შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

63 ნაბიჯი (2)


17-08-2018, 19:43
ავტორი Encore
ნანახია 1 549

ისევ ისე ოფლში გაწურულს მეღვიძება. აჩქარებულ გულზე ხელს ვიდებ, მეორე ხელს კი დაცვარულ შუბლზე ვისვამ. ფეხებს გადასაფარებელის გარეთ ვყოფ, ხალათს ვიცვამ და მეორე საძინებლისკენ მივდივარ, იქნებ თათუ იყოს სახლში, მაგრამ ამაოდ.
ერთი თვეა უკვე რაც თბილისში ვარ, მაგრამ ბოლო ერთი კვირაა თავს საშინლად ვგრძნობ, თათუმ მითხრა - ალბათ მოიწამლეო. მეც ეგრე ვფიქრობ, თუმცა ყველა უცნაურობას ემატება ისიც რომ ყოველ ღამე ერთ სიზმარს ვნახულობ, როგორ ვდგავარ მთაზე დიდი მუცლით, მაგრამ მოულოდნელად ხევში ვვარდები და ბავშვი მიკვდება. საერთოდ ვერ ვხვდები რატომ მესისზმრება მსგავსი ტიპის სიზმარი, მაგრამ ვცდილობ არ ავყვე არც ნერვებს და არც არაფერს.
- სად ხარ? - ბურტყუნით ვეკითხები თათუს.
- ლევანთან დავრჩი გუშინ. რა ხმა გაქვს შენ?
- აუ, არ ვიცი, საშინლად ვგრძნობ თავს, - მოულოდნელად ამიწყლიანდა თვალები და იატაკზე ორად მოვიკეცე.
- ლილე, შენ რა ტირი? - მესმის, როგორ გაიოცა ამაშუკელმა.
- მოდი, რაა, გთხოვ. ვერ ვარ კარგად. დილიდან ძალიან ცუდად ვარ, თავს ვერ ვიკავებ. ყველაფერზე ან ნერვები მეშლება ან მეტირება…
- მოვალ აუცილებლად. ტემპერატურა როგორი გაქვს?
- ნორმაშია.
- წნევა?
- არც ეგ მაწუხებს.
- მაშინ დამელოდე და 15 წუთში მანდ ვარ.
წარმოდგენა არ მქონდა ამაშუკელის მოსვლამდე რა უნდა მეკეთებინა. სახლის დალაგების ძალა არ მქონდა ფიზიკურად, ძალიანაც რომ მდომებოდა, ამიტომ წიგნის კითხვა დავიწყე, მაგრამ ნახევარი თვალი და გული კარისკენ მქონდა მიპყრობილი. ბოლოს წამოვდექი და აივანზე გავედი მოსაწევად. უკვე სული მეხუთება. აღარ შემიძლია. სასოწარკვეთილება ბოლოს მიღებს და თავის მორევში მთელი ძალით მიხვევს.
აივანზე არსებულ სარწეველა სკამზე ვჯდები და საზურგეს ერთიანად ვეყრდნობი. სიგარეტის კვამლში ვიკარგები და ყურში ჩამესმის სნოუმაინის - ლეთ მი ინ. ერთიანად ვიბერები. თითქოს ის ყველაფერი რაც გულზე მაწევს ამდენი ხანია, ყველა დარდი, ყველა ტკივილი დროებით დამავიწყდა. სიგარეტის ღრმა ნაფაზს ვურტყავ და კვამლს ერთი მეორეს მიყოლებით ვუშვებ ფილტვებში. რაღაცნაირი სიმშვიდე მაქვს მოპოვებული ამ წუთებში, ვერც მე ვხვდები როგორი, თუმცა მსიამოვნებს საყვარელი სიმღერა, სიგარეტი, აივანი…
კარზე ზარია. ის წუთიერი სიამოვნება, რომელშიც ვიყავი უცბად გადამავიწყდა, იმდენად მინდოდა ჩემს თათუსთან ლაპარაკი. კარებისკენ ლამის გავიქეცი გასაღები გადავატრიალე და მაშინვე გავიგე ამაშუკელის ქოთქოთი. გავიბადრე. ზუსტად ეს მჭირდებოდა.
- შემოდი მაინც და მერე იქოთქოთე. - ვუცინი და ლოყაზე გემრიელად ვკოცნი.
- ვეღარ გცნობ. რა გჭირს გამაგებინო იქნებ?
- წარმოდგენა არ მაქვს. ბოლო ერთი კვირაა საშინლად ვარ. შენ კი არა მე ვერ ვცნობ საკუთარ თავს.
- წამოდი ჩემთან, გადმოდი, სანამ ისევ წახვალ მოსკოვში. რა გინდა აქ, მარტო სახლში. ჩემთან არ გირჩევნია? ღამე შენთან დავიძინებ ხოლმე გპირდები. - ჩამეხუტა და თათუსთან ერთად მეც დავჯექი დივაზე.
- არ მინდა ხელი შეგიშალო, თან ჩემს სახლში მირჩევნია, მართლა.
- შენ მართლა… - გაოცებული მომაშტერდა. - რას ნიშნავს ხელი შემიშალო? არა, შენ მართლა რაღაც გჭირს… აუცილებლად წავიდეთ ხვალვე ექიმთან.
- რამე სერიოზული რომ მჭირდეს? - ამოვიკნავლე შეშინებულმა და დამრგვალებული თვალებით გავხედე.
- მაქვს ერთი ვერსია, მაგრამ… - ჩაფიქრებულმა მიიდო საჩვენებელი თითი ტუჩებზე და აქეთ-იქით დაიწყო სიარული.
- მაგრამ?
- არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი ან სარწმუნოა.
- მითხარი. - მუხლები მოვიკეცე და ინტერესით მივაჩერდი.
- შეიძლება ორსულად ხარ, მაგრამ წინასწარ არავინ არაფერი ვიცით, არ ინერვუულო. - ხელები სწრაფად აწია ჰაერში და ყოყმანით მითხრა. - არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ერთი აქტის მერე დაორსულება, მაგრამ დავუშვათ ასეა. აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ.
- რა? - მოულოდნელობისგან ფეხზე წამოვფრინდი.
დაბნეულობისგან, შიშისგან, მოულოდნელობისგან აღარ ვიცოდი რა მექნა. გავშრი ერთიანად. ვერც კი დავუშვი ასეთი რამ, მიუხედავად იმისა რომ შესაძლებლობა შეიძლება ყოფილიყო, მაინც წარმოუდგენლად მიმაჩნდა. მე და ჩემი შვილი?! აქეთ-იქით ნერვიულობისგან დავიწყე სიარული. თითებს ნერვიულად ვხლართავდი ერთმანეთში და დაცვარულ შუბლზე ვიჭერდი.
