პოკერი დარიჩინის არომატით (სრულად)
პოკერი დარიჩინის არომატით –ერთი ოლ’ინი მინდა და,ბათუმის ფულსაც ავაგდებ!–სიცილით გახედა მის გვერდით მჯდომს 25–27 წლის მამაკაცმა და,სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა.–პროსტა მაგარი სირ*ბი სხედან,დვე პარას გარდა,არაფერში ქოლავენ. –მერე შენც დაელოდე კარტს და,ეგ შენი ოლ’ინიც იქნება.–კომპიუტერის ეკრანზე თვალმოუცილებად გასცა პასუხი მეწყვილეს და,თამაშს ყურადღებით დააკვირდა.–ტუზ–დამა,გული,იმენა მაგარი ჰენდია.–აღფრთოვანებით წამოიძახა ახალი კარტის გაშლისას და,მოთამაშეს იდაყვი გაჰკრა. –ვიცი,გაგა,ვხედავ.–სახე დაუსერიოზულდა,120 დაარეიზა და,მოთამაშეებს დაელოდა. 5 დან,3 დაწვა,მხოლოდ ის და,ვიღაც მახო დარჩნენ მაგიდაზე,რომელმაც,ასოცის რეიზზე,რირეიზით უპასუხა. –ფუ ამის დედას შევე*ი–გაგა ანერვიულებული წამოხტა სკამიდან და,მაგიდას დაეყრდნო ხელებით.–რა ჰყვას ასეთი? –დამშვიდდი,150 ამ კარტში ჩემგან იქოლება.–ხმა მკაცრი,მტკიცე ჰქონდა მოთამაშეს,რირეიზი დაქოლა და,ფლოპის გაშლას მშვიდად დაელოდა. –კაროლ–ათიანი,გულები.–გაოცებისგან სახე მოექცა გაგას და,მრავლისმთქმელი მზერა დაასო ირონიულად მომღიმარ მეგობარს,რომელმაც,ოლ’ინის ღილაკს მომენტალურად დაააწვა.–რა ქენი,გაგიჟდი??–ხმა ჩაუწყდა ბიჭს და,ელდანაკრალი სკამზე ჩაცურდა. –სასტრიტფლეშე ვარ გაგა: ტუზი,კაროლი,დამა,ათიანი,–ეკრანისკენ თითი გაიშვირა და ,კარტისკენ მიუთითა.–ვალეტი მინდა,გულიც რომ არ იყოს,სტრიტია,თუ გული ამოვიდა და,სტრიტ–ფლეში,ვაბშე სხას რომ თავი დავანებოთ,ვალეტის შემთხვევაში,როიალ ფლეში მყავს,თუ ამ კარტში წავაგე,რისი შანსიც ფაქტობრივად ნულია,ჯეკპოტი გათამაშდება და,ბათუმის კიარა,ჰავაის პონტს მოვხოდავ ათ წუთში.–მშვიდი ტონით გასცა პასუხი და,მოპაექრის პოზიციას დაელოდა. მის ქოლს სრულიად ურეაქციოდ შეხვდა,რასაც ვერ ვიტყვით გაგაზე,რომელსაც წამში მილიონმა ფერმა გადაუარა სახეზე და,თვალებზე ხელები აიფარა ემოციისგან. –ვალეტ ცხრიანი ყავს,დამა უნდა მარტო,მასზე ბევრად წინ ვარ,გამორიცხულია,რომ წავაგო–ხმაში სუსხი გაერია.წამი იმდენად გაიწელა,გაგას კანკალმა დაუარა სხეულში.. –არის!–მაგიდაზე ხელები დაარტყა და ,ფეხზე წამოხტა.–როიალ ფლეში!მაღიარე. პოკერის მამა!–შავგრემანი მამაკაცი აღტკინებული წინდაუკან მიმოდიოდა და,გაფითრებულ გაგას მკლავში სწვდა.–ესეც შენი ათას ხუთასი,ამას პლუს ხელფასი,ჯამში,2200,5 დღე წესით უნდა გვეყოს.–უცებ გადაიანგარიშა და,ჯერ კიდევ გაშეშებული გაგა ოდნავ შეანჯღრია.ადექი ახლა,პაკოს დაურეკე,მათეს დაურეკოს და,ერთ სააათში ბარგით მოვიდნენ აქ. –ღამის 3 საათია საბა!–თვალები უფრო გაუფართოვდა გაგას. –აუ,რა დრო გასულა,კაი მაშინ დავიძინოთ,რვისთვის ავდგეთ, და,ცხრაზე დავგაზოთ.მოსულა? –მოსულა!–როგორც იქნა აზრზე მოვიდა,მომხდარი გაიაზრადა და,მხოლოდ ახლა აუკაშკაშდა თვალები. –ჰოდა,ეს დღე დაიმახსოვრე... „ტუსოვკა ნაჩინაეტსა“–წარბები სასაცილოდ აათამაშა და ოთახისკენ წავიდა.–არ ეძინებათ იმათ,მაინც დაურეკე და,გააფრთხილე,არ მაქ მერე მაგათი ზდევის თავი! ** –იღბალა ხარ რა!–აღფრთოვანება ვერ დამალა საბას გვერდით მჯდომმა პაკომ,როცა გუშინდელი ფანდის ამბავი გაგამ ავტომობილში ჩაჯდომისთანავე მოუყვა მათ. –ცოტა იღბალი,ცოტა ფული,ცოტა ბლეფი და,დიდი ჭკუა!–წარბაწევით გადახედა საბამ და,საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიიკაკუნა.