გიჟური დღეები (თავი 12)
თავი 12 -გიტაცებ! - ყურებში წუილისმაგვარი ხმა გასმა. რამდენიმე წამი გაქვავებული ვიყავი, შემდეგ კი ხავილით ჩავისუნთქე ჰაერი. -რას შვები?! - წამოვიკივლე და მაშინვე მანქანის კარს ვეცი გასაღებად. -ჩაკეტილია. - კმაყოფილმა განმიცხადა, თითქოს მე ვერ მივხვდებოდი მაგას. -რატომ მიტაცებ? - გულუბრყვილოდ დავახამხამე თვალები. -მე ხომ გაგაფრთხილე, ნუ მაიმუნობ თორემ ცუდად დაასრულებ_მეთქი? - მკაცრი ხმით მითხრა და მაშინვე გაიელვა თავში მისმა სიტყვებმა_“ისე...მე უპასუხოდ არავის ვტოვებ.“ გამახსენდა,როგორ დავეჯახე, როგორ გავაწანი სილა, კოღოს მოკვლის მიზნით, როგორ ჩავაგდე აუზში, როგორ გადავასხი ყავა, როგორ გამოვუწიე სკამი და როგორ ვეტლიკინებოდი. -არ გინდა რა! - მუდარით გადავხედე და საწყლად დავბრიცე ტუჩები. -რას მიპირებ? -შენი აზრით? - ცინიკურად ჩაიცინა. მომკლავდა! ნამდვილად მომკლავდა! -ასე...ასე სერიოზულად, რატომ ღებულომ ჩემს ქცევებს, ჰა სანდრო? მე მართლა კი არ მინდა რასაც ვაკეთებ, უბრალოდ თავისით ხდება. - ისეთი ხმით დავიწყე, ბავშვის მოსათაფლად, რომ იყენებენ.- მიჩვეული ვარ ასეთ გამოხტობეს, თუ გწყინდა კაცო, გეთქვა და აღარ გავაკეთებდი! - მთელი გრძნობით ვსაუბრობდი და ხელებს მონდომებით ვიქნევდი ჰაერში. მონოლოგი, რომ დავაზრულე გადმოვიხარე, რომ კარგად დავკვირვებოდი მის სახეს. ტუჩის კუთხეში ძლივს იკავებდა ღიმილს ეს იდიოტო! საერთოდ არ ვადარდებ! მანიაკია, მანიაკი! მასეთებზე როდის ჭრის თბილი სიტყვები? -იცოდე დაგიჭერენ! ვერ გამოძვრები სანდრო! - მთელ ხმაზე დავიყვირე. -ლანას უკვე მივწერე, რომ შენთან ერთად მარტო ვიყავი მანქანაში! მიშომაც იცის! ვერ დაძვრები გესმის?! -ლანა? რომელ ლანაზე ამბობ? - ჩვეული ირონიით გადმომხედა. -ჩემი მშობლებიც დაიწყებენ ძებნას, თუ არ დავბრუნდები დროულად. სანამ გვიანი არაა, დამაბრუნე! - სახეზე ლამის ალმური მედო. ნეტა მართლა არასდროს მენახა ეს ყეყეჩი, იდიოტი და გათამამებული ბიჭი! -ჩუუ, თორემ კლდიდან გადაგაგდებ ეხა! - თვალები დამიბრიალა. მეც გავჩუმდი, იმიტომ, რომ თითოეული სიცოცხლის წუთი ძვირფასი იყო ჩემთვის. იქნებ მომეხერხებინა გაქცევა? ცოტახანში ქალაქს გავცდით და ჩემმა ნერვიულობამაც პიკს მიაღწია. -ტყეში მიგყავარ ხო? იქ დაამმარხავ? - მაშინვე ამივარდა ცახცახი. - ეგ არ ქნა რა, ასეთი სასტიკი როგორ ხარ? ჩემს მშობლებზე არ ფიქრობ? ლანაზე ? ლანა ლუკას უყვარს, და ჩემი მოკვლით მასაც ატკენ! ძმაკაცი არაფერს ნიშნავს შენთვის? კარგი, კარგი ჯანდაბა! თუ მომკლავ მომკალი, მაგრამ ტყეში მაინც ნუ მიმაგდებ. ისეთი ადგილი, მაინც არ უნდა ქონდეთ ჩემებს სადაც დამიტირებენ? -მუდარით გავხედე, მან კი თვალები აატრიალა მხოლოდ და მხოლოდ. - დარდით მოკვდებიან. გაურკვეულობაში ყოფნას ჯობია, რომ იცოდნენ სიმართლე, რომ მე აღარ მივალ. იქნებ...