შავი ანგელოზი 7
მის სითბოში დაკარგულს არ მინდა ამ სამყაროში დაბრუნება.ღმერთო რა კარგად ვარ ამ წუთას.........."ნია ჩემო შავო ანგელოზო,არ მჯერა ჩემ მკლავებში ასე გაყუჩებულს,რომ გხედავ,ყოველგვარი ჩხუბისგარეშე-მეუბნევა გაგა თბილად.მე მსიამოვნებს მისი სიტყვები და უფრო ვეხუტები.....მუსიკა მთავრდება და ჩვენც ვუბრუნდებით რეალობას....მეც ვუბრუნდები რეალობას,გაგას მკლავებიდან თავს ვინთავისუფლებ უნდა წავიდე მაგრამ გაგა მაჩერებს:ნია გთხოვ სადმე წავიდეთ შენთან დალაპარაკება მინდა....მე თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და მივყვები.გარეთ შავ ჯიპში ვჯდებით და მივდივართ.... მივდივართ სად მივდივართ ჩვენც არ ვიცით.....სიცილი მიტყდება უცბად....გაგა გაკვირვებული მიყურებს მერე კი ღიმილით მეუბნევა: საოცრება ხარ ჩემო შავო ანგელოზო,როგორ მინდა სულ ასეთს გხედავდე ის მკაცრი და ამპარტავანი ნია აღარ დამანახო კაი? მე ვითომ ვბრაზდები და ვეუბნევი: -ესეიგი მე ამპარტავანი ვარ ხო,ბატონო გაგა?!თქვენ მაშინ სუფთა ირონიის და სითავხედის მეფე ბრძანდებით-მის სახეს შევხედე და ისეთი გამომეტყველება ქონდა,თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი ამიტყდა...... მიხვდა გაგა,რომ ვეხუმრებოდი და გააჩერა მანქანა..მოგკლავ ნია ვერ გადამირჩები ეხლა მეუბნევა..მე კი უცბად მანქანის კარებს ვაღებ და გავრბივარ,გაგაც მომდევს,პატარა ბავშვებივით დავრბივართ თან ვიცინით,უცბად გაგა მიჭერს და მის მკლავებში გამომწყვდეული,სიცილს ვწყვეტ და დაბნეული ვუყურებ. -რას მიშვრები ნია,ასე უცებ ოთხ დღეში,როგორ მომაწონე თავი,რომ სულ შენზე ვფიქრობ და ჭკუიდან გადაგყავარ.არ ვიცი ეს რა გრძნობა რასაც შენ მიმართ განვიცდი მაგრამ მინდა სულ ასე ვიყოთ,მითხარი ნია რამეს განიცდი ჩემ მიმართ ვგრძნობ,რომ სულერთი არ ვარ შენთვის მიპასუხე! მე მის აღიარებაზე ცოტა დაბნეული ვუყურებ,არ ვიცი რა ვუთხრა:გაგა მისმინე ვაღიარებ შენთან თავს კარგად ვგრძნობ მომწონხარ,მაგრამ არ ვიცი ეს რა არის დავიბენი ცხოვრებაში პირველად დავიბენი,არ მინდა ტყუილი გამომივიდეს და ისეთი რამე ვთქვა რაც მერე თუ არაფერი გამოვიდა უხერხულობაში ჩაგვაგდებს ან გულს გვატკენს გესმის ჩემი გაგა? -ნაწილობრივ ნია,მაგრამ რომ ვცადოთ ერთად ყოფნა,შენ ჩემი შავი ანგელოზი ხარ მინდა შენი გული მოვიგო-მეუბნევა გაგა ამას,მე ვუყურებ თვალებში თითქოს გულწრფელია მაგრამ რაღაც ძალა მაინც მაკავებს,რომ დავთანხმდე არ ვუარყოფ მომწონს,მიზიდავს მაგრამ მაინც შინაგანად რაღაც მკარნახობს რომ არ უნდა ვენდო... არ ვიცი გაგა,ეხლა ვერაფერს გადავწყვეტ,გთხოვ სახში წამიყვანე და მხოლოდ საქმიანი ურთიერთობით შემოვიფარგლოთ,ამ ეტაპზე გრძნობებისთვის არ მცალია,მომწონხარ მაგრამ ჯერ სხვა საქმე მაქ მოსაგვარებელი პირადი ცხოვრებისთვის არ მცალია უნდა დავსაჯო ის ადამიანები ვინც ასეთი გამხადეს და გამამწარეს,ვწუხვარ გაგა და ამ თემაზე მეორედ ლაპარაკი აღარ გვქონდეს. კაი ნია შენ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ-მეუბნევა ამას და მანქანაში ვჯდებით ორივე და სახლში მივყევარ...... ....გაგა... საშინლად გაბრაზებული ვარ საკუთარ თავზეც და ნიაზეც,როგორ უარმყო არადა ვგრძნობ მოვწონვარ,ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ქალს ჩემთვის უარი ეთქვას,ეს როგორ გამიბედა....ან დროს ტელეფონი რეკავს,ვუყურებ ნომერს ნიორკიდანაა ნუთუ ისაა...გისმენთ ვპასუხობ მე- ..გაგა,ამაღამ მოვფრინავ მე ვბრუნდები საქართველოში-მეუბნევა ბოხი ხმა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.