–„გალავა რაბოტაეტ“–მხიარულმა თვალი ჩაუკრა და,ავტომობილი გზადკეცილზე გაიყვანა. ბათუმში რომ ჩავიდნენ,მზე უკვე ზენიტში იყო და,სხივებს უხვად აფქვევდა დედამიწაზე. ბიჭებმა ბარგი ოთახებში დააბინავეს და,ეგრევე პლაჟისკენ წავიდნენ. შეზლონგებზე გაწოლილ ლამაზ სხეულებს მოწყურებული მზერა გადააავლეს. თითოეულს სამიზნე უკვე შეერჩიათ,საბას კი,მოსვლისთანავე მზერა შოკოლადისფერი გოგოსთვის შეეყინა და,არაფრის დიდებით არ აცილებდა თვალს. გოგო მისგან რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით გაშოლტილიყო და,მზისთვის შეეშვირა ლამაზი სხეული. ნატიფ თითებში ნაზად მოექცია ჯარუმის ღერი და,გრაციოზულად,ნება–ნება ეწეოდა. მანძილის მიუხედავად,საბა აშკარად გრძნობდა დარიჩინის არომატულ სურნელს და, სასწაულად მოუნდა,რაც შეიძლება ახლოდან შეეგრძნო ეს. რა წამს გადაწყვიტა,მიახლოებოდა ,გოგონას სხეული შეზლონგიდან წამოდგა,გრძელი შიფონის პარეო მოიხურა და,სანაპირო ფრთხილი ნაბიჯით დატოვა. –ამის დედაც..–უკმეხად შეიკურთხა საბამ და,გაბრაზებულმა კენჭი მოლივლივე ზღვაში შეაგდო. იმ დღეს შაქრისფერი გოგო სანაპიროზე ვეღარ დალანდა,მიუხედავად იმისა,რომ გაფაციცებით დაეძებდა. ლამაზი ქალი მისთვის უცხო არ იყო, მაგრამ,დარიჩინის არომატი მაინც ღრმად ჩარჩა გონებაში.. ** –ექვსების სეტი!–ტაში შემოჰკრა მათემ და,ოლ’ინის ღილაკისკენ წაიღო თითი. –პოკერს არ უყვარს ცეტობა,მათე,არ დააოლინო,1/3 რეიზი მიეცი და დაელოდე რივერზე რას დაგიდებს.–თამაშში საბა ჩაერთო და,ეკრანს ინტერესით ჩააკვირდა. –რა დროს პოკერია,კარგი რა,ზაფხულია,ღამეა,ბათუმში ვართ,აწიეთ ტ*აკი და,გავიდეთ გარეთ რააა.–თამაშით თავმობეზრებული პაკო ფეხზე წამოდგა და,უკმაყოფილოდ გახედა ეკრანში თავშერგულებს. –რაის ჯვარი დადე შენი –ოთახში დაზაფრული მათეს ყვირილი გაისმა და,გულგახეთქილი პაკო ისევ სავარძელს მიესვენა. –ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულს.–პირჯვარი გადაიწერა და,აფხუკუნებულმა გადახედა წამოწითლებულ ბიჭს. –სეტი მყავს ხელში,სეტი! და ეს დგება და მიდებს ჯვარს,ვაბშე სად ჯვარი სად ექვსიანი. ახლა ვიღაცას ფლეში ეკავება და მომიგებს.–საცოდავი სახე მიიღო მათემ და,მის ადგილზე დასკუპებულ საბას გახედა.. –გაცისკრე ჩემთავს გაფიცებ რა!–შეევედრა და,გვერდით მიუჯდა.–არა ნახე რა,თან რა ნაგლად გამოდის ოლ’ინს,იმენა დავწვი რო ფლეშს ელოდება.–არ ცხრებოდა მათე და,საბას მომლოდინედ მიაჩერდა. –ქოლავ?–ინტერესით ჰკითხრა და,მოკიდებული სიგარეტი მისცა. –ბლეფია.–მშვიდი ტონით მიუგო პასუხი სააბამ და,140 ლარის ოლ’ინი უშფოთველად დაქოლა.–აი,გითხარი თუ არა!–ტაში შემოჰკრა და,გახარებულ მათეს თვალი ჩაუკრა. –საიდან მიხვდი ტო?–გაოცებულმა გახედა და,ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მომხდარს. –მარტივია,ორი ვარიანტი იყო:ფლოპზე ექვსიანი იდო,რამაც შენ სეტი მოგცა,პლუს ორი ჯვარი,საფლეშე რომ ყოფილიყო,რეიზს დაგიქოლავდა და,ოლ’ინზე არ წამოვიდოდა,მაგრამ,აქ შენი სვლა გათვალა,გეფლეფა რა,დაგანახა,თითქოს ჯვარი ჰყავდა და,შენც წამოეგე,მე რომ არა,დაწვებოდი და,ბლაინდს მოგპარავდა.მეორე ვარიანტი კი ის იყო,რომ ექვსიანთან ერთად ორიანი და ოთხიანი დადო,უკეთეს შემთხვევაში,შენნაირად სეტი ეყოლებოდა,მინიმუმ,პარა,მაგრამ,შენ უფრო მაღალი გყავდა და,შესაბამისად,მაინც მოგებული იქნებოდი.