იქნებ წერილი დამაწერინო? ვეტყვი არ იდარდონ და ცხოვრება გააგ... -გეყოფა! - დაიღრიალა წყობიდან გამოსულმა. - ასეთი ბატი როგორ ხარ გოგო? -რას ამბობ?- კანკალით ვკითხე. -იცი რა? მისვლამდე თუ კიდევ ამოიღებ ხმას, მართლა გავაკეთებ რაც წეღან ჩამოთვალე იმათ. მოგკლავ და ტყეში დაგმარხავ! - თვალები დამიბრიალა. -ანუ ისე არ მომკლავ? - თვალები გამიბრწყინდა. -არა! - ტუჩის კუთხე ჩატეხა. -ვაიმე როგორ მიყვარხარ! - აფექტის მდგომარეობაში წამოვხტი და კისერზე მოვხვიე ხელი, შემდეგ კი ლოყაზე ვაკოცე ხმაურით. - არ მომკლავ ხო? არ მომკლავ! - ტაში შემოვკარი. სანდროს შევხედე, თვალები გაფართოვებოდა და მგონი არც კი სუნთქავდა. ხელები ავუფრიალე ცხვირწინ.-ჰეი, კარგად ხარ? -კი! - დამეფიცება გავიგონე როგორ გადააგორა ნერწყვი. გულმა დაარტყა თუ რა უბედუ...დაიცა! მე მას ვუთხარი, რომ მიყვარს? დამფრთხალი მზერით მივესვენე სავარძელს. იმედია დიდი ყურადღება არ მიუქცევია იმ სიტყვებისთვის. -მაშინ რატომ მიგყავარ სანდრო? -ჯანდაბა! - უეცრად საჭეს დაარტყა ხელი. - მასე ნუ ამბობ ჩემს სახელს თორემ...თორემ. - ვერაფერი გავიგე მისი ნაბოდვარიდან. აბა როგორ მიმემართა? -კარგი ალექსანდრე, ალექსანდრეს დაგიძახებ! - მორჩილად დავუქნიე თავი. -აუ ტოო! ვაფშე არაფერი დამიძახო რა თორემ...- რას აიჩემა ეს „თორემ-თორემ“. -რა თორემ? - წარბები ავუწიე. -დაიკიდე! - ოხ როგორ არ მიყვარს, როცა რაღაცას დაიწყებენ და აღარ ამთავრებენ ბატონო ალექსანდრე! -მითხარი! -გაჩერდი! -მითხარი! -სუუ! -მითხარი! - გავკაპასდი. უეცრად დაამუღრუჭა მანქანა და წამებში მოიცილა ღვედი, ისევე წამებში მოიქცია ჩემი სახე ხელებში და მერე...მერე თითქოს სამყაროს მოვწყდი, გულმა ფეთქვა შეწყვიტა და ფილტვები დამეხშო. ამ თითქოს ნაცნობ, მაგრამ მაინც უცნობ ბაგეებს კოსმოსში გადავყავდი. რეალობის შეგრძნებას მაკარგვინებდნენ და არ ვიცოდი, ვინ ვიყავი, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. მხოლოდ ნეტარებაში მყოფი ნაცნობ სურნელს ვგრძნობდი და მისით ვივსებოდი, მისით ვსუნთქავდი და მხოლოდ ეს სურნელი მჭირდებოდა არსებობისთვის. ძალიან ნელა მოსწყდა ჩემს სახეს და მეც ძლიერად დავეხეთქე მიწას მე ამ ტირანს ვკოცნიდი? ადამიანს, რომელიც სულ თვალებს მიბრიალებს და გამიტაცა? .... ხო კარგი, ჯანდაბას ეგ! -თორემ აი ამას გიზამ! - ჩაიცინა და მანქანა დაძრა. მე კი გაბრუებული არც შევტოკებულვარ. კიდევ ერთი საათი ვიმგზავრეთ და ტყისკენ შევუხვიეთ. მაშინვე განგაშის სიგნალი აინთო. -აბა არ მოგკლავო? - წამოვიყვირე. -არ შეგიძლია უბრალოდ გაჩუმდე? -კი, მაგრამ მაგის საჭიროება ახლა არ არის! - უდარდელად ავიცეჩე მხრები. -ეს ვის გადავეყარე! -ამოიხნეშა და მალევე მანქანა გააჩერა. -გადმოდი! -სად მოვედით? - დავემორჩილე მაშინვე. ახლა მისი გაბრაზება არ მჭირდებოდა ნამდვილად. -პატარა სახლი მაქვს აქ! - ჩემთვის არ შემოუხედავ ისე