63 ნაბიჯი (3)
მთელი ორი კვირა ექიმის დანიშნულებას მივყვებოდი. ერთი წამით არ ავმდგარვარ, თუ სააბაზანოში არ მინდოდა შესვლა. ვიკვებებოდი ისე, როგორც დამინიშნეს. მთელი ორი კვირა თათუც არ მომშორდა. თავზე დამფოფინებდა მთელი დღეები, მივლიდა, მართობდა, ხანდახან მტუქსავდა, თუ მომზადებულ საჭმელებზე სახეს ოდნავ მაინც შევიცვლიდი. საღამოს კი ერთად ვისხედით და რაიმე ფილმს ვუყურებდით, ან უბრალოდ ვიწექით ჩემს უზარმაზარ ლოგინზე და ვსაუბრობდით. 2 კვირის შემდეგ მივედით ისევ გინეკოლოგთან და ბედნიერებისგან გავიბერე, რომ მითხრა - ახლა ყველაფერი სტაბილურად არისო. აბები დამინიშნა და კვების რაციონიც გამიზარდა. მიუხედავად იმისა რომ 2 კვირა მქონდა წოლითი რეჟიმი, მაინც ვერ გავრისკე ფრენა და 1 კვირის მერე გავფრინდი მოსკოვში. თათუს ლამის გამოვეტირე, ისე მიმძიმდა მისგან შორს წასვლა, მარამ სხვა გზაც არ იყო. დროულად უნდა მეთქვა ჩემებისთვის მომხდარი. სამსახურს ვეღარ განვაგრძობდი, ამას კი აუცილებლად სჭირდებოდა ახსნა. აეროპორტიდან მშვიდი ნაბიჯებით გამოვდივარ. დაკვირვებული ვარ, რომ რაც გავიგე ჩემი ორსულობის ამბავი, ბევრად უფრო ფრთხილი გავხდი ინსტინქტურად ყველაფრის მიმართ. ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე. ბარგის მოთავსებაში უთქმელად დამეხმარა ახალგაზრდა ბიჭი და მანქანაში ჩავსხედით. არ ვიცოდი რა მექნა, ეგრევე მეთქვა თუ ცოტახანი დამეცადა. მაგრამ რას ვუცადო?! მირჩევნია ახლავე გაიგონ. კორპუსის წინ ვდგავარ და ფეხს საშინლად ვითრევ. ვიცი, რაც მომელის… ან შეიძლება მე ვცდილობ ზედმეტად გავაზვიადო, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყო. როგორც არ უნდა იყოს, პირველივე სართულზე ავდივარ და ზარის ღილაკს თითს ვაჭერ. დედა ბედნიერი მეგებება მამასთან ერთად და მეც უეცრად მავიწყდება ჩემი თავგადასავალი. მხოლოდ ბავშვს ვგრძნობ საკუთარ მუცელში. ბედნიერი ვათვალიერებ ოთახებს, დავაბიჯებ ყველგან, თითქოს რაიმე ცვლილებას ველოდები. ვსადილობ, მოკლე ინფორმაციას ვაწვდი საქართველოს ამბებზე, ჩემს ოთახში შევდივარ და დაძინებას ვცდილობ. მიუხედავად იმისა, რომ ათასი ბრუნი მაინც გავაკეთე ლოგინში, ბოლოს მაინც ჩამეძინა. *** გვიანი იყო რომ გავიღვიძე. ვიმედოვნებდი რომ ჩემებს ჯერ კიდევ არ ეძინათ და არც შევმცდარვარ. გამიმართლა. ამას თუ გამართლება ჰქვია… - დე, მა, სალაპარაკო მაქვს, მოდით, რა, - ვუხმე მისაღებისკენ და დივანზე დავჯექი. - რა ხდება, ლილე? - ინტერესით მომაჩერდა დედა. ამან უფრო დამაბნია, სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაინც არ შევწყვიტე დასახული და შემუშავებული მიზანი. შეტყუპებულ მუხლებზე აკანკალებული თითები დავიწყვე. თვალები ძირს დავხარე. ვწელავდი, რაც შემეძლო მოსალოდნელ საუბარს, მაგრამ მერე მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა ამ ყველაფერს. სათქმელი მაინც სათქმელად დარჩებოდა და ტყუილად უნდა მენერვიულა დარჩენილი დღეები. სჯობდა მალევე მომეშორებინა, რომ დარჩენილი 8 თვე მშვიდად ვყოფილიყავი შედეგთან შეგუებული. - მაშინ კლუბში რომ წავედით მე და ნასწია, ნასწია მალევე გაქრა სადღაც. მე ვცეკვავდი, ცოტა ალკოჰოლიც მქონდა მიღებული, თუმცა მთვრალი ნამდვილად არ ვიყავი. არ ვიცი, რა დამემართა, ამას ნამდვილად ვერ აღგიწერთ, მაგრამ ორსულად ვარ. დე, ვიცი რომ გაბრაზდები, მაგრამ არ შემიძლია ჩემი საკუთარი შვილის მოშორება, მხოლოდ იმიტომ რომ თავის სულელ დედიკოს ასეთი რამ დაემართა. ჩემი შვილი არაფერ შუაშია, მისი ბრალი არ არის მამამისს, რომ არ ვიცნობ. საერთოდ რომ არ ვიცი ვინ არის. რთულია თქვენთვის, ვიცი, მაგრამ რაც თქვენთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია მთელი ცხოვრების განმავლობაში, ახლა ერთიანად გაჩნდა ჩემში მეამბოხე ლილე, რომელიც თავის შვილს კბილებით დაიცავს, რომლის გამოც თავს გაწირავს და ბოლო წვეთ სისხლსაც არ დაიშურებს მისთვის, რომ დასჭირდეს. გთხოვთ რომ გამიგოთ, მაგრამ არ ველოდები რომ გამიგებთ. მესმის, მა, რა რთულია შენთვის ამ ყველაფრის მოსმენა შენივე ქალიშვიისგან, მაგრამ მე ვერ ვიცხოვრებ დარჩენილი ცხოვრება ჩემი შვილის მკვლელობით დასვრილი ხელებით, სულ რომ ხმა არ გამცეთ, სულ რომ უარი თქვათ ჩემზე… - დავასრულე მონოლოგი და თვალები იატაკს გავუსწორე. ყვირილს არ ველოდებოდი, არასდროს უყვირიათ ჩემთვის. საერთოდ, ყვილი მათი საქმე არ იყო, მაგრამ ამ მომენტში, მერჩივნა ეყვირათ, ეჩხუბათ. მოკლედ, დუმილს ყველაფერი მერჩივნა. ბოლოს, გავბედე და თვალები ჯერ ერთს, მერე კი მეორეს გავუსწორე. არ ვიცი, იქ რა დავინახე, მაგრამ იმას ნამდვილად არ ველოდი, რაც მოხდა. დედაჩემი ტირილით გადამეხვია, მამაჩემმა კი სრულიად გამაოცა. - ვამაყობ შენით. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მეტკინა, ვამაყობ, რადგან ასეთი ხარ, ასე იბრძვი შენი საკუთრებისთვის, ეს კი ყველაფერია. ვიცი, რომ მითუმეტეს ჩემგან სხვა რეაქციას და სიტყვებს ელოდი, მაგრამ არ შემიძლია თვალთმაქცობა. კი, მეწყინა, ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინდა, მაგრამ რა ბაბუა და მამა ვიქნები შენი შვილის და ჩემი შვილიშვილის მოკვლა რომ გაიძულო. გაოცებული ვუყურებდი, თვალები ლამის ძირს დამეყარა, იმხელაზე მქონდა გაფართოვებული. საერთოდ არ წარმომედგინა მამა ამას თუ მეტყოდა, ერთი წამითაც კი არ დამიშვია და წარმოიდგინეთ, რამხელა და როგორი სიძლიერის შოკს მივიღებდი. მამისგან, რომლისთვისაც პატიოსნება, მხოლოდ ქორწილის შემდეგ სექსი, ოჯახი იყო მნიშვნელოვანი, ახლა მეუბნება რომ ჩემით ამაყობს. ვერც კი გავიაზრე ისე გადმომცვივდა ცრემლები დამრგვალებული თვალებით, ვერც ის გავიაზრე, როგორ ავდექი და როგორი სიძლიერით მოვეხვიე მამას, შემდეგ კი დედას. - რამდენი კვირის ხარ, დეე? - თბილად მკითხა დედამ და ნატურალური წვენი დამიდო წინ. - 5 კვირის. გმადლობ. - წვენზე ვანიშნე და გრძელ ჭიქას თითები შემოვაჭდე ირგვლივ. ღიმილით ვუყურებდი სამზარეულოში მოფუსფუსე დედას, რომელიც წინასწარ ამზადებდა ხვალ დილისთვის წვებს. თან მეკითხებოდა მდგომარეობას ბავშვის, ჩემს მდგომარეობას. ტოქსიკოზი ისევ საშინლად მაწუხებდა, მაგრამ დამამშვიდა, შენზე მეც მქონდა ტოქსიკოზი, ამიტომ გამოცდილი ვარ და დაგეხმარებიო. ჯერ კიდევ შოკში ვარ. - დედა, მამას ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა? ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია. არადა, სულ გაიძახის, როგორი უნდა იყოს პატიოსანი, ღირსეული ქალი… - ლილე, ამის ერთადერთი ახსნა არსებობს, - მამაშენს ძალიან უყვარხარ და არცერთი ტრადიცია, არანაირი მენტალიტეტი არ დგას შენზე წინ. ის დღეს რომ სხვანაირად მოქცეულიყო, შენზე უარესად დაიტანჯებოდა. მთელი ცხოვრება არ მოასვენებდა და შიგნიდან დაღრღნიდა ეს სინანული. -ხელზე მომეფერა და შუბლზე მაკოცა. - შედი დე, დაისვენე, ნამგზავრი ხარ და ის დრო კი, რაც გეძინა, არ გეყოფოდა. ნელა შევედი ოთახში. ლოგინზე ვარსკვლავის ფორმით გავწექი მუცლით ჭერისკენ. დღევანდელი სიტუაცია ჩემთვის ზედმეტი იყო. თუ გქონიათ ისეთი მომენტი, როცა ბედნიერებას ვერ იტევთ და რაღაც საშუალებით მოგდომებიათ რომ ის ემოცია გამოგეშვათ გარეთ, მაშინ ზუსტად მიხვდებით ახლა რა მდგომარეობაში ვარ. ზუსტად სიტყვა-სიტყვით მოვუყევი ჩემსავით შოკირებულ თათუს და მშვიდად გადავეშვი ლოგინზე. - ახლა ყველაფერი სულ სხვანაირად იქნება, დე. - ჩურჩულით ვუთხარი ჩემს შვილს, მუცელს მოვეფერე და ტკბილი ძილი ვუსურვე. *** თვეები თვეებს მისდევდა. უკვე 6 თვის ორსული ვარ. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ისეთი, როგორიც არასდროს. ჩემი შვილი, როცა ჩემში მოძრაობდა, ფეხებს, ხელებს მირტყამდა, თავი მსოფლიოს ცენტრი მეგონა. თათუ პერიოდულად ჩამოდიოდა და მნახულობდა. - დეე. - დილით, როგორც კი გავიღვიძე სამზარეულოში გავედი. - ჰოუ. - თავისი საძინებლიდან გამოვიდა. - ჩემი შარვალი და მაისური ვერ ვიპოვნე. სად არის? - მოგიტან. შენ სად მიდიხარ? - გინეკოლოგთან. მეშვიდე თვეში გადავალ მალე და უნდა შემამოწმოს. - მარტო წახვალ? - კი, რა პრობლემაა. მამას ჩემი მანქანა ხომ არ წაუყვანია სამსახურში? - არა, აქ არის. - ძალიან კარგი. - გავუცინე და სწრაფად მოვწესრგდი. მთელი ერთი კვირაა მოსვნება მაქვს დაკარგული. არ ვიცი, რატომ, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს და რამდენად ცუდს - ამის გაფიქრება მზარავს. მანქანას ფრთხილად ვატარებ, სწრაფი დამუხრუჭება რომ არ დამჭირდეს. შუქნიშანზე გავაჩერე. მოულოდნელად მანქანის კარი გააღო ახალგაზრდა, სიმპათიურმა მამაკაცმა და მანქანაში, ჩემ გვერდით მოთავსდა. - როდის უნდა გეთქვა, რომ ჩემს შვილს ატარებ მუცლით? - მეკითხება წარბშეკრული და ვგრძნობ როგორ მიჭერს მარწუხებივით რაღაცა ყელზე ისე, რომ სუნთქვის საშუალებასაც არ მაძლევს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.