- შესაძლებელია ლილე, ხო იცი შენც.
- არ ვიცი, არაფერი არ ვიცი…
- ჩავალ მე აფთიაქში და ტესტს ვიყიდი.
არც დამაცადა არაფრის თქმა ისე გავარდა. იატაკზე დავჯექი და თავი კედელს მივადე. ფიქრის საშუალებაც არ მქონდა ისე გამეთიშა გონება. ერთ წერტილს გავუშტერე თვალი. ვერ გავიგე, როდის შემოვიდა სახლში თათული.
- ლილე, - დამიძახა და თვალებთან ხელი ამიფრიალა გამოსაფხიზლებლად.
- ჰო.
ხელში ტესტით სავსე პარკი მომაწოდა. გაუაზრებლად გამოვართვი და სააბაზანოსკენ დავიძარი. ფეხები უკან მრჩებოდა. მივლასლასებდი. რაც შემეძლო დროს ვწელავდი.
შემდეგ… შემდეგ ორივე ერთად ვიჯექით მეტლახზე სააბაზანოში და ძირს დალაგებულ ტესტებს ვუყურებდით. ორივე ვტიროდით, როცა დადებითი პასუხი გამოისახა თითოეულ მათგანზე. ორივეს სუნთქვა გვეკვროდა. ორივეს მოგვაწვა შიში უპირველესყოვლისა.
- მეშინია. - ამოვიტირე და თავი თათუს კალთაში ჩავდე.
- უნდა გამაგრდე, ლილე, თორემ ისე არაფერი გამოვა. უნდა მოუფრთხილდე ბავშვს, ოღონდ არ მითხრა რომ აბორტს გაიკეთებ. არ გააკეთო ეგ გთხოვ… - ცრემლმორეული მეჩურჩულებოდა და თმაზე რიტმულად მისვამდა აკანკალებულ თითებს.
- წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა მოვიქცე. დედას და მამას როგორ ვუთხრა თათუ? ძალიან, ძალიან გაუცრუვდებათ იმედი და ხო იცი, მე ეგ მომკლავს. მათ თვალებში იმედგაცრუება რომ დავინახო, ვერ გადავიტან ზუსტად ვიცი…
მონოლოგი დავასრულე. ორივე ჩუმად ვიყავით. რეალობა მწარე იყო, მაგრამ თან ტკბილი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე კი არა საერთოდ ვერ ვიაზრებდი რა დატრიალდა ჩემ ირგვლივ, მაინც შინაგანად თითქოს მხნედ ვიყავი. შედარებით. თუმცა ეს ყველაფერი მაშინვე ქრებოდა, როცა მამაჩემის სახეს წარმოვიდგენდი. ყველაზე მეტად მაგის მეშინოდა. ჩემთვის რასაც არ ჰქონდა აზრი, მამაჩემისთვის იყო ყველაფერი: პატიოსნება, სინაზე, ტრადიცია… დედა… დედა ალბათ გამიგებს, როცა ვეტყვი ყველაფერს. გამიგებს იქიდან გამომდინარე, რომ თვითონაც განუცდია, რას ნიშნავს, როცა შენში კიდევ ერთი არსება ცხოვრობს, ვითარდება, ყალიბდება, შენი ნაწილია…
- რა უნდა ვქნა?
- არ ვიცი, მაგრამ მე ზუსტად ვიცი ის რომ ბავშვს არაფერი უნდა დაემართოს. აბორტზე საუბარი ზედმეტია. შვილი - ეს იმდენად დიდი ბედნიერებაა, გთხოვ გაუაზრებლად ნუ გააკეთებ ისეთ რამეს, რასაც შემდეგ აუცილებლად ინანებ. დამიჯერე. თავს მოუფრთხილდი, სიგარეტი, ალკოჰოლი მოაშორე მენიუდან. იკვებე კარგად. მე გადმოვალ შენთან სანამ მოსკოვში წახვალ. ყველაფერში დაგეხმარები, გვერდში დაგიდები, ოღონდ შენც უნდა ეცადო.
- ჩემებს რა ვუთხრა? მამაჩემი მომკლავს! - ხელები სახეზე ავიფარე.
- აუხსენი. გულახდილად ესაუბრე. მოკვლით ვერავინ მოგკლავს. გული გადაუშალე. თუ არაფერი გამოვა, მე ჩამოვალ შენთან, ვიქირაოთ ბინა. შენ სიცოცხლეს გეფიცები, ერთი წამით არ დავფიქრდებოდი შენს ადგილას რომ ვიყო, მიუხედავად ყველაფრისა.
- ვერც კი ვიაზრებ ჯერ… - ღიმილით ამოვთქვი და თითები მუცელზე გადავიტარე.
- არც მე მჯერა რომ ნათლია გავხდები, მაგრამ ხომ ვხდები არა?! - გაიკრიჭა ისიც და მომეხვია.
საღამო მშვიდად გავატარეთ, მოლოდინის რეჟიმში. ხვალ გინეკოლოგთან მივდივართ ორივე ერთად. პირველად მოვისმენ ჩემ შვილზე ინფორმაციას. წარმოდგენაც არ მაქვს როგორ უნდა მოვიქცე, როგორ ვიყო კარგი დედა, თუმცა ამასაც ეშველება, მთავარი მაინც ის არის, როგორ ვუთხრა ჩემ მშობლებს რომ თავი ვერ შევიკავე და ისეთი ადამიანისგან ველოდები შვილს, რომელსაც არც კი ვიცნობ. რთული მოსასმენია, ყველაფერი კარგად მესმის მეც, მაგრამ იმის მერე, რაც გავიგე რომ მუცლით საკუთარ შვილს ვატარებ, ალბათ, ყველას და ყველაფერს დავუპირისპირდები მის გამო.
მთელი ღამე ვერ დავიძინე. სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ ბოლომდე ვერ ვიაზრებ რომ ორსულად ვარ, თუმცა მთელს სხეულში მაინც ვგრძნობ იმ სიამოვნების ღუტუნს, რომელიც გულს მიჩქარებს. მუცელზე ხელებს გაუაზრებლად ვისვამ და ბედნიერებისგან ვიბადრები. არც კი მჯერა რომ შვილი მეყოლება, არც კი მჯერა რომ 8 თვეში დედა გავხდები, ჩემი სულის, ხორცის და ცხოვრების ნაწილი მეყოლება…