–ღიმილით ჩამოუყალიბა ყბაჩამოვარდნილს და,უკუსვლით აივანზე გავიდა. წითელ მალბოროს გაუკიდა და,ფილტვებში ღრმად ჩაუშვა ძლიერი ბოლი,როცა,არსაიდან,ისევ მოუვიდა დარიჩინის არომატი. გააჟრჟოლა.. თვალწინ არომატის პატრონი წარმოუდგა და, მისი უნაკლო სხეულის გახსენებისას,სუნთქვა გაუხშირდა. ინსტიქტურად მიმოიხედა და,მისგან მარცხნივ,მზერა ჩაბნელებული აივნისკენ გაუცივდა.. კუნაპეტ ღამეში მხოლოდ თამბაქოს კვამლი,დარიჩინის არომატი და,ცეცხლის კვალი სჩანდა,მაგრამ,საბას შეეძლო დაეფიცებინა,რომ ქალის სუსტ კონტურებსაც არჩევდა.. გულში შემოჭრილი ბედნიერების სუსტი ქარი სასიამოვნოდ მოედო სხეულზე საბას. ამ წამიდან შეეძლო დარწმუნებით ეთქვა,რომ დარიჩინის არომატს მისი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეეძლო. _____ -კაროლ ცხრიანის წყვილში წავაგე-ბურუსიდან გაგას ნერვიულმა ლაპარაკმა გამოიყვანა,აივანზე,ჭილის სავარძელში,დარიჩინის არომატისგან თავბრუდახვეულს როდის ჩაეძინა,არ ახსოვდა.. ზანტად წამოიმართა და,არაკომფორტული წოლისგან დაჟეჟილი სხეული გაავარჯიშა. -არა,მესმის,ბაზარი არაა,კარეშიც შეიძლება წააგო,მაგრამ, წყვილი რომ გყავს,კაროლის და,ცხრიანის,სამიან ოთხიანმა რატო უნდა მოგიგოს?? ან,ცალ სამიანში თარნზეე,რანაირად დამიქოლა ოლინი?გავგიჟდი რა,ადგა მერე ეს დასაწვავი და,რივერზე კიდე სამიანი გამიჩითა და,"პრაშაი" 300 ლარი,დამსვა ნოლზე.-გაუჩერებლად მიდიმოდიოდა ოთახში და,გიჟივით მარტო ლაპარაკობდა. საბამ წარბშეკრულმა ჩაუარა და, გაზქურაზე ჩაიდანი დადგა. ბარის სკამზე ჩამოჯდა,ხელს დაეყრდნო და,ლამის ტირილამდე მისულ მეგობარს გახედა. -მოგება და წაგება ძმები არიან,გაგა,დაწყნარდი და მომავალში შეეცადე,მაგხელა თანხა ორ პარაში არ დაქოლო-რჩევა-დარიგებით დახუნძლა და,ადუღებული წყალი ჩაიდანში ჩაისხა.-ყავა გაგიმზადო? -ყავა კიარა,ცეცხლი გამიმზადე,დუღარე,ნავთი და დოზანა.-სასოწარკვეთილი ხმით ამოთქვა გაგამ და,დივანზე ჩაეშვა. -კაი რა დაგემართა შე*ემა,რას მოთქვამ დილიდან..-წარბშეკრულმა გახედა და,მისკენ ცხელი ყავით ფრთხილად წავიდა.-თუ წყევლა-კრულვას მორჩები,გპირდები,ამოგაღებინებ მაგ ფულს,ოღონდ საღამოს. ახლა შემარგე ზაფხული,მზე,ზღვა და შვებულება თუ გიყვარდე ,რა! ___ -შორს არ გაცურო თორემ მოგკლავ!-11 საათი იქნებოდა,პლაჟზე მზისგან დასიცხულები რომ ჩავიდნენ და, მოწყურებულებივით,ეგრევე წყალში შევიდნენ. გაგას პანიკური შიშის გამო,ბიჭები თავს ყოველთვის არაკომფორტულად გრძნობდნენ, რადგან, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა, ტივტივას გამცდარი საბასთვის გაგას, მაშველი დაედევნებინა.. -თუ ღმერთი გწამს რა,გაგა!-ხელი აუქნია და, მოლივლივე ტალღებში შეყვინთა. გრილი წყლისგან და,თავისუფლების განცდისგან იგრძნო,როგორ დააყარა ეკლებმა. წყალი ის სტიქიაა,რაც მის სულსა და,გონებას ზედმიწევნით ეხამება.. ტივტივასთან წუთით შეისვენა და, კვლავ შეტოპა ზვირთებში. წინ,ჰორიზონტისკენ კარგა ხანს იცურა, და როცა იგრძნო,რომ წყალი საგრძნობლად გაცივებულიყო და,კუნთებიც მიდუნებასიწყებდნენ, გულაღმა დაწვა და, ლივლივით უკუსვლა დაიწყო. თვალები დაეხუჭა და, ნაკვთები მზის სხივებისთვის შეეშვირა. გრძნობდა,როგორ წვავდა ყვითელი ნათება, მაგრამ, სიცივისა და, სითბოს ერთდროული შეგრძნება არ ეთმობოდა. როცა ხალხის ხმებიც მოსწვდა ყურს და, სხეულმა ძალებიც აღიდგინა, უკვე ცურვით დაფარა ნაპირამდე მანძილი. ბიჭები უჯვე პლაჟზე ასულიყვნენ და, გაცხარებით კამათობდნენ. ერთიანად დაღლილი და,დაცლილი საბა ქვიან ნაპირზე