მიპასუხა და ხელები ჩამჭიდა. - გამომყევი! - პატარა ბილიკს გავუყევით თავჩახრილი, რომ ყვავილებზე არ გამოვბმულიყავით. ხუთი წუთი ვიარეთ და ერთსართულიან პატარა სახლს მივადექით, რომელიც ნახევრად ფერადი ყვავილებით იყო, დაფარული. სუნთქვა შემეკრა აქაურობის შემხედვარეს. ყოველთვის მონდოდა ასეთი ადგილი, სადაც მშვიდად და წყნარად ვიქნებოდა, როცა უბრალოდ ყველა და ყველაფერი მომბეზრდებოდა. -მოდიხარ? - სანდროს ხმამ გამომაფხიზლა და მაშინვე უკან ავედევნე. შიგნით შევედით. ირგვლივ ყველაფერი ხის იყო. სკამები მაგიდა. ერთადერთი მდივანი იყო ფუმფულა, რომლის გასინჯვაც უკვე მოვასწარი. -რატომ ამომიყვანე აქ? ჩემები ინერვიულებენ! -ნუ ღელავ ლანა ეტყვის, რომ მასთან ხარ. - უდარდელად მითხრა, მე კი ლამის გულმა დამარტყა. -არა, არა! არ თქვა, რომ იცოდა! - სწრაფად წამოვვარდი ფეხზე. -კარგი არ ვიტყვი. - ჩაიცინა და მეორე ოთახში გავიდა. ჯანდაბაშიც წასულა! სახლის თვალიერებას მოვყევი. სახლის კი არა, ქოხის, მაგრამ დახვეწილი ქოხის. სულ სამი ოთახი იყო, საძინებელი, მისაღები და სამზარეულო. ეს როგორ გამიკეთა ლანამ ვერ ვხვდები, მაგრამ არაუშავს სამაგიეროს გადახდაში მე ვინმე მაჯობებს? -ლიზა ვივახშმოთ! - სამზარეულოში გავედი და წარბაწეული დავაკვიქრდი მოფუსფუსეს. -ვის ოჯახშიც შენ შეხვალ რა! - ჩუმად ჩავიდღუდღუნე. -მესმის! - ადგილზე შევხტი მის მკაცრ ხმაზე. როგორც ჩანს, არც ისე ჩუმად. -ხომ არ გავიწყდება, რომ აქ ენის ტლიკინის გამო მოხვდი! - შეშინებულმა გავაქნიე თავი. - თუ კიდევ რამეს იტყვი, თუმდაც ერთ სიტყვას, მოგკლავ და აქ დაგმარხავ, პირიც კი არ გააღო! - თვალები მგონი იუპიტერისხელა გამიხდა მის სიტყვებზე. მაშინვე მოვკუმე ტუჩები და ამ წუთიდან ჩემზე იქნება ნათქვამი, დანა პირს არ უხსნიდაო. - ჭამე! - შემწვარი კვერცხი დამიდო წინ. ეს კაცი მგონი ვერაა! პირი არ გააღოო და როგორღა ვჭამო?! გაკვირვებულმა მივაპყარი მზერა. -ჭამე მეთქი ვერ გაიგე? - თავი დავუქნიე, მაგრამ ხმა არ ამომიღია. ვერ გავრისკავდი ამ მანიაკთან ურთიერთობის დროს.- დაყრუვდი?! - წამოიყვირა მოთმინება დაკარგულმა. ისევ თავი გავაქნიე და ხელებით ვცადე მიმენიშნებინა, რომ წამის წინ მან ამიკრძალა პირის გაღება. -ამის დ.შ რას იქნევ ხელებს გიჟივით? - მაგიდაზე დაახეთქ თეფში. ბოლოს მომიღებს ეს მუტანტი! ისევ ხელების ქნევას მოვყევი და ამან საბოლოოდ გადაიყვანა მგონი ჭკუიდან! - რა იყო, ასე აპროტესტებ აქ ყოფნას? - ცივად მითხრა და მკლავებზე მომიჭირა ხელები. დარტყმული! ნამდვილი დარტყმული! ან იქნებ მეხსიერების პრობლემა აქვს? ვერ გავიგე სხვანაირად როგორ ავხსნა ის, რომ ორი წუთის წინ ნათქვამი თავისივე სიტყვები დაავიწყდა? - მიპასუხე! -არ მითხარი პირი არ გააღოო?! - წამოვიყვირე მოთმინება დაკარგულმა. - ხან ერთს მეუბნები, ხან მეორეს. რა კაპასი ვინმე ხარ რა! - ჩემი ვახშამი ავიღე და კედელს მივანარცხე. -ვის ეშინია გოგო შენი ხმის აწევის? -მანაც დაიღრიალა და ჭიქა „ჩაახუტა“ კედელს. შევხტი და გამწარებულმა დავაკვესე თვალები, რომ რამე მეპოვნა რასაც კიდევ დავამტვრევდი. ჰაჰ აგერ თეფშების ნაბორი იდგა და კარგა ხანს მეყოფოდა. ორი ცალი ავიღე და ჭიქის გზას მივაყოლე. -შენ...შენ! - ერთიანად აპილპილებული მიყურებდა. ხელი დაუსვა თეფშებს და ერთიანად დაახეთქა ქვემოთ, რასაც საკმაოდ ხმამაღალი ლეწვის ხმა მოყვა. რა მუქთახორაა, რას ეცა ყველას ერთად. ახლა მე რა დავამტვრიო. მაგიდაზე ერთადერთი, რაც იდო ის ავიღე ხელში და უმისამართოდ გავისროლე. მისმა ცინიკურმა მზერამ კი გამაკვირვა. -რა...ვაიმე!! - კივილი ავტეხე, როცა გავიაზრე რაც ვისროლე. ჩემი მობილური! დაფეთებული წავედი ასაღებად და სულ მცირე იმედი, რომ გადარჩა, ამ ტელეფონივით დაიფშვნა. - რა იდიოტი ვარ, რა დეგენერატი და რა ბატი! - ხმამაღლა მოვყევი ჩემი თავის ლანძღვას. ნამსხვრევებს დავუწყე შეკოწიწება. -პირველად ხდება, რომ აბსოლიტურად გეთანხმები! - ზურგს უკან მისი მხიარული ხმა მომესმა და მართლაც პირველად გამაღეზიანა მისმა ხმამ. გამწარებული შევბრუნდი და ხელების დარტყმა დავუწყე. -რას...რას აკეთებ? - თვალებგაფართოებული ცდილობდა ჩემი ხელების მოგერიებას. -შე იდიოტო! ნაგავო! - ვბღაოდი და მუშტებს გამეტებით ვურტყამდი. არ ვიცი რამდენი ხანი, მაგრამ მის ხარხარზე საერთოდ ავიშალე. - რა გაცინებს კრეტინო?! - შეშილისი თვალებით შევხედე და ამში დასერიოზულდა. ასე დავაშინე? თუმცა შევცდი, არ დამიშინებია. ისევ მეძგერა ბაგეებზე, ეს კი ნამეტანი იყო დღეს. ისევ ის შეგრძნება! ისევ ის! ხელები მაისურის ქვეშ შემიცურა და მანდ ოპაა! სწრაფად ვკარი ხელი. - რას აკეთებ შენი აზრით? -რა არ გინდა? - ჩაეცინა და თვალებაციმციმებულმა შემომხედა. - მანქანაში არ მეწინააღმდეგებოდი? -მხოლოდ იმიტომ, რომ შეშინებული ვიყავი, თორემ გგონია მსიამოვნებს, როცა მეხები? - წამოვაყრანტალე ტყუილი და მასაც გაუქვავდა თვალები. -საძინებელში შედი! -გამყინავი ხმით მითხრა და გავარდა კარებიდან, შემდეგ კი ჩხარუნის ხმა მომესმა. სწრაფად მივვარდი კარებს და ბევრიც ვეჯაჯგურე, მაგრამ დაკეტილი აღმოჩნდა, ფანჯრებს კი რკინის გისოსები ქონდა.-ჯანდაბა! - ამოვიყვირე და საძინებელში შევვარდი. რა უნდა მექნა? მხოლოდ ლოდინიღა დამრჩა. ვინ იცის იქნებ საერთოდ არც დაბრუნებულიყო და შიმშილით მოვეკალი აქ. ამას არ გაპატიებ ლანა! დაღლილი რბილ ბალიშს მივესვენე და დაძაბულ თვალებს მივეცი მოსვენების საშვალება. შუაღამეს გამომაღვიძა, სიმძიმის შეგრძნებამ. სუნთქვა შემეკრა, როცა ჩემზე გადმომხობილი სანდრო დავლანდე. ჩემი ორივე ხელი თავისაში მოექცია, თავი ჩემს კისერზე ჩაედო და მშვიდად ფშვინავდა. არ ვიცი რატომ, რისთვის, მაგრამ განძრევა არ მინდოდა, არ მინდოდა მოვშორებოდი. რა მჭირდა?! რატომ მაფორიაქებს და თან მამშვიდებს მისი სიახლოვე? რატომ მინდა გულის სიღრმეში სულ ვხედავდე? საერთოდ რა ჯანდაბა მინდა? ახლა, ამ წუთას რატომ არ ვდგები საწოლიდან. არა, რომ მოვინდომო მაინც ვერ ავდგები მაგრამ...ეგ ცალკე თემაა მოკლად. ყველაფერი ჯოჯოხეთში მოვისროლე, თითები თმაში შევუსრიალე და გადავწყვიტე დამეძინა, ცხოვრებაში პირველად ასე ტკბილად. დილით სიცხემ გამაღვიძა. თვალები გავახილე, მაგრამ დიდი ვერაფერი დავინახე. მხოლოდ ვიღაცის ყელი. ღმერთო ეს სანდროა! ნეტავ სძინავს? იმედია ძინავს. ღმერთო გთხოვ ეძინოს რა! -წამწამებს ნუ აფახულებ, თორემ მეღუტუნება. -მისი ნასიამოვნები ხმა გავიგონე და მეც ერთიანად დამიარა სასიამოვნო ჟრუანტელმა. თავის ამოწევა ვცადე, მაგრამ კეფაზე მომიჭირეს მისმა ტორებმა. -არ გაინძრე, თორემ ხომ გახსოვს რას დაგპირდი? - წამში შევწყვიტე ხვანცალი და შევეცადე ხმამაღლადაც არ მესუნთქა, მაგრამ ეს ძნელი იყო, ისეთი ბაგა-ბუგი გაჰქონდა ჩემს გულს. კიდევ ერთი საათი გავატარე დაახლოებით „ტანჯვაში“, შემდეგ კი ინება ვაჟბატონმა ადგომა. მეც მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი. -ჯანდაბა ყვეაფერი დალეწილია! - ყრუ გმინვა შემომესმა სამზარეულოდან.- ოჰ მოხვედი?! შეხედა რა გააკეთე! - თვალები დამიბრიალა. ოხ როგორ მინდა მოვკლა! -სულ სამი თეფში გავტეხე! - ჯიქურად მივაშტერდი. - შენ გადმოყარე ყველაფერი ერთად, მე კი არა! - ერთი ამათვალიერა და ღრმად ამოიხვნეშა. -იცი რა? სულ სხვა გეგმები ქმონდა, მაგრამ შენს ატანას აღარ ვაპირებ! - ჩემსკენ წამოვიდა. - მივდივართ! -ლამის ხტუნვა დავიწყე მისი ბოლო სიტყვის გაგებისას. უხმოდ ვიარეთ მთელი გზა, მხოლოდ ხანდახან თუ დავუბღვერდით ერთმანეთს. ჩემი მონატრებული სახლი, რომ დავლანდე, მადლობაც არ მითქვამს ისე ჩამოვხტი მანქნიდან და სირბილით გავეშურე სახლისკენ. ჩემი ჩანთა დამრჩა! უკან მოვბრუნდი, მაგრამ იქ ალექსი აღარ იდგა. თავი გავაქნიე, შემდეგ კი კარზე დავაკაკუნე. ორ წუთში ელენემ გამიღო კარი და თვალის შევლებაც არ ვაცადე ისე ავეკარი. -მოხვედი დეე? -მანაც შემომაჭდო ხელები. -მოდი, მოდი შემოდი. მამაც სახლშია. -მომენატრე დე! -მეც ჩემო გოჭო! - ლოყაზე მაკოცა მან. -მე არ მოგენატრე ბეღურავ? - გაბრწყინებული თვალებით წავედი მამასკენ. თითქოს საუკუნე ისინი არ მინახავს. ბევრი ვკოცნეთ ერთმანეთი, ბოლოს კი გიორგი სამსახურში წავიდა და დავრჩით მე და დედა. მთელი დღე სიამ-ტკბილობაში გავატარეთ. მეორე დღის გეგმაც დავსახე. ჯერ ლანას „მოვუვლიდი“, შემდეგ სათბურს ვნახავდი. ვიცი ვიციი, რომ ძალიან დამპალი ვარ ამ თავის გამო. ჯერ ხომ ძალიან პატარაა და მერე უინტერესოდ განვავითარე. გამლანძღეთ რა და გული არ დაგწყდეთ :დ კიდევ ბევრი გატაცებები იქნება და კპირდებით ისინი უფრო საინტერესოდ ჩაივლის! ბოდიში ბოდიში და ბოდიში! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.