***
- გაიღვიძე ლილე, წავიდეთ, დაგვაგვიანდება.
- რომელი საათია? - ამოვიზმუვლე და გვერდი ვიცვალე.
- 11.
- მერე?
- 12-ზე ვართ ჩაწერილები, რა მერე?! ადექი, მოწესრიგდი, გაემზადე, გასაუზმებ და წავიდეთ, თორემ დავიგვიანებთ. - ფარდა გადასწია, თან მელაპარაკებოდა.
ოხვრით დავიფარე გადასაფარებელი თავზე. მზის სხივები პირდაპირ თვალებში მანათებდა. სახე უსიამოვნოდ დავმანჭე. ისევ გულისრევის შეგრძნება მქონდა, ძლივს ავწიე ტანი, ჩუსტებში ტერფები გავუყარე და თხელი ხალათი მოვიხურე სხეულზე. სააბაზანოში მთვარეულივით შევედი. თავი ძლივს მოვიწესრიგე იმდენად მეძინებოდა. ლამის ფორთხვით გავედი სამზარეულოში და ცივ მაგიდაზე მარჯვენა ლოყა დავდე. თვალები მივნაბე სიამოვნებისგან.
- რას გიგავს თვალები, გეძინა საერთოდ? - კაპასი დედამთილივით დამადგა თავზე დოინჯშემორტყმული თათული.
- ნწუუ. -არც ამიხედავს ისე ვუპასუხე.
- შენთვის ძილი აუცილებელია!
- ჰო, ჰო… - თავი დავუქნიე და წამოვდექი. - ჩავიცვამ მე, თორემ მართლა ვეღარ მოვასწრებთ.
საუზმეც როგორღაც გადავაგორეთ. ბევრი არ მიწუწუნია, მიუხედავად იმისა რომ დილით საკვების მიღება მეზიზღება… ახლა ბევრი რამე სხვანაირადაა. ისე აღარაა, როცა მარტო ჩემი თავი მებარებოდა.
ახლა ჩემს სხეულში ჩემი შვილია!
როგორ მივედით გინეკოლოგთან საერთოდ არ მახსოვს, არც ის მახსოვს რას მელაპარაკებოდა.
- ნაყოფი ოთხი კვირის არის, თუმცა გემოგლობინი საკმაოდ დაბალი გაქვს. სუსტად ხარ.
- დიახ, ბოლო დღეებია თავს ცუდად ვგრძნობ.
- წოლითი რეჟიმი უნდა გამოვწერო. ორი კვირა შეეცადე მხოლოდ სააბაზანოში გახვიდე, სხვაგან არსად. ორი კვირის შემდეგ მოდი და ცვლილებებსერთად შევხედოთ. - გამიღიმა სასიამოვნო, შუახნის ქალმა და გამოგვიშვა.