მოწყვეტით დაეშვა და, ცხელ ქვებზე გაწვა. ჯერ კიდევ გახშირებოდა სუნთქვა.. -დიდება შენს გამოჩენას-სარკაზმიც არ დააყოვნა გაგამ. პასუხი არ გაუცია, მისი ყურადღება, სმენა, ადამიანში არსებული ყველა გრძნობა იოდში გარეულმა დარიჩინის არომატმა მიიბყრო. გააჟრჟოლა. თავი სხარტად წამოსწია და, პლაჟს მზერა მოავლო. რამოდენიმე ნაბიჯში მისი ინტერესის ობიექტი იდგა და ზღვას გაჰყურებდა. ჯარუმის შავი კოლოფი ხელებში მოექცია და, სანაპიროს დარიჩინის არომატით აბრუებდა. მზერა ვერ მოაცილა.. მის ნაბიჯებს თაფლისფერ თვალებს ადევნებდა. მისი სინატიფით,სილამაზითა და,სინაზით მონუსხული სრულიად მოსწყდა არეალს და, არომატში ღრმად შეცურა. იქნებ წუთის,ან,საათის მერე იგრძნო მწარე მუჯლუგუნი პაკოსგან, არვიცი, მაგრამ, გამწარებულმა უცებ რომ მოაშორა თვალი ობიექტს და, ხელის ზელვით რომ წამოხტა ფეხზე, ფაქტია. -სულ მთლად დაიწვი ბიჭო,გამოფხიზლდი,სახლში ავდივართ.-უკვე საკმაო მანძილიდან გასძახა სახეზე წამოწითლებულ საბას და ფეხს აუჩქარა,ზუსტად ხვდებოდა,თუ რას მოასწავებდა მისი მოელვარე თვალები.. ___ 12 სრულდებოდა,ბარი ოთხმა ახალგაზრდამ რომ დატოვა.. სავახშმოდ ჩასულებმა სასმელსაც გამოჰკრეს ხელი და, უკვე საკმაოდ შეზარხოშებულიყვნენ. თრობამოკიდებული გაგა საბას მიჰყვებოდა ბანცალით გვერდით და, ტვინს უინტერესო შეკითხვებით უჭედდა. -მოიცა,მოიცა-მოულდნელად შეჩერდა და,გაკვირვებულ საბას ცერად გახედა. -რას დამპირდი შენ დღეს? -რას დაგპირდი გაგა?!-ჩაფიქრებულმა გახედა და,წარბები შეკრა. გაგამ საპასუხოდ მათ გვერდით შენობისკენ მიანიშნა და წარბები ეშმაკურად აათაამაშა.-ჰა,არაა?!-ალმაცერად მოავლო მზერა ბიჭებს და, პასუხს არ დალოდებია, სამორინისკენ დაიძრა. -გაგა,არ გინდა რა დღეს,დაღლილი ვარ,ხვალისთვის გადავდოთ.-მუდარით გახედა წინმიმავალს საბამ და,მისკენ წაიწია. -გული მიგრძნობს საბ.-სიცილით შეტრიალდა და, გულუბრყვილო მზერა მიანათა.-დღეს ჯეკპოტი დაგვეცემა. ____ აჭრელებულმა განათებამ თვალი შესვლისთანავე მოსჭრა საბას. უსიამოდ შეჰკრა სქელი წარბები და, სალაროსთან მივიდა. 3 ასლარიანი კუპიურა ჩიპებში გადაცვალა და, წითელ ხალიჩას ტეხასური ჰოლდ'ემის მაგიდამდე მიჰყვა. ხმამაღალი მუსიკის ფონზემხოლოდ ჩიპების რახუნი და,დასტის სრიალი ისმოდა. შავ მრგვალ მაგიდას შვიდი მოთამაშე მისხდომოდა, მერვე ნომრად კი, საბა შეუერთდა. ზურგს უკან პაკო,გაგა და,მათე ამოდგომოდნენ და, მწვანე ხავერდის საფარზე მიმოფანტულ ფულს თვალებგაფართოებული აკვირდებოდნენ. მოთამაშეები თავისდაკვრით მიესალმნენ ახალს და, ყურადღება ისევ დასტაზე გადაიტანეს. მხოლოდ რამოდენიმე წუთი დასჭირდა საბას ლოდინი, რის შემდეგაც, კრუპიემ კარტები გამოაცურა და,მტევნის სხარტი მოძრაობით წამში ჩამოარიგა. საბამ მშვიდად გახსნა ორი კარტი, წამით ჩააკვირდა და, ურეაქციოთ დააბრუნა ხავერდზე. პირველ ჯერზე არც ისე ცუდი კარტი ჰყავდა: ერთი ფერის ტუზცხრიანი. თამაში დამრიგებლის მარცხნივ მჯდომი ხანშიშესული მამაკაციდან დაიწყო. სმოლ ბლაინდით გახსნა და, საბამაც, გაასწორა. დამრიგებელმა ჩიპები მოაგროვა და, პირველი სამი კარტი ერთიხელისმოსმით გახსნა. სამიანი,დამა და,ცხრიანი. ფლოპმა რეიზის გარეშე ჩაიარა. მხოლოდ თარნზე გახსნილმა კიდევ ერთმა კარტმა შეცვალა ვითარება მაგიდაზე. მეოთხე კარტად გახსნილმა ტუზმა საბა ჩააფიქრა. მიუხედავად იმისა,რომ უკვეორი წყვილი ჰყავდა,ეს გარანტიას არ აძლევდა,რომ ფლოპზე დადებული 2 გული ვინმეს ფლეშს არ შეუკრავდა. თვალი ინტერესით მოავლო მოთამაშეებს. ექვსს უკვე კარტი დაეყარა. თამაშში მხოლოდ ის,ხანშიშესული მამაკაცი და, ახალგაზრდა ბიჭი ბლანჟეთი დარჩენილიყო. მამაკაცის სახეზეწამიერმა ემოციამ საბა გადაწყვეტიკებამდე მიიყვანა. მისმა რეიზმაც გაამყარა ფიქრები და, კარტი დააწვინა. უკნიდან წამოსულ უკმაყოფილო ქშინვის მიმართულებით ხელი ასწია და, გაგას ანიშნა,დამშვიდებულიყო.. ახალგაზრდამ რეიზს ოლ'ინით უპასუხა და, მზერა კრუპიეს თითებისკენ მიმართა. რივერზე ვალეტი გული ამოვიდა,რამაც,მოხუცს გამარჯვება,ხოლო,ახალგაზრდას ბანკროტი მოუტანა. ფლეშმა მოიგო, სამიანების სეტმა კი,მოთამაშენი შვიდამდეშეამცირა.. პირველი ხელის შემდეგ,თამაში გახურდა. რამოდენიმე მოგებამ საბას გამბედაობა და,+600 ლარი მოუტანა. მოხუცისგან დროდადრო მწველ მზერას გრძნობდა,თუმცა,აზარტში შესული ამას ყურადღებას არ აქცევდა. თამაშობდა ნელა, დაკვირვებულად, თუმცა, ჟინით. მოთამაშეების ყოველ რეაქცია-რეაგირებას გაფაციცებით აკვირდებოდა და ამის შემდეგ დებდა ფსონს. მეორე ჭიქა ვისკისა და, ჩამწვარი სიგარის შემდეგ, დარბაზის შუაში ჩამოკიდებულმა ხის მასიურმა საათმა ღამის 3 აჩვენა. საბამ დაჭიმული სხეული სკამზე გადასწია და, არსაიდან მოსული დარიჩინის არომატი ხარბად შეისუნთქა. მომენტალურად გასწორდა და მის პირდაპირ, შავ ატლასის კაბაში გამოწყობილ სხეულს ხარბი მზერა მოავლო. თხელ,თუმცა ვნებიან ტუჩებზე გოგონას ღიმილი გამოესახა,თუმცა,კეკლუცური. მხარზე ჩამოცურებული წვრილი ბრეტელი შეისწორა და, შავი ღერი ბროლის საფერფლეში ჩაწვა, კოლოფიდან ახალი ამოიღო და, გრაციოზული მოძრაობით გაუკიდა. მონაცრისფრო ბოლი თხლად გადაევლო მოთამაშეებს. დარიჩინის მკაფიო და მწველმა არომატმა თავბრუდაახვია მსხდომებს. ავტორი კი, ცბიერ თვალებს საბას ვნებისგან აფორაჯებულ სახეს არ აშორებდა. -კეთილი იყოს თქვენი მობრძანება,მშვენიერო ქალბატონო.-გოგონასკენ მოხუცი გადაიხარა და მდაბლად დაუკრა თავი. ნაზ ხელზე ეამბორა და, გასწორდა. საბას ზიზღის გრძნობა გაუჩნდა. მამაკაცის ავხორცულმა მზერამ გულის რევა მოგვარა. სხეულში დავლილი უსიამო შეგრძნება ცივ სასმელს ჩაატანა და, თავი ოდნავშესამჩნევად დაუკრა. დამრიგებელმა გადაჭრის შემდეგ,კარტი ჩამოარიგა და დასტა მისგან მარცხნივ დადო. მისი სიახლოვის მიუხედავად,ექვდიან-შვიდიანმა საბას ხასიათი წაუხდინა.. თუმცა, ინტერესით დააკვირდა ქალის თამაშს. გოგონას თითქოს არც არაფერი ეტყობოდა, თუმცა, საბას მახვილთვალს არ გამორჩენია მისი ნაფაზის მოქაჩვა. ჩვეულებრივისგან განსხვავებულად, ტუჩებში მაგრად მოიქცია ჯარუმი და,ძლიერად ჩაისუნთქა დარიჩინის არომატი. ფლოპზე გაშლილ კარტს დააკვირდა საბა. ორი ექვსიანი და,დამა გაშალა კრუპიემ. ჩაფიქრდა. უკვე სეტი ჰყავრა,თუმცა, დაბალი. ამის მიუხედავად,შანსი ძალიან მაღალი იყო. ხუთი დარჩენილი მოთამაშიდან სამი ბლაინდის შემდეგ დაწვა, თამაშში მხოლოდ ის და, მისთვის სანატრელი პიროვნება დარჩენილიყო. გოგომ მის რეიზს ქოლით უპასუხა და, ორივემ მზერა ხავერდის ზედაპირისკენ მიმართა. მეოთზე კარტმა შვიდიანს ახადა ფარდა. საბას სიხარულმა გადაურბინა სახეზე წამიერად. სამი ექვსიანისა და,ორი შვიდიანის წყალობით ფულჰაუსი შეკრა და, პოტენციურმა გამარჯვებულმა ჯიქურ ახედა ქალის ნატიფ სახეს. გრძელთითებში მოქცეული შავი ფილტრი ნაზად ჩასრირა ბროლში. თხელი ტუჩებიდან კი, რგოლებად ამოუშვა დარიჩინის ღრუბლები. კეკლუცური მზერა ირონიულში გადაზრდოდა. 400 ლარის ოდენობის ჩიპებს თხელი მტევნები მოადო და, მაგიდის შუაგულისკენ გააცურა. მოთამაშეები დაიძაბნენ. საკუთარ მოგებაში დარწმუნებულმა საბამ უყოყმანოდ გაჰყვა და, მის ამოტრიალებულ დამების სეტს ფულჰაუსი ამაყი მზერით გაუსწორა. დაძაბულობამ პიკს მიაღწია. მოხუცს მზერა გასციებოდა. ქალს სახეზე სითეთრე გადაჰკროდა. მხოლოდ საბა იჯდა წყნარად და, განაჩენს მშვიდად ელოდა. დამრიგებელი თეატრალურად აჭიანურებდა რივერის გაშლას, გოგონას მხოლოდ დამა თუ მოაგებინებდა. მოულოდნელად,საბამ რივერისკენ გაწვდილი კრუპიეს ხელი გააჩერა და, ჯიქურ მიანათა თაფლისფერი თვალები. თითქოს შეკრთაო, ირონიული მზერა დაბნეულობამ ჩაანაცვლა. -საბედისწერო ქალი,საბედისწერო კარტის მოლოდინში.. -მოგუდული,თრობამორეული ,ჩახშული ხმით მიმართა მამაკაცმა არეულ ქალს.. მკლავებზე დავლილ ჟრუანტელზე ხელები გადაიტარა გოგომ და,წარბები შეკრა. -აი აქ,დამა ყვავია და,ბედის ირონიაც..-თითი მეხუთე კარტისკენ მიმართა და,ჩაიცინა. თხელი,პრიალა კარტი ხელებში მოიქცია,ისე,რომ მის მარდაარავინ დაენახა, წამიერად დახედა ფიგურას,და ქვემოდან მწველი თვალებით ახედა ანერვიულებულ გოგოს. -ესეც შენი კარე,დამა ყვავიც და,მოგებული 800 ლარი. -ჩიპები მისას შეუერთა, რივერის კარტი კი დასტაში სხარტად შეაცურა. მაგიდიდან დემონსტრირებულად წამოდგა, მოულოდნელი ქმედებისგან გაყურსულ დარბაზს ჩაუარა, ქალთან წამით შეჩერდა, ჯარუმის ახლადმოკიდებული ღერი თხელი ,წითელი ტუჩებიდან ფრთხილად გამოართვა, საჩვენებელსა და შუა თითს შორის მოიქცია და, დარიჩინის ღრმა ნაპასი მოწყურებულივით მოქაჩა. -პოკერს დარიჩინის არომატით სულ სხვა აზარტი აქვს.-თვალი ჩაუკრა და, გაოგნებულ,დაძაბულ საზოგადოებაას დინჯი ნაბიჯით გაეცალა. _____ გათიშულს ეძინა. შუადღე კარგა ხნის გადასული იყო, ხმაურმა რომ გამოაფხიზლა. არეული ნაბიჯებით გამოვიდა ოთახიდან და, ბიჭებს წარბშეკრულმა გახედა. პარკებით მოეფანტან მაგიდაზე და, რაღაცაზე გაუჩერებლად კამათობდნენ. რეპლიკის გარეშე აუარა გვერდი მათ და, ყავა გაიმზადა. თავბრუ ეხვეოდა დიდი ხნის ძილისგან. სიგარეტს გაუკიდა და, ცხელი ყავა ფრთხილად მოსვა. -აუ საღოლ რა,გუშინ მაგარი ჩაატარე.-გაგამ გაცისკროვნებული სახით ახედა და საფულიდან ფულის დასტა ამოიღო.-იმ წაგებული ოთხასის გარდა ,ათას სამასის მოგებაში დავრჩით. -კარგია!-მოკლედ მოუჭრა და, ოთახიდან აივანზე გავიდა. ყვითელი სხივების ნაცვლად, ცაზე, მონაცრისფრო ღრუბლები დახვდა. აგრილებულიყო ბათუმში. წვიმას აპირებდა. რკინის მოაჯირს იდაყვებით დაეყრდნო და, მალბორო მოქაჩა. მესამე ნაპასზე მოულოდნელად შეცბა.. თითებზე ჯერ კიდევ შერჩენოდა დარიჩინის სასიამოვნო სუნი.. სიცივისგან თუ სიამოვნებისან, გააჟრჟოლა.. სახე, მისდაუნებულად გამონათებულმა ღიმილმა დაუფარა. მისი ნატიფი სხეული, თლილი თითები და, თხელი ტუჩები დაუდგა თვალწინ.. ასეთი აღფრთოვანება იშვიათად თუ ეწვეოდა, ისიც,წამიერად.. მან კი, მეტასტაზებივით შემოახვია აღტაცება და, არ სცილდებოდა.. -დამა ყვავი-საბედისწერო ქალი!-ჩაეცინა, გუშინდელი ფანდი და, რივერის კარტი გაახსენდა. ბედი გააცურა! შემცივნებული შებრუნდა ოთახში და, დივანზე ჩამომსხრად ბიჭებს გადახედა. პაკო სენდვიჩს ისე გემრიელად ჭამდა, საბასაც კატასტროფულად აუწრიალდა კუჭი და გაგას ვედრებით გახედა. -მარტო იმიტომ,რომ გუშინ მოიგე!-საჩვენებელი თითი მისკენ გაიშვირა სიცილით,წამოდგა და,სამზარეულოში სენდვიჩის მოსამზადებლად გავიდა, თვითონ კი, სავარძელში მოწყვეტით ჩაენარცხა და, მათეს არჩეულ თრილერს უინტერესოდ მიაჩერდა. -საღამომდე გავჩერდეთ და მერე სადმე გავიდეთ რა.-პირგავსებული გამოვიდა თეფშით ხელში გაგა და,ნახევრად შეჭმული ბურგერი მიაწოდა საბას. ახალგაზრდობა გავიხსენოთ საბ,სექტორები და ამბები-წარბები ეშმაკურად აუთამაშა და,სხეული ქალივით დაკლაკნა. -ოღონდ ჯერ გამოვფხიზლდე...-მობეზრებულად ამოილაპარაკა და,ფილმის ყურებას შეუდგა. _____ პუფში იჯდა,ჯინით ხელში და, მალბოროს აბოლებდა,ნება-ნება. თრობაოდნავ მორეოდა,მხოლოდ ხალხის ყურებით ირთობდა თავს.. ხასიათზე არ იყო, თითქოს, დათრგუნულიც იყო. დროდადრო მწარე სითხეს სცლიდა და,ახალს უკვეთავდა. გაგა და მათე გოგოების გარემოცვაში აუზის პირას ცეკვავდნენ და,სასმელში ურევდნენ ქალის არომატს.. პაკო სულ გადაკარგულიყო, ნახევარი საათია გაუჩინარდა წითურ გოგოსთან ერთად და,მას შემდეგ,არც გამოჩენილა.. თითქოს ერჩივნა კიდეც საბას, მარტო ყოფნა. სასმელი,სიგარეტი და,რიტმული მუსიკის ტემპი ჰარმონიულად ესადაგებოდა მის სულს. თუმცა, მაინც აკლდა ამ ყველაფერს დარიჩინის სურნელი.. თვალებს აქაიქ დააცეცებდა, თუმცა, უშედეგოდ... რაწამს იფიქრა, რომ ძებნას აზრი არ ჰქონდა, მაშინ დალანდა ხალხის ცენტრში მოცეკვავე მაღალი,სუსტი სხეული.. ათრთოლდა.. კანკალმა აიტანა მთელი სხეული. ეუცნაურა და, გაუკვირა კიდეც აღელვება.. მაინც არ აშორებდა თვალს სიფრიფანა სხეულს. ხალხის გარემოცვაში თითქოს ანათებდა.. კაშკაშებდა.. ასხივებდა უზღვავ სილამაზესა და სინაზეს. მოუნდა, საშინლად მონდა რომ მის სუსტ წელს შეხებოდა, მაგრამ, არ ამდგარა. ჯიქურ მისჩერებოდა და, სუსტ მხრებსუწვავდა მზერით. თითქოს, გოგომაც იგრძნო დაჟინებული მზერა, მისკენ მოიხედა და, მზერა გაუსწორა. გააცივა. ქალისგან წამოსული მუხტები მთელ სხეულს მოედო და, გააჟრჟოლა. კეკლუცურმა ღიმილმა დაფარა ქალის თხელი ტუჩები, წამიერად,შემდეგ კი,გაბრუნდა და, კვლავ განაგრძო ცეკვა. დიდხანს უყურებდა... თითქმის, მთელი საღამო.. აბრეშუმის უთხელეს კაბაში გამოწყობილი ქალის თითოეული ნაკვთი გაიზეპირა. საათის შემდეგ, რაღაც მოაფიქრდა... პუფიდან წამოდგა,ბართან მივიდა,პასტა და ფურცელი სთხოვა ტატუებიან ბიჭს, მოკლე წინადადება დაწერა და, ახალგაზრდა გოგოს სთხოვა, ადრესატისთვის მიეტანა. თვითონ, ტერიტორია უკამოუხედავად დატოვა.. ლამაზი ქალის ნატიფი ნაკვთები კი,გაოცებას და,ღიმილს ერთდროულად დაეფარა.. -"დარიჩინო,საბედისწერო თამაში ხვალ,იგივე დროს,იგივე ადგილას. გელი!" ______ შუაღამის ბათუმს ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა საბა.. ცაზე სულ რამოდენიმე ვარსკვლავი თუ ანათებდა,ისიც,მკრთალად. ისიც,თითქოს,საბედისწეროდ.. სახეზე ღიმილი დაჰფენოდა. თვალები ეშმაკურად უელავდა. ბედი გააცურა,იცოდა და, იმისიც სწამდა, ის დარიჩინი რომ ვერ გაექცეოდა. დიდ,პომპეზურ შენობაში შეაბიჯა და, ქერა,ლამაზღიმილიან გოგოსთან ფული ჩიპებით გადაცვალა.. გეზი პირდაპირ ვიაიპი ოთახისკენ აიღო.. კართან მდგარ ბიჭს მოკლედ რაღაც უთხრა და, ჩაბნელებულ ოთახში შევიდა. შუაგულში, მკრთალად განათებული პოკერის მაგიდა იდგა.. ორი სავარძლით, ერთმანეთის პირისპირ. გამთამაშებელს უხმოდ დაუკრა თავი და, მარჯვენა მხარე დაიკავა. იქვე დადებული სასმელების ბარიდან შავი ჯონი ვოლკერი ჩამოისხა და, მალბოროს გაუკიდა. სამს უკვე გადასცდენოდა, კარზე ფრთხილი კაკუნი რომ გაისმა და, მამაკაცმა ოთახში სუსტი აღნაგობის ქალბატონი რომ შემოატარა. სასიამოვნო გაკვირვება გამოესახა მომენტალურად საბას სახეზე.. ქალის სუსტ ტანს ზურმუხტისფერი ხავერდის კაბა შემოხვეოდა.. რაც იდეალურ კონტრასტს სძენდა ოთახისა და,პოკერის მაგიდის დიზაინს.. მამაკაცი წამოდგა, ქალის სუსტი მტევანი ხელებში მოიქცია , სავარძლამდე მიაცილა და, მს ადგილს დაუბრუნდა. არანაირი საუბარი. სიტყვიერი კონტაქტი. მხოლოდ თვალები.. ჩიპების რახუნი. დასტის სრიალი და, დამრიგებლის გრაციოზული და, სხარტი მოძრაობები. თამაში დაიწყო.. საათზე მეტ ხანს თანაბრად ინაწილებდნენ პოზიციებს. საბა სრულ იდილიას გრძნობდა.. დაკეტილ სივრცეში მთლიანად მოდებულიყო დარიჩინის სულისშემხუთველი არომატი. ქალის ნატიფ ნაკვთებს თვალს წამითაც კი არ აშორებდა.. უყურებდა, თუ როგორ ეწეოდა, როგორ უკიდება, როგორ სრესდა ჩამწვარ სიგარეტს.. როგორ ისწორებდა მკლავზეგადასულ კაბას, როგორ სვამდა მარტინის და, როგორ იღებდა მისკენ მიცურებულ კარტს.. სხეულში დავლილი ემოციები კი, ერთიმეორეს ცვლიდა. საბასთვის თითქოს უცხო, მაგრამ, ამავდროულად უკვე ნაცნობი აღფრთოვანება იგრძნობოდა მის ყოველ გამოხედვაში და, ქალსაც, სიამოვნებდა.. თამაში კი, საინტერესოდ მიმდინარეობდა. ხუთი იყო დაწყებული, საბამ გოგოს ქცევაში მღელვარება რომ შეამჩნია.. ისევ მოწევამ გაჰყიდა.. შავი ჯარუმის კოლოფიდან ღერი სწრაფად ამოიღო და, მაგრად მოწაჩა ნიკოტინი. ჩაეღიმა, თავადაც დახედა კარტს. -ორი დამა..-ირონია! -გულში ჩაეღიმა და, ქვემოდან ახედა დარიჩინს. გოგომ უყოყმანოდ გადმოსწია ჩიპები ცენტრისკენ და, გაუღიმა. -ორ ტუზს აფუჭებ,დარიჩინო!-სანამ კარტს ამოატრიალებდა,მანამ დაასწრო და, გაოგნებულ გოგოს ირონიული ღიმილით გახედა. გულისა და აგურის ტუზები ქალმა სხარტი მოძრაობით გაასრიალა ხავერდზე და, ალმაცერად გაუღიმა. -ვნახოდ,ბედს თუ მოვატყუებ.. უთხრა და,საბას ჯვარისა და გულის დამებს დახედა.. კრუპიემ ინტერესით გადაშალა ფლოპი და,მონაწილეებს თვალი გადაავლო.. -ვალეტი,ათიანი და,შვიდიანი.-დაყენებული ხმით თქვა და, კარტი გადაჭრა. ოთახში დარიჩინთან ერთად, დაძაბულობა გამეფებულიყო.. ქალის სახეს ინტერესი და, ოდნავი შიში აღბეჭდვოდა. საბა კი, ღიმილით შესცქეროდა მის ნაკვთებს და, საბედისწერო კარტის მოლოდინში, დასტას,არც კიუყურებდა.. თარნზე კაროლი ყვავი ამოვიდა,რამაც სახეზე გამარჯვების ღიმილი მოგვარა საბას. ფეხზე წამოდგა, კრუპიეს დასტა გამოართვა, გადაჭრა და, რივერის კარტი ხელში დაიკავა. -იცი რა მოსდევს კაროლ ყვავს? -ინტერესით ჩააკვირდა აწყლიანებულ ,ნუშისებრ თვალებს ,მასზე დაუხედავად ამოატრიალა კარტი,და,მის თხელ,ვარდისფერ ტუჩებთან დაიხარა. -საბედისწერო დამა ყვავი,დარიჩინო!- დაიჩურჩულა და, ათრთოლებულ, ვნებიან ტუჩებს ფრთხილად ეამბორა... _________ ძალიან,ძალიან,ძალიან,ძალიან გელით .. მოგეწონათ? რასაცელოდით,ისაა?? იმედია,გავამართლე ლოდინი.. აი კატასტროფულად მიხარიხართრაააა!! ველი შეფასებევს,კრიტიკას.. ვფოქრობ,ამას სხვა დასასრული და,უფრო გაშლა,არ მოუხდებოდა. როგორი ფორსმაჟორული, ეფექტური, სხარტი და, ელეგანტურიცაა პოკერი,საბაც და,ჩვენი დარიჩინის გოგო,ისეთი დასასრუია.. თუარ მეთანხმებით,ეგეც მითხარით.. მოკლედ,ძაან ავირიე და აგრიეთმგონი. მიყვარხართ და ჰო, თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.