მტვრიანი თარო -3-
ძლიერი შოკის შენდეგ ნინი ხელის შეხება იგრძნო, ბუნდოვნად ხედავდა სახეს, მაგრამ იცოდა, რომ ეს რატი იყო, აბა სხვა ვინ იქნებოდა? რატიმ ხელში აიყვანა, სცადა ძირს დაეყენებინა, რომ პირსახოცი აეაღო და შეემშრალებინა, მაგრამ ნინი მუხლებს ქვემოთ გათიშული იყო, ერთ წერტილს მიშტერებოდა და მხოლოდ ერთს ამობობდა "ძმაო მჭირდები". - ნინი.. ნინი აქ ხარ? გამოფხიზლდი გთხოვ.. გესმის ჩემი? ეუბნებოდა რატი და პირსახოცის მოფარებას ცდილობდა.. - მესმის ალექს.. მესმის. ნინიმ თვალები დახუჭა და ამჯერად მთლიანად მოწყდა, გულგახეთქილმა რატიმ, რომელსაც ემოციები აშკარად ეტყობოდა სწრაფად აიყვანა ხელში და საწოლ ოთახაში ლოგინზე დააწვინა. - ნინი გამოფხიზლდი... ეძახდა და თან გაყინულ სხეულზე საბანს აფარებდა. ნინი გაითიშა, სამი თვე კომაში იყო, მის გონებაში არსებული მოგონებები კი ნაწყვეტ-ნაწყვეტ ახსენებდა თავს, ნუ შეიძლება ითქვას, რომ ნინის ცხოვრების თითოეულმა დღემ მის ფონებაში დაიდო ბინა და ახლა თანმიმდევრობით ახსენდებოდა. - ალექს.. - გისნენ დედა - შვილო მე არ მცალია, გთხოვ ნინის თმა დავარცხნე რა.. ყველაფერი ნათელ ფერებში ჩანდა, არც იყო გასაკვირი, ეს ხომ წარსულის მოგონებაა.. მაგრამ მოგონება კი არა წარსულის ერთი დღეა.. მას მთლიანად წარსული ახსენდებოდა, წარსულის ყოველი დღე თანმიმდევრობით. დღეში სამი ან ოთხი თუ მეტი არა.. - მოვდივარ დედა. ნინი ზუსტად იმას განიცდიდა რასაც მაშინ, იმ მომენტში, ახლა გული სიხარუკით უცემდა, ალეწსი ოთახიდან გამოვიდა, სამზარეულოში შემოვიდა და ნინის სავარცხელი გამოართვა.. - აბა დღეს რა უნდა გავაკეთოთ მე და შენ? ხელში აიტაცა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში. - ბევრი ნაყინი ვჭანოთ? სიხარუკით შეხედა თვაკებში ნინიმ.. ისევ ისეთი თვალები ჰქინდა, უძირო, სიყვარუკით სავსე თვალები. - არა.. გაეცინა ალექსს და ისევ მაგრად მიიკრა გულზე. - მანქანით ვიკატაოთ? ყურში ჩასჩურჩულა ნინიმ, ალექსმა კი გადაიხარხარა.. ღნერთო როგორ მონატრებია მისი სიცილი.. - მაგის დროც მოვა პატარავ.. დღეს მე და შენ უნდა წავიდეთ სკოლაში. თქვა ეს ალექსმა, ხელები მაგრად მოხვია ნინის, რომელიც ისედაც მთეკი ძალით ჰყავდა ჩახუტებული და სწრაფად გაიქცა საძინებლისკენ, ნინი საწოლზე დააგდო და მთელი სინაზით უღუტუნებდა, რომ რაც შეიძლება ბევრი ეცინა, ამ დროს ნინიც რათქმაუნდა სიცილით კვდებოდა. - ალექს.. სკოლაში დააგვიანდება. გაისმა მამის ხმა, ნინი ამ ხმაშიც დიდ სიყვარულს პოულობდა. - კარგი მა.. თქვენ წადით, არ ინერვიულოთ. გასძახა ალექსმა და ნინი ისევ ხელებში მოიქცია. - შენ რა ისევ პიჟამოებში ხარ? აათვალიერ-ჩაათვალიერა ალექსმა. - იცი ძამიკო? მე არ ვიცი ვარდისფერი ჩავიცვა დღეს თუ თეთრი. ალექსს ჩაეცინა, წანოდგა, ნინის ხელი მოკიდა და უთხრა. - აბაა? დღეს როგორ ხასიათზე ხარ? - კარგ ხასიათზე ვარ. - ხო და მოდი მაშინ ვარდისფერი კაბა ჩაიცვი, აი ის მე რომ მიყვარს, ნინიმ ხელი სწრაფად გაუშვა ძმას და ოთახისან გავარდა, რამოდენიმე წუთში ისევ ძმის ოთახაში შემოვიდა. - ძამიკო დამეხმარე რა, ელვას ვერ ვიკრავ. ალექსმა სწრაფად აიტაცა ხელში ნინი და ერთიბმაგრად აკოცა. - იცი, რომ შენ ძამიკოს ყველაზე, ყველაზე ყველაზე ლამაზი გოგო ხარ? ნინიმ გადაიკისკისა და მთელი ძალით ჩაეხუტა ალექსს, რომელიც ხარბად ისუნთქავდა პატარა დაიკოს სუნს, მერე თავზე აკოცა და უთხრა. - წამოდი თმა დაგვრჩა დასავარცხნი. სკამზე დასვა და სავარცხელი ნელა დაუსვა, ეშინოდა არ ეტკინა, ამიტოომ ნაზად ვარცხნიდა თმას, ნინისაც ჩამოეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.