***
ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს თითოეული თქვენგანის აზრი. ფაქტობრივად თქვენთ ერთად ვწერ მეც.
ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის...



№1  offline წევრი Encore

დარინა
ველოდები იმ იდიმალი პირივნების გამოჩენას, რატმღც მგონია რომ მოძებნის ლილეს, მომწინს კარგი ისტორიააა, თან ველიდები როგორ განვითარდება მოვლენებიიი, წარმატებები და ველი მომდევნო თავს.

❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი Encore

უცნაური მე
ძალიან კარგია. ველოდები აქტიურ ფაზაში როდის შევა ისტორია. ველოდები გაგრძელებას <3

გმადლობ❤️

 


№3 სტუმარი bananasi

მალმალე დადე რა ახალი ტავები ტორე მერე სულ მავიწყდება ხოლმე რას ვკიტხულობდი და არადა დზალიან მომწონს ისტორია ჯერჯერობიტ და არ მინდა რო დამავიწყდეს

 


№4  offline წევრი Encore

bananasi
მალმალე დადე რა ახალი ტავები ტორე მერე სულ მავიწყდება ხოლმე რას ვკიტხულობდი და არადა დზალიან მომწონს ისტორია ჯერჯერობიტ და არ მინდა რო დამავიწყდეს

ვცდილობ, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხებ დროის ნაკლებობის გამო...❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent