მერე გიგას კისერზე ჩამოეკიდა და აკოცა. საბამ და ტასომაც მათ მიბაძეს.
-აჰ, მეც ძაან მომწონს აქ საყვარელო, კარგი რა პატარავ,-ყველამ თათიას გახედა, რომელიც ხეს შემოხვეოდა და ეფერებოდა
-გოგო რა ჯანდაბის გამო გაკლია ამდენი,-თავში წაუთაქა საბამ დას
-რაგინდა ხე უფრო არაბაქტერიულია ვიდრე ის ქმედება რასაც წეღან ჩადიოდით ან რა მაგალითს გვაძლევთ ბავშვები ვართ აქ,-ნიკას ზურგზე შეახტა და ხელის ქნევით გაშორდა იქაურობას
. -ბავშვებიო ჩვენ სამზე თქვა,-თქვა ეულად დარჩენიმლა ანრიმ -გაძლებას გისურვებთ,-მიმართა საბამ „უფროსებს“ სინამდვილეში სოფელში ყველაზე კარგად თათია ერთობოდა ყოველ საღამოს „ბირჟაზე“ გარბოდა შუადღეს მდინარეზე ატარებდა და მთელი დილა ან ეძინა ან კალათბურთს თამაშობდა.
-აქ რა გინდა?-მიმართა კალათბურთის მოედანზე შემოსულ გიგას, რომელიც თითქმის ყველამ გადაკოცნა
-სათამაშოდ მოვედი თან უკვე დაღამდა და მოგაკითხე
-არ მინდა შენი მოკითხვა ანრიც აქაა -აუ შენი მოსაწონი ხო ვერაფერი გავაკეთე
-ვერც გააკეთებ,-ენა გამოუყო გოგონამ და სახლისკენ წავიდა
-შემომაკვდება გეფიცები,-გადაულაპარაკა ახლად მოსულ ანრის გიგამ და თავადაც დაიძრა გასასვლელისკენ
. ..
-ფუ შენი როგორ მტკივა,-მსგავსი ყვირილი მოესმა ერთ დღეს ჭიშკარში შემოსულ გიგას,-ვაიმეე ჯანდაბა რა
-თათია?-გიჟივით შევარდა ბიჭი სახლში და დივანზე გადაწოლილი თათია დაინახა მუხლები გადაყვლეფილი ჰქონდა და რვეულის ყდით ინიავებდა ჭრილობაზე.
-რა გაყვირებს მოიცა რას გავხარ,-წამოხტა თათია და გიგას გახეთქილ წარბს და ტუჩს დახედა

-რას გავხარ გცემეს,-ყბა ჩამოუარდა გოგონას
-ეს რა არის შენ იმათიმუშტები უნდა გენახა,-თქვა გიგამ და დივანზე დაეშვა,-შენ რა მოგივიდა
-ველოსიპედის ტარებას ვსწავლობდი
-მარტო?
-არა შენი მეზობელი გოჩა მეხმარებოდა
-ეგ კრეტინი?
-ჰო, წარმოგიდგენია? ხელი არ გამიშვა მეთქი და ამ დროს ჭიშკარს სახით შემახეთქა
-ფუ მაგის..
-შენ რა გჭირს,-არ დაამთავრებია გოგონამ -მე რა მჭირს და ბირჟაზე ვიჩხუბე
-შენი ჯალაბობა სადაა?-დაინტერესდა თათია
-აქაური ბავშვები რაღაც წარმოდგენას აწყობენ და იქ წავიდნენ. შენები? -ჩემებმა ვიღაც გოგოებში გამცვალეს,-მტრულად აათვალიერა თათიამ გიგა როცა სპირტი და ბამბა მოიტანა,-მე ჭრილობებს არ გაგიწმენდ
-მე გაგიწმენდ,-ბამბა შეასველა ბიჭმა და თათიას მუხლზე დაადო
-მეტკინა შე არაადამიანო,-ამოიკივლა თათიამ,-სული მაინც შეუბერე. ძალიან ფრთხილად გაუწმინდა ჭრილობა გიგამ გოგონას და როცა დაამთავრა იქვე გადაყვლეფილი მუხლის ქვეშ ნაზად აკოცა, რაზეც თათიას ბუსუსები გაუჩნდა კანზე.
-კარგი მომეცი ბამბა
-რად გინდა? -მომეცი მეთქი,-ბამბასა და სპირტს გადაწვდა თათია. სულს უბერავდა და თან სისხლს ფრთხილად წმენდდა წარბიდან და ტუჩიდან თათია
-შრამი დარჩება
-მადლობა ექიმო,-ჩაიცინა გიგამ
-არაფრის,-კუთხეში გაიწია გოგონა -ამას რატომ აკეთებ,-ტუჩები დაბრიცა გიგამ
-რას ვაკეთებ,-თათიამ ინდურ სერიალზე გადართო -როგორცკი ჩვენ შოროს ნაპერწკალი გაჩნდება წიხლით აქრობ
-არ მესმის რაზე ამბობ,-მხრები აიჩეჩა თათიამ,-თან მაგას შენ არ უნდა მეუბნებოდე. მე ის გოგო არ ვარ სხვას შეყვარებული წაართვას და ამაზე ბედნიერება ააგოს
-ეს არც მიფიქრია თათია
-სწორედ ეგ იყო შენი სიტყვების ქვეტექსტი წადი მარტო მინდა ყოფნა და ტელევიზორის ყურება.
-თათია შენ არასწორად გაიგე
-კარგი ჰო მე წავალ და სამზარეულოში ვუყურებ,-ერთბაშად წამოდგომისგან მუხლებში ტკივილი იგრძნო მაგრამ არ შეიმჩნია და სამზარეულოში გავიდა -მოდი შვილო გაგაბრაზა იმ ვირმა?
-არა ბებია ყველაფერი რიგზეა,-გაუღიმა ბებიას თათიამ და მასთან ერთად მოკალათდა,-ყავას დალევ ბებო
-არა შვილო მერე არ მეძინება ხოლმე შენ დალიე მე შოკოლადს შევჭამ,-ჩაიცინა ბებომ
-კაი,-გაეღიმა ქალის სიტყვებზე თათიას
. -არ გაუბრაზდე შვილო გიგას. ის ცოტა ფიცხი და მესაკუთრეა მაგრამ ცუდი ბიჭი არაა
-მესაკუთრეობა და სიფიცხე სჯობს ნატას მიმართ გამოიჩინოს,-ცხვირი აიბზუა თათიამ.
-იცი რატო იჩხუბა დღეს?
-შენ იცი ბებო?-თვალები გაუფართოვდა თათიას
-ეჰ, შვილო მოხუცი ვარ სულელი კი არა. ვიღაცამ თქვა, რომ საკმაოდ მსუყე ნაჭერი იქნებოდი მისთვის
-რაო?-გველნაკრავივით წამოხტა თათია
-ჰო. აი სად გამოადგა ჩემს შვილიშვილს კრივზე სიარული,-ბებო თითქოს თათიას მიღმა იყურებოდა და ისე ელაპარაკებოდა
-წავალ მადლობას ვეტყვი
-არა ახლა არ წახვიდე ეწყინება თუ გაიგებს რომ მე გითხარი
-კაი ბებო შენ მაგაზე არ იდარდო,-დანაოჭებულ ლოყაზე აკოცა და მიეფერა თათია, მერე კი ყავით ხელში დატოვა სამზარეულო. არდადეგების ბოლო კვირას ატარებდნენ სამი დღის შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ ასე რომ თათია თავის ბიჭებთან ერთად მდინარეზე წავიდა.
-მზეს რატო მიჩდილავ?-დაინტერესდა თათია და გიგას ახედა
-საცვლებით რატო გამოხვედი მდინარეზე?-გაუმეორა იმავე ტონით გიგამ და მოკლე შორტებზე ანიშნა
-სულაც არ ვარ საცვლებით შენ გოგოს უფრო მოკლე შორტი აცვია და იმას მიხედე თუ შეიძლება მე ძმა და მეგობრები მახლავს თან
-ანრი,-დაიძახა გიგამ და იქვე მჯდარი ანრიც მაშინვე მოვიდა
-რაიყო?
-მიხედე ამ შენ დაქალს ხო ხედავ ნახევარი მდინარე მაგას უყურებს,-გაღიზიანებულმა მოავლო თვალი ირგვლივ გიგამ
-დაანებე კაცო თავი ეს სულ ასე დადის მაგრამ მშვენივრად გრძნობს თავს
-რაგინდა? ჩემს ჩაცმასთან გაქ არა პრობლემა?-წამოვარდა თათია
-სწორად მიხვდი
-მომეცი აქ,-შორტზე დაეჭიდა გოგონა
-რას აკეთებ?
-მომეცი ახლავე,-დაიყვირა გოგონამ
-თათია ეს ჩემი შორტია
-მაშინ მაისური მომეცი,-გიგამ სასწრაფოდ გაიხადა მაისური და თათიას ესროლა.
-კმაყოფილი ხარ?-წინ ჩამოუდგა გოგონა -კი კმაყოფილი ვარ
-თუ ასეა დაასრულე ეს დრამა და დაახვიე ვირუჯებოდი მე,-თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა თათია.
...
-გოგო მაგას შ*გ ხო არააქ,-ყავა მოსვა ლიკამ და თვალები ააბრიალა
-ეჭვი მაქ კი,-ხელები გადაიჯვარედინა თათიამ
-რატო არ მიდის შენი სახლიდან ძაან საინტერესოა,-თათია დადუმდა სწორედ ამ დუმილმა ატკინა გული შემთხვევით შემოსულ გიგას და მაშინვე უკან გაბრუნდა. პარკში იჯდა ბიჭი და სიგარეტს სიგარეტზე ეწოდა მერე მობილური ამოიღო და საბას დაურეკა
-საბ მე ნატასთან გადავდივარ და რას იზამ შენ?
-აუ ბიჭო ტასო მივლინებით მიდის და მივყვები მეც

-კაი მაშინ იცი რა ვქნათ? რამდენი ხნით მიდის დავრჩები სანამ ჩამოხვალთ
-მაქსიმუმ ერთი კვირა არც კი ზუსტად არ ვიცით
-კაი
-ბიჭო
-ჰა? -გადაგწია ხო ჭკუიდან
-ეგ არაფერი შუაშია უბალოდ მინდა გადასვლა,-სიგარეტის ნამწვს სანაგვეში გადაიძახა გიგამ
-კაი წავედი და შემოგივლით წასვლამდე. გიგა ყველანაირად ცდილობდა სანამ საბა წავიდოდა და შემდეგ ჩამოვიდოდა თათიას კარგად მოქცეოდა და არ ეწყენინებია თუმცა ერთ დღეს სახლში ღამის სამზე მოსულს თათია შინ არ დახვდა. თავიდან იფიქრა ბიჭებთან ჩავიდოდაო მაგრამ არც ისინი დაუხვდა შინ
-ძაან კაი წავალ და დავისვენებ მაგისგან ცოტახანი,-კარი შეაღო და ოთახში ჩაიკეტა მაგრამ ვერაფრით მოისვენა და დაურეკა
-დიახ?-მოესმა ლიკას ხმა ყურმილის მიღმა
-სადახართ?
-კლუბში,-უპასუხა ლიკამ ხმაზე ეტყობოდა მთვრალი იყო
-რომელ კლუბში?
-აუ დაგავნებე რა თავი რა შენი საქეა?
-ლიკა ახლავე მით ...,-სათქმელი დამთავრებული არ ჰქონდა გოგომ რომ გაუთიშა. მერე ნიკას მიწერა და მისამართიც გაიგო. ნიკა არ იყო მათთან ერთად ამიტომ რადგან ჭკუა მოეკითხებოდა გიგამ ისიც თან წაიყვანა.
-შენ იქით მე აქეთ,-მიანიშნა გიგამ ნიკას და საქმეს შეუდგა მალევე იპოვა ლიკა რომელიც ვიღაცას ეცეკვებოდა
-აუ მაიმც მოხვედი?-თვალები გადაატრიალა გოგონამ, როცა ბიჭმა აიტაცა და იქვე სკამზე ჩამოსვა
-სადაა შენი დაქალი?-ლიკას არაფერი უთქვამს ბარის მაგიდისკენ ხელი გაიშვირა და მაგიდაზე მოცეკვავე თათია დაანახა, რომელიც მაისურს იქნევდა
-ოჰ ვინ მოსულა,-თქვა გოგონამ და გიგას ათვალიერების შემდეგ ცეკვა განაგრძო
-თათია არ გამაბრაზო ჩამოდი
-არაა,-ამოიკივლა გოგონამ და დატრიალდა
-არა?-გაბრაზდა გიგა და ძალით ჩამოათრია მაგიდიდან
-რაგინდა ეე?
-სულ რაღაც ოთხი დღე მინდა კარგად რო მოიქცე მერე საბას გადაგაბარებ და მე წავალ შენი ცხოვრებიდან, იქნებ მერე მაინც იყო ბედნიერი,-გასასვლელისკენ მიაბიჯებდა ბიჭი სახეზე უამრავი გრძნობა ერთად აწყდებიდა. სიამოვნებდა მუსიკა, რომელიც ირგვლივ გამაყრუებლად ისმოდა, სიამოვნება სასურველი ქალის სიახლოვე, მისი სურნელი, მის სუნთქვას რომ გრძნობდა ყელთან. ისიც სიამოვნებდა გული გამალებით რომ უცემდა და თათიას კისერზე შემოხვეული ხელები. თუმცა ბრაზიც ახრჩობდა.
-სად უნდა წახვიდე?-თავი წამოსწია გოგონამ და თვალებში შეაჩერდა
-შორს შენგან რადგან წყობიდან გამოგყავარ
-უნდა მიმატოვო? შენც არა?-საყვედურით დააკვირდა გოგონა და სავარძელზე მოიკალათა. გიგამ დაინახა როგორ გამოათრია ანრი და ლიკა ნიკამ კლუბიდან და მშვიდად გაუყვა გზას
. -წადი იბანავე
-არ შემიძლია ვკვდები მემგონი,-მაცივრიდან ყინული გამოიღო და თავზე მიიდო გამოსაფხიზლებლად.
-აბა რა მოგიხერხო გალეშილი ხარ?
-მაჭამე, გიყვარდე და არასოდეს მიმატოვო,-ტუჩები დაბრიცა გოგონამ
-გარფილდს უფრო საყვარლად გამოსდის,-წაკბინა გიგამ -გული მერევა,-დაიყვირა თათიამ და სააბაზანოში გამოიკეტა.
..
-ჰე გამიღე ახლა დიდხანს იჯდები მანდ
-არა! არ გაგიღებ
-თათია
-მრცხვენია და არ გავაღებ
-რისი?
-შენი
-კაი მოდი გამიღე გთხოვ და საწოლში წაგიყვან გაცივდები მანდ
-შემოდი,-კარი გააღო გოგინამ და დასჯილი ბავშვივით დადგა
-ჯანდაბა,-კისერზე ძარღვები დაეჭიმა გიგას
-რა? -ისევ ჩემი მაისური გაცვია -ჩემები დასვრილი იყო აბა და ბანაობის შემდეგ ხო არ ჩავიცვამდი
-ხო მაგრამ,-დიდი ნერწყვი გადაყლაპა გიგამ და დაბნეული გოგონა მარწუხებში მოიქცია მერე კი მის ბაგეებს დაეკონა.
-მაპატიე,-ამოთქვა როცა ვნებათაღელვა დაცრა და ხელები შეუშვა -წავალ დავწვები,-აიწურა თათია და სწრაფი ნაბიჯით წავიდა დასაძინებლად.
-თათია - გავიგე უბრალოდ ვნება მოგაწვა,-გაუღიმა გოგონამ და ძლივს დაასწრო კარის ჩაკეტვა მის ყვრიმალზე ობლად მოსეიალე ცრემლს.
-მიყვარხარ,-ამოიხავლა გიგამ მაგრამ ეს მხოლიდ კედლებმა გაიგონა, რადგან თათია უკვე ოთახში იყო. მეორე დღეს გიგა ღიღინის ხმამ გააღვიძა თვალები მოიფშვნიტა და მობილურს დახედა. შაბათი იყო დილის შვიდი საათი.
-დილა მშვიდობის,-მაგიდასთან ჩამოჯდა გიგა და სამზარეულოში მოფუსფუსე თათიას დააკვირდა
-მალე იქნება
-რას აკეთებ ამ დილაადრიან?
-ოსპის სუპს
-მართლა?-წარბი ასწია გიგამ
-რაგინდა გიგა ხომ ხედავ ოთახში დაძაბულობა შემოგაქვს
-კაი წავალ ნატა მაჭმევს რამეს და არც მეჩხუბება
-ჰო და წადი შემაწუხა რა თავისი ნატათი,-დანა ძლიერად მოუქნია ხახვს და გამაყრუებლად დაიკივლა
-ფუ შენი გაეთრიე ადამიანო რატო მიღვევ სიმშვიდეა რაგინდა,-სისხლიანი თითი მუჭში მოქცია და ხტუნვა დაიწყო
-მაჩვენე.
-არაფერია წადი
-თათია გეყოფა ისტერიკა,-დაიღრიალა გიგამ და ხელი გამოგლიჯა
-გააფრინე გოგო რამხელაზე გაქ გაჭრილი თითი თუ არ

გჭირდებოდა გეთქვა. წავედით ექიმთან -არ მინდა ექიმი ჩემით მოვირჩენ
-ეს მეგობრული შემოთავაზება არ ყოფილა თათია
-მითუმეტეს შენ მე ვერაფერს ვერ მიბრძანებ,-ისეთი კუშტი და მკაცრი გაუხდა თათიას სახე გიგას ეგონა მის წინ სულ სხვა ქალი იდგა და არა თათია
-კარგი მაშინ გთხოვ თათია წერეთელო გამომყევი ექიმთან საბას შენს თავს უთითოდ ვერ ჩავაბარებ
-ჯანდაბაში წასულხარ,-ის იყო გოგონა ოთახში უნდა შესულიყო რომ გიგამ ხელში აიყვანა და კარისკენ დაიძრა
-დამსვი თორე ჩემს თავს გეფიცები გიჩივლებ
-რისთვის სისხლისგან დაცლისგან რომ გიხსენი? -რაჭირს ტო?,-თათიას ანრის დანახვაზე სახე გაუნათდა
-თითი ლამის მოიჭრა
-წამოვალ მეც,-საქმიანი სახე მიიღო ანრიმ
-არა!-თქვა მკაცრად გიგამ,-მიდი შეამოწმე რაღაც ჯანდაბის სუპს აკეთებდა და გაზი თუ გამორთო.
-ხომ იცი რომ გაზი გამოვრთე,-ჰკითხა უკვე ლიფტში გოგონამ გიგას
-ჰო ვიცი.
..
-ექიმო?-თვალები შუბლზე აუვიდა თათიას
-დიახ,-მომნუსხველად გაუღიმა ახალგაზრდა ექიმაა -გიგა გეთქვა ასეთი სიმპათიური თუ იყო და ჩემი ფეხით გამოვიქცეოდი
-ძალიან გტკივა?-ლოყა დაეჩხვლიტა ექიმს
-არა დაივიწყე ტკივილი ნომერს არ მეტყვით?-გიგას თვალები იმხელა გაუხდა აეწვა კიდევაც.
-ძალიან საყვარელი გოგო ხარ
-შენ კიდე ძალიან სიმპათიური ექიმო,-თვალი ჩაუკრა თათიამ. გიგა წინ და უკან დადიოდა და ცდილობდა ეჭვიანობის ჭია გამოეგდო რომელიც ტვინს უჭამდა.
-იქნებ თითი მოვაჭრათ,-გამოვიდა სიტყვით
-არა, რას ამბობთ ახალგაზრდა გოგოს რა თითი უნდა მოვაჭრა,-თათიამ საღი ხელით ანიშნა ტვინში უჭირსო
-ღირსია ექიმო
-თქვენ თუ ვერ აფასებთ თქვენს შეყვარებულს სხვებს დაგვაცადეთ,-ამ სიტყვებზე გიგა სულ აილეწა მზად იყო იქვე მიეხრჩო ეს თავხესი კაცი.
-არა ექიმო რას ამბობ ჩემი შეყვარებული არაა
-თუ ასეა მაშინ ნომერს სიამოვნებით დავიტოვებ თქვენსას -თათია მქვია
-დემნა,-ახლად შეხვეულ მტევანზე ეამბორა ექიმი.
-კარგი თათია ახლა მე შენ წამლებს გამოგიწერ ჯერ დაბუჟებული გაქ და არ გტკივა იმიტომ. მერე დალიე და თუ რამეა მაშინვე დამირეკე
-კაი დემნა შენც დამირეკე და პაემანი დავნიშნოთ,-თვალი ჩაუკრა გოგონამ
. ..
სახლში რომ დაბრუნდნენ გიგას დანა პირს არ უხსნიდა იჯდა მდუმარე და გაბრაზებული.
-არ აპირებ შენ ჭამას?
-არ მშია
-რატო იყურები ასე?
-მინდა და იმიტო
-რას ბავშვობ რაა
-ეგრე შენს ექიმს ელაპარაკე თუ შეიძლება
-სიცხე ხო არ გაქვს?-გიგას წინ ჩაიჩოქა და შუბლზე ხელი მიადო. ბიჭმა წამიერად შეხედა მის თვალებს თათია გველნაკრავივით წამოხტა და ის იყო უნდა გაქცეულიყო რომ გიგამ დაიჭირა და წელზე ხელები ძლიერად შემოხვია თავი მუცელზე დაადო და გაირინდა -გიგა გამიშვებ?
-არა
-კაი რა ნახე რას გავს სახლი მთელი დღე ასე ხო არ ვიდგები
-მართლა ეს გადარდებს ახლა?
-მე ... უბრალოდ საქმე მაქვს,-დაიბნა გოგონა
-გასაგებია, წადი,-ამ სიტყვებმა ძალიან ატკინა გული თათიას მაგრამ სიამაყე მასზე ძლიერი იყო და საბლით ექაჩებიდა
-მართლა არ გშია ავალაგო?
-ჰო
-გიგა
-...
-სად აპირებ გადასვლას საბა რომ ჩამოვა
-რა მნიშვნელობა აქვს შენთვის,-უთხრა ბიჭმა ისე რომ თავი არ აუწევია
-რა გჭირს?
-არაფერი არ მჭირს. ანგარიშს არ ჩაგაბარებ მარტო იმიტომ რომ სახლი შენია
-რაა? ოდეამე მიგრძნობინებია ეს შენთვის რა სისულელეს ამბობ?
-წავალ მე და გვიან მოვალ არ დამელოდო,-სკამიდან წამოხტა გიგა და სახლი დატოვა. სამჯერ დაურეკა დემნამ თათიას მაგრამ უხასიათოთ იყო გოგონა და არ პასუხობდა ბოლოს ფილმი ჩართო და ტელევიზორთან მოკალათდა. ახსენდებოდა თათიას ყველაფერი, ახსენდებოდა მისი ცხოვრებიდან, გაახსენდა ის ღამე როგორ დაკარგა და მისი უკეთესი ნაწილი, როგორ გაიჯახუნა სახლის კარი ჯერ მამამ მერე კი დედამ და როგორ დარჩა ცარიელ ოთახში მარტო. მერე ის გაახსენდა როგორ გავიდა დღეს გიგა მასზე გაბრაზებული და ჩამქრალი თვალებით სახლიდან. სული შეეხუთა გული ეტკინა და დიდზე ამიოხრა თვალები ცრემლებით აევსო და ემოციებისგან დაცლილს და თავდამძიმებულს იქვე მიეძინა. ასე ორი საათი იქნებოდა თათიას თავის ოთახში რომ გაეღვიძა და მოხვდა გიგა დაბრუნდა, რადგან ოთახში იყო ბალიშს ხელი დაავლო და გიგას ოთახისკენ გასწია ნელა დააკაკუნა
-ღიაა შემოდი,-გამოეხმაურა ბიჭი. მაგრამ თათიამ ისევ დააკაკუნა
-მოხდა რამე?-გამოსულ გიგას გარეთ აცრემლებული გოგონა რომ დახვდა გული მოულბა და მკერდზე მიიკრა -ვერ ვიძინებ
-შემოდი,-საწოლზე ანიშნა გიგამ და კარი მიხურა. თათია საწოლზე მოკალათდა გიგამ კი ზურგი აქცია და თვალები დახუჭა. გაუკვირდა ბიჭს თათია რომ წამოდგა მაგრამ თვალების გახელა არ უნდოდა, მალე იგრძნო ქალის ნაზი ხელები სახეზე და ყველა კუნთი მოუდუნდა
-შემომხედე,-დაიჩურჩულა თათიამ გიგამ უნებურად გაახილა თვალები და შეხედა,-მაპატიე ზედმეტი მომივიდა. დღეს როცა წახვედი მეგონა სულ მიმატოვე და ძალიან შემეშინდა
-უნდა წავაულიყავი,-ამოიჩურჩულა გიგამ და გოგონას ხელს ხელი დაადო მერე კი ტუჩებთან მიიტანა.
-მაპატიე?
-ჰო გაპატიე,-ისევ დახუჭა თვალები ბიჭმა თათია კი მის მკერდში ჩაიმალა და აკანკალებული სხეული სითბოსგან მოუდუნდა. ორივეს ერთი სიტყვა უტრიალებდა თავში სოტყვა რომელიც გადმოსცემდა იმიას რაც მათ გულში ხდებოდა მაგრამ რატომღაც ვერც ერთმა ვერ თქვა ეს სიტყვა. ორივეს ეგონა თუ იტყოდნენ მოეშვებოდათ. არა, კი არ ეგონათ ზუსტად იცოდნენ ორივე ერთი და იმავე გრძნობით რომ იყო დასნეულებული მაგრამ სიამაყე მძლეველია ყველასი და ამოტომ ორივე ჯიუტად დუმდა სამაგოეროდ მათი სხეულები ეკვროდა ერთმანეთს ძალიან მჭიდროდ და უჯრედები ამაღლებული თუმცა ადამიანთათვის გაუგონარი ხმით ეჩურჩულებოდა ერთმანეთს
-მიყვარხარ. ალბათ მართალია რომ ამბობენ ზოგს მცირედიც აკმაყოფილებსო, რადგან სწორედ მცირედით კმაყოფილდებოდნენ და ესეც კმაროდათ ახლა გიგას და თათიას. უცნაურია ზოგი ადამიანი მთელი ცხოვრება ეძებს სიყვარულს და მერე საუკუნეც არ ყოფნის ამ სიყვარულით ტკბობისთვის მათ კი იპოვეს და აღიარება არ შეეძლოთ რადგან სიამაყე ორივეს ჩაფრენოდა და ძვლებს უხრავდა. ალბათ სიამაყის ბრალი იყო დილით თათია ისევ ქაჯივით რომ მოიქცა და თითქოს ბედზე საბაც ჩამოვიდა. საღამოს გიგამ ყველაფერი უსიტყვოდ ჩაალაგა, ღამით მძინარე თათიას ოთახში შეიპარა და შუბლზე აკოცა, მერე კი სახლის კარი გაიხურა. ნუ განსჯი მკითხველო შენ შეიძლება ვერ მიხვდი მაგრამ თუ დანამდვილებით არ იცი მე მკითხე. მე ხომ ვიცი რა ცეცხლი გიზგიზებს მათ გულში სიყვარულის და ეჭვის ცეცხლი. გიგას ეგონა რომ თათიას არ უყვარდა თათიას კი ეშინოდა არ გამხდარიყო ნატას უბედურების მიზეზი.
-სადაა გიგა?- იკითხა თათიამ
-გადავიდა,-მხრები აიჩეჩა გოგონამ და თავის საქმეზე წავიდა. მხოლოდ ეს თქვა და ამის მერე ამ საკითხთან დაკავშირებით ხმა არ ამოუღია მიჩვეული იყო თათია, დაეჩვია ყველა რომ ტოვებდა ვინც უყვარდა და მაინც ისეთივე მხიარული და გადარეული დარჩა. უნივერსიტეტში ბევრს ჭორაობდნე ზოგი ამბობდა გიგამ სწავლა მიატოვაო, ზოგსაც ეგონა მობილობა გააკეთა და სხვაგან გადავიდა, სხვებს არ ჯეროდა მობილობის ამბავი და ამბობდნენ უბრალოდ გაქრა და მალე დაბრუნდებაო, არავის არასოდეს დაუკავშირებია თათია და გიგა და არ იცოდნენ როგორ ტკივილს აყენებდნენ გიგას ხსენებით გოგონას.
...
-რას შვები პატარავ?-მაკოს საფლავზე თათიას გვერდით ჩამოსკუპდა საბა
-საბუ იცი რა გითხრა?-მხარზე თავი ჩამოადო ძმას,- იმ ღამეს მაკო რომ გარდაიცვალა შენ გეძინა თავი ჩემს კალთაში გედო, მე როგორც ყოველთვის მამას მხარეს ვიჯექი მანქანაში. მერე ბენზინისთვის გავჩერდით და მაკომ მთხოვა ადგილი გამიცვალეო შენ მაკოს კალთაში გინდოდა დაძინება მაგრამ უფლება არ მოგცა. იმ ღამეს მითხრა არასოდეს შეიცვალო სულ ჩემს მეორე მხარედ დარჩიო. მერე საზარელი ღრჭიალი გაისმა და ზუსტად იმ მხარეს დაგვარტყა სატვირთომ საითაც მაკო იჯდა. ხვდები საბა? იმ ღამეს ან მე ან ორივე უნდა დავღუპულიყავით მაკომ კი ადგილი გამიცვალა ამიტომ ვაბრალებ საკუთარ თავს მაკოს დაღუპვას იქ მე უნდა ვმჯდარიყავი
-სუ! სუ სუ ნუ ტირი -ჩემი ბრალია საბა,-ისეთი სიცარიელე იგრძნო თათიამ რომ ლამის გონება დაკარგა.
-არაა შენი ბრალი არავის ბრალი არაა მოდი ჩემთან,-და გულზე მიიკრა და თმაზე მიეფერა.
-საბა რატო მიგვატოვა ყველამ?
-ჩვენ არავის არ მივუტოვებივართ ჩემო პატარავ მხოლოდ მაკომ დაგვტოვა სხვა ყველას ჩვენით დავშორდით არ იტირო მე შენთან ვარ და სანამ პირში სული მიდგას ყოველთვის იგრძნობ როგორ მიყვარხარ. მე არ მიგატოვებ ჩემო სულელო
-ძალიან მიყვარხარ საბუ
-მეც ჩემო ტკბილო,-ლოყები დაუკოცნა დას,-გინდა დღეს შენთან დავრჩე?
-არა ნუ დატოვებ ტასოს მარტო ხო იცი ეშინია,-მხარზე მოხვეულ ხელზე ხელი დაადო ძმას.
-კაი წავიდეთ მაშინ ცივა. იცი რა ცოტახანი ჩვენთან წამოდი და მერე მე გამოგიყვან სახლში
-კაი წამოვალ
. ..
-მართლა ჩაცმა ყოფილა ადამიანი,-თვალები დაქაჩა თათიამ როცა ანრი ნახევრად შიშველი დაინახა კარში,-შეენ?-კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები როცა მის უკან ლიკა დაინახა
-შემოდი გოგო ნუ დებილობ ჯოკერს ვთამაშობთ გახდაზე -ვის ატყუებთ თქვენ ჰა? ჯოკერს გახდაზე როგორ თამაშობთ კარტი არ გაქვთ
-ო, გაეთრიე ქალო აქედან,-კარი ცხვირწინ მიუხურა ლიკამ დაქალს და ორივემ ისეთი სიცილი ატეხა ანრის შეეშინდა კიდევაც.
-ამათაც მიღალატეს ახლა მე ვის მოვუშალო ნერვები?
ბევრი არ უფიქრია კიბეზე დაეშვა და ნიკაც რომ არ დახვდა სახლშო გაბრაზებული იმით რომ საკუთარ ფიქრებთან მარტო უწევდა დარჩენა პარკში წავიდა. უკვე საკმაოდ ციოდა ამიტომ ჟაკეტი შეიკრა და ყურსასმენები მოირგო. არაფერზე არ ფიქრობდა უბრალოდ იჯდა და გინდა ბედს დააბრალეთ გინდ შემთხვევითობას რომ სამი წლის შემდეგ იმავე პარკში გიგა დაინახა. მუხლები მოეკვეთა ცხოვრებაში პირველად არ იცოდა რა გაეკეთებინა ხელები გაუოფლიანდა და პირველი ნაბიჯი მაინც გადადგა გიგა წამოდგა ჩამწვარ სიგარეტს სანაგვეში გადაუძახა და გასასვლელისკენ წავიდა. თათია ნელი ნაბიჯით მიყებოდა უკან და რაც ბოლოს დაინახა იმან დამბლა დასცა გიგა მივიდა ორსულ ქალს მოხვია ხელი და გზა გადაჭრა. არც უფიქრია თათიას მისი შეჩერება უბრალოდ უკან მიბრუნდა და მთელი ღამე ტირილში გაატარა დილით კი ისევ ფორმაში იყო.
-თათიაა შემომიშვი გთხოვ ხო გინდა მოგიყვე ყველაფერი ქალო -გაეთრიე აქედან შე გათახსირებულო,-კარის ერთ მხარეს ლიკა იდგა მეორე მხარეს კი თათია იჯდა და რაღაცას გაცხარებით შეექცეოდა. -კაი რა თათ სულ ორო კვირაა რაც ვხვდებით,-იმართლა თავი ლიკამ
-ახლა სულ არ შემოგიშვებ,-ენა ისე გამოუყო გოგონამ გეგონებოდათ ლიკა დაინახავდა.
-აუ მომბეზრდა წავალ ახლა
-კაი ჰო შემოეთრიე და დაწვრილებით მოყვა ყველაფერს,-კარი გამოაღო გოგონამ და დაქალს ისე ჩაეხუტა ლამის ნეკნები ჩაუმსხვრია. დაღამებამდე ჭორაობდნენ ანრიმ სამჯერ ამოაკითხა წამოდით გავიდეთ სადმო მაგრამ ჯერ არ დაგვიმთავრებიას ყვირილით გააგდეს საბრალო გარეთ.
-კაი წავედი ახლა მე და გამომიარე შენც მერე სულ ნუ დამივიწყე
-ოქეი,-გააგრძელა სიტყვა თათიამ და მეგობარი გაისტუმრა. თავიდან მხიარული ღიღინით დახტოდა წინ და უკან მერე კი გიგა და წინა ორშაბათის საღამო გაახსენდა და ისევ მოიწყნა. ასე დაუცველად ასე უმწეოდ არასოდეს ეგრძნო თავი თათიას ახლა ხვდებოდა, რომ სულ მარტო იყო და რაც ყველაზე მეტად აწუხებდა ის ფაქტი იყო რომ არც არავინ სურდა ახლოს ყოფილოყო.
..
-შემოდი ლამაზო,-რძალმა გაუღო კარი და გადაეხვია
-ტასი სადაა ჩემი ბედოვლათი?
-სტუმარი გვყავს გოგო და ვერ გამოვიდა წამო გაგიხარდება ნახვა,-ხელით ანიშნა წამომყევიო რძალმა
-გიგა?-გაშრა თათია
-თათია როგორ ხარ?-გიგამ გოგონა გადაკოცნა და ისევ საბას მიუბრუნდა
-მიხარია შენი ნახვა-ჩაიბუტბუტა თათიამ
-თათი ხო დაიტოვებ ამაღამ? მე ცოლის ძმა და რძალი მყავს სტუმრად თორე არ შეგაწუხებდი,-გადაუჩურჩულა ძმამ -კი რა პრობლემაა,-ამოთქვა გოგონამ ჩამქრალი ხმით.არ ესმოდა თათიას. ერთი კვიროს წინ ნახა გიგა და სულაც არ გავდა იმ კაცს დასარჩენი რომ არ აქვს.
-წავიდეთ?-ჰკითხა თათიამ ძმის სტუმარს
-კი ახლავე,-იქვე დადებული ქურთუკი მოისხა გიგამ და გასაღები ამოაძვრინა ჯიბიდან. ასეთი დაძაბული არასოდეს ყოფილა თათია მგზავრობის დროს. ლიფტიც თითქოს ნელა მოდიოდა და ლამის საუკუნე მოანდომა თათიას სართულამდე.
-შენს ძველ ოთახს გაგიშლი მანამდე თუ გინდა იბანავე მოკლედ იცი რა სად არის,-თქვა თათიამ და საწოლის გაშლას შეუდგა
-იმაზე ლამაზი ხარ ვიდრე მახსოვდა,-მიუახლოვდა გიგა და ხელი მოხვია
-გამიშვი,-თქვა მკაცრად გოგონამ წამიერად სიძულვილი იგრძნო კაცის მიმართ
-რამოხდა?-თვალებში ძველებური ნაპერწკალი გაუკრთა გიგას
-ის რომ დაგინახე იმ ორსულ გოგოსთან ერთად ორშაბათს ახლა კი აქ გამომეცხადე რახდება გიგა რას მეჩი?
-შენგან დანახვის დღიდან ერთი რამ მინდა, სიყვარული, ის გოგო კი ჩემი მამიდაშვილია
-ახლა თავი დებილი მგონია,-წარბი შეიკრა თათიამ -ინდაურო ორი წამის წინ გითხარი რომ მიყვარხარ,-ტუჩის კუთხე ჩატეხა გიგამ
-ჰო ეგ რთული ამბავია
-რა არის გოგო რთული?
-იმის აღიარება რომ მეც მიყვარხარ და დაპირების მოცემა რომ აღარ გაგაბრაზებ და კარგი ბავშვი ვიქნები,-საცოდავი სახე მიიღო გოგონამ.
-თათია,-თქვა მობეზრებით გიგამ
-ჰა
-მოკეტე რა გთხოვ,-გოგონამ თვალები დააელვა მაგრამ გიგა ამას უკვე ვეღარ ხედავდა რადგან გოგონას ბაგეებს დიდიხნის მწყურვალივით დასწაფვოდა.
..
-მერე ამ ამბავს შვილიშვილებს მოვუყვებით,-პაპანაქება სიცხეში ზღვის ნაპირას გულზე იკრავს გიგა თათიას
-რას?
-რომ ქუჩაში ერთხე არანორმალურ არსებას გადავეყარე
-და ინდაური დაუძახე
-ჰო ეგ კარგად გამოვიდა ადრე ინდაური არავისთვის დამიძახია,-ჩაიცინა გიგამ
-ჰო მეც ვეტყვი ბაბუამისი დრამის დედოფალი რომ არის,-ენას უყოფს გოგონა
-ისე ყველაფერს თუ მოვუყვებით ბავშვს ფსიქიკა შეერყევა
-ჰო. მარგამ კარგია
-რა არის გოგო კარგი?
-ისეთი სიყვარულის იატორია რომ მქონოდა რომ მოსაყოლად არ ვარგოდეს დაგაკლავდი
-ბეწვზე გადავრჩენილვარ
-დიახ!- თქვა თათიამ და მოწყვეტით აკოცა ქმარს მერე კი გაიქცა. მისდევდა უკან გიგა და თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრუალებდა, როგორ უნდა ეცხოვრა სხვა მოსაწყენ ქალთან. ისეთთან რომელიც ოინებს არ მოუწყობდა და ნერვებს არ დააგლეჯდა და უფრო აფასებდა თავის ცოლს
-გაჩერდი გოგო სანამბავშვი გაგიჩენია
-ჯერ ადრეა ჩემნაირი მშვიდი და გაწონასწორებული ქალები შვიდ თვიან ბავშვებს არ აჩენენ,-ენა გამოუყი გოგონამ.
..
შეცდა თათია იმ ღამეს ოთხის ნახევარზე დაიწყო წივილი
-ვმშობიარობ გიგა ადექი მიშველეო.-მალე კი ოჯახი პატარა ჯანმრთელი გოგონას დაბადებას აღნიშნავდა.

..............
იმედია მოგეწონებათ საყვარლებო. <3 ველოდები თქვენს კომენტარებს სულმოუთქმელად. კიდევ ერთი ისტორიის დაწერას ვაპირებ რომელიც სახალისო იქნება. მოკლედ მინდა რომ გამიზიაროთ თქვენი აზრი რათა მინუსები გამოვასწორო. სიამოვნებით მოვისმენ თქვენს აზრს. მიყვარხართ<33
იმედია ბევრი შეცდომა არ იქნება.



№1  offline წევრი nathali lifhonava

იცი მაინც როგორ ძალიან მომეწონა?
სასწაული ხარ ^_^
კარგოო heart_eyes
მიინდაა შემდეგიი ისტორიაც
გეხვეწებიი დაწერე დაა ატვირთე
ძაან კარგი ხხაარ heart_eyes
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№2  offline წევრი ki si

nathali lifhonava
იცი მაინც როგორ ძალიან მომეწონა?
სასწაული ხარ ^_^
კარგოო heart_eyes
მიინდაა შემდეგიი ისტორიაც
გეხვეწებიი დაწერე დაა ატვირთე
ძაან კარგი ხხაარ heart_eyes

ერთხელ კომენტარის გახსნამდე ინფაქტით მოვკვდებ. თქვენ რა იცით მე რა მემართება კომენტარს რო დავინახავ ხოლმე მთელს სხეულში ჟრუანტელი მივლის. დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვია ჩემო საყვარელი. სიამოვნებით მოგართმევთ ახალ უფრო დიდ და საინტერესო ისტორიას ძალიან მალე.მიყვარხართ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

Ena chamivardaaa dzalian magariaa

 


№4  offline წევრი ki si

სტუმარი მარიკო
Ena chamivardaaa dzalian magariaa

მადლობა საყვარელო

 


№5 სტუმარი ვიკო

კარგი იყო,მომეწონა

 


№6  offline წევრი იზუკა

ვაიმე რა კარგი იყო და რამდენი ვიცინე))ძალიან მსუბუქი წასაკითხი იყო,რაც ძალიან მომწონს ხოლმე..არ მიყვარს ბევრი დრამა და ცრემლის ღვრს..ასე როომ ეს ისტორია იყო საჩემოო))ახალი ისტორიაც თუ ასეთი ჰაეროვანი იქნება გამახარებ ❤

 


№7  offline წევრი ki si

იზუკა
ვაიმე რა კარგი იყო და რამდენი ვიცინე))ძალიან მსუბუქი წასაკითხი იყო,რაც ძალიან მომწონს ხოლმე..არ მიყვარს ბევრი დრამა და ცრემლის ღვრს..ასე როომ ეს ისტორია იყო საჩემოო))ახალი ისტორიაც თუ ასეთი ჰაეროვანი იქნება გამახარებ ❤

ვგეგმავ რომ ასეთივე ჰაეროვანი იყოს საყვარელო და გამიხარდება თუ წაიკითხავ მეც დავიღალე დრამით <3

 


№8  offline მოდერი ბელუ შეროზია

სადაც პოზიტიური ისტორიაა, იქვე ვარ მეც. ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამკომენტარებიდან გამომდინარე კარგი უნდა იყოს. ნელ-ნელა წავიკითხავ და გეტყვი ჩემს აზრ.

 


№9  offline წევრი ki si

ბელუ შეროზია
სადაც პოზიტიური ისტორიაა, იქვე ვარ მეც. ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამკომენტარებიდან გამომდინარე კარგი უნდა იყოს. ნელ-ნელა წავიკითხავ და გეტყვი ჩემს აზრ.

მოუთმენლად გელი საყვარელო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent